შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 6 )


30-07-2020, 18:08
ავტორი dramalover
ნანახია 1 557

***
-ღმერთო ჩემო! - ზედმეტად ხმამაღლა ვგმინავ და მაშინვე ვმუწავ ტუჩებს, როგორც კი ჩემი რეაქციით გახალისებული კალეს ხარხარი მესმის.
როცა ხარხარს წყვეტს, უკვე ჩემგან ორ ნაბიჯში დგას.
-აბა… დიდხანს უნდა გელოდო თუ მომცემ?
მომენტალურად უკიდურესობამდე ვიბნევი.
-რა… რას.. - ვახველებ რომ ყელი ჩაავიწმინდო და დაბნეულობა გადავმალო-რა უნდა მოგცე?
კალეს მზერა ჩემი სახიდან მარჯვნივ გადააქვს, თავს გვერდზე ატრიალებს და თავის თეთრ, იდეალური ფორმის კბილებს კიდევ ერთხელ აჩენს. რაღაც მომენტში საშინლად მშურს მისი კბილების და ტუჩების უნაკლო ფორმის. კალეს სახე ახლოს მოაქვს და ჩემს სახეხეზე მშვიდი,დაბალი ტონით შლის სიტყვებს:
-არაფერი პირადული. მხოლოდ დოკუმენტები ლეა. დოკუმემტები უნდა მომცე. - შემდეგ ისევ სწორდება და ისევ მიღიმის. მაგრამ ამჯერად არც დამცინავად და არც მომხიბლავად. ეს მეგობრული ღიმილია. დაძაბულობა მთელ სხეულში ერთიანად მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე.
თითქმის იმავე წამს, ისევ წელში ვსწორდები და ეჭვნარევი მზერით ძალიან ლოგიკირ კითხვას ვსვავ:
-მოიცა, შენ რატომ უნდა მოგცე საბუთები?
-რა ვიცი. - მხრებს იჩეჩს კალე. ტუჩის კუთხეებში დამცინავ ღიმილს ვამჩნევ და თვალებს ვჭუტავ. კალე ერთ ხანს მიყურებს, შემდეგ მდიდრული, ყავისფერი ტყავის დივნის სახელურთან დადგმულ პატარა და მაღალ მაგიდასთან მიდის და შუშის ჭიქაში ვისკის ასხავს. სითხის ჩამოსხმის ბუყბუყს ყურს ვუგდებ და ხმას არ ვიღებ, რადგან ინტუიციით ვხვდრბი, რომ სათქმელი არ დაუსრულებია.
-იქმნებ იმიტომ, რომ მე ვარ ის, ვისთვისაც ეგ დოკუმენტები მოგქონდა? - ნელა და გარკვევით დაბალი ხმის ტემბრით წარმოთქვავს.
ახლა კი ჩემი ჯერია...
როგორც კი ხარხარს ვიოკებ და თვალებიდან ცრემლებს საჩვენებელი თითით ვიწმენდ, კალეს ცისფერ, თბილ და მხიარულ მზერას ვაწყდები.
-ჩაგეთვალა… - ვდუდუნებ მხიარულად და სრუტუნით ვამატებ-ახლა კი შეგიძლია მამაშენს, ბიძაშენს ან მამიდაშენის მულის ბიძაშვილს თუ ვინც არის "ბატონი გენერალური დირექტორი" დაუძახო.
მის ღიმილს თვალს ვარიდებ, რადგან თვალისმომჭრელია და ეს უკვე საშიშია.
ჯანდაბა! უცნაურად საინტერესო ქარიზმა აქვს!
" ლეა, ღვთის გულისთვის!" იღრინება აარონი.
ჰმჰ…
-მამიკო რომ სახლში არ არის? -ხმას იწვრილებს კალე და ღიმილით, ერთი მოყუდებით ცლის ვისკის ჭიქას.
"ღმერთო, რა იდიოტია" გმინავს შინაგანი ხმა, მაგრამ მე მას საერთოდ არ ვეთანხმები… კალეს გრძელ, ოდნავ უსწორმასწორო თითებზე ასხმულ ვერცხლის ბეჭდებს აღტაცებული ვათვალიერებ.
" ნამდვილო სიმახინჯე" ბუტბუტებს აარონის ხმა როცა ამ სურათის დამახსოვრებას ვცდილობ - შუშის ოთკუთხედ ჭიქაზე შემოჭდილი, ვერცხლის ოთხ ბეჭდიანი, ოდნავ უსწორმასწორო, გრძელი თითები…
გონება აარონის ლანდის უნაკლო და ძლიერ, ოდნავ ფერმკრთალ თითებს მახსენებს და მაშინვე ვხვდები ეს ვისი ნამოქმედარია…
გონებაში სიცილს ვგზავნი .
"კარგი რა.. შენ გამოგონილი ხარ, რა გასაკვირია, რომ უნაკლო დეტალები გაქვს. ის კი ნამდვილია…"
"თუ არ გაჩუმდები, ახლავე მანდ გავჩნდები და მაგ ყეყეჩს მაგრად მოვდებ! " იღრინება შინაგანი ხმა.
ოხ…
უცებ ვაანალიზებ,რომ კალემ უკვე დიდი ხანია რაც ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. და უფრო დიდი ხანია, რაც გამჭირვალე, ცის ფერი თვალებით მსწავლობს. მე კი იდიოტივით ჩუმად ვდგავარ!
ალბათ ფიქრობს რომ მის სიტყვებს ვაანალიზებდი.
მოიცა … რა მითხრა?
სახეზე ალმური მედება. ისეთი შეგრძნებს მაქვს, რომ კალეს ფირუზისფერმა, გამჭოლმა თვალებმა გამშიფრა.
ვახველებ და თითებს ერმანეთს ვაჭდობ.
-ისს… მაშინ…
-ლეა, მომეცი ჩემი დოკუმენტები - ნელა,თითქმის დამარცვლით სერიოზულად მეუბნება და დაჟინებით მაჩერდება. მის ამ ტონზე მამაჩემის საუბრის მანერა მახსენდება.
ვგრძნობ, როგორ მიმაღლდება შუბლი და მიგრძელდება სახე.
ეს, ის მომენტია ანიმაციაში ნათურა რომ ინთება სულელის თავზე.
მისი სიტყვები დენია რომელიც ნათურას ანთებს. მე კი...ხო, აშკარად სულელი ვარ.
სისიხლი თავში მასხავს და შოკისგან მშრალი ხველა მიტყდება.
ღმერთო ჩემო… როგორ ველაპარაკებოდი!ახლა როგორღა მოვიქცე!
ხველას როგროც კი ვიჩერებ, უხერხულობის ზე-განცდა მიბყრობს და სახეზე ერთიანად სიწითლე მედება.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
-ოჰ… არ… არ ვიცოდი… მა… მაპატიე... თ… რო… რომ დავაგვიანე და კიდევ… - ჩემი ბლუყუნი თავადაც კი მაღიზიანებს! გონებაში აარონის ღრენა მესმის, აქ კი კალეს შემწყნარებელ ღიმილს აჭარხლებული ვარიდებ თვალს.
-კარგი დაივიწყე-ხელს ღიმილით იქნევს-თუ გინდა დოკუმენტებიც მერე მომეცი. მანამდე რამე დავლიოთ. - მხრებს იჩეჩს კალე.
-არა! არა… -თითქმის ვყვირი და ზურგჩანთაში ვიწყებ ქექვას. როგორც კი ჩემს ტონს ვაანალიზებ, ხმას ვიდაბლებ - არა… მადლობა… არ შეგაწუხებთ… დიდი ბოდიში - სამარცხვინო ბოდიალს მაშინ ვრჩები, როცა დალუქულ საქაღალდეს ვუწვდი და ზურგჩანთაში კიდევ ერთ ნივთს ვაწყდები.
ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და შავ, უსახლებო მაიკას ვაშტერდები. ახლა გასაგებია საიდან მეცნო ეს სუნი.
კალე!
რა თქმა უნდა კალე!
გონებაში ის მომენტი მიტივტივდება, როცა ელენემ მისი მაისური გადმომცა.
კალე საბუთებს მართმევს და ჩემს მზერას თვალს აყოლებს.
ზურგჩნთა სწრაფად დავხურე და მაღლა აჳიხედე. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
-მანდ რა გაქვს ლეა?-ისე მეკითხება თითქოს პასუხი წკნასწარ იცის. ჯანდაბა დაინახა!
-არაფერი. - სწრაფად ვპასუხობ და არ ვიმჩნევ რომ ჩემი შეცვლილი სახის ყველა დეტალს ფირუზისფერი თვალებით სწავლობს.
არ შემიძლია - ვერ მივცემ. მირჩევნია ელენეს უკან დაჳუბრუნო ვიდრე პატრონს გადავცე.
ეს ძალიან პირადული ამბავია და მე უხერხულად ვიჭყლიტები ამ ზონაში.
-ნახვამდის - ვბურტყუნებ და კარისკენ მივდივარ. კალე მაჯაში ხელს მავლებს და მატრიალებს.
"არამზადა" განრისხებული აარონი მთელს გონებას იკავებს.
"ლეა ეს მოწყობილია. მის ანკესს ნუ წამოეგები" იღრინება შინაგანი ხმა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
-არ მეტყვი ჩანთაში რა გაქვს? - ზედ მასუნთქებს კალე, რაც ზიზღს მგვრის.
-შენი საქმე არ არის. - ხისტად ვპასუხობ და მის თვალებს, რომელიც ცდილობს ჩემი მზერა დაიჭიროს თვალს ვარიდებ.
კალე ცივად იცინის.
-აჰ… უკვე შენობითზე გადახვედი? არადა რამდენიმე წუთის წინ მეგონა სამუდამოდ თქვენპბითში ილაპარაკებდი.
თვალს თვალშ ვუყრი და მკლავის განთავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ ის უფრო მაგრად მიჭერს გრძელ თითებს და ზევიდან ავისმომასწავლებლად დამყურებს.
-ხელი გამიშვი უნდა წავიდე! - მკაცრად ვაფრთხილებ.
ვაცნობიერებროგორი დაძაბულია აარონი მაშინ, როცა მე მზად ვარ ეს უმსგავსო არსება აქვე მივბეგვო.რა თქმა უნდა თუ ძალა მეყოფა…
"დამიჯერე არ გეყოფა" მწარედ იცინის აარონი.
კალეს სახე უფრო ახლოს მოაქვს და თავისი დაბალი ხმით მეუბნება.
-არსადაც არ წახვალ! დაგავიწყდა რომ დოკუმენტები ძალიან… ძალიან გვიან მოიტანე? ამისთვის უნდა გადაიხადო.
"ლეა ახლავე წადი მაგ სახლიდან" მოთმინება დაკარგული აარონი მაგულიანებს,მაგრამ კალეს ტონმა მართლა შემაშნა. ამიტომ ახლა ფეხებში სისუსტის შეგრძნებით, შეშინებული მივშტერებივარ.
-ვახშამი. - წელში სწორდება კალე და გრაციოზულად წარმოთქვავას.
-შენი საფასური ვახშამია-ხმას იმაღლებს და მოჭერილ თითებს მკლავიდან მიშვებს-რადგან დღეს მარტო ვარ. მე კი არ მიყვარს მარტო ვახშმობა.
"გამოფხიზლდი!" მესმის აარონის ხმა და მაშინვე წელში ვსწორდები.
-არა. სახლში უნდა წავიდე. - კატეგორიული ტონით ვპასუხობ.
-ეს თხოვნა არ არის ლეა. ეს ბრძანებაა. - ისე მიყურებს, თითქოს მეუბნება ნუ გავიწყდება ვინ ვარო.
ჯანდაბა გენერალური დირექტორი? ამ ასაკში? მაქსიმუმ ოცდარვის იქნება.
ეს აზრი მაგულიანებს.
-საიდან უნდა ვიცოდე რომ მართლა დირექტორი ხარ?
კალე იცინის.
-ალბათ იქიდან, რომ იქ ვცხოვრობ სადაც გენერალური დირექტორი, მისამართის მიხედვით.
-ეს საკმარისი არ არის. - გულზე ხელებს ვიკრებ და თავს ვიქნევ.
კალე ერთ ხანს მიყურებს. მერე ისევ იცინის და დალუქულ საქაღალდეს ხაზგასმით იღებს. ერთი ხელის მოსმით ხსნის და ფურცლებს თვალს ავლებს. მზერას ერთ წერტილშ აჩერებს და ფურცელს ჩემსკენ ატრიალებს.
-წაიკითხე-თითით ერთ აბზაცზე მიმითითებს.ვართმევ და მითითებულ აბზაცს ვაკვირდები, როცა მისი ხმა მესმის-ხმამაღლა.
-" " არობის" გენერალური დირექტორი და არობასტების კანონიერი ლიდერი- კალე მეტრეველი იღებს ვალდებულებას მოაგვაროს დიპლომატიური ურთიერთობა აპოლიტებსა და არობასტებს შორის. რადგან ეს უკანასკნელი…"
კალეს სწრაფად მაცლის ხელიდან ფურცელს და დამარცხებულ სახეზე გამარჯვებული ღიმილით მაკვირდება.
რამდენიმე წუთი ოთახში გაუსაძლისი სიჩუმე ისადგურებს.
ამ სიტყვებს გონებაში ვატრიალებ და ვატრიალებ. ვგრძნობ აარონის გაოგნებას.
" ჯანდაბა" ჩირჩულებს ის. " ლეა მაგ სახლიდან ახლავე წამოდი! ეგ ბიჭი საშიშია! გესმის?"
მისი სიტყვები უფრო მზაფრავს და გასაქცევად მზად ვარ. კალე თავისი დაბალი ხმით ხმამაღლა ამბობს.
-ვახშამი ნახევარ საათში იქნება.
გონებაშ აარონის მოქმედებას ვგრძნობ, რომელიც მაიძულებს მოგონებები გავიახლო.
" რას ეძებ" ვეკითხები უხეშად. ჯავრს მასზე ვიყრი.
გონებაში ის ღამე მიტივტივდება როცა სახლიდან გავიქეცი.
"აარონ რა გინდა?!" ვეკითხები უფრო გააღიზიანებული.
"მის ხმას დააკვირდი" მეუბნება თავდაჯერებული ტონით და მოგონებას ხსნის.
ამ დროს კალემ ჩაიცინა დამცინავად, დაბალი ტონით - ისე როგორც მას სჩვევია მითხრა:
-რა იყო ლეა? ენა ჩაგივარდა?
მოგონებები თავზე მეხვევა და წამით კიბის ბოლოში კედელზე აკრული, მამაჩემის სახლში ვხვდები.
" -თუ აპოლიტებს ეს არაფრად უღირთ, რატომ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე მხოლოდ არობასტებმა?!" გონებაში ეს დაბალი, ბრაზიანი ტონალიბის ხმა ზარივით ხმამაღლა მესმის.
კალე მკლავში ხელს მჭიდებს და მოგონებების ბურუსისგან მანთავისუფლებს.
-წამოდი, მანამდე რამე დავლიოთ…
ღმერთო ჩემო!
" ლეა კალე ისაა ვინც მამაშენთან ერთად მკვლელობას გეგმავდა. "
არა! არა!
ღმერთო ჩემო!
"გაიხსენე! გაიხსენე რას ამბობდა იმ ღამით თვის თავზე!"
თავს ვაქნევ, რომ ეს მოგონება თავიდან ამოვიგდო.
"თავი დამანებე აარონ" დაღლილი ხმით ვეუბნები და ვაცნობიერებ რომ კალეს ოთახიდან გავყავარ.
" რატომ არასდროს სვავ კითხვებს ამ თემაზე?" მოთმინებას ერთიანად კარგავს აარონი "დავიჯერო ვერ ამჩნევ შენს გარშემო რა ხდება?რამდენჯერ აუარე გვერდი საუბარს აპოლიტებზე ან არობასტებზე? რატომ იქცევი ისე თითქოს არაფერი გესმის? კარგად გიცნობ ლეა… ყველაფერი გაინტერესებს და არაფერს ტოვებ გაუგებარს. მაგრამ როგორც კი ამ ორ სიტყვას წააწყდები, მაშინვე გარბიხარ. თემას ცვლი,არაფერს ამბობ, არ მოქმედებ! "
მის სიტყვებზე ელენეს მოცემულ დოკუმენტზე დანახული წინადადება მახსენდება.
" რატომ არ გახსენი? ხომ შეგეძლო წაგეკითხა? რატომ დააჯერე საკუთარ თავს რომ მოგეჩვენა? " მეკითხება გაღიზიანებუკი აარონი.
არ ვპასუხობ. კალეს მაჯაში ხელი ჩაუჭიდია და ძალდატანების გარეშე კიბეზე მიმიძღვება,რადგან მე არ ვეწინააღმდეგები.
აარონის სიტყვებმა ძალა გამომაცალა.
ძალიან დაბნეული, არეული და უთავბოლო ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს , თითქოს ორ სამყაროს შორის უმისმართოდ გამოვეკიდე. რეალობას ვერ ვწყდები, მაგრამ ვერც მასში ვბრუნდები ერთიანად. გონება ისევ იმ ღამისკენ მიმირბის და მაშინ ფარულად გაგონილ სიტყვებს თავში ვატრიალებ.
ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს მიუხედავად იმისა რომ ამ ღამის დავიწყებას მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი. რა თქმა უნდა მე ხომ ვერასდროს ვივიწყებ იმას რასაც ოდესმე მოვისმენ. ახლა კი მოგონებებს აღარ ვეწინააღმდეგები.
-რას დალევ? ჩაი… ყავა… წვენი.. იქნებ ცოტა ალკოჰოლი? - მეკითხება კალე როცა ხის გრანდიოზული კიბის სათავეში ვექცევით. მაჯას ვართმევ, რადგან ვიაზრებ როგორ გულისამრევად გავს კალეს დაბალი ხმა იმ ხმას…
ტირილი მინდება.
სულ… სულ ასე ხდება.
ყველა ვინც ჩემს გარშემოა ის არ არის ვინც მე მგონია. ყველა ყალბია. ყველა მალავს საკუთარ თავს. არავინ მეუბნება სიმართლეს. მე კი არასდროს ვცდილობ მათ ნიღაბი ჩამოვხსნა.
"ეს მამაშენის გამოა" ისე ამბობს აარონი თითქოს ახლახანს მიხვდა რაღაცას. "რათქმაუნდა მან ჩაგიდო გონებაში…"
კალე მომლოდინედ მიყურებს. მისი თვალები გულწრფელი და თბილია.
მაგრამ რამდენად გულწრფელია თვითონ ამ თავლების პატრონი?
"უპასუხე, ეცადე არ მიხვდეს რომ რაღაც შეიცვალა" მეხმარება აარონი. როგოროც ყოველთვის მის რჩევას ვითვალისწინებ. რამდენად გამომდის არ ვიცი.
ვცდილობ კალეს გავუღიმო.
ძალიან ვცდილობ მაგრამ ეს უფრო ტირილის წინამდებარე მიმიკას გავს.
-მადლობა, არ მინდა-ჩემი ხმა ძალიან სუსტია.თითქმის დაღლილი.
-რა გჭირს ლეა? - მიახლოვდება კალე. მინდა უკან წავიდე, მაგრამ ჩემს ქუსლებთან კიბე იწყება. კანკალით ვისუნთქავ ჰაერს. კალეს სახე ეცვლება და შეშფოთებული მიყურებს.
"თავი ხელშ აიყვანე"
თვალებს იატაკს ვარჭობ და ვცდილობ აკანკალებული ხელები დავმალო.
-დამშვიდიდი. მხოლოდ ვივახშმებთ. მერე სახლში წაგიყვან თუ გინდა.
-არა-სწრაფად ვპასუხობ და როგორც კი კალეს დაეჭვებულ სახეს ვაწყდები, სწრაფად ვამატებ. - სახლში მარტო წავალ...მიყვარს ფეხით სიარული.
მხრებს ვიჩეჩ, რომ ძალიან ხელოვნური არ ვიყო.
-ღამეა ლეა. არ მგონია შენი სახლი აქედან ახლოს იყოს. "არობის" ოფისიც კი შორსაა..
-არა ახლოსაა-ვიტყუები და მეტი დამაჯერებლობისთვის რამოდენიმეჯერ თავს ვიქნევ.
ეჭვნრევი მზერით მიყურებს და მძმედ წარმოსთქვავას.
-კარგი. როგორც გინდა.
შვებით ამოვისუნთქე. იმავე წამს უზარმაზარ ჰოლში ზარის მდიდრული ხმა ისმის.ერთ-ერთი შოდა კარი იღება და ის ჭაღარა მოსამსახირე მთავარი კარისკენ მიემართება. კალეს სახე ეჭიმება და ჩემს ზურგს უკან შუშის თვალებით იყურება.
ვტრიალდები და ველოდები კარში ვინ გამოჩნდება.
ქალი კარს აღებს. ოთახში ცივი ჰაერი იჭრება.
-აჰჰ,ნელი კალე სად არის? -მხიარული ხმა ჰაერს მოყვება და ჰოლს ავსებს. კალეს გავხედე. მთელი სხეული და სახე დაძაბულობისგან დასჭიმვია. - არ გამიფრთხილებია რომ მოვდიოდი. მე საუკეთესო სიურპროზი ვარ, ხომ იცი?. - კარში ახალგაზრდა კაცი მსუბუქად შემოდის და ნელის ლოყაზე კოცნის.
მუქი წაბლისფერი თმა აჩეჩოლი აქვს, ტანზე კი შავი, ყელიანი მაისური და ტყავის ქურთუკი აცვია. მსუბუქი და თავისუფალი მოძრაობები აქვს.
- აქ არის დემნა მოდი. კარგ დროს მოხვედი ვახშამი თხუთმეტ წუთში მზად იქნება. ბატონმა დღეს განსაკუთრებული სუფრის გაწყობა გვიბრძანა. - ქალის ცივი ხმა ოდნავ უშუალო ხდება . კარებს ხურავს და სტუმარს ტყავის შავ ქურთუკს ართმევს.
იმავე წამს დემნა ჩვენსკენ იხედება და მე მის ქარვისფერ თვალებს ვეჩეხები.
თვალთ მიბნელდება და თავის შესამაგრებლად ხის მოაჯირს ვეყრდნობი.
უცნობი შეშდება. მე კი ვცდილობ ჰაერი ფილტვრბში როგორმე ჩავუშვა.
"ლეა დამშვიდდი" მესმის აარონის გამაფრთხილებელი ხმა.
"ღმერთო" ამოვიტირე გონებაში და აარონს იმ მოგონებას ვუგზავნი, რომელიც ქარვისფერ თვალებთან მაკავშირებს. სტუმარმა სწრაფად გადახედა დაძაბულობისაგან გაძეგლებულ კალეს. ვგრძნობ, როგორ იძაბება აარონიც. მაგრამ ახერხებს და ტრიუმფალური სიმშვიდით წარმოთქვავს სიტყვებს.
" ჯერ დარწმუმებილი არ ხარ. ასეთი თვალები შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს. გასწორდი და სიმშვიდე შეინარჩუნე."
სტუმრის ღია თაფლისფერი თვალები ისევ ჩემსკენ სრიალდება. ვამჩნევ როგორ ეცვლება სხეულის ფორმა. მისი თავისუფალი, უდარდელი სხეულის ენა სადღაც ქრება და სახეზე მგლური იერი ედება. ეჭვით და ზიზღით მიყურებს.
" ის არის! ის არის! "სასოწარკვეთილი ვკივი გონებაში და თითებს ხის პრიალა მოაჯის გათეთრებამდე ვუჭერ. ყურები მიგუბდება და ეს წამი საუკუნესავით იწელება. ქარვისფერი თვალები… ისეთი შეგრძენბა მაქვს რომ ამის გარდა ოთახში არავინ და აღარაფერი რჩება.
"გონს მოეგე! " ცივად მიყვავებს აარონი. "ლეა ახლავე გასწორდი და სანამ ამ სახლიდან გააღწევ სიმშვიდე შეინარჩუნე! "
არ შემიძლია! არ შემიძლია! "ვყვირი.
" ჯერ არც კი იცი ვინააა. "
" ისაა!აარონ ისაა!- ვტირი გონებაში და ვცდილობ თავიდან მოვიშორო გაქცევის გეგმა რომელიც პარალელურად გონებაში დავხატე.

კიბეზე თავ-პირის მტვრევით ჩარბენა.

-სტუმარიც გყოლია-ცივად, მჭახე ხმით ამბობს დემნა.

გვერდს სირბილით ვუქცევ დემნას შემდეგ ლიას და კარებს მთელი ძალით ვაღებ.

ისტერიკული სიცილი მინდება ისე მეცნობა ეს მჭახე ხმა. მე ხომ არ შემიძლია დავივიწყო არცერთი სიტყვა რომელიც ოდესმე მომისმენია. არა. ნამდვილად არ მეშლება
.
"ლეა შეიძლება გეშლება"

კარებს ვხურავ რომ შესაძლო მდევრებს ხელი შევუშალო და თავდავიწყებით მივრბივარ.

"თვალები აარონ… ადამიანებს შეიძლება სახით ვერ ვიმახსოვრებ..
შეიძლება ახლა ჩემი სმენითი მეხსიერება მატყუებს… შეიძლება ძალიან აღელცებული ვარ… მაგრამ თვალები… ადამიანებს მხოლოდ თვალები ანსხვავებს ერთმანეთისგან."

იქამდე გავრბივარ სანამ ამ სახლს ჯანდაბაში არ მოვიტოვებ.

" კარგი. შეიძლება ეს კაცი ისაა ვინც დათო შენს თვალ წინ მოკლა მაგრამ ამდწნი წელი მისი ხმა და თვალები მხოლოდ იმისთვოს დაიმახსოვრო რომ მის მუხლების კანკალის მეტი ვერაფერი შეძლო. შეიძლება მართლა ისაა, მაგრამ ეს შენ მხოლოდ უპირატესობას გაძლევს"- აარონის ყოველი სიტყვა მაიძულებს ჩემს თავში არარსებული ძალა გამოვნახო იმისთვის რომ ადგილზე დავრჩე და სიმშვიდე შევინარჩუნო. - "თუ მართლა ისაა ლეა… თუ მართლა ისაა მაშინ შენ გეცოდინება სინამდვილედი ვინაა. შურისძიება კი ტკბილი ხილია,რომლის მოკრეფაც არავის ავიწყდება.მაგრამ ახლა მას დამწიფება უნდა აცადო.
დაიმახსოვრე მე შენთან ვარ და როგორც კი სიტუაცია გართულდება მანდ გავჩნდები! "
აარონის ცივი ხმა მაფხიზლებს და სასოწარკვეთილებისგან მანთავისუფლებს.წელში ვსწორდები და ვცდილობ სტუმარს გავუღიმო. თვალის კუთხიდან ვამჩნებ რომ კალეს მზერა ჩემზე გადმოაქვს და ყურადღებით მსწავლობს.
აარონის სიტყვები ხდება ის ძალა რომელსაც ამ წამს დასამშვიდებლად ვპოულობ. ღიმილს ვაფართოვებ და დემნას სახეს ვათვალიერებ,რომელიც აღნაგობით მგელს წააგავს.
-არა მე მხოლოდ მისი თანამშრომელი ვარ. - ვპასუხობ ისეთი მშიდი ხმით, რომ თავადაც კი მიკვირს. ხელები ისევ მიკანკალებს. მაგრამ ეს ხელს არ მიშლის სახეზე სასიამოვნო გამომეტყველება შევინარჩუნო.
მე მას დათოს გამო ვაზღვევინებ. ვაზღვევინებ იმის გამო რომ მაიძულა გავზრდილიყავი.
კალეს დაძაბულობა ეხსნება და მზერას მარიდებს.
-აბა… დემნა, აქ რამ მოგიყვანა. - მხიარულად ეკითხება და კიბეზე ჩადის.
სტუმარი თვალს არ მაშორებს და მონადირის სიფრთხილით უახლოვდება კიბეს. იღიმის. ეს ღიმილიც მეცნობა. მაგრამ ახლა სიცილი კი არა ტირილი მინდა. მისი ღიმილი ჩემს შემართებას ერთიანად სპობს და ვგრძნობ სახეზე შეშფოთება როგორ ნელ-ნელა მეხატება. კანკალით ვისუნთქავ ჰაერს და სასოწარკვეთილებას ისევ ვეგებები.
კალე და სტუმარი ერთმანეთს მეგობრულად ეხვევიან, თუმცა დემნა თვალს ახლაც არ მაშორებს.
კიბეზე ფეხს მძიმედ ვდგავ და არადამაჯერებელი ტონით წარმოვთქვავ.
-მე წავალ… ხელს არ შეგიშლით.
აარონი ჩემს ქმედებებს გაფაციცებით აკვირდება.
"დამაჯერებლად! " გონებაში მისი ხმა ბრძანებასავით ისმის.
-თანაც უკვე დაღამდა. მოკლედ სახლში მელოდებიან და არ მინდა ვანერვიულო.
კალე ჩემსკენ ტრიალდება.
-ლეა მამაშენთან ერთად ცხოვრობ? - ვხვდები რომ თავისივე კითხვაზე პასუხი იცის, ამიტომ ერთადერთი რასაც ვახერხებ ისაა რომ პირს რაღაცის სათქმელად ვაღებ და მერე ისევ ვხურავ. სათქმელი არაფერი მაქვს.
-კარგი რა. ნუ ცდილობ შენს სასჯელს დაუძვრე.
მკლავში ხელს მავლებს და მასთან და დემნასთან ერთად კიბეზე ავყავარ.
-რა სასჯელს? - კითხულობს დემნა და გვერდიდან გამჭოლ მზერას მესვრის. კიბეზე მასა და კალეს შორის მივდივარ და ფეხებში სისისტეს მთელი ძალით ვებრძვი. ქვედა ტუჩს გამალებით ვკბენ და ვცდილობ რამე მოვიფიქრო.
"კარგი. აარუშავრს" დაძაბულო აარონის ხმა ცდილობს დამამშვიდოს. "დამშვიდდი ლეა. გახსოვდეს თუ რამის დაშავებას შეეცდება ან ერთი, ან მეორე მაშინვე მანდ გავჩნდები. და თუ გამოვჩნდი, დამიჯერე ინანებს რომ მიზეზი მომცა!"
კიბის თავზე ვექცევით და მრგვალ გაშკილ ოთახში ვხვდებით უზარმაზარი შუშებით რომელსაც გრძელი, კრემისფერი ფარდები ფარავს. ოთახს დაბალი შუქი ანათებს. რასაც ფანჯრის და ჰოლის ნაძვისხესთან შედარებით პატარა ნაძვისხის ნათურების ციმციმი ანათებს. მის მორთულობას მხოლოდ ვარსკვლავი და თეთრი შუქის ნათურები წარმოადგენს.
ოთახი ნახევრად ბნელია, რაც ჩემი სიტუაციისთვის ნამდვილად არ არის დამაიმედებელი.
ჩვენს წინ თეთრი, ფუმფულა დივანი და ორი დაბალი სავარძელი დგას. მათ შორის კი ასევე დაბალი ჟურნალის მაგიდა. კიბიდან მაგიდამდე დიდი, ნაცრისფერი და სქელი ხალიჩა აგია. წინა კედელი მთლიანად ფანჯარას უკავია. მარჯვენა კედელი თაროებს რომელზეც წიგნები, დისკები, ათასნაირი სუვენირები და სხვა უამრავი წვრილმანი აწყვია. მარცხენა კედელი კი სამი კარისგან შედგება. რამდენადაც მდიდრული იყო ქვედა სართული, იმდენად თანამედროვეა ზედა.
დივნის მარცხნივ,გადაწეულ ფანჯარასთან პატარა ოთკუთხედი მაგიდა დგას და თეთრ გადასაფარებელზე ნახევრად გაშლილი სუფრა აწყვია. სუფრის შუაში შანდალი დგას ორი ოქროსფერი სანთელით.
-სანამ ვახშამს გააწყობენ ერთმანეთი გაიცანით. -ყალბი მეგობრული ტონით ამბობს კალე და სავარძელზე თავისუფლად გადაწოლით მაგალითს გვაძლევს.
დემნა მზერას მესვრის და ირონიული ღიმილით ხელს გრაციოზულად იწვდის დივნისკენ
-თქვენს შემდეგ.
დივანზე ისე ვჯდები ვერ ვიჯერებ რომ აქ ჩავრჩი. თავი ალტერნატიულ რეალობაში მგონია და უკვე იმაზე ვფიქობ როდის გავაღწევ აქედან.
დივნის სახელურზე ჩემს ჩანთას ვდებ და დაძაბულობის მოხსნას ვცდილობ.
დემნა მარცხნივ- ძალიან ახლოს მიჯდება და უდარდელად შლის ხელებს დივნის მისაყრდნობზე. ჯანდაბა რა უნდა?
აშკარად გიცნო სულელო!
სისხლი თავში მასხავს, როცა ვაცნობიერებ მისი ხელი ჩემს კისერთან რამდენად ახლოს დევს. უხერხულად ვიშმუშნები და კალეს გადავხედავ, რომელიც დემნას გაღიზიანებული უყურებს.
-აბა რა ჰქვია შენს შეშინებულ თანამშრომელს. - მაღალი ხმით კითხულობს. იდიოტი! თითქოს არ იცოდეს რა მქვია. მის მზერას ვგრძნობ კისერზე. მარცხნივ გახედვას კატეგორიულად ვუკრძალავ ჩემს თავს.
არ მინდა თვალის კუთხით მაინც ვაღიარო მისი არსებობა.
-ლეა. - პასუხობს კალე დაბალი ხმის ტემბრით. მისი ტონი მუქარას უფრო ჰგავს ვიდრე კითხვაზე პასუხს.
-ლეა… -აგემოვნებს ჩემს სახელს თავისი ბოროტი პირით. ვგრძნობ როგორ იჩოჩებს ჩემსკენ და შიშისგან გული ათჯერ სწრაფად იწყებს ფეთქვას.
-აბაა…-კალეს მიმართავს - უკვე გასინჯე ამის ტუჩები? - ვშეშდები და მოძრაობის უნარს ვკარგავ. მინდა რამე ავიღო და მაგრად ჩავარტყა,ამის მაგივრად კი კალეს ვუყურებ. თვალებით ვთხოვ რომ რამე მიშველოს. ეს ის შემთხვევაა ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო.
-ლეა ჩემი თანამშრომელია, დემნა და არა ჩემი შეყვარებული - გაღოზიანებული, ნემსებზე მჯდარი კალე მოთმინებას ძლივს პოულობს რომ ეს წინადადება წარმოთქვას. ვხვდები მასაც ერთი სული აქვს რომ ეს მხეცი აქედან რაც შეიძლება მალე წავიდეს. იმასაც ვხვდები რომ ორივეს განსხვავებული მიზეზი გვაქვს.
დემნა კიდევ იწევა ჩემსკენ და ჩემს მხარზე ხელს თამამად დებს.
-მშვენიერია. -ყურთან მასუნთქებს სიგარეტის სუნად აყროლებულ ჰაერს.
ფეხზე ვხტები და მის ხელს უხეშად ვიშორებ.
-ნუ მეხები ბინძურო! - ვყვირი და თავდაცვით პოზაში ვდგები.
-დამშვიდდი ლეა - მომმართავს კალე. მინდება მისი დაბალი ტონი ხორხიდან ამოვგლიჯო, იმიტომ რომ მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიას ქმნის და ეს ძალიან მაღიზიანებს.
-აჰ.. ზუსტად ისეთი ხარ როგოროც მახსოვხარ- ხმამაღლა იცინის დემნა. თაფლისფერ, მტრულ მზერას მარჭობს და დგება. ჩემს ცხვირ წინ ისვეტება და ყბაში ხელს უხეშად მავლებს.
ვცდილობ სხვა რამეზე ვიფიქრო რადგან არ მინდა აარონმა ეს სურთი დაინახოს. ახლა ის აქ მართლა რომ გამოჩნდეს ამ სახლიდან პირდაპირ ფსიქიატრიულში მომიწევს წასვლა.
თვალებს ვხუჭავ და ჩემს საყვარელ სურათებს წარმოვიდგენ…

კაშკაშა, გამჭირვლე, ლურჯ ცაზე უზარმაზარი, ქათქათა და ფუმფულა ღრუბლები…
ჩამავალი მზისგან ვარდისფრად შეღებილი ზაფხულის ცა…
უზარმაზარი, მაგიური და თბილი მთვარის ვერცხლისფერი კონტურები… ვარსკვლავებით გადაჭედილი უსასრილოდ შავი ცა…

-რა იყო? თავს რატომ მარიდებ?- ჩუჩულებს ჩემს სახეზე. ამოვიტირე და სურათების წარმოდგენა განვაგრძე.

"ლეა რა ხდება!" ღრიალებს აარონი.

თავში სრული ქაოსი მაქვს. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ქუჩაში ბრბოს ნაკადში მოვხვდი და ვცდილობ მათი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდე…
ქაოსი…
ქაოსი…

"ლეა! შეწყვიტე" მიბრძანებს აარონი მაგრამ არ შემიძლია…
არ შემიძლია დავანახო სინამდვილეში რა ხდება...

ცრემლები ლოყაზე მისრიალებს…

დაცვარული ბალახი…
ზაფხულის კოკისპირული წვიმა…
შწმოდგომის ნაცრისფერ ცაზე გამოჩენილი ჩიტების გუნდი...

სამყარო ლამაზია! უბრალოდ ამას ჩვენ არ ვხედავთ.

ვგრძნობ,როგორ მეხება დემნას ცხელი ტუჩები ლოყაზე იმ ადგილას, სადაც ცრემლის წვეთი კიდია. ზიზღისგან ტუჩები ტირილით მემანჭება…

აზრები მერევა და რეალობის შეკავებას ვეღარ ვახერხებ.
თითქმის იმავე წამს დემნას სხეული ერთბაშად მცილდება.
ეს კალე იყო?

თვალებს ვახელ და ფეხზე წამომდგარ, გაფითრებულ კალეს ვხედავ.

თვალს მის მზერას ვაყოლებ და შოკისგან უკან ვხტები.

ღმერთო ჩემო!







































აარონი!
მისი წყვდიდისფერი თვალები წამით ჩემსას ხვდება…
დემნა საყელურით უჭირავს.
გაცეცხლებულია…
სახეზე შემზარავი სისასტიკე აწერია.
თვალს მარიდებს და დემნას მუშტს ისეთი ძალით ურტყავს სახეში, რომ მისი მოჩვარული სხეული თაროებიან კედელს ენარცხება.
წიგნები იატაკზე ხმაურით იყრება.
ღმერთო ჩემო!

პირზე ხელებს ვიფარებ და მზერა კალეზე გადამაქვს, რომელიც აარონს გაოცებული, თითქმის შეშინებული უყურებს.
ის ხედავს!
კალე ჩემს ლანდს ხედავს!
ჩემს გამოგონილ პიროვნებას!
… ღმერთო ჩემო…

აარონი წამში ჩნდება დემნას სხეულთან და კიდევ რამდენიმეს ისე მაგრად ადებს, რომ დემნას სახე ერთიანად უსისხლიანდება.
-გთხოვ… -მესმის მისი ბუყბუყი.
-! - პასუხობს აარონი და რადენიმე წიხლსაც აყოლებს. აარონი აუჩქარებლად ბრუნდება. კალე ისევ გაუნძრევლად, გაფითრებული დგას და ახლა მე მომჩერებია.

არც კი მახსოვს კანკალმა როდის დამაწყებინა.

-აარონ… -ვკნავი.

კალეს წარბები შუბლზე ასდის და მაშინვე აარონისკენ ატრიალებს თავს.

-რა იყო ენა ჩაგივარდა ქალაჩუნა? - უღრენს აარონი.
მისი ტონის გამო შიშისგან მუხლები მე მეკვეთება… წარმომიდგენია რას გრძნობს კალე!

აარონი დაუნდობელი ზიზღით უყურებს კალეს.
მისკენ მიდის და მუშტს პირდაპირ ცხვირში უქნევს. კალე უკან ვადება და ჟურნალების მაგიდას პირაღმა ეცემა.
მაგიდა ტყდება. მისი ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით მოთქრიალებს.
-ამის მერე ლეას თუ გაეკარებით ან შენ ან შენი მახინჯი ძმაკაცი, მოვალ და იქამდე გცემთ სანამ სული არ ამოგხდებათ - კბილებში სცრის აარონი და ხელს შავ თმაზე ისმევს.

მისი უნაკლო თითები…

კალე ცხვირზე ხელს იჭერს და თავს პატარა ბავშვივით უქნევს.
აარონი გვერდს უვლის და დივნიდან ჩემს ზურგჩანთას იღებს. ხსნის და მაისურს იღებს. იხრება და კალეს ცხვირთან უტრიალებს
-ზურამ იცის რას ჩალიჩობ თუ გავაგებინო?- ხმადაბლა ავისმომასწავლებლად ეკითხება და წელში სწორდება.
-მეორედ ასეთი სპექტაკლები აღარ დამანახო.
ირონიულად ამატებს და ჩემსკენ ტრიალდება.

სუნთქვა მეკვრის.

აარონი…

მისი უნაკლო, სპილოსძვლისფერი სახის კანი, იდეალურო მოყვანილობის ნაკვთები. ყორანივით შავი, ოდნავ გრძელი თმა და თვალები…
აჰ! მისი თვალები…

-წავედით ლეა- ხავერდოვანი ხმით მშვიდად მეუბდება და ჩემსკენ მოდის.
მესამე ინფაქტს ვიღებ როცა ხელს მკალვში მკიდებს.

ჯიბიდან რაღაც ნივთს აძვრენს და სანამ თავის ნამოქმედარს კმაყოფილი თვალს ბოლოჯერ ავლებს, მე მის ხელში მოქცეულ ახალ მთვარეს ვუყურებ.
ჩემს ახალ მთვარეს.
ეს ჩემი ბრელოკია!

აარონი თვალებში მაჩერდება. მიღიმის და ბერა თითს მთვარის ბრელოკს უსმევს.

დროსა და სივრცეში ვიკარგები და კალეს მისაღები ოთახი ქრება…
უწონადობის და თავბრუსხვევის გაუგონარი უსასრულობის შემდეგ ყველაფერი ლაგდება და ისევ მის თვალებს ვუყურებ რომელიც დაჟინებით მომჩერებია…

სხვა ოთახში ვართ. კედლები ქვისაა და ოთახს სუსტად ანათებს ერთი ნათურა.

-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში- მიღიმის აარონი.

რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა…
თვალებს ვხიჭავ დ ჳცდილობ თავი შევიკავო.
აარონის ხელებს ჩემს ლოყებზე ვგრძნობ და ტანში თბილო ჟრუანტელი მივლის.
ღრმად ისუნთქე ლეა!

" ნუ დარდობ ლეა" მესმის მოსი დამწუხრებული ხმა გონებაში.

თავს ვეღარ ვიკავებ და ვტირი. ხმამაღლა და მოთქმით.
მთელს სხეულში მაკანკალებს და სისუსტის შეგრძნება ყელში მტკივნეულად მიჭერს. აარონის მაჯებს ხელს ვავლებ და ძლიერად ვუჭერ.
აარონი შუბლზე მკოცნის და გულზე მაგრად მიხუტებს.
მე კი ვქვითინებ.
მთელს ჩემს ემოციას რომელსაც აქამდე ვიკავებდი…
ამ საშინელი დღის საზღაურს ვიხდი. ცრემლები დაუსრულებლად მცვივა.
ამის შეკავება აღარ შემიძლია.
-დამშვიდდი ლეა-ჩირჩულებს მისი ხავერდოვანი ხმა.
აარონი ნიკაპს თავზე მადებს და მკლავებით ძლიერად მიჭერს.
მკერდში საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ძალიან მინდა გავჩერდე მაგრამ არ შემიძლია.
წელზე ხელებს ვაჭდობ და მის მკერდში თავს ვრგავ.
აქ თბილა.
აქ მშვიდად ვარ…
მხოლოდ მასთან შემიძლოა ვიტირო ან ვიცინო, შემიძლია უსასრულოდ ველაპარაკო, რადგან ვიცი ის მომისმენს.
არ ვიცი ახლა ზუსტად რა მატირებს.
ალბათ კალეს პიროვნებით იმედგაცრუება. თანაც სამმაგი.
ან დათოს მკვლელთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. შეიძლება იმიტომ ვტირი, რომ მაშინ არ ვიტირე როცა ეს მჭირდებოდა.
დღეს კი ტირილი დამიჯერეთ, ძალიან ბევრჯერ მიმდოდა…
-ოხ ლეა-ოხრავს აარონი და თავზე მკოცნის…
ვსლუკუებ და მიხარია რომ ის აქ არის.
მიხარია რომ ზუსტად მაშინ გამოჩნდა როცა ძალიან მჭირდებოდა.

მართალია, ვერაფერი გავიგე როგორ აღმლოჩნდა აარონი იქ ან რატომ გაქრა კალეს სახლი მირაჟივით, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ.
კითხვები კი მერე იყოს.
ახლა უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ უსაფრთხოდ ვარ…
ახლა უბრალოდ თავიდან მოვიშორებ სიმარტოვოს აუტანელ განცდას…
რომელიც მთელი დღეა კუდში დაუღლელად დამსდევს.
მინდა ვიცოდე რომ ყველაფრის მარტო გადატანა არ მომიწევს…
აარონის წელს მკლავებს უფრო მაგრად ვუჭერ და მის სითბოს მთელი სხეულით შევიგრძნობ.
ქვითინისგან გამოწვეულ სლოკინს ყურს ვუგდებ და აარონის პიტნისებურ სუნს ხარბად ვისრუტავ.
თვალები დავხუჭე…
აარონს ხელში ავყავარ. წყვეტილად ამოვისუნთქე და ძილისმომგვრელ სითბოს უბრძოლველად დავნებდი.








თავში სამი განსხვავებული დასასრული მიტრიალებს.
იმედია როცა ამის წერას დავასრულებ კარგ ხასიათზე ვიქნები,
რადგან სამივე დასასრული სამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხასიათზე მოვიფიქრე.

ახლა კი მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ მოვლენების განვითარენაზე?
სიმართლე გითხრათ ეს თავი მეც არ დამიგეგმია. თავისით წარმოიშვა. ისე თითქოს თვითონ მწერდეს და არა პირიქით. წერის პროცესში გაფაციცებული ვადევნებდი თვალს მოვლენების განვითარებას.
ადრე ვფიქრობდი რომ სამყაროში კითხვაზე დიდი მაგია არ არსებობს.
ახლა კი აღმოვაჩინე რომ კითხვაზე დიდი მაგია წერაა...
წერის დროს ლეას ემოციებს მთელი სიცხადით თავად განვიცდი.არ ვიცი რატომ, მაგრამ განსაკუთრებით - შიშს.
წარმოგიდგენიათ? ღამ - ღამობით საკუთარ თავს ვაწამებ. ვინ დამთხვეული შეაშინებს საკუთარ თავს ღაემე? :)
მოკლედ ვიმედოვნებ ეს თავი თქვენთვისაც ისეთი ემოციური იქნება როგორიც ჩემთვის იყო.იმედია სწორად ვაქციე ემოციები სიტყვებად...
სიყვარულით #moonlover



№1  offline წევრი Anastasssia

Mary drey- ს ხვალ ვნახულობ. ხოდა ვახარებ ამ შენს სიახლეს. მერწმუნე ის ისევ დაგიბრუნდება

 


№2  offline წევრი Ανάξιος

როგორც ყოველთვის მკითხველს იმედებს არ უცრუებ, საკმაოდ ემოციური იყო, გამიხარდა ასე უცებ, რომ დადე ახალი თავი , და კიდევ ველოდები ახალ თავს ასევე მალე ❣

 


№3  offline წევრი dramalover

Anastasssia
Mary drey- ს ხვალ ვნახულობ. ხოდა ვახარებ ამ შენს სიახლეს. მერწმუნე ის ისევ დაგიბრუნდება

ერთი სული მაქვს<3

korean
როგორც ყოველთვის მკითხველს იმედებს არ უცრუებ, საკმაოდ ემოციური იყო, გამიხარდა ასე უცებ, რომ დადე ახალი თავი , და კიდევ ველოდები ახალ თავს ასევე მალე ❣

ძალიან დიდი მადლობაა❤️ვეცდები მალე დავდო. მაგრამ ვაღიარებ წერა ჯერ არ დამიწყია.
სიყვარულით #moonlover

 


№4  offline წევრი Anastasssia

"შურისძიება კი ტკბილი ხილია,რომლის მოკრეფაც არავის ავიწყდება." იეეეე... ზის ის მაი გერლ!!

ჩემო გოგო... იცი რაზე დავფიქრდი? მე ხომ ძალიან მიყვარს მთვარე და ხშირად ვესაუბრები მას. შენც მაგ მთვარეში მე მხედავ... მის ჩრდილში.. ეს ბრელოკი... არ ვიცი... ამდენი პირადი დამთხვევა?! ----
"მე მის ხელში მოქცეულ ახალ მთვარეს ვუყურებ.
ჩემს ახალ მთვარეს.".
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

"აქ თბილა.
აქ მშვიდად ვარ…
მხოლოდ მასთან შემიძლოა ვიტირო ან ვიცინო, შემიძლია უსასრულოდ ველაპარაკო, რადგან ვიცი ის მომისმენს."- როგორი ნაცნობი სიტუაციაა ჩემო ფერადი მთვარის შვილო!!! ვიცი, როგორი დამოკიდებულება გოყალიბდება საკუთარ გონებაში არსებულ პიროვნების მიმართ... ვიცი, მასთან ურთიერთობის დროს როგორც ფერადდება თითქოსდა ნაცრისფერი, უბადრუკი სამყარო... ჩემო მთვარის ფერადო შვილო... შენ რა, მგონი ჩემს სამყაროს ჩემზე კარგად იცნობ. როგორ მინდა აქ მყავდე და დაუსრულებლად გესაუბრო სხვადასხვა თემებზე... ჩემს ეზოში... ხოტევის ცის ქვეშ... მთვარის ჩრდილების ირგვლივ.... როგორ შორს ხარ მთვარის შვილო და თან როგორ ძალიან ახლოს??

აარონი მიყვარს... ჩემს შინაგან მეს ძალიან, ძალიან ჰგავს. როგორ მინდა მასაც იცნობდე. უფრო გაიგებდი მისი სამყაროს სიდიადეს!

უუუუმაგრესი თავი იყო, ჩემო მთვარის შვილო... ერთიანად შემძრა და გამყინა. ეს სიტყვები რანაირად, როგორ... როგორ განვითარდი ასე ჩემს ხელს შუა? :დ

უფრო და უფრო მაოცებ!!!
და უფრო და უფრო მიყვარდები!!!

პ.ს. გრამატიკული შეცდომები გქონდა, თუმცა ისევ იგივეები. ამიტომ შევეშვი დაწერას. :დდდ

მ-ი-ყ-ვ-ა-რ-ხ-ა-რ!!!

შემდეგამდე ჩემო მთვარის კაშკაშა შვილო!!!

 


№5  offline წევრი dramalover

Anastasssia
"შურისძიება კი ტკბილი ხილია,რომლის მოკრეფაც არავის ავიწყდება." იეეეე... ზის ის მაი გერლ!!

ჩემო გოგო... იცი რაზე დავფიქრდი? მე ხომ ძალიან მიყვარს მთვარე და ხშირად ვესაუბრები მას. შენც მაგ მთვარეში მე მხედავ... მის ჩრდილში.. ეს ბრელოკი... არ ვიცი... ამდენი პირადი დამთხვევა?! ----
"მე მის ხელში მოქცეულ ახალ მთვარეს ვუყურებ.
ჩემს ახალ მთვარეს.".
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

"აქ თბილა.
აქ მშვიდად ვარ…
მხოლოდ მასთან შემიძლოა ვიტირო ან ვიცინო, შემიძლია უსასრულოდ ველაპარაკო, რადგან ვიცი ის მომისმენს."- როგორი ნაცნობი სიტუაციაა ჩემო ფერადი მთვარის შვილო!!! ვიცი, როგორი დამოკიდებულება გოყალიბდება საკუთარ გონებაში არსებულ პიროვნების მიმართ... ვიცი, მასთან ურთიერთობის დროს როგორც ფერადდება თითქოსდა ნაცრისფერი, უბადრუკი სამყარო... ჩემო მთვარის ფერადო შვილო... შენ რა, მგონი ჩემს სამყაროს ჩემზე კარგად იცნობ. როგორ მინდა აქ მყავდე და დაუსრულებლად გესაუბრო სხვადასხვა თემებზე... ჩემს ეზოში... ხოტევის ცის ქვეშ... მთვარის ჩრდილების ირგვლივ.... როგორ შორს ხარ მთვარის შვილო და თან როგორ ძალიან ახლოს??

აარონი მიყვარს... ჩემს შინაგან მეს ძალიან, ძალიან ჰგავს. როგორ მინდა მასაც იცნობდე. უფრო გაიგებდი მისი სამყაროს სიდიადეს!

უუუუმაგრესი თავი იყო, ჩემო მთვარის შვილო... ერთიანად შემძრა და გამყინა. ეს სიტყვები რანაირად, როგორ... როგორ განვითარდი ასე ჩემს ხელს შუა? :დ

უფრო და უფრო მაოცებ!!!
და უფრო და უფრო მიყვარდები!!!

პ.ს. გრამატიკული შეცდომები გქონდა, თუმცა ისევ იგივეები. ამიტომ შევეშვი დაწერას. :დდდ

მ-ი-ყ-ვ-ა-რ-ხ-ა-რ!!!

შემდეგამდე ჩემო მთვარის კაშკაშა შვილო!!!

როგრო ძალიან მიყვარხაარ❤️❤️
იცი როგორ მიხარია შენ რომ არსეებოობ?
როგორ მიხარია ამდენი საერთო რომ გვააქვს!
ჩემი რაღაც ნაწილი შენს გარშემო ცხოვრობს.
ყოველ ჯერზე მახსენება რამდენად ახლობელი ადანჯანი ხაარ და ეს უხილავი კავშირი მაგიას გავს❤️
ძალიან ძალიან მიყვარხაარ! შენი თითოეული სიტყვა მიყვარს!
მიხარია როცა ჩემს ნაწერში შენთვის ნაცნობ სულს პოულობ... იცი რატოო? იმიტომ რომ მეც ეგ დამემართა შენი მოთხრობა რომ წავიკითხე!
ვგიჟდები შენზე დრეი!

დიდი, დიდი სიყვარულით #moonlover

 


№6 სტუმარი KK

მალე დადებ შემდეგსს?❤️❤️

 


№7 სტუმარი ll

სად დაიკარგეე??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent