შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (2 თავი)


19-07-2020, 17:37
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 613

ნათიამ დიდხანს ვერ შეძლო დამშვიდება, რაც უფრო მეტს ეფერებოდა ნიცა მით მეტად უჩუყდებოდა გული
-დედიკო დაწყნარდი გთხოვ-თმაზე ჩამოუსვა ხელი ნიცამ
-მაპატიე საყვარელო-ამოისლუკუნა ნათიამ და დამშვიდებ სცადა -პირდაპირ იარეთ და გეტყვით რომელი შესახვევია-უთხრა მძღოლს რომელიც მოთმინებით ელოდა მისამართის კარნახს -აქ შეუხვიეთ და გააჩერეთ -უთხრა ნათიამ მძღოლს, თან გული გამალებით უცემდა, როცა მანქანა გაჩერდა რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო სულში, უჭირდა გადასვლა, უჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ რაც იყო ყველაფერი დამთავრდა, გაქრა და იწყება ახალი, რთული ცხოვრება... ეზოში შევიდნენ თუარა ჯეკა ყეფით მივარდათ, მაგრამ როგორცკი იცნო ისინი წკმუტუნი დაიწყო
-რახდება-სახლიდან გამოვიდა გაბრიელი ბუზღუნით, აივნიდან გადაიხედა ეზოში
-მე ვარ-ასძახა ნათიამ ძმას
-ნათია?-შეიცხადა გაბრიელმა, კიბე ჩაირბინა და დას ჩაეხუტა, მერე პატარა ნიცას -სანდრო?-მოათვალიერა ეზო
-მარტო მოვედით-აუხსნა ნათიამ
-მარტო?-თვალებში ჩააცქერდა გაღიზიანებული ბიჭი დას
-სახლიდან წამოვედით-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ ძმას, თან თვალი აარიდა
-რამე დაგიშავა ისევ იმ ნაბიჭ.არმა?-გაცეცხლდა გაბრიელი
-ისეთი არაფერი, უბრალოდ მისი ატანა აღარ შემიძლია-ამოთქვა გოგონამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-კაი დაწყნარდი-გაბრიელმა ხელი გადახვია დას, ნიცას ხელი ჩაკიდა და სახლში შეიყვანა ორივე
-ნიცა-დაიყვირა მარიმ და მამიდაშვილს ჩაეხუტა, გაშლილი სუფრიდან წამოიშალნენ თემო, თამარი და ანა
-რამე მოხდა?-დაიძაბა თამარი, ნათიას შემხედვარე
-ქმართან იჩხუბე-თემომ დაასკვნა
-ნიცა წამოდი მაღლა ავიდეთ-ანამ გოგონები გარეთ გაიყვანა და მეორე სართულზე აიყვანა
-მოყევი რა მოხდა? რამე დაგიშავა? -მიაყარა კითხვები თამარმა
-დაანებე თავი ბებია-გაბრიელმა ნათია დივანზე დასვა -აცადე გონს მოვიდეს
-რამდენჯერაც იჩხუბებენ აქ მორბის ხალხს აალაპარაკებს და ისევ ურიგდება იმ არანორმალურს-აყვირდა თემო
-კარგით გეყოფათ ხო ხედავთ რომ განერვიულებულია
-ჩვენ აღარ ვნერვიულობთ?-გააგრძელა ყვირილი თემომ -მოვა ტირის იკლავს თავს და მერე ისევ ურიგდება
-მასთან აღარ დავბრუნდები-ახედა მამას ამღვრეული თვალებით ნათიამ
-მართლა?-თემო ჩააცქერდა თვალებში
შვილს -აბა რას აპირებ? აქ იცხოვრებ? ძმას და რძალს უნდა დაუჯდე? გაბრიელმა უნდა გინახოთ ორორი? ოთხასი ლარით? ძმის ხარჯზე აპირებ შვილის გაზრდას? თუ თამარის პენსია გიშველის? ან ჩემი სამასლარიანი ხელფასი წამლებშიც როარ მყოფნის?-უარესად გაანერვიულა ისედაც თავგზაარეული გოგონა
-მეც ვიმუშავებ-ამოისლუკუნა ნათიამ
-მართლა? სად? სამინისტროში? სკოლა დაამთავრე და იმ ნაბიჭვ.რს გაეკიდე, არაფერი არ გისწავლია, გათხოვდი სასწრაფოთ თითქოს ორმოცი წლის იყავი, წესიერად არცკი გაიცანი, გაეკიდე თვენახევარში...-ყვიროდა თემო
-გეყოფა-გააჩუმა თამარმა შვილი-ეგ ჩვენი ბრალიც იყო
-ჩვენი არა შენი!-უყვირა კაცმა დედას -შენ დააშტერე ეს გოგო, თბილისელია, სახლი აქ, მანქანა აქ, ვაკში ცხოვრობს -იმეორებდა თამარის ტონით თემო-ახლა სადაა შენი ხუთოთახიანი ბინა? სადაა მანქანა? მისი სამსახური? ჰა? სადაამეთქი? ჯანდაბაში!-თავადვე უპასუხა და
განაგრძო-სამაგიეროდ აქაა ჩემი შვილი, ხელცარიელი მიტოვებული განადგურებული და ჩემი შვილიშვილი, ნიცაზე საერთოდ არ ფიქრობ? რა ცხოვრებით უნდა აცხოვრო? -ბრაზობდა თემური
-გეყოფა მამა -გაბრიელს ეცოდებოდა ნათია, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა
-მეყოფა?-გაეცინა თემურს-მე კი მეყოფა მაგრამ ხალხს რას ეტყვის? როგორ გაუმკლავდება მათ შენი და? როგორ შეძლებს შვილის გაზრდას მარტო? მაშინ როცა ბავშვი აქაურ წყალსაც კი ვერ იტანს? ფუფუნებაში ყავთ გაზრდილი-თემო დაიღალა ჩხუბით
-შერიგდებიან, ლალის დაველაპარაკები-დაამშვიდა ყველა თამარმა - ასე როგორ შეიძლება? ნიცაც ცოდოა, ხალხი მერამდენედ უნდა აალაპარაკოთ? მერამდენედ უნდა აჭორაოთ ჩვენზე
-ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის ვიდრე მე?-ამოისლუკუნა ნათიამ და ისევ ატირდა
-ჩვენთვის შენი შვილის ბედია უფრო მნიშვნელოვანი-დაუყვირა თამარმა -აქ რა მომავალი ექნება? უნდა გაზარდო ყველაფერს მოკლებული და ყველაფერა ნატრული
-ვიმუშავებ-უყვირა ნათიამ
-გოგო სულ გამოშტერდი? აქ გინდა იცხოვრო? რძალს უნდა დაუჯდე ბავშვით? ძმის კისერზე გინდა ცხოვრება? საწყალი ბიჭი ძლივს ინახავს ცოლს და ორ შვილს
-ჩემს ძმას არ დავავლდებულებ რომ შეგვინახოს
-კარგით მორჩით-მწყობრიდან გამოვიდა
ბიჭი -რასაც შევჭამთ იმას შეჭამენ მორჩა და გათავდა-სიტყვა არ ქონდა დასრულებული რომ მანქანის ხმა გაიგეს რომელიც მათ კართან გაჩერა
-ჯანდაბა-ნათია წამოვარდა ფეხზე
-დაჯექი შენს ადგილას-დაუბრიალა თვალები თემომ და გარეთ გავიდა, მალე ლალისთან და გეგასთან ერთად დაბრუნდა სახლში
-დაბრძანდით-თამარმა სკამებისაკენ მიუთითა, ლალიმ ზიზღით მოვლო თვალი იქაურობას და სკამზე დაჯდა, მეუღლეც გვერდით მიუჯდა
-ნათიას და ნიცას წასაყვანად მოვედით-დაიწყო ლალიმ საუბარი, თამარი გააღიზიანა მისმა თავხედობამ
-ძალიან კარგი ჩვენც ეს გვინდა-თამარმაც ისევე უკმეხათ მიმართა როგორც ლალაიკომ მათ
-არსად არ წამოვალ-შეხედა ზიზღით ნათიამ დედამთილს
-მე შენთვის აზრი არ მიკითხავს-შეხედა ლალიმ გოგონას
-აბა ვის უნდა კითხოთ-გაბრაზდა გაბრიელი
-მისმინეთ-ჩაერია გეგა-უკვე მეათასეჯერ ხდება ასეთი რამ, არაა ბევრი ლაპარაკი საჭირო, მოვედით რომ წავიყვანოთ და წამოგვყვებიან კიდეც, ჩემს შვილიშვილს აქ არ დავტოვებ-ზიზღით თქვა ბოლო სიტყვები
-არსად წამოვალთ-იყვირა ნათიამ
-მაშინ ნიცას წავიყვანთ და წავალთ, შენ შეგიძლია აქ დარჩე-ფეხზე წამოვარდა ლალი
-აბა სცადე-ნათიაც წამოვარდა და ყველა ადგა ფეხზე
-წახვალთ-დაუღრინა თემომ შვილს-ორივე წახვალთ-წარბი აწკიპა კაცმა
-ხედავ?-შენ ოჯახსაც კიარ უნდიხარ-დმცინავად უთხრა ლალიმ
-არ უნდა რა შუაა?--გაცცხლდა
გაბრიელი-უბრალოდ არ გვინდა ოჯახი დაანგრიონ და ნიცა დაიტანჯოს
-ხოდა ძალიან კარგი-გეგა ჩაერია კვლავ-ნიცა მოიყვანეთ მივდივართ
-არამეთქი-იკივლ თამუნამ-იმ კაცთან არ დავბრუნდები ვინც მთელი თერთმეტი წელი მღალატობდ
-რას ბოდავ-შეიცხადა ლალიმ -ვიღაც ყავდა მაგრამ მერე დაშორდნენ, შენ რომ მოგიყვანა
-მართლა? ასე მითხარით, მაგრამ დღეს ვნახე როგორ კოცნიდა იმ კახპას
-მოგეჩვენებოდა, შენ ეჭვიანი და უნდობი გოგო
ხარ
-რათქმაუნდა თქვენ ყოველთვის პოულობთ მიზეზს რომ გაამართლოთ თქვენი შვილის ყველა უმსგავსო საქციელი
-მისმინე ნათია-თვალები დაუბრიალა გოგონას ლალიმ -ვიცი იმ წვეულებაზე რაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი შენ გამოიწვიე, შენი ბრალია რომ დაგარტყა
-მართალია ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე ვარ დამნაშავე იმაში რომ სხვებს დავუჯერე რომ კარგი ადამიანია თქვენი შვილი და ცოლად გამოვყევი, მე არ დავფიქრდი თავიდანვე ამ სულელურ ქორწინებაზე და ბრმად მივიღე გადაწყვწტილება, თვენახევრის გაცნობილს გამოვყევი, არცკი გავიცანი წესივრად.. მე ვარ დამნაშავე, ყველა ტკივილი რაც მომაყენეთ სინამდვილეში, მე მივყენე საკუთარ თავს ჩემი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი საქციელით, თავად დავტანჯე საკუთარი თავი...-ნათიამ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და გარეთ გავარდა ატირებული
-ნათია-თამარი გაყვა უკან
-შემეშვი-უყვირა გოგონამ -ყოველ ჯერზე როცა თქვენთან მოვდიოდი დახმარების სათხოვნელად უკან მაბრუნებდით, იმ ადამიანებთან-ბებიამის თვალებში ჩააცქერდა-იმ ადამიანებთან ვინც სიცოცხლის ყოველი დღე ჯოჯოხეთად მიქციეს, შემაზიზღეს საკუთარი თავი, სიცოცხლე, ცხოვრება, ყველაფერი წამართვეს, თავმოყვარეობა, ღირსება ,იმედი ოცნებები, საერთოდ ყველაფერი, ყოველდღე მახსენებდნენ იმას რომ იქ მე ფულის გამო ვარ, რადგან ასეც იყო, წასასვლელი არსად მქონდა თქვენს გარდა თქვენკი მუდამ ხელს მკრავდით, მაიძულებდით იმ სახლში დავბრუნებულიყავი სადაც არავის ვჭირდებოდი, სასაც ყველამ იცოდა რომ იქ ფულის გამო ვიყავი, იმ ფულის რომლის შოვნაც თავად არ შემიძლია და იმის მეასედს ვწრ იმეტებდა ჩემი ოჯახი ჩემთვის, თერთმეტი წელი არამარტო მათ დამცირებას ვიტანდი არამედ მეზობლების რომლებიც შხამიანი გველებივით ყოველდღე მაწვეთებდნენ შხამს, ყოველდღე მახსენებდნენ რომ მე ლალის ძალით ვიყავი სანდროს ცოლი, რომ მას ქერა უყვარდა, დედიკომ არ მოაყვანინა და სოფლელი რძალი იპოვა, მისთვის შვილი გაეჩინა ამ საცოდავ გოგოს, გესმის? მე იმ სახლში რას წარმოვადგენდი? სანროს არასდროს ვყვარებივარ, მეტიც ვძულდი, არც მე მყვარებია, თანაცხოვრებაში მივხვდი და წლებთან ერთად შემზიზღდა საერთოდ, იმიტომ რომ საშინლად მექცეოდა, გული მერევა მასზე, მის გვერდით დაკარგული ყოველი წამი მენანება
-ხოდა იყავი აქ, აქაა შენი ადგილი-მოესმა ლალის ხმა რომელიც ეზოში ჩავიდა და მათ მიუახლოვდა, ნათიამ მკვლელი მზერა დედამთილს -აქ დარჩი სწორედ რომ ესაა შენი შესაფერისი ადგილი სოფელი ძროხები და თოხი-უთხრა დამცინავი ტონით სახეალეწილ გოგონას -როგორც ჩანს ვაკე შენთვის ზედმეტად მაღალი დონეა ჯერ მცხეთის დონემდე ადი და მერე ალბათ თბილისის დონესაც დაეწევი-ისეთი გამაღიზიანებელი ტონით უთხრა რომ ნათია საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან
-ადამიანს ღირსება თუარ გააჩნია ვაკე ვერ უშველის ისევე როგორც თქვენ არ გეშველებათ არაფერი, თქვენი შვილი თამაშობს, სვავს, ეწევა, და კიდევ ვიღაც ქალებში დაძრწის მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს იმით ამართლებთ რომ ის ახალგაზრდაა, შოულობს ფულს და უფლება აქვს გაერთოს
-სწორედაც, შენ ეგ არ გესმის რადგან სოფელში გაზრდილი ხარ და როგორც ჩანს თერთმეტი წელი არ გეყო ვაკის დონემდე ამოსასვლელად
-მეცოდებით-გულწრფელად უთხრა
გოგონამ -მართლა მეცოდებით-შემდეგ ეზოდან გავარდა ქუჩაში და გზას გაუყვა
-ჩვენ წავალთ და რომ დაწყნარდება მერე დავილაპარაკოთ-შეხედა ლალიმ თამარს
-რაზე უნდა დავილაპარაკოთ?-გაბრაზდა თამარი, ლაილის თვალებში ჩააცქერდა -შენ და ჩემი რძალი მარწმუნებდით რომ სანდრო კარგი პატიოსანი ბიჭია, რომ ჩემი ნათია ბედნიერი იქნებოდა მასთან, გამასულელეთ მე კი ეს გოგო გავასულელე
-მისმინე თამარ- ლალი გაბრაზდა -შენს შვილიშვილს ენაზე კბილი რომ დაეჭირა, არაფერი არ მოხდებოდა, მუდამ აკრიტიკებდა ჩემს ბიჭს და ყველა საქციელის ახსნას სთხოვდა, სად იყო, რატო, ვისთან, რა გააკეთა, ჩემი ბიჭი ვაკეში გაიზარდა და უნდა გაგეცნობიერებინათ ბებია-შვილიშვილს რომ ის სხვა ცხოვრებასაა მიჩვეული, გითხარი კიდევაც თავიდანვე, მაგრამ ნათიამ მისი შცვლა გადაწყვიტა, გამოსწორება, ხოდა მიიღო ის რაც უნდოდა
-მოდი აქ გავჩერდეთ-თამარიც უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს და საუბრის გაწყვეტა არჩია
-ასე ჯობს-ლალი გავიდა გარეთ მანქანაში ჩაჯდა და ქმარს დაელოდა.
ნათიას დიდი სისწრაფით ჩაუქროლეს ჯიპით დედამთილ-მამამთილმა, ნათია ისე იყო გაგიჟებული რომ მიაყვირა
-წადით თქვენი-და გზა განაგრძო ჩქარი ნაბიჯით.
-დედა სადაა?-იკითხა თვალცრემლიანმა ნიცამ
-მალე მოვა-გულში ჩაიკრა თამარმა
-გეგამ მითხრა რომ წაგვიყვანდნენ-ამოისლუკუნა ნიცამ
-წაგიყვანენ საყვარელო, მერე მოვლენ და წაგიყვანენთ-დაამშვიდა შვილთაშვილი
-კი კი წაიყვანენ-დაიღრინა თემომ და თავის ოთახში შევიდა, ნიცამ ტირილს უმატა
-მისმინე დედა ახლა ძალიან გაბრაზებულია გადაუვლის და მერე ყველაფერი
დალაგდება-გაამხნევა გაბრიელმა -გეგამ მართალი გითხრა თქვენს წასაყვანად მოვიდნენ მაგრამ დედას აწყენინეს ამიტომ, ანათიამ უარი თქვა რომ გაყოლოდით მათ, რომ დამშვიდდება, გადაუვლის წყენა და ყველაფერი მოგვარდება-დაამშვიდა გაბრიელმა გოგონა, შემდეგ კი გარეთ გავიდა ნათიას საძებნელად.
სახლის კარი შეაღო თუარა ლალიმ თავზე წამომდგარ ბიჭს უყვირა
-კმაყოფილი ხარ? ხომ მიიღე რაც გინდოდა?
-არ გამოგყვა?-შეიცხადა სანდრომ
-შენ რა დამცინი?-გაცეცხლდა ლალი
-არა-სახე აელეწა ბიჭს
-არ გამოგვყვა და არც აღარასდროს გამოგვყვება
-ადრეც ასე ამბობდი თუმცა ორდღეში უკან დაბრუნდა-უცნაური ტონით მიმართა დედას
-მართლა მაინტერესებს გინდა რომ დაბრუნდეს თუ გიხარია კიდეც რომ წავიდა?-ლალი შვილს თვალებში ჩააცქერდა, უნდოდა პასუხი მის თვალებში ამოეკითხა მაგრამ ვერაფერი დაინახა ამ ცივ შავ თვალებში
-არვიცი-სანდრომ ზურგი აქცია დედას და სკამს მიკრა ფეხი -უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, გამაგიჟეთ შენც და ნათიამაც-ხელები გაშალა
-ესეიგი დაფიქრება გჭირდება? ცოლშვილსა და საყვარელს შორის არჩევანის გაკეთებაში? -გეგას დამცინავი ტონი არ ესიამოვნა სანდროს და მისკენ შეტრიალდა
-მჭირდება იმიტომ რომ ერთ მხარეს ჩემი საყვარელი ქალია მეორე მხარეს ოჯახი
-სასაცილოა შენგან სიტყვა ოჯახის მოსმენა-გაბრაზდა გეგა -შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ თქვენი ოჯახი არ შემდგარიყო
-მის მიმართ მხოლოდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი -გულწრფელად უთხრა სანდრომ
-იცი რააა? იმ კახპის მოყვანას თუ ეცდები იცოდე რო არ გამოგივა-დაუყვირა ლალიმ-და თუ სადმე წაიყვან, მაინც გიპოვით და არ გავახარებ
-მოყვანა რომ მდომნოდა, ნათიას კიარ მოვიყვანდი ცოლად
-სულ შენი გადასაწყვეტი იყო ვის მოიყვანდი ოცდაორი წლის ცოლად-დაუსისინა ლალიმ- ეს მე გადავწყვიტე რომ ნათია უნდა გამხდარიყო შენი კანონიერი ცოლი, იმიტომ რომ შენ სხვა არჩევანი არ გქონდა, ფულსა და საყვარელს შორის არჩევანი ფულზე გააკეთე-უყვირა ლალიმ -მე დაგემუქრე თუ ნათიას არ მოიყვანდი ყველაფერს შენს ძმას გადავუფორმებდი, ხოდა შენც ფულს ვერ შეელიე, ამიტომ ნათია შეირთე და არა ის კახპა, ახლა კი ნუ მელაპარაკები გაურკვევლობაზე, ყველაფერი გარკვეულია, ნათია ამ სახლში დაბრუნდება, ნიცა აქ გაიზრდება ჩვენს გვერდით, ამ სახლში, შენ იმ ქერას დაუსრულებ ურთიერთობას თუარადა მე ჩავერევი და იცი რაც მოხდება
-შენ ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს იზავ, რომ შეგძლებოდა ჩვენი დაშორება აქამდე დაგვაშორებდი!-მწყობრიდან გამოვიდა სანდრო
-მე არ მეგონა ასე ღრმად თუ შეტოპავდი, რადგან შეტიპე პასუხიც უნდა აგო
-რა გინდა ვაბშე? რას მიწყვეტავ ვისთან ვიყო და ვისთან არა? არ მინდა ეგ შენი ნათია, შენთვის მიჩუქნია-აყვირდა სანდრო -რას შემეც. თ -იღრიალა და გავიდა ოთახიდან.
-კრეტინი იდიოტი-გაცეცხლდა ლალი
-დაწყნარდი ისევე მოვარჯულებთ როგორც
მაშინ -დაამშვიდა ქმარმა, ლალიკო სკოლის დირექტორი იყო და ძალიან არუნდოდა ქუჩის ქალი რძლად, ამიტომ ასეთი რამ გააკეთა, ახლა უარესი დაემართა სახლიდან გაექცა ნაწვალევი რძალი, წარმოდგენაც არ უნდოდა იმის თუ რა მოხდებოდა როცა გაიგებდნენ რომ სახლიდან გაექცათ, მითუმეტეს რომ მათი ჩხუბის ამბავი ჯერ ისევ განხილვადი იყო, ლალიკო მოქმედების გეგმებს სახავდა მაგრამ სანდროს სულ ეკიდა ნათია, ხოლო ნათიას უკვე სანდრო.
ნათიას ძალიან ეუხერხულებოდა რომ მათ კმაყოფაზე იყო, სულ დაძაბული, შეშინებული და დათრგუნული იყო, რეალურად არავინ არაფერს უშლიდა, არც ეუბნებოდა, მაგრამ მათი სახეები, თვალები, გამოხედვა საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყო, რაოდენ ზედმეტი იყო ამხელა ოჯახისთვის თავისი ბავშვით, მითუმეტეს მათ ხარჯზე უწევდა ყოფნა, მთელ ღამეებს თეთრად ათენებდა ტირილში, კიდევ არ იყო დარწმუნებული მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში, კიდევ ფიქრობდა იმაზე რომ იქნებ დაბრუნება ჯობდა, იქნებ ნიცას ცხოვრებას უ გრევდა თავისი სიამაყის გამო, მართლაც რა ელოდა ნიცას აქ,ამ პატარა სოფელში? სადაც მის საკუთრებაში ერთი ჭიქაც კიარ იყო, სადაც ყოველთვის ზედმეტები იქნებოდნენ ისიც და მისი შვილიც, რა ელიდა წინ მას ან ნიცას? რა მომავალს შეუქმნიდა აქ? ნათიას ცრემლებიც კი ვეღარ შველოდნენ, სულში დაგროვილი ბოღმა და ტკივილი ნაწილებათ შლიდა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ეს ნაწილები ჰაერში გაიფანტა, დაიკარგა, ამხელა სამყაროში მისი ადგილი არსად იყო, ყველასთვის ზედმეტი იყო, ზედმეტი ტვირთი, ისარგებლო... ამ ფიქრებს აყოლილმა ვეღარ შეძლო სახლში გაჩერება საწოლიდან ადგა, ჩაიცვა და გამთენიას ქუჩაში გავარდა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს იხრჩობოდა და ცივმა ჰაერმა ცოტა გონს მოიყვანა თავგზაარეული გოგონა, კარგახანს იბოდიალა სოფლის ტრასაზე მარტომ და როცა შეამჩნია რომ ხალხი გამოჩნდა ქუჩაში სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა
-სად დადიხარ ამ დილაადრიან? -კარში შეეფეთა მამა
-უბრალოდ გავიარე
-იქ თქვენთან ვაკეში არვიცი როგორაა მაგრამ აქ ასე ბოდიალი არაა სწორი საქციელი, ეტყობა დაგავიწყდა სოფლური წესები-დაუღერნა კაცმა და კარის ჯახუნით ქუჩაში გავიდა, ნათიას ისევ ცრემლები მოაწვა
-დამშვიდდი მიეჩვევა-გაამხნევა ანამ -ხოიცი ძველ ხალხს უჭირს ასეთ რამეებთან შეგუება
-მარტო მათ?-ახედა აივანზე მდგომ რძალს
-მარტო მათ არა მაგრამ ჩვენ უფრო მალე ვეჩვევით
-ვიცი რომ არავის უხარია ჩვენი აქ ყოფნა, არც შენ ხარ ვალდებული ამ ყველაფერს ისე შეხვდე თითქოს არაფერი მომხდარა მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს-ამოისლუკუნა ნათიამ და კვლავ ატირდა
-გულწრფელად გეტყვი რომ მართლა არ ვარ აღფრთოვანწბული ამ ყველაფროთ, მაგრამ პირველ რიგში ადამიანი ვარ, ქალი, დედა, ცილო და მერე ბოლოს რძალი.. მე მესმის რა რთულ სიტუაციაში ხარ და მხარს გიჭერ, ვალდებული არ ხარ თავი შესწირო იმ ნაგავს ვისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს-უთხრა ღიმილით, ნათია აივანზე ავიდა და რძალს ჩაეხუტა, არეგონა ოდესმე ასე ჩვეულებრივი უფერული გოგო ამხელა ძალას თუ მისცემდა თავისი თანადგომით, გოგონასი რომლის რძლობით არათუ აღფრთოვანდა აღშფოთდა კიდეც, ძმის შესაფერისად საერთოდ არ მიაჩნდა დაბალი არაფრით გამორჩეული პუტკუნა გოგო
-მადლობა-დაიჩურჩულა და ტირილი შეწყვიტა რადგან ეზოს კარში კვლავ ლალი და გეგა გამოჩნდნენ, ისინი გრაციოზულად შევიდნენ სახლში და ნათიას დარწმუნება სცადეს კიდევ ერთხელ
-სადაა თქვენი შვილი ის რატომ არ მოდის?- გაბრაზდა თემო
-იმიტომ რომ ვკიდივართ-უპასუხა ნათიამ
-რომ ეკოდი აქ არ ვოქნებოდით-დაუსისინა ლალიმ
-თქვენ მხოლოდ თქვენი ოჯახის სახელი გაინტერესებთ, არგინდათ იჭორაონ ჩვენზე, არგინდათ ზურგსუკან დაგცინონთ რომ თქვენივე მიყვანილი რძალი გაგექცათ
-რის მიხწევას ცდილობ ნათია?-გეგამ მკვლელი მზერა ესროლა -ყველაზე მეტად შენ დაზარალდები გესმის ეს? გგონია ნიცას თუ ამ სახლში გაზრდი ბედნიერი იქნება? გგონია შენი სიამაყე გიშველის? გგონია ოს გაჭმევს პურს? რას გააკეთებ შენი სულელური თავმოყვარეობის დაცვით ნიცასთვის? შეძლებ უყიდო ველოსიპედი? ან პლანშეტი? შეძლებ ატარო ისევ კერძო სკოლაში? თუ უარს იტყვი ჩვენს ოჯახში დაბრუნებაზე იცოდე რომ საერთოდ წაგშლით ჩვენი ცხოვრებიდან-მიახალა გეგამ ცრემლმორეულ ნათიას -იცი რომ ჩვენ იმას ვამბობთ რისი გამკეთებლბიც ვართ, ტყუილად სიტყვებს არ ვფანტავთ
-ვიცი, ზუსტად ვიცი რომ თქვენსას თუარ გაიტანთ ყველანაირად ეცდებით რომ ცხოვრება გამიმწაროთ, ნიცაზეც კი უარს იტყვით რომ მე დამსაჯოთ-სკამიდან წამოხტა ნათია
-ხოდა თუ იცი...კარგად დაფიქრდი რამდენად გიღირს შენი სიამაყე, რამდენად ღირებულია თავმოყვარეობა შენთვის და რამდენად ძვირფასია შვილის მომავალი-ნათია ცოტახანს გაჩუმდა დაფიქრდა კიდეც და მოულოდნელად უყვირა
-გაეთრიეთ, გაეთრიეთ ამ სახლიდან-თითით კარზე მიუთითა , ლალი და გეგა ადგნენ და წასასვლელად მოემზადნენ
-ინანებ ამ თავხედობას-უყვირა ლალიმ და წავიდნენ
-ყოჩაღ-ტაში დაუკრა თამარმა
-შემეშვით მე გადავწყვეტ რა და როგორ გავაკეთო, საკმარისია-უყვირა ნათიამ -დრო მომეცით და ამ სახლიდანაც წავალ, უბრალოდ დრო მომეცით-ეს ამოთქვა და ცრემლები გადმოსცვივდა.
დრო ყველაზე კარგი საშვალებაა იმისთვის რომ შეეგუო აწმყოს, შეელიო წარსულს და შეცვალო მომავალი...
ნიცას და ნათიას ძალიან გაუჭირდათ მაგრამ მაინც შეძლეს ამ ყველაფერთან შეგუება, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ახლისებდნენ რამაც თავის შედეგი გამოიღო, ამ ყველაფერს ტრაგედიად აღარ აღიქვამდნენ არამედ გარდაუვალ მოვლენათ რომელიც ცოტა გაართულებდა მათ ცხოვრებას თუმცა უფლებას მისცემდა ეცხოვრათ თავისი გადაწყვეტილებების მიხედვით.
სანდრომ თავი ბედნიერად იგრძნო, მიიღო ის რაც ასე უნდოდა თავისუფლება... მითუმეტეს რომ ნათიამ დაანგრია მათი ოჯახი და მშობლები მას ვერ დასჯიდნენ ამ ყველაფრის გამო, რადგან მათთვის აარფერს ნიშნავდა სანდროს და ნათიას ჩხუბი, ისინი მიჩვეული იყვნენ მათ ამგვარ ქცევას, დარტყმა, ყვირილი, ნივთების ლეწვა მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო, ამიტომ დამნაშავედ ნათია მიიჩნიეს და სასჯელიც მას დაეკისრა. სრული იგნორი. მაგრამ ნათიას არც არასდეოს ქონია მათი იმედი, არც არასდროს უფიქრია რომ ისინი დაეხმარებოდნენ ოდესმე მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში.
ნათია ბევრი წვალების და ძებნის მერე სამსახური დაიწყო მაღაზიაში რომელიც სოფლის ბოლოს იყო, გაბრიელის მეგობრის ბიძის იყო და მან გამოუძებნა ადგილი, მხოლოდ შაბათკვირას, მაგრამ ნათიასთვის ესეც ბევრს ნიშნავდა, ისეთი ბედნიერი იყო რომ ლამის გადაირია სიხარულისგან
-შაბათ-კვირა თავის ცოლს ამუშავებდა ხოლმე მაგრამ წნევიანია ის ქალი და უჭირდა, ის ვინც სხვა დღეებშია ბავშვები ყავს და შაბათ-კვირა ვერ ახერხებს სიარულს , ორი დღე არავის აწყობდა მუშაობა და ყველამ უარი უთხრა თურმე
-ხოდა ძალიან კარგი-სიხარულს ვერ მალავდა ნათია
-ხელფასი არვიცი ასორმოცდაათი მითხრა
-არაუშავს გამოცდილება მივიღებ და მერე სხვაგან მოვძებნი-ნათია მაინც არ კარგავადა ენთუზიაზმს და მოუთმენლად ელოდა შაბათის გათენებას. ოჯახში არავის გახარებია საცოდავი ას ორმოცდაათ ლარიანი სამსახურის შოვნა, მაგრამ რა ეთქმოდათ...ნათია კი ბესნიერი იყო რადგან ახლა შეეძლო გამოცდილება მიეღო ხალხთან ურთიერთობის, მუშაობის, გარკვეულიყო საბუთებში.
დავითმა და მისმა ცოლმა ყველაფერზე დაუწერეს ფასები, ასწავლეს ჩეკის ამორტყმა, სასწორის მუშაობა, ტერმინალიდან თანხის მოხსნა, მოკლეთ რაც გაახსენდათ ყველადერი ასწავლეს, თავადაც მთელი დღე იქ დააღამეს რომ არაფერი ისეთი არ შეშლოდა რადგან ძალიან ნერვიულობდა ნათია, მაგრამ მოეწონათ მისი შემართება, მონდომება, აქტიურობა, ხალხთან ურთიერთობა და დამოკიდებულება და საერთოდ არ უნანიათ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს.
-ყოჩაღ კარგი გოგო ხარ-შეაქო დავითმა
-ძალიან ყოჩაღი ხარ-შეაქო დალიმაც
-ეხლა დღის დასრულების საქმეს გასწავლი-უთხრა დავითმა და აუხსნა რა და როგორ გაეკეთებინა, ნათია ისე ღელავდა რომ ვერაფერი დაიმახსოვრა და ბოდიში მოიხადა
-არაუშავს ისწავლი-დაამშვიდა დალიმ -ყველაფერს დროჭირდება ჩემო გოგო-უთხრა ღიმილით. ნათია ისე იყო ემოციებით დატვირთული რომ თავის პრობლემები სულ დაავიწყდა და სახლში ბედნიერი დაბრუნდა
-დედა დღემ როგორ ჩაიარა? ძალიან ვღელავდი შენზე
-მშვენივრად საყვარელო,მალე ვისწავლი -გაახარა ნიცა
-ძაან მიხარია
-ეს მცირედია მაგრამ არაფერს ჯობია
-ასეა-ჩაეხუტა ნიცა დედას.
მეორე დღეს ნათია მარტო დატოვეს რამდენიმე საათით რომ უკეთ შეჩვეოდა გარემოს, ის რათქმაუნა შეშინებული და დაძაბული იყო, ძალიან ღელავდა და ერთი სული ქონდა როდის დაბრუნდებოდნენ მეპატრონეები რადგან მათთან იმედიანად იყო, მისდა საბედნიეროდ ხალხიც არ იყო და მშვიდად იყო, სკამზე მჯდომი ფიქრმა წაიღო და ძალიან შეეშინდა როცა მაღაზიის წინ ხრეშიან გზაზე მანქანა შემოვარდა და მკვეთრი დამიხრუჭებით გაჩერდა, იქაურობა ამტვერდა, ნათია ინსტიქტურად ფეხზე წამოვარდა და გულის ფანცქალით გაიხედა ფანჯრიდან, მანქანიდან სამი ბიჭი გადმოვიდნენ და მაღაზიაში შემოლაგდნენ
ნათია ზედმეტად დაიძაბა, დაბნეული თვალს ადევნებდა მათ ერთერთი ყველაზე მაღალი დახლთან მივიდა, ნათიამ ახედა მაგრამ სახეზე არ შეუხედია, მის მიღმა გაიხედა
-პარლამენტი-ეუბნება ბიჭი, დაბნეული ნათიას მზერა მაცივარს წყდება და უნებურად მის მწვანე თვალებზე გადადის, რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებენ ერთმანეთს პირდაპირ თვალებში, ორივე იბნევა და ერთდროულად აშორებენ მზერას ერთმანეთს, მაგრამ ხმას არცერთი იღებს, გონს მაშინ მოდიან როცა ის ორნიც უახლოვდებიან დახლს და ალაგებენ მასზე პროდუქტებს
-უკაცრავად რაღაც მითხარით-ნათია კითხვას უავამს მწვანეთვალებას ისე რომ სახეში არ უყურებს
-პარლამენტი-უმეორებს ბიჭი და ნათიას მზერა ისევ მისი თვალებისკენ გარბის, ბიჭს ეღიმება, რადგან მისი სახიდან გამომდინარე ხვდება რომ გოგონა ვერ მიხვდა რა აურდა მას-სიგარეტი-უხსნის ბიჭი
-უკაცრავად ვერ მივხვდი-ეღიმება ნათიას თავის სისულელეზე
-მივხვდი-იცინის მწვანეთვალება, ნათია უკან ბრუნდება და თაეოზე იწყებს პარლამენტის
ძებნას დაბლიდან მესამე თარო ფანჯრისკენ-ეუბნება ნათიას წვალებით გამხიარულებული
-დიახ-ნათია აგნებს და დახლზე დებს, ბიჭს ხელი მაგიდაზე უდევს და ელოდება როდის აართმევს ფულს ნათია მაგრამ ნათიას არც დაუხედია მისი ხელისთვის, ბიჭს ეღიმება და ფულს ხელს უშვებს
-აიღეთ-უთითებს ფულზე, ნათია იღებს და ფულს და უჯრიდან ხურდას ხვეტს რომელიც ათრთოლებული ხელიდან უცვივა
-უკაცრავად-თან ერიდება თან ეცინება და მაგიდაზე ეძებს დაფანტულ ხურდა ფულს
-შენ ნათია ჯაყელი ხარ არა? -ეუბნება მოულოდნელად ბიჭი და ნათია გაიცებული თავის ნაცრისფერ თვალებს მის მწვანე სფეროებს აბჯენს
-დიახ-ეუბნება ყოყმანით
-მე ლაშა დადიანი ვარ-უღიმის ბიჭი -მაგრამ ალბათ არ გემახსოვრები-ნათიას სახის გამომეტყველებიდან ხვდება რომ ასეა
-დიახ-ეუბნება ნათია
-სკოლიდან მახსოვხარ-უღიმის ლაშა, ნათიას დაძაბულობა და შიში ეხსნება- მე მეთორმეტეში რომ ვიყავი შენ მაშინ მერვეში იყავი, იმიტომ მახსოვხარ რომ მე და შენ ართმანეთას დავეჯახეთ კიბეებზე, შენ დაცურდი და ეს იარა...-ხმა ჩაუწყდა ლაშას და ნათიამ უნებურად შულზე მიიდო ხელი სადაც პატარა ნაიარევი ქონდა და გაეცინა
-მახსოვს -უთხრა ღიმილით და შეანათა ნაცრისფერი თვალები



№1 სტუმარი ანუ

მომწონს უკვე ლაშა

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ანუ
მომწონს უკვე ლაშა

ლაშა თავდაყირა დააყებს ნათიას უფერულ ცხოვრებას

 


№3 სტუმარი ანუ

ნეაკო
ანუ
მომწონს უკვე ლაშა

ლაშა თავდაყირა დააყებს ნათიას უფერულ ცხოვრებას

მეც მაგის იმედი მაქვს ^-^

როდის დადებ ახალ თავს?

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს ისტორია,კარგად გადმოსცემ სათქმელს,ნათიას ეს გადაწყვეტილება უკვე მომწონს,11წელი რამ გააძლებინა.იმედია კარგი ამბები ელის.

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესოდ წერ,დალაგებულად და გააზრებით,მაგრამ ვერ ვიგებ შეცდომა მოგიდის თუ გააზრებულად წერ,,აართვა,,რატომ ამახინჯებ დაწერე გრამატიკულად,,გამოართვა,.ჭკვიანი გოგო ხარ გეტყობა და გაითვალისწინე.

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Gamixarda natia ro agar dabrunda da dzlia sisustes, imedia ar shexvdeba bevri winaagmdegoba lashas tan tu aawyo urtiertoba da tan iseti bedniri iyos unda ro gulebi dauskdet yofil qmars da yofil dedamtil-mamatilsac, ai mamamisis da bebiamisis sityvebi da qceva namdvilad ar momewona. Warmatebebi da veli male axal tavs

 


№7 სტუმარი მია

კარგია როცა ქალებზე ძალადობის პრობლემას შეეხეთ მაგრამ მთლად თურქული სერიალის სტილში ნუ დაწერთ...თუმცა მსგავსი პრობლემები კი ბატონო გვაქვს ბლომად ოღონდ უფრო არაქართულენოვან საქართველიში..ასე რომ საინტერესო თემაა მაგრამ ასე სერიალის სახეს ნუ მისცემთ

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ნეაკო
ანუ
მომწონს უკვე ლაშა

ლაშა თავდაყირა დააყებს ნათიას უფერულ ცხოვრებას

მეც მაგის იმედი მაქვს ^-^

როდის დადებ ახალ თავს?

ხვალ დავდებ ახალ თავს

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს ისტორია,კარგად გადმოსცემ სათქმელს,ნათიას ეს გადაწყვეტილება უკვე მომწონს,11წელი რამ გააძლებინა.იმედია კარგი ამბები ელის.

ნათიას ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ლაშა

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატი

ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს

 


№10 სტუმარი სტუმარი თათა

როდის დადებ ახალ თავს?

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს ისტორია,კარგად გადმოსცემ სათქმელს,ნათიას ეს გადაწყვეტილება უკვე მომწონს,11წელი რამ გააძლებინა.იმედია კარგი ამბები ელის.

სანამ მის ცხოვრებაში კარგი ამბები დაიწყება ბევრი სირთულის გადატანა მოუწევს

სტუმარი თათა
როდის დადებ ახალ თავს?

რამდენიმე დღის მერე

სტუმარი ხატი
ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს

ვეცდები მალე დავდო

მია
კარგია როცა ქალებზე ძალადობის პრობლემას შეეხეთ მაგრამ მთლად თურქული სერიალის სტილში ნუ დაწერთ...თუმცა მსგავსი პრობლემები კი ბატონო გვაქვს ბლომად ოღონდ უფრო არაქართულენოვან საქართველიში..ასე რომ საინტერესო თემაა მაგრამ ასე სერიალის სახეს ნუ მისცემთ

ჩემი აზრით ასეთი პრობლემა უფრო მეტ ოჯახშია ვიდრე წარმოგვიდგენია, უბრალოდ ბევრი ქალი თვალს ხიჭავს ამაზე, რადგან წასასვლელი არსად აქ, ან ძალა არ შესწევს რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა მე ნათიას საზით მინდა ძლიერი და მებრძოლი ქალი შევქმნა

სტუმარი Mariamimari
Gamixarda natia ro agar dabrunda da dzlia sisustes, imedia ar shexvdeba bevri winaagmdegoba lashas tan tu aawyo urtiertoba da tan iseti bedniri iyos unda ro gulebi dauskdet yofil qmars da yofil dedamtil-mamatilsac, ai mamamisis da bebiamisis sityvebi da qceva namdvilad ar momewona. Warmatebebi da veli male axal tavs

წინააღმდეგობები შეხვდება თან ბევრი, მაგრამ შეძლებას რომ მოერიოს საკუთარ სისუსტეებს შიშს და ინრძოლოს ბესნიერებისთვის

სტუმარი ლია
საუკეთესოდ წერ,დალაგებულად და გააზრებით,მაგრამ ვერ ვიგებ შეცდომა მოგიდის თუ გააზრებულად წერ,,აართვა,,რატომ ამახინჯებ დაწერე გრამატიკულად,,გამოართვა,.ჭკვიანი გოგო ხარ გეტყობა და გაითვალისწინე.

ძალით ვამახინჯებ სიტყვებს ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თუ ძალიან საჭიროდ არ მივიჩნევ აღარ დავწერ ამგვარად, გავითვალისწინებ, მადლობა

 


№12 სტუმარი ანუ

დადე რა მალე ახალი თავიი

 


№13  offline მოდერი ნეაკო

ანუ
დადე რა მალე ახალი თავიი

ვეცდები მალე დავდო

 


№14  offline წევრი duchi_duchi

ახლა დავიწყე კითხვა.არვიცი ბოლოს რა მოხდება,ზოგადად ძალადობის მომხრე არ ვარ მაგრამ აი ამ დადიანმა სანდროს რო თავპირი არ გაუერთიანოს იმედია ისე არ დამთავრდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent