ორ სამყაროს შორის (თავი 4)
წრეზე თბილ ხალიჩაზე შემოვსხედით, რომელიც დემემ მტვერსასრუტით გაასუფთავა. ბიჭების შუაში ვისხედით. ბუხარი ლამაზად ანათებდა. მე კი ჩემი თბილი შარფით და ჩუსტებით მისი მხრიდან ვტკბებოდი. თავი ზამთარში მეგონა. -ხალხო, ამ თამაშს თუ ვითამაშებთ ანძრად არ ვითამაშოთ, ანუ ყველა ვაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ ძაან შეუძლებლებსაც ნუ იტყვით, „დააწვეს თბილისამდე ფებით“ და რაღაცები, მაგრამ ცოტა დრამატიზმი, მოკლედ ვივიენ რომ გვითხრან აკოცეო, შენც უნდა გაკოცო გესმის? -ვერ ხართ თქვენ კარგად... -გოგო ლილიანს კოცნი, მერე რაა... ხო არ დაფეხმძიმდები? -ფუუუ რა ერთნაირი საზიზღრები ხართ ეს შეყვარებულები... საიდან მოგდით თავში, ან რა კოცნები აგიტყდათ. ლის საკოცნელი ადამიანი დააკლდა და ძაან უნდა მაკოცოს თუ თქვენ გინდათ და გესიამოვნებათ ამის ნახვა? -უიმეე, კარგი ხოო, აბა დაფიქრდი, მაგას არ ვიტყვით, იმიტომ რომ არც მე მესიამოვნება, არც შენ და არც ამათ, მაგრამ რამე მსგავსად დრამატულს და ისეთს ვიტყვით რომ გვაწყობდეს -კარგი ლი გავიგე, ვიცი მე თამაშის წამყავნობა მევალებოდა. პირველი ლუკამ დაიხუჭა -ლუკა ამის პატრონმა რა ქნას? - და თქვენდა გასაკვირად არ გავიშვირე ხელი ლისკენ -რა ქნას და... ხუთი წუთი გაჩერდეს თავდაყირა კედელთან -აუუ კაი რა, ცოდოა - შემეცოდა დემე, ის კი არა, ყველა შემეცოდებოდა, ხო დაეწკრიტებოდა მთელი სისხლი... -მოიცა ლილიანია? -არა მე ვარ - თქვა აუღელვებლად დემემ. მივიდა კედელთან ხელები იატაკზე დაალაგა და ფეხები ზემოთ კედელს მიაყრდნო. მე წამზომი ჩავრთე. ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა მის ძარღვეში სისხლი, გული მიკვდებოდა. თავის ადგილას წასული სისხლი ისევ უკან სვლას იწყებდა. ვგრძნობდი დემეტრეს სხეულში ტემპერატურა როგორ იმატებდა, ეს ტემპერატურა კი მე მიწვავდა სხეულს. -კაი ეყოს რაა - ვთხოვე ლუკას დიდი მოთმენის შემდეგ -ხო რა - დამეთანხმა ლი. მე კი ლუკას გვერძე დამჯდარი ველოდებოდი წამზომს. წარბები შეკრული მქონდა, ღელვისგან ვერ შევამჩნიე. აი თავდაყირა მგდარმა დემემ კი შენიშნა. -კაი ნუ ღელავ, დიდი არაფერია, თავს კომფორტულად ვგრძნობ - აბა რაა, ვიმეორებ გულში. კი, ყველა შემეცოდებოდა მაგრამ აი ლუკა არა, ღირსია მეც გავიმეტებდი მაგისთვის. -კარგი დემეტრე, ამის პატრონმა რა ქნას? - ვუთხარი დემეს და ლუკასკენ გავიშვირე ხელი. ჩემს ჭკვაში სიტუაცია დავძაბე -რა ქნას და ლილიანს აკოცოს -როგორ მიხვდი რომ ლუკა იყო? ან რატო არ გაიმეტე იგივესთვის? -ვიცოდი რომ ლუკას დასჯა მოგინდებოდა, მე კი ხალხს სამაგიეროს არ ვუხდი. ამით დარწმუნებული ვარ ლუკა მაგისთვის აღარ გამიმეტებს -ანუ გული მოიგე რაა... ძაან კეთილი ხარ ამ შემთხვევაში -ნუ შეიძლება - სანამ ჩვენ ვსაუბრობდით იმ ორმა გადაჭამეს ერთმანეთი -კარგით ხო გეყოთ, აქ სხვებიც არიან - უთხრა დემე, როცა ჩემ შერცხვენილ თვალებს შემოხედა... ნუ კიარფერი, ტუჩებში კი აკოცა ჩვეულებისამებრ, მაგრამ ფრთხილად და აი ისე, ფილმებში საკურთხეველთან რომ კოცნიან ხოლმე, ზედმეტობების გარეშე, მაგრამ აი, ორმოცჯერ კი აკოცა ყელი, ლოყა, სახე, მკლავის მიდამოებში -შეგეჭმევიიი, აჰააჰაჰაა... -კარგით, ლუკა ამის პატრონმა რა ქნას? - არ შევიმჩნიე სირცხვილი და გადავწყვიტე ლუკა კვლავ გამომეცადა, მაინტერესებდა დემეს ხერხმა გაჭრა თუ არა და სამაგიეროს რა სიკეთით დაუბრუნებდა. ლილიანი კი ძალიან მიჭყეტდა თვალებს რომ სულ ამ ორში ტრიალებდა, მაგრამ რა გავაკეთო, მაინტერესებდა -რა ქნას და ვივიენს აკოცოს -ოპაააააა!.. - წამოიყვირა ლილიანმა -კარგით რაა? მოიცა საკუთარ თავს გავუჩალიჩე? აი მისი სიკეთე, ზუსტადაც რომ კარგად წაადგა. ვისთვის უნდა მეკოცნა დემეტრესთვის? შანსი არაა... ის რომ ხელს მკიდებდა მაშინაც ვდნებოდი და ეხლა უნდა ეკოცნა ამათთან ერთად? დემეტრეს რომ შევხედე თვალები უნათოდა, მაგრამ მალავდა და მაკვირდებოდა. ალბათ ცდილობდა ამოეცნო რას ვფიქრობდი. მის წითელ ტუჩებს რომ შევხედე და რომ წარმოვიდგინე მისი ცხელი შეხება, სიმართლე გითხრათ მეც მომინდა მის ტუჩებს შევხებოდი მაგრამ არა, მათთან ნამდვილად არ შევირცხვენდი თავს და განსაკუთრებით არ ვაკოცებდი იმ ადამიანს, რომელიც მეგობარს წარმოადგენდა -დემე მოიწიე - უთხრა ლიმ და რაღაც უჩურჩულა, ღმერთო მგონი კიდევ რაღაცას მაიმუნოდა. მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? მის ნათქვამზე კი დემეტრეს სახე გადაებადრა, ცოტა ლოყები აუწითლდა, ანუ ცოტა შეარცხვინა, ჩაეღიმა და მაცდურად შემომხედა. რატომ მიყურებდა ესეთი თვალებით? რა უთხრა? -არა მგონი ჩვენთან ერთად არ შეიძლება - თქვა ლუკამ. ეს რაღა სიჭკვიანეს თამაშობდა და რა მახეებს მიგებდნენ რომ მეტი გზა აღარ მქონოდა? წაავლო ლის ხელი და მისაღებიდან გაიყვანა -მათ ჩვენ არ გვაცალეს, მაგრამ ჩვენ ვაცალოთ, წამოდი და გავაგრძელოთ.... -აი სიდებილის პიკიი! გავიდნენ მოწყურებულნი... დავრჩით მხოლოდ მე და ის. ფეხებ მოკეცილი ვიჯექი და ბუხრის ძირას და მის შუქზე მოელვარე თვალებს ვუცქერდი, რომელიც ნებისმიერი მინიშნება და ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ხმა გაკმინდულები ვიყავით, მე ვერ ვიღებდი, მაგრამ ის უბრალოდ დუმდა, არ უნდოდა ამ სიჩუმის დარღვევა. კი სწორად თამაშობდა. ხმა რომ ამოეღო ან უნდა დავევალდებულებინე რომ მეკოცნა ან კიდე შევცოდებოდი და არ ეკოცნა. ამ მზერით კი აიძულებდა ჩემს გრძნობებს უფრო გამწვავებულიყო და ეს გამეკეთებინა. ვფიქრობდი, მაგრამ გონება არ მაძლევდა რეალურად ფიქრის საშუალებას. უაზროდ გვეღიმებოდა როცა ერთმანეთის თვალებს ვუყურებდით. ხო, ორივეს თვალებში ერთიდაიგივე სურვილი ანათებდა, მაგრამ ვერც ერთი ვბედავდით, მე კი საკუთარ თავს არ ვაბედინებდი, მაგრამ მის თვალებს რომ ვუყურებდი ვხედავდი როგორ ვსურდი, ისიც იგივეს ხედავდა და ამიტომ გვეღიმებოდა ორივეს. მოიწია ჩემსკენ. -შენს ოქროს თმებს რომ შევეხო ხო შეიძლება? - პასუხს არც დაელოდა, მან ისედაც კარგად იცოდა რას აკეთებდა და რა მინდოდა. თმა გადამიწია თან რბილად მისვავდა ხელს. ახლოს მიმწია მასთან. მოშიშვლებულ კისერზე თბილი ხელი წამავლო და სახე ახლოს მომიტანა და ყელისკენ დახარა. მის სუნთქვას და ცხელი ჰაერის ნაკადს ვგრძნობდი. არ მოქმედებდა, მტანჯავდა ის ფიქრი როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. სუნთქვა მეკვროდა მოლოდინით და მისი სურვილით. ის ჩემს ყურთან ახლოს მოიწია და ჩამჩურჩულა -ვიი - თვალები დახუჭული მქონდა. საშინელი გრძნობა იყო. საშინლად კარგი. ბოხი და დაბალი ხმით მითხრა -ჰჰმ - ამოხდა ძლივს -არ მინდა ეს მხოლოდ თამაშის გამო მოხდეს... არ მინდა გაიძულო... ისეთი ფრთხილი და მართალი იყო, ტემრბი კი ისეთი თბილი ჰქონდა მიდი და გაბრაზებოდი აბა. ავხედე მისი თვალები ისევ ანათებდა, მაგრამ შიშით როგორ გავიგებდი, ინტერესით ჰქონდა მოცვილი, ან ცუდად როგორ უნდა გამეგო, რომ მას ეს არ უნდოდა, როცა მის გულისცემასაც კი ვრძნობდი ისეთი აჩქარებული ჰქონდა პულსი. მის გამოხედვაში ვგრძნობდი სურვილს. სურვილს რომელსაც თვითონ ვერ განკარგავდა და მე მიცდიდა, აი მე კი მივიწიე მისკენ, შევხედე თვალებში და ჩვენი სურვილების ახდენის უფლება მივეცი. ისიც მოიწია ჩემკენ, თვალები დახუჭა, სახისკენ მიმიზიდა. ცხვირი შემახო, ნეტავ იცოდეთ როგორი ღრად სუნთქავდა. ყველა ესე იქცევა? სხვა ვფიქრობ მაშინვე მაკოცებდა, მაგრამ ის სწორად თვლიდა, ელოდა შუბლმობჯენილი როდის მიაღწევდა გრძნობები კულმინაციას. ერთი ხელი კვლავ კისერზე ჰქონდა, მეორე კი ჩემს ხელს მოუჭირა ზემოდან, რომელიც ხალიჩაზე მედო, ეს საოცრად მესიამოვნა, ზოგადად მისი ხელები მიყვარდა. ეს ბოლო ამოსუნთქვა იყო. ეს ბოლო იყო. ეს ის მომენტი იყო. მისი ცხელი ტუჩები ჩემსას შეხვდნენ. ტუჩებიდან დაწყებულმა ჟრუანტელმა მოიცვა ჩემი სახე, გადანაწილდა და ჩავიდა მკერდში, შემდეგ კი გაიფანტნენ მთელს სხეულში. ნელა მოქმედებდა. თითქოს იცოდა, მე რა მსურდა, ან იგივე სურდა მასაც. მკლავდა მისი შეხება. ვიგრძენი როგორ შეივსო მთელი ჩემი სხეული, თითქოს დანაკარგი იპოვა და მასთან გაერთიანდაო. ვერ ვწყდებოდი. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამ შეხებით ვიგრძენი როგორი სათუთი გრძნობები ჰქონდა. მან მასში შეღწევის უფლება მომცა. ვიგრძენი, რაღაც, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. ეს მომენტი ამ სამყაროს გწყვეტს და მასში გძირავს. დავიკარგე მასში, მასში და ჩემში. ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა ჩემი და მისი. ეს უბრალოდ კოცნა არ იყო, ეს იყო გაერთიაება, რაც ორივეს გვავსებდა, ის რაც ორ სხეულს ერთ სულად ჰქმნიდა. როცა მოვწყდი მივხვდი, რომ ეს, ის იყო. ეს იყო, ვინც ბავშვობაში წარმომედგინა, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. ამ კოცნამ მაგრძნობინა, რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. მისი უბრალოდ ხელის შეხებითაც კი ვგრძნობდი, მაგრამ ამაში ახლა უფრო ღრმად დავრწმუნდი. თავს უცნაურად ვგრძნობდი. თვალებში ვეღარ ვუყურებდი ისე თავხედურად, როგორც თვითონ მიყურებს ხოლმე. ჩემსკენ უფრო მოიჩოჩა და დივანს მიეყრდნო. იატაკზე ვისხედით. ბუხარს შევყურებდით და ვფიქრობდით. -რაზე ფიქრობ? -არაფერზე -შანსი არაა -რატო? -ესეთი ცუდი იყო? -კიდე აგრძელებ? -არაა, უბრალოდ მართლა მაინტერესებს -ვინ ვარ შენთვის? -რანაირი კითხვა? -ვინ ვარ შენთვის? რა არის გაუგებარი? -ვი -ხო, მე უბრალოდ ვი ვარ, რომელიც შენი ძმაკაცის შეყვარებულის დაქალია, ან გინდა ბიძაშვილი დაარქვი, რა მნიშვნელობა აქვს. ორჯერ შეხვდი, ახლა კი მასთან ერთად აგარაკზე ხარ და კოცნი. ვივიენისთვის, რომელიც ასეთი მარტივი გოგო აღმოჩნდა, მარტივი და სუსტი, რა მნიშვნელობა აქვს მის აზრს ამ კოცნასთან დაკავშირებით? კოცნასთან რომელიც სამეგობრომ გაგიჩალიჩა? საერთოდ რატომ განაღვლებს ადამიანის აზრი რომელიც უბრალოდ ვივიენია? აბა რა რატომ მაკოცე? ასე ჰკოცნი ყველას ვისთანაც გეტყვიან რომ აკოცო? შემეცვალა ფიქრები. შემეცვალა დამოკიდებულება. დავიწყე ლოგიკურად აზროვნება, ნეტავ აქამდე სად ვიყავიი? მივეცი უფლება ვიღაც ორი დღის გაცნობილ ადამიანს, რომ ეკოცნა, ადამიანს, რომლის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმის, რომ ლუკას ძმაკაცია, დემეტრე ჰქვია და ფსიქოლოგიაზე სწავლობს. ხო მერე რაა რომ მისი ხასიეთები ამოვიცანი? მის წარსულზე ხომ არაფერი ვიცი? არა, განა იგივეს აღარ ვგრძნობდი მის მიმართ, პირიქით ვგრძნობდი და სწორედ ეს იყო პრობლემა, ის ჩემი არ იყო. შეიძლება არც არავის, მაგრამ ჩემი ნამდვილად არ იყო, ხო უბრალოდ ვი თუ ვარ, როგორ იქნება ჩემი? ავდექი და გამოვედი, ისე, რომ არც დავაცადე პასუხი გაეცა, და ჩემს საძინებელში შევედი. კი დამცინოდნენ ტყუილად ალაგებ ვინ დაიძინებსო, მაგრამ აი, გამომადგაა თუ არა? ეს პატარაობიდან მჭირდა, ყოველთვის, როცა საშინლად ბედნიერი ვარ, როცა ვფიქრობ ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს, როცა ჩემს ბედნიერებას საზღვრები აღარ აქვს და გრძნობები კულმინაციის ფაზაში მექცევა, მაშინვე მარტივად მეცვლება ისინი. მეცვლება ხასიათი უკეთესიდან უარესისკენ. ვხდები უჟმური და მავიწყდება ის განწყობა, რომელიც სიხარულის დროს მქონდა. ახლაც ასე ვარ. ზოგადად არ მეტყობა, მაგრამ საშინლად მგრძნობიარე და გულჩვილი ვარ. ეს ჩემმა ოჯახმა და სამეგობრომ იცის მარტო. ადამიანებმა, რომლებიც ჩემთან ძალიან ახლოს არიან. როცა ასეთ ხასიათზე ვარ, შემიძლია განუწყვეტლივ ვიტირო, ისე რომ თან ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყო რაზე ვტირი. ფაქტიურად ჩვეულ დეპრესიაში ვვარდები თან ძალიან მარტივად. ეს განსაკუთრებით მაშინ მემართება, თუ ჩემს ირგვლივ ბევრი კარგი რამ ხდება. ჩემდა საბედნიეროდ დიდხანს ვერ სტანს, თორე ამაზეც დამეწყებოდა დეპრესია თუ რატომ მემართებოდა ასე. დეპრესიის შემდეგ საკუთარ თავს ვადანაშაულებ ყოველთვის, თუ რა სისულელეში ვხარჯავდი დროს, მაგრამ მოდი უბრალოდ ასაკს დავაბრალოთ. არადა მართლა არ ვარ ის ტიპიური თინეიჯერი, რომელიც უაზროდ ტირის, ან შეყვარებულს მისტირის, ან თავის უაზრო ცხოვრებას, ან უბრალოდ უნდა და ტირის, იმაზე რაზეც თვითონაც არ იცის. მაგრამ მე ვტირი ისევ ჩემს წარსულზე, თუ როგორ მიმიქარავს ოდესღაც. მე კი შემოსვლისთანავე, თბილი საღამურები ჩავიცვი და საბანში გავეხვიე, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა დემესი. მაგიჟებდა ეს ამბავი, მაგრამ ვერც ვამბობდი, ვერ ვაანალიზებდი თუ წამებში როგორ დამიტრიალდა ყველაფერი. -ვივიენ - მესმის დემეტერეს ხმა, მაგრამ ვერ ვაგონებ. მე საბანში გახვეული, მოკეცილი ვწევარ საწოლში. -ვივიენ ვიცი რომ არ გძინავს, შეიძლება შემოვიდე? ... -სიჩუმეს თანხმობად მივიღებ იცოდე ... -ვივიენ რა გჭირს? - მოვიდა როგორცვე კარი გააღო. საწოლზე ჩამოჯდა და განცვიფრებულმა მკითხა. თმაზე ხელს მისვავდა და მოფერება დამიწყო -შეგიძლია მარტო დამტოვო? -არ შემიძლია, ესე ვერ დაგტოვებ! -გთხოვ -მეც გთხოვ, დამელაპარაკე და ორივე დავმშვიდდებით -და რისი მოსმენა გინდა? -რისი და რა გჭირს? ესე ვერ გიყურებ -არაფერი, უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა -რამე შეცდომა დავუშვი? -რამე შეცდომა დაუშვი? ეგ საკუთარ თავს ჰკითხე, მე არ ვიცი -მე შემიძლია გაგიგო -ალბათ, მაგრამ, სჯობს ჯერ თვითონ მივხვდე რა მჭირს და მერე ისე დამელაპარაკო -თუ ასეა კარგი, მაგრამ თუ რამე დაგჭირდება ან კარგად არ იყო მოდი კაი? მე დაბლა ვიქნები, ვშიშობ არ დამეძინება, მაგრამ თუ დამეძინა მირჩევნია გამაღვიძო თუ გეღვიძება. -კარგი -ტკბილიძილი -შენც - თბილად გადამისვა თმაზე ხელი და წავიდა. -ვი - ამჯერად ლი -შემოვდივარ - მოდის და საწოლზე ჯდება -რა ხდება? რა გჭირს? რამე ხო არ მიქარა? თუ ესეთი ცუდი იყო? -არა არაფერი საერთოდ -აბა რა ხდება? -არც მე ვიცი -აა, მესმის -უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა -კარგი პატარავ კარგი, მე აქვე ვიქნები კარგი? თუ რამე დაგჭირდა შემომძახე -კარგი -ძილინებისა -შენც - გავიდა და ისევ მარტო ვარ. მარტო ჩემს ფიქრებთან. ჯანდაბა! ვერ ვაანალიზებ რა მჭირს, რა მინდა? რას მოველი დემეტრესგან? მე ის მართლა ძალიან მიზიდავს. ხოო, მომწონს, როგორ შეიძლება არ მომწონდეს? თქვენ არ მოგეწონებოდათ ჩემს ადგილზე? მაგარამ ეს დრო ძალიან მოკლე მეჩვენება ამ ყველაფრისთვის. გარდა ამისა მაცოფებს ის, რომ მგონი თვითონაც იგივეს გრძნობს და არ აღიარებს, ან არ უნდა აღიარება, ან მე გავუბერე და მოვინდომე ორ დღეში სიყვარულის ახსნა, რომელ ნორმალურს აუხსნია და შერჩენია ასეთ მოკლე ხანში გაცნობილთან ურთიერთობა? ბაბუაჩემის დროს არ მაქვს ლაპარაკი. თვალებს რომ ვახელ ისევ საღამურებით ვდგავარ, მაგრამ ჩემს ნაცრისფერ ნოხზე არა. მე ისევ იქ ვარ. მოვისხი ჩემი პლედი აივანზე გავედი და გადავხტი. ბეტმენივით გამომივიდა. ხო რა მარტივია არა? ასე უბრალოდ გადავხტი, მაგრამ ამ ჯერად ჩემი აივნიდან არა, ეს აგარაკის ოთახის აივნიდან მოხდა. ჩემს ფეხებზე არ დავეცი, ისევ იმ უცნობმა ამიტაცა ხელში, ხო ეს სიმაღლე ცოტა დიდია ჩემს სახლთან შედარებით, მაგრამ რაც მთავარია გადავრჩი. აივანი ეზოზე გადიოდა, ულამაზესი ეზო იყო. ლამაზი ბალახით. იქვე ხეებს შორის ჰამაკი ეკიდა, ხის მაგიდა და სკამები იყო ხეების ჩრდილში. ეზოს გარეთ კი ჩრდილოეთით ვებერთელა მთები იყო. ეტყობოდა, რომ იქაც იზაფხულებდა და ლამაზ ფრად გამოიყურებოდნენ. გარეთ უბრალოდ გზა იყო, არც სახლები, არც ხალხი, არც მანქანები, უბრალოდ გზა და ხეები. მე კი ჰამაკისკენ გავიჭერი და ჩავჯექი. ეს უცნობი კი მომიახლოვდა და ხის მაგიდას მიეყრდნო. -საით? -შენ აქ რა გინდა? -შენ რა გინდა აქ? -მე უბრალოდ ვხტებოდი -ასე უბრალოდ არ ხტებიან -ასე უბრალოდ არც იჭერენ -ნუ ხო... მაგარამ ვფიქრობ რაღაც გაწუხებს -და ამიტომ მოხვედი? -შეიძლება -და რა მაწუხებს? -ეგ შენც არ იცი და მე საიდან უნდა ვიცოდე. -აბა რისთვის ხარ აქ? -იმისთვის რომ დაგეხმარო -არ მჭირდება, მადლობა. რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში თუ სადაც, რა ვიცი, მეც არ ვიცი სად ვარ, მას მერე ვარ არეული, დაბნეული და გაურკვევლობაში მუდმივად, მერე მოდიხარ, გმირის როლს თამაშობ და ეგაა? -შიში -რა შიში? -ყველაფერი ისევ შენი შიშების ბრალია. -რა არის ჩემი შიშების ბრალი? -ის რომ გეშინია ურთიერთობების, შენ უფრთხი მათ და გარბიხარ. გეშინია წარუმატებლობის, გეშინია დაკარგვის. შენ ხო ასეთი ოპტიმისტი იყავი, სად წავიდა ის ვივიენი? რატომ ხარ ასეთი მშიშარა? -არა, მე რეალისტი უფრო ვარ -და რაა, სულ ყველაფერში დამარცხებული იქნები? რატომ გეშინია ხალხის და იმედგაცრუების? -და ვის არ ეშინია მათი? -თუ არ გარისკე უბედური იქნები, მუდამ ერთფეროვანი ცხოვრება, მუდამ სიმშვიდე, ბოლოს მოგიღებს. გირჩევნია ისევ გარისკო, თუნდაც არ იყოს წარმატებული რისკი, მაგრამ გქონდეს ცოტა ბედნიერება, რაღაც ახალი, რაც გაგიფერადებს ნაცრისფერ დღეებს. დამიჯერე, შენ თუ დაკარგავ და ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობებს დაიტანჯები, დაიტანჯები და შემდეგ ამ დღეების უკან დაბრუნებას ინატრებ. -შენ რა ყველაფერი იცი? -არა, უბრალოდ ვხედავ რომ ყველაფერი რიგზე არ გაქვს -ხო, შეიძლება -და რა პრობლემა გაქვს? -ჩემს პრობლემებზე სხვებთან არ ვსაუბრობ -მე კიდე სხვად მთვლი? -და ვინ ხარ? -კაი, ჩათვალე სხვა ვარ, მაგრამ რას დაკარგავ ჩემთან თქმით? -არ ვიცი, ისიც არ ვიცი რაზე ვღელავ, ცხოვრებაში პირველად ვარ ასე, არ ვიცი რა მინდა, ან საერთოდ მინდა? თუ არ მინდა მაშინ ასე რაღატო ვფორიაქობ? საზღვრებსაც ვეღარ ვუწესებ საკუთარ თავს. ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი სად ვარ. თითქოს ორ სამყაროს შორის ვარ გაჭედილი, ორივეგან ცხოვრება მაქვს, ორივეგან ვივიენი ვარ, იგივე შიშებითა და გრძნობებით. ორივე სამყაროში მინდა ყოფნა ადამიანის გამო. ისიც არ ვიცი სად მინდა. ვერც ვნატრობ რომ ერთერთგან არ ვიყო და დამილაგდეს ცხოვრება, იმიტომ რომ არ ვიცი სად მინდა. -გიყვარს? -ვინ? რა? არა, რა სისულელეა, უბრალოდ... -გიყვარს... -არა... -გიყვარვარ? -შენ ვინ ხარ, შენ რაში უნდა მიყვარდე? -აბა რატომ არ გინდა მხოლოდ შენი ცხოვრებით ცხოვრება? ხოდა რატო უნდა გიყვარდე და ალბათ ამისთვის ბევრი მიზეზი გაქვს... -ოოფ, აბა კიი -თავზე ხელი ისტერიულად გადავისვი -დამღალე, ჩემი ცხოვრებით მინდა ცხოვრება, მშვენივრად ვიყავი სანან შენ გამოჩნდებოდი და იის -ვინ ის? -შენ -ვინ დემეტრე? -აუ მოიცა რაა, ვეღარაფერი გავიგე, ამერია ყველაფერი -გეუბნები გაგარკვევ თქო... -აღარაფერი მინდა შენგან გაიგეე? -წამოვხტი და ჩხუბი დავიწყე, ტონსაც ავუწიე, არა უფრო ვყვიროდი. -აღარაფერი მინდა, მაცალე მეთვითონ ვიფიქრო, რა გინდა ჩემგან? ვინ ხარ საერთოდ? დამასვენებ? რას გამარკვევ ამირიე ყველაფერი, რაც გამოჩნდი მას მერე ასე დებილივით ვარ, არ ვიცი თქო სად ვარ, გესმის? მგონია გავგიჟდი, ჰალუცინაციები მაქვს დავიჯერო? -თანდათან ტონი მისაწყლდებოდა, ცრემლები მომდიოდა და სასუწარკვეთილ შთაბეჭდილებას ვტოვებდი -ვივიენ -მომიახლოვდა თავისი ცხელი ხელები მომკიდა და სხეულის კანკალი დამეწყო. ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ თავი ხელში ამეყვანა და მას ზედ არ ვუყურებდი. -ვივიენ შემომხედე -მე კვლავ თავჩახრილი ვიდექი, ცრემლების ნაკადი შეწყდა, კანკალიც და სულიშემეხუთა, როცა ნიკაპზე მომკიდა ხელი და სახე მისკენ ამაწევინა. სუნთქვა დამავიწყდა, თვალები კი კინაღამ გადმომცვიცდა -დე..მმე..ტტრეე... გამიღიმა თმაში ხელი შემიცურა მეორე ხელი კი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა -ხო ვივიენ -მითხრა და ნელი მოძრაობით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. მეგონა სადაცაა გული წამივიდოდა. სამყაროდან სამყაროში გადმოვვარდი. როცა მოვწყდი კვლავ დემეტრე მედგა წინ. -მოიცა, რა ხდება... ვერაფერი გავიგე... -მე გავიგე -მითხრა მან და მაგიდას მიეყრდნო, სახლიდან გამოსული შუქით ვარჩევდი რომ ის იყო -ბოდიში -რა? -ბოდიში ვივიენ, დებილი ვარ ამას თავიდავე რომ ვერ მივხვდი. -რას ვერ მიხვდი? ან მე აქ რა მინდა? ან შენ... -ვივიენ ორივე ერთიდაიმავე სიზმარში ვიყავით რას ვერ მიხვდი. ჩემს სიზმრებშიც ის გოგო შენ ყოფილხარ რომ გეუბნებოდი, ამიტომ ვიყავი შენთან ისე თითქოს საუკუნეა გიცნობდი -რაა... -თვალები დავხუჭე, გავახილე, მაგრამ ისევ იქ ვიყავი -ჯანდაბა, რა ხდება? -რა და მივხვდი ვინც ხარ შენ ჩემთვის, ხო ვერ გაგეცი პასუხი რადგან არ ვიცოდი, უფრო სწორად დარწმუნებული არ ვიყავი ვინ იყავი, ეხლა კი ვიცი, -და ვინ? ჯანდაბა რა ხდება? მთვარეული ვარ? ანუ შენც ხარ? მაგრამ თუ არა აქ რა გვინდა? -არა არ ხარ, უბრალოდ ახლა ასე მოხდა, ალბათ ჩემი სიზმრის ბრალია, მასში ჩაგითრია შენც... მოიცა, მე გადამხდა ეს ყველაფერი და შენ უფრო დაბნეული რატომ ხარ? მე ვერ ვაკავშირებ ჯერ ფაქტებს ერთმანეთთან და შენ ის ვერ გაგიგია სად ხარ -არა, ხო.. ვაიმე, არა -ვბოდავდი და თვალებს დებიილივით ვაჭყეტდი, ნეტა რისი დანახვა მინდოდა. -ვივიენ კარგად ხარ? -არა, ჰაა? რა? -თვალებს ისევ ძლიერად ვახელ, მაგრამ არანაირი შუქი, სუნთქვა მეკვრის, ფეხებში ძალა მეცლება და მეკეცება. ერთადერთი რასაც ვგრძნობ ცხელი ხელებია. -ვივიეეენ... ვიიი... გაახილე თვალები... მოვკვდები ვიიი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.