ორ სამყაროს შორის (თავი 2)
ჩემი ოთახი განსაკუთრებით მიყვარდა, ჩემ სტილში იყო მოწყობილი. ის ჩემი სახლის ყველაზე კომფორტულ კუთხეს წარმოადგენდა. იქ როგორც ფიზიკურად ისე სულიერად ვისვენებდი. ყველაფერი თითქმის თეთრ, ნაცრისფერ და ღია ვარდისფერებში მქონდა. ვახელ თვალს და ვხედავ ჩემი საწოლის წინ დაგებულ ნაცრისფერ ნოხზე ვდგავარ. ვარდისფერი ჩემი საყვარელი საღამურები მაცვია. თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ. ფიზიკურად მე ვარ, მაგრამ მას ვერ ვმართავ... თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ. ეხლა მაგალითად უზარმაზარ აივნის კარ-ფანჯარიდან, რომელზეც თეთრი ფარდა ჰკიდია და სიო შემოდის, მინდა გადავხტე. დარწმუნებული ვარ, რომ გადავხტები, მაგრამ ეს იმის გამო არ მინდა, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნა. გადავხტი და უცბათ დეჟავუ მქონდა გონებაში. ამოტივტივდნენ მოგონებები, გრძნობები და მთელი სისწრაფით ჩამიქროლეს, ისე რომ ბევრი კადრები არ დამიტოვა, მხოლოდ გრძნობა, რაც ჩემი ფანჯრიდან მიწამდე დიაგონალში განვიცადე. ამ ჯერად, მაინც რაღაც განსხვავებული მოხდა. ეს ვიგრძენი, როცა ჩემ ფეხზე დავეცი. არ მიღრძვია, გადავრჩი. მივდივარ. სად? ბნელა ვივიენ! მივდივარ იქ, სადაც უკვე ნამყოფი ვარ. მივდივარ, მაგრამ სასტიკად მეშინია. მარტო ვარ. მცივა. მხოლოდ მწერების ხმა ისმის. სურვილით, რომ რამე დავინახო თვალები გაფართოებული მაქვს, მაგრამ მხოლოდ ბნელა. გითხრათ ყველაზე შემზარავი რა არის? იქ არც ცხოველი იყო, არც ვინმე მთვრალი და არც მდინარე დამხვდა ადიდებული რომ მას წავეღე, იქ ის ადამიანი მელოდა, რომელსაც ვიცნობდი, იქ ის იყო, რომელმაც პირველად აქ მომიყვანა „ძალათ“. ვგრძნობ ჩემი და იმ არსების ან რავიცი ზეციური ძალის, რომელიც მე განმკარგავდა, სურვილები ემთხვეოდა. მიდიოდა ვივიენი და ნამდვილ ვივიენსაც იგივე სურდა, იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში. მიისწრაფოდა სიმართლისკენ, რომელიც გონებას გაუხსნიდა და კითხვებზე პასუხს მისცემდა. მივედი მივუახლოვდი, მაგრამ კვლავ არ მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყურებს მაინც არ გავრბივარ. -მდინარეში არა, მაგრამ მდინარესთან გიპოვე -ვინმესთან, ან რამესთან თუ იქნები, ან მასში უნდა იყო, ან არსად... -ვინ ხარ? -შენ ვინ ხარ? -ვფიქრობ იცი ვინც ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემ ოთახში უაზროდ არ შემოხვიდოდი და არ წამიყვანდი, იმის გამო, რომ შიშებთან მებრძოლა. -ვფიქრობ გონება წინააღმდეგობას აღარ მიწევდა და სასურველი კითხვა დავსვი მან ყურადღება არ მომაქცია. მოვიდა. ღმერთო მის გულისცემას ჩემში ვგრძნობდი. მისი სიახლოვეც კი სითბოს მგვრიდა. წამავლო ცხელი ხელი, იგრძნობდით მის ვენებში მჩქეფარე ადუღებულ სისხლს. მისი ცხელი კანი ანეიტრალებდა ჩემს ცივს და ჩემი მისას. -საით? ... -ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგიძლია ამოცანები არ ამომახსნევინო და პასუხი თავად მითხრა კითხვაზე? -ჯიუტი ხარ -კაი ერთი, ამას მერამდენედ მიმეორებ? -პირველად -ასე არაა - არა ასეა, მაგრამ მეგონა, რომ ეს აქამდეც უთქვამს -აჰა, ახედე... -რას? -არ შეგიძლია ცაზე რაიმის დანახვა? -ვარსკვლავებია ხო.. მერე? -მათზე დიდი ვერაფერი დაინახე? -ხო მართალია, შავი ცა, რომელზეც ისინია. მერე? -იქ მთვარეა -კითხვაზე პასუხს არ სცემს -ვინ ვარ მე? -ხო -მე ისე არ დავიტრაბახებ, რომ სამყაროში ერთადერთს შევადარო თავი, ხო ასე არცაა... მე მთვარე არ ვარ, მაგრამ მე ერთ-ერთი ვარსკვლავი ვარ, ვარსკვლავთა შორის, მეც მინდა მთვარედ ყოფნა, მაგრამ ვარსკვლავი ვარ, მეც მინდა ისევე როგორც ყველა ვარსკვლავს. შენც და ყველა ვინც შავ ცას შეხედავს პირველი იმას დაინახავს თვალს რაც სჭრის, განსხვავებულს და იშვიათს. რაც უფრო ზემოთ ხარ მით უფრო ანათებ, მით უფრო გამორჩეული და წმინდა ხარ. ცაში ახედე, შენ რა იქ ყველაფერს ერთნაირს ხედავ? ნუთუ ყველა ვარსკვლავი ერთმანეთს ჰგავს? რადგან ვარსკვლავები ბევრნი არიან იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. ფორმალურად კი, მაგრამ ისინი როგორც ერთნაირები ისე განსხვავებულებიც არიან. აი მაგალითად -მაგალითად ჩვენ -ხო მართლი ხარ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, ორივე ადამიანები ვართ, მაგრამ ორივე განსხვავებული სულით. მათ შორისაცაა განსხვავება. შეხედე, ის მეტად ანათებს, ნუთუ კარგია? ხო ლამაზია, მაგრამ ყველაზე მეტად ის ანათებს, რომელიც სადაცაა ცას მოსწყდება, ეს ყველაზე ლამაზი სანახაობაა. რატომ? იმიტომ, რომ ზეცაა, იქ ყველაფერი ღვთებრივია, ვარსკვლავის სიკვდილიც კი. აქ? აქ ყველაფერი ისეთია როგორსაც ვქმნით. სიკვდილი ცუდი გვგონია და მივტირით. ან რა ვიცით რა არის ეს? მივტირით იმას, რომ ჩვენი ალბათ ძვირფასი ადამიანები ზეცაში ვარსკვლავად მიდიან, მიდიან რადგან ერთი დამსხვრეული ვარსკვლავის ადგილი დაიკაონ და გაანათონ. ჩვენ კი იმის გამო ვდარდობთ რომ მას ვეღარ ვიხილავთ. კი მაგრამ ის ვარსკვლავები არ დარდობენ, რომელთა გვერდზეც სიცარეილემ დაისადგურა? ისინი ხომ ჩვენგან განსხვავებით ისედაც კილომეტრებით არიან შორს... და არ იციან ვინ დაიკავებს მეზობლად ადგილს -სისულელეა -რა? -ჩვენი მენტალიტეტი, ხოო ძალიან დიდი სისულელეა. ჩვენ ვდარდობთ სხვების გამო, იმიტომ, რომ ეგოისტები ვართ. ვღელავთ საყვარელ ადამიანებზე იმიტომ, რომ მათი წასვლა ჩვენ გვაყენებს ტკივილს, თორე რა ვიცით რომ ისინი ცუდად გრძნობენ თავს? იქნებ იქ ურჩევიათ? ჩვენ საკუთარი თავი უფრო გვაღელვებს, ვიდრე ის ადამიანი, რადგან ჩვენში სიცარიელეა, ტკივილი რაც მათმა წასვლამ დაგვიტოვა, ხო და ჩვენ ყველაზე დიდი ეგოისტები ვართ. -მართალი ხარ ვსაუბრობდით და ვისხედით ბალახზე, ორივე კი გაფაციცებით შევყურებდით ვარსკვლავებს. -რატომ მე? -ვფიქრობ ჩემი ბრალი არაა -რა არ არის შენი ბრალი? -ის რომ შენ და არა სხვა - ამ პასუხზე არ ვიცოდი რაღა მეკითხა. ისიც ცხადი იყო, რომ ადამიანი მეხმარებოდა. ეხმარებოდა ჩემს გონებას განვითარებაში და სწორად მსჯელობაში. მასთან საუბარისას ვფიქრობდი, რომ, რომელიღაც ფსიქოლოგიურ წიგნს ვკითხულობდი, ეს კი საოცრად მამშვიდებდა. მის ზრახვებში თითქმის დავრწმუნდი და აღარ ვღელავდი. -ჯანდაბა ვივიენ გაიღვიძე!!! -კარგი რაა? ისევ სიზმარი? -მავედრებელი სახით ავხედე დეის. ბავშურად წარმოგიდგენიათ დარწმუნებული ვარ ჩემი დეისთან კონტაქტი, მაგრამ დიახ, ბავშვურია. მე მაინც მახარებდა ის ფაქტი რომ ვიღაც მეხმარებოდა და მასწავლიდა, თუნდაც ეს მხოლოდ სიზმრის პერსონაჟი ყოფილიყო არარეალურ სამყაროში. მთავარი ისაა, რომ ერთ სამყაროში ნასწავლი მეორეში გამომადგებოდა, დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება. -ვივიენ გაიღვიძე?? უკვე თორმეტია, პირველზე ინგლისურზე უნდა იყო, დღეს თვითონ ვერ მოვა და ადექი, მე უნდა წაგიყვანო -კიი, ჩავიცვამ და ჩამოვალ. -მოკლედ რა... კვირა დღესაც ვერ დავჯდები ჩემს სახლში. მზადების პროცესში იმდენად მეძინა თითქმის ვერ გავიაზრე ის თუ რა გადამხდა ამ სიზმარში და ფაქტები ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან. მანქანაში ჩავჯექი და ოცი წუთი მქონდა მასწავლებლამდე ფიქრის. ფიქრს წერა ვამჯობინე და გადავწყვიტე დღიურის ერთი გვერდი მაინც შემევსო. ეს ქუჩები მაინც მილიონჯერ მაქვს ნანახი, ამიტომ მერჩივნა ამ სიზმრიდან ფაქტები ამომეწერა, რომლებიც ჩემს გონებაში უნდა დარჩენილიყო და არ უნდა მიმეცა საშუალება რომ წასულიყო. ამას ყოველთვის ვაკეთებდი. ერთი დღიური სულ მქონდა გამოყოფილი სიზმრებისთვის. მათ რომ ვკითხულობ ერთი დიდი თავგადასავალია ჩემთვის, ჩემი წარსული ღამეები. ეს რომ ვინმეს ენახა, არაა... ფიქრიც კი მზარავს... -კარგად ვიი -კარგად დეე -დავემშვიდობე ჩვეულებისამებრ დედას, მივედი მასწავლებელთან, ჩვეულად ჩამიტარდა. წამოსვლისას გადავწყვიტე რომ გარეთ ვყოფილიყავი ცოტახანი, მომინდა ხალხში გარევა. თბილისი გალერეამდე ფეხით გამოვისეირნე, არ მანაღვლებდა ის ფაქტი რომ პირველი ჭამა იყო, მაშინვე საჭმელი „ფასთ ფუდი“ ვიყიდე ისეთი მშიერი ვიყავი და თავისუფალი მაგიდისკენ წავედი, საითა მხარესაც თითქმის არავინ იჯდა. კომფორტულად მოვკალათდი და სამყაროში არავინ და არაფერი მაინტერესებდა გარდა ამ „ფრის“... -გამარჯობა -დემეტრე? -როგორ ხარ? -მომიახლოვდა და გადამკოცნა, თვითონაც ჩემნაირი შეფუთვა ეჭირა ხელში. სხვათაშორის ძალიან კარგი სურნელი ჰქონდა, ნუ გალერეაში რომ ადამიანის სუნს იგრძნობ (არ ვაკნინებ, პირიქით, უბრალოდ ხალხის რაოდენობის გამო ვამბობ) და თან გესიამოვნება, ესეიგი მართლა კარგი სუნი ჰქონდა. -ნორმალურად შენ როგორ ხარ? -მეც, შეიძლება ჩამოვჯდე? -კი, რა თქმა უნდა -გამეღიმა ეს რომ იკითხა იქამდე ასე იდგა. -აბა რა ხდება, გამიკვირდა შენი აქ დანახვა -მეც სხვათაშორის -ხო, რატო? -რავიცი, ხშირად არც დავდივარ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, გამოვედი და შენ გნახე, უცნაურია -აა, ხო გეთანხმები -მიკვირს მარტო რომ ხარ, უხერხულია ამას რომ გეკითხები, მაგრამ მართლა ვღელავდი, ლილიანთან ვერ მოგვარდი? -დროც არ იყო, მთელი დღე მეძინა, მერე ინგლისურზე ვიყავი და ეხლა ისე მომშივდა მთელი დღის მშიერს, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი, ხო და არაა უხერხული, პირიქით მადლობა... -მეც მაგიტომ ვზივარ, მე ტრენინგზე ვარ და ეხლა შესვენება მაქვს, შიმშილით მოგვკლეს და აქ გამოვიქეცი -თავისთვის გიშველია -ნამდვილად -შიგადაშიგ ვსაუბრობდით, მალევე მოვრჩით და ავდექით. -ნაყინი არ გინდა? -იცი იმდენი ვჭამე, არ ვიცი რამე კიდე ჩამეტევა თუ არა -მესმის შენი -და რა ტრენინგზე ხარ? -მე და საზოგადოება -საინტერესოდ ჟღერს -ნამდვილად საინტერესოა, უბრალოდ ძალიან დავიღალე, ცხრიდან ასე ვზივარ -მშიერი -ხო, ეგ ყველაზე საშინელებაა -რა თქმა უნდა -ორივემ ჩავიცინეთ, თან დავდიოდით დავსეირნობდით, ბევრი არაფერზე გვილაპარაკია, მისი ტრენინგით ძალიან დავინტერესდი და ბევრი რამ მოვაყოლე. მერე გარეთ გამოვედით -არ გაგვიანდება? -თუ იქნები, მეც ვიქნები, მაინც ნებაყოფლობითია დასწრება -არა კაცო, არა, მიდი შენ და მეც წავალ, მალე სხვა მასწავლებელი მაქვს -თუ გინდა გაგიყვან -არა, არა გავისეირნებ, თან ღამე აღარაა... მადლობა -კარგი მაშინ, კარგად ვი -მომიახლოვდა და ჩამეხუტა, კინაღამ გონება დავკარგე ისეთი არომატი ჰქონდა, თან თხელი მაისური ეცვა ხელი რომ შემოვხვიე მისი სხეულის სიმხურვალე ვიგრძენი. არ ვიცი ეს ჟესტი რატომ გამოიყენა, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ ისეთი უცნაურად და ძალიან თბილად ჩამეხუტა, აი არ ვიცი რატო მაგრამ რაღაც ნამდვილად მომივიდა. ჩახუტებისას, ბევრჯერ, ბევრი რამ მიგრვნია, მაგრამ ეს უცნაური შეგრძნება იყო. პეპლები ნამდვილად არ დაფრინავდნე, რა თქმა უნდა, მისი სატრფო ხო არ ვიყავი, უბრალოდ კარგად ჩამეხუტა. ზოგადად ეს ვივიენის ლაპარაკი არ არის, მგონი ვიღაც სხვა ჩამისახლდა, ისეთი არაადეკვატურად ვიქცევი. ფეხით ვისეირნე. ერთ საათში ისტორიის მასწავლებელი სახლში უნდა მომსვლოდა, ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი. გზაში დაიანას დავურეკე -დაი როგორ ხარ? -კარგად ვი, შენ? -კარგად, რას შვრები -საუბარი ჩვეულებისამებრ წავმართე -ეხლა მივდივარ სახლში, ქართულზე ვიყავი. შენ? -მეც, ოღონდ ინგლისურზე ვიყავი, ეხლა სახლში მივდივარ -აა, მომიკითხე ანა დეიდა -არა, ტაქსით მივდივარ -ვაა, როგორ მოხდა -მოდი და მოგიყვები -რა? -რა და დღეს დარჩი ჩემთან არ გინდა? მომენატრე... -საწყლად დავაყოლე -აუ რავიცი -მიდი რა... ეხლა კიდე ერთი მასწავლებელი მაქვს და მერე თავისუფალი ვარ და გამოდი ჩემთან, ოღონდ ისე, რომ ხვალ სკოლაში აქედან წახვიდე დედა გაგიყვანს -ყველაფერი დაგიგეგმია -სხვანაირად როგორ? -კარგი, კარგი... -ბედნიერმა გავუთიშე. სახლში მისვლისთანავე სანამ დრო მქონდა შხაპი მივიღე, ისე არ შემეძლო. გარეთ თუნდაც ერთი საათით გავიდე, ახლად დაბანილი, შემოსვლისას ისეთი გრძნობა მაქვს რომ ჩემზე ბინძური არავინაა. ესაა ჩვენი თბილისი... სიბინძურეს რომ მიაქვს... არ შემედავოთ! მასწავლებლის გაცილებიდან ნახევარ საათში მოცქრიალდა დაიანა. -გამარჯობა... -მორცხვად თქვა როცა შემოვიდა -გამარჯობა დაი როგორ ხარ? -კარგად ანა დეიდა, თქვენ როგორ ბრძანდებით? -ვარ რა... -გამარჯობა დიანა -ცოტა სერიოზულად, მაგრამ ძალით მომღიმარი სახით თქვა დანიელმა. -როგორ ხარ დანიელ? -კარგად შენ? -კარგად -ისეთი უღიმღამოდ მოიკითხეს ერთმანეთი ამათ შემყურეს გული ჩამეწვა. ერთ საიდუმლოში უნდა გამოგიტყდეთ. მე მაჭანკლობას დიდად არ ვაწვები, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ვინ ვისთვისაა, ვინ ვისი რა არის და ა.შ. ცნობისმოყვარე, ჭორიკანა და ისეთი აქტიური ქალი არ ვარ ზოგადად როგორებიც არიან, მაგრამ ჩემთვის მშვიდად ყველაფერს ვარკვევ. ადრე, ყოველთვის ვეუბნებოდი დანიელს, როგორი კარგი გოგო იყო დაიანა, უბრალოდ ეს ისეთი ბოთეა, ვერაფერს ვერ ხვდება, თან ყველას დად იღებს და ესაა მისი მთავარი პრობლემა. დაი კი ისეთი მშვიდი და საყვარელია, რომ ამისგან ხეირი არ იქნება ამ საქმეში. მე ხო ვაგრძნობინე? არ იგრძნო, აბა რა ჩემი ბრალია? ლილიანი ხო არ ვარ ერთად რომ იქნებიან მაშინ დავუწყო ლაპარაკი და უხერხულად ჩავაგდო? თავიანთი გადასაწყვეტია, ეს მე არ მსიამოვნებს და იგივეს სხვას არ გავუკეთებ. ჯერ თვალებში ის ვარსკვლავები უნდა აენთოთ, აი შემდეგ კი თვითონ თუ ვერ, მაშინ მე ვიცი... -გოგოებო არ გშიათ? -დაიანა მოეწყობა და ცოტახანში შევჭამთ კაი? -თქვენი გადასაწყვეტია დაიანას ბევრი თვისება მიყვარდა, თუნდაც ის რომ ლილის მსგავსად „ნირიახა“ არ იყო და წესრიგი უყვარდა. ეს ისეთი ნაზია, რამის არევა თუ შეუძლია ვერც კი წარმოვიდგენ. მოვწესრიგდით, ცოტა ვიჭორავეთ ცეკვაზე და ქვემოთ ჩავედით -დე აბა რას გვაჭმევ? -რაც თქვენ გინდათ გოგოებო -შემოვიდა და მაცივრიდან გამოალაგა საჭმელები, რამდენიმე გასქურაზეც ედგა. -დე თქვენ არ გშიათ? -ვკითხე მაშინ როცა ორი თეფში დადო მაგიდაზე -მე ვჭამე და დანიელმა არაო რავიცი... -გადი მიდი მაშინ მე მივხედავ -ვი მეც დაგეხმარები -ვაიმე ჩემი კოპწია გოგო, დაჯექი შენ -დედამ თმაზე ხელი გადაუსვა, დაი დედასაც ძალიან მოსწონდა. სხვათაშორის ამ თემაზე საუბარი გვქონდა კიდეც. ისე აქო მივხვდი თემა საითაც მიჰყავდა, ამის შემდეგ კი დედა-შვილმა გულიანად ვიჭორავეთ, მაგრამ დიდი ვერაფრით გავახარე. ისე გამომდის თითქოს მე და დედა ერთმანეთს ვურიგებთ ახლო ნათესავებს, მაგრამ აი თქვენ რომ გენახათ ეს ორი, იფიქრებდით რომ ერთმანეთისთვის არიან, ფიზიკურადაც იდეალურები იქნებიან ერთად და ხასიათებით ხო საერთოდ ერთნაირები... მაგრამ ჰაა... ეს ორი ვერ ხვდება მარტო... -და დანიელ შენ რატომ არ გშია? -რავი ვჭამე -როდის ჭამე? -დედამ გაკვირვებულმა გახედა -აუ რავიცი დედა, მოსვლამდე -იცი ხუთი საათი მაინცაა რაც სახლშია -არა და ნუ... ისე... ნეტა იცოდე რა გემრიელია -არ სჭრის... -პიცა რომ გამოვიძახოთ დანი? -რა პიცა გოგო ამდენი საჭმელი მე უნდა ვჭამო? -დედამ შემიბღვირა. -დაწყნარდით, დამშვიდდით ხალხო, არ მშია, ახლა კი წავედი უნდა ვისწავლო -კარგი მიდი -ასე გვემალება ხოლმე დანიელი. ჭამის შემდეგ ჩემ ოთახში ავედით. -აბა მოყევი როგორ ჩაიარა სოფის დაბადებისდღემ. -რავიცი ნორმალურად ალბათ -ალბათ? -მე სულ გარეთ ვიყავი ფაქტობრივად -სად გარეთ -ეზოში, ხო იცი არ მიყვარს ამდენი ხალხი... ნუ უფრო იმის ბრალია რომ სასტიკად დამღალა ნიკომ და სად მქონდა მათი თავი, რასაც ჰქვია გუგუნებდნენ. თავიდან კი ვერ ვგრძნობდი დაღლას, მაგრამ მერე გამიჯდა... -ასე იჯექი ეულად? -მთლად ეულადაც ვერ დავარქმევ -რაღაც საეჭვოდ იყურები -არა, შენ მიყურებ საეჭვოდ -ამიტომ მიდი ჰა.. გისმენ -არაფერი ისეთი დაწყნარდი -ვიცი შენი არაფერი რაც იქნება -ხო ვიღაც გავიცანი -ჰა ამოღერღე -რაღა ვიღაც... ლუკას ძმაკაცია -აქამდე არ იცნობდი? ლუკასი თუა დანიელის არა? -დაისაც კი გაუკვირდა -არა, ბრიტანეთში იყო... რამდენჯერმე კი მსმენია სოფისგან მასზე, მაგრამ რავიცი ვერ წარმოვიდგენდი თუ ის ეს იყო... -რატო, ვინ არის, რა ჰქვია? -დემეტრე მარგიანი... დიდი არავინ, სიმპათიურია... მაგრამ რა ვიცი... ან მართლა ჭკვიანია, ან კარგად იკატუნებს თავს -რატო გგონია ესე? -არ ვიცი, არ მიცნობდა და ისე მარტივად შემოვიდა ჯერ კონტაქტში, შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საუკუნეა ვიცნობ... ფაქტია ეხერხება -და იქნება არა გოგოებთან და უბრალოდ ხალხთან კონტაქტი ეხერხება? -არ ვიცი, შეიძლება. -იცი რატომღაც არ მგონია ცუდი ბიჭი იყოს -არ იცნობ, რა იცი? არც მე ვიცნობ -ხო მართალი ხარ... უბრალოდ რავიცი ბრიტანეთში გაზრდილი სვანია ცუდი როგორ უნდა იყოს? -ორივემ ბოლო ხმაზე დავიწყეთ სიცილი -თან ბოლობოლო ლუკას ძმაკაცია რა... -ხო ნუ... საერთოდ არ მაინტერესებს ასე კერს თუ არა ზოგადად გოგოებს, უბრალოდ პირველი შთაბეჭდილება ასეთი დამრჩა -მოიცა რაა? გაბავდა? -თვალები ჭყიდა და როცა მიხვდა რომ ხმამაღლა მოუვიდა პირზე ხელი აიფარა -ნუ ასე გამოდის, ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა უნდა რომ გვქონდეს -რა კარგი ურთიერთობა გოგო... არც კი გიცნობდა -ნუ ხო... -მოყევი ახლა თორე მოვკვდი ინტერესით -მეც მოვუყევი და ისეთი საყვარელი თვალებით მიყურებდა კინაღამ შევჭამე -არა, ნუ რას ატყობ ახლა ამ ბიჭს რომ თავს იკატუნებდეს -არ ვიცი, მგონი ზედმეტად ჭკვიანად ჩანს ისე -მე ზედმეტად ჭკვიანი მგონია -შეიძლება, არ ვიცნობ... -რა არ იცნობ გოგო, უკვე ორჯერ ნახე, მგონი ბედია -არა ეს რომ ჩემს ბედზე მელაპარაკება თავის ბედი ცვირწინ ჰყავს წლებია და ვერ ხედავს და ორი დღის გაცნობილზე რეებს მეუბნება... -ბედი არა სპილო -ისეთ ხმებს გამოვცემდით სიცილისგან დანიელმა შემოგვძახა (არადა ზოგადად არ ვჩანვართ ასეთები, მაგრამ თუ მარტო ერთად დავრჩით, მტრის კარს!...) -ხო მშვიდობა გაქვთ? -კი ძმაო ჩემო... ისე შენ რატო არ იყავი დაბადებისდღეზე? ხო დაგპატიჟა? -გამიკვირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სკოლაში არ სწავლობს, ჩემი მხრიდან ძალიან დიდი ხანია ყველას იცნობს ჩემებს და იდეალური ურთიერთობა აქვთ. -გოგო სტუმრები მომივიდნენ, თან ბავშვებით, რომლებსაც ვერ დავტოვებდი, არადა ძალიან მინდოდა წამოსვლა -ააა უიმეე, მესმის შენი მეორე დღეს ჩვეულებისამებრ გაგვაღვიძა დედამ. ჯერ დაიანა დავტოვეთ თავის სკოლაში და შემდეგ მე მიმიყვანა. სანამ დრო მქონდა კაფეში შევედი. სიმართლე გითხრათ მადა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ, სხვა რა უნდა გამეკეთებინა და ჰოი საოცრებავ -გამარჯობა ვიი - მესალმება ლი კაფეში შესვლისთანავე. ამ დროს ამას აქ რა უნდოდა? ჩემ ადგილას წამოსკუპებულიყო და მელოდებოდა -აქამდე ლუკას გამო ვერ ვიძინებდი და ეხლა შენს -ჩემს? -ხო, განა ვერ მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ხო იცი არა, ენა ყოველთვის წინ მისწრებს. მივხვდი, რომ მაშინ ამის აფიშირება არ იყო საჭირო და განსაკუთრებით იმ ადამიანთან. მოკლედ, ვერ მოვისვენებდი იქამდე სანამ ბოდიშს არ მოგიხდიდი. ვიი მაპატიე გთხოვ -კაი, არაუშავს -მართლა? -ხო აბა, შესაწირს ხო არ მოგთხოვ დანაშაულის გამო, ვიცი შენი ენის ამბავი... თან შენი ბოდიში სულაც არ მჭირდება, მერამდენედ გითხრა, მთავარია გაიაზრო დანაშაული, ამას ქმედება ასახავს და არა სიტყვები (მაპატიეო ისე მტხოვს თითქოს არ მიცნობდეს რომ ზოგადად წყენა ორ წუთში მავიწყდება ხოლმე და ვაპატიე კიდეც და მეორედაც გავბრაზდი ეს რომ მითხრა, მაგრამ ეგეც ორ წუთში გამივლის) -აუუ ვიი, მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ - გადმოხტა ჩემს მხარეს და ჩამეხუტა აფერისტი ეს. -მაშინ ლუკამ წამომიყვანა, მალევე კი მოვტვინე, რომ ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ დააცადეო მითხრა და დავუჯერე -ხოო -და რითი წახვედი? მაგის დარდი მკლავდა, ლუკას უნდა გაერკვია, მაგრამ ხო იცი მაგის სახლში რა ამბავი იყო -დემეტრემ წამომიყვანა -ააა -ხო მე თვითონ არ მინდოდა რომ შენ წამოგეყვანე -ხო, არა მაშინვე კი მოვტვინე, მაგრამ კარგია რომ დემეტრემ წაგიყვანა -არ დაიწყო ეხლა -აბა ტაქსს ხო სჯობს, ან რომელიმე აღვირახსნილ, უტვინო ბიჭს? -შენ დიდ იმედებს ამყარებ დემეტრეზე -იმის გამო რომ შენთვითონ ხარ მოხიბლული და თან ცუდი ტიპის აურა არ აქვს, თან ცდილობს დაგიცვას -ანუ ამ ყველა არგუმენტზე კითხვა მაქვს და აღარ დაგისვავ მიპასუხე შენთვითონაც მიხვდებოდი -მოხიბლული რომ არ იყო, მასთან საერთოდ ამდენ დროს არ გაატარებდი და რომ არ ენდობოდე მანქანაში არ ჩაუჯდებოდი, მეც კი შიშით მიჯდები. დაცვას ცდილობს იმიტომ, რომ შეგატყო არ გინდოდა წყვილის სახით აგარაკზე წასვლა ეგრევე ექსკურსია მოიგონა, კაი იმასაც მკითხავ იქნებ არ მოუგონიაო, ამიტომ ლუკასთან გავარკვიე და ვიცი, გამიკვირდა ამ შუა სემესტრში რა ექსკურსია აუტყდათ თქო... ლუკამ კი ხმა არ ამოიღო. ხო და ისიც დაცვაა მანქანით რომ სახლამდე მოგიყვანა, ნუთუ ზრუნვას ვერ მიაწერ? მაგალითად, ჩვენ სანაცნობოდან ბიჭებს, მეგობრებზე არ მაქვს საუბარი, რომ ამხელა შანსი ჰქონოდათ შენთან, თუ შანსს დავარქმევთ, მათ ხომ შენს სიახლოვესაც არ აჭაჭანებ ათასჯერ მოგეკვრებოდნენ, მისგან კი გიგვრძვნია რამე ზედმეტი? ... -ნუ სდუმხარ -რაღა გითხრა, მართალი ხარ -ხო და იქნება ერთ დღიან გასვლას მაინც დასთანხმდე და შენთვითონ უფრო გადააფასებ ყველაფერს, როგორი ტიპია დარწმუნდები და ა.შ -მოვიფიქრებ -აუუ ვიი, რა დაშავდება რომ ერთი დღე მეგობრებთან ერთად გაისეირნო? ხო არ გიტაცებთ და თან გავერთობით, თან უქმეებზე -კაი კაი, შენ რომ ადამიანს შეუჩნდები... მაგრამ არანაირი დემეტრეზე გამახვილებები რაღაცეების და უბრალოდ მეგობრები -„უბრალოდ მეგობრები“ გაკვეთილები დაიწყო და დამთავრდა ჩვეული ბანალურობით. სახლშიც ჩვეული უაზრობა. ჭამა, შხაპი, ძილი. ჰმმ, რაც ძილს შეეხება ნუ მკითხავთ, იმ დღეებში ისეთი ღრმად მეძინა, არანაირი სიზმარი, დილითაც ძლივს მაგდებდნენ გონში. ორ კვირაში წავიდოდით. წასვლამდე წინა დღეებში კი კონცერტი მაქვსა, ასე რომ ცეკვის გაცდენა არ მომიწევს... იქ კი წესით უნდა დავისვენო... ერთ საღამოს, როცა ძალიან მკვდარი დავესვენე ჩემ საწოლზე და იმ დღისით პირველად შევედი ინტერნეტში, მხვდება დემეტრე მარგიანის სახელით ერთი საათის წინანდელი მეგობრობის შემოთავაზება. ძალიან გამიკვირდა, აქამდე არც კი გამხსენებია რომ მომეძებნა, აი თვითონ კი უმოქმედია. მისი გვერდი საოცრად სუფთა იყო. არანაირი უაზრო პოსტები და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე ფოტო ჰქონდა ატვირთული, ისიც ძალიან კარგები, რომლებსაც პირდაღებული ვუყურებდი, არ მეგონა თუ ასეთი ფოტოგენური იყო, თან ძალიან კარგი ხარისხით იყო გადაღებულები. მინდოდა რამე გამეგო მის შესახებ, მაგრამ ბევრი ვერაფერი, ასაკიც კი არასწორი ჰქონდა მითითებული. ერთადერთი რამაც გამაკვირვა, უცნაური ვინტაჟური გვერდები იყო, რომლებიც მოწონებული ჰქონდა. რა თქმა უნდა დავამატე. არ ჩანდა საიტზე, მე კი კითხვა დავიწყე - ერთ-ერთი ქართველი მწერლის ახალი რომანის. ნახევარ საათში ესემესის ხმა გავიგე. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცნაურად ამიჩქარდა გული. ზუსტად ვიცოდი რომ ეს არც ლილის, არც დაიანას და არც დანარჩენების მესიჯი იყო... და დიახ ეს დემეტრეს ეკუთვნოდა... მაგრამ რატომ მიცემდა ასე გული? თან ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ აზრზე მოვსულიყავი, პირველად ხო არ მწერდა ბიჭი... ამიტომ მშვიდად ავიღე მობილური და მესიჯი გავხსენი -ჰეი, როგორ ხარ? -კარგად დემეტრე, შენ? -არამიშავს... ალბათ ტესტებს ჩაჰკირჯიტებ ხო? -სიმართლე გითხრა არა... -აბა? -რომანს ვკითხულობ -ვა... საინტერესოა, ასე რომ ჩაგითრია აბიტურიენტი გოგო, რა არის ასეთი? -შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა, მართლაც რომ ჩამითრია... -მოგწონს? -და მალევე მოაყოლა მეორე მესიჯი -ნუ რას ვკითხულობ... -ხო, ძალიან მომწონს, უფრო მაინტერესებს, როგორ დასრულდება -დიდად ვერ გაგახარებს -წაკითხული გაქვს? -კი, სხვათაშორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია, მიუხედავად იმისა რომ ბედნიერი დასასრული არ აქვს -ვაა... გამიკვირდა -რატომ? სიტყვა „გრძნობა“ რომ ერია როტომ წავიკითხავდი ბიჭი? -სიცილით მოაყოლა -არა... უბრალოდ რავიცი... :დდ -ისე გავიგე რომ დასთანხმდი ლილიანს და მე კი ეგ გამიკვირდა -ხო, მეც გამიკვირდა... -რატომ? -რავიცი, არ მიყვარს ზოგადად წყვილთან ერთად ჩაკვეხება და ასე მარტო სიარული... -ააა, მესმის... გაცდენ ხო? -არა კაცო... -მაშინ გეძინება ხო? -ხო, არ მოგატყუებ... -მიდი დაიძინე მაშინ, ტკბილიძილი -და სამი გული რომ აქვს სმაილს სახეზე ისეთი გამოგზავნა -შენც -მე ანგელოზის სახიანი. ძალიან გამიხარდა რომ მასთან მიმოწერის დროს დაძაბულობას არ ვგრძნობდი როგორც სხვებთან, რადგან ონლაინაც იგივეა რაც ლაივში, ამიტომ გაქცევის ან სიტყვის მოჭრის სურვილი არ მქონია. მეორე დღეს სკოლაში ლილიანი როგორცვე მარტო გამოვიჭირე მაშინვე გადავედი საქმეზე -ლი... რაღაც უნდა გთხოვო -გისმენ, რა შესავლებია... -იქნებ ანდრიანი და დანიელი თუ არა, ერეკლე ან გიო და სოფი მაინც წამოვიდნენ? -მთელი სისწრაფით ვუთხარი -რა გინდა გოგო ასე ვერ მოდიხარ? ან რანაირად მომაყარე? -ვერა... ძალიან მრცხვენია... -აუუ ეს რა ხარ რა... -მიდი გთხოვ -კარგი ლუკას ვეტყვი -მიდი მიდი... -დაურეკა, აუხსნა ამბები და მგონი დაითანხმა -დავურეკავ ბიჭებსო ასე მითხრა... -აუ დარეკოს რაა მალე... =მიკვირდა ორივე ასე მარტივად როგორ დავითანხმე, მგონი ძაან გულამოვარდნილმა ვუთხარი. -ოღონდ ბედი არ გინდაა... ასე მითხრა ტეხავს ანდრეასაც უნდა ვუთხრაო -ოოო, მით უკეთესი, შენ კიდე რატო არ გიხარია ხოლმე, თითქოს რამეს გიშლიდეს რა... -რამეს? ნერვებს ნერვებს -ისტერიკულად შემოსძახა და მალევე დაუტკბა ხმა როცა ლუკას უპასუხა -ხო ჩემო სიყვარულო -ვაუ ლილ - ტაში დავუკარი, სახე კი გაკვირვებისგან დავღმანჭე, რაზეც მომხვდა კიდეც... -ხო? აუ რა მაგარია რა... -რაო რა გითხრა? -კარგი და ის ოთხი ერთად ხო? -გოგოო... ამოღერღე -აუუ წავედი თორე ამან შემიჭამა ტვინი -რაო აბა? -რაა და დანიელს და ანდრეას არ სცალიათ, თუ ეზარებათ, მოკლედ ვერ გავიგე, მაგრამ რომ არ მოდიან ის ვიცი... -აუუ, ანუ მაინც მარტო? და ასეთი ბედნიერი რატო მახარებდი იდიოტო... -სახე მოვღმანჭე და წასვლა დავაპირე -იდიოტო ხოდა ჩვენ კლასელებს ვუთხრათ... -მართლა? -რავი თუ არ გინდა მე სულ არ მინდა... -აუ მოკეტე რა... -წავედი და სათითაოდ ვახარე და ვთხოვე ოთხივეს... სოფიც, ანიც და ეკეც მარტივად დამთანხმდნენ, ცოტა გიო ფიქრობდა -გიო კონცერტი წინა დღისითაა, რეპეტიციამე კი ჩამოვალთ -არა, სხვა მასწავლებლებზე ვდარდობ -არ გადაგიწევენ? -წესით არა... -აუ ტეხავს... -მაგრად ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ გიო არ მოდიოდა და მხოლოდ სოფი ერეკლე და ანი. უი, ანიზე გამახსენდა, ახალი იდეა მქონდა... -ანდრუშ როგორ ხარ -კარგად შენ როგორ ხარ პეპელავ? -კარგად... რას შვრები? -რისი თხოვნა გინდა, რა შორიდან მივლი -თხოვნა? განა ლი ვარ... უბრალოდ მაინტერესებს რატო არ მოდიხარ ჩვენთან ერთად, ამხელა აბიტურიენტი ქალი ვახერხებ და შენ რაღამ დაგადუმა? -აუ რავიცი მეზარება... -უი, თან იცი, სოფი და ეკეც მოდიან -ანუ შეგმატიათ ხალხი რაღა გინდა -ხო... დაჟე ანიც კი მოდის? -ანიც? შენგელია ანი? -ხო, აბა სხვა ანის ვის იცნობ? -ვა... -ხოო -მივხვდი რომ უკვე მოუნდა წამოსვლა, ამიტომ აღარ გავწელე და მარტივად შევთავაზე თავიდან -მიდი რაა... რაც ბევრი მით უკეთესი -ასე როდიდან ფიქრობ? -ბიჭო ბევრს ნუღა მალაქლაქებ თან იცოდე უარი არ ვიცი... -ხო წამოვალ, აბა შენ კაცი უარს გეტყვის? -ოოჰ, დამაბრალა, ერთი ესაა ჩემი ბრალი და მეორე დიდი გამყინვარება -გოგო რას აკეთებ? წეღან ლუკამ დარეკა და ორი ბკოტეჯი არის, ორივეში ორ-ორი საძინებელია... ზუსტად რვა კაცისთვის. ჩვენ ოთხი ერთად და ისინი ერთად წამოვლენ -ანდრეაც მოდის -ეე, საიდან? -მე დავურეკე -კაი რაა... -რა კაი რა, შენთვითონ არ ამბოობ რომ სხვა სახლში იქნება? -კაი ხო... მოკლედ ეს საქმეც მოვაგვარე. იმ დღეს მასწავლებლები სახლში მქონდა ყველა და უკანმოუხედავად გავაჭერი სახლისკენ. -პრივეტ დანიკ -ჰელოუ სისთა -შენზე უჟმურუკი ცხოვრებაში არავინ მეგულება -ჩემზე? არ გრცხვენია მაგას რომ ამბობ? -აბა რატომ არ მოდიხარ? -ოუფ, მეზარება... -არადა დღეს რა მოხდა რომ იცოდე, სეირის საყურებლად მაინც წამოხვიდოდი -რა სეირის? -ამ სიტყვებზე შევხტი როცა ანდრეა დავინახე, აბა როგორ, მასზე ვლაპარაკობდი და... დანიელმა თვალები მოჭუტა და თავი ოდნავ შეარხია, ამით მკითხა რა ხდებაო, მე კი თვალი ჩავუკარი და ანდრეასკენ მივანიშნე, აი მერე გაუპრწყინდა სახე -აააა -რა „აააა“? რა ხდება და-ძმა? -რა და წავედი მე მგელივით მშია, წელი მტკივა და თუ სახლში უნდა იყოთ ვიბანავებ და დავიძინებ -დაიძინე არავინ მოგიტაცებს -იდიოტო ნანი უნდა მოვიდეს და რომ გამაღვიძოთ -ააა, კარგი აქ ვიქნებით, დაგირეკავთ თუ გავედით... შვიდზე არ მოდის? -ხო... -მე წავედი რასაც ჰქვია მკვდარი... შუადღეს ძილზე ზოგადად არ ვგიჟდები, მაგრამ დღეს თავი ამსკდა, რადგან წინა დღეს დიდხანს არ მძინებია და თითქმის ჩამომათენდა სწავლაში, მერე წიგნი ავიღე, აი მაშინ დემეტრემ რომ მომწერა... შუადღეს ბავშვობაშიც არ ვიძინებდი, ახლა კი ხან ისეთი დღეებიც მაქვს რომ, უბრალოდ დრო რომ მქონდეს თავი დავდო და ყველგან და ნებისმიერ დროს დავიძინებ. აქამდე არ მეჯერა დრო როგორ ვერ უნდა გადაანაწილონ თქო, როცა აბიტურიენტულ ცხოვრებაზე საუბრობნენ ხოლმე, აი ეხლა კი ვხვდები... სადაა დრო, თორე გავანაწილებდი. სიზმარში ვნახე რომ მალე გამოცდა უნდა მქონოდა, ეს ისედაც ასეა, მაგრამ იქ განსაკუთრებით ვღელავდი, ვეხვეწებოდი ნანი მასწავლებელს რომ დარჩენილიყო და კიდე გამეკეთებინა რამე. დენიელმა გამაღვიძა და რეალურ სამყაროში დავბრუნდი. ნუ არარეალურშიც რეალური ამბავი იყო, რადგან იქაც ნანი მასწავლებელი იყო და აქაც. მალე ჩავქანდი რომ მართლა არ წასულიყო და გაკვეთილი ჩამიტარდა. ისეთი გამოძინებული ვიყავი რომ ნუ იტყვით, მთელი ღამე რომ მძინებოდა ასეთი გემრიელად მაინც ვერ შევირგებდი ძილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.