შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 5 )


28-07-2020, 17:38
ავტორი dramalover
ნანახია 1 106

***

ჩემი მძიმე სუნთქვის ხმა სადღაც შორიდან მესმის.
ყურები დაგუბებული მაქვს, პირი კი ღია. ჰაერი არ მყოფნის.
რბილ ხალიჩაზე ფეხშიშველი კიბის თავზე ვდგავარ და ქვემოდან ამომავალ ხმებს შიშით ვუსმენ.
ხელს ცივ, ხის გაპრიალებულ კიბის მოაჯირს ვკიდებ და ქვევით ვეშვები.
შიშის გრძნობა უკვალოდ ქრება. ახლა ადრენალინს ვგრძნობ რადგან კიბეზე ჩუმად მივიპარები.
ფეხის თითების ცივ ხეზე შეხებისას, მთელს ტანზე ეკლები მაყრის.
კიბის საფეხურებზე ისე ჩავდივარ, რომ საფეხურებს თითქმის არც ვეხები-ფრთხილად და ნელა.
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს იმ ფილმს ვუყურებ, რომელსაც დიდი ხნის წინ ვნახე.
ყოველ ნაბიჯზე ვხვდები რომ ეს მომენტი ვიცი, მაგრამ არ მახსოვს რა შეიძება მოხდეს შემდეგ.
მამაჩემის კაბინეტიდან ამომავალი ხმები იკვეთება და ახლა უკვე სიტყვების გარჩევაც შემიძლია.
-... აპოლიტები…. ურთიერთობა… ზღვარი… -მესმის ვიღაცის დაბალი ბრაზიანი ხმა.უკეთ გასარჩევად რამდენიმე საფეხურს ჩავივლი.
- . მომოქმრდება უნდა დავიწყოთ…
მეორე, უფრო წვრილი და პრეტენზიული ხმა აწყვეტინებს :
-რა გავაკეთოთ?... ომი გინდა…. შენ ჯერ…სისულელეა…
კიდევ რამდენიმე საფეხური…
-ვერაფერს ვიზამთ…ყველაფერი გამოააშკარავდება.
მესმის მამაჩემის მბრძანებლური და ცივი კილო… კიდევ რამდენიმე საფეხური…
-თუ აპოლიტებს ეს არაფრად უღირთ, რატომ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე მხოლოდ არობასტებმა?! -ხმას უწევს დაბალი, ბრაზიანი ტონალობის ხმის პატრონი.
კიბის ბოლო საფეხურზე ვჩერდები და კედელს ვეკვრი.
-ღმერთო ჩემო… შენ არობასტების რჩეული ხარ! როგორ შეგიძლია იმ ხალხს რომელიც გენდობა და მართვის სადავეები მოგანდო ომისკენ გაუძღვე?- იღრინება მამაჩემის ხმა.
-დამშვიდი ზურა ის ჯერ ახალია, ამიტომაც უნდა ვასწავ…
-დახმარება არაფერში არ მჭირდება! ბავშვი არ ვარ. ნუ გავიწყდებათ რომ მე თქვენი ხალხის რჩეული ვარ!
-ჯანდაბაშიც წასულხართ… - ყვირის მამაჩემი.
ოთახში დუმილი ისადგირებს რომელსაც ისევ წვრილი უსიამოვნო ხმა არღვევს.
-კარგი, ამილიას რა ვუყოთ?
-იმას ვიზამთ, რასაც ყველა მოღალატე იმსახურებს!
-რას აპირებ ზურა, საბჭოს წევრს მოკლავ?
-… მოღალატე საბჭოს წევრი ყველასთვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!
-ამილიამ მხოლოდ მათდამი კეთილგანწყობა გამოხატა… - გაუბედავად ეწინააღმდეგება წვრილი ხმა
-მერე შენთვის ეს საკმარისი არ არის? - მაშინვე შეუღრინა მამაჩემმა. - არობასტების წინაშე სახალხოდ განაცხადა რომ აპოლიტებთან შეკავშირება გვჭორდება! უკვე გასაგებია, თუ გაბედა ესე იგი თანამოააზრეებიც ჰყავს. თუ მას არ დავსჯით მისი მომხრები უკმაყოფილო ჩურჩულიდან მოქმრდებაზე გადავლენ დ ამით მთელს საბჭოს საფრთხე შეექმნება. ისედაც ჩვენი გავლენა ეჭვ ქვეშ დადგა ამელიას დღევანდელი განცხადების შემდეგ.
-ამელია ყოველთვის ხმამღლა აცხადებდა რომ აპოლიტებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა გვეფიქრს მაგრამ ასე შორს მხოლოდ დღეს შეტოპა.-სიტყვა ჩამოართვა დაბალი ხავერდოვანი ხმის პატრონმა.
-დიდი ხანია მასზე თვალი მიჭირავს და საეჭვო არაფერი შემინიშნავს - მესმის წვრილი ხმის არადამაჯერებელი ტონი.
-ანუ მოკლავ? - ხისტად ეკითხება დაბალი ხმის პატრონი.
კაბინეტში გაბატონებულ დაძაბულობას მეც კი ვგრძნობ, იმდენად რომ სუნთქვას რამდენიმე წამი ვწყვეტ. მამაჩემი დუმილს არღვევს და ხმამაღლა, დამაჯერებლად აცხადებს:
-არა. სამაგალითოდ ვაწამებ და მერე მოვკლავ!
მისი სიტყვების გამო გული რამდენიმე დარტყმას ტოვებს.პირზე აკანკალებულ ხელს ვიფარებ და კედელს ვეყრდნობი რომ არ წავიქცე.
მახსოვს მაშინ რაც გავიფიქრე…
ჩემს თავს ვუთხარი რომ სიზმარში ვიყავი და უნდა გამოვფხიზლებულიყავი მაგრამ ეს ვერ შევძლელი…
ახლაც ამას ვუმეორებ საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ეს სიზმარია.
მათ სიტყვებს ვეღარ ვარჩევ, ყურები მიგუბდება , თავბრუ მესხმის და დროის შეგრძნებას ვკარგავ.
ყვირილი მინდება.
ვიცი ახლა რაც უნდა მოხდეს… კაბიმეტში საღმურების ამარა შევალ და მამაჩემს თვალებში ჩავხედავ. შემდეგ გამოვბრუნდები და თავქუდმოგლეჯოლი გავიქცევი.
თავბრუსხვევა მატულობს. უკვე სახლის კედლებიც იწყებენ მოძრაობას.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო იწელება, იზლაზნება. სახლის კედლები იდღაბნება.
კაბინეტის კარებისკენ აცრემლებული თვალებით მივიწევ, რომ მამაჩემს კიდევ ერთხელ ჩავხედო თვალებში…
კარებს როგროც კი ვაღწევ ვჩერდები.
სიტუაცია იცვლება და შეგრძნებებიც სხვანაირდება.
ისევ შიშს ვგრძნობ.
ჯინსები და მაიკა მაცვია. კიბის თავში ვდგავარ. შიშთ ვაყურადებ ქვემოდან ამომავალ ცხოველურ ხმებს. პირი დაფჩენილი მაქვს და მძიმედ ვსუნთქავ.
თხუთმეტი წლის ვარ.
კიბეზე მძიმედ ვეშვები და წამში შემოსასლელის კართან ვჩნდები.

… ამის მეორედ ნახვა არ მინდა!

დერეფანში კვამლივით სქელი ნისლი დგას.
ირგვლივ საგნებს ფერი დაჰკარგვიათ.
იმ სახლს სადაც გავიზარდე ვეღარ ვცნობ.
მაგრამ ვიცი რომ ეს ჩემი ბავშვობის სახლია.
დერეფანში ნაბიჯს გულის ფანცქალით ვდგავ და ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს შიშით ვაკვირდები.
შემიძლია დავიფიცო რომ რამდენიმე წუთის წინ საშინელი ხმები სწორედ აქედან მესმოდა!

სიბნელის ბლანტი მასა მოძრაობას იწყებს, არაბუნებრივ ნისლს ერევა და გულისამრევი ფართხალით უცნაურ ფორმებს იღებს.

შიშისგან ცივი ოფლი მასხავს და მოძრავ, ბლანტ სიბნელეს დაზაფრული, ყელგამომშრალი ვაჩერდები.

შემაწუხებელ დუმილს, შემზარავი ღრიალი არღვევს.

ეს ხმა ადრეც მომისმენია.

ადგილს ვეწებები და მოძრაობის უნარს ერთიანად ვკარგავ.

შავი ნისლისა და სიბნელის ნაზავი ნელ-ნელა მოგონებების ფორმას იღებს და ძალიან მალე, თითქმის ერთ წამში ირგვლივ ყველა ფერი, საგანი და შეგრძნება ისეთი ხდება როგორიც მაშინ…

აჰ…

გაბმული ღრიალი კიდევ ერთხელ არღვევს სიბნელეს. დერეფანი ჩამავალი მზის სხივებით ნათდება. ირგვლივ ყველა საგანი ნარინჯისფერს იღებს. უფორმო მოგონებები კი ლაგდება და წინ იგივე სურათს ვხედავ…

მე ხომ ვთქვი რომ ამის ნახვა მეორედ აღარ მინდოდა!

ღრიალს ქოშნი და ბრძოლის ხმები ემატება…

გთხოვ, გთხოვ… ოღონდ ეს არაა!

ჩემს წინ ორი კაცი ხელჩართულ ბრძოლაშია და საერთოდ ვერ მამჩნევენ.

ერთ ერთი მათგანი ჩვენი სახლის მებაღე და ჩემი უფროსი მეგობარი დათოა…

არა! არა! არა!

ერთ წამს დათო თვისი წყლიანი ჭროღა თვალებით ამომხედავსდა ყურადღება ეფანტება.
მისი მოწინააღმდეგე ამით სარგებლობს, კედელზე ძლიერად ახეთქებს და მუშტს დაუნდობლად სახეში ურტყავს.

ვუყურებ როგორ იფეთქა სისხლი დათოს ცხვირიდან.მოხუცი კაცი ვეღარაფერს ახერხებს, დანაოჭებული ხელებს სახეზე იფარებს და შემდეგ დარტყმას შედარებით მარტივად იტანს.
ვუყურებ შავებში ჩაცმული, ნიღაბ აფარებული მხეცი როგორ სცემს ასაკიან კაცს და ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვაწყობ..
ყვიროლიც კი არ შემიძლია.
ვდგავარ დ ათავზარდაცემული ველოდები…
თვითონაც არ ვიცი რას…
ტირილი მინდა.
ჯანდაბა ტირილიც კი ვერ შევძელი!

ნიღბიანი კაცი კიდევ სამჯერ უთავაზებს სახეში დათოს, მარცხენა ხელს თმებში ავლებს, ქვევით ექაჩება და მარჯვენა ფეხს მუცელში ძლიერად არტყავს.
დათოს ტკივილისგან ოხვრა სცდება.
მე კი ვაცნობიერებ რომ თავბრუ ისევ მეხვევა.

რამდენიმე წამი ოთახში მხოლოდ მათი გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის.

უცნობი კაცი ჯიბიდან შავ და ბასრ დანას იღებს.
ამის დანახვაზე თავზე თამა ყალყზე მიდგება და სახე მიგრძელდება.
ეს უკვე ძალაინ ზედმეტია!

-არა! - ვყვირი მთელს ხმაზე.წამით მოძალადე ჩემსკენ ერთიანად ტრიალდება და ძირს დაგდებულ მოხუც კაცს ყურადღების გარეშე ტოვებს.
ვაცნობიერებ რომ უცნობმა მხოლოდ ახლა შემამჩნია და მისკენ მივდივარ.
დათო ამ მომენტს იყენებს და შავსამოსიანს წვივში ძლიერდ ურტყავს.
მოძალადე კონტრპლს კარგავს და უკან ვარდება.
მისი შავი დანა ოთახის მეორე მხარეს ხმაურიანად სრიალდება.
კუთხეში დადგმულ ლარნაკს გაუცნობიერებლად ვიღებ, მაღლა ვწევ და კაცისკენ მთელი ძალით ვისვრი.
მძიმე შუშის მაღალი ლარნაკი კაცს პირდაპირ თავში ხვდება.
ლარნაკის ნამსხვრევები იატაკზე ხმაურიანად იფინება.
-ლეა აქედან გადი-ყვირის დათო, მაგრამ მას არ ვუსმენ, უცნობისკენ მივდივარ და ძირს დაგდებულს მთელი ძალით მუცელშ ვურტყავ ფეხს. კაცი წვივში ხელს მავლებს და თავისკენ ქაჩავს. წონასწორობას ვკარგავ და მასთან ახლოს ძირს ვვარდები.
უცნობი გინებით დგება და ჩემსკენ გაცეცხლებუკი მოდის.
ფეხზე წმაომდგარი დათო ხელს მკლავში მავლებს და უკან არანორმალური ძალით მასრიალებს. დათოს უკან კედელს ზურგით ვეხეთქები
-ლეა გაიქეცი! - მიყვირის. მე კი გაშტერებული მივჩერებივარ შავებში ჩაცმულ კაცს.თავდასასხმის პოზაში მხეცივით მოხრილი დგას,თავიც კი არ აქვს გატეხილი!
არადა ლარნაკის ნამსხვრევებს იატაკზე აშკარად ვხედავ.
- ლეა წადი! გაიქეცი! - ჩახლეჩილი ხმით ღრიალებს დათო. უცნობი შემაძრწუნებლად ხარხარებს და ქარვისფერ ცივ თავლებს მანათებს.მასსა და ჩემს შორის დათო დგას. ამ მომენტში მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

ეს წამი საშინლად იწელება.
მისი თვალებიდან იატაკზე გადამაქვს მზერა სადაც ლარნაკის ნამსხვრევები ყრია.
რაღაც რიგზე ვერ არის.
არა ისედაც უცნაურად არანორმალური სიტუაციაა… მაგრამ მაინც… რაღაც…
შუშის ნამსხვრევებს თვალს ვავლებ.

დათო ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ მივიძგებს. რაღაცას მიყვირის. მაგრამ მე მისი ხმა მოგუდულად მესმის, ისე თითქოს კედლის მეორე მხარიდან მეძახდეს.
ნამსხვრევებიდან მზერა ისევ უცნობზე გადამაქვს და ვხედავ, რომ ისისც მე მომჩრებია. მგლურად… მონადირის თვალებით.

უცნობი შემზარავად მიღიმის.
მზერა მისი ხელისკენ გამირბის. მაჯაში მოზრდილი, სამკუთხედის ფორმის, შუშის ბასრპირიანი ნამსხვრევი აქვს მოქცეული. შეშფოთებული ვიხედები მაღლა, მისი სახისკენ. როგორც კი ჩემს თვალებს იჭერს, ხელს ღონივრად იქნევს და შუშის ნაჭერს ჩემსკენ ისვრის.
მინა ჰაერში ბზრიალით მიფრინავს. ერთი წამით ვფიქრობ რომ მე უნდა მომხვდეს.
მის მოძრაობას თვალს ვაყოლებ და პირიდან კივილი მცდება.

თვალებს ვხუჭავ და ქვითინის ტალღას ვებრძვი.
ჩემი გულისცემის ხმა დაფდაფების ავისმომასწავლებელ დგაფუნს ემსგავსება.

თვალებს ვახელ და ნახევრად ჩაკეცილ დათოს ვხედავ. ჭროღა, წყალჩამდგარი თვალები უაზროდ გაშტერებია. შუშის მოზრდილი ნამსხვრევი შუბლში ნახევრამდე არჭვია. პირდაპირ თვალებს შუა…

აკანკალებულ ხელებს პირზე ვიკიდებ და ვცდილობ ქვითინის ხმა ჩავახშო.

დათოს სხეული მუხლებში იკეცება და სახით ხის იატაკზე ვარდება.

ორჯერ ღრმად ვისუნთქავ და გვამიდან მზერა მკვლელზე გადამაქვს.

დრო ისევ იწყებს ჩვეულ რიტმში მოძრაობას.

-ლეა ლეა… როგორც იქნა შენი ჯერი დადგა. - შემაძრწუნებლად იღომის მკვლელი და ჩემსკენ ერთ ნაბიჯს დგავს. - დასანანია ამხელა ენთუზიაზმი და ვნება რომ უნდა გაქრეს-თავს აქნევს და ლარნაკის ნამსხვრევებს მრავალმნიშვნელოვნად გადახედავს.
პირიდან ხელებს ვიღებ და ნაბიჯს უკან ვდგავ.
-ამ ბებერმა თავი მომაბეზრა. აი შენთან ცოტა თამაში კი დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება-ამბობს და ჩემსკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგავს. თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ჯიქურ ვაჩერდები - ადვილი წესებია - შენ გაიქცევი და მე გამოგეკიდები. თუ დაგიჭერ მოკვდები, თუ გამექცევი გადარჩები-სიტყვებს ნელა და გარკვევით წარმოთქვავს. მის ქარვისფერ თვალებს თვალს არ ვაშორებ. - აბა? გაქცევას არ აპირებ?
-მანიაკო-ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ ის კი ხმამაღლა ხარხარებს.
-ლეა… ლეა… მართლა სამწუხაროა შენი მოკვლა რომ მომიწევს,ჩემი ბრალი არ არის დამიჯერე. პასუხი მამიკოს მოსთხოვე, რა თქმა უნდა თუ შეძლებ მკვდარი ალაპარაკდე. - ოთახში სიჩუმე ისადგურებს.
ერთ ხანს მომჩერებია. უცებ ადგილიდან წყდება და წამის მეასედში ჩემს ცხვირწინ ჩნდება.
-გერჩივნა გაქცეულიყავი პატარა ჯიუტო გოგო! - იღრინება და თმაში ხელს მტკივნეულად მავლებს. კბილს კბილს ვაჭერ.- შენი მოკვლით ძალიან ვისიამოვნებ! - ჩურჩულებს და საშინელ ღიმილს ისევ სახეზე იკრავს.
თუ ჰგონია რომ ხვეწნას დავუწყებ ძალიან ცდება!
ტრიალდება და თმით ოთახის მეორე ბოლოსკენ მიმათრევს. მკლავში ორივე ხელით ვებღაუჭები და ვცდილობ თმის მოქაჩვით გამოწვეულო ტკივილი შევამსუბუქო, მაგრამ არაფერი გამომდის.
თავის შავ დანას მეორე ხელს მარდად ავლებს და წელში ჩემთან ერთად სწორდება. სახის იმ ნაწილზე რომელიც უჩანს შემზარავი სისასტიკე აქვს აღბეჭდილი.

დანას უემოციოდ მიყრის მუცელში და მტკივნეულად ატრიალებს.
ტკივილისგან ვკვნესი. იმ წამს ვიფიქრე რომ ეს ჩემკ აღსასრული იყო
დანას უკან იღებს და ღიმილით მაკვირდება სახეზე.
ოხ როგორ მძულს!
ჭრილობიდან სისხლი ჩანჩქერივით მიედინება…
მეორე დარტყმა ნაკლებად თავზარდამცემი გამოდგა.
ალბათ იმიტომ რომ ამ დარტყმისთვის მზად ვიყავი.
ოთახში არანორმალურად სწრაფად ბნელდება და ტანში სიცივე მივლის.
ვხვდევბი რომ დაცისგან მკვლელის ძლიერი მკლავი მაკავებს.
პირიდან ოხვრა მხდება, როცა მეორე ჭრილობიდანაც იღებს დანას.

ისევ სახეზე მაკვირდება მაგრამ ახლა უკმაყოფილოდ.
თვალებზე ბინდი მეკვრის და ვგრძნობ როგორ ეჭიმება სხეული კიდევ ერთი დარტყმის წინ.

მესამე დარტყმას ვეღარ ვგრძნობ…
თაფლისფერი თვალებიც ქრება
ჩემი გონება ბურუსში ეხვევა და მხოლოდ აარონის ხმა ჩმესმის:
-გაიღვიძე ლეა, ეს მხოლოდ სიზმარია.





***
ოფლში გაწურულს საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში მეღვიძება.
რამდენიმე წამი შვებას ვგრძნობ შემდეგ კი სიზმრიდან გამოყოლილი შიში ერთიანად მეჯახება და სუნთქვა მიჩქარდება…
-გაიღვიძე ლეა.
გონებაშ ჩარჩენილი ფრაზა ისევ და ისევ მეორდება… შემდეგ უფერულდება და ოთახში დაგუბებულ სიჩუმესთან მარტო მტოვებს.
სმენა მეძაბება. ჩემი გონება მზადაა პატარა გაფაჩუნებაც კი ლითონის ხმასავით ხმამაღალა აღიქვას.
პლედი ცხვირამდე მაფარია მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცხელა.
სიზმრისეულ აურას თავიდან ვერ ვიშორებ.
თავს ვაიძულებ რომ ავდგე. იმიტომ რომ ვიცი ვეღარ დავიძინებ.
პლედს ვიშორებ და ცივ იატაკზე ტერფებს ვდგავ.
ვდგები და ოთახში შუქს ვანთებ.
სამზარეულოსკენ მივდივარ და გზად მისაღებში და კალიდორში შუქს და ტელევიზორს ჩართულს ვტოვებ. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
თავს ვაჯერებ რომ შიშს შეგრძნება ჩემს სხეულში აღარ დათარეშობს. წყალს მოზრდილი ჭიქით სულმოუთქმელად ვსვავ.
გასქურაზე წყალს ვდგავ ყავისთვის და ტელეფონში საათს ვამოწმებ.
ხუთის ნახევარია.
ვოხრავ და სამზარეულოს პატარა მაგიდასთან მოწყვეტით ვჯდები ნიკაპს მოკეცილ მტევანზე ჩამოვდებ და ცარიელ ფანჯარაში ვიყურები.

თხუთმეტი წლოს ვიყავი…
თხუთმეტი წლის როდესაც სიკვდილს პირველად ჩავხედე თვალებში…
როდესაც საკუთარი თვალით ვნახე როგორ მოკლეს ჩემი საყვარელი ადამიანი…
მას შემდეგ გავიზარდე…
როცა საავადმყოფოს გულისამრევად თეთრ ოთახში პირველად გამეღვიძა ვიფიქრე რომ მოვკვდი.
პირველი ხმა რომელიც მაშინ გავიგე აარონონის თბილი ხმა იყო ჩემს გონებაში რომელიც მეკითხებოდა რა მომივიდა.
ვიფიქრე ეს საიქიოში ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილოყო და ყველაფერი მოვუყევი.
ეს ძალიან ბუნებრივად გამომივიდა. თითქოს მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი-ველაპარაკებოდი ჩემს გონებაში გამოჩენილ ხმას.
გონებაში ლაპარაკი საინტერესო რამაა..
ეს წერის პროცესს გავს-მარტივია მაგრამ კონცენტრაციას მოითხოვს.
როდესაც ოთახშო ექთანი შემოვიდა საიქიოს არსებობაში სერიოზულად დავეჭვდი.
"შენ რა ადამიანი ხარ? " გაოცებული მეკითხებოდა ჩემს გონებაში გამოჩენილი ხმა. მე კი პასუხს არ ვცემდი ,რადგან გაოცებული ვიყავი იმ ფაქტით რომ კიდევ ცოცხალი ვიყავი.
"ჯანდაბა! " შინაგანი ხმის ღრიალი ყველაზე ცუდი მოსასმენი რამაა სამყაროში, მერწმუნეთ.
ამის შემდეგ აარონი, შინაგანი ხმა თუ სიგიჟის ნაყოფი ჩემს გონებაში რამოდენიმე თვე არ გამოჩენილა…

სიკვდილისგან იმან გადამრჩინა რომ მამაჩემი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა.
მითხრა" რომ ქურდი" გაექცა, მაგრამ ახლა ასეთ რამეს აღარასდროს დაუშვებდა.
ჰმ…
მგონი პირობების ასრულებაში მამაჩემი მოიკოჭლებს.
ეს ამბავი მას შემდეგ დავივიწყე რაც საავადმყოფოდან გამოვედი. კითხვების დასმას თავს ვარიდებ რადგან ვფიქრობ ის რაც დამემართა საკმარისია.
ჩაიდნის ხმა მოგონებებისგან მანთავისუფლებს.
ვდგები და მოზრდილ ჭიქაში მაგარ ყავას ვასხავ.
შემდეგ მისაღებში გავდივარ და ტელევიზორის წინ ვჯდები.
ვიზაფრები როცა ვხვდები რომ გადაცემა პარანორმალურ მოვლენებზეა და სხვა არხზე სწრაფად ვრთავ.
პულტს ჟურნალის მაგიდაზე ვდებ და ერთ ყლუპს ვსვავ.

თვრამეტი წლის ვიყავი, როცა მოვისმინე როგორ გეგმავდა მამაჩემი ვიღაცის წამებით მოკვლას.
ეს საშნელი დარტყმა იყო. მითუმეტეს მას შემდეგ რაც მამას გარდა სახლში აღარავინ დარჩა ვინც ჩემთვის დროს გაიმეტებდა. დათო ჩემთვის დიდ მეგობარზე მეტი იყო… უფრო მეტ დროს დათოსთან ვატარებდი ვიდრე მამაჩემთან.
სახლიდან პიჟამოებში ჩაცმული გიჟივით გავიქეცი.
მამაჩემი დამეწია და სახლში შებრუნება მთხოვა, დამპირდა რომ ყველაფერს ამიხსნიდა. მე ვითხარი რომ ის ადგილი ჩემი სახლი აღარ იყო და რომ არაფრის ცოდნა არ მინდოდა.
შემდეგ გამოვბრუნდი და ჩემი სკოლის მეგობაროს სახლში ერთი ღამით დავრჩი.
მეორე დღეს სახლში მივედი ბარგი ჩავალგე და იმ სახლიდან სამუდამოდ წამოვედი.
რათქმაუმდა ამ ყელაფერს ისე მშვიდად არ ჩაუვლოა როგორც ახლა გიყვებით. ქუჩაში ნამდვილი წარმოდგენა დავდგით…თუმცა რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს?
შემდეგ გავიგე რომ მამა იმ სახლში აღარ დარჩენილა.
არ გაუყიდია უბრალოდ გამოკეტა…
აარონმა ორივე ამბით გამოწვეული ტკივილის გადატანა მაიძულა.
მან არ მომცა უფლება რომ სულიერად დავცემულიყავი.
ყოველთვოს როცა ჩემი სიზმარი მსგავსი მიმართულებით წავიდოდა აარონი მაშნვე მაფხიზლებდა და სიზმარიც წყდებოდა.
ამიტომ ამგვარი შიში აქამდე ჯერ არ განმიცდია.
არასდროს მაძლევდა უფლებას ამ ამბავს ჩავღრმავებოდი ან დეტალები გამეხსენებინა,რადგან ხვდებოდა რომ ეს საშინელ ტკივილს მაყენებდა.
ჩემი შინაგანი ხმა ბევრი რამის გადატანაში დამეხმარა…
ყავის ჭიქას ვდებ და სახეს ხელებში ვრგავ.

მომენატრა…
საშინლად მომენატრა სარკაზმული შინაგანო ხმა ჩემს გონებაში!
ძალიან მენატრება მასთან საუბარი.
უკვე ორი კვორა გავიდა რაც არ გამოჩენილა!
ვიფიქრე მისი გამოჩენის მეშინოდა.
თურმე მისი გაქრობის მეშინია…
რა უნდა ვქნა თუ…
თუ მართლა აღარასდროს გამოჩნდება?
ამის გაფიქრებაზე საცოდავად ამოვიტირე.
"მე ყოველთვის შენთან ვარ ლეა. ამის გამო ნუ იდარდებ"
ჩემი გონება აარონის ხმამ აავსო და მოულოდნელობისგან ფეხზე წამოვხტი.
-ღმერთო ჩემო! - ვიძახი ხმამაღლა შედეგ გონებაში ვყვირი
"შენ პორობა დაარღვიე! "
აარონი ხითხითებს.
" ასეა. შენზეც იგივე ითქმის ხომ ასეა? " ეშმაკურად მეკითხება, მე კი მისი ხმის მოსმენისგან სიხარუკისგან ვკანკალებ.
"აჰ, თუ ასე მოგენატრებოდი, ამდენი ნიანგის ცრემლები რაღა საჭირო იყო?" იცინოს აარონი.
ვბრაზდები. მაგრამ საკმარისად არა რომ მართლა გავბრაზდე.
"ლეა შემიძლია მოვიდე. " მაცდურად ჩურჩულებს აარონი.
"არა! არც კი გაბედო! - მაშინვე ვყვირი გონებაში.
" რატომ? "ნაწყენი ხმით მეკითხება.
"იმიტომ… შენი ლანდი მახსენებს რომ გონებაში რაღაც კარგად ვერ მაქვს… "
" ხო რა თქმა უნდა! გონებაში ხმები ყველას ესმის! " აარონის სარკაზმი ჩემი ფავორიტია მთელს სამყაროში.
აარონი ხითხითებს.
"ხშირად უნდა გავუჩინარდე ხოლმე" მისი თავმოწონება პიკს აღწევს.
არ ვპასუხობ… მეღიმება.
" აარონ…რაღაც უნდა გკითხო "
" რა არის? "
" მაშინ…. როცა ჩემს სახლში…"- აარონი მაცდის სათქმელი დავამთავრო.მეც თამამად ვაგრძელებ-
… მოკლედ როცა ჩემს სახლში გამოჩნდი… შენ… შენ ძალიან საშიშად…
"საშიშად სიმპათიური" მაშინვე მისწორებს აარონი.
თვალებს ვატრიალებ და ვაგრძლებ.
"მოკლედ ძალიან საშიში გარეგნობა გქონდა… არადა მე სხვანაირი წარმომედგინე…
" მაგალითად როგორი, კალესნაირი?"-გაღიზიანებული მაწყვეტინებს.
" არა,-უხეშად ვუბრუნებ პასუხს-"თუ დამამთავრებინებ გიგებ"
"მისმინე ლეა…-ხმას უწევს აარონი - ვერ ვხვდები რა გინდა. ჯერ ტირი და მეუბნები რომ უნდა წავიდე და ჩემთან ლაპარაკს საკუთარ თავს უკრძალავ, მერე კიდევ იმაზე ტირი სამუდამოდ რომ გავუჩინარდე რა მოგივა…
ჯერ ფიქრობ რომ გაგიჟდი და შენი გამოგონილი ვარ მერე ისე მელაპარაკები როგროც რეალურ პიროვნებას. - ჩერდება და ოხრავს შემდეგ უფრო მშვიდი ტონით აგრძელებს -სიმართლე გითხრა? დავიღალე. დავიღალე ლეა იმიტომ რომ ვერაფერი გაგიგე.
ჩემს თავს ვაიძულე რომ შენთან კავშირი გამეწყვიტა, ვიფიქრე რომ აღარასდროს გამოვჩნდებოდი და შენ მშვოდად ცხოვრებას შეძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა. მზად ვიყავი გეფიქრა რომე შენი გამოგონილი ვიყავი."
ჩუმდება. მე პასუხს არ ვუბრუნებ. მის სიტყვებზე ვფიქრობ.
ხო ნამდვილად არასდროს მიფიქრია რომ მისი აზრი მე მეკუთვნოდა. ყოველთვის თვითმყოფად პიროვნებად აღვიქვავდი, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობდა. ახლაც… მისი აზრი მაინტერესებს, როგორც პიროვნების. ღმერთო ჩემო! შეოძლება მართლა შევიშალე, მაგრამ აარონოს გარეშე ჩენი ცხოვრება იმაზე რთულია ვიდრე წარმომედგინა!
მირჩევნია ვიცოდე რომ პრობლემა მაქვს თავში, ვიდრე ჩემი შინაგანი ხმა გაქრეს.
"ბოდიში" - დაუფიქრებლად ვგზავნი პასუხს.
"ოხ ლეა! - ოხრვს ის-" ძალინ მინდა ახლა შენთან ვიყო! "
" არა! აღარასდროს გამოჩნდე… "
პასუხად აარონი იმედგაცრუებული ხვნეშის.
" რას ამბობდი? საშიშად სიმპათიურიო? "სასხვათაშორისოდ კითხულობს.
" ეს შენ თქვი,ნუ მაბრალებ"ვპასუხობ და ყავის ჭიქას ისევ ვიღებ."მოკლედ რას ვამბობდი… შენ ხომ ჩემი გამოგონილი ხარ.მაინტერესებს რატომ არ გაქვს ისეთი გარეგნობა როგორიც წარმოვიდგინე?
" მაინც როგორი წარმომიდგინე? არამგონია ჩემზე მაგრად გამოიყურებოდეს შენი შექმნილი მე" - მპასუხობს ზედმეტად თავმომწონე ტონით.
" შეიძლეაბა სუპერ სიმპათიური არა თუმცა უფრო მეგობრული შესახედაობა წარმოვიდგინე."
აარონი ქირქილებს.
"მშვენიეროა… სუპერ სიმპათიური არაა? მომწონს ასეთი გახსნილი რომ ხარ ძვირფასო. "
" აქედან მხოლოდ ეს გაიგე ? "თვალებს ვატრიალებ.
"დიახ, ამას ხშირად გაგიხსენებ"
ჯანდაბა!
" კითხვაზე პასუხი არ გაგიცია" მობეზრებული ვახსენებ.
"ალბათ იმიტომ არ ვარ მოსაწყენი ტიპი, რადგან სინამდვილეში შენ სულაც არ განსაზღვრავ ვინ ვარ მე." - ღიმილიანი ტონით მეუბნება და ჩუმდება.
შეკამათებას არ ვაპირებ. მე ამაზე მაინც არასდროს შევიცვლი აზრს. რა აზრი აქვს მასთან კამათს?
" კარგი. ახლა ის მითხარი ორი კვირის წინ ჩემს სიზმარში როგორ გამოჩნდი?"
"ხოო...ეს უკვე აპოლიტების ძვირი სიამოვმებაა . "
ვკრთები და ვცდილობ მისი პასუხი თავიდან ამოვიგდო.
ყველაფერი დღევანდელი სიზმრის ბრალია!
აარონი ჩუმდება და მაშნვე სხვა რამზე გადაქვს ყურადღება. ვხვდები რაღაც წამოსცდა.
" მგონი ცოტა დაძინება არ გაწყენდა ხომ ასეა? "
" არა. ახლა არ დავიძინებ. მითხარი… რას ნიშნავდა შენი სიტყვები სიზმარში? "
" იმას რომ თუ იმ უმაქნისს შენამდე მოუშვებ იძულებული ვიქნები თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო."
ახლა ჩემი ჯერია რომ გადავიხარხარო. "ვიზე საუბრობ" ვეკითხები როგორც კი სულს ვითქვავ.
" მე გაფრთხილებ ლეა და მერე შედეგებს მე ნუ დამაბრალებ! "- ძალიან სერიოზულად მეუნმება შემდეგ კი ამატებს-" ახლა კი ცოტა დაისვენე ხვალისთვის ენერგიები გჭირდება".

მის მითითებას ვითვალისწინებ. ათ წუთში საწოლში ნახევრად მძინარეს გონებაში ხმა ჩამესმის.
" ძილინებისა ლეა"
სახეზე ძილიანი ღიმილი მეფინება და მთქნარებით გაუაზრებლად ვჩურჩულებ.
-მიყვარხარ.
აარონის შეკრთომას მთელს სხეულში ვგრძნობ. სანამ ჩემი ნათქვამით გამოწვეულ შედეგებზე დავფიქრდები, მანამდე ღრმა ძილი მიტაცებს და სიზმრების სამყარო ჩემს გონებას დროებით შთანთქავს.




***

სამსახურში ისევ დამაგვიანდა…
უტამ საყვედურის მზერით მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა და მაშინვე მომახსენა, რომ დღეს გენერალური დირექტორის მდივანს, რომელიც ქალაქის ერთ ბოლოში ცხოვრობს დოკუმენტები უნდა გადავცე,სხვა საქაღალდე გამოვართვა და გენერალურ დირექტორს წავუღო სახლში რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში მდებარეობს.
ენაზე მომდგარი ლანძღვა შევიკავე და უტას ასე თუ ისე მშვიდად მივუგე.
-საახალწლო შვებულება ჩვენ არ გვექნება?
უტამ მრავალმნიშვნელოვნად შემათვალიერა და ცბიერი ღიმილით მომიგო.
-კი-ორშაბათიდან. და არა- შენ არა.- კომპიუტერისკენ შებრუნდა და სათვალე შეისწორა. - ვიღაც ხომ უნდა დარჩეს ოფისში ვინც სასწრაფო საქმეებს მოაგვარებს.
სახეზე ბრაზის მწველი ცეცხლი წამეკიდა და წარბები შუბლზე ამივიდა. თუმცა თავის მოთოკვა შევძელი რომ მისი ქალური ნაკვთებისთვის თავდაჯერებული სიფათი არ ამეხია.
-და მე რა უნდა ვაკეთო მარტომ?
ძალიან ვცადე უხეშად არ გამომსვლოდა, მაგრამ ჩემი წარმოთქმული სიტყვები თავისით დაიტკეპნა.
უტა სკამიანად ჩემსკენ ტრიალდება და სკამის საზურგეს უდარდელად ეყრდნობა . უკვე ვფიქრობ რომ ეს მანერები საკუთარი თავისთვის ხაზგასასმელად სჭირდება. ვღიზიანდები.
-რა და ძვირფასო სასწრაფოდ მოსაგვარებელი დოკუმენტები ჩიტივით სწრაფად, ოფისიდან სახლიდან სახლში უნდა ატარო. - თვალებს ვჭუტავ. ცოტა ხანი მაცდის რომ მისი ნათქვამი ჩემს გონებაში გაიხსნას. მერე კი ამატებს-ისევე როგორც დღეს.
-რატომ? - ვეკითხები და ცალ წარბს მაღლა ვზიდავ.
უტა ცივად იღიმის და თვალს თვალში მიყრის. დიდი პაუზის შემდეგ ნელა თვალ მოუშორებლად მპასუხობს
-იმიტომ რომ სამი კვირაა რაც აქ მუშაობ და უკვე სამჯერ დაიგვიანე- ისეთი ტონით მეუბნება, აშკარად სხვა რამე თქვა და სხვის თქმას აპირებდა.
ერთ ხანს ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ.
შემდეგ დანებების ნიშნად ვოხრავ და ვეკითხები.
-კარგი, ასე იყოს. მაგრამ ამხელა შენობაში მხოლოდ მე ვიქნები?
-რა თქმა უმდა მარტო შენ არ იქნები. მაგრამ არც იმდენი იქნებოთ ერთმანეთის არსებობა რომ ხშრად შენოშნოთ-მხრებს იჩეჩს უტა. სკამით ისევ კომპიუტერისკენ ბრუნდება და კლავიატურაზე იწყებს კაკუნს. ეს ხმა საშინლად მაღიზიანებს.
- გადამეკიდე არა? - ხელებს გულზე ვიკრეფ, სახეზე რევანშის ღიმილს ვიკრავ და -უკვე ვინ იცის მერამდენედ- მის შემობრუნებას ველოდები.
უტა უემოციო სახით ტრიალდება. ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ უემოციო სახე ზოგ სიტუაციაში ყველაზე კარგად ლაპარაკობს ადამიანის გრძნობებზე. მაგალითად ამ სიტუაციაში აშკარაა რომ უტა გაღიზიანდა.
რევანშის ღიმილს ვაფართოვებ- ეს უკვე ნიშნისმოგების ღიმილია.
--შენს თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს პატარა, შეუმჩნეველო არსება, თუ თვლი რომ მე შენს გამო შევწუხდები და ჩემს დროს და ენერგიას შენს გადასაკიდებლად გამოვიყენებ. - ზედმეტად მაღალ ხმაზე მომიგო და ცივად გამიღიმა. საპასუხოდ ღიმილი კიდევ უფრო გავაფართოვე, და შევეცადე არ დამტყობოდა რომ მისმა სიტყვებმა პირდაპირ მიზანში მოარტყა.
მეზიზღება ის მომენტი როცა ადამიანები პირდაპირ პასუხის გაცემის ნაცვლად, შორიდან და მტკივნეულად უვლიან იმ გზაზე სადაც შენი სენსიტიური ადგილი იმალება.
ეს ბოროტებაა.
ზუსტად ვიცი, რომ უტამ დროც და ემერგიაც დახარჯა რომ მე გავეღიზიანებინე და დარწმუნებული ვარ, იმიტომ არ გადამკიდებია რომ სამჯერ დავიგვიანე. ამას თქვენც ხომ ხედავთ?
ეს მანაც იცის.
უტამ პატარა, შეუმჩნეველ და ზედმეტად უმნიშვნელო გოგოდ გამომიყვანა და ამის წინააღმდეგ მე სათქმელი არაფერი მაქვს.
მაგიდიდან დოკუმენტებს ღიმილით ვიღებ და ვცდილობ ტუჩის კუთხეში აკანკალებული კუნთი შევაკავო. თვალს თვალში ვუყრი
-მასე იყოს-ვამბობ და მისი პატარა კაბინეტიდან აუჩქარებლად გამოვდივარ.
ნაგავი!


***
წვიმს.
მაგრამ არა ისე ზაფხულში როგორც იცის- მსხვილად და სასიამოვნოდ.
არა.
ახლა დეკემბერის ბოლოა და გამიკვირდებოდა ასე ლამაზად რომ ეწვიმა…
წვიმს,მაგრამ წვრილად და შემაწუხებლად.
შავ, მოკლე და განიერ ქურთუკში ცხვირჩარგული, ყურსასმენებში ყველაზე სევდიან მუსიკას ვუსმენ მთელს მსოფლიოში. ავტობუსის გაჩერებაზე მიყინული, ჩემს წინ ჩამწკრივებულ, ბებერი ჭადრის ხეების შიშველ და წვისმისგან გამუქებულ, ერთმენეთში გადახლართულ ტოტებს ვაკვირდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ტოტები ცოცხლობენ. ერთმანეთს ესაუბრებიან,უყვართ, სტკივათ, სძულთ, ეშინიათ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მათ საკუთარი საზოგადოება აქვთ რომელიც ჩვენი სამყაროსგან მალულად მოძრაობს. ჩვენ კი ბრმები ვართ მათ ურთიერთობებს რომ ვერ ვამჩნევთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ტოტები ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან… პოემემებს ყვებიან მათ შრის მოძრვი ქარისთვის.
ვუყურებ და მათი სილამაზით ვტკბები.
ვტკბები და ვხვდები რომ ხეში ლამაზი არა ფოთლები, არამედ ტოტებია…
ტოტებიდან თვალი ჩამუქებულ, უხალისო ცაზე გადამაქვს.
წვიმისგან შეგუბებულ, მაგრამ მაინც ცივ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და სველ მოკლე თმას ყურსუკან ვიწევ.
აარონი მთელი დღეა არ გამოჩენილა.
არც კი ვიცი მომეჩვენა თუ მესიზმრა ჩვენი საუბარი.
არც ის ვიცი მისი გამოჩენა კიდევ მინდა, თუ არა.
ყოველ ჯერზე, როცა სიხარული მიტანს მისი ჩემს გონებაში გამოჩენის გამო, მახსენდება რა ვუთხარი დაძინების წინ და სიხარულის გრძნობა მაშნვე იმ იმედად იქცევა რომ კოდევ დიდი ხანი მოიცდის მანამდე სანამ დამელაპაარაკება.
არ ვიცი რატომ ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ იმ მომენტში სწორედ სიყვარული იყო ერთადერთი გრძნობა, რაც სხეულს მითბობდა. თანაც რა დაშავდა თუ შენი შინაგანი ხმა გიყვარს?
არც არაფერი.
მაგრამ თუ აარონს ვიცნობ,ის აუცილებლად გაამახვილებს ამ თემაზე ყურადღებას და მეშინია სხვანაირად არ გამიგოს.
დამცინებს? სერიოზულად მოეკიდება თუ უბრალოდ სიტყვას გადამიკრავს? რა მნიშვნელობა აქვს, აარონი ჩემი მეგობარია და მეშინია ჩემი სიტყვები არასწორად არ გაიგოს. მე ის როგროც მეგობარი, როგროც პიროვნება ისე მიყვარს.
სწორად გამიგეთ, შეიძლება ვიცი ჩემი გამოგინილი პიროვნებაა, მაგრამ მთელი ამბავიც მაგაშია რომ მას სხვა პიროვნებად აღვიქვავ.
ერთი სიტყვით,თან მიხარია და თან არა ის რომ გუშინ, მიუხედავად ყველაფრისა ისევ გამოჩნდა.
მიხარია, რადგან მის გარეშე უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. მართლა. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ისედაც პრობლემები თავზე საყრელად მაქვს. ის კი ერთადერთია ვისაც ჩემს გრძნობებს ვუზიარებ.ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის და მნიშვნელობა არ აქვს აარონის ჩემს თავში ყოფნით გავაფრენ, თუ უმისოდ.
მართლა ძლაინ მომენატრა. ნამდვილი ადამიანი რომ იყოს იმდენი ხანი ჩავეხუტებოდი სანამ ძალით არ მომიშორებდა.
ავტობუსი ცხვირწინ მიჩერდება. უკანა კარებში სწრაფად ავდივარ და ფანჯარასთან ადგილს ვიკავებ.
ერთი კვირის წინ ვიფიქრე რომ მეგობარი შევიძინე.
ამაზე ახლა ძალიან მეცინება.
თუმცა მასევდიანებს ის ფაქტი ასე სწრაფად რომ მომეცა იმედი. იმედი რომ არ ისეთი უტერესო ადამიანი ვარ და შემიძლია მყავდეს ნამდვილი მეგობრები.
როგორც კი ჩემი სულელური სიხარული მახსენდება თავს ვაქნევ და ვცდილობ ამაზე ფიქრი თავიდან მოვიშორო.
კალეს მეორე დღესვე მივუტანე ოფოსის კაფეტერაიში პალტო, როგორც ამაზე ფოიეში შევთანხმდით წინა ღამეს.
კალემ პალტო სწრაფად გამომართვა და მითხრა რომ სასწრაფო საქმე ჰქონდა და უნდა წასულიყო.
ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემხვდა დერეფანში, თუმცა მგონი ვერ შემნიშნა ან უბრალოდ თავი ამარიდა. ისე იქცევა თითქოს დოკუმენტების დასალაგებლად მე შევეტენე.
რაც არის არის. ყოველ შემთხვევაში მას იმედები არ დაუნგრევია. ეს მე ვქენი და მიხარია, იმდენად ჭკვიანი მაინც რომ გამოვდექი ჩემი და კალეს მეგობრებაზე ოცნების კოშკები მაშნვე ჩავფუშე როგორც კი სახლში მისულმა განვლილ დღეს თვალი გადავავლე.
ჰმ… ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება.
ზურგჩანთაში საქაღალდეს კიდევ ერთხელ ვამოწმებ და თითქმის ცარიელ ავტობუსს თვალს ვავლებ. გარეთ ისევ ცრის. ჭუჭყიან მინაში გამოჩენილ, უცნაურად უფერულ, ქალაქის ცხოვრების სურათებს ვაკვირდები და ცოტა ხანში ძილის დაუოკებელ სურვილს ვგრძბობ.
"კიდევ კარგი მომისმინე და ძილი გააგრძელე, თორემ ახლა მანდ ხვრინვას ამოუშვებდი" როგროც კი აარონის სარკაზმი გონებას მივსებს სიხარულისგან ერთიანად ვფხიზლდები.
"არადა ორი კვირის წინ მითხარი უკანმოუხედავად აახვიეო" - ჩემს ფიქრებს ეპასუხება მისი უნიჭოდ განსახიერებული ნაწყენი ხმა.
" სხვას რას ელოდი? იმის სიფათი გაქვს ვინც სახურავიდან ხელს მიქნევდა, მანამ სანამ მე ფრენას ვსწავლობდი"
"ოჰჰო! ეს რაღაც ახალია. ლეამ სარკაზმის მნიშვმელობა შეიცნო? დღეს რამე მოხდა და მე არ ვიცი?" გრაციოზულად იკვირვებს აარონი.
პასუხად დამცინავაად ვფრუტუნებ.
" ლეა მგონი დაგავიწყდა, რომ მე შენი მკვლელის სახე კი არ მაქვს, მეთვითონ ვარ შენი მკვლელი" - მისი ხმის ტონი ერთიანად, მხიარულიდან-სერიოულამდე იცვლება.
"შენ კი მგონი დაგავიწყდა, რომ არ არსებობ და ფიზიკურად ვერ
მომკლავდი" - ვცდილობ მხიარული ტონი შევონარჩუნო, მაგრამ გონებაში ჩემი ხმა ძალიან ყალბად ისმის.
" სად მიდიხარ ლეა? "თემას ცვლის აარონი.
" სადღაც" ჩემი პასუხი აშკარად აგრძნობინებს რომ საუბრის გაგრძელება აღარ მინდა, ამიტომ გონებაში სიჩუმე ისადგურებს. მხოლოდ მუსიკის დაბალ ხმას ვუსმენ ყურსასმენებში.
"მისმინე" - დაბალი, სერიოზული ტონით არღვევს აარონი მუსიკის ფონიან დუმილს.მაშინვე ვიძაბები - "გუშინ რაც მითხარი… ლეა… -ჩერდება. რამდენიმე წამში კი თავდაჯერებულად აგრძელებს- " ლეა ნუღარასდროს მეტყვი რომ გიყვარვარ, იმიტომ რომ ასე არ არის. ამას ვგრძნობ... - დამრიგებლურად ჟღერს რაც მისთვის უჩვეულოა-ჩვეულებრივ გაკვეთილებს სარკაზმით მასწავლის.
" შეიძლება შენი ლანდი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოგონებებს არ უკავშირდება… შეიძლება ოდნავ მაშინებ კიდევაც… მაგრამ შენი ხმა უკვე რვა წელია მესმის და მას ისე მივეჩვიე როგორც ჰაერს სასუნთქად. ხო, ნამდვილად არ მომწონს ვინც ხარ გარეგნულად, მაგრამ მიყვარს ვინც ლაპარაკობს ჩემს თავში. "
"გიყვარვარ როგორც მეგობარი…"
"ხო სხვა რამ არც მიგულისხმია" -მივუგე სწრაფად და ამივისუნთქე რადგან ჩავთვალე ყველაფერი გავარკვიეთ.
აარონის მწარე სიცილი მესმის.
გაჩერებაზე ჩავდივარ.
ხუთი წუთი ფეხით სიარულის შემდეგ "თავკერძა ქალბატონი" ელენეს-როგორც მას უტამ უწოდა-პატარა, მაგრამ ლამაზი სახლის მოწითალო ხის კარზე ვაკაკუნებ და სანამ კარების გაღებას ველოდები პატარა, მდიდრულ წინა ეზოს ვათალიერებ- დეკორატიული ბუჩქებით და მოკირწყლილი ბილიკით, რომელსაც სახლამდე მიჰყავხარ. ოთხ საფეხურიანი კიბის ორივე მხარეს, ქოთნის ნაძვები დგას. სახლი თეთრია და შავი სახურავი აქვს. ერთიანობაში კარგია, მაგრამ მე აქაურობას უფრო მეტ დეტალს დავამატებდი, რაც აქაურობას ნამდვილად აკლია. მითუმეტეს საახალწლოდ.
მოულოდნელად კარს ქერა, თბილ ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი ქალი აღებს. დამნაშავის სახით, სწრაფად ვტრიალდები მისკენ. მაღალქუსლიანების და მოკლე შავი კაბის გარეშეც კი მაშნვე ვცნობ.
ეს ხომ მისის აკურატულობაა! ცივი ნაცრისფერი თვალებით თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს, მე კი ვფიქრობ აქედან როგორ გავიქცე.
მშვილდივით მორკალულ წარბებს მაღლა ზიდავს და ზედმეტად წვრილ ტუჩებს ზიზღით ხსნის.
-გამარჯობა-ჩემი გაწვრილებული ხმა საშინლად ჟღერს.
-საიდანღაც მეცნობი-უხეში ტონით მპასუხობს და გვერდზე დგება, რომ კარში შემატაროს-დოკუმენტები მოიტანე?
-დიახ. - მოკლედ ვპასუხობ. კარში უხერხულად შევდივარ და სულელურად ვუღიმი.
ელენე კარს ხურავს და ხელს მომლოდინედ იწვდის.
ზურგჩანთას მხრებიდან ვიხსნი და რაც შეიძლება სწრაფად ვიღებ საქაღალდეს.ზურგჩანთიდან ტელეფონის სატენიც ძირს ვარდება.
-ჯანდაბა-ვჩურჩულებ და სატენის ასაღებად ვიხრები.
-ღმერთო ჩემო, ასეთი მოუხერხებელი როგორ ხარ - პრეტენზიული ტონით მსაყვედურობს "მისის აკურატუკობა".
ერთიანად აწითლებული ვსწორდები და საქაღალდეს ვუწვდი, თან ტუტუც სატენს ზურგჩანთაში ვაბრუნებ.
გამკიცხავად კიდევ ერთხელ მასობს მონაცროსფრო-მოცისფრო თვალებს სახეზე და ტრიალდება. თვალი სახლის კრემისფერ ფლოსტებისკენ გამირბის. კიდევ კარგი! უკვე ვფიქრობდი რომ სახლშიც მაღალი ქუსლებით დადიოდა.
-ახალი ხარ არა? - მის რიტორიკულ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ-აქ დამელოდე ახლავე გამოგიტან. - თითქმის ბრძანების ტონით მეუბნება, ხის ორ საფეხურს ჩაივლის და მისაღბ ოთახს ჭრის.
კარებთან ვჩერდები და ამ ოთახს ვათვალიერებ. შესასვლელი ძალიან პატარაა და მისაღების გაგრძელებას წარმოადგენს - ორი საფეხური ყოფს ერთამნეთისგან. ინტერიერი თეთრის სხვადასხვა ტონალობებშია გადაწყვეტილი. თეთრი კედლები, ნაცრისფერი თაროები კრემისფერი დივანი და დაცემული ფარდები. ნაძვის ხეც კი ვერხცლისფერია. ფაქტიურად მხოლოდ იატაკი და ჟურნალის მაგიდაა მუქი ფერის ამ სახლში. ინტერიერის დეტალურად შესწავლას ვერ ვასწრებ, რადგან ელენე უკან ბრუნდება.
-აიღე. იცოდე თუ გავიგე რომ გახსენი, კარგი დღე არ დაგადგება. - ცივი ხმით მაფრთხილებს და დალუქულ საქაღალდეს მკაცრი მზერით მაწვდის.
-რაში მჭირდება- ვბურტყუნებ და ზურგჩანთაში საქაღალდეს ვტენი. ბოლო წამს ჩემს ყურადღება დიდი შრიფტით დაწერილი რამდენიმე სიტყვა იქცევს-"აპოლიტების ჯაშუშური სისტემის დეგრადირების სქემა".
თავს ვარწმუნებ რომ მომეჩვენა, რადგან ეს ტერმინი საეჭვოდ ხშირად მხვდება.
-მე გაფრთხილებ-შხამიანად მიღიმის და კარებს აღებს. ზღრუბლს ვაბიჯებ და სანამ კიბეზე ნაბიჯს დავდგამ "თავკერძა ქალბატონის" უცნაურად დამტკბარი ხმა მესმის. - მოიცადე ძვირფასო,კიდევ რაღაც უნდა გაგატანო,მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს კარგი? - ვოხრავ და ხის მოაჯირს ვეყრდნობი.
რამდენიმე წამში ელენე უკან ბრუნდება. ხელშ შავი, მოკლე მკლავიანი მამაკაცის მაისური უჭირავს.
-ვისთანაც მიდიხარ იმას გადაეცი-უცნაური ღიმილოთ მაწვდის მაისურს. მხრებს ვიჩეჩ რადგან მისი ღიმილის მნიშვნელობა ჩემთვის გაუგებარია. ორი თითით ვართმევ და ჩანთაში ისე ვტენი რომ რაც შეიძლება ნაკლებად შემეხოს. მაისური მამაკაცის მძაფრი პარფიუმერიის სირნელს აფრქვევს.რატომღაც ეს სუნი მეცნობა.
როგორც ჩანს გენერალურ დირექტორს და მდივანს კარგი ურთიერთობა ჰქონიათ…
ზედმეტად კარგიც კი…
ვცდილობ ღიმილი შევიკავო, ამ ამბის გამო რომ მომეძალა. ვემშვიდობები და ქუჩაში გავდივარ. ხმამაღლა ხარხარი მინდება ან აარონთან მისის აკურატულობის გამასხარავება. ან ოტივე ერთად… მაგრამ ბოლოს ისე გამოდის არც ერთი შემიძლია და არც მეორე.




***
ჯანდაბა!
უტას ნომერს დავყურებ რომელიც ჩემი ტელეფონის ეკრანზე ჩნდება.
უკვე საღამოს შვიდი საათია. მე კი დირექტორისთვის დოკუმენტები ჯერაც არ გადამიცია. არადა ელენეს სახლიდან ორი საათისთვის გამოვედი.
ახლა ნამდვილად გამაგდებს.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბაა!
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ეკრანს ხელს ვუსმევ. ტელეფონი ყურთან მიმაქვს.
"აარონ მიშველე" ვყვირი გონებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუბარს პირველი მე ვიწყებ.
-ღმერთო ჩემო ლეა! -ყვირის გაკაპასებული უტას ხმა. ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და გონებაში ვლოცულობ-სად ჯანდაბაში ხარ! დოკუმენტები სად წაიღე?! სულ გააფრინეე?! - ყვირის უტა.
-აგიხსნი… მართლა არ არის ჩემი ბრალი…
-გაჩუმდი ძალიან გთხოვ! ნეტავ რაზე ვფიქრობდი შენ რომ გაგზავნე… ღმერთო ჩემო… - სასოწარკვეთილი უტას ხმა იმდენად სასაცილოდ ჟღერს, რომ ამ საშინელ სიტუაციაში, ყურმილს განზე ვწევ, მარცხენა ხელს პირზე ვიფარებ და ვცდილობ სიცილის ხმა მოვგუდო.
უტას ხმა ყურმილის მეორე მხარეს ისევ ბრაზიან ტონს იღებს.
-სად ჯანდაბაში ხარ! შვიდი საათი ხდება, ელენემ მითხრა ორისკენ დოკუმემტები უკვე გადავეციო. ღმერთო ჩემო იმედია არ დაგიკარგავს! კალემ ტელეფონი ამიფეთქა, ყველაფერს მე მაწერს! - აღარ ჩერდება უტას ხმა.
-იქნებ ამახსნევინო? - ვოხრავ-დოკუმენტები არ დმიკარგავს არც არაფერი მოსვლია…
-გესმის რომ ეს სასწრაფო იყო და დირექტორისთვის ძალიან მალე უნდა გადაგეცა ეგ საბუთები? პროექტი ფაქტიურად ჩაშალე!-ყვირის უტა.
თვალებ ვხუჭავ და ღმერთს ვთხოვ მოთმინებამ არ მიმტყუვნოს, ისედაც საშინელი დღე მქონდა!
-აგიხსნი თუ დამაცდი…
-გირჩევნია კარგი მიზეზი გქონდეს.-იმუქრება უტას ხმა.
-მოკლედ ძალიან ცუდი დღე ემქონდა… იმ ავტობუსს რომელითაც ვმგზავრობდი მანქანა შეეჯახა, მე კი ავტობუსში ერთადერთი მგზავრი ვიყავი, ამიტომ პოლიციის მოსვლამდე მოცდა მომიწია,როგორც მოწმეს. მერე იქიდან ტაქსით წამოვედი. გზაში მანქანას რაღაც დაემართა, თითქმის ცაროელ გზაზე კი მხოლოდ კერძო მანქანები დადიოდნენ. - სწრაფად ვლაპარაკობ რადგან მეშინია უტამ ისევ არ შემაწყვეტინოს. - საათ ნახევარი იქ ჩავრჩი, ბოლოს და ბოლოს მძღოლმა მანქანას უშველა. წამოვედით… მერე გამახსენდა რომ ზურგჩანთა იმ ადგილას დამრჩა სადაც მანქანა გაფუჭდა და უკან გავბრუნდით. ზურგჩანდა ავიღე. მძღოლს დაურეკეს და უთხრეს რომ მისი შვილი ავარიაშ მოჰყვა ბოდიში მომიხადა და ცოტა უფრო ხალხმრავალ ქუჩაშ გადმომსვა. სხვა ტაქსი დავიჭირე და ეხლა…-ჩემი მონაყოლო დაზეპირებული ლექსივით ჟღერს…
-ზღაპრებს მიყვები ლეა?!- შემაწყვეტინა უტას გაბრაზებულმა ხმამ.
შევამჩნიე როგორ გადმომხედა ტაქსის მძღოლმა უკანა ხედვის სარკიდან -უნდობლად. სასაცილოა, მაგრამ ჩემი თავის თვითონაც არ მჯერა.
-კი უტა აქამდე როგორ ვერ მიხვდი? - ვაჯავრებ და მძღოლის დასანახად თვალებს ვატრიალებ.
-კარგი ჩავთვალოთ რომ დაგიჯერე. ახლა სად ხარ? - უტას კაპასი ხმა ოდნავ მშვიდდება, მაგრამ აშკარად მზადაა სადაც დამინახავს ცოცხლად გამატყავოს.
-ახლა სხვა ტაქსიში ვზივარ. ათ წუთში მივალ…
-ხვალ რომ მოხვალ კარგ ამბავს არ ელოდე ჩემგან- დაბალ ხმაზე მეუბნება და მაშინვე მითიშავს.
ჯანდაბა ესღა მაკლდა!
ფანჯარაში სევდიანად ვიყურები. გარეთ უკვე კარგა ხანია ბნელა.წვიმა მთელო დღეა არ შეწყვეტილა.
ვის შეიძლება დაემართოს ასეთი სულელურო ამბავი თუ არა მე?
უტას კი არა, მეც კი არ მჯერა ჩემი მონაყოლის. როცა შენი სიტყვების შენთვითონვე არ გჯერა, რა შანსი გაქვს რომ სხვამ დაგიჯეროს?
დამთავრდა. ეს სამსახურიც დავკარგე!
მშვენიერი საახალწლო საჩუქარია.
რა იდიოტური დაღმავლობაა! მთავარი ინტერიერის დიზაინერიდან, სულელ ყავის მომდუღებლამდე !
საყვარელი საქმიდან არაფრის მაქნისობამდე!
აარონიც მთელი დღეა აღარ გამოჩენილა და ამ ყველაფრის გადატანა მარტოს მომიწია.
ჰმ… როცა უნდა მხოლოდ მაშინ ჩნდება. ჯანდაბაშიც წასულა.
ტაქსი უზარმაზარი სახლის წინ ჩერდება. ფულს მძღოლს ვაწვდი და მანქანიდნ გადავდივარ.
ისეთ ხასიათზე ვარ სახლის შეთვალიერებაც კი არ მინდება, მიუხედავად იმისა, რომ სახლი საახალწლოდ გრანდიოზულადაა მორთული.ზარის ღილაკს თითს ვაჭერ და ველდები.იმდენი ნათურა ბრჭყვიალებს მეც კი ვიწყებ ციმციმს.
კარს თეთრ ფართუკში გამოწყობილი, ხნიერი, ხმელ - ხმელი ქალი მიღებს. მკაცრი სახის ნაკვთბი არც კი უტოკავს.
-გამარჯობა...საბუთები მოვიტანე…
-შემოდი-ხისტად მეუბნება და უზარმაზარ ჰოლში მიშვებს.
ვერაფერს იტყვი. მართლა მაგარი სახლია.
ხის დიდი კიბეები, ბრჭყვიალა ჭაღი, ხის მაღალი და განიერი კარებები, იზარმაზარი ნამდვიკი ნაძვის ხე, რომელსაც მხოლოდ წითლი და მწვანე სათამაშოები ჰკიდია.
თავს ძლივს ვიკავებ რომ აღფრთოვანებისგან არ ამოვიგმინო.
ქალს კუდში მივყვები და თან სახლს პირდაღებული ვათვალიერებ. მისაღებ ოთახში შევყავარ.
-ახლავე დავუძახებ ბატონ მეტრეველს-უემოციოდ მეუბნება და ოთახიდან ორთქლდება.
როგორც კი გადის ოთახის დათავლიერებას ვაგრძლებ. ყველა დეტალიდან სიმდიდრე გამოსჭვივის. აბა სხვას რას ველოდი გენერალური დირექტორის სახლში?
კარები ისევ იხსნება. სწრაფად ვტრიალდები და შემოსულს სახეზე ვაკვირდები. დანახულისგან შოკირებულს პირი ღია მრჩება.
-როგრც იქნა მოაღწიე-ხმამაღლა წარმოთქვავს კალე და კარებს გრაციოზულად ხურავს.
ორი წამი თუ შეიძლება…
… კალე?
"კალემ ტელეფონი ამიფეთქა" მახსენდდბა უტას ნათქვამი.
რა სისულელეა!
თავს ვაქნევ,თითქოს საკუთარი თავის გადასარწმუნებლად.
არა...
აქ რაღაც შეცდომაა…
კალე მიღიმის და ჩემსკენ მოდის.
-როგორ ხარ ლეა?
ცუდი კითხვაა რადგან კარგად ნამდვილად არ ვარ…
ეს კითხვა კი ყოველთვის იმიტომ ისმევა, რომ ერთი და იგივე, ფორმალურად წარმოთქმული დადებითი პასუხი მოისმინონ. ხომ ასეა? მე კი ახლა ფორმალურადაც კი არ ვარ კარგად.



№1  offline წევრი Ανάξιος

იძაბება სიტუაცია , ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი dramalover

korean
იძაბება სიტუაცია , ველოდები ახალ თავს

ვეცდები მალე დავდო და ასე აღარ დავიგვიანო:(
ცოტა სასაცილოა მე თვითონვე რომ ვარ უკმაყოფილო:დდდ
მის უუ❤️

 


№3  offline წევრი Anastasssia

1. მთელს ტანზე არა-- მთელ ტანზე
2. ჩემსკენ არა-- ჩემკენ
3. მაგ რამოდენიმეს ხმარებას რა ვერ გადაგაჩვიე, გოგოოო?!


"პირველი ხმა რომელიც მაშინ გავიგე აარონონის თბილი ხმა იყო ჩემს გონებაში რომელიც მეკითხებოდა რა მომივიდა."- როგორი მსგავსი სიტუაციაა... ჩამეღიმა.
დაქალის ტელეთი შემოვვარდი, როგორც კი შემეძლო და ჰოპ... შენ არ დამხვდი?!. რა კარგიააა. ახლა გიჟივით გწერ და არ ვიცი რა ჯანდაბად ვთქვა. ჯერ ერთი დროში ვიწვები და ვფიქრობ რომ სათანადოდ ახლა ვერ გაგიშიფრავ ყველაფერს, თუმცა იცოდე... შემდგარი თავი იყო. ყოჩაღ!!!

ხო და... ძალიან რომ მომენატრე ნეტა თუ იცი?!
გკოცნი... გკოცნი და გკოცნი... აბა დროებით!
შენი (გიჟივით შემოვარდნილი ამ საიტზე დაქალის ტელეთი...) Mary Drey

 


№4  offline წევრი dramalover

Anastasssia
1. მთელს ტანზე არა-- მთელ ტანზე
2. ჩემსკენ არა-- ჩემკენ
3. მაგ რამოდენიმეს ხმარებას რა ვერ გადაგაჩვიე, გოგოოო?!


"პირველი ხმა რომელიც მაშინ გავიგე აარონონის თბილი ხმა იყო ჩემს გონებაში რომელიც მეკითხებოდა რა მომივიდა."- როგორი მსგავსი სიტუაციაა... ჩამეღიმა.
დაქალის ტელეთი შემოვვარდი, როგორც კი შემეძლო და ჰოპ... შენ არ დამხვდი?!. რა კარგიააა. ახლა გიჟივით გწერ და არ ვიცი რა ჯანდაბად ვთქვა. ჯერ ერთი დროში ვიწვები და ვფიქრობ რომ სათანადოდ ახლა ვერ გაგიშიფრავ ყველაფერს, თუმცა იცოდე... შემდგარი თავი იყო. ყოჩაღ!!!

ხო და... ძალიან რომ მომენატრე ნეტა თუ იცი?!
გკოცნი... გკოცნი და გკოცნი... აბა დროებით!
შენი (გიჟივით შემოვარდნილი ამ საიტზე დაქალის ტელეთი...) Mary Drey

უუხ როგოორ მიყვაარხაააარ!
არადა შენს კომენტაარს ჯერ არ ველოდი და როგორ გამაახაარე ხომ არიციიი!
ვიცი, ვიცი რომ მოგენატრე იმიტომ რომ თვითონაც ძალიან მომენატრე!
აი შენს შენიშვნებზე კი სამი პსუხი მაქვს.
1. მგონი ყველა თავში ერთი და იგივე შეცდომებს ვუშვებ
2.არასწორი ფორმები ზედმეტად შესისხლხორცებული მაქვს და უკვე მექანიკურად ვწერ.
3.უფს...არადა ვიღაცამ პირობა დადო გადავეჩვევიო?
ერთი სიტყვით,მიყვარს ჩემს ნაწერში შენ რომ პოუობ საერთოს ხოლმე <3
და კიდევ, სულ რომ არ მიგეწერა შენი სახელი მაინც მივხვდებდი რომ შენ იყავი დრეი❤️
ულევი სიყვარულით #moonlover

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent