შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 3) +18


27-07-2020, 22:56
ავტორი Impermeable
ნანახია 12 141

ოთახი ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით

თეთრ კვამლში ბუნდოვნად გავარჩიე მამაკაცის სილუეტი. ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ და ბურუსიც თითქოს მის მოახლოებასთან ერთად იფანტებოდა. ჩვენს სახლში ვიყავით, თბილისში, ჩვენი ოთახის თითოეული დეტალი ჩემს სურვილებს ასახავდა. როგორც იქნა, აქ ვართ, ჩვენს ახალ ბუდეში. რამდენი დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯეთ ორივემ იმისთვის, რომ ერთობლივად შეძენილი პატარა ბინა ჩვენი გემოვნებით მოგვეწყო. საძინებელი ოთახიც სპილოსძვლისფერ და ზურმუხტისფერებში გავაწყვიტეთ, სწორედ ზურმუხტისფერი ანიჭებდა მას სიმყიდრუვისა და სიმშვიდის შეგრძნებას. ფარდებიც ერთად შევარჩიეთ ზურმუხტისფერი. ალესანდრო მას ძველი თბილისისფერს ეძახის, იმდენად გავიჭერით ვინტაჟში რომ სიცილით ფარდებსაც კი კრეტსაბმელებს ვეძახდით. და აი, სწორედ ამ ოთახში, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. მალევე გავარჩიე ალესანდროს ჭაობისფერი თვალები, სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები. თვალებში ჩამხედა და ნაზად შეახო მისი ტუჩები ჩემსას, მეც ნაცნობი სურნელის შეგრძნებისთანავე დავხუჭე თვალები და კოცნაში ავყევი. ის ის იყო ნეტარების განცდას უნდა მოეცვა მთლიანი არსება, რომ, უეცრად, ჩემთვის საყვარელი სურნელი სადღაც გაქრა, თითქოს ტუჩებიც გაუცხოვდა, ყველაფერი ერთმანეთში აირია. თვალები გავახილე, ჩვენი კედლები და საყვარელი ნივთები ქართან ერთად ზეცისკენ ადიოდა, ზეცისკენ ადიოდა ზურმუხტისფერი კრეტსაბმელიც და მის ადგილს უდაბნოს ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე იკავებდა, ნელ-ნელა გადაიქცა ჭაობისფერები მრისხანე მწვანეებად, რომლის პატრონსაც სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. შიშისგან შევკივლე და მის მოშორებას შევეცადე.
სხეულის შეჯანჯღარებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა. ადგილზე შეშინებული წამოვხტი და თავი ავტომობილის ჭერს ავარტყი, მამაკაცის ძლიერი მკლავები ცდილობდა ჩემს ადგილზე დაბრუნებას. უხეშად ვეცადე მომეშორებინა და ისევ ამ საშინელ მწვანეებს შევეჯახე.
-რა ჯანდაბაა, სად ვარ, ხელი გამიშვიით. განწირული ვკიოდი ქართულად. ჩემს წინ მჯდომ საძულველ არსებას მკერდზე მუჭები დავუშინე. ამაოდ ვცდილობდი მოგერიებას.
-How you dare. როგორ ბედავ- ვაგრძელებდი ყვირილს. ისევ ვიგრძენი პირზე მძაფრსუნიანი ნაჭრის შეხება და ნისლში ჩავიძირე.
* * *
პირი გამიშრა... საშინლად მწყუროდა.... სული მეხუთებოდა... ჰაერი არ მყოფნიდა... სხეული ოფლში ცურავდა... დამძიმებულ ქუთუთოებზე თითქოს უზარმაზარი ქვის ლოდები დაედოთ, ვერაფრით ვახელდი. სიმწრით მოვახერხე ჩემს ბაგეებს დასცდენოდა სიტყვა „წყალი“.
ماء (მაან-წყალი). ექოსავით გაიმეორა გოგონას ხმამ. თვალები გავახილე თუ არა, დავინახე, როგორ მომიახლოვდა გოგონა ნიქაბში, წამოჯდომაში დამეხმარა და წყალი ლითონის ჭიქით პირთან მომიტანა. ორიოდე ყლუპი მოვსვი და გოგონას შევხედე.
ნიქაბი მხოლოდ თვალების დანახვის საშუალებას მაძლევდა. მასაც ჩემსავით მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები ჰქონდა. რატომღაც ეს გოგონა ჩემს მშველელად წარმოვიდგინე და ნახევრად წამომდგარს ხელზე, როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ჩავეჭიდე.
-HELP ME, PLEASE. ძლივსძლივობით ინგლისურად ვთხოვე დახმარება და იმედის თვალები მივაპყარი.
-დამშვიდდი. ინგლისურადვე მიპასუხა. აქ არაფერი გემუქრება. ნუ გეშინია!
- დამეხმარე აქედან გასვლაში. წამოდგომა დავაპირე თუ არა შემაჩერა.
- არ შეიძლება. მენდე. სანამ აქ იქნები, არც შენ და არც მე საფრთხე არ გვემუქრება . დამიჯერე, შენთვისვე ჯობია აქედან არ ადგე.
შუბლზე ხელი მომადო.
-სიცხე გაქვს, წამალს მოგიტან. - სწრაფად მომშორდა და გრძლად ჩამოშვებულ ფარდებს მიღმა გაუჩინარდა.
მაშინვე საკეტის ხმა გაისმა...
შიში, ბრაზი, სასოწარკვეთა, მონატრება- ყველაფერი ერთად ვიგრძენი და კანკალი დამეწყო. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. მე გამიტაცეს... ვინ იცის რას მიპირებენ . იქნებ ტრეფიკინგში აპირებენ ჩემს ჩაბმას, ან ორგანოებით მოვაჭრეები არიან, ან შეიძლება ISIS ტერორისტებს უნდა მიმყიდონ. ერთიანად მოაწვა გონებას ყველა საშინელი და ტრაგიკული ისტორია, რაც არაბულ სამყაროში ქალის გატაცებას უკავშირდება. ვინ იცის, იქნებ უკანასკნელი დღეა ჩემთვის. .. ეს გოგო ვინააა? ღია ფერის კანი, თვალები აქვს, აშკარად არაა აქაური. რატომ არ მეხმარება? სად ვარ? რა უნდათ ჩემგან? ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისტერიკული ტირილი დავიწყე. კარებს მივვარდი და იქამდე ვურტი მუჭები, ვიდრე ხელი არ დამისისხლიანდა. არავინ მპასუხობდა, თითქოს ყველა მიწამ ჩაყლაპაო, დაღლილი იქვე ჩავიკეცე.
გარემოს თვალი მოვავლე. დიდი სქელი ფირუზისფერი ოთახის ორ მხარეს ფარავდა. აი ამ ფარდებზე ნამდვილად ითქმოდა კრეტსაბმელი. მოლურჯო-ზურმუხტისფერებში გადაწყვეტილიყო მთლიანი ოთახიც, აღმოსავლური გადაჭარბებული დატვირთულობით. ერთ მხარეს ფარდის უკან დარაბისმაგვარი კარები იყო, მეორე მხარეს სარკმლისებური გრძელი ფანჯრები. ამგვარი ფანჯრები მეჩეთებში მინახავს. მისი გაღება და გაქცევა შეუძლებელი. იყო. სარკმლის ჭუჭრუტანიდან ფერადი ყვავილებისა და პალმების ბაღი მოჩანდა.
დანარჩენი კედლები ალაგ-ალაგ აღმოსავლური ორნამენტებით გაეფორმებინათ ფირუზისფერ-ლურჯის სხვადასხვა გრადაციებში. ოთახის ინტერიერს უზარმაზარი საწოლი, პატარა ტუმბო, გრძელი მოჩუქურთმებული სარკე, იატაკზე არეულად დაყრილი ფერადი ორნამენტებიანი ბალიშები, სავარძლები და დაბალი მაგიდა წარმოადგენდა. სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი საძინებლის სადა ინტერიერისგან. ერთადერთი საერთო ზურმუხტისფერი ფარდები გახლდათ. სხვა ვითარებაში აქაური ეგზოტიკით აღვფრთოვანდებოდი, სიამოვნებით ვუცეკვებდი აქ ალესანდროს, მაგრამ ახლა მთავარი აქაურობიდან თავის დაღწევა იყო.
ბალიშებში, ტუმბოს უჯრებში, ხალიჩის ქვეშ, ამაოდ ვეძებდი რაიმე ხელჩასაჭიდს, რაც საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვაში დამეხმარებოდა. უკანასკნელ ვარიანტად კი ს მაინც შევძლებდი სანამ საჯიჯგნად ვინმეს მიუგდებდნენ ჩემს თავს. რომ ვერაფერი ვიპოვე ,სასოწარკვეთილმა ისევ ყვირილი დავიწყე. ხმაურზე წელში მოხრილი შავოსანი ქალი შემოვიდა, გოგონასგან განსხვავებით, მას მხოლოდ ჩადრი ეკეთა, შუბლზე ტატუირებული სამი წერტილი სამკუთხედს ქმნიდა. კუპრივით შავი თვალები შავად შეეღება. ჩემი ვარაუდით ბერბერი იქნებოდა. ვერასდროს ვიტანდი შავს. ამ ქალიდან სიშავესთან ერთად წყვდიადი მოდიოდა თითქოს. კართან დაკიდებულ ფარდებს ჩემი ხელების სისხლის კვალი შეამჩნია, რის დანახვაზეც, თითქოს თავისი ასაკი დაავიწყდაო, გაშმაგებული გამოექანა ჩემსკენ ხელი რომ დაერტყა.
ისედაც სიცხიანი დავბარბაცდი და ინსტიქტურად, თავდასაცავად, სახეზე ავიფარე ხელები. მამაკაცის ყვირილის ხმაზე ხელები ჩამოვწიე. ისედაც წელში მოხრილი ქალი ერთი ორად დაპატარავებულიყო და თავდაკვრით გაეცალა ოთახს. ჩემს წინ ის საშინელი მწვანეთვალება იდგა. სისხლიანი ხელების დანახვაზე სახეზე შეშფოთება დაეტყო, რამაც გამაოცა. მომიახლოვდა და შუბლზე ხელი მომადო. თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
აქამდე როგორ ვერ მივხვდი. ალბათ მან გამიტაცა. აშკარად გავლენიანი არაბია, ვინ იცის რა სიბინძურეში აქვს ხელი გასვრილი. ისინი ხო ყველა ქალს მონად აღიქვამენ. ალბათ, ჩემი შეპასუხების გამო უნდა დამსაჯოს, მაგრამ რა იქნება ჩემი სასჯელი?.
ის ის იყო, ისევ ჩხუბი უნდა დამეწყო, რომ ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და სული შეუბერა.
სწრაფად განვითავისუფლე ხელები და მრისხანე თვალებით შევხედე.
الجورجية المتمردة (ურჩი გურჯი)- ჩემთვის გაუგებარი ენიდან მხოლოდ გურჯი გავიგე. ჩანს, იცოდა, ქართველი რომ ვიყავი.
მერიემ! დაიძახა მამაკაცმა და მაშინვე ნიქაბიანი გოგონა შემოვიდა.
აქ იყავი და ყურადღება მიაქციე. ხვალ უკვე კარგად უნდა იყოს. ჩემზე უთხრა ინგლისურად და დაგვტოვა. გაოგნებული, გაშეშებული ვიდექი, თითქოს ეს ყველაფერი სხვა ადამიანის თავს ხდებოდა, რომელიც ორიენტალიზმის თემატიკაზე გადაღებული ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟი იყო და მე პოპკორნით ხელში ვუყურებდი. როგორ გვიყვარდა მე და ალესანდროს ფილმების ყურება. როგორ მენატრება... ნეტავ სად არის. ..მეძებს? როგორ მიპოვის? მასაც არ დაუშაონ რაიმე? ნეტავ ყველაფერი სიზმარი იყოს. ამაოდ ვიჩქმიტე ხელზე. არ გამეღვიძა, ცხადში ვიყავი. ამ ფიქრებზე თვალები კიდევ უფრო ამემღვრა.
მერიემმა საწოლზე დამაწვინა და სიცხის დამწევი წამლის დალევა მთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ოთახში ისევ მწვანეთვალება შემოვიდა, ხელში პირველადი დახმარების ყუთი ეჭირა, რომელიც მერიემს ისე მიაწოდა, ჩემსკენ არც გამოუხედავს და მაშინვე ოთახი დატოვა.
მერიემმა ხელების შეხვევა დამიწყო. ვერ მოვითმინე და ისევ ვკითხე.
- რა ხდება ჩემს თავს? აქ რატომ ვარ, ან ის ვინ არის? რა დავუშავე?
- დამშვიდდი, მთელი დღე მშიერი ხარ, ჯერ საჭმელს მოგიტან, შეჭამ, წამალს მიიღებ და ყველაფერს მოგიყვები. დაიჩურჩულა.
- არ შევჭამ. არ მინდა. - გავაპროტესტე.
- თუ არ შეჭამ, არაფერს გეტყვი. დავუდს პირობა მივეცი...
სხვა გზა არ მქონდა, დავთანხმდი. მერიემმა ლანგრით ჩაი, ბრინჯი ხორცით და ფალაფილი შემოიტანა. ორიოდე ლუკმა ძლივს გადავყლაპე. სამაგიეროდ , ჩაის არომატი ძალიან მესიამოვნა და უარი ვერ ვთქვი. როგორც კი ჩაის დალევა დავასრულე და წამალი მივიღე, მერიემს მივუბრუნდი.
დროა, მომიყვე აქ რა ჯანდაბა ხდება. ის არის დავუდი? იმედისმომცემი თვალებით შევხედე.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და საუბარი დაიწყო.



№1 სტუმარი სტუმარი ლანა

აუ ძალიან საინტერესო არის როგორ გაგრძელდება????მალე დადე ახალი თავი????

 


№2  offline წევრი Impermeable

მადლობა, რომ კითხულობ. ვეცდები მალევე დავდო. რამდენიმე ისტორიული წყაროს დამუშავების პროცესში ვარ. წინ საინტერესო მოვლენებია heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი სალო

მართლაც საინტერესოდ ვითარდება. ქვესათაურიც მომწონს
იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ????????????????

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
მართლაც საინტერესოდ ვითარდება. ქვესათაურიც მომწონს
იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ????????????????

მადლობა შეფასებისთვის. მალე დავდებ შემდეგ თავს heart_eyes

 


№5  offline წევრი ვიპნი

არ მოველოდი ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა ,წარმატებები.

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთო

მოკლედ, ინტერნეტის პრობლემა მაქვს, ამიტომ გუშინ სამივე თავი კი წავიკითხე, მაგრამ კომენტარი ვერანაირად დავდე.
მეორე თავის შუა ნაწილიდან ისეთი ნაცნობი გრძნობა მეცა, რამაც გამახსენა ერთი რომანი, რომელიც ალბათ ოცი წლის წინ წავიკითხე და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. წლების მერე ამ რომანს ვეძებდი ინტერნეტ სივრცეში, სადაც გადავაწყდი "ბედუინს". საჰარა და ეგვიპტე ჩემი სისუსტეა ზოგადად. მაგრამ ეს ისტორია რატომ მიჩენს ისეთ გრძნობას, თითქოს ისევ ოცი წლით უკან დავბრუნდი? არაფერს ვიტყვი ჩემს ვარაუდებზე, იქნება და ვცდები?
ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგად წერ, მხატვრულად და ლამაზად გადმოსცემ. კითხვის სურვილი უფრო მიმძაფრდება. თავები პატარაა, რაც საერთოდ არ მყოფნის. იმედია არ შეწყვეტ, მე ბოლომდე მოგყვები. იცოდე ახლა მხოლოდ ამ ისტორიის გამო შემოვდივარ საიტზე და წარა-მარა სიახლეებს ვამოწმებ :დდ
პ.ს. ალესანდროზე უკვე ვგიჟდები. ჩემთვის მამაკაცის ეტალონია❤

 


№7  offline წევრი Impermeable

ვიპნი
არ მოველოდი ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა ,წარმატებები.

დიდი მადლობა, იმედია გავამართლებ მოლოდინებს <3

სტუმარი ქეთო
მოკლედ, ინტერნეტის პრობლემა მაქვს, ამიტომ გუშინ სამივე თავი კი წავიკითხე, მაგრამ კომენტარი ვერანაირად დავდე.
მეორე თავის შუა ნაწილიდან ისეთი ნაცნობი გრძნობა მეცა, რამაც გამახსენა ერთი რომანი, რომელიც ალბათ ოცი წლის წინ წავიკითხე და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. წლების მერე ამ რომანს ვეძებდი ინტერნეტ სივრცეში, სადაც გადავაწყდი "ბედუინს". საჰარა და ეგვიპტე ჩემი სისუსტეა ზოგადად. მაგრამ ეს ისტორია რატომ მიჩენს ისეთ გრძნობას, თითქოს ისევ ოცი წლით უკან დავბრუნდი? არაფერს ვიტყვი ჩემს ვარაუდებზე, იქნება და ვცდები?
ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგად წერ, მხატვრულად და ლამაზად გადმოსცემ. კითხვის სურვილი უფრო მიმძაფრდება. თავები პატარაა, რაც საერთოდ არ მყოფნის. იმედია არ შეწყვეტ, მე ბოლომდე მოგყვები. იცოდე ახლა მხოლოდ ამ ისტორიის გამო შემოვდივარ საიტზე და წარა-მარა სიახლეებს ვამოწმებ :დდ
პ.ს. ალესანდროზე უკვე ვგიჟდები. ჩემთვის მამაკაცის ეტალონია❤

ვერ წამოიდგენ როგორ გამიხარდა ეს კომენტარი. ისტორია მოგონილთან ერთად რეალურ პერსონაჟებსაც და მათ ცხოვრებას ეხება, ამიტომ ხანდახან მეც მიჭირს გავავლო ზღვარი, სად მთავრდება რეალობა და იწყება ლიტერატურული ფანტაზია. იმედია გავამართლებ თქვენს მოლოდინებს. ახალი თავი უკვე ავტვირთე, ელოდება მოდერის შემოწმებას და უახლოეს საათებში გამოჩნდება ისტორიებში ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent