შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გადავხტები ფანჯრიდან


21-06-2018, 00:47
ავტორი ერკე
ნანახია 1 664

ღამის გულში, უიმედოდ ვუმზერ მთვარეს, გაფიცულს,
ჩემსაებრ ისიც მარტოა, გვერდს არავინ უმშვენებს,
კედლებს შევცქერ ოთახისას, შავ-ჩრდილებით გამინულს,
სურვილს მიქრობს გადავხატო, ჩემი გრძნობა ფურცელზე.

გადავხტები ფანჯრიდან!

ფიანდაზად გადაშლილი, უფრთო ვიყავ აკვნიდან
მიმატოვეს და გამწირეს სასიკვდილოდ კაიფში,
ბოლოს დამრჩა უსასყიდლოდ რომ გადავხტე ფანჯრიდან,
ბევრს არც ვითხოვ, მხოლოდ პასუხს - ასე რატომ გამიშვით?

გადავხტები ფანჯრიდან!

რა აზრი აქვს სუნთქვას თუკი, ბრმებმა წიხლქვეშ გამიგდეთ
არ ვარსებობ ჩემი გვერდზე ყოფნა თუ არ დაგჭირდათ?
ვუცქერ მთვარეს, მაგრამ მისას ყურადღებას ვერ ვიქცევ
დატანჯულა ის საბრალოც, მის სულშიაც გაწვიმდა.

გადავხტები ფანჯრიდან!

სითბო გაქრა, წყალი დაშრა, უღრუბლობა დაგვეტყო
ოცნებები უიმედო წუხილისგან გაფრინდა
უშენობით დავიღალე, შენთან ყოფნა არ მეყო
ჩემგან თითქოს, არც ველოდი, მარგალიტი გამიქრა.

გადავხტები ფანჯრიდან!

სიკვდილს ვიწვევ, ფინჯან ყავით რათა გავუმასპინძლდე
უსასრულო მალვა მისგან, რა ვქნა რომ მე არ მინდა
დრო გადის და სიცოცხლესაც ხელს არავინ მოჭიდებს
ერთ დიდ პოეტს მივბაძავ და გადავხტები ფანჯრიდან.

თავის კლანჭით ყელში მწვდება, მას ნებით არ ვაჩერებ
რაღა დარჩა აქ მყოფ სულში, თავი სულ მთლად დამძიმდა,
დავიღალე უსასობით, გადავხტები ფანჯრიდან
როცა კარგავ იმედს მეტად, ვეღარაფერს აშენებ.

ფანჯრიდან გადავხტები!

წარსულიდან მკოცნის მარად, ეს უძირო წამები
კლდოვან ნაპირს ეხეთქება და ფეხმორთხმით მიყურებს
გადაღლილან, თქვენი ცქერით დღეს უძილო თვალები
საუკუნოდ ჩემი ძმებიც გადახრჩობას მისურვებთ.

ყოველ დილით დუქნის კარებს შემართებით შევაღებ
ჭიქა ღვინო გადიქცევა ორ, სამ, ოთხ და ოც ჭიქად
მთვრალი ისევ მიჭერს რაღაც, ტრადიციას ვერ ვარღვევ
შემოქმედთა შემყურე ვთხზავ ლექსს და ვხტები ფანჯრიდან.

გადავხტები, დიახ... გადავხტები, რადგან მწადია
დავამტკიცო, რომ გაფრენა კაცსაც კი შეუძლია,
გადავხტები, და სხვის ფანჯრებს შვეულივით დავყვები
აივნიდან ერთ რიგ მწკრივად, მიწად დავენარცხები.

გადავხტები... გადავხტები ფანჯრიდან!
ე.მ.


სიყვარულის ჯადოქარი მალე დაბრუნდება შავბნელი ჯურღმულებიდან. დიახ... ახლა ის ბოროტ ჯადოქარს ყავს დატყვევებული და ცდილობს გათავისუფლდეს. სიყვარული რაა, რომ ვერ განთავისუფლდეს, ის მაინც გამოძვრება იმ ბნელეთიდან. ამიტომ დამელოდეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent