შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი - თავი 2 +18


21-07-2020, 19:36
ავტორი Impermeable
ნანახია 4 139

2 წლის წინ
თაფლობისთვე
თვითმფრინავის აფრენისთანავე ინსტიქტურად ალესანდროს ჩავჭიდე ხელი. მეცინებოდა საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადი არ გავა ფრენის გარეშე, დღემდე ვერ დავძლიე აფრენასთან დაკავშირებული შიში. თვალები მაგრად დავხუჭე და ვეცადე გონებით წარმომედგინა, რომ უკვე შარმ ელ შეიხის სასტუმროს აუზში ვნებივრობდი ალესანდროსთან ერთად, ერთად ვუყურებდით ზღვიდან ამომავალი მზის სხივებს. როგორც იქნა თვითმფრინავი გასწორდა და მეც თავისუფლად ამოვისუნთქე. მაშინვე შევიხსენი ღვედი და ალესანდროს გავხედე. ჩემგან განსხვავებით სანი გიჟდებოდა ფრენაზე. ყოველთვის სარკმლის მხარეს ირჩევდა და პატარა ბავშვივით გაფაციცებული ათვალიერებდა ხედებს სანამ ღრუბლები არ დაფარავდა დედამიწიდან აციმციმებულ ათინათებს, რომელსაც ღამის ლამპიონები და განათებული შენობები ქმნიდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, თან მიკვირდა როგორ შეიძლება 30 წლის ასაკშიც იყოს ასეთი მამაკაცური და ამავე დროს ასეთი ბავშვური. ერთი შეხედვით, მკაცრი წიგნის ჭია ახალგაზრდა ლექტორის მიღმა ხომ გულწრფელი ემოციებით სავსე დიდი ბავშვი იმალებოდა. ალესანდრო წარმატებული მათემატიკოსი გახლდათ. მიუხედავად ახალგაზრდობისა, სტუდენტებს შიშის ზარს სცემდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მკაცრი პირქუში კაცი ჩემს გვერდით სულ სხვა ადამიანად იქცეოდა. მხოლოდ ჩემთან და მეგობრებთან იყო ალესანდრო ნამდვილი. გულწრფელი, ლაღი, მხიარული. მშობლებთანაც დისტანციას იცავდა, რაზეც ხშირად მომდიოდა კამათი. თმებში შევუცურე ხელი და ნაზად მოვეფერე. თავად კი, როგორც სჩვეოდა თავი კალთაში ჩამიდო და კნუტივით გაიტრუნა. მალე მომბეზრდა ერთ ადგილას ჯდომა. ბავშვობიდან უცნაური ჩვევა მქონდა, ვერაფრით ვიძინებდი მგზავრობისას. მახსოვს ჯერ კიდევ ორიათასიანების დასაწყისში ცეკვის ანსამბლს რომ გავყევი სტამბულში, 28 საათი გზაში ვიყავით და ერთი წუთით არ მიძინია. ჩასვლიდან 2 დღე ავტომატურად ამოვვარდი ყველა სოლოდან რაზეც მთელი წელი თავს ვიმართლებდი ქორეოგრაფებთან, რომ ისევ მოეცათ შანსი სოლო მეცეკვა. შემდეგ კი თავადვე შევცვალე პრიორიტეტი და განათლების მიღებაზე ვფოკუსირდი. თან არც მონაცემები მიწყობდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სანის თქმით იდეალური სხეული მქონდა განგებამ, ბედისწერამ თუ იმ დიდმა გონმა, რომელიც სამყაროს მართავს, რატომღაც ჩემთვის დაინანა სიმაღლის მოცემა და მინიატურულ თოჯინად მაქცია. მწარედ გამეღიმა ჩემს ფიქრებზე. მახსოვს გარდატეხის ასაკში როგორ ვკომპლექსდებოდი სიმაღლის გამო.განსაკუთრებით მაშინ, როცა კლასელი ბიჭები სიმაღლეში გვასწრებდნენ და ზემოდან გვიყურებდნენ გოგოებს. კიდევ კარგი ბავშვობის კომპლექსები კარგა ხანია დამვიწყებოდა. მაგრამ არვიცი, ამ კომპლექსის თუ არაცნობიერის გამოძახილი იყო, რომ ყოველთვის ბევრად მაღალ ბიჭებს მოვწონდი. მეტრი და 80 სანტიმეტრის სიმაღლის ალესანდრო ყველაზე "დაბალი" და შეძლებისდაგვარად ოპტიმალური ვარიანტი იყო.
ამასობაში ალესანდრომ შეამჩნია ჩემი მოუსვენრობა, თავი ასწია ჩემი მუხლებიდან და ყურში ჩამჩურჩულა:
- აბა რას იტყვი პაწაწინა ქალღმერთო, მზად ხარ კიდევ ერთი პრაქტიკული სემინარი დავგეგმოთ სახელწოდებით "როგორ დავკავდეთ სექსით თვითმფრინავში". თქვა თუ არა ნათქვამის გააზრება ვერ მოვასწარი, ხელით მიბიძგა თვითმფრინავის ტუალეტის კაბინისკენ. აი რატომ არის კარგი ღამის ფრენა და ჩარტერული რეისი. მგზავრთა უმეტესობას ეძინა, სტიუარდესებიც არ გამოჩენილან, იმედი მაქვს, ვერავინ შეგვამჩნია. შინაგანად მაინც ვგრძნობდი უხერხულობას ჩვენი განზრახვის გამო. შევედით თუ არა კაბინაში შეშფოთებულმა გავხედე ალესანდროს. საკმაოდ მოუხერხებელი და პატარა სივრცე იყო, მე კარგი ჯანდაბას, ჩემი მინიატურული ფორმებით ადვილად მოვთავსდებოდი, რასაც ვერ ვიტყვით ალესანდროზე. ერთადერთი ვარიანტი გვქონდა დოგისთაილი და ლიმიტირებული დრო, სანამ ბუნებრივი მოთხოვნილებებით შეწუხებული რომელიმე მგზავრი არ ჩამოგვიღებდა კაბინის კარს კაკუნით. ასე რომ სასწრაფოდ შევბრუნდი სარკისკენ. უცებ აფრიალდა კაბის ბოლო ჰაერში და მჭიდროდ შეერწყა ორი ერთმანეთს მოწყურებული სხეული. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჰაერში ვლივლივებდი, ჩემდაუნებურად კვნესა აღმომხდა და თავი უკან გადავწიე. ალესანდრომ მაშინვე გამასწორა და ყურში ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ, სარკეში იყურე. გიჟდებოდა, როცა სექსის დროს ვუყურებდით საკუთარ სხეულებს. მისგან განსხვავებით, მე ჯერ კიდევ მცხვენოდა. და ვინ მიყურებდა სარკიდან? ვნებისგან აშლილი სახეარეული ქალი, რომელსაც შუბლი დაცვაროდა და ვეღარ აკავებდა სხეულიდან წამოსულ იმპულსებსა და ბგერებს. და მაშინ, როდესაც ჩვენი ხმები ერთ სიმფონიად გადაიქცა, კარზე საძულველი კაკუნი გაისმა. ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
-ამიტომ არ მიყვარს ექსპერიმენტები. ხო ხედავ გამოგვიჭირეს. ჯერ კიდევ სუნთქვაარეულმა ამოვთქვი.
-დამშვიდდი ლეა, დაიკიდე, როდემდე უნდა იწუწუნო, რომ გკითხოს კაცმა, წვრილმანებზე და დეტალებზე სულ მე ვფიქრობ და შენ გონებას არ იღლი. გაიცინა სანმა. მისმა გამოხედვამ უმალვე სიმშვიდე ჩამიღვარა. სწრაფად მოვწესრიგდით და კარები გავაღეთ. ჯანდაბა!!! მკვლელი მზერით გამოგვაცილა ბალზაკის ასაკს მიღწეულმა ქალბატონმა და ქოქოლა მოგვაყარა. სიცილით დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს და გულში ვლოცულობდი აღარსად აღარ გადავყროდი ამ ქოთქოთა ქალბატონს.
არვიცი ასე მთელი დღის ემოციებმა იმოქმედა, დაღლილობამ თუ სექსმა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მგზავრობისას ძილი მომერია.
ძილბურანიდან სტიუარდესას ხმამ გამომაფხიზლა. გვამცნობდა, რომ დაფრენამდე სულ რაღაც 20 წუთი დარჩენილიყო.
-როგორც იქნა. გულწრფელად გაეხარდა სანის. ჩემს მხარზე რომ დაგეძინათ პატარა ქალბატონო, ვეღარ მოვახერხე არაბეთის ნახევარკუნძულის ჩიტის სიმაღლიდან დანახვა. უკმაყოფილო ტონი შერეოდა ხმაში.
- არაუშავს სან, წამოსვლისას გპირდები, ხელს არ შეგიშლი. ნათქვამი არ ჰქონდა ჩვეულებისამებრ ისევ თვითმფრინავის სარკმლიდან ათვალიერებდა ხედებს. ამჟამად მეც დამაინტერესა და გავხედე. პირველად ვმოგზაურობდი ეგვიპტეში. ევროპის ქვეყნებისგან სრულიად განსხვავებული ხედი იშლებოდა თვალწინ - ქვიშის და ზღვის თაფლისფერს და ზურმუხტისფერს მზე ათასფერად ალიცლიცებდა.
-რა ლამაზია. აღტაცებით აღმომხდა.
-შენი თვალებისფერია ლეა. სიყვარულით გადმომხედა და თვალებზე მაკოცა.
ისევ გაისმა სტიუარდესას ხმა. ამჟამად ღვედის შეკვრისა და დაშვებისკენ მომზადებისკენ მოგვიწოდებდა. ვერასდროს ვიტანდი ამ მომენტს. დაშვებისას ყურები და თავი საშინლად მტკივდება ხოლმე. სანმა ბამბის ტამპონები მომაწოდა ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად და ხელი მაგრად ჩამჭიდა.

როგორც იქნა დავეშვით. თავი საშინლად მისკდებოდა. რაც კიდევ უფრო გამიმწვავდა როცა აეროპორტში შესვლისთანავე შემოგვესია ადგილობრივები ზოგი ვიზას გვთავაზობდა, ზოგი ადგილობრივ ტურებს იაფად, ზოგიც ჰაშიშს და ა.შ. თავი ვაგზალზე მეგონა. როგორც იქნა, გზა გავიკვალეთ, გავიარეთ პასპორტ კონტროლი და აი ისიც, შარმ ელ შეიხი მთელი თავისი დიდებულებით. უყურებ გზად ფერად-ფერადი ყვავილებისა და პალმების ხეივანს და ვერ იჯერებ, რომ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ აქ მხოლოდ უდაბნო და ზღვა ერწყმოდა ერთმანეთს. წითელი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ქალაქია მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ემანსიპაციას აქ დღემდე არ მოუღწევია. მომსახურე პერსონალი ყველგან ძირითადად მამაკაცია. მიზეზი რომ იკითხო, გეუბნებიან, რომ აქაურ ქალებს არ უყვართ მსგავსი სამუშაო. სინამდვილეში კი მამაკაცები არ აძლევენ მუშაობის უფლებას. ქალი ოფიციანტი, გიდი თუ ანიმატორი ძირითადად აქ სამუშაოდ ჩამოსული სლავები არიან. ვინ იცის, რამდენი ქალის სურვილები იმალება ჩარდში. რამდენ ქალს არ აძლევს შარიათის კანონები თავისუფალ არჩევანს. რა ძნელია, როცა ოცდამეერთე საუკუნეში მაშინ, როდესაც კონტინენტების ერთი ნახევარი თანამედროვეობის მიღწევებითა და სიკეთეებით ტკბება, მეორე ნახევარს ისევ დრო მოჭმულ ტრადიციებსა და სტერეოტიპებში უწევს ცხოვრება. ღმერთო ჩემო, იმის მაგივრად რომ საკუთარი თაფლობისთვით დავტკბე, აქაური ქალების ბედზე ვდარდობ. ჩამეცინა და მშვიდად გავაგრძელე სასტუმროს დათვალიერება.
და აი, ნომრამდეც მიგვაცილა კონსიერჟმა დამტვრეული რუსულით კარგი დასვენება გვისურვა და მაშინვე ალესანდროს ხელს გააპარა თვალი, რომელმაც ჩაის სახით 2დოლარიანი გაუწოდა.
ლუქსის ტიპის ნომერი სასტუმრო კომპლექსის მთავარი შენობის პირველ სართულზე განეთავსებინათ. უზარმაზარ დაშვებულ ფარდებს მიღმა აივანი პირდაპირ აუზზე გადიოდა. ალესანდროს გავეხუმრე:
- ხომ შეიძლება ამ აივნიდან ღამე ჩემი თავი მოგტაცონ?
- გიკრძალავ ასეთ თემებზე ხუმრობას. ხმაში გაბრაზება დაეტყო სანის.
უცებ აღვშფოთდი. - სანი, ვერაფერს ამიკრძალავ. ხო იცი, რომ ქმრის სტატუსი არ გაძლევს უფლებას რაიმე ამიკრძალო. წყენა ვერ დავმალე და გავიბუტე.
- ჩემი პატარა. როგორ გაიბუსხა. ლოყაზე მიჩქმიტა სანიმ და ჩამიხუტა. ახლა წავიდეთ ვჭამოთ, თორემ შენი მკერდი შემომეჭმება და ცოდო ხარ. გაიცინა და ხელში ამიყვანა.
-ასე მარტივად არ გამივლის წყენა სანი. თითი ჰაერში დავაქნიე გამაფრთხილებად. და თუ შეიძლება ძირს დამსვი ამხელა ფილარმონია ქალი ვარ ბოლო ბოლო.
სანის გაეცინა. სასტუმროს რესტორანში შევედით. მმმ, უკვე გავაცნობიერე, როგორ მშიოდა, როცა მუცელმა ჩასაბერი ინსტრუმენტების ხმით ამოუშვა ექო. დაწყნარდი მუცელო მალე დაგანაყრებ, ხელით მოვეფერე საკუთარ მუცელს.
- იმედია მალე მანდ ჩვენს პაწაწინას მოეფერები. ჩამჩურჩულა სანიმ.
-ალესანდრო, ხომ იცი რომ კარგა ხანი არ ვაპირებ ბავშვის გაჩენას. ეგ თემა ჯერ არ განიხილება. ვიგრძენი როგორ ჩაუქრა აციმციმებული თვალები სანის, მაგრამ არ შევიმჩნიე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, გემო ვერაფერს გავუგე. არვიცი, მართლა ასეთი უგემური იყო თუ მე მომეჩვენა ცოტა ხნის წინანდელი დიალოგის გამო. გუნება გამიფუჭდა. ჯერ ერთი დღე გასულიყო ქორწილიდან და უკვე ვიკამათეთ. ამიტომ არ ვჩქარობდი ამ ნაბიჯს. სამწლიანი ურთიერთობის მერე ძლივს დამითანხმა სანიმ, რომ ცოლად გავყოლოდი. მეშინოდა, რომ ის ქიმია, ის მღელვარება, ის მუხტი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, არ გამქრალიყო და ტიპურ ცოლ-ქმარს არ დავმსგავსებულიყავით. საშინლად მეშინოდა ერთფეროვანი რუტინის, რომელიც წლებთან ერთად იბუდებდა ხოლმე ერთ დროს მოსიყვარულე წყვილებში.
სანი მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებდა და ეს არ იყო მხოლოდ ერთ საათის წინ მომხდარი კამათი.
- ლეა თვალებში შემომხედე.
-საან, მე მეშინია. ხომ არ ვიჩქარეთ.
- რას ამბობ ლეა, ჯერ ერთი წელი მაწვალე, სანამ შენი ყურადღება დავიმსახურე, მერე სამი წელი ყველანაირ სიტუაციაში გამოვცადეთ ერთმანეთიც და ჩვენი გრძნობაც. ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. გახსოვს, დაგპირდი. თუ ხელი ერთხელ ჩაგჭიდე აღარასოდეს გაგიშვებ-მეთქი.
- ხოდა არ გამიშვა. ხელი ჩავჭიდე და სანაპიროსკენ გავიქეცით. განსხვავებით სხვა სასტუმროებისგან, ჩვენს რესორტს 5 კერძო პლიაჟი ჰქონდა. სასტუმრო კომპლექსი ასევე აერთიანებდა სპას, 4 ღია და 2 დახურულ აუზს, ევროპულ და აზიურ რესტორანსა და მინი ამპითეატრს სადაც, ყოველ საღამოს ანიმატორები დაუვიწყარ შოუ პროგრამას გვთავაზობდნენ, აღმოსავლური ცეკვების მასტერკლასით დაწყებული სალსათი დამთავრებული. დახურული აუზები იყოფოდა ქალებისა და მამაკაცების აუზად. აქ ძირითადად ადგილობრივები დადიოდნენ. მეცოდებოდნენ ამ სიცხეში ჩადრებში დაფარული მათი სხეულები, როცა მე საცურაო კოსტიუმზე გამჭვირვალე ქსოვილებს ძლივს ვუძლებდი.
გარემომ, ზღვამ, მზემ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა და დაიწყო თავდავიწყების ერთი კვირა. არც ჩვენს გვერდით ნომრებიდან გამოდიოდა ნაკლები ხმა, ამიტომ ჩვენც დაუფარავად გამოვხატავდით გრნობებსა და ერთმანეთის მიმართ ვნებას. აუზი, ზღვა, ნომერი, ამფითეატრიც კი, ყველგან მოვასწარით ჩვენი ფანტაზიების რეალობად ქცევა. ყველაზე დაუვიწყარი მაინც გამთენიისას წითელ ზღვაში ნეტარება იყო. მინერალებისა და რიფების სიუხვის გამო, თავს ბუმბულივით მსუბუქად გრძნობდი, ძალიან რომ გსდომებოდა, ვერ ჩაიძირებოდი. ამომავალი მზის სხივებს ზღვას ათასფერად ალიცლიცებდა, საოცარი ჩრდილები ისახებოდა ამ დროს ალესანდროს სახეზეც. მის წელს სუროსავით შემოხვეოდა ჩემი ფეხები და ტალღებს რიტმულად ვაყოლებდით სხეულებს. მინდოდა ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელებულიყო. საოცრად მოუხდა აქაური მზე და ზღვა ჩემს კანს. მანამდე თოვლივით თეთრს სასიამოვნო ხორბლისფერი დაედო, რომელმაც უფრო ნათლად გამოკვეთა აწ უკვე მომწვანო დიდი თვალები, ქერა წელამდე გრძელი თმა და სავსე, ვარდისფერი ტუჩები.

უკვე ერთი კვირაა აქ ვართ. დღეს ადგილობრივ ბაზარს ვესტუმრეთ. თავი სამოთხეში მეგონა. აღმოსავლური სანელებლები, ფერადი ქსოვილები, ნელსაცხებლები და სურნელოვანი სუნამოები, ადგილობრივ ვაჭრებთა ჟესტური ენით შევაჭრება, საოცრად მიზიდავდა აქაურობა, ერთიანად ვივსებოდი ენერგიით, რასაც ვერ ვიტყვით ალესანდროზე, რომელიც დაღლილობისგან ძლივს მომყვებოდა. თითქმის ყველა დახლს ჰქონდა ტურისტების რვეული ან კედელი, სადაც ეს უკანასკნელნი თავიანთ ჩანაწერებს ტოვებდნენ. და გამოიცანით ქართულად რა ეწერა? დიახ, დიახ, ნამდვილად არ შეცდით. ბილწსიტყვაობა და უცენზურო გამონათქვამებში ბადალი აქ გვყავს. რამოდენიმე ვაჭრისთვის გინების სწავლაც მოესწროთ, რაც მათ მისალმება და კეთილი სურვილები ეგონათ. ძალიან გავბრაზდი. რუსი ტურისტები ყველგან ნაგავს ყრიდნენ, ქართველები კი სიტყვიერ ნაგავს ვტოვებდით.

სასტუმროში დაღლილები დავბრუნდით. ის ის იყო შხაპი უნდა მიმეღო, რომ რატომღაც წყალი არ მოდიოდა. ძალიან გავბრაზდი. სასწრაფოდ დავურეკე ადმინისტრაციას, თუმცა მოპასუხე მხარის დამტვრეულ ინგლისურ-რუსულიდან ვერაფერი გავიგე და გადავწყვიტე სასტუმროს ადმინისტრაციაში თავად მივსულიყავი. ალესანდროს გავხედე, დაღლილობისგან საწოლზევე ჩასძინებოდა. თხელი პლედი მივაფარე, შუბლზე ვაკოცე და ნომერი დავტოვე. ის ის იყო ადმინისტრაციის შენობას მივუახლოვდი, რომ გზა შავმა ჰამერმა გადამიჭრა. გაკაპასებული მივუვარდი მძღოლს და ქართულ-ინგლისურად დავუწყე საქმის გარჩევა. დაბნეული მძღოლი მხრებს იწურავდა, ასევე შევამჩნიე იქვე მდგომი კონსიერჟისა და მომსახურე პერსონალის შეშინებულ-დაბნეული სახეები. მე კი მძღოლის დაბნეულობით გაგულისებული ლამის ძალით გადმოვიყვანე მანქანიდან. ამ დროს უკანა დაბურულ მინებიანი კარი გაიღო, და არაბულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა. კარი მიაჯახუნა, რაზეც ჩემდაუნებურად შევხტი. აშკარად ევროპელ-აზიელის ნაჯვარი იყო. (ღმერთო, რეებზე ვფიქრობ). მუქი ხორბლისფერი სახიდან მრისხანედ ელავდნენ მწვანე თვალები. მომიახლოვდა ზემოდან დამხედა და კბილებში ინგლისურად გამოცრა.
- როგორ ბედავთ. თქვენი ადგილი იცოდეთ.
- ქამონ შეიხო თუ ვინც ხარ. ქართულ-ინგლისურად ვუპასუხე. იორ დრაივერ ოლმოსთ ქილდ მი.
ამ დროს სასტუმროდან გამოვიდა მენეჯერი თანმხლები პირებით და როგორც დელეგაციის მეთაურს მოწიწებით მიეგებნენ უცნობ არაბს.
- ისევ შევხვდებით. ცინიკურად მომიგდო ორიოდე სიტყვა და სწრაფად შევიდა შენობაში.
საშინლად გავბრაზდი. გული ლამის საგულედან ამოვარდა. ძალიან მინდოდა პირში მიმეხალა რომ ადგილობრივი გოგონა ნუ ვგონივარ რომ ჩემი უფლებები არ ვიცოდე, აუცილებლად ვუჩივლებდი და ა.შ. მაგრამ რატომღაც ხმა ვეღარ ამოვიღე. უკანმოუხედავად გავიქეცი ნომრისკენ და ისე, რომ ტანსაცმელიც არ გამომიცვლია ალესანდროს მივუწექი, ზურგზე ჩავეხუტე, მუხელზე ხელი მოვხვიე და მაშინვე ჩამეძინა.'

რომ გავიღვიძე, უკვე მეორე დილა გათენებულიყო. გამიკვირდა ამდენი ხანი როგორ მეძინა. ზანტად გავახილე თვალები და ალესანდროს თვალებით დავუწყე ძებნა. ის ის იყო უნდა წავმომდგარიყავი, რომ კარი გაიღო და ალესანდრო შემოვიდა. ლანგარზე ფორთოხლის წვენი, ომლეტი, კუსკუსი და ფახლავა დაეწყო.
-ოო, მძინარე მზეთუნახავსაც გაეღვიძა. ტუჩებში მაკოცა და ლანგარი წინ დამიდო. უკვე 12 საათია.
-მადლობა საან. ეგრევე ჭამა დავიწყე, არ ვიცოდი, გუშინდელი ინციდენტის შესახებ უნდა მომეყოლა თუ არა მისთვის.ცოტა სინდისის ქეჯნას ვგრძნობდი. პირველად ვუმალავდი რაღაცას, უფრო სწორად, კი არ ვუმალავდი, შესაბამის დროს და სიტყვებს ვარჩევდი.
-ლეა, რამე გაწუხებს? არ გამოპარვია ჩემი ჩაფიქრებული მზერა სანის.
- არა საან, უბრალოდ ზედმეტად დიდხანს მეძინა. წყალს გადავივლებ და აუზზე გავიდეთ ჰო?
მაშინვე სააბაზანოში ჩავიკეტე. თვალწინ ისევ იმ არაბის მრისხანე მწვანე თვალები მედგა. ღმერთო ჩემო, პირველად ვიცრუე ალესანდროსთან. სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი. ცრემლებს თითქოს გამოვატანე სხეულში დაგროვილი ემოციები. დიდხანს ვიკავი შხაპის ქვეშ. მესიამოვნა კონტრასტული შხაპი, თითქოს გონებიდან ცოცხით გაფანტა უარყოფითი ემოციები. ჩემი საყვარელი წითელი საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, წითელი შლაპა და შავი გამჭვირვალე კაბა გადავიცვი და ალესანდროსთან ერთად აუზზე გადავედით აივნიდან. დროდადრო აუზში ერთმანეთს ვკოცნიდით და ვეფერებოდით, თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ამქვეყნად.
-ესენი აქაც არ ისვენებენ. უცაბედად თავზე დაგვაყარა ქოქოლა თვითმფრინავის ქოთქოთა ქალმა. აი იმან, ტუალეტის კაბინაში სექსი რომ არ დაგვაცადა.
- ოო არა, აქაც ეს. ჩუმად ჩავჩურჩულე ალესანდროს და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ქალი კი ისევ არ გვაშორებდა მკვლელ მზერას.
-ერთი კარგი კუნთმაგარი არაბი ალალია ამისთვის. ჩაილაპარაკა ალესანდრომ.
არაბის ხსენებაზე ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. რატომღაც ცურვის სურვილიც დამეკარდა. აუზიდან ამოვედი და იქვე შეზლონგზე წამოვწექი გასარუჯად. სახეზე შლიაპა ავიფარე, რომ მზის მწველი სხივებისგან დამეცვა. მზის აბაზანების მიღების დაწყებიდან რამდენიმე წუთი გასულიყო, როცა ვიგრძენი როგორ დაგვადგა თავზე დიდი ჩრდილი და გაისმა დამტვრეული რუსული:
- სკოლკა სტოიტ ტვაია ჟენა?
სანამ შლიაპა მოვიხსენი და გავერკვიე რა ხდებოდა, დავინახე რომ ალესანდროს უცნობისთვის მუშტი დაერტყა ცხვირში. უცებ შემოხვეოდნენ იქვე ქართველი ბიჭები, რომლებიც ჩვენს გვერდით ისვენებდნენ და გაშველებას ცდილობდნენ. ალესანდროს მივვარდი. ჭაობისფერი თვალები ჩამუქებოდა და ჩასისხლიანებოდა, ყელზე და ხელებზე ძარღვები დაბერვოდა. -როგორ გამიბედა. ღრიალებდა.
საან დამშვიდდი გთხოვ, მუდარით ავხედე. დაიკიდე ეს დეგენერატი. ვცდილობდი დამემშვიდებინებინა. იმ საღამოს გვერდიდან არ მოვცილებივარ. კნუტივით თან აკრული დავყვებოდი ყველგან და ვცდილობდით ერთმანეთის მკლავებში დაგვებრუნებინა ძველებური სიმშვიდე და ჰარმონია.

ამ დღეებში მოვასწარით და მოვინახულეთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, შარმ ელ მაია, ზვიგენების ყურე შარკ ბეი, დავკავდით წყალქვეშა და სქაი დავინგით. ავიღეთ საფარის ტური, სასაცილო სურათები გადავიღეთ აქლემებზე. ერთდღიანი გასვლითი ტური სინას მთაზეც გვქონდა.

სულ რაღაც 2 დღეღა დაგვრჩენოდა ეგვიპტეში. მერე კი იტალიისკენ ავიღებდით გეზს. სასტუმროს მიერ შერჩეული პროგრამით არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ამიტომ, ამჟამადაც გავაწყვიტეთ მივყოლოდით გიდის არჩევანს და ვესტუმრეთ ათას ერთი ღამის სასახლეს.
სასახლემ მოლოდინებს გააჭარბა. მეგონა ჩემმა საყვარელმა ზღაპარმა რეალობაში გადმოინაცვლა. სასახლე ერთგვარ მუზეუმის როლსაც ასრულებდა. ხარბად ვათვალიერებდი ოთახებს, ვუსმენდი ინგლისურენოვან აუდიო გიდს და თავს მეც ამ სამყაროს ნაწილად წარმოვიდგენდი. საღამოს გრანდიოზული შოუ პროგრამა დაიწყო რომელიც ეგვიპტის ისტორიას გვიყვებოდა. კმაყოფილი გამოვედით მეორე სივრცეში, აქ აღმოსავლური ცეკვების ცეცხლოვანი შოუ გველოდა. ცდუნებას ვერ გავუძელით და ჰაშიშიც მოვწიეთ. ვიგრძენი როგორ ჩაიძირა სამყარო ალისფერ კვამლში და ათასფერად აკიაფდა სცენა. სწრაფად გადავკარი შარბათი და სცენიდან მოცეკვავის გამოწვდილ ხელს გათამამებული გავყევი, ფოსფორისფერ საცურაო კოსტიუმზე მოხვეული შარფით აღმოსავლური ცეკვის შესრულება დავიწყე ქართული ელემენტებით, რასაც დამსწრე აუდიტორიის ოვაციები და ქართველების ომახიანი შეძახილები მოჰყვა. ალესანდრო მონუსხული მიყურებდა, ჰაშიშიგან მის გაბრუებულ თვალებში ჩემთან ერთად ათინათები ცეკვავდნენ. მეც სრულ გასაქანს ვაძლევდი შინაგან სამყაროს და სიყვარულით სავსე მზერას ვჩუქნიდი ჩემს საყვარელ მამაკაცს. ვაყოლებდი თეძოებს ტამტამს და საოცარ შინაგან თავისუფლებას ვგრძნობდი, ნამდვილ ნირვანას. ის იყო ოვაციები პიკს მიუახლოვდა რომ მაყურებლებში უცებ წავაწყდი მრისხანე მწვანე თვალებს. არ მეჩვენებოდა. ნამდვილად ის იყო. ვიგრძენი როგორ გაიელვა სხეულში ელვამ. შეძლებისდაგვარად ჩამოვხტი სცენიდან და საპირფარეშოს ძებნა დავიწყე გაბრუებულმა. ჰაშიში მოქმედებდა. ვცდილობდი წონასწორობა დამეცვა და ონკანს სწრაფად მივახლოებულიყავი, რომ წყლით გამოვფხიზლებულიყავი. რომ მეგონა მიზანს მივაღწიე კარის გაჯახუნების ხმა ერთიანად გამაქვავა ადგილზე. სარკეში ჩავიხედე და დავინახე როგორ მომიახლოვდა მრისხანე მწვანეთვალება პირზე ნაჭერი ამაფარა და ნელ-ნელა წყვდიადი ჩამოდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent