სასრულეთი (თავი 8) +18
დავუდი ლეა ნამდვილი ალაჰის მომადლებული საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში. რატომღაც, ჩემდა უნებურად ჩემი წინაპრების დავუდისა და ნილაის სიყვარულს ვადარებ ჩვენს ურთიერთობასაც. ჩემთვის სწორედ ისინი იყვნენ რომეო და ჯულიეტაც, ლეილა და მაჯნუნიც, ჯამილი და ბუსაინაც. გადმოცემით ვიცი, რომ არც ნილაი სულთანი ყოფილა იფნისელი დავითის სიყვარულით გაგიჟებული, მეტიც, მისი გულიც სხვას ეკუთვნოდა თავდაპირველად, მაგრამ რომ გაიცნო, გულთან რომ მიუშვა, უმალვე სიყვარულის ძაფები გაება მათ შორის. ნეტავ ლეას გულშიც შევძლო სიყვარულის ნაპერწკლის ანთება. ალბათ პოეტებს მუზად სწორედ ლეასნაირი ქალღმერთები წარმოედგინათ. ლეას ვხედავ ჩემი საყვარელი არაბი პოეტების ჯებრანისა და მუტრანის, იბრაჰიმ ნაჯიმის პოეზიაში, სადაც კულტამდე აყვანილი ქალის იდეალიზაცია ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან მიბიძგებდა „ღვთაებრივი სიყვარულის“ მაძიებელი ვყოფილიყავი, რაც საბოლოოდ ლეაში ვპოვე. ლეას დანახვაზე მუდმივად მუტრანის ტაეპები მახსენდებოდა: „შენმა სილამაზემ შთააგონა ჩემს კალამს თავისი საიდუმლოება, და შენმა შემოხედვამ აჩუქა ჩემს მჭერმეტყველებას თავისი მომხიბლაობა». و آان حسنك يوحي الى يراعي سره و آان لحظك يهدي الى بياني سحر როგორც ამბობენ „ სიყვარული არის ცხოვრების პრინციპი, საშუალება განწმენდისა ამქვეყნიური ცოდვებისგან, გასაღები ბედნიერებისა და რაც მთავარია, მამოძრავებელი ძალა ადამიანის აღმაფრენისა, სიკეთის ქმედებისა და სხვა დიადი საქმეებისა.“ რა მოხდებოდა, სეიდაბადში ინიციატივა რომ გამომეჩინა, იქნებ დღეს ალესანდროს ნაცვლად ჩემი სიყვარულით ყოფილიყო ბედნიერი. როგორ მინდა, ლეამ გამიცნოს, ახლოს მიმიშვას, სულ ერთი შანსი, ალაჰ, ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ. გუშინდელმა დილამ იმედის სხივით მომიცვა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიყვარულია სიცოცხლის უმაღლესი მიზანი. დილის შხაპს ვუზიარებდი გულისნადებს და გარეთ გამოსულს სწორედ ჩემი ფიქრების ადრესატი შემომეგება. მისი მორცხვად დახრილი თვალები, აწითლებული ლოყები, ჩუმად მოპარული მზერა. თან საუზმეც ჩემთან ერთად მიირთვა. ახლა, როცა იმედი ჩამესახა, არავის მივცემ უფლებას ეს შანსი ხელიდან გამომაცალოს. დილით სუმეიეს დავუბარე, რომ გასული ვიქნებოდი და ლეასთვის თვალი არ მოეშორებინა. სახლიდან გასულმა ეგრევე ბიჭები შევკრიბე. დღეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო. რაშიდისგან კარგ ამბებს ველოდი. გრძნობებისა და ემოციების სიჭარბისგან სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. პორტისკენ ავიღე გეზი, სადაც იახტა მელოდა, ბიჭები ალბათ უკვე მელოდებოდნენ. არაბეთის ნახევარკუნძულის მზეს გზა სარკესავით ირეკლავდა. ბავშვობიდან მიყვარდა მანქანიდან მცხუნვარე მზის სხივებზე არეკლილი ასფალტის გზის საფარის ყურება. თითქოს წყლის გუბურები ჩანდა, როგორც კი უახლოვდებოდი ქრებოდა და შორს ისევ ახალი გუბურები ჩნდებოდა. გამეღიმა ბავშვობის მოგონებაზე. გულში ვითვლიდი რამდენი ასეთი მზის გუბურა გაჩნდებოდა პორტამდე. მივუახლოვდი თუ არა იახტას, მაშინვე იუსუფის მომღიმარე სახე დავინახე და შვებით ამოვისუნთქე. მალევე გადმომცეს ჩემთვის სასურველი შეტყობინება. რაშიდი და ბურქაში შემოსილი „ლეა“ სანდრო ურთმელიძის დეტექტივებმა ქალაქ ტაბაში შენიშნეს. ასევე დააფიქსირეს, როგორ გადაკვეთეს საზღვარი. დაე, იორდანიაში ეძებონ. ახლა საიდიღა დამრჩა მოსაშორებელი. საღამოს შეიხ ალი დაჰაბ რესორტში დაჰაბის ყოველწლიური სამიტი იქნებოდა. სადულაჰი სპეციალურად ამ სამიტისთვის ბრუნდებოდა და ლაილასაც აუცილებლად წაიყვანდა ქალების წვეულებაზე. შესანიშნავი დროა ლეა წარვადგინო, როგორც ჩემი საცოლე, მაგრამ გაქცევას ხომ არ დააპირებს? რა თქმა უნდა ლაილა თვალს არ მოაშორებს, მაგრამ არ ვენდობი, მომიწევს იქ ჩემი აგენტების შეგზავნა. შუადღემდე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი და ლეასთან მესაუბრა. მართალია, ორი დღეა აღარ წევს წინააღმდეგობას, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვენდობი. როგორც თავად ამბობს, თუ ნამდვილად უყვარს თავისი ალესანდრო, აუცილებლად შეეცდება გაქცევას. მაგრამ ისიცაა, რომ დროა ჩემს უცოლობაზე მითქმა-მოთქმას ბოლო მოვუღო. საიდიც აღიარებს დამარცხებას, როცა ლეას ჩემს გვერდით იხილავს მომავალი ცოლის ამპლუაში. *** ლეა როგორც იქნა მერიემი დავითანხმე, რომ დამეხმაროს. საღამოს გოგოების გარემოცვაში გავატარე დრო. წამით ჩემი ტყვეობაც კი დამავიწყეს. ვუყურებ ნილაის და მერიემს და გული სინანულით მევსება. ძალიან მეცოდება ორივე აქ ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით ნილაი. სწორედ იმ ასაკშია, როცა ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ; გული და გონება ოცნებებითა და მიზნებით გაქვს სავსე. მალე მასაც წაართმევენ არჩევანის უფლებას, ისიც ბურქაში გახვეული სანაპიროდან დააკვირდება, როგორ ადევნებს მალულად თავს თავისი ქმარი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ უცხოელ ქალებს. აი ესაა დღევანდელი არაბი ქალის ბედი, ისინიც, კი ვინც შედარებით თანამედროვე გარემოში ცხოვრობენ, უძლურნი არიან შარიათის წინაშე. ნილაი დავუდს აღმერთებს. ისეთ ისტორიებს ყვება, ასე მგონია დავუდზე კი არა, მაჰათმა განდიზე ლაპარაკობს, ერაყის გმირად და ადგილობრივების იმედად წარმოაჩენს. საინტერესოა, დავუდმა საკუთარი თავისა და მისთვის ძვირფასი ადამიანების ირგვლივ ილუზიების ციხესიმაგრე ააგო და თავადაც დააჯერა ყველა საკუთარ რაინდობაში. ნილაის რომ ვუსმენ, წამით მეც დავიჯერო დავუდის არაამქვეყნიურობა. შუადღეს დავუდი მოვიდა. შემოსვლისთანავე მიკითხა და როგორც კი გოგონებთან დამინახა, შვებით ამოისუნთქა. ლაილა გაიხმო. ძალიან გამიკვირდა. რასაც ვაკვირდები, არასდროს საუბრობს პირდაპირ რძალთან, მეტიც, თვალებშიც კი არ უყურებენ ერთმანეთს. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. მალევე მორჩნენ საუბარს და მისაღებში დაბრუნდნენ. ლაილამ მკვლელის თვალებით გადმომხედა. აშკარად უკმაყოფილო იყო საუბრით. დავუდი მომიახლოვდა. თითით ნიკაპს შეეხო და სახე ამაწევინა, რომ თვალებში შემოეხედა. რატომ მოქმედებდა ჩემზე ასე მისი ზურმუხტისფერი თვალები? თითქოს სხეულს უწვრილეს ნაწილაკებად შლიდა, როგორც უდაბნოს ქვიშას და შეკოწიწების მცდელობისას უმალვე იშლებოდა. - ლეა, დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საღამოს დაჰაბის ყოველწლიური მაღალი დონის სამიტი იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან წარმოდგენილი ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ინვესტორები, სახელმწიფოების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. მათ შორის იქნებიან ჩვენი პარტნიორები. შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემს საცოლედ წარგადგინო. მალე მოვლენ და მომზადებაში დაგეხმარებიან. - არსადაც არ წამოვალ- აღვშფოთდი. თან მე ხომ სამოქალაქო ქორწინებაში ვარ ალესანდროსთან? როგორ წარმადგენ საცოლედ? - ოჰ ლეა, ლეა, როგორი გულუბრყვილო ბრძანდებით. დღეიდან შენი სახელი ოფიციალურად ალია ალ სულთანზადეა. ალია علياء არაბულად სამოთხეს ნიშნავს, შენ კი ჩემი სამოთხე ხარ ლეა. მრისხანებამ მთელი სხეული მოიცვა, ცრემლებმა თავისით გაიკვალა გზა ღაწვებზე, ძალიან გავმწარდი. აცახცახებული მივვარდი და გულზე მუჭები დავუშინე. - ვერ წამართმევ, ჩემს სახელს, ჩემს იდენტობას ვერ წამართმევ. მე ლეა ვარ გესმის, ლეა.- განწირული ვკიოდი. დავუდი არანაკლებ შეშფოთებული ჩანდა ხელები მჭიდროდ მომხვია და გულზე მიმიკრა, თან ცალ ხელს დასამშვიდებლად თავზე მისვამდა. კივილი გულამოსკვნილმა ქვითინმა შეცვალა. ხელში ამიყვანა და თავის ოთახში საწოლზე დამაწვინა. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. სულ ვკანკალებდი, რასაც თან ერთვოდა გულისრევის და ყელში მოჭერის შეგრძნება, თითქოს ვინმე ჩემს დახრჩობას ცდილობდა. ზუსტად ვიცი, გულისცემა ასტრალში იყო გასული. ჩემს წინ მდგომი სილუეტი ხან დავუდის, ხან ალესანდროს სახეს იღებდა. ოღონდ გამოსახულება მკვეთრად გადღაბნილიყო, თითქოს კალმით ნახატს ზემოდან ცუდი ხარისხის საშლელი გადაუსვესო. ხან ალესანდრო, ხან კი დავუდი მამშვიდებდა ხან ქართულად, ხან ინგლისურად, ხან არაბულად გაურკვეველი ბუტბუტი ისმოდა სილუეტის ბაგეებიდან, მხოლოდ შუბლზე კოცნა მსიამოვნებდა. ბუნდოვნად მახსოვს, სილუეტმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ არ გავუშვი. საშინლად მეშინოდა მარტო დარჩენის. *** დავუდი ლეას ქცევამ შემაშინა. ვიცოდი, რომ უარყოფითი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ამასაც ვერ წარმოვიდგენდი. ისეთი უსუსური იყო, ისეთი სასოწარკვეთილი, არ ვიცოდი რითი დავხმარებოდი. უაზროდ ვეფერებოდი მის თმებს, სახეს, ბაგეებს. როგორც კი მოვშორდებოდი შეშლილივით იყურებოდა და მთხოვდა არ დამეტოვებინა. ბოლოს პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი მყავდა გულზე ახუტებული და ასევე ჩაეძინა. განძრევას ვერ ვბედავდი. ხარბად ვისუნთქავდი ლეას სურნელს და ვცდილობდი, ჩემს გონებას სამუდამოდ ჩაებეჭდა მისი სახის თითოეული დეტალი, თითოეულ ამოსუნთქვაზე შეცვლილი მიმიკა. ვგრძნობდი, რომ ისე ვჭირდებოდი, როგორც არასდროს არვის არავინ. ის ჩემი იყო, ჩემზე მონდობილი, თითქოს ხელში ბროლის თოჯინა დამაჭერინეს და უდაბნოს ქარაფის კიდეზე ისე უნდა გავიარო, რომ ფეხი არ დამისხლტეს და არ დაიმსხვრას. წვალებით ამოვაძვრინე ტელეფონი და შევატყობინე, რომ სამიტზე ვერ მივიდოდი. მართალია ამით, ჩემს ბიზნეს რამდენიმე მილიონის ინვესტირების შესაძლებლობას მოვაკლებდი, მაგრამ ახლა მთავარი ლეა იყო. ლეა, რომლის წყალობითაც ჩემი წინასწარ დედლაინებითა და გეგმებით დახუნძლული ცხოვრება თავდაყირა ამოტრიალდა და კვანტურ საწყისამდე დავიდა. თითქოს ლეა ჩემი მაცოცხლებელი გულია, მის გარეშე უბრალო მატერიის გროვა ვარ, რომელიც მაშინვე შეწყვეტს არსებობას, როგორც კი ლეა დატოვებს. ძილში ლეა კრთოდა და დროდადრო უფრო მჭიდროდ მეკვროდა. რამდენიმეჯერ სუმეიემ მომიკაკუნა კარზე და მთხოვა, მესადილა, თუმცა ამ მდგომარეობაში ლუკმა არ გადამივიდოდა. ძალიან ვნერვიულობდი ლეაზე და თან თავს ვიდანაშაულებდი. ჩემი ბრალია, ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავ. არ მესმის მათი, ვისაც სიამოვნებას ანიჭებთ სიყვარულით მოპოვებული ტანჯვა, აიდეალებენ ტანჯვამდე აყვანილ სიყვარულს, ტანჯვაში პოულობენ კმაყოფილებას. არც თვითგვემა შემიძლია და არც ლეას ტანჯვის ყურება. მე რომ არა, ახლა ალესანდროს მკლავებში იქნებოდა. ამის გაფიქრებაზეც კი ტანში მზარავს. როგორც ჩანს, სიყვარულია მართლაც მამოძრავებელი, ოღონდ ცალმხრივ ტრფობასა და სიყვარულს ტანჯვა და ცრემლები უშლის ხელს, რომ მამოძრავებელ ძალად გარდაიქმნას. სავსე მთვარე თავის შუქ ჩრდილებს გვიწილადებდა ვიტრაჟებიდან და ლეას სახეს არაამქვეყნიურ ელვარებას ანიჭებდა. შუაღამეს გარდასული იყო, როცა ლეა ისევ შეიშმუშნა, ისევ ფერებით დავუწყე დამშვიდება, შემდგომ რაც მოხდა, სასიამოვნოდ გამაოცა. ლეამ თვალები ოდნავ გაახილა, მიბნედილი მზერა მომავლო და თავისკენ მიმწია. უცებ შეერწყა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს. ნაზი და რბილი ტუჩების შეხებამ თავი დამაკარგვინა, თითოეული კოცნა აქამდე განუცდელ ემოციებს მანიჭებდა, თითქოს დედამიწიდან ზეცად ალჯანათში ამიტაცეს, დედამიწაზე არსებული ყველა ბედნიერება კი ერთ გუნდად შეკრული თან გავიყოლე. ორმაგად სასიამოვნო განცდა იყო, რომ ლეაც არ მიწევდა წინააღმდეგობას, პირიქით, ჩემზე სრულად მონდობილმა ხელები კისერზე შემომხვია და თითქოს ამ ჟესტით თანხმობაც განმიცხადა. ტუჩებიდან ღაწვებსა და ყელზე გადავინაცვლე. ევკალიპტისა და მაროკოული ყავის არომატი საოცარ სინთეზს ქმნიდა ლეას ბუნებრივ სურნელთან, ეს სურნელი თავბრუს მახვევდა, თავისკენ მიზიდავდა, და ფესვებს იდგამდა ჩემს სხეულში. ვგრძნობდი, მის მკვრივ მკერდს, დაბერილ კერტებსა და აჩქარებულ გულისცემას ჩემს გულ-მკერდს ქვემოთ. ოდნავ გადავუწიე აბრეშუმის ქსოვილი მკერდიდან და ლეას რეაქციას დაველოდე. თვალები დაეხუჭა და თავი უკან გადაეგდო. საოცარი სანახავი იყო, ნამდვილი ქალღმერთი. მკერდის ხელში მოვიქციე დანაზად შევახე ტუჩები კერტებზე. ლეას სხეული თრთოლვამ მოიცვა, გულისცემა გაუხშირდა, თითოეულ შეხებას თან აყოლებდა ჩუმ კვნესას, მკერდიდან მუცელზე გადავინაცვლე.ვცდილობდი, ჩემი შეხება რაც შეიძლება ნაზი ყოფილიყო, რომ არ დამეფრთხო. სათითაოდ ვეხებოდი მისი სხეულის თითოეულ სიმს და სუნთქვა შეკრული ველოდი სიმის ხმიანობის გაჟღერებას. ძალიან მიჭირდა ვნების მოთოკვა, ის ის იყო სიმთა შორის უპირველესს, სხეულის ყველაზე ეროგენულ ზონას უნდა შევხებოდი, რომ უცებ ლეა შეშლივით წამოხტა საწოლზე. - სად ვარ, რა ხდება, შეეენ? - ისევ ისტერიკა დაეწყო. საკუთარ სხეულზე დაიხედა და ელდანაკრავი წამოხტა. - არ მომეკარო! რა ჩავიდინე, ღმერთო. ტიროდა განწირული. ამაოდ ვცდილობდი დამემშვიდებინა. მისი თვალებიდან უდიდესი შიში გამოკრთოდა. - ლეა, არაფერი მომხდარა, დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ, გპირდები. დამშვიდდი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. - ვცდილობდი სანუგეშო სიტყვები მეთქვა. ერთ კუთხეში ჩაიკეცა და ახლოს არ მიშვებდა. აღარ ვიცოდი რა მექნა. აბრეშუმის ქსოვილი ნახევრად ფარავდა მის ათრთოლებულ სხეულს. მეც კუთხეში მასთან ერთად ჩავიკეცე და პლედი მოვაფარე. ტირილში ჩაეძინა. გული ტკივილით შეიკუმშა. ფრთხილად გადმოვაწვინე საწოლზე. ძალიან მაფიქრებდა მისი მდგომარეობა. აივნის კარი ფართოდ გავაღე, რომ ზღვის ჰაერი შემოსულიყო. თავადაც ტერასაზე გავედი და გადავხედე ღამის წყვდიადში ჩაფლულ ზღვას. ვარსკვლავებიც არსად ჩანდა. ღრუბლებს დაეფარა, რაც საკმაოდ იშვიათობაა დაჰაბში. ერთადერთი ბადრი სავსე მთვარე არ იშურებდა თავის წარმოჩენას და შიგადაშიგ შუქჩრდილებს ზღვაზე ალივლივებდა. ალიონს დაველოდე. ამაოდ ვუშვერდი სახეს ზღვიდან მობერილ ნიავს. დანაშაულის გრძნობა ყელში მახრჩობდა და სუნთქვის უფლებას მართმევდა. ბოლთის სცემაში გამყავდა დრო. ადგილზე ვერ ვისვენებდი. დროდადრო ოთახში შევდიოდი, რომ ლეასთვის დამეხედა. ემბრიონის პოზაში ეძინა. ისეთი დაუცველი იყო, ისეთი უსუსური, რომ მასზე ზრუნვის სურვილს უმალვე გიჩენდა. თუმცა საკუთარ თავს მტკიცედ ავუკრძალე მასთან შეხებაც კი. ნამაზისთვის მოვემზადე. მხოლოდ ლოცვა თუ გამიფანტავდა ნეგატიურ ფიქრებს და აზრების მოკრებაში დამეხმარებოდა. მხოლოდ ალაჰის იმედი მქონდა. და, აი ლოცვამ მართლაც გამინათლა გონება. უცებ გამახსენდა მუსტაფა, ჩემი ბავშვობის მეგობარი. მუსტაფა ამანში კლინიკის მთავარი ექიმი და ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. საწყის ეტაპზე ლეას იორდანიაში წაყვანას ისედაც ვაპირებდი. შეიძლება, მართლაც სჭირდებოდეს ლეას ექიმის მხარდაჭერა. დილაადრიან მუსტაფას დავურეკე და ლეას მდგომარეობა ავუხსენი. ნამძინარევი ხმის მიუხედავად გულისყურით მომისმინა. - დავუდ, ძმაო, შორიდან მიჭირს დიაგნოზის დასმა, თუ პაციენტი არ ვნახე. კარგია რომ იორდანიაში აპირებთ ჩამოსვლას. აუცილებლად მოიყვანე ჩემთან. სიმპტომატიკა, რაც აღმიწერე, პანიკური შეტევის ნიშნებს ჰგავს: მომატებული გულისცემა, კანკალი, სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, შიშის განცდა, ციებ-ცხელება, სუნთქვის პრობლემები. მერიდება, მაგრამ უნდა გკითხო. კარგად იცი, მიუხედავად იმისა, რომ ისლამის მიმდევარი ვარ, არ განგიკითხავ. ხომ არ გქონიათ ურთიერთობა? შეიძლება ორსულადაცაა. ამის მოსმენაზე თავზარი დამეცა. როგორ? შეიძლება, რომ ლეა ორსულად იყოს? იმედია, მხოლოდ პანიკური შეტევაა. როგორ მოვიქცე. ძალიან დავიბენი. - სჯობს თავად გასინჯო. მანდ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღეა. მითხარი, როგორ მოვიქცე? - სასოწარკვეთილმა ესღა ამოვთქვი. - პირველ რიგში, ორივე უნდა დამშვიდდეთ. მშვიდი, სასიამოვნო გარემო და სუფთა ჰაერი, აი რა სჭირდება. გელოდებით. - ჩვეული სიმშივიდით მიპასუხა მუსტაფამ და გათიშა. ისევ აივანზე გავედი და იქ დავიცადე ლეას გაღვიძებამდე. ვერც ზღვიდან მობერილი ნიავი, ვერც ჩემი საყვარელი პოეტებისა და ფილოსოფოსების ჭეშმარიტებად გამოცხადებული ტაეპები და გამონათქვამები, ვერაფერი მანუგეშებდა. მე სრულიად მარტო ვიყავი ჩემი დანაშაულის წინაშე, რასაც ცალმხრივი სიყვარული ერქვა. ვცდილობდი, ნამდვილად ვცდილობდი გამემარჯვებინა ჩემს შინაგან ეგოიზმზე, რომელიც მის გაშვებას არ მანებებდა. ბოლოს აზრებს თავი მოვუყარე და მტკიცედ გადავწყვიტე ბედისწერა მომეხმო: თუ ლეა ორსულად აღმოჩნდებოდა, აუცილებლად გავუშვებდი და მივცემდი წასვლის ნებას, თუ არა გავაგრძელებდი მისი გულის მოსაგებად ბრძოლას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.