შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი IX)


6-07-2020, 03:50
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 595

ცივ ყავას ვამზადებ და ყველას ვურიგებ,მეც მათთან ერთად ვჯდები სამზარეულოში და ვაკვირდები მათ შეხრუკულ კანს.
- არ გეწვით? - ვიჭყანები.
- უიმე არაა... რა ჯობია შემწვარი ქათმის სუნი რომ აგდის?! - დებილივით იკრიჭება ლევანი.
- შემწვარი ქათამიო? აი ეგ არ უნდა გეთქვაა.... - ბოროტულად უცინის ნინი.
- ვაიმე დედა... - სასაცილოდ იწყებს კივილს ლევანი და მეორე ოთახისკენ გარბის.
- მოვედი...- აფრთხილებს ნინი და უკან მისდევს.
- არააა, ფუუუ ჯეკა, არ შეიძლება ჩიჩია! - შტერობს ლევანი,რაზეც ყველანი ვხარხარებთ.
- ფუ რა შტერი ხარ ა... - სიცილით თავს იქნევს გიგი და მის ზურგს ამოფარებულ ლევანს უყურებს.
- მიშველე გიგი,ჩემი ძმა არ ხარ?! ნახე რა სახით იყურება. - ვითომ თითის კანკალით უთითებს ნინიკსენ.
- სუნელები გვააქვ? - პირთან თითი ისე მიაქვს ნინის,თითქოს მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრობდეს.
- რათ გინდა გოგო სუნელი? - ეღიმება ირაკლის.
- აბა ამის ხორცი შეზავების გარეშე არ იჭმევა. -იკრიჭება ნინი.
- აუ მიშველე იკაააა. -კალთაში უხტება ლევანი.
- გაეთრიე ,რა ქალიშვილივით მეწიკვინები. -თავს სიცილით აქნევს.
- შენ მაინც გადამარჩინე პრინცესა. - ამჯერად ნუცას ეტმასნება ზურგიდან.
- ნუ გეშინია პატარავ,მე გადაგარჩენ. - ლევანის როლში შედის ნუცა და სუპერმენივით იჯგიმება.
- ოჰ, რაღა გიჭირს - სიცილით კვდება ნინი.
- რაა, გგონია ვერ მოგერევი? -სიცილით წარბს მაღლა წევს ნუცა.
- ვაიმე ქა“ლ“ოოოო, ცალი ფეხით „პონჩიკს“ შევჭამ და ისე დაგაგდებ გულაღმა.
- აუუ ცუდად ვარ ჩემიიიი. - ოთხად იკეცება გიგი. - აუ ჩემი ქალი ხარ რააა ნინი..
- ვაიმეე, „სიდან ამხელა ამბიცია,სიდან?“ - მწარედ დასცინის ნინი.
- შოკი ხარ. - დინჯად იღიმის ირაკლი.
- ვინა,მენა? - თითს გულზე იდებს ნინი.
- ხო შენა, შენა.
- შენა, შენა, შენა.... შინამანი კანი შინამანი კენააა.... - აყროყინდა ნინი...
- აუ რამდენი გაკლია შვილოოოო...- ოთხად ვიკეცები მის „სიმღერაზე“.
- მეზობელმა დარეკა, თქვენგან გამოსულმა ამოუცნობმა ხმებმა, ყრუ დედაჩემს ყურთასმენა დაუბრუნაოოო...- ტელეფონზე საუბრის იმიტირებას აკითებს ლევანი.
- ფუუ დამპალოოო... - ეცინება ნინისაც. - რამე პროექტში უნდა გავიდე რა... რა ტალანტი ვიკარგები...
- აუ ეს რა ამბიციურია რა.. -იცინის გიგი.
- ვაიმეეე შენ არ იცი? მე მერქვა ციური რა... ხოოოდა, სულ ენერგიული ვიყავი რააა და იძახდნენ, დააბით ციურიო,ვერ მაბამდნენ და აი მაგის მერე მეძახიან ამბიციურს. გამიგე? სასიამოვნოა. -ხელს ართმევს შტერის ღიმილით.
- აუ ეს დასიცხა.- კაკანებს ნუცა.
- დასიცხული იქნება,რომ გაგსვამს გარეთ ამ სიცხეში .
- მაპატიეთ ამბიციუროო.. - ბოლო სიტყვას განსაკუთრებით ყოფს.
- ამ ერთხელ. - სერიოზული,სათნო სახით პასუხობს.
- მატრაკვეცა ქალი.- ირაკლი მუხლებზე ისვამს ნინის და შუბლზე კოცნის. ნინი მხარზე ადებს თავს და ცოტა ხნით ჩუმდება. ეს ცოტა ხანი მხოლოდ სამ წამს გრძელდება, თვალებს ფართოდ აღებს, ირაკლის სახეს ხელებში იქცევს და თვალებში აშტერდება.
- ნაყინი სად არის?
- ვიფიქრე რაღაც სერიოზული მოხდა თქო. -ეღიმება ირაკლის.
- სად. არის. ნაყინი? - სერიოზული სახით კითხულობს.
- ვაიმეე... ცოტა შევშინდიიიი. - ფხუკუნს იწყებს გიგი
- შეჭამეთ? - გაფართოებული თვალებით მზერა ჩემზე გადმოაქვს. - ეეე ახლა გაიქეცით... - ფეხზე ხტება და უკან მომსდევს.
- გაეთრიე ქალო,გააფრინე? მომაშორეეეთ.. - ვკივი სიცილნარევი ხმით და გავრბივარ.
- მოღალატეეევ...
- არ მიჭამია გოგო ნაყინი არაა... - გულ ამოვარდნილი ირაკლის ზურგს ვაფარებ თავს. - მიშველე იკაააა...
- დამშვიდდი გოგოო, არ გვიჭამია და საყინულეშია.
- ფუუ, გული გამიხეთქეთ. რას მარბენინებდი აბაა? გეთქვათ მანამდე. - ხელს გულზე იდებს და ღრმად სუნთქავს.
- მაცადე რომ მეთქვა?!- თვალებს სიცილით ვუბრიალებ.
- გაჩერდი,თორემ ნაყინს არ გაჭმევ. - თითს მიქნევს და ისე მაფრთხილებს,თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და ამ სიტყვებზე ტირილს დავიწყებდე.
- არ გეშველება შვილო შენ არაფერი. მიდი ჭამე... იქნებ დამშვიდდე. - ენას ვუყოფ და ვეკრიჭები. - ნინი ამ სიტყვების თქმის დროს უკვე საყინულეშია შემძვრალი და იქვე აქვს დაწყებული ნაყინის ჭამა.
- დროს არ კარგავს. -თავის ქნევით იცინის ირაკლი.
- ჩვენც გვინდააა... - ჭაჭყანებს ლევანი. ნინი საყინულედან „გამოდის“ ნაყინით გამოტენილ პირს აღებს, ასე პირდაღებული ეუბნება და პირზე უთითებს. - ეეს?ჰაა... მიდი ჭამე.
- ფუუ რა შტერი ხააარ. - ზურგზე უბრახუნებს ნუცა. ნინის ნაყიინი სასულეში ცდება და ხველებას იწყებს. წყალს ვაწოდებ და ცოტათი სულს ითქვამს.
- რომ კითხო ნაზია და ლამის დამახრჩო. - ეცინება ნინის.
- მე ვარ ნაზი? - ნუცა ისეთ სახეს იღებს,თითქოს ჰალკის ფიზიონომია ჰქონდეს და ჩვენ ვერ ვამჩნევდეთ და დემონსტრაციულად ჭიმავს ხელზე წარმოსახვით „კუნთს“.
- ოკეი ნუუუც, ოკეეიიი. -კაკანებს ნინი და ჩვენც ვყვებით.
- ოოოო. -ნუცასაც ეცინება.
- მატრაკვეცებო ჭამეთ ნაყინი და დავწვეთ,რომ ხვალ ცოტა ადრე გავიდეთ სანაპიროზე. - ისე გვეუბნება ირაკლი,თითქოს თვითონ იყოს უფროსი და ჩვენ მასზე ჩაბარებული ბაღის ბავშვები .
- კაი მამა..- წამწამების ფახუნით ეუბნება ლევანი .
- ფუ რა შტერი ხააარ - თავს აქნევს ირაკლი.
-აუუ ჩემს ოთახში რომ არ მუშაობს კონდინციონერი?! - ტუჩებს ვბურცავ და კნუტის თვალეით ვუყურებ ლევანს.
-აუუუ ეგ სულ არ გამხსენია... - კეფას ხელს ისვამს ლევანი .
- ჩემს ოთახსი დაიძინე და მე შენსაში დავწვები. -სიტყვით გამოდის ირაკლი.
- აუ მერე შენ? ძაან ცხელა და გაიგუდებიი....
- არ მაწუხებს. მიდი აიღე საჭირო ნივთები და დავწვები მე, დავიღალე.
- აუ რა კაი ბიჭი ხააარ. - ერთ ადგილზე ვხტუნავ, ირკლის ხმაურიანად ვკოცნი ლოყაზე და ჩემს ოთახში შევდივარ საღამურის ასაღებად.
ირაკლის ოთახში მისი სუნი ტრიალებს, რაღაც გრილი და გამორჩეული. მიყვარს ეს არომატი... საღამურ კაბას ვიცვამ და ირაკლის ლოგინში ვწვები, მის ბალიშს ვეხუტები და თვალებს ვხუჭავ.
ღამით რაღაც მხურვალეს შეხება მაღვიძებს. თვალებს ვახელ, ისევ ბნელა,ვერაფერს ვხედავ,მხოლო იმას ვამჩნევ,რომ ვიღაც მეკვრის ზურგზე ცხელი სხეულით. გული მიჩქარდება,უკვე ვხვდები ვისაც ეკუთვნის ის ხელი,რომელიც წელზე მეხვევა. ინსტიქტურად ვბრუნდები მის მხარეს და ვცდილობ მისი სახე აღვიქვა.
- ირაკლი? - თვალებ გაფართოებული ვამბობ მის სახელს.
- მე ვარ კნუტო. - დაბოხებული ხმით მპასუხობს.
- შენ... აქ რა გინდა? - აღელვებისგან და გაოცებისგან სიტყვებს ძვლივს ვაბამ.
- შენს ოთახში მართლა ძალიან ცხელა და ვერ დავიძინე.
- ხო მაგრამ...
- ჩშშ... - უბრალოდ დაიძინე... - ახლოს მიკრავს და თავს ჩემს კისერში რგავს. გაშტერებული ვაკვირდები მის მოძრაობას.
- კარგი სუნი გაქვს. - ამბობს და ვგრძნობ,როგორ ეხება ჩემს ყელს ცხვირის წვერით. მაჟრჟოლებს და ვხვდები,რომ ჩემს ამ რეაქციაზე ეღიმება. თავს მაღლა წევს და ზემოდან მაჩერდება.
- შეგაშინე? - ისე ახლოსაა,რომ მის ცხელ სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობ. თვალები მეხუჭება. მისი სიახლოვისგან ისეთი გაბრუებული ვარ,რომ ერთ სიტყვასაც კი ვერ ვამბობ.
- კნუტო... - ისმის მისი ძილისგან ჩახლეჩილი ხმა და ვგრძნობ მისი გახურებული ტუჩების შეხებას ჩემსაზე. უნებურად მარჯვენა ხელს ვაცურებ მის გრძელ,კუპრივით შავ თმებში და კიდევ უფრო ახლოს ვქაჩავ ჩემკენ. ირაკლის უფრო უმძიმდება სუნთქვა ჩემს ინიციატივაზე და ხელს ჩემი მოკლე საღამურის ქვეშ აცურებს,რაზეც უნებურად მცდება კვნესა,ვგრძნობ როგორ ეღიმება ისე,რომ ჩემს ბაგეებს არ წყდება. ხელს ნეკნებისკენ ასრიალებს და ცერა თითს დაატარებს სათითაოდ ყველაზე. ვხვდები,რომ ზედმეტად შორს შევტოპე და სწრაფათ ვიშორებ მის ხელს.
- ირაკლი... - თვალებში ვუყურებ. არ ვიცი რა დაინახა ჩემს მზერაში მაგრამ სწრაფად მშორდება და საწოლის მეორე მხარე წვება,
- მაპატიე...- სახეზე ხელებს ისვამს. ვხვდები,რომ მისთვის ძნელია თავის შეკავება და ვაფასებ მის მოთმინებას. მისკენ ვბრუნდება თავს მის ყელში ვრგავ და თითებს თმებში ვუცურებ.
- მაპატიე.
მასთან მშვიდდ ვგრძნობ თავს,აი ასე,მის მკლავებში მოქცეული,მისი სურნელით სავსე. იმასაც ვხვდები,რომ ხვალ ნინი თუ ასე ერთად გვნახავს,აუცილებლად გადაგვასახლებს სადმე,უკაცრიელ კუნძულზე. მაგრამ არაუშავს,მთავარია რომ ასე კარგად არასდროს არ ვყოფილვარ. ირაკლის ყელში ვკოცნი და ვხვდები რომ ქუთუთოები მიმძიმდება.

ესეც მეცხრე თავიიი ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია მაგრამ გაბრაზებული ვარ შენზე !! მთელი სამი დღე მერვე თავს ვკითხულობდი :დდ მალე დაამატე შემდეგი თავი რაც შეიძლება დიდი იმედი მაქვს უფრო დაახლოვდდბიან

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ არ მეყო ერთი ამოსუნღქვით წავიკითხე

 


№3  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ძალიან კარგია მაგრამ გაბრაზებული ვარ შენზე !! მთელი სამი დღე მერვე თავს ვკითხულობდი :დდ მალე დაამატე შემდეგი თავი რაც შეიძლება დიდი იმედი მაქვს უფრო დაახლოვდდბიან

მაპატიეე :3 <3 მახარებს შენი კომენტარები ^_^ მადლობა. ვეცდები მალე დავდო და შედარებიც დიდი მოცულობის ???? <3

სტუმარი ნესტანი
მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო მაგრამ არ მეყო ერთი ამოსუნღქვით წავიკითხე


ძალიან დიდი მადლობა ^_^

 


№4 სტუმარი სტუმარი ნუცა

ძალიან კარგია,მართლა მაგრამ გთხოვ ცოტა მეტი ირაკლის და ბარბარეს მომენტები რააა❤️????

 


№5  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნუცა
ძალიან კარგია,მართლა მაგრამ გთხოვ ცოტა მეტი ირაკლის და ბარბარეს მომენტები რააა❤️????

მადლობა <3 ვეცდები ^_^ დავდე ახალი თავი და ვიმედოვნებ,რომ მოგეწონება <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent