შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროის სასჯელი (თავი მესამე)


15-08-2020, 21:24
ავტორი lashausafrtx
ნანახია 725

6 თვის შემდეგ დირექტორი შეგვიცვალეს ასევე შეცვალეს თანამშრომლებიც, მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანი დავრჩით ძველებიდან, ეს ახალი დირექტორი ოლეგი ძალიან შეუბრალებელი პიროვნება აღმოჩნდა ნამდვილი დესპოტია, ის ავალებს თანამშრომლებს რომ პაციენტებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჭკუა ასწავლონ, ერთი სიტყვით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სცემენ პაციენტებს. როგორც მოგეხსენებათ ზაქარია მხოლოდ მის ნაჭუჭშია და მისთვის სხვა არაფერი არ არსებობს, ამიტომ მას ჩვენ ხელს ვუწყობდით რომ ცუდი შედეგები არ მიგვეღო, მაგრამ ოლეგიმ გადაწყვიტა რომ ზაქარიასთან მისი მეთოდები გამოეყენებინა ისევე როგორც სხვა პაციენტებთან, იგი თავად მივიდა ზაქარიასთან როდესაც ზაქარია მისი მოთხრობების გაყიდვის პროცესში იყო, ოლეგი მიუახლოვდა მას და ფურცლები გამოართვა, ყიდი? ეკითხება ოლეგი, ზაქარიამ პასუხობს.. რა თქმა უნდა ვყიდი, ოლეგიმ ცინიკური სახით დახედა ფურცლებს, და გადახია ფურცლები შუაზე, თან სიტყვა დაამატა, მორჩა... ყიდვა გაყიდვა დასრულებულია, წამლის დალევის დროა! ზაქარია ადგილიდან არ იძვრის და მისჩერებია დახეულ ფურცლებს, ოლეგი ახლოს მიუახლოვდა საქარიას, სახით მის სახესთან ახლოს მიიწია და ჩუმად ეკითხება, არ გესმის? თუ არ გინდა წამლის დალევა? ზაქარია კვლავ გაუნძრევლად დგას, ოლეგი კი აგრძელებს ლაპარაკს, არ მელაპარაკები? შე საბრალო შეშლილო.... ამ დროს მე თხოვნით მივმართე ოლეგს რომ მისთვის თავი დაენებებინა, მან კი სახე ჩემსკენ შემოაბრუნა და მიპასუხა, კიდევ ერთხელ ჩამეჩრები ლაპარაკში... და სამსახურიდან წახვალ თან ისე რომ არსად აღარ აგიყვანენ, მე შეპასუხებისთვის ბოდიში მოვუხადე და სიტყვა დავამატე, ბატონო ოლეგ უკაცრავად რომ შემოგეჭერით მაგრამ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ზაქარიას სხვანაირი მიხედვა სჭირდება, ამ სიტყვების შემდეგ მან საკუთარი სახელი მკითხა, მეც ვუპასუხე რომ დიმიტრი მქვია, დიმიტრი აქ მე ვწყვიტავ ვის როგორ უნდა მოვუარო და როგორ ვუმკურნალო, ან გააკეთებ ისე როგორც მე გეტყვი... ანარადა ამოგკრავ წიხლს და გადაგაგდებ აქედან, გასაგებიააა?! დიახ გასაგებია უკაცრავად, ვუპასუხე მე, ალბათ ბევრი ადამიანი ჩამთვლის მშიშრად ან უთავმოყვარეოდ რომ ასეთი სიტყვების შემდგეგ ისევ ამ კლინიკაში რომ დავრჩი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ძალიან ცუდ პირობებში მიწევდა ცხოვრება ვერსად ვერ წავიდოდი რადგან წასასვლელი არსად მქონდა სხვა სამსახურშიც ვერ გადავიდოდი რადგან ოლეგი საქმეს გამიფუჭებდა, ამიტომ იძულებული ვიყავი რომ თვალები დამეხუჭა და თავი დამეხარა, ერთი სიტყვით ზაქარია იმის გამო რომ მან წამალი არ დალია განმარტოებულ ოთახში ჩაკეტეს ასე ვთქვათ ჭკუის სასწავლებლად, როგორც მოგეხსენებათ ის შიმშილობს იმ შემთხვევაში თუ კი ის ვერ გაყიდის მის რომელიმე მოთხრობას, და მის შემდეგ რაც ოლეგიმ მისი შემოქმედება გაანადგურა და უფრო მეტიც ის ჩაკეტა განმარტოებულ ოთახში ლოგიკურია რომ ის ვეღარ დაწერს ვერაფერს და მეც ვერ შევიძენ ამიტომ ის შიმშილობას განაგრძობს, ოლეგის შესჩივლეს რომ ზაქარია საკვებს ხელ უხლებელს ტოვებდა, ამის გაგონებისას ზაქარიასთან შევიდა ოლეგი და შეიყოლა მისი ორი ხელქვეითი, რა იყო? არ მოგწონს ეს საჭმელი? ზაქარია კვლავ დუმს, ოლეგიმ ჯამი აიღო ხელში და ზაქარიასკენ მიწია თან ეუბნება, ახლავე ჭამე! არ გესმის? როდესაც ოლეგიმ შეამჩნია რომ ზაქარიას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა მან მის ხელქვეითს თვალით ანიშნა რომ ჭკუა ესწავლებინა ზაქარიასთვის, მისმა ხელქვეითმა თედომ კი დაიჭირა ზაქარია და აიძულებს რომ პირი გააღოს ხოლო მეორე ხელქვეითი აკო კი ცდილობს ლუკმა ძალით აჭამოს ზაქარიას, ოლეგი კი გიმილით შესცქერის ამ ყველაფერს, ერთი სიტყვით საშინელი სურათია ჩემს წინ ამიტომ მე ოდნავ მოშორებით დავდექი რომ ვერ დამენახა ეს ყველაფერი მაგრამ ყველაფერი მესმოდა, ზაქარია ცდილობს მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, რამდენიმე ხანში ცემის ხმა შემომესმა მესმოდა როგორ განწირული ყვიროდა ზაქარია, ისინი კი როგორ გამეტებით ურტყამდნენ, მესმოდა ტირილის ხმა, დარტყმის ხმა, ხელები ყურებზე მივიფარე და მთელი ძალით მოვიჭირე რომ ვეღარ გამეგო, ცრემლებსაც ვერ ვიჩერებ... და მუხლებზე ჩავიკეცე, რამდენიმე წუთის შემდეგ ოლეგიმ მტაცა ქეჩოში ხელი წამომაყენა უხეშად და კედელთან მიმანარცხა, მან მიბრძანა რომ პაციენტისთვის დროულად მიმეხედა, ხელი მკრა და წავიდა, მე შევედი ზაქარიასთან რომელიც დაღლილი ნაცემი წევს საწოლთან, ფეხები შეკეცილიაქვს და ხელები მუხლებზე აქვს შემოხვეული სახეზე შემშრალი ცრემლებით და ნამტირალები თვალებით, სახეზე მას არაფერი ეტყობა, გამიკვირდა კიდეც ვიფიქრე რომ მომეჩვენა გაგონილი ხმები, მაგრამ როდესაც მას პერანგი გამოვუცვალე შევნიშე რომ მთლიანი სხეული ჰქონდა დალურჯებული ისე მწარედ ჩანდა ნაცემი რომ გულში საშჳნელი ტკივილი ვიგრძენი რომელმაც სუნთქვა ამიჩქარა, და ნერწყვი დამიშრო... მას შემდეგ გავიდა 4 დღე ყველაზე მეტად დღევანდელ დღეზე ვღელავდი, დღეს ხომ ზაქარიამ ფანჯრიდან გადახტომის ინსცენირება უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცით რა შედეგს მივიღებთ, მას ვინ მისცემს ახლა ამის საშვალებას, ის ოთხ კედელშია გამოკეტილი ღმერთო არც კი ვიცი რა მოვიმოქმედო, ამასობაში მოსაღამოვდა, ზაქარიასთვის აკოს და თედოს საკვები და წამალი მიაქვთ, აკოს თხოვნით მივმაღტე რომ ორთავეს მე შევუტანდი, მაგრამ რა საკვირველია მათ უხეშად უხამსი სიტყვით მომიშორეს თავიდან, ოთახის კარები როდესაც გააღეს მე მათ ონდავ მოშორებით ვიდექი, როდესაც შევიდნენ ოთახში მე კარებთან დავდექი და ვაკვირდებოდი მათ, ზაქარია კედელთან დგას სახით აკო და თედო მოუწოდებენ უხეშად რომ დალიოს წამალი და შეჭამოს საჭმელი, ზაქარია კვლავ გაუნძრევლად დგას, არ გესმის შენ შეშლილო მოდი და გამომართვი თორემ თუ მოვედი ძვლებში დაგამტვრევ უყვირის აკო, როდესაც ზაქარია არც ამ სიტყვებმა არ მოატრიალა, აკო გააფთრებული მივარდა და ხელი სტაცა ზაქარიას მხარში, ზაქარია სწრაფად შემოტრიალდა და ყურში ჩაარჭო კალამი აკოს, აკო გვერძე გადავარდა, თედომ კი ზაქარიას შეჩერება სცადა, მაგრამ ზაქარია მას ყელში წვდა კბილებით ისე რომ სისხლი შადრევანივით ასხავდა, მე კი ხელი მკრა და დერეფნისკენ გაიქცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent