შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(7-ისუნთქე)


15-08-2020, 13:06
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 571

ვერ ვიჯერებდი ...ანუ გამოდის დანიელს ფსიქოპათი ყოფილი ყავს ,რომელიც მისითა შეპყრობილი და მისი სიყვარულისთვის ყველაფერს გააკეთებს!
მე კი ვფიქრობ,თუ რა იქნება ჩემამდეც რომ მოაღწიოს? მეც მომკლავს?
ჩემს შვილსაც?? ღმერთო არაა!

-დ-ა...და..ახლა ის— სად-აა?
ხმის კანკალით ვიკითხე და აშკარად მეტყობოდა რომ შეემეშინდა.
-ნუ გეშინია დამწყვდეულია ისეთ ადგილას საიდანაც ფეხს ვერასოდეს ვერ გამოდგავს,ის შენ თითსაც ვერ დაგადებს..გპირდები.
მითხრა და ხელი ჩემმი სახისაკენ წამოიღო,მე კი ჩემსდა გაასაკვირად არც გაავიწიე,პირიქით სახეზე რომ მომეფერა მესიამოვნა და თავი კომფორტულად ვიგრძენი,მისი მხარდაჭერა დამეხმარა და ცოტა მომეშვა გულზე...მისი მჯერა,მჯერა რომ არ მისცემს იმ შეშლილ გოგოს რაიმის დაშავების უფლებას!
მაგრამ ერთი რაღაც არ მასვენებდა და მინდოდა მეთქვა,უბრალოდ ძაალიან მაინტერესებდა !
-დანიელ რაღაც უნდა გითხრა,ოღონთ თუ დამპირდები რომ არ გაბრაზდები.
ხელი გააჩერა და ცოტა დაბნეულმა მკითხა.
-რა ხდება?
-ჯერ დამპირდი.
ამაზე ჩაიხვნეშა.
-კატერინა როგორც არ უნდა გავბრაზდე არამგონია ეს ფაქტი შენ გაწუხებდეს,უბრალოდ მკითხე.
ნუ მართალი იყო,მაგრამ როდესაც ბრაზდება...ვუთხრა?
-მეშინია რომ შემჭამ.
ჩუმად ჩავიჩურჩულე,რაზეც მისი გაცინებაღა მომხვდა ყურში და თავი რომ ავწიე ხელი ედო თავზე და იცინოდა ...ან უფრო დამციონოდა.
-რეებზე ლაპარაკობ? შეგჭამო? ხუმრობ ხო?
სიცილით მითხრა,რაზეც იგივე სერიოზული სახით ვუყურებდი და თან მეფიქრებოდა რომ მე შევძელი და ასეთი მტკივნეულ თემაზე საუბრის შემდეგაც კი გავაღიმე..ეს კარგი გრძნობაა!
-შენ მომდევდი და მეუბნებოდი რომ კარგი სუნი მაქვს!
ხელი გაბრაზებულმა გავიშვირე მისკენ.
-კარგი რა...ალბათ სხვანაირად ვთქვი ეს,უფრო ეროტიული გზით.
წარბის აწევით მითხრა და მაცდურად გამისწორა თვალი,რაზეც შუბლი შევკარი,შემდეგ თავისთავად გავწითლდი და თვალი სასწრაფოთ ავარიდე.
-ნუ მოკლედ რაც იყო იყო!
ჩემს ამბავს მივუბრუნდეთ.
-აჰამ.
ისევ ღიმილით მიყურებდა და თითქოს არც აინტერესებდა რას ვლაპარაკობდი,მეოცნებესავით ჰქონდა ყბა ხელზე ჩამოდებული...აჰჰ..რას გავაწყობ!
ამას რომ ვეტყვი მაინც დაუბრუნდება თავის სახეს!
გაბრაზებულს და საშიშს!
-დანიელ დიდიხნის უკან,როდესაც სასახლეს ვალაგებდი ერთი უცნაური ადგილი ვნახე...შესასვლელი კარი არსაიდან გაჩნდა .
ვთქვი და დაველოდე მის რეაქციას,ჯერ მაინტერესებდა თუ მიხვდებოდა რას ვგულისხმობდო...ნუ მგონი ცოტა მიხვდა,რადგან ღიმილი გაუქრა სახეზე!
-ნუ მოკლედ ...მეგონა რომ გამომრჩა უბრალოდ და იმ ადგილის დაალაგებაც გაადავწყვიტე,მაგრამ იქ ჩასულს უცნაური გარემო დამხვდა...ყველაფერი თეთრი იყო.
-კატერინა!
აჰა მიხვდა რას ვიძახი,რადგან არწივივით წამოხტა და გაიჭიმა,მეგონა ცოტახანში მეცემოდაა!
მისმა დიდმა ჩრდილმა დამფარა მთლიანად,მაგრამ მაინც არ გავჩერდი,უნდა დამესრულებინა!
-იმ ადგილას გოგო ვნახე-
ისევ გამაწყვეტინა.
-ამისი...ამისი დედაც!
ამისი დედაც! გიჟივით დაიწყო ყვირილი და იქვე სარკესთან მდგარი ნივთები სულ ხელით გადმოყარა...ნუ ვიცოდი მისი რეაქცია რომ ასეთი იქნებოდა,მაგრამ მაინც მის ყოველ მოძრაობაზე და ყვირილზე ვხტებოდი.
-რა ჯანდაბა გინდოდა იქ?!!
ხომ გითხარი რომ არ შეხებოდი ოთახებს ,რომლებსაც არ ვიყენებთ!!! რატომ შეხვედი?!! რატომ?!
ახლა უკვე ჩემს წინ მდგარმა დაიწყო ყვირილი.
-დამაცდი?!! უკვე მეც ვუყვირე,რადგან მოთმინება ამომეწურა.
-არა!! არ დაგაცდი ,როდესაც ვიცი რასაც იტყვი...ვერ ვიჯერებ...ვერ ვიჯერებ..ის ნახეეე?!!
ის ნახე?! ის სატანა?!
-სატანა!?? შენ ხომ ის გიყვარდა!
აამ დედა მო**** ულ გრძნობას სიყვარულს ნუ ეძახი!!!!
ის ჩემზე მანიპულირებდა,ეს გრძნობა ნამდვილი არასოდეს არ ყოფილა!
ბოლი ხმაზე მიყვირა და აი გაწითლდა მისი თვალები,სუნთქვა ღრმად დაიწყო...ისე როგორ წინაზე,ამ წამს კი მივხვდი როგორ მეშინოდა!
საწოლიდან წამოვდექი და როგორც შემეძლო უკან დავიხიე.
-დანი-ელ...რ-ას აკეთებ?
სჯობს და-წყნარ-დე...ხმის კანკალით ვუთხარი თან ხელებით ვცდილობდი მის დაწყნარებას .
-შენ ის არ უნდა გენახა!!!!
რამე რომ დაგიშავოს!!
რამე რომ დაგიშავოს!!
თუნდაც თითი რომ დაგადოს შენ ან ჩვენს შვილს ,მთელ მრისხანებას დავაწევ ამ სამყაროს !!
ძაალიან გაანრისხებული ჩანდა რაც მეტად მაშინებდა,მეგონა რომ რაიმეს დაამიშავებდა.

*კარის გაღების ხმა*
ამ ხმაზე პანიკაში მყოფმა გავიხედე კარისაკენ და იქ ასე თუ ისე ნაცნობი სახე დავინახე,აღარ მომიცდია და მისკენ გავიქეცი.
-ჯანდაბა..რა მოხდა...უკან!
მშვიდად საუბრობდა ბიჭი და თან თავის უკან მმალავდა.
დანიელს თვალს არ აცილებდა და ისიც შორიდან უმზერდა.
-რა ჯანდაბა გინდა ტობიას?!!
მარტო დაგვტოვე!
მინდა დაველაპარაკოო!!
მინდა იმაზე შევთანხმდეთ, რომ მისი ჩაკეტვა მომიწევს.
სხვაგვარად ის იქიდანაც კი რაიმეს დაუშავებს!
ისევ ყვირილით წამოვიდა ჩვენსკენ და ხელი რომ ჩემსკენ წამოიღო ტობიასმა გააჩერა.
-არა დანიელ, ახლა ცუდ მდგომარეობაში ხარ,გოგოს ეშინია..სხვა დროს დაელაპარაკე.
-გაიწიე და კატერინა ოთახში დატოვე,მეტად აღარ გავიმეორებ.
ღრინვით თქვა,რაზეც უკვე ცრემლები მომაწვა ,სულ ვკანკალებდი შიშისგან! -დანიელ შენ თავს ვერ აკონტრ-
-ამისი დედაც!! ჩემმი ქალი გამოუშვი!! დაგავიწყდა ვინ ვარ!!!
მე ბელადი ვარ,როგორ ბედავ და წინაღმდეგობას როგორ მიწევ?!!
ის დანიელი აღარ იყო...ის ნამდვილად არ იყო დანიელო...მეშინოდა მისი....მისი ძაალიან მეშინოდა.
-ამისი..ასეთი რა გააკეთე უტვინო გოგო? უკმაყოფილო სახით გადმომჩურჩულა,რაზეც უბრალოდ ცრემლები გადმოვყარე და მხრები ავიჩეჩე.
-დანიელ ...გთხოვ უბრალოდ შენთან საუბარი მინდა.
კატერინა გავუშვათ ცოტახანს ,თავის ოთახში იქნება.
ვხვდებოდი რომ ტობიასი მის დააყოლიებას ცდილობდა და გაადავწყვიტე მეც მივხმარებოდი!
ახლა ეს არსება დანიელი აღარაა ის მხეცია ,რომელიც ვერ აკონტროლებს თავს,მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო ასეთ მომენტში.
-ხო დანი-ელ...აქვე ვიქნები,ცოტახანში გავაგრძელოთ ლაპარა-კი ხო??
ჩემმი მანგო უნდა გავსინჯო.
ყველანაირად ვცდილობდი ღიმილით მეთქვა ,მაგრამ ხმა მაინც მიკანკალებდა მომენტებში,მაგრამ საბედნიეროდ დანიელი დამეთანხმა და გამომიშვა!
-კარგი,მაგრამ ოთახიდან არ გახვიდე ,მალე მოვალ მეც.
თითქოს დაბალი ტონით მითხრა ,მაგრამ ესეც კი საშიში იყო მისი ხმა.
-წადი სწრაფათ!
თვალებით მანიშნა და თან ჩუმად იჩურჩულა ტობიასმა,რაზეც უკან მოუხედავად გაავიქეცი კოლიდორში და ბოლოში მისული ერთ-ერთ ოთახში შევედი.
ჯერ კიდევ ამოვარდნაზე მქონდა გული!
ეს რა იყო?!
ყოველ გაბრაზებაზე ასეთი უნდა გახდეს?!!
მასთან როგორ ვიცხოვრო?!
შვილი როგორ უნდა ავღზარდო?!
კი მესმის რომ შვილი მოუკლეს !
ისიც მესმის რომ ადამიანი მოუკლეს ,რომელიც მისთვის ძვირფასი იყო,ისიც მესმის რომ იმედები გაუცრუეს და მოატყუეს ,მაგრამ საჭიროა ასეთად იქცე!!???
აი ამ ფიქრებში კი ბოლო ხმაზე ავტირდი.

ცოტახანში რომ დავწყნარდი და თვალები რომ დავითხარე ტირილით,გადავწყვიტე დრო რამით გამეყვანა და ბიბლიოთეკაში შევედი ,წიგნი ავარჩიე და მისი კითხვა დავიწყე.
სახლში უცნაური სიჩუმე იყო,მე კი ძაალიან მაინტერესებდა რას აკეთებდნენ,მაგრამ ჩემთვის მთავარი ის იყო რომ არ ჩხუბობდნენ,დანარჩენი ამ წამს უმნიშვნელოა.
კარგად ისაუბრონ  რამდენხანსაც უნდათ და იქნებ დაამშვიდეს  დანიელი.

წიგნს ვკითხულობდი უეცრად კი კარი გაიღო და იქიდან ტობიასი შემოვიდაა.
წიგნი გადავდე და გაკვირვებული მზერა მივაპყრე..მიკვირს რომ ის შემოვიდა და არა დანიელი.
-რა ხდება? დაწყნარდა?
ვიკითხე ინტერესით,რაზეც თავისი ბნელი და ცივი თვალები მომანათა.
-იცი ასეთი დებილიც არ მეგონე.
თვალები გამიფართოვდა..რა დავაშავე?!!
-რა? გაღიზიანებულმა ვიკითხე.
-რა რა?! რატომ ყოფ იმ საქმეში ცხვირს ,რომელიც არ გესაქმება?
ისეთი ზიზღით მკითხა ცოტახანს თვალი ავარიდე .
-რამ გაფიქრებინა რომ ღირდა შესვლა  ისეთ კარში ,რომელიც არ იყო და უეცრად გაჩნდა.
-საიდან უნდა მცოდნოდა?
ის სასახლე უდიდესია!
ბრაზით ვუპასუხე.
-მიზეზები არ გელევა,მაგრამ რა იქნება ამის გამო რომ თავი დაიღუპო?
წარბის აწევით მკითხა.
-დავიღუპო?
-სწორედ რომ დაიღუპო...სავარაუდოდ მან იცის შენს შესახებ,იცის ვინც ხარ...არ გაჩერდება სანამ რაიმეს არ დაგიშავებს.
რატომ მოიხსენიებს მხოლოდ "მან"-ით და რატომ გგონია რომ იქიდან დამწყვდეული რაიმეს დამიშავევს?!
-ის ხომ ჩაკეტილია?
ამაზე მან ჩაიცინა .
-საყვარელო ის ძაალიან ძაალიან  ცბიერია ...მოხერხებული და მანიპულირებაც მასზე უკეთ არავის გამოსდის!
-თუ ასეა აქამდე გაითავისუფლებდა  თავს,რადგან იქ რომ ვიყავი ამას მევედრებოდა რომ დავხმარებო-
ჩემთვის დაბალ ხმაზე ვიძახდი და არ დაამამთავრებინა.
-ის წამლებითა გაბრუებული,რადგან ფსიქოლოგირად არამდგრადია,გიჟია!
მაგრამ ის აცნობიერებს რომ დანიელს სძულს და მზადა მოკლას ჩადენილი დანაშაულისთვის,ამდაგვარად კი არ აქვს სურვული გარეთ ყოფნის,მაგრამ შენზე რომ გაიგოს,ოოო!

-გეყოს გამოცანებით ლაპარაკი! პირდაპირ მითხარი შეუძლია რაიმე დამიშავოს?

-რა თქმა უნდა.
ეს რომ გავიგე უსულოთ დავეცი საწოლზე და გაფართოვებული თვალებით მივაშტერდი იატაკს,ვერ ვიჯერებდი...ანუ ახლა იმაზე მეტ შიში უნდა ვიყო ვიდრე დანიელის გვერდით ვარ!
-კი მაგრამ...მაგრამ..მე მისთვის არაფერი დამიშავებია!
ჟრუანტელმა დამიარა და სულ ავკანკალდი,რადგან დანიელის სიტყვები გამახსენდა თუ როგორ მოკლა ფეხმძიმე უდანაშაულო გოგო,მხოლოდ იმიტომ რომ დანიელის მემკვიდრეს უჩენდა!

-და ვის დაუშავებია რომ?
მან ყველას ცხოვრებაში რაღაც კვალი დაგვიტოვა,ბინძური და მტკივნეული.
სიძულვილით სავსე თვალებით იძახდა ამას ,რაზეც თავისთავად კითხვა გამიჩნდა.
-რა მოხდა იმის გარდა რაც გააკეთა?

-მაგის მეტი რა უნდა გააეკეთებინა?!!! ჩვენ ის საკუთარი დასავით გვიყვარდა,მან კი უმოწყალოდ მოკლა...ასევე მეგობარი და ძლიერი ბელადი წაგვართვა.

-დანიელზე ლაპარაკობ?

-სწორედ რომ დანიელზე...იმის შემდეგ რაც ორსული ლიკო მოკვდა,ის შეიცვალა....ის აგროვებდა ქალიშვილ გოგონებს და ძალით ყავდა დამწყვდეული სასახლეში იმის იმედით რომ მთვარე ისევ აირჩევდა ქალს ,რომელიც დაფეხმძიმდებოდა.
ეგონა რომ ეს დანაშაულის გრძნობას გაუქრობდა,ეგონა რომ ამით თავის ოჯახს იმედებს გაუმართლებდა.

-ეგონა??! მას ოჯახიც ყავს?

-ხო ეგონა,მაგრამ არ ვიცი,ჯერ კიდევ მხეცივით იქცევა ?როდესაც ბრაზდება.
ადრე ასე არ იყო,მისი ოჯახი აქედან შორსაა ,ახლა ჩვენ ვართ მისი ოჯახი.

-მათ მიატოვეს?

-არა..უბრალოდ მისგან თავი შორს დაიჭირეს...ის ხომ..ის-

-ის რა?

-ვერ გეტყვი...დაივიწყე.

-დავივიწყო?? ვერა!!
მინდა ვიცოდე როგორი კაცის გვერდით მიწევს ჩემმი დარჩენილი ცხოვრების გაატარება თან ძალით,ამის უფლებაც აღარ მაქვს?!
ის მაინც ჩუმად იყო და უბრალოდ თავი ჰქონდა ჩახრილი,მე კი უკვე სიბრაზისაგან სულ გადაწითლებული ვიყავი.
-მხეცი ვარ,რომელმაც სამმი უდანაშაულო გოგო მოკლა.
და აი ამ ხმაზე მეც და ტობიასმაც კარისაკენ გავიხედეთ...კარში კი დანიელი იდგა თავ ჩახრილი და ზემოდან არაფერი არ ეცვა.
-დანიელ...ხომ გითხარი რომ დამშვიდებულიყავი და ისე გამოსულიყავი,ახლა ჯერ კიდევ არ ხარ ფხიზლად.
მისკენ ტობიასი წავიდა,თითქოს ცდილობდა ის ფაქტი გაადაემალა რაც მან ამ წამს თქვა და რაც გავიგე.
-სამი?? სამი უდანაშაულოო გოგო მოკალი?! რას ქვია მოკალი ,რატომ?
ტირილით წამოვდექი ფეხზე და მისკენ წავედი.
-მართლა ურჩხული ხარ თუ ვინ ხარ?!ბოლო ხმაზე ვიყვიროდი და ვტიროდი.
-შენს გვერდით როგორ უნდა ვიცხოვრო??
ის უბრალოდ გაუნძრევლად იდგა და არაფერს არ აკეთებდა,ცოტახანში ტობიასის ხელები ვიგრძენი მკლავზე.
-რას აკეთებ?!! ეს უშველის ამ წამს?!! უარეს აკეთებ!! უკან დაიხიე სულელო!!
ისე გამწია კინაღამ წავიქეცი,წონასწორობა რომ არ შეემენარჩუნებინა.
-დანიელ წამოდი დავილაპარაკოთ.
ტობიასმა დანიელი ხელით გაიყვანა ფაქტობრივად,სანამ მე შორიდან ვუცქერდი ორივეს ,იქამდე მანამ ოთახი არ დატოვეს.

არა...დაუჯერებელიააა!
დაუჯერებელია რომ ასეთია ან იყო!
რა მნიშვნელობა აქვს...აი რას გულისხმობდა ლუი, როდესაც თავისიანებს ეუბნებოდა რომ ის მე ჩამკეტავდა და მომკლავდა,რადგან ადრეც მოქცეულა ასე!
რა დაემართა?! ეს როგორ გააკეთა?! გული არ აქვს!?
ამ წამს ძლიერ მინდოდა ტირილი,რადგან ერთ-ერთი საიდუმლო გავიგე,თან როგორი მწარე!
კიდე ვინ იცის რას მალავენ!
აქ არავის ნდობა არ შეიძლება, საერთოდ არავისი!
ერთ წამს მეგონა რომ დანიელი კარგი პიროვნება იყო,მის მიმართ რაღაც აღუწერელიც კი ვიგრძენი,მაგრამ ახლა იმედები გამიცრუვდა,მასზეც და ჩემზეც !
რადგან დავუშვი და მისნაირი შემოვუშვი გულში, თუნდაც ერთი წამით!
ელი...ის მეუბნებოდა რომ გოგო გაგვეთავისუფლებინა და ის დაგვეხმარებოდა,ანუ იმ მკვლელ შეშლილზე იძახის?!!
როგორ ვენდე!
ვინ იცის რას მიპირებდა და რა ჰქონდა გეგმაში!
სწორედ ამიტომ ვიძახი რომ არავის არ უნდა ვენდო აქ...მე მალე...მალე...აქედან გაქცევას ვცდი ,მანამდე კი კარგად დავგეგმავ ყველაფერს..აქ გაჩერებით თავს დავიღუპავ.

1 საათის შემდეგ:
შეშლილივით ვიჯექი სულ მარტო ოთახში და ოთახის ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული და ამადროულად ყველაფერზე ვფიქრობდი,იმაზეც კი რომ ღიაა ფანჯრიდან გადავმხტარიყავი და ეს არეულობა დამესრულებინა.
ვიღაც იფიქრებს ჩემს შემხედვარე რომ სუსტი ვარ!
არა...არ ვარ სუსტი,უბრალოდ დავიღალე...ადამიანები განა არ იღლებიან?
მეც დავიღალე სიცოცხლით,მხოლოდ სიცოცხლით...ყოველდღე უბრალოდ ვსუნთქავ ,ჩემმი გული ფეთქავს,ვჭამ,მძინავს...აღუწერელ შიშს ვგრძნობ,თავი სულ საფრთხეში მგონია,ვფიქრობ რომ მეორე დღეს გაღვიძებულს რაიმეს დამიშავებენ.
მტკივა,მტკივა გესმით?!
მე იმისათვის დავიბადე ამ სამყაროში რომ უბრალოდ დავიტანჯო?
ნუთუ არ დადგება დღე ,როდესაც მეც ბედნიერი ვიქნები!
მაგრამ მის გვერდით???
მის გვერდით!!?
ის მკვლელია! ის მხეცია!
მე მის გვერდით ვერ ვიქნები ბედნიერი,რადგან როდესაც შევხედავ თვალებში მე სულ იმ სამი უდანაშაულო გოგონას სულს დავინახავ,სიცოცხლე რომ წაართვა!! შევხედავ და მხოლოდ შიშს ვიგრძნობ მის მიმართ,სულ ასე იყო..მის მიმართ ყოველთვის შიშს განვიცდიდი,ყოველთვის!

-სადამდე უნდა იჯდე ესე?
სრულიად არსაიდან გავიგე ეს კითხვა და თვალების ცეცება დავიწყე,მანამ ბოლოს ტობიასზე არ გავაჩერე მზერა.
-აქ როდის შემოხვედი?
ვიკითხე ზანტად დაბნეულმა,რაზეც თავი გაქნია.
-მაშინ ,როდესაც შენ სულელივით იყავი გაშტერებული.
მითხრა და უინტერესო მზერით გამისწორა თვალი,მეც იგივე ნაირად თვალი გავუსწორე და ჯიუტად არ გავიხედე ,ისე რომ ბოლოს თვითონნვე ამარიდა თვალი.
-რა გინდა აქ? უნდა დამცინო? მეჩხუბო? დამარიგო? სულ ერთია წინასარ იცოდე.
ვუთხარი ცივად და ფეხზე წამოვდექი. -სულ ერთი არაა თუ დანიელი დაიკარგება შენს გამო,რადგან მისი ტომის წევრები არც ისეთი კარგად მოგექცევიან.
თქვა მაცდური ღიმილით,რაზეც შუბლი შევკარი.
-რატომ უნდა დაიკარგოს ?
პატარა უპატრონო ლეკვი კი არაა.
ვთქვი და ცოტახანში მივამატე.
-საკმარისად დიდია იმისათვის რომ სახლიდან არ გაიქცეს თინეიჯერი ქალიშვილივით.
ამ წამს სრულიან სასაცილოდ მოვიხსენიებდი დანიელს და ვამცირებდი თანაც სპეციალურად.
-რა იყო დაინახე?
მკითხა წარბის აწევით,რაზეც თავი დავუქნიე.
-ხო დავინახე როგორ გაიქცა და გაუჩინარდა ტყეში .
ვთქვი უინტერესოდ და იქვე ჩამოვჯექი.
-ხო,ანუ იცი რომ სახლში არაა..მერე ? არ გირჩევნია ეგ შენი პატარა პირი მოხურო,სანამ ყელში არ ამომსვლია შენი სითავხედე და თავი არ წაამიცლია შენთვის.
ზიზღიანი სახით მითხრა ,რაზეც ბრაზისაგნ ისევ ფეხზე წამოვდექი.
-აბა რას ითხოვ ჩემგან?!! მასზე ვინერვიულო?!! სულ არა,ყველაზე ნაკლებად!
ვუთხარი ყვირილით და მის გვერდით გაბრაზებულმა გავიარე.
-ჰეე!! სახლს არ გასცდე!
მომესმა უკნიდან მისი ყვირილი,რაზეც მეც უკან მივუბრუნდი და მივაძახე.
-სახლს არა,შენ მინდა გაგცდე!
წინადადებას რომ მოვრჩი პირველი სართული გაბრაზებულმა ხმაურიანად ჩავირბინე და რომელი ოთახიც მომხვდა თვალში შევედი!
ჯერ მოხვეული კიბის ჩავლა მომიწია შემდეგ კი მივხვდი რომ ეს ოთახი არც მეტი არც ნაკლები სარდაფი იყო,მაგრამ არა ისეთი სარდაფი როგორებიც საშინელ ფილმებშია...ბნელი და სულისშემძვრელი,პირიქით!
პატარა ბიბლიოთეკად იყო მოწყობილი და ძაალიან კომფორტული ჩანდა!
მეც გადავწყვიტე ცოტახანს ყველაფერს მოვწყვეტილიყავი და წიგნების დათვალიერება დავიწყე,მინდოდა უბრალოდ ყველა წიგნი წამეკითხა და აქედან აღარ გავსულიყავი..აღარ მინდა ჩემს რელურ ცხოვრებას დავუბრუნდე.

5 საათის შემდეგ :
იმდენი ვიკითხე ვერც გავიგე დრომ როგორ გაირბინა  და თან იმდენად მოვწყდი რეალურ სამყაროს ყველაფერი დამავიწყდა და იმაზეც კი არ მიფიქრია თუ რატომ არავინ არ ჩამოდიოდა და რატომ არ "მამოწმებდა"
მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა ვიღაცამ რომ შეშლილივით შემოხსნა კარი,ისე თითქოს წიხლით გააღო!
იმხელა ხმა იყო უეცრად შევხტი და პატარაზე წამოვიკივლე,მაგრამ ტობიას რომ მოვკარი თვალი ,რომელიც კიბებზე ჩამოდიოდა თვალები გაადავატრიალე..საინტერესოა რა ჯანდაბა უნდა!
-ადექი აქედან მიმყავხარ!

-რა? რატო?

-ნუ სვავ კითხვებს! ასეა საჭირო!
თქვა და უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი.


-სად მიგყავარ?რატომ?

-გეტყოდი ,მაგრამ როგორც მახსოვს შენ თქვი რომ არ გაინტერესებს.
მითხრა გააღიზიანებული ტონით,რაზეც დაბნეულმა შევკარი შუბლი.
-დანიელი...რა მოხდა?
მივხვდი რომ ეს დანიელს ეხებოდა და მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ცოტა არ ავნერვიულდი.
-რა მოხდა და ვერ ვუკავშირდები!

-შეიძლება ტ-ელეფონი დაუჯდა.
ვეღარც გავაცნობიერე რას ვიძახდი,რადგან ამას ვერც წარმოვიდგენდი ,სანამ არ მიღრიალა.
-სულელო! სხვანაირად ვერ ვუკავშირდები!

-ნუ ყვირიხარ და ადამიანურად ამიხსენი!
მეც არ დავაკელი ყვირილი.
-როგორ აგიხსნა ადამიანურად ,როდესაც მგელი ვარ,შენ ამას ვერ გაიგებ!

-უბრალოდ თქვი!
ეს რომ ვუთხარი ჯერ ცოტახანს მიყურებდა გაღიზიანებული ,სანამ პირი არ გააღო.
-ჩვენ მგლებს კავშირი გვაქვს,რომლითაც ერთმანეთის არსებობას ვგრძნობთ,ნებისმიერ მანძილზე!
ეს მახსოვს რომ დანიელმაც ამიხსნა.
-მოიცა არ მითხრა,რომ დანიელის არსებობას ვერ გრძნობ!
გაფართოვებული თვალებით ვკითხე.
-ვერა..ამაზე პირზე ავიფარე ხელი,ვაღიარებ შემაძრწუნებელი იყო გაგებული,მაგრამ ეს მაინც უნდა მეკითხა.
-და რა დროს ვერ გრძნობენ ამას?

-ეს რომ ვერ იგრძნო ან მკვდარი უნდა იყოს მგელი ან დედამიწის მეორე მხარეს უნდა იმყოფებოდეს.
ეს რომ გავიგე საშინლად ამიჩქარდა გული,რადგან გავიაზრე მისი ნათქვამი..ანუ შეიძლება დანიელი მკვდარია?
არ მესიამოვნა ამის გააზრება,არ მესიამოვნა კიარა ცრემლით ამევსო თვალები და ძლივს შევიკავე თავი არ მეტირა მის წინ!
-ის ვერ მოკვდებოდა ხო?
ძაალიან ძლიერია..არ მოკვდებოდა!
ხმის კანკალით ვუთხარი,რაზეც თავი გააქნია.
-ძლიერი და არა უკვდავი.
მიპასუხა და შემდეგ ხელი მომკიდა მაჯაზე.
-სასახლეში წაგიყვან ,რადგან იქ ხალხია რომ ყურადღება მოგაქციონ,მე უნდა წავიდე სხვებთან ერთად და დანიელი მოვძებნო ,შენ კი აქ მარტო ვერ დარჩები.
შედარებით ცივილიზებულად მითხრა და იმის მიუხედავად რომ არ მინდოდა იმ საშინელ სასახლეში დაბრუნება ,დავეთანხმე და უკან გავყევი.

მე და დანიელმა როგორც ჩანს გუშიინ ნახევარზე მეტი გზა გამოვიარეთ მანქანით,რადგან სულ რაღაც საათ ნახევარში ადგილზე ვიყავით მე და ტობიადი,სასახლე კი ისევ ისე გამოიყურებოდა როგორიც დავტოვე !
მეც კი არ ვიცი რატომ ,მაგრამ ამ სასახლეს რომ ვუყურებ სულ ცუდი გრძნობა მიჩნდება და ვიძაბები,ნამდვილად საშინელი აურაა!
სასახლის კარი უკვე უსიამვნო გრძნობით შევაღე და ჩაბნელებულ სასახლეს გადავხედე..დღეს მოღრუბლული ამინდია და აქ განსაკუთერებულად ბნელა,მე კი ეს მეტად მიქმნის ცუდ განწყობას.
ვეღარაფერზე ვერ გადავიტან მგონი ყურადღებას,რადგან სულ იმაზე მეფიქრება სადდა დანიელი და თუ მართლა...თუ მართლა...არა...ამას ვერც გავიფიქრებ,ის ვერ მოკვდებოდა ხო?

ჩემს ოთახში უთქმელად მიმაცილა ტობიასმა და იმის შემდეგ რაც ოთახში შევედი ,ზურგი მაქცია და კარის გახურვამდე მითხრა.
-ფაქტობრივაფ მთელი კლანი მის საძებნელად მივდივართ.
რამდენიმეს ვტოვებთ და თუ დახმარება დაგჭირდა დაუძახე მათ,დაახლოვებით 1 საათში კი ლუი და რამდენიმე ბიჭიც მოვლენ აქ ,ასე რომ არ შეგეშინდეს.
მიკვირდა რომ კარგად მელაპარაკებოდა და თან მგონი იმაზეც კი დარდობდა მე შემეშინდებოდა თუ არა,მისთვის სულ ერთი არ უნდა იყოს?
-კარგი...მხოლოდ ეს ვუპასუხე მორცხვად ,რადგან თავი უხერხულად ვიგრძენი ტობიასი ასეთ ამპულაში რომ დავინახე.

ტობიასმა რაც დატოვა სასახლე იმის მერე უბრალოდ ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურები.
მგონია რომ დანიელი წუთი წუთზე დაბრუნდება,მაგრამ არ ვიცი ...რატომღაც ჯერ არ ჩანს.
ამ ფიქრებში ჩაძირულს გვიანღა გამახსენდა ერთი ადამიანი,რომელიც თურმე სულელივით ცდილობდა ჩემს ჩათრევას რაღაც გაურკვეველ საქმეში,მიზეზი კი ჯერ კიდევ არ ვიცი!
რატომ უნდა მოგინდეს მისნაირი ადამიანის გათავისუფლება?
ეს რაში დასჭირდა!
ელი...მინდა ვნახო და პასუხი მოვთხოვო ეს რატომ გააკეთა!
ფეხზე წამოვდექი და გადავწყვიტე ზედმეტი რომ არ მეძებნა იმ ბიჭებისთვის მეთხოვა ,რომლებიც აქ არიან რომ ელი ენახათ სასახლეში !
ბევრი ვიარე ცარიელ სასახლეში ,რომელშიც მხოლოდ რამდენიმე მოსამსახურე დაიარებოდა,მაგრამ ვერც ის ბიჭები ვნახე და ვერც ელი...ცოტა არ იყოს შიშით დავდიოდი,რადგან ეს სასახლე ისედაც უსიამოვნო გრძნობებით მავსებს და სულ სიცარიელე რომმა და თან ასეთი სიბნელე მეტად მეშინია .

პირველ სართულზე ჩამოვედი და მგონი უკვე მესამეს დავიწყე ყოველი ოთახის შემოწმება და იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ მოველოდი,ოთახიდან გამოსულს მისაღებში ელი დამხვდა .
ზურგით იდგა და რაღაცას აკეთებდა ,არც კი ვიცი რას!!
მისკენ გაკვირვებული წავედი და მხარზე დავადე ხელი ,რადგან როგორც ჩანს ვერც მიხვდა რომ აქ ვიყავი .
უეცრად ისეთი შეშლილი სახით შენოტრიალდა ჩემსკენ ცოტა შევხტი და უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით!
თმა სულ აჩეჩილი ჰქონდა,თვალები კი ისე ჰქონდა ჩასიებული თითქოს ორი კვირაა არ უძინიაო ...მისი გამომეტყველება სრულიად უცხო იყო და არ გავდა იმ ელის ,რომელიც გავიცანი.
-ე-ლი..რასაკეთებ აქ?
დაბნეულმა ვიკითხე,რაზეც ასევე დაბნეულმა მიპასუხა და ცოტა ანერვიულებულმაც?
მგონი საერთოდ არ მოელოდა ჩემს აქ ნახვას.
-მე უბრალოდ..რაღაცას ვეძებდი...ჩემმი უნიფორმა არ გინახავს? სახლი უნდა დავალაგო.
ეს ყველაზე უცნაური პასუხი იყო რასაც კი მისგან მოველოდი,ამიტომ მეტად დამაბნია მისმა სააქციელმა.
-ელი კარგად ხარ?
ესღა ვკითხე ყველაფრის შემხედვარემ,რაზეც პატარაზე გაიცინა.
-ოოო..ასეთი კარგად არასოდეს ვყოფილვარ პრინცესა!
მითხრა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ ,ისევ ის
შეშლილი და არეული გამომეტყველება ჰქონდა ,მე კი უკვე მეშინოდა მისი!
-რა გჭირს? გაფართოვებული თვალებით ვკითხე და სულ დამავიწყდა რისთვის ვეძებდი.
უკან -უკან ვიხევდი და თან რატომღაც თვალებს ვაცეცებდი და ვფიქრობდი საით გავქცეულიყავი თუ ამის საჭიროება იქნებოდა.
-პრინცესა რისი გეშინია?
ასეთი თვალებით რატომ მიყურებ? ალბათ ნერვიულობ ხო?
გავიგე რომ დანიელი დაიკარგა.
ეს რომ თქვა უეცრად თვალი მის უკან კარზე გამექცა,რომელიც ღია იყო...ეს კარი..ეს კარი მეცნობოდა...ეს ის ...ეს ის კარიააა!! ის კარიაა!!
-შენ რა ის კარი გააღე?! რატომ!!?
უკვე ანერვიულებულმა ცოტა მაღალ ხმაზე ვკითხე .
-რა კარზე ლაპარაკობ?
ცდილობდა ეს ფაქტი დაემალა ჩემთვის,მან რაღაც ჩაიდინა!
ამაში დაარწმუნებული ვარ.
-რა ჩაიდინე ელი?!!
ვიკითხე და თან ინსტიქტურად მისი ხელებისაკენ წავიღე მზერა და აი შევამჩნიე სისხლი ,რომელიც მის ხელებზე იყო!!
სულ გამაჟრიალა შიშისაგან ,მითუმეტეს იმაზე ფიქრში თუ რატომ და რისთვის იყო ეს სისხლი მის ხელებზე..მინდოდა არ შემემჩნია რომ მეშინოდა ,რადგან ახლა უნდა მყარად დავდგე!
დანიელის დაკარგვაში მასაც რაღაც დანაშაული მიუძღვის მგონი!
-რა ჩაიდინე?!!
კიდევ ერთხელ ღრინვით ვკითხე და შეკრული შუბლით წავედი მისკენ,მზად ვიყავი რომ დავპირისპირებოდი,ოღონდაც გამეგო რა გააკეთა.
-უკან დაიხიე პრინცესა არ მინდა რაიმე დაგიშავო,მე შენ არ გერჩი საქმე ბატონ დანიელთან მაქვს.
ბოლო სიტყვები ზიზღით წარმოთქვა.
-რა დაგიშავა მან?!
ვუყვირე გაბრაზებულმა.
-რა დამიშავაა?! როგორ მისვამ საერთოდ ამ კითხვას?!
რაიმე იცი საერთოდ ჩემზე?
მიყვირა თვითონაც.
-ვიცი რომ დიდიხანია აქ ხარ მის გამო ,მაგრამ როგორ გაიმეტე სიკვდილისთვის?!
ის ცუდად არ გექცეოდა!
ვუყვირე ბოლო ხმაზე ,რაზეც მომიახლოვდა და ხელი მკრა.
-არაფერი არ იცი!!
მე ის ამის გამო არ მძულს!!
უეცრად ცრემლები წამოუვიდა,რაზეც სულ დავიბენი..თუ არა ეს,მაშინ რა?
-რა მოხდა?
უკვე ცოტა მშვიდად ვკითხე,რადგან ვხედავდი რა მდგომარეობაში იყო.
-მან მე საუკეთესო მეგობარი მომიკლა! უმოწყალოდ!
იმხელა ხმაზე ყვიროდა და ტიროდა რომ მეგონა ეს სასახლე იძროდა
მისი ყვირილით...ის..ის..სამი გოგო!
ვაცნობიერებდი რაზეც ლაპარაკობდა.
-დანიელმა ერთ წელს ერთმანეთის მიყოლებით სამი გოგონა მოკლა!! რატომ?! ჩემს ანიტას მისთვის არაფერი არ დაუშავებია!
ისეთი სასოწარკვეთილი იყო მეცოდებოდა.
-იმის შემდეგ ვცდილობ დანიელს ვანანო ეს საქციელი!
ეს ამისათვის უნდა დაისაჯოს!
თქვა და ცრემლიანი თვალებით გამოიქცა ჩემსკენ ,ხელებში მწვდა და შეშლილი მზერა მომაპყრო!
-გაიქეცი აქედან სანამ დრო გაქვს! გაიქეცი გესმის!!?
-რა გააკეთე?
მხოლოდ ესღა ვკითხე,სანამ ღია კარში ერთ სხეულს არ მოვკარი თვალი,თავი გადავწიე რომ უკეთ დამენახა და მას მეორე სხეულიც მოყვა..ორივე სისხლში ცურავდა.
-შენ მოკ-ალი?
ცრემლიანი თვალებით ვკითხე.
-კი,რადგან მიხვდნენ რომ ეს მე ჩავიდინე.
-რ-ა ჩაიდინე?
შეშინებულმა ვკითხე.
-ის თავისუფალია და თუ გინდა რომ გადარჩე აქედან წადი,ძაალიან შორს!
ეს რომ გავიგე მისი ხელები უხეშად მოვიცილე.
-დანიელი..დანიელი მის გამო დაიკარგა?
ამას კითხვაც არ უნდოდა ,რადგან ამის პასუხი ცხადი იყო...რა ვქნა?
გავიქცე და თავს ვუშველო თუ დანიელის გადარჩენა ვცადო?

უკან დავიხიე შეშინებულმა... სულ ვკანკალებდი,ვერ წარმომედგინა რა უნდა გამეკეთებინა მის გარეშე ,თან ბავშვთან ერთად!
ამაზე აქამდე არ მიფიქრია,საერთოდ არ მიფიქრია,მაგრამ ახლა მივხვდი რომ მის იქით ჩემმი გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!
მე რომ წავიდე...დანიელი როგორ იქნება?
კარგად იქნება?
იქნებ მოკლან?
ათასი კითხვა ამომიტივტივდა თავში ერთ წამში და მეც აღარ ვიცოდი უკვე რას ვფიქრობდი ან რას ვგრძნობდი,მილიონი ემოციის ქვეშ ვიყავი!
-ეს არ უნდა გექნა...
ხმის კანკალით ჩავილაპარაკე და ცოტახანში ყვირილით გავიმეორე.
-ეს არ უნდა გექნა!!!
ელი არ მპასუხობდა და უბრალოდ თავჩახრილი იდგა ცოტახანს,სანამ თავი ნელა არ ამოწია და არ მითხრა.
-განა შენც ეს არ გინდოდა?
მისგან წასვლა.
ვატყობდი როგორ ეპარებოდა მაცდური ღიმილი და იმასაც ვხვდებოდი რას ცდილობდა...ცდილობდა თავი დამნაშავედ მეგრძნო ,ცდილობდა იმედი დამეკარგა და უკან მოუხედავად წავსულიყავი აქედან...მაგრამ...მაგრამ...ერთი მტკიცე გაადაწყვეტილება მივიღე ამ ერთ წამში და ვთქვი .
-ა.   რ.   ა.  .
სიმწრით წარმოვთქვი ყოველი ასო და თან მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი .
-ამით წარსულს უკან ვეღარ დაიბრუნებ!
ვერც შენს მეგობარს ვერ დააბრუნებ,ამაზე უნდა გეფიქრა ამას რომ სჩადიოდი.
ვუთხარი ბრაზით და მაჯაზე ვტაცე ხელი ისე რომ ფრჩხილები ერჭობოდა მის კანს.
-შენ ცდილობ რომ ასე უბრალოდ სულელივით თავიდან მომიცილო რათა აქედან წავიდე და შენც სუფთად გამოხვიდე ამ საქმიდან ხო?
ვუყვირე ,მაგრამ იმ წამსვე მოვკეტე პირი რაღაც რომ გავიაზრე..ახლა რომ ვუთხრა ჩემმი ჩანაფიქრი ,არამგონია ამ ჩანაფიქრის აღსრულება შევძლო,ვინ იცის რას დამიშავებს!
ის შეშლილია!
გაბრაზებულ გულზე სწორ დროს მივხვდი ამას და იგივე ტონით მივამატე.
-კარგი!! კარგი წავალ,მაგრამ თუ ეს გეგმა ჩაგეშალა და თუ დანიელმა მიპოვა მაინც ,შენს თავს დააბარალე რაც მოგივა.
ვემუქრებოდი თან ძაალიან სახიფათო ტონით,მაგრამ მე რისი გამკეთებელი ვიყავი განა?
არ ვიცი დავაჯერე თუ არა და ამაზე ფიქრში არც დამიკარგავს დრო,უბრალოდ ხელი ვუშვი და ძაალიან მშვიდად ვაქციე ზურგი,შემდეგ კი ასევე გავიარე პატარა მანძილი და კედელს რომ მოვეფარე უკვე ,რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი !
ტობიას უნდა დავუკავშირდე, ან რომელიმე მათგანს და გავაგებინო სინამდვილეში რა ხდება..ეს უნდა გავაკეთო!
ეს უნდა გაავაკეთო!
უნდა მოვასწრო!
უნდა შევძლო!
ერთი და იგივეს ვიმეორებდი გონებაში და გაუჩერებლად მივრბოდი!

სასახლე სახიფათოთ ცარიელი იყო და სიჩუმე კი ჩემში  დატრიალებულ შიშს მეტად ამძაფრებდა!
კარი გიჟივით შევგლიჯე და პირდაპირ ტელეფონს ვეცი,ვიცოდი რომ ასე უბრალოდ არ დამიჯერებდა და იმასაც კარგად ვხვდებოდი რომ ცოტა დრო მქონდა ინფორმაცია ტობიასისთვის რომ გადამეცა!
ნომერი ძლივს ავკრიფე ,რადგან ხელები მიკანკალებდა!
მეც ვერ ვხვდებოდი რითი დამეწყო რომ მომესწრო მისთვის ყველაფრის თქმა ,ხმა არ ამომდიოდა თითქოს,სუნთქვა ყელში მქონდა გაჭედილი!
ზარი გაადიოდა ....ძაალიან ნელა...მე კი მოუთმენლად ვაკაკუნებდი ხელებს მაგიდაზე ...მიპასუხე ტობიას!
მიპასუხე!
-გისმენ.

-ტობიას! კატერინა ვარ...კარგად მომისმინე ახლა ,ცოტა დრო მაქვს!
კაჰალია თავისუფალია!
დანიელი კი მას ყავს .

სიჩუმე....

-რა? დაუჯერებელია!! რას ქვია თავისუფალია? ვინ გამოუშვა...არა..შენ სად ხარ?

-სასახლეში ვარ ...მეშინია,რადგან აქ ვინც დატოვეთ აღარ არიან ცოცხლები
ისინი-
ვეღარ დავასრულე გული რომ გამიჩერდა მის დანახვაზე !
კარებში შემოდგა ფეხი და ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ თუ ვეტყოდი აქვე დაასრულებდა ჩემს სიცოცხლეს!
-რას ქვია აღარ არიან ცოცხლები!!
ვინ დახოცა!?? საფრთხეში ხარ...დიდ საფრთხეში!
კატერინა! გესმის ჩემმი ? კატერინ-
ტელეფონი გავთიშე და ნელი მოძრაობით დავდე ადგილზე,თან ისე რომ ელის ვუყურებდი თვალებში,ძაალიან მეშინოდა მისი შემდეგი მოქმედების.

-მე შანსი მოგეცი..შენ კი რას აკეთებდი?!
ბოლო ორი სიტყვა იყვირა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, რაზეც შეშინებული გავიქეცი !
ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რომ მას ხელიდან დავსხლტომოდი,მალე ტობიასი მოვა და გადამარჩენს...დანიელსაც გაადარჩენენ.

-მოდი აქ პრინცესა ,ტყულად გამირბიხარ ,მაინც ვერსად ვერ წამიხვალ.
ფსიქოპათი იყო!!! ნამდვილად არ იყო ნორმალური...განა ასე გააგიჟა მეგობრის დაკარგვამ ის!?
-გთხოვ! შეწყვიტე...
ხმის კანკალით ვუთხარი და ჩემს გასწვრივ მოშორებით მდგარს ,გაფართოვებული თვალებით შევხედე.
-არა..არ გავჩერდები,რამდენიც გინდა მემუდარე!

-ელი გთხოვ! ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ ხარ!
ხმის კანკალით ვუთხარი,რაზეც ჩაიცინა და მიპასუხა.
-ცდები ფისუნია...მე ძაალიან ,ძაალიან ,ძაალიან ცუდი ადამიანი ვარ.
ისეთი ხმით მითხრა გული გამიჩერდა,რადგან ამ სიტყვებით დაამტკიცა მოსალოდნელი საფრთხე ,რომელიც მელოდა.....დაუნდობლად მომკლავს!
ამის გაფიქრება იყო და როგორღაც კუთხეში მომიმწყვდია.
ცხადი იყო რომ ამას მოახერხებდა,ოთახი პატარა იყო და გაასასვლელიც ჩემგან შორს იყო !
პირდაპირ შეშლილი მზერა მომაპყრო,რაზეც მე თვალი ავარიდე მის თვალებს, რომელიც სიძულვილით და ბოროტებით იყო სავსე .
-აბა ფისუნია რა უნდა ვქნათ?
რა გაგიკეთო? მოგკლა თუ უბრალოდ ენა ამოგაჭრა?
ისეთი ღიმილით მეუბნებოდა ,მეტად მაშინებდა,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვმოძრაობდი და მისგან გათავისუფლებას ვცდილობდი ,რაზეც ცოტახანში მიყვირა.
-გაჩერდები თუ დაგაბა მაინც და მაინც!!!
შევხტი და ცრემლით ამევსო თვალები ,რა უნდა მექნა?
გადავრჩებოდი საერთოდ?
ამის გაფიქრება იყო ცოტახანს რომ ჩემმი მზერა სხვაგან გაიქცა და რატომღაც ერთი უსაფრთხო ადგილი გამახსენდა !
ეს უნდა მეცადა..სხვა გზა არ მქონდა!
თუ არ გამომივიდა რაც მაქვს გეგმაში ახლა მომკლავს,ან უცდელად ცოტახანში !
როგორ სჯობს?
იქნებ ვცადო და ისე მაინც მოვკვდე?
გავიფიქრე ეს თუ არა და ნელ-ნელა ფეხი მოვამზადე,შემდეგ კი მთელი ძალით ვკარი წიხლი ,ისე რომ კარგად მოშორებით დაეცა ჩემსგან !
დრო აღარ დავკარგე და პირდაპირ აივნისკენ გავიქეცი!
კარი გავააღე თუ არა და გავედი კარიც გადავკეტე,შემდეგ კი დრო აღარ დავკარგე და ელის საიდუმლო კიბე ჩამოვწიე,თან თვალი ოთახისკენ გავაპარე და შევხტი შუშის წინ რომ ელი დავინახე !
უკვე ფეხზე იდგა და საშინლად სახიფათოდ მიყურებდა,გამაჟრიალა მის დანახვაზე და სულ კანკალით ავიარე კიბე,მეგონა ყოველ წამს რომ ჩამოვარდებოდი ,მითუმეტესს მაშინ რომ დავინახე რომ ელი კარს აღებდა !
რა თქმა უნდა მან იცის საადა გაასაღები !
როგორც კი ოთახამდე ავახწიე ,კიბეს დავხედე რათა მენახა როგორ შეიძლებოდა მისი მოშორება ისე რომ ელი ვერ ამოსულიყო!
დრო ცოტა მქონდა და თან ისეთი შეშინებული ვიყავი საღად ვერ ვაზროვნებდი!
მაგრამ ბოლოს მივხვდი რაც უნდა მექნა და კიბე ადგილიდან მოწყდა ,შემდეგ კი დიდი სიმაღლიდან ხმაურიანად დაეცა ძირს!
მეც ელის დავხედე ,რომელიც უკვე აივანზე შემოვიდა და მე მიყურებდა ქვემოდან,კმაყოფილი არ ჩანდა...თავისთავად,მე ხო მას გაავექეცი!
აღარ მინდოდა მეტად მისი ყურება და სასწრაფოთ მოვხურე ამოსასვლელის პატარა ოთხკუთხედი კარი!
კიდევ კარგი თავი დაავახწიე და განახსენდა ეს ადგილი თორემ ვინ იცის,აქამდე მკვდარიც ვიქნებოდი!
არ ვიცი აქ სადამდე ვიქნები ,მაგრამ მჯერა რომ მომაგნებენ.

2 საათის შემდეგ:
აი მოსაღამოვდა,მე კი ვიჯექი ამ პატარა საყვარელ ოთახში და მისი ფანჯრიდან ვუცქერდი მზის ჩასვლას...სანახაოობა მართლაც წარმოუდგენლად ლამაზი იყო,ზღაპრული და ჯადოსნური.
ცოტა ვმშვიდებოდი ამას რომ ვუყურებდი,მაგრამ მაინც ვერ ვაკავებდი დარდებს, რომლებიც მაწუხებდნენ...დანიელზე ვნერვიულობდი და თან ჩემ თავზე ვბრაზობდი,რადგან წესით არ უნდა ვნერვიულობდე მასზე,მაგრამ რა მჭირს?
რატომ ვდარდობ მასზე ასე ძაალიან,განა მე არ მინდოდა მისგან გაქცევა ყველაფრის ფასად, განა ეს მე არ ვიყავი!?
დღეს შანსიც კი მქონდა,მაგრამ მე უარი ვთქვი წასვლაზე და დარჩენა და მისი გაადარჩენა ავირჩიე!
დიდი იმედი მაქვს იციან ბიჭებმა რა გააკეთონ,იმედია დანიელს დააბრუნებენ.

*ხმაური*
უეცარ ხმაურზე შევხტი და სასწრაფოთ მოვსწყდი ადგილს,რადგან ეს ხმა ამოსასვლელიდან ამოდიოდა.
შიშმა შემიპყრო იმაზე ფიქრით თუ ვინ ცდილობდა აქ ამოსვლას!
ნუთუ ელიმ იპოვა გზა აქ ამოსასვლელად...არა!!
ახლა რა ვქნა?
სასწრაფოთ კარს მივაწყდი და ყური დავადე ,მაგრამ შემდეგ ხმაურზე უკან გადავარდი თან ყვირილით,რადგან მივხვდი რომ კარს აწვებოდა ვიღაც!
შიშით სულ კანკალი დავიწყე და იმით გამიბრუვდა თავი რას მოვიმოქმედებდი ამჯერად!
სანამ ...სანამ...ხმა არ გავიგე.

-კატერინა! კევინი ვარ ,კარი გააღე!
როგორ გამიხარდა მისი ხმის გაგონება,როგორ!
სასწრაფოთ გავაღე კარი და ეს იყო და ეს კევინი რომ შემოხტა ოთახში,ის მგელია ცხადია მოახერხებდა ამ სიმაღლეზე ამოსვლას!
როგორც კი ოთახში დადგა ფეხი აღარ მომიცდია და მთელი ძაალით ჩავეხუტე!
ძაალიან შეშინებული ვიყავი და ცრემლებმა უკონტროლოდ გაიკვლიეს გზა ჩემმი თვალებიდან!
კევინმაც ხელები მომხვია და დამშვიდების მიზნით წელზე რამდენჯერმე ნაზად ატარა ხელი.
-კატერინა მაპატიე  რომ ასე  დავაგვიანეთ.
მითხრა და მეც მოვშორდი მის ტანს.
-არ დაგიგვიანიათ,საერთოდ არა!
ტირილით ვუთხარი ,რადგან მადლიერი ვიყავი  რომ ასე ადვილად მომაგნო .
-როგორ მიხვდი კევინ სად ვიყავი?
ვთქვი და ცოტახანში მივამატე.
-მან გითხრა?
ამაზე მან გაკვირვებული სახე მიღოო.
-ვინ მან ? სუნით მოგაგენი.
მიპასუხა ჩვეულებრივად და მაშინ მივხვდი რომ ჯერ კიდევ არ იცოდნენ მასზე.
მე კი ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მასზე სიმართლე.

-კატერინა..კატერინა? გესმის ჩემმი?
ისე ჩავფიქრდი რომ ამ სამყაროს ცოტახანს გამოვეთიშე,მანამ კევინმა არ გამომაფხიზლა.
-მაპატიე ჩავფიქრდი.
ვუპასუხე მე და იქვე ჩამოვჯექი ,მინდოდა მეკითხა რაღაც,მაგრამ თან თითქოს მეშინოდა.
-კევინ...დანიელზრ ისმის რამე?
და აი შევძელი და ვიკითხე,შემდეგ კი ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე .
კევინმა კი ამაზე ჩაიხვნეშა და მიპასუხა.
-კი დაგვიკავშირდა...ამის გაგებაზე ფეხზე წამოვხტი და კევინს კითხვებით შევუტიე.
-რა??! რაო?! კარგადა?!! სადდა?!
და მივხვდი თუ არა რომ ზედმეტი მომივიდა უხერხულად შევიჭმუხნე და ისევ უკან დავჯექი .
-მას არაფერი არ უთქვამს თუ საადდა ან როგორა...მხოლოდ რამდენიმე
სიტყვა გადმოგვცა .
თქვა და ცოტახანს გაჩუმდა.
-რა თქვა? დაბნეულმა ვიკითხე.
-თქვა რომ წაგვეყვანე სადმე და დაგვემალე ,იქამდე სანამ ბავშვი არ გაჩნდება.
ეს რომ გავიგე თვალები გამიფართოვდა შოკისაგან..როგორც ჩანს იმაზე უარესად ყოფილა ყველაფერი ვიდრე მე მეგონა,სხვაგვარად დანიელი ამას არ მოითხოვდა!
-რ-ატომ? მხოლოდ ეს კითხვა დავსვი ,რაზეც კევინმა ჩაიხვნეშა.
-კატერინა ვხვდები ახლა რასაც გრძნობ,მაგრამ დანიელმა სწორი გადაწყვეტილება მიღოო.
ის შეშლილი ორივეს მოგკლავთ შენც და თქვენს შვილსაც-გავაწყვეტინე.

-დანიელი ხომ ასეთი ძლიერია?!!
ვერ მოერევა  მას?! ვერ დაგვიცავს?
ამ წამს პანიკაში ვიყავი გაგებულით!

-დანიელი ძლიერია ...თან ყველაზე ძლიერი ყველა მგელს შორის!
უბრალოდ კაჰალია ფსიქოლიგიურად ეთამაშენა მას,ის ცბიერი და მოხერხებულია ისე  როგორც გველი...ზედმეტად გამჭრიახი გონება აქვს და არავინ არასოდეს არ იცის მისგან რას უნდა მოელოდეს,არავინ!
ეს რომ თქვა გაამაჟრიალა მთელ ტანში,მხოლოდ მისი წარმოდგენაც კი კმარა რომ მთელ ტანში გამცრას.

-ანუ...ანუ..ახლა უნდა დამმალოთ?
ვერც ვხვდებოდი ეს წინადადება როგორ წარმომეთქვა .

-ხო ...ცოტახანში ლუი მოგაკითხავს და ის წაგიყვანს ადგილას სადაც უნდა იყო,იქ კი ერთ-ერთი ჩვენგანი დაგხვდება,ის გადევნებს თვალყურს ამ რამდენიმე თვის განმავლობაში.
ეს რომ მითხრა ცოტა დავმშვიდდი,რადგან იმედი გამიჩნდა რომ ეს უბრალოდ დროებითია და დანიელი მალე დაბრუნდება !
მაგრამ...მაინც გული მწყდებოდა რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდა,ის თავის შვილის ამ ქვეყნად მოვლინებასაც ვერ ნახავს?

-კატერინა...ვხვდები რა მდგომარეობაშიც ხარ ახლა და ძაალიან მიკვირს,მაგრამ ამავდროულად თითქოს მსიამოვნებს.
მშვიდი ტონით მითხრა კევინმა,რაზეც ჩემმი ფიქრებიდან გამოვძვერი.
-რას გულისხმობ? ვიკითხე ასევე 
მშვიდად ,რაზეც ჩაიღიმა და მიპასუხა.
-დანიელი შეგიყვარდა.



ეს რანაირი თავი იყოოოოოოო, შოკი, შოკი, შოკი, კიდევ მინდაააააააა, ვერ ვწყვეტ ამ ისტორიაზე ფიქრს, წარმატებები და მოუთმენლად გელიიი♡♡

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ოჰ ღმერთოოო, ეს ძაააალიან დაძაბული თავი იყო..
ამ ელიზე როდის უნდა უთხარ კატერინამ ამ ხალხს? სანამ ყველას არ ამოხოცავს ის გოგო ხმის ამოღებას არ აპირებს?

ნუ მოკლედ ელის პირველივე წამიდან ვერ ვიტანდი და კი დაამტკიცა ეს.. შეშლილი ფსიქოპატი..

დანიელმა ის 3 გოგო რატომ მოკლა, გაოგნებული ვარ. ვერც ვამართლებ :'(

აუუუ ბავშვი დანიელის გარეშე უნდა გაჩნდეს? ჩემიიი დანიელიიიიი... კატერინასი არ იყოს მეც მეწყინა შვილის დაბადებას რომ ვერ ნახავს...

არადა როგორ მინდოდა კატერინად და დანიელის ბევრი თბილი მომენტებიი..

ეს დანიელის ბიჭები ძალიან კარგები არიან, მომწონს კატერინაზე ასე რო ზრუნავენ.

ყველაფრის მიუხედავად როგორ ზრუნავს და ფიქრობს დანიელზეეეეე... ძაან საყვარლობაა ^-^

ნუ მოკლედ ძაააალიან მაგარი თავი ოყოო, დაძაბულობისგან სულ დავიჭამე ფრჩხილები :დ

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ^-^

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

სიყვარული გულს გვტკენს
ეს რანაირი თავი იყოოოოოოო, შოკი, შოკი, შოკი, კიდევ მინდაააააააა, ვერ ვწყვეტ ამ ისტორიაზე ფიქრს, წარმატებები და მოუთმენლად გელიიი♡♡

დიდი მადლობაა,ძაალიან მიხარია❤️❤️❤️❤️❤️

《Sunshine》
სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია <3

მადლობა საყვარელო❤️❤️❤️

სტუმარი ანი
ოჰ ღმერთოოო, ეს ძაააალიან დაძაბული თავი იყო..
ამ ელიზე როდის უნდა უთხარ კატერინამ ამ ხალხს? სანამ ყველას არ ამოხოცავს ის გოგო ხმის ამოღებას არ აპირებს?

ნუ მოკლედ ელის პირველივე წამიდან ვერ ვიტანდი და კი დაამტკიცა ეს.. შეშლილი ფსიქოპატი..

დანიელმა ის 3 გოგო რატომ მოკლა, გაოგნებული ვარ. ვერც ვამართლებ :'(

აუუუ ბავშვი დანიელის გარეშე უნდა გაჩნდეს? ჩემიიი დანიელიიიიი... კატერინასი არ იყოს მეც მეწყინა შვილის დაბადებას რომ ვერ ნახავს...

არადა როგორ მინდოდა კატერინად და დანიელის ბევრი თბილი მომენტებიი..

ეს დანიელის ბიჭები ძალიან კარგები არიან, მომწონს კატერინაზე ასე რო ზრუნავენ.

ყველაფრის მიუხედავად როგორ ზრუნავს და ფიქრობს დანიელზეეეეე... ძაან საყვარლობაა ^-^

ნუ მოკლედ ძაააალიან მაგარი თავი ოყოო, დაძაბულობისგან სულ დავიჭამე ფრჩხილები :დ

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ^-^

აუცილებლად გაიგებ რატომ მოკლა დანიელმა ის გოგოები ყველაფერი გაირკვევა და თბილი მომენტებიც კიდე იქნება(მგონი რაღაცები მიგანიშნე ამით,მაგრამ ისე არ იქნება რა მინიშნებაც ჩანს) მოკლედ სჯობს გავჩუმდე :დ :დ
სააბოლოდ დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს ^^ ❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ანუ

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

ანუ
დღეს იქნება ახალი თავი?

ალბათ დაახლოვებით დღის 4 საათზე დაიდება ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent