შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი. გაგრძელება (თავი მეოთხე)


29-07-2020, 23:42
ავტორი sati
ნანახია 1 653

-ეხლა არ მცალია, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი, ხვალ ვილაპარაკოთ ოფისში, სანამ მოვაწერთ ხელს, ან მერე.
-არა , ეხლა უნდა ვილაპარაკოთ.
-ალექსანდრე.. აღარ ვართ ბავშვები, როცა ადამიანი გეუბნება რომ არ ცალია, ეს იმას ნიშნავს რომ არ ცალია.
-მართალი ხარ, აღარ ვართ ბავშვები და ზუსტად ამიტო ვერ ავიტან შენ ესეთ ბავშვურ გამოხტომებს.
-შენი ასატანი არც არის, სიმართლე გითხრა ძალიან მეზარება შენთან უაზრო დიალოგები.
-ვერ ვხვდები, მე არ გიყვარვარ, არ მოგწონვარ, არ გინდა ჩემთან რამე საერთო გქონდეს, მაგრამ მამაშენის ფირმას ხაზს ესე მალე როგორ უსვამ?
-რატო გადარდებს?
-შეილება შენ საერთოდ არ გადარდებს მე ხვალ მანქანა გადამივლის თუ მილიონს მოვიგებ, მაგრამ მე მადარდებს შენ რა დაგემართება. რადგან ადრე იყო რაღაც ჩვენ შორის და მე მართლა მიყვარდი, ესე სამუდამოდ ხაზს ვერ გადაგისვამდი.
-იცი რა ქენი, ჩამოწერე კიდე რამდენი გიყვარდა ეგრე, ლიზა, მე , მომავალში ალბათ შენი ცოლი. მერე ხელფასი დაგვინიშნე იმიტო რო გადარდებს როგორ ვიქნებით. თან ჩვენი აღმზრდელობითი ლექციები შეგიძლია ჩაატარო, როგორსაც ეხლა ცდილობ რომ გქონდეს.
-რატომ არ გინდა რო წყნარად დავილაპარაკოთ?
-იმიტომ რომ ვერანაირ არგუმენტს ვერ მომცემ საიმისოდ რომ მე აქ დავრჩე და შენთან ერთად ვმართო ეს ფირმა.
-მე არაფერში არ მჭირდება ეს ფირმა, დედაშენის თხოვნაა და უარს ვერ ვეტყვი. ცოტახნით ვმართოთ ერთად მერე ვეტყვი რომ შენითაც კარგად მართავ, ისწავლე და ჩახედული ხარ ამ საქმეში და გადმოგიფორმებ. შენი აზრით მე რაში მაწყობს მამაშენის ფირმა?
-არ ვიცი. მაშინ რაში გაწყობდა?
-კარგად იცი რაშიც. მამაჩემს დავპირდი, რომ ჩვენ ფირმას დავეხმარებოდი რადაც არ უნდა დამჯდომოდა.
-მე შენთან ერთად მუშაობას არ ვაპირებ.
-ანუკი.. ჩემზე რომ იყოს დმაოკიდებული იმ 60%-ს მაშინვე მოგცემდი, მართლა. უბრალოდ ამ მომენტში ვერ მოვიქცევი ესე, ისევ ელენეს გამო. დედაშენის თანხმობა არის საჭირო, რადგან მთლიანი ფირმის მფლობელი ელენეა. აქციები ჩვენ გვაქვს, მაგრამ ოფიციალური მფლობელი, რომელსაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რა თქმა უნდა ისევ საბჭოსთან შეთანხმებით, არის დედაშენი. მე სულ რომ მინდოდეს, მაქსიმუმ რაც შემიძლია რომ გავაკეთო ეს 60% დედაშენს მივყიდო.
-კარგი. ყველაფერი გასაგებია. დავფიქრდები.
-დაფიქრდები?
-ხომ, არ მიყვარს გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება, როგორც ეს წეღან გავაკეთე, დავფიქრდები და ხვალ გეტყვი პასუხს.
-კარგი.. მადლობა-ალექსანდრეს ცოტა გაუკვირდა მისი ესეთი სწრაფი პასუხი. უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. ამ დროს ქეითი შემოვიდა.
-რა ქენი? რა უნდოდა? რა გთხოვა?-ქეითი ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა და უშველებელი ღიმილით მიჩერებოდა ანუკის-ჰა არ იტყვი?-ცოტაც და ალბათ გასკდებოდა ინტერესისგან.
-არაფერი, ერთად ვმართოთ ცოტახანი კომპანია და მერე გადმოგიფორმებო.
-შენ რა უთხარი?
-დავფიქრდები თქო.
-რააა? მართლა ამბობ მაგას?
-არა, არ მომეშვებოდა. ხო ვიცნობ. ზედმეტად ჯიუტია. ხვალ ვეტყვი , რომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე რომ ამერიკაში ვერ დავტოვებ ბიზნესს და თან გამოცდები მაქვს.
-და რომ გითხრას დაამთავრებ თუ არა გამოცდებს ჩამოდი და აქედან მართეო? ცოტახნით.
-ვეტყვი რო მაინც არ მინდოდა სასტუმროს ბიზნესის ხელმძღვანელობა, უფრო მეტ შრომას მოითხოვს და მაინც ვინმეს გადავაბარებდი. მაგასთან ერთად მუშაობა რომ არ მომიწიოს ქეით საოცარ ზღაპრებს მოვიგონებ.
-მესმის. ალბათ გიჭირს ხო მაგის ნახვა.
-აღარ გვინდა მაგაზე, ეს დღეები საკმარისად მომშალეს. ჩაალაგეთ თქვენც თუ გაქვთ რამე და გვიან ღამე უნდა გავიდეთ, გამთენიისას მივფრინავთ და პირობას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ თუ მართლა აპოკალიპსი არ დაიწყო, აქ აღარ ჩამოვალ.
-სხვათა შორის, ნუ ამბობ ეგრე. კორონა ხომ დაიწყო?
-კიდევ კარგი საზღვრები მაინც აღარ არის ჩაკეტილი, მე აქ დარჩენას ვერ გადავიტანდი. ჯორჯს უთხარი ხო რო ბილეთები გადაეცვალა?
-კი, მგონი.. კი კი ვუთხარი .
***
ანუკიმ მთელი ღამე ფხიზლად გაატარა, ბოლოს რომ მიხვდა ვერ იძინებდა, ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. ელენეც სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა. ,,ჯანდაბა''-გაიფიქრა და კიბეებისკენ გატრიალდა, მაგრამ ელენემ შეამჩნია.
-მოდი-ოდნავ ნაძალადევი ღიმილით უთხრა, მაცივართან მივიდა, ნაყინი გამოიღო და მაგიდაზე დადგა-ბავშვობაში რომ ვერ იძინებდი, სულ ნაყინს მთხოვდი ღამე. მერე დიდად არ ჭამდი, გავსუქდებიო ნერვიულობდი.
-ხომ. ბავშვობა კარგი მქონდა. საბედნიეროდ-კოვზი აიღო, ელენეს წინ დაჯდა და ნაყინის ჭამა დაიწყო.
-ნუ გგონია რომ რამეს შენ ჯინაზე ვაკეთებ, მამაშენის მეგობრებს არ ვენდობი იმდენად, რამდენადაც ალექსანდრეს.
-რატომ?
-იმიტო რო ალექსანდრეს ჩემი შვილი უყვარდა და აღმერთებდა, ამის მერე ის არასოდეს უღალატებს ჩვენ ოჯახს.
-საკვანძო სიტყვა, უყვარდა. იმის მერე როგორც მოვექეცი, კარგს ნურაფერს დაელოდები მისგან.
-ცუდი თვისება გაქვს, ყველას ეჭვის თვალით უყურებ, თითქოს რამე ფარული მოტივები გვქონდეს. მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. ალექსანდრეს შემოთავაზების შესახებაც ვიცი, ვერ ვხვდები რატომ არ თნხმდები.
-ვერც მიხვდებით ელენე, ვერავინ ვერ მიხვდებით და სიმართლე გითხრა ახსნის სურვილიც დავკარგე. ჩვენ კარგა ხნის წინ შევწყვიტეთ ერთმანეთთან კონტაქტი და ახლა უკვე ვხვდები რატომაც.
-და რომ ცადო? ანუკი შენ გარდა აღარავინ მყავს დედამიწის ზურგზე. იქნებ ცადო და ამიხსნა. ესე მამის გამო იქცევი? ვიცი ცუდად ხა..
-არა. ჩემი აქედან წასვლა მამას სიკვდილთან არანაირ კავშირში არაა. პირიქით..
-რაღაც მოხდა, ვიცი რომ რაღაც მოხდა და არ მიყვები.
-წავალ, დავიძინებ.
-არა, ანუკი გული ყოველთვის მიგრძნობდა რომ იქ რაღაც მოხდა. ისიც ვიცი, რომ სანდროს დაშორდი. მის ოჯახს ველაპარაკე, მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება..
-მე კიდევ მგონია რომ ყველაფერი იცი-ანუკის ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან-უბრალოდ... არც ერთს არ გიფიქრიათ ჩემი დახმარება. მამამ ზუსტად მაგიტომ იყიდა ნიუ ორკში სახლი ხომ? როცა გაიგეთ რო მუცელი მომეშალა უკვე გვიანი იყო ალბათ ჩემი დახმარება ხო?
-სანდრომ რო მიგატოვა ეგ ძალიან გვიან გავიგე, მუცელი რომ მოგეშალა ეგეც დაახლოებით მაგ დროს გავიგე... მერე ვეღარაფერი გავარკვიე, უნივერსიტეტში გვითხრეს რომ აკადემიური აიღე. მერე უკვე მამაშენიც ცუდად იყო და საბოლოოდ დავკარგეთ ყველანაირი ინფორმაცია შენს შესახებ.
-და რმ ჩამოსულიყავი? დაგერეკა?! რამე რომ გაგეკეთებინა? 18 წლის ვიყავი, სანდრმ დამტოვა, ცუდად ვიყავი! ოპერაციას ოპერაციაზე მიკეთებდნენ, საშინელი პერიოდი გამოვიარე და შენ ერთხელ არ დაგირეკავს! ამის მერე რანაირი დედა ხარ!
-დედა, რომელსაც გული უკვდებოდა ანუკი... დედა, რომელიც ორად იყო გაჭრილი. შენ არ იცი ზურა როგორ ცუდად იყო, რომ ამ დღეში ჩაგაგდეთ. ყველაფერი ძალიან გვიან გავიგეთ, უბრალოდ აზრ...
-აზრი აღარ ჰქონდა ხომ ? იფიქრე, უკვე გადაიტანა ყველაფერი და აღარ ჭირდება ჩემი დახმარებაო.
-აქეთ უკვე მამაშენი მაკვდებოდა ხელებში, ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა...
-მე ერთს ვერ ვხვდები, ფული ჩვენ არასოდეს არ გვაკლდა, არც ცნობადობა, კონტაქტები, რატომ გამაყოლეთ ალექსანდრეს ცოლად?-ცრემლები მოიწმინდა და საბოლოოდ მოახერხა იმ კითხვის დასმა, რომელიც თავში არასოდეს არ მოსვლია, თუმცა ბოლო პერიოდი საგრძობლად აწუხებდა. არასოდეს არ უკითხავს მიზეზი, პირდაპირ აუმხედრდა მთელ მსოფლიოს და მშობლებს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი მიზეზი, რომელიც გაამართლებდა მისი მშობლების საქციელს?
ვერაფერი. ფაქტი ერთია რომ ძალით ქორწინებას ვერაფერი ვერ გაამართლებს, თუმცა უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.
-ანუკი, 18 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გიფიქრია ამდენი ფული საიდან მოდიოდა? არასოდეს გიმუშავია და არ გიფიქრია არაფერზე, გარდა გართობისა. მამაშენი უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, ვერ უძღვებოდა კომპანიას მარტო, ტატოს უცხოეთში თავისი საქმე აქვს და წელიწადში ერთხელ ძლივს ჩამოდის. შენ უპატრონოდ რჩებოდი, ჩვენ რომ რამე მოგვსლოდა, ჩვენი ბიზნესი ჩავარდებოდა და შენ ფული აღარ გექნებოდა. არასოდეს გისწავლია, ილუზიებში ცხოვრობდი. ამ დროს ნოდარის შვილი, ნორმალური, გაწონასწორებული, განათლებული, მიზანმიმართული, სწორედ ისეთი ადამიანი იყო, როგორიც შენ გჭირდებოდა. რომელიც შენ ისტერიკებს არ აიტანდა. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო იმ მომენტში, რაც დავინახეთ. ამერიკაში შენი მარტო გაშვებაც შეგვეშინდა, არ ვიცოდით იქ თავს როგორ მოუვლიდი. მაგრამ ეხლა ვხვდები რომ შეცდომა დავუშვით, იმის მაგივრად რომ გათხოვება დაგვეძალებინა, მეტი უნდა გვემუშავა შენთან მიმართებით. ბავშვობიდანვე არ უნდა გაგვეზარდე ეგოისტად, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი უშვებს ამ შეცდომას, როცა ერთადერთი შვილი ჰყავთ. დამნაშავე ვარ , ვაღიარებ, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი გამოვასწორო. ეხლაც ილუზიებში ხარ, როგორ წარმოგიდგენია რომ სრულიად განსხვავებული ტიპის ბიზნესს მარტო გაუძღვებოდი? ვიცი, რომელი ბიზნესიც გაქვს უცხოეთში, რესტორნის და არა სასტუმროსი... რაც შეეხება იმას თუ რატომ არ ჩამოვედი. ანუკი, ვერ წარმოიდგენ ... უბრალოდ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიყავი როდესაც ეს ყველაფერი გავიგე. მამაშენი ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა შენი ორსულობის შესახებ. არ მინდოდა ენერვიულა, ისედაც ცუდად იყო. წამით არ იფიქრო რო მე შენზე არ მიდარდია. ერთი შვილი მყავს ანუკი, როგორ წარმოგიდგენია, ესეთ სიშორეზე იყავი, ამდენი რამის გადატანა მოგიწია და მე სახლში ბედნიერად ვიჯექი ავადმყოფ მამაშენთან ერთად? ვიცი ეს დღეები.. გვერდში ვერ დაგიდექი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მეც ადამიანი ვარ. მე და მამაშენმა 40 წელი გავატარეთ ერთად. 16 ის ვიყავი რომ გავთხოვდი. შვილი დიდხანს არ გვიჩნდებოდა.
-ვიცი... უბრალოდ... ძალიან გამიჭირდა. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიჭირდა... ვერ ვიტან მისი სახის დანახვას, დედა ყველაფერი გამინადგურა. მთელი წელი სარეაბილიტაციო კლინიკაში გავატარე გამოკეტილმა. საშინელება იყო. სულ მარტო ვიყავი...ყოველდღე მისი ყურება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია... აქაურობა, ყველაზე მეტ ტკივილს მაყენებს. როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს მე წასვლა მინდა აქედან.
***
ვიცი ძალიან პატარა თავებია, მაგრამ გპირდებით ამიერიდან დიდებს დავდებ. უბრალოდ მალ-მალე მინდოდა თავების დადება, რომ მენახა რამდენად ექნებოდა გამოხმაურება. გთხოვთ დაწერეთ რას ფიქრობთ, კრიტიკასაც დიდი სიამოვნებით მივიღებ, რადგან ჩემით ნაკლებად ვხედავ ხოლმე შეცდომებს თუნდაც სიუჟეტში (რამდენად რეალისტურია ისტორია ამას ვგულისხმობ) იმედი მაქვს ძალიან მოსაწყენიც არ არის. <3



№1 სტუმარი ნაინა

აი მე მართლა ძალან მომწონს, შენიშვნა ის რომ ,,პატარა თავებია და არ მყოფნის"ეს ხუმრობით, დაასრულე ამ საცოდავი გოგოს ტანჯვა და აპოვნინე ბედნიერება, შენც მომწონხარ და შენი ნაწარმოებიც.

 


№2  offline წევრი sati

ნაინა
აი მე მართლა ძალან მომწონს, შენიშვნა ის რომ ,,პატარა თავებია და არ მყოფნის"ეს ხუმრობით, დაასრულე ამ საცოდავი გოგოს ტანჯვა და აპოვნინე ბედნიერება, შენც მომწონხარ და შენი ნაწარმოებიც.

ეგ თავის თავად უბრალოდ სწორედ მაგ გზის ჩვენება მინდა, რამდენად რთულია რეალურ ცხოვრებაში ბედნიერების პოვნაა heart_eyes მადლობა დიდიი heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი eni

Ragac ver gavige, amerikashi sandros dashorda tu aleqsandres? an saavadmyofoshi romelma gamoketa-elenes rom utxra bolos.

 


№4  offline წევრი sati

სტუმარი eni
Ragac ver gavige, amerikashi sandros dashorda tu aleqsandres? an saavadmyofoshi romelma gamoketa-elenes rom utxra bolos.

ამერიკაში სანდროსთან ერთად წავიდა და მას დაშორდა. მუცელი რომ მოეშალა ისევ დაიწყო სმა, დეპრესია დაემართა და მეგობრებმა წაიყვანეს სარეაბილიტაციო ცენტრში. კიდევ თუ რამე გაინტერესებთ მკითხეთ heart_eyes

 


№5 სტუმარი ani

ძალიან მომწონს რომ შეცვალე დასასრულიი. ბანალურად მომეჩვენა ესე მალე შერიგება. იმედია გააგრძელებ და მალე დავდებ ახალ თავეებს <3

 


№6  offline წევრი duchi_duchi

ვერ გავიგე სანდროსგან იყო ორსულად თუ ალექსანდრესგან?იმასაც ვერ ვხვდები ისევ უყვარს ალექსანდრე თუ არაა.ან ალექსანდრეს რო დაშორდა მაშინვე სანდროსთან დაიწყო ურთიერთობა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent