შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XV)


29-07-2020, 01:30
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 423

- დაიწყო... - ირაკლი მოწყვეტით მკოცნის და საწოლის მეორე მხარეს წვება.
- ამიხსნით რა ხდება აქ? - ნინი ლამის კივის.
- ნინი მისმინე... - ლოგინიდან ვდგები, პენუარს ვისწორებ და მასთან ახლოს მივდივარ.
- არაფრის მოსმენაც არ მინდა. - ყვირის და თვალებს უცნაურად აბრიალებს.
- ნინი გთხოვ... არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მაპატიე... - ლამის ტირილს ვიწყებ.
- გაპატიო არა? - ცინიკური ხმით კითხულობს. - ყველაფერი შენი ბრალია ხომ? - ამჯერად ირაკლის უყურებს. - მითხარი რომ შენი ბრალია! ბარბარე ამას არ გამიკეთებდა. - რამდენი ხანი გავიდა რაც სახელით არ მოუმართავს.
- ნინი,დამშვიდდი გთხოვ. რა სცენებს აწყობ? - ირაკლი დინჯი გამომეტყველებით მიდის მის დასთან და მხარზე ხელს ადებს.
- ხელი არ მახლო!- ყვირის ჩემი დაქალი.
- გადაირიე გოგო?! - ირაკლის ეტყობა,რომ შოკშია. - რა არის ცუდი იმაში,რომ მე და ბარბი ერთად ვართ? - გულს ისე სიამოვნებს,მისგან ნათქვამი ეს სიტყვები,რომ წამით ვერ ვამჩნევ ნინის გაცეცხლებულ სახეს,მაგრამ მერე მის ხმას მოვყავარ გონს.
- რამდენი ხანია?
- რა რამდენი ხანია?
- რამდენი ხანია,რაც ერთად ხართ და ჩემს ზურგს უკან მრუშობთ? - სერიოზული სახით კითხულობს,მკაცრი ტონით.
- რას ვმრუშობთ გოგო,გააფრინე შეენ?!- ირაკლის ხმამ დაიგრილა ოთახში. - მეღადავები ხომ? არა,აშკარად მეღადავება. - თმებში ხელებს იცურებს და თვალებს ხუჭავს.
- კიდევ მე გეღადავებით? ეს რა გამიკეთეთ? მე ხომ შენი და ვარ? - ირაკლის უყურებს საწყალი თვალებით,შემდეგ კი მზერა ჩემზე გადმოაქვს. - შენ მაინც როგორ გამწირე? ჩვენ ხომ პატარაობიდან მეგობრები ვართ?! -ტირილს იწყებს ნინი. არ ვიცი რა გავაკეთო,ვიცოდი,რომ გავაბრაზებდა ამ ამბით,მაგრამ ასე თუ ეწყინებოდა და გაცეცხლდებოდა ნამდვილად არ მეგონა.
- მაპატიე ნინი... გთხოვ მაპატიე რა... არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
- ხო მაგრამ ასე გამოვიდა.თქვენ მე გული მომიკალით. შენ კიდევ,ამიერიდან ჩემი ძმა აღარ ხარ. - ირაკლისკენ ბრუნდება და მკაცრად ეუბნება.
- სულ გააფრინე გოგო?! - უყვირის ირაკლი და მისკენ მიდის მძიმე ნაბიჯით,ამ დროს ვხედავ როგორ ეცემა ნინის უგონოდ მყოფი სხეული იატაკზე.
- ნინი... - ვკივი და მასთან ვიმუხლები.
- ნინი! რა დაგემართა გოგო? თვალი გაახილე. - აფორიაქებული ირაკლი ნინის ხელში იტაცებს და საწოლზე ფრთხილად აწვენს. - გამოფხიზლდი. -ლოყებზე ფრთხილად უტყაპუნებს ხელს. ნინი მძიმედ აშორებს ქუთუთოებს ერთმანეთს,შემდეგ კი თვალებს აფართოებს. - არ მომეკაროთ! - კივის და მკვეთრი მოძრაობით დგება ლოგინიდან. - თქვენი დანახვაც არ მინდა!- ამბობს და კარის გაჯახუნებით გადის ოთახიდან. ირაკლის თვალებგაფართოებული ვუყურებ, აშკარაა,რომ არც ის არ მოელოდა ნინისგან ამგვარ საქციელს.
- არ ვიცი რა დაემართა.
- ჯობს გავყვეთ. - ნინის კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ. - ნიიინ,შეიძლება შემოვიდე?
- რა თქმა უნდა არა! - ამას ამბობს,მაგრამ გაბრაზებული ირაკლი,მაინც აღებს მისი დის კარებს და ოთახში შევდივართ,სადაც გარდერობთან მდგარი ნინი გვხვდება,რომელიც უზარმაზარ ჩემოდანში ალაგებს ტანსაცმელს.
- რას აკეთებ?
- ვერ ხედავ? ბარგს ვალაგებ.
- რატომ?
- უნდა გადავყარო! - ამბობს სარკასტულად. - აქედან მივდივარ. თქვენთან ერთად ერთი წამის გატარებაც აღარ მინდა.
- რა მოგდის ნიინ. ეს ხომ ჩვენი ბრალი არ არის? უბრალოდ ასე გამოვიდა. გვაპატიე რა.. - ვამბობ მორცხვად.
- არააა! ამას არასოდეს გაპატიებთ. - კივის ბოლო ხმაზე,რაზეც ერთდროულად შემორბიან ოთახში ნუცაც,ლევანიც და გიგიც.
- რა ხდება? რა ხმაურია?
- ოჰ მაპატიეთ,მაგრამ ჩემი ბრალი არ არის.
- კარგად ხარ? ბარგს რატომ ალაგებ? - ნუცას თვალები უფართოვდება.
- ასეთი გაცეცხლებული რატომ ხარ?
- ამათ კითხეთ! - თითს ჩვენკენ იშვერს.
- რა ხდება იტყვის ვინმე?
- რა ხდება? რა ხდება და ეს ორი ერთმანეთს ხვდება. ჩემს ზურგს უკან. ხვდებით რა დღეში ვარ? - მისით აგრძელებს საუბარს ნინი.
- ხო მაგრამ... - დაბნეული თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებს ნუცა.
- დიახ. მოღალატეებო მე მივდივარ. თქვენ კი შეგიძლიათ გაერთოთ! - გვიყვირის,ჩემოდნის ელვას კრავს და საშინაო ტანსაცმელებით მიდის ქვედა სართუილსკენ. ჩვენ რა თქმა უნდა უკან მივდევთ.
- ნიიინ,გთხოოვ რა... დარჩი გემუდარები..
- გაგიჟდი გოგოო? რამ გადაგრია? რას ქვია მიდიხარ?!
- კარგი რა ტოო,რამ გაგაცოფა? რა მოხდა მერე?! - ეწუწუნებიან ბავშვები სანამ ნინი გასასვლელ კარამდე მივა.
- არ გამომყვეთ! მშვიდობით! - ამბობს, გარეთ გადის და კარს ისე აჯახუნებს,მგონია,რომ კედლები ჩამოინგრევა.
- სულ გააფრინა? - გამოშტერებული სახით ამბობს გიგი და დივნის საზურგეს ეყრდნობა.
- შოკში ვაარ. - ორი წუთიც არაა გასული,კარის დახურვის მას,რომ ისმის.
- იუჰუუუუ. მე დავბრუნდი... - გვესმის ნინის ხმა და ხუთივე კარისკენ ვაბრუნებთ თავებს და ვიცი რა გამომეტყველებაც გვაქვს. ნინის ისტერიკული სიცილი უტყდება,ჩემოდანს ხელს უშვებს და მუცელზე იჭერს.
- აუ დედაააა.... ცუდად ვაარ... აი ახლა,ამ წამს მოვკვდები... ნეტავ განახათ რა სახეები გაქვთ. ჰაიმეეეეე. არა რააა,გენია ვარ. სადმე კამერა უნდა დამემონტაჟებინა,ხომ შემოვუნახავდი შთამომავლობას ერთკაციან, მძაფრსიუჟტიან კინოს?! აუუ არ გაინძრეეთ. - ხელებს აფრიალებს,მერე ჯიბიდან ტელეფონს იღებს და სურათს გვიღებს. - აი ამ სახეებისთვის ღირდა ამ ყველაფრის მოწყობა. უი ლევანიკო,როგორ გიხდება სერიოზულობა და შეშფოთებული სახე.... - იკრიჭება და ჩლუნგის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- აი ახლა გამაკავეეთ! - ვეუბნები გავშვებს. - შენ კიდევ ილოცე სიხარულიძე,შე საცოდავო შენაააა.... - ვუყვირი ნინის,რომელიც უკვე ეზოში გარბის. - გაიქეციი.... ოხ შენ ხომ არ იცი,როგორ გცეეემ,მაგ რუჯს ლურჯ ფერზე დაგიჯენ,შე უბედურო.... - თან მივდევ და თან ვლანძღავ. - მითხარი,რომელი ყვავილი გინდა გასვენებაზე? არჩევნის უფლებას გაძლევ. - ახლა უკვე ბოროტულად ვიცინი.
- იცოდე წითელი ვარდები მომიტანე,ვარდისფერი არ მიხდება. - ნინი თან მირბის,თან სიცილით,ხმამაღლა მიბრუნებს პასუხს.
- იცინე შე უბედურო,იცინე... - ნინი ისევ სახლში შერბის და მაგიდის მეორე მხარეს დგება.
- მიშველეთ ხალხნოოო,ხალხი არა ხართ?! - სულს ძვლივს ითქვამს.
- გიშველოთ კიარა,დაგკლავ შე ვირიშვილო! ლამის გული გამიხეთქე გოგო! - თვალების ბრიალით ებნება ირაკლი,ნინის იჭერს,მარტივი მოძრაობით იღებს ხელში და ბოჭავს. - უნდა დაისაჯოს!
- უნდა დაისაჯოს! - ერთხმად ვამბობთ.
- არააა....
- რა ვუყოთ? - ეს ირაკლია.
- რაიმე სასტიკი უნდა მოვიფიქროთ. - თითს მაღლა წევს ლევანი.
- სასტიკი იქნება,თუ მოვედი,მიგამტვრევ მაგ თითს ძირში. - უბღვერს ნინი და ირაკლის ხელებში ფართხალს ცდილობს.
- სახლში გამოვამწყვდიოთ ერთი კვირა. - ამბობს გიგი,ისეთი სახით თითქოს ახალი კონტინენტი აღმოაჩინა.
- ვაიმეეე ბავშვიიი, მიდი მამალოებია კარადაში ჭამე.... - თვალების ტრიალით ეუბნება ლევანი. - რაიმე ბოროტული გვინდა!
- ტანსაცმელები გადავუყაროთ. - იცინის ნუცა.
- გოგოოოო.... -თვალებს უბრიალებს ნინი.
- მაპატიე...
- მოვიფიქრე! - ლევანს ისე უელავს თვალები,ვხვდები,რომ საქმე გილიოტინამდე თუ არა, გაზით გაგუდვამდე მაინცაა მისული მის ფიქრებში.
- რა მოიფიქრე? - ინტერესით ვაჩერდები.
- საჭმელს აღარ ვაჭმევთ!
- რააა? გაგიჟდით? ოღონდ ეგ არა და თუ გინდათ აღარ ვისუნთქებ. - სასოწარკვეთილი თვალებით იყურება ნინი.
- მშვენიერი იდეაა. გადაწყდა! - ამბობს ირაკლი და ნინის ძირს სვამს.
- არა გთხოოოვ. ძამიკო,მწირავ?!
- ძამიკო არა? გეკუთვნის. მომინდომა გოგომ დრამები და მექსიკური სერიალები!
- ბრაზილიური. - უსწორებს ნინი,რაზეც მე და ნუცას უნებურად გვეცინება.
- მორჩა დასჯილი ხარ! საჭმელს ვერ ეღირსები. - მკაცრად ეუბნება.
- ჩემს სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს?! მომკალით ბარებ! - შექსპირისეულად ამბობს.
- ისევ როლში ხარ?
- აუ კაით რაააა... ვიხუმრეე.
- რა იხუმრე გოგო,ლამის ინფარქტი მივიღე. მეთქი მართლა ეწყინა,გაგვიბრაზდა და მართლა მიდის ჩვენს გამო თქო.
- აუ მაგარი ვარ რა... როგორ ვერ მიხვდით,რომ ვხუმრობდი?! აი რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. -სიცილით ამაყად წევს მაღლა თავს.
- მეგონა მართლა გეწყინებოდა.- თავს მორცხვად ვხრი.
- რა მეწყინებოდა გოგო,ძვლივს დაადგა საშველი და გავიგე თქვენი ამბავი. - სიტყვა „გვიგეს“ თქმის დროს ორი თითით ბრჭყალების იმიტაციას აკეთებს.
- ანუ იცოდი?
- რად უნდა გოგო მაგას ცოდნა? ორივეს სახეზე გაწერიათ. - ღიმილით გვიყურებს.
- მოიცა,მოიცა... ანუ ერთად ხართ? - კივილით ამბობს ნუცა და ლამის ხტუნვას იწყებს.
- აუ ეს „ვაფშე“ ჭურშია.... - იცინის ნინი. - ხოო გოგო,ხოო.
- რა მაგარია ეეე.... - იბადრება გიგი. - გილოცავთ.
- მადლობა. - მხარზე ხელს მსუბუქად ურტყამს ირაკლი.
- ანუ მოვგვარდით და მაჭმევთ ხომ?! - ნინი იმ ძაღლივით იყურება,პატრონს,რომ უყურებს,რომელმაც „პედიგრი“ უნდა დაუყაროს.
- ნახეთ რა.. რა სახით იყურება. ცოდვილი ვარ პირდაპირ... ჭამე გოგო მიდიი. შენი ცოდვით აღარ ვარ. - დასცინის ლევანი.
- მართლა?! აუ ძაან მშიააა...
- ხოო მოდი გაჭამოოო. - ირაკლი ეხუტება და იმხელაზე უჭერს მკლავებს ლამისაა გაჭყლიყოს.
- დამემსხვრა ძვლები ნადირო... - წივის.
- ეგ ნადირი იქნება ახლა რომ აღარ გაჭმევს.
- ეე... კაი ხო ბოდიშიიი. წამო ვჭამოთ. - პატარა ბავშვივით ახტება ძმას წელზე. ირაკლი თავს აქნევს და ნინიანად გადის სამზარეულოში.
ვჭამთ, ნინი იმდენს ცანცარებს და გვკოცნის,რომ ინანიებს მის „ცოდვას“. გოგოებმა გადავწყვიტეთ,რომ დღეს არ გავსულიყავით ზღავაზე,ამიტომ როცა მარტო ვრჩებით,ყავას ვიმზადებთ და მისაღებში ვსხდებით დივანზე.
- ბარბი ხომ მაპატიე?
- მერამდენედ უნდა მკითხო?! გაპატიე ხოო. - ღიმილით ვეუბნები და ლოყაზე მაგრად ვკოცნი.
- პირველად ვიფიქრე ცოტას ვიმაიმუნებ თქო და მერე მუღამში შევედი. - ეშმაკურად იღიმის.
- რა გიჟი ხააარ. - იცინის ნუცა.
- აუუუუუუუ,სულ დამავიწყდა.. - უეცრად ფეხზე ხტება ნინი და ყვირის.
- რა იყო გოგო,გამისკდა გული.
- ახლა რა მოიფიქრე?
- ოოო რა მოვიფიქრე კიარა,სულ დამავიწყდა თქვენთვის მოყოლა...
- რისი? იტყვი ოდესმე,ისე,რომ არ გაწელო და არ დაგვაგლიჯო ნერვები? - გაკაპასდა ნუცა.
- ოოჰ,ამას ნახე რა... კაი ხოოო,გუშინ გივი ვნახე. - მორცხვად იღიმის და ისევ დივანზე ეშვება,ამჯერად მე და ნუცა ვდგებით ერთდროულად.
- ვაიმეეე,ეგ სულ აღარ მახსოვდა.. რა ქენით?
- რა გითხრა? სად იყავით? კარგად გამოიყურებოდა? ავღელდიიიი.
- ვაიმეე დამაცადეეთ. რა ამბავია- იცინის. - მოოკლედ... -სიტყვას წელავს.
- გოგოოო. -თვალებს ბუბრიალებ.
- ეეე,კაი ხოო. მოკლედ თქვენ რომ წახვედით,ცოტა ხანში მომწერა გამოდი,გარეთ გიცდიო. კართან მელოდებოდა. ვაიმეეე,ისეთი საყვარელი იყო,იმ წამს ლამის გადავყლაპეეე.
- დამშვიდდი გოგონა,გამშვიდდი.- დავცინი.
- მაცადე! მოკლედ სანაპიროზე,პატარა ბუნგალოში წამიყვანა,მარტო ჩვენ ვიყავით. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა... თეთრი, ფრიალა ფარდები ეკიდა,ბევრი ყვავილი და სურნელოვანი სანთელი იყო.
- შეხედე შენ. რა რომანტიული ბიჭი ყოფილა გივი. - სიცილით ვამბობ.
- აუ ძააან. - ნინი ლამის დნება.
- მეერე? - ვეღარ ითმენს ნუცა.
- ცოტა ვჭამეთ... მერე რაღაც კლასიკურ სიმღერაზე ვიცეკვეთ და მერე...
- რა მერე?
- მაკოცა. - ამბობს და თვალებზე იფარებს ხელებს.
- არ არსებოოობს.
- აუ რა მაგარია... - მე და ნუცა ერთად ვიწყებთ კივილს, ნინისაც ვაგდებთ ტახტიდან და ხტუნვას ვიწყებთ. ბოლოს ერთამნეთს ვეხუტებით.
- აუ უსაყვარლესი ტიპია გივი.
- ხო გოგო, მართლა ძაან საყვარელი და რაღაცნაირია. - იღიმის ნუცა,აღფრთოვანებული სახით.
- მეც ძალიან მომწონს. - იმორცხვება ნინი.
- ეს უნდა ავღნიშნოთ. - თითს მაღლა ვწევ. - თქვენ აქ დამელოდეთ. - სამზარეულოდან ლუდი და კათხები გამომაქვს.
- ეეე რა მაგარი იდეააა. - აჟიტირებული სახით ამბობს ნინი და მარილიანი ჩხირები მოაქვს.
საკმაოდ ბევრს ვსვამთ, თანაც ლუდი მარტივად მათრობს,სკამზე აქეთ-იქეთ ვირწევით და უაზროდ ვიცინით თითის გაქანებაზეც კი. ბიჭები ოთახში შემოდიან და გაკვირვებული სახეებით გვიყურებენ.
- რა გჭირთ ტოო?
- ლოთაობთ? - იკრიჭება ლევანი.
- აეე,ლევანნნ,სიძე კაცოო,მოდი დაგვილიე. - ღნავის ნინი.
- აუ მაგრად ხართ,თქვენს თავს ვფიცავარ. - ხარხარებს ლევანი.
- მორჩა გართობა,ძილის დროა. - დინჯად ამბობს ირაკლი.
- აუუუ,რა დროს ძილიაა...
- ნუ წუწუნებთ. ყველანი ვიძინებთ.
- ოოო კარგი... - სამივე ვდგებით და მეორე სართულზე მივფრატუნებთ.
ისეთი ძალა გამოცლილი ვარ,ტანსაცმელებით ვემხობი საწოლზე და მეძინება.
ვიღაცის შეხება მაღვიძებს. ჯერ ვერ ვხვდები სად ვარ,თვალებს რაც შეიძლება სწრაფად ვახელ და გარემოს ვათვალიერებ დაბინდული მზერით.
- დამშვიდდი,მე ვარ. - მესმის ირაკლის დაბალი ბარიტონი,რომელიც ყურთან მეჩურჩულება. - ტანსაცმლით დაგეძინა, მოდი მოგეხმარები გამოცვლაში, მერე ლოგინში ჩაწექი და დაიძინე ხომ?! - ნაზად მეუბნება,მაც თავს ვუქნევ. სიტყვის თქმის ძალაც არ მაქვს,ისე მომთენთა სასმელმა. ირაკლი ჩემი სარაფნის ქვეშ აცურებს თითებს და თავს ზემოთ მაძრობს. ვგრძობ,მის მზერას,რომელიც სხეულს მიწვავს. საცვლების ამარა ვწევარ კაცთან,რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს,თანაც ისე რომ ხელის განძრევაც არ შემიძლია. ირაკლი ჩემკენ იხრება ყელში მკოცნის და ჩემს სურნელს ისუნთქავს. მერე ყბის ძვალზე,ყვრიმალზე და ბოლოს ტუჩებზე. ისე ნაზად მკოცნის,ლამისაა კიდევ უფრო ჩამოვდნე. „ რას მიკეთებს? ახლა შეიძლება გავითიშო...“ იმის ძალა მაინც მაქვს,რომ კოცნაში ავყვე,რაც კიდევ უფრო ახელებს. ზემოდან მექვევა და ამჯერად მისი გახშირებული სუნთქვა მოშიშვლებულ მკერდზე მეფრქვევა,რომელსაც მხოლოდ თხელი,მაქმანებიანი ბიუსჰალტერი ფარავს. ნაზად მკოცნის და თან ბარძაყებზე დაასრიალებს მის თლილი თითებს. კვნესას ვერ ვიკავებ და გულ-მკერდი მეზნიქება,თითქოს მაგნიტივით მიზიდავს. ხელს ბიუსჰალტერის ქვეშ აცურებს და შიშველ მკერდზე მეფერება,აი აქ უკვე ვითიშები,მგონი სუნთქვაც მიჩერდება ისე მსიამოვნებს მისი შეხება. ხელს მის თმებში ვაცურებ,ჩემკენ ვქაჩავ და ვკოცნი,რაზეც ოხვრა სცდება. მისი შეხებისგან თვალები მეხუჭება,მთვრალი ვარ,ის კი უფრო მათრობს.
- ჩემი ნარკოტიკი ხარ,რომელიც ტკბილია და გასაგიჟებლად გემრიელი.- მეჩურჩულება და ფერებას განაგრძობს. უკვე შორიდან ჩამესმის მისი ხმა და ვხვდები,რომ მეძინება. ბოლოს ვგრძნოდ როგორ მიხუტებს გულზე,მის ძლიერ მკლავებს მხვევს და შუბლზე მკოცნის.

დავბრუნდიი იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^



№1 სტუმარი მარიამა

ჰაჰ პირველი ვარ ???? ძალიან მიყვარს ეს ისტორია, მოუთმენლად ველი ხოლმე ????

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარი ისტორიაა მაგრამ ირაკლის ოდესმე ეღირსება რომ შუა პროცესზე არ გაჩეროს ? მეცოდება ბიჭი ^ _ ^ (ჰაჰ) წარმატებები გოგო და მალე დადე იცოდე

 


№3 სტუმარი უცნობიიიი

მიხარია რომ დაბრუნდი.ერთი სული მქონდა როდის დაიდებოდა ახალი თავი.ჩემი აზრით ნინის "ისტერიკა"ძალიან არასასიამოვნო იყო,ისტორიას რაც შეეხება ძალიან მომწონს.წარმატებებიიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

აუუ, რა მაგარიააა. სად გაწყვიტე რაა.
რა მოითმენს ახალ თავამდე.

აჰა, ახლა შეგიძლია შენ სარკაზმზე და სხვამ ცინიზმზე ისაუბროს :D :D. და ვინც ჭეშმარიტი იუმორის ფასი იცის, უბრალოდ გაიცინოს :).

პ.ს. მე ზოგადად ძალიან მშვიდი ვარ. უბრალოდ, როცა არასწორი მიმართულებით საუბრობენ ვცდილობ ავუხსნა რაღაცეები ლოგიკურად, სანამ ვამჩნევ რომ ამას აზრი აქვს, ეგრე დაკიდება არ მიყვარს. როცა არ გამოდის, ჩემით, მოწოდების გარეშე მშვიდად მივდივარ ჩემს გზაზე :*.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო მე მეგონა ნინის მართლა ისტორიები ქონდა და ძალიან ეწყინა თუ ეგრე გაითამაშეს და არ მეგონა ძალიან ვიხალისე ველი დები შემდეგ თავს წარმატებები

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

მალე დაამატე რა

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

მარიამა
ჰაჰ პირველი ვარ ???? ძალიან მიყვარს ეს ისტორია, მოუთმენლად ველი ხოლმე ????

მადლობა,რომ კითხულობ ^_^ <3

უცნობიიიი
მიხარია რომ დაბრუნდი.ერთი სული მქონდა როდის დაიდებოდა ახალი თავი.ჩემი აზრით ნინის "ისტერიკა"ძალიან არასასიამოვნო იყო,ისტორიას რაც შეეხება ძალიან მომწონს.წარმატებებიიი

მადლობა <3 ^_^

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო იყო მე მეგონა ნინის მართლა ისტორიები ქონდა და ძალიან ეწყინა თუ ეგრე გაითამაშეს და არ მეგონა ძალიან ვიხალისე ველი დები შემდეგ თავს წარმატებები

მიხარია თუ მოგწონთ <3 <3

《Sunshine》
მალე დაამატე რა

სანშაინ, ისევ მაპატიე რააა :დდ ახლახანს ავტვირთე ახალი თავი,საკმაოდ დიდია და ვიმედოვნებ,რომ მოგეწონება ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent