შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზესუმზირების სოფელი (სრულად)


28-07-2020, 02:27
ავტორი tasusuna
ნანახია 8 382

მაღალ,ყვითლად შემოსილ გორაკებზე წლების წინ პატარა სოფელი გაეშენებინათ მომთაბარეებს.
ლეგენდის თანახმად,სოფლის თავკაცად წოდებულ ვინმე თადეოზს აუკრავს გუდა–ნაბადი და,
ცოლშვილით დასახლებულა უსიცოცხლო მიწაზე.
თანასოფლელები,პირველ ხანებში,შორიდან,ირონიით შესცქეროდნენ დილა–საღამოს ხრიოკ მინდორზე დაუღალავად მომუშავე ოჯახს.
სიცილად არ ჰყოფნიდათ ოფლში გაწურული თავკაცის მიწასთან დაჩოქილი სხეული,
რომელიც,მარცვალ–მარცვალ რგავდა წვიმისგან დამბალ მიწაში მზესუმზირის მარცვლებს და,შვილებივით თავს დატრიალებდა ყოველ დღე.
მათი სარკაზმი მალევე ჩაიფარცხაა,
როცა წინათ მოყავისფრებულ გორაკებზე მწვანედ აბიბინდა ხასხასა ღეროები.
გაოცებულები დღე–ღამ ინტერესით შესცქეროდნენ ახალშენს და,
ვერადავერ გაეგოთ,თუ რისი საწყიისი იყო ნათესურები.
მისვლა და კითხვა ესირცხვებოდათ,თავჩახრილები ჩაუვლიდნენ ამაყად მომზირალ თადეოზს და,
მდაბალი თავისდაკვრით ესალმებოდნენ მხოლოდ.
დაუღალავი მოვლისა და,
დღე–ღამის თენების შემდეგ,
მწვანე ღეროებზე მზისფერი მრგვალი სფეროები გამოისხა ნარგავებმა,
სოფელი გაორკეცებული ინტერესით იჩრდილავდა თვალებს და,
ათას ვარაუდს გამოთქვამდნენ.
სწორ დასკვნამდე კი,ვერადავერ მიდიოდნენ.
ერთ დილას კი,
მზის სხივებს დაასწრეს მზესუმზირებმა გაფურჩქვნა,
გადაბიბინებულ სიმწვანეში,
სფეროებმა თვალები ნაზად გაახილეს და,
შავგულა ყვითელი სახეები ამაყად მიუშვირეს ცნობისმოყვარე ხალხსა და,
კამკამა ზეცას.
თადეოზი სიამაყით დასცქეროდა მის ნაღვაწს,
თითოეულ ყვავილს ფრთხილად ეფერებოდა და,
ღმერთს მადლობას სწირავდა,
რომ უნაყოფო მიწაზე მზესუმზირები გაახარა.
ხალხში მითქმა–მოთქმა თითქოს განელდაო,მაგრამ,
თითოოროლა კაცი თითშემართული უთითებდა მაღალ–მაღალი მზესუმზირებისკენ და მის მომყვანს ავსულობას სწამებდა.
თადეოზმა შეძლო ის,რაც მათ წლების მანძილზე ვერ გააკეთეს,
უშვილო მიწას პატარა,შავგულა მზესუმზირები აჩუქა.
მათი შეჩვენების მიუხედავად,
სოფლის თავკაცი უხვ მოსავალს იღებდა,
რამაც მის ოჯახს თბილი კერა და,
ბუხრიდან ამომავალ კვამლს შერეული მადისაღმძვრელი სუნი აჩუქა.
როცა თადეოზმა ფეხი კარგად მოიკიდა და მოსავალსაც გემო გაუსინჯა,
გორაკიდან დაბას დაეშვა და,
სოფლის კრებაზე თანამაცხოვრებლებს მასთან ერთად გადასვლა და,
მზესუმზირების მოყვანა შესთავაზა.
კვირის თავს ,
თადეოზის ახალაშენებული პატარა ერთსაურთულიანი სახლის მეზობლად,
ბალავრის გაჭრა დაიწყეს,
ერთი სრული წლის შემდეგ კი,
ყოფილ ნასახლარზე აბრა ჩამოკიდა სოფლის თავკაცმა,
რომელზეც დახატული ისარი გორაკისკენ იყო მიმართული,
ისრის ქვემოთ ქი,
ყვითელი საღებავით ლამაზად გამოეყვანა სახელწოდება:
„მზესუმზირების სოფელი“
**
წლების სვლამ,
თაობათა ცვლამ,
სოფლისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის ჩაფარცხვამ და,
მაცხოვრებელთა მიგრაციამ საგრძნობლად იმოქმედა მზესუმზირების ნარგავებზე.
თადეოზის ხსოვნამ მხოლოდ 3 ათწლეული გაძლო მმოსახლეობაში.
დროთა განმავლობაში კი,მივიწყებას მიეცა მისი სახელიც და,ერთ დროს მქუხარე ავტორიტეტიც.
მხოლოდ ჟამგადასული მოხუცებულები თუ იხსენებდნენ სოფლის დამაარსებელს და,
სინანულით შესცქეროდნენ ხმობაშეპარულ ნარგავებს.
უმოსავლო მიწამ თითქოს მისი სახე დაიბრუნა,
დღეღამის თენებაც კი აღარ შველოდა სიყავისფრე მოდებულ ფერდობებს.
გულჩამწყდარმა მოსახლეობამ სინანულით აიკიდა უკანასკნელი გუდა–ნაბადი და,
სამუდამოდ გამოიხურეს მამა–პაპის ნაშენები ფიცრულები.
მხოლოდ სამი სახლიდან გამოდიოდა მბჟუტავი სინათლე.
ერთერთი კი,
თადეოზის ფუძიდან გამოდიოდა,
რომელშიც,ერთადერთი გვარის მატარებელი,
მართა–მარიამი ცხოვრობდა.
**
____
ქვითნაშენ,
ერთსართულიან,
სტიქიისა და ჟამისაგან შელახულ სახლში დილა გათენებისთანავე საქმით იწყებოდა.
25 წლამდე სუსტი აღნაგობის,ფერმკრთალი მართა–მარიამი ბაბუის ხელით ნაშენ სახლს თვალისჩინით უფრთხილდებოდა და,
ყოველ ნაკვეთს სისუფთავეს სძენდა.
მას შემდეგ,რაც,უკანასკნელი იმედი,ავი სენით დააავადებული დედაც გარდაეცვალა,
საყრდენგამოცლილი,მარტოდ დარჩენილი ცდილობდა იმ მცირედისთვის,რას ჰქონდა,,მოვლა არ დაეკლო და,
მზესუმზირების სულ პატარა მოსავალი მისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა.
მანამ,სანამ სოფელი დაიცლებოდა,
პატარა შემობაში,რომელსაც სკოლას უწოდებდნენ,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.
გასამრჯელოს,რომელსაც ძალიან იშვიათად იღებდა,საგულდაგულოდ ინახავდა..
მიზანი–რომ მზესუმზირების სოფლიდან წასულიყო და,
ქალაქში საცხოვრებლად პირველი ნაბიჯებისთვის სამყოფელი თანხა შეეგროვებინა,მისთვის სტიმული იყო,
ამიტომ პაპის მსგავსად,
ჰექტარზე გადაშლილ გავერაგებული ნაგრავებს შეძლებისდაგვარად უვლიდა.
თითქოს,სისხლში ჰქონდა შავგულა მზესუმზირების სიყვარული.
თადეოზის მსგავსად,
ფრთხილად ეფერებოდა ნაყოფს და,
გახარებას ევედრებოდა.
მიუხედავად მისი სოფლის დიდი სიყვარულისა,
მარტო ყოფნა აღარ შეეძლო.
სულში გამეფებული შიში გულმუცელს უღრღნიდა და,
ყოველგაფაჩუნებაზე,
პულსი უჩქარდებოდა.
მის მეზობლად,
80 მიტანებული ნუცაც ვეღარ ეიმედებოდა დამცველად,
მესამე სახლი კი,მისგან საკმაოდ მოშორებით იყო,
სადაც,მრავალშვილიან ოჯახს დაედო ბინა.
ეშინოდა მარტოობის,
ცარიელი სივრცის,
შეღამების,
წვიმის,
ავდრის..
მხოლოდ კაშკაშა მზე თუ გაუხარებდა დარდით სავსე გულს..
მხოლოდ მაშინ,ორმაგად აუძგერდებოდა გული,
მზისაკენ მოცქირალ მზესუმზირებს გადახედავდა და,
სულ მცირე იმედიც უღვივოდა გულში,რომ
სიმარტოვე მალე დასრლდებოდა და,
სოფელს,სადაც 25 წელი გაატარა,
თავს დააღწევდა.
**
მზესუმზირებს ჯერკიდევ არ გახსნოდათ მტკიცედ შეკრული ყვითელი პირი,
გამთენიისხანს,
მისი სახელი რომ მოესმა ძალიან შორიდან.
ძილბურანში მყოფს გული აუჩქარდა,
სასწრაფოთ წამოჯდა ერთსაწოლიანი ლოგინიდან და,
ხის კარები ხელისკანკალით გახსნა.
–მართა!–სუსტად იძახდა მის სახელს გვერდით სახლიდან მოხუცებული.
მუდამ ომახიანი,ძლიერი ქალის ხმა ისე მისუსტებულიყო,
მართას შიშმა დაუარა და,
ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ქვიანი ეზო.
ქალს სახლის კარები ღიად დაეტოვებინა,
საწოლზე,რომელიც კარების პირდაპირ დაედგათ,
მისუსტებული მოხუცი
მიწოლილიყო და,
იმწამს შემოსულ მართას იმედით მიაცქერდა.
–მართა,მიშველე!–სუსტად ამოიძახა სულთმებრძოლმა და,
დასუსტებული,დამჭკნარი მკლავი მისკენ გამოსწია,
რომელზეც,სუროსავით შემოეხვია გოგოს მტევანი.
–ნუ გეშინიათ,მითხარით რა გაწუხებთ,რითი დაგეხმაროთ.–ხმა აკანკალებოდა,გრძნობდა,ქალი უკანასკნელ საათებს ითვლიდა,ენანებოდა,
ის მცირე იმედიც ხელებში ეღვენთებოდა.
–მაგიდაზე ფურცელია,იქ ნომერი წერია..
თუ ჩემი ხათრი გაქვს,
ფერდობზე ადი და,
დარეკე.
იოაკიმეს უთხარი,რომ დრო დადგა..
მხოლოდ ეს მინდა,მხოლოდ ამით თუ დამეხმარები მართა..–სევდიანად შეანათა აწყლიანებული ცისფერი თვალები და,
მაგიდისკენ მიუთითა.
ეცოდებოდა,
ენანებოდა მარტო დასატოვებლად,
მაგრამ,
მისი თხოვნა გულს უკლავდა.
საბანი შეუსწორა,
ფურცელს ხელი დაავლო და,
მზესუმზირების ხეობისკენ მთელი ძალით გაიქცა.
ხელში მჭიდროდ მოექცია ძველი მოდელის მობილური,
ფულცელი მუჭში მოეკეცა და,
წუთებს ითვლიდა..
აწყლიანებული თვალები ჩამონისლულ გზას უფრო უბინდავდა.
დილის სუსხი მტკივნეულად ედებოდა მოშიშვლებულ მხრებზე და,
შემცივნებული,
ტემპს უფრო უმატებდა..
რამოდენიმე მეტრიც და,
ხეობის თავში მოექცა.
მზესუმზირებს დილის ცვარისთვის ამაყად შეეშვირათ სახე და,
მზის სხივების მოლოდინში გარინდულიყვნენ.
სინანულით მოავლო მათ თვალი და,
მითითებულ ნომერს დაელოდა.
მესამედ სცადა,თუუმცა,
ტელეფონს არ იღებდნენ.
გაბმული ზუმერი უკვე ნერვებს უშლიდა,
ეჩქარებოდა,
ნერვიულობდა..
უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა,
მეოთხე ცდაზე,
წუთის შემდეგ,
ტელეფონიდან მამაკაცის ნამძინარები ხმა რომ მოისმა.
–ბევრი დრო არ გაქვთ,ნუცა ბებიამ გადმომცა თქვენი ნომერი,ძალიან ცუდადაა,თქვენ გიხმობთ!–მოკლედ მოუჭრა საქმელი და,
მზის პირველ სხივებს თვალი გაუსწორა.
–მოვდივარ!–პასუხიც კონკრეტული მიიღო,
მობილური გათიშა,
კიდევ ერთხელ შეავლო ნარგავებს თვალი და,
ჰორიზონტიკენ დაიძრა,საიდანაც,წერტილებად მოჩანდა ნასახლარები.
გზად,იმ მესამე სახლთან შეჩერდა,
ასაკში შესული მამაკაცი თვლებში ჩამდგარიყო და,
ხელში მოქცეულ მზეუმზირის თესლებს მიწაში ფრთხილად რგავდა.
სახლის აივანზე ქალი გადმომდგარიყო,
წლამდე ბავშვი ხელში ეკავა და,
ღიმილით შესცქეროდა მეუღლის გარჯას.
ქალმა კრა თუარა თვალი ხის ღობესთან აწურულ მართას,
გაუღიმა და,
მისკენ წამოვიდა.
–მართა,მობრძანდი!–გულკეთილად შეიპატიჟა,თუმცა,ზომაზე მეტად გაფითრებულმა გოგოს სახემ დააეჭვა.–ხო მშვიდობაა??–ინტერესით ჩეკითხა და,აწყლიანებულ თვალებში ჩახედა.
–ნუცა ბებიაა ცუდად,გთხოვთ,წამომყევით.–ვედრებით შეხედა და,
აკანკალებული ხელები ტელეფონს მოავლო.
–ახლავე,მართა,ნუ გეშინია,მოვდივართ!–უცებ დაფაცურრდა,ბავშვი 15–16 წლის გოგოს მისცა,მამაკაცს გასძახა და,
იმედმოცემულ მართას სახლისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაჰყვნენ.
თუმცა,
ამაოდ,
პარმაღიდანვე მოუკვდა მართას გული..
ლოგინში მწოლიარე ქალს სახე მიტკალივით გათეთრებოდა..
მიახლოებაც ვეღარ შეძლო,
იქვე,
აივანზე მდგარ ხის პატარა სამფეხიან სკამზე ჩამოჯდა,
სახე ხელებში ჩარგო და,
გულით ატირდა..
***
ხმაურმა გამოაფხიზლა.
ტირილისგან დასიებული თვალები დანისვლოდა,
თუმცა,
მაინც გაარჩია სახლისკენ მომავალი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
მანქანა ფრთხილად ამოდიოდა,
ამოწვერილ ქვებსა და,
მიუვალ გზებს გვერდს შეძლებისდაგვარად უვლიდა და,
ჯიქურ იწევდა წინ.
–ალბათ,არჩილია.–მამაკაცი ამოუდგა გვერდით და,
დამწუხრებული სახით გაეგება გაჩერებული მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა მამაკაცსა და,მის ფეხდაფეხ მომავალ 55–60 წლამდე შევერცხლილ კაცს. .
მიუსამძიმრა და,გულში ჩაიკრა ისინი.
ცდილობდა მართა მათში ამოეცნო ნაცნობი სახე,
თუმცა,
ამაოდ,
მის გონებას მათი არცერთი ნაკვთი არ ახსოვდა.
–ნუცას შვილი და ცოლი მანამ წავიდნენ,სანამ შენ დაიბადებოდი,მართა.–გულში გავლებული ეჭვი ქალმა დაუდასტურა,რომელიც,მეუღლის მსგავსად შეეგება მისთვის უკვე ცნობილ არჩილს.
ახლადმოსულებს ისიც თავი კვრით შეეგება და,
დაბალი ხმით,
ნაღვლიანად მიუსამძიმრა.
უკვე მოსაღამოვებული იყო,
სახლისაკენ წასულს ძახილმა რომ შეაჩერა.
მობრუნებულს,წინ ნუცას შვილიშვილი დახვდა.
სუსტად გაუღიმა,
და მზერა მალევე აარიდა.
–ყველაფრისთვის მადლობა,მართა–მარიამ!–მამაკაცის ხმა მტკიცე,სუსხიანი,თუმცა,ჟრუანტელისმომგვრელი იყო,თითქოს განსხვავდებოდა დილით მოსმენილისგან,
მაგრამ,ის იმპულსები,რაც ტელეფონიდანაც კი იგრძნობოდა,
ახლაც გამჯდარიყო მამაკაცის ბარიტონში.
საპასუხოდ თავი დაუკრა,
ახედა,
ცასავით ლურჯ თვალებში წამით ჩახედა და,
გაუღიმა.
–ძალიან მიყვარდა თქვენი ბებია!–წამის შემდეგ უთხრა და,
სახლისაკენ,ამჯერად,
გულაჩქარებით წავიდა..
***
ეზოში,სადაც წინა წელს დარგული მზესუმზირები ბოლო წუთებს ითვლიდა,
ახალგაზრდა ქალი კვლებში ჩამდგარიყო და,
მდუმარედ თხრიდა გამხმარ ღეროებს.
დილის ცვარისგან დანამულ დამჭკნარ შავგულა მზესუმზირებს თავები უმწეოდ ჩაექინდრათ და,
ელოდნენ,როდის ამოთხრიდნენ გახრიოკებული მიწიდან.
ქალის სუსტი მტევნები მჭიდროდ ეკვროდნენ და,
მძლავრად ქაჩავდნენ მიწაში ფესვებგადგმულ მცენარეს.
გამხმარ მიწაზე დროდადრო ზართქით ეხეთქებოდა მლაშე სითხე.
ღაწვებზე უწყვეტად მომდინარე ცრემლებს მიწიანი ხელებით იშრობდა და,
მაინც არ ეშვებოდა გამხმარ მზესუმზირებს.
გული ეწურებოდა,
ენანებოდა,
თითოეული ნარგავი გულს უკლავდა და,
მაინც ვერ ხვდებოდა,
ფიქრობდა,
საზღვრავდა,
მაგრამ,
მაინც ვერ ხსნიდა,
თუ რატომ ხმებოდა ასე ერთიანად მისი უკანასკნელი იმედი..
მზე ცის კამარის ცენტრში ექცეოდა უკვე,
თავზე წამომდგარმა სხეულმა ჰორიზონტი რომ დაუჩრდილა.
მიწაზე დაჩოქილი წელში მტკივნეულად გაიმართა და,
თავზე წამომდგარ მაღალ სხეულს ინტერესით ახედა.
მამაკაცის მიმიკის ცვლილებაზე მიხვდა,რომ ცუდად გამოიყურებოდა და,
თავჩახრილმა,
ზურგი აქცია და,
დაწყებული საქმე განაგრძო.
გაოცებისგან მცენარის ტოტზე მოკიდებული ხელი გაუშეშდა,|
როცა,
მის გვერდით დაჩოქილი იოაკიმე დაინახა,
რომელიც,
მეორე კვალს მისდგომოდა და,
გაყავისფერებულ მზესუმზირებს მონდომებით თხრიდა.
გულში გაკენწლილმა სიამოვნების სიმებმა ჟრუატელი მოგვარეს მართა–მარიამს.
დახორკლილ მკლავებზე ხელები აიტარა და,
მიმზიდველ ნაკვთებზე მზერა შეეყინა.
მამაკაცის გამოკვეთილი ყვრიმალები მის სახეს სიმკაცრესა და,
ოდნავ სილამაზეს სძენდა.
მოზრდილი თმას დილის სიო ნაზად ურხევდა და,
მის დამორჩილებას ამაოდ სცდილობდა.
იმ წამს,
მზესუმზირებში მოქცეული მამაკაცის ახოვანი სხეული მართას ყველაზე სანდომიანი,სასურველი მოეჩვენა და,
საკუთარი ფიქრების შერცხვა.
არ მისცა საკუთარ თავს ოცნების უფლება,
ადამიანი,რომელიც მის წინ ჩამუხლული წევდა მიწიდან მზესუმზირებს,
იმაზე მიუწვდომელი იყო,
ვიდრე მთელ ფერდობზე ყვითლად მობიბინე მზესუმზირები.
გული ჩასწყდა,
კვალს მიუბრუნდა და,
დაწყებული საქმე ბოოლომდე ხმისამოუღებლად მიიყვანა.
–ხვალ დაკრძალვვაა.–როცა საქმეს მორჩნენ,
იოაკიმეს ხმა მოესმა გვერდიდან მართას.
ბიჭს სულ დასვროდა სამოსი და,ხელებს მონდომებით იფერთხავდა.
ქალის სახეზე გაქრობის მაგივრად,ტკივილი გაორმაგებული მოეჩვენა მამაკაცს და,
თითქოს,
გული ეტკინა,
სახე მოეღრუბლა და,
ინტერესით აკვირდებოდა ამღვრეულ თვალებში,
პასუხებს ეძებდა,
თუმცა,
ამაოდ,
გოგო ოსტატურად მალავდა აშკარა ტკივილს.
–შენ თვალებს ტკივილი არ უხდება,მართა–მარიამ!–ნაღვლიანად ამოხედა ქვემოდან და,
ოდნავშესამჩნევად გაუღიმა.
ქალის სახეზე წამიერმა გაბრწყინებამ გული მოულბო,
თუმცა,
წამიერად,
მისი სახე კვლავ ბურუსმა მოიცვა.
–მინდა ვიცოდე ასეთ ტკივილს რა გაყენებს..–მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ ორი დღეა რაც იცნობდა,
ქალის სხეულიდან წამოსული ტალღები ანდამანტივით აჯაჭვებდა მის ტკივილს.
ქალმა,პასუხის ნაცვლად,
გაცარიელებული მინდვრისკენ მიუთითა და,
გორად დახვავებულ დამჭკნარ მზესუმზირებს ცეცხლი წაუკიდა.
–მზესუმზირები ჭკნებიან,იოაკიმე!
ეს დასასრულს მოასწავებს!–ცივად ჩამოეკიდა ცხელ ჰაერს მართას სიტყვები.
კიდევ ერთხელ შეავლო მამაკაცის სახეს თვალი და,
სახლისკენ წავიდა.
მხოლოდ ფანჯრიდან აკვირდებოდა,
როგორ ტოვებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი,ახოვანი სხეული მის ეზოს..
***
გამთეენიისსხან,
როცა დილის სუსხი ძლიერდებოდა და,
ქარს ზუზუნი დაეწყო,
მართას გონებამ,როგორც იქნა მოდუნება დაიწყო და,
საბანში გახვეულს ღრმად ჩაეძინა.
სიზმრებში იმდენად თავისუფალი,
ლაღი,
ჰაეროვანი იყო,რომ დაენანა გამოღვიძება.
თუმცა,
აქაც შემოეხვია კაეშანი ყელზე და,
ლამაზ სიზმრებში გაფანტული გონება უცებ გამოაფხიზლა
მისივე ყვირილმა.
ლოგინიდან წამში წამოხტა და,
აჩქარებულ გულზე ხელი მიიჭირა.
საათი შუადღის სამს უჩვენებდა.
მხოლოდ ახლა გაახსენდა დაკრძალვა და,
ნაჩქარევად ჩაიცვა.
ხის კარები გამოხნა .
ქარში გარეული წვიმი ცივი წვეთები სახეზე ურცხვად შეეხეთქა და,ჯერკიდევ გაბრუებული უცებ გამოაფხიზლა.
წვიმდა.
ნაპრალები,რომელიც ამოთხრილ მზესუმზირებს დაეტოვებინა,
წვიმას პირთამდე ამოევსო და,
ატალახებულ ეზოში წვეთებს მის სურვილზე დაატარებდა.
ჩამოქუფრულ ზეცას პირი ფართოდ მოეღო და,
|გადამხმარი მდელოსთვის არ ენანებოდა მაცოცხლებელი ელექ.
დაუდევრად შეკრულ თმაზე კაპიშონი წამოიფარა და,
თავსხმა წვიმაში ფეხი გაბედულად შედგა.
ეზო ჩქარი ნაბიიჯით გადაჭრა და,
მეზობელ სახლთან,
ღიაცისქვეშ,
შეჩერდა.
პარმაღზე არჩილი,
მათი მეზობელი ცოლქმარი შვილებით,
3–4 უცხო კაცი და,
იოაკიმე გახიდულიყო.
თავჩახრილებს მზერა სახლისკენ შეეყინათ და,
შესვლას თითქოს არ ჩქარობდნენ.
მხოლოდ მართა იდგა ჩამოშავებული ზეცის ქვეშ და,
ქურდულად ათვალიერებდა მამაკაცის მოქუფრულ სახეს.
თითქოს იგრძნოო დაჟინებული მზერა,
მისი მიმართულებით მოტრიალდა იოაკიმე.
ზღვისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა და,
ამის დანახვაზე გული მწარედ ჩასწყდა მართას.
უხმოდ მიუახლოვდა და,
კუთხეში მდგარს,
ისე,რომ სხვა თვალისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო,
მამაკაცის აკანკალებულ ხელს მისი ჩასჭიდა.
გააკანკალა.
სიცივისგან თუ,სხეულში დავლილი სასიამოვნო ჟრუანტელისთვის,არ იცის,მაგრამ,
ყველა უჯრედში რომ სასიამოვნო ელექტროდები დაუდის,
ეს აფორაჯებულ ღაწვებზე და,ათრთოლებულ სხეულზეც ეტყობოდა.
შეხება სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა,
თუმცა,
ორი დამუხტული სხეულისთვის საკმარისი აღმოჩნდა,რომ
მათი წილი ნუგეში მიეღოთ.
–დროა!–თითქოს,რეალობას დააბრუნა არჩილის ხმამ ორი გარინდული სხეული,
მამაკაცებმა სახლიდან სასახლე გამოიტანეს და,
გორაკისაკენ წვიმაში,
ხრიოკ აღმართს ფეხით აუყვნენ.
სციოდა..
სხეული ტეხდა და,
საწვიმარს მჭიდროდ იკრავდა ტანზე.
გზადაგზა მიტოვებულ,
მესერით შემოსაზღვრულ ნაკვეთებს უყურებდა და,
კიდევ უფრო ეძაბებოდა სული.
ერთ დროს მობიბინე მზესუმზირების პლანტაციებიდან რკინის მავთულების გარდა აღარაფერი დარჩენილიყო..
ჩამოძონძილი სახლებიდან მარტოობის სუნი გამოდიოდა..
ღიად დარჩენილი ფანჯრებიდან დამსხვრეული ჭურჭლისა და,
დალეწილი ავეჯის ნარჩენებს ხედავდა და,
გული ეხუთებოდა.
–მოვედით!–ისევ გამოაფხიზლეს უსიამოვნო ფიქრებიდან..
გარდაცვლილთა სამფლობელო სუროებს მოეცვა..
ხის ჯვრები მიწაზე წაქცეულიყო და,
უპატრონოდ მიტოვებულ საფლავებს თავზე გადამხობოდა.
–ეს საშინელებაა.–ხმადაბლა სევდით ამოილაპარაკა და,
მოხრიოკებულ მიწებს თვალი მოავლო.
წვიმას თითქოს გადაეღო.
წვრილად ცრიდა.
მამაკაცები გათხრილ საფლავთან იდგნენ და,
ყავისფერ აყალო მიწას აყრიდნენ ფიცრებს.
იოაკიმეს შავი სპორტული პიჯაკი გაეძრო და,
ხის მესერზე გადაეკიდა.
ბარით ხელში,
მოღუშული,დამწუხრებული სახით ეთხოვებოდა მის წინაპარს.
რომ არა თვალს მოჭრილი სიყვითლე,
ალბათ,
დიდხანს იდგებოდა უძრავად მართა და,
მაგრამ,
როგორც კი თვალი იოაკიმეს სახეს მოაშორა,
მის ზურგსუკან,
მზერამ ყვითლად აბიბინებული მზესუმზირები დალანდა.
გაოცებისგან ხმა წაერთვა..
მოყავისფრებულ ფერდობზე სულ რამოდენიმე მეტრზე,
კვადრატად ყვაოდა შავგულა მზესუმზირები.
ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა ნარგავებისკენ.
ატალახებულ გზაზე ფეხი უცურდებოდა,
მაგრამ,
მაინც მიიწევდა წინ.
იქ მისული,
კიდევ უფრო გაკვირდებული დარჩა...
მზესუმზირები მოზრდილი ქვის ირგვლივ ამოსულიყვნენ და,
ისე როგორც არადროს,
მთლიანად გადაეშალათ შავგულა ყვითელი სახეები.
ქვაზე,სადაც წრიულად შემოეკრათ წრე ნარგავებს,
მისი წინაპრის ,
თადეოზის სახელი გარკვევით ამოტვიფრულიყო..
–ეს შეუძლებელია...–ხმა ჩამწყდარმა ძლის ამოილაპარაკა..
ნაზად გადაუსვა ხასხასა ღეროებს ხელი და,
გული გაუთბა..
მზესუმზირები მათი პატრონის საფლავზე ამოსულიყვნენ და,
წარმოდგენლად ხარობდნენ...
ამის გააზრებაც კი უჭირდა მართას..
თვალები შეიმშრალა და,
მოქუფრულ ცას სახე შეუშვირა.
ცივი წვრილი წვეთების შხეფები ესიამოვნა ახურებულ ლოყებზე.
ხელები ჰორიზონტალურად გაშალა და,
თვალებდახუჭულმა,
ღრუბლების ცრემლებს ნება მისცა მის სახეზე ეთამაშათ.
თითქოს,გულში სიხარული ჩაეღვარა..
ის,რომ მზესუმზირები სადღაც,
თუნდაც,
თადეოზის სამყოფელთან ხარობდნენ,
მის სულს ამშვიდებდა.
იმედს უღვიძებდა და,
გულს უამებდა.
–დასასრული ჯერ არ დამდგარა,მართა–მარიამ!–მოულოდნელად უკნიდან მამაკაცის ბარიტონი მოესმა და,
შეკრთა.
ხელები უცებ ჩამოწია,
დასველებული სახე შეიმშრალა და,
მის წინ შავებში მოსილ ძლიერ სხეულს დაუპირიპირდა.
–ადრე თუ გვიან,ყველა უბრუნდება საწყისს,იოაკიმე!–მკრთალად გაუღიმა და,
ფერდობზე ფრთხილი ნაბიჯით დაეშვა.
***
დილაა ადნიან,ეზოდან მომავალლმა ხმაურმა გამოაფხიზლა..
9 სრულდებოდა,
გუშინდელი ავდრისგან განსხვავებით,
ფანჯრებში მზის ყვითელი სხივები იჭრებოდა და,
ოთახს ურცხვად ანათებდა.
წამოდგა და,
ხმაურის ეპიცენტრს მოავლო მზერა,
ეზო ცარიელი იყო,
მაგრამ,
ხმა აშკარად ეუცხოებოდა..
ნაჩქარევად ჩაიცვა და,
ეზოში თვალების სრესით გავიდა.
მისდა გასაკვირად,
ხმაური ნამდვილად იყო და,
მისი გამომწვევი მიზეზი კი,
თვით იოაკიმე იყო,
რომელიც,
გულზეხელდაკრეფილი გადაჰყურებდა მიწის მცირე ნაკვეთს და,
თითქოს რაღაცას ზომავსო,
გამჭოლ მზერას ავლებდა კვლებს.
შემდეგ დაიხარა მიწასთან და,
მუჭში მოქცეული უკანასკნელი თესლი ბოლო ორმოში ჩაყარა.
ეს იმდენად სასიამოვნო შესახედი იყო,
რომ ჟრუანტელმა მთელი ტანი დაუფარა ქალს.
მამაკაცის ძლიერი ხელები ფრთხილად აყრიდა გაფხვიერებულ მიწას თესლს და,
თითქოს ეალერსებაო,
მიწას ხელისგულებს ფრთხილად ადებდა.
მართასთვის მზრუნველობა იმდენად უცხო,
მიუწვდომელი,
სანატრელი გამხდარიყო,
რომ გული საშინლად მოეწურა და,
ცრემლების შესაკავებლად თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
–არ გატყდე,მართა!–იოაკიმეს ხმა მოესმა ძალიან ახლოს,
თვალები გახელა ვერ გაბედა..
ერთ ადგილას გახევებულმა,
მკლავები გულთან გადაიჭდო და მაგრად მიიჭირა.
მისმა საქციელმა,
უკანასნელმა სიტყვებმა და
ხელებმა,
რომლების მკლავებზე ფრთხილად მოკიდა,
გული ნაწილებად დაუმსხვრია მართას...
იმის გააზრება,რომ
ვიღაც,
სრულიად უცხო ,
ეხმარებოდა და,
ამხნევებდა,
აფრთხობდა,
იმის მაგივრად რომ,
თავი უკეთ ეგრძნო.
მიუხედავად ჯებირებისა,
დახუჭული თვალებიდან მაინც გამოექცა ცხელი ცრემლები.
გრძნობდა,
ვეღარ შეიკავებდა თავს.
მხრები შესამჩნევად აუთრთოლდა და,
მამაკაცის წინ,
უმწეო ბეღურასავით,
გულამოსკვნილი აქვითინდა.
–მართა–მარიამ,გთხოვ..–იოაკიმე ვედრებად დაიღვარა,
ქალი,რომელიც ბეჭებში მოხრილი,
სუსტი,
დამფრთხალი,
სულმოუთქმელად ტიროდა,
გულს უკლავდა.
–გთხოვ!–ხმაგამტყდარმა შეევედრა,თუმცა,
ქალის გულმა ფართოდ გამოაღო კარები..
თლილი,
სუსტი,
აკანკალებული გძელი თითები მაგრად მიეჭირა სახეზე და,
თავი ჩაეხარა.
სიმწრისგან მომუჭული ხელი ქვის საყრდენს მიარტყა იოაკიმემ.
მისი უმოქმედობა ყელში აწვებოდა,
არიცოდა რა ექნა,
უფრო სწორად,
გული კარნახობდა,მაგრამ,
უფრო არ დაეფრთხო,ამის ეშინოდა.
თუმცა..
მაინც გულის თქმას მიყვა..
ძლიერი მკლავები მისკენ წაიღო და,
ქალის ფარატინა,
სუსტი,
ათრთოლებული სხეული მკლავებში მოიქცია.
გულში ჩაიკრა.
გააჟრჟოლა.
სხეულში დავლილი სიამოვნებისგან გააკანკალა.
თითქოს,
ქარიშხალიც ჩადგა,
ქალის ათრთოლებული მხრები
ნელნელა დაწყნარდნენ და,
სუნთქვაც და,
გულის პულსიც,
დაუმშვიდდა.
ფრთხილად მოიშორა გულიდან,
სახეზე ქაოტურად ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და,
დანამული სახე ცერებით შეუმშრალა.
მისი წყლიანი,
სევდით სავსე თვალები უკიდეგანოდ ლამაზი მოეჩვენა იოაკიმეს...
თვალი ვერ მოაცილა..
ნელნელა,
მთლიანად იძირებოდა მის ირისებში.
–ხომ გითხარი მართა–მარიამ,შენს თვალებს ტკივილი არ უხდება..– უთხრა და,
თვალებზე ფრთხილად აკოცა.
***
წლების წინ,
მანამ,სანამ თადეოზი უკანასკნელ დღეს გაითენებდა,
სოფლის უხუცესი დაუძლურებულ თავკაცთან თხოვნით მისულა,
შრომის მიუხედავად,ვერავის,
ვერც ერთ მცხოვრებს ვერ მოჰყავდა იმდენი მზესუმზირა,რამდენიც თავად თადეოზსს.
მიუხედავად იმისა,რომ მისი ნაკვეთი სიდიდით არ გამოირჩეოდა და,
ბოლო ხანებში ვერც შესაშური მონდომებით უვლიდა თადეოზი მათ,
მოსავალი მაინც ყოველთვის ხვავრიელი ჰქონდა.
ამის გამო მისი ჯადოსნობის ამბავი კვლავ აქტიური იყო,თუმცა,ეს ჭორის დონეზე.
ყველას აინტერესებდა ის საიდუმლო,რაც ასე უპარდონოდ მიჰქონდა საიქიოს.
ჩაუღიმია თადეოზს.
გამხმარი ხელი გულთან მიუტანია და ,
ღიმილით შეუნათებია წყლიანი თვალები.
–გული,მოხუცო,გული.
გულით უნდა რგავდე თითოეულ მარცვალს და,
ნაყოფიც იქნება–ო,უპასუხია..
***
შავგულა ყვითელი მზესუმზირის სახე მოექცია მართას ხელებში და,
მონდომებით აცლიდა ნაყოფს მცენარეს.
უკანასკნელი მოსავლიდან ბოლოს არჩევდა და,
თითოეულ მზესუმზირას უფრთხილდებოდა.
გამომშრალი მარცვლები ხმაურით იყრებოდა ემალის სათლის ძირზე და,
ამიტომ ვერ გაიგონა მართამ იოაკიმეს მოსვლა და,
საქმეში გართულს არც ის შეუმჩნევია,აივნის ხის მოაჯირზე როგორ მიეყრდნო და როგორ უცქერდა.
მხოლოდ თამბაქოს სუნსე აიღო თავი და,
იოაკიმეს დანახვაზე,
თითქოს,სიხალისე შეემატა.
მამაკაცი ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა,
წამით მაზე გაუშტერდა კიდეც მზერა,
თუმცა,მალევე ჩახარა თავი და სათლი გვერდით გადადო.
გაშავებული ხელები თავსაფარზე შეიწმინდა და,
წამოდგა.
–უნდა წავიდე,მართა–მარიამ–იოაკიმეს ხმა იმდენად გასცივებოდა,
გოგოს გააკანკალა.
ჩამწვარი ნამწვი ხის მოაჯირს დაასრისა და,მეორეს გაუკიდა.
ცმუკავდა,ნერვიულობდა და,
გრძელ თითებს წამდაუწუმ ისვამდა წამოზრდილ წვერზე.
ხმა ვერ გასცა,
ვერ და,არც ის იცოდა,რა უნდა ეპასუხა.
თითქოს,ვერც იმას ხვდებოდა,რატომ ყოყმანობდა ბიჭი ასე.
ჩაწყვეტილი გულის ხმამაღალ ცემას კი,ყურადღება არ მიაქია.
დაბალ ხის სამფეხა სკამს დაუბრუნდა და,
მზერა ააცილა.
–ვალდებული არ ხარ გამაფრთხილო.–ისე უპასუხა,არც შეუხედავს,აკანკალებულ ხელებს მაგრად იჭერდა მუხლებზე და ცდილობდა მღელვარება დაემალა.
გრძნობდა,დიდხანს ვერ გასტანდა მისი ცდა.
–გამომყვები?–ხმაში ეჭვი გაპარვოდა..
კითხვითმა ფორმამ კიდევ უფრო მოუკლა გული..
აწყლიანებული თვალებით ახედა,
სახეზე ფერი დაკარგვოდა იოაკიმეს,
გოგოს სახეზე გამოხატულ იმედგაცრუებას აშკარად ამჩნევდა,
მაგრამ,ვერ ხვდებოდა,თუ არაწორად რა გააკეთა.
მიუხედავად იმ მცირე დროსი,რაც მზესუმზირების სოფელში გაატარა,
მართმა–მარიამი მისთვის იმაზე მეტ დატვირთვას ატარებდა,ვიდრე უბრალო მეზობელი გოგონა.
აღელვებდა მისი აქ მარტო ყოფნა და ისიც,
რომ გოგოს სული ნელნელა კვდებოდა..
–ქალაქში ჩემი ადგილი არარის იოაკიმე,
იქ არაფერი მაქვს,არავინ მყავს.
არავინ მელოდება.–ის უპასუხა,რაც იმწამს სწორად ჩათვალა.
აღარ დალოდებია მის პასუხს,
წამოდგა,
სახლში შევიდა და,
კარები ჩაკეტა.
არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება,
იოაკიმე საუბარს და შემოსვლის ნებართვას რომ ითხოვდა.
არც მისი თხოვნა და,
მუდარა გაუთვალისწინებია.
იატაკზე ჩამჯდარიყო,
ყურებზე ხელები მაგრად მიეჭირა და,
ადგილზე ირწეოდა.
აღარ სურდა არაფრის გაგონება.
და,თითქოს,
იოაკიმემაც დაყარაო ფარხმალი.
ერთი სააათის ემდეგ გაიგონა მართა–მარიამმა ავტომობილის ხმა და,
ფანჯრიდანაც კარგად დაინახა,
როგორ დატოვა მზესუმზირების სოფელი იოაკიმემ.
გული ჩასწყდა,
ღმერთმაც იცის,
ძალიან ეტკინა გული,
მაგრამ,
არა,|
ახლა და დღეს,
იოაკიმე არ იყო მზად მართა–მარიამი წაეყვანა.
ეს მის დასმულ კითხვაშიც კი იგრძნობოდა.
****
თითქოს გული ამოაჭრეს.
სული გაუყინეს.
გრძნობები ამოსრუტეს.
მარტოულობა ისე შემოტმასნოდა ტანზე,
ძალის დატანებითაც ვეღარ ირეცხავდა სევდას.
ზამთრის სუსხი ისე ატანდა ფერმკრთალ ტანში,
ვეღარც სქელი მოსასხამი და,
ვეღარც გამხმარი მზესუმზირებით შენთებული აგიზგიზებული ბუხარი ათბობდა.
ცხელი ჩაი ამაოდ დაეკავებინა სუსტ ხელებში,
იმედით,
რომ მდუღარე სითხე გაყნულ სულს გაულღობდა.
არაა..
ამ ზამთარ ვერ გაატანდა.
აქ,ამ მიყრუებულ,
მიუვალ,
უკაცურ,
უღიმღამო სოფელში
უნუგეშო,
უიმედო,
უსახური მოხუცივით,
სითბოს მოლოდინში გაიყინებოდა მზესუმზირებთან ერთად..
ეშინოდა,
უღმერთოდ ეშინოდა რომ ასე სრულდებოდა ყველაფერი და,
მისი უმოქმედობა კიდევ უფრო უკარგავდა ყველაფრის ხალისს...
უმოქმედობა და,
თუმდაც,
მოქმედებით გამოწვეული უშედეგობა..
იმედი,რომ გაააღწევდა და,
შრომა,რომ ელემენტარული დაეგროვებინა,
წყალში დამწვარი ხის ფერფლივით ჩაეყარა.
უმცირესი დანაზოგიც კი არ ეყო იმას,
რომ ზამთრისთვის სრულფასოვნად მომზადებულიყო..
იჯდა ხის დაბალ სკამზე,
ბუხრის წინ,
გაცრეცილი ნაქსოვი მოსასხამი მხრებზე დაუდევრად მოედო და,
ცეცხლის ენებს მზერას ვერ სწყვეტდა.
ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მზესუმზირების სიყვარული ზიზღში გადაეზრდებოდა.
ვერც იმას იფიქრებდა,
ერთ დროს ხალხით სავსე,
მხიარული,
ლარი სოფელი თუ უკაცური ნასახლარებით გაივსებოდა.
ამ მცირე ხანში იმდენი ქარიშხალი დაატყდა,
წამოდგომაც ვეღარ შეძლო.
იყო მიწასთან ზნედაცემული ადამიანივით გართხმული და,
ცხოვრების ირონიულად ნასროლი ტალახის არიდებას სცდილობდა...
თუმცა,
ამაოდ..
გრძნობდა,
მთელი ხეულით და,
სულით,
გრძნობდა,როგორ ეფლობოდა ტალახის ჭაობში...
****
შავგულა ყვითელი სახეები ცის მოთეთრებული კამარისთვი შეუშვერიათ მზესუმზირების ახლად გახსნილ თავებს.
ციდან წამოსული მრავალწახნაგოვანი ფიფქები სიხარულით ეცემოდნენ ყვითელ ფურცლებზე და,
მზესუმზირის შავ კაკლებს ერიდებოდნენ,
თითქოს,
არ უნდოდათ,
გაეფუჭებინათ.
დეკემბრის სუსხში ისე გადაფურქნილიყვნენ მზესუმზირები,
გეგონებოდა,
შემოდგომას ახლახანს შემოეღო მრავალფერი კარი და,
ესესააა დაეხეთქა ყურძენს წვნიანი კუმპალი.
გაოცებული მართა–მარიამი კვლების სათავეში დამდგარიყო და,
ნაბიჯსაც ვერ დგამდა.
თავში მხოლოდ დედისგან მოსმენილი,
თადეოზის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები უტრიალებდა:
„გულით უნდა რგავდე თითოეულ მარცვალს და,
ნაყოფიც იქნება“..
იოაკიმეს ხელით დარგულს ისე გაეხარა,როგორც არასდროს.
ცამდე ატოტვილი მზესუმზირის მწვანე ღეროები მსხვილად შემოხვეოდნენ დასმულ ჯოხებს და,
სულაც არ აშინებდათ,
მართასგან განსხვაევბით,
ზამთრის სუსხიანი დღე–ღამეები.
–შეუძლებელია!–ცას ისე ასძახა მართამ,თითქოს, შემოქმედს ესაუბრებაო..
გაცრეცილ ნაკვთებზე სასიამოვნოდ ეცემოდა ფიფქები და,
ეს ისე სიამოვნებდა,
რომ ღიმილსაც ვერ იკავებდა.
არსაიდან აღმოცენებული იმედივით იყო სასწაულად გახარებული მზესუმზირები.
თითქოს,რწმენა ხელთავიდან ჩაესახაო გამხმარ სულში,
სუსტი მტევნები გულზე დაეკრიფა და,
მადლიერი თვალები შეენათებინა უკიდეგანო ცისთვის.
ისე უნდოდა ეს გრძნობები ვინმესთვის გაეზიარებინა,რომ
უცებ მოტრიალდა,
კუბოკრული პრელი მჭიდროდ მოიხვია და,
იმ ერთადერთი ოჯახისკენ გაიწია ჩქარი ნაბიჯით,
სულ მცირე იმედად რომ უღვივებდა გულს.
ცას ისე მოეღო პირი,
გადაღებას არც აპირებდა,
დათოვლილ გზაზე კიდევ უფრო უჭირდა სიარული,
მითუმეტეს,
დაკიდებულ ფერდობზე მიიიწევდა ხელჯოხის გარეშე.
უკვე გული ელეოდა,
ბუხრის საკვამურიდან ამოსულ ნაცრისფერ კვამლს რომ ჰკიდა თვალი და,
ორ წუთში,
ეზოშიც შევიდა.
დაუძახა,
მაგრამ,
ვერ გააგონა ოჯახის უფროსს,ამიტომ,
სახლის ხის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
დათოვლილი ფეხსაცმელები პარმაღზე დაიფერთხა და,
ლოყებღაჟღაშა გოგონას ღიმილი შეანათა.
–მობრძანდით,მართა.–ტკბილი ხმით შესცინა და ოთახში შეატარა შემცივნებული გოგონა.
ოთახის შუაგულში მოქცეულ მაგიდას 8 წევრი შემოსხდომოდა და მადიანად მიირთმევდნენ ოხშივარავარდნილ კერძს.
35 წლამდე სუსტი,სახემოცინარი ქალი ფეხზე ღიმილით ამოიჭრა,მიესალმა,
პლედი ჩამოართვა და სუფრასთან მიიწვია მეზობელი.
ისე შიოდა,
ისე მონატრებული იყო ოჯახურ გარემოს,რომ
მისი სასიხარულო ამბავი სულ დაავიწყდა და,
ცხელცხელი წითელ წვნიანს მადიანად შეექცა.
როცა სული მოითქვა,
გალღვა და,
ლაპარაკის უნარიც დაუბრუნდა,
მხოლოდ მაშინ შეამჩნია ოთახის ბნელ კუთხეში დახვავებული ჩანთები და,
ყუთებში წესრიგიანად ჩალაგებული ნივთები.
გულმა რეჩხი უყო.
მზერა მომენტალურად აემღვრა და,
კითხვით სავსე მზერა შეანათა ქალს.
–მივდივართ მართა–მარიამ.
ეს დღეც და,
სატვირთო ამოგვაკითხავს.–თითქოს,მართას ხასიათი გადაედო,
ქალსაც წაუხდა ხასიათი და,
მხოლოდ ახლა დაფიქრდა უთვისტომო მართაზე,
რომელიც სრულიად მარტო რჩებოდა მზესუმზირების სოფელში.
–ეს ძალიან კარგია..–ხმაჩამწყდარმა ძლივს ამოთქვა და წამოდგა.
პლედი მოიხურა,
კარებისკენ წავიდა და,
სანამ გავიდოდა,
ის ამბავიც უთხრა,ამ წამამდე რომ ახარებდა.
–მზესუმზირებმა გახარება დაიწყეს,ამის თქმა მინდოდა მხოლოდ.
ბედნიერად!
აღარ გაუგონია მასპინძლის ძახილი,რომ მობრუნებულიყო.
აღარც ქალის ხმას მიუღწევია,მათთან ერთად წასვლას რომ სთავაზობდა.
მიდიოდა მხრებში მოხრილი,
მეორედ უარყოფილი,
მის დანატოვარ ნაკვალევს ფეხს აბიჯებდა და,
გაკვალულ გზას სახლამდე მიუყვებოდა.
ხეობაზე ისე დათოვლილიყო,
ჰორიზონტზე მხოლოდ მოთეთრებული მდელოები ილანდებოდა.
მართას მოყინული სხეული ინსტიქტურად მიიიწევდა წინდა ,
რომ არა ცხელი ცრემლები,
ალბათ,
არც იმას მიაქცევდა ყურადღებას,
სითეთრეში შავი ავტომობილი რომ მოჩანდა.
მხოლოდ მაშინ გადახედა ფერდობს,
სახიდან გავარვარებული სითხე რომ მოიწმინდა და,
მომენტალურად გაშეშდა,
ექოდ რომ მოესმა ძრავის ხმა.
გააკანკალა.
ვერ ხედავდა მანქანას,მაგრამ,კონტურები იმდენად წააგავდა მისთვის გონებაში მტკივნეულად დალექილ მანქანას,რომ
გაკვირვებიგან,
ვეღარც ნაბიჯი გადადგა.
მერე,
თითქოს,
ენერგია მოეცაო,
თითქოს,იმედმა ფრთები შეასხაო,
ფერდობზე მთელი სიჩქარით დაეშვა.
დაღმართხე ფეხი უცურდა,
მაგრამ,
ვერ ჩერდებოდა.
გული ამოვარდნას ლამობდა.
ისიც გაუელვებდა გონებაში,
იქნებ,ზმანებააო..
მაგრამ,
სახლს რომ მიუახლოვდა და,
მის ეზოში თეთრად გადაპენტილი შავი ავტომობილი დაინახა,
გული ნამდვილად გაუჩერდა.
გააკანკალა.
საკვამურიდან ნაცრისფერი კვამლი ღრუბლებივით ამოდიოდა.
შეამცივნა.
არ მოჩვენებია არც მანქანა და,
მის იქ ყოფნას,
მზესუმზირების შავგულა სახეებიც მოწმობდნენ,
თოვლისგან რომ გაეთავისუფლებინა ვიღაცას.
გააჟრჟოლა.
ინსტიქტურად წაიწინა შინიკენ და,
პარმაღზე შედგა..
ოდნავ შეღებული კარებიდან მამაკაცის ახოვანი სხეული მოჩანდა.
ბუხართან,
მის დანატოვარ სამფეხა დაბალ სკამზე ჩამომჯდარიყო და,
ცეცხლის ალებისთვის შეეშვირა ალბათ მოთოშილი ხელები.
მის მხოლოდ ნახევარ სახეს ხედავდა,
თუმცა,
ეს საკმარისი იყო,
მისი თითოელი ნაკვთი გონებაში წარმოედგინა.
სრულიად შემთხვევით გამოიხედა იოაკიმემ კარისკენ და,
მოულოდნელობისგან,
გაიყინა.
მათი თანმხვედრი მზერა იმდენად ბევრ გადმოცემდა ,რომ არცერთს დასცდენია ერთი სიტყვაც კი.
თვალები და,
მზერაც კი საკმარისი იყო,
რომ ის დასმული კითხვა ეპატიებინა მართა–მარიამს და,
სინდისის გულისმომკვლელი ქენჯვნა დაემთავრებინა იოაკიმეს.
სევდასა და სინანულს ისე გაედგა მამაკაცის ცისფერ თვალებში ფესვი,
რომ გაუჭირდა მართას მათ მიღმა სხვა გრძნობი გარჩევა.
მისი გამოკვეთილი ნაკვთები ისე მონატრებოდა,
რომ ღრმად ჩამარხულმა გრძნობებმა გაზაფხულივით გამოიბრწყინეს მართას სახეზე.
გაეღიმა იოაკიმეს..
ისე მოუნდა გოგოს აკანკალებული სხეული მის მკლავებში მოექცია,რომ
მომენტალურად წამოდგა დაბალი სკამიდან,
წამში მიეჭრა მთრთოლვარე სხეულს და,
მონატრებული მთელი სიძლიერით მიიკკრა მკერდზე.
დათბა..
სულში თითქოს–გამოზაფხულდა!..
ფერმკრთალი მკლავები მაგრად შემოხვია მამაკაცს და,
ისე,როგორც არასდროს,
თავი დაცულად იგრძნო.
მოლბა.
მოთოშილი კიდურები ერთიანად გაულღვა.
დატკბა.
მისი გულიდან წამოსული სითბო მთელ სხეულზე შემოეხვია და,
გააცოცხლა.
ფრთხილად ეფერებოდა გრძელ თმებზე იოაკიმე მართა–მარიამს.
ისე ეძვირფასებოდა მისი აფრთხიალებული გული,რომ
სულ წამით ჩამცხრალმა ინდისმა ისევ გაიღვიძა მის გულში.
არ უნდა დაეტოვებინა..
იქ,იმ დღეს,
კითხვა არ უნდა დაესვა..
შეცდა,მაგრამ,
ეს თვილი ჩახუტება,
თქმელად გამოხატული გრძნობები და,
მის თვალებში გაბრწყინებული ვარსკვლავები,
თითქოს,მაინც უღირდა.
გაეღიმა.
ოდნავ მოიცილა სხეულიდან და,
აწყლიანებულ თვალებში ჩახედა.
მისი სახე,
ნაკვთები,
თბილი თვალები ახლა ასმაგან ელამაზა იოაკიმეს.
თითქოს,
დროს აჩერებსო,
ნაზად ეფერებოდა თბილ სახეზე და,
მისით ტკბებოდა.
უხაროდა,
გულით რომ როგორც იქნა,
მონათესავე სული დაისაკუთრა..
–საწყისს დავუბრუნდი,მართა–მარიამ!
***
თაკარა მზეში,
ცის კამარას ესალმებოდა მზესუმზირის შავგულა სახეები.
სიამაყით მოეღერებინათ ყელი და,
მოწყურებულებივით იღებდნენ მზის სხივებს.
მთელს ფერდობზე,
ჰექტარებზე გადაშლილ ნათესურებს ყლორტი მძლავრად ამოეწვერა და,
დღე–დღეზე სხვებიც იხილავდნენ მზის სხივს.
გაკვალულ ბილიკებზე ორი სხეული სოფლის დასაწყისისკენ მიიკვლევდნენ გზას.
ფერდობზე სიცილით ეშვებოდნენ და,
მზის ყვავილებს მხიარულად უცინოდნენ.
საღებავგადაცლილ აბრაზე,რომელიც,
წლების წინ,
სოფლის თავკაცმა ჩამოკიდა,
უკვე შეუძლებელი იყო გაგერჩია წარწერა.
იოაკიმემ ძლევი ჟანგიანი აბრა ხის ბოძზე შეასწორა,
მართა–მარიამს საღებავები ჩამოართვა და,
თადეოზის ხელწერას ყვითელი საღებავი გულაჩქარებით გადაატარა..
***
მზესუმზირების ფონზე,
ფერდობის დასაწყისში,
„მზესუმზირების სოფელი“
ახალ საწყისს ითვლიდა..
___
მოგესალმებით,
ინსპირაციის ძებნაში ის უნდა გაგახსენოთ,რაც ყველაზე მეტად მიღირს..
ყველა,ვისაც ერთი წინადადებაც კი დაუწერია,ივის,რას ნიშნავს გამირჩეულად გიყვარდეს რომელიმე..
წერისას,შემდეგ კითხვისას და,გააზრებისას იმდენი ემოცია იცვლიდა სახეს,ვერც გადმოვცემ..
მთელი გულით მინდა ზყსტად ის მუთხრათ,რაც იგრძენით...
ის,რაც თქვენამდე მოვიდა და ღირს თუ არა..
"მზესუმზირების სოფელი" ჩემთვის ის არის,რისთვისაც ვწეერ..
მასში მთლიანად ჩემი სახეა და,ის,რაც კანქვედ იმალება..
მოკლედ,
გელით..
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მეორედ წავიკითხე.მართა -მარიამი მეგონა თავი,ყბელა ის ემოცია ვიგრძენი რაც ჩააქსოვე..საუკეთესო იყო.

 


№2 სტუმარი ტაისა

შენს ყველა ნაწერზე სუუუულ სხვა ემოციიით დატვირთული ვხდები ♡ ყველაზე ასე მემართება, ეს კიდევ ერთიიი სასწაული!

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ცრემლებად დავიღვარე ,საოცარი იყო. იმდენად ახლოს მოვიდა გულთან რომ, ვერ გამოვხატავ ემოციებს...უთბილესი,უსაყვარლესი,უტკბესი...ყველაფრად ღირდა ჩემთვის ამის წამკითხვა, ჯერ კიდევ. გაოგნებჯლი ვარ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი nancho
მეორედ წავიკითხე.მართა -მარიამი მეგონა თავი,ყბელა ის ემოცია ვიგრძენი რაც ჩააქსოვე..საუკეთესო იყო.

ზუსტად ეს მიხარია,რომ თქვენამდე მოდის,მადლობა! ❤️❤️

ტაისა
შენს ყველა ნაწერზე სუუუულ სხვა ემოციიით დატვირთული ვხდები ♡ ყველაზე ასე მემართება, ეს კიდევ ერთიიი სასწაული!

ტაისა,მიხარია რომ გხედავთ! ❤️❤️❤️ უდიდესი მადლობა ❤️❤️

სტუმარი მარიამი
ცრემლებად დავიღვარე ,საოცარი იყო. იმდენად ახლოს მოვიდა გულთან რომ, ვერ გამოვხატავ ემოციებს...უთბილესი,უსაყვარლესი,უტკბესი...ყველაფრად ღირდა ჩემთვის ამის წამკითხვა, ჯერ კიდევ. გაოგნებჯლი ვარ <3

დილა გამიფერადეთ ❤️❤️❤️ თითოეული თქვენგანის ერთი სიტყვაც კი უზომოდ მაბედნიერებს ❤️❤️❤️❤️ მადლობა მარიამ!!

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

იგივე ემოციით წავიკითხე, როგორც პირველად რომ დაიბეჭდა, საოცარია.

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მანანა
იგივე ემოციით წავიკითხე, როგორც პირველად რომ დაიბეჭდა, საოცარია.

უზონოდ მიხარია ❤️❤️ მადლობა დიდი ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი ვიპნი

ამქვეყნად იმაზე დიდი არაფერია,როცა მონათესავე სულს იპოვი და ერთად შეუდგებით შენთვის სასიყვარულო საქმიანობის გაკეთებას.
პ.ს ჩემს თავს მომავალში ფერმერად მოვიაზრებ,საკუთარი ხელით მინდა ყველაფერი გავაკეთო.

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ვიპნი
ამქვეყნად იმაზე დიდი არაფერია,როცა მონათესავე სულს იპოვი და ერთად შეუდგებით შენთვის სასიყვარულო საქმიანობის გაკეთებას.
პ.ს ჩემს თავს მომავალში ფერმერად მოვიაზრებ,საკუთარი ხელით მინდა ყველაფერი გავაკეთო.

წარმატებები სამომავლო საქმეში ❤️❤️ მონათსავე სულის პოვნა ნამდვილად საოცრებაა ❤️❤️მადლიბა!

 


№9  offline წევრი ვიპნი

[quote=ვიპნი]ამქვეყნად იმაზე დიდი არაფერია,როცა მონათესავე სულს იპოვი და ერთად შეუდგებით შენთვის სასიყვარულო საქმიანობის გაკეთებას.
პ.ს ჩემს თავს მომავალში ფერმერად მოვიაზრებ,საკუთარი ხელით მინდა ყველაფერი გავაკეთო. მიწის სიყვარული სხვანაირად აქცევს ადამიანს,ის ადამიანები ვინც ყველაფერს ნულიდან იწყებენ ,სიყვარულით და სიხალისით აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს ბედნიერები არიან,მაგრამ თუ ამ ყველაფერს შენი სულის მეორე ნახევართან,შენს ადამიანთან ერთად აკეთებ კიდევ უფრო ბედნიერი ხდები ,❣️

 


№10  offline წევრი შამხათი

გამორჩეულად მიყვარს მზესუმზირები. არაჩვეულებრივი იყო, მართლა.

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

შამხათი
გამორჩეულად მიყვარს მზესუმზირები. არაჩვეულებრივი იყო, მართლა.

მეც ძალიან მიყვარს..
დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent