შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(2-აკრძალული გრძნობების სახლი)


10-08-2020, 03:12
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 745

არ ვიცი რამდენხანს ვიდექი გააკვირვებული და რამდენხანს ვუყურებდი სამი უცხო გარეგნობის მამმაკაცს და დანიელს ,მაგრამ საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი!
დანიელზე მიშტერებულს უეცრად  მანაც რომ გამისწორა თვალი,რაც იმას ნიშნავს რომ დამინახა!
სასწრაფოთ შემოვტრიალდი და კედელს ავეკარი ,ძლივს ვსუნთქავდი ისე ავნერვიულდი,მან დამინახა ...რა აზრი ჰქონდა დამალვას?
რა სირცხვილია, ვინ იცის რა იფიქრა!
კარის გაღების ხმა შემომესმა და მივხვდი რომ ეს დანიელი იქნებოდა,ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და მისკენ მივიხედე.
შეკრული შუბლით მიახლოვდებოდა და ნამდვილად არ ჩანდა ნასიამოვნები,ვიცი ჩემმი ბრალია ეს!
როგორ შეიძლება სხვის საუბარს მოუსმინო?
-კატერინა..აქ რას აკეთებ?
ამოიღო ხმა და იგივე სახით გამისწორა თვალი,მე კი თითქოს ადგილზე ვერ ვისვენებდი და მოუსვენრად ვაცეცებდი თვალებს.
-დიდი ბოდიში, არ მინდოდა..ვთქვი შერცხვენილმა და თავი დავუხარე მობოდიშების მიზნით.
-რა გაიგე? სანამ ეს არ მკითხა და მართლად გაყინული არ გავსწორდი ,თვალი სასწრაფოთ ავარიდე შერცხვენილმა და კარებიდან მომავალი ის უცხო ბიჭები დავინახე,დაბნეულები შეკრული შუბლით მოდიოდნენ ჩვენსკენ.
-არ-აფერი არ გამიგია..მოვიტყუე მე,რადგან ნამდვილად  აშკარად  არ უნდოდა რომ მათი საუბარი გამეგო,ეს უკმაყოფილო გამომეტყველებაზე ეტყობოდათ,მაგრამ რა ვქნა რომ გავიგონე!
-ეს ვინაა?
იკითხა საშიში გარეგნობის ბიჭმა,რომელსაც ერთ წამს შევავლე თვალი და მალევე ავარიდე თვალი მის გამჭოლ მზერას!
დანიელმა ჩაიხვნეშა და ბიჭს მიუბრუნდაა.
-ჩემმი მსახურია. ეს რომ თქვა ცოტა ცუდად მომხვდა ყურში,მაგრამ ეს სიმართლე იყო.
-თუ რამე გაიგო ,ჰკითხე!
თქვა მეორემ ,რომელიც ასევე სახიფათოთ გამოიყურებოდა.
-ეთანი მართალია,გოგონა გაიყვანე და გამოკითხე,ვერაფერ გაუთვალისწინებელს ვერ დავუშვებთ,ახლა არა...ისედაც ცოტა დრო დარჩა.
თქვა მესამე მაღალმა ბიჭმა და თმა გადაიწია ნერვიულობით.
მე კი გაშეშებული ვიდექი ადგილზე და ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს,ეს რაში გავყავი თავი!
-მ-ე..მართლა არაფერი გამიგია ,გთხოვთ ჩემზე არ ინერვიულოთ!
ვთქვი უხერხული სუსტი ღიმილით,მაგრამ მათ საახებს რომ შევხედე ღიმილი მაშინვე გამიქრა სახიდან,სულ არ ეღიმებოდათ.
-კატერინა ..მე გამომყვები ახლა და იმაზე ვისაუბრებთ რა გაიგე.
მითხრა დანიელმა და უეცრად მაჯაზე მომკიდა ხელი...არა უხეშად ,მაგრამ ეს მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის.
ანერვიულებას ვატყობ ოთხივეს და ვერ ვხვდები რატომ,ან რაზე ლაპარაკობენ საერთოდ?
გაუგებრობაში ვარ...მაგრამ ახლა კითხვებს თუ დავსვამ ვიცი უარეს პრობლემაში გავყობ თავს.
-დანიელ,არ გამოუშვა სანამ არ გაარკვევ.
თქვა ბიჭმა,რომლისაც უკვე მეშინოდა,ისეთი თვალებით მიყურებდა...მართლა ძაალიან შევშინდი უცბად,რა ხდებოდა?
რაზე საუბრობდნენ?
რას ქვია არ გამოუშვა?
დანიელი წინ გამიძღვა,ისე რომ ჩემს მაჯაზე მჭიდროდ ეკიდა ხელი ,მეც უსიტყვოდ მივყვებოდი უკან და დიდ იმედს ვიტოვებდი რომ ამიხსნიდა მათ ასეთ საქციელს!
მე ისეთი არაფერი დაამიშავებია, რომ ასეთი გადამეტებული რააქცია ჰქონოდათ.
დანიელიც ჩუმად იყო და ასე მივედით ერთ ლურჯ  კარამდე,რომელსაც პირველად ვხედავდი...დანიელმა კარი შეააღო და მეც თან გამიყოლა უკან,შემდეგ ბნელ ოთახში ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გაადაწია,ისე რომ ჯერ კიდევ ჩემზე ეკიდა ხელი,ეს ძაალიან უცნაური იყო ჩემთვის,სადმე კი არ გავექცევი!
ასე უცბად რა დაემართა?
-აქ დაჯექი. მითხრა მკაცრი ხმით და დივანზე ფაქტობრივად თვითონვე დამსვა ,შემდეგ კი ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა.
დაძაბული ვიჯექი და მის სიტყვას ველოდი,ალბათ მეჩხუბება!
-იცი ძაალიან გაბრაზებული ვარ შენზე.
თქვა სახიფათო მზერით და ჩემსკენ გადმოიწია,ისე რომ თვალი გავუსწორე.
-ვიცი..ვთქვი და თვალი ავარიდე.
-კარგია რომ იცი,რადგან მხოლოდ ბოდიში არ გიშველის,იმაზე სერიოზულ საკითხში ჩაერიე ახლა ვიდრე გგონია,ეს შენ არ უნდა გაიგო.

-არაფერი არ გამიგ-ვცადე ,მაგრამ არ დამაცადა.
-ნუ მაწყვეტინებ. პატარა ბავშვივით გამაჩუმა..ცოტა ვღიზიანდებოდი უკვე.
-იცი ძაალიან ცუდი საქციელია,როდესაც სხვის საუბარს უსმენ .
მითხრა და უეცრად ხელი მკლავში მომკიდა,თან ისეთი ძლიერ მომიჭირა რომ მეტკინა...პირდაპირი მნიშვნელობით პირი გაავაღე გაოცებისგან,ეს ახლა მართლა ხდეება?
რა დაემართა?
-ამისთვის ახლა მომიწევს ძაალიან ცუდი რაღაც გაავაკეთო ,იცი?
შიშმა მოიცვა მთლიანად ჩემმი გული,თბილი და მეგობრული ადამიანი უეცრად სრულიად საპირისპირო ადამიანად გაადაიქცა და თან მემუქრება მგონი,ასეთი რა დავაშავე!
-მტკივა,,,ვთქვი შიშით ,რაზეც ხელი მიშვა და ღრმად ჩაიხვნეშა,შემდეგ კი უკან მიეყრდო მისაყუდებელს.
-მისმინე..არ მინდა შეგაშინო ,მაგრამ ის ბიჭები ვინც ნახე ,მათგან ვერ დაგიცავ რომ გაიგონ რომ ჩვენი საუბარი მოისმინე,ვერ გეტყვი რატომ და რა მიზეზით ,მაგრამ გულით გირჩევ რაც მოისმინე დაივიწყო და არაფრის გაარკვევა არ დაიწყო,ასე უკეთესი იქნება შენთვის.
ხელი მიშვა და ნაქვთები ისევ მოულბა.
-კი ,მაგრამ ვინ არიან ისინი?
ვიკითხე დაბნეულმა.
-მე გითხარი,რომ არ ჩაერიო.
ცნობისმოყვარეობა დაივიწყე და უბრალოდ შენს საქმეს მიხედე.
ისევ გარიზიანებული სახე მიიღო.
-უბრალიდ ვერ ვხვდე-არც დამამთავრებინა.
-არც არის საჭირო..შენს თავს მიხედე და სხვის საქმეში ნუ ჩაერევი.
მითხრა ცივი მზერით და ფეხზე წამოდგა.
-ვეტყვი რომ არაფერი გაგიგია,ახლა კი წადი და საქმეს მიხედე,მეტი პრობლემა აღარ გჭირდება ამ წამს. თქვა და კარსკენ წავიდა,რაზეც მეც წამოვდექი და დაბნეული გავყევი უკან.
-ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე.
იმ ბიჭებს მოერიდე,არ დაელაპარაკო.
მითხრა გაფრთხილებით და კარი გაამიღო,მეც უბრალოდ თავი დავუქნიე და ოთახი დავტოვე,ძაალიან დაბნეული ვიყავი და ბევრი კითხვები მქონდა,რთულია როდესაც ასეთ გაუგებრობაში ხარ ,ცნობისმოყვარეობამ არ გძლიოს!
ამ ყველაფერს ცუდი სუნი ასდის,რაღაც ხდება ამ სასახლეში ,ამაში უკვე
100%-ით დარწმუნებული ვარ!
სამუშაოს მივუბრუნდი და ოთახიდან ოთახში გადავდიოდი და ზედმეტ მტვერს ვწმენდი,რადგან ეს იყო ერთადერთი რაც მოსავლელი იყო ოთახებში...ზოგი ოთახი დაკეტილი მხვდებოდა,ზოგი არაა ,ძაალიან ბევრი ოთახი!
10-დან 5 მაინც დაკეტილი იყო,უკვე თავგზა მებნეოდა და ვფიქრობდი იქნებ მეორედ მოვდივარ იგივე ოთახებთანთქო,მაგრამ არა..ეს სხვა და სხვა ოთახები იყო!
ეს საასახლე მართლაც უდიდესია,ასევე საშიში და საიდუმლოებით მოცული,დანიელი რაღაცას მალავს,ამაში დარწმუნებული ვარ.
საღამო იყო და ვინ იცის მერამდენე ოთახს ვწმენდდი,მაგრამ სავარაუდოდ ეს ბოლო იყო!
მოვრჩი თუ არა ამ ბოლო სართულს,წინსაფარი დავიფერთხე და დაღლილმა ჩავიხვნეშე,პირველი დღე იყო და დარწმუნებული ვარ ამიტომ გამიჭირდა ასე.
-უჰ..როგორც იქნა მოვრჩი.
ჩავილაპარაკე ჩუმად და გრძელ კიბეებს ჩავუყევი .
იმაზე ვფიქრობდი რა მეჭამა ან რა გამეკეთებინა,ასევე ვოცნებობდი რომ დანიელი არ შეემხვედროდა, ან ის ბიჭები !
დღეს მართლა ძაალიან შემაშინეს,ჯერ კიდევ დაბნეული ვარ მომხდარით,მაგრამ როგორც დანიელმა მითხრა ,ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე და დავივიწყო რაც მოხდა,თითქოს არც მომხდარა!
პირველ სართულზე ვიყავი და იმ ოთახში ვაპირებდი შესვლას სადაც დღეს ვიყავი,მინდოდა უნიფორმა გამერეცხა,მაგრამ უეცრად ერთ კართან შევჩერდი ,ეს კარი უდიდესი იყო და რკინის.
-ეს რატომ გამომრჩა?
ვიკითხე ჩემთვის და კარის სახელური ჩამოვწიე და კარი გააიღო თუ არა წინ დიდი კიბეებიც გამოჩნდა.
-რა? გაკვირვებული ვიყურებოდი ,მოიცა მოიცა!
-ჯანდაბა! უეცრად გავიაზრე რაც ხდებოდა და თავში ხელი შემოვირტყი!
-როგორც ჩანს პირველი სართულის ქვემოთაცა ერთი სართული.
ჩავილაპარაკე და თვალები გაადავატრიალე!
ახლა არ მითხრათ რომ მიწისქვეშაცაა მილიონი სართული და ჩამგზავნეთ ბარემ ქვესკნელში!
რამხელაა ეს სახლი?
მეგონა მოვრჩი, აჰჰ!!
ჩემთვის ვწუწუნებდი და თან უდიდეს კიბეებს მივუყვებოდი,ცოტა ბნელოდა რაც მაშინებდა,მაგრამ ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია.
კიბები ძლივს დასრულდა და ჩემს წინ დიდი კალიდორი გამოჩნდა!
სულ თეთრი იყო და ძაალიან ნათელი,უეცრად პირი დაავაღე ,რადგან ეს სასახლის სხვა ნაწილებს არ გავს,ძაალიან გაანსხვავებულია და აი დამკრა თავში!
-ვაიმე,იმედია აქ მოსვლა ნებადართულია! ტუჩი მოვიკვნიტე და თვალების ცეცება დავიწყე,თუ არავის შეუმჩნევივარ სასწრაფოთ უნდა გავქრე აქედან!
არ მინდა დანიელმა ამისთვისაც მლანძღოს!
-არ მინდა იყოს..სხვაგან გადავწმენდ მტვერს. ჩავილაპარაკე შეშინებულმა და კიბებისკენ გავეშურე!
-გ-თხოვ..გაჩერდი! სანამ ხმა არ მომესმა...ძაალიან სუსტად ,მაგრამ დაარწმუნებული ვიყავი რომ გავიგე!
უკან მოვტრიალდი და გაფართოვებული თვალებით მოვავლე გარემოს თვალი,აშკარად არავინ არ იყო!
მაშინ ვისი ხმა მესმოდა?!
-ვინ არის აქ?
ვიკითხე ხმამაღლა,მაგრამ არაფერი!
უკუნეთი სიჩუმე იყო ,მეშინოდა უკვე და თავი რაღაც საშინელ ფილმში მეგონა!
-ჯანდაბა..ვგიჟდები თუ რა არის?
ჩემს თავს შეშინებულმა ვკითხე და ისევ კიბებისკენ გავემართე!
-აქ ვარ...მაგრამ ისევ გავიგონე ხმა!! აჰჰჰ!!
თან ამჯერად უფრო გასარკვევად!
შეშინებული შემოვბრუნდი და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი გრძელ კოლიდორს.
-ვინ ხარ და სად ხარ? ვიკითხე თამამად,სულ არ მეშინოდა!
რადგან უკვე ნერვები მეშლებოდა ამ იდუმალებით მოცულ სასახლეში ამდენი გაურკვევლობა რომ ხდებოდა!
-გთხოვ აქედან წამიყვანე!
ისევ მომესმა ხმა,თან უკვე ხმამაღლა და გასარკვევად,ეს ხმა ერთ-ერთი კარიდან მოდიოდა.
-სად ხარ? ხმის კანკალით ვიკითხე,ცოტაც და ვიტირებდი !
-აქ ვარ—-გოგონამ ეს თქვა და ხველება დაიწყო,მე კარს მივუახლოვდი და ყური მივადე.
-მანდ რა გინდა?
ვიკითხე სუსტად ,ძაალიან დაბალი ხმით ,მაგრამ გოგონა აღარ მპასუხობდა!
ამის მაგივრად ცოტახანში საშინელი კივილის ხმაზე შევხტი და ყურებზე ხელი ავიფარე!
იქვე ჩავიკუნტე და თვალები მჭიდროდ მოვხუჭე,ცრემლი მომაწვა თვალებზე!
გოგონამ ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი ,თან რაღაც გაურკვეველ ენაზე იძახდა რააღაცებს!
ამხელა შიშს ვეღარ გავუძელი და უკან მოუხედავად გავიქეცი!!
კიბები ისე ავირბინე რომ ფაქტობრივად ყოველ საფეხურზე ვეცემოდი!
აგონიაში ვიყავი და ქაოსური პანიკა მმართავდა!
სად ვარ! სად ვარ! რა ხდება აქ!

კიბეებს რომ ამოვცდი,შეშინებულმა მოვიხურე უკან მძიმე კარი და მძიმე  სუნთქვით ჩამოვეყრდენი ხის კამოდს.
აქეთ-იქით ვაცეცებდი თან თვალებს...იმედია ვინმემ არ დამინახა!
შეშინებული ვიყავი დანიელთან საუბრის შემდეგ !
აშკარად ამ სასახლეში რაღაც ხდება,მაგრამ ეს ჩემმი საქმე არაა!
რადგან დანიელმა მითხრა რომ ამ საკითხს თავი ავარიდო, მეც ასე გაავაკეთებ .
ძლივს ნორმალურად ვიწყებ ცხოვრებას სრულიად ახალი ეტაპიდან და ამ გზის გაფუჭებას ვეღარ გაადავიტან!
იმაში კი დაფიქრება აღარ მჭირდება, რომ იქ სადაც ვიყავი აკრძალული მქონდა მისვლა,რადგან უცნაური სიტუაცია დამხვდა ჩასულს...ის ვიღაც მეცოდება,თან ფიქრებით თავი მისკდება თუ რა ხდება და რატომა ის გოგო იქ,ყველაზე საშიში კი,რატომ ითხოვს დაახმარებას ?
ან რამდენაც ცუდიაა აქ დატრიალებული საიდუმლოებების კორიანტელი,მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ რომ დანიელს რაიმე ცუდის გააკეთება შეუძლია,მგონია რომ რაღაც გაუგებრობა..ნამდვილად!
ასე დავიწყნარე თავი და ფეხების კანკალით ავირბინე გრძელი კიიბები,ჩემს ოთახში უნდა შევიდე და უნდა დავმშვიდე,გული ჯერ კიდევ ამოვარდნაზე მაქვს!
კიბებზე ისე ავრბოდი არც წინ ვიყურებოდი ნორმალურად და უკან ხომ საერთოდ!
ამ სიჩქარეში და უყურადღებობაში ვერც კი გავიგე ისე შეევეჯახე უცხო სხეულს!
წავბორძიკდი და უკან გადავარდებოდი მის ხელს ,რომ არ დავეჭირე,თან ეს ისე უცბად გააკეთა თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდაო !
ამ ინციდენტმა საერთოდ გამაფითრა და მართლაც რომ გამფართოვებული თვალებით ავხედე სხეულს ,რომელიც ჯერ კიდევ მამაგრებდა...ჯანდაბა...ჯანდაბა.
-ღმერთო-უეცრად მის დანახვაზე შევხტი ,მაგრამ მალევე დავიწყნარე თავი!
-დიდი-დიდი ბოდიში! ვთქვი ანერვიულებულმა და მის სხეულს სასწრაფოთ მოვშორდი ,ის კი ისევ იგივე მზერით დამყურებდა ,ერთ წამს არ შეუხრია წარბი...რა არის,რობოტია?
ეს იმ ბიჭებიდან ერთ-ერთია,რომელიც წეღან ვნახე და საჭიროა რომ სასწრაფოდ გავერიდო.
-მა-დლობა...მისი მზერით დაბნეულმა ვთქვი მადლობა და ზურგი ვაქციე,შემდეგ კი ვაპირებდი ტურბო სიჩქარით გავქცეულიყავი,მისმა ხმამ რომ ადგილზე გაამაშეშა!
-ადგილზე.
ჯარში ვარ?
ადგილზე.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,გააღიზიანებულმა გაადავატრიალე თვალები და ნელა შეევტრიალდი მისკენ ყალბი ღიმილით და როგორი ზრდილობიანათაც შემეძლო ვუპასუხე.
-გისმენთ. ისე ვუთხარი რომ თან ენას კბილს ვაჭერდი რომ ბოლო ხმაზე არ მეყვირა!!
ჰეი შენ,დანიელმა შენთან საუბარი დამიშალაა,უბრალოდ გამიშვი და თავი დამანებე!
მინდოდა ეს მეყვირა,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს გონებაში თუ მოხდეებოდა.
-სად იყავი? ისეთი აგდებული და მკაცრი ტონით მკითხა,უეცრად მამაჩემმი მეგონა!
სწორედ ასე მელაპარაკებოდა ,როდესაც ვაგვიანებდი და სახლში ღამით მივდიოდი...მამა...მამა.
ამ სევდიანი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გავაქნიე და მისთვის კარგი პასუხი გავამზადე.
-პირველ სართულს ვალაგებდი ,სად უნდა ვყოფილიყავი.
ყველანაირად ვეცადე რომ არ შეეტყო დაბნეულობა,ეს უაზრო ღიმილიც არ დამვიწყებია,ერთი წარბი აწია და ხელები გაადაჯვარედინა!
რა უნდა?
-მგონია რომ მატყუებ...მე კი ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეზიზღება ,როდესაც სულელივით მატყუებენ.
ჩემსკენ გაბრაზებული გამომეტყველებით გადმოდგა ნაბიჯი!
ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა სულ მაკანკალებდა შინაგანად...არასოდეს არ მქონია ეს პრობლემა.
მე ადამიანების არასოდეს შეემშინებია,ამ სახლში კი უკვე მეოთხე ადამიანი იქნება ვინც ზედმეტად სახიფათოთ გამოიყურება და მაშინებს.
უკან დავიხიე და თავი გავიმაგრე,არ ვაპირებ თავისი გავატანინო.
-ბოდიში ,მაგრამ რას გულისხმობთ? უკვე მყარად დავდექი და ამაყად გავიშალე მხრებში,ხელები ასევე გაადავაჯვარედინე და ცივი მზერით შევხედე წინ მდგარს.
-მისი სუნი გაქვს.
სანამ ეს არ თქვა და ყბა არ ჩამომივარდა...ვინნა ეს ბიჭი?
რა სუნი?
ან საიდან იგრძნო?
ან მისი სუნი?
ვისი?
ღმერთო არა!
-მთლიანად მისი სუნი გაქვს ..შენი სხეული მისი სუნითა გაჟღენთილი,გგონია ვერ ვგრძნობ ლაწირაკო?
გაბრაზებულმა მითხრა,თან ნელ-ნელა ტონს უწევდა !
-უკან დაიხიე! უკვე ხმის კანკალით ვუთხარი ,რადგან უფრო და უფრო მიახლოვდებოდა ,არ გაჩეერა ჩემმა სიტყვებმა!
აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი,უკან კედელი იყო!
-ბინძურო ღორო ! უეცრად ხელები ყელში მომკიდა და კედელზე ამაკრო,ამ მომენტში კი მართლა შოკში ჩავარდი!
ნელ-ნელა იატაკს სცდებოდა ჩემმი სხეული და აი ორიოდე წამში ფეხები უკვე ჰაერში მქონდა !
ეს რა მართლა ხდება???!
მეშინია...ვინმე დამეხმაროს!
იქნებ ვიყვირო!
გავიფიქრე და ხმის გამოცემა ვცადე, მაგრამ ხელს ისე მიჭერდა მხოლოდ ჩურჩული გამოიცა ჩემმი პირიდან !
-ახლა ნახავ როგორი სახიფათო და ცუდია ცნობისმოყვარეობა !
სახესთან ახლოს მიჩურჩულა და მეტად მომიჭირა ხელები!
უკვე თვალთ მიბნელდებოდა!!
ფეხებს ვიქნევდი ხელებს ვუტყავდი ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა! მისი ფიგურა ჩემს ფიგურასთან შედარებით ორჯერ დიდი და ძლიერია,მას მე ვერ მოვერეოდი!
მაგრამ თავის გაადარჩენას მაინც ვეცდებოდი სიცოცხლის ბოლო წამამდე!
მგონი ეს ბოლო ამოსუნთქვა იყო...არ ვიცი,მხოლოდ ის მახსოვს რომ თვალწინ ჩამიარა მთელმა ცხოვრებამ..დავინახე დედას სახე,მამმასი...ჩემმი მეგობრები,ჩემმი პირველი სიყვარული,ნათესავები...ყოველი ტკბილი და მწარე მოგონებამ თვალწინ ჩამიარა,ყოველი მტკივნეული და ბედნიერი ემოცია შევიგრძენი.
თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა...ბოლოს დანიელის ხმა გავიგონე..
-ხელი გაუშვი!!!ახლავე!
ესეც ძაალიან სუსტად გავიგე...ამის შემდეგ კი ყველაფერმა ფერი დააკარგა.
ბოლომდე არ ვიყავი უგონოდ და ჯერ კიდევ ვგრძნობდი სამყაროს ,რომელშიც ვიყავი,რადგან ხელების შეხება ვიგრძენი შემდეგ კი ვიღაცამ ამწია,მისი სხეული თბილი იყო..ზედმეტად თბილი,თავი დაცულად ვიგრძენი და ცოტახანში მთლიანად დავკარგე გონება,სიბნელემ მოიცვა გარემო,აღარაფერი მესმოდა...ვეღარაფერს ვერ ვგრძნობდი.
არ ვიცი რამდენხანს ვიყავი უგონოდ,მაგრამ უცნაურ სიზმარს ვხედავდი,როგორც ყოველთვის.
იგივე შინარსით,იგივე სიტყვებით,იგივე საახებით..დედა და მამმა ,რომლებთანაც ვკამათობ .
თვალები გაავახილე და ჯერ კიდევ მეხვეოდა თავბრუ ,ნორმალურად ვერ ვხედავდი ვერაფერს და დაბურული იყო ყველაფერი რასაც ვხედავდი...მხოლოდ ის ვიცანი...დანიელი.
ფანჯარასთან იდგა და მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი,ჯიიბებში ეწყო ორივე ხელი და რაღაცას უყურებდა,ვიცოდი რომ ის იყო,მაგრამ ისეთი შეშინებული ვიყავი,მაინც დავუძახე რომ შეემემოწმებინა.
-დანი-ელ..ძლივს დავიძახე მისი სახელი ,რაზეც მან ჩემსკენ გამოიხედა და ასევე წამოვიდა ჩემსკენ ,წინ დამიჯდა და ცივი თვალები მომაპყრო...ისე მიყურებდა თითქოს პირდაპირ  სულში მიყურებსო!
უხერხულად ვიგრძენი თავი და თვალი ავარიდე,ამის მიუხედავად ვიცოდი რომ მასთან საუბარს თავს ვერ ავარიდებდი.
-როგორ ხარ?
ჩხუბის მაგივრად პირველ რიგში ეს იკითხა,გამიხარდა მაინც რომ ღელავს ჩემზე.
-კარგ-ად...ვთქვი ხმის კანკალით და ცოტახანში მივამატე.
-უბრალოდ შეეშინებული ვარ .
მივამატე და უკვე მე გავუსწორე თვალი ...კარგახანს ვუყურებდით ასე და აღარ იღებდა ხმას,მაგრამ ვიცოდი ბევრი რაღაც უტრიალებდა თავში ...ისე როგორც მე.
-რა მოხდა?და აი იკითხა უეცრად,მე კი ჩავიხვნეშე სანამ პასუხს გავცემდი...რა უნდა მეთქვა?
უეცრად უმიზეზოდ მოვიდა და ყვირილი დამიწყო მისი სუნი აგგდისო?!
მერე კი ჩემმი დახრჩობა უნდოდათქო?
ეს ვუთხრა?
-არ ვიცი...დალაგებას რომ მოვრჩი კიბებზე შემთხვევით შეევეჯახე...მინდოდა წამოვსულიყავი,რადგან შენ მითხარი რომ თავი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ მან არ მომცა უფლება.
უცნაურად დაიწყო ლაპარაკი,შემდეგ კი უეცრად დახრჩობა დამიწყო.
ცრემლი მომადგა თვალზე,შოკურ მდგომარეობაში ვიყავი...ეს რატომ მოხდა? რა უნდოდა?
-რა უნდოდა? დაავამატე ეს კითხვა და დააბნეულმა ჩავხედე თვალებში,თვითონ კი იგივე სახით მიყურებდა.
-ჯერ არ ვიცი ,მაგრამ გაავარკვევ.
მითხრა მშვიდად...რას გაარკვევს?
რა გაარკვევა უნდა?
მან ჩემმი მოკვლა სცადა!
შეშლილიააა!
ერთადერთი რაც უნდა გაარკვიოს ახლო მდებარე ფსიქიატრიულის ადგილმდებარეობაა!
-არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ ძაალიან დაბნეული ვარ...მეშინია.
ვუთხარი გულახდილად და საბანი კარგად გაადავიფარე ,სულ ვკანკალებდი!
არა სიცივისგან ,არამედ შიშისგან.
მეგონა აქ წამოსვლის შემდეგ უკეთ ვიქნებოდი ,სახლი მექნებოდა და უსაფრთხოდ ვიგრძნობდი თავს,მაგრამ მწარედ შევცდი...აქ უფრო დიდ საფრთხეს ვგრძნობ ვიდრე გარეთ!
არა..არა..ასე არ გამოვა...ცოტახანს კიდევ გავუძლებ ,ვიმუშავებ ცოტა ფულს დავაგროვებ და აქედან წავალ.
ბინას დავიქირავებ და მუშაობას დავიწყებ,ესეთ ადგილას ვერ ვიცხოვრებ,მეშინია!
ჯერ მხოლოდ 5 დღეა აქ ვარ და უკვე შეეშინებული ვარ,მგონია რომ დიდი სააფრთხე მელოდება მათ გვერდით!
-ვხვდები და ეს ძაალიან ცუდია.
მეგონა პირველივე დღეს დააგელაპარაკე წესებზე,მეგონა მიხვდი აქ რა სიტუაცია იყო,არ ვიცი სხვა რა გითხრა...ვერ დაგაძალებ დარჩენას ,თუ წასვლა მოგინდა.
მითხრა მშვიდი ტონით და ხელებს დაეყრდნო ,შემდეგ კი მზერა ჭერისკენ ააპყრო...თავი გაადაწეული ჰქონდა და კისერი უჩანდა,კისერზე კი უდიდესი ნანემსრები დავინახე!
სრულიად შემთხვევით ,მაგრამ თვალები გაამიფართოვდა ამის დაანახვაზე..ვფიქრობდი მეკითხა თუ არა ეს საიდან იყო,მაგრამ ვერ გავბედე.
-დიახ ვიცოდი რომ აქაურობა იდუმალებით იყო მოცული და ვიგრძენი პირველივე დღეს რომ რაღაც უცნაური ხდებოდა..წესებიც გავიგე ბატონო დანიელ,მადლობელი ვარ თქვენი ...მაგრამ...მაგრამ...მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ვიღაც ჩემს მოკვლას ეცდებოდა,თან სრულიად უმიზეზოდ...სწორედ ამიტომ მეშინია,ნუთუ საფუძვლიანი არა ეს გრძნობა ამ წამს?
ვკითხე წარბის აწევით ,რაზეც თავი ჩემსკენ გადმოწია .
-თუ გეშინია აქედან მიდიხარ ,თუ არა და რჩები!
საკმარისი სიმამაცეა საჭირო ,რომ ამ სასახლეში დარჩე...აუცილებლად უნდა იყო მეტად დაფიქრებული ,უფრო ფრთხილი და დააკვირვებული,შენ შეეგიძლია გადაწყვიტო ეს ,დარჩები თუ წახვალ...იქამდე სანამ არ დააგვიანდება.
აი ისევ...დავიბენი!
თან როგორ!!
არა! არა! აქედან წავალ,მაგრამ ჯერ ფული უნდა დაავაგროვო ,ქუჩაში ვეღარ ვიქნები.
-კატერინა? ისე ჩავფიქრდი რომ პასუხი კარგახანს არ გავეცი,მის ხმაზეღა გამოვფხიზლდი.
-კი გისმენ..ცოტა ჩავფიქრდი.

-რა გაადაწყვიტე? დარჩები?
თუ წახვალ?
აღარ მიფიქრია მეტი უკვე ყველაფერი დააგეგმილი მქონდა.
-დავრჩები,
ამ პასუხზე მან თვალი თვალში გამიყარა და ჩემსკენ მოიწია,უფრო და უფრო ახლოს იწეოდა და იმაში დარწმუნებას ცდილობდა მართალი იყო თუ არა ჩემმი პასუხი,ამას კი ჩემს თვალებში ეძებდა!
ისე დავიძაბე რომ ადგილზე მივიყინე,კედელს ავეკარი ,მაგრამ ესეც ვერ მიშველიდა მგონი!
-დარწმუნებული ხარ? სულ ცოტათი უკან დაიწია და მეც მოვდუნდი .
-დარწმუნებული ვარ.
ვუთხარი და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე,დიდი იმედი მქონდა ,რომ უკან დაიწეოდა!
გული უკვე ძაალიან სწრაფათ მიცემდა მის გამო!!!
ამის შემდეგ მადლობა ღმერთს უბრალოდ ადგა და ოთახი დატოვა!
მე კი ვიწექი და ჯერ კიდევ თავბრუ მეხვეოდა,მითუმეტეს იმის გამო რაც გააკეთა,ასეთი ახლოს რა საჭირო იყო მოწევა!?

დანიელის პოვ:
მისი ოთახი დავტოვე თუ არა პირდაპირ ოლივერისკენ გავემართე,ეს არ უნდა ექნა!
რაც არ უნდა დაეშავებინა მას !
ეს არ უნდა გააეკეთებინა,პირველი ასე უარესად დააბნევს და შეეიძლება ჩვენი საიდუმლოც გაიგოს,მეორე კი ჩვენ ის გვჭირდება!
სულელივით იქცევა და ფეთქებადია იმდენად რომ თავს ვერ აკონტროლებს,მე კი მილიონჯერ ვუთხარი რომ ეცადოს მაინც,სხვა გვარად ერთ დღეს დაგვღუპავს ყველას!
კარი წიხლით შევაღე და ყველამ მე რომ შემომხედა ოთახში ,ოლივერიც მალევე ამოვიცანი!
მისკენ გააბრაზებული გავემართე და პირდაპირ საყელოში ჩავკიდე ორივე ხელი და ფეხზე ავაყენე!
-რა ჯანდაბა გააკეთე შეენი აზრით?ვუთხარი ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი,მაგრამ ის მგონი ჯერ ხმის ამოღებას არ აპირებდა!
მეც არ დავაყოვნე და გვერდით მივაგდე მთელი ძალით,ავეჯს დაეცა ზემოდან და ყველაფერი რაც ახლო მახლო იყო აქეთ-იქით მოიფანტა !
ბიჭები წამოვიდნენ ჩემსკენ ზოგი კი ოლივერისკენ ,ხელით დამიჭირა ფინმა და თან ჩემმი დამშვიდება ეცადა.
-გთხოვ დანიელ ...ახლა არა,აქ არა.
ვიცოდი რომ მეც ვალდებული ვიყავი რომ ბრაზი გამეკონტროლებინა,მაგრამ მან მთელი ჩვენი კლანი დიდ საფრთხეში ჩააგდო ,თავისი ფეთქებადი ხაასიათით!
-ოლივერ ,შენნი აზრით სწორი საქციელია რაც გააკეთე??!!
როგორ მიყურებ თვალებში საერთოდ ამისი დედაც!!
ვუყვირე და ისევ მისკენ გავიწიე,თვითონ კი თავი ჰქონდა ჩახრილი და არაფერს არ იძახდა...იცოდა რომ დამნაშავე იყო.
-მას მისი სუნი ჰქონდა!!
მაგრამ როგორც ჩანს ბოლომდე არ თვლიდა ასე!
-ვისი სუნი!!?? შენ სულ გა*****დი!!!??
ვუყვირე ბრაზით და ფინი და ეთანი უხეშად მოვიცილე თავიდან!
-კაჰალიასი!!! სასწრაფოთ ჩემსკენ წამოვიდნენ ეთანი და ფინი რომ დაავეკავებინე,მაგრამ სააჭირო აღარ იყო.
-არ მჭირდება!! არაფერს არ ვიზავ!
მივუბრუნდი მათაც ყვირილით და თავი დავიმშვიდე,ოკივერისკენ მივედი და წყნარად ვკითხე.
-დარწმუნებული ხარ? გარმორიცხულია,მოგეჩვენებოდა.
-არა!!! მთლიანად მისი სუნი ჰქონდა!უკვე ტირილით მივყვირა,რაზეც თვალები გაამიფართოვდა გაგებულით და იქვე მდგარი მაგიდა ბრაზიაგან ამოვაყირავე,თან ბოლო ხმაზე ვიყვირე!
-ამისი დედაც!!’
მართლა ძაალიან გავბრაზდი და თან სულ ვკანკალებდი უკვე ბრაზისგან, მხარზე რომ ხელი ვიგრძენი.
-რიტუალი სასწრაფოთ უნდა ჩატარდეს,ეს უტვინო გოგონები პრობლემებს გვიქმნიან უკვე.
ეს ტობისდი იყო,სერიოზული გამომეტყველებით მიყურებდა და ეტყობოდა რომ ამას კიარ ითხოვდა ,მოითხოვდა უკვე!
-დანიელ შენ ჩვენი წინამძღოლი ხარ და მჯერა რომ სწორ გაადაწყვეტილებას მიღეებ ამასთან დააკავშირებით .
გავიგე ეთანის ხმაც,მაგრამ ამაზე მეტად კევინის უკმაყოფილო სახემ მიიქცია ჩემმი ყურადღება.
თავისი უკმაყოფილება კი ფეხზე ადგომით და კარის მიჯახუნებით ბოლომდე გაამოხატა.
-ამას რა სჭირს?
ჩაილაპარაკა ფინმა.
-ჯერ ახალია..აპატიე.
გვერდით მომიდგა ეთანი ,რაზეც მხოლოდ თავი დაავაქნიე და იქვე მშვიდად წამოვჯექი შემდეგ კი ფეხები გაადავაჯვარედინე.
-გაადაწყვეტილება მივიღე..რიტუალი შემდეგი თვის პირველ რიცხვში იქნება.
-კარგი გაადაწყვეტილებაა დანიელ.


კატერინას პოვ:
ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი და გაადავწყვიტე ცოტა გაამომეძინა,ასეც ვქენი და თვალები მოვხუჭე თუ არა ჩვილივით ჩაამეძინა.
დღეს დიდი არაფერი გაამიკეთებია რომ ასე დავეღალე,მაგრამ როგორც ჩანს განცდილმა ემოციებმა გამომაცალა ენერგია.
დაახლოვებით 2 საათში გავიღვიძე და იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი საწოლიდან წამოვექი,მთელ დღე მწოლიარე ვერ გაავატარებდი....ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგაც კი ვერ ვაანალიზებდი მომხდარს,ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის ბიჭი ან რაზე ლაპარაკობდა...დაუჯერებელი იყო ჯერ კიდევ რომ ჩემმი მოკვლა უნდოდა,ახლა კი მესმის რატომ მითხრა დანიელმა რომ ამ ხალხს მოვრიდებოდი!
-აჰჰ მტკივა...ჩავილაპარაკე უსიამოვნო გრძნობით შეწუხებულმა და ხელი ყელზე მოვიკიდე.
ისე ძლიერად მიჭერდა რომ მგონი დაამილურჯდება,რადგან ამ წამს ტკივილს ვგრძნობ, როდესაც ხელით ვეხები.
სარკის წინ ვუყურებდი ჩემს ანარეკლს და სხვა გოგოს ვხედავდი,დაბნეულს და შეეშინებლს.
მე მეგონა რომ ამ სასახლეში ცხოვრების შემდეგ ასეთ მეს ვეღარ ვიხილავდი,გული მწყდება რომ იმედები ასე გამიცრუვდა.
-აღარც ვიცი რისი იმედი მქონდეს. ვთქვი ჩურჩულით და თვალიდან ცრემლი ჩამომივარდა,ჩემმი პათეთიკური სახე რომ დავინახე როგორ სველდებოდა ცრემლებით ,ანარეკლს თვალი ავარიდე და თავი ჩაავხარე.
რამდენი გამოვიარე...ქუჩაში ვიყინებოდი,მეშინოდა და ყველას გავურბოდი ,არავის არ ვენდობოდი ,მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს...ახლა რატომ ვარ ასე?
უნდა გაავძლიერდე,ამდენი ამის გამო არ გაადამიტანია რომ ახლა დავნებდე,ცოტაოდენი დრო მჭირდება რომ ფული დავაგროვო ,შემდეგ კი აქედან წავალ!
ამის ფიქრში ვიყავი უეცრად რომ ხმაურზე შევხტი!
კოლიდორიდან მოხურულ კარს უკანაც კი სააშინელი ხმაური შემოდიოდა,ლეწვის!
ისეთი ხმა თითქოს ვიღაც ყველაფერს ანგრევსო,გაოცებული წამოვდექი ფეხზე და კარს მივუახლოვდი,გასვლას ვერ გავბედავდი ...მაგრამ ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა ამიტომ ცოტათი გავაღე კარი,ძაალიან პატარათი ისე რომ მხოლოდ ერთი თვალით გაამეჭყიტა!
-რას აკეთებს? გააკვირვებულმა ჩავიბუტბუტე და ჩემგან მოშორებით ზურგით მდგარ კევინს მივაშტერდი...გარშემო ყველაფერს ძირს ყრიდა და კედელს მუშტებს და წიხლებს ურტყავდა,გააკვირვებული ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა.
-ააააააააააააა!!
და აი იღრიალა ბოლო ხმაზე,მე კი მოულოდნელობისგან პანიკურმა შიშმა უკან გაადამაგდო,რის შედეგათაც კარი მთლიანად გაიღო!
ძირს ვეგდე და უკვე ჩემსკენ მოტრიალებულ კევინს შეშინებული ვუყურებდი,თვითონაც მიყურებდა,ცოტახანში კი წამოვიდა კიდევ ჩემსკენ,მე კი შიშმა ისეთ პანიკაში ჩამაგდო ვუყვირე!
-არ მომიახლოვდე!!
ცოტაც და ვიტირებდი!
მახსოვს ეს ბიჭი პირველ დღეს როგორი მომღიმარი გამეცნო,ისეთი მეგობრული ჩანდა!
ნუთუ ესეც სიცრუე იყო?
რა სჭირთ ამ სასახლეში ყველას?
აქ ყველა უემოციო,ფეთქებადი,შეეშლილი და უხეშია!
კევინი ჩემს ამ სააქციელზე ადგილზე გაჩერდა და გააკვირვებულმა ამათვალიერ ჩაამათვალიერა ,შემდეგ კი ჩაიხვნეშა და ძირს დაეცა!
თავი ჩახარა და ხელებში ჩადო...რა სჭირდა?
ცუდად იყო?
ჩემმა მეორემ მემ არ მომასვენა და ცოტათი მოდუნებული მისკენ წავედი ხოხვით,შემდეგ კი მასთან ახლოს დავჯექი.
-კარგად ხარ? ვიკითხე ჩუმად,რაზეც არაფერი არ მიპასუხა და იგივე პოზაში გააგრძელა ყოფნა,არ ვიცოდი როგორ დავხმარებოდი,აშკარად არაა კარგად.
-რითი შეემიძლია დაგეხმარო?
ვიკითხე კიდევ ერთხელ და ისევ რომ არ გამცა პასუხი უხერხულობისგან ჩავიხვნეშე...ჩუმად იყო და მეც იგივე ვარჩიე,ალბათ მოუნდება საუბარი და მეტყვის რა ჭირს.
სულელი ვარ ვიცი,უბრალოდ შეემიძლია ოთახში შევიდე და დაავაიგნორო,აქედან მაინც მივდივარ! მაგრამ არა,ასეთი არ ვარ...ადამიანს ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებ,თან ეს ადამიანი ცუდი სულაც არ ჩანს.
-ისინი მალე გააკეთებენ ამას.
და აი ეს ჩაიბუტბუტა,ისეთი ჩუმათ რომ ძლივს გაავარჩიე სიტყვები.
-რას? ვიკითხე მე  დაბნეულმა,მან კი თავი ამოწია და მითხრა.
-საფრთხეში ხარ ...მითხრა და უეცარმა მისმა სააქციელმა ჩემში ისევ შიში გააღვიძა!
მხრებში მწვდა და ჩემსკენ მოიწია!
-ამას იმიტომ გეუბნები რომ არ მინდა
ამაში თავი გაყო!
გთხოვ აქედან წადი,სასწრაფოთ დაატოვე აქაურობა!!
თან ხელებით მარყევდა და თან უკვე მაღალი ხმის ტონით ერთი და იგივეს იმეორებდა,მე კი დაბნეული და შეშინებული ხმასაც ვერ ვიღებდი!
-გთხოვ კევინ...გაჩერდი..კევინ..
კე-ვი-ნ...მეშინია...მეში-ნია..მეშინიააა!*ყვირილით*"
ბოლოს ბოლო ხმაზე ვუყვირე,რაზეც გაჩერდა და გააფართოვებული თვალები მომაპყრო.
-მა-პატიე..არ მინდოდა
მეყვ-ირა..უბრალოდ..დაბნეული ვარ.,,ჩავილაპარაკე შიშით და ცრემლი მომადგა თვალზე ,მაგრამ ახლა ტირილის დრო ნამდვილად არ მქონდა!
უამრავი კითხვა მქონდა!
-რატომ გინდა რომ წავიდე?
რა ხდება ამ სასახლეში?
ვიკითხე თამამად და კევინს თვალი გავუსწორე,მას კი ამოუცნობი გამომეტყველება ჰქონდა..თითქოს დაბნეული და შეეშინებული ,ეს კი ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიდა რომ იგივეს განიცდიდა ამ სასახლეში ,რასაც მე.
-ვერ გეტყვი...მხოლოდ გეტყვი რომ წახვიდე!
აქაურობა დატოვე,თან რაც შეეიძლება მალე !
მითხრა ძაალიან სწრაფათ და ფეხზე წამოდგა.
-აქედან წადი! ბოლოს კიდევ მომაძახა და სირბილით მომშორდა,ცოტახანში კი კედელსაც მოეფარა...მე ისევ იგივე მდგომარეობაში ვიჯექი და მეტად დაბნეული ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი...რა გაავაკეთო?

1 კვირის შემდეგ:

ძვირფასო დღიურო დღეს გაადავწყვიტე ჩანაწერები გაავაკეთო ,რადგან ჩემმს ფიქრებს აქ სხვას ვერავის გავანდობ,რადგან არავის არ ვენდობი!!
კევინიც აღარ ჩანს და უკვე ერთი კვირა მასზე არაფერი მსმენია,მასზე რამდენიმეს ვკითხე ,მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება..ცოცხალია?
კარგადაა?
იქნებ მათ რამე დაუშავეს,ძაალიან ვნერვიულობ..რადგან ისაა ერთადერთი ვინც ვიცი დაამეხმარება რომ აქაურობა დაავტოვო.
აღარც დანიელი მინახავს და აღარც ის ბიჭები,თითქოს ყველა ერთნაირად გააქრაო!!
მთელი საასახლე ცარიელია და ყოველ დღე მარტოდ მარტო ვაალაგებ უდიდესი სასახლის ოთახებს და შიშით დაავიარები ბნელ კაალიდორებში,სულ საფრთხის მოლოდინში ვარ ყოველ კუთხეში!
აღარ მინდა აქ ყოფნა,მირჩევნია ქუჩაში ვიყო,მაგრამ იმაზე ფიქრითაც კი რომ ქუჩაში ვიქნები და თან გაურკვეველი დროის გაანმავლობაში, ყველანაირ იმედს ვკარგავ და მინდა უბრალოდ მოვკვდე,სიცოცხლე აღარ მინდა..აღარანაირი იმედი არ დამრჩა!
იქნებ მოვიპარო? გთხოვ მითხარი...რა გაადაწყვეტილება მივიღოო?!!
გეგმაში მაქვს რომ რაღაც ოდენობის თანხა შევაგროვო,მაგრამ ვინ იცის ამას როდის შევძლებ,მაქამდე იქნებ ვერც ვიცოცხლო და რაიმე დაამემართოს აქ?
ვერა და ვერ ვიგდებ თავიდან კევინის სიტყვებს,მან მითხრა რომ აქედან წავსულიყავი !
მოვიპარო რამე?
ესაა ერთადერთი რაც აქედან თავს დაამახწევინებს,მაგრამ სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას...თან ბატონმა დანიელმა თავშესაფარი მომცა,ყველაფრის მიუხედავად დიდ პატივს ვცემ და არ მინდა ასე მოვექცე...რა გაავაკეთო?
დაბნეული ვარ.

25.04.2019-ჩანაწერის თარიღი .

დღიური დავხურე და გვერძე გაადავდე.
ფანჯარასთან ვიჯექი და შავ ღრუბლებში მოცურავე დიდ მთვარეს ვუყურებდი ,მთელ ეზოს რომ ანათებდა,გვიანი იყო ,მაგრამ ვერ ვიძინებდი ...ბოლოს როდის მეძინა ნორმალურად არც ვიცი,კოშმარებმა იმატეს,მე კი შიშით თვალსაც ვერ ვხუჭავ.
უაზროდ მივშტერებოდი მთვარეს და სიჩუმით ვტკბებოდი ,ეს სიჩუმე რომ ყვირილმა დაარღვია!
ყვირილი ეზოდან მოდიოდა.
ფეხზე ავდექი და ფარდა კარგად გაადავწიე !
თვალებს აქეთ-იქით ვააცეცებდი და ვცდილობდი ეზოში რაიმე დაამენახა,მაგრამ ვერაფერი!
მხოლოდ ხმას ვცნობდი!
ეს ხმა...ეს ხმა...
-კევინ.
თმაში  ჩავიცურე ორივე ხელი
ანერვიულებულმა და დაბნეულმა დავიწყე ჩემს გონებაში ქექვა თუ რა მექნა!!!
იქნებ გავიდე და დაახმარება ვთხოვო ვინმეს?!!
მაგრამ...მაგრამ..9-ის მერე გარეთ გასვლა აკრძალულია!
რა გაავაკეთო!!??
ყვირილმა უფრო იმატა და გაანწირულად გაადაიქცა უფრო!
-ჯანდაბას წესები!
ვთქვი და ძაალიან სწრაფათ გავიქეცი კარისკენ!
უყოყმანოთ გამოვაღე და მთელი სისწრაფით გაავირბინე ბნელი კალიდორი თან ვყვიროდი.
-დამეხმარეთ!
ვინმე დაამეხმარეთ!
ყველა კარზე ვააკაკუნებდ,მაგრამ ისევ არაფერი.
-ვინმეს გესმით?!!!
გაიღვიძეთ გთხოვთ!
დაახმარება მჭირდება!
ვყვიროდი ,მუშტებს ვურტყავდი ყველა კარს,მაგრამ ისევ სიჩუმე იყო!
ისე თითქოს არც არავინ არაო სასახლეში!
სხვა გზა არ მქონდა პირველი სართულისკენ გაავიქეცი,კიბები ფაქტობრივად ფრენით ჩავიარე  და მთავარ შემოსასვლელ კართანღა დაავატორმუზე!
დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც ამოტივტივდა ჩემს თავში ერთი კითხვა...მზად ხარ ამისთვის?
მზად ვარ რისთვის?
იმისთვის რომ საფრთხეში ჩავიგდო თავი და გავიდე იქ სადაც შეეიძლება ვერ გაადავრჩე..კი მზად ვარ!
გავიფიქრე და მძიმე კარი მთელი ძალდატანებით გაამოვაღე !
უდიდეს ეზოში გაავიჭერი ფეხშიშველი და ცივი ბალახი რომ შემეხო შიშველ ფეხისგულებზე კანკალი დავიწყე!
ხმას ბრმად მივყვებოდი და გააჩერებას არ ვაპირებდი სანამ არ მივაგნებდი კევინს!
კევინი...კევინი უნდა ყოფილიყო აქ,მაგრამ მის მაგივრად სულ სხვა რაღაც დამხვდა...ადგილზე გავიყინე და გავშრი !
ჩემს წინ უდიდესი მგელი რომ დავინახე!
სულ შავი იყო და სიბნელიდან ორი წითელი თვალი უჩანდა ყველაზე გამოკვეთილად ....ვერაფერი გაავაკეთე,ვერც ვიყვირე,ვერც გავიქეცი,ვერც ვიტირე!
მხოლოდ გააფართოვებული თვალებით მივაშტერდი მგელს!
ისიც მიყურებდა და ნელ-ნელა ჩემსკენ მოდიოდა და აი გააღო პირი და მისმა ბასრმა კბილებმა მომჭრა თვალი.
ამ დროსღა გაამომაფხიზლა აღუწერელმა შიშმა და რაც ძალი და ღონე მქონდა გამოვიქეცი!
მგელიც უკან გამომედევნა  და ვიცოდი ჩემგან არც ისეთი შორს იყო!
ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თან ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა!
სიკვდილისთვის ჯერ მზად არ ვიყავი!
ჯერ არა!
-აჰ...მტკივნეულად ამოვიკვნესე მთელი ძალით რომ რაღაც მაგარს შევასკდი.
ისეთი მაგრად შევეჯახე ამ რაღაცას რომ თავბრუ დაამეხვა და ცოტა დრო დაამჭირდა რომ ნორმალურად გამომეხედა და მენახა ეს რა იყო..ეს არ იყო "რა" ეს იყო დანიელი.
-უკან.
არც მაცადა ნორმალურად გაანალიზება სიტუაცის ხელი რომ მაჯაში მტაცა და თავის უკან რომ მომათავსა და აი მაშინღა გაამახსენდა მგელი...ის ჩვენს წინ იდგა და ნელ-ნელა უკან უკან იხევდა.
დანიელი კი უშიშრად იდგა ჩემს წინ და თითქოს სრულიად არაფრის გარეშე მგელს აშინებდა...ეს შეესაძლებელია? გაოცებულმა გაადავიტანე დანიელის მტკიცე გამომეტყველებისკენ მზერა და უეცრად რომ თვითონაც გამომხედა, თავი ჩავხარე!
მგელი წავიდა ...მაგრამ უარესი მელოდა წინ.
-გარეთ რას აკეთებ? ღრინვით მკითხა და ჩემსკენ შემოტრიალდა,მე კი ენა გაადავყლაპე და ვერ მივხვდი რა პასუხი გამეცა ამაზე.
-ე-ს..ეს..მგელი.,,მხოლოდ ესღა ამომმივიდა შეშინებულს პირიდან.
-ხო ამ მგელმა ამ წამს კინაღამ შეგჭამა...ხვდები ამას?
ხელი მაჯაში მომკიდა და თავისკენ უხეშად მიმქაჩა, ისე რომ გააბრაზებულ მზერას არ მაცილებდა,მე კი უკვე სულ ვკანკალებდი შიშისგან.
-ეს რო-გორ ქენი? ვიკითხე დაბნეულმა ხმის კანკალით!!
განა არ მქონდა ცოდნის უფლება!!
ესეთი რაღაც ვის გაუგია??
უზარმაზარ მგელს მისი შეეშინდა,როდესაც მას არაფერი არ გაუკეთებია!
-ზედმეტ კითხვებს ნუ სვავ და ეგ ლამაზი პირი გააკონტროლე,სანამ მე არ გამიკეთებია ეს.
ღრინვით გამოსცრა კბილებიდან და შეტრიალდა და თან როგორ!
მთელი ძალით მიჭერდა ხელს და თავის უკან მიმათრევდა!
-გამიშვი! მეთვითონ! ვიყვირე ტკივილით,მაგრამ არანაირი რეაქცია!
სასახლეში შეემათრია და ასევე ძალით მიმიყვანა ჩემს ოთახამდე,ოთახში შესული კი პირდაპირ საწოლზე მიმაგდო .
-წესები დააგავიწყდა?!
მე რა ვთქვი რომ 9-ის მერე არ გამოსულიყავი?!
მიყვირა ბრაზით.
-არ მაინტერესებს  წესები ,როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება!ვუყვირე მეც ტირილით,რაზეც მას სახე შეეცვალა.
-ვის სიცოცხლეს?
იკითხა გააკვირვებულმა.
-კევინის! მისი ყვირილი გავიგე და მაგიტომ გავედი! ვუპასუხე სასოწარკვეთილმა,რაზეც შევატყე რომ ცოტა მოდუნდა და ამას ღრმად ჩაასუნთქვაც დაამატა.
-რაც არ უნდა იყოს ოთახი არ უნდა დაგეტოვა...ახლა არაუშავრს,გაპატიებ..აი შემდეგში კი იგივე არ განმეორდეს.
გაამაფრთხილა თითის ქნევით..ამ დროს კი მე მისი წესები სულ არ მაინტერესებდა,ამაზე მეტი სააფიქრალი მქონდა!
თუ სად იყო კევინი და როგორ მოხვდა ეს უდიდესი მგელი აქ!!
ან მისი უცნაური ქმედება ან თუნდაც ქაისგან წამოსული უხეშობა!
სად გაავყავი თავი!!
მორჩა...რაიმეს მოვიპარავ და აქედან წავალ,აქ აღარ გაავჩერდები.
ამას ვფიქრობდი კევინის ხმამ რომ გამომაფხიზლა.
-ხვალ არაფერი არ დაალაგო და დაისვენე.
ის რა ჩემზე ზრუნავს? თუ რა ხდება?
-რატომ? ვიკითხე გაკვირვებულმა.
-იმიტომ რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა..ენერგია დააგჭირდება.

-ხვალ რა ხდება?

-გაიგებ...ახლა კი დააიძინე.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ძალიან მაგარია : )

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან ძალიან მაგარია : )
მადლობაა ^^ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ალუბალი

Dzalian magari istoria warmatebebi <3

 


ვაიმეეეეე, გეფიცები ახლა დავიწყე და ემოციებში ვარ, რაღაც განსხვავებულია, მომწონს, ახალ თავს სულმოუთქმელად ველი, გთხოვ მალე დადე რააა♡♡♡

 


№5 სტუმარი ანუ

დაოცრად განსხვავებულია, იმედიქ ასე სქინტერესოდ გაგრძელდება როგორც დაიწყო.

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ალუბალი
Dzalian magari istoria warmatebebi <3

დიდი მადლობა ❤️❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეეეე, გეფიცები ახლა დავიწყე და ემოციებში ვარ, რაღაც განსხვავებულია, მომწონს, ახალ თავს სულმოუთქმელად ველი, გთხოვ მალე დადე რააა♡♡♡

ძაალიან მიხარია რომ ასე მოგხიბლა ^^
დიდი მადლობაა ❤️❤️❤️

ანუ
დაოცრად განსხვავებულია, იმედიქ ასე სქინტერესოდ გაგრძელდება როგორც დაიწყო.

დიდი მადლობა...ვნახოთ რა იქნება,ვეცდები ყველანაირად ❤️

 


№7  offline წევრი 《Sunshine》

მალე დაამატე რა <3

 


№8  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
მალე დაამატე რა <3

დავამატე,მაგრამ ჯერ ამოწმებს ადმინისტრავია :( ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent