შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო საზღვრების გარეშე (II)


2-08-2020, 17:13
ავტორი MmariiamM))
ნანახია 831

თავი II
მშობლებთან საუბრისგან ძალა გამოცლილი ჩემს ოთახში განვმარტოვდი. ადგილს ვერ ვპოულობდი, მათ თავისდა გაუცნობიერებლად თავი ცუდად მაგრძნობინეა. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი და ვერ ვხედავდი დამიუკიდებელ პიროვნებას, ნუთუ ყოველთვის ასე იქნება, მე ყოველთვის ჩემი ოჯახის ჩრდილში მომიწევს ცხოვრება. ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის რომ მხედავდნენ მე და არა ბატონი დავითის ქალიშვილს. ბევისთვის საოცნებო ცხოვრება ჩემთვის ბორკილებად იქცა, რომელიც თანდათან უფრო მბოჭავს.
დახურულ სივრცეში ვეღარ გავჩერდი და გასეირნება გადავწყვიტე. კიბეები სწრაფად ჩავირბინე არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე
-ქალბატონო ლიზა სად მივრძანდებით- გვერდით ოთახიდან ხმა შემომესმა ეს ნინა იყო
-სუფთა ჰაერზე-შეკითხვაზე ისე ვუპასუხე ნაბიჯი არ შემინელებია
-მარტო ნუ წახვალთ მძღოლი გაიყოლეთ
-საჭირო არ არის ნინა, მარტო მინდა ყოფნა
-ხო მაგრამ... -წინადადება არ დავასრულე სასწრაფოდ გავიხურე შემოსასვლელი კარი და ეზოში, ხეებს შორის გავუჩინარდი. კარაგა ხნის შემდეგ გავაცნობიერე რომ იმდენად ვჩაქარობდი კი არ მივდიოდი მივებოდი და ნაბიჯს შევუნელე, ღრმად ჩავისუნთქე და გზა გავაგრძელე. გონება ფიქრებით მქონდა სავსე, გარემოს ვათვალიერებდი თუცა ვერაფერს აღვიქვამდი ჩემი ფიქრები სხვაგან დაფრინავდა
-თქვენს ადგიალს გარემოს უკეთ დავაფასებდი-მოულოდნელად უცნობის ხმა შემომესმა
-უკაცრავად-სახეზე აშკარა გაოცება გამომესახა
-უბრალოდ გარემოს თუ მოუსმენთ და არა საკუთარ ფიქრებს განწყობა ნამდვილად აგიმაღლდებათ-უცნობი მომიახლოვდა, საკმაოთ კარგი გარეგნობის ახლაგაზრდა მამაკაცი იყო, თუმცა მის მანერებში იგრძნობოდა ამპარტავნება და თავდაჯერებულობა
-მადლობა ამ მოულოდნელი რჩევისთვის, თუმცა საიდან მოიტანეთ რომ გარემოს ვერ ვაფასებ-უცნობი მომიახლივდა, თმა ნაზად გადამიწია ყურის უკან
-ამაზე თქვენი შეჭმუხნული წარბები და სივრცეში მომზირალი თვალები მეტყველებს-მისმა საქციელმა ჩემი გაღიზიანება გამოუწვია, მაგრამ სანამ რაიმეს თქმა მოვახერხე ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა. მე კი ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვხვდებოდი ეს რეალურად მოხდა თუ ჩემი ფანტაზია იყო. მთელი გზა იმ რამდენიმე აწამიან საუბარე ვფიქრობდი, უცნობი კაცი მოვიდა რჩევა მომცა და გაუჩინარდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.
სახლში ჩუმად შევედი დილის საუბრია შემდეგ ჩემი მშობლების ნახვა არ მინდოდა, კიბეზე ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი როდესაც მამას ხმა მომესმა მისაღებიდან
-ლიზ რამდენიმე წუთი გაქვს რომ ვისაუბროთ?! -რამდენადაც არ უნდა მდომოდა ამ დიალოგის თავიდან აცილება ეს შეუძლებელი იყო. მისაღებში შევედი და მამაჩემის წინ სავარძელში მოწყვწტით ჩავეშვი
-გისმენ მამა, დილის შემდეგ სათქმელი დარჩა რამე?!-ჩემს ტონში აშკარა გაღიზიანება იგრძნობოდა
-ბევრი ვიფიქრე ჩვენს საუბარზე და მგონი გამოსავალი ვიპოვნე
-მართლა რა გამოსავალი?-სავარძელიდან წამოვიწიე და მამას მივაშტერდი
-დღეს კომპანიიდან დამირეკეს და შემოთავაზება გამიკეთეს, დირექტორთა საბჭო მთავაზობს რომ სამუშაო ძალები მშენებლობის გარდა სხვა სფერიშიც მოვსინჯო...
-ეს მე როგორ მიმავშირდება-მოუთმენლად შევაწყვეტინე საუბარი მამას
-მთავაზობენ რომ გამომცემლობა შევისყიდო, სადაც ახალი სამუშაო ძალა დამჭირდება და ვფიქრობ ამ სფეროში მოღვაწეობა მოგეწონება, შენ ხომ გიყვარს წიგნები
-ეს მართლაც კარგი ამბავია, თუმცა მაინტერესებს ჩემს დანიშვნას რა პოზიციაზე აპირებ?-მამას გამომცდელად შევხედე
-დილით მკაფიოდ დამანახე რომ არ გინდა ლანგრით მორთმეული სამსახური ასე, რომ რეკომენდაციას მთავარი რედაქტირის ასისტენტად გაგიწევ და ვნახოთ როგორ შეძლებ წინ წასვლას
-ეს ...შესანიშნავია, მე შევძლებ იმედს არ გაგიცრუებ
-ვიცი ჩემო გოგონა-მამა წამოდგა და გულში ჩამიკრა, თავი ძალიან მშვიდად ვიგრძენი მის მკლავებში, თითქოს ისევ ექვსი წლის ვარ.-საქმეა ერთ კვირაში შეუდგები
-ამდენი დრო რა საჭიროა?-მოუთმენლობამ კვალვ შემიპყრო
-იყურიდიული დეტალებია შესათანხმებელი რასაც დრო სჭირდება-მამას უსიტყვოდ მოვეხვი, კიბე ავირბინე და ოთახში შევედი, ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა ხდებოდა.
მოუთმენლობა ეს ჩემი ხასიათის ის ნაწილი იყო რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარდა, ახლა კი ერთი კვირით მოცდა ჩემთვის მთელ საუკუნეს ნიშნავდა. ყოველი დღე საშინლად ნელა გადიოდა. იმ პარკში არაერთხელ მივედი მეგონა იმ უცნობ მამაკაცს შევხვდებოდი თუმცა ეს არ მოხდა, მაგრამ მისი რჩევა ნამდვილად გავითვალისწინე, გარემოთი ტკბობა დავიწყე. თავი ისე ვიგრძენი თითქოს პირველად ვიყავი ამ პარკში, შევნიშნე ჩემს გარშემო სიცოცხლით სავსე სამყარო, მესმოდა ბავშვების ბედნიერი კისკისი, ფრინველების ჭიკჭიკი და თავი ისე ვიგრძენი თითქოს სხვა პლანეტაზე მოვხვდი, ხმაურიანი ქალაქისგან შორს ამ პატარა გამწვანებულ სკვერში სიმშვიდე მოვიპოვე, თითქოს აქ მოუთმენლობამაც გაიარა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერსო სიუჟეტია.მომწონს და ველოდები შემდეგ თავებს.კარგად წერ,პატარა თავებია ძალიან,წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent