შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის მარწუხები


19-07-2020, 19:09
ნანახია 2 218

სიგარეტმა ყელი ამიწვა,ხველება ამიტყდა და იქვე მდგარი ღვინო მივიშველიე.ახლა მეორე ნაფაზი დავარტყი და აი თავბრუს ხვევაც ვიგრძენი.იმ ცრემლს კი ლოყაზე ჩამოგორებას რომ ლამობდა ამის უფლება არ მივეცი.შავი ღვინო ჩხრიალით ჩავიდა ჭიქაში,მეც მეორე ჭიქა შევსვი.გავყურებდი უსაშველო მთვარეს, თანაც მოგონებები ერთი მეორეს მიყოლებით მიცოცხლდებოდა გონებაში.
"ვერ გიტან ვერა,რომ დამტოვე მარტო ამ უშველებელ მთვრესთან" ვიმეორებდი გულში.
რა ძნელია არა?!მიეჩვევი ადამიანს,ყველაფერს მას უკავშირებ,რომ გკითხონ მის გარეშე წამითაც ვერ გაძლებ,დაგეგმილი გაქვს არათუ ქორწილი,ისიც კი თმაგაჭაღარავებულები როგორ უყვებით შვილიშვილებს თქვენი სიყვარულის ისტორიას და ჰოპ...ის ქრება,ის მიდის,ის გტოვებს...
აღმართებს დაღმართები რომ მოყვება ყველამ ვიცით,მაგრამ როცა თავს ბედნიერების ზენიტში დავიგულებთ გვიჭირს დავიჯეროთ,რომ რამე ცუდად წაგვივა ან უბრალოდ გვინდა ყველაფერი ასე დარჩეს,"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!"
ფიქრი კარზე ატეხილმა ბრახუნმა შემაწყვეტინა.ფეხები აივნიდან ჩამოვალაგე,სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი,ღვინოს ბოლომდე გამოცლაც არ დამვიწყებია,ხალათი შემოვიცვი და კარის ზღურბლზე აყუდებული ჩემი დაქალი შემოვუშვი.
-რას გავს ახლა შენი საქციელი ლიზუ?!-თვალები დამიბრილა ნინამ და სახლში შემოვიდა,ხელში სასუსნავები ეჭირა
-რას ერჩი ჩემს საქციელს-მკრთალად თუმცა ნაძალადევად გავიღიმე
-ვიცი შენი მგონი ყველაზე მარტოხელა მეგობარი ვარ,მაგრამ ეს არ მიშლის ხელს შენი ტკივილი გავიგო და ის თუ რა ხდება შენს გონებაში-წამით გაჩერდა,თავი აქეთ-იქეთ გააქნია-არ მითხრა რომ სიგარეტიც მოწიე
თვალები ავარიდე.
-კარგი რა ლიზუ,ვინ მიგდია გიგა ნოზაძე რომ მის გამო ნერვები იგლიჯო.მესმის შეუძლებელს გთხოვ მაგრამ ასე გადაყოლა რომ არ ივარგებს შენც იცი.
-ხოხო,ვიცი,დრო მჭირდება და ვიღას ემახსოვრება გიგა ბატონი-გამეცინა,ჩემი სიტყვების ალბათ მე თვითონაც არ მჯეროდა.
-იცი რა ლიზუ?!კარგად იქნები დარწმუნებული ვარ,შეიძლება დღეს არა ,მაგრამ ერთ დღესაც?!კარგად იქნები ლიზუ.
გოგონა ჩამეხუტა,მე კი მთელი დღის შეკავებული ქვითინი ამოვუშვი,მხრები მიცახცახებდა,სუნთქვა მეკვროდა,ამაოდ ვცდილობდი ზლუქუნის შეჩერებას,დაგროვილი ცრემლები უფრო და უფრო მიიკვლევდნენ ჩემს ლოყაზე გზას.ნინა?!ნინა გვერდში მედგა,როგორც ნამდვილი მეგობარი.მეხუტებოდა,თმაზე მეფერებოდა და მარწმუნებდა იმაში რომ ეს ქვეყანა მეგობრობაზე დგას.უშეყვარებულობას გადაიტანს კაცი მეგობარი თუ ჰყავს გვერდით,აი პირიქით რა მოგახსენოთ.
მთელი საღამო კაცობრიობის გაჭორვაში გავატარეთ,თვალი არ მოგვიხუჭავს.ჩიფსებით და სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით გავსკდით, გამთენიისას კი ჩაგვეძინა დივანზევე.
დილით ნინას მაღვიძარამ დარეკა,ძვლივსძვლივობით წამოიზლაზნა სამსახურში მივდივარო და გამზადებას მოჰყვა
-საღამოს კლუბში მივდივართ და უარს არ მივიღებ ქალბატონო-საჩვენებელი თითი დამიქნია
-არის სერ-გამეცინა-საღამოს კლუბში მიგულე
ჩემი ტელეფონი აწრიალდა და ჩემი უფროსის ხმამ გაჭრა ტელეფონიდან წამოსული სიჩუმე.
"ლიზაკო გვესაჭიროები სამსახურში,ვიცი დასვენება გჭირდებოდა მაგრამ"
ქალს ლაპარაკის გაგრძელება არ ვაცადე
-მოვალ ქეთი მცალია
როდესაც გავთიშე ტელეფონი ნინამ გამიღიმა
-არ მოგატყუებ და მახარებს შენი სამსახურში დაბრუნება,ყურადღებას გადაიტან,მოკლედ პარასკევი ჩვენი დღეა,დღესაც არ ვაგდებთ და სამსახურს მორჩები თუ არა here's my number,so call me,maybe?-წაიღიღინა და თავის საქციელზე თვითონაც გაეცინა,მეც გულიანად გავიღიმე და კარისკენ წავუძეხი.
გარდერობი გადმოვქექე და ისეთ საროჩკას წავაწყდი,რომ გავიგიჟე თავი ვიყიდე და ჩაცმა დამვიწყებია,კლასიკური შარვალი და მაღლები შევუხამე,თმა გავიშალე,როგორც მჩვევია და სამსახურისკენ გავწიე.ერთ-ერთ კომპანიაში ეიჩარი ვიყავი,ჩემი სამსახური?!ნამდვილად მომწონდა,მშვიდი გარემო და საინტერესო საქმეები სხვა რაღა მინდოდა?!
სამსახურიდან გამოსულმა ტაქსს დავუქნიე ხელი,ბედნიერი მოვკალათდი და მისამართი ჩავურაკრაკე.
-2 წუთში მანდ ვარ ლამაზო-დავამშვიდე დაქალი,მძღოლს ფული მივეცი და ჩაბნელებულ კლუბში შევედი,მუსიკა ხმამაღლა მიწუოდა ყურებში,თვალების ცეცებას მოვყევი ,მაგრამ ამ გადაჭედილ ადგილას ცოტა ძნელი კი იყო ნაცნობის დანახვა...
-სად ხარ ნინუ?!-ტელეფონში ბოლო ხმაზე ჩავყვირე მუსიკის ყურისწამღები ხმა რომ გადამეფარა..
"ლიზუ მოხვედიი?!"-ახლა ნინას ყურისწამღები ხმა მიწუოდა ყურში მუსიკასთან ერთად
ამასობაში ვიღაცას შევეჯახე,სხვა ვინ თუ არა ნინა ამეტუზა წინ
ორივეს გულიანად გაგვეცინა
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე...
ერთ ცეკვას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე...
უკვე შუაღამე იყო,ცეკვას და სასმელს თავისი გაეკეთებინა კარგად დაღლილი ვიყავი..
-წავედით აბა სახლისაკენ ჰერი ჰერი?!-ნინა კისკისებდა როცა კლუბიდან გამოვედი და ქვაფენილს ჩავუყევით
ტაქსის დაჭერის ამაო მცდელობა გვქონდა ყველა წითლად ანათებდა ჩანბელებულ თბილისში.
-ნუთუ ეს შენ ხარ-კლუბიდან გამოსული ბიჭი აგვედევნა უკან,ჩანთაში ხელით მოვსინჯე წიწაკის სპრეი
-ეიიი შენ აქ საიდან-გაეცინა ნინას და ბიჭისკენ წავიდა,წიწაკის სპრეის ხელი ვუში დღესავით ნათელი იყო ფსიქოპატი და მანიაკი რომ არ იყო ბიჭი-ლიზუ გაიცანი დემე,დემე შენ კიდევ გაიცანი ლიზუ
-სასიამოვნოა-გამიღიმა ბიჭმა და ლოყის კუთხე ჩაეტეხა.ამ ჩემს ნასვამ თავს კიდევ ეს უნდოდა?!ამიღაჟღაჟდა ლოყები
-ჩემთვისაც-ხელი ჩამოვართვი სიმპატიურ ყმაწვილს
-აბა კარგი იყო გოგოშკური საღამო?!-გაეცინა დემეტრეს და ჩვენც ავკისკისდით-წამოდით სახლში გაგიყვანთ მანქანით ვარ
-კლუბიდან გამოსული და ფხიზელი?!-ვკითხე ეჭვნარევად
-ხდება ხოლმე-გაეცინა ბიჭს-ცოტა ხნით შემოვირბინე
-კარგი მაშინ მე თანახმა ვარ ტაქსით ჯაყჯაყს მირჩევნია-ამის თქმა და ცუხცუხით მივყევით მე და ნინა ბიჭს უკან.
-ლიზუ ჩემთან დარჩება პირდაპირ მანდ აგვიყვანე-გასცა განკარგულება ნინამ
-არის სერ-გაეცინა დემეტრეს
სახლში მისულები წამში გავითიშეთ...
დილით კი თვალებამოშავებული,გადაღლილ-უძინარი ნინას ალუბლებიან კაბაში გამოწყობილი(ჩემს დიდ სიმპათიას რომ იმსახურებდა)გავემართე სამსახურსა შინა.
დამღლელი დღე იყო,ზედ ჩემი უძილობა ემატებოდა,ერთი სული მქონდა სამსახურისთვის თავი დამეღწია,სამუშაო საათები ამოიწურა,საქმეც ბედნიერმა მოვამთავრე და კუსკუსით გავედი გარეთ.
წინ მანქანა გაჩერდა,კარგად ნაცნობი მანქანა
-გამარჯობა ლიზა-გამიღიმა ბიჭმა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე
-გაგიმარჯოს დემეტრე.რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?!
-არ ვიცი ალბათ დამთხვევაა,ბედი ბედი-გაეცინა-წამოდი წაგიყვან სადაც მიდიხარ
-ოი არა ვერ შეგაწუხებ მასე
-ოი მე კიდევ ვერ გაგიშვებ ფეხით თან ასეთ დაღლილს
-ვაიჰ ასე ცუდად გამოვიყურები?!-შევიცხადე
-არა,არა შესანიშნავად გამოიყურები ეს ალუბლებიანი კაბაც გიხდება,უბრალოდ ცოტათი უძინარი ხარ,გაგიკვირდება და მიზეზი ვიცი რატოც-გამიღიმა და კარი გამიღო
-ხო კარგი გნებდები-ხელები მაღლა ავწიე და მანქანაში მოვკალათდი
-გცალია ლიზა?!
გამიკვირდა რა კითხვებს მისვამსთქო-კი რავი
-ხოდა ყავაზე გეპატიჟები.ცოტა გამოგაფხიზლებს
პირი გავაღე რაღაცის სათქმელად
-არ ვწუხდები,პირიქით გამიხარდება
-ხო კარგი გნებდები-გამეცინა ისევ
კაფეში შემიძღვა ბიჭი და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთნ მოვკალათდით
-საოცარი ვაფლები აქვთ უნდა გასინჯო-თვალი ჩამიკრა ნიკამ
-ვენდობი შენს გემოვნებას
-ყავას რომელს დალევ?!გამოვიცნობ
-ლატე-ერთროულად ვთქვით და გაგვეცინა
"-ყველაფერი ვიცი შენზე ლიზ
-ცდები გიგა ბატონო ყველაფერი არ იცი აი რომელი ყავა მიყვარს ეგ არ იცი-დავეჭყანე სასაცილოდ
-ლატე გიყვარს,დილით ისე არ წახვალ სამსახურში კარამელ ლატე რო არ დალიო-გაიჯგიმა ამაყად
მე ბავშვივით გავიბუსხე-ჰო კარგი ეგ გცოდნია,მაგრამ მაინც არ ვაპირებ შეგირიგდე"მოგონებების თავიდან გაქარწ....ბა ვცადე
-კარგად ხარ?!
-კიკი-გავუღიმე ბიჭს-აი ნახე ჩვენი შეკვეთა მოდის.
საღამომ შესანიშნავად ჩაიარა,ჩვენი საერთო ინტერესი გაგიკვირდებათ და კატები აღმოჩნდა
-ანუ cat person ხარ
-კიკი ნამდვილად,უდავოდ და ჭეშმარიტად cat person ვარ
ხოდა ჩვენც ვილაქლაქეთ ყველანაირ კატაზე სხვა რაღა დაგვრჩენოდა...
.
დილას კარზე ზარმა გამაღვიძა
-მოვდივარ-გავძახე,ხალათი შემოვიცვი და თმაც ავიკოსე
კარების გაღებისას წინ ფოსტალიონი დამიხვდა-ლიზა მაჩებელი?!
-დიახ-წარბი ავწიე გაკვირვებულმა
-თქვენ სახელზე გზავნილია
ბიჭმა ყუთი გამომიწოდა და შიგნით არც მეტი არც ნაკლები კნუტი იჯდა
-დარწმუნებული ხართ რომ არ გეშლებათ?!-კატას მოფერება დავუწყე
-დიახ არ მეშლება,ხელი მომიწერეთ აქ და ეს ფურცელი აიღეთ-ბიჭი დამემშვიდობა და დამტოვა გახევებული
ფურცელი ამოვიღე კონვერტიდან
"ნამდვილ,უდავო და ჭეშმარიტ cat person_ს"
ყუთი ოთახში შევიტანე.
-ნინუ დემეტრეს ნომერი მინდა-დავრეკე სასწრაფოდ
-ოჰჰო უკვე აღარ შემიძლიხართ,კუპიდონს ვგავარ თქვენი ინფორმაციები ვცვალო?!მოგწერ ნომერს და დამირეკე ერთი ქალბატონო საჭორაო გვაქვს
-არის უფროსო
ტელეფონზე სწრაფად ავკრიფე ნომერი,აი ერთი ზარი გავიდა აი მეორეც და ტელეფონიდან წამოსული სიჩუმე დემეს ბოხმა ბარატონმა გაჭრა
-გისმენთ
-ნამდვილი,უდავო და ჭეშმარიტი cat person გაწუხებთ
-პრივეტები ლიზუ
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო,ასეთი ბედნიერი მგონი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ
-რა სამადლობელო ეგაა,ჩემი ძმაკაცის კატას შეეძინა კნუტები და რო არ მეჩუქებინა შენთვის სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა
-მართლა ძალიან დიდი მადლობა-გამეღიმა
-არაფრის რისი მადლობა,ისე მადლობის გადახდა თუ ძალიან გინდა,ჩემთან ერთად სავახშმოდ წასვლითაც შეგიძლია
-კარგი უარს არ გეტყვი-გამეღიმა
-კარგად ლიზ
-კარგად დემე
ბედნიერებისგან ცეკვას მოვყევი,უცბად გადავიცვი ფისოს ნივთების საყიდლად გავიქეცი თვითონ კი ჩაძინებული ჩემს პლედში გახვეული დავტოვე.
"-კატა?!კარგი რა ლიზა რა კატა-მეუბნებოდა გიგა შეწუხებული სახით
-ოოო დეგენერატი ხარ მაინც მოვიყვან სახლში კატას-თვალები დავუბრიალე გაბრაზებულმა
-რად გინდა ახლა კატა
-შენ რო არ გიყვარს იმას არ ნიშნავს რო მეც არ უნდა მიყვარდეს,იდიოტი-ჩავიდუდღუნე და ზურგი შევაქციე ბიჭს
-კარგი ხო არც მასეთი ცუდები არ არიან,შემირიგდი ნუ მიბრაზდები-ჩამეხუტა ბიჭი,მე ისევ გაბუსხული ვიყურებოდი"ამოტივტივებული მოგონების გაქარწ....ბა ვცადე
-რით დაგეხმაროთ-მკითხა გამყიდველმა
-ქვიშა და საჭმელი მინდა კნუტისთვის
სახლში მოსულს ნინა მომადგა კარზე
-ვიღაცას ახალი ფისო ყავსო?!ამ ვიღაცას ეს ახალი ფისო ჩემმა ძმაკაცმა აჩუქაო?!აქ რა დრამები იხლართებაო?!მე კუპიდონი ვარო?!
-ოო გეყოფა-გამეცინა და მუჯლუგუნი დავარტყი დაქალს
-გიგა ბატონო ჩაიარა შენმა მატარებელმა-გაეცინა ნინას-დემეს რაც შეეხება საოცარი ბიჭია მართლა,მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს-ამოიხვნეშა და ლაპარაკი განაგრძო-ბევრ გოგოს მოსწონს და თვითონაც არაა ბევრის მიმართ გულგრილი და ურთიერთობებიც არ ჰქონია ცოტა
-დემეს ბაბნიკობა შემომაპარე?!-გამეცინა
-ჰო რაღაც ეგრე
ვიგრძენი როგორ დაეშვნენ მაღლა აფრენილი პეპლები,ვიგრძენი რაღაც ჩამწყდა და მეწყინა,მიზეზს ვერ გეტყვით რატომ-ოო ნინა ნუ ნერივულობ არაფერი სერიოზული არ გვაქვს,უბრალოდ ფისო მაჩუქა და ერთხელ შევხვდით შემთხვევით
-დარწმუნებული ხარ რომ შემთხვევით?!-წარბი აწია ნინამ
-გამყიდველო-ჩემი გაქანებული ბალიში აიცილა ნინამ
-ზეწოლა მოახდინა ჩემზე ჩემი ბრალი არაა-ხელები მაღლა აწია უდანაშაულობის გამოსახატად
-გველი გამიზრდია უბეში-ჩავილაპარაკე მე
ტელეფონში ფისოს ფოტოს დაედითება განვაგრძე და სთორიში დადებულს ბიჭის დათაგვაც არ დამვიწყებია.გიგამ,რა თქმა უნდა,ნახა.რომ არ მოგატყუოთ გამიხარდა...
.
განსაკუთრებულად არ გამოვპრანჭულვარ,თავში არ აუვარდეს ვაჟბატონსთქო.ყვითელი ყვავილებიანი სარაფნით დავკმაყოფილდი.
"სერიოზული არაფერი ხდება ჩვენს შორის უბრალოდ ფისო მაჩუქა და ერთხელ შევხვდით ერთმანეთს"-ვუმეორებდი ჩემს თავს,არ მინდოდა ხელახლა გული მტკენოდა,ერთიც საკმარისი იყო
"-ლიზაზუ წავედით-ხელკავი გამომდო გიგამ და თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებს გავუყევით
კაფეში თბილოდა,გამოსულებს კი შეგვაცია.
ბარდიულზე ავხტი და ხელი ისე ჩავჭიდე
-ცდა ბედის მონახევრეაო-გავიცინე
-ცოტათი დამეწიე სიმაღლეში-გაეცინა ბიჭსაც და ერთი ხელის მოსმით მასზე მიხუტებული აღმოვჩნდი
ბევრი სიარულის შემდეგ ჩემს სახლსაც მივადექით,უკვე კარგად შეღამებულიყო.
-ჭკვიანად ლიზა-ბიჭი დაიხარა და მაკოცა
პეპლებმა ფრენა დაიწყეს კი არა მთელი ცხოველთა სამყარო ერთდროულად მოჰყვა ჩემს მუცელში ცეკვა-თამაშს.გავიღიმე და დაბნეულ-არეული ავუყევი კიბეებს"
ტელეფონის მესიჯმა რეალობაში დამაბრუნა
"ქვემოთ ვარ გელოდები ;)-დემე"
სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი ანარეკლი,ჩანთას ხელი დავავლე,ფისოს ყველაფერი მზად ჰქონდა შევამოწმე,ერთი კარგად ჩავჯმუჯნე გასვლის წინ და ცუცხცუხით ჩავირბინე კიბეები.
-ოი და აი ისიც- გამიღიმა მანქანასთან მდგომმა ბიჭმა-შემომხვდა შემომანათა
-კარგი ნუ მაწითლებ-შევიფერე კომპლიმენტი და მას შემდეგ რაც ბიჭმა კარები გამიღო კომფორტულად მოვთავსდი მის მანქანაში.
ფანჯარასთან დავსხედით კაფეში მისულები,წინ ულამაზესი ხედი იშლებოდა
-აბა ლიზ რას მიირთმევ?-გამიღიმა
-გამიგია აქ კარგი ტირამისუ აქვთო
-გენდობი იცოდე-თვალი ჩამიკრა და ოფიციანტს შეკვეთა ჩაურაკრაკა
-ფისო რას შვრება?!არ უნდა გამაცნო?!
-როცა შენ მოისურვებ.გაუხარდება სიმბას-გავუცინე
-ოჰო სახელი შეგირჩევია უკვე-ჩაფიქრდა-მომწონს კაი სახელია სპენსი, ყოჩაღ ლიზ
-მადლობა მადლობა-თავი დავუკარი ბიჭს
-არა აშკარად კარგი ვქენი,რომ გენდე
-შენც მოგეწონა ხო?ძაან გემრიელია ეს ტირამისუ-ჭამა განვაგრძე ბედნიერმა
ლაპარაკს შევყევით,სასიამოვნო საღამო იყო..
ტელეფონის ეკრანი განათდა და ნინას სასაცილო ფოტოც გამოჩნდა,დემეს გაეღიმა დანახვისას.ტელეფონი ავიღე,თავისუფლებაზე გაჩნდით წამშიო დაგვიბარა და გაგვითიშა.ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენოდა.
თავისუფლებაზე მისულებს ნინა და ნატუკა ჩაგვიხტნენ მანქანაში,საქმე არ გვქონდა სადმე ერთად წავიდეთო.
ბევრი ფიქრის შემდეგ მთაწმინდის გზას დავადექით...
პარკი დაკეტილი დაგხვდა,მიუხედავად იმისა,რომ ნატუკამ თავი გამოიდო დაცვასთან მიმიშვით და ვნახავ თუ არ შეგვიშვასო,ბოდიშებით გამობრუნდა უკან...
თბილისს,რომელიც ხელისგულივით მოჩანდა,სავსე,უშველებელი მთვარე გადმოჰყურებდა.პირდაღებულები გავცქეროდით სანახაობას.იმ მომენტში თავს ბედნიერების ზენიტში ვგრძნობდი,დამავიწყდა ყველა და ყველაფერი,დამავიწყდა ის ტკივილი გეგამ რომ მომაყენა.
-ფოტო გადაგვიღე დემეე,დროზე მიდი-გასცა განკარგულება ნატამ
დემეტრემ თვალები აატრიალა თუმცა მაინც დაემორჩილა,სხვა რა გზა დარჩენოდა.
ნატუკა ნინასგან გავიცანი,საყვარელი გოგო იყო და როგორც დემე იტყოდა ინსტაგრამის მოდელი.
-აბა ვიღებ მოემზადეთ-და ფოტოს გადაღების ხმაც გაისმა,ნატუკამ ყველა ფოტო დაიწუნა
-ინსტაგრამის მოდელო ბოლოა იცოდე-დაემუქრა დემეტრე
-მოდი მანქანაში დავბრუნდეთ რა-ვთქვი საწყლად,როცა პოზიორობას მოვრჩით-ცოტათი გავიყინე
-აბა მანქანისკენ დავიძარით-თქვა ნინამ და ჩენც ცუცხცუხით გავყევით უკან,მანქანა არც ისე ახლოს გვეყენა.
ვიგრძენი როგორ მომახურა დემეტრემ საროჩკა,საპასუხოდ გამეღიმა.
-არ იყო საჭირო-ჩავიდუდღუნე პატარა ბავშვივით.
ბიჭმა გაიღიმა-იყო,ლიზ,იყო.
-ტაქსით წავალ რა მე-გამოვედი სიტყვით,მანქანაში ჩაჯდომისას
ნინამ თვალები დამიბრიალა-ამ შუაღამეს მარტო გაგიშვებთ?!
-თქვენ ყველა ახლოს ცხოვრობთ და დემეტრემ უნდა იწვალოს ახლა ჩემს გამო
-არ ვწვალობ ლიზუ-გადმომხედა დემეტრემ და თვალი ჩამიკრა-პირიქით სიხარულით წაგიყვან სახლში,თან მგონი გოგოებსაც არ ეჩქარებათ ხო?!
სახლამდე სანამ მიმიყვანა ყურის ბარაბანები გავუხეთქეთ ბიჭს,ვმღეროდით უსაშველოდ ბევრს,უსაშველოდ მაღალ ხმაზე..
-წვიმა თოვლი ქარი ნისლი და სიყვარულს მე ყველა მიხსნიდა დრო რომ გავა მერე მიხვდები, რომ შენთან აღარ ვიქნები...-მანქანიდან წამოსული მუსიკის ხმა გადაფარეს ნინამ და ნატუკამ,მე გამეღიმა
დემემ ხელი მომარტყა მანიშნა დროაო და ჩვენც შევუერთდით დებ იშხნელებს-ანუ ჩვენ გავფრინდებით..-ბიჭმა გამიღიმა და აი ისევ ჩაეტეხა ლოყის კუთხე,უნებურად მეც გავუღიმე
ბედნიერი ვიყავი?!ოი ვერ აგიღწერთ ისეთი ბედნიერი ვიყავი.ყველაფერი კარგად იყო,მეც აღარ მეშინოდა მომავლის,მე ხომ მარტო არ ვიყავი,გვერდით მთელი ორკესტრი მყავდა.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა ბიჭმა,გოგოებს ძვლივს გადავწვდი,მაგრამ კარგად,გემრიელად მაინც ჩავეხუტე.
ახლა ბიჭისკენ მივბრუნდი
-კარგად დემე
-ჭკვიანად მიდი სახლამდე ლიზ-თვალი ჩამიკრა.როგორ თქვა შემომხვდა შემომანათაო?!ხო აი რაღაც ასეთი მომივიდა მეც იმ მომენტში...
კიბეს არეულ-დარეული ავუყევი,სახლის კარი ბედნიერმა შევაღე იქ ხომ სიმბა მელოდებოდა,ჩემი პატარა და დიდი სიყვარული...
როდესაც ღამის თბილისის ყურებით ვტკბებოდი ძილგამკრთალი, ტელეფონი განათდა.
დემეტრე იყო,სოციალურ ქსელში მეგობრობის მოთხოვნა გამოეგზავნა, მეც ,რა თქმა უნდა, დავეთანხმე.
თავისი ძაღლის ფოტო გამომიგზავნა
"სალამი სიმბას ლედისგან"
გამეცინა,ჩემს ფეხებზე მოკალათებულ კნუტს გადავუღე ფოტო და საპასუხოდ გავუგზავნე ბიჭს.
ერთმანეთს იქამდე ვწერდით სანამ ძილი არ მომერია,
.
-ლიზააა-ყურში ჩამყვირა მეგობარმა
მეც ნახევრად მძინარემ არ დავაყოვნე რა ჯანდაბა გინდათქო
ამა და ამ საათზე ამ კაფეში იყავიო და გამითიშა ტელეფონი.დიტოსთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი,მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ გიგას მეგობარიც გახლდათ ვაჟბატონი,ამიტომ საქმე ცუდად იყო,ორად იხლიჩებოდა...
ტელეფონში სწრაფად მოვძებნე მაკოს ნომერი.
-მაკუნა დღეს მოდიხარ შენც?!
-კი გენაცვალე,დიდება შენს გამოჩენას დილიდან ავაფეთქეთ ჩატი
-მეძინა,დიტომ დამცა ბნედა
-ეგრეც ვიცოდი
-მითხარი რომ გიგა არ მოდის
-ნწუ,შეგიძლია მშვიდად მოხვიდე.მაგ ჭკუაზე ვართ შეგახვედროთ,მერე შენ პურის საჭრელი დანით დაჭრა და ჩვენ დაგვბრალდეს წააქეზეო.
გამეცინა
-რა წინდახედულები მყავხართ,მოკლედ აბა ჰე და აბა ჰო გავემზადები მე
-შენი გამზადება,რომ ვიცი სჯობს ახლავე დაიწყო-წამკბინა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.
კაფეში შესულს ყველა მე მელოდა,არადა პუნქტუალური ვიყავი,ნუ ხანდახან,როდესაც მომეპრიანებოდა.
აქეთურ-იქითურს ვლაპარაკობდით.
მიხაროდა სკოლის მერხიდან აქამდე რომ მოვედით,ხშირად დრო მეგობრებსაც აშორებს,მაგრამ ჩვენთან ასე არ მომხდარა პირიქით.
ტვინი წავიღე სიმბაზე ლაპარაკით.
ამასობაში ძაღლი ახსენეო,სიმბას პატრონმა მომწერა,ნუ იმან ვინც მაჩუქა,ანუ დემეტრემ.
დიტომ ვითომც არაფერი ისე დახედა ტელეფონს
-აბა,ქალბატონო ლიზა, ვინ ბრძანდება ეს ვაჟბატონი?!
ლოყებზე ცოტა წამოვხურდი
-ჭორები,ჭორები აბა ცხელ-ცხელი ჭორები-თიკამ შესძახა
მე კი ამაოდ ვცდილობდი სამეგობროს დაშოშმინებას
მომაყოლეს ყველაფერი დეტალებში,მაგ ბიჭს ძალიან მოსწონხარო ცნობა დადეს და ქორწილის დაგეგმვაც დაიწყეს,არადა ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.
გიგას არავინ ახსენებდა,ტაბუდადებული თემა იყო ერთგვარად.
ამასობაში,დიტოს დაბადებისდღე ახლოვდებოდა,ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს არჩევანი სახლის ქირაობაზე მიდგა.
დავიშალეთ.
დედაჩემს გავუარე და სიმბა წავაცუნცულე სახლში.
ძილი ისევ გამიტყდა,არადა სამსახურში ვიყავი წასასვლელი.
დემეტრემ დამირეკა,ცოტათი გამიკვირდა,ფეხზე წამოვდექი და სიარულს მოვყევი
-ლიზ პრივეტები
-პრივეტები დემე-გამეცინა
-მითხარი,რომ არ გაგაღვიძე
-არა არა,მე და სიმბას არეული გვაქვს დღე და ღამე
-ლატეს დასალევად პარტნიორს ვეძებ ვინმე ხომ არ გეგულება ხვალ,რომ ეცალოს?!
-უი მოიცა დავფქირდე-გამეცინა-ერთი გოგო კი ვიცი ისე
-ხოდა მაგ გოგოს უთხარი საყვარელი ფისო,რომ ყავს გამაცნოს და ლატეს დასალევად გამომყვეს,თუ სურვილი ექნება,რა თქმა უნდა.
-გადავცემ აუცილებლად,როგორც ვიცი სამსახურის მერე სცალია
-ხვალამდე ლიზ
-ხვალამდე დემე
ნინამ გამაფრთხილა,მაგრამ ამ ბიჭს რაღაც სხვა ხიბლი და ეშხი ჰქონდა.უკვე რიგით მეორე პაემანზე მივყვებოდი,მაშინ როდესაც ჯერ ისევ გიგაზე ვფიქრობდი,ბიჭზე,რომელიც ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო. ვაღიარებ ყველაფერი არეულ-დარეული იყო...
-რას იტყვი სიმბა?!იქნებ დრო მოვიდა გავიზარდო,წინ ვიარო?!
სიმბამ დაიკრუტუნა და მეც ეს თანხმობად ჩავთვალე
.
სამსახურში თავზე საყრელი საქმე მქონდა,როდესაც ყველაფერს მოვრჩი ძვლივსძვლივობით და თვალებში გამოვიხედე დემემაც არ დააყოვნა ქვემოთ გელოდებიო.
კიბეები კაკუნით ჩავიარე და აი ისიც,მიღიმოდა შორიდან,მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო
-არ იყო საჭირო-ჩავიდუდღუნე ჩემთვის
-იყო,ლიზ,იყო-თვალი ჩამიკრა ბიჭმა
მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა.
კარი გავაღე თუ არა სიმბა ჩემსკენ გამოიქცა და კარებშივე შემომეგება,დავუწყე მოფერება,ლაპარაკი,ზუსტად ისე ბავშვებს,რომ ელაპარაკებიან ხოლმე.
გვიანღა შევამჩნიე ღიმილით რომ გვიყურებდა ბიჭი.
-სიმბა გაიცანი ეს დემეა-გამეცინა-დემე ეს სიმბა
ბიჭმა ხელში აიყვანა ფისო და მოფერება დაუწყო.
-სასიამოვნოა სიმბა
სიმბას ვეთამაშეთ,საჭმელ-სასმელი გავუმზადე,ჩაძინებული საწოლში ჩავაწვინე და დემეს მანქანისკენ დავიძარით.
სტამბაში წავედით,აქაური გარემო ძალიან მიყვარდა.
ყავას გემრიელად მივირთმევდით და ვსაუბრობდით.
დემეტრესთან საუბრისას თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი,მეგონა დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.მე სიმბას ამბებით ვიოხებდი გულს,ის ლედისით.
-ძაალიან მოეწონები შენ-გაიღიმა და ლოყასთან ნაპრალიც გაუჩნდა
-შორიდან მეც მომწონს,აი ახლოდან არ ვიცი,თუ არ შემეშინდა
-გაგაცნობ და ნახავ საერთოდ,რომ არაა საშიში
სიმბას აყურებინე სიმბას მოეწონებაო მითანხმდებოდა თან.
-შენ ხო ვერ მოგიშორე გოგო-დიტო დამადგა თავზე
-ეე აქ რას აკეთებ-გამიკვირდა ბიჭის ნახვა ელენეც მოყვა უკან და გვერდზე ამოუდგა
-ლიზუუ
-ელენეე-გადავკოცნე გოგო და აი წყვილის შემდეგ გიგაც გამოჩნდა
-გამარჯობა ლიზა-მითხრა ღიმილით,თან დემეტრეს არ აშორებდა თვალს
-გამარჯობა-გავუღიმე ბიჭს
-დემეტრე გაიცანი ესენი ჩემი კლასელები არიან დიტო და გიგა,ეს ელენეა დიტოს შეყვარებული-დემეტრეს წარვუდგინე ბავშვები,თან ვცდილობდი აღელვება არ შემტყობოდა-ბავშვებო ეს დემეტრეა-დემემ გამიღიმა და მეც ძალაუნებურად გავუღიმე
გიგას თვალებიდან სიცივე მიმზერდა,სიცივე,სიცივე და არაფერი სხვა...
-წავედით აბა ლიზუ ჩვენ-სიტუაციის გაკონტროლება სცადა ელენემ-გამიხარდა შენი ნახვა
-მეც,მეც-გავუღიმე
წავიდნენ,კარში გასვლისას ვიგრძენი როგორ შემომხედა ბიჭმა,თუმცა არ გავიხედე.
-აბა ლიზ წავიდეთ ჩვენ?!სამსახურიდან გამოგაქცუნე და დაგღალე მგონი ცოტა
-არა,არა შენ არ დაგიღლივარ,სამსახურმა უბრალოდ ბოლო მომიღო-გამეცინა
ბიჭმა სახლთან მიმიყვანა
-კარგად დემე-შევხედე მანქანიდან გადასვლისას
გამიღიმა-ჭკვიანად მიდი ლიზ სახლამდე-თვალი ჩამიკრა
სახლში მისულმა ერთი კარგად მოზრდილი ნაყინის ყუთი დავიდგი და ჭამა დავიწყე,როგორც ნინა ეძახდა "სადეპრესიო ნაყინის"...
.
-ანუ გიგა?!-თვალები ჭყიტა მაკომ-რა ჯანდაბა უნდოდა კი მაგრამ
-რამე გითხრა?!ან შენ ან დემეტრეს?!-მკითხა სესილიმ
-გამარჯობა,გაგიმარჯოსო და ნახვამდისო-გამეცინა
მაღაზიაში ბოდიალი გავაგრძელეთ
-რა პრეტენზიულია ეს დიტო,ვერც კი ვფიქრობ რა შეიძლება ვუყიდოთ- თვალები ავატრიალე და თემის შეცვლა ვცადე
-ავარჩევთ რამეს ვიმედოვნებ-ამოიხვნეშა სესილიმ
-ყოჩაღ ლიზუ,პურის საჭრელი დანით არ დაჭერი ანუ დაბადებისდღეზეც ავცდებით დრამებს?!-ჩაფიქრდა მაკო
-ახლოს არ მქონდა და მაგიტომ გადამირჩა-გამეცინა-ნუ გეშინიათ მე მაგ დეგენერატთან საქმე არ მაქვს ის თავის გზაზე,მე ჩემსაზე-ტანსაცმელების გროვას მივადექი და საჩუქარზე გადავიტანე ყურადღება
დავინახე გოგოებმა ერთმანეთს როგორ გადახედეს და მომყვნენ კუდში...
"-სესილი-ვქვითინებდი ბოლო ხმაზე ტელეფონში-მაკო და შენ ამოდით რა
გოგოებმა შეუძლებელი შეძლეს და მალევე გაჩდნენ ჩემთან
სესილის ხელში სასმელი ეჭირა,თვალით ვანიშნე სერიოზულადთქო?!
-ნუ რავიცი მაინც იქნებ გამოგვადგეს
-შე ალკოჰოლიკო-წავკბინე
-შენ თვითონ ვიზე რას ამბობს
-მოიცა ნუ დამაწყვიტეთ ნერვები,დროზე ლიზა დაფქვი რა გააკეთა იმ კრეტინმა,ამჯერად რაღა გააკეთა-მაკო ცოფებს ყრიდა
-დამშორდა-თვალებზე ღაპა-ღუპით ჩამომივიდა ცრემლები,შეკავებას ვცდილობდი მაგრამ რათ გინდა
-რატო,რამე მოხდა?!
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი-სესილი მომეხუტა-ასე უბრალოდ დამშორდა,მომწერა და ისე.რაღაც ვერ ვართ ისეო არადა ვიცი,რომ ყველაფერი კარგად გვქონდა,ბოლო რამდენიმე დღე ცოტა აგვერია მაგრამ არც ასე
-დამშვიდდი ლამაზო რაა,არ ღირს შენ ერთ ცრემლადაც კი-მაკოც მოგვეხუტა-რო შემხვდება კარგად ვცემ გაწყობს?!
-ვაიმე შენი არ ვიცი,მაგრამ სჯობს ეგ და პურის საჭრელი დანა ერთად არ დამანახოთ,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ამოვიწკმუტუნე"
მოგონებები ისევ გამიცოცხლდა თავში,მტკიოდა..უზომოდ მტკიოდა..
იცოდა,იცოდა რა დღეშიც ჩამაგდებდა,მაგრამ მაინც გააკეთა ეს,თავი შემაყვარა,ვიჩხუბებდით მირიგებდა და რისთვის?!ბოლოს წერილით,რომ მივეტოვებინე?!ჯანდაბა შენს თავს გიგა ნოზაძე..ჯანდაბა..
.
სესილის კარი გავუღე და სახლში შემოვუშვი
-აი მოვრჩები მაკიაჟს და მზად ვარ,5 წუთი მინდა მეტი არა
-ხო კარგი გელოდები-გაეცინა და სიმბას დაუწყო თამაში
მაკიაჟს მოვრჩი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე,კმაყოფილი ვიყავი.
-აბა წავედით ქალბატონო სესილი?!
-წამოდი გენაცვალე,სიმბა?!
-დედაჩემთან უნდა დავტოვო,მარტო მეცოდება,გზად ხო გავივლით მაინც და-სიმბას ნივთები მოვხიკე,ფისოც ხელში ავიყვანე და სესილის მანქანაში მოვთავსდით,გზად დედაჩემს შევუარე სიმბას გამოვეთხოვე,ვპროშნე და ვკოცნე,თუმცა თვითონ თავს ბედნიერად გრძნობდა,უყვარდა დედაჩემთან ყოფნა.
მაკოს გავუარეთ და კარგად გამოგვთათხა აქამდე სად იყავითო,შემდეგ შემომხედა-ოჰ რა ლამაზი ხარ დაო,დაუბრმავდება ნოზას თვალები.
და აი ისიც დიტოს ნაქირავებ სახლს მივადექით,ბევრი ხალხი შეკრებილიყო,თუმცა ყველა ნაცნობი.გამიხარდა კლასელების ისევ შეკრება
-დაბადების დღეს გილოცავ,ჩემო ნერვების,ჭიავ წლები გემატება ჭკუა არა-მაინც წავკბინე ბიჭს და ჩავეხუტე
შავი მოტკეცილი კაბა მეცვა,გამოყვანილი და ვიმედოვნებდი არ გავიყინებოდი.გაზაფხულის ნდობა არ შეიძლება მაინც.
ყველაფერი კარგად იყო,კარგად იყო იქამდე სანამ სასმელი აგვივარდებოდა თავში.
ცეკვისგან დაღლილ-დაქანცული სავარძელზე მივესვენე
-კიდევ სვამ ლოთო?!-წავკბინე სესილის
-შენ ხო დააკელი-დამეჭყანა გოგო
ფხიზელი მაკო შეზარხოებულ ხალხს უვლიდა..
-ვიღაცის ტელეფონი რეკავს,დემე აწერიაა-ელენემ გადმოგვხედა
-ვაიმე ჩემია,სად იყო-გამოვართვი გოგოს ტელეფონი და აივანზე გავაჭერი
-გისმენთ
-პრივეტები ლიზ
-პრივეტები დემე-გამეცინა
-აბა რასშვრები?!ნინას გავუაროთ არ გინდა სადმე წავიდეთ?!
-ვაიმე დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი დემე,დაბადებისდღეზე ვარ უბრალოდ-ტუჩები სასაცილოდ მოვჭმუხნე და ამ დროს დავინახე ჩემს უკან მდგარი სხეული,გიგა ნოზაძე
-უიუი,გაერთე და ბევრი არ დალიო იცოდე-გამაფრთილა ბიჭმა სიცლით
-ვეცდები-გამეღიმა
-ჭკვიანად ლიზ
-შენც ჭკვიანად იყავი იცოდე
-ვიღაცას სასმელი მოჰკიდებია
-საიდუმლოდ გაგიმხელ ცოტათი მართალი ხარ-გამეცინა
-კარგი ჩვენ შორის დარჩება-გაეცინა-მომავალ შეხვედრამდე ლიზ
-კარგად-გამეღიმა.ტელეფონი გავთიშე,ბიჭის გვერდის ავლა და შიგნით შესვლა ვცადე
-მოიცა ლიზა
ბიჭს წარბაწეულმა შევხედე-რა იყო გიგა?!
-ვინაა ეს დემეტრე თუ ვიღაც
-აი შენი საქმე ეგ ყველაზე ნაკლებადაა
-ლიზა როცა გეკითხები გამეცი პასუხი,ვინაა ეგ ნა'იჭვარი?!-ხმას აუწია,ნასვამს ძარღვები დაებერა,გაბრაზებული იყო და თანაც როგორი-შენ ჩემი შეყვარებული იყავი,ყველაფერი უნად ვიცოდე
ლაპარაკის გაგრძელება აღარ ვაცადე
-ხო გიგა იყავი და აღარ ხარ ანუ არც არაფრის უფლება გაქვს-სიმწრის სცილით გამეცინა-საერთოდ როგორ ბედავ ჩემთან ასეთი მბრძანებლური ტონით ლაპარაკს?!-გაბრაზებულს თვალები ამიწყლიანდა,სულ ასე მომდიოდა ცოტა გაბრაზება და ნამტირალევ ბავშვს ვემსგავსებოდი
-დამშვიდდი ლიზიკო-ჩემს მხარზე დასამშვიდებლად წამოღებული ხელი უკან გავაბრუნებინე
-ლიზიკო არ ვარ გიგა შენთვის,მაგის დაძახების უფლება არ გაქვს-მარტის გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე-უნდა შევიდე
-მოიცა-ხელი დამიჭირა
-რა გინდა გიგა თავს რატომ არ მანებებ?!
-არ შემიძლია ლიზიკო,ჯანდაბას მთელი ჩემი ბავშვობის და ცხოვრების სიყვარული ხარ,ხომ იცი შენნაირად ვერავინ გამიგებს,ვერც შენ გაგიგებს ვინმე ჩემნაირად-ჯიბეში სიგარეტი მოიძია და ლაპარაკი გააგრძელა-მომავალი ვერავისთან წარმომიდგენია შენს გარდა
-არა გიგა რაღაც გეშლება-სიმწრის სიცილით გავიცინე-როცა უყვართ ასე არ ტოვებენ,ასე უთქმელად.არა გიგა,როცა უყვართ მაშინ ყველაფერს აკეთებენ მისი ბედნიერებისთვის.შენ კი რა ქენი?!მიმატოვე,მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად გვქონდა,მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა ჩვენი ბედნიერი მომავლის-ისევ გავიცინე,ვხვდებოდი ეს ნერვებზე შლიდა ნოზაძეს-გიგა როცა წახვედი იქ დაამთვრე ყველაფერი,ახსნის ღირსადაც კი არ ჩამთვალე.ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი,ღმერთია მოწმე მინდოდა გამემართლებინე,მაგრამ არა გიგა,შენ შენივე ნებით დაამთავრე ჩვენი ურთიერთობა,მე არც კი მკითხე რამე,თითქოს ურთიერთობა ორ ადამიანზე არ იყოს აგებული.ამიტომაც სათქმელიც აღარაფერია გიგა.
აივნის კარს წავეპოტინე გასაღებად,გიგამ ისევ ხელით დამიჭირა,თვალებში ჩამხედა,იქ მხოლოდ სიცივე დავინახე,არ შემეძლო აქ დგომა,მინდოდა მეტირა,მექვითინა,დამელეწა ყველაფერი,მაგრამ გიგა არა და არ მიშვებდა.
-შენ სიმართლე არ იცი ლიზა-სიგარეტის კვამლი ჰაერში გაიბნა
ლაპარაკი ვაცადე.
-ლიზა გახსოვს ის დღე დიტოს შეყვარებული წვეულებაზე რომ წავედი?!-თავი უჩუმრად დავუქნიე-უნდა წამოსულიყავი-აღმოხდა სიმწრით-ჯანდაბას ლიზა რომ წამოსულიყავი არ დავლევდი იმ წყეულ სასმელს და ვიღაც გოგოსთან,სახელიც რომ არ ვიცოდი ისეთთან არ გიღალატებდი.
ჯერ შემაცია,შემდეგ შემახურა.
გიგა ლაპარაკს განაგრძობდა-ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს,მაგრამ შენც იცი არ შემიძლია-ჯიბიდან მეორე ღერი ამოაძვრინა-ლიზა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ,მე კი რა ვქენი?!გიღალატე. მხეცივით მოვიქეცი,ასე ადამიანები არ იქცევიან.
თვალებში დამიბნელდა,თავს ძვლივს ვიკავებდი იქვე რომ არ ჩავკეცილიყავი.დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა,არ ვაზვიადებ,იმ მომენტში მართლა ასე მეგონა.
"გიღალატე,გიღალატე,გიღალატე..."ყურში ავისმომასწავებლად ჩამესმოდა, ბარაბანები გასკდომას მქონდა,მეგონა ახლა ამიფეთქდება თავი ახალი ამბისგან ან ახლათქო,მაგრამ არა ვიდექი ისევ ისე, გახევებული,ფერწასული...
-კარგად ხარ?!-ხელი შემომაშველა ბიჭმა
-ხელები მომაშორე ნოზაძე-დავუღრინე ბიჭს-გააგრძელე შენი საქმენი საგმირონია,მიდი გელოდები
-ვერ გეუბნებოდი ლიზა,ვერ მოვედი ვერ გითხარი იცი რა გიღალატეთქო. დიტომ ან სიმართლეს ეტყვი,ან სხვა რამეს მოიფიქრებ შენ მაგის ღირსი არ ხარო,მეც ასე ვფიქრობდი,ამიტომ ვიფიქრე ყველაფრის უთქმელად დამთავრება სჯობდა.
ოთახში შევიხედე,ყველა კლასელის თვალი ჩვენ მოგვშტერებოდა,თვალწინ ჩამიარა მოკლემეტრაჟიანი ფილმივით კადრებმა,როგორ დამსდევდა შესარიგებლად ბოლო ჩხუბისას გიგა,მე კი ამაყად უარს უარზე ვეუბნებოდი სანამ ორივე არ დავიღალეთ,მაშინ ბავშვები ვიყავით,სულელური,ბავშვური შეცდომებით ახლა?! ახლა ყველაფერი გაცილებით რთული იყო...
-შენი დედაც გიგა-აღმომხდა გამწარებულს-შენ არ უნდა წყვეტდე ჩემთვის რა არის უკეთესი და რა არა-მთელი სხეული მიკანკალებდა გაბრაზებისგან- იმდენი კაცობაც კი არ გეყო მოსულიყავი და გეთქვა რომ დამნაშავე ხარ,რომ მიღალატე.გიგა ქურდივით მიიმალე და ისე მექცეოდი თითქოს მე დავაშავე რაღაც-ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის გრილი ჰაერი-მიკვირს შენთან ერთად როგორ ვიყავი,არარაობა ხარ და მეტი არაფერი.ჯანდაბას,მე სიმართლეს ვიმსახურებდი.ჩემი ცხოვრებიდან გაქრი გიგა ნოზაძე და თუ სადმე შეხვედრა მოგვიწევს ისე მოიქეცი თითქოს არ მიცნობ.
კარისკენ გავიწიე,ბიჭმა ხელი დამიჭირა,მეც მთელი ძალით მოვუქნიე მეორე ხელი და ლოყაზე წითლად ხუთი თითის კვალი დავამჩნიე.ოთახში შესულს ყველა გასუსული დამხვდა,ყველა თვალი მე მომშტერებოდა,მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.
ნინას ნომერი ავკრიფე
-მე...გიგა...ჯანდაბას აქედან წასვლა მინდა-ამოვიქვითინე
-მოიცა დემეტრეს დავურეკავ და გამოგიყვანს ჩემთან,სადღაც მანდეთაა მგონი.დამშვიდდი ლიზუ
ტელეფონი გავუთიშე,თვალებიდან ღაპა-ღუპით ჩამოსული ცრემლები მოვიწმინდე.
სახლში უნდა შევსულიყვავი დიტო როცა ამეტუზა წინ
-ლიზუ
-არა დიტო,შენც მაგისიანი ხარ,შენც ისევე დამიმალე სიმართლე როგორც გიგამ,დღეს მაინც დამანებეთ თავი-ამოვიხვნეშე-ერთი დღისთვის ზედმეტი შოკი იყო-ბიჭს გვერდი ავუარე და სახლში შევედი.
გოგოებს თავი დავუქნიე ყველაფერი კარგად მაქვსთქო და იქვე სავარძელში ჩავესვენე,თან ვისკის საკმაოდ დიდი დოზა გადავკარი.გიგა შორიდან მადევნებდა თვალს,აქ ყოფნა ყოველ წუთს უფროდა უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.
ტელეფონი განათდა
"ზუსტი მისამართი მინდა,თითქმის მოვედი ლიზ"-დემეტრე იყო მეც გავუგზავნე ჩემი ადგილმდებარეობა და დაველოდე სულმოუთმენლად,სახლში უხერხულობა გამეფებულიყო...
-წაგიყვანო სახლში?!-სესილი მომიდგა გვერდით
-დემეტრე გამომივლის,კარგად ვარ სესო-გავიღიმე ძვლივსძვლივობით
ამ დროს დემემ მაცნო მოვედიო.ჩემი ნივთები მოვიძიე.დემეტრე წამიყვანსთქო ვთქვი და ის იყო გასვლას ვაპირებდი გიგა გამოენთო.
-არა
-გამეცინა გიგა.უკაცრავად მაგრამ შენ ვინ გკითხავს?!
-ლიზა ჩვენ გაგიყვანთ-შემომთავაზა დიტომ
-მომაკითხა ადამიანმა და მელოდება,გამიშვით-კარი გავაღე და მანქანასთან ატუზული დემეტრე დავინახე,გამიღიმა.
-თუ წახვალ ინანებ-გიგა ამეტუზა უკან
-არა გიგა მე არაფერს ეს შენ ინანებ ღალატს,მიჩქმალვას და იმას რაც გააკეთე,თუ უკვე არ ნანობ,რასაკვირველია.
ხელი დავუქნიე ბავშვებს და დემეტრეს შევეგებე,მანქანის კარი გამიღო და მეც გემრიელად მოვკალათდი შიგნით.
გაზს მიადგა და ნელ-ნელა გაქრა სახლი,მასთან ერთად გიგა,დიტო,მაგრამ ის რაც გიგამ თქვა არ გამქრალა,ეკალვით მედებოდა გულზე.ტირილი ახლა შვება იქნებოდა...
-ვიცი ჩემი საქმე არაა მაგრამ კარგად ხარ ლიზ?!-თვალი თვალში გამიყარა, მივხვდი ჩემზე მართლა ნერვიულობდა და უბრალოდ ვალის მოხდის მიზნით არ მეკითხებოდა,მესიამოვნა ვიღაცას მაინც რომ აინტერესებდა როგორ ვიყავი
-მადლობა დემე,უკეთ ვარ-თვალები ავატრიალე-აი შენ კი შეგაწუხე მართლა,უბრალოდ ნინას დავურეკე და
-დამშვიდდი ლიზ ყველაფერი კარგადაა,მართლა მანდეთ ვიყავი ძმაკაცთან
-კიდევ ერთხელ მადლობა რა
-ლიზ ნუ იხდი ამდენ მადლობას,ყველაფერი კარგადაა-ლოყაზე მიჩქმიტა-მართლა ლიზ.მიდი გაიღიმე რაც არ უნდა მომხდარიყო არ ღირს ნერვიულობად
ძალაუნებურად გამეღიმა
-აი ასე.აბა რას იტყვი მაკდონალდში რომ შევიაროთ?!
-ნინა მოგვკლავს-გამეცინა
-წავუღოთ და გადაუვლის წყენა,განა მარტო კაცის გზა გადის კუჭზე
-მაშინ შეიძლება
მანქანა მაკდონალდსის წინ გააჩერა,კარებში შემატარა და შემომყვა. გამეღიმა,ნინა აქვე ჩხუბს გამართვადა გოგო რომ ვარ მაგიტო რატო უნდა გავიარო პირველმაო,მე არ მიჩხუბია,პირიქით,მესიამოვნა..
გემრიელად შევექცეოდი ორმაგ ჩიზბურგერს.
-აბა რადგან ცოტათი გამოგიკეთდა ხასიათი მეტყვი რა მოხდა?!
ღრმად ჩავისუნთქე,შემდეგ ამოვისუნთქე-უბრალოდ ეს ბიჭები-უცბად გავჩერდი,წარბები შევჭმუხნე,ბიჭებს ხომ არ გავლანძღავდი როდესაც ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი წინ მეჯდა
-ოხ ეს ბიჭები,დეგენერატები,ნაგვები,ღორები-თვალები აატრიალა ნიკამ
გამეცინა-ჩემს ფიქრებს კითხულობ
-ნაყინი დაგავიწყებს მაგ ნაგავს და დეგენერატს?!
-დემე იმდენს იზამ გამასუქებ
-როგორც არ უნდა მოვინდომო მაგას ვერ ვიზამ-თვალი ჩამიკრა ბიჭმა-აბა მარწყვის?!
თავი დავუქნიე
-ჰეჰ გამოვიცანი-ამაყად გაიჯგიმა და შეკვეთის მისაცემად წავიდა
ამასობაში ნინას სახლის გზას დავადექით,რომელმაც ტელეფონი აგვიფეთქა,ვიცოდი გამოთათხვა არ აგვცდებოდა...
-სანამ რამეს იტყვი საჭმელი გვაქვს-დემემ სახეზე მაკდონალდსის პარკი აიფარა
-გადარჩით,შემოდით-თვალები აატრიალა გოგომ და მთელი ძალით მომეხვია.
ნინამ სასმელი გადმოიღო და კაი შუაღამემდე ვლაქლაქებდით და ვიცინოდით,განწყობა თითქოს გამომიკეთდა.
შემდეგ დემე დაგვემშვიდობა სამსახურში ვარ ხვალ წასასვლელიო.
დავრჩით მე,ნინა და ჩემი დრამები.
დაქალს ვუყვებოდი და ხელახლა ვიცლებოდი ემოციებისგან,ნინაც შოკში იყო,ყველა ბიჭს და განსაკუთრებით ნოზაძეს თათხავდა..
ამ ტირილსა და სიცილში მიგვეძინა.
დილით კი საშინელ ნაბახუსევზე გავიღვიძეთ.
დემეტრე დაგვადგა კიტრის მწნილით.ცოტა შეფხიზლებული სამსახურში წამიყვანა მეც აქეთ ვმუშაობ,რატომ უნდა იწვალოვო.
-კარგად და მადლობა ყველაფრისთვის რა დემე
ბიჭმა გამიღიმა-შემპირდი,რომ კარგად იქნები და არ ინერვიულებ ლიზ
-შევეცდები-გავუღიმე საპასუხოდ
.
სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს კარებთან ატუზული ჩემი სამეგობრო დამხვდა.
-ცოცხალი ხარ?!-მაკო მიყურებდა მუქარით სავსე მზერით
ეგრევე ტელეფონს დავხედე
-აუ ხმა მქონია გათიშული ვერ გავიგე-მოვყევი თავის მართლებას
-კარგი ხო შეგვიყვანე ახლა,რო დაგვაყუდე აქ-სესილიმ ამოიხვნეშა
ბავშვები სახლში შევიყვანე თუ არა ზარის ხმა გაისმა,დედაჩემმა სიმბა დამიბრუნა.
ბავშვები ნახა და თან გემრიელი,გამომცხვარი ნამცხვარიც მომართვა.
-ოქრო გოგოშკა მყავხარ დე-ჩავეხუტე
-აფერისტო-დამეჭყანა სასაცილოდ-წავედი მე გოგოებთან გავდივარ.კარგად ბავშვებო მომიკითხეთ დედები
კარები ჩავკეტე და სიმბას დავუწყე მოალერსება.
-ლიზა როგორ ხარ-დიტომ ამოიღო ხმა
-გაინტერესებს დიმიტრი?!გამიკვირდა-თვალები ავატრიალე და ნამცხვრის დაჭრა დავიწყე
-რა დიმიტრი ლიზუ კარგი რა,დამნაშავე,რომ ვარ ვიცი,მაგრამ არ მინდოდა რომ გული გტკენოდა
-სიმართლის დამალვა გამოსავალი როდიდანაა?!-თვალები ამიწყლიანდა
-მოდი დაგეხმარები-სესილიმ გამომართვა დანა და ნამცხვრის დაჭრა განაგრძო
-მე აქ ვიტანჯებოდი,ყოფილხარ ოდესმე გაურკვევლობაში?!იცი რა საშინელი შეგრძნებაა დიტო?!ახლაც მეტკინა,მაგრამ სიმართლე მაინც ვიცი,გაურკვევლობაში ყოფნას ყველაფერი სჯობს
დიტო მოვიდა და ჩამეხუტა,გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ სიმართლე ისაა ,რომ ის უბრალოდ ჩემს დაცვას ცდილობდა მწარე რეალობისგან...
ვიდექით ასე,შემდეგ მაკო ჩაგვეხუტა,სესილიც.ჩვენ ოჯახი ვიყავით,ოჯახზე უფრო მეტიც კი ნახევარი ცხოვრება ხომ ერთად გვქონდა გატარებული...
"-კარგად დაფიქრდი გიღირს შერიგება?!-მეკითხებოდა სესილი
-არ ვიცი,გაურკვევლობაში ვარ თან მინდა თან არა-დიტოს მანქანაში ვისხედით,უნივერსიტეტში გამომიარეს და კაფეში მივდიოდით
მანქანა მაკოს გავუჩერეთ,გამოლასლასდა იმდენი წიგნი ეჭირა ძვლივს ჩანდა
-კიდევ ნოზას ამბებს განიხილავთ?!დამღალეთ ან შერიგდით და იყავით ერთად ან ნუღა ჩხუბობთ რა-დაიწუწუნა
-დიტო თქვი რამე-ბიჭს გადავხედე
-ლიზუ მიკერძოებული ვიქნები
-ესენიც არიან ეგრე-გამეცინა
-შენთვის უკეთესი მინდა მე-ამის თქმა და ყველა გაისუსა,არ მოველოდით-ნუ მიყურებთ ეგეთი სახით,რამდენჯერღა უნდა დაშორდნენ სისულელის გამო,მერე დავრბივარ იქით ერთს ვაწყნარებ,აქეთ მეორეს,ვარიგებ და ისევ იგივე.ვერ აფასებს ის დებილი და რა ვქნა?!"
-ქალბატონო ლიზა ნამცხვარი შეჭამე-სესილი მომადგა თეფშით
-ხოხო-გამოვერკვიე ფიქრებიდან
-ბევრი არ ჭამო ,კარტოფილს შეგიწვავ შენ რო გიყვარს ისეთს- მაკო წამოდგა
-ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ
-არ ინერვიულო ლიზუ,გთხოვ მინდა,რომ კარგად იყო
-კარგად ვარ დიტო,კარგად.
თვალებში ვუყურებდი და ვატყუებდი მეგობრებს,რომლებიც ისედაც ხვდებოდნენ ამას...კარგად არ ვიყავი,ჩემს მდგომარეობას ყველაფერი ერქვა კარგად ყოფნის გარდა.
.
ღამე იყო,მიყვარდა ჩაბნელებული და ამავდროულად განათებული თბილისი.
ზოგიერთ ფანჯარაში შუქი ჯერ კიდევ ენთო,ლამპანიოებიც ლიცლიცებდნენ,მანქანების ყურისწამღები ხმა კი ღამის სიჩუმეს ფანტავდა.
ფანჯრის რაფაზე ვიყავი მოკალათებული,თან კალთაში სიმბას ეძინა.
ტელეფონი განათდა
გიგა რეკავდა.
გავთიშე.
ისევ დარეკა,მეც ისევ გავთიშე.
"ლიზა აიღე ტელეფონი საქმე მაქვს"
მეც ტელეფონი საერთოდ გავთიშე,მუსიკას ავუწიე და გავაგრძელე ფანჯრიდან ღამის ქალაქის ცქერა.
ცოტახანში კარებზე კაკუნი გაისმა,სიმბა გადავაწვინე,ტაფა მოვიმარჯვე და ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარს,გავიხედე,ჩემდა გასაოცრად დემეტრე შემრჩა ხელთ.
კარი გავაღე
-საშინლად შემაშინე-ამოვთქვით ორივემ ერთდროულად
-მოიცა შენ რა ქურდი გეგონე?!და ამით იცავდი თავს?!-ტაფაზე მიმანიშნა ბიჭმა,სიცილი აუტყდა
-თუ არ მორჩები სიცილის შენზე გამოვცდი-დავეჭყანე საპასუხოდ
-გირეკავდი და არ იღებდი,ვიფიქრე გავარკვევ ისევ ცუდად ხო არაათქო,ან ლაპარაკი ხო არ უნდათქო
-ვაიმე დემე მადლობა,რატო შეწუხდი-ტუჩები სასაცილოდ დავპრუწე-არ ვარ ცუდად
-ანუ ცუდად ხარ.მიდი შემოიცვი რამე და გავისეირნოთ რა
-ხო კარგი ჯანდაბას-ეს ის იყო,რაც მართლა მჭირდებოდა იმ მომენტში.
ლისის ტბაზე დავსხედით და გაზაფხულის გრილი ჰაერს ღრმად ვუშვებდით ფილტვებში.ციოდა და ჩემს ბედად მანქანაში დემეს ჰუდი იყო,გადავიცვი და მოვირგე,ბიჭის სუნამოს სურნელმა ცხვირი ამიწვა და კიდევ უფრო ჩავრგე თავი.
-არ ვიცი უნდა გიყვებოდე თუ არა ამას
-სამარე ვარ ლიზ,თან ყველაზე ობიექტური ვიქნები
-ჰო კარგი-ამოვიხვნეშე
-იქნებ ეს გამოგადგეს-დემეტრემ შავი ღვინო გადმოიღო მანქანიდან
-ხო მართალი ხარ დამეხმარება-გავიცინე
-ვაიმე ჭიქები დამავიწყდა
-არაუშავს-მოვიყუდე კარგი ლოთივით ღვინო და ბიჭს გადავაწოდე,მანაც იგივე გაიმეორა
უსმენდა ბიჭი ჩემს ისტორიას,ისტორიას ბავშვობაზე,სკოლასა და სიყვარულზე,რომელიც დღემდე მოვიდა,მოვიდა სანამ ნოზაძემ ერთი ხელის მოსმით არ გაანადგურა.
-არ ვიცი ეს სიყვარულია,შეჩვევაა,ადამიანთან ერთად რომ იზრდები ძნელია ასე უცებ გაწყვიტო კავშირი და კიდევ უფრო ძნელი დაიჯერო,რომ სხვაში გაგცვალა-ამოვიოხრე
-გიგა დეგენერატია,არცერთი ჭკვიანი ბიჭი ასეთ გოგოს სხვაში არ გაცვლიდა-თვალი თვალში გამიყარა ბიჭმა
წამოვწითლდი,მუჯლუგუნი გავკარი-გეყოფა
-სიმართლეს ვამბობ,სიმართლეს და არაფერს სხვას-გაეცინა-ვიცი ძნელია,მაგრამ დრო მოვიდა სხვაგანაც გაიხედო გიგას გარდა უამრავი ბიჭია,ვიცი გგონია მის გარეშე ვერ იცოცხლებ,მაგრამ იქნებ ასე სჯობდეს,იქნებ იმას შეხვდე ვინ უფრო გაგიგებს და დაგაფასებს?!
-ვიცოცხლებ კი არა ძალიან კარგადაც ვიცოცხლებ-ღვინო მოვსვი,ვიგრძენი ალკოჰოლის დოზამ როგორ იმატა ჩემში.
დემეტრეს გაეცინა-ნასვამი ძალიან საყვარელი ხარ
-ისე არ ვარ?!-დავიჭყანე სასაცილოდ
-ისე თავისთავად-გამიცინა ბიჭმა და ლოყის კუთხე ჩატეხა
-შენც არაგიშავს-გამეცინა
-ჰო არა?!-ბიჭმა ხელში ამიტაცა და ტბისკენ გაიქცა
-დემეე დამსვი რას აკეთებ?-გავკიოდი-საყვარელი ხარ ჩემი სიტყვები უკან მიმაქვსს
ბიჭმა დამსვა-შენც არაგიშავს
არ ვიცი იქ შექმნილმა აურამ იმოქმედა,ღამის თბილისმა,კაშკაშა მთვარე,რომ დაგვნათოდა იმან,ალკოჰოლის დიდმა დოზამ თუ ჩემმა გულის გადაშლამ,დემემ მაკოცა,მეც ავყევი,ტუჩებზე ჭიანჭველებმა დამიწყეს სიარული,შემდეგ მთელ სხეულს მოედნენ,მუცელში პეპლები მოყვნენ ფართხალს.
სახლამდე ჩუმად ვიმგზავრეთ
როდესაც სადარბაზოსთან მივედით,დემეტრეს ბოხმა ბარატონმა სიჩუმე გაჭრა-ჭკვიანად ლიზ
მეც ენა ძვლივს მოვიბრუნე პირში-დემე მადლობა დღევანედელი საღამოსთვის და ყველაფერისთვის საერთოდ
ბიჭმა ლოყაზე მაკოცა და მეც არეულ-დარეული ავუყევი კიბეებს,გვიანღა გავაანალიზე დემეს ჰუდი,რომ მეცვა.
საწოლზე ეგრევე მივწექი,სიმბაც მომიწვა და ემოციებისგან დაცლის ჩამეძინა,ეს ერთფეროვანი ცხოვრება უბცად ქაოტური გახდა,ალბათ ამ ქაოსს მოყვებოდა ნათელი და "დიდხანს და ბედნიერად".ყოველშემთხვევაში ჯერ კიდევ მჯეროდა,რომ ჩემი ცხოვრება კალაპოტში ჩადგებოდა
.
დღეები ჩვეულებრივ გადიოდა,სამსახურში თავზესაყრელი საქმეების გამო ვერაფრისთვის,ფიქრისთვისაც კი ვერ ვიცლიდი..
-დედუცი მოვედი-კარი შევაღე და შევაბოტე ჩემს ბავშვობის სახლში,აქაურობა ძალიან მიყვარდა.
-ეს ვინ მოსულაო-მე და სიმბას შეგვიძღვა სახლში-მომენატრე ცოტათი დედუცი
-ხოდა ვისვენებ ეს ორი დღე და აქ დავრჩები ბარემ-გავიკრიჭე
მამაჩემი დაბრუნდა ამასობაში სამსახურიდან-უძღები შვილი დაბრუნდა და რამე?!
-ოო,ნუ მასწორებ მიწასთან მა-გამეცინა
მთელი საღამო ოჯახური იდილია გვქონდა.
ვუყურებდით ფილმებს,მამაჩემს,როგორც ყოველთვის საინტერესო მომენტში ეძინებოდა და გაღვიძება გვიხდებოდა მისი.როდესაც დასაწოლად მოვემზადეთ მე და სიმბა და ოთახში შევედით ძილი გამიკრთა.ჩემი ბავშვობის დღიურები გადმოვიღე და კითხვა დავიწყე.
ყველა წინადადება სადაც გიგა იყო ნახსენები და დამერწმუნეთ ასეთი ბევრი იყო გულს მტკენდა.
ვარსებობდი მე,არსებობდა გიგა,აი მე და გიგა აღარ ვარსებობდით.
დემეტრესგან თავს შორს ვიჭერდი,მეშინოდა,კიდევ ერთი გულის ტკენის მეშინოდა...
ოთახიდან ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში და ყავის მოდუღება დავიწყე
-ჩემთვისაც დაადგი რა დე-ჩამეხუტა ქალი
მეც უპირობოდ შევუსრულე თხოვნა
და ასე ვისხედით ყავით ხელში,დედა-შვილური ლაპარაკი გაგვემართა და დამიჯერეთ იმ მომენტში მიხაროდა,მიხაროდა ჩემი ოჯახი,მიხაროდა დედაჩემი.
-ხომ გეუბნებოდითქო არ გითხრა ხო?!-გაეცინა
-ვიცი გიგაზე სულ ეჭვები გქონდა მაგრამ
-მაგრამ მაინც არ დამიჯერე-გაეცინა-და დემეტრეს მგონი მართლა მოსწონხარ შენ კი ნამეტანი არიდებ თავს
-იცი რამდენი ურთიერთობა ჰქონია?!
-არამგონია რომელიმეს ასე გადაჰყოლოდა ზედ,თან ნინას გამო შორს დაიჭერდა თავს ეს რომ შესძლებოდა
-არ ვიცი რაა,შინაბერა დავრჩები და ეგ იქნება დე-გამეცინა
-ნუ მემუქრები ლიზა-საჩვენებელი თითი დამიქნია ქალმა და გამეცინა
-ყველაზე დედიკო ხარ შენ-ჩავეხუტე დედას
-ყველაზე შვილიკოს დამსახურებით.
.
მეორე დღეს ნინამ დამირეკა გინდა თუ არა ჩემთან დარჩი,თორე მარტო მოვიწყინეო
-წადი დე ნინასთან სიმბას მე დავიტოვებ,უყვარს ბებოსთან ყოფნა
-ოქრო დედა მყავხარ შენ
სიმბას მთელი ძალით ჩავეხუტე,თითქოს ჯარში მივდიოდი და სახლში წავედი.
ოთახში შევედი ტანსაცმლის ასაღებად და საწოლზე დაკეცილი ჰუდი რომ დამხვდა იქ ამერია გონება.
ტანსაცმელები მოვაგროვე,საბუთებიც სამსახურისთვის ტაქსი გამოვიძახე და ნინას სახლის გზას დავადექი.
-შემოდი ლიზუ-გაცხარებული კულინარიაში ჩაფლული დამხვდა დაქალი
-რა გემრიელობები კეთდება აქოო
-ბავშვებიც მოვლენ და გაკეთდება ესეც ამასობაში
-ბავშვები?!-ვიკითხე და ამ დროს ფანჯრიდან თვალი მოვკარი როგორ შემოვიდა ეზოში დემეტრეს ჯიპი.
-ხო ისე გაუხარდათ,რო ვუთხარი ლიზაც იქნებაოო.გააღე კარი მიდი ბარემ და ამოვიღებ მე თეფშებზე.
კარი გავაღე და ოთახში შემოვუძეხი ბავშვებს,ჯერ ნატა შემოვიდა
-ლიზაა მომენატრე გოგო-ისე ჩამეხუტა ლამის გამჭყლიტა
შემდეგ საბა მოყვა
-პრივეტ ლიზაა-გადამკოცნა ბიჭმა
და აი ისიც დემეტრეს ნაცნობმა სუნამოს სურნელმა გაჭრა ჰაერი
-პრივეტები ლიზ-თვალი ჩამიკრა და გადამკოცნა ბიჭმა
უხერხული ნამდვილად იყო ეს ყველაფერი..იმ საღამოს მერე არც გვილაპარაკია,არც გვინახავს ერთმანეთი..ორივე გავურბოდით..
ამასობაში მაგიდასთან დავსხედით და ნინას გემრიელობები დავაგემოვნეთ.
ყველანი ტახტზე გადმოვსკუპდით და ჯოკერი დაიწყო,ვაღიარებ არ ვიცოდი ჯოკერი,ნინას თვალები დავუბრიალე მე ისე გიყურებთთქო და დემეტრემ,როდესაც გაიგო არ ვიცოდი თამაში დასაცინად არ ეყო.
-ლიზ წრეშიბურთი ვითამაშოთ წამო
ბიჭს საპასუხოდ თვალები ავუტრიალე და მაინც განაგრძო სიცილი.
ამ დროს ვიგრძენი დემემ ჩემი ხელი ხელში რომ მოიქცია,ლოყაზე წითელმა ფერმა დამკრა,ბიჭს გავკირვებულმა შევხედე
-ეს სიმბას ნამოქმედარია?!-ნაჩხაპნებზე მიმანიშნა
-კიკი-გამეცინა და შეძლებისდგავარად დავიხსენი ჩემი ხელი,ცოტათი პულსიც კი ამიჩქარდა.
-ოო მოვიწყინე,რამე სხვა თამაში გვინდა რაა-გაიბუსხა ნატა
-აუუ მე ვიცი მაგარი-დემეტრე წამოხტა.წესების ახსნა დაიწყო და ეგრევე მივხვდი
-ჩახლართობანას გვიხსნი დემე?-გამეცინა
-ყველამ იცით?!-წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა,როლში იყო შესული წესებს ხსნიდა ბიჭი
-მე არ ვიცი მიდი ერთი ამიხსენი ბიჭო-საბა გამოენთო
და დავიწყეთ ჩახლართობანას თამაში.გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ დემეტრე გვერდზე დამიდგათქო?!
ამაოდ ვცდილობდი გამოძრომას,უამრავჯერ გადავეხლართე ბიჭს,თანაც ამ კადრებს ნინას მაგიდაზე მიყუდებული ტელეფონი იღებდა...
ვიდეოში ჩემი განწირული კივილი ისმოდა
-ვაი,ვაი მიშველეთ ვეცემიიი-ხელ-ფეხს საწყლად ვაფართხალებდი,უცბად კი დემე მომეშველა დამიჭირა,თვითონ აყირავდა და მე უვნებელი დავრჩი.
ვიდეოს ბოლოს ვიცინოდით გაუთავებლად.
რომ არა ვიდეო არც კი მეცინებოდა დემეტრე სინამდვილეში დემეტრე თავდადებული,რომ იყო...
ერთ-ერთ ვიდეოში კი ნათლად ჩანდა,როგორ მკიდებდა ხელს,ფოტო ამოვჭერი,კარგ შეყვარებულ წყვილს ვგავდით,ღიმილით შევინახე..
ფილმის გამოცნობას ვთამაშობდით.
-რაპუნცელი ახსენი-მიჩურჩულა ყურში საბამ
ჩემი ასე თუ ისე გრძელი თმები გადავიფრიალე და რაპუნცელის გაჯავრება დავიწყე
-რაპუნცელი ხარ ლიზ?!-გაეცინა დემეს
-ეეე ყოჩაღ-გამეღიმა
-მოიცა მოვიგეთ,მოვიგეთ-იყვირა დემემ და მოულოდნელად ხელში ამიტაცა
ნინამ და საბამ ერთმანეთს შეწუხებულებმა გადახედეს და ლუდის საყიდლად წაბოდიალდნენ მაღაზიაში..
-ასე ვგავარ რაპუნცელს?!-თმები გადავიფრიალე
-ქერად შეგიღებავ და ერთი ერთში ხარ-თვალი ჩამიკრა დემემ
-ხო აი შენ განდობ ჩემს თმას
ნატა ეჭვის თვალით გვიყურებდა..
მთელი ღამე არ დაგვიძინია,საბოლოოდ ფილმი ჩავრთეთ და ყველანი ტახტზე წამოვსკუპდით.
დემეტრემ მხარზე თავი დამადო და კომფორტულად მოთავსდა,მე წარბაწეულმა დავხედე-ბალიშს ვგავარ ვაჟბატონო?!-წავჩურჩულე
-ერთი ერთში ხარ-თვალი ჩამიკრა ბიჭმა
მხარი ჩამოვწიე და ლამის კისერი მოვტეხე დემეს
-ვაიჰ კისერი-მოჰყვა ტრაურს,მე კი გამარჯვებული სახით განვაგრძე კინოს ყურება.
მეძინა თუმცა მაინც ვიგრძენი დემეტრეს ძლიერმა მკლავებმა,რომ ამიტაცა ხელში,მსუბუქად
-აი აქ დააწვინეე-მესმოდა ნინას ჩურჩული-პლედი გადამაფარეს და კვლავ შევიბრუნე ძილი.
დილით ყველა სამზარეულოში დამხვდა
-დიდება შენს გამოჩენას-გაეცინა ნინას
-ოჰო მძინარე მზეთუნახავი მოსულა-დამეჭყანა დემე
-აბა ყავა გნებავთ ლამაზო?!-ნატა მომიდგა გვერდში
-ნუ აბნევთ,აცადეთ გაღვიძება ბავშვს-დაუცაცხანა სხვებს საბამ
გამეღიმა და გემრიელად მოვკალათდი ბავშვებთან.
თავიდან,რომ გეკითხათ გეტყოდით ნინას მეგობრები არიანთქო,ახლა კი ჩემთვის არათუ მეგობრები,არამედ ოჯახიც იყვნენ.
ტელეფონმა დამირეკა და ნინას ოთახში გავედი
დიტო იყო
-სად ხარ გოგო?!
-ნინასთან ვარ,რა იყო მშვიდობაა?!
-გამოგვილი გაგიყვან მაშინ აქეთ ვარ ელენესთან
-კარგი ბატონო
ბავშვებთან ვაპირებდი დაბრუნებას ლაპარაკი,რომ შემომესმა.არა მიყურადების მომხრე არ ვიყავი,მაგრამ იჩინა ადამიანურმა ბუნებამ თავი,თან მას შემდეგ რაც ჩემი სახელი გავიგე
-ანუ მართლა მოგწონს?!-ეკითხებოდა საბა დემეტრეს
პულსი ისე ამიჩქარდა,გულის ბაგაბუგი ყურებშიღა მიწუოდა..
დემეტრე თავჩაქინდრული იჯდა ხმას არ იღებდა.
-დემე რა გითხრა არ ვიცი,ჩემი მეგობარია,საუკეთესო მეგობარი,არ დავუშვებ ვინმემ გული ატკინოს თუნდაც შენ-მიცავდა ნინა გამწარებული
-დემეტრე ლიზა,რომ არ გავს სხვა შენ გოგოებს მაგას მაინც თუ იაზრებ-დაუცაცხანა ნატამ
-ჯანდაბას,თქვენი აზრით მინდოდა მომწონებოდა?!გრძნობები გამჩენოდა?! ნინა ისე დამემუქრა ჯერ მარტო მაგის გამო შევიკავებდი თავს.ზუსტად იმიტომ მომწონს სხვანაირი რომაა.არ გავს იმ ხალხს ვის გარემოცვაშიც ვარ,ლიზა ნამდვილია,ლიზა ლიზაა და არავინ სხვა,არც ცდილობს სხვად წარმოაჩინოს თავი.როდესაც მისგან თავის შორს დაჭერას ვცდილობ არ გამომდის,პირიქით ვუახლოვდები-ღმერთო როგორი სევდა იგრძნობოდა მის ხმაში.ვერ ვინძრეოდი,ვიდექი გახევებული თითქოს ადგილზე მიმაბეს,ბოლოსდაბოლოს აზრზე მოვედი და ბავშვებთან გავედი,ღიმილიანი სახით.
-აბა ყავა ხომ არ გამიცივდა?!-ვიკითხე მშვიდად,როდესაც მთელს ჩემს გონებაში გრძნობების ქარ-ცეცხლი ტრიალებდა
-სულზე მოუსწარი-გაეცინა ნატას
-გაგიყვან სამსახურში ლიზ-დემეტრე შემოტრიალდა
-მადლობა დემე,არ შეწუხდე ჩემი მეგობარი გამომივლის აქეთ ვარო და.
ბავშვები ნელ-ნელა დაიშალნენ,ნინა საავადმყოფოში მიდიოდა, მორიგე იყო.
-ნინა რაღაც უნდა გითხრა-და ჩამოვურაკრაკე დაქალს მთელი ლისის ამბები
-და მერე შენ რას ფიქრობ?!რას გრძნობ?!
-ნეტავ ეგ ვიცოდე რაღა მიჭირს-თვალები ავატრიალე
-რომ იცოდე ეგ ბიჭი შენზე სერიოზულადაა შეყვარებული,გეფიცები ამდენი წელია ვიცნობ და მე ასეთი დემეტრე არ მინახავს-მითხრა ნინამ დარწმუნებით
ამასობაში დიტომაც დამირეკა მოვედიო.
.
-რამე გჭირს გოგო?!არ მომწონხარ რაღაც-მკითხა ბიჭმა მანქანაში ჩაჯდომისთანავე
-არც მე მეხატები გულზე-გამეცინა
-კარგი მართლა
-მართლა
-ლიზუ გიგას ველაპარაკე,ძაან ცუდადაა
-არარსებობს-გამეცინა-მე ვარ შესანიშნავად სამაგიეროდ,რა გჭირთ ამ ბიჭებს სულ გამოდებილდით?!ან შენ რა ჯანდაბა გჭირს დიტო
-დამშვიდდი ლიზუ-წერილი გადმომაწოდა-ეს აიღე და წაიკითხე,ძაან მთხოვა,თორე არ მოგიტანდი
ამასობაში სამსახურშიც მივედი,დილიდან დამღლელად დაიწყო ყველაფერი..ასეთ გაურკვევლობაში მყოფი ჩემი თავი?! არა,ნამდვილად არ მახსოვდა.
.
"ლიზიკო,ვიცი ამ სახელის დაძახების უფლება არ მაქვს,მაგრამ რა ვქნა ლიზიკო ხარ ჩემთვის,ის ლიზიკო მეოთხე კლასში გვერდზე,რომ მომისვეს და იმის შემდეგ მომყვება,მომყვებოდა..მიყვარხარ,მაგრამ მგონი ჩემ მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა უკვე გაუფერულდა,მოკლედ ვიცი დამნაშავე ვარ, ყველაფერში თან და არც ეს რომანტიკოსობა და წერილებია ჩემი საქმე,მაგრამ ტელეფონს არ იღებ და..ვიცი ყოველთვის ყველაფერს მპატიობდი,ახლა ამას ვერ გთხოვ,მაგრამ შენთან ისევ ყოფნა მართლა მინდა,სხვა თუ არაფერი მეგობრობა მაინც,არ მინდა ასე დავშორდეთ ერთმანეთს.."
.
ბიჭმა ყურმილი აიღო თუ არა ეგრევე დავიწყე ჩხუბი
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ ვაფშე?!რა მეგობრობა გიგა,რა მეგობრობაზე მელაპარაკები,შენ ეგეც კი არ გაითვალისწინე ისე მომექეცი.ასე?!მეზობლის ბავშვსაც კი არ მოექცეოდნენ
-ლიზა
-აღარ დამირეკო,აღარც წერილები გზავნო.ჩემი და შენი ისტორია დამთავრდა. შენ დაამთავრე,შენ მიღალატე და თან ეს დამიმალე კიდეც. სულ შენ გამო ვჩხუბობდით,მე კი მორჩილად გპატიობდი,რატო მე თვითონაც არ ვიცი,მიკვირს. არა მე აღარ ვარ ის ლიზიკო,მე შევიცვალე,შეიცვალე შენც და ჩვენი გზები სამუდამოდ,გიმეორებ სამუდამოდ გაიყარა
-მიყვარხარ
ყურმილი დავკიდე,ტელეფონი საწოლზე მოვისროლე და ბოლო ხმაზე ქვითინი ამოვუშვი.
ორი ბიჭი,ერთი ბავშობის სიყვარული,რომელმაც მიღალატა,დამიმალა.
მეორე,ახალი გაცნობილი,ჩემთან იყო,როცა მჭიროდებოდა,ქარიზმა და ქიმია ჩვენს შორის,მაგრამ წარსულში მრავალი ურთირთობის ქონის გამო გაჩენილი უნდობლობა.
და მესამე,მე,ჩემი კატა და შინაბერობა...
არჩევანი ჩემზე იყო..
.
დაღლილი ვიყავი,ყველაფრისგან..სულიერად გამოფიტული..
ყოფილხართ ისე უკვე ყველაფერი,რომ სულერთია?!სწორედ მაგ მდგომარეობაში ვიყავი...
მაღვიძარა გავთიშე და ძლივსძლივობით წამოვიზლაზნე ლოგინიდან.. სამსახურში წავედი და დაგროვილ ტონა საქმეს მივუჯექი.
ნინასგან მივიღე შეტყობინება სახლში მივდივარ სავადმყოფოდან გამომიარე მერე,ბავშვებსაც ვეტყვიო..
ბევრი საქმე და დაღლილობა მოვიმიზეზე და ისევ სახლში დავბრუნდი. ოთახშივე მივყარე ჩანთა და ფეხსაცმელები,სპორტული შარვალი ჩავიცვი
ტიტანიკი ჩვართე ლეპტოპში,მე და სიმბა მოვკალათდით და დავიწყე ბღავილი,არა მერამდენედ ვუყურებდი და მაინც გამეტებით ვტიროდი..არ იყო ჩემი საშველი არა
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა,დემეტრე იყო
"მოღალატე,როგორ გადაგვაგდე ჰა?!"
"დაღლილობის პიკი მქონდა,სამსახურმა იცის"
"რასშვრები სხვას ლიზ?!"
"ტიტანიკს ვუყურებთ მე და სიმბა"
"ოიი,სალფეტკებით მოგამარაგო?!"
"აუფ,არ მჭირდება"
"დარწმუნებული არ ვიქნებოდი"
დემეტრეს ვერა მაგრამ ტელეფონს დავეჭყანე და ცხარე ცრემლით ტირილი განვაგრძე..
საღამოს კარის ზღურბლზე სალფეტკის შეკვრა და მწვანე ალპენ გოლდი დამხვდა...გამახსენდა ნინასთან ბედნიერი,რომ ვჭამდი..
"მადლობა არ იყო საჭირო..ცოტა დაგაგვიანდა მორჩენილი ვიყავი ტირილს"
"აბა არ ვიტირებო?!"
გამეღიმა,შარში ვიყავი მგონი მომწონდა....
.
დრო გადიოდა..დემეტრეს ვუახლოვდებოდი..აი გიგას აღარც მიხსენებდნენ უკვე,არათუ ვნახულობდი..მაგრამ მაინც შუაში ვიყავი ვერც წინ მივდიოდი,ვერ უკან..
მე გაგიყვან სახლშიო თავი გამოიდო დემტრემ და მეც სხვა რა გზა მქონდა,იმ შუაღამეს ტაქსში ჩაჯდომა ნამდვილად არ მინდოდა..
-არა რა უნდა ავიღო პრავა,თორე დაგღალე-გამეცინა
-შენ ლიზ?!შენ როგორ უნდ დამღალო-გაეცინა ბიჭს და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა-პირიქით არ აიღო თორე მერე მიზეზი აღარ მექნება რომ გატარო აქეთ იქით და ხშირად გნახო
პამიდორივით ავწითლდი...
ლისის ტბაზე ავედით,ცოტა გავისეირნოთ კარგი საღამოაო..
დავსეირნობდით,ცაზე მთვარე ანათებდა,უშველებელი მთვარე..
-ნახე რა ლამაზი მთვარეა-ვუთხარი ბიჭს აღტაცებულმა
-მომწონხარ ლიზ ძალიან მომწონხარ-მაჯახა უცბად
ყელი გამიშრა,ადგილზე გავქვავდი,რაოო?!მომესმა ხომ?!
-მგონი ძაან გაჯახე,წამო დავსხდეთ სადმე-ბიჭს მორჩილად გავყევი-მოკლედ ლიზ ასე მართლა არავინ არ მომწონებია,შენ სხვანაირი ხარ,ყველასგან განსხვავებული,შენ უბრალოდ ლიზა ხარ და ესეც ყველაფერს ამბობს-თმა ყურს უკან გადამიწია-მგონი შემცვალე,შენ გარდა არავინ მაინტერესებს.
-დემეტრე არც კი ვიცი რა გითხრა-სახლში მინდოდა ეს ყველაფერი ჩემთვის მეტისმეტი იყო,დემეტრე მომწონდა მაგრამ ამ ყველაფრისთვის მზად მაინც არ ვიყავი
-ლიზ
-დემე მე არ შემიძლია-თვალები ამიწყლიანდა,ვლოცულობდი არ ავტირებულიყავი-უკვე აღარც კი ვიცი მჯერა თუ არა ამ სიყვარულის.არ მინდა იგივეს გამოვლა,არა ამას ვერ გადავიტან
-არ მოგიწევს იგივეს გავლა,ლიზ
-დემეტრე არ მოგწონვარ,არც გიყვარვარ,უბრალოდ მიუწვდომელად მიგაჩნივარ და ეგ მოგწონს,ცოტახანში დაგავიწყდები და სხვაზე გადაინაცვლებ,მართლა კარგი ადამიანი ხარ და შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა,მაგრამ არ იმუშავებს ეს ურთიერთობა და აქედანვე მეგობრებად დავრჩეთ და ერთმანეთს გული არ ვატკინოთ სჯობს.
-რაც გინდა ის თქვი,მაგრამ არ თქვა რომ არ მომწონხარ.ლიზა შენი დანახვისას პულსი ისე მივარდება მეშინია იქვე არ მთხლიშოს ხოლმე გულმა-გაეცინა
-დემეტრე მზად არ ვარ,მორიგი გულისტკენისთვის მზად არ ვარ-ბიჭს საწყლად შევხედე-გთხოვ სახლში წამიყვანე
მანქანაში მდუმარება გამეფებულიყო,გულს მისერავდა ყოველი უთქმელი სიტყვა..
მანქანიდან უნდა გადასვულიყავი ბიჭის ბოხი ბარატონი,რომ შემომესმა
-ჭკვიანად ლიზ
გავუღიმე-შენც დემე
სადარბაზოს კიბეს ბორძიკით ავუყევი,სახლში შესვლისას კი ერთიანად იხეთქა დაგროვებულმა გრძნობებმა,ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა.
დემეტრეს და ჩემი სცენები კინოს კადრებივით მიდიოდა ჩემს წარმოსახვაში,ზოგჯერ გიგას კადრები ჩაანაცვლებდა,უკვე აღარ შემეძლო.
საბოლოოდ მივხვდი.გიგა ბავშვობის სიყვარული იყო ,პირველი და მთელი ცხოვრება მაინც მოუშუშებელ ტკივილად დამრჩებოდა,ის უკვე აღარ მენატრებოდა,მოგონებები მისერავდა გულს.აი დემეტრე კი მართლა მომწონდა,უბრალოდ მეშინოდა,ახალი ურთიერთობის მეშინოდა...
.
დემეტრეს აღარ ვწერდი,არც ვხვდებოდი ნინასთან თუ შევხვდებოდი,ისიც ჩვეულებრივ დისტანციას ვიცავდით და უბრალო მეგობრების,ნაცნობების ფარგლებში ვკონტაქტობდით..
ჩემი დაბადებისდღე მოახლოვდა,მიყვარდა მთელი გრძნობა-გონებით ეს დღე.ბუშტებით ვრთავდი სახლს და ყველანაირ სადღესასწაულო მუსიკაზე ბედნიერი ვცეკვავდი.თმა გავისწორე,მომდგარი კაბა გადავიცვი, ახლა მხოლოდ თორმეტი საათის მოსვლაღა დარჩენოდა..გაგეცინებათ და ჩევავად მქონდა დაბადების დღეს კარგად უნდა შევხვედრილიყავი, გამოპრანჭული და ბედნიერი,ასეც ვიქცეოდი.ამაოდ ვცდილობდი სიმბასთვის ქაღალდის სადღესასწაულო ქუდის დაფარებას,იძრობდა..
12 გახდა თუ არა კარზე კაკუნი გაისმა,პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი, კარები გავაღე და ჰოი საოცრებავ წინ დემეტრე და გიგა ამესვეტნენ.
ხელზე შეუმჩნევლად ვიჩქმიტე ხომ არ მელანდება რამეთქო..ამასობაში ლიფტიდან ბავშვები გამოვარდნენ,ყველა იქ იყო კესანე,დიტო,მაკუნა, ნინა,ნატუკა და საბა..გილოცავთო იჭექეს და ისინიც ადგილზე გაშრნენ.
ყველანი სახლში შემოვიპატიჟე.
ბოლოს გიგა და დემეტრეც შემოვიდნენ,გიგა ვარდებით ხელში მოსულიყო, ვარდი კარგი იყო,მაგრამ გაგეცინებათ და ჩემი საყვარელი ყვავილი არა.. ესეც კი ვერ გათვალა ბიჭმა.უფრო გაგეცინებათ და დემეტრეს მთელი რიგი იასამნები ეჭირა ხელში,იმდენი თვითონ ძვლივს ჩანდა,ამაზე ბავშვივით ავცქმუტდი,კი იასამანი ჩემი საყვარელი ყვავილი იყო და ხო სულ რაღაც ერთხელ ვახსენე გაკვრით ბიჭთან.ყუთი გადმომცა მერე ნახეო და თვალი ჩამიკრა.
გიგას მადლობა გადავუხადე-არ იყო საჭირო
-ლიზა მე მართლა ვწუხვარ რაც ჩვენს შორის მოხდა
გავაწყვეიტინე-გთხოვ გეყოფა,დღეს ნუ ჩამიშხამებ.ჩვენ შორის არ მოხდა,შენ გააკეთე,შენ მომექცი,როგორც არარაობა.ყვავილებისთვის მადლობა,მაგრამ ამდენი წელი ის მაინც უნდა გესწავლა ვარდი,რომ არ მიყვარს.
ბიჭი ადგილზე გაშრა-მე წავალ და კიდევ ერთხელ გილოცავ ლიზა-თავჩაქიდრულმა გააღო რკინის კარი და ზღურბლს იქით გაუჩინარდა.
-ლიზ-ყურში მიჩურჩულა დემეტრემ-მეც წავალ
ბიჭს კარისკენ გავუძეხი სადაბრაზოში გავედით.
-ჭკვიანად იყავი და დიდი გოგო გაიზარდე.-ჩამეხუტა,საპასუხოდ მეც ჩავეხუტე-მიყვარხარ-თვალი ჩამიკრა პასუხს აღარც დალოდებია კიბეებს ჩაუყვა,მე კი დავრჩი გახევებული.ის იყო შესვლას ვაპირებდი ბიჭო რომ ამობრუნდა-და ლიზ იქნებ დროა წარსულის მარწუხებისგან განთავისუფლდე?!-ლოყაზე მაკოცა და კვლავ ჩაუყვა კიბეებს,მეც კვლავ გახევებული დამტოვა...
ბავშვები როცა წავიდნენ დემეტრეს საჩუქარი გავხსენი
-აბა ვნახოთ რა მოგვიტანა დემემ სიმბა
კულონი იყო,ძალიან ლამაზი,პეპლის გამოსახულება ამშვენებდა,მიყვარდა პეპლები,გამახსენდა ერთხელ რომ ვთქვი დემეტრეს თანდასწრებით ტატუს თუ გავიკეთებ პეპელა იქნება აუცილებლადთქო..
შიგნით წერილიც იდო
"სადღაც წავიკითხე პეპელა მესიჯია ანგელოზებისგანო,არ დამცინო,არც ვითომ რომანტიული დამიძახო,მაგრამ თუ ანგელოზებისგან გამოგზავნილი არ ხარ მაშინ რა ხარ..და როგორც შენ იტყოდი პეპელა სულ სამი დღე ცოცხლობს და ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ თითქოს ეს ჩვენი ბოლო დღეებიაო,გააკეთე ლიზ ის რაც გინდა ,იცხოვრე პეპელასავით..
მიყვარხარ და დაგელოდები იქამდე სანამ მზად იქნები შენც იმავეთი მიპასუხო.(თავდაჯერებული არ ვარ,მაგრამ მგონი ცოტათი მაინც მოგწონვარ)"
გამეღიმა,წერილი საგულდაგულოდ შევინახე,კულონი ყელზე მოვირგე.გარდერობში შეჩურთული დემეტრეს ჰუდი გადავიცვი აივანზე მოვკალათდი და ღვინოს მოწრუპვა დავიწყე,ბედნიერი ვიყავი.
გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ მეორე დღეს უკვე ტატუს სალონში პეპელას მახატავდნენთქო?!ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა..
ჩანთა ჩავალაგე,სიმბაც მოვკაზმე და ბიძაჩემს ავადექი სახლში.
მეც მოგყვებით წაღვერშითქო გავიკრიჭე..
წაღვერში ბიძაჩემს ჰქონდა სახლი და ხშირად ვისვენებდით,აღმოჩნდა დემეტრესაც იქ ჰქონია სახლი,ადრე გაირკვა ლაპარაკში..
წავედი ყველაფერს მოვწყდებითქო და თან ისიც გავთვალე იქნებ სადმე ბიჭს გადავეჩეხოთქო...
.
-ლიზა გამო შენთან არიან-ჩემმა ბიძაშვილმა ამოირბინა კიბეები ქოშინით
გამიკვირდა აქ ვინღა მომაგნოთქო,წიგნის კითხვას თავი მივანებე და აივანზე გავედი.
ეზოში არც მეტი არც ნაკლები ბატონო დემეტრე იდგა,გვერდით ძაღლი დაეყენებინა.ისევ ისეთი თვალწარმტაცი იყო,ცოტა გარუჯული,თვალები ისევ ეშამკურად უელავდა.
თვალი თვალში გამიყარა,გაიღიმა,ლოყის კუთხე ჩაეტეხა და ბოხი ხმის ბარატონით მითხრა
-ლედის შენი გაცნობა უნდა.ვინ გაბედა და ვინ წაართვა ჩემს დემეტრეს გულიო?!ცოტა ეჭვიანობს თან ჩემზე მეტად ხომ არ გიყვარსო-გამეცინა,სახლში შევედი,კიბეები თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე,არ მაინტერესებდა,რომ თმები სასწაულად აკოსილი მქონდა,შორტებზე,რომ ლამის ჩემხელა ჰუდი გადამეცვა არც ეგ.
ეზოში გავედი,დემეტრეს თვალი გავუსწორე.ჯანდაბას ამ ბიჭმა იმდენი ქნა თავი შემაყვარა.
გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე,თვითონაც მთელი ძალით მიმიკრო.
უკან გამოვიწიე,ძაღლს მოფერება დავუწყე,ბიჭს ავხედე
-ძაღლის გაცნობა?!ოიი აქ მგონი უკვე სერიოზულადაა საქმე-გამეცინა
-ხო აბა ჩემები უკვე სუფრას შლიან და გელოდებიან პატარძალი მოგვიყვანეო-უცბად გავშეშდი,ფერი გადამივიდა და ბიჭს შოკირებულმა ვკითხე
-რაა?!
-გეხუმრე-გაიკრიჭა დემე და ისედაც აწეწილი თმა კიდევ უფრო ამიწეწა-მაგრამ ეგ დღეც მალე დადგება,კაბის არჩევა დაიწყე მაინც რავიცი-გაეღიმა,გამეღიმა მეც-ჩვენში,რომ დარჩეს ჩემი ჰუდი უფრო გიხდება-ამათვალიერ-ჩამათვალიერა ბიჭმა.
და აი ასე განვთავისუფლდი...
წარსულის მარწუხებისგან განვთავისუფლდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent