შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (4 თავი)


31-07-2020, 11:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 562

თამუნა ძალიან ნერვიულობდა ლაშაზე, ის არასდროს მოქცეულა ასე, ყოველთვის ურეკავდა და აგებინებდა სად იყო
-გავგიჟდები ეხლა-თამუნა ადგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული -დილიდან წავიდა სახლიდან, არ გვიპასუხა ტელეფონზე, საღამოს საერთოდ გამორთო, უკვე თენდება და წარმოდგენა არ გვაქ სად ჯანდაბაშია
-დაჯექი თავბრუ დამახვიე უკვე-ახედა დედას
მიამ -კაცია და გავიდა სახლიდან რა, დაბრუნდება ხოარ დაიკარგება ამხელა ბიჭი
-ასეთი რამე არასდროს გაუკეთები,ა ხოიცი ასე არ იქცევა ხოლმე-გაბრაზდა თამუნა
-რაღაც ყოველთვის პირველად ხდება დედა-მიაც ადგა და ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და ეზოს გახედა
-მთავარია შინ ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდეს და
-თორნიმემ ხომ დაგვირეკა და გვითხრა დავინახე მანქანით ქუჩაში დაბოდიალობდაო-გახედა დედას მიამ
-ეგ ღამის ორზე და ეხლა უკვე ხუთი ხდება, გათენდა ფაქტიურად
-დაწყნარდი გამოჩნდება
-ვერ ვწყნარდები, ვინიცის რა მდგომარეობაშია, რა უჭირს, რა სტკივა -ცრემლები მოეძალა ქალს
-მგონია რომ ცოტნეს საქართველოში დაბრუნების შესახებ გაიგო-ყოყმანით უთხრა დედას
-მეც ეგრე მგონია და იმდღესაც იმიტო გაუჭედა ანას
-ანას სულ კიდია ყველაფერი-ბრაზმორეული ხმით თქვა მიამ -დილიდან დაიკარგა ლაშა და ერთი არ დაურეკა არ მოიკითხა ქმარი, არც იმაზე ინერვიულა რომ ვუთხარით ლაშამ ტელეფონი გათიშაო, ავიდა მაღლა დააძინა გიორგი და თავადაც დაიძინა
-კარგი შენ ნუღარ მიმატებ-თამუნა ისედაც გაგიჟებას იყო და მიას სიტყვები უარესად გრუზავდა
-ქმარი ასე გეკიდოს, მე არვიცი...-გაოცებით
თქვა -ბიჭი მთელი დღე დაკარგულია, არვიცით სადაა, ღამეც არ გამოჩნდადა იმან დაიძინა, იმედია ცოტნეზე არ ფიქრობს მართლა
-მია გაჩერდი, ცოტნე კარგახნის წასული იყო რუსეთში, ლაშას ანა რომ გავაცანით, ორიწლის მერე მოიყვანა ცოლად...
-ორი წელი-გაბრაზდა მია და დედას თვალებში ჩააცქერდა -ორი წელი საკმარისია საყვარელი ბიჭის დასავიწყებლად დედა? გგონია ორ წელში მათი სიყვარული გაქრებოდა და ანას ლაშა შეუყვარდებოდა?
-მე არ ვიცოდი ამ კაპას გოგო ცოტნე რომ უყვარდა?! შენ მაინც ხომ იცი არა? გაგვაცნეს კაი გოგოაო მომეწონა, მე ლაშას გავაცანი, მერე გამოყვა ცოლად ჩემს ლაშას, ბედნიერი ჩანდა, მეგონა ლაშა შეუყვარდა
-დედა მე თავიდანვე არ გითხარი, რომ გაგვაცნო მართა ბიცოლამ ანა, რომ არ მომეწონა ეგ გოგომეთქი? რაღაც უღიმღამო, უხასიათო და აუტანელიათქო? და შენ რა მიპასუხე? მორიდებული და თავდაჭერილაი შენსავით გიჟი არაა და იმიტომ არ მოგეწონაო! მთელი ორი წელი ლაშას ტვინი გადაუბრუნე ანას ქება დიდებით, კარგი გოგოა ლამაზი, დახვეწილი, განათლებული, მოიყვანე ცოლად დედიკო-თამუნას ხმით თქვა ბოლო სიტყვები მიამ და ორივეს გაეცინათ -დედიკო ანაზე უკეთეს გოგოს ვეღარ ნახავ, უკვე ოცდაათის ხდები მოიყვანე ანაა!-გაიმეორა ისევ თამუნას ხმით -ლაშას ძალით მიაქცევინე ყურადღება ამ უღიმღამო გოგოზე, იმდენი ელაპარაკეთ რომ დაინტერესდა ბოლოს, მოიხიბლა მართლა მისი სილამაზით და ბოლოს რა მიიღეთ? ორი თავგზაარეული ახალგაზრდა ბავშვით, რომელთაც დღემდე ვერ გაუგიათ რა უნდათე ერთმანეთისგან ან ცხოვრებისაგან
-გეყოფა-უყვირა თამუნამ, ქალი მდგომარეობიდან გამოიყვანა იმ ფაქტმა რომ მია მას ადანაშაულებდა ლაშას ოჯახის შექმნაში -ესეიგი ყველაფერი ჩემი ბრალია? მე მოვუყვანე და ძალით დავუსვი?
-დედა ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ შენც დიდი როლი ითამაშე და ანას მშობლებმა ხომ საერთოდ რომ ეს ქორწინება შემდგარიყო
-მე გავაცანი ერთმანეთი, ხოლო დაქორწინების სურვილი ლაშამ გამოთქვა და ისიც დასთანხმდა,
მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ ცოტნე უყვარდა ლაშას გაცნობამდე? მე საიდან უნდა მივხვედრილიყავი რომ ანას სხვა, უყვარდა მაშინ როცა ლაშას დასდევდა წინდა უკან და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ მოეხიბლა ჩემი შვილი?
-კარგი დაწყნარდი-მია დედას მიუახლოვდა და ჩაეხუტა -შენ კიარ გადანაშაულებ უბრალოდ გეუბნები რომ ჩვენმა ლაპარაკმაც გავლენა იქონია ლაშას ცხოვრებაზე
-ვხვდები და ვნანობ ძალიან-ასლუკუნდა თამუნა- ვინ იცის იქნებ დაგვიანებით ეპოვა თავადვე ნამდვილი სიყვარული-ამოიტირა ქალმა და მანქანის ხმა რომ გაიგეს ორივე გიჟებივით გაცვივდნენ ეზოში, მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა ლაშამ რომ შეაყენა ეზოში მანქანა და მოითმენლად ელოდნენ როდის გადმოვიდოდა
-სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? რატო გათიშე? იცი როგორ ვინერვიულეთ? -დააყარა კითხვები და საყვესურები მიამ -მთელი ღამე გავთენეთ შენს ლოდინში
-მერე დაგეძინათა ანასავით-მხრები აიჩეჩა ლაშამ
-რაიცი რომ ძინავს?-კითხა გაოცებულნა თამუნამ, ლაშას მწარედ გაეცინა
-არ ვიცოდი უბრალოდ დარწმუნებული
ვიყავი -თქვა მომღიმარი სახით და სახლისკენ წავიდა, თუმცა დედა-შვილმა გზა გადაუჭრეს
-ცოტნე რომ დაბრუნდა საქართველოში იცი როგორც ჩანს?!-თან კითხა თან უპასუხა თავისავე კითხვას მიამ
-შემეშვით რა-ცოტნეს თემა აგიჟებდა ლაშას, მაშინვე გვერდი აუარა მათ დდა სახლში შევიდა, მაგრამ უკან მიყვნენ დედა და და რომლებმაც სააბაზანოსაკენ მიმავალ ბიჭს გზა გადაუღობეს და როცა მისი სახე დაინახეს ერთად შეკივლეს
-რა დაგემართა? ვის ეჩხუბე? რა მოხდა-მიაყარა კითხვები მიამ ძმას
-აუ ნე შემე.ით რა-უყვირა ლაშა დას და სცადა გვერი აექცია მათთვის
-ცოტნეს ეჩხუბე?-თამუნას ხმა გაებზარა
-რა თქვენი სამეა ვის ვეჩხუბე ეს დედა მოტ.-უღრიალა მათ და უხეშად მოიშორა ორივე და სააბაზანოში შევარდა
-ლაშა ასე ნუ იქცევი შვილო, უაზროდ ეჭვიანობ, ანასც ძალით აღიზიანებ
-შემეშვით-დაიღრიალა ბოლო ხმაზე და რომ მიხვდა იქაც არ მოასვენებდნენ გამოვარდა რომ გარეთ გასულიყო მაგრამ თამუნა გადაუდგა წინ და საყელოში ჩაავლო ხელი
-ანა რომ მოიყვანე ცოლად ხომ არ იცოდი მისი წარსულის შესახებ არაფერი? შესაბამისად მშვიდად ცხოვრობდით, რაც გაიგე რომ შენამდე ის ნაბიჭვ.რი უყვარდა მერე გაგიჟდი... რატომ? უფლება არ ქონდა შენამდე ვინმე ყვერებოდა? ცოტნე რუსეთში გააქციეს, პრობლემები ქონდა პოლიციასთან, ანა მიატოვა, მერე შენ გაგიცნო და გამოგყვა, რამე დააშავა? თავიდან რა მშვიდად დაბედნიერად ცხოვრობდით სანამ შხამიანი მეზობლები ჩაგაწვეთებდნენ ანას წარსულის ამბებს, მერე შენც შეიცვალე და ანაც შეცვალე, უაზრო ეჭვიანობა დაუწყე, ყველა მის სიტყვას და ქცევას კონტროლი დაუწყე, უაზროთ უჭედავ...
-დედა ზედმეტი მოგდის-ლაშამ დედას ხელები მოიშორა -კარგად იცი მართი რომ არ ხარ
-აბა რა გინდა მითხრა რომ ანაა დამნაშავე?
-დედა ისედაც გაგიჟებული ვარ ნუ მაგიჟებ უარესად
-ლაშა მართალია-მია გამოესარჩლა ძმას - მარტო ლაშა არა დამნაშავე ამ ყველაფერში
-მია გაჩუმდი -თვალები უბრიალა თამუნამ შვილს
-წავედი რა, რაც მოვედი ტვინს მიტ.ნავთ-დაიღრიალა და სახლიდან გავარდა
-ეს გინდოდა?-გაბრაზდა მია
-აბა რა გინდა ვქნა? ანა დავადანაშაულო? იმას ისედაც ის უნდა რომ წავიდეს სახლიდან
-გგონია რომ თუ ლაშას დაადანაშაულებ და ანს ხელს დააფარებ რამე შეიცვლება? გგონია ამთ ვითომ ოჯახს გადაარჩენ?
-აბა რა ვქნა მია?
-შეეშვი, ესენი ისედაც დაშორდებიან, ეს რა ოჯახია? ქმარი ეჭვიანობს ყოველდღე ყველაფერზე იმიტომ, რომ ცოლს შეუსწრო არაერთხელ როგორ ტიროდა უმიზეზოდ ოთახში და ლეწავდა ნივთებს
-დაწყნარდებიან, ცოტნეს ჩამოსვლამ გააგიჟა ასე ორივე-თავადაც არ სჯეროდა თავის სიტყვების თამუნას
-დედა გთხოვ თავს ნუ იტყუებ-მიამ ისევ ფანჯრიდან გაიხედა და ძმა მოათვალიერა მთვარის მკრთალ შუქზე -ხო იცი რომ ეს ქორწინება უკვე განწირულია
-ხო ახლა ამან დაანგრიოს ოჯახი, შენ არ
გვეყოფი-ამოისლუკუნა თამუნამ
-აი ასეთები ხართ მშობლები, ოღონდ ვინმემ რამე არ თქვას არ იჭორაოს და გირჩევნიათ შვილი მსხერპლად შესწიროთ ნაბიჭ.არ ქმრებს და ცოლებს -უყვირა მიამ დედას და გარეთ გავარდა.
თამუნამ ქმარს დაურეკა და ყველაფერი მოახსენა
-ნუ ტირი ძვირფასო შუადღისკენ უკვე სახლში ვიქნები და ანას მშობლებს ავადგეთ, ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტოთ ეს საკითხი-დაამშვიდა თამაზმა ცოლი
-ასე იოლად ვერ გადავწყვეტ თამაზ, გაგიჟებულია ლაშა, ეტყობა იმ ცოტნესთან იჩხუბა
-მთავარია ანას რა უნდა, თუ წასვლა უნდა ვერ დავიჭერთ და თუ ოჯახი უნდა მაშინ ცოტნეს დაიკიდებს და ლაშამაც უნდა დაიკიდოს, ასე უაზროთ თუ გაუჭედავს ხან ანას და ხან ცოტნეს მაშინ მართლა უბიძგებს თვითონვე ერთმანეთისკენ... ლაშას რომ ჩამოვალ დაველაპარაკები როგორც საჭიროა შენ შეეშვი, უფრო გიჟდება ხო ხედავ რაც მეტს ველაპარაკებით ამ თემაზე
-თამაზ ანაც ისეა რომ მიზეზს ეძებს რომ ოჯახი დაანგრიოს, ცდილობს ლაშა გააგიჟოს! ისე იქცევა რომ არაფერად აგდებს ბიჭს,
სულ კიდია... ისე იქცევა თითქოს ლაშა არც არსებობს, წასვლა უნდა ვერ ბედავს მშობლები ნებას არ აძლევენ რომ ოჯახი დაანგრიოს, ხოდა ანა ცდილობს ლაშა ისე გააგიჟოს რომ თავად ლაშამ გააგდოს სახლიდან, რომ მშობლებს მიადგეს ქმარმა გამომაგდოო... ლაშას არუნდა დაშორება, მითუმეტეს ცოტნესთან რომ გაუშვას ცოლი და მოკლეთ გამაგიჟეს
-კარგი დაწყნარდი ჩამოვალ და გავარკვოთ რა უნდათ თავად-თამაზმაც ზუსტად იცოდა რაც უნდოდათ და თამუნამაც ანას გაყრა უნდოდა, ლაშას კი ცოტნეს ჯიბრით ანას გაშვება არა და წარმოდგენა არ ქონდათ როგორ მოეგვარებინათ ეს მძიმე მდგომარეობა.
ნათია მოუთმენლად ელოდა ნიცას დაბრუნებას და მთელი დღე გიჟივით იყო, ვერაფერს გულს ვერ უდებდა, როცა მანქანის ხმა გაიგო სახლიდან გიჟივით გავარდა სანამ ეზოში ჩავიდოდა ნიცა შევარდა ეზოში და დედასკენ გაექანა
-დედა-იყვირა გახარებულმა და ძლიერად ჩაეხუტა ატირებულ ნათიას
-ჩემო პატარა-ნათიამ შეხედა შვილს და ისევ მაგრად ჩაიხუტა, დაუკოცნა სახე და თმაზე მოეეფერა
-დედიკო უშენოდ ძალიან გამიჭირდა-ახედა დედას ნიცამ
-მეც ჩემო ლამაზო-ნათიამ ცხვირზე აკოცა და შეხედა ჯადოქარ დედამთილს
-ესენი ნიცას ვუყიდეთ-გეგამ პარკები გაუწოდა ნათიას, გოგონამ ხელი გაუწოდა და ლალის ხმამ ადგილზე გაყინა
-შენი საცოდავი ერთი თვის ხელფასი მარტო ერთ კაბაში გადავიხადეთ -ნათიამ გაწვდილი ხელი ჩამოსწი და ბრაზისგან მომუშტა
-გეყოფა-გეგამ ცოლს შეხედა
-რა გინდა?-ნათია ძალიან გაღიზიანდა -რა გინდა ჩემგან?
-მინდა კარგად გაიაზრო ის რომ ბევრი დაკარგე შენი საცოსავი თავმოყვარეობის გამო რომელიც არ გაქვს და შენ გგონია რომ გაქვს
-ჩემგან რას მოითხოვთ? უკან დავბრუნდე? თქვენს ბიჭს უნდა შერიგება?-ნათია ძაან დაიღალა ლალის შხამით
-ჩემს ბიჭს თავიდანვე არ უნდოდი მაგრამ ფულის გამო ხომ გამოყევი? -დასცინა ლალიმ
-გაეთრიე-უკივლა ნათიამ -გაეთრიე ჩემი სახლიდან
-შენი სახლი?-ლალიმ დამცინავად შეხედა ჯერ სახლს მერე რძალს -ეს ქოხი სახლი გგონი? მერედა შენი როდიდან გახდა?
-წაეთრიე-უყვირა ნათიამ ისევ
-იცი რაა? ნიცას წაგართმევ და წავიყვან, ამ ქოხმახში არ დავუშვებ გაიზარდოს-თავლები დააჭყიტა ბოროტულად, ნიცა დედას ჩაეხუტა
-არ მინდა, მე დედიკოსთან მინდა
-საყვარელო აქ დედაშენი სოფლელს გაგზრდის, მე კი ყველაფერს გავაკეთებ რომ ჭკვიანი და განათლებული გოგო გახდე
-მე დედა მინდა-ატირა ნიცა
-ლალი გეყოფა-აყვირდა გეგა
-წაეთრიეთ დავიღალეთ თქვენი შხამით-თამარმა გეგას შეხედა -მართლა მიკვირს ამ ეშმაკთან როგორ ცხოვრობთ
-რას ბოდავ-ლალიმ თვალები დაუჭყიტა ნათიას ბებიას
-ასეთი საშინელი ქალი ცხოვრებში არ შემხვდრია კიარა არცკი მსმენია
-მიკეტე-უყვირა ლალიმ
-წაეთრიეთ -თემო გამოვარდა სახლიდან რომელიც ცდილობდა არ ჩარეულიყო მათ კონფლიქტში -თუ ნიცას წაყვანა მოგინდებათ და გამოგყვებათ ბავშვი ხოლმე გეგა მოვიდეს, ეგ შხამიანი გველი ამ სახლში აღარ ვნახო
-სახლი? სახლი კიარა ქოხოა თქვე უბედურებო, არც იცით და არც გეცოდინებათ რა არის სახლი-მიაშხამა ლალიმ და გავიდა
-მისმინე გეგა-თემომ შეაჩერა მიმავალი კაცი -ეგ შხამიანი აქ აღარ მოიყვანო თორემ ასე იოლად აღარ შეგარჩენთ ჩვენს დამცირებას
-იცით რაა მართლა მდაბიოები ხართ-ისეთი გულისამრევი ზიზღით უთხრა გეგამ რომ ყველა მოშხამა. ნიცა ატირებული ავარდა ოთახში, ნათიამ ყველაფერი რაც ნიცასთვის ქონდათ ნაყიდი აიღო და ზედ შეაყარა გეგას
-წაიღეთ თქვენი ძვირადღირებული დამადლებული ტანსაცმელი
-აი ეგ დონე ხარ-უთხრა კართან მდგომმა ლალიმ რძალს -სოფლის ბუტკის გამყიდველის დონე არც მეტი არც ნაკლები-და მიტრიალდა გეგაც შეტრიალდა და წავიდა. ნათია იდგა და კანკალებდა
-კარგი შვილო ნუ ნერვიულობ მაგ არაადამიანების გამო, ბავშსაც კი დაამადლეს ყველაფერი გულის ამრევები არიან-თამარმა მხარზე დაადო ხელი
-მაგ გულის ამრევებს თავად ჩაუვარდა ხელში, სკოლა არ დაამთავრა გაეკიდა იმ ძაღლისშვილს-
იმხელა დაიღრიალა თემომ ყველა ადგილზე
შეხტა -სასწრაფოთ გაეკიდა იმ ნაგავს, ხოდა ეხლა იდექი და იტირე-უღრიალა თემომ -პასუხი აგე ყველა შენს გადაწყვეტილებაზე, ყველა დაშვებულ შეცდომაზე! მიდი თვალი გაისწორე შენს წარსულ შეცდომებს ! დადექი მყარად ახლა და გაუმკლავდი ყველა იმ წინააღმდწგობას რომელიც შენი სისულელეებით აღმართე, მიდი აბა! მიდი ვნახოთ გეყოფა თუარა ძალა ყველას დაუპირისპირდე!
-გეყოფა-უყვირა თამარმა შვილს -ვერ ხედავ გოგო რა დღეშია? ის ალქაჯი ნიცას წართმევით დაემუქრა, თუ გვერდში არ დავუდგწბით როგორ შეძლებს ფეხზე დგომას და ბრძოლას
-მაშინ ეფიქრა მაგაზე როცა თეთრი კაბით გავიდა ამ სახლიდან და თავისი ბედი იმ ნაბიჭვ.რს მიანდო იმის მაგივრად რომ ესწავლა და ფული ეშოვა
-ხო შენთვის ფულია მთავარი-უღრიალა თამარმა, ნათია კი იდგა და ისმენდა მამას მწარე სიტყვებს რომელიც სულს უშხამავდა იმიტომ რომ მისი თვითოეული სიტყვა რეალობა იყო, ყველაფერი მართალი იყო, მამა სიმართლეს ეუბნებოდა და ეს უწამლავდა სულს, ცრემლები ღვარად გადმოსდიოდა თვალებიდან და კანკალებდა მთელი სხეულით ბოლოს ვეღარ გაიძლო და სახლიდან გავარდა, ისიც ვერ შეძლო ნიცასთან ასულიყო და დაემშვიდებინა რადგან ძალა არ ქონდა ახლა რამის სათქმელად, არ შეეძლო დაპირებოდა რამეს რადგან იცოდა რომ ვერ შეასრულებდა, სრულ სასოწარკვეთაში იყო მიდიოდა გზაზე გაუაზრებლად იმაზე ფიქრი რომ იმ ქალს შეეძლო ნიცა წაერთმია მისთვის აგიჟებდა ნათიას, სუნთქვა უჭირდა და გრძნობდა როგორ კარგავდა ნელნელა ძალას სხეულში, როგორ გაფერმკრთალდა ირგვლივ ყველაფერი, როგორ აირია ყველაფერი თავში და სულში...თვალთ დაუბნელდა უეცრად და ტრასაზე დაეცა უგონოდ.
სახლიდან გამოქცეული ლაშა ისევ მანქანით დაბორიალობდა სოფლის ქუჩებში, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გამოსავალს ვერსად პოულობდა და საჭესთან მჯდომი თავს ახწევდა საშინელ ფიქრებს თავს, მხოლოდ ასე ახერხებდა თავი დაეხსნა გულისამრევი რეალობისგან თავი რომ არ გაგიჟებულიყო, სიჩქარეს მაინც უმატებდა, უმატებდა და ასე ცდილობდა საზიზღარი რეალობისგან გაქცევას, გიჟივით ჩაუქროლა ნათიას რომელიც გონს ახლახანს იყო მოსული და წვალებით დგებოდა, ლაშამ სარკეში გაიხედა და დალანდა ნათიას სახე, მაშინვე მკვეთრად დაამუხრუჭა და უკუსვლით წავიდა, ნათიას გაუსწორდა და გააჩერა
-ნათია რა დაგემართა?- ლაშა ძალიან დაიძაბა ვერ ხვდებოდა რა შეემთხვა ნათიას, რადგან გოგონას წაშლილი სახე ჰქონდა, ნათიამ შეხედათუარა ლაშას ცრემლები გადმოსცვივდს, ბიჭი წამსვე მანქანიდან გადავიდა და მიუახლოვდა მაშინვე ატირებულ გოგონას -ნათია რამე შეგემთხვა?- რა აღარ იფიქრა ლაშამ
-არაფერი-ამოიბლუდუნა ნათიამ
-დახმარება ხომარ გჭირდება?-ლაშას მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვამ გული ატკინა, ნათიას ლაპარაკის თავი არ ქონდა და თავი გაიქნია უარის ნიშნად -ნათია კარგად არ ხარ, სახლში მიგიყვან თუ გინდა
-არა არა-სასტიკად იუარა გოგონამ და შეტრიალდა წასასვლელად
-სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში?-ლაშამ გზა გადაუღობა, ნათიამ ახედა და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა, ლაშამ მაჯააი ჩაავლო ხელი მანქანასთან მიიყვანა კარი გაუღო და ანიშნა დამჯდარიყო, ნათია ისეთ მდგომარეობაში იყო სულელივით ეყურებდა ვერც აღიქვა ნორმალურად რა უნდოდა ლაშას მისგან -დაჯექი მანქანაში- უთხრა მკაცრი ტონით ლაშამ, ნათიადაბნეული უყურებდა -ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ-განუმარტა ლაშამ, ნათა დაჯდა მანქანში, ლაშამ კარი მიკეტა საჭეს მიუჯდა და ნაქანა ადგილზევე მოატრიალა და გიჟივით გააქანა, მაღაზიაში შევიდა წყალი და ხელსახოცი უყიდა, დაჯდა და გაუწოდა გოგონას
-მადლობა-ნათიამ ვერ იუარა და გამოართვა გაწვდილი ნივთები, ლაშა მანანა დაქოქა და კარგად რომ ასორდნენ სოფელს ტრასიდან გადაუხვია, ნათია ისე ცუდად გრძნობდა თავს რომ საერთოდ არ ქონდა ლაშაზე ფიქრის თავი მითუმეტეს იმაზე ფიქრის თუ რას და რატომ აკეთებდა. ლაშამ მანქანა გააჩერა და გადავიდა, ნათიას წარმოდგება არ ქნდა სა იყვნენ ახლა
-წამოდი-ლაშამაძახა და წავიდა, ნათიას მანქანაში დარჩენას გაყოლა ერჩია და უკან მიყვა, ლაშა მდინარის პირას ჩავიდა -როცა ცუდად ვარ სულ აქ მოვდივარ ნახე რა სიმშვიდეა-უთხრა ნათიას და წყალი შეისხა სახეზე
-ჩემები ალბათ მეძებენ-ჩაილაპარაკა ნათიამ
-დაურეკე-ლაშამ თავის ტელეფონი გაუწოდა
-არ შემიძლია რა ვუთხრა?-აიბნა გოგონა
-უთხარი რომ მარტო ყოფნა გინდა და გამვლელს გამოართვი ტელეფონი დასარეკად-ნათია კარგახანს ყოყმანობდა და ბოლოს დაურეკა თამარს და სანამ ის კითხვებს დააყრიდა გაუთიშა.
-მადლობა ყველაფრისთვის-ნათია მაინც დაძაბული იყო ლაშას გვერდით
-წაღან გაბრაზებული და სასოწარკვეთილი იყავი ახლა კი შეშინებული ხარ-შენიშნა ლაშამ
-ასე არაა-შერცხვა ნათიას
-არა ასეა! , მაგრამ მინდა გითხრა მე ის ადამიანი არ ვარ ვინც ქალს რამეს დაუშავებს, მითუმეტეს
შენ! -ბოლო სიტყვებზე ნათიას მიანჯინა მწვანე თვალების გამომწვევი მზერა
-უბრალოდ დაბნეული ვარ, იმდენი ცუდი რამ ხდება ჩემს თავს-ნათიამ თვალი აარიდა და ქვაზე ჩამოჯდა
-მგონი უკეთ ხარ-ლაშა თვალს არ აშორებდა დაძაბულ გოგონას
-კი ასეა, ცოტა დავმშვიდდი
-წავიდეთ?-კითხა ლაშამ უცნაური ხმით
-ცოტახანს ვიყოთ, მინდა აზრები დავალაგო, ჩემს შვილს უნდა დაველაპარაკო და ვცდილობ ზარებს თავი მოვუყარო, მინდა ძალა მოვიკრიბო
-შენი გოგონა ათი წლისაა ხო?
-კიი-ნიცას გახსენებამ ღიმილი მოგვარა
-ძალიან პატარა გათხოვდი-ლაშას ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია
-რატომ?-გაეცინა ნათიას -არა კი სისულელე ჩავიდინე მაგრამ
-სხვებს შანსიც კიარ დაუტოვე რომ შენზე ეფიქრათ, არათუ შენამდე მოსულიყვნენ და სიყვარული აეხსნათ -ლაშას ამ ლაპარაკმა ნათიას სული აუმღვერია, სულ აიბნა, ვერ მიხვდა ასე რატომ დაუწყო ლაპარაკი, ფაქტიურაფ უცნობმა ბიჭმა რომელსაც სკოლის მერე არცკი შეხვედრია
-რავიცი ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვია მიყვარხარ და ვგუჟდები შენზეო ისკიარ ერთი კომპლიმენტი არ გაუმეტებია არავის და-მხრები აიჩეჩა და ისე გულწრფელად თქვა რომ ლაშას გაეცინა მის სიცილზე კი ნათიას
-ისე უცბათ მოხდა ყველაფერი რომ ფაქტიურად შანსი არავის დაუტოვე-მათი მზერა ერთმანეთს შეეფეთა და ნათია მიხვდა ყველაფერს... ლაშას ეს ერთი დაფარული მზერა და საუბარი გასაგები იყო... ორივე უცნაურად დაიძაბა, მაგრამ ჯიუტად არცერთი არ არიდებადა ერთმანეთს თვალს
-წავიდეთ-ნათიას ხმამ ლაშა გონს მოიყვანა
-ხო-თქვა რაღაც უცნაური ხმით და მანქანისაკენ წავიდა , ნათიაც უკან მიყვა, მაგრამ ძალიან იყო გაღიზიანებული, მანქანასთან რომ მივიდნენ ნათიამ ვეღარ გაბედა კარის გაღება და დაჯდომა ადგილზე გაიყინა, ლაშამ კარი გამოაღო დაჯდომას აპირებდა მაგრამ ნათიას რომ შეხედა გაეცინა მის ქცევაზე
-დაჯექი-შეხედა ღიმილიანი სახით სახეალეწილ გოგონას -ნუ გეშინია არ მიგიტაცებ-ბოლოს ვეღარ შეიკავა სიცილი
-ნუ დამცინი საძაგელო-გახედა ნათიამ და თავადაც გაეცინა
-შენ სხვისი ცოლი ხარ მე სხვისი ქმარი...-თქვა უცნაური ხმით ლაშამ და მზერა ნათიას სახეზე გაეყინა
-რომ არ ვყოფილიყავით ეს რამეს შეცვლიდა?-ნათიამ მისი გამოწვევა გაბედა და მიიღო
-კი თან ძალიან ბევრ რამეს-ლაშა ჯიუტად თვალებში უყურებდა
-მგონი ცდები-ნათიამ თვალი აარიდა, ვეღარ უძლებდა მის მზერას
-არა არ ვცდები-უთხრა ლაშამ დარწმუნებით შემდეგ კი ლაშა საჭეს მიუჯდა -დაჯექი-გადაიხარა და კარი გაუღო, ნათია დაჯდა მანქანაში და ხმა არცერთს აღარ ამოუღია, გოგონა არ ელოდა ამ ყველაფერს და გაოგნებული იყო, მისი გონება ცდილობდა რომ ლაშას სიტყვების აზრს ჩაწვდომოდა, თუმცა ისედაც კარგად მიხვდა ყველაფერს უბრალოდ დაჯერება უჭირდა. დიდ ფიქრი არ იყო საჭირო იმის მისახვედრად რომ ლაშას ოდესღაც მის მიმართ გრძნობები ქონდა.მაგრამ ამის დაჯერება არ უნდოდა. მხოლოდ სახლში რომ მიიყვანა მაშინ ამოიღო ხმა ნათიამ
-მადლობა ყველაფრისთვის
-ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი-უთხრა ლაშამ და კაეის დახურვის მერე მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
ნათიამ ეზოში შეაბიჯა თუარა გაბრიელს შეეფეთა კართან
-ვინ მოგაბრძანა?- გაბრიელმა თვალები დაუბრიალა
-ლაშა დადიანმა- თამამად უპასუხა ძმას
-იმედია მეორეთ აღარ მოგიყვანს-ფაქტიურად დააფრთხილა
-არ მომიყვანს-დაამშვიდა ნათიამ და სახლში შევიდა, ოთახამდე კი გაძლო და შევარდათუ არა ატირდა.



№1 სტუმარი ანუ

აუ ძქქნ კაიააა. მაგრამ ლაშას და ნათიას მომენტები მინდა ბევრი ბევრი ^-^

 


№2 სტუმარი anna

ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ ხომე რა. რატომ უთხრა ლაშამ ნათიას სხვისი ცოლი ხარო, ხომ იცის რომ გაშორებულია ქმარს.

 


№3 სტუმარი ანუ

anna
ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ ხომე რა. რატომ უთხრა ლაშამ ნათიას სხვისი ცოლი ხარო, ხომ იცის რომ გაშორებულია ქმარს.

ოფიციალურად გაშორებული არაა ამიტომ უთხრა ეგრე.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ანუ
აუ ძქქნ კაიააა. მაგრამ ლაშას და ნათიას მომენტები მინდა ბევრი ბევრი ^-^

აუცილებლად იქნება მათი მომენტები ბევრი, დადებით კი ხარვეზები იყო და ვეღარ ვდებდი ახალ თავს

anna
ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ ხომე რა. რატომ უთხრა ლაშამ ნათიას სხვისი ცოლი ხარო, ხომ იცის რომ გაშორებულია ქმარს.

სამ დღეში ერთხელ ვდებ, უფრო ხშირად ვერ ვდებ ხოლმე. ნათია ლაშას ურთიერთობა ჯერ ვერ ჩამოყალიბდება რადგან ნათია გაშორებული არაა ოფიციალურად, მაგიტომ უთხრა ლაშამ ეგ

ანუ
anna
ძალიან მომწონს და ნუ აგვიანებ ხომე რა. რატომ უთხრა ლაშამ ნათიას სხვისი ცოლი ხარო, ხომ იცის რომ გაშორებულია ქმარს.

ოფიციალურად გაშორებული არაა ამიტომ უთხრა ეგრე.

კი ასეა თან თავადაც ცოლიანია

 


№5 სტუმარი ანუ

დღეს დადებ?????

 


№6  offline მოდერი ნეაკო

ანუ
დღეს დადებ?????

დღე ან ხვალ დავდებ ახალ თავს, მადლობა რომ მიწერთ კომენტარებს და გამოხატავთ თქვენს ემოციებს ისტორიაზე

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესოა მომეწონა რატომ მრჩება იმის წარმოდგენა ლაშას უყვარდა ნათია და შესაძლოა ერთად იყვნენ მაგრამ მაგათ ბოროტი დედამთილი როგორ გაახარებს როგორ შეიძლება ადამიანი ასე დამცირო მადლობა წარმატებები ველოდები შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან საინტერესოა მომეწონა რატომ მრჩება იმის წარმოდგენა ლაშას უყვარდა ნათია და შესაძლოა ერთად იყვნენ მაგრამ მაგათ ბოროტი დედამთილი როგორ გაახარებს როგორ შეიძლება ადამიანი ასე დამცირო მადლობა წარმატებები ველოდები შემდეგ თავს

ნათიას ძალიან გაურთულებს ცხოვრებას დედამთილი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ არჩევანი გაკეთებულია უკვე და იბრძოლებს ბოლომდე. ნელნელა ლაშაც გაერკვევა გრძნობებში

მადლობა ყველას აზრის გაზიარებისთვის, ვერ წარმოიდგენთ თვითოეული კომენტარი რამდენს ნიშნავს ჩემთვის, მაძლევთ სტიმულს რომ ვწერო ისტორიები

 


№9 სტუმარი სტუმარი Tekla

მესამე თავი ვერაფრით ვიპოვე იქნებ დამეხმაროთ ????????

 


№10  offline წევრი თაკრინე

დავიწყე კითხვაა.. 2 თავი წავიკითხე . 3 თავს კი ვერ ვპოულობ სხვა ისტორიას მიგდებს 3 თავს რომ ვწერ ძებნაში. იქნებ დამეხმაროთ????

სტუმარი Tekla
2021

ვერც მე????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent