სამყარო საზღვრების გარეშე
შესავალი ცხოვრება უცნაურია... ოცნება უცნაურია... სურვილი კი ზოგჯერ დაუკობელი... “სურვილებში ვლინდება ადამიანის არსი”... მე ლიზა ვარ და ეს ჩემი ცხოვრების ისტორია, ცხოვრების რომელიც არ მითხოვია თუმცა მე მეკუთვნის, ცხოვრების რომელიც სხვის ოცნებას გავს და არა ჩემსას. ადვილია დაიბადო სამყაროში სადაც ყველაფერი შენ გეკუთვნის, სადაც ყველას უყვარხარ და ფეხქვეშ გეგება, განა იმიტომ რომ შენს შინაგან სამყაროს ხედავენ, არა იმიტომ რომ შენი საბანკო ანგარიში ხიბლავთ... იცი მკითხველო ყველას მათ შორის ალბათ შენც გგონია რომ ადვილია დაიბადო ისეთ ოჯახში რომლისთვისაც ყველა კარი ღიაა, ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუმცა ერთი მთავარი ნინუანსი გავიწყდებათ ასეთ დროს კარგავ ცხოვრებაში ყველაზე მთავარს, გყავდეს გვერდით ნამდვილი ადამიანები რომლებიც შენს შიანაგან სიმდიდრეს აფასებენ და არა ბანკის ანგარიშს რომელიც ჩემს შემთხვევაში მამაჩემის დიდი შრომის შედეგია. ჩემმა ოჯახმა ნულიდან დაიწყო და საკუთარი იმპერია ააშენა იმპერია რომლის მემკვიდრეც მე ვარ, თუმცა ერთ რამეზე არასდროს უფიქრიათ მინდა კი მე ამ სამყაროს ნაწილი ვიყო... სიმართლე თუ გაინტერესებთ მე არ მსურს ამ სიყალბეში მონაწილეობა... თავი I სახლის კარი ჩუმად შევაღე და ფეხაკრეფით გავემართე სამზარეულოსკენ, არ მსურდა დილიდან რომელიმე ოჯახის წევრს გადავყროდი -დილა მშვიდობისა პატარა ქალბატონო, ცოტა ადრე ხომ არ არის ქუჩაში სეირნობისთვის?!-დაძაბული ტონით შემომეგება ჩვენი დიასახლისი -სუფთა ჰაერზე სეირნობას განსაზღვრული დრო არ აქვს ძვირფასო ნინა -ლედი ასე ადრიანად სულ მარტო არ უნდა ბორიალობდეს ქუჩაში, ეს ძალიან საშიშია -მიხარია რომ ჩემზე ზრუნავ მაგრამ მე ლედი არ ვარ ჩვეულებრივი გოგო ვარ რომელსაც პირადი სივრცე სჭირდება-ნინას სათქმელო უკვე მზად ჰქონდა თუმცა მე არ დავაცადე და სწრაფად გავემართე ჩემი ოთახისკენ. ბოლო დროს ეს ერთადერთი ადგილია სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ერთადერთი გასაქცევი ადგილი სადაც არავინ მიმითითებს რა და როგორ უნდა ვაკეთო, რა შეეფერება ჩემს სტატუს და რა არა. რთულია გამუდმებეით იმაზე ფიქრი თუ რას ელიან შენგან, გამუდმებით იმის კეთება გიწევს რითაც გაამართლებ სხვის იმედებს, ამ დროს საკუთარ თავს კარგავს. მე 22 წლის ვარ ჩემი თანატოლები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ მოხიბლონ ბიჭები და სად გაატარონ უიქენდი, მე კი იმაზე მიწევს ფიქრი რომ ქუჩაში გასულმა რაიმე შეუფერებელი არ მოვიმოქმედო, რადგან ყოველთვის არის ჩემს გარშემო ისეთი ადამიანი ვინც ფოტოს იღებს, “მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილის შეუფერებელი ქცევა” ყოველი გადადგმული ნაბიჯისას სტატიის ამ სათაურს ვხედავ. ჩემს ცხოვრებაში არაფერია სპინტანური და ამაღელვები. 22 წლის ასაკში ვცხოვრობ პენსიონერის ცხოვრებით კვირა. დილის 9 საათი -დილა მშვიდობისა დედა -დილა მშვიდობისა ლიზ. ასე ადრიანად რატომ ადექი? -სოფ შენთან დალაპარაკება მინდა-დედას ძირითადად სახელით მივმართავ რაც მის გამუდმებულ გაღიზიანებას იწვევს -მე შენი დაქალი არ ვარ წესიერად მომმართე რის შემდეგაც დალაპარაკებას შევძლებთ -სოფ პირდაპირ საქმეზე გადავალ, გადავწყვიტე მუშაობა დავიწყო-ჩემს სიტყვებს მცირე ხნიანი პაუზა მოყვა -რატომაც არა მამას დაელაპარაკე რომელიმე განყოფილებას ჩაგაბარებს ჩვენს კომპანიაში -დედა ეს არ მჭირდება, არ მინდა ვინმე გამუდმებით ხელს იშვერდეს ჩემკენ რომ მამის მფარველობით ამიყვანეს სამსახურში -მაშინ იქნებ უკეთ ამიხსნა რა გაურს პატარა ქალბატონო -მინდა მამას დაელაპარაკო სამსახურში ამიყვანოს როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი -კარგი რა შვილო ეს რა ახალი ახირებ გაქ -ახირება რა შუაშია მინდა კარიერულ წინსვლას ჩემით მივაღწიო, ეს დანაშაულია -რა არის დანაშაული?- საუბარში მოულოდნელად მამა ჩაერია -დავით დროულად მოხვედი, ჩვენს გოგომას დილა ადრიან პრწყინვალე იდეები აქვს -დედა ეს არის შენი დახმარება -ლიზ მითხარი ამჯერად რა გინდა? -მინდა სამსახურში ამიყვანო -მაგარია აირჩიე განყოფილება რომელიც მიგწონა და უხელმძღვანელე -ვერ ვიჯერებ მამა არც დაფიქრდი იქნებ არ მაქვს სათანადო გამოცდილება ხელმძღვანელიბისთვის, შენთვის ისიც საკმარისია რომ შენი შვილი ვარ -მაშინ უფრო კონკრეტულად მითხარი რა გინდა ლიზა მე აზრებს ვერ ვკითხულობ -მინდა მარკეტინგის განყოფილებაში დამასაქმო -რა შენ ხომ უბრალო თანამშრომელი ვერ იქნები -რატომაც არა მამა -შენ ჩემი შვილი ხარ კომპანიის მომავალი პრეზიდენტი -სანამ საპატიო სავარძელზ გადმომილოცავ მინდა რაღაც საკუთარიც შევქმნა -ეს უბრალოდ ახირებაა შვილო, თუმცა ვიფიქრებ -მადლობა მამა- სამზარეულო სწრაფად დავტოვე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი მშობლებისთვის გაუგებარ რამეს ვითხოვ, მათ არ აინტერესებთ მე რა შემიძლია, აქ მთავარი ის არის თუ ვისი შვილი ვარ მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.