მწვანე კეტი და ლურჯი ბოტასი ( თავი 4)
როგორც იქნა გათენდა,რატომ ვიყავი ასეთი დებილი,რატომ ვფიქრობდი ისეთ რამეზე რაზეც არუნდა მეფიქრა.ვიცი,რომ სიცოცხლე არაა ძნელი,ძნელი უბრალოდ ცხოვრებაა რომლის ეკლიან გზაზე ცრემლების გარეშე გავლა რთულია.ღმერთს ვემდუროდი მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ როცა ფრთები მქონდა მაშინ უნდა მეფრინა ახლა აღარ მაქვს, დავკარგე და მაგაზე გაბრაზება არ შეიძლებოდა.მოვრჩეთ ამ ლექციებს. დღევანდელი დღეც წინას გავდა, ახლაც მე და ნინამ წავედით,რაღაც სასმელი მომინდა "ბუმი" შევთავაზე, დამთანხმდა და დავლიეთ, ცოტა ვისაუბრეთ კვლავ დაღამდა და წამოვედით სახლებში,ოთახში შევედი,კარი ისევ ჩავკეტე და საწოლის ქვეშ დამალული პიცა და კოლა გამოვიღე.წიგნი გადავშალე, ჭამა და კითხვა დავიწყე,50 გვერდი დარჩა ბოლოს მაგრამ პიცა აღარ იყო. მე კი კიდე მინდოდა. ნინას დავურეკე და იქვე პიცერიაში გავიქეცით,შევედით შევუკვეთეთ,რაღაცაზე ვიცინოდით და უცებ კარი გაიღო,შიგნით ნიკა შემოვიდა,ვიღაც გოგოსთან ერთად.ადგილზე გავქვავდი,მან ერთი გამომხედა და ვითომც არაფერი იქეთ გაუხვია,აი ჩვენი პიცაც მოვიდა,იქვე ნიკაც იდგა და იმ გოგოს ელაპარაკებოდა.აქ შეჭამთ თუ წაიღებთო გვკითხა მან,აქ მეთქი ვუპასუხე ნიკას გასაგონად.ცოტა შევჭამეთ მერე ავდექით და წამოვედით,სახლში მივედი ძილი აღარ მეკარებოდა. ვნანობდი,ყველაფერი ვინანე ვიცოდი,რომ არუნდა მენანა ის რაც ჩემს სიცოცხლეს აძლევდა აზრს და ანიშჭებდა მნიშვნელობას, თუმცა დავიღალე მართლა, ძალიან უბრალოდ ვიცოდი, რომ მთელ სამყაროს ფეხქვეშ დავუგებდი შანსი,რომ მოეცა ან ეს სამყარო თავად არ ყოფილიყო ჩემთვის. მერე წიგნის ბოლო 10 გვერდი წავიკითხე, მაინც ვერ დავიძინე, ავდექი და წერილის წერა დავიწყე. *** "ჩემო ძვირფასებო როგორ ხართ? იმედი მაქვს კარგად. ვიცი,რომ გული დაგწყვიტეთ ძალიან ვწუხვარ, თქვენ ნუ მოიწყენთ მე ახლა დედას ვნახავ, მოვუბოდიშებ და ვეტყვი,რომ დღეიდან ვერცერთი ბიჭი ვეღარ შეცვლის მას,მარი დაიკო ნუ ინერვიულებ, დაიკიდე რაა, რაც იქნება იქნება, ჩემი ცხოვრება ხარ ხომ იცი არა? ნინა მადლობა, რადგან ეს ერთი კვირა სულ მე მისმენდი და ჩემს ახირებებს იტანდი. მაპატიე ისე ცუდად, რომ გელაპარაკე, გითხარი შენი არჩევანის გამოა, რომ ნიკა გავიცანი მეთქი.იციი? ძალიან მეტკინა გული იმ დღეს,რომ მეგობრობა შემომთავაზა ან როცა თქვა ავდმყოფი შეყვარებული არ მჭირდებაო : ცუდია მას თუ ეგონა,რომ მისი შერცხვენა მინდოდა შეცდა სულაც არა.ლუკა შენ კი დიდი მადლობა ისე,რომ დამიცავი ჩემთვის ძმასავით ხარ. ნიკა ჩემო ცხოვრებავ,შენ ვერცკი წამოიდგენ რამდენი რამე შეცვალე ჩემს ცხოვრებაში მე ხომ შენ ყველაზე უფრო მეტად მიყვარდი, ჩემი ყველაფერი ხარ,წარმატებები და ბედნიერება. მიყვარხარ.მამა მაა მადლობა რომ გვერდში მედექი, იცი რაა ბრძოლა აღარ მინდოდა,თორე რამეს მოვახერხებდი.შევატყვე,რომ ცუდი დასასრული ხშირად ძალიან კარგიცაა,რადგან უკვე ყველაფერი ზედმეტად ცხადია,უბრალოდ ეს ზოგის გონებაში კვალს ტოვებს, წარუშლელ კვალს. მე არავისთვის მიტკენია გული დღემდე,თუმცა ნიკამ გული მაინც ძალიან მატკინა. არდაფიქრებულა,რომ ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ და უკან აღარასოდეს დაბრუნდნენ. ამის ცხადი მაგალითია დედაჩემი და მალე მეც ვიქნები. უბრალოდ მან ვერ გაიგო,რომ ჩემზე უკეთ არავინ, არასდროს,არ შეიყვარებს ნუ დააბრალებთ საკუთარ თავს მე ყველა ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით ეს პიცა კი ზედმეტად გემრიელია კოლას ერთად" შევჭამე კიდე ერთი ნაჭერი და აიი ისევ გულისრევა,სასწრაფოდ სააბაზანოში გავიქეცი ფეხი მომიცურდა და დავეცი.დანარჩენი კი აღარაფერი მახსოვს. *** ცოტა,რომ გამოვფხიზლდი საუბრის ხმა გავიგონე, ისევ ნიკა იყო ნუთუ მელანდება,არა მოიცა . -იცი, ნინა მეგონა ლანა უჩემოდ მოკვდებოდა.მაგრამ როცა დავინახე თუ, როგორ კარგ ხასიათზე იყო. მივხვდი, რომ მე უფრო მჭირდება ის ვიდრე მას მე. -დაახვიე ბიჭო,არახარ რაა მისი ღირსი. ეს იყო ბოლო რაც გავიგე, თვალების დახუჭვა არ მინდოდა უფრო მეტი მინდოდა გამეგო,მინდოდა ჩემი ნიკას ხმა ერთხელ კიდე მომესმინა,ისევ ვუყვარდი, უბრალოდ გაბრაზებულზე მოიქცა ასე, ვაიმე სიცოცხლე მინდა ნუთუ ვეღარაფერს შევცვლიდი,ანუ ვკვდები მაინც ვკვდები. სუნთქვა მეკვრება ჰაერი აღარარის არა ჰაერი კი არის მე აღარ მჭირდება ის და აღარც ვალდებული ვარ,რომ ვისუნთქო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.