შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფორიაქებული გრძნობები (სრულად)


15-07-2020, 18:32
ნანახია 4 856

ცხოვრება ისე არ გვექცევა ყოველთვის,როგორც ჩვენ გვინდა.მაგრამ ვიბრძვით, ზოგჯერ ვერც ვიბრძვით და ვართ ასე კიდეზე ან უსასრულობაში გადავვარდებით ან კიდევ ეჰ, ან კიდევ ვინ იცის სად...
ფანჯარასთან ვზივარ და წვიმის წვეთებს ვითვლი,კი ზუსტადაც რომ ვითვლი, რადგან ყოველი წვეთი ჩემთვის ასეთი სანუკვარი და მნიშვნელოვანია.იცით მე რომ დავიბადე წვიმდა,კი წვიმდა და მე ძალიან მიყვარს ის, რადგან ვიცი მასაც ვუყვარვარ.
ცხელი შოკოლადი გავამზადე და ხელებში მოვიქციე,ფანჯარასთან მოვიკალათე და ფიქრებს მივეცი.
ჩამეძინა, დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგე. კვლავ წვიმამ გამომაღვიძა. ისე ძლიერად წვიმდა, რომ მეგონა გარეთ ვიყავი და ვსველდებოდი.არ მინდოდა ეს მხოლოდ ფიქრი ყოფილიყო , ამიტომ ავდექი საწვიმარი ჩავიცვი და გარეთ გავედი.ისე ძლიერად წვიმდა, რომ ასფალტზე დაცემული წვეთები ტკაცუნის ხმას გამოსცემდნენ.ირგვლივ გავიხედე, ყველა გარბოდა.ზოგს ქოლგა ეჭირა, ზოგს გაზეთი და ყველა თავის შეფარებას ცდილობდა. თან ბნელოდა და ხლხი ამასაც კი გაურბოდა.მე კი ვიდექი და ვსველდებოდი, შუა ვერეზე ვიდექი და არაფერი არ მანაღვლებდა ან მინდოდა ასე ყოფილიყო. წვიმის წვეთები გახურებულ სახეზე მეცემოდა, ისინი ჩემს ტკივილს გრძნობდნენ და სიმწრისგან ცეკვავდნენ,თავბრუს მახვევდა მათი მოძრაობა,თითქოს მეც ავყევი, ხელები გავშალე და საწვიმარი გავიხსენი,ქუდი მოვიხსენი და სახე წვიმას შევუშვირე.
ეს იყო ბედნიერება,
ეს იყო სიყვარული,
ეს იყო სიხარული,
და ყოველივე კარგი,
რაც კი მიგრძვნია აქამდე...

თვლები დახუჭული მქონდა, მთელი სხეულით ღამის წყვდიადს ვიყავი შერწყმული,სხვა არაფერი არსებობდა მხოლოდ მე და წვიმა. ახლად მოსული გაზაფხულის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი,როდესაც უცნობის ბოხი ხმა ჩამესმა.-შენც გყვარებია
-(მეც არა, მე მიყვარს, თან ძალიან.
თვალები გავახილე და დავინახე ვიღაც მაღალი, შავ საწვიმარიანი ტიპი მედგა გვერდით, მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავდი, რადგან ძალიან ბნელოდა.
-რას ნიშნავს წვიმა შენთვის,?
ისე მკითხა ბუნებრივად, ნაცნობივით,დადგა და ბაასი გამიბა,ისე თითქოს თავისთავად , ბუნებრივად მერე რაო აქ თუ კოკისპირულ წვიმაში ვდგავარო და შენთან ერთად ვსველდებიო. თითქოს ეს არაჩვეულებრივი მოვლენა ჩვეულებრივი იყო ,ასე უბრალოდ იდგა და სველდებოდა.
-(და რამეს უნდა ნიშნავდეს?წვიმა ხომ ისაა რაც გამშვიდებს და თან გაფორიაქებს,წვიმა ხომ პირველ სიყვარულს ჰგავს დაუვიწყარი და გამორჩეული, მაგრამ იშვიათი.ისეთი იშვიათი და მარტოსული მას ყველა გაურბის გიჟის გარდა.
-გინდა თქვა რომ სიყვარულს მხოლოდ გიჟები არ გაურბიან?
-(იცი რა არის, როდესაც გიყვარს უკვე გიჟი ხარ და იქ მთავრდება.
-წვიმა ეს სასწულია ციდან.
მე ისევ სახეს ვუშვერდი წვეთებს. წავიდა.
წვიმასავით მოულოდნელად მოვიდა და წავიდა
არ ვიცი ვინ იყო, რა იყო, რა უნდოდა,რატომ უყვარს წვიმა, რას აკეთებდა ვერეზე, მაგრამ ალბათ მას ჰქონდა თავისი მიზეზი რატომაც მოვიდა და შეავსო ეს სიცარიელე. წვიმასთან ერთად გაქრა,წავიდა და წვიმამ გადაიღო.
თითქოს გული ჩამწყდა, ჩემს გვერდით კვლავ სიცარიელე რომ დარჩა,მინდოდა გვედით ვინმე მდგომოდა,თუნდაც სულ არ გაეღო ხმა,უბრალოდ ყოფილიყო,მისი არსებობა ასე მაინც შემეგრძნო...
სახლში წავედი და შხაპი მივიღე.ალბათ ერთი საათი ვიდექი გახურებული წვეთების ქვეშ,ალბათ ნაადრევად წასული წვიმის დანაკლისს ვინაზღაურებდი. თითოეულ წვეთს ვგრძნობდი თუ როგორ მიცოცავდა ჩემს სხეულზე,ცრემლები წყლის წვეთებს უერთდებოდა და სველ ღარებს ჰქმნიდნენ ლოყებზე.ტკივილნარევი ცრემლი მწვავდა,სახეზე არა მაგრამ გულზე,სულზე ტოვებდნენ დიდ კვალს, თან წარუშლელს. გკაწრავს და მთელი სიცხადით შეიგრძნობ ამ ტკივილს.გული გამალებით გიცემს,ისე ძლიერად ფეთქავს რომ სუნთქვას გიხშირებს,ცრემლები კი თვალებს გიწვავს და ბურუსივით გეფინება,რომ წამით მაინც ვერ დაინახო რეალობა. სულის ტკივილზე მწარე არცერთი ჭრილობა არ არის,რადგან მისი მოშუშება არავის ძალუძს.
მას ყოველთვის ამ დღეს უახლდებოდა ეს იარა,ყოველ 21 მარტს,თითქოს გულზე ბასრ დანას უსვამდნენ,მთვარის შუქზე ვერცხლისფრად რომ ლაპლაპებს და ახალ დანაშაულს ითხოვს. მეწამული ფერის სითხის ნაცვალად, ბროლის წვეთები სცვიოდა ჭაობისფერი თვალებიდან. მთელი არსებით განიცდიდა,გრძნობებს ერთიანად შეებოჭა. კედელს დაეყრდნო და სასო მიხდილი ჩაიმუხლა. გული კისერში ამოუჯდა ტირილით,მაგრამ წყლის წვეთები მას კვლავ არ ტოვებდნენ,როგორც იმ დღეს,როდესაც საუკეთესო მეგობარი გაიცნო და შემდეგ დაკარგა,’ მასთან ერთად შეაგროვა ძვირფასი მოგონებები და თან გაატანა.ყოველი წლის 21 მარტს,თაია ფერაძე ფანჯრის რაფასთან ზის და ელოდება წვიმას,თუ როდის მისცემს ცა ნიშანს,რომ საყვარელი მეგობრის თხოვნა შეასრულოს და მისი გარდაცვალების დღეს ერთიანად გადასცეს შხაპუნა წვიმას ნაგროვები დარდი. ორი წელია ბაიამ დატოვა საუკეთესო მეგობარი და მოსაგონრად ერთადერთი ქალიშვილი ჟღალთმიანი,მომცინარი კნოპკა გაიმეტა ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის,რომ დიდხანს ახსენონ მისი სახელი და ბედნიერმა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ბაია და თაია ყოველ წელს ერთად ხვდებოდნენ 21 მარტს,მათი მეგობრობის დაწყების მიზეზი რომ გახდა.მეხუთე კლასში გაიცნეს ერთმანეთი,თაია აღაფრთოვანა ბაიას თვალებმა,ერთი ყავისფერი ჰქონდა მეორე ცისფერი. მასთან მიიჭრა და მოურიდებლად უთხრა:იცი გიყურებ და ვერ ვიჯერებ,ასეთ რამეს პირველად ვხედავ.შენი ერთი თვალი მიწას მაგონებს მეორე კი ზეცას. თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნი. თან აქ ხარ და თან არა,თითქოს მიწას ახებ ფეხს,მაგრამ ამ დროს ციდან ღრუბელს გლეჯ. საოცარია,საკვირველია. ბაიამ მეგობრუალად გაუღიმა,ამხანაგს.ხშირად დაენახა განცვიფრებული ადამიანები მის ირგვლივ,მაგრამ ამ პატარა გოგოს გაკვირვება საოცრად გულწრფელი იყო,ამიტომ სურვილი გაუჩნდა მისი სახელი გაეგო და დაახლოებოდა. იცი მე ბაია მქვია და ძალიან მომწონს შენი ზურმუხტისფერი თვალები,გიყურებ და ვრწმუნდები რომ ამ თვალებს საოცარი სულის მქონე პატრონი ეყოლება. ეს თქვა და გულზე საჩვენებელი თითი ნაზად შეახო.
გადაწყვიტეს საუკეთესო მეგობრები გამხდარიყვნენ,ბავშვური გულიბრყვილობოთ ნეკები გადააჯვარედიენს და სამარადისო ფიცით შეჰფიცეს ერთმანეთს,რომ პირობას არ გატეხდნენ. იმ დროს გაზაფხული იდგა.გოგოები ეზოში ტყემლის ხის ქვეშ შეყუჟულიყვნენ,შემცივნებული ბეღურებივით,რომ არავის დაენახათ. თვალები დაეხუჭათ და გულში ჩუმად იმეორებდნენ: “სამუდამოდ მეგობრები,სამუდამოდ ერთად”.ტყემალის კვირტები ახლად გაფურჩქნულიყო, თეთრი ყვავილები იღიმოდნენ დამწუხრებული ტოტებიდან,რომელთაც დიდი ზამთარი გამოევლოთ,მაგრამ მაინც აყვავდნენ და ცხოვრებას კვლავ იმედით დაუბრუნდნენ. თბილი სიო ეალერსებოდა ყვავილებს და მოტკბო სურნელს აფრქვევდა ირგვლივ, მზის სხივები კი ამ სურათს მეტ ეშხს სძენდნენ და ყვითელ სხივებს გულუხვად ფანტავდნენ. მოულოდნელად წვიმა დაიწყო,ამ ჯადოსნურ დღეს მეტი ხიბლი შემატა. გოგოებს სიხარულისგან თვალებში ჭინკები აუთამაშდათ და სახეგაბადრულებმა კისკისით ხტუნვა დაიწყეს. ბედნიერ სახეებს კიდევ უფრო უმშვენებდათ მათი სულებივით უმწიკვლო და სუფთა წვეთები. ეს იყო დიდი მეგობრობის დასაწყისი. გაზაფხულის წვიმა ხომ ძალიან სუფთა და თბილია ბავშვის გულივით,როდესაც უმანკო წვეთი მიწას დაეცემა და მტვერს შეერევა ის პირვანდელ სახეს კარგავს,თავის სიწმინდეს ეთხოვება და მიწა შთანთქავს. ასეა ცხოვრებაც,როდესაც ახალი სიცოცხლე დედამიწას მოევლინება,წვიმის წვეთივით უმანკო და სუფთაა,მაგრამ როდესაც ავ-კარგის შეცნობას დაიწყებს მიწიერ ცოდვებს ერევა და ცხოვრებას სწავლობს. ბოლოს დედამიწას გაბეზრდება მისი არსებობა,ყვავილივით მოსწყვეტს მიწას და ცხოვრების წლებს ნაზი სურნელით დააგვირგვინებს,რასაც სიკვდილი ჰქვია.სული შვებას იპოვის და მოშორდება ამქვეყნიურ გასაჭირს,რასაც ცხოვრება ჰქვია.

ბაიამ 27 წლის ასაკში დაარღვია პირობა,რომელსაც 18 წელი უსიტყვოდ ასრულებდა თაიასთან ერთად.ვერეზე ყოველ 21 მარტს,ყოველ 21 მარტს მოდიოდა გაზაფხულის პირველი წვიმა და გოგოები ბედნიერი სახეებით გარბოდნენ მის შესაგებებლად. მხოლოდ ერთხელ არ გაწვიმდა,2018 წლის 21 მარტს როდესაც ბაია გამოეთხოვა ამ სამყაროს და დატოვა ოცნებები დედამიწაზე,თავის ქალიშვილთან ერთად. არ გაწვიმებულა,მაგრამ წვიმასავით აწყდებოდა საყვარელი ადამიანების ცრემლები მის ცივ ცხედარს.
ბაია გარდაიცვალა.
წავიდა იქ სადაც მისი სული სიმშვიდეს მოიპოვებდა,სადაც ტკივილი და დარდი არ შეაწუხებდა,სადაც არსებობას გვერდზე გადადებდა და სიცოცხლეს შეძლებდა. წავიდა და ამოისუნთქა ისე ძლიერად რომ სულ თავისუფლად ნარნარის უფლება მისცა.მხოლოდ ერთი დარდი დატოვა მიწაზე,შვილი და დედა,ის ორი არსება რომლებიც სიცოცხლეა ერჩივნა მაგრამ ბედმა ასე ინება.ავტოკატასტროფამ შეიწირა ბაიას ოცნებები და სამუდამოდ გამოეთხოვა მიწიერ ცხოვრებას.
თაია ფეხზე წამოდგა,სააბაზანო დატოვა და ოთახს მიაშურა. ემოციებს ძალიან დაეღალა მისი სხეული,ძალა აღარ შერჩენოდა. თვალები დახუჭა და მაშინვე გადაეშვა შავ-ბნელ მორევში.
დილით მზის სხივები მაღვიძებს,თვალებზე მეთამაშება ონავარი, აივანის მოაჯირისთვის მჭიდროდ აქვს ხელები ჩავლებული რომ წონასწორობა შეინარჩუნოს და ნაადრევად არ დამტოვოს. ჩიტების ჟღურტული ჩამესმის,დილა ადრიან სასიამოვნო ჰანგებით მანებივრებენ. აი ზამთრის სუსხიან დღეებში რომ მინატრია ისეთი დილა გამითენდა. სიცოცხლით ავივსე საოცარ ძალას ვგრძნობ,თითქოს გუშინდელი დღე არ არსებობდა,რადიკალურად შეცვლილიყო ჩემი ხასიათი. თვალები მხიარულად მითამაშებდა და გული ბედნიერებისგან მიმღეროდა. ფეხზე წამოვხტი,პიჟამოებით გავირბინე ოთახი და აივანზე გავედი მეტი სიცხადით რომ შემეგრძნო ეს განწყობა.ქალაქს ეღვიძა,ქუჩაში ორი გოგონა კისკისით მოუყვებოდა გზას, მათი სიხალისე მეც გადმომედო მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა რომ ცხოვრება მშვენიერია. სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიდუღე, რომელიც ჩემი დილის რუტინის განუყოფელო ნაწილია. სახლში მარტო ვცხოვრობ ამიტომ დილის იდილეას არავინ მირღვევს. მშობლები რაიონში ცხოვრობენ, უკვე 5 წელია თბილისში ვცხოვრობ კულინარიულზე ვსწავლობ და თან ერთ პატარა საყვარელ საკონდიტროში ვმუშაობ. მალე დავამთავრებ და იმას გავაკეთებ რაზეც აქამდე მხოლოდ მიოცნებია. ტანზე ჩავიცვი და სამსახურისკენ განვაგრძე გზა. მთელ დღე ღიმილი არ მომშორებია სახეზე , თვალებით ბედნიერებას ვასხივებდი. სამსახურში დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე, ფორმა გავიხადე და სახლისკენ ფეხით განვაგრძე გზა. მოვდიოდი და თან ვტკბებოდი ბურუსით მოხული ღამით, რომელიც ლამპიონებს გაენათებინა და სასიამოვნო სიყვითლეს დაესადგურებინა, რომელიც საოცარ ნდობას იწვევდა ჩემში. უეცრად ჰაერია ნაკადმა ძლიერად დაუბერა და თეთრი ყვავილების წვიმის ქვეშ აღმოვჩნი. ქერა თმები ლამაზად შემიმკო და წამით თავი სამოთხეში მაგრძნობინა. მე მაშინ მიყვარდა მთელი არსებით, უმიზეზოდ ვგრძნობდი უსაზღვრო ბედნიერებას . მიყვარდა მთელი სამყარო თითოეული ფოთოლი და ხე . მივხვდი რომ უბრალოდ უნდა მეცხოვრა და ბედნიერება წვრილმანებში მეძია. ქარი უმისამართოდ დაჰქროდა ჩემს ირგვლივ, ტყემლის და თმების სურნელს ერთმანეთს ურწყამდა. ნეტარებას ვიყავი მიცემული და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. უეცრად უცნობის ხმა ჩამესმა და ამ მდგომარეობიდან წამში გამომარკვია.
-უკაცრავად, მაგრამ უნდა მაპატიოთ.
გაოცებულმა თვალები უცხო მამაკაცს მივაპყარი, წამით მზერა შევაჩერე რომ კარგად დამენახა. მაღალი , შავ თმიანი , თეთრი სახის , თლილი ნაკვთებით.
-განა რა გაქვთ საპატიებელი? მივუბრუნდი მე.
-იცით, როდესაც დაგინახეთ ფოტოებს ვიღებდი და შემთხვევით ჩემს კადრში მოხვდით.
უხერხულად გადაისვა თმაზე ხელი და მორიდებით გაიღიმა.
-ჯერ ფოტოს ვნახავ და შემდეგ გადვწყვეტ თქვენი საქციელი არის თუ არა საპატიებელი.
დაბნეულმა ხელებში მომაჩეჩა კამერა. ფოტო მართლაც რომ ლამაზი იყო. თმებზე პაწაწინა ყვავილები მეყარა და გაბადრული სახით ცაზე მოციმცინე ვარსკვლავებს შევცქეროდი.
- იცით ძალიან ლამაზი ფოტოა ამიტომ თქვენი ბოდიში მიღებულია. ეს ვუთხარი და გავუღიმე, შემოვტრიალდი და ბედნიერმა განვაგრძე გზა. სახლში დაღლილი მივედი, შხაპი მივიღე და ნეტარებით ჩავესვენე რბილ ლოგინში.
დილით ადრე გამეღვიძა დასვენების დღე მქონდა და მთელი დღე ჩემს განკარგულებაში იყო. ფანჯარაში გავიხედე, ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ, ერთად შეეკრათ პირი და შავად მოქუფრულიყვნენ. სასიამოვნო სიგრილე იყო, თბილად ჩავიცვი და ქუჩას დავუყევი , სადაც მე და ბაია ხშირად ვსეირნობდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით.მივდიოდი და უეცრად ბაიამ გამირბინა წინ, კი სწორად გაიგეთ წარსული დავინახე ცხადად. ზუსტად ამ ადგილას მე და ბაია ერთად დავდიოდით და ვიცინოდით. მის ლანდს ვხედავ ,მინდა ხელზე გამოვიკერო ,რომ არსად გამექცეს. მაგრმ ის ისევ გარბის და მარტო მტოვებს. არ მინდა ამ ქუჩას მარტო მივუყვებოდე სევდიანი.
შემაჟრჟოლა, მისი თმის სურნელი ვიგრძენი. მოგონება გამიმძაფრდა და ამეტირა, მიყვარდა ჩემი მეგობარი. ,არ შემიძლია მისი გახსენება ცრემლის გარეშე,ჯერ არ ვარ ისეთი ძლიერი რომ ჩვენი წარსულის ბედნიერი მოგონებები ცრემლით არ დავასველო. ღმერთია მოწმე რომ მე ის ძალიან მიყვარდა, მას გავატანე ჩემი სულის ნაწილი.
მეგობარი...
ის ვინც მაცინებს და თან მატირებს
მტკივა, ყველა მოგონება და ბედნიერი წამი ...
მეგობარი...
ერთი სიტყვა და ამ დროს მთელი ცხოვრების დიდი არსი,
ეს ის ადამიანია რომელიც ფუნჯებით შენთან ერთად აფერადებს სამყაროს, ყოველ წუთს და ყოველ წამს,
შენთან ერთად უხარია და ტკივა განიცდის,
იცინის და ტირის,
ადამინიანი რომელიც ბედისწერის უხილავი ძაფებით გიკავშირდება,
თავს გაყვარებს და სულში გიძვრება,
გავსებს და შენს თავს უკვე სრულყოფილად შეიგრძნობ,
უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ,
თავზე ხელს გისვამს და გიღიმის,
მერე რა თუ ლამაზი არ ხარ,
მერე რა თუ ჭკვინი არ ხარ,
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ,
მან თუ გიპოვა ჩათვალე ბედნიერი ხარ, რადგან ამ გრძნობას არ გააჩნია სტანდარტები რომ შენზე მორგება სცადოს.
არა, უბრალოდ მას ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ ,
ეს არის მეგობრობა და ადამიანი რომელიც შენთვის არის და შენ მისთვის.
ბედმა ნაადრევად იმენა ამ უხილავი ძაფების გადაჭრა, დამაშორა ჩემს სულის ნაწილს,
აღარასდროს ვიქნები ისეთი “მთელი” როგორც მაშინ, როდესაც ბაია “მავსებდა” .
დარდი,
მარტოობა, მდევდა თან. მის გარეშე, მინდოდა არ შემემჩნია მაგრამ უძლური ვიყავი იმ დიადი გრძნობის წინაში,
ღამე მტეხდა, მასზე ფიქრს ამიშლიდა და მეც ვიძირებოდი იმ მლაშე გუბეებში, ბალიშს ჩავიკრავდი და ვოხრავდი.
ფიქრებში გართულს ქარის ძლიერმა ტალღამ გამომარკვია, ირგვლივ მიმოვიხედე, ხეები იგრიხებოდნენ , ფოთლები შრიალებდნენ და ჩურჩულით დახმარებას ითხოვდნენ , მაგრამ ადგილიდან მაინც ვერ იძროდნენ. მოულოდნელად ფურცლების კორიანტელი აღმოჩნდა ჩემს ირგვლივ, ძირს დავიხარე და ერთ-ერთი მათგანი ხელში ავიღე. რეკლამა იყო განთავსებული, რომ დღეს 4 საათზე სამხატვრო გალერიაში იმართებოდა პერსონალური გამოფენა, სახელად „აფორიაქებული გრძნობები“. სახელმა ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავწყვიტე საკუთარი თვალებით შემეფასებინა ვინმე გეგი გამყრელიძის ნამუშევრები.
სახლში დავბრუნდი და საათს მოუსვენრად დავცქეროდი, ადრე მივაშურე სამხატვრო გალერეას, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ გამოფენისგან რაღაც მნიშვნელოვანს მოველოდი. შენობაში შესვლისთანავე თვალებით საგამოფენო დარბაზის მოძებნა დავიწყე, ირგვლივ კედლები აფიშებით იყო აჭრელებული. თაღზე დიდი ასოებით დაწერილი „აფორიაქებული გრძნობები“ ხმამაღლა წავიკითხე, ისე რომ საკუთარმა ხმამ ყური მომჭრა. უეცრად ზურგს უკან საოცრად ნაცნობი ხმა მომესმა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი მის ვინაობაში. შემოვბრუნდი და მომღიმარი ფოტოგრაფი აისვეტა ჩემს თვალწინ.
-გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პერსონალურ გამოფენაზე.
- მე თქვენ გიცნობთ, დაურიდებლად წამოვიყვირე.
-აჰ, დიახ თქვენ ჩემს კადრში მოხვედრილი სუბიექტი არ ბრძანდებით? უკაცრავად, ბოდიშს გიხდი ტერმინოლოგიისთვის, პროფესია მაინც თავისას შვება.
-მე თაია ფერაძე ვარ, უხერხულობის გასაფანტად ხელი გავუწოდე.
- სასიამოვნოა, მე გეგი გამყრელიძე.
ჩემს გაწვდილ ხელს საკუთარი შეაგება და საოცარი მზრუნველობით ხელებში მოიქცია. შემდეგ მაჯის საათს დახედა და თქვა:
- ჯერ გამოფენის დაწყებამდე ადრეა , მაგრამ რადგანაც ჩვენ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. პირადად მინდა გაგიძღვე დარბაზში და შენი შეფასება მოვისმინო.

თბილი მზერა შემავლო და წინ წავიდა.
მოლბერტთან შევჩერდით, რომელზეც დასახატად გამზადებული ტილო იყო განთავსებული. ხელები გადააჯვარედინა და ფიქრნარევი მზერა მომაპყრო.
-შეგიძლია მითხრა თუ რას ხედავ?
ტუჩები დავბრიცე, გაკვირვების ნიშნად და თავი ოდნავ გვერდზე გადავხარე.
-რას უნდა ვხედავდე , აქ ხომ ცარიელი ტილოა?
-კარგი მაშინ ასე გკითხავ, ეს სითეთრე რომელ გრძნობას შეგიძლია დაუკავშირო?
-გრძნობას... იცი ეს სითეთრე საოცრად ჰგავს სასოწარკვეთას, როდესაც ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, საოცრად თეთრი დღეებია, ერთმანეთს ებმის და იკარგები ამ სითეთრეში. გამოსავალი კი არსით სჩანს.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაზე ბოროტი ფერი შავია,
მაგრამ არა,
არა ისინი ცდებიან ,
რადგან მათ თეთრი არ უნახავთ,
ის ისეთი ცივია,
ის ისეთი მარტოსულია,
რომ თავს უსუსურ არსებად გაგრძნობინებს ,
დაპატარავდები დაპატარავდები და ბოლოს გაქრები,
აი ეს არის სასოწარკვეთა,
რომელსაც თეთრი ფერი აქვს..
მხატვარს ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებში ამოუხსნელი სევდა ჩაუდგა და მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა:
- ეს ის პასუხია, რისი მოსმენაც შენგან მინდოდა. ჩემი ნაშრომების პირველი შემფასებელი ხარ და მიკვირს ასე ზუსტად როგორ აღწერ იმას რასაც მე ამ ნახატების მიმართ ვგრძნობ, შენ ამ ასაკში იმაზე მეტი გიცხოვრია ვიდრე უნდა გეცხოვრა და იმაზე მეტი გიფიქრია ვიდრე უნდა გეფიქრა.
ვერ გეტყვით, რატომ მაგრამ ეს ბიჭი ჩემზე კარგად მოქმედებდა, განსხვავებულ გრძნობას იწვევდა, რაც აქამდე არ მიგრძვნია,საოცარი ნდობით განვიმსჭვალე მის მიმართ. თითქოს ამ კუპრივით შავ თვალებს შეეძლოთ ჩემს სულში ჩახედვა. თითოეულ სიტყვას გულით უსმენდა და ღრმა მზერით მაკვირდებოდა.
-ეს ნახატი, რომელიც მზის სხივებით არის გამთბარი ჩემთვის იმედს ჰგავს. როდესააც სიცარიელეში ხარ გაჭედილი, მაგრამ უეცრად სარკმლიდან სინათლის სხივი მორიდებულად შემოიჭყიტება და იმედის ნაპერწკალს გაგიჩენს. მისთვის არაფერი, მაგრამ შენ ახალ სიცოცხლეს გაჩუქებს, დაგანახებს იმას რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული. იმედი არის ის რაც ახალია და თან ძვირფასი. სხეულში სისხლი მონდომებით დაიწყებს მოძრაობას და გულს გაჩერების უფლებას არ მისცემს და ამაში „დამნაშავე“ სწორედ იმედი იქნება. ეს მთვარე და ვარსკვლავები კი ჩემთვის სულის სიმშვიდესთან ასოცირდება, როდესაც მთელი არსებით დაღლილი ხარ და შვებას ეძებ. არ ვიცი რატომ მაგრამ გეტყვი, როდესაც დაღამდება და ცას შავი ნისლი მოიცავს, მე ვიხედები ზეცაში და ყველაზე მოკიაფე ვარსკვლავს ვეძებ, რადგან ვიცი ჩემი მეგობარი ბაია სადღაც იქაა და მომღიმარი თვალებით მიმზერს.
მას მილიონი მანათობლით გადაჭედილი ცისთვის ხშირად უცქერია გათენებამდე, ვარსკვლავებს შორის დაეძებდა სიმშვიდეს, რომელიც არასდროს ღირსეებია. მისი სახე სევდიანად მშვიდი ხდებოდა, ბაგეზე ღიმილი დასთამაშებდა. მოტკბო ბუნდოვანი გრძნობა მთლიანად მოიცავდა, საყვარელი მელოდია კი სევდიანი სილამაზის უკეთ აღქმაში ეხმარებოდა. თვალებს განაბავდა და ფიქრებით ცას სწვდებოდა, ნეტა შეძლებოდა არა მარტო გონებით, არამედ ხელითაც შეხებოდა ღრუბელებს და იქ დაედო სამუდამოდ ბინა. მაგრამ მან ჯერ არ იცოდა , რომ ეს ოცნება მალე რეალობად ექცეოდა.
თაია პირველად საუბრობდა მეგობარზე ასეთი გრძნობით, სხვისი თანდასწრებით და მითუმეტეს სრულიად უცხო მამაკაცთან. მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა , რომ მის უცნაურობაში არცერთს შეჰპარვია ეჭვი.
-მაპატიე, აქ შენი ნახატების დასათვალიერებლად ვარ მოსული და არა ჩემი ისტორიების მოსასმენად, მაგრამ შენი შემოქმედება იმდენად ახლოს არის ჩემს სულიერ მდგომარეობასთან, რომ არ შემეძლო ეს შენთვის არ გამეზიარებინა.
-საპატიებელი ნამდვილად არაფერი გაქვს, პირიქით მადლობელი ვარ რომ აქ ხარ, თან ასე გულწრფელი, ალბათ შენსავით ვერავინ ვერ გაიგებს ამ ნახატების არსს, მიკვირს და მიხარია რომ ასე ზუსტად გადმოცემ. ახლა კი ჩემი ბავშვობის მოგონება უნდა განახო, ამ შემთხვევაში კი მე მოგიყვები პატარა ისტორიას.
ნახატზე ასახული იყო, ორი ფერადკაბიანი მომცინარი გოგონა, თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ხის ჩრდილის ქვეშ.
- როდესაც პატარა ვიყავი, კლასში ჩემს მეგობარს ვეჩხუბე და ძალიან ვაწყენინეთ ერთმანეთს, ვუთხარი რომ მის დანახვას მერჩივნა სიკვდილი დამენახა. გამოვიქეცი და ვერეზე წავედი, ერთი ხე მქონდა ამოჩემებული, რომ გავბრაზდებოდი მასზე ავცოცდებოდი და ჩემთვის ვფიქრობდი. მაშინ, როდესაც ხეზე მოვიკალათე და ჩაფიქრებული გავყურებდი ჰორიზონტს, ორი გოგოს ხმა მომესმა, რომლებიც მეგობრობის სამარადისო ფიცს დებდნენ. ყოველი 21 მარტს 8 საათზე ჰპირდებოდნენ ერთმანეთს ამ ადგილას შეხვედრას. მათი სიტყვები და ბავშვური ემოცია გულში ჩამრჩა. როდესაც წავიდენ ჩემს მეგობართან მივედი ბოდიში მოვუხადე და შევურიგდი. იცი დამაინტერა შეასრულებდნენ თუ არა სიტყვას, ამიტომ ყოველ 21 მარტს 7 საათზე მივდიოდი იმ ხესთან ახლოს ვდგებოდი და ვუცდიდი. ბავშვობის მეგობრები არასდროს არღვევდნენ პირობას და ყოველ წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს. მინდოდა სახეზე დამენახა მაგრამ ყოველთვის სიბნელეში მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ბოლო 2 წელია იმ ხესთან მხოლოდ ერთი მეგობარი მოდის. მოდის და წვიმაში მარტო დგას. იცი ერთხელ მის გვერდით დავდექი, მინდოდა მიზეზი მეკითხა თუ რატო იყო მარტო, მაგრამ მის ხმაში დიდი ტკივილი დავინახე და მივხვდი რომ ეს მისთვის ადვილი არ იქნებოდა. წავედი, წვიმასთან და დარდთან მარტო დავტოვე, არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, იმ დღის შემდეგ გონებიდან ვერ ვიგდევ მასზე ფიქრს.

თაია გაფითრებული უსმენდა გეგის მონათხრობს, ამ პატარა ისტორიაში მან საკუთარი თავი და ბაია ამოიცნო, ორი განუყრელი მეგობარი რომელთა დაშორებაც მხოლოდ სიკვდილმა შეძლო. თვალები ამღვრეოდა და ტკივილს სახე დაეღარა. ხელებს ერთმანეთს ძლიერად უჭერდა რომ თვალზე მომდგარ ცრემლებს არ გაეყიდა მისი ემოცია, მაგრამ მის წინაში უძლური აღმოჩნდა.
სუნთქვა შემეკრა, რადგან ბაია არ იყო ჩემს გვერდით და მასთან ერთად არ ვუსმენდი ჩვენს ისტორიას, სხვისი თვალით დანახულს.
გეგი თაიას დანახვაზე შეშფოთდა არ იცოდა რა გაეკეთებინა ან რა იყო მისი ამ მდგომარეობაში აღმოჩენის მიზეზი, დაიბნა. შემდეგ ჩუმად ამოიგმინა
-რა თქმა უნდა, ბაია და თაია სამუდამოდ ერთად, სამუდამოდ მეგობრები.
თაიამ ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლებს უმატა და გული ყელში ამოუჯდა. ახალგაზრდა მხატვარმა თავის განიერ მხრებში მოიქცია თაიას სუსტი სხეული და ქორივით გადაეფარა, დასაცავად.
თაიამ გეგის მკლავებში თავი მშვიდად იგრძნო, მაგრამ გული კვლავ უცნაურად უფეთქავდა.


*
ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს , რადგან დარდი ლოდივით მაწევს გულზე.
მერე გონს მოვეგები და ღრმად ჩავისუნთქავ, რადგან ტვინს შევახსენო,
რომ ისევ ცოცხალი ვარ.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ღიმილი უკონკურენტო ნიღაბია,
ვიღიმი რადგან ცუდად ვარ,
ვიღიმი რადგან კარგად ვარ,
ყოველთვის ვიღიმი ,
მაგრამ ვინ იცის მის უკან რას ვმალავ..





ძვირფასო მკითხველო, მადლობას გიხდი, რომ ეს ისტორია წაიკითხე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება, ამიტომ გელით კომენტარებში. სიყვარულით ცას გამოკერილი მეოცნებე.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ემოციები რომლებიც ჩემში გამოიწვია. ცრემლები მომადგა. პატარა თუმცა უძლიერესი ისტორიაა. ემოციურად საოცრად დატვირთული. ასე მეგონა კი არ ვკითხულობდი არამედ საკუთარი თვალით ვუყურებდი მთელს მათ მეგობრობასა და ვგრძნობდი თაიას უკიდეგანო ტკივილს.

 


სტუმარი ხატია
არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ემოციები რომლებიც ჩემში გამოიწვია. ცრემლები მომადგა. პატარა თუმცა უძლიერესი ისტორიაა. ემოციურად საოცრად დატვირთული. ასე მეგონა კი არ ვკითხულობდი არამედ საკუთარი თვალით ვუყურებდი მთელს მათ მეგობრობასა და ვგრძნობდი თაიას უკიდეგანო ტკივილს.

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე შენი შეფასებით. ე.ი. ცოტათი მაინც შევძელი ჩემი მიზნისთვის მიმეღწია და ის ტკივილი დამენახებინა ადამიანებისთვის, რომელიც მეგობრის დაკარგვით არის გამოწვეული და ვისაც გვერდით ჰყავს ძლიერად ჩაიკრას გულში და უფრო მეტად დააფასოს.

 


№3 სტუმარი სტუმარი mabby

მეორედ წავიკითხე და მეორედაც ზუსტად იგივე, შეიძლება უფრო მეტი ემოციებიც კი დამიტოვა, იმდენად კარგი, თბილი და ამავდროულად სევდიანია, ვეცადე, თუმცა ვერ შევძელი ცრემლის შეკავება, ძალიან კარგი იყო. (გელოდები, ახალი , ზღვა ემოციებით სავსე მოთხრობით დაგვიბრუნდი ????)

 


სტუმარი mabby
მეორედ წავიკითხე და მეორედაც ზუსტად იგივე, შეიძლება უფრო მეტი ემოციებიც კი დამიტოვა, იმდენად კარგი, თბილი და ამავდროულად სევდიანია, ვეცადე, თუმცა ვერ შევძელი ცრემლის შეკავება, ძალიან კარგი იყო. (გელოდები, ახალი , ზღვა ემოციებით სავსე მოთხრობით დაგვიბრუნდი ????)

შენსავით ტკბილი კომენტარია, დიდი მადლობა. ცრემლი უყვარს ჩემს პერსონაჟებს, რადგან დარდს ასე იქარვებენ და მკითხველიც თუ მათთან ერთად იტირებს ეს მათ მეტ მხარდაჭერას აგრძნობინებს.♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatuna

ემოციები ისე კარგად არის გამოცემული, ასე მეგონა მე განვიცდიდი.წვიმაც სხვანაირად შემიყვარდა. ყველაფერი იყო, მეგობრობა, ტკივილი, სიყვარული და უამრავი გრძნობაა. მაგარია

 


სტუმარი Khatuna
ემოციები ისე კარგად არის გამოცემული, ასე მეგონა მე განვიცდიდი.წვიმაც სხვანაირად შემიყვარდა. ყველაფერი იყო, მეგობრობა, ტკივილი, სიყვარული და უამრავი გრძნობაა. მაგარია

მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ, ძალიან გამახარეთ.

 


№7 სტუმარი სტუმარი ხატია

ცას გამოკერილი მეოცნებე
სტუმარი ხატია
არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ემოციები რომლებიც ჩემში გამოიწვია. ცრემლები მომადგა. პატარა თუმცა უძლიერესი ისტორიაა. ემოციურად საოცრად დატვირთული. ასე მეგონა კი არ ვკითხულობდი არამედ საკუთარი თვალით ვუყურებდი მთელს მათ მეგობრობასა და ვგრძნობდი თაიას უკიდეგანო ტკივილს.

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე შენი შეფასებით. ე.ი. ცოტათი მაინც შევძელი ჩემი მიზნისთვის მიმეღწია და ის ტკივილი დამენახებინა ადამიანებისთვის, რომელიც მეგობრის დაკარგვით არის გამოწვეული და ვისაც გვერდით ჰყავს ძლიერად ჩაიკრას გულში და უფრო მეტად დააფასოს.

ნამდვილად. მე პირადად არ გამომიცდია და ღმერთსა ვთხოვ კიდევ უამრავი წელი არ განმაცდევინოს. მე ვცდილობ მუდამ ვიყვე კარგი და ერთგული მეგობარი მათთვის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent