შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (10 თავი)


27-08-2018, 19:52
ავტორი naattii
ნანახია 4 985

მის შენობაში შესვლას აურზაური მოყვა, ოთახებიდან გამოდიოდა ხალხი კონკურენტი ფირმის მფლობელი რომ შეეთვალიერებინათ. იქ არავინ ელოდა, ლაშას მდივანი წამით დაიბნა კიდეც.
-შეხვედრა გაქვთ?
-არა, მაგრამ მემგონი მოინდომენბს მნახოს_თავისი მომხიბვლელი ღიმილი გამოიყენა გოგიმ და შეამჩნია კიდევაც ქალის აფახუნებული წამწამები. ნათიაზე რატო არ მოქმედებდა ეს ყველაფერი?
ამასობაში ნათია მათ უახლოვდებოდათ, სწორედ ლაშას ვგვერდით ოთახში უნდა შესულიყო და ფიქრობდა ეს უჩუმრად როგორ ექნა. ლაშაც გამოვიდა ოთახიდან და ფურცლებით ახუნძლული ნათიაც მოვიდა.
-ოჰოჰ, გამრჯობა_ სიცილით ჩაილაპარაკა ლაშამ და ნათიასკენ წავიდა. მანაც დაძახებულივით ამოიხედა და წარბ შეკრული ბოსის დანახვაზე წამოიკივლა.
-ვაიმე დედიკო_და უკლებლივ ყველა ფურცელი რაც ხელში ეკავა თოვლის ფანტელებივით ააფრიალა ხელებიდან და მთელ ოთახში მიმოიბნა.
-არ მელოდი არა აქ ნათია? ამაზე მერე ვისაუბრებთ_მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა გოგიმ, სინამდვილეში საკუთარ თავს ეხვეწებოდა ოღონდ ახლა არ გაგეცინოსო, ნათიას სახე და რეაქცია შეუფასებელი აღმოჩნდა.
-ხომ კარგად ხარ?_მზრუნველად შემოხვია მკლავი გოგოს და გვერდით მიიხუტა, მის თავის დაქნევაზე ტუჩის კუთხესთან აკოცა და ფურცლების მოწესრიგება დაავალა. არავის დაუნახავს კოცნისას როგორ იბრუნა გოგიმ პირი.
-მოვკლავ_ჩაისისინა ბიჭების გასაგონად და მიიღო კიდევაც გაფრთხილება.
მდივანმა ყავა შეუტანა სტუმარს და უფროს და ნათიას მიხმარება რომ არ ეთხოვა ამდენი ფურცლის აკრებაში სწრაფად დატოვა შესასვლელი და სადილზე გავდივარო დაიბარა. ნათიასაც ეს უნდოდა, მაშინვე შეძვრა ოთახში და კომპიუტერს მიახლოვდა.
-ბიჭებო, არ ვიცი ჩემ გარეშე გეგმას რა დაამატეთ, მაგრამ აქ ვარ და მითხარით რაუნდა გავაკეთო.
-ნათი, გოგი ლაშას გაართობს, შენ კი მომავალ ტვირთზე ყველა ინფორმაცია ამოიღე რასაც აწი ელოდებიან.
-გასაგებია დემნა, მაგრამ შენი ხმა იკარგება.
უამრავი აპარატურით მოწყობილი ოთახი, ნათიას კავშირს ხელს უშლიდა და მალე გაწყდა კიდეც. ბიჭები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ რაღაცას მაგრამ აღარავის ესმოდა. ნათიას მხოლოდ გვერდითა ოთახში მჯდომი გოგის ხმა ჩაესმოდა და გამწარებული აკაკუნებდა თითებს კლავიატურაზე.

-აბა, აქ რამ მოგიყვანა?
-ნათიასგან რა გინდა ლაშა?_გოგო შეკრთა მისი სახელის გაგონებაზე.
-რა უნდა მინდოდეს გოგოსგან? მომეწონა და ვხვდებით.
-ორივემ ვიცით რომ ტყუი_ჩაიფრუტუნა გოგიმ -ის ახალგაზრდა და მიმდობია, არ გინდა ლაშა_თავი გადააქნია კაცმა.
-ოჰოოჰ, ნუთუ დიდ გოგის გულს სიყვარულმა მიუკაკუნა? _ვიღას ახსოვდა საბუთები გარინდული ელოდა გოგის პასუხს გოგო.
-სიყვარული რა შუაშია? უბრალოდ მეცოდება.
-ხოოო, სესილის მერე სწორია, რად გინდა ვინმეს შეყვარება_უდარდელად აიქნია ხელი ლაშამ -ისე რატომ ქონდა შენი დანახვისას ისეთი რეაქცია? გოგი სერიოზულად, ხომ არ შეგიყვარდა?_ფრთხილი სახით დააკვირდა კაცს
-შენ რა ეჭვიანობ? მართლა მოგწონს?_გახალისებული სახით დაუბრუნა კითხვა გოგიმ.
-მიპასუხე.
-მან არ იცოდა, რომ მე ვიცოდი რომ ის აქ იყო .
-ჰა?_წინ გადმოიხარა ლაშა
-მან არ იცოდა, რომ მე ვიცოდი, რომ მან არ იცოდა_მხრების აჩეჩვით ჩილაპარაკა გოგიმ ისევ და გული გაუთბა ყურში ჩამაგრებულ მოწყობილობაში ნათიას კისკისი რომ გაიგონა
-ბოს, მემგონი რაღაც ვირუსი გადაგდეთ.
-შენ რა ეგეთები ნათიასგან გადაგედო? ვგიჟდები მაგ გოგოს ისტორიებზე და საუბრის მანერაზე_ღიმილით გადაწვა ლაშა ისევ სავარძელში და არ შეუმჩნევია გოგის გაშეშებული სახე.
-გოგი, ნათიას დახმარება ჭირდება, დაცვის ერთ-ერთი წევრი მისი ოთახის შემოწმებას აპირებს და ვერ ვუკავშირდებით. რამე მოიფიქრე.
მაშინვე წამოდგა გოგი და ლაშას დახედა -შენის ნებართვით საპირფარეშოში გავალ სახეზე წყალს შევისხამ, რა არის ამხელა ფირმაში კონდიციონერი არ გაქვს? აგე გქონია, ვერ ჩართავ? ახრჩობ ხალხს სიცხით, რ უფროსი შენ ხარ_ლაპარაკით მიიკეტა კარი და თავი გადააქნია -მგონი მართლა გადამედო ნათიასგან რაღაც.

ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა საბა ოთახებს და თითოეულს ამოწმებდა, მერე რა რომ კამერები იყო, დღეში ორჯერ ასედაც გამოდიოდა, უფროსის გვერდითა კარები შეაღო და გაოცებისგან წარბები აეწია, ნათია ვიღაც კაცს კედელთან მიემწყვდია და გამწარებული ეჩხუბებოდა რაღაცაზე.
-ნათი, რა ხდება?_მაშინვე წამოადგა თავზე.
-ეს, ეს ჩემი მეორე უფროსია საბა და მეჩხუბება აქ რატომ ხარო_მაშინვე უკან ამოუდგა ბიჭს და ცალყბად გაუცინა გოგის.
-თუ შეიძლება ჩვენს ნათიას თავი დაანებეთ, კარებამდე მიგაცილებთ სანამ ზრდილობიანი ვარ_თავით მიუთითა საბამ და უბიძგა კიდევაც გასასვლელისკენ.
-როცა გჭირდება კარგად შეგიძლია ცოტა ლაპარაკი_ჩაუსისინა გოგიმ და შენობა დატოვა, თავისი საქმე გააკეთეს მეტი მათგან არაფერი იყო საჭირო, სამაგიეროდ ახალი საზრუნავი გაუჩნდა, ლაშას ნათია მართლა მოსწონდა.

ტელევიზორს უყურებდა საღამოს დაჩიდან შეტყობინება რომ მიუვიდა, კაცი თავისთან იბარებდა. მალევე ჩაიცვა და სპორტული ტანსაცმლით ჩაჯდა მანქანაში, მალევე მივიდა და ყველა შეკრებილი დახვდა. რამდენიმე წუთში ნათიამაც შემოაღო კარი.
-გეთქვა მასაც თუ იბარებდი გამოვუვლიდი, ამ შუაღამეს მარტო რატომ უნდა იაროს_დაჩის გადახედა გოგიმ.
-არაუშავს, ლაშამ მომაცილა_მხრები აიჩეჩა გოგომ და გვერდით მიუჯდა -რახდება?
ყბებდაჭიმული შესწორდა დივანზე მჯდარი კაცი და ვერც შეამჩნია როგორ მოუჭირა დაჩიმ ბეჭზე ხელი.
-ლაშამ რატო მოგაცილა?_მაინც ვერ დაიმორჩილა ენა.
-იმიტომ ხოარა რომ შეყვარებულია? თუნდაც ფიქტიური?_გაკვირვებულმა გამოხედა ნათიამ -სასეირნოდ ვიყავით და აქ დავატოვებინე თავი დაქალთან ვრჩებითქო.
-და დარწმუნებული ხარ რომ ფიქტიურია?
-დავიჯერო ჩემი და ლაშას ურთიერთობის განსახილველად მოიწვია დაჩიმ კონსილიუმი? არაა პრობლემა ეგეც შეგვოძლია, თუნდაც რას ვაკეთებთ ხოლმე, სად ვსეირნობთ, როგორ მეფერება, ისიც ხომ არ გაინტერესებს სად მკოცნის და რა სიტყვებით მემშვიდობება?
-ნათია საკმარისია, თავის მოტყუებას აზრი არ აქვს, შეეშვი ამ ლაშას და წყნარად დაჯექი შენთვის, რამ მოგაწონა ასეთი მატყუარა კაცი არ მესმის.
-მატყუარა? ხუმრობთ არა? ლაშა ცოლს მაინც არ მალავს და თოჯინასავეთ არ ყავს სახლში ბალიშის ქვეშ ამოდებული.
-არ მყავს ეს დედა მოტყ**** ცოლი არა_დაიღრიალა ფეხზე წამომხტარმა კაცმა და იმდენად ეუცხოვა ნათიას მისგან გინება ენა დაება.
-საკმარისია_ძალით დასვა ისევ უკან დაჩიმ გოგი -დემეტრეს გააღვიძებთ, მერე ამის გამო რადგან თქვენ სტუმრები ხართ მე მომხვდება და ბავშვის დაძინება მომესჯება, ლილიას ხელი და დემეტრეს დაძინება ჩემ მტერს ერგო სასჯელად, ამიტომ დამინდეთ რა_ჩაიხითხითა კაცმა და ნათიასაც ხელის აწევით გახედა.
-იტყვით რატომ შევიკრიბეთ? 7 თვიანი ვარ_ფეხები ააბაკუნა ნათიამ და ბიჭებს გადახედა.
-ოჰ, სულარ გეტყობა_მხიარულად გაეცინა დემნას თუმცა მალევე მოიღუშა -იმ საბუთებში არაფერია ნათი, ტყუილა ჩაიგდე თავი საფრთხეში, არც ერთ საბუთზე არც ლაშას და არც მამამისის ხელმოწერა არაა, ყველა საბუთს ვიღაც ვლდიმერ მესხიშვილის ავტოგრაფი ამშვენებს, ეს კაცი კი არსად ჩანს, მასზე ვერაფერი ვიპოვეთ, ფაქტობრივად არ არსებობს, ან საუცხოოდ იმალება. რაღაცით უნდა შევძლოთ და ერთმანეთს დავუკავშიროთ.
-სეიფი_რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიძახა გოგომ. -ერთხელ, ჩემი სამალავების შესახებ ვუყვებოდი ლაშას სად მიყვარდა ბავშვობისას რაღაცეების დამალვა და მითხრა, ბედნიერი ხარ ამდენი ადგილი რომ გაქვს, მე მხოლოდ სეიფში მაქვს უფლება რაიმე გადავმალოო, სეიფი სახლში აქვს.
-ჯანდაბა, ლაშას სახლი ციხე-სიმაგრეა, იქ შესვლა ადვილი არ იქნება_შუბლი მოისრისა დაჩიმ.
-იქნება_ჩაფიქრებულმა თქვა ნათიამ და ქვევიდან ახედა ბიჭებს.
-არა_სამივემ ერთად უთხრა, მაგრამ გოგიმ ყველაზე ხმამაღლა_არც გაიფიქრო, ეგ უკვე ძალიან სახიფათოა, სხვა რამეს მოვიფიქრებთ.
-სახიფათო არ არის, რამდენჯერმე დამპატიჟა ლაშამ და სულ თავს ვარიდებდი, ამჯერად დავთანხმდები და გავყვები, სახლში კამერები არ აქვს, როგორც კი დაიძინებს, მთელ სახლს მოვივლი.
-დაიძინებს? გონებას მოუხმე, და ძილი რის შემდეგ მოუნდება თუ ხვდები? თუ ისე გიყვარს მაგაზეც თანახმა ხარ და ლოგინში აპირებ ჩაუგორდე? მაშინ საბუთების მოძებნას ნუ იმიზეზებ და პირდაპირ თქვი რომ მასთან გინდა._მხოლოდ მაშინ მიხვდა გოგიმ რაც თქვა მარცხენა ლოყა რომ აეწვა და ნათიას აცრემლებულ თვალებს შეხედა, უკვე გვიანი იყო რაიმეს გააზრება, ნათიას ზურგი ლილიას ოთახის კარში გაუჩინარდა.
-ზედმეტი მოგდის ძმაო_ამოიხვნეშა დაჩიმ.
-შენ ყველაფერი არ იცი დაჩი_სასმელი გამოიღო კარადიდად და პირდაპირ ბოთლი მიიყუდა -ეს გოგო გამალოთებს_ამოიხვნეშა და ხელი კეფაზე მოისვა.
-რა ხდება გოგი?_ახლა დემნაც წამოიწია და კაცს მიაშტერდა.
-სინამდვილეში ეჭვიანობის გამო ვეუბნები არ ჩაერიოთქო, თორემ დარწმუნებული იყავით ლაშას გვერდით ნათიას არაფერი ემუქრება, ხელს ვერავინ დააკარებს, თითონ მითუმეტეს.
-საიდან დაასკვენი?
-თავად გამიმხილა დღეს ლაშიკომ_ისევ მოიყუდა ბოთლი გოგიმ, მაგრამ ალმოდებულ გულს ვერ შველოდა.
-ეგ არ გაგვიგონია, ასეთი რა გითხრა?
-პირდაპირ არაფერი, მაგრამ ლაშას კარგად ვიცნობ. ჯანდაბა, ქალშიც მეცილება_მწარედ ჩაეცინა და თვალებ გაფართოებულ დაჩის და დემნას გადახედა, კიდევ ერთხელ მიიყუდა ბოთლი და როგორც იქნა ამოღერღა -ლაშას ერთი პატარა, უნებლიე შეცდომა მოუვიდა, ნათია მართლა შუყვარდა. მას ხელს ვერავინ დააკარებს. ახლა ნათია ყველასთვის ლაშას ეკუთვნის, ამიტომ ხელშეუხებელია_ვერც კი მიხვდა როგორ გამოცალა მთელი ბოთლი და მოწყვეტით დაეცა გაოცებული დაჩის წინ დივანში.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Rogorc yoveltvis gaocebuli davrchi

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
Rogorc yoveltvis gaocebuli davrchi

იმედია სასიამოვნოს გაოცებული :D ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

უჰ რა მოხდება ნეტავ , ისეთი დაძაბული ვარ... რა ლაშას სახლი მოუნდ ახლა ამ “თხას“ გადაირია?სულ გამოაშტერა ეს კაცი

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
უჰ რა მოხდება ნეტავ , ისეთი დაძაბული ვარ... რა ლაშას სახლი მოუნდ ახლა ამ “თხას“ გადაირია?სულ გამოაშტერა ეს კაცი

ფაქტია კარგი არაფერი მოხდება :დ

 


№5  offline წევრი cida12

ძალიან მაგარია.. ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 


№6 სტუმარი ქრაშების დედოფალი:)

უმაგრესიაა ვიცოდი გული მიგრძნობდა რომ ლაშას ნათია შეუყვარდებოდააააა.:)) წარმატებებს გისურვებბბბ.

 


№7  offline წევრი დამწყები

ძალიან მომწონს, უფრო დიდი თავები დადე რაა

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ანუუუმართლა შეუყვარდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent