შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროის სასჯელი (მეორე თავი)


12-08-2020, 13:33
ავტორი lashausafrtx
ნანახია 937

ზაქარია აფორიაქებული და დაძაბული ზის დიმიტრის ავტომობილში, ეს მისთვის რაღაც უცხოა, დიმიტრი კი მას მოუწოდებს რომ აქ საშიში არაფერია... ამ დროს დიმიტრის მობილურ ტელეფონზე გაისმა ზარის ხმა, რამაც აფორიაქებული ზაქარია იმდენად შეაშინა რომ სახეზე ხელები აიფარა, დიმიტრიმ კვლავ სცადა ზაქარიას დამშვიდება, და მას აუხსნა თუ რა ფუნქცია ჰქონდა ამ ნივთს, და რისთვის გამოიყენებოდა ის, ამასობაში დიმიტრის სახლსაც მიუხლოვდნენ და დიმიტრიმ ზაქარია სახლში შეიპატიჟა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში... თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ზაქარია კი გაშეშებული დგა და შესცქეროდა დიმიტრის სახლის ნივთებს, დიმიტრიც ცდილობდა გაერკვია ზაქარია თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამა თუ იმ ნივთს... ზაქარიაც მას გულ მოდგინედ უსმენდა და სწავლობდა მათ გამოყენებას, ახლა ჩემი მეგობრები მოვლენ მინდა გაგაცნო, და პიცასაც ჩაუსხდეთ.. იცი რა არის პიცა? ეკითხება დიმიტრი ზაქარიას, ზაქარია კი პასუხობს რომ მას მსგავსი არაფერი გაუგია ამ დრომდე... ამასობაში დიმიტრის მეგობრებიც მოვიდნენ, დიმიტრიმ გააცნო ზაქარიას მისი მეგობრები... გაიცანით ბიჭებო ეს ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი ზაქარიაა, უეცრად წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა.. და შემდეგ მრავალ ხმიანი სიცილის ხმა გაისმა, რა ჰქვიაა? ზაქარიაა? ეს რა სახელიაა? ბიჭები გულიანად იცინიან, ზაქარია კი ამ ფაქტმა ძალიან დააღონა... ახლავე შეწყვიტეთ როგორ იქცევით? ხმა მაღალი ტემბრით იკითხა დიმიტრიმ, ბიჭებმა შეწყვიტეს სიცილი და ბოდიში მოუხადეს მას, მათი მას შემდეგ ყველანი მაგიდას მიუსხდნენ, ახლა ზაქარიამ პირველად უნდა გასინჯოს პიცა, ვნახოთ თუ მოეწონება, დიმიტრიმ ზაქარიას პიცა გაასინჯა და ახლა ყველანი ელოდებიან ზაქარიას რეაქცის... რამდენიმე წამის შემდგომ ზაქარია აღტაცებული დარჩა მას ძალიან მოეწონა პიცა, მისი თქმით ეს უგემრიელესია, მაგრამ უცეცრად ზაქარია შეუძლოდ გახდა, ბიჭები აფორიაქდნენ რადგან ზაქარიას სუნთქვა ძალიან უჭირს, დიმიტრიმ მალევე პირველადი დახმარება გაუწია.. და საბოლოოდ კლინიკაში დააწვინეს, აღმოჩნდა რომ ზაქარია არ იყო შეჩვეული გენმოდიფიცირებულ საკვებს მისმა ორგანიზმა ამას ვერ გაუძლო, ამის გაგონებისას ბიჭებმა კვლავ დაიწყეს სიცილი... ეს რა ანგელოზია? თუ სხვა პლანეტიდან მოგვევლინა? იკითხეს ბიჭებმა ირონიით, დიმიტრიმ კი განრისხებულმა დაუბრუნა პასუხი, არა უბრალოდ მისი ორგანიზმი შეჩვეულია ნატურალურ საკვებს, ის ამ დრომდე სწორად იკვებებოდა თქვენგან განსხვავებით, ამასობაში გავიდა ხანი ზაქარია გამოწერეს კლინიკიდან, მას შემდეგ მან ბევრი რამ გასინჯა, მათ შორის სიგარეტიც, დრო და დრო ის ეცნობოდა თანამედროვე სამყაროს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა, მისი ფსიქიკაც ვერ ეგუებოდა მის გარშემშემო მყოფი თანამედროვე ადამიანების გარეგნობა და ქცევები, ამიტომ ის დათრგუნული დაეხეტებოდა გარედ, მას გამვლელები ისე ეჯახებოდნენ თითქოს მას ვერ ამჩნევდნენ, ადამიანების ასეთმა უხეშობამ აიძულა ზაქარია რომ თავ ჩაქინდრულს ევლო, მას ერთი სული ჰქონდა როდის მიუახლოვდებოდა დიმიტრის სახლს, ამავდროულად მასისტერიული ხველა დაეწყო და თანდათან სუნთქვაც უძნელდება, როდესაც მან სახლში შეაღწია, მან აცახცახებული ხელებით აიღო ხელში კალამი და ფურცელი და მაგიდას მიუსხდა... ის ცდილობს რაიმე დაწეროს მომავალ სამყაროზე სადაც ის ახლა იმყოფება, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ ახერხებს, ჯერჯერობით ერთი სტოფითაც ვერ დაიწყო წერა.. ამ ფაქტმა ზაქარია ძალიან ააღელვა მას ხელების მსგავსად სრული სხეული უცახცახებს ძალიან ცდილობს რაიმე დაწეროს მაგრამ კვლავვერ ახერხებს, ერთი დღე ღამე ისე გავიდა რომ შესცქეროდა ცარიელ ფურცელს... რამდენიმე ხნის შემდეგ ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და კოკისპირულად გაწვიმდა, ამას დაემატა ძლიერი ქარიშხალი რომელმაც ფანჯრები მოწყვეტით შეაღო, ამის დანახვისას ზაქარია ფანჯარას მიუახლოვდა ხელები ფართოდ გაშალა და წარმოთქვა სიტყვები..... ეს არ არის მომავალი, ეს ის არ არის რასაც არ ველოდი. ამ სითყვების შემდეგ ზაქარია ფანჯრიდან გადმოხტა და ამ დღიდან ის ჩვენს ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება, ეს ამბავი წლების წინ მოხდა მის ტელეპორტაციამდე, ზაქარიას რეალური სახელი რევაზ ბარბაქაძეა, სახელი ზაქარია მხოლოდ მისი ფსევდონიმია, ზაქარია არასოდეს არ ყოფილა აგრესიული პაციენტი, პირიქით ის ძალიან მორცხვი და მარტოსული იყო, ის ხშირად წერდა მოთხრობებს და შემდგომ მას პაციენტებთან არიგებდა რომ მათ მისი თქმით შეეძინათ მისი მოთხრობები, მაგრამ პაციენტებს სულ სხვა რეაქცია ჰქონდათ, ზოგიერთი მათქანი გულიანად იცინოდა ზოგიერთი უბრალოდ ყურადღებასაც არ აქცევდა, ზოგიც კი აგრესიულნი იყვნენ მის მიმართ, ხშირად ამიტომ ზაქარია შიმშილობდა რადგან თვლიდა რომ მისი მოთხრობები თუ არ გაიყიდებოდა მას შემოსავალი არ ექნებოდა რის შედეგადაც ვერ შეიძენდა საკვებს და იგი იძულებული გახდებოდა რომ ეშიმშილა, სამი ოთხი დღე ისე გავიდოდა რომ საკვებს პირს არ აკარებდა მანამ სანამ გამოსავალი არ ვეძიეთ და ჩვენ პერსონალმა არ დავიწყეთ მისი მოთხრობების ეგრედ წოდებული შეძენა რადგან სხვა შემთხვევაში ზაქარია შიმშილობას განაგრძობდა გაურკვეველი ვადით. ასე გრძელდებოდა ერთი წელი იმ დრომდე როდესაც მაში უცნაური ქცევები შევამჩნიეთ, მან იპოვნა წარმოსახვითი რამოდენიმე მეგობარი რომლებსაც ესაუბრებოდა მათთან ერთად მიირთმევდა სეირნობდა, ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან დაგვაფიქრა თუ რას შეიძლებოდა ეს ცვლილება მასში გამოეწვია, სწორედ ამიტომ დავინტერესდით მისი ჩანაწერებით და აღმოვაჩIნეთ რომ ის უკვე მომავალზე წერდა, ამ ფაქტმა გაგვაკვირვა რადგან ჩვენთვის ცნობილი იყო რომ მის მოთხრობებში სცენა ვითარდებოდა 1800იან წებში რადგან მას წარსული საუკუნე ხიბლავდა ძალიან, კლინიკაში მკურნალობის დროსაც მის ჩანაწერებში მოქმედება წარსულ საუკუნეში ვითარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ, და სწორედ ამიტომ გაგვაკვირვა იმ ფაქტმა რომ ერთ მშვენიერ დღესაც მან მომავალზე დაიწყო წერა, ბევრად გრმად ვიქექეთ მის ისტორიაში და როგორც გავიგეთ ერთი წლის წინათ ბოლო დარჩენილი პერიოდი მას არავინ აღარ უბეჭდავდა მოთხრობებს რადგან თვილდნენ რომ ის მოძველებული იყო და საინტერესოც მის მოთხრობებშიც არაფერი იყო სწორედ ამიტომ რედაქტორმა ზაქარიას ურჩIა რომ მას რაიმე ახალი დაეწერა მომავალზე და არა წარსულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შიმშილით სიკვდილი უწინასწარმეტყველა, მას შემდგომ მოიცვა შიშმა ზაქარია რომ მას წინ სიღატაკე ელოდა, ამიტომ მის სახლში განმარტოვდა კალამი და ფურცელი აიღო ხელში და იმ ღამეს გადმოხტა ფანჯრიდან წვიმიან ღამეს, გადმოხტომის დროს მან ვერ შეძლო შორს გადახტომა რადგან ძირი სველი იყო და მას ფეხი დაუცურდა და მოკლე მანძილზე ჩამოვარდა ბედად ის ბუჩქებში დაეცა, და მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო ექიმებმა ის შეშლილად შერაცხეს და დილიდანვე ჩვენს კლინიკაში მოათავსეს, ერთი წელი ჩვენს დაკვირვების ქვეშ იმყოფება ამ ერთი წლის მანძილზე არაფერი განსაკუთრებული არ შეგვინიშნავს, მანამ სანამ ის ჩვენს კლინიკას დაუკითხავად დატოვებდა, ეს როგორ მოახერხა ეს დღემდე უცნობია ჩვენთვის, შორს წასვლა ვერ მოახერხა რადგან როგორც თავად ავღნიშნე ზაქარია ხშჳრად შიმშილობდა ამიტომ მან გარედ გონება დაკარგა, და გონზე მოსულმა ირგვლივ ადამიანების ყურადღება მიიბყრო მისი თეთრი პერანგით არეული თმით და ჩაშავებული თალებით ის გაოგნებული უცქერდა ადამიანებს, ისინიჩ დასცინოდნენ და თავიანთ მობილურ ტელეფონებს უშვერდნენ, ჩვენი მისვლის თანავე ზაქარიამ კვლავ დაკარგა გონება და ის პალატაში დავაწვინეთ გონზე მოსული გაოგნებული მეკითხებოდა თუ სად იყო და ვინ ვიყავით ჩვენ, პირადად მე ისიც მკითხა თუ რომელი წელი იყო ახლა, როდესაც ის საბოლოოდ გონზე მოვიყვანეთ მას გაესაუბრა კლინიკის ფსიქიატრი, იგი გამიზნულად უსვამდა ისეთ კითხვებს თითქოს მას პირველად ხედავდა და სულაც არ იცნობდა, ეკითხებოდა სახელს თუ საიდან მოხვდა ის ჩენთან ამას იმიტომ აკეთებდა რომ გაგვეგო დაზუსტებით თჲ რატომ მოიქცა ასე რატომ დატოვა კლინიკა, მას მზგავსი არაფერი გაუკეთებია ამ ერთი წლის მანძილზე, ნასაუბრებიდან აღმოჩნდა რომ მან ამ კლინიკიდან წასვლით მის წარმოსახვაში დროში გადაადგილდა და მისი შექმნილ წარსული სამყაროდან მომავალში გადაადგილდა, მას შემდგომ გაიჩინა მან წარმოსახვითი მეგობრები ერთ ერთს ჩემს სახელსაც კი ეძახდა, ასე დააწყობდა სკამებს და საუბრობდა მისთვის, ერთხელ ჩემმა ტელეფონმა დარეკა და ამის ხმის გაგონებისას მან შიშისგან სახეზე ხელები აიფარა, მეც დავამშვვიდე და ავუხსენი რომ ამ ნივთში საშიში არაფერი იყო, რაღაც პერიოდი ზაქარია თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ უეცრად ხდებოდა ავად, უცნაური ის იყო რომ მას ფიზიკურად არაფერი სჭირდა მაგრამ რატომღაც სულ ძირს ეცემოდა და სუნთვქ ეკვრებოდა, მისი თქმით მას საკვები წამლავდა რომელსაც ჩვენთან მიირთმევდა, ერთ დღესაც ის მაგიდას მიუჯდა კვლავ განმარტოვდა და ფურცელს შეშჩერებია, საყურადღებო ამაში ის გახდა რომ მას ტალი არ მოუხუჭია ერთი დღის განმავლობაში და შესწქეროდა ამ ფურცელს თან გაუჩერებლად ცახცახებდა, მეორე დღის ნაშუადღევს იგი წამოდგა სწრაფად ფანჯარას მიუახლოვდა ხელები ფართოდ გაშალა და გაურკვეველ სიტყვებს იმეორებდა, დასრულების თანავე მივხვდი რომ გადხტომას აპირებდა ამიტომ იგი დავიჩირე მანამ სანამ ამას ჩაიდენდა, ამას საბოლოოდ გააღიზიანა ის და ძალიან აგრესიული გახდა ჩემს მიმართ ის ცდილობდა ჩემგან დაეძვრინა თავი მეც მთელი ძემი შესაძლებლობით ვუჭერდი ხელებს და ვცდილობდი არ გამეშვა, პარალელურად დახმარებას ვითხოვდი თანამშრომლებისგან, ამდენი ჭიდაობის შემდგომ ზაქარიამ იდაყვი მომარტყა სახის არეში ამის შედეგად მე ძირს დავარდი და ზაქარიამ მოახერხა ფანჯრიდან გადახტომა, ქვემოდ ის კლინიკის პერსონალმა დაიჭირა, და დააძინეს, ამ შემთხვევიდან ცხრა თვის განმავლობაში ზაქარია განსაკუთრებულ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ის კვლავ მშვიდად გრძნობდა თავს და წერდა მისთვის, მაგრამ მან კვლავ დაიწყო მისი მოთხრობების გაყიდვის ინსცენირება პაციენტებთან, ერთი და იგივე ტექსტით, იგივე სათაურითმ, რომელიც გასულ წელს ჩვენ შევიძინეთ, რადგან არ ეშიმშჳლა, ჩენ ახლა ბევრად მობილიზებულები ვართ რადგან წინასწარ ვიცით სცენარის განვითარება, მან უკვე დატოვა კვლავ კლინიკა დაუკითხავად, მაგრამ ამჟამად მას ფარულად მიყვება ჩვენი თნამშრომელი, ჩვენ მის მოქმედებებს ფეხ და ფეხ მივყვებით რადგან მის სიცოცხლეს საბოლოოდ საფრთხე არ შეექმნას, მან თუ საფინალოდ გადახტომა ვერ შეძლო ფანჯრიდან, ამასნ შესაძლოა ბევრად ცუდი შედეგები მოჰყვეს, რადგან თიკი მან ეს ინსცენირება არ გაიმეორა სრული სიზუსტით, ის გახდება ძალზედ აგრესიული, ის უბრალოდ საშიშ ბოროტ მოქმედად ჩამოყალიბდება, და საფრთხეს შეუქმნის მის გარშემო მოყებს. ამიტომ ჩვენ ვუქმნით მას პირობებს რომ მან სრული სიზუსტით გაიაროს იგივე გზა, რომელიც მრავალჯერ გაიარა, ეს გაგრძელდება გაურკვეველი ვადით.



№1  offline წევრი mashkamasho

კარგად გამოგდით დღევანდელი რეალობის აღწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent