სხვისი ცოლი (6 თავი)
ნათია მთელი გზა ტიროდა, ვერც გაიგო ეოგორ ჩამოვიდნენ ის და ნიცა თბილისში. ჯერ კიდევ არ ქონდა გადაწყვეტილი როგორ მოქცეულიყი, რა ჯობდა მისთვის და ნიცასთვის, გამბედაობა არ ყოფნიდა პასუხისმგებლობა აეღო არამარტო საკუთარ, არამედ ნიცას მომავალზეც, რადგან დარწმუნებული არ იყო საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, მითუმეტეს რომ შესაძლოა მის ამგვარ ქცევას გაბრიელის და თემოს უარყოფითი რეაქცია მოყოლოდა და საერთოდ დაეკარგა მათი მხარდაჭერა. ლაშა დილითვე მივარდა მაღაზიაში და გაუკვირდა როცა დალი და დათო დაუხვდნენ ნათიას მაგივრად -ნათია არ მოსულა? -ნათიამ დაგვირეკა და გვითხრა რომ სამსახურიდან წავიდა-გაბრაზებით უთხრა დათომ ბიჭს -რატომ? მიზეზი არ გითხრათ?-ლაშა დაიძაბა -მისმინე შვილო-დათო გაღიზიანდა -გუშინდელის მერე კიდევ შეკითხვები გაქვს? -შეხედა დაბღვერილმა ლაშას -მისმა ძმამ რაღაც არასწორათ გაიგო-ლაშამ სცადა თავის მართლება -შეიძლება, მაგრამ ჩემსავით ყველასთან ვერ მიხვალ და ვერ აუხსნი-დავითი კვლავ გაბრაზებული ელაპარაკებოდა -მართალი ხართ-ლაშა მოტრიალდა და კარებში ანის შეეფეთა, გოგონამ უცნაური მზერით ახედა მისთვის ზედმეტად მაღალ ბიჭს, ლაშას გაუხარდა ნათიას რძალს რომ შეხვდა, მაღაზიიდან გავიდა და დაელოდა როდის გამოვიდოდა ანიც.სიგარეტი მოწია რამდენი ე ღერი ზედიზედ და ანი რომ გამოვიდა უკან მიყვა, გოგონა მიხვდა რომ ლაშა მას მიყვებოდა, გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა -ლაშა რატომ მომყვები? გაინტერესებს ნათია რატომ აღარ გამოვიდა სამსახურში?-ახედა ბრაზიანინთვალებით ბიჭს -მისმინე ანი გაბრიელმა რაღაც არასწორად გაიგო -ნათია სახლიდან წავიდა, იცი რატომ? იმიტომ რომ შენ შენი დაუფიქრებელი ქცევით ცხოვრება აურიე -რაა?-წამოიყვირა ლაშამ -სად წავიდა? რას ქვია წავიდა? ქმარს შეურიგდა? იმ ნაბიჭ.არს დაუბრუნდა?- ლაშა ლამის გადაირია -არვიცი სად წავიდა, ჩვენ არ დაგვკავშირებია -შეგიძლია მისი ნომერი მომცე?-ლაშას ამ კითხვამ სულ აუბნია თავგზა ანის -გაგიჟდი? რაც მოხდა ყველაფერი შენსგამო მოხდა და ისევ ნათიაზე ლაპარაკობ? -შენს ქმარს დაველაპარაკები და გავაგებინებ რომ ჩვენშორის არაფერია და თავის სულელური აზრებისგამო ნათის არასწორად მოექცა -მართლა?-გაბრაზდა ანი -ჩემი ქმარი სულელი არაა და კარგად დაინახა რას აკეთებდი -გთხოვ ნათიას ნომერი მომეცი, უნდა დაველაპარაკო და ბოდიში მოვუხადო-ლაშამ სიტყვა ბანზე აუგდო გოგონას -თუ საჭიროდ ჩათვლის თავად დაგეკონტაქ- ტება -ანიმ ზურგი აქცია და წავიდა. სახლში მისულს ყველამ ერთად მიაყარა კითხვები -მოიცადეთ-ანიმ დააწყნარა ყველა-ვიყავი მაღაზიაში და დავითმა მითხრა დილით ადრე დამირეკა ნათიამ და ასე მითხრა სამსახურში ვეღარ გამოვალო, ბოდიშს გიხდითო, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამიტომ ადრე ვერ გაგაგებინეთო-თქვა სწრაფად ანიმ -მეტი არაფერი არ უთხრა?-გაბრაზდა თემო -არაფერი მეტიო-ანიმ მამამთილს შეხედა -ესეიგი გამთენია ადგა, ბავშვიც წაიყვანა, არც არავის არაფერი დაუბარა, გაიპარა სახლიდან ეს თავხედი გოგო-აყვირდა თემო -თან ტელეფონიც რო გამორთული აქვს-იყვირა გაბრიელმა -მაინც ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ ამ ყველაფერზე -უნდა იპოვო-თემომ შვილს შეხედა -იპოვო და პასუხი მოსთხოვო ამ თავხედობაზე -ვიპოვი, სად ჯანდაბაში წავა ბავშვთან ერთად -ასე ნუ გაგიჟდით მამა-შვილი - თამარს მაინც ენანებოდა ნათია -ვინიცის რა დღეშია ახლა საწყალი გოგო -ჩვენ გავაგდეთ სახლიდან?-აყვირდა გაბრიელი -არა მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენე და ვერ აიტანა გოგომ -რა შეურაცხყოფა! ბებია რაზე ლაპარაკობ საერთოდ? ამართლებ მის საქციელს? ცოლიან კაცმა მოიყვანა სახლში მანქანით, მერე დავინახე რომ ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში და რომ გავუჭედე არ მოეწონა, თავი თურმე შეურაცხყოფილად ჩათვალა-აღმოხდა გაბრაზებულ გაბრიელს -თავი ვინ გონია? გონია უფლება აქვს ასე მოიქცეს? ან გონია თუ სახლიდან გაიქცევა თავს დავანებებ და უფლებას მივცემ ვიღაცის კახპა გახდეს? მაინც ვიპოვი და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვ მაგ სულელს -ასე ნუ მსჯელობ, შენ უბრალოდ დაინახე და ავარდი ამაზე, იქნებ არაფერი ხდება საერთოდ და რაღაც არასწორად გაიგე? -ანიმ გაბედა და ხმა ამოიღო -ნუ ამართლებ-დაუყვირა გაბრიელმა და თავზე წამოადგა ცოლს -ნუ ამართლებ! ხმის ამოღება არ გაბედო მის გასამართლებლად! -ანიმ ახედა ქმარს და ცრემლები მოეძალა -მიდი შვილო შენ ბავშვებს მიხედე-თამარმა გოგონას მაღლა ასვლისკენ მიუთითა, ანაც დაემორჩილა და გარეთ გავიდა -ყველასთან დარეკე?-თემო არ ცხრებოდა -კი, მე ვისაც ვიცნობდი ყველას ვკითხე -ეგ იმათთან არ წავოდოდა ვისაც ჩვენ ვიცნობთ- დაასკვნა თემომ -მეც ეგრე მგონია, რადგან ამდენი გაბედა ამ თავხედმა გოგომ ესეიგი იცოდა რასაც აკეთებდა და ქონდა ვიღაცის იმედი -დაიღრინა გაბრიელმა -რომ იპოვოთ რას იზავთ?-გაცხარდა თამარი -უკან დაბრუნებას აიძულებთ? გგონიათ დარბუნდება ამ ყველაფრის მერე? -არც ვაპირებ დავაბრუნო, ქმარს შეურიგდება!-აყვირდა გაბრიელი -იმ ყველაფრის მერე რაც ჩაიდინა მაგისთვის ასე ჯობია -და გგონია შენ სიძეს უნდა მასთან შერიგება? -უნდა ბებია უნდა-დაამშვიდა გაბრიელმა და მანქანის ხმაზე გავიდა ეზოში, მალე სახლში სანდროსთან ერთად დაბრუნდა, თემოს სახეზე ბრაზი გაუქრა, თამარი კი წამოენთო -აქ რა ჯანდაბას აკეთებს?-შეხედა გაბრიელს -სალაპარაკოდ მოვედი თამარა ბებო-სანდროს ტონმა კიდევ უფრო გააღიზიანა ქალი -მაშინ სად ბრძანდებოდი ნათია რომ ატირებული მოგვადგა? რატომ არ მოაკითხე ცოლშვილს? ბოდიში რატომარ მოუხადე? ახლა გაგახსენდა კახპამ რომ მიგატოვა? -რა კახპა თამარა ბებო-შეიცხადა სანდრომ -კარგად ვიცი სადაც დახეტიალობდი მთი ეს დრო და ვისთან ერთადაც -ბებია შენს საქმეს მოხედო ჯობია-ჩაერია გაბრიელი -ნათიას არ დაგაჩაგვრინებთ-იყვირა მწყობრიდან გამოსულმა ქალმა -მე მინდა რომ ოჯახი გადავარჩინოთ-სანდროს ხმამ უფრო გააღიზიანა ქალი -რა ოჯახი, რაზე მელაპარაკები საერთოდ- აყვირდა თამარი -ერთხელ არ დაგირეკია და არ მოგიკითხია ცოლ-შვილი -დედ გადი-დაუყვირა თემომ დედას და აიძულა ქალი სახლიდან გასულიყო. ლაშა სახლში გაავებული დაბრუნდა, მანქანა დააყენა და კიბისაკენ აიღო გეზი, სადაც თავის ცოლს შეეჩეხა, რომელიც ზედმეტად გადაპრანჭული და ქუსლებზე შემდგარი უღიმოდა -სად ჯანდაბაში აპირებ წასვლას?-ახედა ცოლს -ლილე ჩამოვიდა ანტალიიდან და გოგოები ვიკრიბებით -ვინ ლილე-დაუღრინა ცოლს -ჩემი დაქალი, ვინ ლილე-გაბრაზდა ანა -სადაც გინდა იქ წადი-ლაშამ გვერდი აუარა ცოლს და სახლში შევიდა -მოხვედი დედიკო? დილაადრიან სად გავარდი? არ გშია? -კითხვები დააყარა თამუნამ შვილს -გიოს ძინავს? -კი დაიძინა -მეც დავწვები-ლაშა საძინებლისაკენ წავიდა -გუშინ გიჩხუბია-სიტყვა დააწია თამუნამ შვილს -გაუგებრობა იყო-არ მიტრიალებულა დედისკენ ისე უთხრა -დილიდან შენ ცოლს მიზეზი მიეცა -ჩემ ცოლს სულ ვკიდივარ დიდი ხანია -შენც გკიდია როგორც მივხვდი-დაუღრინა თამუნამ და შვილს მიუახლოვდა -ხო -შეტრიალდა დედისკენ -ახლა კმაყოფილი ხარ? -სიმართლეა რაც გავიგე?-თვალებშიბ ჩააცქერდა შვილს თამუნა -რა გაიგე მაინც?-ლაშა ძალიან დაღალა ამ თემამ -ვიღაც გოგოს გამო იჩხუბაო -სისულელეა, მისმა იდიოტ ძმამ რაღაც არასწორად გაიგო -ესეიგი სიმართლეა?! -შეყვირა თამუნამ -აუ ეხლა ტვინი არ მიტ.ნა-დაუყვირა ლაშამ -რა გაღრიალებს ბიჭო-მია შევიდა მისაღებში -ეხლა ეს კიდე-აყვირდა ისევ ლაშა და სახლიდან გავარდა -რა ეტაკა?-თამუნას მიაჩერდა მია -მართალი ყოფილა რაც მზიამ გვითხრა-ატირდა თამუნა -რაა?-გაბრაზდა მია -მართლა გოგოს გამო იჩხუბა გუშინ? -ხოო-ამოიბლუდუნა თამუნამ -რა იდიოტი ბიჭია ღმერთო-მიამ ჩილაპარაკა და საქმის გამოსაძიებლად მეგობართან სტუმრობა გადაწყვიტა. ნათიამ ოქროული გაყიდა, ერთი წამითაც არ დასწყვეტია გული რომ ქმრის ოჯახისწევრების ნაჩუქარი ყელსაბამი, სამი ბეჭედი და სამაჯური გაყიდა, სძულდა კიდევაც ეს დაყვედრებული და დამადლებული ნივთები, ფული ჩანთაში ჩაიდო და ნიცასთან ერთად მივიდა თავისი ბიძაშვილის ოფისში, რომელიც ბინების ყიდვა-გაყიდვა საქმეებით იყო დაკავებული და დახმარება სთხოვა, ცირამ ყველაფერი იცოდა ნათიას მდგომარეობის შესახებ, ძალიან უყვარდა მამიდაშვილი და მაშინვე დაიწყო მისთვის შესაფერისი ბინის ძებნა, საპოვნელად სხვებსაც სთხოვა დახმარება და სამას ლაარად გადააწყდნენ ბინას გლდანში შესაბამისი პირობებით -მაწყობს, უფრო ძვირიანზე ვერ გავქაჩავ -ნათია ბინას კი იქირავებ მაგრამ მერე რას აპირებ? გგონია ასე იოლია შვილი, მითუმეტეს გოგოს გაზრდა თბილისში? -აბა რა ვქნა? არც სანდრო და არც გაბრიელი გასაქანს არ მაძლევენ -კარგად დაფიქრდი, ამ ოქროულის ფულით ერთი წლის ქირას კი გაქაჩავ მაგრამ მერე რას იზავ? შეძლებ წლობით ასე ცხოვრებას? მითუმეტეს რომ მამაშენი აგიჯანყდება დ თუ თემო აგიჯანყდა უკან დასახევი გზა მოჭრილი გექნება -ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ასე ჯობია -ნათია მოდი ვიქირაოთ ბინა და თან კარგად დაფიქრდი იმაზე გიღირს თუარა ასე ცხოვრება, მარტო რომ დარჩები უკეთესად დაფიქრდები, მიხვდები გიღირს თუარა ასე გარისკვა... ასე ჯიბია შენთვის დანიცასთვის თუ ჯობია უკან დაიხიო -ვიქირაოთ, გადავალთ მე და ნიცა და დავფიქრდები მართლა ასე ჯობია გარისკვა თუ არ მიღირს თავისუფლებას შევწირო ჩვენი მომავალი -მპირდები რომ ცივი გონებით იფიქრებ და არა გაბრაზებული, ნაწყენი -გპირდები -ნათია დაპირდა თუმცა ფიქრს არ აპირებდა რადგან გადაწყვეტილი ქონდა ასე ეცხოვრა, მარტოს თავისუფლად და თავი დაეხწია თავის ოჯახის მარწუხებისგან. ცირა მიყვა ნათიას ბინის მეპატრონესთან, ყველაფერზე შეთანხმდნენ, ბინაც მოეწონათ ფასის კვალობაზე სუფთა ბინა იყო და თან ყველაფერი იყო. სანამ კვლავ ლაპარაკობდნენ და თანხმდებოდნენ დეტალებზე ნიცას დივანზე დაეძინა დაღლილს. სახლის მეპატრონემ პლედი მოუტანა ნათიას სახლიდან და დააფარებინა, ამ დეოს ნათიას გული ჩაწყდა, მიხვდა ცირა რატომ ეუბნებოდა კარგად დაფიქრებულიყო უღირდა თუარა ასე გარისკვა, რადგან არაფერი გააჩნდა თავად, ერთი პლედიც კიარ ქონდა რომ შვილისთვის დაეფარებინა, ცრემლები მოაწვა -მე მოგიტანთ კიდევ რაღააცეებს-ქალი მიხვდა რომ ნათიას არაფერი ქონდა თან პატარა კარკის მეტი და არც არაფერს მიიტანდა -ნათია მისმინე მე წავალ და შენ კარგად დაფიქრდი ამ ყველაფერზე-ცირამ პატარა ბინას თვალი მოავლო და წავიდა. სახლის მეპატრონემ მისცა თეთრეული, , პირსახოცები და სხვა წვრილმანი ნივთები, ნათიამ კარი დაკეტა თუარა ქალის წასვლის მერე იქვე ჩაიკეცა კარებთან და ატირდა. ტიროდა და მაინც ცრემლები ახრჩობდა, თავისი უსუსურობა, უძლურება, უფულობა, საცოდაობა აგიჟებდა, თავმოყვარეობას შესწირა ოჯახი მაგრამ მაინც უბედური და საცოდავი იყო, რადგან არაფერი გააჩნდა ამ ქვეყნად, საერთოდ არაფერი გარდა კასუთარი თავისა და შვილისა, ამ ყვალეფერს თან ერთვოდა შიში... შიში მომავლის, ხვალინდელი დღის, შიში ქმრის, მამის, ძმის, ლაშასი, ყველა ერთად და ცალცალკე ცხოვრებას ურთულებდა. ყველა იმას ცდილობდა ნათიას ეკეთებინა ის რაც მათ სურდათ, რაც მათ მიაჩნდათ სწორად ნათიასთვის, რაც მათ მოსწონდათ, იმაზე არავინ ფიქრობდა თავად მას რა სურდა, რა მიაჩნდა სწორათ და რა იყო მისთვის მთავარი... თითქოს ყველა მის წინააღმდეგ იყო, თითქოს სამყაროც მის წინააღმდეგ განეწყო, თითქოს არ აპატია ღირსების და თავმოყვარეობის დაცვა რომ მოისურვა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გონს ნიცას ხმამ მოიყვანა -დედიკო აქ უნდა ვიცხოვროთ?-კითხა ჩავარდნილი ხმით დედას, ნათიამ შვილს ახედა და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ, ძალა არ ეყო პასუხის გასაცემად -აქ არ მინდა-ნიცამ ზურგი აქცია დედას და საძინებელში შევიდა ატირებული, ნათია ადგა და შვილს შეაკითხა -არვიცი რა გავაკეთო, მართლა არ ვიცი რა ჯობია -აქ არ მინდა-ახედა დედას აცრემლიანებული თვალებით -ცოტახნით აქ ვიყოთ და მერე მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ-დაამსვიდა ნათიამ და ცრემლები შეიმშრალა, მიხვდა რომ მისი სასოწარკვეთა და დეპრესია, ნიცას თრგუნავდა, ისედაც თავგზააბნეულ ბავშვს უარესად ურევდა ტვინს. ნათია ამ მძიმე საუბრიდან ტელეფონის ზარის ხმამ გადაარჩინა, რომელიც ახლახანს ჩართო, რადგან დეიდასთან აპირებდა დარეკვას და გაუხარდა რომ სწორედ ის ურეკავდა თან ძალიან შესაფერის დროს -ნათია შვილო როგორ ხართ? სად ხართ? რატომ ჩემთან არ მოხვედით?-გაისმა ნანას აფორიაქებული ხმა ტელეფონში -ვიცოდი რომ პირველ რიგში მანდ მომძებნიდნენ დეიდა და მაგიტომაც არ მოვედი შენთან -მისმინე შვილო ასე როგორ შეიძლება, ადექი და წახვედი სახლიდან, არავის არაფერი არ უთხარი -დეიდა სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს -სად ხარ ახლა?-დაეჭვებით კითხა ქალმა -ყოველ შემთხვევაში ვინმესთან არ ვარ, მითუმეტეს კაცთან-ხმა აუკანკალდა ბრაზისგან გოგონას -შენები ძალიან ნერვიულობენ, გვინდა ვიცოდეთ სად ხარ -ბინა ვიქირავე და კარგად ვართ გადაეცი, ფული საყვარელს არ მოუცია, ოქროული გავყიდე და იმით ვიქირავე ესეც გადაეცი-იყვირა და გაუთიშა დეიდას რომელსაც ხშირად სტუმრობდა სანდროსთან ჩხუბის მერე, მაგრამ ახლა არ მიაკითხა რადგან იცოდა რომ პირველ რიგში მასთან მოძებნიდნენ. ტელეფონში ნახა უამრავი დანარეკი მამის, ძმის, ბებიის, სანდროსიც კი და მესიჯები, რომელიც ძირითადად გაბრიელის მუქარებით და სანდროს ლანძღვით შემოიფარგლებოდა. ყველა წაშალა და ისევ გათიშა, არ უნდოდა მათთან ლაპარაკი, ახლა ძალა არ ქონდა მათ დაპირისპირებოდა, პასუხი გაეცა ყველა ბრალდებისთვის. გაბრიელი და თემო დამშვიდდნენ როცა ნანამ მოახსენა მათ ნათიას ამბავი, ზოგი თავად დაამატა რომ დაემშვიდებინა გაავებული დიშვილი და სიძე რომლებიც გააფთრებით ეძებდნენ ნათიას კვალს. დაარწმუნა რომ მისმა ახლობელმა მიაქირავა ბინა, ჯერ მისამართს არ ეტყვის რომ კიდევ არ იჩხუბონ, როცა ნათიაც დამშვიდდება მერე ეტყვის და თავადვე შეახვედრებს ერთმანეთს სალაპარაკოდ -დეიდა არ მომატყუო, იცოდე ნათიას თუ რამე შეეშლება და ხელს დააფარებ შენც დაგიპირისპირდები -მისმინე ლაწირაკო-გაბრაზდა ნანა გაბრიელზე- შენ მე ვინ გგონივარ? გეუბნები კარგადაა და ყველაფერი რიგზეათქო, ხოდა რო გეუბნები ესეიგი ეგრეა, შეეშვით ცოტა დაწყნარდეს, დამშვიდდეს და მერე დაელაპარაკე, ეხლა ორივე გაგიჟებულები ხართ და ტუილა უნდა ატეხოთ ერთიამბავი -კარგი შენს ზარს ველოდები, თუ მომატყუე იცოდე რომ გაგიჭედავ -სანამ არ ვიცოდი სად იყო ხოარ დაგირეკე არა? როცა გავიგე დაგირეკე და აგიხსენი, მიდი და მერე შეგეხმიანებით აზრზე მოვიდეს ეს სულელი გოგო და მერე დაელაპარაკეთ. ლაშა სახლში ისევ მთვრალი დაბრუნდა, ისევ შუაღამისას და ისევ სხვა ოთახში დაიძინა, რათქმაუნდა ანას სულ ეკიდა, სამაგიეროდ თამუნა და თამაზი ემზადებოდნენ დილის ლექციისთვის წასაკითხათ რომ გამთენია გავარდა ლაშა სახლიდან -ეს ბიჭი სულ გამოაშტერა იმ გოგომ-ბრაზობდა თამუნა მანქანის ხმა რომ გაიგო -როდემდე აგვარიდებს თავს, მოვა მაგის დროც - დაამშვიდა ცოლი თამაზმა -ხანდახან მგონია რომ ანა მართალია ასე რომ იკიდებს -ნათიამდეც ეკიდა მაგას ჩვენი შვილი, ეხლა სულ გათავხედდა, რაც თავის ცოტნე ჩამოუვიდა -ხოდა იმის ნაცვლად რომ ლაშა აზრზე მოვიდეს და ცოლი მოთოკოს პირიქით ამწვავებს სიტუაციას -ეს რა ოჯახია?-თამაზი ადგა საწოლიდან -მგონი ჯობია დაშორდნენ, რამდენი ხანი უნდა აწვალონ ერთმანეთი, არცერთს არ სურს ოჯახი -ხო, ხო, შეუწყე ხელი, მიდი ამანაც დაანგრიოს ოჯახი, თითქოს მია არ მეყოფა თავში სახლელად -აბა რა გინდა? ვერ გავიგე! არუნდათ ერთმნეთი, იმას ცოტნე ჩამოუვიდა, ამან ნათია მოჩხრიკა, გგონია ახლა შეძლებენ რომ ოჯახს გული დაუდონ და ერთმანეთს გაუგონ? -იმ ცოტნემ დიდიხნისწინ მიატოვა ანა, რაც შეეხება ნათიას ქმართან გაყრილი არაა და შეიძლება შევარიგოთო, ასე უთქვია ბებიამის, ხოლო ჩვენი ბავშვები უნდა დაშორდნენ და დაიტანჯონ ვიღაც სულელების გამო იმიტომ რომ თავის დროზე ერთმანეთი არ დააფასეს -მია ჩვიდმეტი წლის მოიტაცა იმ ნაბიჭვ.რმა, მიყვარსო, გიჟდებოდა, სულელდებოდა ჩვენს გოგოზე, მიაც სიგიჟემდე შეყვარებული მასთან დარჩა, მერე გვარწმუნებდა რომ არაა ნორმალური ეს ბიჭი და წამიყვანეთო, ჩვენკი იმის ნაცვლად წამოგვეყვანა ვარწმუნებდით ოჯახი შეენარჩუნებინა გახსოვს? გახსოვს როგორ არწმუნებდი ოჯახი არ დაენგრია? და რა მივიღეთ? აღმოჩნდა რომ ნარკომანი სიძე გვყოლია, სანამ არ დაიჭირეს იქამდე ვერ დაგვარწმუნა -ეს სხვაა-ჯიუტად არ ეთანხმებოდა თამუნა ქმარს -ჯანდაბა მე აღარ ჩავერევი მათ საქმეში, არცერთს არ უნდა ოჯახი, ანას მშობლებმაც ხომ გაიგე რაც თქვეს, რაცუნდათ ის უქნიათო, ქმარი ლაშაა და მან მიხედოსო -გავიგე გავიგე-აბუზღუნდა თამუნა და ოთახიდან გავარდა. ნათიამ ტელეფონი დილით ჩართო და დეიდას დაურეკა, მოახსენა კარგად ვართო და გადაეცა გაბრიელისთვის რომ ჯერ მასთან ლაპარაკის თავი არ ქონდა, გაუთიშა სანამ კითხვებს მიაყრიდა ნანა და გათიშვას აპირებდა საერთოდ ტელეფონის რომ დაურეკა უცხო ნომერმა, ჯერ იფიქრა გავთიშავო მაგრამ მაინც დაინტრესდა ვინ ურეკავდა და უპასუხა -ნათია?-გაისმა უცნობის ხმა ტელეფონში -ვინ ბრაძანდებით?-დაფრთზა გოგონა უმალ და ინანა რომ უპასუხა საერთოდ -ლაშა ვარ ნათია-გაისმა ლაშას ჩავარდნილი ხმა, ნათია აიბან -გთხოვ არ გამითიშო-ისევ ლაშას ჩავარდნილი მუდარანარევი ხმა გაისმა -აღარ დამირეკო-უთხრა მკაცრი ტონით და გაუთიშა უმალ, ლაშამ მაშინვე დარეკა მაგრამ ნათიამ საერთოდ გამორთო ტელეფონი. ისეთი აფორიაქებული და აღელვებული იყო ადგილს ვეღარ პოულობდა, ვერ ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა ლაშა, ან არუნდოდა მიხვედრა. ლაშას როგორცკი ესემესი მიუვიდა, რომ ნათიამ ჩართო ტელეფონი მისწერა ,,გთხოვ მიპასუხე" ,,ნათია გთხოვ" ,,უნდა დაგელაპარაკო" ,,მიპასუხე არ გამითიშო" მისწერა სწრაფად და დაურეკა, პირველ ზარზე არ უპასუხა, მეორეზე კი უპასუხა ნათიამ -გთხოვ მომისმინე არ გათიშო-მიაყარა ლაშამ -გისმენ, მაინტერესებს რა გაქვს სათქმელი -ნათია, გეფიცეფი არმინდოდა ასე რომ მომხდარიყო, გაბრიელმა ყველაფერი არასწორად გაიგო, მე არ მინდოდა შენთვის ცხოვრების გართულება, მითუმეტეს შენს ოჯახთან რომ პრობლემები გქონოდა ჩემსგამო -მაგრამ ასე მოდა-ბრაზობდა ნათია -გაბრიელსაც ავუხსნი ყველაფერს -იმედია-ნათია კვლავ უბრაზდებოდა -შენ როგორ ხარ? სად ხარ?-ლაშამ მაინც ვერ შეიკავა თავი და კითხა -კარგად ვარ-მოუჭრა და გაუთიშა. ლაშას დანაშაულის მძიმე შეგრძნება ოდნავ შეუმსუბუქდა რახან ნათიას დაელაპარაკა და ახლა გაბრიელთან ქონდა საქმე გასარკვევი და ემზადებოდა ამ მძიმე საუბრისთვის როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. ლაშა თორნიკეს მიადგა სახლში და რჩევა კითხა გაბრიელის თემაზე -ბიჭო არ გინდა რა-თორნიკე მის გადარწმუნებას ცდილობდა -რაღაცნაირი როჟაა -უნდა დაველაპარაკო, ჩემსგამო ნათია სახლიდან წავიდა, უნდა იცოდეს რომ არაფერი არ ხდება და ნათიას ტყუილად აწყენინა -ლაშა სისულელეს ჩაიდენთქო გეუბნები, ვიცნობ რა მაგ როჟას, ვიცი რაცაა -თორნიკე დამნაშავე ვარ, ნათიასთან, თორემ სულ ეგ რას იფიქრებს, უბრალოდ არ მინდა ნათიას ცხოვრება გაურთულონ, ხომ გესმის -როდის აპირებ რო ნახო? -რავი ხვალ, დღეს მაგ კრეტინის თავი არ მაქ, თან სახლშიც გაიგეს და გამიჭედეს -რა გემართება? ნათია ვაბშე არც მახსოვდა -მეც მეგონა რომ არ მახსოვდა, მაგრამ მაღაზიაში რომ დავინახე მაშინვე ვიცანი -ხო მახსოვს სკოლაში გევასებოდა ეგ გოგო მარა მერე არც გიხსენებია და მეც მიმავიწყდა საერთოდ -სანამ სკოლას დაამთავრებდა გათხოვდა და რაღა იყო სალაპარაკო -ლაშამ თორნიკეს შეხედა ამღვრეული თვალებით -ჩანს არ დაგვიწყებია-წარბი აწკიპა ბიჭმა -მართალი გითხრა ზუსტად არც მე ვიცი რას ვგრძნობ, სკოლა დავამთავრეთ და ის მაშინ მეცხრეში გადავიდა, მერე მე და შენ ჯარიში ვიყავით და სანამ დავბრუნდით და აზრზე მოვედი ის უკვე დანიშნეს და გაათხოვეს -მე მარწმუნებდი სულ ო, ესეიგი არ გეკიდა როგორც ჩანს -ხო მეგონა მეკიდა, დავივიწყე კიდეც, სკოლა რაც დავამთავრე იმის მერე არ შემხვედრია -მაგრამ ეხლა ისევ აგირია თავგზა? -ასე გამოვიდა-მხრები აიჩეჩა ლაშამ და სიგარეტს მოუკიდა -რაქენი დაურეკე?-თორნიკე. ვერ მოითმინა და კითხა -კი... კარგახანს კი მაწვალა-გაეცინა ლაშას -სანამ მიპასუხებდა -გოგოებს უყვართ ეგ-გაეცინა თორნიკეს -ძაან ჯიგარი ხარ რომ მიჩალიჩე ნათიას ნომერი -აბა ძმები რისთვის ვართ? იმ სი.ს რომ არ დაესწრო ნათიას მე მოგატაცებინებდი -ხო აზრზე მოსვლა არ მაცადეს, ისე მალე გათხოვდა -მისმინე ეხლა რას აპირებ? -არაფერს-მხრები აიჩეჩა ლაშამ -გაბრიელს დაველაპარაკები და ამით მორჩება, არ მინდა ჩემგამო თავგზა აებნეს ნათიას, ისედაც ძალიან ცუდადაა, თან ქმარს გაშორებულიც არაა, რა აზრი აქვს ჩემს გამოჩენას მის ცხოვრებაში, მითუმეტეს რომ ანასთან ურთიერთობა ჯერ მეც არ გამირკვევია, ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის -შეძლებ კი ანასთან ცხოვრებას როცა ნათიამ ისევ გაგიღვიძა ძველი გრძნობები? -გრძნობები რომელიც ისე დაფერფლა რომ არცკი ანთებულა ცეცხლი-ლაშას გაეცინა -მისმინე შემიძლია მისამართიც გაგიგო-ყოყმანით უთხრა თორნიკემ, ბებიაჩემი თამარის დაქალოჩკაა და ისე მოვაგვარებ მაგ თემას აზრზე ვერ მოვა ბებიაჩემი -ტვინს ნუ მირევ-თორნიკეს შეანათა აციმციმებული მწვანე თვალები და გაეცინა -შენ დიდი ხნია ტვინი არეული გაქ-თორნიკემ ხელი ჩანია. ლაშა სახლში დაბრუნებისას იმის ფიქრში იყო მისამართი გაეგო თუარა ნათიასი, რომ მოსახვევიდან გამოსულმა თვალი კიდა შავ ლექსუს, რომელიც მისი ეზოს ბოლოში იდგა გაჩერებული, ლაშამ მანქანის სიჩქარეს მაქსიმალურად უკლო და აკვირდებოდა ლექსუს, რომელიც მიახლოებისთანავე მიხვდა რომ ცოტნესი იყო, მართალია როგორცკი სიჩქარეს მოუმატა ლაშამ მაშინვე დაიქოქა ლექსუსიც და მოტყდა ადგილიდან და ლაშამ ნომრები ვერ გაარჩია ზუსტად თუმცა ზუსტასდ იცოდა რომ ეს ცოტნეს ლექსუსი ოქნებოდა, გაეკიდა, კარგახანს სდია მაგრამ გზიდან გადაუხვია ცოტახანში ლექსუსმა და თვალიდან დაეკარგა ლაშას, გაავებული ბიჭი სახლში დაბრუნდა და გიჟივით ავარდა კიბეებზე, იზეთი ხმაური გამოიწვია მისმა სახლში დაბრუნებამ რომ ყველანი გარეთ გაცვივდნენ და როგორცკი თვალი მოკრეს მეორე სართულზე ასულ ლაშას უკან მიყვნენ, გააფთრებული ბიჭი ოთახში შეუვარდა ცოლს, რომელიც მაშინვე დაძაბული ფეხზე წამოვარდა საწოლიდან -უკვე სახლთანაც გაკითხავს?-იყვირა ბოლო ხმაზე ლაშამ -რას ბოდავ?-ვითომ ვერაფერს ხვდებოდა ანა -ამდენს იმიტომ ბედავს რომ შენ აძლევ საბაბს ხომ ასეა?-თავზე წამოადგა ცოლს და უღრიალა -ასე იმიტომ იქცევა რომ ასე უნდა-უყვირა ანამ და ამაყად ახედა ქმარს, მათი ზიზღიანი თვალები ერთმანეთს შეეფეთა -შენ რა გინდა?-ისე მშვიდად კითხა ლაშამ თითქოს წამების წინ თავად არ ღრიალებდა -თავი დამანებე-ანამ სცადა გვერდი აექცია მისთვის, მაგრამ ლაშამ მკლავში წაავლო ხელი და არ მისცა წასვლის ნება -მტკივა-ახედა ქმარს -უფრო გეტკინება-დაუღრინა ლაშამ ცოლს და კედელის კუთხესთან მიიმწყვდია -თავი დამანებე-ანას ხმა გაებზარა. -თამაზ გამატარე-თამუნა ცდილობდა ოთახში შესულიყო მაგრამ ქმარი არ აძლევდა უფლებას -შეეშვი თავად გაერკვევიან -თამაზ -თამუნა!-წარბი აწკიპა კაცმა და თამუნაც დაშოშმინდა. -ანა რა გინდათქო შეენ?-გაუმეორა კითხვა ლაშამ -ბედნიერება-ამოისლუკუნა ანამ და თავი დახარა -და გგონია ეგ ნაბიჭ.არი გაგაბედნიერებს? გგონია რომ უყვარხარ? გგონია რომ მისთვის ჯერ კიდევ რამეს ნიშნავ? -შენთვის რას ნიშნავს ნათია?-მიახალა ანამ და ახედა სახეალეწილ ქმარს -წარსულს, ჯერჯერობით მნიშვნელოვანს არაფერს, მაგრამ თუ შენ არ გინდა რომ ჩემთვის მნიშვბელოვანი იყო, მაშინ ის ბევრად მეტი გახდება ვიდრე წარსულში და ამ წამს. -რატომღაც შენი არ მჯერა-ანა კვლავ მას ადანაშაულებდა - გჯერა თუ არა, მთავარია ახლა შენ რა გინდა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე -ნუ ცდილობ ყველა პასუხისმგებლობა მე ამკიდო, ისე თითქოს შენ ძალიან გინდა ჩვენი ოჯახის შენარჩუნება -მე ვცდილობბრაღაც გავაკეთო, შენკი არაფერს არ ცდილობ-მხრები აიჩეჩა ლაშამ და ხელი გაუსვა ცოლს -პირიქით ცდილობ დაანგრიო -დანგრევა რომ მინდოდეს აქამდე დავანგრევდი- ანა ჯიუტად იცავდა თავს -კარგი ასე იყოს, ჩავთვლი რომ დღეს რაც მოხდა, ცოტნეს გამოხტომა იყო ჩემს გასაღიზიანებლად და არაფერი სერიოზული არ მომხდარა -ძალიან კარგი-ანა დამშვიდდა, სძულდა ლაშა და უნდოდა კიდეც თავის დახწევა მისგან, მაგრამ როცა საქმე იმ დონემდე მიდიოდა რომ შეეძლო მართლა ისე გაემწვავებინა მდგომარეობა რომ დაშორებულიყვნენ მაშინვე უკან იხევდა, გამბედაობა არ ყოფნიდა რომ ოჯახის დანგრევამდე მიეყვანა საქმე, მუდამ ღალატობდა ნებისყოფა და ახლაც ასე მოხდა, კვლავ უკან დაიხია. ლაშაც ხვდებოდა რომ ანა ეს უკან დახევა და გაჩუმება სხვა არაფერი იყო გარდა პასუხისმგებლობის შიში, შიში იმისა რომ მას დაბრალდებოდა ოჯახის დანგრევა, გიორგის ცხოვრების არევა და მხოლოდ ამიტომ იხევდა ანა უკან. თამუნა და თამაზიჩ დამშვიდდნენ და დაბლა ჩავიდნენ ისე რომ არ ჩარეულან მათ საქმეში, მათ იფიქრეს რომ დროებით მაინც მოგვარდა ყველაფერი. ლაშას ანა როგორც ქალი ყოველთვის ხიბლავდა, ის ძალიან ელეგანტური, მომხიბვლელი და გამომწვევი იყო, ამიტომაც მასზე უარის თქმა უჭირდა, რაღაც უცნაური გრძნობებიც ქონდა ცოლის მიმართ, ამიტომ თავადაც სულ უკან იხევდა როცა საქმე უკიდურესად მძინდებოდა მათ ურთიერთობაში. თუმცა ახლა გაცივდა ის ნაკოწიწები გრძნობებიც და დარჩა მხოლოდ ცოლის სტატუსით ანა მის პირისპირ. ღამე განზრახ დაწვა ანას გვერდით, გრძნობდა ანა რა დაძაბული და გაღიზიანებული იყო, მაგრამ ბოლომდე უნდოდა გარკვეულიყო, არამარტო იმაში თუ რას გრძნობდა ანა მის მიმართ არამედ თავადაც რას გრძნობდა მისადმი, შორე იწვნენ ერთმანეთისგან და ეს მანძილი ნელნელა დაფარა, ისე გააკეთა რომ ანას აეკრო ზურგიდან და ხელი მუცელზე მიადო, ანას მთელი სხეული გადაუცივდა, ერთიანად გაეყინა სხეული, ლაშამ ყელში აკოცა და ზემოდან მოექცა წამებში ცოლს , განზრახ ჩააცქერდა ცივ თვალებში და დაინახა ის რისი დანახვაც უნდოდა, უსაზღვრო ზიზღი, სინანული და ტკივილი, თუმცა მაინც არ გაჩერდა, უგრძნობი ტუჩები მის გაფითრებულ ტუჩებს შეახო -გეყოფა-ანამ მკერდზე მიაბჯინა ხელები და თავი აარიდა -რატომ?-ლაშა თავს იშტერებდა ბოლომდე -არ გინდა გთხოვ-ანამ მზერა გაუსწორა ქმარს -მინდა თან ძალიან-ლაშამ ტუჩები მიაწება მის ყელს კვლავ და ანასგან საშინელი რეაქცია მოყვა მის ქმედებას -თავი დამანებე არ მომეკარო-ლამის უყვირა მწყობრიდან გამოსულმა და ფეხზე წამოვარდა დაფეთებული გოგონა -გაგიჟდი? -ლაშა მაინც არ ჩერდებოდა -არ მომეკარო-შეშინებულმა ანამ უკან დაიხია, ლაშა რაც მეტად უახლოვდებოდა მით მეტად შეშინებული გოგონა უკან იხევდა და როცა კედელს მოეჯახა ცრემლები მოეძალა, ლაშა თავზე წამოადგა, კედელს ხელები მიაბჯინა და მოიმწყვდია ცოლი ხელებშორის -მე გავალ-დაუსისინა ყურთან და წამში აორთქლდა ოთახიდან, დამფრთხალი ანა კი იატაკზე დაცურადა და ატირდა. ლალი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო მომხდარით -ძალიან კარგი თუ სახლიდან გაიქცა, აწი ეცოდინება რომ ჩვენს იქით გზა არ აქვს-თქვა გეგამ -ეგ ისეთი არანორმალურია არ გამიკვირდება რამე უარესი გააკეთოს-ლალი მაინც ვერ იყო მშვიდათ -ვაიძულებ შემირიგდეს-გამოაცხადა მოულოდნელად სანდრომ და სავარძელში ჩაეშვა -რაა?-გაოცდა ლალი -უნდა შევურიგდე და მერე მოვუვლი როგორც საჭიროა -მიმხედი რომ ყოფილიყავი მიხედავდი-გაბრაზდა ქალი -რატომ უნდა შეურიგდე, როგორც ქალი გიზიდავს?- მართლა გულწრფელად დაინტერესდა გეგა -კი და თან ძაან, აბა თერთმეტი წელი იმიტომ კიარ მყავდა რომ ცოლის სტატუსი ქონოდა მარტო -ესეიგი შენი ცოლის მიმართ მთლად გულგრილი არ ყოფილხარ-დაასკვნა ლალიმ -აახლიდან რატომ გაიქცა?-დაინტერესდა გეგა -გაბრიელმა მითხარ შევკამათდითო, არც მე მინდა მაღაზიაში იმუშაოსო და მაგიტოო, მაგრამ არ მჯერა, ასე რომ აუხტა ნათია ესეიგი სერიოზული მიზეზი ქონდა -მაინც? -ჩაეკითხა ლალი -არვიცი მაგრამ გავარკვევ-დაისისინა სანდრომ და დააბრიალა შავი თვალები. ლაშა მთელი ღამე ნათიას თმის სამაგრს დასცქეროდა და იმაზე ფიქრში იყო, როგორ მოქცეულიყო, რა იყო სწორი ამ შემთხვევაში, რა იქნებოდა მაღტებული მააინ როცა მასაც შვილი ყავს და ნათიასაც, მითუმეტეს რომ ორივე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა იმის მიუხედავად რომ ოჯახები თავზე დაენგრათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.