შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლების კონტრაქტი (თავი II)


18-08-2020, 19:29
ავტორი Fallen Inquisitor
ნანახია 717

თავი 2
აფთიაქის გრძელ რიგში ვდგავარ. ცხოვრებაში პირველად შევნიშნე, რომ ყველაზე დაუსრულებელი რიგები სწორედ აფთიაქში არის ხოლმე. თითქოს ხალხმა არასდროს არ იცის რას ყიდულობს, ამას დამატებული წამლებზე უზარმაზარი და მომხმარებლისთვის მიუღებელი ფასები, რაც იწვევს შევაჭრებას დახლთან და წელავს დროს და ზედ გვირგვინად იქ მომუშავე პერსონალი, რომელსაც, ვფიქრობ, ატრენინგებენ სპეციალურად ნელა მუშაობასა და აუჩქარებლობაში. ვინაიდან გარეთ ძალიან ცხელა და აფთიაქი არც ისე გულუხვია კონდინცირების სისტემით, თავბრუს ხვევას ვგრძნობ და პანიკა ნელ-ნელა მეწყება. ბოლო წლებია ყოველ ზაფხულს მსგავსი სიმპტომებით ვწვალობ. მარტივად ვიღებ მზის დარტყმას და მიმდის გული. ხოლო საჩუქრად სამყარო ამ ისედაც მტკივნეული პროცესის დროს პანიკის შეტევას მიგზავნის, რასაც წნევი ვარდნა და ჩემთვის განუსაზღვრელი დროით ამ სამყაროდან გასვლა მოჰყვება. ყოველთვის, როცა ასე მემართებოდა ვიყავი მუდამ გარეთ, უცხო საზოგადოებაში და შესაბამისად, არც ვიცი ხოლმე რამდენ ხანს გრძელდება ჩემი განსაცდელი. წელსაც მქონდა მსგავსი შეტევა, მაგრამ რაღაცნაირად დავძლიე, სასაცილოა, რომ ბედად სასამართლო პროცესის წინ დამემართა ეს ყველაფერი. თითქოს მოპასუხე მხარეს სკანდალები არ აკლდა ჩემგან, ახლა ესეც რომ არ დამემატებინა. ამიტომ, ზაფხულში მუდამ ვერიდები გარეთ, მზის გულზე, ყოფნას. დღეს კი რატომღაც გადავწყვიტე ფსიქოლოგის მიერ ნარჩევი წამლები თავად მეყიდა. აშკარად შევცდი.
ამ სამყაროში არც ისე ადვილია გერქვას ქალი, იყო წარმატებული, რადგან შიგადაშიგ ჭორები მაინც აგეკიდება. რა თქმა უნდა, ჩემში თავისუფლების იდეა ბევრად მაღლა იდგა ნებისმიერ რამეზე, მათ შორის ჩემს პირად საჭიროებებზეც, მაგრამ რაღაც ვირუსივით გიტევს ფაქტი, რომ ვიღაცები ძირს გითხრიან და ცდილობ გაიგო, ამ ნამუსგარეცხილებს ასეთი რა დაუშავე, გარდა იმისა, რომ შეიძლება რომელიმე მათგან პროცესებზე გააპარტახე. ამიტომ, მუდამ შიშით ვათვალიერები საგაზეთო სვეტებს იმ მომავალ დღეებში, როცა პანიკის და თავბრუს ხვევის შეტევები მქონდა. მჯეროდა კიდეც, რომ ვიღაც უეჭველად ნარკოტიკების ქვეშ ყოფნას მიაწერდა ამ ამბავს და საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, რომ მეტი საქმე არ მქონდა ორღობის ჭორიკნებისთვის რამე მიზეზი მიმეცა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჩემი ხანდახან ბოჰემური ცხოვრება, თავისთავად, ისედაც იძლეოდა საზოგადოებისთვის ამ მიზეზებს, მაგრამ რადგანაც საკმაოდ ცნობადი სახე ვიყავი, და ვაღიაროთ, ბევრი ადამიანი გამოსახლებასაც გადავარჩინე, ალბათ, რაღაც პროცენტით მერიდებოდნენ.
აფთიაქიდან ჩემი მცენარეული აბებით ხელში გამოვდივარ და ვგრძნობ, რომ დროა საიმონს დავურეკო და წამიყვანოს, თორემ მარცხს ნამდვილად მოვაწყობ ჩემი დავარდნილი წნევის ხელში.
გზად თომასს ვურეკავ. მისნაირი მეგობარი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ხვდება. ნამდვილად ასეა. ძალიან ბევრი მამრობითი სქესის მეგობარი მყოლია, მაგრამ მისნაირი - არავინ. ერთმანეთთან არაერთხელ გაგვითენებია ღამე, ერთმანეთზე ყველა შავ-ბნელი და წარწყმედილი საიდუმლო ვიცოდით, თუმცა, ვაღიარებ, უმეტესობა მათგანის მონაწილეები ისედაც ვიყავით. ორივეს უამრავი მსგავსება და ორმაგად მეტი განსხვავება გვქონდა. მას შემდეგ, რაც სრული აურზაური მოვაწყე ჩემი პირველი საქმის დასრულების ფაზაში და გაცხარებულ გულზე, მგონი, ყველას ვაგინე, ვინც საკონფერენციო ოთახში იყო, ძალიან ბევრი სასმელი ვიყიდე და მარტო გამოვიკეტე სახლში. თომასი იყო სწორედ ის ერთადერთი, ვინც სიკვდილისგან მიხსნა. ვინც წამიყვანა კლინიკაში და გვერდით მედგა ყველაზე მძიმე წუთებში. თომასი კარგი ადამიანია და რა თქმა უნდა, მეც. უბრალოდ ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ თომასი გამორჩეულ მომენტებშიც კი ზღვარს არ გადადის, მე - კი. მე ვაძლევ თავს უფლებას ღრმად შევტოპო, თუმცა კი ამას ყოველთვის არ ვაკეთებ. ჩემი ასეთი ხასიათი განპირობებულია იმ ჩაკეტილი ცხოვრებით, რაც ორი ათწლეულის მანძილზე გავიარე და გულის სიღრმეში, ვაღიარებ, რომ საკუთარ თავს ამ შეტოპვებს ვპატიობ.
რომ დავბრუნდეთ, იქ, საიდანაც დავიწყე მოყოლა, ვიტყვი, რომ საიმონმა პირდაპირ დოქტორი შპიგელის ოფისთან ჩამომსვა. მოკლედ, ფრჩხილს ვეფერები, რა.
- აბა, როგორ ჩაიარა დღემ? - შპიგელი ფარ-ხმალს ყრის და სიჩუმეს არღვევს.
- დღე. ხოო... - თითქოს მეტი არაფერი მქონდეს სათქმელი.
- ასე ხომ იცით, რომ არაფერი გამოვა. პირველი სეანსიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა და ფაქტობრივად, არ საუბრობთ.
- ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანთან ერთად ვარ და შემიძლია, არ ვისაუბრო, რატომ მაძალებთ ასე?
- არ გაძალებთ, მის დი, საქმე იმაშია, რომ თქვენი აქ ყოფნის მიზანი იმ არეულობის გამოსწორებაა, რამაც სეანსების საჭიროება გამოიწვია. ამისთვის ნამდვილად საჭიროა საუბარი.
- არა.
- უკაცრავად, მემ?
- არ გესმით. -ვუხსნი მშვიდად. -მთელი ცხოვრება.. არა.. მოდი, ვთქვათ, შეგნებული კარიერა, იმაში გავატარე, რომ ვიღაცებს მუდამ რაღაცებს ვუხსნიდი, ვუმტკიცებდი, ვუყვებოდი. მერე რა, რომ იურიდიული საკითხი იყო ეს ყველა. მოკლედ, იდეა ისაა, რომ არასდროს ვმჯდარვარ ასე, ადამიანთან ერთად და არასდროს მქონია უფლება, რომ უბრალოდ, მომეკეტა. და ვფიქრობ, ხელფასს იმიტომაც გიხდით, რომ ის მომცეთ, რაც მინდა.
- ესე იგი, ასე უნდა ვისხდეთ?
- დიახ, თქვენ ხელფასს დასვენებაში აიღებთ, მე კი მივიღებ იმას, რაც მინდა. სხვათა შორის, დღეს ის აბები ვიყიდე. -უაზრო გადახვევა გამომდის თემიდან.
- აშკარაა, მოსაყოლი თემა გაქვთ. -მიღიმის, თითქოს ახლახან ჩემ კარში გოლი გაიტანა. ვგრძნობ, რომ ვნებდები.
- დღეს თითქმის პანიკის შეტევა მქონდა. და რადგანაც ჩემი ანკეტა შესწავლილი გექნებათ, ვინაიდან ჩემთან მეტი საქმე არც გქონიათ, აღარ მოვყვები იმას, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის.
- ამ ემოციაზე ვისაუბროთ. რა განიცადეთ, როცა მიხვდით, რომ მეორდებოდა?
- ფიზიკურად იგივე განცდებია. იგივე ზომის ტკივილი და არეულობა ჩემს ორგანიზმში. მენტალურად კი შემომიტია ფიქრმა, რომ იქ, იმ მომენტში, ძირს დავასკდებოდი და ყველა ჩემზე იჭორავებდა კარგა ხანს.
- ესე იგი, იმიჯი გადარდებთ იმ დროს, როცა ცუდად ხდებით?
- ადვოკატი ვარ, იმიჯი სულ მადარდებს, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. მუდამ უცხო ხალხის გარშემო მემართება ეს და მე კი ხალხის მიმართ სიყვარულით არ გამოვირჩევი.
- სიყვარულში რას გულისხმობთ?
- მე არ მაქვს წარმატებული ურთიერთობების ისტორია. არ მყავს დიდი ხნის მეგობრები, თომასს თუ არ ჩავთვლით და მე დღემდე არ მყავს სტაბილური პარტნიორი. ჩემ გარშემო სამყარო მხოლოდ სამსახურია და როცა სამუშაო საათები სრულდება - წიგნები. მათ კი ისევ იმიტომ ვკითხულობ, რომ მეორე დღეს სამსახურში გამოცოცხლებული ცოდნით მივიდე. არც ხასიათები მაქვს კარგი და სწორედ ამიტომ მენგრეოდა ურთიერთობები. თავიდან მაწუხებდა ეს, შემდეგ მივეჩვიე. ჩვეულებრივ, მოსახდენ მოცემულობად მივიღე და ურთიერთობები დინებას გავატანე. ვთქვი, რომ ვისაც ჩემთან უნდოდა ყოფნა, ამ სკანდალების მოწყობის გარეშეც დარჩებოდა, ხოლო ვისაც აღარ უნდოდა, უთქმელად გავუშვი. ამ ყველაფერმა თავიდან შვება მომიტანა. მიხაროდა, რომ ადამიანების შეტყობინებები აღარ მხვდებოდა და მათზე პასუხში დროს აღარ ვკარგავდი. მსუბუქად ვიყავი და მეგონა თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ მართლა მარტო დავრჩი. ეს მარტოობა არ იყო ნორმალური მარტოობა, რომელზეც ვოცნებობდი და რომელსაც მართლა სარგებელი მოჰქონდა, არამედ, ეს იყო მარტოსულობა და მასში გატარებული თვეები. ვთვლიდი, ვიამაყებდი, რომ მსგავსი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ იმან, რომ მეგობრები არ შევინარჩუნე, არ ვეცადე მათთან ყოფნას, თავი სუსტად და სულელად მაგრძნობინა.
- ახლა თავს როგორ გრძნობთ, ამ ყველაფრის ფონზე? -მშვიდად მეკითხება, მაგრამ საუბრის გაგრძელების სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. მივხვდი, რომ არც ისე საამაყოა მარტო ცხოვრება და რომ დამოუკიდებლობის იდეისკენ არასწორი გზით წავედი. ბევრი რამ უნდა შემეცვალა. დიდი ძალისხმევაც დამჭირდებოდა, მაგრამ დავძლევდი ვიცოდი. მეგონა სრულიად მარტო ვიყავი, უადამიანოდ, მაგრამ მობილური შემომავალი ზარით აინთო, თომასი რეკავდა. ის იყო. ის, ვინც ამ საგიჟეთში ჩამოხტებოდა და დამალაგებინებდა. ბავშვობის ერთადერთი მეგობარი და ერთადერთი კაცი, რომელსაც უნდა ვნდობოდი. ერთ ადამიანში მოქცეული სამყაროს ყველა დადებითი თვისება. თომასი, ჩემი თომასი. ზარს ვუპასუხე და ერთადერთი სიტყვის თქმა მოვახერხე:
- მჭირდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent