შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი. გაგრძელება (თავი მეორე)


28-07-2020, 22:28
ავტორი sati
ნანახია 1 717

-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ელენე-მანქანიდან ალექსანდრე და მისი ოჯახი გადმოვიდნენ. უცნაურია, მაგრამ ალექსანდრემ მაშინვე შეამჩნია ფანჯარასთან მდგარი ანუკი და წამით გაშეშდა, მან კი სწრაფად გადაწია ფარდა და მიიმალა. ეს იყო და ეს, დიდი რეაქცია არ ჰქონია. არ უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უკვე აღარ იყო იმ ასაკში, რომ ოთახში დამჯდარიყო და ხალხის წასვლას დალოდებოდა. მამის პანაშვიდი იყო და ყველანაირი სისულელე უნდა დაევიწყებინა. შავების ძებნა დაიწყო, რადგან ძირითადად ამ ფერს არ იცვამდა, ვერ იტანდა. მოემზადა , ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ერთი გამომეტყველება მიიღო, ყინულივით მზერა დაიჭირა და ქვევით ჩავიდა. ჯერ ისევ მარტო ალექსანდრეს ოჯახი იყო, ნინა ელენესთან და ნინოსთან იჯდა სამზარეულოში. ბიჭები ეზოში იყვნენ ეწეოდნენ.
-გამარჯობა ნინა-ანუკიმ გადაკოცნა.
-ვიზიარებ... შენს მწუხარებას.
-მადლობა-გაუღიმა და ეზოში გავიდა.
-ვიზიარებ-პირველი გიორგი მივიდა და გადაეხვია.
-მადლობა-მასაც ისევე გაუღიმა და ახლა ჯერი ალექსანდრეზე მივიდა.
-ვიზიარებ-განსაკუთრებულად არ მოქცეულა, ჩვეულებრივად გადაკოცნა და გვერდით გაიწია. ანუკიმ ტატოს შეხედა რომელიც ზედაც არ უყურებდა.
-ტატო.. შეიძლება ორი წუთი ვილაპარაკოთ?
-ეხლა დაიწყება პანაშვიდი-ალექსანდრემ გაკვირვებულმა გახედა, დიდი ხანი იცნობდა ორივეს და მიხვდა რომ რაღაცაზე ნაჩხუბრები იყვნენ. ანუკის მეტი არც უთხოვია, გატრიალდა და მისაღებში დაჯდა. ადგილს ვერ პოულობდა, თითქოს არავის არ უნდოდა მასთან ლაპარაკი. ალექსანდრე კი შორიდან უყურებდა და ჩაფიქრებულ იდგა. მართლაც ათ წუთში გაიღო ჭიშკარი და ხალხის დიდი ნაკადი შემოვიდა. მათ მოყვა მამაო, ვენოკების მწკრივი , უაზრო რაოდენობით მანქანები, მგლოვიარე ქალები და ბოლოს ძლივს ანუკისთვის ნაცნობი სახეები და მეგობრები. ამასობაში მასთან დიტო მივიდა.
-ანუკი... ვიზიარებ, ძალიან ვწუხვარ-და ჩაეხუტა. დიტო ყოველთვის თბილად ექცეოდა მას და მიუხედავად მისი საქციელისა, მაინც დიდი პატივისცემით ელაპარაკებოდა-როგორ ხარ?
-კარგად.. ყოველ შემთხვევაში ალბათ დედაჩემზე უკეთ ვარ... ძალიან განიცდის. არც ლაპარაკობს წესიერად. შენ როგორ ხარ?
-კარგად, კარგად. ნახე ალექსანდრე?
-კი, მომისამძიმრა და ალბათ წავიდა.
-არა, შიგნით არის დანარჩენებთან ერთად.
უცებ ანუკის რაღაც ხმები მოესმა, უკან გაიხადა და დაინახამისკენ გაშვერილი თითები , ვიღაც ქალები მომწყვდეულიყვნენ კუთხეში და იდეაში ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ რეალურად ადვილად გასარჩევი იყო მათი ლაპარაკის თემაც. თუმცა ანუკი ამას ელოდებოდა, თავი მაინც უხერხულად იგრძნო.
-არ მიაქციო ყურადღება. ესეთები ყოველთვის გამოჩნდებიან. მოვალ ეხლავე-დიტო იმ ქალებთან მივიდა , მაგრამ იმდენად ხმადაბლა უთხრა რაღაც რომ ანუკიმ ვერც გაიგო, შემდეგ ისევ მასთან მივიდა და ხელი გადახვია-წამოდი შიგნით შევიდეთ.
-იქაც იგივე იქნება.
-აბა გაბედონ და რამე გითხრან. წამოდი-დიტომ შიგნით შეიყვანა. ანუკის ერთადერთი გადარჩენა პანაშვიდი იყო, მამაოს დაწყებული ჰქონდა უკვე ლოცვები, ამიტომ ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, მისამძიმრება და ასე შემდეგ. ელენეს თხოვნით საბედნიეროდ ქელეხსაც არ იხდიდნენ. ამ დროს მამაომ მიცვალებულს სუდარა გადახადა და ანუკიმ პირველად დაინახა მამის სახე.ცოტახანში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, სახეზე გათეთრდა, დიტოს ხელიდან დაუსხლტა და შეუმჩნევლად ავიდა ოთახში, ჩანთას ხელი დაავლო და წამლის ძებნა დაიწყო. მერე იატაკზე ჩამოჯდა, სუნთქვა უჭირდა, თვითონ ვერ აცნობიერებდა ეს ნერვიულობის გამო ემართებოდა თუ რამე სხვა მიზეზით. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, ტირილს ძლივს იკავებდა, არადა ბოლომდე პირდებოდა თავს რომ ესე არ დაემართებოდა, რომ თავს ხელში აიყვანდა და ძლიერი იქნებოდა . ყველაფერი ერთად მიაწვა, დედის ცივი დამოკიდებულება, მასზე აგორებული ჭორები, ტატოსთან ჩხუბი... ისევ იქ დაბრუნდა საიდანაც გაქცევა მისთვის სამოთხე იყო, ხოლო დარჩენა კი ჯოჯოხეთი. თავს ისევ სუსტად მიიჩნევდა, რაც მისთვის ზიზღისმომგვრელი იყო. ანუკი ვერ იტანდა იმ ადამიანს რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე ხელი აიღო და ყველაფერი გაინადგურა. არ უნდოდა ვინმეს ესე დაენახა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად აეტირა. მერე წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა მაგრამ შესასვლელთან ალექსანდრე დახვდა, მაშინვე ცრემლები მოიწმინდა. მას არაფერი უკითხავს, ამ დროს ყველაზე სულელური კითხვაა ,,კარგად ხარ?'' თან ალექსანდრე ბოლო ადამიანი იყო მთელს სახლში ვისგანაც ანუკის დამშვიდება ჭირდებოდა. თუმცა რა უცნაურია ცხოვრება, თუ 18 წლის ასაკში თბილისში ყველა მას დასდევდა და ცოლობას თხოვდა, ემეგობრებოდა და ეტენებოდა, ახლა სრულიად მარტო იყო საკუთარ სახლში, დედაც კი არ ელაპარაკებოდა. ირონიულია რომ მხოლოდ ალექსანდრე იყო ის ადამინი, ვინც იმ მომენტში მასზე დარდობდა. უაზროდ გადაეღობა წინ, რადგან არც იცოდა რა უნდა ეთქვა, უბრალოდ უნდოდა ჯერ დამშვიდებული ენახა და ისე შეეშვა აბაზანაში, ალბათ წარსული გაახსენდა. ანუკიც მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს და არ შეწინააღმდეგებია, კედელს მიეყრდნო და ცრემლები მოიწმინდა.
-კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე-თუმცა ის ისევ იქ იდგა-არ ვაპირებ არაფერს... უბრალოდ მინდა მოვწესრიგდე რომ ესე არავინ დამინახოს.
შემდეგ ოდნავ გვერდით გაიწია და ანუკი შიგნით შევიდა, კარი დაკეტა და სახეზე წყალი შეისხა . რომ გამოვიდა ალექსანდრე უკვე ქვევით ჩადიოდა და მას გაყვა . ამ ორის ერთად დანახვაზე თავიდან დაიწყო ჩოჩქოლი, ამჯერად შედარებით ხმამაღლა. ყველა მათ მიაჩერდა, თუმცა ამას ყურადღება არც ერთმა არ მიაქცია და გზა ჩვეულებრივ განაგრძეს. საბოლოოდ დღემ რთულად ჩაიარა, როგორც ელენესთვის ისევე ანუკისთვის, თუმცა ეს ბუნებრივი იყო. ანუკის აღარ შეეძლო ამდნეი ხანი სახლში გაჩერება, მანქანის გასაღები აიღო და ის იყო ჩასაჯდომად მოემზადა რომ ტატომ გააჩერა.
-სად მიდიხარ? მე ნასვამი ვარ და ვერ გაგიყვან, მძღოლს დავურეკავ.
-მარტო წავალ.
-ანუკი სად მიდიხარ?
ესეთი უნდობლობა ოჯახის მხრიდან კიდევ უფრო ტკენდა ანუკის გულს და ისევ და ისევ აბრუნებდა ცხოვრების იმ მომენტში ,რომელიც ყველაზე მეტად სძულდა. ტატო მის მაჯას ჩაეჭიდა და არ უშვებდა.
-უნდა გამიგო, რაც ჩამოხვედი ერთხელ არ გიტირია, ისე იქცევი თითქოს დაპროგრამირებული იყო... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კაიფში ხარ.
-ტატო... ხელი გამიშვი და შენ თავს მიხედე. აღარ დალიო მეტი-ხელი უხეშად გამოსტაცა და მანქანის კარი გააღო. იქვე ელენე იდგა და ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-გეხვეწები... შეგიძლია წაიყვანო?
-მე?...-ალექსანდრესთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ელენეს დიდი ხათრი ჰქონდა და უარი ვერ უთხრა, მით უმეტეს ესეთ სიტუაციაში. მანქანასთან სწრაფი ნაბიჯებით მივიდა, ისე სხარტად გამოართვა ანუკის გასაღები და მეორე მხრიდან გაუღო კარი, რომ მან ვერც მოასწრო რეაგირება და მანქანაში ჩაჯდა. ამან კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , აღარავის ადარდებდა მიცვალებული, ყველა მათ მიჩერებოდა. ელენე ხალხსმ იუტრიალდა, მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და ფაქტობრივად ყველა სახლში გაუშვა.
-სად მივდივართ-ალექსანდრემ ჰკითხა.
-აქვე გააჩერე და ჩემით წავალ. ვიცი რო ელენეს უარი ვერ უთხარი.
-მე გაგიყვან.
-ალექსანდრე... გააჩერე მანქანა-ცოტაც და ალბათ თავისივე ხელით მოატრიალბედა მანქანას და რამე ხისკენ აიღებდა გეზს.
-კარგი, გავაჩერებ, იმიტო რო ვიცი რო ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა, მაგრამ ვინმე სხვას მაინც დავურეკავ. ესე ვერ წახვალ მარტო.
-კარგად ვარ.
-ანუკი.
-ესეთი რთული დასაჯერებელია რო არ ვარ კაიფში?
-ეგ არ მიგულისხმია.
-არც ს არ ვაპირებ, შემეშვი. არ ხარ ჩემი ქმარი და არავინ.. გთხოვ გააჩერე მანქანა და გადადი.
-ვწუხვარ რო ესე მოხდა ყველაფერი.
-გთხოვ.. უბრალოდ.. გადადი მანქანიდან და მარტო დამტოვე.
ალექსანდრე აგრძელებდა გზას.
-არ გესმის?!
-როგორც თქვი არ ვარ შენი ქმარი და არ ვარ ვალდებული შენი მოთხოვნები ვასრულო. სანამ არ მეტყვი სად მივდივართ ესე ვივლი კრუგებზე.
-ალექსანდრე მამა გარდამეცვალა... და საერთოდ არ ვარ ხასიათზე რომ...
-ვიცი რო მამა გარდაგეცვალა და ეგ ერთადერთი მიზეზია რატომაც მე ეხლა აქ ვზივარ, რომ შენ მშობლებს ვცემ პატივს. ამიტო მითხარი სად მივდივართ და მოვრჩეთ.
-არ მივდიოდი არსად... მინდოდა უბრალოდ წასვლა...
-კარგი. მივატრიალებ მაშინ სახლისკენ.
ენით აღუწერელია რას გრძნობდა იმ მომენტში და რამდენად ყელში ჰქონდა უკვე ეს ყველაფერი ამოსული. ემოციები ახრჩობდა, ყვენა სასუნთქ გზას უკეტავდა და საღად აზროვნებაში ხელს უშლიდა. ვერ არჩევდა ვის ელაპარაკებოდა, საერთოდ რას ამბობდა ან პასუხობდა. მარტო ყოფნა უნდოდა . ერთი დღისთვის ზედმეტად დამღლელი იყო ეს ყველაფერი. თითქოს მართლა რობოტი იყო რომელსაც სისტემამ გაუჭედა და ფუნქციონირება უჭირდა. ამ მომენტში მართლა ნატრობდა რომ უბრალოდ კაიფში ყოფნა შეძლებოდა და ამ ყველაფერს გაქცეოდა. ოღონდ აღარავინ ენახა. იმაზე რთული იყო ყველაფერი ვიდრე წარმოედგინა. ალექსანდრეს უნდოდა ლაპარაკი სხვა თემაზე გადაეტანა.
-როგორია ამერიკა?
-სერიოზულად?-ანუკიმ უხეშად უპასუხა
-კი სერიოზულად. მაინტერესებს.
ანუკიმა რაფერი უპასუხა და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
-სახლში წამიყვანე.
ალექსანდრემ მანქანა მოატრიალა. მთელი გზა ჩუმად იჯდნენ, მიუხედავად იმისა რო ალექსს აღიზიანებდა მისი საქციელი, ვერაფერს ამბობდა, რადგან ახლა ამის დრო არ იყო. რეალურად რაც მოხდა იმაში ორივე თანაბრად იყო დამნაშავე, ამიტომ მარტო ანუკის არ ჰქონდა უფლება რომ ესე ელაპარაკა მასთან. სწორედ ანუკიმ დატოვა ალექსანდრე და ოჯახს, სიყვარულთან ერთად უცხო ქვეყანაში წასვლა ამჯობინა. თუმცა მან კარგად იცოდა ისიც, რომ სახლშიც ყველა ნაწყენი იყო მასზე და არ უნდოდა დაემატებინა.
-ბეჭედი გიკეთია ხელზე...-ანუკიმ შეამჩნია სახლში რომ მივიდნენ-ლიზა?
პასუხი ვერ მიიღო. მხოლოდ გაყინული და არაფრისმთქმელი მზერა.
-რა თქმა უნდა...-მანქანიდან გადავიდა, ნინოს , ელენეს , ტატოს და დანარჩნეებს ჩაუარა და ოთახში შევიდა. დილით ადრე ნინომ გააღვიძა.
-ანუკი.. ვიღაც გელოდება ქვევით.
-ვინ..
-არ ვიცი, ქეითი ქვია, ქართულად არ ლაპარაკობს და მე კარგად არ ვიცი ინგლისური და ჰო.. კიდე ვიღაც ბიჭია.
-რა?-ანუკი გაოცებული წამოდგა, მისი კურსელები ჩამოსულიყვნენ ამერიკიდან, მაშინვე ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა.
-ჰეიი-ქეითი მაშინვე გადაეხვია-მაპატიე გუშინ რო ვერ წამოგყევით. შენით რატო არ გვითხარი
-აქ .. რატო ჩამოხვედით... ამხელა გზაზე.
-როგორ, ესეთი რაღაც დაგემართა-მეორე ბიჭიც გადაეხივა-ვიზიარებ...
-ბავშვებო... მადლობა...-ანუკის გულწრფელად გაუხარდა მათი დანახვა, ვიღაც მაინც დაუდგებოდა გვერდით, როდესაც ყველა ეჭვის თვალით უყურებდა-არ წახვიდეთ სასტუმროში. აქ დარჩით რა. კაი? და აქედან ერთად დავბრუნდეთ.
-მმ.. კაი-ქეითმა უთხრა-ეხლა გვითხარი რაში დაგეხმაროთ, ყველაფერს გავაკეთებ გპირდები.
-წამოდი, ჯერ დაბინავდით. მერე 1-2 საათში გასვენებაა. ქეით შენ ჩემთან დარჩი, ჯორჯს ცალკე ოთახს გამოვუყოფ .. მადლობა რო ჩამოხვედით-სტუმრები ზევით აიყვანა.
-მამა გარდაეცვალა და ამას სტუმრები მოყავს სახლში-ელენესგან ესეთ სიტყვებს არავინ ელოდებოდა, ნინოს გაუკვირდა, სახე შეეცვალა, თითქოს გაღიზიანდა და მას მიუბრუნდა.
-ზურა ჩემი ძმაც იყო ელენე, ჩემზე მეტად ნაღდად ვერ გეყვარებოდა. ზევით შენი ანგელოზი შვილია, რომელიც საშინლად განიცდის ამყ ველაფერს და თავის თავს აბრალებს.
-უნდა დააბრალოს-ელენემ უხეშად უპასუხა.
-არა, მომისმინე! ზურა რო გხედავდეს, საშინლად უკმაყოფილო იქნებოდა შენი ქცევით. ანუკი 5 წელია არ გვინახავს და 1დღეში მოვახერხეთ და ყველამ თავიდან შევაზიზღეთ ჩვენი ცხოვრება, ეხლა რო დავინახე როგორ გაუნათდა სახე მეგობრების დანახვაზე მივხვდი... რომ მამის სიკვდილზე მეტად ჩვენ უფრო ვძაბავთ, წესიერად ვერც ტირის ზურას! იმიტო რო შენი ეშინია! ეს ყველაფერი იმიტო დაიწყო რო შენ და ზურამ ანუკი საქონელივით მიყიდეთ იმ ხალხს! თუ ვინმეს გინდა რო დააბრალო რამე, შენ თავს ჩაუღრმავდი. ეს სახლი როგორც ანუკის, ისე ტატოსაც ეკუთვნის. ანუ მეც . ამიტო მოვითხოვ... რო ანუკის წესიერად მოექცე! შენი შვილია! მეც დავკარგე ძმა.. მაგრამ ამის გამო ჩემ ძმისშვილზე უარს არ ვამბობ,ახლა ის არის შენი იმედი და მომავალი. თუ წესიერად მოქცევა არ შეგიძლია დარდის გამო, საერთოდ ნუ დაელაპარაკები და არც გაიხედო მისკენ. შენ არ იცი რა გადაიტანა მან.
-ნინო, ყოველთვის იცავდი და შენი გაეგოისტებულია ანუკი. მეც გამათხოვეს ახალგაზრდობაში ზურაზე მაგრამ არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია. ნუ აფარებ მის უმსგავსობას ხელს! უვარგისი იყო და უვარგისად დარჩა. ჩემი შეცდომა სწორედ ამაშია რომ წესიერად არ გავზარდე, ახლაც როცა მამა გარდაეცვალა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
-არაფერი მითქვამს საწყენად. არ შეიძლება ესეთ დროს კამათი, მაგრამ გაფრთხილებ.. ანუკის თავი დაანებე ელენე. დაანებე!
-გეყოფათ-ტატო შემოვიდა ოთახში-რა გაყვირებთ დილიდან. დაწყნარდით ორივე. მზადება დაიწყეთ, გავდივართ მალე. ბევრი საქმე გვაქვს.
-ანუკის და ანუკის მეგობრებს შენ ჩაისვამ-ნინო ტატოს მიუტრიალდა-მინდა რო მთელი დღე თვალი არ მოაცილო. ალექსანდრეს მეორედ არ გააკაროთ. რომელიღაც თქვენგანი აწყენინებს ჩემ ძმისშვილს და საქმე ჩემთან გექნებათ.
***
გასვენების შემდეგ ნათესავები და ზურას ყველაზე ახლოს მეგობრები დაბრუნდნენ ელენესთან სახლში. ელენემ ალექსანდრესაც თხოვა მისვლა, ანუკიც თავის მეგობრებთან ერთად იჯდა სუფრასთან.
-მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს, რომ დამთანხმდა გაუძღვეს ჩემი ქმრის.. კომპანიის საქმეებს. მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომლებიც ჩვენ გვქონდა-ელენემ ანუკის გახედა ნიშნისმოგებით-ვიცი რომ ჩვენი ფირმა საიმედო ხელშია.
ანუკიმ ძლივს შეიკავა თავი რომ არაფერი ეთქვა. ყველაზე მთავარი რამ რაც ამერიკაში მარტო ცხოვრებისას ისწავლა, იყო თავდაჭერა. ამდენ ადამიანში არ იყო საჭირო დედასთან კამათი, უბრალოდ თავი დახარა და თეფშს ჩააჩერდა. ცოტახანში ღვინის ჩამოსხმა დაიწყეს, ანუკისაც დაუსხეს. ჯორჯმა გადახედა მეგობარს და მისთვის განკუთვნილი ჭიქა თავისთვის დაიდგა და გაუღიმა. მან იცოდა მისი პრობლემის შესახებ და არ უნდოდა რომ ანუკის შეცდომა დაეშვა, მით უმეტეს ესეთ რთულ დროს. მანაც მადლობის ნიშნად გადახედა და საზურგეს მიეყრდნო.
-შვილო, შენ როდის მიდიხარ?-ზურას ერთ-ერთ მეგობარმა ჰკითხა-ალბათ დარჩები ეხლა ცოტახნით.
-არა, სამწუხაროდ არ გამოდის. უნდა დავბრუნდე.
-სწავლა ხომ დაამთავრე?-ახლა მეორემ ჰკითხა-იქ რაღატომ ცხოვრობ?
ქეითს და ჯორჯს არ ჭირდებოდათ ქართულის ცოდნა , რომ მიმხვდარიყვნენ იმ კითხვების არსს რაც ესე ძალიან აწუხებდა ანუკის, რომელიც ცდილობდა სახის გამომეტყველება არ შეცვლოდა და წყენა არ დატყობოდა სახეზე.
-იცით.. ჩემი პატარა საქმე მაქვს იქ წამოწყებული და ესე ვერ დავტოვებ. დამთავრებით, არ დამისრულებია. რამოდენიმე კვირაში მაქვს დიპლომის გადაცემის ცერემონია.
-5 წლიანი იყო ეგ უნივერსიტეტი?-ახლა საუბარში კიდევ ერთი ჩაება.
-არა.. მე ავიღე აკადემიური, რადგან გამიჭირდა თან სწავლა და თან მუშაობა. შემდეგ ისევ დავუბრუნდი-ანუკი გულში ოცნებობდა რომ მეტი კითხვა აღარ დაესვათ.
-და საქ...
-მეც მინდა ვთქვა ერთი ორი სიტყვა ბატონი ზურას შესახებ-ალექსანდრემ გააწყვეტინა-მე მადლიერი ვარ მისი, რადგან ზურა რომ არა, ჩემი ოჯახი დღეს გაჭირვებაში იჯდებოდა. ალბათ ბევრს დახმარებია , ზუსტად ვიცი რომ ბევრ თქვენგანს დახმარებია რთულ მომენტებში. ფულით, მორალურად, ფიზიკურად, ყველანაირად. ამიტომ ვფიქრობ ეხლა ჩვენი ჯერია რომ მის ოჯახს დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია. თქვენს ოჯახს გაუმარჯოს ელენე-დაასრულა სადღეგრძელო და ღვინო მოსვა.
-ეხა გული ამერევა-ხმადაბლა უთხრა ანუკიმ ინგლისურად ქეითს.
-რატომ? ცუდად ხარ?
-ბოდიშს გიხდით , ჩემი მეგობრები ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ცოტა დაღლილები არიან , გავაცილებ თქვენის ნებართვით-ანუკი წამოდგა, ჯორჯი და ქეითიც უსიტყვოდ გაყვნენ.



№1 სტუმარი მია 15

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა.ველოდები ახალ თავს.

 


№2  offline წევრი sati

მია 15
ძალიან კარგი ისტორია მომეწონა.ველოდები ახალ თავს.

მადლობა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent