ფსიქოლოგი და კომისარი 2
ოთხი საათი ხდებოდა, კარს რომ გასაღები მოარგო და სახლში მძიმე ნაბიჯებით შევიდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე შესასვლელში გაიხადა, კარი ისევ გასაღებით დაკეტა და საძინებელი ოთახისკენ აიღო გეზი. ცხელი შხაპი, აი რა უხსნიდა ანას დაღლილობას. ჭრელი კაბა იქვე გაიხადა და აბაზანაში შევიდა. თითქმის ნახევარი საათი იდგა წყლის ჩვეშ. ფიქრობდა თავის ნათქვამზე და უხაროდა, ძალიან უხაროდა, რომ დამიანეს ის სიტყვები უთხრა. დაწოლისასაც ზუსტად იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ დამიანეს არ ეძინა და მის ნათქვამზე ფიქრობდა. იცოდა, იცოდა რომ დამიანე თვალს ვერ მოხუჭავდა ამაღამ. უკვე თენდებოდა დამიანე მძიმედ, რომ წამოდგა სავარძლიდან და საძინებელში გავიდა. თავი საშინლად დამძიმებოდა. ვინ იცის რამდენი ღამე გაუთენებია თეთრად, მაგრამ ახლა ისე იყო თითქოს მთელი თავისი გააზრებული ცხოვრება სიცრუეში გაატარა და მხოლოდ ახლარა იპოვა სიმართლე. ათი წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ საქმე არაფერი ჰქონდა და არსად არ იყო წასასვლელი. საათის ისრები ცხრა საათს უჩვენებდნენ. საწოლიდან წამოდგა და აბაზანაში შევიდა, მერე გამოვიდა და სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსამზადებლად. საუზმე, ეს იყო ერთადერთი რამ რასაც არასდროს ტოვებდა დამიანე. სიმართლე გითხრათ კერძების კეთება ძალიან უყვარდა (მეტიც კარგადაც გამოსდიოდა). ოცდაორი წლის მანძილზე მარტო ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა მამაკაცს, მაგალითად იცოდა, რომ ტანსაცმლის გარეცხვამდე ელვა ყოველთვის უნდა შეეკრა და პერანგებზე ღილები უნდა გაეხსნა. ასევე იცოდა თუ როგორ ამოეყვანა ქსოვილიდან სისხლის, ყავის ან თუნდაც ლუდის ლაქები. თუმცა ერთი რამ ყოველთვის უცვლელი რჩებოდა, მის გაუთოვებულ პერანგებს ყოველთვის ჰქონდა ნაკეცები. საუზმობის დროს სრულიად მოულოდბელად ანა გაახსენდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ ახლა ისე მოუნდა მასთან ლაპარაკი როგორც არასდროს არავისთან. მან ხომ ორ დღეში ის შეძლო რაც მან ოცდაათ წელში ვერ მოახერხა. მობილური აიღო და ნიკოს დაურეკა. -ნიკო შეგიძლია ანას ნომერი გამომიგზავნო? -.... .... -ანა ცინდელიანის. -.... .... -კი კი მშვიდობაა -.... .... -კარგი გელოდები. დაახლოებით ათი წუთი უყურებდა აჯრეფილ ნომერს და ფიქრობდა დაერეკა თუ არა. შეიძლებოდა თავისი საქციელით დაეფრთხო გოგონა. დარეკვა გადაიფიქრა. -ძალიან გთხოვ სულ ცოტა მაკიაჟი. ჩემი ხათრით. -მარიამ ხომ იცი, რომ მაკიაჟი არ მიყვარს. -კარგი რა ძალიან მოუხდება ჩემ შავ კაბას. -კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შენს შავ კაბას არ ჩავიცვამ. კლუბში შესვლამდე ანამ დამიანეს მოჰკრა თვალი. მარიამმა მაინც ჩააცვა თავისი შავი, გამოყვანილი, ზურგზე ამოჭრილი და მუხლს ოდნავ აცელილი კაბა. მსუბუქი მაკიაჟიც გაუკეთა და წითური თმებიც კოსად შეუკრა. -დღეს ბიჭების მოგერიება დამჭირდება აშკარად. გადაუჩურჩულა ლუკამ. დასჭირდა, დასჭირდა და თან როგორ. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, ცოტა დალიეს, ბევრი ისაუბრეს. ანას დამიანე მიუახლოვდა. -ანა ორი წუთით შეიძლება? -რა თქმა უნდა. მუსიკის ხმაურს მოშორდა წყვილი. -უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა შენთვის მაშინ იმ სიტყვებისთვის. -საჭირო არ არი... -საჭიროა. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავდა ის სიტყვები. -ახლა როგორ ხარ? -უკეთ. ბევრად უკეთ. -მიხარია. ოდნავ გაუღიმა ანამ. მერე სალომე მიუახლოვდათ და ანა საცეკვაოდ წაიყვანა. ანას ძალიან უყვარდა ცეკვა. მისი სხეული არაჩვეულებრივად ერწყმოდა კლუბის მუსიკას. -სულ შენ გიყურებს. გადაუჩურჩულა სალომემ. -ვინ? -დამიანე. ანამ მამაკაცისკენ გაიხედა. დამიანე პირდაპირ თვალებში უყურებდა გოგონას. მერე დამიანე მოსაწევად გავიდა. ანამაც შეწყვიტა ცეკვა. ის იყო ბარისკენ დაიძრა, რომ უცნობმა მამაკაცმა გადაუჭრა გზა. -მე არ მეცეკვები? -დავიღალე, უნდა დავისვენო. ის იყო მამაკაცს უნდა გასცლოდა, რომ მკლავზე ძლიერი ხელი იგრძნო, მამაკაცმა მოჰქაჩა და ახლა უკვე იმავე ხელს წელზე გრძნობდა. -ერთი ცეკვა ბევრს ხომ არ ვითხოვ არა? -ცეკვა არ მინდა! მამაკაცის მკლავებში აფართხალდა ანა. -კარგი რა გავერთობით. ისეთი ლამაზი ხარ. მამაკაცმა ნელნელა საჯდომზე ჩაუსრიალა ხელი. და უეცრად მარცხენა ლოყა საწინლად აეწვა. ანამ ისეთი ძალით გაარტყა ეგონა ხელი მოსტყდებოდა. -შე პატარა ბო*ო. და მერე ყველაფერი დაბნელდა. გონს ქუჩაში მოვიდა. კლუბის გარეთ პატარა ხის სკამზე იჯდა. თავი საშინლად სტკიოდა. სალომე და მარიამი შეშინებულები უსმევდნენ სველ წყლიან ხელებს სახეზე. -ღმერთო, გონს მოვიდა. ანა ბუნდოვნად არჩევდა სამ სილუეტს. -რა მოხდა? თვალებს ძალა დაატანა და გაახილა. მერე ყველაფერი კადრებად ამოუტივტივდა და თვალები აუცრემლიანდა. სამ სილუეტში ერთ-ერთი დამიანე გაარჩია. -როგორ ხარ? დაძაბული ჩანდა მამაკაცის ხმა. -სახლში მინდა წასვლა. -ჯერ საავადმყოფოში წავიდეთ კარგი? დაძაბული ჩანდა სალომეც. -არ მინდა საავადმყოფოში, სახლში მინდა. -კარგი. საჭესთან ვარ და შემიძლია წაგიყვანო. გოგონამ თანხმობის ნიშნად დამიანეს ოდნავ დაუქნია თავი. -კარგი. დამიანე ანას მიუახლოვდა და მანქანამდე მისვლაში დაეხმარა. ანა მამაკაცის ძლიერ ხელს გრძნობდა წელზე. -კარგად ხარ? -კი. დამიანემ კარი მიხურა. -დამიანე იქნებ ჯერ საავადმყოფოში მიიყვანო. აი ეს მისი ჩანთაა. -კარგი არ ინერვიულოთ. დაგირეკავთ. დამიანემ მანქანა პურველივე საავადმყოფოსთან გააჩერა. -დაგეხმარო? ანამ თავის ოდნავი დაქნევით ანიშნა კიიო. დამიანე სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მანქანის კარი გაუღო. ანამ ნელა მოიხსნა ღვედი და მანქანიდან გადმოსასვლელად დამიანეს გამოწვდილ ხელს დაეყრდნო. საავადმყოფოს კიბეები ნელა აიარეს. ტვინის შერყევა იყო დიაგნოზი. სახლისკენ მიმავაკ გზაზე პირველი ცრემლი ჩამოუგორდა ანას. სწრაფად მოიწმინდა ხელისგულით. -ჯანდაბა. ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები ვეღარ შეიკავა. -თავს იდიოტად ვგრძნობ. -ანა შენ არაფერი დაგიშავებია. ხელები ფეხებზე ელაგა და თითებს ნერვიულად აწვალებდა. -თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძვნია. თავი მანქანის მინას მიადო და თვალები დახუჭა. -საშინლად მეძინება. -ოღონდ ეს არა, ანა თვალები გაახილე კარგი? ძილი გეკრძალება ამაღამ. -ჰოო ვიცი. შეგიძლია შენი მობილური მათხოვო? ჩემი გაითიშა. -აიღე, ოღონდ მშობლებს არ დაურეკო კარგი, ინერვიულებენ. -მშობლები აქ არ არიან 5 წელია მარტო ვცხოვრობ ასე რომ... ანამ ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ. -ნათია გამარჯობა, ანა ვარ ბოდიში, რომ ღამე გაწუხებ, მაგრამ ხვალ ვერ მოვახერხებ სამსახურში გასვლას და შეგიძლია, რომ შემცვალო? -მადლობა. მანქანა გაჩერდა. -დარწმუნებული ხარ, რომ ფხიზლად იყო? შემიძლია შენთან დავრჩე. ანამ დამიანეს შეხედა. -სიმართლე გითხრა ახლა ყველაზე მეტად მარტო დარჩენა არ მინდა. -კარგი. ესეიგი ვრჩები. ლამპიონების შუქზე სილუეტები მანქანიდან გადმოვიდნენ და ნელი ნაბიჯებით სიბნელეში გაუჩინარდნენ. P.S ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.