შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაჩუქარი გული (თავი IV)


11-08-2020, 20:44
ავტორი Mélancolie
ნანახია 750

ვიღვიძებ პალატაში და მესმის ნაირას ხმა ,როგორ შეგვაშინე გოგო!ასათიანზე უნდა დაგაწვინოთ რა!ლენკა სად არის?გეგას თქმა ვერ გავბედე .ლენკა სადღაც გელოდება ,არ ამბობს .ექიმს დაველოდებით და მაშინვე იქ გაგაჩენთ,ოღონდ შენ იყავი კარგად და გამიღიმა სიყვარულით სავსე თვალებით.მიხაროდა ,რომ მისი ღიმილის მიზეზი ვიყავი ,მაბედნიერებდა მისი არსებობა და მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო ჩავეხუტე და ცოტახნით წავუძინე.ექიმი მოვიდა და მალევე გამწერა .ვერაფერი გავიგე,ნუთუ ეს ტყუილი იყო ?ავარიაზე?იქნებ გეგა გარდაიცვალა და მიმალავენ ,ან ეს ლენკა სად გაუჩინარდა ,რა ხდება ?!ნაიარა სახლში დავტოვე და მაშინვე გავემართე ლენკას გამოგზავნილ მისამართზე. მანქანაში ჩავჯექი და ელვისსისწრაფით მოვწყდი ადგილას ,გზაში ტელეფონი რეკავდა მე კი ვერც შვეამჩნიე .მივდიოდი და ძალიან ვღელავდი ,ჯერ მხოლოდ 1 კვირა იყო გასული და ამ ისტორიის ასეთ უეცარ გაგრძლებას არ ველოდი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ,საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.ემი სწორად იქცევი?საკუთარ თავს ვეკითხები და პასუხი არ არის.არ მინდა პასუხი თუ უბრალოდ ვერ ვპოულობ სიტყვას ამ მდგომარეობის ან თუნდაც ემოციათა ქაოსის გამოსახატად.ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი შოკური მდგომარეობიდან ,გეგა საავადმყოფოშია ,შემდეგ უკვე გეგა გელოდება.სანამ მე საკუთარ ფიქრებსა და ალტერ ეგოს ვეჩხუბებოდი და ვეომებოდი ,გვერდითა მხრიდან მანქანამ ცუდად შემოუხვია და დამარტყა.ისევ საავადმყოფო .არავის დაურეკოთთქო ვუთხარი ,არავის დაურეკეს .საბედნიეროდ მხოლოდ ჩემი მანქანა დაზიანდა და მე ერთი აბის გადაყლაპვით დამავიწყეს ნერვიულობა.წამოვედი და ახლა უკვე ტაქსში ჩავჯექი ,მანქანა აღარც კი მახსოვდა და არც მაინტერესებდა.ერთადერთი მიზანი მქონდა ,მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე .ტაქსს ვაჩერებ ,გამოიცანით რა არის ჩემი შემდეგი “შარი” ?საჭესთან ჩემი ბავშვობის სიყვარული იჯდა,არვიცი სწორად ვამბობ თუ არა.მხოლოდ 2წელი ვიყავით ერთად,თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ხალისი და ბედნიერება შემოჰქონდა რატის.
-ვაიმე ,ემი შენ აქ რა გინდა?
-შენ რა გინდა აქ?რატომ არ ხარ ბათუმში ?
-მომბეზრდა მარტო ყოფნა და აქ ჩამოვედი.
-ჰო,მოწყენილია ალბათ ბათუმი ჩვენს გარეშე.:)
-ჰო ,ჩვენ და “ალი და ნინო”.
ალი და ნინო ტყუილად არ უხსენებია ,მაშინ იქ გვიყვარდა მისვლა და მერე შავი ზღვის სანაპიროთი ტკბობა,ჩვენი ადგილიც კი გვქონდა,სადაც სევდის შემოყრის დროს მოვდიოდით და ერთმანეთს დარდებს ვუზიარებდით.უბრალოდ ვერ ავეწყეთ,უცნაური მეგობრები გაიჩინა ,ყურადღებას აღარ მაქცევდა,მე კი ვეღარ ვუძლებდი დარდებს ეულად.
-მაპატიე,ვეღარ გკითხე ,სად მიგიყვანო და მომიყევი როგორ ხარ?
-აი განახებ აქ მაქვს ლოკაცია,რავიცი რომ გითხრა კარგად ვართქო მოგატყუებ.2საათის წინ ავარია მომივიდა,სამი საათის წინ საავადმყოფოში გული წამივიდა.სწორედ ისეთი ცხოვრება მაქ ,როგორზეც ვოცნებობდი.ქაოსური,გიჟური,სევდიანი,მხიარული ...ამით ვცოცხლობ,შენ რასშვები?
-უტა გარდაიცვალა ,მაგის მერე დავრჩი მარტო...მართალი იყავი მაშინ,ისინი არ იყვნენ ჩემი მეგობრები...ყოველთვის კარგი გინდოდა ჩემთვის .:)
-უტას ამბავი არ ვიცოდი,ვწუხვარ.ძალიან კარგი ადამიანი იყო...
-ასე იყო ...აი მოვედით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent