შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (7 თავი)


10-08-2020, 01:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 193

ნათიამ მთელი ღამე ტირილში გაათენა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა თავის გადაწყვეტილების სისწორეში ასევე, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, მისთვის ძალზედ რთული და უცხო იყო ამგვარი ცხოვრება, ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე უჭირდა, რადგან მოუწევდა ბევრ რამეზე უარის თქმა, თუმცა მთავარი ნიცა იყო ამ შემთხვევაში, რადგან მას მოუწევდა რომ უარი ეთქვა ბევრ რამეზე.
ნათია დილით ძალიან ადრე ადგა, მაღაზიაში ჩაირბინა პური და კვერცხი იყიდა, უნდოდა სანამ ნიცა გაიღვიძებდა საუზმე გაემზადებინა, როცა ნიცა ადგა და ისაუზმეს ნათიამ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა მას თავიაანთ მომავალზე
-ნიცა მე მამაშენთან დაბრუნება არ მინდა, ფიქრიც კი არ მინდა იმაზე რომ შეიძლება ისევ მის გვერდით ავღმოჩნდე-ნათია ყოყმანით იწყებდა და ამთავრებდა სათქმელს, ეშინოდა რამე ისეთი არ ეთქვა რომ ნიცასთვის ტკივილი მიეყენებინა
-მე გული მწყდება-ახედა თავზე წამომდგარ დედას გოგონამ -მაგრამ თუ შენ ასე გინდა...
-მისმინე საყვარელო-ნათიას ხმა გაებზარა -მე მინდა რომ ბედიერი იყო, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა მაგრამ...-ნათიამ ვეღარ დაამთავრა სიტყვები
-მაგრამ იმენად არა რომ საკთარი თავი
შემომწირო -უთხრა ნიცამ დედას, ნათია ადგილზე გაქვავდა, ვერაფერი თქვა, ვერაფერი მოიმოქმედა, აზრები გაეფანტა
-ასე რატომ მეუბნები-უთხრა თვალებ აცრემლიანებულმა შვილს, კარგახნიანი დუმილის შემდეგ
-ბებომ მითხრა ასე-ნიცა თვალს არ აშორებდა დედას
-და შენ რას ფიქრობ? გგონია რომ საკმარისად არ მიყვარხარ? გგონია რომ ჩემს თავმოყვარეობას ვწირავ შენს მომავალს?
-დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ-ნიცამ თვალი აარიდა დედას -მინდა სულ იღიმოდე-გოგონა ადგა და დედას წელზე შემოხვია ხელები
-ბებიაშენს მე არ ვუყვარვარ საყვარელო, არც მამაშენს ვუყვარვარ, ამიტომ ცდილობენ რომ გული გვატკინონ, მამაშენისთვის რომ რამეს ვნიშნავდე, სულ ოდნავ მაინც რომ ვუყვარდე გეფიცები რომ არცკი ვიფიქრებდი მასთან განშორებაზე
-კარგად მახსოვს რაც მოხდა-ახედა დედას
ნიცამ-შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ არც ისეთი
პატარა ვარ რომ ვერ მივმხვდარიყავი რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში და როგორ გექცეოდა მამა
-არასდროს დაუშვა ის, რომ მე შეიძლება ჩემი თავი დავაყენო შენზე წინ, არასდროს დაიჯერო რომ მე საკუთარ თავზე ნეტად არ მიყვარხარ, არ დაუჯერო არავის თუ გეტყვიან რომ ჩემთვის შენი მომავალი უმნიშვნელოა, იციდე რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე მეტად მინდა რომ იყო ბედნიერი-ნათიას ცრემლები გადმოსცვივდა და გულში ჩაიკრა.
ნანამ დაღვრემილ გაბრიელს ყავა დაუდგა მაგიდაზე და სკამზე ჩამოჯდა
-სად ჯანდაბაშია აქამდე?-საათს დახედა გაბრიელმა -დეიდა ნაღდად მოვა?
-ხო გითხარი მოვათქო?! ნუ შემჭამე
-უკვე ნახევარი საათი გავიდა
-მოვათქო-დაუცაცხანა ნანამ დისშვილს და კარზე ზარის ხმაც გაისმა, ნანა ადგა და კარისკენ გავარდა, არც უკითხია ვინ იყო, მაშინვე გააღო და ნიცას მივარდა ჩასახუტებლად, შემდეგ ნათია ჩაიკრა გულში და სახლში შეიყვანა
-მოვიდა?-კითხა ნათიამ გაბრიელზე დეიდას
-სამზარეულოში გელოდება-ნანამ თვალით ანიშნა და ნიცას ხელი ჩაკიდა -ჩვენ თინიკოსთან გავალთ და მალე დავბრუნდებით
-კარგი-ნათია დაიძაბა, ძმასთან აშინებდა მარტო დარჩენა, მაგრამ არ უნდოდა, ნიცა შესწრებოდა ამ ლაპარაკს და ენერვიულა, ნანა და ნიცა წავიდნენ თუარა მისაღებში გავიდა გაბრიელი ყავის ჭიქით ხელში და სავარძელში დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დას მიაჩერდა, ნათია ერთ ადგილას მიყინულივით იდგა და ვერ გაებედა გატოკება
-დაჯექი-ისეთი ტინით უთხრა რომ ნათიას გააჟრჟოლა შიშისგან და დივანზე ჩამოჯდა ძმის პირდაპირ, ძმას თვალს არიდებდა რადგან მისი ეს მზერა მუდამ აშინებდა -მომიყევი აბა რას
აპირებ? -ისეთი მშვიდი ტონით კითხა რომ ნათიამ უნებურად გაოცებით შეხედა ძმას -მომიყევი რა გეგმები გაქ -მკაცრი ტონით კითხა დას
-სამსახურს ვიშოვი და ვიმუშავებ-ამოთქვა ხმადაბლა და ძმას თვალი აარიდა
-ესეიგი აპირებ მარტომ იცხოვრო თბილისში, ნიცასთან ერთად, იხადო ქირა, გადასახადები, შვილს ასწავლო ჩააცვა, ასვა, პლუს საკუთარ თავსაც მიხედო... სწორად გავიგე?-მისი ეს მშვიდი ტონი აგიჟებდა ნათიას და ტვინს ურევდა
-დიახ-ამაყად უთხრა მისი სიმშვიდით გათამამებულმა
-სამწუხაროდ შენი ეს ოცნებები უნდა
დავანგრიო- გაბრიელმა ჭიქა მაგიდაზე დადო და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მშვიდა მოუკიდა დას მიაჩერდა
-და როგორ?-ნათია გააღიზიანა მისმა თავდაჯერებულობამ
-მარტივად-გაბრიელმა დას მიანათა უცნაურად აციმციმებული თვალები
-უფლებას არ მოგცემთ-გაცეცხლდა ნათია
-მეკი იმის უფლებას არ მიგცემ ვიღაც ნაბიჭვა.ი დადიანის საყვარელი გახდე-უყვირა გაბრიელმა და ფეხზე წამოვარდა
-მე არავის საყვარელი არც ვარ და არც ვიქნები
-აბა როგორ აპირებ ამდენი ფულის შოვნას და მარტო ცხოვრებას?-თვალები დააჭყიტა ბიჭმა და სიგარეტის ღერი აკანკალებული თითებით საფერფლეში ჩაჭყლიტა
-ეგ შენ უკვე აღარ გეხება-ნათიაც ფეხზე წამოვარდა
-დაჯექი-დაუღრინა გაბრიელმა, ნათია ბრაზიანი მზერით მიაჩერდა ძმას -დაჯექი-დაუღრინა ისევ და დაჯდა ნათია დივანზე
-ქმარს შეურიგდები-გამოუცხადა გაბრიელმა დას და თვალებში ჩააცქერდა
-არ შევურიგდები -ხმამაღლა და მკაფიოთ თქვა ნათიამ
-შეურიგდები, იმიტომ რომ ჩვენ ასე
გადავწყვიტეთ -გაბრიელმა მეორე ღერს მოუკიდა და დაჯდა თავადაც -ნიცასთვისაც ასე ჯობია და შენთვისაც
-შენ რაიცი ჩემთვის რა ჯობია?-უყვირა ნათიამ ძმას
-ახლა გაღიზიანებული და თავგზაარეული ხარ, დროს მოგცემთ და რომ მოხვალ აზრზე შეურიგდები
-არ შევურიგდები-უყვირა ძმას მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-ნახავ თუარ შეურიგდები-უცნაური ტონით უთხრა დას
-ასე რატომ იქცევი? რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში? რატომ ერთხელ მხარს არ დამიჭერ?
-იმიტომ რომ შვილიანი და განათხოვარი ყველას თვალში არის ქალი ადვილად მისაღები, ადვილად მისაღწევი... გესმის იმედია რასაც ვგულისხმობ
-რა ავადმყოფური დამოკიდებულებაა
-ვნახე როგორც იქცეოდი ცოლიან კაცთან
-ესეიგი მე თუ აქ დავრჩები შენი აზრით ნებისმიერს დავუწვები-აყვირდა ნათია
-ნებისმიერს არა მაგრამ ...
-მივდივარ-წამოხტა ნათია ფეხზე -რა არანორმალური ხარ
-გგონია თავს დაგანებებთ? გგონია უფლებას მოგცემთ რომ ცალკე იცხოვრო ბავშვთან
ერთად? -ფეხზე წამოვარდა გაბრიელიც -ქმარს შეურიგდები
-აღარ გაბედო ამაზე ლაპარაკი-ნათიამ უყვირა ძმას და შეტრიალდა წასასვლელად რომ სანდროს შეეფეთა, ნათია იმდონემდე დაიბნა რომ უცბათ ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა მის თავს
-უნდა ვილაპარაკოთ-სანდრო ცოლს ჩააცქერდა თვალებში
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-ძალა მოიკრიბა და თვალმოუშორებლივ უთხრა ქმარს
-გვაქვს და იქამდე ვერ წახვალ სანამ არ დავილაპარაკებთ-სანდრო კარებში გაიჩხირა ისე რომ ნათიას მისაღებიდან გასვლის შანსი არ ქონდა თორემ გაიქცეოდა -დაჯდები? თუ ასე აპირებ ჩემს ყურებას?-სანდრომ სავარძელზე მიუთითა, ნათია მიტრიალდა და დაჯდა. გაბრიელი და სანდროც დასხდნენ დივანზე, ნათია მათ შეშინებული და დაძაბული შეყურებდა
-შენს ძმას უკვე ავუხსენი რომ მე დაშორება არ მინდა შენთან და რაც მოხდა შეხდომა იყო და ვნანობ-მის ამ სიტყვებზე ნათიას მწარედ გაეცინა და ქმარს მიაჩერდა
-ნანობ? რატომღაც შენი არ მჯერა -უთხრა ჩავარდნილი ხმით
-არ გინდა რა ეს ირონია-გაღიზიანდა სანდრო -მე განქორწინება არ მინდა შენთან და ვსო
-მართლა? და რატომ?-დაინტერესდა გულწრფელად ნათია -შენ ხომ გკიდივარ დიდი ხანია
-იმიტომ რომ არ მინდა-ახსნა კონკრეტულად
-დამცინი ხო?-ნათიას კვლავ გაეცინა
-გგონია აქ სახუმაროდ მოვედი?-დაუღრინა სანდრომ
-მე არ მინდა შერიგება, მეტიც განქორწინება მინდა გესმის?-მიახალა გოგონამ და ფეხზე წამოვარდა
-განქორწინება არ იქნება, დაივიწყე- სანდროც ფეხზე ადგა და ნათიას მიუახლოვდა -ვიცი რომ გაწყენინე მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ გპირდები-იმდენად ყალბი იყო რომ ნათის წამითაც არ დაუშვია, რომ ის მართლა რამეს ნანობდა თუნდაც ოდნავადაც კი
-უკვე გვიანია-ნათიამ ქმარს ახედა
-გვიანი არასოდეს არის-სანდრომ ნიკაპზე მიადო ხელი, ნათიამ უხეშად მოიშორა მისი ხელი
-უნდა წავიდე-ნაბიჯი წადგა, მაგრამ სანდრომ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა გოგონა
-ახლა გაგიშვებ მაგრამ იცოდე რომ შენ ჩემი საკუთრება ხარ, ჩემი ხარ, ჩემი გოგო ხარ და სხვას არ დავუთმობ შენს თავს-ნათიამ ხელი გამოგლიჯა და თავგზაარეულმა დატოვა სახლი.
-საღოლ-გაბრიელი ადგა და მიუახლოვდა
სიძეს -მაგრად ბაზრობ, მაგრამ იცოდე რომ შერიგდებით და გავიგებ, რომ კიდევ აწყენინე მაგრად გაგიჭედავ, აღარ გაპატიებ
-უკვე აგიხსენი-გაღიზიანდა სანდრო
-ახსნა არ კმარა-დაუღრინა გაბრიელმა -შენ მას ბევრჯერ ატკინე, ახლა მხოლოდ ნიცას გამო მინდა რომ შერიგდეთ, არმინდა დაიტანჯოს, მითუმეტეს არ მინდა ნათიამ მარტომ იცხოვროს თბილისში და მირჩევნია შენ დაგიბრუნდეს
-მისმინე-სანდრო თვალებში ჩააცქერდა ცოლის ძმას -როგორც წესი ასე არ იქცევი ხოლმე, მხარს არ მიჭერ, ეხლა ძალიან მონდომებული ხარ -სანდრომ ეჭვით მიაბჯინა ცივი მზერა -მართლა ნიცას გამო აიძულებ დამიბრუნდეს შენი და თუ სხვა ბევრად უფრო მეტი მიზეზი გაქვს?-გაიმკაცრა ხმა სანდრომ
-შენ გინდა თუარა მისი დაბრუნება?-გაბრიელი არ დაიბნა
-მინდა თან ძაან ,ხო აგიხსენი რომ შენი და მაგრად მევასებოდა და ეს გრძნობა ეხლა უფრო გამძაფრდათქო
-ხოდა გეხმარები ცოლის დაბრუნებაში, მიზეზებს რატომ ეძებ ვერ ვხვდები, მთავარია შენ გინდა
-ნათია სახლიდან გაგექცათ და ძედმეტად ცდილობთ შემირიგდის-სანდრო ეჭვებს ვერ მალავდა
-ხოდა იფიქრე იმაზე როგორ შემოირიგო, თორემ თუბთავისუფლება იგრძნო მერე მაგრად დაგიკიდებს და სხვასაც იპოვის-გაამძაფრა გაბრიელმა მისი ეჭვები
-უკვე ხოარ ყავს ვინმე?-ვითომ ხუმრობაში გაატარა ეს ყველაფერი
-არვიცი -გაბრიელმა მხრები აიჩეჩა -შეიძლება რომ უყურადღებოდ არ დატოვონ ასეთი გოგო არ მეთანხმები?-გააღიზიანა სანდრო მეტად და გავიდა სახლიდან.
სანდრო გაავებული დაბრუნდა სახლში, ოთახში შეიკეტა და დაიწყო ფიქრი იმაზე უნდა მიენიჭებინა თუარა მნიშნელობა გაბრიელის სიტყვებისთვის, მართლა ვინმე გამოუჩნდა ნათია თუ აბოლებდა რომ დაეჩქარებინა მათი დაახლოვება და შეეიგება.
ლაშა სახლიდან გავარდა როგორცკი ტელეფონზე დაურეკეს, თამუნა და მია გაეკიდნენ გაცოფებულ ბიჭს რომელიც საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა
-ჯანდაბა ნეტა ვინ დაურეკა ასე რომ გაგიჟდა
-ეგ ყველაფერზე ეგრე გიჟდება-ანამ მხრები აიჩეჩა და მაღლა ასვლა დააპირა
-მგონი ძაან გკიდია ქმარი-უყვირა მიამ, ანა შემობრუნდა და მულს მიაჩერდა
-ხო ასეა-დაისისინა გოგონამ
-თუ ასე ვერ იტან აქ რატომ ხარ? მის სახლში მისი ცოლის სტატუსით რატომ ხარ-მიახალა სამი წლის სათქმელი რძალს
-იმიტომ რომ ყველა ამას მაიძულებს-დაუყვირა ანამ მიას
-ჩემს ძმას თავგზა აურიე-მია მიუახლოვდა მას - რაც ცოტნე ჩამოვიდა საერთოდ გააგიჟეთ
-თავადაა გიჟი-ანა გაბრაზდა
-იცოდე იმ ნაბიჭვარ.ან არცკი გაბედო საქმის დაჭერა-დაემუქრა მია
-თორემ?-ანამ უარესად გააღიზიანი თავის დამცინავი ტონით მული
-ყველაფერს გავაკეთებ რომ ლაშას ცხოვრებიდან გაგაქრო-მშვიდი ტონით უთხრა მიამ
-გგონია ჩემთვის მნიშვნელოვანია ის თუ ვიქნები თუარა შენი არანორმალური ძმის გვერდით? გესმის ლაშა-მიახალა და მაღლა ავიდა
-გეყოფა მია-თამუნა გაბრაზდა -ცეცხლზე ნავთს ნუ ასხავ
-ხედავ რას აკეთებს?
-რა გინდა? რას აშავებს? რა მისი ბრია თუ ცოტნე რუსეთიდან ჩამოვიდა?-თამუნა ცდილობად სიტუაციის განმუხტვას
-დედა-მიამ იყვირა და სახლში შევარდა.
ლაშა შუაღამისას მივარდა სახლში მანქანით, მაშინვე ყველანი გაცვივდნენ გარეთ და გადმოვიდა თუარა ლაშა მანქანიდან ანასკენ გამოექანა გიჟივით ყველა დაიძაბა, ანა შეშინდა, თამაზი შვილს გადაეღობა მაგრამ ლაშამ მაინც წაავლო ცოლს ხელი მაჯაში
-ლაშა დამშვიდდი-თამაზი მის ხელს დაებღაუჭა
-მამა შემეშვი
-ლაშა-თამაზმა ანა არ დაანება -ძალიან ცუდად გამოიყურები
-მამა ანას უნდა ველაპარაკო
-დილით დაელაპარაკე-თამაზი ხვდებოდა რომ ლაშა გაგიჟებული იყო
-მამა-დაიღრინა ლაშამ და თავისკენ მოქაჩა ცოლი უხეშად, თამაზი კვლავ მათ შორის ჩადგა -მამა უბრალოდ უნდა დაველაპარაკო, ხომიცი რომ არაფერს დავუშავებ- ლაშამ მამას შეხედა და ცოლი კიბეზე აარბენინა, შესასვლელი კარი დაკეტა და ცოლს მიაჩერდა
-ცოტნეს შეხვდი?-მიახალა ლაშამ კითხვა
-რაა?-ანას ენა აერია
-კი ან არა-დაუღრიალ ცოლს, რომელსაც უმალ ცრემლები გადმოსცვივდა
-რას ბოდავ-აღმოხდა ანას როცა ლაშა მივარდა მკლევებში ჩაავლო ხელი და შეაჯანჯღარა
-მიპასუხე-დაუღრიალა ბოლო ხმაზე
-არა-უყვირა ანამ და ქმარს მიაბჯინა მკვლელი მზერა
-არა-ლაშამ ხელი დაუშვა ცოლს და ხელი აღმართა რომ დაერტყა თუმცა ხელი გაუშეშდა ჰაერში
-თვალებში მიყურებ და მატყუებ
-არ გატყუებ-ამოიტირა ანამ რომელსაც ისევ ცრემლები მოეძალა
-მან მითხრა რომ შეხვდი-ლაშა თავზე წამოადგა ცოლს
-არ გეტყოდა-ანამ ახედა ქმარს
-ასეიგი დარწმუნებული იყავი რომ არ გაგცემდა? არა?-ლაშას მწარედ გაეცინა და გამწარებულმა მუშტი სარკეს დაარტყა, რომელიც ნაწილებათ დაიშალა და იატაკზე ხმაურით მიმოიფანტა
-ლაშა-ანას ხმა ჩაუწყდა თუმცა ძალა
მოიკრიბა -მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, შემთხვევით შევხვდი მარშიტკაში -ატირდა ისევ
-შემთხვევით-ლაშა გაავდა უარესად
-ხო ცოტა ვილაპარაკეთ და მეჩ ემებთან წავედი, ბავშვიც მყავდა მაშინ-ანას კვლავ ცრემლები ცვიოდა
-კარგი-ლაშა გარეთ გამოვარდა და დაბლა ჩავიდა, ხმა არავინ გასცა, იცოდნენე რომ აზრი არ ქონდა მასთან ლაპარაკს და სახლშიც ვერ დააოკებდნენ.
თორნიკე მანქანაში ჩაუჯდა მეგობარს ლუდის ბოთლებით და თავიაანთ საყვარელ ადგილს მიაშურეს დასალევათ
-რამ გაგაგიჟა ასე?
-ის ნაბიჭვარ. ჩემს ცოლს შეხვდა-ლაშა მანქანიდან გადავიდა და კარი მიაჯახუნა
-საიდან გაიგე?-გაოცდა თორნიკე
-ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, ცუდად არ გამიგო მაგრამ მინდა იცოდეო ასე და ასე იყოო დღესო
-მერე შენ რა გააკეთე?-თორნიკე ლაშას არ აშორებდა თვალს
-ცოტნეს დავხვდი სახლთან და იცი რა გამომიცხადა დიახ განზრახ ვიმგზავრე მარშუტკით დავინახე შენი ცოლი რომ ავიდაო და მეც მაგიტომ ავედიო. კიდევაც ბევრჯერ შევხვდებიო ასე შემთხვევითო, კიდევ ბევრჯერ ვნახავო, იქამდე არ გავჩერდები სანამ არ აგახევო
-პირდაპირ ასე თავხედურად გითხრა?-შეიცხადა თორნიკემ
-ხო ასე პირდაპირ დამემუქრა ცოლის ახევით- ლაშას გაეცინა
-ანას აქამდე გაეყრებოდი კიდეც ეგ ნაბიჭვარ. რომ არა?-თორნიკე დაინტერესდა რეალურად
-არვიცი-ლაშამ მეგობარს ლუდის ბოთლი გამოართვა და მოიყუდა
-ანა გიყვარს?-თორნიკე ცდილობდა მეგობარი გაერკვია გრძნობებში
-არა-დარწმუნებით უთხრა
-მაგრამ არც ის გინდა მას დაუთმო?
-ხო ასეა
-თან ნათიაზე ფიქრობ?
-ხო-ლაშამ ბოთლი მანქანაში შეაგდო და მეორე მოიყუდა
-მისმინე ლაშა ძალიანნცუდად იქცევი ხვდები?
-მე?-გაოცდა ლაშა და თორნიკეს მიაბჯინა მწვანე სფეროები
-ხო შენ აბა მეე? მე ვაბშე არ მყავს ცოლი
-ეგრე ჯობია-გაეცინა ლაშას
-შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები და გადაწყვიტო ამ ორი ქალის ბედი
-ხო მაგრამ ეს ძალიან რთულია, მე გიორგი მყავს მას კი ნიცა
-ხოდა ამიტომ გეუბნები, გამბედაობა მოიკრიბე და ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს
-გგონია ასწორათ მოვიქცევი?
-შეიძლება არა მაგრამ გამოყენებული შანსის დაკარგვა მეტ ტკივილს მოგაყენებს ვიდრე გამოყენებულის-უთხრა თორნიმემ გაოცებულ ლაშას -საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები.
ნათიას ნანამ ნიცა არ გაატანა სახლში, მიხვდა რომ გოგონა ძალიან გააღიზიანა ქმრის და ძმის ნახვამ და გადაწყვიტა ბავშვი დაეტოვებინა თავისთან რომ ნათია დამშვიდებულიყო და კარგად მოეფიქრებინა რა და როგორ გაეკეთებინა. საღამოს დაურეკეს ნათიას
-დე რას შვრები?-კითხა ნათიამ როგორცკი დაურეკეს
-კარგად ვარ დე, მომენატრე
-მეც ჩემო ლატარა უსაზღვროთ
-ნანა დეიდამ ხვალაც დარჩიო ვეკო და ვიკა ჩამოდიან ბათუმიდანო
-დეიდა ჯობია წამოვიყვანო-ნათია აფორიაქდა
-არა სად უნდა წაიყვანო, ვეკოს და ვიკას ძაან გაუხარდათ აქ რომა ეს მოცუცქნული, მითხრეს არსად გაუშვაო
-ხო მაგრამ დაღლილები იქნებიან
-ნათია შენ საქმეს მიხედე ჩემ შვილებთან კარგად გაერთობა ეს პრინცესა არ ინერვიულო, არც შეგვაწუხებს ნუ ღელავ -დაამშვიდა დეიდამ ნათია და მალევე გაუთიშა. ნათია ძალიან იყო გაღიზიანებული, არ ეგონა გაბრიელი თუ ქმართან შეხვედრას მოუწყობდა, ინ ქმართან ეცდებოდა მის შერიგებას რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა.
ტელეფონის ზარმა შეაკრთო ფიქრებში წასული გოგონა და ტელეფონს დახედა, ნომერი როგორცკი იცნო დაფეთებული წამოვარდა საწოლიდან, აქეთ-იქით გადიგამოდიოდა აფორიაქებული და იმდენხანს ფიქრობდა ეპასუხა თუარა რა რომ ზარი დასრულდა, რაღაც ჩაწყდა თითქოს და ისევ რომ დარეკა ტელეფონმა გაუხარდა, კარგახნის მერე უპასუხა
-ნათია?-გაისმა ლაშას არეული ხმა
-მე ვარ-ნათია იასე ღელავდა რომ რას ამბობდა თავადაც ვერ ხვდებოდა
-როგორ ხარ?-ლაშა ცდილობდა სასაუბრო თემა მოეძებნა
-არც ისე კარგად
-იმ ნაბიჭვარ. არ შეურიგდე -ლაშას მოგუდული ხმა გაისმა
-არ ვაპირებ-თავდაჯერებულათ უთხრა ნათიამ
-ძაან მაგარი გოგო ხარ-ლაშას აშკარად მღელვარება დაეტყო ხმაში
-არტომ დამირეკე?-ნათიამ იპოვა ახლა სასაუბრო თემა
-მინდოდა შენი ხმა გამეგო-გულწრფელად უთხრა ლაშამ
-მგონი არ ღირს-ნათია შეეხო ყველაზე მტკივნეულ თემას რასაც რეალურად ორივე დაურბოდა
-გთხოვ-ლაშამ ვეღარ იპოვა სათქმელი სიტყვები
-ლაშა რეალურად არც მე შემიძლია შენს ცხოვრებაში შემოსვლა და არც შენ, ეს არასწორია
-ვიცი ვიცი-ლაშამ სწრაფად უპასუხა -ამას არც გთხოვ უბრალოდ ვერ გივიწყებ-ისე უთხრა რომ ნათია ადგილზე გაიყინა, საერთოდ დაკარგა მოძრაობის უნარი და როცა გონებამ აღიქვა ზუსტად რა უთხრა უეცრად ავარდა სისხლი თავში და გულმა გამალებით დაიწყო ცემა -იცი ახლა ხელში რა მაქვს? შენი თმის სამაგრი-ლაშა ხმა ისე სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში ნათიას რომ ვერც გააცნობიერა ზუსტად რა უთხრა მან -როცა შენზე ვფიქრობ მუდამ მას ვუყურებ-ლაშა გაჩუმდა, ნათიაც ჩუმად იყო, ლაშამ ამ ერთ საუბარში იმდენი სითბო და ბედნიერება განაცდევინა რაც სანდროსთა მთელი თერთმეტი წელი არ ჰქონდა განცდილი, ახლა ხვდებოდა ნათია რას ნიშნავდა როცა ამბობდნენ მუცელში პეპლები დაფრინავენო, სუნთქვა შემეკრაო, გული გამიჩერდაო, ყველა ეს სასიამოვნო გრძნობა ერთად მოაწვა -ნათია -ლაშამ დაარღვია სასიამოვნოდ გამაბრუებელი სიჩუმე, გოგონამ სცადა დამშვიდება და აზრებისთვის თავის მოყრა - გთხოვ დამელოდე-გაისმა მისი ჩავარდნილი ხმა, ნათიას ყველა ემოცია ერთად მოაწვა კარგიც და ცუდიც
-ლაშა გთხოვ, ასე ნუ იქცევი-აღმოხდა ნათიას და ცხვირი აეწვა უმალ
-ნათია შენ ნუ მექცევი ასე სასტიკად
-გთხოვ, ვხვდები რომ ნასვამი ხარ-ამოისლუკუნა გოგონამ
-გგონია რომ სასმელი მალაპარაკებს?-გაბრაზდა ლაშა
-ზუსტად არ ვიცი რა გალაპარაკებს მაგრამ ვხვდები იმას რომ ასე არ შეიძლება
-გგონია რომ ღრმად შევტოპეთ?-არ ანებებდა თავს ლაშა
-კი და თან ძალიან-გულწრფელად უთხრა ნათიამ
-შენ თუ გამომყვები უფრო ღმადაც
შევტოპავ-თამამად უთხრა ლაშამ გოგონას
-თავგზას ნუ მირევ-გაბრაზდა ნათია და გაუთიშა, ლაშამ კიდევ დარეკა კიდევ კიდევ, იქამდე რეკა სანამ ნათიამ საერთოდ არ გათიშა ტელეფონი, თავგზააბნეული ნათია საწოლზე დაჯდა და ცრემლებად დაიღვარა, თითქოს ლაშაც მაგიტომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში რომ უარესად აუბნიოს თავგზა, უფრო შეაშინოს ცხოვრებამ.
ლაშამ ტელეფონი ტუმბოზე მიაგდო და საწოლზე გადაწვა, ჭერს მიაჩერდა, მერე ნათიას თმის სამაგრი ამოიღო შარვლის ჯიბიდან და მას მიაჩერდა, ნათიასავით თავადაც თავგზააბნეული იყო მაგრამ ერთი იცოდა ზუსტად რომ, ანა არ იყო ის ვისთანაც ცხოვრების გაგრძელება სურდა, ნათია კი იყო ის ვინც ყველა გჟური გრძობა და ემოცია ერთად გააღვია მასში, მაშინ როცა ეგონა რომ სიყვარულის მათრობელა გიჟური გრძნობის გარეშე წავიდოდა ამ ქვეყნიდან.
მია დილაადრიან ადგა და გამოეწყო
-სად მიბრძანდები?-გაოცდა თამუნა რაც ქმარს გაშორდა მას მერე მარტო არასოდეს გასულა სახლიდან
-თბილისში-გრაციოზულად გამოაცხადა მან
-ოჰჰჰ-შეიცხადა თამუნამ -მიკვირს
-გადავწყვიტე რომ არ მჭირდება დაცვა-თქვა მხიარულად, ჩანთას წამოავლო ხელი და გარეთ გავიდა
-რაზე მიდიხარ?-გამოეკიდა თამუნა
-საშოპინგოთ, გუშინ მამა ფული მომცა და სანამ გაიღვიძებ, გამოფხიზლდება და უკან ამახევს უნდა წავიდე-გაეცინა მიას
-რა გიჟი გოგო ხარ-გაეცინა თამუნასაც. მია ქუჩაში გავიდა ტრასამდე წვალებით მივიდა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო, კარგახანს ელოდა სამარშუტო ტაქს, თითქოს მის ჯინაზე არ მოდიოდა, ძალიან გაბრაზდა როცა თორნიკემ ჩაუქროლა თავის ბეემვეთი, ისე რომ აამტვერა იქაურობა, შემდეგ უკუ სვლით დაბრუნდა და ფეხებთან მიუჩერა
-დაჯექი -ფანჯარა ჩასწია და გახედა გაბრაზებულ გოგონას
-ტრასაზე რომ უნდა იარო არ იცი? -დაუღრინა მიამ
-მსმენია-თორნიკეს გაეცინა
-განზრახ აამტვერე არა აქაურობა?
-დაჯექი რა ნუ იპრანჭები-თორნიკეს ეცინებოდა
-არ მჭირდება-მიამ სხვა მხარეს გაიხედა
-ნუ გეშინია შენს მოტაცებას არ ვაპირებ-გაეცინა გიჟივით
-არ მეშინია-წამოენთო მია
-ხოდა დაჯექი-თორნიკემ კარი გაუღო, მია
დაჯდა, თორნიკემ გიჟივით გააქანა მანქანა -სად მიდიხარ?-შეხედა მია ღიმილიანი სახით
-თბილისში-არ შეუხედია ისე უპასუხა
-კონკრეტულად?
-პეკინზე-შეხედა მიამ მომღიმარ ბიჭს
-მიგიყვან-თორნიკემ შეხედა მიას
-არ შეწუხდე სადაც მიდიხარ იქ წადი, მე სადმე ჩამოვალ
-დრო მაქ და გაგიყვან-თორნიკემ კიდევ გააპარა თვალი მიასკენ
-მადლობა-მიამაც შეხედა კვლავ მომღიმარ
ბიჭს -სულ როგორ შეგიძლია იყო კარგ ხასიათზე ვერ ვხვდები-გაოცდა მია
-მეკი იმას ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ასეთი უჟმური-გულწრფელად გაიოცა თორნიმემ
-უჟმური?-გაბრაზდა მია-შენ მე არ მიცნობ-გაცხარდა აშკარად
-არა ძალიან კარგად გიცნობ ქალბატონო, ჩემი კლასელის, საუკეთესო მეგობრის და ხარ და ბავშვობიდან გიცნობ
-ეგ იმას არ ნიშნავ რომ კარგად მიცნობ-შეეკამათა მია
-გიცნობ-არ ნებდებოდა თორნიკე -მაგალითად ვიცი რომ შავი შენი საყვარელი ფერია, შენი საყვარელი ყვავილები გვირილებია, შენი საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილია, ყავა გიყვარს უშაქროდ, ჩაი ორკოვზნახევრით -მია გაშტერესბული მიაჩერდა თორნიკეს რომელიც ტრასას გაყურებდა და სიჩქარეს უმატებდა თან განაგრძობდა რაღაც უცნაური ხმით -გიყვარს მარწყვის ტორტი, ალერგია გაქ თხილზე, გიყვარს შავი შოკოლადი, ნაყინი არ გევასება, გიყვარს თეთრი ღვინო, ვერ იტან მჟავესსბს -მია სულ გამოაშტერა -ჭამა გიყვარს კეთება არა-ამაზე ზმამაღლა გაეცინა -ლიჟბი დახატო... იცი ეხლაც კედელზე მიკიდია ის ნახატი შენ რომ დამხატე ბოლოზარზე-თორნიკემ მიას მიბჯინა ამღვრეული თვალები და მანქანა გადაიყვანა ტრასიდან და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერდა -დიდხანს უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს, იქამდე სანამ მია არ მოვიდა გონს და მანქანიდან არ გადავიდა, თორნიკესც გადავიდა და წინ მიმავალ გოგონას აედევნა -მია გთხოვ-თორნიკე დაეწია და გზა გადაუჭრა
-ეს ყველაფერი რატომ მითხარი-ახედა აცრემლიანებული თვალებით თორნიკეს
-უბრალოდ გითხარი-თორნიკე არ დაიბნა
-არა ასე არაა-გაბრაზდა მია-ჩემმა ქმარმა ეს ყველაფერი არ იცოდა მთელი ხუთი წლის მანძილზე
-იმიტომ რომ იდიოტი ნაბიჭვარ. იყო შენი ქმარი
-თორნიმე გთხოვ წადი-მია სულ აიბნა
-გგონია წავალ?-ჩაეკითხა გოგონას და ხელი მის გაყინულ თითებს შეახო
-არა არა-მიამ უკან დაიხია დაფეთებულმა
-მია გთხოვ ასე ნუ იქცევი-გაბრაზდა თორნიკე, ხომიცი რომ...
-არა -შეაწყვეტინა მიამ -არა გესმის არა
-რატომ? რატომ არ მაქვს უფლება რომ მიყვარდე?
-გთხოვ
-შენ ყოველთვის იცოდი... ვიცი რომ იცოდი... გრძნობდი, მაგრამ მაინც ჯიუტად გამირბოდი
-გთხოვ შეწყვიტე-ცრემლები მოეძალა გოგონას
-მე შენს ცხოვრებაში არ გამოვჩნდი მთელი ხუთი წელი, იმიტომ რომ შენ გაყხოვილი იყავი, ქმარი გყავდა, გიყვარდა, ჩემი გრძნობებიც უფერული და უაზრო იყო... მერე გაშორდი არც მაშინ მომეცი უფლება შენამდე მოვსულიყავი არადა იცოდი,იცოდი, ხვდებოდი რა ძლიერ მიყვარდი, გარეთ ვინმესთან ერთად ყოფილი ქმრის გამო კიარა ჩემსგამო გამოდიოდი, ხომ ასეა? გეშინოდა ჩემთან მარტო დარჩენის
-გეყოფა
-შენი მესმის, იმ ნაბიჭვარ.ა იმედები გაგიცრუა, გული გატკინა, გაგანადგურა, სული მოგიწამლა, ყველაფერი გააუფეეულა შენში... გგონია ვერ ვხვდებოდი რა ცუდად იყავი? მთელი ეს დრო შორიდან ველოდი იმ წამს როცა შენ შენს ჭეილობებს მოიშუშებდი და მე შესაძლებლობა მექნებოდა ახალი ურთიერთობა და ცხოვრება შემომეთავაზებინა შენთვის, მაგრამ სენ ჯიუტად გამირბოდი
-იმიტომ რომ არ მინდა ახალი ურთირთობა, ძალა არ მაქვს...
-მია მე მინდა გაგაბედნიერო, უბრალოდ მინდა თავი გაგრძნობინო საჭირო, საყვარელ და ღირებულ ქალად, უბრალოდ ნება მომეცი მიყვარდე
-არა არ შემიძლია -მია ცდილობდა ბოლომდე თავის სიჯიუტეს დაყრდნობოდა
-შეიძლება, დღეიდან იცოდე რომ თავს აღარ დაგანებებ
-გეყოფა ჩემი წვალება-მია გაბრაზდა
-მე კიარა შენ მაწვალებ! მაგრამ მორჩა გესმის? უბრალოდ ძალა არ მყოფნის რომ მეტად მოვითმინო, ყველაფერს გავაკეთებ რომ მიგისაკუთრო
-გინდა რომ გამაგიჟო-მიამ ზურგიბაქცია კვლავ და საპირისპირო მხარეს წასვლა დააპირა, მაგრამ თორნიკემ მაჯაში ჩაავლო ხელი დათავისკენ ისე უხეშად მოქაჩა გოგონამ რომ მკლავებში ჩაუვარდა წონასწორობა დაკარგული მია, ერთმანეთს მიაბჯინეს ამღვრეული თვალები და მოულოდნელად თორნიკეს ცივი ტუჩები მიას გაფერმკრთალებულ ტუჩებს შეეხო.
ნათიას გამთენია დაეძინა და შუადღისით გაეღვიძა, მაშინვე ტელეფონი ჩართო და ნანას დაურეკა, გაუხარდა ნიცა რომ კარგ განწყობაზე იყო და მალევე გაუთიშა ტელეფორნი რადგან გაბრიელი ურეკავდა
-მისმინე დღეს კაფეში შევხვდეთ-მისალმების გარეშე საქმეზე გადავიდა ბიჭი
-რა კაფე მეკაიფები?-ნათია გაოცდა
-მიდი დროზე მოემზადე და მოდი -უთხრა და გაუთიშა, ნათიას გული ეთანაღრებოდა მაგრამ წასძლია ცნობისმოყვარეობამ და მაიც წავიდა. მალევე დაინაძა გაბრიელი და მასთან მივიდა
-როდიდან დადიხარ კაფეში? -გულწრფელად დაინტერესდა ნათია
-რადგან მოხვედი ესეიგი შენც გინდა შერიგება-გაეღიმა ბიჭს
-რას ბოდავ-წამოვარდა ნათია ფეხზე და უმალ იგრძნო მკლავში სანდროს უხეში ხელი რომელმაც ყურთან დაუსისინა
-დაჯექი-ნათია დაემორჩილა და დაჯდა, სანდრო გვერდით მიუჯდა ცოლს
-ესეიგი ამასთან მუშაობ?-დამცინავად მიმართა ძმას
-არ გვინდა ეს ირონია-გაბრიელმა დას შეხედა ბრაზიანი თვალებით
-რის მიხწევას ცდილობთ? გგონიათ რომ შერიგებაზე დამითანხმებთ კაფეებში
წანწალით?-ნათია ვერ მშვიდდებოდა
-გგონია შეგეხვეწები ან დევნას დაგიწყებ?-ხმას აუწია სანდრომ -თუარ დამიბრუნდები იცოდე რომ ძალიან ცუდ რამეს ჩავიდენ
-მემიქრები?-გაცხარდა ნათია
-ზუსტად-სანდრო სკამის საზურგეს მიეყრდნო
-ნიცას ვერ წამართმევთ-მშვიდად შეხედა ქმარს
-წაგართმევ მაგრამ ეგ უკიდურესი ზომაა
-რა გინდა ჩემგან?-ნათია მართლა დაინტერესდა
-შენ მინდიხარ-სანდრო თვალს არ აშორებდა ცოლს
-შენი ავადმყოფური ტვინი მხოლოდ ლოგინამდე დადის? -დაუღრინა ქმარს და მოულოდნელად წამოვარდა ფეხზე დაგარეთ გავარდა.
ნათიას ფიქრისგან თავი ასტკივდა საწოლზე წამოწვა, თუმცა ვერ დაიძინა და ვერც საშინელი ფიქრები მოიშორა თავიდან, იკვე შებინდებული იყო რომ მაღაზიაში ჩასვლა გადაწყვიტა რომ რამე საჭმელი ეყიდა, მაღაზია საკმაოდ შორს იყო მისი კორპუსიდან ამიტომ ჩქარი ნაბიჯით წავიდა მაღაზიისკენ მაგრამ მოულოდნელად ყველაზე ბნელ კუთხიდან ვიღაც გამოუხტა, შიშისგან შეყვირა გოგონამ და უკან გახტა
-ნათია-სანდროს ხმამ უარესად დააფრთხო -უნდა ვილაპარაკოთ-ისეთი მშვიდი რონით უთხრა რომ ლამის დაუჯერა გოგონამ რომ სამშვიდობოთ იყო მოსული, სანდრომ როგორცკი ნაბიჯი მისკენ წადგა ნათიამაც ულან გადადგა
-არ მომიახლოვდე-იყვირა დაძაბულმა
-ასე ვილაპარაკოთ?-გაოცდა სანდრო
-სალაპარაკო არაფერი გვაქ-დაუღრინა გოგონამ და სანამ რამეს იტყოდა სანდრომ მათ შორის არსებული მანძილი წამში დაფარა, ნათიამ მოახერხა დაკივლება სანამ სანდრო პირზე ხელს ააფარებდა და მანქანისაკენ წაათრევდ, რომელიც იქვე კუთხეში ყავდა გაჩერებული, ნათია მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას მაგრამ მის უხეშ და ძლიერ ხელებს თავს ვერ ახწევდა, რომელიც მარწუხებივით ქონდა შემოჭდობილი პირზე დამუცელზე
-შე ნაბიჭვარ.-ლაშას ყვირილი მოისმა რომელმაც მანქანა იქვე გააჩერა და სრულიად შემთხვევით მანქანის ფარების სინათლეზე შეამჩნია ისინი, როცა ცდილობდა შესაფერისი ადგილი ეპოვა მანქანის დასაპარკინგებლად, ის მანქანიდან გადმოვიდა და გიჟივით გაექანა მათკენ, სანდრომ მაშინვე ხელი უშვა ნათიას და იერიშის მოსაგერიებლად მოემზადა თუმცა გაავებულ ლაშას ვერ გაუმკლავდა და როგორცკი ის დაეტაკა წონასწორობა დაკარგა, ლაშამ ისარგებლა ამით და რამდენჯერემ მუცელში უთავაზა მუშტი ბოლოს კი სახეში დაარტყა, სანდრომ ლამის გონება დაკარგა, ნათია ისეთი შოკირებული იყო ერთადგილას მიყინულივით იდგა და გატოკებას ვერ ბედავდა არათუ კივილს, ლაშა მიუახლოვდა აახეალეწილ გოგონას რომელიც არაფრისმთქმელიბთვალებით მიაჩერდა ბიჭს, ლაშამ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავის მანქანასთან მიიყვანა კარი გაუღო დასვა სავრძელზე, თავად საჭეს მიუჯდა გაავებული და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა



№1 სტუმარი ანუ

ვაიმეეე ძლივს რაღაც კარგიც მოხდაააააა...
ძალიან მაგარი იყო..
ასეთი ძმისყოლას კიდე როგორიც გაბრიელია არავის ვუსურვებ.
ეს თორნიკე ისედაც ხო მომწონდა მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად მომწონს და მაგის და მიას წყვილი საოცრებაა უბრალოდ <3
ძალიან მაგარი თავი იყოო აი ძალიაააან, ძლიივს გააკეთა ლაშამ ეს და ჩავიდა ნათიასთან აუ ძაან არ გაჯიუტდეს რააა..
მოუთმენლად ველი ახალ თავს..

"შეიძლება არა მაგრამ გამოყენებული შანსის დაკარგვა მეტ ტკივილს მოგაყენებს ვიდრე გამოყენებულის" ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიანკარგი თავი იყო, ძალიააან, მალე დადე რა შემდეგი, ისეთ ადგილას გაწყვიტე ცოდოები ვართ ძალიან რომ გვალოდინო :)

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ვაიმეეე ძლივს რაღაც კარგიც მოხდაააააა...
ძალიან მაგარი იყო..
ასეთი ძმისყოლას კიდე როგორიც გაბრიელია არავის ვუსურვებ.
ეს თორნიკე ისედაც ხო მომწონდა მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად მომწონს და მაგის და მიას წყვილი საოცრებაა უბრალოდ <3
ძალიან მაგარი თავი იყოო აი ძალიაააან, ძლიივს გააკეთა ლაშამ ეს და ჩავიდა ნათიასთან აუ ძაან არ გაჯიუტდეს რააა..
მოუთმენლად ველი ახალ თავს..

"შეიძლება არა მაგრამ გამოყენებული შანსის დაკარგვა მეტ ტკივილს მოგაყენებს ვიდრე გამოყენებულის" ^-^

ამჯერად ყველაფერი ლაშაზეა დამოკიდებული, რადგან ნათიას გასაქანს არ აძლევეს მისი ოჯახი, ამიტომ მას სჭირდება მყარი საყრდენი ცხოვრებში რომ მას დაეყრდნოს და გადადგას ნაბიჯები.

სტუმარი ხატია
იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს

ხვალ ან ზეგ დავდებ ახალ თავს

სტუმარი თათია
ძალიანკარგი თავი იყო, ძალიააან, მალე დადე რა შემდეგი, ისეთ ადგილას გაწყვიტე ცოდოები ვართ ძალიან რომ გვალოდინო :)

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და ელოდებით ახალ თავს

ძალიან ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ემოციების გამოხატვა, მოუთმენლად ველი ყოველ ჯერზე თქვენს შეფასებებს და რჩევებს მადლობა ყველას აზრის გაზიარებისთვის

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებ

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანი
როდის დადებ

ხვალ დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent