შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული (1-მიძინებული მზე)


9-08-2020, 13:56
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 2 067

მოგონება 2 წლის უკან:

კატერინას პოვ:
-გეყოფა კატერინა სისულელებზე ლაპარაკი !
რას ქვია სახლიდან გინდა წასვლა?
სულ დაკარგე ჭკუა?
მე არ მოგცემ უფლებას ,რომ ამდენი წლის შრომაზე უარი თქვა და რაღაც სულელური ოცნების გამო გადაიხვეწო!

-შვილო!! კატერინა!
გთხოვ ,კიდევ ერთხელ გეუბნები მომისმინე!!
იქ რომ წახვიდე, ჩათვალე დაგვკარგე მეც და მამაც!

-ამას ვეღარ გავუძლებ..ყოველთვის თქვენს აზრს ვერ გავითვალისწინებ...ეს არ ყოფილა ჩემი ოცნება.
ეს თქვენი ოცნება იყო,რისთვისაც წლები ვიბრძოდი და ვშრომობდი,მაგრამ მორჩა,ეს დასასრულია.
დედა,მამა...გთხოვთ მაპატიეთ,მაგრამ მე ის უნდა გავაკეთო რაც მართლა მე მინდა და არა სხვას.

-არა! კატერინა მოიცა!
გთხოვ მოიცადე!

-გაუშვი!! გაუშვი წავიდეს!
მორჩა!! ის ჩემმი შვილი აღარაა!!

————————————————
-დე-და...მ-ამა...არა...არა...არა!

-ჰეი! გოგონა! გღვიძავთ!? უკაცრავად!
სასწრაფოდ გავახილე თვალი და მივხვდი ,რომ ერთ-ერთი კომპანის შენობის კართან მეძინა,წინ კი სავარაუდოდ დაცვა მედგა ,რომელიც ალბათ ჩემს გააღვიძებას დიდხანს ცდილობდა.
-მ-ააპატიეთ...მხოლოდ ესღა ვთქვი და სახეზე ხელი მოვისვი რომ გამოვფხიზლებულიყავი,რის შედეგათაც სისველე ვიგრძენი .
-ძილში ტიროდით..კარგად ხართ?
მკითხა ბიჭმა,რაზეც დაბნეული სახე სიზმრის გახსენებაზე ,მომღიმარით შეემეცვალა.
-კი კარგად ვარ,დიდი მადლობა.
ვუთხარი და ნელ-ნელა ადგომა დავიწყე.
-ბოდიში ალბათ პრობლემები შეგიქმენით..ვუთხარი ცრემლების წმენდით და ტანსაცმელი დავიფერთხე.
-არა ,არ არის პრობლემა,უბრალოდ მალე თანამშრომლები მოაწყდებიან ამ კარს და ვიღაც  მაინც უხეშად გაიძულებდათ ადგომას.
მითხრა უხერხული ღიმილით,რაზეც ღიმილით დავეთანხმე და მივხვდი რომ აშკარად კარგი ადამიანი იყო...კარგი ადამიანი კი დიდიხანია არ შემხვედრია.
ისე კარგად მესაუბრებოდა,რომ ისევ ვიწამე ადამიანობის,რადგან ბოლო პერიოდი მხოლოდ ცუდ ხალხს ვხვდები.
ორი დღის უკან ქირა ვეღარ გადავიხადე და სახლის მეპატრონემ ისე მომისროლა იქიდან,როგორც გამოუსადეგარი ნაგავი.
მე არ ვარ უპატრონო,მე მყავს მშობლები,მეც ადამიანი ვარ ,უბრალოდ მარტო ვარ და სახლი აღარ მაქვს ,ბედმა მიმატოვა...სრულიად მარტო დავრჩი ბოროტი ადამიანების ხელში.
ბედმა ზურგი სრულებით მაქცია ,ალბათ ჩემი ბრალია?
იმ დღეს არ ვიცი როგორ დამავიწყდა კარის ჩაკეტვა ,არ ვიცი ეს როგორ დამემართა...შედეგად სახლში დაბრუნებულს მთელ ფული ,საბუთები,ძვირფასეულობა გატანილი დამხვდა.
პოლიციამაც ვერაფერი მიშველა,შედეგად აღარც ჩემმი ბინის გადასახადი ფული მქონდა ხელში და ასე დავრჩი გარეთ...ყველაფრის მიუხედავად კი მჯერა რომ  ეს დროებითია,რამე იქნება,ამას ვუმეორებ ჩემს თავს ეს ბოლო დღებია და მჯერა ბედი ისევ ჩემსკენ შემოტრიალდება.
-არ გამოიყურები უპატრონოდ,აქაც პირველად გხედავ...აშკარად არ ხარ აქაური და ვვარაუდიბ რომ რამე შეგემთხვა.
ვიცი გიჟად ჩამთვლი ასე უცხო არსიდან რომ გიწვდი დახმარების ხელს,მაგრამ რამით შემიძლია დაგეხმარო?
მკითხა ბიჭმა ინტერესით,რაზეც ღრმად ჩავიხვნეშე.
-სულ რაღაც ოთხი დღეა უსახლკარო ვარ ,არ შეცდით.
ვუპასუხე მაინც მომღიმარმა.
-ასეც ვიცოდი!
ესეგი უსახლკარო არ ხართ ,ეს უბრალოდ რაღაც გაუგებრობა იქნება თქვენს ცხოვრებაში, ხომარ ვცდები?
მკითხა ჩაფიქრებულმა და იქვე ჩამოჯდა.
-გაუგებრობა? ეჰ არამგონია.
უბრალოდ ასეთი ბედი მაქვს,მშობლებს არ მოვუსმინე,დამოუკიდებლად ვცადე ამხელა გზააზე წამოსვლა და ყველაფერი თავზე დამენგრა.
მომხდარმა ოცნებები წამართვეს ,რომელსაც ბავშვობიდან ვგეგმავდი.
ვუთხარი და სევდამ მომიცვა მთლიანად.
-ძაალიან ვწუხვარ..ცხოვრება რთულია,მაგრამ არ მესმის თუ მშობლები გყავთ რატომ არ სთხოვთ დახმარებას?
მკითხა დაბნეულმა,რაზეც მათი ბოლო სიტყვები გაამახსენდა.

მოგონება:
-გაუშვი!! გაუშვი წავიდეს! მორჩა!!
ის ჩემმი შვილი აღარაა!!

-იქ თუ წახვალ ჩათვალე დაგვკარგე მეც და მამაც!
———-

-აღარ მყავს...მხოლოდ ესღა ვუპასუხე და თავი ჩავხარე,რადგან ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა ცრემლები,მაგრამ მის წინ ვერ ავტირდებოდი.
-მართლა ძაალიან სამწუხაროა...როდის გარდაიცვალნენ?
მკითხა ბიჭმა შეწუხებული სახით,რაზეც ისევ მას ავხედე.
-არც ისეთი დიდიხანია,უფრო სწორად იმ დღეს როდესაც ჩემმი სახლი დავტოვე .
ვუთხარი და ხელებს დავხედე,რათ მინდა ეს ხელები თუ ვერაფერში გამოვიყენებ!
გამოუსადეგარი ვარ,არაფრის გააკეთება არ შემიძლია,იმის მიუხედავად რომ სრულყოფილი ადამიანი ვარ მეც,რატომ მაქვს ასეთი ბედი!!? ვინმემ დამწყევლა!?
-ვიცი რაც უნდა ქნათ! შევხტი ბიჭის ბედნიერ წამოძახილზე.
-რ-ა?ვიკითხე ჯერ კიდევ შეშინებულმა.
-აქამდე როგორ არ გამახსენდა!
მოკლედ მე ბიძაშვილი მყავს ,რომელსაც შენსავით რაღაცაში არ გაუმართლა,ამას აღარ მოვყვები!
მაგრამ მან იპოვა ადგილი სადაც მას ცხოვრების უფლება მისცეს,იძახიან ამ უდიდესი სასახლის  პატრონი ისეთი კეთილია ნებისმიერ უსახლკაროს შეიფარებსო..ის სამსახურსაც მოგცემს და ჭერიც გექნება ,რომ თავზე არ გაწვიმდეს...სანამ ფეხზე დადგები შეგიძლია იქ დარჩე.
ამაზე თვალები გამიფართოვდა!!
ნუთუ ასეთი ადგილი მართლა არსებობს!!
სიხარულიც წამოვხტი და გიჟივით მივუახლოვდი.
-მომიყევით! მითხარით! სად ვნახო ის სახლი?! ან თუნდაც თქვენი ბიძაშვილი?! ვკითხე აღელვებულმა.
-ნუ ღელავ ,ახლავე დაგიწერ მის ტელეფონის ნომერს,დაუკავშირდი და მოელაპარაკე!
ჩათვალე სახლი უკვე გაქვს!
მითხრა გახრებულმა ბიჭმა,რაზეც მეტი ვეღარ შევიკავე თავი და ჩავეხუტე!
-ვაიმე!! დიდი მადლობა!!
ნეტავი იცოდეთ თქვენი რა მადლობელი ვარ!
უკვე სიხარულისგან ცრემლი მადგებოდა თვალზე და მეტირებოდა!
როგორც იქნა ამდენიხნის შემდეგ რაიმე თავშესაფარი მექნება,მუშაობას დავიწყებ და თან სწავლას გაავაგრძელებ!
ხო ასე ვიზავ სწორედ ასე!

ორი საათის შემდეგ:
-ლი ბიძაშვილო რა ამბავია?
-ამ...გაამარჯობა,ლი არ ვარ.
-ლი არ ხარ?...ვინ ბრძანდებით?
-თქვენ მე არ მიცნობთ ,მაგრამ მე ვიცი ვინ ხართ ,თქვენმა ბიძაშვილმა მომცა თქვენთან დარეკვის  უფლება.
-ლიმ??
-დიახ სწორედ რომ ლიმ!
-გისმენ..რამე გინდოდათ?
-დიახ! მე მინდა რაღაც საკითხთან დააკავშირებით გესაუბროთ.
-მითხარი ,გისმენ..
-გავიგე ლისგან რომ დიდიხნის უკან თქვენც უსახლკაროდ დარჩით ,მაგრამ შემდეგ ერთმა კეთილმა კაცმა შეგიფარათ..მეუხერხულება ასე ტელეფონით პირდაპირ ამის კითხვა,მაგრამ მინდა დამეხმაროთ.
-დიახ მართალია..გისმენთ.
-შეუძლია იმ ბატონს მეც მომცეს თავშესაფარი!? როგორც გავიგე დიდად გულმოწყალეა.
-ბატონს?*ჩაცინება*დანიელზე იძახით?
-აჰა ანუ დანიელი ჰქვია,დიახ სწორედ რომ მასზე.
-აჰა კარგი გასაგებია,შენი სახელი საყვარელო?
-კატერინა.
-კატერინა ახლა დაკვირვებით მომისმინე,მისამართს მოგწერ და ამ მისამართზე მიდი..ბატონს შენ თვითონ დაელაპარაკე და აქურობასაც გადახედე და სიტუაცია შენივე თვალით შეაფასე ,დამიჯერე ასე სჯობს..
-ამ,...კარგით თუ ასეა საჭირო რატომაც არაა,მაგრამ იცით ჩემთვის სულ ერთია სიტუაცია ,მთავარია თავშესაფარი მქონდეს მე დიდიხ-
-მისმინე....გთხოვ, სჯობს გააკეთო რასაც გეუბნები,ამისთვის შემდეგ მადლობას მეტყვი,მოდი და შენით შეეფასე აქაურობა.
-ამმმ..კა-რგით,ასე იყოს.
-კარგი კატერინა,წარმატებები!
-დიდი მადლობა!

-აბა რაო?მკითხა მომღიმარმა ბიჭმა,რომელსაც სავარაუდოდ ლი ერქვა.
-მმმ..შევუთანხმდი შეხვედრაზე,მაგრამ მითხრა მოდი და ჯერ სიტუაცია შენივე თვალით შეეაფასეო...ასეთი ცუდი სსახლია? ვიკითხე  დაბნეულმა.
-მმმმ ...ნუუ...როგორ გითხრა, ბევრი არაფერი ვიცი,არასოდეს არ ვყოფილვარ,მაგრამ ჯერ იმას გეტყვი რომ სახლი არაა,უდიდესი სასახლეა,ლაბირინთსაც კი მოგაგონებს მისი კალიდორები,სწორედ ამიტომ ჩანს შემზარავი,სხვა არაფერი ....თქვა და ჩაფიქრდა ,თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
-არაფერი მეტი? ვიკითხე მე.
-ნუ..როგორც მახსოვს ჩემმი ბიძაშვილიგან ეს სასახლე ტყეშია.
და აი ამის გაგებაზე ცოტა შევკრთი,ტყეში?
სასახლე?
იმედია ძაალიან საშიშათაც არ გამოყურება...ასეთი ადგილების პატარაობიდანვე მეშინია,უფრო სწორედ კი სიბნელის.
-აჰა..კარგი გასაგებია,არაუშავრს...ცოტახანში მაინც ჩემით ვნახავ ყველაფერს.
ვუთხარი ღიმილით,რაზეც ასევე ღიმილით დაამიქნია თავი.
ცოტახანში მისმა ბიძაშვილმა ლის ტელეფონზე მისამართი მომწერა,აღარ მომიცდია და წასასვლელად მოვემზადე.
ნუ უფრო თავი მოვიმზადე სხვა რა?
ლიმ წარმატება მისურვა,მას კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და მისი გულუხვილობის დამსახურებით ტაქსში ჩავჯექი და მითითებულ გზას გავუყევი.
არასდროს არ დავივიწყებ მის სიკეთეს და ერთ დღეს აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს.
არსაიდან სრულიად უცხო ადამიანი,ისე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში როგორც გმირი...მან გადამარჩინა ფაქტობრივად.

ვაღიარებ გზა საკმაოდ დიდი იყო და მოშორებული ქალაქის ცენტრისგან,მაგრამ არა ქალაქგარეთ,ასეთ ადგილას არასოდეს ვყოფილვარ.
საერთოდ არც ვიცოდი ამხელა ტყე თუ არსებობდა,ამაზე ვფიქრობდი მთელი გზა და თან  ჩემს წინ გადაშლილ უდიდეს ტყეს,ფანჯრიდან ვუყურებდი.
-აშკარად დიდი ჩანს..
ჩავილაპარაკე დაბალ ხმაზე.
-მმმ..რამე თქვით ქალბატონო?
მკითხა მძღოლმა.
-არა,არაფერი. ვუპასუხე მე სასწრაფოთ,რაზეც თავი დამიქნია.
-ისე აქ რა გინდათ?
მომესმა მისი კითხვა.
-როგორ აგიხსნათ..გრძელი ამბავია ბატონო.
ვუპასუხე მშვიდად.
-კარგი ჩემო კარგო.
მიპასუხა ასევე კეთილად და მშვიდად კაცმა და სიჩქარეს მოუმატა.

დიდ კლდესავით აღმართზე მივდიოდით,რომელიც ტყისკენ მიუყვებოდა დააუსრულებელ გზას,ძაალიან დიდ სიმაღლეზე ვიყავით,რაზეც უკვე თვალს ვარიდებდი ფანჯრიდან მომჩან მთლიანი  ქალაქის ხედს ,იმედი მაქვს მალე მივალთ!!
ძაალიან მალე გაჩერდა მანქანა,თვალი გავახილე და მივხვდი რომ მოვედით,გარშემო სულ ხეები იყო სულ! მხოლოდ ხეები,ხეები,ხეები!
თითქოს დაასასრული არ ქონდა ტყეს.
-მოვედით? ვიკითხე დაბნეულმა,რადგან ვერანაირი სულიერის კვალს ვერ ვამჩნევდი.
-დიახ...ზუსტად აქ მითხრა იმ ბიჭმა.
თქვა დაბნეულმა მძღოლმა და გარემოს თვალი მოავლო.
-აქ არც სასახლეა,არც რაიმე მსგავსი..მითხრა და თვალი გამისწორა.
-მართალია. ვთქვი დაბნეულმა და თვალების ცეცება დავიწყე.
-მმმ..მაპატიეთ ახლა სჯობს დააგემშვიდობოთ,უნდა წავიდე ...თუ გინდათ უკან წაგიყვანთ,როგორც ხედავთ აქ არაფერია.
მითხრა ტაქსის მძღოლმა.
-იცით...სჯობს..მგონი სჯობს...დავრჩე...კარგად ვნახავ.
ვთქვი დაბნეულმა,ვიცი სისულელეს ვაკეთებდი,ამხელა ტყეში ასე რას ვნახავ? იქნებ დავიკარგო?
ან იქნებ დამიღამდეს!
მაგრამ თუ ლიმ თქვა რომ აქაა სასახლე,ანუ აქაა და მორჩა,თუ ამხელა სასახლეა,აუცილებლად ვნახავ,აუცილებლად!
-კარგით როგორც გინდათ,ფრთხილად იყავით..აბა წარმატებები.
მითხრა გაკვირვებულმა კაცმა,ჩემმი პასუხის მოსმენის შემდეგ და მანქანაში ჩაჯდა,ხელი დაამიქნია და წავიდა....და აი დავრჩი მარტო.
ტყე შემზარავი იყო,მართლა ისეთი საშიში როგორიც საშინელებათა ფილმებშია,მაგრამ დარწმუნებული ვარ,აქ ახლოს იქნება.
უბრალოდ უნდა მოვძებნო,გავიფიქრე და ვცადე ცოტა გამევლო,მაგრამ ნიშნების დატოვება გაადავწყვიტე ხეებზე,ასე არ დავიკარგები!!
ცოტა გავიარე,მაგრამ ვერაფერი ვნახე,უკვე ძაალიან დაღლილი ვიყავი და შეშინებულიც,რომ დამიღამდეს აქ მყოფი რომელიმე ცხოველი შემჭამს!
გავიფიქრე და იქვე ხესთან ჩამოვჯექი,აღარაფერზე არ მეფიქრებოდა ,უბრალოდ თვალები მეხუჭა,სანამ რაღაც ხმაზე არ გამეღვიძა!
ეს ნაბიჯების ხმა იყო!!
თვალები ვჭყიტე და ფეხზე ავდექი!
-აქ ვინნა? ვიკითხე ყვირილით და იქვე დაგდებული ჯოხი ავიღე.
-ვინნა აქ??! ჯოხით შეიარაღებული ვტრიალებდი აქეთ-იქით .
-მმმ..ეს მე ვარ-
აღარც დავამთავრებინე უცნობს და
ამ უეცარ ხმაზე ყვირილი დავიწყე,უკან მივიხედე და გაკვირვებული გოგო რომ დავინახე ,რომელიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა გავჩუმდი.
-ღმერთო,ღმერთო! გული გამისკდა! მეგონა ვიღაც მკვლელი იყავი ან მანიაკი!! აჰჰ!! ღრმა სუნთქვით ვთქვი და გულზე ხელი მოვიკიდე,რაზეც გოგომ პატარათი ჩაიცინა.
-ლის ბიძაშვილი ხო?
გავუწოდე მეც პატარა სიცილით ხელი.
-დიახ,მაგრამ ლის ბიძაშვილს მირჩევნია კაილა დამიძახო.
მომართა ღიმილით.
-გასაგებია კაილა,მე კატერინა ვარ..ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-აბაა..არ წავიდეთ? მკითხა და თან ხელი მომკიდა.
-ააჰაა! წავიდეთ!
ვუპასუხე ბედნიერმა,იმის გააზრებით რომ დღეს ღამით რაღაც ცხოველის ლუკმა აღარ გავხდები და რაღაც უღრან ტყეში არ მოვკვდები!
ბევრი არ გვივლია და მალევე სულ რაღაც ორ ნაბიჯში ,ჩემს წინ უდიდესი,უდიდესი,უდიდესი სასახლე აღიმართა!!!

თვალები გამიფართოვდა და ყბა ჩამომივარდა,პირ ღია გავშეშდი და სასახლეს მივაშტერდი.
-ღმერთო ჩემმო...უზარმაზარია.
ვთქვი შოკში მყოფმა,რაზეც კაილამ
ჩაიცინა.
-დამიჯერე დიდხანს ვცხოვრობდი აქ და მეც დღემდე ვერ შვეჩვიე იმ ფაქტს, რომ ეს სასახლე უზარმაზარია!
მითხრა ღიმილით და წინ გამიძღვა კარებისკენ.
-მომყევი ძვირფასო.
მომაძახა უკან მდგომს,რაზეც პირი დავხურე ,თვალი მოვაშორე სასახლეს და უკან გავყევი!
კარი შეეაღო თუ არა რათ გინდა?
ისევ იგივე!!
პირი გავაღე გაოცებისგან და თვალები ვჭყიტეე ნახულით!
-ღმერთო ჩემმო..ღმერთო ჩემმო..ვერ ვიჯერებ რომ ამას მართლა ვხედავ..ვერ ვიჯერებ.
ვთქვი გაოცებულმა!
რადგან სასახლე ხომ ასეთი შემზარავი და დიდია გარედან?!
შიგნიდან კი უფრო დიდია და სულ არა შემზარავი,პირიქით  სამეფო სასახლეს როგორც შეფერება ისეა ყველაფერი მოწყობილი,გეფიცებით შოკიდან ვერ გამოვდიოდი...აქ უნდა ვიცხოვრო?
-კარგი კატერინა,ვხედავ აქაურობა მოგწონს!
ეს კარგია,მოდი თვალი მოავლე ამ ოთახს კარგად ,მანამ მე ბატონ დანიელს ვეტყვი რომ ჩამოვიდეს.
მითხრა კაილამ ღიმილით,დანიელი...ეს მისი სახელია როგორც მახსოვს.
ამის შემდეგ  უბრალოდ  ისევ პირ ღიამ თავი დავუქნიე,ამაზე ჩაიცინა და უდიდეს კიბეებს აუყვა.
ვერც გავიგე ისე გავიდა 15 წუთი მის ლოდინში,მაგრამ მისი ერთი.
-გამარჯობა.
რომ მომესმა ყურადღება კიიბებისკენ გადავიტანე სასწრაფოთ,ვიცოდი რომ ამ კიბებზე ამ სახლის პატრონს დავინახავდი, რომელიც მოხუცი მეგონა,ბატონი დენიელითაც სწორედ ამიტომ მოვიხსენიებდი!
მაგრამ წინ ვინ დამხვდა?!?
უსიმპათიურესი,უსიმპათიურესი ახალგაზრდა ბიჭი!
აი ამის დანახვაზე უკვე მერამდენეთ ისევ პირი გაავაღე,შოკში ვიყავი!
ანუ ესაა ამ სასახლის პატრონი?! ქაი,როგორი მშვენიერი ბიჭია.

-გამარ-ჯობა.,ფაქტობრივად შოკში მყოფმა წარმოვთქვი.
ესაა ის ბიჭი ,რომელზეც ასე საუბრობდნენ!!
ღმერთო ჩემმო რა სიმპათიურია!
კეთილი..თანაც კეთილი!
ასეთი ადამიანები დღეს დღეობით იშვიათობაა..გარეგნულადაც და შინაგანადაც ლამაზები.
-გთხოვ აქეთ. მხოლოდ ეს მითხრა და წინ გამიძღვა,მეც სასწრაფოთ გამოვფხიზლდი და უკან გავყევი,სიარულიც კი იდეალური ჰქონდა,ისეთი მშვიდად მიაბიჯებდა და ისეთი მოხდენილათ რომ ამითაც კი ვიხიბლებოდი.
ვიცოდი რომ არ იყო საჭირო სახლის მეპატრონეზე ამ მხრივ მეფიქრა,მითუმეტეს ისეთ სიტუაციაში როგორშიც ახლა მე ვარ,მაგრამ ის უნაკლოა,ნუთუ შეესაძლებელია რომ არაფერი არ იგრძნო?
მაღალი,გამოყვანილი მხარ ბეჭით,ჩამჯდარი ღრმა მწვანე თვალებით,დიდი მარწყვივით წითელი ტუჩებით და ყოვლისშემძლე და მშვიდი გამოხედვით.
-გავიგე რომ უსახლკაროდ დარჩენილხარ და გარეთ ათევდი ღაამებს,არ შეემეძლო ამაზე თვალი დამეხუჭა...გარეთ ღამით გოგოსთვის საშიშია. მომესმა მისი მშვიდი ხმა,რაზეც ჩემმი ფიქრებიდან ამოვძვერი და მზერა მისკენ გაადავიტანე,ჩემს წინ მიდიოდა ისევ და თან მესაუბრებოდა.
-დ-იახ...ვიცი..ვუპასუხე მე.
-გამიხარდა რომ აქამდე მოხვედი ,რადგან დიდი სიამოვნებით დაგეხმარები....როგორ მოგმართო?უეცრად გაჩერდა და ჩემსკენ მოტრიალდა,რაზეც ადგილზე გავიყინე და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე,მისი მზერა მწვავდა.
-მე კატერინა მქვია..ვუთხარი და თვალი ავარიდე მის მზერას,მაგრამ მისი ღიმილი მაინც არ გამომრჩენია.
-საასიამოვნოა კატერინა შენი გაცნობა,მე დანიელი ვარ ამ სასახლის მეპატრონე,შეეგიძლია ზედმეტი ოფიციალურობის გარეშე,ეს სახელი დამიძახო.
მითხრა მომღიმარმა და ისევ ზურგი მაქცია.
გზა გაჩუმებულებმა გაავაგრძელეთ,მანამ ერთ კაართან არ გააჩერდა და გასაღები არ გაადატრიალა.
-ჯერ ქალბატონები..ეს რომ თქვა რამის კრუნჩხვებში ჩაავარდი,სპეციალურად აშკარად არ აკეთებს,ასეთი ჯელტმენია ალბათ!
-ეს შენი ოთახი იქნება კატერინა,იმედია მოგწონს რასაც ხედავ.
მითხრა პატარა ღიმილით,რაზეც საასწრაფოთ თავი დავუქნიე,რათქმაუნდა მომწონდა!
ქუჩაში მეძინა ბოლო პერიოდი,ქუჩიდან კი ასეთ თბილ და ლამაზ ოთახში გადმოვდივარ!
-ძაალიან მომწონს,დიდი მადლობა ბატონო დანიელ. ვუთხარი მომღიმარმა და უკეთ დაასათვალიერებლად წინ წავედი.
-რისი მადლობა,უბრალოდ გთხოვ ,როგორც წეღან გითხარი ბატონს ნუ დამიძახებ.
უკვე ისეთი საყვარელი იყო ,ვდნებოდი!
სახეზეც მეტყობოდა ეს ,მაგრამ სააბედნიეროდ ზურგით ვიდექი და ოთახს ვაათვალიერებდი.
-კატერინა ესაა დღეეისთვის,სამწუხაროდ ახლა დრო არ მაქვს რომ უკეთ დააგელაპარაკო,მაგრამ დღეს სააღმოს მინდა რაღაცები გაანვიხილო შენთან ,ასე რომ იცოდე ეს წინასწარ.
ეს რომ მითხრა უკვე მისკენ გავიხედე.
-დიახ გაასაგებია ბატო...უფრო სწორედ დანიელ.
ვუთხარი და უხერხულად გავიღიმე,რაზეც თვითონაც გაამიღიმა და ნელ-ნელა წავიდა კაარებისკენ,შემდეგ კი ოთახი დატოვა.
აი დავრჩი მარტო!
ოთახს უკეთ მოვავლე თვალი და რბილ საწოლში ჩავეშვი,თითქოს გულზე დიდი ლოდი მომეხსნა.
როგორც იქნა თავშეესაფარი მაქვს და ქუჩაში აღარ მომიწევს ყოფნა.
ისე რბილად ვიწექი როგორც ჩამს ჩამეძინა,მაგრამ რაღაც ხმები ჩამესმოდა და მააწუხებდა,ასე რომ მალევე გაამომეღვიძა,თვალი რომ გაავახილე შეშინებულმა ვიყვირე და სააწოლიდან გაადავარდი!
-უი ბოდიში შეეგაშინე?
ეს ახლაგაზრდა მაღალი ბიჭი იყო,ჩემს წინ მომღიმარი იდგა,რა თქმა უნდა შეემეშინდა!
გაავიღვიძე თუ არა და მისი სახე დამხვდა!
-კი...ცოტა შეემეშინდა..ვთქვი დაბნეულმა და ფეხზე დავიწყე წამოდგომა.
-მოგეხმარები. მითხრა ბიჭმა ღიმილით და ხელით წამეშველა.
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეეშინება,უბრალოდ შენთან სააჭმელი გამომატანეს და მძინარე რომ დამხვდი ვცდილობდი ჩუმად დამეტოვებინა ,მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა.
მითხრა უხერხული ღიმილით,რაზეც მეც გაავუღიმე.
-არააუშავრს,ისედაც ვააპირებდი გააღვიძებას და სააჭმლისთვის მადლობა.
ვუთხარი და გეემრიელ სააჭმელს გაადავხედე,აშკარად მშიოდა.
-რა გქვია? ვიკითხე და თან საჭმელისკენ წავედი.
-მე კევინი,შენ კი კატერინა გქვია ,ეს ვიცი. მითხრა და გვერდით მომიჯდა,ძაალიან თბილი და მეგობრული ადამიანი ჩანდა,ეს კი სიამოვნებას მგვრიდა.
-საასიამოვნოა შენი გაცნობა კევინ,იმედია უზრდელობაში არ ჩამომართმევ თუ ჭამას დავიწყებ,ძაალიან მშია!
ვუთხარი პატარა სიცილით,რაზეც სიცილითვე დაამიქნია თავი.
-ოოო..რა თქმა უნდა!
შეეგიძლია ჭამო.
მითხრა და ფეხზე წამოდგა.
-მე კი სჯობს დააგტოვო,ჯერ მხოლოდ
9 საათია,მაგრამ მაინც გეტყვი რომ 12-ის მერე ოთახი არ დაატოვო ,კარგი?
მითხრა ღიმილით და კაარისკენ წავიდა,მე კი ისეე ვიყავი გართული ჭამით,ნორმალურად არც გაამიცნობიერებია მისი სიტყვები,უბრალოდ დაავეთანხმე.
ჭამას რომ მოვრჩი მერეღა გაამახსენდა და გავაცნობიერე მისი სიტყვები!
-12 -ის მერე არ გახვიდეო?
დააბნეული ვიყურებოდი,რატომ?
ნამდვილად უცნაური იყო ეს ყველაფერი,მაგრამ დავივიწყე...არ ღირს გამოუსადეგარ მიზეზებზე ფიქრი.
ჯერ მხოლოდ რაამდენიმე საათია აქ ვარ და თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ!
დანიელი ძაალიან კარგი ადამიანი ჩანს,მართლა მაოცებს მისი სიკეთე,ასეთი არავინ არ მინახავს.
-მმმ...კარგი იქნებოდა სასახლე რომ დამეთვალიერებინა.
გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი.
ეს სასახლე ძაალიან საინტერესოდ და იდუმალად გაამოიყურება ,ამიტომ მინდა მისი ყოველი კუთხე კუნჭული ვნახო ,იმედია ეს შეიძლება და უზრდელად არ ჩამთვლიან ამის გამო .
კარი ნელა სიფრთხილით გაავაღე და გარშემო მიმოვიხედე,არავინ არ იყო და გრძელი კალიდორები პატარა ნათურებით იყო გაანათებული,საოცარი სიჩუმე იყო!
-რა მშვენიერია აქაურობა.
ჩავილაპარაკე და კალიდორს გავუყევი.
მაოცებდა აქაურობის დიზაინი ,ყველაფერი ისე იყო მოწყობილი სამეფო სასახლე გეგონებოდა,ამის შედეგად კი კითხვები მიჩნდებოდა,ნეტა დანიელი სამეფო წარმომავლობისა?
საიდან ფლობს ამხელა სასახლეს?
ძაალიან მინდა ყველაფერი გავიგო მასზე.
-ოოო...ეს ...ერთ ნახატთან გავჩერდი სადაც დანიელი იყო გამოსახული,მეფესავით გამოიყურებოდა.
-აი მესმის...პირი გაავაღე და თვალები გაამიფართოვდა ,ისეთი მშვენიერი იყო,აშკარად სამეფო სისხლისა.
-როგორი მშვენიერია.
მომღიმარი ვუყურებდი პორტრეტს ,მანამ უეცარ შეხებაზე არ შევხტი და პატარათი არ წამოვიკივლე.
-მადლობა..,ღმერთო ჩემმო !
ეს დანიელი იყო და მან გაიგო რაც ვთქვი!
-მე-მე....მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა ამ მომენტისთვის თავის დაძვრენას,ყველაფერი გაიგო.
-არაფრის..ვთქვი ჩახვნეშით და შერცხვენილმა თავი ჩავხარე,რაზეც მისი ჩაცინება გავიგე და ისევ ავხედე !!
გული ამიჩქარდა თან ძაალიან სწრაფათ!
-ნუ ნერვიულობ,საანერვიულო არაფერია..დაძაბულობა მოიხსენი არ ვიკიბინები .
თქვა და ჩაიცინა,შემდეგ კი რაღაც ჩაიჩურჩულა,ეს რაღაც კი გავიგონე.
-ხანდახან.
სახე წამეშალა,რა იყო ახლა ეს?!
-მომყევი ..მინდა დაგელაპარაკო,რადგან რააღაცები უნდა გაანვიხილოთ თუ აქ ცხოვრება გინდა.
თქვა უკვე სერიოზული სახით და წინ წავიდა,რაზეც უკან გავყევი დაბნეული და ჯერ კიდევ შოკში მყოფი მისი ქცევით...მეჩვენება თუ ზედმეტად მეგობრულია?
-აქეთ.
თქვა და უეცრად თავის წინ რკინის ლამაზად მოქროვილი კარი შეეაღო,წინ კი უდიდესი და ლამაზი მდიდრული ოთახი გამოჩნდა,ეს ალბათ მისი სააძინებელი იყო.
-ვიფიქრე რომ ჩემს კაბინეტში დაგელაპარაკებოდი,მაგრამ იმით თუ ვიმსჯელებთ რომ ძაალიან დააძაბული ხარ ,ჩემს ოთახში ვამჯობინე.
თქვა ღიმილით და ჩემს წინ წავიდა,შემდეგ ბუხართან მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ხელით დამიძახა.
-აქ მოდი და დაჯექი.
ისეთი სახით მითხრა,ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და მისკენ დავიძარი,შემდეგ კი მის გვერდით მდგარ სავარძელში უხერხულად ჩავეშვი.
-მოკლედ...როგორც ვხვდები აქაურობა ძაალიან მოგწონს და გაადაწყვიტე რომ დარჩები. თქვა და ჩემსკენ გამოიხედა,იმის მიუხედავად რომ თვალს ვარიდებდი.
-იცი როდესაც თვალს მარიდებენ, ამას უზრდელობად ვთვლი.
სანამ ეს არ თქვა და სასწრაფოთ თავი არ ავწიე.
-ამმ..დიდი ბოდიში ,ასეთი არაფერი არ მიფიქრია..ვთქვი შეერცხვენილმა და წვალებით გავუსწორე თვალი,რაზეც გამიღიმა.
-არაუშავრს,მესმის შენი..ყველა გოგო ასე იქცევა ჩემს გვერდით.
ყველა? სულ რამდენი გოგოა ამ სასახლეში!??
-კატერინა...წესები ჩვენი სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილია,სხვა გვარად ვერ ვმართავ აქ დაბუდებულ საშიშროებას.
ეს რომ თქვა შევკრთი,რა სააშიშროებაზეა საუბარი?
-რა საშიშროება?
ვიკითხე გააკვირვებულმა.
-ამას ახლა ვერ აგიხსნი...მხოლოდ წესებს გეტყვი და შენ გევალება რომ ეს წეესები არავითარ შეემთხვევაში არ დაარღვიო,რაც არ უნდა მოხდეს,რადგან თუ ამ სასახლეში ცხოვრობ ამ წესებს იცავ.
ეს რომ თქვა თვალები გაამიფართოვდა,რადგან უცნაური იყო ეს ყველაფერი,მაგრამ რა გაეწყობა ,რასაც მეტყვის იმას გავაკეთებ,ბოლოს და ბოლოს ეს მისი სასახლეა და მისი დაამსახურებით ცის ქვეშ არ ვიქნები.
-გასაგებია...გისმენთ.
ვუთხარი და ძაალით სუსტად გავუღიმე
-პირველი წესი-არავითარ შეემთხვევაში არ გახვიდე სასახლის იმ ნაწილში ,სადაც აკრძალულია გასვლა  და არ ისეირნო სასახლის დერეფნებში,მითუმეტეს მაშინ როდესაც სულ მარტო ხარ...მითხრა წარბის აწევით,რაზეც უბრალოდ თავი დავუქნიე,იმის მიუხედავად რომ მილიონი კითხვა გამიჩნდა თუ რატომ .
-წესი მეორე-არ დააელაპარაკო უცხო ადამიანებს, რომლებიც აქამდე სასახლეში არ შეეგინიშნავს,ყველაზე მთავარი კი მათ არ დაუჯერო და არ მიენდო.

-წესი მესამე-სასახლიდან ჩემმი ნებართვის გარეშე მითუმეტეს მარტო ,არასოდეს ,არასოდეს არ გახვიდე....ტყე სახიფაათო ადგილია და იქ თუ გახვალ სავარაუდოდ უკან ვეღარც დააბრუნდები.
კი მაგრამ...რატომ?
მე დღეს ამ ტყეში საათობით ვიბოდიალე,საშიში ისეთი არაფერი არ ყოფილა რომ ჩემთვის ხიფათის გრძნობა გააეღვიძებინა,ჩვეულებრივი ტყე იყო...ცოტა შემზარავი ,როგორც სხვა დაანარჩენი ტყეები.
-წესი მეოთხე-არ ეცადო იმის გაარკვევა რაც შენში ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს,დაატოვე იქვე რაც გააგაკვირვებს და დაგაბნევს,პასუხები არ ეძებო ,თორემ ცნობისმოყვარეობა,კარგს არაფერს არ მოგიტანს.

-წესი მეხუთე-12-ის შემდეგ თავისი ოთახიდან არავინ არ გამოდის,არავინ.
ეს არავითარ შეემთხვევაში არ უნდა გააკეთო,ოთახში ყველაფერია რაც გჭირდება..არ დააგავიწყდეს ეს უმნიშვნელოვანესი წესი,12- ის შემდეგ ოთახიდან არ გამოდიხარ....ესა ბოლო წესი..დაასრულა წინაადადება ღიმილით და წარბის აწევით თითქოს მოდუნდა.
-მოვრჩი...ეს იყო ამ სასახლის ხუთი დაუწერელი კანონი,რომლის დაცვაც მოგიწევს..იმედია გაასაგებია და რაიმიე პრობლემას არ წარმოადგენს ამ რამდენიმე წესის შესრულება.
მითხრა თბილი გამოხედვით,რაზეც უხერხულად დავიწყე ლაპარაკი.
-არა..რა თქმა უნდა არა,რა სისულელეა! თქვენ მე თავშესაფარს მაძლევთ და მე რა პრეტენზია უნდა მქონდეს,არა ბატონო ქაი ყველაფერი გაასაგებია..ვუთხარი ღიმილით ,რაზეც ასევე ღიმილით დამიქნია თავი.
-ძაალიან კარგი,მიხარია რომ გაიგე!
ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა,მანამ უეცრად არ გაჩერდა და უკან არ მომიტრიალდა.
-უი სულ დაამავიწყდა,თუ საამუშაო გჭირდება შეეგიძლია სასახლეშივე იმუშაო,სამუშაო ადვილია,უბრალოდ  რაღაც დროის მონაკვეთში უნდა სახლს მიხედო და აქ მყოფი ადამიანების კვებაზე იზრუნო ,თუ გჭირდება ფული რა თქმა უნდა,ეს შენი ნებაა...ანუ მოსამსახურეთ? შესანიშნავია!
სამსახური მჭირდებოდა და ესეც სასახლეშივე ვიშოვე,ძაალიან გამიმართლა!
სწავლასაც გაავაგრძელებ,იმედია ეს ჩვენს წესებს არ უშლის ხელს და უარს არ მეტყვის.
-ძაალიან კარგი !
დიდი მადლობა,რა თქმა უნდა მჭირდება სამუშაო!
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა !
გახარებულმა და აღტაცებულმა ვუთხარი,რაზეც მეგობრულად გამიღიმა.
-რისი მადლობა ,მიხარია რომ გეხმარები. თქვა და კარისკენ გააგრძელა სვლა,რაზეც მეც უკან გავყევი...მის ოთახში მარტო ხომარ დავრჩებოდი.
-ბატონო დანიელ ,ისე შემიძლია სწავლა?
ვიცი სასახლიდან გასვლა მომიწევს,მაგრამ მინდა სწავლა გაავაგრძელო..ყველაფერს გავაკეთებ რომ საფრთხე არ შემექმნას და ჩემს გამო რაიმე პასუხისმგებლობა არ დაგეკისროთ..ამაზე უკან გამომხედა.
-შეეგიძლია.
თქვა და ისევ წინ გაიხედა.
-ჩვენი მძღოლი გაატარებს.
მადლობაა ღმერთს!!!
თან ჩვენი მძღოლიო,მძღოლიც კი მეყოლებაა!
სად მოვხვდი ეს?
სამოთხეში!
შესანიშნავი ადგილია ამ უცნაურ წესებს თუ არ ჩავთვლით,მაგრამ ეს წესები ჩემთვის არაფერია!
ბოლოს და ბოლოს სახლი მაქვს სადაც მშვიდად ვიცხოვრებ და უკეთ გავიცნობ შესანიშნავ ადამიანს,ბატონ დანიელს.

მეორე დღეს:

რა მშვენიერი და მშვიდი დილა გათენდა!! ჩიტები ჭიკჭიკებენ,მზის სხივები ფანჯრებიდან ოთახში ახწევს,თითქოს ყველაფერი ბრწყინავს...მე კი კომფორტულად ვწევარ თბილ და რბილ საწოლში და აღარ მიწევს გამვლელების დამცინავი კომენტარების მოსმენა, ან მათი გედმაღალი გამოხედვის დანახვა,ან თუნდაც შიში რომ ვიღაც რაღაცას დამიშავებს,ახლა სახლი მაქვს..სახლი სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ!
ფეხზე წამოვდექი და გემრიელად გავიზმორე.
ეს პირველი ღამე იყო ამ სახლში და ისე გამოვიძინე როგორც ჩვილმა,დასვენებული ვარ და ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ!
მინდა რომ დღესვე შევუდგე საქმეს და ამ სახლში ჩემმი
სამსახური დავიწყო!
აი ხვალ კი უკვე სწავისთვის დავიწყებ მუშაობას,მოვემზადები და ვნახოთ სააბოლოდ რომელ უნივერსიტეტში მოვხვდები!
-აჰ..ცოტა მცხვენია..როგორ ვუთხრა...უეცრად საწოლზე ჩამოვჯექი და ტუჩი მოვიკვნიტე ანერვიულებულმა.
ვიცი რომ თვითონ შემომთავაზა ეს სამსახური,მაგრამ ცოტა ვღელავ!
ფეხზე წამოვხტი უეცრად და სარკის წინ დავდექი,ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე
"*ჩახველება* ბატონი დანიელ მინდა ჩვენს შეთანხმებაზე გესაუბროთ...აჰ! არა!
ზედმეტად სერიოზულია!

-დანიელ სამსახურზე რა ვქნათ აბა? აიმეე,არა!
ზედმეტად თავისუფალია!

-ისა..დანიელ დიდო -დანიელ-ვაჟო-მეფისა მინდა სამსახური მიბოძოთ ...გულის ამრევია!

-მოკლედ ესეგი..აი მაშინ თუ გახსოვთ,აი გუშინ ვისაუბრეთ რომ სამსახურიო ისაო და რავი იქნებ..რავი..დავიწყებდი ვიფიქრე და მე..არა თქვენ რაიმე პრობლემა თუ გაქვთ მე..ჯანდაბა უაზრობა...რას ვბოდავ?

-მაშინ რა ჯანდაბა ვუთხრა??
უკვე ცოტაც და გაავაფრენდი!
ნუთუ ასეთი ძნელია უსიმპათიურეს მამაკაცთან საუბარი,თუ ყოველ წამს ტუჩებზე აკვირდები და სისხლი გიდუღს...არა!
მორჩა..საკმარისია!
-უნდა ვუთხრა ... მან თვითონ შემომთავაზა,რისი მცხვენია!?
სულ გამოვშტერდი?
ჩემს თავს ველაპარაკებოდი შეშლილივით და აქეთ იქით პიჟამოს ამარა დავეხეტებოდი
*კაკუნი კარზე*
-კატერინა დანიელი ვარ,გღვიძავს?
ეს ხმა მომესმა თუ არა ციდან სამ მეტრზე ავხტი და ჩემი ყმა იატაკზე დაენარცხა!
ის აქა? აქა? მე კი ნახევრად შიშველი აწეწილი თმით ვარ!
-ამმმ..მე..მე..ბატონო დანიელ...ვბურტყუნებდი და თან
აქეთ-იქით დავრბოდი და ტურბო სიჩქარით ვეტენებოდი ტანსაცმელში ,რომელიც ხელში მომხვდებოდა!
-ერთ წამს!! ერთი წამი მინდა!
თან ამას ვყვიროდი და თან უკუღმა შარვლის ამოცმას ვცდილობდი !
ძლივს მოვრჩი და დანიელმა კარი შემოაღო.
-რა იყო სულ შიშველი იყავი?
ეს რომ მკითხა სულ გადავწითლდი.
-არა..ნახევრად..ვუპასუხე უხერხულად და გულახდილად ,რაზეც გაიცინა.
-ნუ შეგრცხვება, ჩათვალე რომ შენი ახლობელი ვარ,ისეთი ახლობელი ,რომელთანაც თავისუფლად უნდა იყო და მოდუნდე. მითხრა და ხელები მხრებში მომკიდა,რაზეც უარესად დავიძაბე და ქათამს დავემსგავსე რომელსაც სცივა,ამაზე კი მან ისევ სიცილი დაიწყო.
აძაალიან საყვარელი ხარ.
თქვა და ლოყაზე მომჩქმინტა,მე კი გაშეშებული კინაღამ ადგილზე ჩავიკეცე.
-კატერინა..გუშინ სამსახურზე ვისაუბრეთ,მითხარი რომ აქ მუშაობა გინდოდა,ხოდა ვიფიქრე რომ რაღაც რაღაცების გარკვევა მოგინდებოდა,ამიტომ ვარ აქ ახლა.

-კი ბატონო დანიელ,მეც ვაპირებდი თქვენთვის-გამაწყვეტინა.
-ბატონოზე რა ვთქვით?
მკითხა წარბის აწევით.

-დანიელ მეც ვაპირებდი ამაზე დალაპარაკებას. გადავაკეთე წინადადება,რაზეც კმაყოფილმა გაიღიმა.
-ხოდა სწორ დროს მოვსულვარ,გთხოვ დაჯექი. მითხრა და თვითონ საწოლზე ჩამოჯდა,მეც უხერხულად ცოტა მოშორებით მივუჯექი გვერდით...წინ მეჯდა და მიყურებდა, კინაღამ სული განვუტევეე,ახლოს ფიზიკურად ვერ მივიწეოდი,გამორიცხული იყო!
-კატერინა..საუბარს რომ მოვრჩებით პირველ სართულზე ჩადი და 345 ოთახში შედი,იქ უნიფორმას მოგცემენ ,რომლითაც იმუშავებ,ახლა კი ალბათ გაინტერესებს რა გევალება.
ამაზე თავი დავუქნიე,მან კი დაიწყო.
-ნუ პირველ რიგში სასახლის წესრიგზე და სისუფთავეზე უნდა იზრუნო..მეორე ესაუბრო სტუმარსაც და აქ მცხოვრებსაც ზრდილობიანად და პატივისცემით.
მესამეს კი პროცესში გაიგებ,ახლა არ მინდა გითხრა და შეეგაშინო.
ეს რომ თქვა ცოტა დავიბენი და უბრალოდ უხერხულად გავუღიმე.
-ისეთი რა არის ? ვიკითხე თამამად ღიმილით,რაზეც უეცრად ჩემსკენ მოიწია და ყურში მიჩურჩულა.
-საიდუმლოა.
გამაჟრიალა და თან როგორ ,ფაქტობრივად ერთი მეტრის მოშორებით გადავხტი,არც მიფიქრია ამ საქციელით როგორ შევირცხვენდი თავს,უბრალოდ ჩემმი ემოციები ვეღარ გაავაკონტროლე!
-კ-არგით როგორც გი-ნდათ.
ენის ბორძიკით ვუთხარი და უხერხულად დავდექი მისგან მოშორებით,ის კი მომღიმარი მიცქერდა შორიდან,ალბათ ეს სიტუაცია მისთვის სასაცილო იყო,ნუ არც ვაადანაშაულებ.
-ისე შეგიძლია მომიახლოვდე...არ მომწონს რომ ასეთი დაძაბული ხარ,რამით შეგაშინე? უხერხული ღიმილით მკითხა,მე კი გული გამიჩერდა მოსმენილით,ახლა გგონია რომ თვითონა რამეში დამნაშავე! ოოოო!! ნუ არის კიდეც,ესეთი სიმპათიური და მიმზიდველი როგორაა?
-არა...სულ არა,ასე ნუ იფიქრებთ..უბრალოდ უცხო ხართ მაინც ჩემთვის.
ვთქვი ნაწილობრივ სიმართლე,რაზეც უბრალოდ ღიმილით დაამიქნია თავი.
-კარგი კატერინა მე დაგტოვენ ,როცა მოწესრიგდები ჩადი და უნიფრომა მოირგე ,შემდეგ კი მუშაობას შეუდექი ასე უკეთ შეეჩვევი აქაურობას.
დასრულა ღიმილით და კარი გაიხურა .
მე კი გაშტერებული ვიყავი საწოლზე მიწებებული და ვერ ვდგებოდი,ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და მის ყოველ სიტყვას და სააქციეს ახლა ვფილტრავდი და ჯანდაბა!
ახლა გული წამივა,ამას სპეციალურად აკეთებს?
რომ დავმშვიდი ფეხზე ავდექი ,მოვწესრიგდი და პირველი სართულისკენ გავსწიე,უდიდესი კიბე გაოცებულმა ჩავიარე,რადგან ჯერ კიდევ ვერ შეევეჩვიე ამ უდიდესი სასახლის კედლებს.
როგორც ქაიმ მითხრა 345-ე კართან მივედი და ფრთხილად და მორიდებით დავაკაკუნე,ცოტახანს არავინ არ გამოეხმაურა ჩემს კაკუნს,მაგრამ მალევე ნაბიჯების ხმა მომესმა და ჩემს წინ კარიც გაიღო!
-გამარჯობა..წინ ახალგაზრდა გოგო დამხვდა,რომელიც ძაალიან ლამაზი იყო,აღუწერელად ლამაზი..ცოტახანს ხმა ვერ ამოვიღე და პირ ღია მივაშტერდი,სანამ არ მივხვდი რომ თავს უხერხულად იგრძნობდა და არ ავარიდე თვალი.
-ამმ გამარჯობა..აქ დანიელმა გამომაგზავნა,მითხრა რომ უნიფორმას მომცემენ..ვუთხარი ღიმილით მეგობრულად,მას კი ისევ იგივე უემოციო გამომეტყველება ჰქონდა სახეზე ,უხერხულად ვიგრძენი თავი და თავი ჩავხარე.
-შემოდი. თქვა და გვერდით გაიწია,მეც დაბნეული შევედი ოთახში იმაზე ვფიქრობდი ასეთი ცივი რატომ იყო.
-აქ დაჯექი ...შენს ზომას მოვძებნი. თქვა იგივე უემოციო გამომეტყველებით და ერთ-ერთ კარში შევიდა,მე კი დაძაბული ვიჯექი და გარემოს ვათვალიერებდი,დიდი ოთახი იყო და ამ ოთახში კი კიდევ იყო რამდენიმე კარი ,რომელსაც სავარაუდოდ სხვა ოთახებში გაყავდი,საერთოდ რამხელა ეს სასახლე?
ცოტახანში გოგონა კარიდან გამოვიდა ,ხელში უნიფორმა ეჭირა,ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი,უინტერესო მზერით მიყურებდა ,შემდეგ უნიფორმა გადმომცა ხელში ,რაზეც ნათლად გავუღიმე მადლობის ნიშნად.
-ასე რა გიხარია ვერ ვხვდები...მითხრა და პატარათი გაიღიმა,მაგრამ ეს არ იყო კარგი კეთილი ღიმილი,უფრო სხვანაირი ღიმილი იყო.
-რას გულისხმობ?
ვიკითხე უხერხული ღიმილით.
-ვერც კი წარმოიდგენ რა გელოდება წინ. მითხრა უკვე სერიოზული გამომეტყველებით და გვერდი ამიარა,ისე რომ ვერც შევძელი რაიმის კითხვა.
-შეგიძლია წახვიდე..მარტო ყოფნა მიყვარს. მითხრა ცივად და უხეშად და კარი გამომიღო,მეც რა უნდა მექნა ?
უკვე გააღიზიანებულმა მისი უხეში სააქციელით ,შუბლი შევკარი და ასევე ცივი გამომეტყველებით გავედი კარიდან!
ვბრაზობდი რადგან მასთან ვცდილობდი დამეგობრებას ,ის კი სრულიად უმიზეზოდ ასეთი ცივად და უხეშად მომექცა!
როგორ მინდოდა ამ სასახლეში ვინმესთან დამეგობრება...ალბათ ეს არც ისეთი ადვილიია.
უნიფორმა მოვირგე ტანზე და სარკეში რომ ჩავიხედე გამეცინა!
ძველი ფილმებიდან გადმომხტარ მსახურს ვგავდი...ეს სასაცილოც იყო და სასიამოვნოც,დიდიხანია არ გამიცინია!
ბოლოს როდის გავიცინე არც მახსოვს.
არც კი ვიცოდი როგორ ან საიდან დამეწყო სასახლის დასუფთავება,რადგან ასე თუ ისე ყველაფერი წესრიგში იყო ,ერთ ადგილას ვიდექი ცოცხით ხელში და
აქეთ-იქით ვიყურებოდი,ვერ ვხვდებოდი რა უნდა დამელაგებინა!
-მოდი ოთახებს ვნახავ..ჩავილაპარაკე ჩემთვის და პირველ რიგში ბატონი დანიელის კაბინეტზე შევაჩერე არჩევანი,რადგან
ეს იყო ერთადერთი ოთახი რომლის ზუსტი ადგილმდებარეობაც ვიცოდი!
ღიღინით მივუახლოვდი კარს ,მაგრამ მამაკაცების საუბარი რომ გავიგე ადგილზე გავჩერდი....არ ღირს ახლა შესვლა,ბატონ დანიელს სტუმრები ჰყავს ალბათ.
სხვა ოთახს ვნახავ !
გავიფიქრე და კარს ზურგი ვაქციე,მაგრამ საუბარი ისეთი ხმმამაღლა ისმოდა მინდოდა თუ არა ეს,მათი ლაპარაკი გავიგონე !
-დარწმუნებული ხარ რომ სრულად გყავს ყველა?
იკითხა უცხო მამაკაცის ხმამ

-რადგან იცი რომ დიდი დრო აღარ დარჩა.
გაისმა მეორე უცხოს ხმა,ისეთი ცნობისმოყვარე ვარ ძაალიან დავინტერესდი და უფრო ახლოს მივედი,ისე რომ უკვე მათ საახებსაც ვხედავდი,ოთახში ოთხი მამაკაცი იჯდა,აქედან კი ერთი დანიელი იყო .
-კი უკვე 12 გოგო მყავს.
ეს დანიელი იყო.
რაზე საუბრობენ ?
და რატომა ეს საუბარი ზედმეტად უცნაური?



№1  offline წევრი 《Sunshine》

აი ძალიან რომ მიყვარხარ იცი როგორ წერ ესეთ მაგარ ისტორიებს პირველი სახელი კატერინა ძალინ მომწონს და დანიელს გოგოები რისთვის ჭირდება არ მითხრა რომ სავსე მთვარეს უკავშირდება ეს მალე დაამატე ჯერკიდევ შოკში ვარ ყოჩაღ მართლა ....

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
აი ძალიან რომ მიყვარხარ იცი როგორ წერ ესეთ მაგარ ისტორიებს პირველი სახელი კატერინა ძალინ მომწონს და დანიელს გოგოები რისთვის ჭირდება არ მითხრა რომ სავსე მთვარეს უკავშირდება ეს მალე დაამატე ჯერკიდევ შოკში ვარ ყოჩაღ მართლა ....

დიდი მადლობა ,მეც მიყვარხარ❤️❤️❤️
მიხარია რომ მოგეწონა!
აუცილებლად მალ-მალე დავდებ და უფრო დიდ თავებს❤️❤️
ყველაფერს მალე გაიგებ და საინტერესო გამოვა ჩემი აზრით❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent