ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 11)
ორივე ერთად მივედით მეზობლის კარამდე და აი მანდ უკვე მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და ზარი დავრეკე. კარები არავინ გაგვიღო, კიდევ ერთხელ ვცადე და ამჯერად კარებში ახალგაზრდა, ძალიან ნაცნობი სულიუეტი გამოჩნდა. არა, ოღონდ ეს არა რააა.... გაოცებისაგან თვალები იმხელაზე დავქაჩე სავარაუდოდ ბუდიდან ამოვარდა, მაგრამ დათოს ნამდვილად არ ესახებოდა გაკვირვება. -შენ.... აქაც შენ ხარ? სერიოზულად? -არ მელოდი საყვარელო? მე დავეჭყანე და ენაც გამოვუყე, მან კი ჩემს საქციელზე ჩაიცინა. -პატარა ბავშვი ხარ რა. -ვის ეძახი პატარა ბავშვს შენ? ეს პატარა ბავში იქნება ახლა თუ.... -რა? დამარტყამ? გამწუწავ? ზურგზე შემახტები თუ რას იზამ? -ამმმ..... თუ გამაბრააზებ ნახავ რასაც გიზამ. -რაღაც ძალიან დიდ გულზე ხარ ხო? -მმმმ.... ბოდიში ასეთ დიალოგში რომ გეჭრებით მაგრამ შეიძლება მე გავიდე? უეცრად საუბარში ჩაგვერთო ნინი. -არა ნინი, დარჩი. იმას ვეტყვით რისთვისაც მოვედით. -აბა რა გინდოდა პატარა ქალბატონო? -ჯერესერთი ზედმეტსახელებისგან თავი შეიკავე და მერე მინდა გთხოვოთ, რომ მუსიკას ჩაუწიოთ თუ შეიძლება, ტვინი ვეღარ ასწრებს მუშაობას. -თქვენც რომ შემოხვიდეთ არ გინდათ? -ჰა? მისმა კითხვამ ძალიან დამაბნია. -თვენც შემოდით კარგად გაერთობით. -მომინდომა ბიჭმა გართობა..... ახლავე ჩაუწიე. ახლა თითი დავუქნიე კიდევაც. ნუ ვიცი, რომ ძალიან ბავშვურად გამომდის, მაგრამ რა ვქნა სხვანაირად ვერ ვბრაზდები. დათო რაღაცამ გააოცა და ახლა გაშტერებული მიყურებს. მე ხელი დავუქნიე თვალებთან. -ალოჰაააა დათუჩა, კარგად ხარ? -დათუჩა აღარ დამიძახო. -რატო დათუჩა? -ნუ მიწვევ. -რა იყო გეშინია? -ნიტა ან შემოდით ან კიდე წადით. -არ შემო...... -შემოვალთ. ნინის უნდ ეთქვა არ შემოვალთო, მაგრამ მე დავასწარი და ხელზეც დავექჩე, რომ შემოსულიყო. დათომ კმაყოფილად გაიღიმა და შიგნით შეგვიშვა. -ბევრი არავინაა, მხოლოდ მე და ჩემი სამი მეგობარი. -და თქვენ ოთხნი იწვევთ ასეთ ხმაურს? აგდებულად ვიკითხე მე და სახლი მოვათვალიერე, რომელიც ბიჭის საცხოვრებელის დონეზე საკმაოდ სუფთა იყო. ამ დროს გვერდძე ოთახიდან სამი დათოსვით უშველებელი დევი გამოვიდა. -არა.... უკან მიმაქვს სიტყვები. ისე დათუჩა შენ, რომ აყლაყუდა ხარ იმას არ ნიშნავს, რომ სამეობროში ერთი ნორმალურიც არ უნდა გყავდეს. ბიჭებმა სიცილი ატეხეს. -ვინ არიან ეს საყვარელი არსებები დათუჩა? -ნიკო დათუჩას კიდევ ერთელ დამიძახებ და..... გოგოები არიან მერე გეტყვი. -კაი შე*ემა რა იყო. გაგვაცანი ახლა ვინ არიან. ჩემს წინ აღმართული იყო სამი ერთმანეთძე უფრო სიმპატიური აყლაყუდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ დათუჩა ყველაზე სიმპატიურია. ხო რა იყოთ გემოვნება მაქვს. გუგას ამბავი გამხსენდა და ისევ მოვიღუშე. -ეს ნიტაა, ეს ნინი, ერთ უნიში ვსწავლობთ. ნინი, ნიტა გაიცანით ეს ნიკოა, ეს ალექსი, ეს კი თემო. -გუგას რა დაუშავე? შემთხვევით წამომცდა ეს კითხვა თორემ რომ დავფიქრდი მერე ვინანე, რომ ვიკითხე. ნინიმ მხარი გამკრა და მიჩურჩულა: -შენ სიკვდილი გინდა? -დაწყნარდი მერე რა კითხვა დავსვი. გუგას ხსენებაზე ოთხივე დაიძაბა. -საიდან იცნობ მას? -მე...... ისაა..... ბოლო-ბოლო ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ. დათომ ამაზე მხოლოდ მწარედ ჩაიღიმა. -გიყვარს. -არა სიყვარული გადამეტებულია ახლა. -კითხვა არ დამისვამს. აი ამაზე რა ვუთხრა. მიყვარს? არა რათქმაუნდა უბრალოდ მომწონს მეტ არაფერი. -არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ თქვი. მე არ მიყვარს, მომწონს. -მოდი ნინიკო შენ ჩვენთან. ნიკომ ნინის ხელო მოკიდა. ნინი შეეწინააღმდეგა, მაგრამ აბა ამახელა გოლიათთან რას გახდებოდა. -ჩვენ გავალთ და თქვენ შეეცადეთ ერთმანეთი არ დახოცოთ. უცბად გაეცელა ყველა იქაურობას. -ნიტა შენც მათ გაყევი. -რატომ? -ძალიან ბევრ შეკითხვას სვამ. კიდევ.... გუგა დაივიწყე. -რატომ? -ნიტა.... -დათო.... -ბიჭებს უთხარი, რომ გავედი. კარებისკენ წავიდა, მაგრამ მე არ გავუშვი. -გაიწიე. -რატომ? -უნდა წავიდე. -რატომ? ახლა აღარეფერი აღარ უთქვამს. პირდაპირი მნიშვნელობით ამიღო და გამდგა შემდეგ კი კარები გამოაღო და გავიდა. მაინც დავეწიე. -არსადაც არ წახვალ. -რატომ? -არ მინდა. -რატომ? -ეგ ჩემი კითხვაა. -იოანეს იოცობდი ხომ ასეა? ძალიან მოულოდნელი კითხვა იყო და ცოტა კი არა ძალიან დავიბენი. დათომ დრო იხელთა და გზა გააგრძელა ისევ დავეწიე. -ვერ წახვალ. -...... -სად მიდიხარ? -რა შენი საქმეა? -მეც წამოვალ. -აქ დარჩები. -არა. ან მეც მოვდივარ, ან შენც რჩები. -რა გინდა ნიტა? -დარჩი. -სულელი ბავშვი ხარ. -გუგა, რომ მომწონდა ამიტომ? -არა მხოლოდ.... -დათო ნორმალური პასუხები გამეცი. უცბად მისი ხელები წელზე ვიგრძენი, ახლოს მიმიზიდა და რაც უფრო მოულოდნელი დაუცნაური იყო მთელი გრძნობით და ვნებით მაკოცა. ვუჰჰჰჰ, მგონია, რომ მთელი სამყარო ტრილებს, მაგრამ არა მარტო მთელი სამყარო, თითქოს მეც ამანჯღრიეს და რომელი ორგანო სად მაქვს მხოლოდ ღმერთმა იცის. კოცნის შემდეგ კიდევ ცოტახანი ვერ მოვედი აზრზე და თალები დახუჭლი, მქონდა, მადლობა დათოს, რომ ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული თორემ ახლა ძირს ვიქნებოდი გაშოტილი. -დარწმუნებული ხარ, რომ კიდევ გუგა მოგწონს? მე გაუზრებლად თავი დავუქნიე. -სერიოულად? გინდა, რომ კიდევ გაკოცო? ამაზეც თავი დავუქნიე. აჰა შესანიშნავია, მისგან მეორე კოცნაც დავიმსახურე. ამჯერად თვალები გავახილე და დავეშვი დედამიწაზე. მისი ხელებიდან თავიც გავითვისუფლე. -მოიცადეეე... ასე არ შეიძლება? მან ცალი წარბი ამიწია და დამცინავად გამომხედა. -არ შეიძლება ადამიანს ასე მიახტე და აკოცო მისი ნებართვი გარეშე. -მემგონი მე არ დამიქნევია თავი ხო მეორე კოცნაზე. ჯანდაბა, ვსიო გამომიჭირა. -არა დათო, მე იმ მომენტშ ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი და ამიტომ დაგიქნიე თავი. -გუგაზე, რომ მკითე მაშინ ეკუთვნოდი შენს თავს? -არა.... უფროსწორად კი.... თუ არა. აუუუუ სულ ამრიე რაააააა. ბავშვივით დავიწუწუნე, ხელები გადავაჯვარედინე და დათოსკენ ზურგით შევტრიალდი გაბრაზებული. იდიოტი, დეგენერატი, უტაქტო, გაუზრდელი.... უკნიდან სითბო ვიგრძენი, რომელიც ძალიან მსიამოვნებდა. უნებურად მეც შევტრალდი და ისე აღმოჩნდა, რომ ერთმანეთშ ჩავეხუტეთ. არა რაააა..... მაინც გავიყიდე ჩახუტებაზე. ახლა გეტყვით, რომ ჩახუტეა ჩემთვის ყველაზე მაგარი რაღაცაა და როდესაც ვინმე მეხუტება თან ასე თბილად თავს ვერ ვიკავებ ხოლმე. ჩემი ჩვევები მომიღებს ბოლოს ერთ დღეს. -ტკბილო. -კიდე წახვალ? -თუ მაკოცებ არ წავალ. მე თავი ავწიე და გაბრაზებული თვალები მივანათე. მან გაიცინა. როგორ უხდება გაცინება, ცუდად ვარ და მცხელა, მიშშშვვვვეეეელლლლლეეეეთთთთთთ. -ლოყაზე პატარა ჩურჩუტო. -ნუ მაშინ შეიძლება. ლოყა მომიშვირა მე კი უნდა მეკოცნა, რომ უცბად თავი შემოაბრუნა. მე სასწრაფოდ გავეცალე და მუშტი მხარზე მივარტყი რაც ძალი და ღონე მქონდა, მაგრამ ამ ქვამ და ლოდმა რათქმაუნდა ვერაფერი ვერ იგრძნო. მე კი მეტკინა, ვაღიარებ ძალიან მეტკინა. -აუუუუუუჩჩჩჩჩ.... მეტკინა, მეტკინაააა. -ესე იგი თუ გაგაბრაზებ ხოლმე, შენს თავს ხელი უნდა მოტეხო? ენა გამოვუყავი. ისევ გაიცინა..... მთელი დღე შემიძლია ვუყურო ასეთს. ვაიმე ნიტა რა ჯანდაბა გჭირს? პატარა, ცანცარა გოგოსავით იქცევი. მაგრამ მერე რა ცხოვრებაში სულ სტარტზე ვერ ქნები ხომ ასეა? დათომ ხელი გადამხვია და მიმიხუტა და ასეთ მდგომარეობაში შევედით სახლში. სადაც ნინი და ალექსი საეჭვოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ნიკო და თემო კი ერთად ერთობოდნენ. ჰმმმ.... აქ რაღაც მაფიაააა..... -ისააააა. ნიტა ხო? ასეთი რა გაუკეთე ამ საფრთხობელას, ასე რომ იქცეა ეს ბოლო დღეებია. სიცილით მკითხა თემომ, რაზეც დათოსგან მკვლელი გამოხედვა მიიღო. -ისე ეგ საწამლავი მეც მასწავლე რაა, გამომადგება. ახლა ნიკომ მითხრა ჩუმად, რაზეც ყველას გაგვეცინა დათოს გარდა. -კაი რა იყო დათუჩა.... ვხუმრობთ. ახლა უკვე მეც დავიწყე ღადაობა. -პატარა ქალბატონო შენთვის სხვანაირ სასჯელს მოვიფიქრებ იცოდე. -მართლა? საინტერესოა რას... თვალები დამიწვრილა და გამომცდელად შემომხედა. -დათუჩა...... ნიკო სიცილით პირდაპირი მნიშვნელობით კვდებოდა. -ნიკაკო, დამიწყნარდი რააა. ახლა ნიკოც დასერიოზულდა. -აბა რას ვშვებით? -ჩტოიიი? გაურკვევლობაშ იყო თემო. -რა ჩტოი შე*ემა, ვითამაშოტ რამე. -ოღონდ სიმართლე თუ მოქმედება არა. მე და დათომ ერთად წამოვიძახეთ, რაზეც ყველას გაგვეცინა. -კარგი მაშინ ვითამაშოტ მე არასდროს გაწყობთ? -ეგ კარგია. მე მაშინვე დავეთნხმე და მაგიდასთნ დავჯექი. -ნიტა თამაშებს ისე არ ვთამაშობთ როგორც სხვები. ალექსიც ჩაერთო საუბარში. -სხვანაირად როგორ უნდა ითამაშო? ნინიმაც ამოიღო ხმა. ამას მერე მივხედავ. ტიტუუუუუუუ დაქალი დამიდებილა ალექსმა. ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და ალქესის მოსმენა დავიწყე. -ვამბობთ ისეთ წინადადებებს რაც ენაზე მოგვადგება. ეს შეიძლება ძალიან პირადულიც იყოს და თუ გაგვიკეთებია 1 ჭიქა არაყი გარანტირებულია. -კაი შე*ემა რა გოგოები არიან შეღავათი დავუშვათ. გამოეპასუხა ნიკო. -არავითარი შეღავათი, თქვენ თუ გგონიათ, რომ გოგოები ნაკლებს ვსვამთ არ შეცდეთ. -ვაა ნინი, შენ რა დაგემართა ასეთ მოკლე დროში. შოკირებული ვიყავი ჩემი დაქალის სიტყვებით. -ოოოოოო, ძალიან საინტერესო თამაში გველის წინ. ხელები ერთმანეთშ გაუსვა თემომ. ყველაფერი დავალაგეთ და მოვამზადეთ თამაშისთვის. და აი იწყება... -რომელი დაიწყებთ? იკითხა თემომ. -მე დავიწყებ. წამოვაძახე უცბად, რაზეც დათომ გამომხედა ყველაზე უცნაური სახით. -ოკსსს. დამეთანხმა ნიკო. -მე არასდროს მიკოცნია გოგოსთვის. -ეეეეე, ეგრე არ შეიძლება. გამომეხმაურა ალექსი. -კი, კი როგორ არა შეიძლება. ოთხვემ გადაკრა არაყი. ჩემს გვერდით დათო იჯდა ამიტომ მან გააგრძელა. -მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის. მე ენა გამოვუყავი და მაშინვე დავავლე ჭიქას ხელი და ბოლომდე ჩავცალე. -საღოლ ნიტააა. შემაქო თემომ. -მოიცადე შენ არ გიკოცნია ბიჭისთვის. გაოცებულმა კითხა ალექსმა ნინის, მან კი უარის ნიშნად თვი გაუქნია. -ჩემი ჯერიაა. წამოიძახა ნიკომ. -მე არასდროს მცმია კაბა. -სერიოზულად? შევწუხდით მე და ნინი. -კი, კი სერიოზულად აბა მიდი დალიეთ. მე და ნინიმ ჭიქები მოვიამრჯვეთ, მაგრამ აი მესამე ჭიქაც ასწია თემომ. -მოიცადე, შენ რა კაბა გცმია? -ნუ ახლაააა პატარაობაში. მის სიტყვებზე ყველამ ხარხარი ავტეხეთ. -აუ დალიეთ რა თუ სვამთ და გავაგრძელოთ თამაში. ესეც დავლიეთ. ამჯერად ნინის ჯერი იყო. -მე არასდროს მქონია სე*სი. ოთხივე ბიჭმა ერთად ამოიხვნეშა და ოთხივემ პირველ ყლუოზე ჩაცალა ჭიქა. შემდეგი თემო იყო. -მე არასდროს შემყვარებია. ყველამ ავწიეთ ჭიქები თავად თემოს გარდა. -მოიცადე შენ ვინმე გყვარებია? გაოცებულმა მკითხა დათომ. კიიი, ოღონდ მყავრბია არა ახლა მიყვარს. -კი. -რა? ვინ? -მაგას არ გეტყვი. უკმაყოფილოდ დალია არაყი. შემდეგი ალექსი იყო. -მე არასდროს მიჭამია კივი. -რააა? მე და ნინიმ იმელხაზე დავიყვირეთ მემგონი კორპუსი შეზანზარდა. -ხო რა. არასდროს არ მიჭამია კივი. -აუ შენ რანაირი ადამიანი ხარ რა. კივი ვის არ უჭამია ნუ გადამრიე, გასინჯული მაინც გექნება პატარაობაში. -არააა.... ბავშვობიდან არ მომწონდა კივი, გარეგულად. ყველამ დავლიეთ და ასე გავაგრძელეთ თამაში სანამ კარზე ზარი არ გაისმა. -მე გავაღებბბ... უცბად წამოვხტი და კარებისკენ გავიქეცი. კარები გავაღე და უცხო ადამიანი დავინახე, რომელსაც არ კი ვიცნოდი. -გამარჯობა ნიტა შენგელია აქ არის? -მე ვარ. -თქვენი დაა ლილე? -დიახ რამე მოხდა? -გული წაუვიდა და ახლა საავადმყოფოშია. -გული წაუვიდა? რატომ? -მაგას ვერ გეტყვით. მე უბრალოდ შეგატყობინეთ. -კარგით მადლობა. კარები დავხურე და ეს ამბავი ბავშვებსაც შევატყობინე. ყველანი ერთად წავედით საავდამყოფოში. ლილე: უკვე აღარ შემიძლია. კი ძალიან მაინტერესებს და მინდა ვნახო ოიანეს მკვლელი, მაგრამ იქნებ ვიღცამ უბრალოდ იხუმრა. ამ შემთვევაში მგონი ჯობია, რომ ცოტნეს დავუჯერო და დავრჩე. მაინც ვერ გავიგე ვერავისგან რატომ წამივიდა გული და რატომ ვერ დავდიოდი ნორმალუად ამდენ ხანს და რატომ მტკიოდა მთელი სხეული, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ ისეთ არაფერი მომხდარა, უბარლოდ ზედმეტად გადავიღალე და ამიტომ დამემართა, მაგრამ მე არ მჯერა. ბატონ ალექსანდრესთანაც უნდა მოვაგვარო ყველაფერი. სამსახურიად უნდა წამოვიდე და საკუთარი გამოძიება დავიწყო. არ მინდა ცოტნეს ან გაბრიელს რამე დაუშავდეს, ჩემს საქმიანობას საყვარელ ადამიანებს ვერ შევწირავ. ამ ღამეს ჩვეულებრივად დავიძინე. დილით ქოთქოთის ხმა მაღვიძებს და მაშნვე კატოს ვხედავ, რომელიც ლამისაა კედლებზე გავიდეს და გამოვიდეს. -კატო გარეკე? -რა გავრეკე გოგო, მემგონი რაღაცას გვაბოლებენ და ჩვენ კიდე ლეკვებივით ვუჯერებთ. -მოიცადე ჯერ მომიკითე მაინც როგორ ვარ ან მე მაინც დამაცადე, რომ მოგიკითხო. -ხო, მე კარგად ვარ. ესე იგი უნდა გავარკვიოთ ყველაფერი და მერე ბატონ ალექსანდ.... -ხო მართლა კატო მე და შენ დღეს უნდა წავიდეთ ბატონ ალექსანდრესთან და ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ. -კი, კი კარგი იდეააა. ყველა კანონიერი გისოსებში წინ. მის ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა. ცოტა ხანშო ორივე მოვემზადეთ და სამსახურსიკენ მიმავალ გზას დავადექით, ნუ რათქმაუნდა საავადმყოფოდან გამოსვლა გაგვიჭირდა, რადგან ძ₾იან ბევრი საბუთი იყო შესავსები და ვერც კი დავითვალე რამდენ რაღაცაზე მომაწერინეს ხელი მაგრამ რაც მთავარია გამოვაღწიეთ. -ჯანდაბა... -რა არის? -ჩემი მანქანა ცოტნეს ეყოლება. -კარგი რა პრობლემაა ტაქსით წავიდეთ. -კატო მომისმინე, შენ ბოლოს რა გახსოვს? -მე? მე.... ცოტა ჭოჭმინობდა პასუხის გაცემაზე. -ის არ გახსოვს ხო რაც მათ გითხრეს სხვა რაღც გახსოვს. -შენ ესე ხარ? მე მეგონა, რომ მე მჭირდა რამე. -მეც ასე ვარ და უნდა გავრკვიოთ იმ საღამოს რა მოხდა. -თავი მტკივა უკვე იმდენი ჩახლართული ამბავია. -ბევრი ჩახლართული ამბავი, მაგრამ ყველა მხოლოდ ერთი დიდი ამბავის ნაწილია. ამ ამბავის მთავარი გმირი კი მხოლოდ გაბრიელი არ არის. -სხვა კიდევ ვის უკავშირდება? -ვის არა ვინებს. ამ თამაშში კიდევ ძალიან ბევრი მოთამაშეა....... გამარჯობაააა. ვიცი, რომ დავაგვიანე, მაგრამ შედარებით დიდი თავი შემოგთვაზეთ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღე ახალი თავი არ დაიდება რადგან ვაპირებ, რომ რამდენიმე თავი დავდო ერთდროულად, მაინტერესებს ამაზე თვქენი აზრიც. ბოდიში რომ გალოდინებთ ხოლმე და მადლობა, რომ ამისდა მიუხედავად მაინც კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.