შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი [I აქტი]


8-08-2020, 09:13
ავტორი dimitrikvirik
ნანახია 1 133

შესავალი

ჩვენ, ყველა, ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და რატომ ვითარდება მოვლენები ჩვენ გარშემო ისე, როგორც ვითარდება. ამის გასაგებად ადამიანთა ერთი ნაწილი მიმართავს რელიგიას, მეორე ნაწილი მეცნიერებასა და წიგნებს, თუმცა შეიძლება ჩვენ პასუხების ერთი პროცენტიც არ ვიცით და სამყაროს კიდევ ბევრი გამოცანა დგას ჩვენ წინ, რაც უფრო გვირთულებს ძიებასა და პასუხების პოვნას.
მაგრამ რისთვის გვჭირდება ეს პასუხები? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ ყველაფრისთვის ახსნის მოძებნას?! როცა კაცობრიობამ ისწავლა ცეცხლის ანთება, მათ არ იცოდნენ, თუ რატომ ჩნდებოდა, რისთვის იყო საჭირო, მათი აზროვნებისთვის ეს მიუწვდომელი იყო. ნელ-ნელა ყველაფრის ახსნა დაიწყეს ზეციური ძალებით: ცეცხლი ჩნდებოდა, თანატომელი კვდებოდა, ზოგიერთი დღე შიმშილობდნენ ან პოულობდნენ საკვებს. ამ მოვლენების საწყისად კეთილი და ბოროტი ძალები მიიჩნიეს - თუ მთელ ტომთან ერთად შეძლებდნენ მამონტის მოკვლას, მაშინ მათ ეხმარებოდათ კეთილი ძალები, ხოლო თუ ვიღაც იღუპებოდა, მაშინ ადანაშაულებდნენ ბოროტ ძალებს.
ეს იდეოლოგია კაცობრიობასთან ერთად ვითარდებოდა და იცვლებოდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ელვა მიწაზე ზევსის ნებით არ ეცემა. ბევრ კითხვას გავეცით პასუხი, მაგრამ ამავე დროს ბევრი სხვა რამის შესახებ დავფიქრდით. თუ ოდესმე გვეცოდინება პასუხები, იქნებ ჩვენმა აზროვნებამ აღარც მიიღოს, ან იმ დროისთვის უკვე აღარ ვიქნებით ადამიანები, არამედ ვიღაც სხვები, რაღაც სხვები, ზეადამიანები.
რა იქნება ჩვენი მომავალი? თუ უკვე, ამის თქმისასაც კი ვცდებით რაღაცაში და რამე ეშმაკური დეტალი გამოგვრჩა, რომლის გამოც ყველაფერს ვერ ვიგებთ? შევძლებთ ამ დეტალის მოძებნას?
ეს ისტორია არ მოგცემთ ყველა კითხვაზე სრულყოფილ პასუხს, მაგრამ მოგცემთ ერთ-ერთ ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ისტორია, თუ ყველაფერი გვეცოდინება და თუ შენარჩუნდება საზღვარი სიკეთესა და სიბოროტეს შორის.

თავი 1 - მეტეორიტი
გამარჯობა მეგობარო. თუ შენ ეს წერილი იპოვე, გეხვეწები, არ დახიო და წაიკითხო ბოლომდე, რადგან მინდა მოგიყვე ჩემი დაუჯერებელი ისტორია, რომლის გამოც ვწერ ამ ყველაფერს.

            ჩემი სახელია გაბრიელი და მე საკმაოდ კარგ ოჯახში ვიზრდებოდი. მამაჩემს მუდამ ჰქონდა იმდენი ფული ყოველთვის  რომ გვყოფნოდა. ჩვენ გვქონდა დიდრონი ორსართულიანი სახლი მხევლებით, ვერცხლის ჭურჭლით, უზარმაზარი საწოლებითა და ნახატებით მოფენილი კედლებით. მასწავლიდნენ პრესტიჟულ სკოლაში და როგორც მახსოვს, მამაჩემი ბევრს იხდიდა განათლებაში, თუმცა, როგორც იტყვიან, ყველაფერი წყალმა წაიღო, როდესაც მოხდა საფრანგეთის რევოლუცია.

            1789 წელს გავიგე, რომ მშობლები დაიღუპნენ ხანძარში, რომელიც მთელ ქალაქს მოედო გრიგალივით. მაშინ ვიმყოფებოდი ბიძაჩემთან სტუმრად და ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინეს. თოთხმეტი წლის ვიყავი, მაგრამ უკვე ვხდებოდი, რომ ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ დაეტოვებინათ ჩემს მშობლებს, პეპლად იქცა და გაფრინდა. ეგ იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, მაგრამ იმ დროს ერთი კეთილი კაცი დამიდგა გვერდით და ეს ბიძაჩემი გახლდათ.

ბიძაჩემი ერიკი  მოვაჭრე იყო , ჩემთვის კუშტი პიროვნება. მუდამ ბარებში დადიოდა იქით-აქეთ და მუცელს ივსებდა ათასნაირი საჭმლით. ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის უწყობდა ხელს. როდესაც მშობლები მასთან მტოვებდნენ, ვგრძნობდი, რომ მისთვის ზედმეტი პრობლემა ვიყავი, თუმცა ხანძრის შემდეგ მასში რატომღაც გაიღვიძა თანაგრძნობამ  ჩემ მიმართ. მაშინ ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ რამეს და ამასთანავე იმას, რომ კაიუტას მომცემდა თავის გემზე, არა.

ის გახდა ჩემი მეორე მამა და ყველანაირად მეხმარებოდა. ვაჭრობაც კი მასწავლა  და მე კი სანაცვლოდ მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, ვეხმარებოდი სავაჭრო საქმეებში, ყუთების გადაზიდვაში, საქმეების დალაგებასა და კიდევ ბევრ სხვა რამეში, თუმცა მუდამ ასე არ გრძელდებოდა.

1793 წლის ზაფხულის ერთ-ერთი კარგი მზიანი და ოდნავ ქარიანი დღე იყო. ერიკმა ჩვენი სატვირთო გადაზიდვისთვის ამერიკაში შეკრიბა ახალი ეკიპაჟი,  ერთი შეხედვითაც კი ჩანდა, რომ სოფლელები იყვნენ და ათამდე რიცხვების დაჯამებაც კი არ იცოდნენ. რასაკვირველია,  იქვე ვანიშნე ერიკს,  თუ რა  უტვინოებისგან შეეკრიბა  ეკიპაჟი. მან გაამართლა თავი იმით, რომ ამ რთულ დროს ვერ გადათხრიდა მთელ ქალაქს რამდენიმე წესიერი მუშაკის საპოვნელად და რაც იყო იმით შემოიფარგლა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო ვინ იქნებოდა ეკიპაჟში და რამდენად იქნებოდნენ ალგებრაში გარკვეულნი, მთავარი იყო ის, რომ გემი არ ჩაეძირათ ზღვაში.

იმ დღეს ვასრულებდი ჩემს უმნიშვნელოვანეს ნაშრომს „რელიგიის პროპაგანდა საზოგადოებაზე“. ამ ღამეს უნდა დამესრულებინა, მაგრამ ძილი, რომელიც  იყო ჩემი მთავარი მტერი, მომერია, სწრაფად ჩავწექი   საწოლში ძილი რომ არ გამტეხოდა და ჩემი ყავისფერი თვალები დავხუჭე.  ერთი წუთიც კი არ გასულა უცებ  ფანჯრიდან გამოსული ლურჯი სხივი დამეცა თვალზე. მე თავაუღებლად ოდნავ გავახილე თვალები და  მძიმე ჰაერი შევისრუტე, დავიძაბე.

ასეთი შეგრძნება პირველად მქონდა. ნებისმიერ  წამს შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო. კაიუტაში დალაგებული ნივთები გაჟრიალებულიყო  და რამდენიმე დავარდა. ხმა ისმოდა, რომ რაღაც დიდი სხეული მოექანებოდა ჩვენკენ და უცებ ვიგებ დგაფუნის ხმას.

სწრაფად  წამოვდექი საწოლიდან. დერეფანში ვიღაცის მგლური ნაბიჯები ისმოდა. ეკიპაჟი იქნება - ჩავიფიქრე  და ყავისფერი ტუმბოდან ავიღე სანთელი, ავანთე და კარების ზღურბლთან მივედი.

ერთმა ჩემ გვერდით გაირბინა, მაგრამ უცებ შევაჩერე და ვკითხე:

-        სდექ! რა ხდება?

-        გემთან რაღაც ჩამოვარდა. - დაბნეულმა მიპასუხა.

-        კაპიტანს უთხარით უკვე?

-        არა, ახლახანს გავიგე.

ერიკის კაიუტა ჩემის გვერდით იყო. როცა კაიუტის კარებიდან გამოვედი, რომელიც პატარა იყო და ჩემი მაღალი სიმაღლით ძლივს გავედი, შევედი ერიკთან და ,რაც უნდა გასაკვირი იყოს, მშვიდად ეძინა, თითქოს ტკბილ სიზმარში იყო, არც არაფერი მომხდარიყოს. დიდი ძალისხმევის შემდეგ გავაღვიძე და ვუთხარი:

-        ბიძია, მიდი ადექი! პრობლემები გვაქვს!

-        ჰა? რა პრობლემები? შენ იცი რომ...

-        მე ვიცი, რომ მთელი ღამე არ გეძინა, მაგრამ ჩვენ საგანგებო სიტუაცია გვაქვს!

-        ვერც წავთვლიმე, შენ, ის, რა ჰქვია, ჩემი მოადგილე ხომ ხარ და შენ თვითონ შეძლებ ყველაფრის მოგვარებს. 

მოადგილეობა... მეგონა, რომ ასე დააჯილდოვა ჩემი წვალება ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამით  საკუთარი ვალდებულებების ჩემზე გადმოტანა უნდოდა.

უეცრად კარის ზღურბლიდან მთხოვეს, რომ ბორტზე ავსულიყავი, რათა დამენახა რაღაც უცნაური სხეული, რომელიც ტივტივებდა გემთან ახლოს  დაახლოებით ოც მეტრში.  დავტოვე ერიკი და  ბორტზე ავედი, სადაც ისეთი რამე აღმოვაჩინე, რაც რეალობაში ნანახს არ ჰგავდა. ეს  უცნაური ფორმის ქვა იყო, რომლის ზედაპირიდან ამოსული იყო ნატიფი ლურჯი ფერის კრისტალები.

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ არ ვიყავი მომზადებული ასეთი რამისთვის და  არც ვიცოდი, თუ რა გამეკეთებინა ამ სიტუაციაში. ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც კრისტალები ძვირფასეულობად მიეჩნიათ, დუჟმომდგარნი მიბიძგებდნენ სასწრაფოდ მათ გადატანას გემზე.

კი, იყო  ერთი-ორი მოწინააღმდეგეც. ალბათ, მათ რაღაც აზროვნება გააჩნდათ, არც ისეთი შტერებისგან შეკრიბა ეკიპაჟი ერიკს, როგორც თავიდან მეგონა,  მაგრამ მათ იქვე ჩააგონეს და განიცადეს დეგრადაცია. ასე კვდება ხოლმე აზროვნების ბოლო ნაყოფი  საზოგადოებაში.

  ამ სულელურ იდეის განხორციელების უფლება, რასაკვირველია, არ მივეცი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული გადაზიდვის უსაფრთხოებაში. ჟრუანტელს ვგრძნობდი და ვდუმდი, ციდან თუ ჩამოვარდა, რაღაც უფლის მინიშნება იყო, მაგრამ აბა რისთვის  აინტერესებდა ფულისგან დამშეულ ეკიპაჟს ჩემი განცდები?! მათ ერთი სურვილი ჰქონდათ, თავიანთი დანგრეული ხის სახლებიდან  გაქცეულიყვნენ და ახალი ცხოვრება ეპოვნათ. ამის გამო მათ თავში ქარაფშუტა, ირაციონალური აზრები  დანავარდებდა. სისულელე ნებისმიერ ომზე და ბოროტ საქციელზე საშიში და სახიფათოა.

ვცდილობდი, რომ ჩემს აზრზე დავრჩენილიყავი,  მაგრამ, რაკი მე ვიყავი ერთი და ისინი  კი ათნი, უმრავლესობის წინააღმდეგ დიდი ხანი ვერ გავძლებდი და მათ მივეცი ამის უფლება, თუმცა  ერიკი  რომ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ისინი მორჩილი ძაღლებივით იქნებოდნენ და ამდენ წინააღმდეგობას ვერ გამიწევდნენ.

ერთი პირობა წავუყენე მათ, როგორც კი ქვა ბორტზე აღმოჩნდებოდა, პირადად შევხედავდი მას და ჩემს დასკვნებს გამოვიტანდი მისი ბაზარზე გაყიდვისა და შემოსავლის პოვნის თაობაზე.  და როგორც კი ქვა ბორტზე ამოიტანეს  და შევეხე მას, კრისტალები ერთბაშად განათდა და თავისი სინათლით ყველა მასთან ახლოს მყოფი დააბრმავა.

ეკიპაჟი  სწრაფად იწევდა უკან, მე კი ყველანაირად ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა. ამ დროს ერიკი, როგორც იქნა ჩვენმა მქუხარე ხმამ გააღვიძა, ბორტზე ამოვიდა და ამ სცენით შეძრწუნებულმა მჭექარედ დაგვიყვირა:

        -ეი! რა შვრებით აქ! და ეს რა ჯანდაბაა! - გაგულისებული ამბობდა იგი.

-        ეს, როგორ აგიხსნა, ამ... - შეცბუნებული სახით ვცდილობდი , რომ რამე მეპასუხა.

-        თქვი მიდი!

-        კრისტალები მოულოდნელად აკაშკაშდნენ, როცა შევეხე მათ.

-        შე შტერო! რომელ კრისტალებზე მესაუბრები!  ხომ გითხარი, რომ უნდა გაგეკონტროლებინა... -  ვერ დაამთავრა მან ფრაზა, ანაზდად ქვა შეიკუმშა კენჭის ზომამდე და აფეთქდა.

გემი იმავე წამსვე განადგურდა; დაიშალა ნაწილებად და ნაწილები ნაწილებად. რა თქმა უნდა, ეპიცენტრში მდგომი ადამიანები, შეიძლება ითქვას,  ბდღვირად იქცნენ და მიმოიფანტნენ ცაში, მაგრამ ეს ინციდენტი რატომღაც მე არ შემეხო.

ვფიქრობდი, რომ ჩემი ბოლო წამი დადგა და აი, ყველა საქციელზე ზემოთ მომიწევდა გამეცა პასუხი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, როცა გავახილე თვალები ჩემს ზემოთ ჩვეულებრივი მოკრიალებული მზის სხივებისგან გამთბარი თბილი ცა ჩანდა, არადა ღრუბლებში ფარფატს ველოდი,  ხოლო მე ხის გრძელ დაფაზე ვიწექი,  გემის ნარჩენები აღარსად ჩანდა. შემკრთალი ვიყავი ასე რამდენიმე წუთი,  სანამ არ დავინახე ჰორიზონტიდან ჩემკენ მომავალი გემი.  წამოვიწიე, თუ ჩემს მოძრაობას წამოწევა ერქვა, რადგან ტალღებისგან დაღლილი ვიყავი  და ხელების  ქნევა დავიწყე.

გემის ეკიპაჟი  ჯერ გაკვირვებული შემცქეროდა, მაგრამ სწრაფად გონზე მოვიდნენ; ამომიყვანეს; გამათბეს; მაჭამეს და ყველანაირი დახმარება გამიწიეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა უკვე გამთბარი, ნაჭამი და მორალურადაც ცოტა დამშვიდებული ვიყავი, გემბანზე ვიჯექი, კაპიტანი მომიახლოვდა და რამდენიმე შეკითხვა დამისვა:

-        გაბრიელ, გახსოვთ როგორ აღმოჩნდით იმ ხის დაფაზე ? - ჰკითხა კაპიტანმა და ყველაფერი მოვუყევი, რაც კი მახსოვდა იმ მომენტში.  და უეცრად, როგორც ელვამ, აფეთქების მომენტმა გაიარა ჩემს თავში და როცა მივხვდი,  რომ ამის გამო ბიძაჩემი დაიღუპა, თვალებიდან  ცრემლები წამსკდა.

-        ის იყო ჩემი ერთადერთი ნათესავი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა და ახლა... - ვერ ვიჩერებდი ქვითინს.

-        ვიცი, თუ რას განიცდით. მეც დავკარგე საყვარელი ადამიანი და...

-        აჰ. გასაგებია. ჩემთვის კი ეს უკვე მეორეა. პირველად,  ჩემი მშობლები დაიღუპნენ და მაშინ ბიძია დამეხმარა,  მომცა გემზე კაიუტა და დამაწყებინა ვაჭრობა. ახლა მის გარეშე არ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა და ზოგადად როგორ გადავარჩინო ჩემი თავი. არ უნდა მიმეცა უფლება ამ შტერი ეკიპაჟისთვის! ვიცოდი, რომ ცუდი აზრი იყო იმ უცნაური ქვის გადაზიდვა. ახლა  კი დავრჩი არაფრის გარეშე! არც გემი მაქვს, რომელიც ჩემი ერთადერთი სახლი იყო, და არც ბიძაჩემი მყავს, რომელიც სხვის თვალში კი ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილ გმირად იქცა - აღელვებული ვამბობდი.

-        ნუ ადანაშაულებთ თქვენს თავს. ვიცი, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ.

-        და როგორ უნდა დავწყნარდე ახლა?! თქვენი თვალითაც ხედავთ, რომ აღარაფერი არ მაქვს. არც ფული, რომ რაღაცნაირად გადაგიხადოთ, და არც არაფერი. სრულიად მარტო  და  განწირული ვარ.

-        არ მინდა თქვენგან ფული, პირიქით, მე მყავს მეგობარი ბავარიაში, მათ შეუძლიათ მოგცენ ფული, სახლი და კიდევ სხვა რამით შეუძლია ხელი შეგიწყონ.

-        ნამდვილად? თუ ასეა... - დავცხრი რამდენი წამით და განვაგრძე -  არ ვიცი, რა გითხრათ. თქვენ რომ არა, იმ ხის დაფაზე ვიქნებოდი და ან შიმშილით მოვკვდებოდი ან  ზღვაში გავიგუდებოდი. მინდა, გადაგიხადოთ მადლობა, მაგრამ არ ვიცი როგორ. -  გავიღიმე და ცრემლები მოვიშორე.

-        მაგრამ მას აქვს ერთი მოთხოვნა, რომ ენდოთ.

-        ვენდო? მე ზოგადად არ ვენდობი ხალხს და მით უმეტეს ამ ბოლო დროს, მაგრამ თქვენ რაკი გადამარჩინეთ, ვენდობი მათ, როგორც თქვენს მეგობრებს.

კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე  კაპიტანს, რომელიც ტანგამართული და კაპიტნისთვის დამახასიათებელი წვერ-ულვაშით შემომცქეროდა. მან მომცა ერთი კოხტად მოწყობილი კაიუტა, სადაც გავატარე ღამე და დილით მასთან ერთად ეტლით ბავარიაში, ქალაქ ინგოლშტადტში, გავემართეთ.
თავი 2 - ჯგუფი
ერთი დღის შემდეგ კაპიტანთან ერთად უკვე ბარში ვიმყოფებოდი, ადგილი აღარ იყო, როგორც ჩანს, პრესტიჟული ბარი გახლდათ, შესვლისთანავე გავიფიქრე რომ ადგილის გამო უკან გამობრუნება მოგვიწევდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად,  დაჯავშნილი  გვქონია. ველოდებოდი, თუ როდის მოვიდოდა მისი მეგობარი და ლუდის სმითა და არც თუ ისე გემრიელი ხემსის ჭამით, ჩვენს შორის დიალოგი გაიმართა.

-        მთელი გზა ხმა არ ამომიღია, მაგრამ ერთი კითხვა მქონდა.

-        რა კითხვა ?

-        როგორ მიპოვეთ?

-        იმ ღამეს მივემგზავრებოდი ამერიკაში და ანაზდად დავინახე ლურჯი ნათება ცაზე. ვიფიქრე, რომ რაღაც უცნაური მოვლენა იყო  და რადგან ასეთის გამოკვლევა მინდოდა, მოვატრიალე გემი. ვფიქრობდი, რომ რაღაცას აღმოვაჩენდი, თუმცა იქ მხოლოდ თქვენ იყავით.

-        და თქვენ რა მიზნებით მიემგზავრებოდით ამერიკაში?

-        რაღაც საქმით, თუმცა არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო. - თქვა მან, ამ დროს ჩვენს მაგიდასთან მოგვიჯდა ვიღაც უცხო ქერათმიანი კაცი და მოგვესალმა.

-        მაპატიეთ, მაგრამ... - ვთქვი, თუმცა კაპიტანმა  საუბრის გაგრძელება აღარ დამაცადა და მითხრა:

-        ეს ჩემი მეგობარი ავგუსტია, რომელსაც ველოდებოდით.

-        მაპატიეთ, საქმეები მქონდა და თქვენ, როგორც სჩანს, გაბრიელი ბრძანდებით?

-        დიახ. თქვენზე ამბობდა კაპიტანი ლანზო, რომ შეგიძლიათ თანადგომა გამიწიოთ.

-         ჰო, მაქვს საქმე შენთვის. ლამზომ მითხრა   გემის კაპიტნის მოადგილე იყოო, ანუ, ხალხის მართვა იცი.

-        ნუ, ბოლო დროს ცუდად გამომივიდა ეს.

-        არაუშავს. ყველა ცდება ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში. ჩვენს ჯგუფს აქვს ხვალ საღამოთი თათბირი. თუ გინდა სამუშაო, თათბირს უნდა დაესწრო.

-        რა ჯგუფი? კაპიტანს ამის  შესახებ  არ უთქვამს.

-        შენ, არ უთხარი ამას? - ჰკითხა კაპიტანს.

-        მეგონა, შენ ცოტა დროს მისცემდი და ასე ადრე ჩვენს საქმეებში არ შემოიყვანდი.

-        მაპატიეთ, მაგრამ შეგიძლიათ გამარკვიოთ? რა საქმეები და რა ჯგუფი? - ძარღვებაშლილი სახით ვკითხე მათ.

-        შენ გაიგებ ამას ხვალ საღამოთი. აი ამ ადგილას. - თქვა მან და ფურცელზე დამიწერა ადგილის მისამართი.  - რადგან  კაპიტნის მოადგილე იყავი, მგონი კითხვაც გეცოდინება.

კაპიტანმა და თავისმა მეგობარმა ბარი დატოვეს, მე კი ვიჯექი, ვდუმდი და ვფიქრობდი, სჯობდა თუ არა  უცნაურ საქმეებში ჩარევა, რაც  კარგად არ ვიცოდი და   შესაძლოა, არც  უსაფრთხო  იყო ჩემთვის. უეცრად ჩემს  მაგიდასთან მოფრატუნდა ბარის მფლობელი,   პირმცინარი სახით მკითხა:

-        თქვენ  გაბრიელი ბრძანდებით?

-        დიახ ბატონო.

-        მოგეწონათ ჩვენი ლუდი?

-        კი, მაგრამ ხემსზე იმავეს ვერ ვიტყვი.

-        კარგით. დიდი მადლობა, რომ ჩვენ გვესტუმრეთ. - თქვა და ჩაიწერა ბლოკნოტში.

-        აჰ მაპატიეთ.  - ვთქვი  და ხელი ჩავყავი ჯიბეში ფულის ამოსაღებად, მაგრამ რეალურად არც მქონდა, ეს უბრალო ჩვევა იყო,  ჯერ კიდევ მიჭირდა გაცნობიერება, რომ ყველაფერი დავკარგე.

-        არა! არა! არ გინდათ. თქვენ და თქვენი მეგობრები ისედაც ჩვენი პატივსაცემი სტუმრები არიან. - გამიმართლა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა მფლობელს კაპიტნისა და ავგუსტის მიმართ, თორემ ნამდვილად შევრცხვებოდი.

თავდაპირველად ვერ მივხდი, რაზე საუბრობდა, მაგრამ როგორც კი  პატივი ახსენა, მაშინ  მივხდი, ეს რაღაცნაირად არის დაკავშირებული მათ ჯგუფთან და არ არიან მხოლოდ უცნაური მოვლენების გამომძიებლები, როგორც მე ვფიქრობდი, არამედ გააჩნდათ საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ქალაქში.

გაკვირვებული სახით გამოვედი ბარიდან და მივმართე უახლოეს სასტუმროს, რომელიც ერთი-ორი კვარტალის შემდეგ მდებარეობდა  და ოთხსართულიანი იქნებოდა. პატრონმა პირდაპირ სახით მიცნო  და  ოთახის გასაღები ხელში გადმომცა, ნომერი ყველაზე დიდი იქნებოდა სასტუმროში და მხოლოდ მნიშვნელოვან სტუმრების ეძლეოდათ.

-        საიდან  იცოდნენ, თუ რომელ სასტუმროში შევიდოდი? - გავიფიქრე მე და აქ შიში შევიგრძენი; ავკანკალდი და უამრავი  კითხვა გამიჩნდა ამ გასაიდუმლოებულ ჯგუფთან დაკავშირებით.

-        თუ მათ აქვთ იმდენივე პრივილეგიები, რამდენიც ბატონებს, მაგრამ არ არიან ბატონები, მაშინ ვინ არიან?

ეს შეკითხვა მთელი ღამე მაწუხებდა და არ მაძლევდა დაძინების საშუალებას.  შუა ღამეს ბოლთას ვცემდი, ადგილს ვერ ვპოულობდი,  რადგან ვუკირკიტებდი ყველაფერს, რაც ვიცოდი მათზე.

-        ალბათ გადაწყვეტილება დილით მომივა ან შუადღისკენ. - ჩავიფიქრე  და როგორც იქნა ჩამეძინა.

დილით გამოვტოვე საუზმე და გავედი გასასეირნებლად ინგოლშტადტის ქუჩებში. სუსხიანი, ავდრიანი დილა იყო. მზე იმალებოდა ღრუბლებში და ბურუსით იყო შევსებული ქუჩები. ხეები ზლაზვნით  ყრიდა ფოთლებს, რადგან შემოდგომა ახლოვდებოდა. ვსეირნობდი, თან გუშინდელზე ვფიქრობდი, მაგრამ უეცრად ვიღაც კაცმა შემაჩერა და მკითხა:

-        როგორც მივხდი, თქვენ ხართ გაბრიელი?

-        მეათასეჯერ მეკითხებიან უკვე. თქვენ იმ ჯგუფის წევრი ბრძანდებით?

-        არა და არ გირჩევთ, რომ დაესწროთ მათ შეხვედრას.

-        მოიცადეთ...მაშინ ვინ ხართ თქვენ?

-        მე არ შემიძლია ამ ინფორმაციის გავრცელება სანამ თქვენ არ დათანხმდებით.

-        კიდევ ერთი საიდუმლოება...და ახლა მეტყვით, რომ უბრალოდ უნდა გენდოთ თქვენ? და რატომ ხართ თქვენ მართალი და ისინი არა? რატომ არ შეგიძლიათ დამიტკიცოთ? - ხეპრედ ვუპასუხე მას.

-        ხვალ დილით, თქვენ ყველაფერს გაიგებთ.

-        და ახლა რატომ ვერ... - ვერ დავამთავრე წინადადება და უცხო კაცმა ქარივით გააგრძელა თავისი გზა.

უკან გავეკიდე, ძლივს დავაკავე, რომ კითხვა დამესვა კიდევ ერთხელ, მაგრამ დავაგვიანე.

-        ბოდიშით ბატონო!  - ვთქვი და როცა მის სახეს შევხედე, საერთოდ სხვა ადამიანი იყო.

-        დიახ? რამე გინდოდათ ბატონო?

-        დიდი ბოდიში, სხვა ვიღაცაში ამერიეთ.

ეს იყო ძალიან  უცნაური და პარადოქსული ჩემთვის. იმ ადგილას იდგა კაცი და თითქოს, როგორც მოჩვენება გაქრა. მე უკვე აღარ ვიცოდი, თუ რა გამეკეთებინა. ერთი მხრივ, მაინტერესებდა ამ ჯგუფის საქმიანობის გამოკვლევა და მეორე მხრივ, საკუთარ უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი. გამიჩნდა იდეა, რომ მხოლოდ ერთ შეხვედრაზე დავსწრებულიყავი, რათა  მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ამეღო და მეორე დღეს კი უცხო კაცისგან მიმეღო დახმარება. გეგმა კარგად  ჟღერდა, მაგრამ განხორციელების დროს ბევრი რამე სხვანაირად წავიდა.

საღამოს  მოვხვდი შეხვედრაზე, სადაც კაპიტანმა და მისმა მეგობარმა დამპატიჟეს, ჩემთვის ბევრ უცხო ადამიანს ვესტუმრეთ. ადგილი, სადაც ტარდებოდა შეხვედრა, თეატრის მსგავსად იყო, სცენა კი ცენტრში მდებარეობდა. ამდენი სახე იყო, მაგრამ  კაპიტანი და მისი მეგობარი თვალიდან დამეკარგნენ და ვერ ვნახე. რამდენიმე წუთის შემდეგ სცენაზე  გამოვიდა მათი მთავარი წარმომადგენელი, სახელად ადამ ვეიშაუპტი, რომელზეც ერთი-ორიღა სიტყვა სადღაც  მსმენოდა.

იგი საუბრობდა იმ თემაზე, რომელზეც ჩემს ნამუშევარში ვწერდი. თითქოს მთელი აბზაცები დაზეპირებული ჰქონდა, მაგრამ, ვინაიდან ეს შეუძლებელი იყო, დამთხვევას დავაბრალე.

 ინტერესით  ვუსმენდი მის მონოლოგს. როდესაც  დაასრულა საუბარი, ახსენა, რომ ატლანტიკის ოკეანეში ერთ-ერთმა მათი გემის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იწვა ხის დაფაზე.

მივხდი, რომ საუბარი ჩემზე მიდიოდა, შევკრთი და მთავარ შემოსასვლელთან ნელ-ნელა მივედი. კარის სახელური გადავწიე,  ნახევარ მეტრში  ის უცხო კაცი იდგა, რომელიც დილით ვნახე.  მან სწრაფად  მომახვია თავზე ტომარა და გამიტაცა.

თავი 3 - გატაცება
როგორც კი თვალები გავახილე, დავინახე თეთრი ჭერი, რომელზეც ჩემთვის უცხო ენაზე ტექსტი ეწერა, გავიხედე და ასეთივე თეთრი კედლებით ვიყავი შემოსაზღვრული. მარცხენა ფეხის წინ გამოწევა ვცადე, მაგრამ უცბად ჯაჭვმა, რომელიც ჩემს ხელსა და ფეხებზე იყო მიმაგრებული, შემაჩერა.

დავფიქრდი, თუ რატომ მოვხდი  ამ ადგილას და ნელ-ნელა წინა დღის მომენტები გონებაში ამომიტივტივდა. გამახსენდა, ის უცხო კაცი და მისი გაფრთხილება, მაგრამ ვერ ვხდებოდი, თუ რატომ ჩამსვა აქ. მას ხომ  ჩემი დახმარება უნდოდა ან იქნებ მასაც ჰქონდა რაღაც გეგმები ჩემზე? რამდენჯერ უნდა მოტყუვდე,   შენ ხომ არ ხარ ერიკის დაქირავებული ბრიყვებისგან შემდგარი ეკიპაჟის წევრი - ვუთხარი საკუთარ თავს.

რამდენიმე წუთი ვიჯექი ასე იატაკზე და ვდუმდი. ერთი-ორჯერ ავდექი და წამოვიყვირე იმედით, რომ ვინმე დამეხმარებოდა, მაგრამ სიჩუმე იყო, სიკვდილის მომასწავებელი, დამაყრუებელი სიჩუმე.

მოულოდნელად რაღაც ხმა გავიგე. ვიღაც დადიოდა და წამოვდექი, რომ დამეძახა. კედელი, რომელიც ჩემს წინ იყო, როგორც ილუზია გაქრა და დავინახე ის, ჩემი გამტაცებელი.

-        სად ვარ! მითხარი ახლავე! - გაბრაზებული ხმით ვეუბნებოდი მას.

-        Deshu leng kali.

-        რა?!

-        Huli retlin! შეცდომა ავტომთარგმნელის!

-        რა ავტომთარგმნელი?! სად ვარ გეკითხები-მეთქი!

-        თქვენ ახლა იმყოფებით პლანეტის AK-901, ან როგორც თქვენ უწოდებთ, დედამიწის, ორბიტაზე.

-        მოიცადე...რა არის ორბიტა ჯერ ეს მითხარი.

-        ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზედაპირიდან 20 ათას კილომეტრზე.

-        20 ათას კილომეტრზე?! მატყუებთ!

-        არა. შეგიძლიათ თქვენს უკან ილუმინატში ჩაიხედოთ.

ჩემს უკან კედელი გაქრა და დავინახე მრგვალი სფერო, რომელიც გვეკვროდა  მიწით, წყლითა და ღრუბლებით. სხვა მხარეს გავიხედე და დავინახე თეთრი მოკაშკაშე წერტილი, ალბათ ეს მზე იყო. დამჭირდა რამდენიმე წუთი, რომ აზრზე მოვსულიყავი და ეს ყველაფერი გამეგო. ძალიან დიდ შოკში ვიმყოფებოდი, არ ვუჯერებდი  თვალებს. თითქმის დამავიწყდა, რომ გატაცებული ვიყავი და მოჯადოებულივით შევცქეროდი ვარსკვლავებს, დედამიწას და მთვარეს, რომელიც ნახევრად დამალულიყო დედამიწისკენ.

-        დედამიწა ბრტყელი არ არის? ჰომ ასეა?

-        დედამიწა, როგორც სხვა დანარჩენი პლანეტა ანდა ზოგი თანამგზავრი, არის ამგვარი ფორმის.

-        რატომ გამიტაცე? მე ხომ საფრთხეს არ წარმოვადგენდი და შენ კიდევ ჩემი დახმარება არ გინდოდა?

-        ანალიზი...თქვენი ორგანიზმი შეიცავს ლურჯი კრისტალის პატარა ნაწილებს და  თქვენი მდგომარეობა ახლა  არასტაბილურია, შესაძლოა 37 საათსა და 10 წუთში თქვენი ორგანიზმის უჯრედების აფეთქდეს.

-        ჩემი უჯრედები აფეთქდეს? მე არ მაქვს უჯრედები.

და აქ მან დაიწყო მთელი სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენება,  სადღაც 5 საათი გავიდა ჩემთვის ყველაფრის ახსნაში, მაგრამ ზოგიერთ რამეს მაინც ვერ მივხდი, მაგალითად, რას წარმოადგენენ დიოქსისიის ნაწილები, რომლებსაც გააჩნიათ სუპერპოზიცია სანამ მას არ დახედავდნენ. კიდევ ბევრი ჩემთვის უცხო რამე ამიხსნა და მგონი რამდენიმე დღე ანდა თვე დამჭირდება, რომ ის რაც მე არასდროს გამიგია, რაც სკოლაში არ უსწავლებიათ და რაც ყველაზე საჭირო და საინტერესოა ცხოვრებაში, ვისწავლო.

-        კარგი ამ რაღაცების გაგებისთვის  ცოტა დრო დამჭირდება, მაგრამ მაინც ვერ ვხდები, თუ როგორ მოხვდა ლურჯი კრისტალების ნაწილები ჩემს ორგანიზმში და მას  რომ შევეხე, მხოლოდ და ამის გამო გადავრჩი?

-        იმ ინციდენტის დროს  თქვენმა ორგანიზმმა მიიღო საკმარისი რადიაცია, ის ძალა შენარჩუნდა თქვენს სხეულში და  არ გაგანადგურა, როგორც სხვა იქ მყოფი ადამიანები და ახლა ის ძალა გარეთ გამოდის.

-        ანუ, მე უნდა მოვმკვდარიყავი და უბრალოდ ჩემი სიკვდილის საათები გადაიწია. და მოიცადეთ... საიდან იცით ეს ყველაფერი?! მე ხომ არ მომიყოლია.

-        მე ვაკვირდებოდი იმ ობიექტს, რომელიც ჩამოვარდა ოკეანეში.

-        საერთოდ ვინ ხართ? ღმერთი?

-        არა  ღმერთი არ ვარ. ჩემი სახელია ადრონიო, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი გალაქტიკა კენიოდან, ან როგორც თქვენ უწოდებთ, ანდრომედიდან.

-        რობოტი ხარ ანუ.

-        დიახ. რასა ჰიგლო, რომელიც ახლა იმყოფება გამწარებულ ომში კოსმოსურ იმპერიასთან, რომელმაც ნახევარი ანდრომედა დაიმორჩილა. 

-        კარგი! კარგი! მორჩი ძალიან ბევრი ინფორმაციაა ისედაც. ჯერ გამეგებინე ის, თუ რატომ გამიტაცე, რადგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია. ანუ ხომ უნდა ავფეთქდე და ორბიტაზე რატომ?

-        მინდა, რომ თქვენი მდგომარეობა დავასტაბილურო

-        ანუ ჩემი დახმარება გინდათ?

-        დიახ.

 ჯაჭვი  მომხსნა და ლაბორატორიაში შემიყვანა, თვითონ უწოდებდა ამ ადგილს ასე, მაგრამ ასეთი ლაბორატორია არასდროს არ მინახავს, თუმცა ახლა რაც მოხდა, უკვე ისიც არარეალურია.  ჩამსვა რაღაც კაფსულაში,  შემდეგ გაზი შეუშვა შიგნით და გონება დავკარგე.

როდესაც თვალები გავახილე, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი, რაც  მოხდა მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ, დამესიზმრა, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი არ იყო და ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა.

-        გაბრიელ, თქვენ მდგომარეობა ახლა არის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით სტაბილური, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გიწევთ რამდენიმეჯერ ამ პროცედურის გავლა ან შემიძლია ის ლურჯი კრისტალები ამოვიღო თქვენს ორგანიზმიდან, მაგრამ ორმოცდაცამეტი პროცენტი არის ალბათობა, რომ თქვენ დაიღუპებით.

-        არა! არ მინდა იღბალთან თამაში. ისედაც რამდენიმეჯერ საოცრად გადავრჩი.

-        მაშინ ,ჩემი პროტოკოლის გათვალისწინებით, ვერ დაგაბრუნებთ თქვენს მშობლიურ პლანეტაზე, რადგან ჯერ კიდევ რისკში ხართ. თუ თქვენ გაგაჩნიათ ოჯახის წევრები ანდა მეგობრები, მინდა მოგიხადოთ დიდი ბოდიში.

-        ბოდიში არ გინდათ. ისედაც არავინ არ მყავს უკვე. და ერთი კითხვა მაქვს. შემიძლია გკითხო?

-        დიახ, რა თქმა უნდა.

-        რატომ მითხარი, რომ იმ ჯგუფის თათბირს არ დავესწრო?

-        მე არ ვიყავი ეგ პიროვნება. მისი სახე ავიღე, რადგან თქვენ გაკვირდებოდით და ეგ პიროვნება თქვენთვის იყო ერთადერთი, რომლისგანაც დახმარებას ელოდებოდით. მე მინდოდა, რომ თქვენი ნებით წამოსულიყავით, მაგრამ ჩემმა სისტემებმა მანიშნა, რომ იყავით აღელვებული. ამიტომაც მომიწია, რომ სხა მიდგომა გამომეყენებინა და გაგიტაცეთ.

-        ახლა უფრო გასაგებია...

-         გნებავთ, რომ ვინმეს წერილი დაუტოვოთ?

-        კარგი აზრია, მაგრამ ვინ წაიკითხავს? ანდა ვიცი ვის შემიძლია დავუტოვო... - ჩავფიქრდი და განვაგრძე - მომეცი ერთი რამე საწერი და ფურცელი.

ზუსტად ახლა, რასაც კითხულობთ ამ წერილში აღვწერე ეს ყველაფერი. ალბათ, თქვენ არ დაიჯერებთ ჩემს ისტორიას, მით უმეტეს ბოლო ნაწილს. სიმართლე გითხრათ, მეც არ მჯერა ამ ყველაფრის და ვფიქრობ, რომ სიზმარში ვარ, მაგრამ ასეთი რამე არმგონია, რომ მესიზმრებოდეს... უცხოპლანეტელის შექმნილი რობოტი სხვა გალაქტიკიდან, უცნაური ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ დიდი პრივილეგიები ბავარიაში და მეტეორიტის ლურჯი კრისტალები, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და ზუსტადაც მის გამო  აღმოვჩნდი აი, ამ კოსმოსურ ხომალდში.

            არ მჯერა...ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ ესაა რეალურობა ანდა უფრო სწორად რეალობის ნაწილი, რომელიც დავინახე. რამდენად უცნაურია და ამავე დროს სასტიკია ჩვენი ცხოვრება. აქამდე ვიყავი მორწმუნე და მჯეროდა, რომ ბიბლია ამომწურავად მიპასუხებდა ჩემს კითხვებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგი ნაწილი მცდარი იყო და ბევრი რამე არ იყო ნახსენები. თუმცა ღმერთის მაინც მჯერა, მაგრამ მის სიკეთესა და თანასწორობაში უკვე ეჭვი მეპარება.

მე არაფერი დამიშავებია ცხოვრებაში, ვიქცეოდი პატიოსნად და რატომ მომიკლა  მშობლები და ბიძაჩემი. თუ ასე არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი თავებისთვის ვართ აქ მიტოვებული და რწმენა ვერ დაგვეხმარება.

 თავს მოვიკლავ? არა, რადგან ამდენი დამალული ელემენტი აქვს სამყაროს,  არ შევჩერდები,  სანამ ნაწილს მაინც არ შევისწავლი. მინდა მივხვდე, თუ რა არის ჩემი დანიშნულება სამყაროში, რატომ მიწევს ასეთი გზის გავლა.

            მე ვუთხარი ანდრონიოს, რომ ყველაფერი აეხსნა დაწვრილებით. ჯერჯერობით ძალიან ცოტას თუ ვიგებ მის ნათქვამიდან, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო.

            არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა ამ ისტორიის, მაგრამ იცოდეთ, რომ ბევრი რამე ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, მაგალითად, ლურჯი კრისტალები. ვწერ წერილს  იმის გამო, რომ შეიძლება ასეთი ისტორია კიდევ ვიღაცას გაუმეორდეს და ვაწვდი იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაეხმაროს  მომავალში.

            არ ვიცი, თუ რა მელის  მომავალში და სად მიმიყვანს ჩემი კოსმოსური თავგადასავლები ანდრონიოსთან, მაგრამ მჯერა, რომ რაღაცას ვიპოვი, როგორც კაპიტანმა  მიპოვა, ალბათ, ასევე ვიპოვი რაღაცას.  ალბათ, ოდესმე დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, მაგრამ სანამ ჩემი საქმე  დაუსრულებელია, მე არ შევჩერდები.


გაგრძელება ელის...



№1  offline მოდერი Mary Drey

საღამოს ჩავუჯდები. :)

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

მომეწონა ^^
ძალიან მინდა, რომ ეს ჟანრი უფრო პოპულარული გახდეს აქ, ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნე ფანტასტიკური ნაწარმოებების საუკუნეა.

დაველოდები გაგრძელებას, სამეცნიერო ფანტასტიკას დიდი ცოდნა სჭირდება ფიზიკაში, მე ჯერ-ჯერობით მაგიტომ ვერ ვეჭიდები, არ მაქვს საკმარისი ბაზა. ვნახოთ, შენ როგორ მოახერხებ, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე ასე კარგად მიხვიდე.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე განათლებულ ადამიანს აღარ უნდა ეგონოს, რომ დედამიწა ბრტყელია, სირცხვილი მაგას :დდ

რობოტი მომეწონა, უფრო კარგად გავიცნობდი.
წარმატება!

 


№3  offline წევრი dimitrikvirik

Alice76
მომეწონა ^^
ძალიან მინდა, რომ ეს ჟანრი უფრო პოპულარული გახდეს აქ, ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნე ფანტასტიკური ნაწარმოებების საუკუნეა.

დაველოდები გაგრძელებას, სამეცნიერო ფანტასტიკას დიდი ცოდნა სჭირდება ფიზიკაში, მე ჯერ-ჯერობით მაგიტომ ვერ ვეჭიდები, არ მაქვს საკმარისი ბაზა. ვნახოთ, შენ როგორ მოახერხებ, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე ასე კარგად მიხვიდე.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე განათლებულ ადამიანს აღარ უნდა ეგონოს, რომ დედამიწა ბრტყელია, სირცხვილი მაგას :დდ

რობოტი მომეწონა, უფრო კარგად გავიცნობდი.
წარმატება!

გაბრიელი იცოდა, რომ დედამიწა არაა ბრტყელი და უბრალოდ დამტკიცება უნდოდა ამის, თუმცა მაინც შევცვლი მაგ მომენტს. დიდი მადლობა, რომ შეაფასეთ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

დავიწყებ იმით, რომ შესავალშივე სვამს ავტორი აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რაც თითქმის ყველას გვაწუხებს - ვინ ვართ, რატომ ვართ მოსულები, რა მისია გაგვაჩნია, რა არის სამყარო, რა ვიცით მასზე რელიგიურ ჭრილში და ამავდროულად მეცნიერულ მასალებზე დაყრდნობით? ამით მიგვანიშნებს, რომ აპირებს საკუთარი სწავლებებიდან კვლევა-ძიებების ჩატარების საფუძველზე რეფლექსიებიდან გამოწურული რეალური დასკვნები დაგვიდოს და ამისთვის ცოტაოდენი მხატვრული ენით ფანტაზიებისგან ნაშენებ ადგილებში გვამოგზაუროს.
მთავარი პერსონაჟი ცოტა ქედმაღალი და ცინიზმის შტრიხებით შეშხეფებული პიროვნება მომეჩვენა, მაგრამ ჯერ ვერაფერზე დავდებ თავს, რადგან პირველი ნაწილია და პერსონაჟების გაცნობას ახლა ვიწყებ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ნაწარმოების ნაკლი სულაც არ არის, მთავარი პერსონაჟი რომელიმე მკითხველისთვის მოსაწონი თვისებებით არ გამოირჩეოდეს.
რაც შეეხება შინაარსს, ეპიზოდების ბმა ბუნებრივად მიდის და ჩამთრევ ხასიათს იძენს, რაც თავისთავად ავტორის წერის სტილის სიკარგეზე მიუთითებს.
არც გრამატიკის ცოდნასთან არის მწყრალად და ეს თავისთავად ცხადია, კომფორტს ქმნის კითხვისას.
როგორც ვატყობ, მთელი ნაწარმოების მანძილზე რელიგიის და მეცნიერების დაჯახებისგან მიღებული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების წინაშე მოგვიწევს თავგზააბნეულებს ტრიალი და თავისთავად ბევრი საფიქრალი მოგვეცემა. ასევე მომეწონა, რომ გაბრიელი მაინც ღმერთისკენ არის, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
საინტერესოა! მოგყვები!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი dimitrikvirik

ქეთი იმერლიშვილი
დავიწყებ იმით, რომ შესავალშივე სვამს ავტორი აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რაც თითქმის ყველას გვაწუხებს - ვინ ვართ, რატომ ვართ მოსულები, რა მისია გაგვაჩნია, რა არის სამყარო, რა ვიცით მასზე რელიგიურ ჭრილში და ამავდროულად მეცნიერულ მასალებზე დაყრდნობით? ამით მიგვანიშნებს, რომ აპირებს საკუთარი სწავლებებიდან კვლევა-ძიებების ჩატარების საფუძველზე რეფლექსიებიდან გამოწურული რეალური დასკვნები დაგვიდოს და ამისთვის ცოტაოდენი მხატვრული ენით ფანტაზიებისგან ნაშენებ ადგილებში გვამოგზაუროს.
მთავარი პერსონაჟი ცოტა ქედმაღალი და ცინიზმის შტრიხებით შეშხეფებული პიროვნება მომეჩვენა, მაგრამ ჯერ ვერაფერზე დავდებ თავს, რადგან პირველი ნაწილია და პერსონაჟების გაცნობას ახლა ვიწყებ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ნაწარმოების ნაკლი სულაც არ არის, მთავარი პერსონაჟი რომელიმე მკითხველისთვის მოსაწონი თვისებებით არ გამოირჩეოდეს.
რაც შეეხება შინაარსს, ეპიზოდების ბმა ბუნებრივად მიდის და ჩამთრევ ხასიათს იძენს, რაც თავისთავად ავტორის წერის სტილის სიკარგეზე მიუთითებს.
არც გრამატიკის ცოდნასთან არის მწყრალად და ეს თავისთავად ცხადია, კომფორტს ქმნის კითხვისას.
როგორც ვატყობ, მთელი ნაწარმოების მანძილზე რელიგიის და მეცნიერების დაჯახებისგან მიღებული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების წინაშე მოგვიწევს თავგზააბნეულებს ტრიალი და თავისთავად ბევრი საფიქრალი მოგვეცემა. ასევე მომეწონა, რომ გაბრიელი მაინც ღმერთისკენ არის, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
საინტერესოა! მოგყვები!

აუ ძალიან მადლობა ასეთი შეფასებისთვის blush

 


№6  offline წევრი ვიპნი

აზიმოვის ფანი ვარ,საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები,იმ ჯგუფის ამბებმა დამაინტრიგა ყველაზე მეტად.წარმატებები,ველი შემდეგ თავს❣️

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

dimitrikvirik
ქეთი იმერლიშვილი
დავიწყებ იმით, რომ შესავალშივე სვამს ავტორი აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რაც თითქმის ყველას გვაწუხებს - ვინ ვართ, რატომ ვართ მოსულები, რა მისია გაგვაჩნია, რა არის სამყარო, რა ვიცით მასზე რელიგიურ ჭრილში და ამავდროულად მეცნიერულ მასალებზე დაყრდნობით? ამით მიგვანიშნებს, რომ აპირებს საკუთარი სწავლებებიდან კვლევა-ძიებების ჩატარების საფუძველზე რეფლექსიებიდან გამოწურული რეალური დასკვნები დაგვიდოს და ამისთვის ცოტაოდენი მხატვრული ენით ფანტაზიებისგან ნაშენებ ადგილებში გვამოგზაუროს.
მთავარი პერსონაჟი ცოტა ქედმაღალი და ცინიზმის შტრიხებით შეშხეფებული პიროვნება მომეჩვენა, მაგრამ ჯერ ვერაფერზე დავდებ თავს, რადგან პირველი ნაწილია და პერსონაჟების გაცნობას ახლა ვიწყებ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ნაწარმოების ნაკლი სულაც არ არის, მთავარი პერსონაჟი რომელიმე მკითხველისთვის მოსაწონი თვისებებით არ გამოირჩეოდეს.
რაც შეეხება შინაარსს, ეპიზოდების ბმა ბუნებრივად მიდის და ჩამთრევ ხასიათს იძენს, რაც თავისთავად ავტორის წერის სტილის სიკარგეზე მიუთითებს.
არც გრამატიკის ცოდნასთან არის მწყრალად და ეს თავისთავად ცხადია, კომფორტს ქმნის კითხვისას.
როგორც ვატყობ, მთელი ნაწარმოების მანძილზე რელიგიის და მეცნიერების დაჯახებისგან მიღებული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების წინაშე მოგვიწევს თავგზააბნეულებს ტრიალი და თავისთავად ბევრი საფიქრალი მოგვეცემა. ასევე მომეწონა, რომ გაბრიელი მაინც ღმერთისკენ არის, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
საინტერესოა! მოგყვები!

აუ ძალიან მადლობა ასეთი შეფასებისთვის blush

იმედები არ გამიცრუო, თორემ მაგასაც დავწერ :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent