შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 10)


9-07-2020, 14:09
ავტორი bird of life
ნანახია 1 377

აღარ ვიცი რა ვიფიქრო და რა გავაკეთო, მაგრამ ერთდერთი ის ვიცი, რომ აუცილებლად გავიგებ ვინ წამართვა ძმა.... თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს....
საღამოდ 11 საათამდე მშვიდად ვიყავი. ნუ მშვიდად რა სულ ვცქმუტავდი. იმედი მაქვს, რომ ცოტნე და ბიჭები ჩასაფრებულები არ იქნებიან. უნდა გავიპარო... მაგრამ როგორ გინდა გაიპარო ამ ყავარჯნებით.
კატოსთან:
თვალები გავახილე...
საშინლად ვიყავი და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.... ღმერთო ჩემო.... ნუთუ ეს სიზმარი იყო? იოანე იყო, ის პატიებას მთხოვდა. უეცრად სიცილი დავიწყე და ამასთან ერთდ ცრემლებიც წამოივიდა. ხო.... ეს სიმწრის სიცილი იყო. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მაინც ისევ მიყავრს. რამდენმა ბიჭმა, კარგმა თუ ცუდმა რამდენჯერ სცადა დაახლოვება, მაგრამ არა... ყველა ბიჭში თითქოს იოანეს ვხედავ და არ შემიძლია. ცოტნეს საქციელებიც მადარდებს. ვიცი, რომ ის ასე უბრალოდ სხვისი დამუქრების გამო არ შეეკრებოდა იმ ,,ფორთოხლებს“. კი ვიცი უცნაური სახელია ,,ფორთოხალი“, მაგრამ ფორთოხალს ისეთ ადამიანებს ვუწოდებთ, რომელიც ციხეში არ მჯდარა, არავინ მოუკლავს და მაინც ამ ,,კანონიერებს“ შორის პარპშობენ. საერთოდ არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ ის, რომ ჩემი და ლილეს ძველ სამალაში ვიმალებოდი. კიდევ რაღაც უნდა იყოს. ან აქ რა მინდა? იოანე მახსოვს, მახსოვს, რომ მაკოცა. სიზმარი ვერ იქნებოდა, იმდენად რეალური იყო. აქედან როგორმე უნდა გავღწიო, რომ გავიგო რა მხოდა, მაგრამ როგორ ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებ. უფფფ..... საწოლის გვერდძე მდებარე ღილაკს ვაჭერ ხელს და წამებში შემოდის, ლამაზი, საყვარელი და ხუჭუჭა გოგონა, საარაუდოდ ექთანი.
-გამარჯობააა. თვენ ხომ არ ცით აქ რა მინდა?
-მაგას გეტყვი კატო, მაგრამ ჯერ მე უნდა გამიხსენო.
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
-კი.... ძალიან დიდი ხნის წინ შევხვედრილვართ. მე მარი ვარ, მარი..
-ბიჭების მეგობარი ხო, პუდელი არ გერქვა?
-კი.
მარიმაც და მეც ერთი გავიცინით და მერე ისევ მთვარ საკითს დავუბრუნდით.
-აქ რატომ ვარ?
-ხო.... შენ გული წაგივიდა, ზედმეტი ემოციებისგან და ცოტნემ გიპოვა.
-მე რატომ არ მახსოვს არაფერი?
-რას ნიშნავს არ გახსოვს?
დაინტერესება შეეტყო მარის.
-რას და იმას, რომ შეგრძნება მაქვს თითოს ვიღაც ან რაღაც უნდა მახსოვდეს და ვერ ვიხსენებ. იოანე მახსოვს....
იოანეს ხსენებაზე სახეზე ფერი ეცვალა ჩვენს ,,პუდელს“.
-თავს ნუ გადაიღლი კატო. ახლა დასვენება გჭირდება.
-კარგი.
დამჯერი ბავშვივით მივწექი საწოლზე და მოვდუნდი.
-მთელი სხეული მტკივა.
-ჩვეულებრივი ამბავია, წამალი გაქვს გაკეთებული და მალე დაიწყებ სიარულს ნუ ღელავ.
-ლილე.... ლილე სად არის?
-ლილესაც გული წაუვიდა და გვერდძე პალატაში ძინავს.
-გასაგებია, როგორი დამთხვევაა ხო?
-კი. დამთხვევაა.
მრავალაზროვნად თქვა ბოლო სიტყვა და შემდეგ ისევ დაბრუნა დედამიწაზე თავისი ფიქრებიდან.
-ახლა გაგსინჯავ და მერე ვეცადოთ, რომ წამოდგე ხო?
-კარგი. ცოტნე?
-ცოტნეს შენთან ლაპარაკი უნდა. გარეთ იცდის.
-არ მინდა მასთნ ლაპარაკი.
-კატო მომისმინე. გთხოვ ცოტნემ რაც არ უნდა გადაწყვიტოს იმ ,,კანონიერებთან“ შეეწინააღმდეგე, თუნდაც მისი ციხეში ჩაჯდომა გახდეს საჭირო, რაც მთავარია არ ქონდეს კავშირი მათთან.... დამპირდი.....
ეს თქვა და სწრაფად გავიდა პალატიდან.
-მარი მოიცადე.... მარიი..... გპირდები.....
თუმცა მას აღარ ესმოდა. საინტერესოა საიდან იცოდა ამდენი ცოტნეზე და ,,კანონიერებზე“? ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ ისევ დავიძინო და ისევ იოანესთნ ერთდ ვიყო. მინდა, რომ მხოლოდ მონაკვეთი კი არა მთელი ხოვრება დამავიწყდეს. ასე უფრო მარტივი იქნება. აღარ შემიძლია. რთულია ყოველთვს იღიმებოდე და ყოველთის პოზიტიური იყო, როდესაც გულში უზარმაზარი ხვრელი გაქვს. რთული კი არა აქამდე ეს შეუძლებელიც კი მეგონა. მთელ ხმაზე მინდა ყვირილი, მინდა, რომ ყველაფერი რაც ამ წლებში მქონდა დაგროვილი ახლა გამოვუშვა, მგონია, რომ ეს მიშველის და თავს უკეთ ვიგრძნობ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, არ კი არა ვერ ვაკეთებ.... საშინელი ადამიანი ვარ, თუ მინდა, რომ ნორმალური ცხოვრება მქონდეს? მინდა გავიღვიძო და ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარ აღმოჩნდეს, მაგრამ ვერ ვიღვიძებ.
ფიქრებში ვარ გართული, როდესაც პალატის კარები იღება და ცოტნე შემოდის. მე თვს ვატრიალებ იმის ნიშნად, რომ მასტან საუბარი არ მსურს.
-კატო მე....
-ცოტნე გადი.
ჩემი ხმის სიმკაცრემ გამაკვირვა კიდევაც.
-არა კატო, შენ უნდა იცოდე.
-არაფრის ცოდნა არ მინდა ცოტნე. მინდა, რომ წახვიდე ასე უფრო კარგად ვიქნები.
მხოლოდ ახლ შევატრიალე სახე მისკენ და თვალებში ჩავხედე. ახლა მისი თვალები ისეთი გამხდარიყო, როგორც არასდროს, მაგრამ მე მაინც ისევ ძლიერად ვიყავი გაბრაზებული მასზე.
-ეს გინდა?
სრულიად მშვიდი ხმით მომმართა ცოტნემ. მე კი გამიკვრიდა, რადგან ამ კითვას არ ველოდი.
-რა?
-გინდა, რომ წავიდე?
მინდოდა არა მეთქვა მაგრამ....
-კი.
უკვე პიკზე ვიყავი ალბათ და მას, რომ რამე ეთქვა ყველაფერს გადმოვანთხევდი.
-კარგად კატო.
არა ცოტნე არ წახვიდე გთხოვ. დარჩი, მჭირდები, მარის დავპირდი, რომ არაფერი დაგიშავდებოდა, მას ნათვამი აქვს, რომ უყვარხარ, ადრე. სულ სულ ადრე ნათქვამი აქვს. მე მას დავპირდი. ცოტნეეე...... არა....... ეს არ მინდა....
რა ცუდი რაღაცაა ხომ სიამაყე. მინდოდა ამის თქმა, მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებიინა ის ჩემი ძმა იყო და ყველაფერს ვაპატიებდი. ვერ გავბედე ამის თქმა. მშიშარა ვარ... ცუდი პიროვნება.... პირობა ვერ შევასრულე. ახლა, რომ მას რამე მოუვიდეს, მე რას ვიზამ? არა, კატო, რა უნდა მოუვიდეს, ზრდასრული ადამიანია, ისეთს რას გააკეთებს.
არ ვიცი ამას რეალურად ვფიქრბოდი, თუ უბრალოდ თავს ვიწყანრებდი, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო. იოანე მჭირდებოდა ახლა, ისე როგორც არასდროს.
ნიტასთან:
სამზარეულოში კატოს გაკეთებულ სმუზის ვსვამდი, რომელიც ჩმეზე ძალიან კარგად მოქმედებდა. დიდი ხანია უკვე არ ჩამოსულა ლილე. ეტყობა საქმე აქვს. მარტო წავალ სახლში და დავიძნებ, თორემ ფეხზე ვეღარ დავდგები ალბათ ერთი კვირა.
სახლიდან გავედი და ფეხით გავუყევი გზას, თან ცოტა გამოვფხიზლდებოდი კიდევაც. აუ ნინის ხომ არ დავურეკო? (ნინი ჩემი საუკეთესო დაქალია და პატარობიდან ერთდ მოვდივართ, ბაღი, სკოლა, უნი და აქამდე ერთამენთძე ძვირფასი მეგობარი არ გვყოლია) ტელეფონი მოვიმარჯვე და ნინის დავურეკე.
-ალო ნინ.
-კიდე დალიე ხო?
-აუუუუ კაი რააა.
-რა კაი რა გოგო ნუ გადამრიე. არ მომიყვანო მანდ იცოდე.
-ეგ უნდა მეთხოვა ახლა.
-ნიტააააა.....
-ვაიმე ნინი, რა სნაკვი გაყვირებს? შენ ვერ გათხოვდები ეგრე.
-შენ დაცინე იმ შენს დათუნიას რა.
-ნინი...
-კაი ხო ჩუმად ვარ. ისე გეგონოს, რომ ვერ გავთხოვდები რაააა. აგერ ახლა კარებთან ბიჭების მთელი რიგი მიდგას.
-კი როგორ არა. აი აქედანაც ვხედავ, რამდენიმეს თეთრი ცხენიც კი ახლავს.
-მიდი რაააა. ამო გოგო ჩემთან.
-აუ შენ ამოდი ჩემთან.
-ვაიმეეეე, ან შენ აწევ მაგ შენს უკანალს და მობრძანდები აქ, ან არადა მთელი ცხოვრება მარტოობაში დარჩები, მეგობრის გარეშე.
-კაი ხოოო.... უფფფ...
-მიდი მიდი მალე...
არც მაცადა ნინიმ არაფრის თქმა სე გამითიშა. ოხ ნინი, ნინი რააა... სიმართლე, რომ ითვამს მუდამ ასე ვართ, ხან ვამწარებთ ერთმენთს და ხან ვიცინით. რა ვიცი.....
მალე განვლიე გზა ნინის სახლამდე. ნინი კორპუსის ბინაში ცხოვრობს, მისი მეზობლები კი საშინლად ხმაურობენ, ამიტომ მასთან იშვიათად მივდივართ ხოლმე. ჩემი ბედის ამბავი ხო ვიცი? ხოდააააა 12 სართულამდე ფეხით მომიწია ასვლა. აი ძლივს როგორც იქნა ავაღწიე და ისევ რათქმაუნდა მეზობლის სახლიდან ხმაურია. უფფფფფ.... რას აკეთებენ კი მაგრამ ასეთს და თან მაშინ როდესაც მე მოვდივარ. კარებზე ზარი არც კი დამირეკვას ისე გამიღო კარები ნინიმ.
-რა იყო მდარაჯობდი?
-არა დაბლა დაგიანახე და....
-ხო და მაგიტომ დაგეზარა ხო 6 სართულის ჩამორბენა.
-შენ ისედაც სქელო ხარ გამოგადგებოდა.
-ისე სვავის ბუდესავით რატომ გაქვს სახლი ამ სიმაღლეზე. ნუ ახლა სვავი ხარ, მაგრამ....
-კაი, კაი ახლა... შემოდი და მოყევი ყველაფერი დაწვრილებით და დეტალებში.
-წამოდი.
ნინის მიმდევრობით ყველაფერი მოუვუყევი. დათოზე და გუგაზე, მათ ჩხუბზე უნიზე. ნინი კი ხან იღიმოდა, ხან სერიოზულ სახეს იღებდა.
-რა სახეებს მიკერავ გოგო?
-უყვარხარ.
-აუფფფფ.... კაი კაცო. ვუყვარვარ გიჟდება.
-შენც გიყვარს, ნუ თუ არ გიყვარს მოგწონს.
-და შენ რომელი დალაი ლამა გამომიხვედი.
-დალაი ლამა კი არა ნინი ვარ სონღულაშვილი, დაფქირდი რა ვის მადარებ.
-ოხ, მე ბოდიში.
-კაი ერთი სიტყვით რა თქვენ ორნი ძააააააააანნნნნ სიცოცხლობა წყვილი იქნებით.
-მე გუგა მომწონს.
-მართლა? მე კიდე არ მომწონს.
-შენზე არ ვლაპარაკობთ ახლა.
-შენი და ჩემი რამ გაყო. მე არ მომწონს ეგ ბიჭი რაღაცნაირად მთრგუნავს და ბოროტი გმირის შთმაბეჭდილებას მიტოვებს.
-დათო ხომ არის რა ჰერკულესი პირდაპირ.
-აი ნახავ შენთვითონ მოგეწონება და მერე მე გავიცინებ.
-კი, კი ეგრე გეგონოს. შენ დაყრუვდი, თუ კარგად ვერ გაიგე. იმ ვიღაც დათუჩამ ამ ჩვენს გუგას საქმე გაურჩია. კარგად ავხსენი?
-მაინც დებილი და ბატი ხარ.
-ოჰჰჰჰ, მადლობა როგორ დავიმსახურე ეს თბილი სიტყვები.
-ნუ ღადაობ რაა, ნახავ შენ მე მეჯვარე ვიქნები შენი და დათოს ქორწილში.
-შენ ახლა მალე საიქიოში დაელოდები მაგ დღეს თუ გისროლე მეთორმეტედან. აუუუუუ ამათმა რფა ტვინი შეჭამეს რაააა.
მხოლოდ ახლა აბღავლდა მეზობლისგან გამომავალი მუსიკა ძლიერად.
-ეჰჰჰჰ შენ ახლა მოხვედი და მე სულ ასეთ დღეში ვარ.
-დალაპარაკება არ გიცდია?
-არა, სულ ბიჭები იყვნენ და მომერიდა.
-ვაიმეეეე. დათოზე შენ მარიგებ რაღაცეებს? თუ უცხოპლანეტელი ჩაგისახლდა. ახლა ნახავ როგორ უნდა მეზობლის გაჩუმება.
-მოიცა ეეეეეეე....
მე ავდექი და პირდაპირ კარისკენ წავედი.
-ნიტა მოიცადეეეე... დამელოდე მაინც.
-ჰაა, მაქრტო ვერ გამიშვი ხო?
-აბა შენ თუ რამე დაგმართეს მე კუბოში ჩამოგყვე?
-ჰა ჰა ჰააა, რა ხუმარა ხარ. წამო.
-კაი ხოო.
ორივე ერთად მივედით მეზობლის კარამდე და აი მანდ უკვე მე გადავდი პირველი ნაბიჯი და ზარი დავრეკე. კარები არავინ გაგვიღო, კიდევ ერთელ ვცადე და ამჯერად კარებში ახალგაზრდა, ძალიან ნაცნობი სილუეტ გამოჩნდა. არა, ოღონდ ეს არა რააა.....


ვიცი, რომ ცოტა დამაგვიანდა დადება და დიდი ბოდიში ამისთვის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოგწონთ. შენიშვნებს სამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ. მადლობა ვინც კითხულობთ! :



არ მეყო :// ცოტა ინტერიგაც დამაკლდა:// მოკლე იყო :// გაავრცე რა მოუთმენლად ველი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

[spoiler][/spoiler]

მომეწონა ძალიან მაგარი იყო მაგრამ ბოლოს რა საინტერესო ადგილას შეწყვიტე აუ რა საინტერესოა მადლობა წარმატებები ????

 


№3  offline წევრი bird of life

_კატერინაააა_
არ მეყო :// ცოტა ინტერიგაც დამაკლდა:// მოკლე იყო :// გაავრცე რა მოუთმენლად ველი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა შეფასებისთვის, ვეცდები, რომ ყველაფეი ჩავრთო და გავზარდო blush

სტუმარი ნესტანი
[spoiler][/spoiler]
მომეწონა ძალიან მაგარი იყო მაგრამ ბოლოს რა საინტერესო ადგილას შეწყვიტე აუ რა საინტერესოა მადლობა წარმატებები ????

მადლობა შენ, რომ კითულობ და იმისთვის, რომ შენი აზრი გამიზიარე smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent