შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაფლიანი ყავა /სრულად/


18-08-2020, 23:09
ავტორი Mary Drey
ნანახია 4 451

- თაფლიანი ყავა?
- მიყვარხარ შენ და შენი შენეული თაფლიანი ყავა.

ვარსკვლავები ორი მონათესავე სულის სხეულის თავზე ანათებენ. ცა კი უღრუბლოა. სწორედ ისეთი, როგორიც გიორგის უყვარდა, როდესაც მარიამის გვერდით იყო.
გიორგის თვალები ზეცისკენ აქვს მიპყრობილი, რომელიც თავისი გამჭრიახი მზერით ცდილობს, რომ მის ნაპრალებში უკვალოდ დაიკარგოს, ან გალაქტიკის უთქმელ თანამზრახველად იქცეს. შიგადაშიგ შავგვრემანი, უცხოელის შესახედაობის მქონე გიორგი, მარიამს წელზე მკლავებს შემოხვევდა ხოლმე და სწორედ ამ მომენტში, ორი მონათესავე სული მხოლოდ და მხოლოდ ერთ სხეულად იქცეოდნენ. გიორგის მარიამი ძლიერ უყვარდა... მარიამსაც გააჩნდა მის მიმართ უთქმელი, ჯერ კიდევ ვერ გამხელილი გრძნობები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონას კისერზე თითქოს ყულფის ჭაჭერის შეგრძნებას უტოვებდა.

- რას ფიქრობ?- სიყვარულითსავსე თვალებით ჰკითხა გიორგიმ მარიამს და მომაჯადოვებელი ღიმილითაც დააჯილდოვა.
- იმაზე, თუ როგორი შეშლილია და არეულია სამყარო... თუმცა როგორვე უმალ მშვიდდება, როდესაც შენს მკლავებში აღმოვაჩენ თავს.
- სიტყვებით თამაში შენსავით არ შემიძლია და ეს შენც იცი... თუმცა ვიცი, რომ იცი... იცი, როგორი სიგიჟემდე მიყვარხარ და მჭირდები.
- თუმცა ადამიანი გვიან ხვდება... ყველაფერს გვიან აცნობიერებს. შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა მომავალში მოსაბეზრებლადაც კი მოგვეჩვენოს... ან ის ადამიანი დავკარგოთ და სხვასთან გავიზიაროთ სამუდამო ცხოვრების წუთი, ვისთანაც ყოფნა არ გვინდა და გული სხვა პიროვნებისკენ მოგვიწევს.
- მგონი შენ ყავა გჭირდება.
- მგონი, ხო... შენი თაფლიანი ყავა დამაბრუნებდა ამ გაუსაძლის რეალობაში.
- ზოგჯერ მინდა ჩემში დარჩე.
- ხოდა შენც არსად არ გამიშვა მერე.
- რომ გამექცე ან გამიფრინდე?!
- გასაქცევი ისედაც არსად არ მაქვს.
- ანუ?
- ანუ შენეული თაფლიანი ყავის დროა, გიორგი. შენნაირი მოტკბო გემოთი.

გიორგის სახეზე შემდგომ ბედნიერებისა და სიყვარულის კვალმა გადაირბინა. მისი გული გაშმაგებით ძგერდა და თვითონაც.. ზოგჯერ თვითონაც სასტიკად გაოცებული აღმოჩნდება ხოლმე, როდესაც მარიამთან ურთიერთობის მიღმა მეგობრულზე მეტ გრძნობას იპოვიდა ხოლმე.
- მე და მარიამი?! არა... იგი მხოლოდ და მხოლოდ ძმასავით მიყურებს. სჯობს ეს უღირსი ფიქრები დროულად ამოვიგდო თავიდან.- ხშირად შემოუძახებდა ხოლმე გიორგი საკუთარ თავს, როდესაც მარიამის ანთებული სახის ნაკვთებს დაინახავდა.

- თაფლიანი ყავა მზადაა, მარიამ...

შემდგომ უჩუმრად უსხდებიან პატარა მაგიდას, რომელიც ამ ორი მონათესავე სულის უთქმელი გრძნობების თანაზიარი ხდება. სიჩუმეს მხოლოდ გიორგის ხშირი სუნთქვა არღვევს... და ასევე მარიამის გახშირებული გულის ცემა.

- არ მინდა ოდესმე გამოილიო.
- მე თუ თაფლიანი ყავა?
- ორივე... ორივე, ჩემო ფერადო ვარსკვლავო!
- შარშან ამ დროს პირველმა შენ მომილოცე დაბადების დღე.
- და შარშანაც თაფლიანი ყავით მომაწონე თავი.
- შენი შარშანდელი ჩახუტება არასოდეს არ დამავიწყდება. იგი ყველაფრის მთქმელი აღმოჩნდა, მარ...
- წელსაც მე ვიქნები პირველი ვინც მოგილოცებს.
- ეჭვიც არ მეპარება.
- ჩემთან ყოველთვის დარჩი და არც ჩემს სითბოს მოგაკლებ და არც თაფლიან ყავას.
- მიყვარხარ...
- მეც ძალიან, მარიამ...

შემდგომ ცა დიდდება...
გრძნობები ერთმანეთს ეტმასნებოდა და ქარიშხალს ქმნის.
სუნთქვა ხშირდება.
მანძილი მცირდება.
შემდგომ?!
შემდგომ ბევრი სიყვარული და კვლავ თაფლიანი ტკბილი ყავა.

- შენ ხარ ჩემი თვით თაფლიანი ყავა, გიორგი!!



№1 სტუმარი Kh

Sheneuli natseria. Beveus mtkmelia martla

 


№2  offline მოდერი Mary Drey

Kh
Sheneuli natseria. Beveus mtkmelia martla


უღრმესი მადლობა. ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent