შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XIII)


18-07-2020, 05:32
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 10 915

ირაკლის ლოგინზე ვბობღდები და მის მხარეს ვთავსდები. ვხედავ,როგორ დებს პირსახოცს სკამზე და ჩემკენ მოდის,თან დანამულ თმას იჩეჩავს. „ ეგრე ნუ აკეთეეებ... ვაიი მეეე,ვინმემ უთხარით შეწყვიტოს მისი თლილი თითების ბოდიალი იმ შავ თმაში. ახლა გული გამიჩერდება.“ ვკივი გულში და აზრზე მაშინ მოვდივარ,როცა ირაკლი ლოგინზე ჯდება.
- რას აკეთებ?
- ვნადირობ. ვწვები ბარბარე,რას უნდა ვაკეთებდე. - ჩემს დაბნეულ სახეს,რომ ხედავს,მისი მომაკვდინებელი ღიმილით მიღიმის.
- ერთად უნდა დავიძინოთ? - საწოლზე ვჯდები.
- ნუ გეშინია კნუტო,არ შეგჭამ. - წვება და ეშმაკური ღიმილით მაშტერდება. - არ დაწვები ელზა?
- არ მეშინია! ნინი,რომ შემოვიდეს? გადაგვასახლებს.
- შემოვიდეს მერე. - სერიოზული სახით მიყურებს და ვხვდები,რომ საერთოდ არ ხუმრობს.
- სერიოზულად?
- ხოო.
- შენ არ გესმის ირაკლი... - წინადადების დასრულებას არ მაცდის ირაკლი,ხელს მაჯაზე მხვევს და ლოგინზე მაწვენს.
- გვიანია უკვე ელზა,დავიძინოთ. - წარბებს ვკრავ, მეორე მხარეს ვბრუნდები და ლოგინის კიდისკენ ვიწევი. ვბრაზობ ირაკლიზე,როგორ არ ესმის,რომ ნინის ვერაფერს ვეტყვი,მით უმეტეს,რომ ჩვენს შორის სერიოზული არაფერი ხდება და ვერც მოხდება,რადგან ის მალე წავა. ის მიდის... მიდის... ამ სიტყვებს ვიაზრებ და უნებურად მისველდება ლოყები. ვიცი,რომ მის გარეშე ვერ ვისუნთქებ, მით უმეტეს,რომ უკვე ვიცი ჩემს მიმართ გულგრილი არაა. ირაკლის მხურვალე ხელის შეხებას ვგრძნობ,რომელიც პერანგის შიგნით მუცელზე მეხება და თავისკენ მაჩოჩებს. თავს ვერ ვიკავებ და ქვითინს ვიწყებ. ირაკლი ერთი ხელის მოსმით მისკენ მაბრუნებს და გაკვირვებული სახით მაჩერდება ზემოდან.
- ბარბარე? შენ რა... ტირი? - თვალებში მიყურებს შეშფოთებული სახით. - რა მოხდა? რამე გაწუხებს? რამე გტკივა?- თხელ გადასაფარებელს მხდის და სხეულს მითვალიერებს,მის საქციელზე ასეთ მომენტშიც კი მეღიმება,რაც კიდევ უფრო აკვირვებს.
- კარგად ვარ ირაკლი. არაფერია.
- ბარბარე... - გაფრთხილება იგრძნობა მის ხმაში. უფრო ახლოს იხრება ჩემკენ და სახეზე მაკვირდება,თმას უკან მიწევს და შუბლს შუბლზე მადებს. მისი სიახლოვე,მისი სხეულიდან მომავალი სიმხურვალე თან მამშვიდებს,თანაც მაფორიაქებს და ვგრძნობ,რომ მასთან ყოფნის გარდა არაფერი მინდა. მხოლოდ მასთან მინდა.
- უბრალოდ მაკოცე... - ხელს მის დაკუნთულ მხრებზე ვდებ,ნელა ვასრიალებ კისრისკენ და უფრო ახლოს ვწევ ჩემკენ. მისი ამონასუნთქი ჰაერი სახეზე მეფრქვევა და მოლოდინისგან თვალებს ვხუჭავ და აი ისიც... ვგრძნობ მისი რბილი ტუჩების შეხებას,ნაზად რომ მკოცნიან,აუჩქარებლად. თვალებს ვახელ და ვხედავ მის კიდევ უფრო ჩამუქებულ ღამისფერ თვალებს, მასში ვიკარგები და ვხვდები,რომ არც მინდა ვიცოდე უკან დასაბრუნებელი გზა. მინდა,რომ მის უძირო თვალებში ჩავიკარგოდა იქ დავიდო ბინა. სამუდამოდ...
- შენთან ვარ..- ჩამჩურჩულებს ყურში და ნაზად მიკოცნის სახეს, იქედან ნელ ნელა ქვემოთ მიიწევს და ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას ყელზე. მაჟრჟოლებს. ხელებს უმისამართოდ დავატარებ მის ზურგზე და ვგრძნობ,როგორ უხშირდება სუნთქვა.
- არ მყოფნი...- პენუარის სალტებს მხრებზე მიწევს და ლავიწზე მკოცნის, „ ასე არ შეიძლებააა“ ჩემი მეორე მე უკვე სიკვდილის პირასაა. მისი ტუჩები ჩემს მკერდს ეხებიან და კვნესა მცდება. ხელებს მის თმებში ვხლართავ, ჩემკენ ვიზიდავ და ვკოცნი. ვგრძნობ როგორ დაატარებს მის ლამაზ თითებს ჩემს ფეხებზე და ლამისსა ჭკუა დავკარგო. „ ბარბარეე, გამოფხიზლდი... ასე არ შეიძლება! „ მიბრძანებს ჩემი მეორე მე. ირაკლი ხელებს პენუარის ქვეშ აცურებს,ჯერ წელზე მეფერება,მერე კი შიშველ მკერდზე. მისი შეხებისას გულ-მკერდი მეზნიქება. ვგრძნობ,რომ მის სიახლოვეს ვერ ვუძლებ,შეიძლება რომ აქვე მოვკვდე. ხელებს პენუარის ქვეშ ვაცურებ და ჩემს მკერდზე მოჭიდებულ მის დაძარღვულ ხელზე ვადებ.
- ირაკლი.. - ჩემს ხმას ვერ ვცნობ. თვალებში მიყურებს და ვხედავ მის სურვილს. მკერდზე ოდნავ მიჭერს ხელს და მეც თვალებს ვხუჭავ. ნელა მეფერება,ვიცი,რომ რთულია მისთვის გაჩერება,მაგრამ ეს არასწორია. ასე ვერ მოვიქცევი. ეს ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. თვალებს ვახელ,მის ხელს მაგრად ვკიდებ ხელს და ვუჭერ.
- იკა... გთხოვ... - ვედრებასავით ისმის ჩემი ხმა,მაგრამ მეც არ გამიგია რას ვითხოვ ამ წამს.
- მაპატიე... - ირაკლი ხელებს მაშორებს სხეულიდან და თვალებში მიყურებს. შუბლს შუბლზე მადებს და ღრმად სუნთქავს. თვალები ეხუჭება. - მაგიჟებ... მაგიჟებ კნუტო. - თმაზე მეფერება. თვალებს ახელს,ჰაერს ღრმად ისუნთქავს,შუბლზე მკოცნის და თავის ადგილს უბრუნდება. ისეთი მოდუნებული ვარ მისი შეხებისგან,რომ მაშინვე მეძინება.
დილით სიცხე მაღვიძებს. ვიწვი. „ მოიცა,ირაკლის ოთახშიც გაფუჭდა კონდინციონერი? შანსი არ არისს...“ თვალებს ვახელ და ვხედავ რომ მთელი სხეულით ვეკვრი ირაკლის შიშველ სხეულს. გულზე სიმძიმეს ვგრძნობ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ,ჩემი პენუარი ქვეშ მის ხელს,რომელიც მკერდზე უდევს. ლოყები მიწითლდება. „ ღმერთოო,რა სირცხვილიაა...“ ვცდილობ,რომ შევირხე,მაგრამ ადგილზე ვშეშდები,როცა ჩემს მკერდს ხელს უჭერს. „ არააა... ახლა მოვკვდები... რა გავაკეთოო?“
- ირაკლი... - თითქმის ვკვნესი. -ხელს ჩემი ნეკნებისკენ მიასრიალებს და ეკლები მაყრის მთელს ტანზე. - ირაკლიიი. - უკვე ხმამაღლა ვეძახი და ისიც ზანტად ახელს თვალს.
- მოხდა რამე კნუტო?
- კიი... - თვალებგაფართოებული ვანიშნებ მის ხელზე. ის კი ჩემს წამებას აგრძელებს და მკერდის ძვალზე ნაზად ატარებ ცერა თითს,თან ეშმაკურად მიღიმის.
- ახლა მოვკვდები... – „მოიცადეეე, ახლა მე ეს ხმამაღლა ვთქვი? - არ გინდა...
- ძალიან მინდა... მაგრამ...
- მაგრამ? - თვალებში ვუყურებ.
- დავიცდი. - შიშველ ზურგზე ხელის გულს მადებს და გულ-მკერდზე მიკრავს. - ჩემთან იყავი. - მეუბნება ჩუმად,ჩახლეჩილი ხმით.
- ჩემთან იყავი.... - ვპასუხობ,მისკენ ვიხრები და ტუჩებზე ვაკვდები.
კარებზე ბრახუნი მაფხიზლებს,თვალები მიფართოვდება და ირაკლის ვშორდები.
- რა ხდება? - ჩუმად ვეკითხები და მესმის ნინის ხმა.
- იკაკოოოო. რატომ გაქვს კარი ჩაკეტილი? იკაააა...- მის ჩხავილზე სხვა დროს გამეცნებოდა მაგრამ ახლა ირაკლის ოთახში ვარ. „ მოიცა,რაოო? მე ირაკლის ოთახში ვარ და ნინი კართან დგას? ოოო არააა...“ წინ და უკან დარბის ჩემი მეორე მე.
- რა უნდა ვქნათ? - საწყლად ვუყურებ ირაკლის,რომელიც იღიმის.
- დამშვიდდი,მე სააბაზანოში შევალ და უთხარი,რომ ოთახები გავცვალეთ. - დგება და თავის ქნევით გადის სააბაზანოში.
ლოგინიდან ჩავდივარ,კარს ვაღებ და ნინის ვუყურებ მომლოდინე სახით,რომელიც ლამისაა თავზე გადამახტეს.
-ვაა ბაბრიიი? იკააა,სად ხარ? - თვალები მიფართოვდება,მის ურეაქციობაზე. - მოიცააა... აქ რატომ ხარ კნუტო? ჩემი ძმა სად არის? - ხელებს თეძოებზე იდებს და ფეხის ბაკუნით მიცდის,როდის გავცემ პასუხს.
- იციი.... ჩემს ოთახში ისევ გაფუჭდა კონდინციონერი და მე და ირაკლიმ ოთახები გავცვალეთ.
- აააჰ. რა იყო გოგო რა ელვაში მოყოლილი თხის თვალებით მიყურებ? - ხარხარს იწყებს და სიცილისგან წელში მოხრილი ხელით მხარზე მეყრდნობა.
-უბრალოდ... კარგად არ მეძინა და კიდევ მეძინება. -ვფრუტუნებ და გულში ღმერთს მადრობას ვეუბნები,კარგ ხასიათზე რომაა ნინი. ლოგინისკენ მივფრატუნებ და მუცელზე ვწვები,ისე რომ პენუარი საცვალსაც აღარ მიფარავს. ნინი ახლოს მოდის და სიცილით მიტყაპინებს ხელს საჯდომზე.
- იშშშ ელზააა,რა ტამტამებია გოგო... - სიცილით საწოლზე ემხობა .
- არანორმალურო... - მეც მეცინება.
- ჩემი ძმა სად არის?
- არ ვიცი,ალბათ სარბენად გავიდა. - ვეუბნები და სახეს ბალიშში ვრგავ. „მაპატიე ნინი,დაოოოო.“
- კაიიი, ჩავედი ახლა მე ქვემოთ... მომშივდა. არ ჩამოხვალ შეენ?
-აუ არა რა ჯეეერ ძაან მეძინება.
-კაი ელზა... მიდი დაიძინე ტკბილო. - თავს მაღლა არ ვწევ ისე ვგრძნობ რომ ჩემკენ იხრება,თავზე მკოცნის და კარს მიღმა უჩინარდება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,ბალიშს ხელებს ვხვევ და თვალებს ვხუჭავ. ის ის არის უკვე უნდა ჩამეძინოს,როცა ჩემს გვერდით საწოლი იზნიქება და ვგრძნობ გახურებული ხელის გულის შეხებას საჯდომზე. ხმას არ ვიღებ. მისი ხელები უფრო ზემოთ ცოცდება და ახლა ტუჩების შეხებას ვგრძნობ ხერხემალზე. მთელი ტანი მეხორკლება,როცა მის მხარეს მატრიალებს და მუცელზე მკოცნის. თავს უკან ვწევ და მის შეხებას „ვუსმენ“. ისეთი ნაზია,ლამის დავდნე. ჩემკენ იხრება ჯერ ყელში მკოცნის,მერე ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე მაცხრება. სახეზე ვეფერები და ვერ ვიაზრებ,რომ სრულიად შესაძლებელია,ნებისმიერი შემოვიდეს,რადგან კარი ღიაა. არააააა.... კარი ღიაა. მკერდზე ხელებს ვადებ.
- გთხოვ..
- კარგი... - ლამის ბუზღუნით ამბობს და მეორე მხარეს ემხობა ლოგინზე. მეღიმება მის საქციელზე. მისკენ ახლოს ვიწევ და თავს შიშველ მკერდზე ვადებ. ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს,რომ წამსვე ვბრუვდები.
- მეძინება.. ვბუტბუტებ,როცა ჩემს თმებში ხლართავს თითებს და მეფერება. ხელს მუცელზე ვადებ და ცერა თითს ვუსმევ პრესზე.
-ელზა... მოისვენე. - მეუბნება ჩახლეჩილი ხმით, მეც წამში ვწყვეტ მის გამოწვევას. მკერდზე ნაზად ვკოცნი,მის ყელში ვრგავ თავს და თვალებს ვხუჭავ.
- ჩემი კნუტი... - შორიდან ჩამესმის ირაკლის ხავერდოვანი ხმა.
თავი,რომელიც მხოლოდ ბარბარეს და ირაკლის ეხება <3 მართალია პატარა გამოვიდა,მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს მოგეწონებათ. მადლობა,რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი ალისა56

Kargia dzaan <3

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

დედა გამიწვალეს ბიჭი საწალი ოკაკო :(
:დდ ძალიან კარგი თავი იყო მაგრამ ეს პატარა თავი რა იყო გოგო ?Xალიან ძალიან გთხოვ მალე დადე რა თორე ორი დღეც საუკუნედ მეჩვენება ამ ისტორიას რომ დაამთავრებ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ^ _ ^ ნუ არც ახალ ისტორიებზე ჩამოგრჩები

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვფიქრობ ნინის პერსონაჯი ისეთია აი თბილი,საყვარელი და სასაცილო. ამიტომ არამგონია გაბრაზდეს ირაკლის და ბარბარეს ურთიერთობაზე რომ გაიგებს, ალბათ უფრო იმაზე გაბრაზდება რომ ამას უმალავდნენ❤️❤️❤️❤️ ვფიქრობ უფრო გაეხარდება❤️❤️❤️❤️ მაგარი თავია ძალიაააააააან❤️????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

[hide][/hide]

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დაიდება ახალი თავიიი?! ვერ ვითმენ❤️

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

ალისა56
Kargia dzaan <3

მადლობა ^_^

《Sunshine》
დედა გამიწვალეს ბიჭი საწალი ოკაკო :(
:დდ ძალიან კარგი თავი იყო მაგრამ ეს პატარა თავი რა იყო გოგო ?Xალიან ძალიან გთხოვ მალე დადე რა თორე ორი დღეც საუკუნედ მეჩვენება ამ ისტორიას რომ დაამთავრებ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ^ _ ^ ნუ არც ახალ ისტორიებზე ჩამოგრჩები

მახარებს შენი თითოეული კომენტარი ^_^ მადლობა ^_^ დღეს გვინ ავტვირთავ ახალ თავს და იმედი მაქვს ხვალ დილისთვის დადებენ ❤️ ❤️

სტუმარი ლიზა
ვფიქრობ ნინის პერსონაჯი ისეთია აი თბილი,საყვარელი და სასაცილო. ამიტომ არამგონია გაბრაზდეს ირაკლის და ბარბარეს ურთიერთობაზე რომ გაიგებს, ალბათ უფრო იმაზე გაბრაზდება რომ ამას უმალავდნენ❤️❤️❤️❤️ ვფიქრობ უფრო გაეხარდება❤️❤️❤️❤️ მაგარი თავია ძალიაააააააან❤️????


მალე გავიგებთ მაგასაც ^_^ მადლობა რომ კითხულობ ❤️ ❤️

სტუმარი ნინა
როდის დაიდება ახალი თავიიი?! ვერ ვითმენ❤️

^_^ დღეს გვიან ავტვირთავ და იმედი მაქვს ხვალ დილისთვის დადებენ ❤️ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent