შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #10

14-08-2020, 19:34
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 3 426

ლევანს ხელი არ მოუშორებია ქეთისთვის წელიდან. ცალ მკლავში მოემწყვდია ქალი და პირი-სახე უღიმოდა თავდაჯერებულს. წყვილს ხარბი და შურიანი მზერები არ შორდებოდა. რომელ ქალს არ დატოვებდა ბრეგაძის ფიზიკური მონაცემები მოხიბლულს? ნაკანიც კმაყოფილებას შეეპყრო ამ ფაქტის გამო, რადგან გვერდით სრულყოფილი მამაკაცი ჰყავდა. ერთმანეთით შეპყრობილებს სიმყუდროვე ზოიძემ დაურღვია:
- დრო ფუჭად არ უნდა დაკარგოო, არა, ქეთი? - ირონიულად თქვა და ცივი მზერა ააყოლა წინ მდგომ კაცს.
- როგორ ხარ, ვახო? - თავაზიანობის შენარჩუნება სცადა ქალმა.
- როგორც პოტენციურ ყ/ლედ დახატულს შეეფერება. - სარკაზმს არ იშორებდა კაცი, პარალელურად ნაკანის სხეულს ხარბად ათვალიერებდა და მზერა გულზე შეეჩერებინა. გამომწვევი მკერდი ჰქონდა ქეთის. ისეთი, თვალს რომ ვერ მოსწყვეტდი და ყურებითაც დატკბებოდი.
- აბა, ყელს ზემოთაც ამოიხედე, ვახტანგ. - ყბებდაჭიმული ალაპარაკდა ლევანი და ქალს წელზე ხელი უფრო მოუჭირა.
- ასე ჯობია, თან მე მიჩვეული ვარ. - ურთიერთობის ხანგრძლივობაზე ხაზგასმა არ დავიწყებია ზოიძეს.
- მგონი, მეც აქ ვარ! - გაბრაზებულმა ქეთიმ თვალები დაუბრიალა ბრეგაძეს.
- შენ რომ ხარ, მეც მაგიტომ ვარ აქ. ხომ არ გვეცეკვა?
- არა, ვახო. თუ ცეკვა მომინდება, გვერდით მყავს ადამიანი.
- ჩვენს განვლილ ურთიერთობას მაინც ეცი პატივი და დამთანხმდი. - თავის უპირატესობას ვერაფრით ამტკიცებდა კაცი ძველი დროის გახსენებით. მით უმეტეს, ბრეგაძეს სულ არ ანაღვლებდა რა იყო წარსულში. ახლა თვითონ იკავებდა მთავარი მოთამაშის ადგილს.
- წარსულიო, ვახტანგ. მთავარი აწმყოა და აახვევ ახლა აქედან?
- ლევან, გეყოფა! აქ ჩხუბის ადგილი არ არის და ლიკას საღამოს ნუ გავაფუჭებთ.
- მშვიდად, პატარავ. ხელის გასვრას არ ვაპირებ.
- ისედაც ფეხები არავის მოსჭამო.
- ზოიძე, დაახვიე ახლა აქედან, სანამ სულში ბოლომდე ჩაგაფურთხე.
- პრო/ჭები მარტო ლაპარაკობენ და ხელს არ ან/ძრევენ.
- დაილოცოს შენი მარჯვენა, ვახტანგ. ავარჯიშებ უკვე, თუ რა იყო?
- ვახო, წადი! - ქეთი ჩაერია დიალოგში და წარბები შეკრა.
- შენზე გავავარჯიშებ. - დაიღრინა ზოიძემ და მუშტი შეკრა.
- ქალები აღარ გაძლევენ? - ახარხარდა ლევანი.
- გეყოფათ უკვე, რა სიტყვების კორიანტელია?! - აინთო ნაკანი.
- კაროჩე, ვახტანგ, ღადავის გარეშე, კაცურად გეტყვი, რა. კი ცდილობდი წარსულის გახსენებას, მაგრამ მე მაგრად მკი/დია. შენ მაგ წარსულის ერთი უმნიშვნელო ნაწილი ხარ და მე მომავალი. უპირატესობა ისედაც კარგად ჩანს. გვეყო, რაც ვიღლიცინეთ, მაგრამ ეგეც ზედმეტი იყო ამ ქალთან მიმართებაში და მე ბოდიშსაც მოვუხდი. თუ გესმის და მშვიდობიანად მოვგვარდებით, ჯიგარი იქნები. თუ არადა, მერე სხვანაირად გავაგრძელოთ ლაპარაკი. რაც არ უნდა იკადრო, ქეთის პატივს ვცემ და აქ ცირკის გამართვა ყველაზე დიდი ყლ/ეობა იქნება ჩემი მხრიდან, როცა ეს ქალი ყველაფრის განახლებას ცდილობს და მე მხარს ვუჭერ. გასაგებად აგიხსენი?
- მოკლე ხანში შეძელი ის, რაც მე წლები ვერა და სიამოვნებით მოგდებდი ერთი-ორს ყბაში. გითმობ. - ზიზღი იკითხებოდა ზოიძის თვალებში.
- არ არის ქეთი უსულო საგანი, რომელსაც დათმობა სჭირდება, ვახტანგ. მან არჩევანი გააკეთა და ვინც მის არჩევანს პატივს არ სცემს, პირადად მოვხსნი როჟის მიმდებარე ტერიტორიას.
- მორჩით საუბარს, ისედაც ამდენ ხანს გისმინეთ. ვახო, დაგემშვიდობებით და ცივილიზებულად განვაგრძოთ, თუ შეიძლება. - მხარში მოქაჩა ბრეგაძეს ნაკანმა და იქაურობას გამოეცალნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო "სანახაობა".
წინ მოიწევდა ბერიძე, რომელიც შორიდან აკვირდებოდა ყველაფერს.
- საღამომშვიდობის, ქეთი! ძალიან ლამაზად გამოიყურები! - მაშინვე კომპლიმენტით შეამკო ოთომ ქალი და ხელზე აკოცა. ეს ჟესტი ბრეგაძეს არ ესიამოვნა, მაგრამ არ გამოუხატავს. მიხვდა, რომ განგებ აკეთებდა ბიჭი ამას.
- მადლობა, ოთო! გაიცანი, ეს ლევან ბრეგაძეა, ჩემი მეწყვილე.
- მსმენია მამაჩემისგან შენზე. - ხელი გაუწოდა და ლევანმაც ჩამოართვა.
- მამუკასთან კი ვმეგობრობ და შენი ბავშვობაც მახსოვს, მაგრამ ახლა არც ისეთი პატარა ხარ და ვხედავ, მონდომებულიც ჩანხარ წარმატებებს რომ მიაღწიო.
- რა თქმა უნდა. ყველაფერი თავისით მოვა, როცა ასეთ ქალთან თანამშრომლობ და მეც ამიტომ დავიჭირე საქმე მასთან.
- ჩემი ქალის შესაძლებლობებში ეჭვი არც შემპარვია! - მტკიცე ტონით, კმაყოფილმა თქვა ბრეგაძემ და ქეთის თავზე აკოცა, რაზეც ქალს ლოყები შეეფაკლა.
დაძაბულმა ოთომ ოფიციანტი შეაჩერა, შამპანური აიღო, მაგრამ წყვილმა უარი განაცხადა და მარტო დალევა მოუწია.
- ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს, ქეთი! - ჭიქა ასწია და შამპანური ერთიანად ჩაცალა.
ლევანს არაფერი გამოჰპარვია თვალთახედვიდან. არც ის, რომ ქეთისთვის სტატუსის წოდებამ გააღიზიანა ბიჭი, რომელიც მეორე შამპანურის ჭიქას იღებდა უკვე.
- კონკურსის შესახებ ახალი ხომ არაფერია, ოთო? - სიტუაციის განეიტრალება სცადა ქალმა.
- არა, გარდა იმისა, რომ ინტერიერის საყიდლად დავუკავშირდი რამდენიმე ადამიანს და ხვალ შეგვიძლია შევიძინოთ ყველაფერი. ამ დღეებში მოვაწესრიგებთ და მონაწილეების მიღებასაც მალე დავიწყებთ.
- სასიამოვნო ამბავია!
- როგორ არ იქნება, როცა შენ უძღვები საქმეს?
ქეთის ვერ გაეგო, რის დამტკიცებას ცდილობდა ბერიძე. ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა ამ კონკურსის სათავეში ჩადგომით, მაგრამ თან წარმატებაც სჭირდებოდა. ისიც არ უნდოდა, კვლავ უსიამოვნო სკანდალში გახვეულიყო, რადგან ოთოს ატყობდა - გულგრილი არ იყო მის მიმართ.
აი, ბრეგაძეს კი ნამდვილად ართობდა ის მიმიკები, რომელიც გაღიზიანებისგან წამდაუწუმ ეცვლებოდა ბიჭს და კმაყოფილს ქვეცნობიერად ეღიმებოდა.
- ვიცეკვოთ, პატარავ? - ლევანმა ისე იკითხა, ყურადღება არ მიუქცევია წინ მდგომისთვის. ქალმა თავი დაუქნია და მარტო დატოვეს ოთო გახევებული, რომელიც შამპანურის ჭიქებს წუთში ცლიდა და ახალს იღებდა.
შორიდან უყურებდა ყველა ბრეგაძისა და ნაკანის ცეკვას. სიჩუმე ჩამოვარდა და მოძრაობა შეწყდა. ათასი წყვილი თვალი უცქერდა მხურვალედ მოცეკვავე წყვილს და ყურს უგდებდნენ პიანინოს სასიამოვნო მელოდიას.

***
დასიებული თვალებითა და თავის ტკივილით გაიღვიძა დილით ოთომ. წინა საღამოს იმდენი დაელია, არც კი ახსოვდა. სასმელები ერთმანეთში აურია და ამიტომ სტკიოდა ახლა ასე თავი, თორემ ჩვეულებრივ პახმელია არ იცოდა.
თვალები მოიფშვნიტა და ტელეფონი აიღო, ქეთის დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. სულ რომ მომაკვდავი ყოფილიყო, ქალის ნახვაზე უკან არ დაიხევდა.
ბარბაცით წამოდგა ფეხზე, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო სრულად გონს და გაბრუებული იყო. შხაპი მიიღო და მოემზადა, შეშუპებული თვალების დასაფარად სათვალე მოირგო და სახლი დატოვა.
თითქმის ნახევარი დღე დასჭირდათ ყველაფრის შესარჩევად. მერე ბინის ამბავი უნდა მოეგვარებინათ. რამდენიმე ადგილზე ჰქონდათ დანარეკი და ელოდნენ, მაგრამ ქეთის არც ერთი მოეწონა დათვალიერების შემდეგ, ამიტომ მომდევნო დღისთვის გადადეს ბინის შერჩევა.
იქამდე ნაკანს გადაწყვეტილი ჰქონდა საბოლოოდ აეხსნა ბერიძისთვის ყველაფერი და არაფრის იმედი მიეცა ბიჭისთვის.
- ოთო, შენთან სალაპარაკო მაქვს, თუ გაქვს თავისუფალი დრო. - პარკინგზე იყვნენ უკვე. ბერიძეს სატვირთო თავის საწყობში გაეგზავნა ნივთების გადმოსატანად.
- რა პრობლემაა, ხომ მშვიდობაა? - სახე დაუსერიოზულდა ბიჭს.
- არ მიყვარს ბევრი საუბარი და შორი გზიდან მოვლა, ამიტომ ვეცდები ისე აგიხსნა, რომ ეს საწყენი და გასაბრაზებელი არ იყოს. მე ვატყობ, რომ ჩემ მიმართ გრძნობები გაქვს. არც კი ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ გავჩერდი აქამდეც, საქმისთვის რომ მჭირდებოდა. ჩვენ შორის არაფერი იქნება გარდა საქმიანი ურთიერთობა. მით უმეტეს, მაშინ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს. თუ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი გქონდა ჩემთან სიახლოვისთვის, საწყენი იქნება და თავს გამოყენებულად ვიგრძნობ, მაგრამ ისედაც ყველაფერი ნათელია. გუშინ საღამოს აშკარა იყო შენი გრძნობები. არ მინდა, ამან შემაწუხოს და ისევ აგორდეს რაიმე ამბავი. ამიტომ, გთხოვ, რომ დავასრულოთ ეს საქმე, როგორც საჭიროა და მერე ისევ გავიყოთ, როგორც აქამდე იყო.
- გასაგებია, ქეთი. თუმცა, ის მაინც უნდა გითხრა, ისეთი ქალი ხარ, შეუძლებელია ვინმეს არ შეუყვარდე და არ მოეწონო. რაღაც გაფანატება მჭირს შენზე და თავს ვერ გაღწევ. მე შემიძლია ყველაფერი მოგცე, რაც გენდომება და დაგეხმარო...
- ოთო, ოთო… - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა. - უკვე აგიხსენი, რომ ჩვენ შორის არაფერი იქნება და ტყუილად არც ამ საუბარს აქვს აზრი. ან გავაგრძელოთ მხოლოდ საქმე, ან ყველაფერი ახლავე შევწყვიტოთ.
- საშუალება მომეცი, ცოტა ხნით მაინც იყო ჩემს სიახლოვეს.
- იმედია, ყველაფერი გასაგებია. - ეს თქვა და მანქანისკენ გასწია ქეთიმ უკანმოუხედავად.

***
ბოლოჯერ დგამდა ნაბიჯს ზურა. ახლაც რომ არ გაემართლებინა, მერე აზრი არ ექნებოდა. ბოლო დარტყმა იმდენად მტკივნეული იყო, ჯერ კიდევ არ განელებულიყო.
სიყვარული ყველაფერს აგატანინებს და გაგაძლებინებს, თუ ნამდვილია. რამდენჯერაც არ უნდა გეტკინოს, უკან არ დაიხევ, რადგან გიყვარს. ზოგჯერ თავმოყვარეობა არც გახსოვს, იმდენად გინდა მისი სურნელი იგრძნო და შენად დაიგულო. არ გახსოვს, რა არის სინდისი და არც ის, უნდა თუ არა მას შენი ნახვა.
საერთოდ, სიყვარული ისეთი რამეა, ვერ გაუგებ. ზუსტად ამ ყველაფრის გამო მიდიოდა ახლა ზურა ნინოსთან. სულაც თავზე რომ გადაელეწა ყველაფერი ონიანს, ეს არაფერი იქნებოდა მონატრებით გამოწვეულ ტკივილთან. მიდიოდა ნაკანი და ფეხებიც არ რჩებოდა უკან, რადგან საყვარელ ქალთან ეჩქარებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაიხუტებდა და აკოცებდა. რამდენჯერაც არ უნდა გაერტყა ნინოს, ფეხს არ მოიცვლიდა იქიდან, ვიდრე არ ეტყოდა რომ სიგიჟემდე უყვარს და უმისოდ ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. არ შეიძლება ადამიანმა უსიყვარულოდ იცხოვროს. არც ის შეიძლება, გიყვარდეს და მასთან ვერ იყო.
მისულიყო უკვე ზურა და უხაროდა, რომ კარს ჭუჭრუტანა არ ჰქონდა, რადგან შეიძლება, მისი დანახვის მერე ნინოს არც გაეღო. დააკაკუნა და თითქოს განაჩენს უცდიდა, სუნთქვაჩაგუბული იდგა საყვარელი ქალის მოლოდინში...
და დაინახა ნინო, რომელიც არ ჰგავდა თავის თავს. დასუსტებულიყო, თვალები ჩაშავებოდა, სულიერი ტკივილი ფიზიკურად გამოხატვოდა, დაეკარგა თავისი ხიბლი და მიმზიდველობა, რაც ნაკანს აგიჟებდა და უსიცოცხლოდ უყურებდა იმ ბიჭს, რომლის ქარიზმაც თავბრუს ახვევდა და სწორედ ეს უყვარდა განსაკუთრებულად მასში.
- ნი...
- მაინც მოხვედი, ზური? - სევდიანად, ხმაჩაწყვეტილმა თქვა ნინომ.
- მოვედი, რომ ჩაგეხუტო. - პასუხს არ დალოდებია ნაკანი, ძლიერი მკლავები შემოჰხვია ქალს და გულში ჩაიკრა. ძვლების ტკაცუნის ხმაც კი გაიგონა. სურნელი ხარბად შეისუნთქა და თავზე აკოცა. მერე მხრებზე იგრძნო წვრილი ხელები და ქსუტუნის ხმა.
- ისე მტკივა… - წვრილი ხმით თქვა ქალმა.
- არ იტირო, რა. შენ რომ მაშინ უკან არ მოიხედე, მე მოვკვდი, ტუტუცი ვიყო. მაშინ მეგონა, ვეღარ ამოვისუნთქავდი და რამე რომ დამემართოს, შენს ჩაუხუტებლად როგორ წავიდე?
- სისულელეს ნუ ამბობ, ზურა. შენ არაფერი მოგივა. ვისკი გინდა?
- ჯონი უოლქერი?
- რა თქმა უნდა. შენ სულ აქ ხარ, ნაბიჭ/ვარო.
- მაინც, არა? - ჩაეცინა ნაკანს.
- თვითკმაყოფილი იდიოტი!
მისაღებ ოთახში მაგიდაზე შამპანურის, ღვინის და ვისკის ცარიელი ბოთლები ეყარა.
- რა იყო, ჩემზე დარდმა ალკოჰოლიკი გაგხადა?
- ვერ მხედავ, რას დამამგვანე?
- ჰო, გხედავ…
- ჰოდა, ჩაიგდე ენა და დამაცადე ტკივილის შენთვის გაზიარება.
- უსაშველოდ მომენატრე.
- როგორ მეზიზღები ამ სიყვარულისთვის შენც და ჩემი თავიც. თავი ყველაზე დიდი არარაობა მგონია, რომელიც აქედან გასაგდებად ვერ გიმეტებს.
- რატომ ვერ მიმეტებ, ნინო?
- იმიტომ, რომ მიყვარხარ და მინდა, ჩემი თავი ვცემო.
- და რისთვის უნდა ცემო ტო? ხომ ვილაპარაკეთ, ხომ აგიხსენი და ბლა ბლა ბლა, რა ვქნა კიდევ? იცი მიყვარხარ და უშენოდ ვარ ცუდად, მაინცდამაინც ასე უნდა მალაპარაკო? - ხმას აუწია ზურამ და აღრიალდა. - გითხარი, ძალით არ მიქნია არაფერი - მეთქი, დავთვერი და გამოვშტერდი ბლინ, რას მახსნევინებ თავიდან? მუშაობაც კი დავიწყე, რომ გამომესწორებინა ყველაფერი და ადამიანს დავმსგავსებოდი შენთვის და შენ რას დამგვანებიხარ? ქალს ჰგავხარ ახლა საერთოდ? ან რატომ არ გაინძრევი და არ დაიწყებ თავიდან, როგორც ჩემი და? ეს თვითგვემა შენებურია, ნინო?
- ახლა თავზე ყველაფრის დამხობით ცდილობ გამომაფხიზლო? - ვისკი გადაჰკრა ნინომ და სახე დაეჭყანა.
- ზუსტად მაგას ვაკეთებ და თუ გონს არ მოხვალ, გაკოცებ კიდეც და გაგახსენებ როგორი იყო ჩემი ქალი. - ზურამაც ჩაისველა ყელი ვისკით და ჩამოასხა ჭიქებში.
- მინდა, რომ მაკოცო, მაგრამ ვერ გაპატიებ, რაც გააკეთე.
- მაინც გაკოცებ, არ იცი? როდის მერეა კოცნას წინასწარ გითანხმებ?
ან მე რად გიღირვარ ვარ, რომ ჩემ გამო ასეთ დღეში ხარ? მოაშორე ეს სასმელი საერთოდ, გოგო.
- არ მოვაშორებ. - ისევ სვამდა ნინო და არ ჩერდებოდა.
- იმდენივეს დავლევ, რამდენსაც შენ. - არ ჩამორჩა ნაკანი.
- შენს საყვარელ ვისკის რომ ვსვამ, მეტის ღირსი ვარ.
- აბა, რა, ჩაწექი ახლა როგორმე, შენ ხომ სასოწარკვეთილი ქალი ხარ. რა გეშველება, ნინო? შენ ხომ კარიერა დაგენგრა? შენთვის ხომ მთავარი ეგ არის? შენ ხომ არ შეგიძლია მე ხელი ჩამჭიდო და ჩემთან ერთად დაიწყო თავიდან? მე თუ შენთვის დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, შენ რომ ჩამოყალიბებული ქალი ხარ, რას აკეთებ, ნინო? მაგრამ შენ თავმოყვარე ხარ, გარეთ და მზის შუქზე როგორ გამოხვალ ისევ. ვერ ისწავლე, რომ ხალხი სულ ილაპარაკებს, რაც არ უნდა იყოს და ვერ გავიგე, სულ აპირებდი ჩვენი ურთიერთობის დამალვას? რა მოხდა, თუ გაიგეს? მე არ მქონდა თავმოყვარეობა ამხელა კაცი რომ ვიდექი შუა ქუჩაში, პასუხი არ მომეცი და ამ ყველაფერის მიუხედავად, სახლში მოგადექი? გეკითხები, პრო/ჭი ვარ ამდენჯერ რომ გთხოვ პატიებას? დამცირება არაა ჩემთვის, რასაც შენ მიკეთებ? თუ მე კაცი ვარ და როგორც გინდა, ისე უნდა მოიქცე? შენ მარტო შენი თავი არ გაბარია, ნინო. ეს ცხოვრება არის ნაგავი. ყოველთვის ხდება ისე, რომ ფეხი გადაგიბრუნდება და შენ ჩვარს უნდა დაემსგავსო? კარგს ვერაფერს ხედავ? რა მოხდა, თუ წააგე? მე რამდენჯერ წავაგე, გაგიგია და დაგითვლია? ნეხვში რომ ვიყავი და ახლაც ვარ, არ იცი? დამიდექი გვერდით და მომკიდე ხელი. ან ჩემი თუ არ გინდა, შენს მარცხენას მარჯვენა ჩასჭიდე და მოდი აზრზე. შენ ქალი ხარ, რომელიც ძლიერია და მე არ მახსოვს, ნინო ონიანი ასე წაექციოს ერთ მარცხს. შენ უნდა მოირგო ხალხი და არა შენ მოერგო მათ. ოთხმოცი წლის დედაკაცივით სახლში არ ჩაჯდე. ის უფრო არ გაგიტყდება, სასმელზე დამოკიდებული რომ გახდე? შენ უნდა იცოდე, რომ ძლიერ და მებრძოლ ქალებს ყოველთვის მეტი პრობლემა ხვდებათ და რადგან შენი პრობლემა მე ვარ, იმის ნაცვლად დამეხმარო და ერთმანეთს დავეხმაროთ, არარაობას დაემსგავსე. სად არის ჩემი ქალი? დამიბრუნე, ნინო, მოიყვანე ის ცეცხლოვანი ქალი, რომელიც მიმტკიცებდა რომ ვუყვარვარ. მე ვიცი, რომ ვარ. შენ კარიერისტკას ემსგავსები იმენა, სხვა რომ არაფერი ადარდებს და მეც მაქვს გული, ონიანო, მეც. და მეც მტკივა, რომ შენ ფეხზე გკი/დივარ. ის მტკივა, რომ შენი ადვოკატობა ჩემს სიყვარულზე მრავალმნიშვნელოვანია. ათასჯერ ხომ მაინც მითქვამს ეს და რა? არაფერი. ისევ ზურა რჩება მარტო. ზოგჯერ მგონია, რომ არასწორი ადამიანი შემიყვარდა, ან უბრალოდ თავს ვაჯერებ, რომ გადაგიყვარო. მეც მჭირდება თანადგომა და ჰო, მტკივა, ნინო, გაიგე? ვიხრჩობი. ის მახრჩობს, რომ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე - შენ და ჩემზე მეტად ვერც ვერავინ შეგიყვარებს. ახლა ვდგავარ შენ წინ, გამიმეორე კიდევ რომ ვერ მიტან და არ მაპატიებ, მერე მე ისევ მოვალ და არ მომბეზრდება, შენ თავს გეფიცები. რამდენადაც არ უნდა შემელახოს თავმოყვარეობა, არ მადარდებს, რადგან ვიცი - ჩემს საყვარელ ქალს ჩემი თანადგომა სჭირდება ზუსტად ისე, როგორც მე მისი, მაგრამ ამას არ აღიარებს. რა ვქნათ, ნინო? ხომ მიცნობ? ჰოდა, გონს მოდი, რა, ახლა მხოლოდ ამას გთხოვ, უაზრობას ნუ შეწირავ შენ თავს. ბოლოს როდის გელაპარაკე ამდენი, გახსოვს? რა მოლაყბე გამომიყვანე, არ გიტყდება? ნინო, ჩემი ვაფშე არ გიტყდება ტო?
- ზური, შენ ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ მე საერთოდ არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც შენ გგონივარ. ხომ მიყურებ?
- მეზიზღება სასოწარკვეთილი ქალები, არაფრისგან დრამას დგამენ ყოველთვის და საკუთარი თავი ეცოდებათ. იმას რატომ არ უყურებ ვინ იყავი და ისევ იგივე ადამიანი რომ ხარ?
- არ ვარ, შენ სიცოცხლეს გეფიცები.
- სისულელეს ამბობ. თავს რატომ იმახინჯებ? ჩემი ლამაზი ქალი დამიბრუნე, რა, ტო. აი, მე რომ სიგიჟემდე მიყვარს, ის ქალი დამიბრუნე და გპირდები, მე გამოვსწორდები. მე მარტო შენთვის შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და რომ ვიცი, გჭირდები, არსად წასვლას არ ვაპირებ. შემაფურთხე, თუ გინდა. გაქნეულზე მკი/დია.
- ჩამეხუტე და დამეხმარე, კარგი? - ხელები გაშალა ონიანმა და ნაკანმა ქალის სუსტი სხეული ხელით აიტაცა. მთელი ძალით ჩაიხუტა და სახე დაუკოცნა.
- მიყვარხარ, გაიგე?
- მადლობა, ზური, ჰო?
- ჩემი ქალი ხარ! აი, ამაზრზენად მიყვარხარ, მეტი რანაირად აგიხსნა?
ნინომ თვითონ აკოცა ბიჭს და მის ტუჩებს ვერ მოსწყდა.
- ახლა შენ ჩაიცვი, მოემზადე და ვიღაც უნდა გაგაცნო. - შუბლზე აკოცა ზურამ ქალს.
- არ შემიძლია ახლა გარეთ გამოსვლა. - დაიწუწუნა ონიანმა.
- ისეთი მაგარი ვინმე უნდა გაგაცნო, შანსი არაა. მიდი, ადექი. იცოდე, მე გაგხდი და აღარ ჩაგაცმევ ისე წაგიყვან.
- უზრდელო ბავშვო! - წარბი ასწია ნინომ.
- მოემზადე - მეთქი, გოგო.
ოც წუთში მზად იყო და ერთად გავიდნენ სახლიდან. ზურამ ანაბელთან მიიყვანა ნინო. ლელა, როგორც ყოველთვის, ღიმილით შეეგება წყვილს.
- ანაბელ, კარგი ჯადოქარი მოგიყვანე. - კისერზე შემოხვეულ ბავშვს ყურში უჩურჩულა ზურამ.
- "შენ, ნინო და ბულიონი"?
- რა ეშმაკი ვინმე ხარ შენ.
- მაშ, ნინო, არა? - აათვალიერა პატარამ მის წინ მდგომი ქალი და ირგვლივ შემოუარა.
- კი. - გაეცინა ნინოს.
- ლამაზი ხარ.
- შენ უფრო ძალიან ლამაზი ხარ.
- ზურამ შენზე მითხრა კარგი ჯადოქარიაო.
- ოჰ, ზურა ჩემზე გელაპარაკებოდა?
- მე და შენ ვუყვარვართ, ასე მითხრა. და კიდევ ბულიონი.
ნინოს ეცინებოდა. საერთო ენა მარტივად გამონახა ანაბელთან. ასე ბედნიერი არც ზურა ყოფილა კარგა ხანია და არც თვითონ ონიანი. პატარა ოჯახივით იყვნენ და ანაბელის კისკისი ორივეს ამხიარულებდა.

***
სასმელი კარგად მოჰკიდებოდა უკვე. ირგვლივ გამოსახულებებს ვერ არჩევდა. ჭიქას ჭიქაზე აყოლებდა შეუჩერებლად და გონებაში ფიქრები უტრიალებდა. ვერ იგდებდა ტვინიდან ქეთის. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ვერ ივიწყებდა ქალთან გატარებულ სასიამოვნო დროს, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის. ზოიძე არ ჰგავდა საკუთარ თავს, რაც ნაკანთან ურთიერთობა დაასრულა. უფრო სწორად, თავად ქეთი წავიდა მისი ცხოვრებიდან. რაც ბოლოს ბრეგაძესთან ერთად ნახა, მის მერე ნერვებს ვერ იწყნარებდა. ანთებული დადიოდა წინ და უკან. მხოლოდ ის უტრიალებდა გონებაში, როგორ გაემწარებინა ბრეგაძე და შური ეძია. ნერვები ახრჩობდა, როცა ფიქრობდა რომ ჯერ "ასარჩევი" იყო და მერე - უარი თქვეს მასზე. ტვინი უდუღდა უარყოფითი ფიქრებისგან. საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ რაღაც უნდა დაეშავებინა. ისე ვერ მოისვენებდა. მიუხედავად იმისა რომ ცხადად არასდროს გამოუხატავს, უყვარდა ვახოს ქეთი და თან იმდენად რომ მისგან არაფერს ითხოვდა, გარდა გვერდით ყოფნისა. ახლა კი, მხოლოდ ის უნდოდა, როგორმე ტკივილი მიეყენებინა მისთვის და ზუსტად ისე გაემწარებინა, როგორც ქალი მოექცა მას. იმას კი ვერ იაზრებდა, რა ხდება რეალურად. ბოლოს, როცა ყველაფერი გონებაში დაალაგა, რამდენიმე წუთით ნამუსმაც კი შეაწუხა ამის გაფიქრებისთვის, მაგრამ თუკი თვითონ ვერ იქნებოდა ბედნიერი, ვერც ქეთი შეძლებდა მშვიდად ცხოვრებას.

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

საღამომშვიდობის, ყველას მოგესალმებით უნამუსობის და უშუბლძარღვობის ზარ-ზეიმით, მაგრამ არაფრის ახსნა მიყვარს ხოლმე, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ პრობლემები ხშირად გრძელდება კარგა ხანს. :)))))))
იმ მკითხველებს, რომლებმაც დამტოვეს, მაინც მადლობას ვუხდი და იმათ, ვისაც ახლა ვემახსოვრები და ისევ დამიწერა აქ კომენტარს, თუნდაც ძალიან პატარას, მთავარია, ჩემს გულს მოხვდება, ათას მადლობას გადავუხდი და არც ეგ იქნება საკმარისი!
მე ვთქვი, რომ დავბრუნდებოდი და სიტყვაც შევასრულე. ჩემი ნამუსი თქვენ ისე არ შეგაწუხებთ, როგორც მე. ბოდიში აბსოლუტურად ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე და რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ მე ისევ მიჭირავს ჩემი საყვირი ხელში და ისევ მოგიწოდებთ, რომ წამიკითხოთ!
ყველაფერს მოვისმენ, თუნდაც იმ ლანძღვას, მაგრამ ისიც მინდა იცოდეთ, რომ უსაშველოდ მომენატრეეეთ! და დამავიწყდა ჩემი თავი ისეთი, როგორიც თქვენთან ყოფნისას ვიყავი. როგორი სევდიანი ვარ, ჰო? ზოგჯერ მგონია, რომ ზურას ვგავარ. ბათ ენივეი, ყველაფერი ჯიგრულად იქნება!
მართლა მიყვარხართ და მართლა მომენატრეთ! გკოცნით ყველას აი, ასე, შორიდან და ვინც ფიქრობს რომ ცუდი ადამიანი ვარ, მაპატიოს, რადგან მე მაინც კაი და ძერსკი ტიპი ვარ. :დდდდდ გელოდებით, (იმედია)... ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№2  offline წევრი დარინა

თურმე როგორ მომნატრებიხართ შენ ლევანიი და ზურიკოოო :დდდდ აისაერთოდ ყველაფერი მომნატრებიაა და ემოციების ქვეშ ვარ, მიხარია რომ დაბრუნდიიი თბილოოო გელოდიიი. აი რა მყავს ლევანიი რაააა მაგიტომ მომწონს ასეე,
მშვიდად, პატარავ. ყლ/ეებზე ხელის გასვრას არ ვაპირებ.
- ვინაა, ბიჭო, ყლ/ე? - კბილებს შორის გამოსცრა ზოიძემ.
- შენ და მე დაგიდასტურე.
ლევანთან ერთად ამ მომენტზე მეც ვიხალისეეე :დდდდ საწყალი ზოიძეე იმედია ლევანს არაფერს დაუშავებს თორემ მე ავაცვამ დამფურზეეე.
აი ზურიკოს ტოს წაკითხვაზე გეფიცები თვალები გამიბრწყინდაა რადგან მართლა განსაკუთრებით მიყვარს ზურააა რაც ნინოს ელაპარაკა ყველაფერისიმართლე უთხრააა, ერთი მშიშარა და კარიერისტი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვაა, ანაბელი და ზურა ხომ სულ სხვა განზომილებააა. ხო ლევანი ბევრი მინდოდა არ მეყოოო :დდდდდ

№3  offline მოდერი ანე ლაშხი

დარინა

დარო, ჩემო სიყვარულო გოგო, როგორ მომნატრებია შენი მსხვილი, სითბოთი და სიყვარულით გაბერილი კომენტარები, ახლა მივხვდი. უუუხ, რა გავივსეეე, აი, მართლა გავიბერე და ისე აჟიტირებული გავხსენი, სულ გული მიფრთხიალებდა რა დამხვდებოდა წასაკითხად. მიხარია, რომ ჩემს სიხარულს შენც იზიარებ და საერთოდ მიხარია, რომ შენნაირი ადამიანი მაპოვნინა ამ საიტმა. მადლობა, ჩემო გოგო, დიდზე დიდი მადლობა! სულ ერთი თავიც დარჩა და ყველაფერი იქნება! გკოცნი ბეეეევრს!!!!!♥️♥️♥️♥️♥️♥️

№4 სტუმარი სტუმარი დარინა

ანე ლაშხი

ეს საიტი მაგიტომ მიყვარს რომ თქვენისთანა ძალიან მაგარი ავტორები გავიცანიი და ჩემი ცხოვრების ნაწილები გახდით, შენც ერთერთი მათგანი ხარ, შენი პოზითივით და ულევი სითბოთიი ამიჩიყე გულიი კი არ ვარ გულჩვილი მარტო ასეთ მომენტებში მიჩუყდებააა. მე რომ შემდეგ ისტორიას ველოდებიიი ამას აქაც გეუბნებიიი. ვე ვეგუები უკვე რომ დასრულდებაა ლევანის და ზურიკოს ტანსემი მომენატრებაა ამ თავშიი დამაკლდენ.

№5  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი დარინა

ისეთს ვამზადებ ბოლო თავში, ან მე ვიქნები, თუ არ მომკლავ და ან შენ. აქ უნდა დავიმალო სადმე, ხომ? :დდდ კაი, არაუშავს, ყველაფერს გადავიტანთ, მე მჯერა. ♥️♥️♥️ ისეთ სიტყვებს მეუბნები, როგორ არ უნდა მომადგეს თვალზე ცრემლები? კიდევ მადლობა, ოქროს გოგო, სულ ღიმილიანი ყოფილიყავი შენ, იმსახურებ! ♥️♥️♥️

ანეკოოოოო......ჩემოოო ცუნამო და მონატრებულო ამორძალოოოოო......ისე გავსხივოსნდიიი))))❤️❤️❤️ისე მენატრებოდი შენი პერსონაჟებითურთ, რომ ვერ აგიღწერ..! შენს სახელს ამართლებ! მართლა ცუნამი ხარ, ქალაავ❤️❤️როგორ მომნატრებია, ჩემი "ნაძირალა" ლევანჩიკააა. უუხ, ცოტა კი დამაკლდა მისი მამაკაცურობა და ქარიზმა, მაგრამ ჯერ ახლა ხურდება ეგ ოხერი და ვიცი რომ საყვარელ ქალს, არაფრის დიდებით არ დასთმობს. ჩემი ზურიკელა...ეგ კოხტაჯანა, ქინძი ბიჭი. საოცარი ადამიანია. ცხოვრებამ კი დაჩაგრა, მაგრამ, რაც მთავარია ცდილობს რომ ამოვიდეს იმ ორმოდან, სადაც ჩაეფლო და ეს ძალიან სასიამოვნოა. ნინო...ოხ, ეგ კარიერისტი ძუკნა! მიხარია, რომ ზუკომ სახეში აფეთა ყველაფერი და ამის შემდეგაც რომ თავი დაეფასებინა, გავწიწკნიდი თმებისგან!!! ანაბელიკო...ეს არის, ანგელოზი, ოღონდ ფრთების გარეშე. მიხარია, რომ ეს პერსონაჟი გამოჩნდა ზუკოს ცხოვრებაში და მზის სხივებით გაათბო მისი ცხოვრება❤️❤️
ზოიძე და ბერიძე...ესენი მე ჩაუდენელს ჩამადენინებ და მერე არ დამიწყო რაღაცები:// იმედია, არ ჩააფლავაბენ და თავის ბინძურ ცხვირს, არ ჩაჰყოფენ ამ სიყვარული ხალხის ცხოვრებაში და არ არევენ ყველაფერს, თუმცა რა ცუნამი იქნები, რაღაც სასწაულობა და შოკუნიობა რომ არ დაახეთქო...მიყვარს შენი მოულოდნელი და ემოციურად დახუნძლული "წყალმოვარდნები"!
რაც შეგეხება შენ, ბევრის ტლიკინს აღარ ვაპირებ, უბრალოდ ც უ ნ ა მ ი ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. დამანგრეველი, დამანაწევრებელო სულისა და გულისა. ისე იჭრები ჩემს ტვინში, ვერც ვაანალიზებ და მავსებ ზღვა ემოციებით. საოცრება ხარ, ანეკო! როგორც ყოველთვის, გელი, გელი, მოგელი...❤️❤️
იმედია, მოგვარდა შენი პრობლემები და ახლა ყველაფერი რიგზეა...რა დროც არ უნდა გავიდეს, მე სულ შენს სადარაჯოზე ვარ და ვიქნები)))

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე

როგორ არ ამეტიროს? მართლა ვკითხულობ ახლა, როგორ არ უნდა გამისკდეს ეს პატარა ზომის გული, თუ ჩემს მარცხენა ხელს დავუჯერებთ? რა ვქნა ახლა მე და რა გავაკეთო, რომ შენ საკადრისად გიპასუხო? სულ რომ ლექსიკონი დავიდო წინ და ახალი სიტყვები ავკინძო, იმის შესაფერის სითბოს დაგიბრუნებ უკან, რაც მე შენგან მივიღე ამჩემსიგრძე კომენტარით, რომელიც გაჟღენთილია ყველა პოზიტიური ემოციით და შეგრძნებებით? მრცხვენია! მართლა მრცხვენია, რომ არასდროს მყოფნის სიტყვები! მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ისე გახარებული, ვერც კი წარმოიდგენ! შენი, თქვენი, სულ ყველას დანახვა ისე მაგიჟებს და ყველაფერ სასწაულს მმართებს, არავინ დამიჯერებს, რომც აღვწერო! ჰოდა, თვალზე ცრემლმომდგარი და უზომოდ ბედნიერი ვზივარ ახლა მე, ნეტარებით გადავიკითხე უკვე მეორედ შენი კომენტარი და გავთბი! მალე დავბრუნდები ბოლო თავით და გასრულდება ეს ამბავი, ვით სიზმარი ღამის. შენ ხარ სიყვარულის გოგო! მადლობა სულ სულ ყველაფრისთვის! ბოლო სიტყვებმა განსაკუთრებულად იმოქმედა! ♥️♥️♥️♥️♥️

№8 სტუმარი mt

გული დამწყდა რომ გაქრი, ვიფიქრე, ასეთი ისტორია როგორ უნდა მიატოვოს-მეთქი და მიხარია რომ დაბრუნდი.
უდავოდ ძალიან კარგი ისტორიაა, დახვეწილი, არაბანალური, კარგად, სასიამოვნოდ წასაკითხი, თუმცა ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის მრჩება რაღაც ამოუცნობი, ხო ძალიან მომწონს, მაგრამ ის პატარა "რაღაც" არ მასვენებს. არ ვიცი, ცოტათი მშრალია თითქოს, აი, რაღაც აკლია, უფრო დინამიკური, ექსპრესიული ხასიათი მინდა რომ იყოს გამოკვეთილი, იმიტომ რომ ქეთის გრძნობები არ ჩანს ლევანის მიმართ, არადა ისეთი წყვილია, ისეთი, უნდა ჩანდეს. ჩემი აზრია, თავს არ გახვევ მართლა, რომც არ შეცვალო რამე, მაინც წავიკითხავ და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ისტორიაა, მაგრამ მაგათ ურთიერთობას მეტი ცეცხლი სჭირდება, გრძნობები, ემოციები, მოქმედებები. მარტო ლევანის უსაზღვრო პატივისცემა ჩანს ქეთის მიმართ... თუმცა ავტორი შენ ხარ და უკეთ იცი რაც უნდა გააკეთო.

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

mt

არ მახსოვხარ წინა კომენტარებიდან, ან ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ მიხარია რომ გხედავ. ზოგჯერ სიყვარულს კრძალვა უნდა, ხომ იცი? ვიდრე გაშინაურდები და ვიდრე შენ ყველაფერს დაანახებ, იქამდე მაინც ერიდები და მორცხვი ხარ. ოღონდ სხვანაირი მორცხვი. ჰოდა, ურთიერთობის ამ ეტაპზე არიან ახლა ესენი, მაგრამ ისე მიხარია შენი გულწრფელი შეფასება, რომ ვერც კი წარმოიდგენ. ჩემთვის პირველი სერიოზული ნაწერია ეს და ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილია, მაგრამ ამის მერე ყველაფრის გამოსწორებას შევეცდები ორმაგად. ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი კარგი კომენტარისთვის. ისეთი აურა ვიგრძენი, რომ უუუუხ. ხომ არიან საყვარელი მკითხველები? ჰოდა, ეგეთი ხარ შენ. უზომო მადლობა ამისთვის და ობიექტურობისთვის! ♥️♥️♥️♥️♥️

№10  offline წევრი Margo Tokyo

როცა ექაუნთით არ შემოვდივარ არ ვაქცევ "სახელს" ყურადღებას, წინა კომენტარი "AM-ით" დამიწერია, ახლა გადავხედე smiley სულ მეზარება ხოლმე შემოსვლა ან სახელის დაწერა :დდ ფბზეც ვაპირებდი შენს მოძებნას, მეთქი სადაა, რატო არ ჩანს, მაგრამ არ მქონდა დრო ნორმალურად რომ შემოვსულიყავი weary
მესმის ყველაფერი ძალიან კარგად, თანაც ისე უნდა წერო, როგორც შენი "გეწერინება", მთავარია შენი სურვილი დაიკმაყოფილო, ამ "შენიშვნით" კიდე ნამდვილად არ იმსახურებს ეს ისტორია რომ მკითხველი მოაკლდეს და არც მოვაკლდები!! kissing უბრალოდ სამომავლოდ, თუ ჯერ დასრულებას არ აპირებ, თუ გაითვალისწინებ ცოოოტათი მაინც, მე პირადად მაგრად გამისწორდება sunglasses

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

Margo Tokyo

სიმართლე გითხრა, ეს პერიოდი, რაც არ ვჩანდი, მეც გადაკარგული ვიყავი და რომც მოგეწერა, შეიძლებოდა ვერ მეპასუხა, ან დაგვიანებით, ამიტომ მაგაზე გული არ დაგწყდეს დიდად. :((((( მიხარია, რომ გესმის და მართლა კარგი მკითხველი ხარ! ერთი თავიც და ვამთავრებ, ყველაფერი უნდა ჩავატიო და მეც შუაზე ვიხლიწები, რა იქნება, ღმერთმა უწყის. :დდ ♥️♥️

№12 სტუმარი 123

ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი გელოდებოდი.ვერადავერ ამოვიგდე ეს ისტორია თავიდან ვერც სხვა ისტორიებს ვუდებდი გულს ამ ისტორიაზე ფიქრით და რომ მახსენდებოდა რომ შეიძლება აღარც გაგეგრძელებინა წერა ტვინში სისხლი მექცეოდა.მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ძაან გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა და იმედია აღარ გვალოდინებ.
P.S. ცოტაღა მაკლდა და უკვე სოც.ქსელში ვაპირებდი მოწერას.
P.P.S.შენ ძაან მაგარი გოგოხარ ასეთი ისტორიის შექმნისთვის❤️

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

123

ვააააახ, ვინ ხარ შენ ასეთი სიტყვების ჯადოქარი, ჰა? რას ერჩი ჩემს გულს, რომ ამიჩქარე ახლა? ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, თუ ასეთი საინტერესო აღმოჩნდა შენთვის ჩემი ისტორია და ახლა ჩემი თავდაჯერებულობა ცაში აფრინდა შენი წყალობით, რაღა გამაჩუმებს აწი? :დდდდდ მე შენი დანახვა გამიხარდა! უზომოოოდ დიიიდი მადლობა ლოდინისთვის და სულ სულ ყველაფრისთვის! ♥️♥️♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent