ჩემი ედემი./3/
ელენა ყიფიანის ყველაზე საყვარელი სეზონი უჩუმრად შეიპარა მის ცხოვრებაში. უკვე ახალ სახლში დასახლებულმა ვერც კი გაიგო ისე მოვიდა ზაფხულის მეორე თვე. ეზოს უკანა მხარე მთლიანად ჰქოდა დაფარული სათბურს, ჯერ გაუხარებელი ნერგებით იყო სავსე. მაგრამ ჰაერში უამრავი ტკბილი სურნელი ტრიალებდა. შუაში პატარა სახლი კოხტად იდგა. კედლებზე ჩამოკიდებული ქოთნებით, უკვე ფერადად მორთული ყვავილებით იყო გალამაზებული. მთელი სახლი სიმყუდროვის დიდი ზონა იყო. წვიმის დროს განსაკუთრებით შესასვლელ, რამდენიმე საფეხურზე უყვარდა ჯდომა. ტანზე შემოიფარებდა პლედს, თითებს შორის მოიქცევდა ჩიას ფინჯას და წვიმის წვეთების ხმაზე მთელი არსებით იძირებოდა ფიქრებში. შიშველი მუხლებით იდგა ნიადაგზე, თმა კოსად შეკრული.ყვავილებიანი ხელთათმანებით აწესრიგებდა მცენარის გარშემო მიწას. სახეზე ბედნიერების ფერი ჰქონდა მოკიდებული. ვიღაცა ცდილობდა უხმაუროდ შეეღო ჭშკარი მაგრამ, ირგვლივ გავცელებულმა სიმშვიდეში მაინც გაჟღერდა მძიმე კარის ხმა. ნელა გაიხედა შემოსასვლელისკენ ყიფიანმა, მიწით დასვრილი მტევნით ჩრდილი შეიქმნა სახესთან, რომ გაერკვია მოსულის ვინაობა. -თინა ბებო..-სიხარულისგან წამოფრინდა, მუხლები დაიბერტყა. ხელსაწყოები იქვე დატოვა და ბედნიერი ნაბიჯით გაემართა სტუმრისკენ. -როგორ ხარ ელენე.-ვერანაირად შეეჩვია მის სახელს და მაინც ისე ეძახდა როგორც უფრო მოსახერებელი იქნებოდა. გადაეხვივნენ ერთმანეთს.-დედა რას ხედავ ჩემი თვალები, როგორი სილამაზეა ღმერთო.- მოხუც თვალებში გაკვირვება ჰქონდა ჩამდგარი. -როგორ გამახარეთ, რომ ჩამოხვედით. -ხელზე ჩაეჭიდა მოხუცს და მასთან ერთად წავიდა სახლისკენ.-მართლა მოგწონთ? ჯერ ყველაფერი არაა გაკეთბული, ნელ-ნელა ყველა ხე მოისხავს ნაყოფს და ისე ყვავლების უმრავლესობა უკვე ხარობს. -საოცრებაა შვილო. ისეთი უფერული იყო ეს მიწა აქამდე. ახლა კიდე ცისარტყელას ფერებით არის სავსე. მადლობა დედი, სამოთხეს არის დამსგავსებული. -თინა ბებო აქ მოისვენეთ თქვენ. მე ხილს გამოვიტან და ვისაუბროთ..-გახარებული შევიდა სახლში, სამზარეულოს ფანჯარა გამოაღო.- ისე თუ გნებავთ უკან სათბურშიც შეგიძლიათ გახვიდეთ. ისეთი სიმშვიდეა იქ...- ხილი ლაამაზად დაალაგა ლანგარზე. სანამ სტუმარი ძველი ადგილის ახალ სიცოცხლეს ნელ-ნელა ითვისებდა მანამ, ვერანდაზე პატარა შუშის მაგიდა ორი კაცისთვის გააწყო. -როგორ მოგეწონათ?-ეზოში ჩაფიქრებულ მოხუცს გვერდით ამოუდგა. -ეს მხოლოდ შენ გააკეთე დედი? -ხო, ცოტა მამამ დამახმარა მებაღე. მაგრამ ვეცადე ჩემი შრომა უფრო მეტი ყოფილიყო.წამოდით დავსხდეთ. -სანამ ჯანი მქონდა კი ჰგავდა რაღაცას ეს მიდამო... მერე ჩემი კაციც რომ გამომეცალა საერთოდ დავკარგე ყველაფრის ხალისი. შენ კიდე ისე გაალამაზე აქაურობა, ნამდვილი სამოთხეა. -მეც სულ ასეთ სახლზე ვოცნებობდი, ყოველთვის ვეუბნებოდი დათის...-ნაღვლიანად გაეღიმა.-ჩემს ქმარს, რომ დავბერდებოდით ასეთი სახლი გვეყიდა და სოფლად გადმოვსულიყავით. -შვილო არ უნდა მიგეტოვებინა შენი ქმარი. - ვიცი, განა არ ვიცი თინა ბებო. მაგრამ იმდენად ვარ დამახინჯებული შიგნიდან ვერ ამიტანდა ასეთს. მომენტებში თავსაც ვერ ვიკავებ და დიდი სურვილი მიჩნდება რაღაც დავმართო. ვერავიზე ვერ ვიზრუნებ ახლა, მხოლოდ სიმშვიდე მინდა და ეს საქმე რასაც ვაკეთბ. მე რომ მასთან დავრჩენილიყავი, უფრო მტკივნეულად დავკარგავდით ერთმანეთს.- აღელვება რომ შეატყო ხმას გაჩუმდა. -შევზიზღდებოდი თინა ბებო. -რას ამბობ აბა შვილო... შენი კაცის გული ახლა ალბათ ზღვას გავს. იმხელა დამანგრეველი შტორმი გადაიტანა. იმის წარმოდგენა რთულია მის გონებაში რა ხდება. აი დაფიქრდი, ორი არჩევანი ცოლი ან შვილი... ირჩევ ცოლს რადგან სიყვარული იმდენად არის გამჯდარი შენში ვერ თმობ ვერავის გამო. და უცებ მასაც კარგავ. და ამ ზღვას გააჩნია დამანგრეველი ტალღები ელენა. ყოველი შემდეგი დარტყმა უფრო დაასუსტებს და საბოლოოს გარდაქმნის. - უძლური ვარ, ახლა მხოლოდ დრო მჭრდება. მარტო ყოფნა საკუთარ თავთან. მის გარეშე... ორივეს გარეშე ჯოჯოხეთი ვარ. -ნაღვლიანი მზერა სივრცეს გაუსწორა. იმ დღეს მასთან დარჩა სახლის ძველი პატრონი, საღამომდე ისხდნენ ვერანდაზე. დიდი თხოვნით ბებომაც გაიხსენა ქმართან გატარებული ტკბილი ახალგაზრდობა. ყიფიანი მასთან საუბრისას დედისეული სითბოთი ივსებოდა. თინასთან სიახლოვის დროს ყველაზე ახლობელთან ეგონა თავი და ღიად უზიარებდა საკუთრ გრძნობებს, იმ დარდს გულში რომ ინახავს. დათი მენაბდის დაკარგვის შიშს. *** შემოდგომამ შემოაღო დედამიწის კარები, თავისი ოქროსფერებით შეცვალა მიწის სიჭრელე. უფრო გაასევდიანა ორი ადამიანის გარშემო შექმნილი აურა. მენაბდე მთელი მონდომებული მცდელობებით დაუბრუნდა ძველ ცხოვრების რიტმს. სამსახურში დაწინაურებამ უფრო შეცვალა. დიდმა პასუხისმგებლობამ, მაღალმა თანამდებობამ ხასაითი დაუმძიმა. გარშემომყოფთათვის და მათ შორის ახლად შეძენილი თანამშრომლების თვალში ბოროტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რა მარტივია არა ადამანისთვის ერთ შეხედვით იარლიყების მიკვრა.? სერიოზულ გამომეტყველებას, დამსახურებულ საყვედურს და მოურიდებელ სიმკაცრეც ზოგი მათგანი ბოროტებად თვლიან. დეკემბრის შუა რიცხვები იყო, იმ დღეს უსასრულოდ თოვდა თბილისში. ქუჩის კიდესთან იდგა მანქანა. შიგნით არსებული სითბო ვერაფრით უთბობდა გაყინულ გულს მენაბდეს. ელენას მონატრება ისევ იყო გამჯდარი ვენებში. რთული, ძალიან რთული აღოჩნდა მისთვის ეს უსასრულოდ გაწელილი თვეები საყვარელი ქალის გარეშე. თვალებში კვლავ აკიაფებულლამაზი ღმილი და მონატრებული ბაგეების სითბო წვერში დამალული თხელ ტუჩებზე. გაშტერებული მზერით ადევნებდა თვალს ქალაში მოსიარულე ხალს. მის მოპირდაპირედ თეთრი, პატარა ფურგონი გაჩერდა. გვერდებზე ლამაზი ვარდისფერით, გაკრული კალიგრაფიით ეწერა „თინი ფლაუერსი“. ნაცნობი სახელი გულში ხმამაღლად ამოიკითხა და მინელებული გულის რითმი აუჩქარა.მზერა დაეძაბა, მალევე ამოიცნო ფურგონის პატრონში აი ის ქალი ზემოთ, რომ მთელი აღტაცებით ვახსენებდი. -ელე..-სახელი ბაგეებს დასცდა და თვეების უნახავი საყვარელის დანახვამ ცრემლიც კი მოაყენა მის ჭრელ თვალებს. უცნაურად აკანკალებული, ვენებდაყრილი მტევანი ჩამოისვა წვერზე. -ვეღარ გავუძლებ ელე უშენობას. საკმარისია აღარ მოგცემ უფლებას გამექცე.! -სწრაფად დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა. გონებაში კარგად დააწყო გეგმები.-უშენოდ დავიღალე, ელენა დავიღალე.-საჭეზე ძლიერად ჩაფრენილი მტევნები დაეჭიმა. მოსახვევებში სწრაფად შევიდა, გაბრაზებული გამომეტყველებით ავიდა სახლში. -დათა..-მამის ხმამ გააჩერა. -ხო ზაზა, მეჩქარება გინდა რამე? -რატომ ხარ ასეთი აფორიაქებული?-ოთახში სინათლე აანთო უფროსმა მენაბდემ და შვილს არ მისცა გასაქანი. -დღეს ელენა ვნახე... შემთხვევით.-ნერვიულად ამოისუნთქა, მამას პირისპირ დაუდგა. -ვენებში ვიგრძენი როგორ ამოძრავდა სისხლი. -შუბლს შუა ძარღვი გამოუჩნდა.-მამა, გთხოვ ახლა არ მინდა რამეზე საუბარი. უნდა წავიდე! - ემოციები, არტერიული სისხლდენასავით ასკდებოდა სახეზე. მთელი სისწრაფით ჩაყარა რამდენმე ხელი სამოსი ზურგჩანთაში. უსიტყვოდა გავარდა სახლიდან. - გამარჯობა ბატონო ლადო..- მიუხედავად იმისა რომ კომპანიაში მასზე ზემდგომი არ იყო, დამაარსებელს დაურეკა პირველ რიგში. -გამარჯობა დავით. - ბატონო ლადო, საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ. რამდენიმე დღე ქალაქიდან უნდა გავიდე. -ხო მშვიდობა? - დიახ, უფრო სწორად ოჯახური საქმეა.-ხმას ვერ იმორჩილებდა, აღარც ყოფნიდა მოთინება მშვიდად ესაუბრა. -კარგი, დავით. არ იქნება პრობლემა. თუ გაგიგრძელდება შენი საქმე საქმისკურსში ჩამაყენე. -აუცილებლად, მადლობა გაგებისთვის.-ტელეფონი მალევე გაუთიშა და ახლა ყოფილი ცოლის პატარა დას დაურეკა. -ბარბარე როგორ ხარ?-დაბოხებული ხმის შეცვლა ვერ მოასწრო. ტელეფონის მეორე მხრიდან სიჩუმემ მიახვედრა, რომ ვერ იცნო ყიფიანმა.-დათა ვარ ბარბი. -დათა..-ისე წამოიყვირა აშკარაა, მისი სახელით გახარებული იყო ყიფიანი. -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავრს რა.. აბა სკოლაშ მოსასვლელი ხომ არ ვარ ისევ. როგორ იქცევიან შენი კლასელები. -საჭეზე ჰქონდა ჩამოდებული შუბლი. -ეყოთ შენი ერთი ვიზიტი.-აკისკისდა პატარა ყიფიანი. -ძალიან კარგი პატარა. -რამე ხდება დათა?! -მითხარი შენი და სად ცხოვრობს...-ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა. - კარგი, ზუსტად მოგწერ ორ წუთში.დათა...-მდუმარედ ელოდა როდის განაგრძობდა ბარბარე ყიფიანი საუბრის დასრულებას. - შეიძლება არ შეიმჩნიოს მაგრამ იცოდე ძალიან სჭირდები. -ჭკვიანად ბარბი.-ნაღვლიანად გაეღიმა მენაბდეს და ტელეფონიც გათიშა. რამდენიმე წუთში მოუვიდა შეტყობინება და საყვარელი ქალისკენ მიმავალ გზას დაადგა. მთელი გზის განმავლობაში მაღალი ემოციური ფონი არ იკლებდა, რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს მით უფრო უსკდებოდა გული. ეშინია! იცის ვერ შეეწინააღმდეგება ცოლის სიტყვას. თუ ქალი არ მოინდომებს მასთან ყოფნას, ან თუნდაც მზერით არ მიახვედრებს მენაბდეს რამეს, ვერ შეძლებს იძულებას და ეს ბოლო გაბრძოლებაც იქნება. დაძაბულობისგან თავისქალა საშინლად ეწვის. *** საღამოხანს დაბრუნდა სახლში. მთელი დღე თოვდა რის გამოც ეზო სულ თეთრად იყო დაფარული. სირბილით შევიდა შინ და სიცივეს ატანილი მიეკედლა ჩამქრალ ბუხარს. შეშა ლამაზი წყობით დააწყო და ასანთი გაუკიდა. ცეცხლის წინ ჩამოჯდა, დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთს.ვერაფრით შეძლო სხეულის ტემპერატურის მომატება, ამიტომ ცხელი შხაპის მიღება გადაწყვიტა. შეუმჩნეველი ნაბიჯით დააბიჯებდა ხის იატაკზე. დამძიმებული სხეული შეუშვირა ცხელ წყალს, ცივ კანს მოხვედრილი ქაფქაფა წვეთები ორთქლად იქცეოდა წამებში. უცნაურად ჰქონდა აფორიაქებული გული,თითქოს რაღაცას ელოდა. კარგად კონტროლირებადი გონებაც გაექცა აკრძალული ფიქრებისკენ. ისე მძაფრად შემოგლიჯა დათი მენაბდენ გულისფიცარი, თავისი ლამაზი ფერის თვალებით. გონებაში მხოლოდ ის ღიმილი ტრიალებდა. წლების წინ რომ გაუღიმა და სამუდამოდ დატოვა თავისი კვალი. საკუთარ თავზე გაბრაზებული მალევე გამოვიდა სააბაზანოდან, ცხელი წყილით მოდუნებული სხეული თბილი სამოსით დაიფარა. სარკის წინ ს ანარეკლს აკვირდება, უყურებს თვალებში, მონდომებით ცდილობს საკუთარი სულის დანახვას, მაგრამ არანაირი გრძნობა თუ ემოციები აღარ ჩანს. გამეფებული სიჩუმე შემოსასვლელი კარების ხმამ დაარღვია. მოულოდნელობისგან შეხტა.ვინმე სტუმრის მოლოდინი არ ჰქონდა, თინა ბებოც ვერ ჩამოვიდოდა რადგან უკვე ჩამობნელებული იყო გარეთ. შეშინებული, მშვიდი ნაბიჯით გავიდა მისაღბისკენ. კარებთან ნაცნობმა ჩრდილმა სული შეუკრა. -რა გინდა აქ?-მისი მონატრებით თუ მომავალი დანებებით შეშინებულმა ამოიკნავლა. - მომენატრე, სულის ტკივილამდე მომენატრე დღეს ელე. წამით შეგავლე თვალი და ლამის მომკლა ამ გრძნობამ.- აღელვებული საუბრობდა. მხარზე მოკიდებული ჩანთა იქვე უგულოდ მიაგდო და ათრთოლებული ქალისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით. მათ სხეულებს და ფიქრებს აგიზგიზებული ცეცხლი ანათბდა, ყველაზე რომანტიულ მუსიკას უკრავდა თავისი ტკაცუნით. -მომეცი უფლება რამდენიმე დღე დავრჩე აქ. მჭირდები გესმის?! მჭირდები ელე.! -ემოცია მოაწვა ყელზე, ხმა დაუმძიმა და ჩაუხლიჩა. -დათი... წასვლა გაგიჭირდება. - შევძლებ, უბრალოდ ახლა აქ რომ არ მოვსულიყავი შევიშლებოდი! გამიგე გთხოვ. დილით, რომ არ მენახე გავაგრძელებდი ცხოვრებას.... -სველი თმა გადაუწია ნაზი კანიდა. სახე უფრო მკვეთრად გამოაჩინა და ძლიერი ხელის ზურგით სიყვარულით მიეფერა ლოყაზე. კაცის შეხებამ მიჩუმებული გრძნობები გააღვიძა, სიამოვნებისგან თვალებიც კი ვერ გააკონტროლა და მიელულა.-გენატრებოდი!- თითქს რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანს მიაგნო. - გარეთ ცივა.- მის კანს მოაშორა სახე და სამზარეულოსკენ გაუძღვა.- კენკრის ჩაის გაგიკეთბ. ჩემი მოყვანილია...- მსუბუქი ღიმით გამოხედა ჯერ კიდევ ერთ ადგილას მდგარ მენაბდეს. -არ გინდა? -მინდა, შენი ყველაფერი მინდა.-ბოლო რამდენიმე სიტყვა თავისთვის ჩაილაპარაკა და მასთან შევიდა ოთახში. გარემო დაათვალიერა.- როგორ უმკლავდები საქმეს? -მშვენივრად, ყოველ ორშაბათს ვაბარებ მაღაზიებს ყვავილებს. რამდენიმე პატარა კაფეს კენკროვანი ხილით ვამარაგებ... დამოუკიდებელი ვარ.! -მშობლებს აღარ ეხმიანები? -შვილის მოვალეობას ვასრულებ. კვირაში ერთხელ ვურეკავ და ვაგებინებ ისევ ცოცხალი რომ ვარ. -სევდიანად გაეღიმა.-თვითონაც არ იკლავენ თვს. -ჩემი ბრალია ასე რომ გაგიფუჭდა მათთან ურთიერთობა. - შენი არა დათი! მხოლოდ მათი ბრალია შვილის ბედნიერებას ხალხის აზრი რომ ერჩივნათ. -ფინჯანი მაგიდაზე დაუდო. პატარა ყვავილებიან ფინჯანზე გულიანად გაეცინა.-რა გაცინებს? - ყველგან ყვავილებია. -ჩაის ჭიქაზე მიუთითა. - აა ჰო. -მის წინ ჩამოჯდა, იდაყვით დაეყრდნო ხის მაგიდას და ნიკაპიც გაშლილ მტევანს ჩამოადო. არ იმჩნევს, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთ ბედნიერი საღამო არ ჰქონია. „-რა მოხდება ახლა თინის ტირილმა რომ შეგვაწყვეტინოს საუბარი? რატომ ღმერთო, რატომ წამართვი ასეთი ბედნიერება!“-მლაშე სითხემ აუვსო თვალები, შეუმჩნევლად მოიწმინდა სანამ სახეზე ჩამოუგორდებოდნენ და მის გრძნობებს სააშკარაოზე უგულოდ გამოიტანდნენ. - რატომ ხარ ასეთი? როგორ შეგიძლია ყველაზე იფიქრო საკუარი თავის გარდა?! რატომ არ ფიქრობ შენს მომავალზე, ხომ შეიძლება ცხოვრება ისევ გაგვეგრძელებინა ელე?! -თავჩხრილი, გულწრფელად აბარებდა ახსარებასავით მის აზრებს, რომელიც არცერთი წამით ანებებდა თავს. -დათი, შენ უბრალოდ ვერ გაიგებ იმას რასაც მე ვგრძნობ! სხვა ტკივილია როცა შვილი გიკვდება, სულ სხვა განცდა აქვს და ემოცია. მაგრამ შენს მაგივრად ის კვდება, ის პაწაწინა გოგო რომლის ბედნიერებასაც ცამდე უნდა აეყვანე . გკლავს შინაგანად გესმის? აი აქ, ისე ძლიერად მიჭერს მისი მოგონება. ისე ძლიერ, რომ ხანდახან მგონია გული აღარც მაქვს. ჩვენ რომც გვეცადა ისევ ისე ცხოვრება, უფრო ცუდი იქნებოდა. ისე დავკარგავდით ერთმანეთს ბედნიერი მომენტები აღარც გაგვახსენდებოდა. შეიძლება გეღალატა კიდეც აუტანელი ცოლისთვის, რომელიც წლებია შვილს მისტირის. ხვდები?! - არასდროს გიღალატებ! -გაცეცხლებული მზერით ახედა. -შენს გარდა ქალს ვერ შევეხები, შენი ნაზი კანის შეგრძნების მერე, არ მივცემ უფლებას სხის არაფრით გამორჩეულ კანს ის ემოციები დამავიწყოს რასაც შენთან განვიცდიდი. შენთან პირველი სექსი...- ნერვიულობისგან გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა. აღიარებისთვის მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - იმ დღს მხოლოდ ნასვამი ვიყავი. დედას გეფიცები ახლაც ცოცხლად ვგრძნობ შენს სხეულს ჩემს ხელებზე. შენს თვალებს რა დამავიწყებს ელე, ვნებაარეული შიშით რომ მიყურებდი.- თავზე გადაისვა ხელი. -და ასეთი შეგრძნებების შემდეგ გგონია ვიღაც ქალს მივცემ უფლებას ამ მტევნებზე შერჩენილი მოგონებები გააქროს?- ხმამაღლა ამოილაპარაკა, ხელები მისკენ გაიშვირა. პატარა მტევნებით დაიჭირა კაცის ტორები და ტუჩებით ნელა შეეხო. -მაპატიე ასე რომ გტკენ გულს.- ატირდა.- გევედრები დათი, იბრძოლე ბედნიერებისთვის. დამივიწყე გევედრები რა.-ხელებში დამალა სახე. -მე ვერ შევძლებ.. ვერ შევძლებ გესმის? მეშინია, ღმერთო როგორ მეშინია.- ათრთოლებულ, ცივ მტევნებზე მისი თბილი თითები იგრძნო. სახიდან ჩამოაწევიდა და გულზე მიიკრა ატირებული.- არ მინდა გიყვარდე. არ მინდა არა.- ტირილით იყვირა და მკერდზე პატარა მუშტები დაუშინა. - გაგაუბედურებს ჩემი დასახიჩრებული სული. რატომ არ გესმის? -მომეცი უფლება მე თვითონ გადავწყვიტო, შენთან ერთად მირჩევნია უბედურებასთან ბრძოლა. მირჩევნია გესმის?! უშენოდ უპატრონო ბავშვს ვგავარ. - დავიძინოთ რა. ახლა ძლიერად ჩამიკარი გულში და დავიძინოთ. -ხავილს ამოაყოლა სიტყვები, პატარა უსახლკაროსავით მიეკედლა და მოდუნდა. ჩურჩულივით მსუბუქად აიტაცა ხელში. არ გაჭირვებია საძინებლის პოვნა, ღია კარში ფრთხილად შეიყვანა. საწოლის წინ ჩამოსვა, ბალიშის ქვევიდან გამოაძვრინა მუქი ლურჯი, ატლასის მოკლე პენუარი. თვალები აემღვრა ასეთი ქალის წარმოდგენაზე. საკუთრი ხელით ჩააცვა შიშველ სხეულზე. *** მუქი ფარდიდან მაინც შემოაღწია მზის პატარა სხივმა. მიძინებული გონება ნელ-ნელა მოდის აზრზე და კარგად გრძნობს რბილ მტევანს საკუთარ სხეულზე. მთელი ღამე, წამითც არ მოუხუჭავს თვალი, ქალის სხეულხე ნაზი მოძრაობით ხაზავდა კონტურებს. ასე ცდილობდა იმ ვნების დახშობას, რასაც ელენე ყიფიანი იწვევდა მასში. ოთხი წლით პატარა გოგო არასდროს მოსწონებია 20 წლის დათა მენაბდეს. ყოველთვის მასზე უფროსი ქალები იზიდავდა. აი მაშინ სულ პირველად, რომ დაინახა ელენე ყიფიანი ყველაფერმა იცვალა სახე. ჯერ კიდევ არაფხიზე გონებაში შეძვრა, სუსტი გარეგნობის გოგონა ყვავილებით ხელში. წარსულში გაქცეული გონება მალევე დააბრუნა საძინებელში, სადაც მის გვერდით მონატრებული სხეული იწვა. მოშიშვლებულ წვივზე აასრიალა, მენჯიც გააშიშვლა ლამაზი ნაჭერისგან. ლარივით დაუჭიმა ვნებამ სხეული, ქალის ყვავილების სურნელი ცხვირთან უღიტინებდა. მძინარე ცოლი უფრო მიიკრა გულზე და განაგრძნო ფერება. პენუარის ბრეტელი მხარზე ჩამოვარდნილი ჰქონდა ყიფიანს, მოძრაუბაში მკერდიც მოუშიშვლდა. ვენებ დაყრილი მტევანი ნაზად მოუჭირა მკერდს და ელენამაც იგრძნო ძლიერი ბიძგი წვივებს შორის. სწრაფად გადაბრუნდა მენაბდისკენ. -დათი..- ახლად გაღვიძებულს სულ შეცვლილი ჰქონდა ხმა. - ყველაზე ლამაზი ქალი ხარ! ჩემი ქალი ხარ ელე. -ქალის წვივი წელზე შემოიდო და უფრო დაახლოვა სხეულები ერთმანეთს. - არ გააკეთო გთხოვ..-ყელთან ჩამძვრალ ქმარს უჩურჩულა. - ვერ გაუძლებ ხომ? გეშინია შენი შიშები სადღაც შორს არ გაიქცეს. მომეცი უფლება დაგეხმარო მათ დაძლევაში...- მიმზიდველი ბარიტონით ჩაუძვრა გონებაში, თითებიც ოსტატურად შეასრიალა საცვლის ქვეშ. -ღმერთო...- თითქმის დავიწყებულმა გრძნობამ სასიამოვნოდ გაახსენა თავი. დაუძლეველი ვნებით ამოისუნთქა. -გაიხსნენე სიყვარული რას გავს..- კეფით დაუჭირა თავი, ბაგეებზე ნაზად შეეხო.- გაიხსენე ელენა.! -უბრძანა. - მხეცს გავს დათი...-კვნესას ამოაყოლა ბგეერები. - მინდა ის მხეცი ასე რომ გყავს დამწყვდეული გაანთავისუფლო.! -ერთხანს თვალებში დაჯინებით უყურებდა ცოლს, მოულოდნელად დააცხრა ბაგეებზე. -გამოუშვი ელე! -კოცნებს შორის ეჩურჩულებოდა და მტევნებით მთელ სხეულზე ეფერებოდა. -შენი ეს ამოსუნთქვა, ყოველთვის გყიდიდა. ერთ სუნთქვაში დატეული ვნება უსიტყვოდ გყიდიდა ელე...-ოდნავ გახსნილ ბაგეებს, მტაცებლული მზერით დააცხრა. წამით გაჩერდა და დამანგრებელი სიამოვნებით აუვს მისმა კოცნამ სხეული. უსასრულო ბედნიერება იგრძნო ყიფიანმა და გონებაში ეგოისტი „მე“ც წინა ფლანგზე წამოიწია. მონატრებული კაცის სხეულს მთელი ძალით ებღაუჭრა. ცდილობს ყველა შეხება გონებაში კარრგად ამოკაწროს, რომ არასდროს! არასდროს არ დაავიწყდეს! მენაბდის სველი, ცხელი ტუჩები მთელ სხეულზე ეფერებიან. ცალი ხელით აწეული ატლასის ნაჭერი ნახევარ ტანს ძლივს უფარავს, მარცხენა ბრეტელი უკვე მხარზე აქვს ჩამოვარდნილი და მთიანად მოუჩანს მკერდი. სადაც კაცის ძლიერი მტევანი ეფერება. -დათი... -მინაბული თვალები ოდნავ გაახილა, წვივებს შორის ჩამალულ ყოფილ ქმარს დახედა. სათქმელად დაღებული ბაგეები მენაბდის, საჩენებელმა თითმა დაუხშო და კვლავ სიამოვნებაში ჩამალა. _______________________________________ გამარჯობა! დღეს როგორღაც ავღმოვჩდნი საიტზე, საკუთარ გვერდზე და იქ დამატებული ახალი კომენტარი შემომეკითხა. სადაც უპასუხისმგებლო ადამიანი ვჩანდი. იმედია მომცემთ უფლებას, რომ საკუთარი საქციელი გავამართლო. არის ცხოვრებაში მომენტი, როცა საკუთარ თავს არ ეკუთვნი. მძიმე დღეები დგება ცხოვრებაში. გტკივა სული, ძვლები, კანის ყველა ნატილი და უბრალოდ გაურბი ყველაფერს. ხოდა ასეთი დღეები იდგა ჩემს ცხოვრებაში. არ მოგახვევთ თავს უბრალოდ იცოდეთ რომ უმიზეზოდ არ გავქრალვარ. იმედია მაპატიებთ ამ დაკარგვას. ისიამოვნეთ ახალი თავით და გამიზიარეთ თქვენი აზრები.! /სიყვარულით თქვენი ფენიქსი./ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.