შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი VII)


6-08-2020, 13:58
ავტორი Impermeable
ნანახია 2 810

ვუახლოვდებოდი კარს და ჟრუანტელი მივლიდა იმის გაფიქრებისას, თუ რა ფორმაში იქნებოდა იქ ლეა. ჩუმად შევედი და სვეტებს ამოვეფარე. ლეა აუზში ნებივრობდა. მისი შემხედვარე იფიქრებდით, პოსეიდონმა ოქროსთმიანი ქალთევზა გამომიგზავნა მოსაჯადოებლად და როგორც გზააბნეული მეთევზე, ოკეანის ფსკერს უნდა შემახვედროსო. ვუყურებდი და ვტკბებოდი ამ საოცარი სანახაობით. აუზიდან სრულიად შიშველი ამოვიდა. დავმუნჯდი. მინდოდა სამუდამოდ მეყურებინა მისთვის. არვიცი რამდენხანს ვიდექი გაშეშებული. ის იყო შემოტრიალებას აპირებდა, რომ ეგრევე სვეტს ამოვეფარე. ასეთი ადრენალინი ცხოვრებაში არ მიმიღია. უჩუმრად გამოვედი ჰამამიდან, მაგრამ ჩემი გული და გონება იქ დავტოვე.

 ოთახში შევედი და საწოლზე გადავწექი. თეთრ ნისლს მოჰყვებოდა უცნაური ზმანება. ისევ ჰამამი. აუზი.  მე და ლეა. ორი სიყვარულით აძგერებული გული. სინქრონში ვცურავდით. მასთან ისე ახლოს ვიყავი. ცურვისას მისი სხეული ჩემსას ეხებოდა. წყალშიც კი ვგრძნობდი ჟრუანტელს. ყველაფერი ისე ცხადი იყო. ისე ნამდვილი.

შემდეგ ზმანება შეიცვალა. კალთაში ლეას თავი მედო და თმებზე ვეფერებოდი. ჩვენს სხეულებს ნაჭრის მხოლოდ ერთი ნაგლეჯი, კვართი ჰყოფდა. ლეას მშვიდად ეძინა.

სახეზე მზის სხივები ვიგრძენი და თვალები გავახილე. სიზმარი ყოფილა. ალაჰ, თუ მართლა არსებობს ალ ჯანათი الجنة , უეჭველად რომ ის ვიხილე. ლეაა ჩემი სამოთხე. ალაჰ, შენი მოწყალე თვალები მომაპყრე.

ლეა

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გალიის საზღვრები გაფართოვდა და ოთახის დატოვების ნება მომცეს, არანაირი სურვილი არ მქონდა ამ სახლის კედლებში მეხეტიალა. მესაუბრა მათთან, ვისთანაც საერთოდ არაფერი მქონდა. არც ენა, არც კულტურა, არც ტრადიციები, არც ხედვა ცხოვრების მიმართ. ერთადერთ შვებას ჰამამში ვპოვებდი, სადაც სასიცოცხლო ენერგიებით ვავსებდი სხეულს. ვიძირებოდი ევკალიპტისა და მაროკოული ყავის არომატებში და თან გაქცევის გეგმას ვსახავდი. ერთი შეცდომაც და სამუდამოდ დავიღუპებოდი. შეცდომის უფლება არ მქონდა. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. სწორედ ჩემი სხეულის შესაძლობლები იქნებოდა ერთადერთი რესურსი გაქცევისას. ვინაიდან საცურაო კოსტიუმი არ მოუციათ, როგორც კი მარტო დავრჩი, ეგრევე აუზში ჩავედი სრულიად შიშველი. ვიცოდი ჰამამი ქალებისთვის იყო და მაქსიმუმ მერიემი ან სუმეიე შემოსულიყო. საღამოს გემრიელად შევექეცი ნურის მოტანილ სადილს.

شكر შუქრან. (მადლობა)- არაბულად ვუთხარი ნურს, რაზეც ნიქაბის მიუხედავად მივხვდი, რომ ყურებამდე გაეღიმა. თავადაც თავი დამიკრა და ოთახიდან გავიდა.

ოთახი ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით- სწორედ ეს სივრცე იქნა ჩემის ფიქრების ნავსაყუდელად ტყვეობაში. დეტალურად შევისწავლე ოთახის თითეული დეტალი. ისიც კი, რამდენი ნაოჭი ჰქონდა ფარდას, რა თანმიმდევრობით ალაგებდა ნური ბალიშებს, რას აქცევდა ყურადღებას დალაგებისას.

შევამჩნიე, რომ აუცილებლად შეიხედავდა საწოლის ქვეშ, კამოდის უჯრებში. სათითაოდ იღებდა ბალიშებს, ხალიჩას. აშკარად გაფრთხილებული იყო, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ შეემოწმებინა. ერთადერთი სარკე რჩებოდა ხელშეუხებელი. უცებ გონება გამინათდა.

სარკე, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. მივუახლოვდი და ფრთხილად ჩამოვიღე. სიმძიმისგან მხრები დამეჭიმა. ვინაიდან სარკის ჩუქურთმა თავად სარკეზე სქელი იყო, ჩარჩოსა და კედელს შორის მცირე სივრცე რჩებოდა. აქ თავისუფლად შემეძლო დამემალა პატარა დანა. მთავარია, როგორმე სამზარეულოდან მომეპოვებინა.

დილით ისევ შევეგებე ზღვიდან ამოსულ მზის პირველ სხივებს. საკუთარ თავთან დადებულ პირობას პირნათლად ვასრულებდი. ოთახის კარი ფრთხილად გავაღე. ჯანდაბა, სამზარეულოდან ქალების ხმამაღალი საუბარი ისმის. ნეტა როდის სძინავთ? ან როგორ შეუძლიათ ამ ყაყანში ერთმანეთის ნათქვამის გარჩევა. თითქოს ყველა ერთად საუბრობდა.

კიბეები სწრაფად ჩავირბინე და სამზარეულოს მივუახლოვდი.

ممنوع! (მამნუუ-აკრძალულია) - ხმამაღლა დაიყვირა ფაშფაშა მზარეულმა, რომლის თავსაც თეთრი ჩალმა ამშვენებდა.

აშკარად ზედმეტად მაღალი ტონი იყო. ინსტიქტურად ადგილზე შევხტი, რაზეც იქვე მდგომ მერიემს გაეცინა.

დავუდმა გაგვაფრთხილა, რომ სამზარეულოში შენი შემოსვლა აკრძალულია.

არაბი გაიძვერა- გულში გავიფიქრე. ერთი ნაბიჯით დამასწრო. ვიგრძენი, ადრენალინმა როგორ მოიცვა ჩემი სხეული. გეზი მაშინვე მეოთხე სართულისკენ ავიღე, სადაც  დავუდის ოთახი მეგულებოდა. სწრაფად ავირბინე კიბეები და ფერადი ვიტრაჟებიდან წამოსულმა ათინათებმა მომიცვა. ისევ ის განცდა დამეუფლა, რაც პირველად აქ ამოსვლისას. აშკარად ნიჭიერი არქიტექტორი ჰქოლია სასახლეს. უზარმაზარი კარი უცერემონიოდ შევაღე.

დავუდის ოთახი ძველ აღმოსავლური სტილის წაბლის ხის ავეჯით გაეფორმებინათ. უზარმაზარი საწოლის მარცხენა მხარეს ფართო ვიტრაჟებიანი აივანი პირდაპირ ზღვას უყურებდა. ვერაფერს იტყვი. შესანიშნავი არჩევანია. სამწუხაროა, რომ ოთახში არ დამხვდა. ის ის იყო ოთახიდან გამოსვლა დავაპირე, რომ სააბაზანოს კარი გაიღო და იქედან წელს ზემოთ შიშველი პირსახოც შემოხვეული დავუდი გამოვიდა. ცალი ხელში პირსახოცი ეჭირა და თმას იმშრალებდა. წყლის წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა გულ-მკერდზე. უნებურად თვალი გამიშტერდა. ნამდვილად მომხიბვლელი იყო. ღმერთო ჩემო, როგორ ვბედავ ამის გაფიქრებასაც კი, საკუთარ თავს გავუბრაზდი.

ჩემს დანახვაზე ჯერ შეცბა, შემდეგ გაეღიმა და მომიახლოვდა. მწვანე თვალები სწორედ იმ ზღვისფერი გამხდარიყო, აივნიდან რომ გვიცქერდა.

-ლეა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ დილა ასე კარგად დაიწყებოდა. მადლობა ალაჰს.

-სამზარეულოში ჩასვლა რატომ ამიკრძალე? ვიფიქრე, რადგანაც ოთახიდან გასვლის ნება მომეცი, პატიმავირით საკანში არ შევჭამდი და გოგონებთან ერთად ვისაუზმებდი.

-შენ არ იცი, როგორ გამახარა ამ სიტყვებმა. ლეა, ჩემო ლეა, როგორც ჩანს გოგონები უკვე გაიცანი. სამზარეულოში არ ვსაუზმობთ. იქ საქმეს ნური და მზარეულიც უჩვენოდ გაუმკლავდებიან. ნება მომეცი, ერთად ჩავიდეთ სასაუზმოდ სასადილო ოთახში. შეგიძლია დამელოდო. უცებ ჩავიცვამ.

-დერეფანში დაგელოდები.- უხერხულად შევიშმუშნე და ოთახი დავტოვე. ვიცი, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ერთადერთი გზა აქედან თავის დასაღწევად ისაა, რომ დავუდს გამარჯვება ვაგრძნობინო. შემდეგ კი საჭირო დროს და მომენტს დაველოდო და გამოვიყენო. დავუდისნაირ ადამიანს მისივე მეთოდებით უნდა ებრძოლო.

სპორტულ ფორმაში დავუდი ნამდვილად სიმპათიური იყო. რომ დამინახა, მადლობა გადამიხადა ლოდინისთვის და ერთად ჩავიარეთ კიბეები. ლაილას აშკარად არ მოეწონა ჩვენი ერთად დანახვა. ფეხზე წამოდგა და დავუდს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა. დანარჩენებმაც მას მიბაძეს. მერიემი თვალს გვარიდებდა და სადღაც შორს სივრცეში იყურებოდა. წყლიანი თვალები მიანიშნებდა, რომ მის პატრონს აშკარად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ცრემლის შესაკავებლად.

ერთადერთი ნილაი გამოიქცა მხიარულად. ძმას თავი დაალოცინა და შემომეხვია.

-ნილაი გეყოფა. ლეას ნუ აწუხებ. სიცილით უთხრა დავუდმა. დღეიდან ერთად ვისაუზმებთ. საუზმებდე მსურს განაცხადი გავაკეთო.  ლეამ რომ თავი უხერხულად არ იგრძნოს, ინგლისურად ვიტყვი და მერიემ, გთხოვ დანარჩენებს უთარგმნო.

-როგორც იცით, ლეა ჩემი საცოლეა. ქორწილი ერთ თვეში იქნება. მსურს მას პატივისცემით მოეპყრათ. ლაილა, ეს განსაკუთრებით შენ გაითვალისწინე. ლეა ჩემი პირველი ცოლი იქნება. ვალდებული ხართ მისი ყველა სურვილი უსიტყვოდ შეასრულოდ, თუ საწინააღმდეგო მე არ მაქვს ნაბრძანები. ერთ კვირაში დაჰაბს დავტოვებთ. მინდა რომ აქედან ლეას საუკეთესო მოგონებები გაჰყვეს.

გულში მწარედ გამეცინა. ჰმ, საუკეთესო მოგონებები. ნეტა რომელია? ის, რომ ალესანდროს დამაშორა და ძალით გამომკეტა, თუ ის ჩემს ნების საწინააღმდეგოდ რომ შემეხო, იქნებ კარებს ხელებს რომ ვურტყამდი მანამ, სანამ არ დამისისხლიანდა? თაფლობისთვე ჯოჯოხეთის გეენიად მიქცია და საუკეთესო მოგონებებიო.

ამ ფიქრებში სუფრასთან დავსხედდით. ყველა უხმოდ მივირთმევდით. რომ დავასრულე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ დავუდის ხელმა შემაჩერა.

-ლეა, ძვირფასო, დროა ნელ-ნელა აქაურ წესებს გაეცნო. ეგვიპტეში ქალები და კაცები ცალ-ცალკე მიირთმევენ. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ძალიან ახლო წრეში შეიძლება დართონ ერთობლივი ტრაპეზის ნება. ერაყშიც ძალიან ტრადიციულ ოჯახებში იგივე მიდგომაა. ჩვენთან საბედნიეროდ არ განვაშორებთ ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან, თუმცა სუფრიდან ადგომა ქალს მანამ ეკრძალება, სანამ უკანასკნელი მამაკაცი არ ადგება ან ადგომის ნებას არ დართავენ. ახლა შეგიძლია წახვიდე, მაგრამ სხვა დროს ნებართვა აიღე. მერიემ, ლეას გაჰყევი და ჩვენი წესები უკეთ გააცანი. - დამთბარი ხმით განაცხადა დავუდმა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიჭირდა ამ ყველაფრის მშვიდად მიღება და ყალბი ღიმილის შენარჩუნება. როგორც ოთახში დავბრუნდით კარი შიგნიდან ჩავკეტე და მერიემს დავუჩურჩულე.

-ვიცი, რომ დავუდი გიყვარს. მეტიც, მასზე გიჟდები. ვერ ვუარყოფ, საკმაოდ სიმპათიურია. შენთვის, როგორც მუსლიმისთვის იდეალური პრინცია. ჩემი გული რომ თავისუფალი იყოს ნამდვილად ლებოდი, მაგრამ მე ალესანდროს ვეკუთვნი, ისაა ჩემი სულისა და სხეულის ნავსაყუდელი. ნუთუ აპირებ, მშვიდად უყურო როგორ გახდება შენი საყვარელი კაცი სხვისი? მასთან ხომ ასე ახლოს ხარ?

- მას შენ უყვარხარ, ლეა. მე... მე მართლა მინდოდა მის გულში შეღწევა. მაგრამ სანამ გაგიცნობდი, მაშინაც შენ აღმართე უხილავი კედელი ჩვენს შორის. შენს გარდა ვერავის ხედავს. ვერავის ამჩნევს.  ნეტავ შენს ადგილზე ვიყო. უბედნიერესი ვიქნებოდი.

- ჯერ კიდევ გვაქვს დრო მერიემ. მართალია, დავუდს თავიდან გაუჭირდება ჩემი დაკარგვა, მაგრამ ყველაზე რთულ დღეებში მის გვერდით შენ იქნები. სწორედ შენ ანუგეშებ და გრძნობაც მოვა. თავიდან არც მე მიყვარდა ალესანდრო, მაგრამ დღეს მის გარეშე არ შემიძლია, სუნთქვაც მიჭირს.

კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა. ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო, ფეხაკრეფით გავხსენი საკეტი კარზე და მერიემს თვალებით ვანიშნე საუბარში ამყოლოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ისეთი კარგია რომ შენიშვნებიც არ მაქვს. მხოლოდ უნდა იკითხო, მაგრამ პატარააა თავებიაა

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი ქეთო
ისეთი კარგია რომ შენიშვნებიც არ მაქვს. მხოლოდ უნდა იკითხო, მაგრამ პატარააა თავებიაა

დიდი მადლობა <3 ეს თავი ნამდვილად პატარა გამოვიდა,მეექვსე იყო შედარებით მოცულობითი, მაგრამ შემდეგ თავს აუცილებლად ვრცლად შემოგთავაზებთ <3 წინ საინტერესო მოვლენები გველის

 


№3 სტუმარი სტუმარი სალო

ვაიმე სააბაზანოდან გამოსული დავუდი ისე აღწერე ლეას კი არა მეც გამიშტერდა თვალები :D რაღაცნაირად მომწონს ესენი ერთად მიუხედავად ყველაფრისა. თან თვითონ ლეამ თქვა რომ ეგრე თავიდან არც ალესანდრო უყვარდა. არ მინდა დავუდის გრძნობებით ისარგებლოს და გული ატკინოს

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
ვაიმე სააბაზანოდან გამოსული დავუდი ისე აღწერე ლეას კი არა მეც გამიშტერდა თვალები :D რაღაცნაირად მომწონს ესენი ერთად მიუხედავად ყველაფრისა. თან თვითონ ლეამ თქვა რომ ეგრე თავიდან არც ალესანდრო უყვარდა. არ მინდა დავუდის გრძნობებით ისარგებლოს და გული ატკინოს

მადლობა, რომ აქტიური მკითხველი ხარ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას wink

 


№5 სტუმარი ბუ ♡

გაგრძრლება იქნება?

 


№6  offline წევრი Impermeable

ბუ ♡
გაგრძრლება იქნება?

დევს შემდეგი თავებიც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent