შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(4-მთვარის შვილები)


12-08-2020, 22:28
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 577

კატერინას პოვ:
ეს ხალხი ძაალიან უცნაურია...ექიმები შემოვიდნენ და "შემამოწმეს" რამხრივ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები,მაგრამ არც მაინტერესებს!
მთავარი ისაა რომ ეს ექიმები დამპირდნენ რომ დაამეხმარებოდნენ,მეც მათი იმედი მაქვს და ველოდები როდის მოვლენ რომ დამეხმარონ,რადგან თქვეს რომ დაამეხმარებიან!
ამ ფიქრში კარზე კაკუნი გავიგე ,რაზეც ფეხზე წამოვდექი და ცოტაოდენი თავბრუსხვევის მიუხედავად სუსტად წავედი კარისკენ და სააკეტს ხელი მოვიდე..ჯერ უნდა მენახა ვინ იყო!
რადგან კარი ჩაკეტილი მქონდა და მხოლოდ ექიმების შემოვუშვებდი აქ ,მეტს არავის!
მაგრამ ექიმების მაგივრად ის გოგო დამხვდა...სახელი არც მახსოვს,მხოლოდ მისი უემოციო ცივი გაამომეტყველება ვიცანი,ნუ რა უნდა მექნა საკეტი გაადავატრიალე და კარი გაავაღე,შემდეგ კი დაბნეული მზერა მივაპყრე
-გამარჯობა...რით შეემიძლია დაგეხმარო? ვიკითხე ყველაფრის მიუხედავად ზრდილობიანად,რაზეც ჩაიცინა და ხელები გაადაჯვარედინა.
-შენ რით უნდა დამეხმარო..თვითონ ხარ დაასახმარებელი.
ეს უცნაური წინადადება თქვა და უკითხავად შემოვიდა
“ჩემს ოთახში "
ამაყად მიაბიჯებდა და თან გარშემო თითქოს ყველაფერს ათვალიერებდა....სანამ საწოლზე არ ჩამოჯდა,მე კი უკვე ყველაფერი რომ ყელში მქონდა და მის ხასიათზე რომ არ ვიყავი ,მეტი ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვკითხე.
-აქ რა გინდა? ამ კითხვაზე უკვე ამომხედა ,თან წარბის აწევით...არ მოელოდა ჩემგან ასეთ უხეშ ტონს?
-მე არაფერი ...მათ უნდათ.
-ბოდიში? ვერ მიგიხვდი.
-აჰჰ..იმაზე სულელი ყოფილხარ ვიდრე მეგონე.
თქვა და თან მიამატა...
-აქ მოდი..დაჯექი.
მეც შეკრული შუბლით წავედი მისკენ და ზანტად მივუჯექი გვერდით,რა უნდოდა?
-მათ გაადაწყვიტეს რომ ეს სიუპრიზი მე გაახარო... ნუ როგორც ამიხსნეს ოროვე ქალები ვართ და სისულელები,მაგრამ ჩემმი აზრით მათ უბრალოდ შენი რეაქციის ეშინიათ.
თქვა და ჩაიცინა,მე კი დაბნეული უბრალოდ ვუყურებდი იმის მოლოდინში რა ჯანდაბას მეტყოდა.
-რა ხდება? ვიკითხე ანერვიულებულმა მოუთმენლად.
-საყვარელო პატარ-პატარა  პრობლემები არ გაწუხებს?
-ვერ მივხვდი ..რას გულისხმობ?
რა უნდა მაწუხებდეს?
-ნუ სისუსტე..გულის რევა,თავბრუსხვევა,უცნაური მადა ..ანუ ისეთი გრძნობა არ გაქვს რომ შედარებით სხვანაირად ხარ..განსხვავებულად არ გრძნობ თავს?
-არ ვიცი...ვთქვი და თავი ჩავხარე,რაზეც ხელი უეცრად ჩემმი მუცლისკენ წამოიღო.
-სიუპრიზები გელოდება.
მითხრა მაცდური ღიმილით,რაზეც ჯერ დაბნეულმა შევხედე შემდეგ კი მისი ხელი ნაზად მოვიშორე.
-უბრალოდ თქვი რის თქმას ცდილობ,არ მაქვს შენთან თამაშის დრო.
-ოოო! ესე რატომ იძახი?
დროის მეტი რა გაქვს?
-გეყოფა....ან თქვი ,ან ოთახი დატოვე!
ვუთხარი უკვე ბრაზით და ხელით კაარისკენ მივუთითე ,რაზეც ფეხზე წამოდგა.
-ნუ რა გაეწყობა...მითხრა წარბის აწევით და ცოტახანში ჩემსკენ მოიწია და ყურში მიჩურჩულა.
-მალე დედიკო გახდები.
ამის შემდეგ უკან დაიხია და მომღიმარი გავიდა კარიდან,სანამ მე გაშეშებული ვიდექი ადგილზე და ამ გოგოს ბოდვას ვერ ვიაზრებდი...რა სისულელე მითხრა?
გიჟიააა?!!
-არანორმალური!
ჩავილაპარაკე ანერვიულებულმა და უეცრად რომ ყელში რაღაც მომაწვა სააბაზანოსკენ გავიქეცი...არ მესმის რა მჭირს,მოვიწამლე?
ან ამ გოგომ ეს რა მითხრა,ცოტა არ იყოს მეშინია და როგორც ყოველთვის სიკვდილამდე დაბნეული ვარ მათ გამო!

დანიელის პოვ:
ოთახში ვიყავი და ველოდი რა ამბავს მომიტანდა ელი ,რადგან ისაა ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს და იმის მიუხედავად რომ ვერცერთს ვერ გვიტანს ,მაინც მოუწია იმის გააკეთება რაც დაავავალეთ,ახლა კი ვნახოთ რა რეაქცია ექნება კატერინას...კარგი არაფერი ალბათ.
-დანიელ ისე გეეშინოდა რომ ელი გააგზავნე ?
შემოვიდა კარიდან მომცინარი ფინი,რაზეც მე თვალები გაადავატრიალე.
-არ მეშინია,უბრალოდ ქალია და უკეთ დაელაპარაკება,მე კი შეეიძლება კონტროლი დავკარგო ბრაზისგან და მგლად გაადავიქცე.
ვუპასუხე გულახდილად.
-მიკვირს რომ აქამდე არ გაადაიქეცი და არ დააგლიჯე,გუშინწინ აქაც კი ისმოდა მისი ყვირილი.
მიპასუხა ფინმა ,რაზეც უბრალოდ თავი დაავუქნიე.
-ელი რატომ დაგეთანხმა ამაში?
ის ხომ ვერ გიტანს...თან შენი ეშინია.
-ვუთხარი რომ აქედან გავუშვებდი.
-გააჩნია თუ წავა.
-რა თქმა უნდა წავა...დიდიხანია რიტუალებში იღებს მონაწილეობას და სისხლს გვაძლევს.
-დარწმუნებული ვარ სხვა რაღაცაც იქნება!
-არის კიდეც.
-რა?
-დავპირდი რომ მგლად ვაქცევდი.
-ოოო!! ოოო!! რა ამბიციაა!
სიცილით მიპასუხა ფინმა.
-კი ნამდვილად,რადგან პირველი ვისაც დავგლეჯ შენ იქნები.
მოგვესმა კიდეც ელის ხმა,რომელიც კარებში იდგა.
-ხო? დარწმუნებული ხარ რომ მომერევი? მიუახლოვდა ფინი და ნიკაპზე მოკიდა ხელი,ცოტახანს კი ორივე ზიზღით უყურებდა ერთმანეთს,სანამ მე არ ჩაავერიე.
-გეყოფათ...ამის დრო არაა,ელი რა ქენი?
-რა უნდა მექნა? შენს პრინცესას ახალი ამბავი ვუთხარი.
-მერე? რა რეაქცია ჰქონდა?
-არაფერი..მგონი არ დაიჯერა.
მიპასუხა უდარდელად,რაზეც უკმაყოფილოდ ჩავიხვნეშე.
-კაი ხუმრობ ხო? მაშინ იქ რისთვის გაგზავნე?
-დრო მომეცი დიდო ბელადო..გეგმა მაქვს, რომელიც დაგეხმარება,რადგან ამ გოგონას როგორც კი შანსი მოეცემა უკან მოუხედავად გაიქცევა,მერე კი ვინ იცის რა დაემართება ტყეში...
-სისულელებს ნუ იძახი ,ის ვერ გამექცევა!
-დამშვიდი მამიკო...მე შენი დახმარება მინდა.
-რას აპირებ?
-ვეცდები დავუახლოვდე და როდესაც მეგობრად ჩამთვლის აქედან აღარ წავა,ამას გპირდები...ჩემმი გზები მაქვს ,რომელიც ვიცი გაამართლებს.
-ოოიიი ოიი! ელი როგორი ცუდი ხარ.
თქვა ფინმა ,რომელიც ღიმილით უყურებდა წინ მდგარ გოგონას.
-მაგრამ ხომ იცი ამას რისთვისაც ვაკეთებ?
მომიახლოვდა მეც.
-კი ვიცი...
ვუპასუხე უემოციოთ,რაზეც გაამიღიმა.
-კარგი..მაშინ დავიწყებ მუშაობას...ოღონთ მომიწევს მის ოთახში გაადავიდე.
-გზა ხსნილია!
-შევთანხმდით უფროსო.
მითხრა მაცდური ღიმილით და კარი გაიხურა...არ ვიცი თუ გამოუვა რასაც გეგმავს,მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ გაანხორციელებს გეგმას...რატომ აირჩია მთვარემ მაინც და მაინც ეს გოგო!
მისი კონტროლი ძნელია,ვინ იცის გაჩნდება თუ არა ჩემმი შვილი საერთოდ!
თუ ეს არ მოხდება..ეს გოგოც მოკვდება!
საკუთარი ხელით მოვკლავ.

კატერინას პოვ:
ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი..თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი,ალბათ ეს სტრესის ბრალია...მაინც როგორ გავიდე აქედან?
რამდენჯერმე ვცადე გასვლა და შემოსასვლელი კარი ჩაკეტილი დამხვდა,არც არავინ არ გამაგონა...დანიელიც დიდიხანია არ მინახავს,ბოლოს რომ ვნახეთ ძაალიან ვიჩხუბეთ,მაგრამ ის უბრალოდ უსიტყვოდ გავიდა,არაფერი არ უთქვამს.
ამგვარად მივხვდი რომ გაბრაზდა,კი მაგრამ რატომ?
ნუთუ რაიმე არასწორს ვიძახი?
მათ მე რაღაც გაამიკეთეს,უფლება არ აქვთ ადამიანს ასე მოექცნენ,რატომა სულ ჩაკეტილი შემოსასვლელი კარი?
ან რატომ აქვს ყველა ფანჯარას გისოსი?
თითქოს მართლა ყველანაირ გზას გიკეტავენ რომ სასახლიდან არ გახვიდე ...თავს ისე ვგრძნობ თითქოს ტყვე ვიყო!
ძაალიან გაბრაზებული ვარ,ძაალიან.

*კაკუნი კარზე*

-ღიიაა..გაავძახე უემოციოთ ,ისე რომ არც კი შევტრიალდი,კარის გაღების ხმაზე მხოლოდ ერთხელ გავიხედე თუ ვინ შემოვიდა...ნუ ეს ის გოგო იყო,ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა ,რომელიც გვერდით მიაგდო და შემდეგ უდარდელად დაწვა დივანზე,მე ყურადღება არ მივაქციე და ისევ ფანჯრიდან დავიწყე ყურება.
-ეს რას ნიშნავს? მხოლოდ ეს ვიკითხე მშვიდად,ისე რომ ზედ არც ვუყურებდი.
-რას გულისხმობ საყვარელო?
-ეს ჩემოდანი?ან აქ რას აკეთებ..როგორც მახსოვს მითხარი რომ მარტო ყოფნა გიყვარს.
ვიცოდი რომ ცოტა უხეშად გამომდიოდა და ის არაფერ შუაში არ იყო,მაგრამ ამ წამს ცუდად ვიყავი და მეც მარტო მინდოდა ყოფნა.
-ოოვ...ვიღაც ძაალიან უხეშობს დღეს...ნუ გაპატიებ,ამას მიზეზი გაქვს.
უკვე შეკრული შუბლით გავხედე.
-აქ იმისათვის შემოდიხარ რომ დამამცირო და დამცინო?
-ნუ ნაწილობრივ კი,მაგრამ სხვა მიზანიც მამოძრავებს.
-მაგალითად რა? გაადავატრიალე თვალები.
-მინდა უკეთ გაგიცნო.
ამაზე ცინიკურად ჩავიცინე.
-მართლა?
-ხო..რამე სასაცილო ვთქვი პატარა?
-არ მესმის ასეთი თბილი და მეგობრული უეცრად რატომ გახდი.
ვთქვი ჩახვნეშით და იქვე საწოლზე გადავწექი მეც,რაზეც მისი ადგომის ხმა გავიგე,შემდეგ ნაბიჯების და გვერდითაც მომიწვა.
-იცი...ამ სასახლეში ყველა მარტოსულია და არავინ არ მეგობრობს ერთმანეთან...მე კი იგივე შეემემთხვა რაც შენ,მგონია რომ ერთნაირები ვართ და მინდა რომ დაგეხმარო.
ცოტა უხერხულად,ყოყმანით მითხრა ეს წინადადება,რაზეც ცოტა გამეცინა და მისკენ გადავატრიალე თავი.
-ვერ დავიჯერებ რომ სიმართლეს მეუბნები.
-მართლა გეუბნები...შენ მე გჭირდები..მე კი შენ...ორივე მარტო ვართ აქ.
-მე აქედან უნდა წავიდე.
წამოვდექი ფეხზე და იქვე მდგარ პიანინოს მოვუჯექი.
-ვერ წახვალ..სანამ ეს არ გავიგე. -რატომ? ვიკითხე გააღიზიანებულმა.
-დანიელი არ გაგიშვებს.
მიპასუხა ჩახვნეშით და გვერდით მომიჯდა.
-ჩემგან რა უნდა? ვიკითხე ხმის კანკალით,მან კი უბრალოდ პიანინოზე დაიწყო ნაზად დაკვრა ....სანამ მე ნერვიულობისგან ფეხებს ვააბაკუნებდი.
-დამშვიდდი და მუსიკას მოუსმინე,ის რაღაც ამბავს გვიამბობს...მშვიდად თქვა ისე რომ თვალები ჰქონდა დახუჭული.
-რა ამბავს? ვიკითხე მობეზრებული ხმით,რადგან ეს ახლა სულ არ
მანაღვლებდა!
-სიყვარულზე გვიყვება..თქვა და გამიღიმა,რაზეც უეცრად შემრცხვა და თავი ჩავხარე .
არც კი ვიცი რატომ ,მაგრამ ამ გოგოს ყველაფრის მიუხედავად ვენდობი,მისი სახელიც კი არ ვიცი ...როგორ შეემიძლია მას ვენდო?
სულელი ვარ!
-ჩემმი სახელიც კი არ მითქვამს ,მე ელი მქვია.
მომესმა მისი ხმა!!!
მას რა ჩემმი ფიქრები ესმის??!
-სასია-მოვნოა...ვუპასუხე დაბნეულმა,რაზეც ისევ გამიღიმა და პიანინოზე დაკვრა გაანაგრძო.
ვაღიარებ ეს მამშვიდებდა და სასიამოვნო განცდებს მბადებდა,რადგან ეს მელოდია თითქოს მართლა რაღაც ამბავს გვიყვებოდა სიყვარულზე,მაგრამ ვის სიყვარულზე...ამას მეც ვერ ვაცნობიერებდი.

ცოტახნის შემდეგ:
ღამე იყო...ცას შავი ღრუბელი გაადაფარებოდა,ელავდა და ცას თუ დავუკვირდებოდი ცხადი იყო დღეს ღამით კარგად იწვიმებდა,ელი კი რომელიც უემოციო რობოტი მეგონა რატომღაც კარგ ხასიათზე ჩანდა და ღიღინით ალაგებდა თავის ტანსაცმელს ჩემს გარდიროვში,მითხრა რომ უბრალოდ ჩემს გვერდით უნდა იყოს და ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით...უარს ვეტყოდი ,მაგრამ ის მართალი იყო.
მე ვიღაც მჭირდება ვინც გვერდში დამიდგება და გაამახნევებს სანამ აქედან წავალ..ეს კი მეგობარია.
-ჰეი პრინცესა ვხედავ გიყვარს მოსაწყენი ცის ყურება.
მომესმა მისი ხმა თუ არა მისკენ მივიხედე,ნუ ისევ მიღიმოდა.
-ხო..მიყვარს,,,ვუპასუხე უემოციოთ და ისევ ფანჯრისკენ მივტრიალდი.
-იცი რა..მაგის ყურებას ისე უკეთესი იქნებოდა ჩემთან გესაუბრა..ნუთუ სურვილიც არ გაქვს უკეთ გამიცნო?
ამ სიტყვებზე უკვე ჩავიხვნეშე,ალბათ ამ გოგოს ვერც წარმოუდგენია ეს ახლა როგორი ნაკლებად მანაღვლებს..მე დაბნეული ვარ და კითხვებზე პასუხები მჭირდება!
-ვერ გაგიცნობ უკეთ ჯერ თუ არ დავრწმუნდი რომ მართლა ჩემმთან მეგობრობა გინდა...
ვუპასუხე მშვიდად და მისკენ წავედი , ხელი მოვკიდე და სააწოლზე მასთან ერთად დავჯექი,შემდეგ კი თვალებში ჩავაშტერდი.
-მომიყევი აქაურობაზე..აქ რა ხდება?
-ნუთუ გინდა მართლა ეს იცოდე?
მკითხა წარბის აწევით.
-რა თქმა უნდა მინდა...დაბნეული ვარ და არ ვიცი რა ხდება,ასეთი არაფერი არ მინახავს.
-მესმის შენი..თავიდან მეც დაბნეული ვიყავი,შემდეგ ოლივერი და კევინი დამეხმარნენ.

-ოლივერი და კევინი? კევინს ვიცნობ ,კარგი ბიჭია ,მაგრამ ოლივერი...მეცნობა ეს სახელი,სადღაც გამიგია მგონი...
-ცივი გამოხედვა აქვს,მაღალია და კარგი ტანი აქვს..შავი თმით...გაიხსენე?
-ოოო ღმერთო! არა!
წამოვდექი უეცრად ფეხზე.
-რა ხდება?ადგა თვითონაც დაბნეული.
-რა ხდება კი არა მაგ ბიჭს ჩემმი ბატივით დახრჩობა უნდოდა!
ვუპასუხე გააფართოვებული თვალებით,რაზეც პირი გააღო და იმის მაგივრად რომ გააეკვირვა ბოლო ხმაზე აკაკანდა!
-რა ვთქვი სასაცილო?!
ვუთხარი ბრაზით,მაგრამ ძაალიან სასაცილოდ რომ გააგრძელა სიცილი მეც გამეცინა ცოტა.
-გეყოფა!
ხელი მსუბუქად დავარტყი მხარზე,რაზეც უკვე ნელ-ნელა ცოტა დამშვიდდა და ცრემლების წმენდით მითხრა.
-ოლივერი საშიშია, მაგ მხრივ მეც ვერიდები...
-და რატომ? რა დაემართა?
-ნუ სიყვარულის ამბებია..არ გაუმართლა.
-რა?მას რა ვინმე უყვარდა?
-კი უყვარდა..თან როგორ,მაგრამ იმ გოგოს დანიელი უყვარდა..საწყალი გოგო შეიშალა.
-რაზე ლაპარაკობ?
-ასე ვერ მოგიყვები ყველაფერს თორემ ოლივერი მართლა მოგკლავს,არამარტო შენ არამარტო მეც..ნუ შეიძლება მას დანიელიც დაეხმაროს.
თქვა პატარა სიცილით ,რაზეც უბრალოდ თავი დაავუქნიე .
-ეჰ...არ არის გამორიცხული...მათი მართლა მეშინია,არც კი ვიცი როდის რას მოიმოქმედებენ,აქედან სწორედ ამიტომ მინდა წასვლა.
ვთქვი მოწყენილმა და ღრმად ჩავიხვნეშე.
-საყვარელო ვხუმრობ..შენ რომ ვინმე მოგეკაროს, დანიელი ცოცხლად გაატყავებს!
მითხრა და მკრთალად გამიღიმა და აი მეც ისევ რომ დავიბენი.
-არ მესმის..რატომ უნდა დამიცვას,მე მისთვის არაფერს არ წარმოვადგენ.
-ხუმრობ ხო? შენ მისი შვილი დედა იქნები!

აი.   ისევ.   ეს.   სისულელე.  მითხრა.

-არ მესმის....ასეთ სისულელებს რატომ მეუბნები,ძაალიან ცუდი ხუმრობაა!
-ვინ ხუმრობს?
უკვე გააფართოვებული თვალებით შევხედე.
-კარგი რა..ის რა
მ-ართლა..აპირებს..რამეს?
უეცრად სულ ავკანკალდი და ესეც ძლივს ვთქვი .
-არაფერს...უკვე ყველაფერი გააკეთა...შენ რა არაფერი გახსოვს?
-რ-აა...უნ-და მახსოვდ-ეს?
-ჯანდაბა..ჩაიცინა და აი მე სულ არ მეცინებოდა!
ეგ კი არა ცოტაც და გავგიჟდებოდი.
-სულ ბუნდოვნათაც არ გახსოვს? თუნდაც პატარა მონაკვეთი!
-არა...არა...ის სიზმარი..ის...ის...ვერ იქნებოდა ხო სიმართლე?
ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან,ცოტაც და ტკივილისგან ვიყვირებდი!
ეს მე რატომ მემართება!!
ეს სიცურუეა!
ეს სიცრუეა!! არა! არა!
-სრული სიმართლეა...ეს არ ყოფილა სიზმარი.
-მოიცადე....ანუ ყველაფერი რაც დღეს მითხარი..ეს? ეს....სი-მართლეა?
-ვიცი რომ რთულია ამის დაჯერება და ისიც ვიცი რომ გიჭირს გააცნობიერო მწარე რეაალობა,მაგრამ ეს სიმართლეა..შენ დანიელს შვილს გაუჩენ..ეს მოხდება და მე არ ვხუმრობ ,ხოდა სჯობს ისიც დამიჯერო რომ არც ის არ ყოფილა სიზმარი რაც ნახე.
ვერ ვიაზრებდი..ან არ ვიაზრებდი...ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში,ყოველ სიტყვაზე და გამოხედვაზე ვფიქრობდი,ყოველ მომენტზე...თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ  ჩამირბინა!
თავბრუსხვევა ვიგრძენი და გარშემო ყველაფერმა ტრიალი დაიწყო,სუსტად მესმოდა ელის ხმა,რომელმაც ცოტახანში მხრებში ჩამკიდა ხელი და რაღაცის ყვირილი დაიწყო,რისი არც მე ვიცი..არ მესმოდა...ამას ვერ გადავიტან...ორსულად ვერ ვიქნები! მითუმეტეს კაცისგან ,რომელიც არ მიყვარს და ფაქტობრივად არც კი ვიცნობ!
ეს რატომ გააკეთა?!
რაში დასჭირდა?!!
ან მე რა მომივიდა?!
ის ღამე მასთან რატომ გაავატარე!!
რა გამიკეთეს!! რაა!!

დანიელის პოვ:
ბიჭებთან ერთად ეზოში ვიყავი და ამდენიხნის შემდეგ ძლივს ცოტას ვერთობოდი ,ელი რომ დავინახე რომელიც ანერვიულებული სახით მორბოდა ჩვენსკენ ,გაამიკვირდა რა ხდებოდა და მეც მისკენ დავიძარი .
-რა ხდება? ყველაფერი კარგადა?ვიკითხე აღელვებულმა.
-შენს პრინცესას გული წაუვიდა, იმის შემდეგ რაც გაიგო რომ შენს ნაყოფს ატარებს მუცლით!
-რა? აღარაფერი არ ვუთხარი და პირდაპირ სასახლისკენ გავიქეცი !
არც მახსოვს როგორ ჩამოვგლიჯე მისი საძინებლის კარი და როგორ გავჩნდი ორიოდე წუთში მისი საწოლის წინს,მაგრამ რატომღაც ის იქ არ დამხვდა...დაბნეულმა მიმოვიხედე და რომ მივხვდი რომ რაღაც ნორმალურად არ იყო ყვირილით გავარდი ოთახიდან.
-კატერინააა!!!კატერინაა!!ვეძახდი ,მაგრამ არ მაგინებდა!
ეს კი უკვე სიკვდილამდე მაშინებდა...იმედია კარგადა,იმედია თავს არაფერს არ დაუშავებს!
-კატერინა!!!
თითქმის ყველა ოთახი შეევამოწმე!!
სხვებიც მეხმარებოდნენ...უკვე იმედი გაადაწურული მქონდა ეთანის ხმა რომ მომესმა.
-დანიელ!!დანიელ!!
სასწრაფოთ აქ მოდი!!
ეს ხმა საამზარეულოდან მოდიოდა,კიბები ფაქტობრივად ფრენით ჩავიარე და სამზარეულოს კართან მდგარ ეთანს ვეცი!
-რა ხდება !!? იპოვეთ?!!
-კი ,მაგრამ ნანახი არ მოგეწონება.
ამის გაგებაზე კარში მთელი სიჩქარით შევარდი და უკვე სამზარეულოში შესული ადგილზე გავიყინე!
კატერინა ოთახის შუაში იდგა და ხელში დიდი დანა ეჭირა!!
-კატერინა...კატერინა..რას აკეთებ?
მისკენ  პანიკაში მყოფი წავედი,მაგრამ ადგილზე გავშეშდი დანა რომ მომიღერა.
-აღ-არცერთი ნაბ-იჯი!
კბილებიდან გამოსცრა...ცუდად გამოიყურებოდა,ბარბაცებდა და სულ წითელი იყო,ასევე ძაალიან ოფლიანიც იყო .
-კატერინა...დამშვიდდი...ვეცადე დამეწყნარებინა,იმის მიუხედავად რომ ამ წამს მასზე აღელვებული ვიყავი.
-დ-ავმშ- ვიდდე? იკითხა გამოკვეთით.
-როგორ მეუბნები რომ დავმშვიდდე,როდესაც ასეთ დღეში ჩაამაგდე!?
მიყვირა უკვე და ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან.
-ყველაფერს აგიხსნი..ეს გამოსავალი არაა...ვუთხარი  როგორი მშვიდადაც შეემეძლო.
-მართალი ხარ...ეს გამოსავალი არა...ერთადერთი გამოსავაალი ისა რომ აქედან გამიშვა!!!
ბოლო სიტყვები ბოლო ხმაზე იყვირა.
-გთხოვ...დამშვიდდი...დავილაპარაკოთ..არ მინდა რამე დაგიშავდეს.
ვუთხარი და უკვე ბრაზით შევკარი შუბლი.
-რას იზავ?!!ისევ ჩემზე იძალადებ??! თუ შენს მხეცებს გაათიშინებ ჩემს თავს? რას აპირებ?!!
მიყვირა ისევ ბრაზით,რაზეც უკვე მეც ვეღარ დავმალე მრისხანება.
-სწორედ ამას ვაპირებ!
ჩემმი ხელით გაგაგდებინებ მაგ დანას და მაგ ხელებს ორი კვირით დაგიბავ, ახლავე თუ არ დააგდებ დანას!
ვუთხარი სახიფათო გამოხედვით,რაზეც თვალები გააუფართოვდა და ცოტახნის შემდეგ თავი დაამიქნია,შემდეგ კი რაც დავინახე ის იყო რომ უკვე დანა თავისკენ მიჰქონდა,მეც ჩემმი ძალა გამოვიყენე და რავ კი სიჩქარე მქონდა მის წინ გავჩნდი,შემდეგ კი პირდაპირ დანას მოვკიდე ხელი,მაგრამ როგორც ჩანს ის ასე ადვილად არ აპირებდა დანებებას!
ყველანაირად ცდილობდა თავისი ხელი გაეთავესუფლებინა,ისე რომ ერთხელ სახეზე გამკრა დანა ,კიდევ კარგი ძაალიან არა,ბოლოს კი ისე დაასრულა რომ მხარში დამჭრა,მაგრამ დანა რაც მთავარია დავაგდებინე,ზედმეტი ტკივილის მიყენების გარეშე,ისე რომ არ დააშავებულიყო,უბრალოდ ეს ისე მომიწია როგორც მე არ მინდოდა.


კატერინას პოვ:
მისი დაჭრა არ მინდოდა ,მაგრამ მომიწია...მე ხომ არ მეგონა რომ ჩემს წინ სრულიად სხვა ადამიანი გახდებოდა..მისი თვალები უეცრად გააწითლდა ,შემდეგ კი ძაალიან უხეშად და მტკივნეულად ხელი გაადამიტრიალა,ეს კი იქამდე გააკეთა სანამ ტკივილისაგან ხელი არ ვუშვი დანას და სავარაუდოდ ნაღრძობი ხელით ძირს არ დავეცი !
ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა მოხდა...რა ჯანდააბააა?!!
რა არსებაა?!!
ჯოჯოხეთში მოვხვდი?!!
-ვ-ინ ხა-რ? მხოლოდ ეს ვიკითხე შოკში მყოფმა,რაზეც გაბრაზებულმა ამარიდა თვალი და თითქოს ყველას გასაგონად იყვირა.
-ახლავე ოთახში აიყვანეთ და კარი ჩაუკეთეთ!
არა...ეს არ უთქვამს,ის რა ამას მართლა აპირებს?
არავითარ შემთხვევაში!
ამის უფლებას არ მივცემ!
-რა უფლებით?! წამოვდექი ფეხზე და ჩაცრემლილი თვალებით ვუთხარი ,რაზეც უეცრად მაჯაზე მტაცა ხელი,საკმაოდ მტკივნეულად.
-ოთახში ზედმეტი შეეწინაღმდეგების გარეშე შევყევი,მეც მალე ამოვალ..მინდა რაღაც რაღაცები გაანვიხილო შენთან.
ეს უფრო დამუქრება იყო ვიდრე დანაბარები..რა სალაპარაკო მაქვს მასთან!??
-მეზიზღები! შენი შვილი არ გაჩნდება,მოვკვდები და არ გაავაჩენ!
ვუთხარი ბოღმით და მრისხანებით დააბრმავებულმა,რაზეც ძაალიან სახიფათო გამოხედვით მიპასუხა.
-შენ არ მოკვდები სანამ ამას მეთვითონ არ მოვინდომებ..საფლავიდანაც კი ამოგთხრი თუ ოდნავადაც მაწყენინებ შენი სააქციელით.
ეს წინადადება რომ დაასრულა ,ვაპირებდი პასუხი გამეცა,მაგრამ უკითხავად მწვდნენ უხეშად მხეცები და ჩემმი ოთახისაკენ გაამათრიეს...მეც ვეღარ შეევეწინაღმდეგე ძაალიან სუსტად ვიყავი.

დანილის პოვ:
სარკის წინ ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი მომხდარს...ესეთი რაღაც როგორ გაბედა?! თავი ვინ გგონია?!
მას მართლა სჯერა რომ თავისი ისტერიკული გამოსვლებით თავისას მიახწევს?
როგორ ცდება!
ვერც კი წარმოუდგენია როგორ!
ვერ ხვდება ჯერ კიდევ ვისთან დააიჭირა საქმე!
-შენ მასთან თითქმის შენი სახე გამოაჩინე.
მომესმა უკნიდან კევინის ხმა,რაზეც ყურადღება არ მივაქციე და სარკეში ყურება გაავაგრძელე.
-გაასაგებია რომ ბრაზობ ,მაგრამ იმედი მაქვს მართლა მის გამოკეტვას არ აპირებ.
ამაზე უკვე წარბის აწევით ავხედე.
-შენ მაგით მერე რა?
-ნუ არც არაფერი..უბრალოდ მინდა გითხრა რომ სიცხე ჰქონდა მაღალი როდესაც ეს გააკეთა..ახლახანს მითხრა ელიმ,მგონი რომ ეპატიება ..მის სიტუაციასაც თუ გავითვალისწინებთ.
-შეწყვიტე მისი დაცვა!
ეს ძაალიან მააღიზიანებს!
-ავვვ..რატომ? მხოლოდ შენ გინდა ის დაიცვა..მარტო შენი გინდა იყოს?
-მოკეტე.
-მიდი თქვი! ნუ გცხვენია,თქვი რომ მხოლოდ შენთვის გინდა და მისი აქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ შენი მემკვიდრე არა.
არ ვუპასუხე...
-მოგწონს ხო?
-სისულელებს ნუ იძახი.
-ვიცი რომ მოგწონს..ნუ ცდილობ მომატყუო,ეს ყოველთვის ვიცი !
-არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
-აბა რაზე?
-იმაზე თუ როგორ დაგამტვრევ ახლა.
-ეი! შენი მრისხანება იმისთვის შეინახე ვინც ის შენში გაამოიწვია.
-ხო.
-შენი სიყვარულისთვის!
თქვა და სიცილით გამომიგზავნა კოცნა,რაზეც უკვე იქვე დადებული საავარცხელი ვესროლე,ის კი სულელი პატარა ბავშვივით გავარდა ოთახიდან თან ბოლო ხმაზე იცინოდა..რა უხარია ასე?
ან რის გაარკვევას ცდილობს?
მომწონს თუ არა კატერინა?
რა სისულელეა!!
რა თქმა უნდა მომწონს..ის ხომ ჩემმი პირველი შვილის დედა იქნება!

კატერინად პოვ:
ოთახის შუაში ვიჯექი და ფეხზე არ ვდგებოდი,ხმასაც კი არ ვიღებდი!
ფეხები მოკეცილი მქონდა და ხელებით ვიყავი მასზე მოხვეული,აქეთ-იქით ვირწეოდი და ჯერ კიდევ ვერ ვწყნარდებოდი.
სულ ვიწვოდი,ცრემლები უკონტროლოდ მდიოდა,ვკანკალებდი და უხმოდ ვიცლებოდო ცრემლით და ოფლით...ეს როგორ გააკეთა??
როგორ გააკეთა!!!
ახლაც ვერ ვიჯერებ,რა სულელი ვიყავი ,როდესაც მას მივენდე...ეს როგორ დავუშვი?
ახლა რა ვქნა?!!
მას რა შვილი უნდა გავუჩინო??
მაგრამ რატომ,მას ეს რაში დასჭირდა? ყველა ერთად გაგიჟდა აქ თუ რა  ხდება?
არა,არა..აუცილებლად უნდა გაავარკვიო რა მიზეზი იმალება ამ ყველაფრის უკან!
ამაზე ვფიქრობდი უეცრად გულის რევის შეგრძნება რომ მომაწვა ისევ!
სასწრაფოთ პირზე ორივე ხელი ავიფარე და აფორიაქებული წამოვდექი,მაგრამ იმ წამსვე როდესაც გავსწორდი თავბრუ დამეხვა და რომ არა იქვე მდგარი ავეჯი ,რომელსაც დავეყრდენი წავიქცეოდი!
ვიცოდი რომ ახლავე მესაჭიროებოდა საპირფარეშოში შესვლა ,მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი ,რომ ამას ვერანაირად ვერ მოვახერხებდი,რა უნდა მექნა?
დროც კი არ მქონდა ამაზე საფიქრელად,საშინლად ვიყავი და ეს მხოლოდ შეშლილი დანიელის ბრალია!!!
იდიოტი!
რა დღეში ჩაამაგდო,მე ამისათვის მზად არ ვიყავი!
-კატერინა? და აი მომესმა მისი ხმა,უკვე გაღებულ კარში იდგა და შორიდან მიყურებდა ,მე კი იმდენად ცუდად ვიყავი რომ კარის გააღების ხმაც კი ვერ გავიგე.
-კარგად ხარ? იკითხა და ჩემსკენ თავდაჯერებული წამოვიდა,თითქოს ახლოს მოვიკარებდი!
-უკან! მხოლოდ ამის თქმა შევძელი და პირზე ისევ ხელი ავიფარე,რაზეც გააფართოვებული თვალებით მიყურებდა,სანამ ხმა არ ამოიღო.
-გეყოს ჯიუტობა,ხელი მომკიდე და აბაზანამდე მიგიყვან.
ისევ ჩემსკენ აიღო გეზი ,მაგრამ მე უკან დახევა დავაპირე!
სანამ თავბრუდახვეულმა პირდაპირ იატაკისაკენ არ დავიწყე სვლა,მაგრამ უეცრად ჰაერში გავჩერდი ...რა ხდებოდა?
თვალი ავაყოლე და დანიელი დავინახე,მხოლიდ ამის დანახვა მოვასწარი უეცრად რომ ხელში ამიტაცა და მთელი სისწრაფით რომ გამაქანა!
მეც პირზე მქონდა აფარებული ხელები და ფეხებს ვიქნევდი,არ მაინტერესებდა რომ ამ წამს ხელში ვეჭირე!
გული მერეოდა ამისი,რამდენიხანია ვითმენ!
როგორც კი შევედით უნიტაზს დავემხე ზემოდან და ჩემმი საქმე წამებში გაავაკეთე,დანიელის ხელიც ვიგრძენი რომელიც "მამხნევებდა"მაგრამ როგორც კი ამ საქმეს მოვრჩებოდი,ამ ხელის მოშორება მქონდა მიზნად და მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა როგორი უხეშად მოვიშორებდი ამ ხელს!
როგორ ბედავს? თავი ვინ გგონია?
ესეგი ჩემზე ზრუნავს ხო?
აქამდე რატომ არ იფიქრა ამაზე რომ მაგეხმძიმებდა?
ძლივს მოვრჩი თუ არა,მართლაც ჩემმი გეგმის აღსრულების სურვილი ამომიტივდა გონებაში და შეკრული შუბლით მივტრიალდი მისკენ.
-ხელი მომაშორე ტირანო.
ვთქვი ბლუყუნით და მის ხელს ხელი მოვკიდე,მაგრამ რა ჯანდაბა ხდება?
მის ხელს ვერ ვიშორებ!
ვეჭიდე და ადგილიდან ვერც კი გავატოკე,ეს რა არის?
მომეკრო!?
თუ მე ვარ ასეთი სუსტად?
-იქნებ ცოტახანს წამოწვე და დაისვენო.
მითხრა ისე ვითომც არაფერი.
-არა,ვერ დავისვენებ სანამ ამ სასახლეში შენაირი კაცის გვერდით ვარ!
ამის გაგებაზე ცოტა ნაქვთები დაეძაბა.
-სჯობს დაუკვირდე რას ლაპარაკობ.
-არა..არ მინდა,ასე უფრო მომწონს.
აღარაფერი არ მითხრა და უბრალოდ ჩაიხვნეშა.
-რა იყო დაიღალე? მე მკითხე...რატომ უნდა ვატარებდე მუცლით იმ ადამიანის შვილს ,რომელიც მძულს ჰა?
ვაჭარბებდი ...რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა,მაგრამ მრისხანებით დაბრმავებულს ამ წამს ის უცოდველი ნაყოფიც კი მძულდა!
-გაჩუმდი და ადექი.
ბრძანებლური კილოთი მითხრა და ხელი მკლავზე მომკიდა,ადგომაში "მეხმარებოდა"
-არ გითხარი რომ ნუ მეხებითქო!!
ვუყვირე და ხელი უხეშად გამოვწიე ,მაგრამ ამან ჩემმი წაბარბაცება გამოიწვია და ისევ წაქცევას ბეწვზე გადავურჩი,დანიელის დამსახურებით.
-ზედმეტად სახიფათოდ თამაშობ ..ასე რომ მორჩი მეტად კონცერტების დადგმას და საწოლში დაწექი.
-და ვინ ხარ რომ შენ მე რამე მიბრძანო?
-არ მაიძულო ეს დაგანახო თუ ვინ ვარ,რადგან ნახული ძაალიან შეეგაშინებს.
სახიფათო მზერით მითხრა,რაზეც სიცილი დავიწყე.
-ოო! უნდა შემეშინდეს?
-კი უნდა შეგეშინდეს..ასე სჯობს შენთვისაც და ჩემთვისაც.
ყველაფრის მიუხედავად სერიოზული გამომეტყველებით მითხრა და ჩემმი სუსტი სხეული მკლავებში მოიქცია,ისე რომ მის კისერზე მეხვია ერთი ხელი და ფაქტობრივად მას ვეკავე.
თავი ჩახრილი მქონდა და ფეხებს მოვათრევდი,ისე ვიყავი თითქოს დავთვერიო!
ეს კი სტრესის ბრალია, რომელმაც მაღალი სიცხე გამოიწვია და ასეთ დღეში ჩამაგდო...ამ ყველაფერს კი სადამდე მივყავართ?
ანუ ვისი ბრალია?
დანიელის!
საწოლზე ნაზად დამაწვინა და საბანი გულდასმით გადამაფარა,ისე რომ ყოველ კუთხეს ამოწმებდა,რომ სიცივე არსაიდან მომპარვოდა!
უეცრად კი ყველაფერი იმით დაასრულა რომ ჩემსკენ დაიწყო დახრა,თავიდან გამიკვირდა და უფრო რომ მომიახლოვდა საერთოდ ყვირილსაც ვაპირებდი,სანამ მისი ტუჩები ჩემს შუბლს არ შეეხო!
ის უბრალოდ სიცხეს ამოწმებს?
მინდოდა თუ არ მინდოდა ეს ,ასეთ სიტუაციაშიც კი გული ამიჩქარდა და გავწითლდი,ეს კი ალბათ იმის ბრალი იყო რომ ფაქტობრივად უგონოდ ვიყავი,აბა საღად მოაზროვნეს ეს სად ემახსოვრება ჩემს ადგილას?
-როგორც ჩანს მაღალი სიცხე გაქვს..ამას ასე ვერ დავტოვებ.
ჩაილაპარაკა ისე რომ კედლებს უყურებდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს,მე კი ჯერ კიდევ გადაწუთლებული შევყურებდი,მანამდე სანამ მზერა ჩემზე არ გადმოიტანა და უხერხულად არ ავარიდე თვალი.
-კარგად ვარ.
ვთქვი და გადავტრიალდი,ისე რომ ვეღარ ვხედავდი მას,მაგრამ როგორც ჩანს ის მხედავდა მე!
-შეწყვიტე ეს ბავშვური ქცევა და არც გაბედო ასეთ მდგომარეობაში დაძინება,ახლავე ვიზრუნებ იმაზე რომ ექიმმებმა გამოგაკეთონ.
თქვა და ტელეფონი ამოიღო ,შემდეგ კი ოთახი დატოვა.
მე კი ვიწექი და ჭერს ვუყურებდი სულელივით..თუ ეს ადამიანი მძულს,თუ მასზე გააბრაზებული ვარ და თუ აქ მყოფ ვერცერთ არსებას ვერ ვიტან, რატომ მემართება ყოველჯერზე ასე?
გაუთვალისწინებელი გულის აჩქარება,ეს სიცხე ,რომელიც ცეცხლივით მეკიდება მთელ სხეულზე და ეს პეპლები ჩემს მუცელში...ეს არა ნორმალური,მე კი არ მომწონს გრძნობები ,რომლებიც მაბნევს.
-ესეც სიუპრიზებით სავსე ემოციები.
ჩავილაპარაკე გააღიზიანებულმა და თვალები გაადავატრიალე.
სადამდე ვიქნები სიკვდილამდე დაბნეული?
ამ მდგომარეობამ საშინლად დამღალა!
-გთხოვთ აქეთ.
მომესმა ხმა კალიდორიდან და მოსალოდნელად კარიც გაიღო,საიდანაც მაღალი სილუეტი შემოვიდა...ეს ის ექიმმი იყო ,რომელსაც დანიელი "დამპირდა"
-აბა აქ ვინ გვყავს? ლამაზი ფეხმძიმე გოგონა!! როგორ გვყავს ნაყოფი!?
ძაალიან გაწვალებს?
ისეთი ღიმილით მელაპარაკებოდა და ისეთი საყვარლად,თითქოს მე და დანიელს თბილი ჰარმონიული ოჯახი გვქონდა და პირველ შვილს ველოდებოდით..ეს ნაყოფი ჩემში იძულებით და უნებართვოდ მოხვდა!
-ვერც კი წარმოუდგენთ როგორ მაწვალებს.
ვთქვი გააღიზიანებულმა და ხელები გაადავაჯვარედინე,რაზეც დანიელმა წარბის აწევით გამომხედა და ასევე ხელები გაადაჯვარედინა,ეს გააფრთხილება იყო ალბათ რომ პირი მომეხურა და იმიზე ლაპარაკი არ დამეწყო რასაც ვაპირებდი!
-ისე მაწუხებს რომ დიდი სიამოვნებით მოვიშორებდი თავიდან.
და აი მაინც წამომცდა,სიცხიანს და განრისხებულს ეს სიტყვები,რაზეც ექიმს სახეზე შოკი შევატყე ,რომელსაც დაბნეულობა დაერთო თან.
სიმპათიური გარეგნობის ექიმმა დანიელს გადახედა დაბნეული სახით,მანამ დანიელო გაბრაზებული იდგა და თვალს არ მარიდებდა..უკვე ისეთი დაჟინებით მიყურებდა რომ თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი,ეს უხერხული გარემოება ისევ ექიმმა განწმინდა.
-აჰ...მოკლედ...მგონი სჯობს პაციენტი შევამოწმოთ ხო?
თქვა და ჩახველებაც მიაყოლა რომ ჩვენი ყურადღება მიეპყრო,რადგან ისევ მრისხანებით ანთებული თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს!
ექიმმა ჩემმი გამოკეთების პროცესი სრულიად უსიამოვნოდ დაიწყო!
ნემსი...ნემსი რომელის გააკეთებასაც ბავშვობიდან ვერ ვიტან!
-დანიელ ეს თქვენი პირველი შვილია ხო? თან შიგადაში დანიელს უსვამდა კითხვებს,სანამ მე არასასიამვნო ჩხვლეტებით ვიტანჯებოდი!
-კი პირველია. თქვა უემოციოთ დანიელმა,რაზეც მეც ჩავერთე..ამას ვერ გამოვტოვებდი.
-ან იქნებ არც იყოს.
ვთქვი სარკასტული ღიმილით,რაზეც დანიელმა ისევ გაბრაზებული თვალები მომაპყრო.
მის მზერაშიც კი ჩანდა აშკარა მუქარა,რაც უკვე მაიძულებდა იმაზე მეფიქრა რომ პირი ცოტახანს  მომეხურა!
კი ეს ნაყოფი არ მიყვარს...რადგან ის ჩემში იმ გზით მოხვდა როგორი გზითაც არავინ არ ისურვებდა მომხვდარიყო!
და კი მე ვნატრობ რომ რაღაც მოხდეს და ეს ნაყოფი მომშორდეს!
და კიდევ ერთხელ კი,ამას მხოლოდ იმისთვისაც კი გაავაკეთებდი რომ დანიელი გაამემწარებინა!
-კატერინა ცოტა ზედმეტს ლაპარაკობ იცი?
ცოტახანი პაუზის შემდეგ გაამაფრთხილებელი მზერით მომცა შენიშვნა,რაზეც ჩავიცინე.
-მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი.
გაამაღიზიანებლად ვუპასუხე და თვალი ავარიდე..აღარ მინდოდა მისი ცეცხლით სავსე თვალების ყურება!
იმის შემდეგ რაც ექიმმა, რომლის სახელიც ანტონია, წამლებით გამჭყიპა და ნემსებით დამჩხვლიტა ,ოთახი დაატოვა!
დავრჩი...ტირანთან...რომელიც...
უცნაურად....მიყურებდა.
-რ-ა? ძალა მოვიკრიბე და ვკითხე,რადგან უკვე ზედმეტად იყო ჩემზე მოშტერებული!
ის ამაზე ჩემსკენ წამოიწია,რაზეც ცოტა დავფრთხი ,მაგრამ საბედნიეროდ უბრალოდ ხელი ჩემს თავთან დადო მეორე ხელით კი თმაზე დამიწყო მოფერება,თან ზემოდან დამყურებდა და მისი სხეულის ჩრდილში ვიყავი.
-იცი ძაალიან არ მსიამოვნებს რომ ჩვენს შვილზე ასე საუბრობ.
თქვა და თმაზე მოფერება გააგრძელა...კი მესმის რომ გაბრაზებულია ,მაგრამ ეს ვითომ
თბილი შეეხებები რას ნიშნავს?
თან ჩხუბობს და თან მეფერება?
-ის შენი შვილია და არა ჩემმი.
სიმწრით გამოვცარი კბილებიდან,რაზეც ასევე სიმწრით ჩაიცინა ,შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა.
-არა...ეს ჩვენი შვილია..ჩვენი ნაწილი..ორივესი.
ყოველი სიტყვა გამოკვეთით თქვა,სანამ მე გააფართოვებული თვალებით ვუყურებდი.
-და თუ კიდევ გაბედავ მასზე ასე საუბარს...გატკენ...თან ძაალიან გატკენ.
უეცრად ჩემმი თმა დაიხვია ხელზე,მაგრამ ძაალიან ნაზად და უმტკივნეულოდ ,ისე თითქოს ესეც მოფერების ნაწილიაო,მაგრამ მე მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა...ამიტომ სრულიად შიშმა მომიცვა და დაბნეულმა უბრალოდ თავი დაავუქნიე,რაზეც ნელ-ნელა საბედნიეროდ მომშორდა.
-კარგი..სჯობს დაისვენო..მე კი რაღაც საქმეს უნდა მივხედო.
მხოლოდ ესღა თქვა ამ ყველაფრის შემდეგ და ოთახი დატოვა.

რა საქმე აქვს?
ნუთუ უნდა დავეჭვდე?
რატომაც არა...მე ხომ დარწმუნებით ვიცი რომ ეს ხალხი რაღაცა დიდს მალავს,ამას კი დღეს აუცილებლად გავიგებ...თუ საჭირო გახდა უკანაც კი გავყვები!
მორჩა...ამდენ გაურკვევლობას და ჩემს დაბნევას ბოლო მოეღება,მალე გავიგებ ბატონო დანიელ სინამდვილეში ვინ ხარ!



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს ძალიან !

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მომწონს ძალიან !

მიხარიააა! ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ანუ

ძალიან მაგარია ^-^

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

ანუ
ძალიან მაგარია ^-^

დიდი მადლობა❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი salome

სრული სიგიჟეა და მე, ეს სიგიჟე მომწონს.

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი salome
სრული სიგიჟეა და მე, ეს სიგიჟე მომწონს.

ვააა ეგ კარგიაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent