შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ ადამიანურ სამოთხეში(სრულად)


19-08-2020, 21:53
ავტორი Gossipy girl
ნანახია 28 792

-რომ გაეღვიძოს ერეკლე?!-შესძახა შეშფოთებულმა აკაკიმ და მეგობარს გადახედა.
-მოშორდი,შენ რომ დაგინახავს გული მეორედ არ წაუვიდეს!-მეგობარს ხელი ჰკრა დუკამ.
-ოჰ,მიდი შენ დაენახე და ერეკლეს თავისი ნებით გაყვება მაჩის ბიუროში.
-მაჩის ბიუროები აღარაა,გეთაყვა,ახლა იუსტიციის სახლებში აგვარებს ხალხი მაგ ამბავს,შენი იმბეცილი გონებისთვის თუ უცნობია რა არის ზემოთ ხსენებული ნება მიბოძეთ განგანათლოთ ..!-არ ჩერდებოდა დუკა.
-ოხ,შენი ფილოლოგი თავი მაცემია, მე რომ გულზე მალამოდ მომედება ისე!-მუშტი მოუღერა აკაკიმ დუკას.
-იღვიძებს თქვენ ლაპარაკზე და ჩკვდით ორივე!-ბიჭებს ახლა სანდრო ჯაჭვლიანმა შეუღრინა და ორივე უღონოდ დაეშვა სავარძლებში.
-შენი არ ვიცი და მამაშენი რომ დაგვადუღებს ყველას ერთმანეთზე ეს ფაქტია!-ამოიდუდღუნა აკაკიმ და თვალებდაქაჩული სანდროს დანახვაზე ისევ გაჩუმდა.
-შენ მამაჩემის ძმაკაცი ხარ თუ ჩემი?-თვალები დააწვრილა ერეკლემ.
-რატო ფეხი არ მომტყდა იმ დღეს ეზოში,რომ ჩამოვედი და შენ გაგიცანი,შენ გამიჩინე ჭაღარა და გულის მანკი!-ქოთქოთს არ წყვეტდა შანიძე.
-აუ,იმ გოგოს ნაცვლად ამას რომ გადავაკრათ „სკოჩი“ პირზე,არ გამოვა?-უკვე მოთმინება ამოეწურა სანდროს.
-საერთოდ „დავუხშოთ საინფორმაციო ღრუ“ და დავისვენებთ ყველა!-იდეა წამოჭრა დუკამ.
-„უხეში,უზრდელი,თანამდებობისთვის შეუფერებლი“-ამოილაპარაკა აკაკიმ და დანანებით გადააქნია თავი.
-ქართულ მხატვრულ ფილმებს,რომ არ ეასრებათ თქვენ ორს რა გეშველებოდათ მე არ ვიცი!რა არანორმალურები ხართ,ორივე!-სიცილს ვერ იკავებდა სოფი.
-შეეშვი,სანამ ორივე თავს არ მაცემინებს არ გაჩერდებიან ...-ამოიღრინა სანდრომ და ბიჭებს მკაცრი მზერა ესროლა.
-დაბერდები ალეკო და მერე უყარე კაკალი დურმიშხანს,ამას რა ენაღვლება?ჩემ იუმორზე და ნატურალურ პროდუქტებზეა გაზრდილი,რა მოკლავს?აი,შენ კი უდავოდ მოგკლავს ამდენი სერიოზულობა!
-ალეკო იქნება,ახლა რომ წამოგიხტება ფეხზე და დაგალურჯებს!
-ნინა გაიღვიძებს შანიძე, და მერე მართლა ვერ გადამირჩები!-ახლა ერეკლე წამოდგა ფეხზე.
-ოჰ,თქვენც კიდე რას გამიწუხეთ გული?გაიღვიძებს კაცო სულ ხოარ ეძინება ასე სკამზე გაკრულს კალიასავით?შენ რა გენაღვლება?გაიღვიძებს როცა იქნება და დაიტოვებ შენთან,იკითხოს ჩემმა დურმიშხანმა გულდაფუფქულმა რომ უნდა იაროს ამ „დუნიაზე“ ასე უგზო უკვლოდ!
-რა გჭირს დუკა?-გვერდით ჩამოუჯდა პლატონაძეს სოფი.
-„ქალი შეუყვარდა ნამეტნავად“-გაიკრიჭა აკაკი.
-მორჩი ახლა!-შეუღრინა დუკამ და სერიოზული სახით გადახდა მეგობარს.
-ისევ იმ გოგოს ამბავია ხო?-დამწუხრდა სოფი.
-არ უნდა ბატონო იმ გოგოს,განწირულია ეს ყმაწვილი სამუდამო მარტოობისთვის ვერ ხედავ?შუბლზეც აწერია და პირადობაზეც!“დურმიშხან პლატონაძე“-წარმოთქვა უფრო ხმამაღლა მეგობრის სახელი და გვარი აკაკიმ-მოდი დავიწყოთ ცხონებული ბაბუაშენის სახელით,მერე მამაშენის ტრადიციულობის კოეფიციენტით და ბოლოს იმით,რომ ქართულის ფილოლოგი ხარ!-ოთახში სიცილით ვეღარ სუნთქავდნენ ,დუკა ისევ წარბაზიდული უყურებდა აკაკის.
-ბაბუაჩემის სულმა არ მოგასვენოს შენ,აკაკი შანიძე!-დუკას გაბრაზებულ სახეზე და მის სიტყვებზე გადალურჯდნენ სიცილისგან ერეკლე და სანდრო.
-ჯვარი აქაურობას,რას იწყევლები,ბიჭო!-მოსმენილით აღშფოთდა აკაკი.
-დუკა,ისე სულ მინდოდა მეკითხა ქართულის ფილოლოგობა რატომ გადაწყვიტე?-ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და მომღიმარი სახით ახედა მეგობარს სოფიმ.
-შენ ქმარს კითხე!-ამოიდუდღუნა პლატონაძემ.
-შენ უხსენებელ ქმარს ერთ მშვენივრად დაწყევლილ დილას, ეროვნულების ე.წ. „ბადეების“ ჩაბარების ბოლო დღეს გამოთრობა მოუნდა.გამოთვრა კიდეც,მაშინ კომპიუტერები ყველას არ გვქონდა,ვაჟბატონს მამამისმა სულ ახალი გამოუგზავნა რუსეთიდან და ჩვენი მონაცემებიც ამასთან ინახებოდა,ჰოდა სანდროს ვენაცვალე,ნასვამმა იფიქრა მოდი ბიჭებს გავეხუმრებიო და ზუსტად ექვს რომ 20 წუთი აკლდა ჩემი ფაკულტეტის შეცვლით შეპყრობილს ეშმაკმა დურმიშხანს დაატეხა ამის რისხვა,ჩემი მონაცემების ნაცვლად პლატონაძის მიუთითა და ასე აღმოჩნდა იურისტი კაცი ქართულის ფილოლოგი.!
-აკაკისთვის უნდა შემეცვალა,შანიძის ამბავში,რა..-თავად სანდროსაც გაეცინა-ვიფიქრე სამი თვე არც აქეთ,არც იქით-თქო.ისეთი ნასვამი ვიყავი ერთმანეთში ამერია,მერე ბაზები დაიხურა და ჩარიცხვების ამბავზე დუკას გაოცებულმა სახემ და აკაკის ავბედითმა ღიმილმა მიმახვედრა,რომ საწყალი ბიჭი დავღუპე!
-შენც კაი მასხარა ხარ!-ხელი აიქნია ერეკლემ.
-და გადასულიყავი მერე,ეგ ხო არაა პრობლემა?-გაუკვირდა სოფის.
-ნწ,ლექტორი შეუყვარდა დარჩა და დარჩა ...!-თავი გადააქნია აკაკიმ-ეჰ,რას გაუგებ სიყვარულს,ჩემო სოფია!
-კიდე არ იღვიძებს ეს გოგო ...-უკვე შეშფოთებულმა დახედა ერეკლემ ნინას.
-ორი წუთის წინ თავი მომაჭამე არ გამიღვიძოო,რადროს შენი ცოლია ის არ იცი გაღვიძებული გირჩევნია თუ დაძინებული!
-დაგამიწებ,შანიძე!
-ისე,რომ იცოდე შენ,ალეკო ჯაჭვლიანო!-დიდ გულზე იყო დუკა-ჩემი ცოდვისთვის ისე დაგსაჯა ღმერთმა,პირველად სიყვარული სოფის ნაცვლად მამამის აუხსენი და ორი თვე გეძებდით,ხომ კარგად გახსოვს?!
-კაი,მე სოფის მამას ავუხსენი და შენ გელას!
-ვინ გელას?-სიცილით ვეღარ სუნთქავდა სოფი.
-იდეაში გოგო იყო და ეკა ერქვა. ჩვენ გელას ვეძახდით .. ბავშვობაში ულვაშები ჰქონდა და ლიმონათის დალევის დროს წვეთები ამ ულვაშებზე ჩამოსდიოდა ...-სანდრომ თავი ფანჯარაში გაჰყო და ისე იცინოდა დუკას სახეზე.
-პირველად მაგას აკოცა ულვაშზე,მეორედ ნათელა მასწავლებელს ხელის გულზე!-აქეთ-იქით ქანაობდა სიცილისგან გაწითლებული აკაკი შანიძე.
-გახსოვს,ნათელა თავზე რომ კოცნიდა რა გაბადრული სახით ჯდებოდა მერხთან?-სერიოზული სახე უცებ ჩაანაცვლა სიცილმა და დუკა ახლა სანდროსკენ გაიწია.
-ნუ გავიწყდებათ,მეგობრებო რომ მეც არანაკლებ ინფორმაციას ვფლობ თქვენი შავბნელი წარსულის შესახებ ...!-თითები აათამაშა მაგიდის ზედაპირზე დუკამ და ბიჭებს მოავლო მზერა.
-აი,სანდროზე რას გვეტყვი დუკა?-ინტერესით გადახედა სოფიმ მის გვერდით მჯდომს და დუკას გაუცინა.
-იცი,რომ სანდრომ მეორე კლასის ზეიმზე ჩაიფსა?-ჯაჭვლიანს ვერ აკავებდნენ,მანამ არ მოეშვა დუკას სანამ ეზოში გაქცეული სახლის ირგვლივ წრეებზე არ არბენინა.
შანიძე იდგა და გალურჯებამდე იცინოდა.
-შენ რა გაცინებს?შენ გგონია დამავიწყდა,დარეჯან გაფრინდაშვილს სიყვარულს,რომ უხსნიდი და ყვავილის მოსაკრეფად გადახრილს შარვალი ისეთ ხმაზე გაგეხა ორი კილომეტრის იქით გავიგეთ?!
-გამოდი,ჯაჭვლიანო მე მიმიშვი!-კიბეზე კისრისტეხვით დაეშვა შანიძე ახლა საცოდავ დუკას ორი გაავებული ძმაკაცი მისდევდა და მანაც ბედად შეასწრო ორივეს სახლში.კარი შიგნიდან ჩაკეტა და აივნიდან გადმომდგარმა ინგლისის დედოფლის „მისალმებით“(ხელის ფაქიზი ქნევით) გადმოხედა მეგობრებს.
-ჩამოდი მანდედან,“შე გალსტუკიანო პეპელა“!-არ ცხრებოდა აკაკი.
-კარი ვის მიუკეტე,ხომ იცი ჩამოვხსნი და ნაფოტ-ნაფოტ გაჭმევ?!-დაბლიდან იღრინებოდა სანდრო.
-მორჩით ცხონებულ ბაბუაჩემზე „ღლიცინს“?
-მოვრჩით,გააღე კარი,გავიყინე ტვინნაღრძობო!-დეკემბრის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და ბიჭებიც კომპრომისებზე მარტივად წამოვიდნენ.
ისხდნენ ყველანი ისევ დიდ ოთახში და მძინარე სარძლოს უყურებდნენ.
-ეს გოგო არ იღვიძებს?-საათს გახედა სანდრომ.
-ცხენის დოზა ქლოროფომი შეასუნთქა ამ არანორმალურმა და რას გაიღვიძებს?-საცოდავად დააცქერდა მძინარე გოგოს ერეკლე.
-ოჰ,არ დაგეწყო ჭირვეულობა, ვერ მივეკარებიო რომ გაჰკიოდი!-წამოენთო აკაკი.
-დურო,რიგში ახლა შენ ხარ!-სერიოზულად ამოილაპარაკა სანდრომ,დუკა მომენტალურად დაიძაბა და ამ სანახაობაზე აკაკის სახეზე ფერები გადაუვიდა სიცილისგან.
-რატო მე?-ამოილუღლუღა დუკამ.
-ჩემო დურმიშხან,რატომ და იმიტომ,რომ ნებითა თავისითა შენ არავინ გამოგყვება,სანდროს მისი სოფი ჰყავს მე კიდე აქეთ დამდევენ გოგოები მოსატაცებლად!-ამაყად წარმოთქვა აკაკიმ და სასაცილოდ გაიჯგიმა.
-რატომ არ გაჰყვება?გაჰყვება!-ერეკლემ დუკას მეგობრულად გადახვია ხელი,დუკასაც იმედი მოეცა და მეგობარს მადლიერი სახით გადახედა-გელა არ გაყვება ვითომ?!-ერეკლეს ფსევდო ჩაფიქრებულ სახეზე ოთახში ისეთი სიცილი ატყდა მძინარე ნინაც შეიშმუშნა.
-ვინ გელა?-დაიბნა დუკა.
-გელა,რა ეკა!-ახლა დუკა დასდევდა სახლის ოთახებში ახარხარებულ ათანელს.
-ამ გოგოს მამა მართლა პროკურორია?-სიმშვიდე რომ ჩამოვარდა მშვიდად იკითხა სოფიმ.
-მოქმედი,თანაც!-ისეთი სახით წარმოთქვა აკაკიმ ცას მუქი ღრუბლები გადაეკრო.
-მოიცა,ეკე მართლა ცემე ის კაცი?
-ეე,რა ვცემე,ჩემი მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა,აი სრულიად შემთხვევით!
-ჰოდა,ეგ კაცი იპოლიტეა და ჩვენ „მხიარულ რომანში“ ვართ,გილოცავთ,სხვა გზა არაა შენი „მომკალით“ უნდა მოხიბლო!-თავი გადაააქნია აკაკიმ.
-რა გეშველებოდა ქართული კინომოტოგრაფია რომ არ არსებობდეს?-თვალები დააწვრილა სანდრომ-აი,გიყურებ და ხანდახან მგონია,რომ მაგ ფილმების გარდა სხვა არც გინახავს,ცხოვრებაში არაფერი!
-ეეჰ,არ აფასებ ალეკო,თორემ ქართულ ფილმებს ფილმი სჯობს?-დანანებით ამოილაპარაკა აკაკიმ-ყველა სიტუაციას ერგებიან,ცხოვრებას გიხალისებენ და თან გასწავლიან.თქვენ კიდე უსხედხართ ამ „ნათლიას“ და ამუღამებთ „ყბაწაქცეული“ ბრანდო წვერზე ხელს როდის მოისვამს,ვაი საცოდაო საქართველო?!
-მოდი,წმინდას არ შევეხოთ,მითქვამს ოდესმე რომ „გიორგი სააკაძეს“ იმდენჯერ უყურებ,ალაგ-ალაგ შადიმან ბარათაშვილს ემგვანები მიმიკებშითქო?-ხელი მაღლა ასწია სანდრომ.
-არა,ბატონო მე სულ მინდოდა ვყოფილიყავი მიზანა ბრეგვაძის შვილი, ერთაოზი,სოფელ ძუყნურიდან ...-აკაკისაც ეცინებოდა მის მეგობრებზე,რომლებიც სულს ვეღარ ითქვამდნენ.
მართალი იყო სანდრო.
აკაკის საოცარი სიყვარული და უფრო საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ძველი ქართული ფილმებისადმი.თითოეული მათგანი იმდენჯერ ჰქონდა ნანახი დიალოგები ზეპირად ახსოვდა და ხშირადაც იყენებდა ხოლმე ცნობილ ფრაზებს კინო-ფილმებიდან.
ეს უცნაური ნიჭი ქართულის მასწავლებელმა რომ შენიშნა აკაკის მერვე კლასში დაეხმარა სპექტაკლის დადგმაში,სადაც თითქმის ყველა ქართული ფილმი იყო გაერთიანებული თავიანთი პერსონაჟებით.
აკაკიმ დავალებას თავი იმდენად კარგად გაართვა მთელი სკოლა აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს.რომ მიხვდა ეს ის საქმე იყო,რისი კეთებაც ასე ძალიან მოწონდა რეჟისურაზე ჩააბარა და დღეს თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია,ბატონი აკაკი შანიძე.
-ვაი,და მოგვაგნო შენმა სიმამრმა მერე სად მივდივართ?-ჩაფიქრდა დუკა და მძინარე გოგონას დააკვირდა.
-შენთან გამოვუშვებთ,ჩემო დურმიშხან!-მხარზე ხელი დაჰკრა სანდრომ.
-რატო ვითომ ?-წარბები აწკიპა დუკამ.
-შენ,ეს ფილოლოგი კაცი თუ გცემა ბატონმა გივიმ,მაშინ სხვანაირად მოვემზადებით!
-იიი,იხუმრე შენ ახლა კაკუნა?-სახე დაბრიცა დუკამ.
-ნუ,მე გამეცინა ...-მხრები აიჩეჩა აკაკიმ.
-თუ გიჩივლეს საქმე აღიძვრება.ადამიანის თავისუფლების აღკვეთა 143-ე მუხლით ისჯება და სისხლის სამართლის კოდექსით ციხეშიც ჩაგაჯენენ,თუ შენი სიმამრის „მოქმედ“ პროკურორობას გავითვალისწინებთ,ძალიან ცუდად გაქ საქმე ამ გოგომ,რომ არ განაცხადოს ჩემი ნებით წავყევიო ...-ჩაარაკრაკა სოფიმ და ერეკლეს გადახედა.-გაგწირავს ვითომ?
-წარმოიდგინე,დაქალის დაბადების დღეზე წასულს გიტაცებენ და მომავალ ქმრად შენი ყოფილი გევლინება,ამაზე დიდი ჯოჯოხეთი პირადად ჩემთვის მხოლოდ ისაა,რომ ჩემი შვილი ცოლად ბიჭს გაყვეს სახელად დურმიშხანს.!
-იუმორინა ორი ათას ოთხმოცი!-ბავშვივით დაეჭყანა დუკა აკაკის-მეტი ჭკუა რომ არ გაქვს ...
-რა ჭკუაც შენ გაქვს მეც ისე გელაპარაკები,რომ არ დამეჩაგრო.
-ჩამიწდი მანდ!
-გამაგებინე,მამამისის ცემა როდის მოასწარი?-ისევ სოფიმ შეცვალა თემა.
-3 წლის წინ,მამაჩემი,რომ დაიჭირეს ცრუ ბრალდებით ის პროკურორი ჩემი სასიმამროს კოლეგა იყო,ისე მოხდა ორივე ერთად ტოვებდა შენობას და ჩემი მოქნეული მამაჩემის კი არა ჩემ პროკურორს მოხვდა.
-მერე?-თვალები გააფართოვა სოფიმ.
-გააფრთხილა იმ კაცმა პატიოსნად,მეტჯერ გზად არ გადამეყაროო,ამ ჭკვიანმა გზად გადაეყარა კიარა,გადაუკვეთა კიდეც,პირდაპირ სახლში შეუვარდა ირიბი გაგებით!-წყალი მოსვა სანდრომ.-ამ გოგოს ქლოროფომი „შეასუნთქეთ“ თუ აჭამეთ,რა ვერ გაიღვიძა?
-აცადე,ეძინოს რომ გაიღვიძებს მერეც გვეყოფა!-თავდაჯერებით თქვა დუკამ და ერეკლეს მიუჯდა გვერდით.-აუ,რომ დაგინახავს იმ კაცის სახეზე უკვე ცუდად ვხდები სიცილისგან ...
-თუ არ გინდა,მომენტალურად მიგაწვინო უფროსი დურმიშხანის გვერდით შენი ხმა არ გავიგო იქ!


ნინამ,რომ თვალები გაახილა ყველას ყურადღება მისკენ გადავიდა და სიტუაცია კიდევ უფრო სასაცილო გახდა,როცა თვალებგაფართოებულ გოგონას ამავე რეაქციით აკვირდბოდნენ დანარჩენები.
-ერეკლე ...-ტუჩები სატირლად დაბრიცა გოგონამ და ათანელს ახედა.
-ნინა,თუ პანიკებში არ ჩავარდები მოვალ და ხელებს შეგიხსნი,ხო?-მავედრებელი მზერით მიუახლოვდა ერეკლე გოგონას,რომელიც ნელ-ნელა სიტუაციას იაზრებდა.
-აქ ... რატომ მაქვს ხელები დაბმული?
-ამ უკიდურესად საინტერესო ისტორიაში,რომ გაგარკვიოთ ნინა,გამარჯობა მე აკაკი ვარ შანიძე,ის არა.. მეორე ... ჰო,იმ ზაფხულს თქვენ ორი ერთმანეთს,რომ ეტრფოდით მე ევროპაში ვიღებდი სულიერ აბაზანებს,ამიტომაც არ მიცნობ ... მოკლედ სიტუაციაში,რომ გაგარკვიოთ შენ იმყოფები სოფელ ცხუნკურში და ჩვენ შენ მოგიტაცეთ!
-რაო?..-ამოიჩურჩულა გოგონამ და აკაკიდან მზერა ისევ ერეკლეზე გადაიტანა,რომელსაც ვეღარ გაერკვია ნინა გაეკავებინა თუ აკაკის სიცოცხლე მოესპო აქვე და ახლავე.
-ნინა,ყველაფერს ...-სიტყვა ვეღარ დაასრულა,ცხუნკური სწრაფ ტემპში წამოდგა ფეხზე გოგონას შემზარავი კივილის დაწყებისას.
ისეთ ხმაზე გაჰკიოდა ნინა მუმლაძე სანდრომ გაუაზრებლად გადააკრა წებოვანი ლენტი პირზე.
-რა მექნა?შეყრიდა მთელ სოფელს?!-მხრები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა და სოფის ამოეფარა.
-მოდი ყველანი დავმშვიდდეთ,ყური დამიგდე, „მშვენიერებავ, წყალი უნდა გერქვას შენ! ლამპრედუზო მედუზო!“-ერეკლემ თავში ხელი,რომ წამოარტყა ისევ დაუბრუნდა მოცემულ ვითარებას-ასე არ ივარგებს,შენ იკივლებ,ერეკლე იტირებს,სანდროს სვანური გაეხსნება,დუკას მეტი რაღა უნდა დაემართოს და გაწყობს შენ ამდენი ადამიანის წყობიდან გამოყვანა?მერე მე ვეღარ გიშველი,ახლა მოგხსნი ამ „სკოჩს“ შენ არ იკივლებ,მოსულა?-ნინამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და აკაკიმაც ფრთხილად ააცალა ლენტი.
-ვინ ჯანდაბა ხაარ!-აკივლდა მუმლაძე მაშინვე,ისევ ააფარეს ლენტი,ისევ უღონოდ დაეშვა იმედწართმეული ერეკლე სკამზე.
-მე ვინ ვარ?-აქ,უკვე იუმორის მთელი არეალი გაეხსნა ბატონ აკაკის და მანაც დაიწყო ...-ომამდე ტანკისტი ვიყავი,შადიმანსაც მამგვანებენ ბარათაშვილს,ისე ჩემო კარგო აკაკი ვარ შანიძე,ის არა და მეორე!
-აკაკი,მორჩი ხუმრობას!-ახლა სოფი ჩაერია საქმეში.
-რა გვეხუმრება ჩემო სოფია,ეს შენსავით კიარაა,შეხედე რა ამორძალი მედეას თვალებით მიყურებს თავი იასონის მტერი მგონია!მოდი ბიჭო,იასონ და უთხარი რამე მოულბე გული,რა გახდა ქალის გულის მოგება?წუთში ათი ქალის გული მაქვს მონადირებული ...!
-აკაკი,გაეთრიე ოთახიდან თუ არ გინდა წიხლით გაგადგო!-ერეკლეს მოთმინების ფიალა ევსებოდა.
-ხომ არ დავტოვოთ მარტო?-ფეხზე წამოდგა დუკა.
-ისეთი თვალებით უყურებს ერეკლეს,როგორც ლენინი ბურჟუაზიას,ამის გამო ვზარდეთ ამდენი ხანი პროკურორის შვილმა მოტაცებისთვის,რომ მოგვიკლას?არა,ბატონო!-თავი მტკიცედ გადააქნია სანდრომ.
-„ბოლშევიკურად უნდა ვიმუშაოთ“!-აკივლდა აკაკი-ნინა,გეთაყვა ახლა ამას მოგხსნი და მშვიდად ვისაუბროთ,კივილის შემთხვევაში პირობას გაძლევ ჩაიკეტები ერეკლესთან ერთად მარტო ოთახში და ჩვენ წავალთ,გინდა?-ნინამ სწრაფად გააქნია თავი უარის ნიშნად.-ოჰ,ავლაპარაკით საერთო ენაზე,არა რა ... მაგარი კაცი იყო ლენინი!-ახლა აკაკიმ გადააქნია თავი დანანების ნიშნად -რა ქვეყანა დამინგირეს,ბიჭოს!?-გოგონას ფრთხილად მოხსნა ლენტი.-გამარჯობა,მე აკაკი ვარ შანიძე,გეყურება?
-შენ ცოტა ვერ ხარ?-ოთახში მყოფებს სიცილის ტალღამ გადაუარა.
-„დასის ვას,მე შენ გასწავლი ჭკვას!“-გაეცინა აკაკისაც-რეჟისორი ვარ,ქართულ კინოებზე,ამ ადამიანებზე ცხოვრების ბოლომდე შეყვარებული და განწირული კაცი,კი,ცოტა კი არა მაგრად ვაფრენთ!-ნინას ფეხებთან,იატაკზე ჩაჯდა და გოგონას ახედა.-გოგო,ნინა გიყვარს ეს ბედოვლათი?
-ჰო,აი ვენებს ვიჭრიდი!
-მთლად ნესტან-დარეჯანთან გვქონია საქმე!-ტაში შემოჰკრა აკაკიმ.
-შენ,იცი მამაჩემი რას გიზამს?-ახლა ერეკლეს გადახედა ნინამ
-რამდენიმე წლით ციხეში ჩამსვამს,ვიცი.-მშვიდად იღიმოდა ერეკლე.
-ეკე,ნუ სულელობ გთხოვ მორჩი რა მოდი მომხსენი ესენი და წამიყვანე სახლში.
-„გინდა ზევით ადით,გინდა ქვევით ჩადით,სულ ერთია!“-ხელი აიქნია აკაკიმ და ფეხზე წამოხტა-გამაგებინე,გინდა იმ ფიროსმანის სირცხვილის ცოლობა?(ნინას იმჟამინდელი შეყვარებული მხატვარი გახლდათ)
-მინდა!-ამაყად განაცხადა ნინამ და ერეკლეს სიმწრით გაღიმებულ სახეს თვალი აარიდა.
-კაი,რა ნინ,ჩვენ ხო ვიცით როგორ გიყვარს ერეკლე ასე რატო იქცევი?-ახლა დუკა ჩაერია.
-შენ ხმას ნუ იღებ,არა როგორ გამიკეთეთ ეს?-დუკას და სანდროს მოავლო მზერა თვალცრემლიანმა გოგონამ.
-ანუ,რა გინდა მითხრა,რომ შენ ერეკლესთან ყოფნას მიქელანჯელო გირჩევნია?-ხელები გულზე გადაიჯვარედინა სანდრომ-ნინა,მითხარი იმ ბიჭთან ბედნიერი ხარ?ჩემი ხელით წაგიყვან სახლში,გამეცი პასუხი!
-ვარ!-ამოიტირა ნინამ.
-ანუ,ერეკლე არ გიყვარს?-ახლა დუკამ შეუტია.
-წამიყვანეთ სახლში,გაგიჟდება მამაჩემი ..-ცრემლები ნიაღვრად მოსდიოდა სახეზე გოგონას.
-კაი,რას ატირებ შეეშვი,აჰა ...-გოგონას მიუახლოვდა,ისე და იმდენად რომ ერეკლეს სურნელმა სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა.ცხვირის წვერით ოდნავ შეეხო მის კისერს და ეგონა ძვლებში გადატყდებოდა მონატრებისგან.ერეკლემ შეუხსნა ხელები და წამოდგომაში დაეხმარა.-ბოდიში,არასწორად ვიფიქრე ... თუ ჩივილს გადაწყვეტ იცოდე რომ ამისთვისაც მზად ვარ.სანდრო,აჰა ჩაიყვანეთ.-გასაღები ჯაჭვლიანს ესროლა და სახლი დატოვა.
ყველანი გასუსულები იყურებოდნენ ხან ნინას ხანაც კარის მიმართულებით წასულ ერეკლეს.
-აკაკი,შენ დაჯექი.-სანდრომ გასაღები აკაკის გადასცა და ერეკლეს გაჰყვა.
-მართლა უშვებ?-უკან აედევნა ძმაკაცს.
-სანდრო,აღარ ვარ იმ ასაკში მჯეროდეს,რომ თუ ჩემს გვერდით დავაბამ ბედნიერი იქნება,ვიცი რომ არ უყვარს ის ტიპი,გამორიცხულია ის უყვარდეს,სანდრო ...-სიმწრით გაეცინა ერეკლეს და სიგარეტის კოლოფიდან აკანკალებული თითებით ამოიღო ერთი ღერი.
-მაშინ რა ჯანდაბა გაჩერებს გამაგებინე?
-ჩემთან,რომ ბედნიერი ვერ იყოს ოდესმე ... ოდესმე რომ ვიჩხუბოთ ამ დღეს წამომაძახებს ... და მე ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს,რომ არჩევნის უფლება წავართვი.აკაკიმ ხომ გაუძლო?მეც გავუძლებ...
-ერეკლე,არ გინდა რა...
-არა,სანდრო არ მინდა,ახლა მაგის გაშვება ისე არ მინდა, მირჩევნია ყველა ძვალი დამილეწოს ვინმემ,უბრალოდ ყველა იმსახურებს არჩევნის უფლებას და ის,რომ ნასვამ მდგომარეობაში მოვიტაცეთ არ ნიშნავს,რომ მთელ ცხოვრებას ქვიშაზე ავაშენებ.არ ვიცი, როდის,რომელი ქარიშხალი დამინგრევს.სანდრო ჩემი ძალით დატოვებული ნინა ხვალ არ ვიცი როგორ იგრძნობს თავს თუ რაღაც სირთულეს წავაწყდებით ...
-და ამას გირჩევნია გაუშვა?ერეკლე,სხვას გაყვება ცოლად,ვიღაც მხატვარს,უნიჭო მხატვარს!არა თუნდაც ნიჭიერი იყოს,მაინც უნიჭოა,ტო ეგ როგორ ... ასე უშვებ?
-ბედნიერი ვარო,სანდრო ვერ გაიგე?
-და შენ თუ გესმის,რომ არ უყვარს მაგ ბედნიერების გჯერა?არ,გამაგიჟო,რეებს ამბობ ერეკლე?
-სანდრო,დაძალებული ჩემი სიყვარულიც არ მინდა!კი,შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი და მასთან კომფორტულად იყო,ჰოდა ასეა ნინაც.ჩაიყვანე თბილისში,მე ხვალ ჩამოვალ.
-შენ მე გამაგიჟებ,სად გაგონილა...
-სანდრო,ძალიან გთხოვ რა!
-ინანებ,ერეკლე მაგრად ინანებ,ერთხელ დაკარგე ეს გოგო და ახლა შენი ნებით კარგავ მეორედ!
პასუხი აღარ გაუცია.
სახლის უკანა ეზოში გადაინაცვლა.
თითქოს ცივი ჰაერი ისედაც გაყინულ სულს უყინავდა.


მანქანაში ჩასხდნენ.
დუკა და აკაკი უხერხულობის განმუხტვას ცდილობდნენ.
ნინა წინ იჯდა,აკაკის გვერდით.
დუკა,სოფი და სანდრო უკან სავარძლებზე იყვნენ გადანაწილებულები.
-დურმიშხან,ისევ შენ უნდა ივაჟკაცო!-შესძახა ხმამაღლა აკაკიმ და დუკას გადახედა სარკეში.
-ამჯერად რა მოიფიქრე ..?!-ამოიხვნეშა დუკამ.
-გელა უნდა მოვძებნოთ!
-ვინ გელა?
-აი,ის ულვაშა ეკა!
-ჩაკვდი და ატარე ეგ მანქანა!-სახე მოეღრუბლა დუკას.
-რატო,კუდრაჭა,შენ რომ აღარ გაგაწამო?-წარბები აათამაშა აკაკიმ და სარკეში უკან მჯდომ მეგობარს გადახედა.
-საჭესთან არ იყო გაჩვენებდი ვინ ვის აწამებს!-კბილებში გამოსცრა დუკამ.
-დურო,გეთაყვა, სულ ასეთი ველური მოპყრობით რომ გამოირჩეოდი მაგიტომაც გაგექცა იმდენი გოგო ..-უდარდელად ამოილაპარაკა აკაკიმ-არა,ნუ ბაბუაშენის ლომის წვლილის დაკარგვა მაგ ამბავში საცოდაობაა!-სიცილს ვერ იკავებდნენ ბავშვები.
-გადარიეთ ახლა ეს გოგო და საერთოდ ფეხით წავა ცხუნკურიდან თბილისამდე!-ორივეს თავზე ხელი წაჰკრა სანდრომ.
-უთხარი აბა გაჩუმდეს!-გაბუტული ბავშვივით ამოილაპარაკა დუკამ და ფანჯარას მიადო თავი,ის იყო მომღიმარმა შანიძემ ჯერ დუკას გადახედა შემდეგ გზაზე უზარმაზარ ორმოს და მანქანაში გაჟღერებული ხმა პლატონაძის ყვირილმაც ვერ გადაფარა.-შენ სულ გააფრინე?-მტკივნეულად მოისვა შუბლზე ხელი სახე დამანჭულმა დუკამ.
-ახლა ორი იქნებით ქვეყანაზე,შენ და კოპი,შენ და კოპი ..!-თეატრალურად წარმოთქვა აკაკიმ.
სანდრომ თავი ფანჯარაში გაჰყო და ისე იცინოდა დუკას სახეზე.
მომენტალურად აკაკიმ ფართხალი,რომ ატეხა და მანქანა ხან მარჯვნივ წავიდა ხანაც მარცხნივ სანდრომაც ინება თავის შემოყოფა და აკაკის ყელზე მოჭერილ დუკას თითებს ჩაეუბღაუჭა.
-რას შვრები,დურმიშხან გვკლავ?!-იყვირა ჯაჭვლიანმა.
-ჩაიგდოს ეგ ჭარტალა ენა!-ავად გამოსცრა დუკამ და აკაკის გაბრაზებული მხერა ესროლა სარკეში.
-ისე,რამე რომ იყოს უჩივლებ ერეკლეს?-სოფის სიტყვებმა და ნინას აწითლებულმა ლოყებმა სამარისებული სიჩუმე ჩამოაგდო მანქანაში.
-არა,რა თქმა უნდა.-ამოიჩურჩულა ნინამ.
-მართლა გიყვარს ის მხატვარი?-გვერდულად გადახედა აკაკიმ გოგონას.
-ჰო ...
-მომკალით,ვინმემ!-პათოსით აღმოხდა შანიძეს-შენ უიღბლობას ისიც ემატება დროულად რომ ვერ გაგიცანი,მე რომ აქ ვყოფილიყავი ახლა ათანელი იქნებოდი გვარად და მამა პროკურორს მეორე შვილიშვილს ჩაახუტებდა ჩემი ეკეკა!
-შენ არ იცი,ნინას ფიზიკის გამოცდა დურმიშხანმა რომ დააწერია?-წინ გადმოჰყო თავი სანდრომ.-გახსოვს?-ახლა ნინას გადახედა,რომელსაც უნებურად გაეღიმა ამ ფაქტის გახსენებისას.
-მოიცა,ჩემმა დურომ გიხსნა განსაცდელისგან?-მომღიმარმა გადახედა აკაკიმ ნინას.
-ჰო,ჩემი მერხი ფანჯარასთან ახლოს იყო,დუკას სანდრო და ერეკლე იჭერდნენ და როცა დამკვირვებელი შებრუნდებოდა პასუხების ფურცლებს მაძლევდა ..-ეღიმებოდა ნინას და მოწოლილი ცრემლები ყელში გაჩხერილი გორგალივით ახრჩობდა.
-არა კიარ გაყვედრი,მაგრამ არც ის დაივიწყო მე,ერეკლე და დურმიშხანი ტრამვატოლოგიურში,რომ ვიყავით გაჭიმულები 2 კვირა!-წარბაწევით გადახედა მომღიმარმა სანდრომ ნინას,რომელსაც თვალები უკვე ამღვრეოდა.
-რა დამავიწყებს,მამაჩემი არ მიშვებდა და ბებოს ვატნევდი ბულიონს თქვენთვის!-ხმაჩახლეჩილმა თქვა და ფანჯარაში გაიხედა.
-აბა,კაკი იცი რა ბებო ჰყავს ნინას?საოცარი!ერეკლეს ხელი ჰქონდა მოტეხილი ცუდად დაეცა და თავისი ხელით აჭმევდა იმ ბულიონს,წარმოგიდგენია?ნანა დეიდა მაშინ სოფელში იყო და ისიც არ იცოდა რა გვჭირდა.
-მოიცა,გამოცდიდან ტრამვატოლოგიურში როგორ მოხვდით?-ახლა სოფი ჩაერია .
-გამოცდა მეორე სართულზე ტარდებოდა და სამასწავლებლოს ფანჯრის გისოსებზე მდგარი ბიჭები სასწავლო ნაწილმა დაინახა ..-გულით გაეცინა ნინას და გაპარული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა.
-მოიცა,შაშლიკამ დაგინახათ?-სიცილით ვერ სუნთქავდა აკაკი-დურო,შენზე მემგონი ზეცაში საჩივარია დაწერილი და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული,უეჭეველი მანდაც ბაბუაშენის ამბავი იქნება!
-რა მოგაფიქრდა ახლა მაგ უშნო ტვინში?!-ტუჩები დაბრიცა სასაცილოდ დუკამ.
-გამაგებინე ადამიანო,რა წინაპრების ცოდვა გაწევს ამის ფასი ჯერ დურმიშხანი რომ გქვია,მერე პლატონაძე რომ ხარ გვარად,გელას გარდა ქალს რომ არ ყვარებიხარ,იურისტის ნაცვლად ქართულის ფილოლოგი რომ ხარ და ყველა სიკეთე ფეხის,ხელის და ტვინის მოტეხვით რომ გიბრუნდება უკან?!
-გააჩერე მანქანა!-დუკას ღრიალზე ყველა შეცბა.
-რა მოგელანდა,დურმიშხან?!
-გააჩერე მანქანა!
-გააჩერე,სანდრო წამოუარა ბაბუამისის მეორე მსოფლიო ომის პოსტ ტრამვულმა აშლილობამ!
-დუკა,ჩამაყვანინე პროკურორის შვილი მშვიდობით თბილისში და მერე თუ გინდა შანიძე მიაწიე სტალინს,ჰიტლერს და ბაბუაშენ,დურმიშხანს!
-„დაგვიჭერენ,დუკა შენც დაგიჭერენ,ჩვენც და ტრიფონასაც!“-ახლა სოფის აუვარდა სიცილი აკაკის გაბადრულ სახეზე.
-გამიგიჟეს ცოლი ...-თავი გააქნია მომღიმარმა სანდრომ.
-გოგო,ნინა!- შესძახა აკაკიმ.
-გისმენ,აკაკი.-გაეღიმა ნინას.
-შენ გადაიტან ეკეკას შვილებს სხვა ქალი,რომ გაუჩენს?-აკაკის სერიოზულ ტონზე ყველამ ყურადღება გაფითრებულ ნინაზე გადაიტანა.
-ის,ხომ გადაიტანს მე რომ გავუჩენ სხვას შვილებს?ჰოდა,მეც გადავიტან!-გაბუტული ბავშვივით წარმოთქვა ნინამ და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-და ასე ერთმანეთის პრინციპებზე ცხოვრებით რომელიმე ბედნიერი იქნებით?
-ვიქნებით აკაკი,ბედნიერება არჩევანია და არა პირობები!
-ბედნიერება სწორ არჩევანშია,ნინა!-ასეთი აკაკი კარგა ხანია აღარ ენახათ მეგობრებს და ყველა გარინდული უსმენდა ორის დიალოგს.-ჩემი შეყვარებული წლების წინ გათხოვდა,ჩემ გასაბრაზებლად გადადგა ნაბიჯი,რომელმაც ცხოვრება დაგვინგრია ორივეს,მე 19-ის ვიყავი და ის 16-ის.ყველამ გაკიცხა.“სულელი ბავშვის სულელური შეცდომა“ დაარქვა ისევ იმ ადამიანებმა,რომლებსაც აზრს ეკითხებოდა ხოლმე.მე კიარა,მან კიარა,აი იმ ადამიანებმა,რომლებიც ხვდებოდნენ რა შეცდომასაც უშვებდა რეალურად. ქორწილის დილას დამირეკა და ვთხოვდებიო „მახარა“-ჯაჭვლიანს სხეული დაეძაბა,დუკა სკამზე ვერ ისვენებდა,სოფი ნერვიულად ამტვრევდა თითებს.ყველამ ზუსტად იცოდა რას გრძნობდა აკაკი ამ სიტყვების თქმისას-იმ ნაბიჯს ელოდა ჩემგან,რომელიც შენკენ გადმოდგა ერეკლემ.მე არ გადავდი,ნინა!-ხმა გაუმკაცრდა და ჩაწითლებული თვალებით გადახედა აწურულ გოგოგნას,რომელსაც ცოტა აკლდა ტირილამდე-მე არ მოვაბრუნე,მე ხელი არ შევუშალე.მეტიჩარა ყარაჩოღელივით დავჯექი გაჯგიმული და უაზრო პრინციპებს დამონებული ხმამაღლა ვიძახდი მისი არჩევანია და ისევ ის ინანებს-მეთქი.მაშინ,რომ მცოდნოდა მე როგორ ვინანებდი მის გათხოვებას,მაშინ რომ მცოდნოდა მის გარდა ქალს ვერ შევიყვარებდი ნაბადში გახვეულს წავიყვანდი და უკან აღარ მოვახედებდი.მე გავუშვი,ის წავიდა.მისი ქმარი დღეს ბედნიერი კაცია,ორი შვილის მამააა.მე ცარიელი რეჟისორი.ის დედაა,ქალი,რომელმაც იმას დაარქვა ბედნიერება,რაც მისმა არასწორმა ნაბიჯმა მისცა და არა იმას,რაც რეალურად იყო.შენი გადასაწყვეტია,რას ირჩევ ცხოვრებაში.იმაზე შეჩვევას,რასაც ეშმაკი გატენის თუ იმის მიღებას რასაც ღმერთი გთავაზობს.შენი მუჭისოდენა გულში ჩაიხედე,ნინა მანდ შენი მხატვრის ადგილია,თუ ჩვენი ეკეკასი?!რომელია ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარი,ჩინელი ბოტიჩელი თუ პატარა კახის,კაი პატენტი!
ხმა აღარავის ამოუღია.
თბილისის გზაზე იყვნენ ნინამ,რომ წამოიყვირა.
-მოაბრუნე,აკაკი!-მუხრუჭი და საბურავების წუილი ერთი იყო.
-რაო?-ყველამ ნინას გადახედა,რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო.
-მოაბრუნე.
-ნინა,დარ ...-სოფის სათქმელი აკაკიმ აღარ დაასრულებია.
-დარწმუნებულია,აბა არ არი?!!-შეჰყვირა ბოლო ხმაზე და მანქანიდან გადმოვიდა.
ავტომობილი წამის მეასედში დაიცალა.
-„რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქნების!“-აღმოხდა მომღიმარ დუკას.
-ოხ,მე შენ ფილოლოგ სულს შემოვევლე,ჩემო დურმიშხან!-მხარზე ისე ძლიერად დაჰკრა სანდრომ ხელი,დუკას ლამის თვალები გადმოსცვივდა.
-აი,მინდა რომ ფრიდონი დავუძახო და ვაცნობიერებ,რომ მისი სახელი ფრიდონსაც სჯობს!-დანენებით გადაიქნია თავი აკაკიმ.
-გვარის და ერის შემარცხვენელო,შენ რა გესმის ფრიდონის,ავთანდილის და ტარიელის!
-აი,შენ ფრიდონა ხარ,სანდრო-ავთანდილი,ერეკლე-ტარიელი და მე დავით სოსლანი!
-აე,კაკო ...!-სანდრომ ახლა ხელი აკაკის დასცხო და გოგოებს შანიძის კივილზე სიცილის ტალღამ გადაუარათ.
-მოიცათ!ნინა,დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?-სოფიმ შეპარვით ჰკითხა გოგონას.
-ახლა დაწრმუნებული მხოლოდ იმაში ვარ,რომ თბილისში ჩემი დაბრუნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სანანებელი შეცდომა იქნება.
-ითს მაი რძაალ!-აყვირდა შანიძე.
-ქორწილია,ქეიფია გრიალი!-ღიღინებდა დუკა.
-ორი წამი წარმოიდგინეთ ერეკლეს სახე ნინას რომ დაინახავს.-გაეღიმა სოფის.
-ერეკლე არ ვიცი და ბატონი გივის სახეს,რომ წარმოვიდგენ ჩვენი დანახვისას ...- აკაკის სიტყვებზე ყველას გაეცინა.
ყველა გრძნობდა,რომ რაღაც ძალიან მაგარი ელოდათ წინ.
და ეს თავიანთი მეგობრობა იყო,თავიანთი ისტორია და თავიანთი ცხოვრება.
რომელიც ოთხივემ მთელი თავისი შეგნებით,არსით,სულით,გულით და სიყვარულით ააშენა.
ეს არი ადამიანი.
თავისი ხელებით ნაშენები ცხოვრება.
ცხოვრება,სადაც სწორი მეგობარი პალიტრაში ნათელ ფერებს გაძლევს და შენც ფუნჯით ხელში ხატავ შენეულ სამოთხეს,ისეთს,სადამდეც შენი მწირი გონება მიდის და დამიჯერეთ ...
გყოფნის.
კარგი მეგობარი ღმერთის მიერ ნაჩუქარი ბილეთია დედამიწაზე ადამიანურ სამოთხეში.
ღმერთთან მეგობრობა კი ჩარტერული რეისია ღვთიურ სამოთხეში.
***
ცხუნკურში ციოდა.
იჯდა აივანზე და უაზროდ გაჰყურებდა ჰორიზონტს.
ან
ვინ იცის იქნებ „აზრიანად“.
„ფიქრიანად“.

რა იქნებოდა სასწაული მის ცხოვრებაშიც,რომ მომხდარიყო და ნინა მასთან დარჩენილიყო?!
თვალწინ ედგა აკაკის სახე,როცა ორსულ თაკოს(აკაკის ყოფილი შეყვარებული)წააწყდა ქუჩაში.ახლა შეეძლო ეტირა კაცურად,ადამიანურად,ბავშვურად.
არაფერი აშინებდა ამ სურათის წარმოდგენაზე უფრო ათანელს.
ან რა არი იმაზე შემზარავი,როცა საყვარელი ადამიანი მუცლით სხვის შვილს ატარებს?
თვალები დახუჭა და ღრუბლიან ცას ახედა.
ახლა არაფერი გუდავდა ამ ჰაერზე მეტად.
ახლა რომ შეძლებოდა მეორედაც მოიტაცებდა ნინას.
ახლა ერჩივნა კანი აეცალა ვინმეს,ოღონდ სხვასთან არ ენახა თავისი ერთადერთი სიყვარული.ოღონდ სასწაული მომხდარიყო.ოღონდ რომელიმე ფერიას თავისი ჯოხი აექნია და მზად იყო ჯადოსნობის ეწამა.
რა ვიცი,იქნებ სადღაც გულის სიღრმეში სწამდა კიდეც.
აბა,როცა გიყვარს,როცა მართლა გიყვარს ვინმე,როგორ შეიძლება ჯადოსნობების არ გწამდეს?
რომ გეკითხათ ნინას რატომ დაშორდიო ვერ გიპასუხებდათ.
თავის დროზე ასე ახსნეს თავიანთი დაშორება ... „არაფერი კონკრეტული,ყველაფერი ერთმანეთს აეწყო და ასე მოხდა ...“
ფრაზა,რომელიც ნების საწინააღმდეგოთ დააჯერეს ჯერ სხვებს მერე თავიანთ თავებს.
მიზეზი არც არავინ იცოდა.
მაგრამ ყველამ იცოდა,რომ ამ სიტყვების უკან იყო კედლები,რომლებიც მალავდნენ სიმართლეს.
კედლები,რომლებიც ამ ორმა ააშენა თავისუფალი სუნთქვის უფლებას არ აძლევდა ერთი მეორეს.

სიგნალის ხმამ სოფელი აიკლო.
უნებურად გააღიზიანა იმ ფაქტმა,რომ იდილია დაურღვიეს.
ღამის 2 საათი იყო მანქანა ჭიშკარს,რომ მოადგა.
თავად აპირებდა ჩასვლას,მაგრამ დუკა გადმოვიდა და ჭიშკარი მანვე გააღო.
იდგა აივანზე ხელებდაყრდნობილი და უყურებდა ადამიანებს,რომელთა იმედიც სულ ექნებოდა.რომლებსაც სულ ეყვარებოდათ.უჩვეულოდ მშვიდად იყო.
სახლში მანამ შევიდა სანამ მანქანიდან მისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი სხეული გადმოვიდოდა.
მეორე სართულის კიბეები ნელა ჩაიარა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და წესიერად არც უყურებდა ბავშვებს.
-კაი,რა ეკეკა!-გაეცინა აკაკის და დივანზე გადაწვა.
-ახლა ზედმეტად ხმას ამოიღებ და გადაგაყლაპებ ამ ჭიქას!-ისე შეუღრინა მეგობარს აკაკის მართლა შეეშინდებოდა,კარს უკან მდგარი ნინას შესახებ რომ არ სცოდნოდა.
-შემოდი,გოგო!“კაცი ნაწუწნ კამფეტს დაამგვანე“-იყვირა აკაკიმ.
კარი გააღო დუკამ.
სანდრომ ერეკლე შემოაბრუნა და მერე რაც იყო და როგორც იყო ამას არც ჩემი სიტყვები სჭირდება და არც დიდი ფანტაზიის უნარი.

ის ღამე გაათენეს.
ისხდნენ პირველი სართულის ჰოლში.
გოგონებს სუფრა გაეშალათ და მხიარულობდნენ.
ან რა არის ბედნიერება თუ მარტო შენთვის გინდა და ვერავის უზიარებ?!
ან რა არის ბედნიერება მეგობრების გარეშე?

-მე მაინც სიმამრის ფაქტორი მაფიქრებს ..-ტუჩები დაბრიცა აკაკიმ და თავზე შემოიწყო ხელები-ეგ ისეთი კაცია „ტყვიას ტყვიაში აჯენს!“
-ჰო,მამაჩემი ნამდვილად გადაირევა-ნინაც დაეთანხმა შანიძეს.
-ყბაში,რომ მოსდე სიმამრს მაშინ უპირებდი სიძობას თუ არ იცოდი ნესტან-დარეჯანი რომ ჰყავდა ქაჯეთის ციხეში?-ჩაერია დუკაც.
-მაშინ ექს-ტარიელი ვიყავი.-გაეღიმა ერეკლეს.
-ანუ ახალი ამბავია და ახსოვხარ?-ღვინო ჩამოასხა სანდრომ.
-ჰო რა,სადღაც ერთი ან ორი წლის ამბავი იქნება,მამაჩემს როდის უჩივლეს?-თვალებ დაწვრილებულმა გადახედა აკაკის.
-წელიწადი და ექვსი თვის წინ .. სადღაც ასე ... -თავი მოიქექა აკაკიმ.
-მამაჩემს 30 წლის წინ ვინ რა უთხრა ეგ ახსოვს და მაგ ინტერვალში სახე ვინ გაულამაზა ეგ არ დაავიწყდებოდა,მაგის იმედი არ გვქონდეს .!
-ოჰ,გამახარე!ისე პროკურორმა რომ გვცემოს მიჩქმალავენ ვითომ?
-არა,“ბი ბი სი“ გადმოსცემს აკაკის წკეპლა მოხვდა და წამოაყენეთ უფროსი შანიძეო!-გაეცინა დუკას.
-ნუ,თუ ჩემ არა’ნათესავ აკაკი შანიძეს ვერ წამოაყენებენ ბაბუაშენის წამოყენება არავის გაგვიჭირდება,ჩემო დურმიშხან!
-აკაკი,იმდენჯერ ახსენებ მაგ კაცს არ გამიკვირდება ღამე რომ დაგესიზმროს!-სოფის სიტყვებზე ერთი ფიქრი კი შეეშინდა,ვაი თუ მართლა დამესიზმროს და მერე ამათი საშაყირო გავხდეო(იცოდა თავისი თავის ამბავი,კივილ-წივილით,რომ წამოხტებოდა უფროსი დურმიშხანის ხილვისას),მაგრამ მალევე გადაიტანეს საუბარი და ფიქრებიც სადღაც გაქრა.
-ზურა ძია რა გახარებულია?!-გაეღიმა სანდროს და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-კი 500 კაციანი ქორწილის სიას ადგენს მთელი ოჯახი,აი ზუსტად ვიცი!-ხელი ნინას გადახვია და გულზე მიიკრა მონატრებული სხეული.
-სადღეგრძელოები გვაქ დასახვეწი მე და შენ,შევუაროთ ბაბუაჩემს და ბაბუაშენის მოსახსენიებელიც ვთქვათ,ცოდოა ის კაცი შვილიშვლი ბოთე ყავს,იმან რა დააშავა?!-სერიოზულად ამოილაპარაკა აკაკიმ და დუკას მიჰკრა ხელი.
მერე იყო სირბილი მაგიდის ირგვლივ.
სახლის ირგვლივ.
ეზოს ირგვლივ.
აკაკის კივილი და დუკას ამაყი მზერა,როცა აკაკი მეზობლის ურემზე შეხტა და იქ საქონლის ნაკელს დაახტა სახით.
დუკას ღრიალი და მეზობლის აყეფებული კავკასიური ნაგაზი,რომელიც ურჩად არ ეშვებოდა პლატონაძის შარვლის უბეს.
ძლივს გადარჩენილი ბიჭები და დილამდე გაუთავებელი სიცილი.
****
-შანიძე,იქ თუ ნერვები უნდა დამაწყვიტო დაეგდე სახლში!-დილიდან ნერვებზე იყო ათანელი.
-ყური,მიგდე შე უმადურო,ავხორცო!ეგ შვლის ნუკრივით გოგო ჩემი დამსახურებით გყავს ცოლად,კეთილი ინებე და მეჯვარე კაცს ცოტა მოწიწებით მესაუბრე!ოხ,ათანელო,ათანელო „რა ტყუილად გაჭმევ პურს?!“
-აი,ნახე!სანდრო,მიხედე თორე გეფიცები ხელიდან ვერ გამომტაცებს ვერავინ ... ისედაც ვნერვიულობ და ეს რომ მიმატებს!-თვალებს აბრიალებდა ერეკლე.
-კაი,ეკეკა რა უნდა გიყოს ?!მაქსიმუმ ერთი ორი შემოგცხოს და ციხეში ჩაგაყუდოს პროკურორზე ძალადობისთვის.-უდარდელად ამოილაპარაკა აკაკიმ.
-შენ ჩაგაყუდებ ახლა მე ვირის აბანოში,თუარ გაჩერდები!
-ვირის აბანო,რომ იცოდე ის ადგილია,რომელიც უახლოეს 2-3 საათში გემუქრება თუ ბედმა არ გაგიღიმა და სიმამრმა მოქნეული მუშტი და შვილის მოტაცება არ გაპატია.!-თითი ცხვირწინ დაუქნია და ყელზე მობჯენილი ჰალსტუხი შეისწორა.
-გადაგაყლაპებ მაგ ჰალსტუხს,აკაკი ნუ ცდი ჩემ მოთმინებას!ნინა სად არი?
-სოფო და ნინა ემზადებიან.-მშვიდად უპასუხა სანდრომ.
-ვაჰ,მე მზად ვარ ... მოკლედ ჯერ მე დავიწყებ,მერე მამაჩემი ჩაერევა ... თუ გართულდა სიტუაცია,დუკა შენი სცენარი წავა ... თუ არც დუკამ გაჭრა,ჯაჭვლიანო,შენ იმედზე ვარ ... შანიძე,როგორც შევთანმხდით შენ ხმას არ იღებ ან იღებ და იქიდან მთაწმინდის პანთეონში მიმყავხარ ბეჭზე გადებული!
-აჰა,ეცი ახლა ამნაირს პატივი!

ნინას სახლში მისვლამდე შანიძე ორჯერ გადააგდეს მანქანიდან და სამჯერ გააყოფინეს თავი ფანჯარაში მუქარის მიზნით.
ათანელი ისე ნერვიულობდა ორი პერანგი გამოიცვალა გზაში.
ერთზე წყალი გადაისხა,მეორეზე საოფლე ჯირკვლებმა უმტყუნა.
სანდრო იჯდა დინჯად და სოფის ეთამაშებოდა კულულებზე.
ვინ იცის,ალბათ ის დღე ახსენდებოდა სოფის ნაცვლად სიყვარული თავის სასიმამროს რომ აუხსნა და ორი თვე სრულიად საქართველოს მაშტაბით იძებნებოდა.
არა,ეგ ნამდვილად არ ტრიალებდა მის გონებაში.
ასეთ დროს ყველა ვიხსენებთ საკუთარ თავებს,ამავე სიტუაციებში,როცა საჯავრებელი მხოლოდ ის გვაქვს სასიმამროს და სასიდედროს როგორ მოვეწონებით.
სანდრომ ზუსტად იცოდა,რომ სულ ტყუილად ოფლიანობდა ათანელი და სულ ტყუილად იშლიდა აკაკის ხუმრობებზე საცოდავი ერეკლე ნერვებს,იმიტომ რომ ..
იმიტომ,რომ როცა საყვარელი ადამიანი შენს მხარეს იბრძვის იქ ვერც მოქმედი პროკურორი სიმამრი გახდება რამეს და ვერც ყოფილი მოსამართლე სიდედრი ...(ნინას დედა კონსერვატორიაში ასწავლიდა და ყოფილი,მხატვარი სასიძოს მისტიროდა მას შემდეგ რაც გაიგო,რომ მისი შვილი ეკონომისტს გაყვა ცოლად).
ჭიშკართან მისულებს პირდაპირ ეზოში დაუხვდათ მასპინძლები.
-„მიდი ერთაოზ!“-ჩუმად უჩურჩულა ყურში აკაკიმ ერეკლეს და ის იყო ერეკლეს პასუხად მუშტი უნდა მოექნა ბატონი გივი,რომ დალანდა და ცივად დაუშვა ხელი.
-ნინა,მამა ...-ხმა გაუტყდა პროკურორს.
-მამიკო ..-თვალები აუწყლიანდა გოგონას.
-რატო გააკეთე მამა ეს?-აკაკიც კი გაჩუმდა ისეთი სიტუაცია იყო.
-მიყვარდა,მამიკო ბავშვობიდან მიყვარდა ....
-მაშინ ცოლად პაატას,რატომ მიყვებოდი?
-ფუჰ,ჯერ სად პაატა და სად ერეკლე!-ხმადაბლა უჩურჩულა სოფის აკაკიმ.
-მეგონა,რომ აღარ მიყვარდა,მეგონა რომ ერეკლე აღარ მიყვარდა,როცა გავაანალიზე რომ მასთან მინდოდა ჩემი ცხოვრების დაკავშირება და არა პიტერთან ... თბილისის გზაზე მოვდიოდით და ერეკლეს მეგობარს მე ვთხოვე დავებრუნებინე ...
-ანუ შენი ნებით არ წაყოლილხარ .!
-არა,ბატონო გივი,თქვენი ქალიშვილი ..
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ!-ისე უყვირა ერეკლეს პროკურორმა,ათანელს ლამის მესამე პერანგი დასჭირდა.-ხომ არ გგონია დამავიწყდი?
-მამა,ამას ახლა რა აზრი აქვს?-ხმა აუკანკალდა გოგონას.
-დიახ,ბატონო გივი ...-ის იყო ზურას ლაპარაკი უნდა დაეწყო აკაკი რომ თავად დაწინაურდა. სამივეს მკვდრის ფერმა დაჰკრათ სახეზე სიტუაციის გაანალიზებისას.
-მე გახლავართ,თქვენი აწ უკვე სიძის ერეკლე ათანელის,ჯერ ნახეთ მარტო როგორ ჟღერს ..-გივის სახის დანახვისას ორი ნაბიჯი უკან გადადგა-ერთადერთი და მტკიცე მეგობარი!ნუ ეს ორი მოყოლილია ..-ხელი აიქნია უდარდელად.-„თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, მძახალო. მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ როცა დავმოყვრდებით, ერთმანეთს თვალნი ვერ გავუსწოროთ.“-ერეკლეს ცივმა ოფლმა დაასხა,სანდრო სოფის ამოეფარა და ისე აფხუკუნდა,დუკა იდგა გაყინული ღიმილით და გონებაში აწყობდა სცენებს,როგორ აერიდებინა პროკურორი გივის მოქნეული მუშტი.-ახლა,რაშია საქმე ბატონო გივი,ამ საქმეს აღარაფერი ეშველება,ბავშვებს უყვართ ერთმანეთი,თქვენ,როგორც „გულდაფუფქული მამა“ აბსოლუტურად გააზრებულად ბრაზობთ ახალგაზრდებზე,მაგრამ თქვენი შვილის ბედნიერებას წინ ხომ ვერ გადაუდგებით?
-შენ ვინ ხარ შვილო?-თვალები დააწვრილა პროკურორმა და ხელები წელს უკან გადაიჯვარედინა.
-მე ვარ ბატონო,აკაკი შანიძე!
-ვის ეღლიცინები,ბიჭო შენ?!-ისეთ ხმაზე შესძახა გივიმ ყველა ერთ ხმაში ახტა ჰაერში.
-რას კადრულობთ,ბატონო იპო..ბატონო გივი,აკაკი ვარ უდავოდ შანიძე,ის არადა მეორე.!
-„მომაშორეთ ეს კაცი!“-იყვირა გივიმ.აკაკიმ ერთი ფიქრით,იფიქრა ხოარ მომესმაო,მაგრამ ნაცნობი ფილმის ნაცნობმა ფრაზამ სულში ისე დაუარა,როგორც ქრისტეფორე მგალობლიშვილს ვერტიკალური სიყვარული უვლიდა ცათმფრენის მიმართ.
-ბატონო,გივი მე ერეკლეს მამა ვარ,ზურაბ ათანელი ..-დაიწყო თუ არა კაცმა ერეკლემაც შვებით ამოისუნთქა.-ბავშვების გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ,მესმის არაა სახარბიელო სიტუაცია თქვენი მხრიდან,მაგრამ აბა ჩხუბითა და გულის ტკენით რას გავხდებით?!
-კარგი,გივი შევიყვანოთ ეს ხალხი სახლში,ნუ ავალაპარაკებთ სამეზობლოს ...-თვალები დააბრიალა ქალბატონმა თამილამ და პროკურორიც დაჰყვა ცოლის ნებას.
ეს კარგის ნიშანიაო იფიქრეს ბიჭებმაც და ერთმანეთს მხნედ გადახედეს.
სუფრას ნელ-ნელა შლიდა ქალბატონი თამილა.
გივი და ზურა ერთმანეთში საუბროდნენ.
-არა,ხედავ შენ?არა,თუ გაიგეთ რა მითხრა?!-აგონიაში მყოფი შანიძე ისევ გივის ფრაზას ჩაციკლული გაბადრული სახით უყურებდა ძმაკაცის სიმამრს.
-ვაი,ეკეკა ამას თუ შენი სიმამრი შეუყვარდა მერე ნახე შენ!-სიცილი ძლივს შეიკავა დუკამ.
-იმ კაცს შენი სახელი არ ვუთხრათ ჯერ,მერე ნელ-ნელა შევაპარებთ და იქნებ ძალიანაც არ გაგიჟდეს,ვინ არიან ეს შემოგზავნილებიო!-ჩაიქირქილა აკაკიმ.
-როარ იცლება ეს შენი იუმორინა,აი,როარ იცლება!
-ილევა,ბატონო ფილოლოგო,ილევა!
-რაც არი!-ხელი აიქნია დუკამ.

მშვიდობით რომ დაიშალნენ და ნინაც გულდამშვიდებული მოთავსდა მანქანაში დანარჩენებმაც ამოისუნთქეს.
-ისე,გულწრფელად,რომ ვთქვა ძალიან მაგარი სიმამრი გყავს,ჩემო ეკეკა!-მხრებში გაიმართა აკაკი.
-შენ ისე მოგეწონა ბატონი გივი თუ გინდა დარჩი.-გადაიხარხა დუკამ.
-„არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა ..“-ლოყაზე მაგრად აკოცა აკაკიმ დუკას.
-ფუ,გაიწი შე დეგენერატო!
-იეჭვიანე,დურო?-არ ჩერდებოდა აკაკი,სიცილით სულს ძლივს ითქვამდნენ ბავშვები.
-სანდრო,გააჩერე თორე გადავაგდებ მანქანიდან!-კბილებში გამოსცრა დუკამ.
-„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია ... ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია ...“
„ხმა ჩაიგდე აკაკი!“
„ეს ახლად მოყვანილი ცოლი,რომ გამექცეს სოფლის ნათლიას გადაგაყლაპებ!“
„რაჭაში დაგმარხავ თუ არ გაჩერდები ..“
„დაყრუვდნენ ძროხები!“
***
-მაჩვენეთ სია,ვიცოდე ვის ველოდო იქ!-ათანელის ბინაში შესული არ იყო სადარბაზოდან ყვიროდა შანიძე.
-აჰა,გადახედე და თუ ვინმე გამომრჩა შემახსენე ..-დაღლილი ხმით გაუწოდა ერეკლემ ქორწილის სტუმრების სია აკაკის.
-ნინა,აითვისე სამზარეულო?-სოფი სანდროს გვერდით მოთავსდა პუფში და გაზქურასთან მოფუსფუსე გოგონას გადახედა.
-შენ არ იცი,კონკურენტი რომ გამოგიჩნდა,რძალო?-გაეღიმა ერეკლეს და ნინას ხელი გადახვია-იცი,რა მაგარ რაღაცებს აკეთებს?
-კონკურენტი კიარა,მშველელი!-წარბები მაღლა აწკიპა სოფიმ-გაიზიარებს ჩემ შრომას ოთხი არანორმალურის დაპურებაში,მაწყობს.
-ეს გოგო სიკეთის ბუკეტია,გოგო ისე,სათქმელად მაინც იეჭვიანე!-თვალები აატრიალა აკაკიმ-გამაგებინეთ,ამბროლაძე მერაბას რა უნდა ამის ქორწილში?-ბიჭებს მოავლო მზერა.
-მთელ კლასს ვეპატიჟები და „ამბროლაურს“ ხომ არ დავტოვებ?
-მაგაზე მაშინ გეფიქრა მეშვიდე კლასში შარვალზე კომპოტი რომ გადაასხი და „აბღავლებული“ არბენინე დერეფნებში.-ჩაიფრუტუნა დუკამ.
-მოიცა,შენ არ იყავი საკონტროლოს გადაწერის უფლებას,რომ აძლევდი და ეგ მაინც სამს ღებულობდა შენ კი უმაღლესს?-თვალები დააწვრილა სანდრომ.
-აი,რა ჩემი ბრალია,გოგოებო ტიპი ორ ხაზს ტოვებდა და ისე იწერდა,პირველი კითხვის პასუხს მესამეს უწერდა.-თავი იმართლა დუკამ.
-შენც კაი მელა ხარ!-თავი გადააქნია ერეკლემ-იცოდი არასწორად რომ წერდა და არ ეუბნებოდი.
-რა ექნა?ნათელა მასწავლებლის სიყვარულში ეცილებოდა მერაბა ...-სანდროს სიტყვებზე სახლში ისეთი ხარხარი ატყდა მეზობლები შეწუხდნენ.
-ნათელა,რომელი გეოგრაფიის?-პირზე ხელი აიფარა მომღიმარმა ნინამ.
-ჰო,დუკამ პირველად გელას აკოცა,პირველად დუკას ნათელამ!-ვეღარ სუნთქავდნენ ბავშვები.
-რა თქმაა?!-აღშფოთდა პლატონაძე-თავზე მაკოცა გოგოებო,არ მიაქციოთ ყურადღება ..-ხელები გააქნია უარის ნიშნად და სიმწრის ღიმილი აიკრო სახეზე.
-მოიცა,მოოიცა მაისურში ხელებს რომ გიყოფდა და გაკვეთილის მოყოლისას „კუდრაჭას“ გეძახდა,ამას რატომ არ აღიარებ?-ჩაერია საქმეში აკაკი.
-ენა ჩაიგდე,თორე ყველა შენი გრეხი გამოვა დღის სინათლეზე!-შეუღრინა დუკამ მეგობარს და სია წაართვა.-ჩემდა,თქვენდა და ყველას გასაოცრად ამ ტარანტინოს პატენტს ვეთანხმები,“ამბროლაურის“ დაპატიჟება ვერაა კარგი იდეა,ბოლობოლო მთელი ბავშვობა ჩვენ გავუმწარეთ,ნებით და უნებლიეთ!
-მოიცა,კიდე რა დაუშავეთ,იმ საწყალ ბიჭს?-სიცილს ვერ იკავებდა სოფი.
-შენმა მუტრუკმა ქმარმა ამბროლას გადააბრალა სკოლის საპირფარეშოში საფუარის ჩაყრა სიცილს უმატა ერეკლემ.
-მოიცა,რაო?-თვალები გაუფართოვდა სოფის და ქმარს გადახედა-რა ქენი?
-ოოჰ,პატარები ვიყავით ჩემ მეზობლად დიდი ბიჭები ცხოვრობდნენ,სკოლაში წასვლა არ მინდოდა „ვეფხისტყაოსანს“ ვიწყებდით და წინასწარ მზარავდა ..-შუბლი მოისრისა-მათთან ამოვთქვი ჩემი ჭირ-ვარამი.ჰოდა,დამარიგეს სახლიდან საფუარი მოიპარე და საპირფარეშოში ჩაყარეო.მარტივია,კვალს ვერ აიღებენ მოქმედებას გვიან იწყებსო ... მე რა შუაში ვარ,თუ ამბროლასაც მაშინ მოუნდა შარდის ბუშტის დაცლა,როცა მე კრიმინალურ საქმიანობას ვეწეოდი?!მერე აღმოჩნდა,რომ არც მაგას ხიბლავდა ტარიელის და ნესტან-დარეჯანის ტფრობის გაზუთხვა,ორივემ თანაბრად ვიხულიგნეთ .!
-მაგრამ მარტო ის დაისაჯა!-მკაცრი და შეუბრალებელი იყო დუკა.
-სამაგიეროდ 3 წელი ვაბამდი მაგის შეყვარებულს!-პატარა ბავშვივით გაიჯგიმა ჯაჭვლიანი.
-ბატონოო?!-შეჰკივლა სოფიმ.
-არა,პატარავ ..არა, მაგის სახელით ვწერდი.-სოფის რეაქციაზე ყველას გაეცინათ,მომღიმარმა სანდრომ ხელი გადახვია გაოგნებულ ცოლს.
-რა ტრაგიკულად დაშორდნენ?!-თავი გადააქნია აკაკიმ.
-მაინც როგორ?-ინტერესს აღარ მალავდა სოფი.
-მე გეტყვი-გაიჭიმა ნინა და მომღიმარმა გადახედა ბიჭებს-ამათ ბანკეტზე გაუმხილა შეზარხოშებულმა მერაბმა მის შეყვარებულს, მე „მე“ არ ვიყავი,მაგრამ შენ ხარ „შენო“ ...ის გოგო ისე გაბრაზდა ჯერ მერაბს გასცხო სახეში,მერე სანდროს.ბოლოს მერაბმა ძალიან ბევრი დალია და ამათი კლასელი დალი მოიყვანა ცოლად.
-რა გადარებიული ყოფილხართ!არა ეს დალი საიდან?-სიცილს ვერ იკავებდა სოფი.
-დალის უყვარდა მერაბა ბავშვობიდან,ყველამ ვიცოდით.ჰოდა მთვრალმა ამბროლამ შენი დალი ამბროლაურში გააქანა.ასე გაგრძელდა ჩვენი ბანკეტი 1 კვირა.მაისი იყო და ქვემო სვანეთში ისეთი სიცივე იყო ძვალ-რბილში ატანდა. ეს საბალო კაბებით და სმოკინგებით გამოწყობილი ბავშვები ლამის მერაბას ქორწილს შევეწირეთ ..-ნინას მომზადებული კოქტეილი ჩამოისხა დუკამ და მომღიმარმა გახედა აკაკის-გახსოვს,მანდ გოგო რომ ნახე?
-მაგ გოგოს გამო კინაღამ მამაპაპურ ხანჯალს წამოვეგე ზემოდან რა დამავიწყებს?-ხელი აიქნია აკაკიმ.
-ამათ ისტორიებზე წიგნიც დაიწერება.-გაეცინა სოფის და ნინას გადახედა.
-ეგ აღარ ვიცი,მაშინ უკვე დაშორებულები ვიყავით.-ნაღვლიანმა გადახედა ერეკლეს.
-გავიხედე ...-ზუსტად ისეთი სახე მიიღო დუკამ,როგორც ისტორიის დასაწყისში ამ სიტყვის წარმოთქმისას იღებენ,“ინტრიგნული“-ამბროლაურში ჩვენი კლასელის შორეულ ნათესავს შევეფარეთ 25 კაცი,მანაც მეზობლებთან გადაგვანაწილა,რადგან ყველას ვერ გვიმასპინძლებდა.იმ სახლში სადაც ჩვენ ოთხი მოვხვდით ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობდა ორ უფროს ძმასთან ერთად.მამა გარდაცვლილი ჰყავდათ და შუა ხნის ქალმა თავის შვილებთან ერთად მიგვიღო.ღამის სამი საათია მაღვიძებს შანიძე ცუდად ვარ გამყევი საპირფარეშოშიო.ნუ,სოფლებში ძირითადად საჭირო ოთახები გარეთ არი,მაგრამ ამ ოჯახის მტკივნეული მომენტი სწორედ ეგ იყო,რომ ეს უკანასკნელი ეზოში კიარა,ყანაში ჰქონდათ.ანუ,ორი კაცი კიარა ოთხი უნდა წახვიდეთ,ორს მარტივად მოგერევა „მტერი“.თვალები,რომ გავახილე სამივე ზუთხის თვალებით მიყურებდნენ,აი გაყინული და უემოციო.მარტო აკაკის აწვებოდა სიმწრის ემოციები და ნუ ხომ ხვდებით ...-ბიჭები ვეღარ სუნთქავდნენ იმ ღამის გახსენებსიას-სხვა გზა არ მქონდა,არაფრით დამტოვებდნენ,ავდექი და გავყევი.მასპინძლების გაღვიძება არ გვინდოდა,თურმე სად ხარ ..!-ხელი მაღლა ასწია დუკამ და თხრობა განაგრძო-გავიპარეთ სახლიდან და დავადექით ამ საფეხმავლო გზას,საიდანაც ჯერ ეზო უნდა გაიარო მერე ყანა და ბოლოს მიხვალ დანიშნულების ადგილამდე.გავიარეთ ეზო და ყანის შუაგულში ვართ ერეკელმ აიჩემა,მეზარება ბოლომდე ჩამოყოლა ჩადი რაღა დარჩაო.კი დაიწყო წუწუნი შანიძემ,მაგრამ ჯაჭვლიანმა ისე შეუღრინა შეგტენი მაგ საპირფარეშოშიო აღარ გაუპროტესებია და წავიდა.ცოტა ხანში გვესმის კივილი.ოღონდ ქალის კიარა აკაკის კივილი.
-ნუ აჭარბებ!-შანიძე უკვე წითელი იყო.
-არაფერსაც არ აჭარბებს,ისე კიოდი შეშურდებოდა ოპერის მომღერალს.-თავში ხელი წაუთაქა ერეკლემ.
-შენი აკაკი შემთხვევით ამ გოგოს ძმას შეუვარდა საჭირო ოთახში მნიშვენლოვანი აქტის დროს,მასაც უჭირდა ალბათ-გოგონების კისკისი მთელ სახლს იკლებდა-მორბის შანიძე მოსდევს შარვალნახევრად ამოწეული კაცი.კივის აკაკი,ღრიალებს ეს კაცი.სიტუაცია წარმოიდგინე რას ვიფიქრებდით. მორბის აკაკი და გავრბივართ ჩვენც.
-აკო,როგორ შეგეშინდებოდა ..-სიცილით სულს ძლივს ითქვამდა სოფი.
-შიში მერე იყო. გადავიტანეთ ეს ამბავი,გვაპატია,ვაპატიეთ და დილის 6 საათია.ისევ კივილი.ხელი,რომ გადავწიე და შანიძე ვერ ვიგრძენი გვერდით საწოლში,ვიფიქრე რომ აღსულდა!-სახე გაებადრა დუკას-მეთქი,მოკლეს!დამადგა საშველი,ბაბუაჩების სული ცეკვავს და ძილში ვხედავ.მერე ბიჭების ხმებიც რომ გავარჩიე ვერ მენიშნა კარგად და ავდექი რის ვაი ვაგლახით!
-მართლა ქართულის ფილოლოგი ხარ, „რის ვაი ვიგლიხით“ „ძლივს“,რომ თქვა რა დაშავდება?!-გამუდმებით აწყვეტინებდა აკაკი დუკას თხრობას.
-შენნაირ პლებეებთან არ განვიხილავ ჩემს მეტყველებას,უვიცო!ჩავირბინე პირველ სართულზე და მხვდება ის ბიჭი,ეს ვაჟბატონი ტუალეტში,რომ შეუვარდა,ხმალ ამოღებული და თვალებდაქაჩული. ნუ ვფიქრობ,რა ჯანდაბა მინდოდა რომ ავდექი საერთოდ,რატომ ფეხი არ მომტყდა.შანიძის ახირების გამო უნდა მივეწიო ბაბუაჩემს?!მოკლედ გამოვეთხოვე გონებაში სანათესაოს,სამეგობროს და დავსვი მთავარი კითხვა „რა ჯანდაბა ხდება“...გააგრძელეთ აღარ შემიძლია!
-ძლივს იმდენი ილაპარაკე,რაც ნანა მასწავლებელს 12 წელი არ უთქვამს!-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა აკაკიმ.-მორჩა კინო!
-არაფერიც,არ მორჩენილა!-ახლა სანდრო მოემზადა თხრობის გასაგრძელებლად-თურმე ჩვენო კაკო ...
-კაკო იქნება ახლა ..
-ჩაბრძანებულა დილით ყავის გასაკეთებლად.ალიონით ტკბობა მონდომებია ბიჭს,ამის ხელოვანი თავი რაიქნა ...-გაეცინა და წყალი მოსვა-სამზარეულოში ჩაის იკეთებდა თურმე ეს გოგო.ღამე კოშმარმა გამაღვიძა და გვირილის ჩაი მინდაო,მოყოლილიდან ვიცით,ასე უთქვამს ავთანდილისთვის.ამანაც რა ვიცი რა იფიქრა მის ნაღრძობ ტვინში და გაუბა ფლირტი სვანის ქალს,თავის ოჯახში „დაჟე“ თავის სამზარეულოში!
-თუ შეგიძლია მეც გამიკეთე ჩაითქო,მხოლოდ ეს ვუთხარი,არა რძლებო,მითხარით ამ წინადადებაში ასახანჯლი რა იყო?!-წლების წინანდელ აღშფოთებას ჯერაც არ გადაევლო აკაკისთვის.
-ამ გვირილის ჩაის ამბებში არიან,ეთო და აბო(აბესალომი და ეთერი) რომ შემოუსწრო მურმანაამ!-წინადადება სპეციალურად გაწელა ჯაჭვლიანმა,გოგოები უკვე მუცელს იტკიებდნენ სიცილისგან.
-იმ ბიჭმა სიტუაცია ცუდად გაიგო და გადმოიღო სვანური ხანჯალი.გვესმის აკაკის ყვირილი,“არ მომკლა,ეს ის არ არი რაც შენ გგონია“ ... შეგვეშინდა,თორე იმ მომენტში ერთი გადახარხარება ყველაფერს გვერჩივნა-გააგრძელა თხრობა ერეკლემ-ძლივს გავაკავეთ.მეორე დღეს ავიკარით გუდანაბადი და წამოვედით თბილისში.მაგ დღის მერე ამბროლა აღარც გვინახავს.
-ეგ გოგო ჯავახიშვილში სწავლობს,მამიდაჩემს მივაკითხე და აუდიტორიაში დავინახე,მაშინვე ვიცანი.-ფეხი ფეხზე გადაიდო დუკამ.
-ამ დღეებში მივაკითხოთ დოდო მამიდას ...-წარბები სასაცილოდ აათამაშა აკაკიმ.
-არ არი ეს ნორმალური,ჯაჭვლიანო მომაცილე გეხვეწები,არ არი ნორმალური!-აყვირდა დუკა.
-იყუჩე დურმიშხან!-შესძახა აკაკიმ და სიცილისგან გადაწითლებულ ნინას ხელი გადახვია-სად მიდიოდი გოგო,რომ მიდიოდი?!ვის ყავს შენ ქმარზე მაგარი ძმაკაცები?
-არავის დედამიწაზე!-ძლივს ამოთქვა ნინამ და თავადაც მოხვია წელზე ხელი აკაკის.
-დურმიშხან,დაურეკე მამიდას „მელოდოს ... მე მივალ მეხუთე დღეს, მზის პირველი სხივის ამოსვლისთანავე, აღმოსავლეთიდან " („ბეჭდების მბრძანებელი“)
-რაო გენდალფ შანიძე მოგენატრა სვანების გადაკიდება?-მომღიმარმა გადახედა ერეკლემ.
-შენ უნდა გესმოდეს ჩემი, „პატარა კახო“,შენი დარეჯანისთვის ლამის შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენე ფეხზე.
-„ოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა“!-ახარხარდნენ ბიჭები.
-ბოლობოლო მაგის ძმას თუ ხანჯალი აქ მე ჯაჭვლიანი მყავს,ჩემო ძმაო!-გაიჯგიმა აკაკი.
-იმ ბიჭის ხანჯალთან ჯაჭვლიანსაც შეეშინდება პაექრობა,დაფიქრდი მაინც ..-გაეცინა დუკას.
-„მე არაფრის არ მეშინია,ტანკისტი ვიყავი ომამდე!“-შესძახა სანდრომ და აკაკის თვალი ჩაუკრა-შენ თუ გაგისწორდება,ჩემო კაკო პირდაპირ დოდო მამიდას მოვტაცოთ აუდიტორიიდან!
-ვაი თქვენს პატრონს,თქვენსას?!არა,კაი კაკოს „ტიტანური აზრები“ გასაგებია და შევეჩვიეთ,მაგრამ ეს უშგული კაცი რამ გადაგრია?-ფეხზე წამოდგა დუკა.
-„შე დეზერტირო, სოციალისტო, უწიგნურო, მუქთა მჭამელო!“-აყვირდა აკაკი.
ნახევარი საათში დუკას სამჯერ შემოარბებინა მთელი ბინა და ბოლოს გაზქურაზე დადებული ტაფით დაუხვდა წინ გავეშებულ დურმიშხანს,რომელსაც ზემოთ ხსენებული „ცივი იარაღი“ მძიმედ მოხვდა თავში და პირდაპირ შანიძის ფეხებთან გაგორდა.
-რა ქენი ბიჭო,მოკალი?-თავზე წამოადგნენ მეგობრები.
თავად აკაკისაც შეეშინდა და თვალებგაფართოებული დააჩერდა პლატონაძეს.
-დურმიშხან,გაახილე თვალები ..-ამოილუღლუღა ფერდაკარგულმა-ჰა,ბიჭო გაახილე თვალები ნუ ცანცარებ,დურო!
-მოკალი კაცი და რანაირად გაახილოს თვალები?-აშღშფოთდა ერეკლე.
-ნინაა,მოკალი შენი ტურფა სანამ დაგაქვრივე ნაადრევად.დურო ...
-აჰა,ნიშადური ვცადოთ ..-გაშხლართულ დუკასთან დაიხარა სოფი და ნიშადურის ბამბა ცხვირის წინ აუტარ-ჩაუტარა.
-რეაქცია არ აქვს,არადა პულსი ესინჯება ... ტაფა რამ აგაღებინა ხელში?-ამოილაპარაკა ნინამ.
-არ ქნა დურმიშხან ეგ ბოროტება,წინასაწარ ნუ დამიწყევლი ჯერ არ დაწყებულ სიყვარულის ისტორიას ...
-ამდენ ლაპარაკს დავურეკოთ სასწრაფოს.-ტელეფონი ხელში მოიმარჯვა სოფიმ.
რეკორდულ დროში მოვიდა სასწრაფო.
აკაკი ისე ნერვიულობდა მარცხენა ხელზე ფრჩხილი აღარ შერჩა მთელი.
დუკა მოასულიერეს და ტვინის შერყევის დიაგნოზიც დაუსვეს.
პლატონაძეს თვალში აკაკი რომ მოხვდა მიხვდა,როგორ ინერვიულა შანიძემ და თავად აღარ დაუმატა.
-„რა შეუბრალებელ იყავ ბიჭო“,აკაკი!-ძლივს ამოთქვა და შანიძის გაბადრულ სახეზე სხვებთან ერთად მასაც გაეღიმა.
-შენ კიდე რა უცებ დაეცი ბრძოლის ველზე, „მაშ შენ კაცი ხარ?ახ ტი გალანსკი პერუხ“!
აკაკი ისე გადაეხვია დუკას,გეგონებოდათ ფრონტის მეგობრები იყვნენ და წლების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.
-„აქ ვერ დაგნებდები ხირხალ!“-ამოილაპარაკა დუკამ.
-ვის ეღლიცინები,დურმიშხან?!-თავში ხელი წამოჰკრა შანიძემ გაშოტილ პლატონაძეს.
მერე იყო ნიშადური.
ფერდაკარგული აკაკი.
მეორედ გამოძახებული სასწრაფო და კიდევ ერთი მოგონება.

დილიდან ააწრიალა შანიძემ დუკა.
ერეკლესთვის უნდა გაევლოთ მნიშვნელოვანი დღე იყო სიძის ტანისსამოსის ასარჩევად იყვნენ წასასვლელები.
ტელეფონი ვიბრაციის გამო მაგიდიდან იატაკზე რომ აღმოჩნდა დუკამაც ინება გაღვიძება.
-და!-გაისმა პლატონაძის ბოხი ბარიტონი.
-ოჰ, „და“ -სიცილი აუვარდა აკაკის-თავადო დურმიშხან,იქნებ ინებოთ და მომაკითხოთ?
-გამაგებინე დილის 10 საათზე რატო მაღვიძებ!
-ეკეკა უნდა ავმოსო დღეს ჩემი „ავანგარდული გემოვნებით“ და გამოგვიარე.
-სანდრომ მოგხედოთ,შემეშვი „პახმელიაზე“ ვარ.
-შენნაირები რომ იბრალებენ ქართულის ფილოლოგობას მაგიტომაცაა რეკლამაში „ლიმნის ჩაი“ რომ მესმის „ლიმონის ჩაის“ ნაცვლად.
-ამ დილა უთენია აკაკი შანიძის სულმა გაიღვიძა შენში თუ რა ჯანდაბა გინდა?
-მომაკითხავ თუ აგიგო წესი?
-არ შემეშვები ხო?სანამ ტვინის ყველა ხვეულს არ გაბურღავ,თავს არ დამანებებ, არა?!
-ხედავ,დურო?ნელ-ნელა მოდიხარ გონს და საღ აზროვნებას იწყებ,10 წუთში ჩემ ბინასთან იყავი იატაკში დარჭობილი ლურსმანივით,თორე ...
გაუთიშა.
ნაბახუსევისთვის ზედმეტად მძიმე არტილერია იყო აკაკი შანიძე.
თანაც დილის საათებში.
ძილის შებრუნება აღარც უცდია,იცოდა ბულდოზერით მიადგებოდა სახლში და ორმაგად დიდ წნეხში მოაქცევდა.თავი მოიწესრიგა და ფალიაშვილზე წასასვლელად მოემზადა.
ბინასთან მისულს აკაკი სადარბაზოსთან რომ დახვდა გამოწკეპილი მომღიმარმა გადააქნია თავი „არაფერი ეშველება“-ს ფიქრში და თავით ანიშნა ჩამჯდარიყო.
-მოკლედ დღის გეგმა ასეთია,ჯერ ჯაჭვლიანს და ერეკლეს გავუვლით,მერე ლუდს დავლევთ ზუთხის თვალებით რომ არ მიყურო და ჩემ აურაში ხელები არ აფათურო,მერე ატელიეში გავივლით და ერეკლეს „არმანთან“ დავაძმაკაცებთ,ყველაფერი დაიმახსოვრე,თუ შენი ტვინი ჯერ ისევ გათიშულია?
-გეფიცები ერთ დღეს ბაბუაჩემის გვერდით დაგმარხავ და შენ საფლავზე ვიცეკვებ.!-ჩუმად ამოილაპარაკა დუკამ და მანქანა ეზოდან გაიყვანა.
-დურმიშხან,ნუ საუბრობ ასე!-შეჰყვირა აკაკიმ-მე შენ ფსიქიკას გიმახინჯებ ფიზიკურად ხომ არ გეხები არა?!
-არა,ორი კვირის წინ ტაპით ტვინის შერყევა ნათელა თიჩერმა დამმართა!
-რანაირი ქართველი ხარ,დურო!-„აღშფოთდა“ აკაკი-ჯერ ადამიანი არ დაბადებულა თავისი გეოგრაფიის მასწავლებელი უყვარდეს,მეორეც ქართულის ფილოლგი და აკაკი შანიძის ძმაკაცი კაცი რა ბარბარიზმებით მეტყველებ?!
-შენ ეკლესიაში გაგატარებ,ცხონებულის სული ჩაგისახლდა და ვერ ხვდები ..
-იხუმრა,ტაში!-თავი გადაჰყო აკაკიმ და ბოლო ხმაზე იყვირა.
-არაფერიც არ ვიხუმრე.იმდენჯერ ამოატრიალე დურმიშხანი საფლავში იმ ჩემი ცოდვით სავსემ სამაგიერო გადაგიხადა და აკაკი გამოუშვა ... იცინე შენ და ხდება ასეთები!
-აღარ უყურო „ზებუნებრივს“ ... რა ბიჭი დავკარგეთ?!-დანანებით გადაიქნია თავი.
-დაურეკე ალეკოს ჩამოვიდეს.
-აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ შენ დაურეკე,ალეკო მალე ჩამოდითქო,მიდი,ჰო გერჩის გული!
-აკაკი აირბაგში ჩაგტენი,არ მაქვს შენი თავი !
-ჩემი ველურული ...-ამოილაპარაკა აკაკიმ და დუკას მოქნეული ხელი ოსტატურად აიცილა.
სანდროს ჩამოსვლას 20 წუთი ელოდეს.
სანდროს და მისი მეზობლის ბაასის დასრულებას 15 წუთი.
სანდროს და სოფის გამოსამშვიდობებელ დიალოგს,ფანჯრიდან ეზოში კიდევ 15 წუთი.
-ჯაჭვლიანი,ჩაეგდე სანამ წავბილწე აქაურობა!-დუკას არაბუნერბივმა ყვირილმა ჯერ სამეზობლო გააოცა,მერე აკაკის თავზე მოზრდილი კოპი ამოუყვანა(შიშისგან შეხტა და თავი მანქანის აარტყა) და ბოლოს სანდროს მუქარით სავსე გამოხედვაც დაიმსახურა.
ერეკლე პირდაპირ ბარში დაეტოვებინა ნინას.
ბიჭებმაც ბარისკენ აიღეს გეზი და დაახლოებით 10 წუთში საეჭვო აზროვნების ბანდაც შეიკრიბა.
-ცოლს დაყავხარ უკვე და რამე?!-წარბები აათამაშა აკაკიმ და ერკლეს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ჰო,ჩემი მანქანა ვათხოვე რაღაცების საყიდლად წავიდნენ გოგოები.დურო,რა გჭირს სახეზე?
-აკაკი შანიძე.-ამოიდუდღუნა პლატონაძემ.
-ნაბახუსევი?-გაეცინა ერეკლეს.
-ესენი ნახე რაა!-წარბები მაღლა აწკიპა აკაკიმ.
-გამაგებინეთ რა გეჩქარებოდათ 1 კვირაში რომ დანიშნეთ ქორწილი?-ლუდი მოსვა სანდრომ და სკამზე გადაწვა.
-გგონია საერთოდ გვინდოდა ეგ ქორწილი?ვინ შეგვეკითხა?გივიმ თვალები ისე დააბრიალა ხმის ამოღებაც არ გვიცდია მე და ნინას.
-გივი „ძაან ჩემია“-სიცილი აუვარდა აკაკის.-დაურეკე მოვიდეს.
-ვინ ბიჭო?-თვალები გააფართოვა ერეკლემ.
-შენი სიმამრი.
-ჰო,აი ახლა ამ „განგრეულ ნაბახუსევზე“(ნაბახუსევის უმაღლესი ლეველი)პროკურორთან ერთად მასვი და მაჭამე,აი მეტიც არ მინდა აკაკი შანიძე ..
-მოუცეცხლეთ ამ ორჭიქიანს ცხელი წვნიანი თორე წაიღო უკვე ტვინი!
-შენ და,რას იცმევ?-სანდრომ აკაკის თავში ხელი წაუთაქა და ისე გახედა ერეკლეს.
-სმოკინგს,რა უნდა ჩავიცვა?
-ჩოხა!-შესძახა სანდრომ.
-კარგი იყო,ალეკო,მომეწონა მაგრამ ვერ დაგეთანხმები!-თითი დაუქნია აკაკიმ სანდროს.
-რატო უნდა ცემა რომ გამომტყუოს,მე არ ვიცი და თქვენ მითხარით?!-სანდრომ ბიჭებს მოავლო მზერა.
-ცდები,ჩემო ერეკლე,შენ ჩოხა და სმოკინგი კიარა ჯაჭვის პერანგი უნდა ჩაიცვა და ისე უნდა შეხვდე გივის!
-შენი იუმორი მოწოდების სიმაღლეზეა შანიძე.-ჩაიფრუტუნა ერეკლემ.
-წელს ვერ ვასწრებთ „სევდა ფართის“ხო?-დანანებით გადააქნია თავი შანიძემ.
-ისეთ რეკორდულ დროში მოყავს ცოლი ვინ გვაცადა სევდა და გლოვა?-ლუდი მოსვა სანდრომ.-გახსოვთ,ჩემი „სევდა ფართი?“
-რა დამავიწყებს თავი ბრედლი კუპერი მეგონა და თქვენ „ჰენგოვერის“ ხალხი!-ხელი აიქნია ერეკლემ-არა,ძმაო ეგ ერთხელ გვქონდა და ისეთი იყო აღარ არი საჭირო გამეორება.
-არა,რატო?მე დღესაც სიამოვნებით ვიგონებ დურმიშხანის საფლავთან სანდროს წაკითხულ „მესაფლავეს“ ..-თვალები დააწვრილა აკაკიმ და ისეთი გამომეტყველება მიიღო,თითქოს დეტალურად აგონდებოდა ის ღამე.
-რომელ დალაგებულს მოუვიდა თავში აზრად,ბაბუაჩემის საფლავზე ასვლა?
-აკაკის,ვის მოუნდებოდა შუაღამით დურმიშხანთან განმარტოება?-წარბები აწკიპა ერეკლემ.
-არც შენ იყავი ნაკლები,მე დღესაც ყურში ჩამესმის ნინას შემორიგება როგორ გინდოდა ...!
-ის ამწეს მძღოლიც,რომ დაგვთანხმდა რა კაცი იყო?!-გაეცინა სანდროს.
-მადლობა სიმთვრალეს,რომ ორი ბინით ავცდით და ნინას მეზობელს შეუვარდი საძინებელში თორე პროკურორის გაგიჟება მერე გენახა!-ხელი აიქნია დუკამ.
-მოიცა,ნათელას რომ მიადექი ღამე და „შენ ხატი ხარ მე კი სანთელიო“ უმღეროდი დაგავიწყდა?
-მთაწმინდის პანთეონში რომ მიდიოდა ვაჟბატონი ჩემ მოსახელეს ჭიქა უნდა წავუქციოს ძახილით?!-ნიშნის მოგებით გადმოხედა სანდრომ აკაკის.
-მერე არ მახსოვს,მე არ მახსოვს ათანელმა გავახსენეთ,რომ შანიძეს მანდ კიარა უნივერსიტეტის ეზო-სავანეში სძინავს.-იცინოდა სანდრო.
-იმ კაცს იმდენი ღვაწლი მაინც მიუძღვის ერის,ქვეყნის და შენ წინაშე ჯაჭვლიანო,ცოტა მოწიწებით ისაუბრო!
-შენ იცინე სანდრო და ამას წინათ ვკითხულობდი სტატიას აკაკის,პავლე ინგოროყვას და კეკელიძის საქმიანობაზე.მეცნიერული სტატია იყო,შინაგანად ამაყი ვიყავი მეც,რომ ქართველი ვარ.!-გულწრფელად გაეღიმათ ბიჭებს ერეკლეს სიტყვებზე.
-ჰო,მიშლიან ნერვებს არავის რომ არ სჯერა აკაკი შანიძე,რომ ვარ ... მაგრამ ასე რომ დავწვები ხოლმე და წარმოვიდგენ რა მაგარი კაცის სახელს და გვარს ვატარებ ... მერე დურმიშხანი მეცოდება ხოლმე ..-ისე სერიოზულად თქვა აკაკიმ ბიჭებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს სიცილი ატეხეს დუკას სახეზე.-წარმოგიდგენიათ,მე როგორი იღბლიანი ვარ და ეს ...
-გაიქეცი ...-ამოიჩურჩულა დუკამ.
-ჰე,სანდრო მოასწარი გადახდა თორე ისე უყურებს დურმიშხანი შანიძეს,ეკლესიამდე ვერ მიაღწევს ეს უბედური ზიარების მისაღებად ისე განუტევებს სულს ...-უჩურჩულა ერეკლემ სანდროს და აკაკის დაბნეულ სახეზე გაეცინა.
-კარგი ახლა,დურმიშხან!-შესძახა ვითომ გაბრაზებულმა აკაკიმ-ნუ იცი ეს გადა...
-გაიქეცი!-დუკას ღრიალი და აკაკის ფეხზე წამოხტომა ისე სწრაფად მოხდა ბიჭებმა თვალის გაყოლება ძლივს მოასწრეს.

აკაკის,როგორც ერეკლეს მეჯვარეს დაევალა სმოკინგის წაღება და „მოვლა-პატრონობა“ ქორწილის დღემდე.
ერეკლე კი იყო წინააღმდეგი ამისთვის ტანსაცმლის ჩაბარებას ჯობია ნინასთან მივიტანო სახლში და გივის საძინებელში ჩამოვუკიდოო,მაგრამ ბევრი აღარ უფიქრია და აკაკიმაც გმირულად აიღო სმოკინგის წაღება,თავზე.

-სოფი,სახლში ხარ?-შესასვლელი ჰოლიდან გასძახა ცოლს სანდრომ.
-აქ ვარ!-სამზარეულოდან დაუბრუნა პასუხი სოფიმ.
-რას შვრები?
-დღეს ნინას ვახლდი საყიდლებზე,სანდრი იცი როგორი კარგი გოგოა?-სანდროს იმაზე მეტად გაუხარდა ეს ფაქტი ვიდრე სოფის წარმოედგინა.საშინლად სიამოვნებდა,როცა მისი ბავშვობის ძმაკაცის ცოლი და თავისი სოფი ასე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. სულ ჰქონდა განცდა,რომ თუ ბიჭების ცოლები ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ ბიჭებიც დაშორდებოდნენ თავისებურად იმ ოჯახს,რასაც მათი ერთობლიობა ქმნიდა.იმ წამს მართლა საოცრად უხაროდა,რომ ნინა და სოფი ახლო ურთიერთობას აყალიბებდნენ და რომ ეს სამეგობრო ერთ მთლიან ოჯახად ყალიბდებოდა.ეს პროცესი ადრე მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ ახლა კი მათი ცოლებით ეს სამეგობრო უფრო იზრდებოდა.
სოფისთან არაფერი შეუმჩნევია.
-ჰო?რა იყიდეთ?-სამზარეულოს სკამზე დაჯდა და მაცივრიდან გამოღებული ცივი წვენი ჩამოასხა.
-გოგოშკური რაღაცები!-გაეღიმა სოფის.
-კაი გოგოა ნინა,ხო?
-ძალიან,კარგი მეგობრებიც ჰყავს.სულ 1 საათის წინ გაცნობილი გოგოები ისე მექცეოდნენ,ვითომ მეც მათი ბავშვობის მეგობარი ვიყავი.
-მაგას რა ჯობია?!
-არ მინდა ზედმეტად შევაწუხო,სანდრი ...-სახე მალევე შეეცვალა სოფის-გოგონებთან დაქალობა არ გამომდიოდა ხოლმე,შენც ხომ იცი?მაიკოს მერე ...(მაიკო სოფის გარდაცვლილი მეგობარი იყო.)
-და რატომ თვლი,რომ ზედმეტად აწუხებ?
-არა,ასე სულაც არ ვთვლი ... უბრალოდ არ მინდა რომ იგრძნოს,თითქოს ვალდებულია ჩემთან იმეგობროს.
-ვალდებულია,სოფი.შენც ვალდებული ხარ.მე და ერეკლე ერთმანეთის გარეშე საჭმელს არ ვჭამდით და კარგად იცი დღემდე ასე მოვყვებით ერთმანეთს,ჩვენი ცოლების კარგი ურთიერთობა სადღაც სავალდებულოცაა.
-არ მინდა ვინმე ზედმეტად შევაწუხო,მას თავისი სამეგობრო ჰყავს ...
-აბა კარგი მეგობრები ჰყავსო?-ხმა ჩაუვარდა სანდროს.ეცოდებოდა მისი ცოლი.უმეგობროდ დარჩენილი ადამიანი ხომ ყველაზე ცოდოა ამ ქყვენად?!
-მეტიც,ძალიან კარგი.-ისევ გაუნათდა სახე სოფის-ნინა ხელს არ მიშვებდა ერთი წამით,წარმოგიდგენია?!ყველა მაღაზიაში თან დამატარებდა ... მერე მისი მეგობრები ხომ არ იეჭვიანებენ?
-ეცადე მათთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს თუ ისევ მოხვდებით ერთ სიტუაციაში.
-ახლა ვნანობ,მაიკოს მერე აღარავის რომ არ ვიკარებდი ... ზოგჯერ ისე მინდა ვინმესთან ლაპარაკი.უბრალოდ გასეირნება ან სულაც შოპინგი ...
-მე აქ არ ვარ?-გაეღიმა სანდროს და სოფის თმებზე ხელი ჩამოუსვა.
-შენ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ!-თვალები აუწყლიანდა გოგონას-ერთდროულად დიდი სიყვარული და დიდი მეგობარი.
-მოდი ჩემთან ...
ქმრის მუხლებზე მოკალათებულმა თავი სანდროს კისერში ჩარგო.
-როგორ ფიქრობ,ნინა ერეკლეს გამო მემეგობრება?
-ვფიქრობ,ნინამ შენი დანახვის პირველი წამიდან მიხვდა,რომ მის სამეგობრო ოჯახს ერთი წევრი შეემატა.


ქორწილის დილა იყო.
ნინა მშობლების სახლში იყო ერეკლე სანდროსთან.
-სოფი,ეგენი მოახერხებენ უშენოდაც რამეს ჩაალაგე შენი ნივთები და მოდი,აქ მჭირდები.!-გაისმა ნინას აღელვებული ხმა ტელეფონში.სახე გაებადრა რაზმაძეს.პირველად იგრძნო თავი ამდენად საჭიროდ,მაიკოს მერე.
-ვითომ?კაი გავუმზადებ სანდროს რაღაცებს და პირდაპირ შენთან გამოვალ.
-მიდი,მიდი დიდი ბიჭები არიან.-გაეცინა ნინას.
-ამათი დიდი ბიჭობა ცუდად აქვს ქვეყნიერებას დაცდილი-მოზუზუნე ბიჭებს გადახედა სოფიმ,ნინას დაემშვიდობა და ახლა მათ მიუბრუნდა-სმენა იყოს და გაგონება!
-რაო ჩემმა ცოლმა?-დაწინაურდა ერეკლე.
-მე ნინასთან მივდივარ,სანდრო შენ ტანსაცმელს საწოლზე ვტოვებ თუ რომელიმეს რამე გჭირდებათ მალე მითხარით უნდა გავიქცე.!
-არაფერი,სოფი მიხედე რა,ზუსტად ვიცი ახლა ნერვიულობის პიკი აქვს და შენებური მედიტაცია ჩაუტარე.-შუბლზე აკოცა რძალს ერეკლემ.
სოფი გააცილეს თუ არა აკაკიც მალევე მოვიდა.
-სად არი ბიჭო სმოკინგი,შენ გიცდი!-აფართხალდა ერეკლე.
-მომისმინე,არ გვინდა ახლა აქ პანიკები ...
წამიერად დაუვარდა ათანელს წნევა.
-რა გააკეთე,აკაკი?...-ამოილუღლუღა ფერწასულმა სიძემ.
აკაკისაც შეეშინდა ორი წამით ერეკლეს სახეს რომ გადააწყდა.
მერე საიდანღაც გრძელ საკიდზე ჩამოცმული ვერცხლისფერი „ჯაჭვის პერანგი“ გამოჩნდა.
მერე ათანელს მუხლები მოეკვეთა,დურმიშხანი და ჯაჭვლიანი სიცილს ვერ უბედავდნენ გულწასულ ერეკლეს,შანიძე იდგა უემოციო სახით და „სხვა გზა არ გვაქ,პანიკის დრო არ არის“იმეორებდა.
შანიძის ცემას აზრი არ ჰქონდა.
ელვის სისწრაფით გააქციეს დუკა,რომელმაც 15 წუთში უყიდა ერეკლეს ახალი სმოკინგი.
დრო უკვე აღარ იყო.
ნინა სახლში ელოდა სტუმრებთან ერთად,სმოკინგის ყიდვა,მოტანა,ჩაცმას იმდენი დრო დასჭირდა უკვე ძალიან აგვიანებდნენ.
შანიძეს წუთში 5ჯერ ურტყამდა ხან სანდრო ხანაც ათანელი.
-დუკა დრო აღარ არი მანქანაში ჩაიცვი,წავედით!-აყვირდა სანდრო.
-მე რატო ვიჩაგრები,ყველგან რას მაბულინგებთ?!-კიბეზე ჩარბოდა პლატონაძე
-შენ მაშინ „დაბულინგდი“,ბაბუაშენი რომ დაიბადა ამ ქყვენად.
-ჩაგამიწებ შანიძე,ხმას თუ არ ჩაიგდებ ...-კბილებში გამოსცრა ათანელს.
-ეს რა მოგაქ?-სანდრო მიუბრუნდა აკაკის.
-ნინას უნდა ვაჩვენო სტრესს მოიხსნის,ამაში მის ქმარს რომ წარმოიდგენს!-გაიკრიჭა შანიძე.
-ეს არ არი ნორმალური ...-ამოილაპარაკა სანდრომ და საჭესთან მოთავსდა.
მანქანაში ჩასხდნენ.
სანდროს გვერდით,წინა სავარძელში აკაკი იჯდა,უკან კი ერეკლე და დუკა.
დროის უქონლობის გამო საცვლებში გამოწყობილი პლატონაძე ძლივს ასწრებდა ტანსაცმლის მორგებას.
ის მომენტი იყო ერეკლე კოკა-კოლას სვამდა,შემთხვევით დუკას ფეხი,რომ მოხვდა მის ბოთლს და ტკბილი სითხე ზედ პერანგზე გადაავლო.
ორი წამით მანქანაში მდუბარება ჩამოწვა.
მკვეთრად დაამუხრუჭა ჯაჭვლიანმა და დარჩენილი კოლა შარვალზე გადაავლო გაფითრბულ,წნევა დავარდნილ,სისხლგაყინულ ათანელს.
-„პანიკის დრო არ არის“ ...-ამოილუღლუღა აკაკიმ და მეგობარს გახედა.
-ერეკლე ... -ენა დაება ნერვიულობისგან დურმიშხანს.
-გადაეთრიეთ მანქანიდან!-იღრიალა ათანელმა და სამივემ სინათლის სიჩქარით დატოვეს ავტომობილი.
მოშორებით იდგნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
-ახლა რთული სათქმელია თქვენ ორიდან რომელი უნდა მოკლას,მაგრამ მე ხმას მაინც აკაკის ვაძლევ ..!-ამოთქვა ჯაჭვლიანმა.
-შენ ...-წინდებით,პერანგით და კოსტუმით მდგარ დუკას გადახედა აკაკიმ-ხვდები,რომ საცვლების ამარა დგახარ შუა რუსთაველზე?
-ამასაც გავიხდი,ოღონდ ეს დღე მშვიდობით დასრულდეს ...-უდარდელად ამოილაპარაკა დუკამ და თეძო ჩატეხა.
-კიდე მე არ ვარ ნორმალური,არა?!-თავი გადააქნია აკაკიმ და მანქანისკენ დაიძრა.

ახლა კი,მკითხველო თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ.
ერთადერთი შვილის ქორწილია,თქვენი სიძე კი ჯაჭვის პერანგით გამოწყობილი ერეკლე მეორეს დუბლიორს წააგავს და თან თქვენს წინ დგას.
-გეუბნები მუზარადი დაიხურე უკეთეს ვიდზე იქნები ..!-უჩურჩულა აკაკიმ ერეკლეს,რომელიც სიმწრის ღიმილით უყურებდა ფერდაკარგულ ნინას.
-არ უნდა დამეტოვებინა მარტო ...-ამოილაპარაკა სოფიმ და „ვაი“-ს ნიშნად სახეზე ხელი აიფარა.
-ერეკლე ...-ამოილუღლუღა ნინამ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქმარი.
-ნინა,იცოდე ოდესმე ამაზე გავიცინებთ ..-გაღიმება სცადა სანდრომ.
იდგა ათანელი გაუნძრევლად და თითქოს ფიქრის რეჟიმიც გამორთული ჰქონდა ისე უყურებდა მის წინ მდგარ ნინას.
-იმედია შენი პირველი და ბოლო ქორწინებაა ..-ფრთხილად უჩურჩულა ნინამ გახევებულ ერეკლეს და ხელები კისერზე მოხვია-და არც 24 შვილის ყოლას გეგმავ ..!
მერე იყო ბევრი სიცილი.
ბევრი ცრემლები და გივი.
-გივი ... -ამოიჩურჩულა ქალბატონმა თამილამ.
-„ეს კაცი არ გამაკაროთ, თორემ შევიშლები!!!“-თქვა თუ არა ბატონმა სიმამრმა აკაკის ყურადღებაც მიიქცია.
-თქვენც?-თვალები დააწვრილა და გვერდით ამოუდგა თვალებდაქაჩულ გივის.
-რა მეც?
-თქვენც აღფრთოვანებული ხართ ქართული კინო შედევრებით,არა?!
-არა ბატონო.!
-არა,მე გული მიგრძნობს,რომ თქვენ ის დიდებული პიროვნება ბრძანდებით,რომელიც ქართული მხატვრული ფილმებით ცოცხლობს,სულდგმულობს ...!-როლებში შეიჭრა აკაკი.
-„არ ვარ ბატონო მე ის კაცი!“-ხელი ძლივს გააშვებინა გივიმ გავეშებულ აკაკის.
-აი,კიდევ!აი,კიდევ! ხომ ვამბობდი ის არის ..-ჩურჩულებდა შანიძე.
-მაშ,“ნებით მიჰყვები შვილო?“-თვალზე ცრემლი მოერია გივის,აკაკის ჟრუანტელმა დაუარა.
-კი,მამა.-თვალები ააფახურა ნინამ.
-ვაჰ,რა დროს მოვესწარი?!-თავი გადააქნია გივიმ და ის იყო ნინას უნდა გადახვეოდა აკაკი,რომ ჩაეკრა გულში.
-მომაშორეთ,ეს კაცი აქედან!
თქვენ იცინეთ და შანიძე იმ დღეს ძლივს გადაურჩა ფსიქიატრიულს.

ჯვრისწერამ მშვიდობიანად ჩაიარა.
საღამოხანს ღიაცისქვეშ შეიკრიბა ყველა ამ დღის აღსანიშნავად.
-ახლა მე შენ რაღაცას გეტყვი და „გაღმა არ გახვიდე“!-ყურთან უჩურჩულა აკაკიმ დუკას.
-„სად გაღმა?“
-„მარილზე.“
-რა მარილზე,შენ ხოარ აფრენ?
-არ მოკვდე,არ მოკვდე!
-შანიძე მომწყდი თავიდან ...!
-ორი წუთის წინ რომ გოგოს ეცეკვე,რაო რა თქვა რა მქვიაო?
-კატო,რა გინდა?წადი რა ..!
-კატო კიარა ეკატერინე!ეკა ..!
-ჰო,მერე?!-უკვე ნერვები ეშლებოდა პლატონაძეს.
-რაო,გულმა გული იპოვა და თვალმა თვალიო?-თვალებს საეჭვოდ დააცეცებდა აკაკი,მალევე მიუახლოვდათ სანდრო.
-რაო,პლატონაძე დამთავრდა პლატონური დღეები და მოგხვდა კუპიდონის ისარი საჯდომზე?!
-თქვენ ორივე ცოტა ხოარ გამწვანდით?
-ჩვენ არა და შენ გამწვანდები,რომ გაიგო ვის ეცეკვებოდი ..!
-და ვის ვეცკვებოდი ასეთს?-ხმამაღლა მოუვიდა დუკას.
-ეკას.
-გავიგე და რა არი ამაში გასაგიჟებელი?
-გელას.
-ვინ გელას?-წარბები შეკრა დუკამ.
-აი,შენ პირველ ეკას ანუ გელას.
დურმიშხანს ისეთი ხველება აუტყდა ბენდმა სიმღერა შეწყვიტა.


-ბატონო გივი ...-ნასვამი გივი „ხელში ჩაიგდო“ აკაკიმ და ხელკავი გამოსდო მომღიმარ კაცს.
-გისმენ,აკაკი,შვილო ..-ზურას მიუბრუნდა და გაღიმებულმა გადახვია ხელი-რა ღვინო გქონდა ზურა?აი,კიდევ შემაქანა!-გაგიჟდა შანიძე.
-მარცხნიდან თუ მარჯვნიდან?-თვალებდაქაჩულმა დააჩერდა გივის.
-ქვემოდან,შვილო,ქვემოდან!-ახარხარდა გივი.


****
აკაკის აცილებდნენ საფრანგეთში.
1 კვირით მიდიოდა დედამისთან და ისეთი გაცილების საღამო მოუწყვეს გეგონებოდათ ომში მიდიოდა შანიძე ქვეყნის დასაცავად.
-დუკა,გვითხარი რამე რა ტელეფონში ხარ ჩავარდნილი,რაც მოსულიხარ?!-გაეცინა სოფის და ნინას გვერდით დაჯდა.
-აცადე გელას ეტრფის შორიდან ..!-ჩაიფხუკუნა სანდრომ.
-სანდრო!-დუკას ტონმა აგრძნობინა მეგობრებს რომ ეკა აღარ იყო „გელა“.
-გინდა ახლა შენი დაბადება მემილიონედ გაწყევლინო?-ტელეფონიდან თავი ამოჰყო აკაკიმ და დუკას გადახედა მზაკვრული ღიმილით.
-კიდე ბაბუაჩე ...
-ბაბუაშენი საფლავიდან წამოდგება ისეთი რაღაც გააკეთე ..-უკვე სახეზე სიწითლე ეპარებოდა აკაკის მოსალოდნელი სიცილის უმაღლესი ლეველის გამო.
-რა ..?-დაიბნა დუკა.
-აი ... დროა მგონი შენ ალაგებდე ბარგს და მიდიოდე ქვეყნიდან ..ეგეთი „დასტალკვაც“ არ გინდა,დურო!-ტელეფონის ეკრანზე ცხადად ჩანდა,როგორ გააზიარა „შემთხვევით“ ეკას ძმის ფოტო დუკამ თავის გვერდზე.
ბიჭების არაადამიანური სიცილის ტემბრი მხოლოდ მაშინ მიჩუმდა დუკას ტელეფონი რომ ამღერდა.
(„დასტალკვა“ / „სტალკვა“-ეს სიტყვა, რაც ინგლისურად თვალთვალს ნიშნავს, გულისხმობს ჩვენთვის საინტერესო ობიექტის სოციალური ქსელების შესწავლას)

აკაკი გააცილეს.
ეკა-გელას ძმაც დაამშვიდეს.
ყველანი სახლებში გადანაწილდნენ და არცერთს მოსვლია აზრად ტელევიოზრი ჩაერთო,სადაც აქტიურად აცხადებდნენ ჩინეთში გავრცელებულ ვირუსზე ცნობებს.

1 კვირაში საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარა,ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით და ასე აღმოჩნდა აკაკი კარანტინში.
სანამ საკარანტინოზონაში გადაიყვანდნენ სამჯერ იჩხუბა მართლა აკაკი ვარ არ გატყუებთო.
-რაო კაკო,მიხვდნენ რომ საშიში და ტოქსიკური ხარ დედამიწისთვის და გამოგკეტეს,არა?!-სკაიპში ელაპარაკებოდნენ ბიჭები სასტუმროში მყოფ შანიძეს.
-ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ წამოწოლილი,შენ გვარს და ჯიშს არ დაესიზმრება ისე მევლებიან თავს ჩემო დურმიშხან,სულ ტყუილად მეკრიჭები მაქედან!-არ ჩერდებოდა აკაკი.
-ნუ,ახლა შენ რისი შანიძე ხარ იხტიბარს გაიტეხავ?-აჰყვა დუკას ერეკლეც.
-არა,მართლა მაგარი პირობებია,აქ ჩემ გვერდით ერთი გოგოა.დილაობით ისეთ ხმაზე რთავს მუსიკას მთელ ბათუმს აღვიძებს.
-გაიცანი,უკვე?-ჩაერია ნინაც.
-არა,დღეს ვგეგმავ გამოპრანჭვას.!-წარბები აწკიპა აკაკიმ.
-არიქა,იქნებ დაგადგეს საშველი ...-ამოილაპარაკა დუკამ.
-შენ დიდი ხანია ეკაკო მოხიბლე?
-კი ბავშვობიდან მოხიბლული მყავდა,ახლა თვითონ მომხიბლა თორე ..!-პატარა ბავშვივით დაეჭყანა პლატონაძე აკაკის.
-შენ ჩემზე ადრე ცოლს მაინც არ მოგაყვანიებ,არც იოცნებო!
-მაგასაც ვნახავთ.
-მაგასაც ვნახავთ!-სკაიპი გათიშა,ლეპტოპი დახურა და აივანზე გავიდა.
იქ იყო,.
აივანზე იდგა და მუსიკას უსმენდა.
თვალები ჰქონდა დახუჭული და ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ ზღვაში ცურავდა.
-გამარჯობა ..!-გოგონას აშკარად არ ესმოდა-უკავცრავაად!-ხმას აუწია შანიძემ,ისევ არ იყო პასუხი-გოგონაა!-ისევ უპასუხოდ დარჩენილმა ოთახში შებრუნდა და კალამით შეიარაღებული აივანზე დაბრუნდა.
გოგონამ ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქცია აკაკის, კალამი პირდაპირ თავში,რომ გაარტყა.
-შენ გაგიჟდი?-შესძახა გაოცებულმა.
-მგონი,კი!
-რა გინდა?
-რომელი საათია?
-ამაზე ბანალური ვერაფერი მოიფიქრე?
-ღმერთის ნომერი ხომ არ იცი ..?!-
-სერიოზულად?-გაეცინა გოგონას.
-მოიცა კიდევ ვიცი ... ნეტავ რვა ფეხა ვიყო ... სამივე გულს შენ ეყვარებოდი!
-ეგეც ბანალურია!
-„სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!“-აბა თამუნია,ესეც ?!-გოგონას გაფართოებულ თვალებზე გაეცინა და მოაჯირს დაეყრდნო.
-„ოო, რომ იცოდეთ რა დიდ პატივს ვცემ ტიტანურ აზრებს.“-ეგონა მოესმა.
-სერიოზულად?-ლამის იყვირა.
-აბა,ქრისტეფორე,გავფრინდეთ?!
-მმართალი ხარ თუ მეჩვენები?-სახე გაებადრა შანიძეს.
-არ „გამიბანალურო“!-სახე დაუსერიოზულდა გოგონას.-ვინ ხარ?
-„ვ ეტომ გასტინიცე,ია დირექტორ!“-გაეცინა აკაკის.
-„ყავა გნებავთ?“-სიცილში აჰყვა „მეზობელი“ და თავის ჭიქას თლილი თითები შემოაჭდო.
-„ჩვენ მხოლოდ მახოხს გეახლებით!“-გაიკრიჭა შანიძე.
-სერიოზულად,ვინ ხარ?
-მე ვარ აკაკი შანიძე „დავიბადე სამამულო ომის მძიმე წლებში, სამშობლო სოფელი სიმონეთი, ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი მშენებელი. ვარ უცოლო, მორალურად მტკიცე.“
გოგონას კისკისი ისე საამურად ჩაესმოდა მზად იყო მთელი ცხოვრება ესმინა.
-შენ თუ აკაკი ხარ შანიძე,მე ეკატერინე ვარ ჭავჭავაძე!
-არ გააბანალურო!-ხელი აიქნია აკაკიმ,სკამი აივანზე გაიტანა და ისე განაგრძნო დიალოგი-მართლა აკაკი ვარ,შენ რა არ გჯერა?
-როგორი სასაცილოა,გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში,კორონას ბატონობის ჟამს ინგოროყვა შეხვდა შანიძეს.!
-არარსებობს!-ფეხზე წამოხტა აკაკი.
-რატომ ვითომ?მეც მყავს ძმა პავლე ინგოროყვა.-ისევ კისკისებდა გოგონა.
-გაგიჟება შეიძლება ..!-თავი გადააქნია აკაკიმ-ბედის ამბავია,ცოლად უნდა მოგიყვანო!
-თანახმა ვარ!-ისევ მთელი გულით იცინოდა მეზობელი.
აკაკი ოთახში შევარდა,ტელეფონი აიღო და დუკას დაურეკა.
-მანდ მოიცადე,არსად წახვიდე ...!-გოგონას თითი დაუქნია და ტელეფონში დუკას ხმა გაიგო თუ არა მაშინვე დაიწყო-იცი ვინ გავიცანი?
-ბრძანე.!
-სახელი ...სახელი არ გითქვამს ...-გოგონას გადასძახა აკაკიმ,დუკა დაიბნა.
-ანანე.
-ანანე ... რა ხელოვნებაა ... რა „არტია“ ...ჰო,დურმიშხან,ანანე ინგოროყვა !
-შენ ხოარ გაკორონებს ცოტა?
-ინგოროყვაო,გესმის?-ჩაჰკივლა პლატონაძეს ყურში.
-ვაი საცოდაო საქართველო,სად გყავს შვილი დასაკარგავი და როგორ ხელიდან გვეცლება ეს უბედური ... -გაბმული ზარის ხმა და შანიძის გაბადრული სახე.
-„წაგიყვან გოგო ბანძაში!“
-არადა,შეგხედავს ადამიანი ნორმალურს ჰგავხარ!-ისევ იცინოდა ანანე.
-ვადა როდის გიმთავრდება?
-1 კვირაში.
-მე 6 დღეში,ჯანდაბას ქვემოთ დაგელოდები.
-სად ქვემოთ?
-ძირს.
-რას ქვია ძირს?
-აი დაბლა.
-სად დაბლა?
-სასტუმორს ეზოში.
-ერთი დღე-ღამით?
-ორიც იყოს.
-გადი,ვიღაც მატყუარა ცრუპენტელა ხარ!
-„გადი რა ძაღლი ვარ?“
საუბრობდნენ მანამდე სანამ ანანეს აივანზე არ ჩამოეძინა.
ისევ კალამი ესროლა და ისევ თავში გაარტყა.
-შედი და დაიძინე ასე კისერი გაგიშეშდება და კორონა თუ არა მენინგიტი უეჭველად დაგემართება.
-რას იწყევლები თუ კაცი ხარ!
-არა,მომწონს!მიყვარს,მეტიც აღტკინებული ვარ!-იძახდა ბედნიერი შანიძე და ოთახში ბოლთას სცემდა.


შანიძის კარანტინს „ვადა უმთავრდებოდა“ უკვე ყურებამდე შეყვარებული,რომ უყვებოდა ბიჭებს თავის ამბებს.
-არა,სად ნახე ინგოროყვა გამაგებინე?
-ბედისწერის ამბავია,ჩემო სანდრო!-წარბები მაღლა აწკიპა აკაკიმ.
-იმედია მაგ გოგოს კარანტინიდან არ გააქცევ.
-არა,დურმიშხან!ნუ ითარსები,თორე ჩამოვალ მანდ და სათითაოდ დაგაცლი წარბებს!
-ამას კიდე სიყვარული და ფსიხოზი უნდოდა?-ხელი აიქნია ერეკლემ.
-როდის ჩამოდიხარ?ეკა მინდა გაგაცნოთ და შენც მინდა იყო აქ ...
-თავიდანვე იცოდეს რასთან ექნება საქმე მთელი დარჩენილი ცხოვრება.!-თქვა სანდრომ და აკაკის ამაყ სახეზე გულიანად გადაიხარხარა.
-მოიცა,ასე სერიოზულად არი საქმე?-სიტუაციაში გამოერკვა შანიძე-რამე არ „მიქარო“ დურმიშხან!
-მე გეუბნები და გაფრთხილებ,შენზე ადრე მოვიყავნ ცოლს და მერე არ დამიწყო რაღაცები!
-ღამურას შევჭამ და მაგას ვერ ეღირსები,დურმიშხან პლატონაძე!
-წარმატებები!
გამოსახულება რომ გაქრა,მიხვდა,გაუთიშეს.
„ჩემთვის ტელეფონის გათიშვას გერჩივნა არ დაბადებულიყავი,შე გალსტუკიანო პეპელა.!“

მათ იუმორში ვერ შეხვდებოდი სიბილწეს.
25-26 წლის ბიჭები ერთმანეთს ისე ეხუმრებოდნენ,როგორც ბავშვები.
მათი იუმორიც ბავშვური იყო,წრფელი,სუფთა და სიყვარულით გაჟღენთილი.
იცოდნენ ერთმანეთის ფასი და არავის არასდროს მისცემდნენ საშუალებას ეს „ერთობა“ დაერღვიათ.სწორედ ამიტომ იყო სანდროსთვის და ერეკლესთვის ამდენად მნიშვნელოვანი,რომ თავიანთ მეორენახევრებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონოდათ.
სწორედ ეს იყო ის ოჯახი,რომელსაც ეს ოთხი ჰქმნიდა,დროდადრო თავიანთი დანამატებით.

6 დღის გასვლის შემდეგ აკაკის სასტუმროს ეზოში,მანქანაში ეძინა და იქ ელოდა თავის ტურფას.
გაგეცინებათ,მაგრამ ასეც ხდება ზოგჯერ,როცა შემოქმედიც ხუმრობის განწყობაზეა,შანიძე ხვდება ინგოროყვას.
-შენ მართლა შეშლილი ხარ?-ფანჯარაზე მიუკაკუნა დილის 9საათზე ანანემ აკაკის.
-გამოხვედი?დამძინებია ... აბა,რაო?!არ ხარ საშიში საზოგადოებისთვისო?-მანქანიდან გადმოვიდა და გოგონას ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო.
-მარტო თუ იმოძრავებ არა და იმ ვიღაც შანიძის შთამომავალთან სახიფათო ხარო .!
-ძალიან კარგი!-გაეცინა აკაკის.
-ჩემი ძმა გაოცებული მიცდის სახლში,ვერაფრით გაიგო რატომ გადავიფიქრე მათი აქ ჩამოსვლა ..-ღვედი შეიკრა ანანემ.
-დაურეკე და უთხარი გავთხოვდითქო.-უდარდელად ამოილაპარაკა აკაკიმ.
-და რა გარანტია მაქვს რომ დედამიწაზე მოსიალურე მანიაკებს შორის შენ ერთ-ერთი არ აღმოჩნდები?-გაეცინა გოგონას.
-გარანტიები არ არსებობს, „ რისკის და შამპანურის“ ამბავია ...
-და შენ გარისკავ,1 კვირის გაცნობილ გოგოსთან ოჯახის შექმნას?-აზარტში შევიდა ინგოროყვა.
-ანანე,მინახავს წყვილები,რომლებიც ერთად 6 წელი იყვნენ და ოჯახები მაინც დაენგრათ და მინახავს წყვილები,რომლებიც სულაც გარიგებით დაქორწინდნენ და დღეს ბედნიერად ცხოვრობენ.თუ ასე განსაზღვრავ ქორწინებას ეს ყველა კუთხით უდიდესი რისკია.განსხვავება იმაშია,რომ მე ვრისკავ შენ ვერა .!
იცოდა რასაც აკეთებდა.
ნაკვერცჩხალს ნავთს ასხამდა და აალების იმედად მყოფი იქვე ახლოს იჯდა მომღიმარი სახით.
-მიწვევ?-გაეცინა გოგონას.
-მიყვარს შენში მიხვედრილობის უმაღლესი კოეფიციენტი.-ტუჩის კუთხე ჩატეხა შანიძემ.
-ხომ ხარ ღირსი მართლა გაგიმეტო ჩემი ქმრობისთვის?-სიცილი დაეწყო ანანემ.
-აუ,გამიმეტე რაა..!-სიცილში აჰყვა აკაკიც.
-სად დავიწეროთ ჯვარი,ბათუმში თუ თბილისში?
-თბილისში,ჩემი ბიჭების გარეშე ვერ იქნება ეგ ამბავი!-ბოლომდე არ სჯეროდა რაც ახლა მის თავს ხდებოდა.
-კარგი,პუშკინზე უნდა გავიაროთ,ჩემი დაქალი უნდა წამოვიყვანოთ ...
-გავიაროთ პუშკინზე ...-კმაყოფილმა საქარე მინას მიაშტერდა და გოგონას ღიმილი დააიგნორა.
-ხვდები რა სიგიჟეა?-აკივლდა ანანე.
-მე მზად ვარ.
-იქნებ არ ვარ ისეთი,როგორიც ..
-ზუსტად ისეთი ხარ,როგორიც მე მინდა,რომ იყო.
-და როგორი გინდა რომ ვიყო?
-მარტო მე რომ მხედავდე და მარტო მზეს.
-კაი,კაცო?!-გაეცინა გოგონას-საიდან მოიტანე რომ მარტო შენ და მზეს გხედავთ,“სოსოია“?!
-საქმეც ეგაა,დაგვინახავ.
-რა სერიოზული ბრძანდებით,ბატონო აკაკი?
-სად არ ხართ,ბიჭებო?!-გაეცინა აკაკის და სისწრაფეს მოიმატა.

თბილისში ჩასულებმა ჯერ ანანეს დაქალს გაუარეს,მერე დუკასთან სახლში,სადაც ყველას მოეყარა თავი.
-და!-გაისმა მობილურში პლატონაძის სერიოზული ხმა.
-ჩამოდით,მოვედით ... დურო..
-ჰო,მოდვივართ რა იყო?
-პერო არ დაგრჩეს.!
-ოხ ... ოხ ...-წინადადება აღარ დაასრულა პლატონაძემ.
სადარბაზოდან გამოვიდნენ და ყველანი მანქანასთან მდგარი აკაკის ირგვლივ დადგნენ.
-აბა,ბრძანე აკაკი!-დაიწყო სერიოზულად სანდრომ და ცალი თვალით შეათვალიერა სარძლო.
-გაიცანით,ანანე ინგოროყვა ... ეს ალექსანდრე იგივე ალეკო ჯაჭვლიანია,მისი მეუღლე სოფი რაზმაძე.აქეთ ათანელების ოჯახია,ერეკლე ათანელი,აი ის,რომ გიყვებოდი ჯაჭვის პერანგით მიადგა პროკურორ სიმამრს ქორწილშითქო და მისი მეუღლე ნინა მუმლაძე.ეს ...
-ეს დურმიშხანია .!-ანანეს გაღიმებულ სახეზე ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.-გიცანით,სამი მუშკეტერი და დურმიშხანი ..
-მომწონს ..!-გაეცინა ერეკლეს.
-ეს რაღაც ახალია,ხო?-ეღიმებოდა სანდროს.
-საცოდაო,ბაბუაჩემო..-მაღლა აიხედა დუკამ-აკაკი არ გყოფნიდა ცოლიც დაგვემატა!ეს ეკა ხვედელიძეა ჩემი გულის სწორი ...
-სასიამოვნოა...-მკრთალად გაუღიმა ანანემ გოგონას.-ჩემი მეგობარი დეა დოლიძე.
-მორჩა,წავედით მაჩის ბიუროში პირდაპირ!-თქვა აკაკიმ და მანქანას მოუარა.
-მაჩის ბიუროები აღარ არი-მეთქი,კაკო!-შესძახა დუკამ.
-მოიცა,პირადობები ხომ თან გაქვთ?-გადაამოწმა სოფიმ.
-დურმიშხან,არ დამღუპო!-აკაკის სიტყვებზე დუკას გული აუჩქარდა,მიუხედავად იმისა,რომ მთელი გააზრებული სიცოცხლე შანიძის წყალობით გამწარებული ჰქონდა,მაინც განსაკუთრებულად უყვარდა მისი არანორმალური ძმაკაცი.
-მაქვს,მაქვს!
-რა სენტიმენტალური მომენტია ...-არარსებული ცრემლები შეიწმინდეს ერეკლემ და სანდრომ და წამის მეასედში ახმაურდა ეზოც.
ხელი მოაწერეს.
თავადაც არ სჯეროდათ რასაც აკეთებდნენ.
მაგრამ იყო ამ მომენტშიც რაღაც ჯადოსნური.
-ხომ გითხარი პლატონაძე ვერ ეღირსები ჩემამდე ცოლის მოყვანასთქო?!-იცინოდა აკაკი.
-ღამურა გაქვს საჭმელი ჩემო შანიძე!
-რაო?-თვალებში დაუბნელდა აკაკის.
-კატო,სად გვაქ ქორწინების მოწმობა?
-შენ რა ..-ლუღლუღებდა აკაკი და ჯერ დუკას უყურებდა მერე მის გვერდით მდგარ ეკას.
-აქ მაქვს,ხომ მითხარი თან ატარეო?!-გაეცინა გოგონას.
-ვაიმე აკაკი...!-ანანეს შეძახილზე ბიჭებმაც შეწყვიტეს სიცილი და მიწაზე გაშოტილ შანიძეს ზემოდან დააჩერდნენ.
-ადექი,ბიჭო რას ცანცარებ ცოლიანი კაცი!-დაუცაცხანა ერეკლემ.
-რატო არ მითხარით ამ უდღეურს ცოლი თუ მოყავდა?
-კარანტინიდან გამოხვიდოდი?-გაეცინა სანდროს-თან ამ მომენტისთვის ღირდა დუკას ოინი!
-ანუ რა გამოდის...?!-წამოჯდა აკაკი და დაფიქრებული მზერა მოავლო ხალხს.-ღამურას ვინ დაეძებს,ამან ჩემზე ადრე როგორ იქორწინა?!
ისხდნენ და მთელი ღამე ქეიფობდნენ.

ბევრი
ძალიან ბევრი წლის შემდეგ.

-სანდრიკ,რაღაც უნდა გითხრა ..-ელენე შანიძე,აკაკის უფროსი გოგონა მიუახლოვდა ნათლიამის.
-ვა,რა ხდება ნათლი?გისმენ ...
-დაიცა,ისინიც მოვიდნენ ...
-დურო,დაუძახე ეკეკას და მოდით,-“შანიძე მოტეხე“ თვალით ანიშნა ერეკლეს,მანაც მიუხვდა მეგობარს და ის და დუკა სანდროსკენ დაიძრნენ.
-აუ,შანიძე რა დღეშია თქვენ ხომ არ იცით?!-იცინოდა ერეკლე-რა ხდება?
-სერიოზული საქმე მაქვს ...-ხმადაბლა დაიწყო ელენემ და იქვე დაჯდა.
-გისმენ ნათლი!-ორ ხმაში შესძახეს დუკამ და სანდრომ.
-მოკლედ შეყვარებული მყავს და საქმე სერიოზულადაა ... აკაკის არაფერს ეტყვით!-თვალები დააბრიალა ელენემ,-თქვენ იმიტომ გეუბნებით,რომ პანიკის გარეშე შეხვდებით და მეც მშვიდად ვიქნები,რომ გეცოდინებათ ... ხომ იცით,რომ ყველა ძალიან მიყვარხართ?!-ბოლო სიტყვებმა ეგრევე მოალბო ბიჭები.
-და ვინ არი?რა ქვია?იქნებ ვიცნობთ?
-ან მაგას თუ არ ვიცნობთ,იქნებ მამამის ვიცნობთ?-კითხვების დასმაში ერეკლეს აჰყვა დუკაც.
-აცადეთ ბავშვს!-აყვირდა სანდრო-მიდი ნათლი,გვითხარი ვინ არი.
-დღეს გაგაცნობთ,საღამოს მოვიყვან თქვენ შეამზადეთ აკაკი კაი?
-ელე,იქნებ ჯერ ჩვენთვის გეჩვენებია?
-მარტო ფოტოს გაჩვენებთ!-მობილურის ეკრანზე გამოსახული ბიჭი მოკრძალებულად იღიმოდა.ბიჭებმა ეგრევე გააკეთეს გონებაში სრული აღწერა მომავალი სასიძოსი და ელენეს გაღიმებულებმა სინქრონში დაუქნიეს თავი.
-აკაკი მოდის!-დაიჩურჩულა დუკამ და მათაც ისეთი სახე მიიღეს თითქოს აქაოდა არც არაფერი ხდებოდა.
-რაზე საუბრობთ?
-აი,ელენეს ვეკითხებოდით უნივერსიტეტის ამბებს...!-იცრუა დუკამ.
-სანდრო,შენ ბიჭს სერიოზულად,ენერგია აქვს დასახარჯი იქნებ შეგვეყვანა რამე სპორტში?
-რომელს?-ამაყად გადახედა ბიჭებს სანდრომ.
-დემეტრეს,ნახე როგორ დარბის?არა,ხედავ ერეკლე?
-ვხედავ და ამისგან მაგარი „გეიმერი“ დადგება,მე წავიყვან კალაბთურთში.!
-რატო მოიგონე ახლა?მე მიმყავს ფეხბურთში,ზაზუშა მიხედავს..-შეედავა აკაკი-ერთი ბიჭი მეც მყოლოდა რა მოხდებოდა?!-დანანებით გადაიქნია თავი.
-მაიცა,მეოთხეც გოგოა?-სიცილი ატეხა დუკამ.
-თან ტყუპები ...-თავზე ხელი იტაცა შანიძემ.-დაესვა ჩემ კარიერას წერტილი სამუდამოდ!
-რატო?-სიცილს ვერ წყვეტდა ერეკლე.
-ექვსი შვილის მამა,რომელი ძიძის და ანანეს იმედზე გავჩერდე თეატრში?
-დაბერდი,ძია კაცო,დაბერდი!-მხარზე ხელი გაკრა დუკამ.
-აე,დურმიშხან!


საღამო ხანს ელენემ დაპირებისამებრ მოიყვანა მისი საქმრო და დაძაბულმა დარეკა კარზე ზარი.
-ხომ გახსოვს რაც გითხარი?ბავშვს რამე არ უთხრა,თორე ცემაში დაგშლი მარტივ მამრავლებად,გაიგე?-უჩურჩულა სანდრომ გაფითრებულ აკაკის.
-გივის ისე დავაჭერინებ შენ თავს პენსიას არავინ უხსენებს!-თვალები დააბრიალა ერეკლემ.
-ხო იცი,ელენე რომ უფრო გვიყვარს ვიდრე შენ,ნუ წამომაყენებიებ დურმიშხანს საფლავიდან,თორე მიუწვები გვერდით!
-კაი,მორჩით ...-ანანეც აღელვებული იყო-აკაკი,თქვი რამე ...მოვიდა ბავშვი,გავუღებ კარს ხო?
-არა,მე გავაღებ!-შესძახა ხმამაღლა.
ყველა გარინდული უცქერდა სანახაობას.
კართან იდგა გახევებული და სიმწრის ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული.
22 წლის ქალიშვილი ჰყავდა და ვერაფრით ეგუებოდა,იმ ფაქტს რომ უნდა წასულიყო,უნდა გაფრენილიყო თავისი ელენე.
ბრაზობდა,როგორ აქამდე არ მითხრაო,მაგრამ რომ ხვდებოდა ელენე უკვე დიდი იყო საამისოდ თავის თავს უფრო უბრაზდებოდა მე თავად,როგორ ვერ შევამჩნიეო.
-მა ...-ძლივს ამოთქვა ელენემ-გაიცანი ეს .. ეს .. ჩემი შეყვარებულია ..
-სასიამოვნოა ბატონო აკაკი ..!-ცარიელი ზრდილობა იყო ყმაწვილი.
-რა გქვიათ,ყმაწვილო?-ხმა ძლივს დაიმორჩილა შანიძემ.
-დუკა.-იგრძნო,როგორ დაუბუჟდა სხეული.
-როგორ?-ხმა ჩაუვარდა,ზურგს უკან პლატონაძის ფხუკუნი რომ მოესმა.
-დურმიშხანი,ბაბუს სახელი დამარქვეს,ისე ყველა დუკას მეძახის ...
.
.
.
-ვაიმე,დარეკეთ რა სასწრაფოში!-ანანე გულწასულ ქმარს დაჰყურებდა შეშფოთებული.
დანარჩენები სიცილით ორად იკეცებოდნენ.
დაბნეულ დურმიშხან ჯუნიორს ყურადღებას არავინ აქცევდა.

-რაო,ლიზა?როგორ ფიქრობ,გვეშველება რამე?-გამიღიმა სანდრომ.
-ოდესმე აუცილებლად.-გავუღემე მეც.
-რას ფიქრობ,ჩვენს ამბავს რას დაარქმევ?-წვერზე ხელი ჩამოისვა ჭაღარა შეპარულმა აკაკიმ.
-თქვენ რა გინდათ?რა დავარქვა თქვენს ისტორიას?-გადავხედე მათ მომღიმარ სახეებს.
-დურმიშხანი კუბში!-ახარხარდა ერეკლე.
-ეგ არ ქნა,ლიზა!არ დამღუპო ორი დურმიშხანი აქ მეყოფა და იქ,რომ წავალ მესამე უნდა დახმვდეს,მეოთხეც აღარ დამიმატო!-ხელები გაასავსავა აკაკიმ.
-ერთხელ ადამიანურ სამოთხეში ...-წამოიყვირა დუკამ.
-ეგ როგორ?-წარბები შეკრა აკაკიმ.
-„კარგი მეგობრები ღმერთის მიერ ნაჩუქარი ბილეთია დედამიწაზე ადამიანურ სამოთხეში.“
პირველად აკაკი გადაეხვია დურმიშხანს,მერე ერეკლე და ბოლოს მომღიმარი სანდროს მკლავები სამივეს შემოეჭდო.
ბავშვებით მალე აივსო ეზო.
გოგონები სუფრას აწყობდნენ.
ისევ იმ ასაკში იყვნენ,რა ასაკშიც ერთმანეთი გაიცნეს.
ეს იყო ადამიანური სამოთხე,რომელსაც ჩვენივე ხელებით ვხატავთ პალიტრაზე ნათელ ფერებს კი ჩვენი მეგობრები გვაძლევენ.
კალამი დავდე და მომღიმარმა გადავხედე ოთხეულს.



პირველ რიგში,ბოდიშით თუ იმედები გაგიცრუეთ,რადგან ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო დამეწერა კომედიური ჟანრის ისტორია.
ისტორიაში გამოყენებული ციტატები ყველასთვის ნაცნობი ქართული ფილმებიდან არის აღებული.არ მიწყინოთ აკაკი შანიძის პერსონაჟის გამო,უფროს შანიძეს მეც თქვენსავით დიდ პატივს ვცემ და მასთან ამ ისტორიას არანაირი კავშირი არ აქვს,ასევე
ვიცი ბევრს გაგახსენდებათ სერიალი "პანიკის გარეშე",მაგრამ არც ამ სერიალთააც კავშირი არ აქვს ისტორიას გარდა "დურმიშხან"-ებისა.
ველი შენიშვნებს.
მიყვარხართ და მომენატრეთ
თქვენი ჭორიკანა
ლიზა კანდელაკი.



№1  offline წევრი ლილილი

აი ეს ისტორია არის სასწაული.
იმდენი ვიცინე,ეს ფრაზები იმდენად კარგად გქონდა ჩასმული სიუჟეტში შეუძლებელი იყო არ გამღიმებოდა მაინც.
აკაკი ჩემი სიყვარულია.
ბევრი ასეთი ისტორია რა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

L.eli13
აი ეს ისტორია არის სასწაული.
იმდენი ვიცინე,ეს ფრაზები იმდენად კარგად გქონდა ჩასმული სიუჟეტში შეუძლებელი იყო არ გამღიმებოდა მაინც.
აკაკი ჩემი სიყვარულია.
ბევრი ასეთი ისტორია რა.

როგორ მიხარია,რომ მოგეწონა ❤❤❤მადლობა ❤❤

 


№3  offline წევრი ვიპნი

ლიზაზუ რაც მე ვიხალისე ამ საღამოს ,შენ გაიხარე❣️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლეა

აუ, ძალიან კარგია.
სხვანაირია რა.
თან ბევრი სიყვარულია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზოგადად.
დურმიშხანი?! გიჟია, ოფიციალურად მიყვარს.

შენც მიყვარხარ, კანდელაკო ????

 


№5  offline წევრი Maia G.

ლიზა მადლობა შენ❤❤❤
ზუსტად ეს მჭირდებოდა ამ დამღლელი დღის ბოლოს.სულ სიცილით ჩავედი ბოლომდე.მიყვარხარ შენი ტკბილი და საყვარელი ისტორიებით ❤❤❤❤
პ.ს. დურმიშხანი და აკაკი ❤❤❤
შემიყვარდა ორივე ❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Gemini mood

Yvelaze sayvarloba iyo rac ki wamikitxavs uzomod visiamovne da dzalian bevri vicine❤❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი თამარი

იმედების გაცრუებაზე არ ილაპარაკო, გიკრძალავ :დდდ ისეთი სახალისკ იყო ამ ყველაფრის წაკითხვა, იმდენად საინტერესო, მართლაც ფრაზები ზუსტად გამოყენებული სიუჟეტში, საუკეთესო პერსონაჟები^^ ცუდად ვიყავი სიცილისგან უკვე :დდდ არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის წაკითხვა. მადლობა შენ რომ ეს საღამო გამიფერადე, წარმატებები ♥️♥️

 


№8  offline წევრი მე♥უცნაურე

აი, ამ შუაღამეს ამის წაკითხვა საცოდაობა იყო, ორი ბალიშით ვერ დავახშვე სიცილის ხმა, ერეკლე რო ჯაჭვის პერანგით მივიდა ქორწილში :D
კომედიური ჟანრიც ისევე არაჩვეულებრივი დებიუტით მოგვიტანე, როგორც ყველა აქამდე დაწერილი ისტორია.
მადლობა, იმ უდიდესი პოზიტივისთვის, რაც ამ სამეგობროს თავისებურებიდან, დამოკიდებულებიდან, საუბრიდან უხვად მოდიოდა.
ჯუნიორ დუკაზე, მეც შემაქანა აკაკისი არ იყოს :D ამას ჰქვია, გაჩალიჩება :D შვილი თუ გაგიკეთებს ამას :D
სოფის მგრძნობიარე ბუნება და აი, ნინასთან დამეგობრების მომენტი, რაღაცნაირად მძაფრი ემოცია იყო. ადამიანები, ჩვენ თვითონ ვუჭრით საკუთარ თავს გზას, ვინმესთან მისასვლელსაც და ნებისმიერი საჭირო ნაბიჯის გადადგმისასაც. ვფიქრობ, ასე მოუვიდა სოფის, არავის რომ აღარ დაუმეგობრდა, მიღებული ტრამვის შემდეგ.
ისე კი, უმეგობროდ ცხოვრება ჯოჯოხეთია.
თუმცა, ისიც დიდი შვებაა და ჯილდო, როდესაც მეუღლეში პოულობ, არამხოლოდ საყვარელ ადამიანს, არამედ საიმედო მეგობარს.
ყველაზე მინდა სათითაოდ საუბარი, მაგრამ შორს წავალ, ისე ვარ როლებში შეჭრილი და თავს არ შეგაწყენ. უბრალოდ იცოდე რომ ძალიან კარგი გამოგივიდა. ❤️
წინათ გითხარი, ძალიან გაიზარდე-თქო, ახლა კიდევ სხვა კარი შეაღე და უდავოდ დიდი პოტენციალი გაქვს, ამ ჟანრში❤️პირველ რიგში, ღიმილი საერთოდ არ მომშორებია და გულიან სიცილზე აღარ მაქვს საუბარი ❤️
მადლობა ლიზა❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მადლობა თქვენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი gvantsa

დიდიხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია სრულად ნაწარმოების წაკითხვისას :))ძალიან კარგი იყო

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი gvantsa
დიდიხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია სრულად ნაწარმოების წაკითხვისას :))ძალიან კარგი იყო

მადლობა❤

 


№12 სტუმარი სტუმარი კატო

აუუ მართალია პირველად გიწერ კომენტარს მარა ამას რა მნიშვნელობაა აქვს^^ ჰოდაა აუ აი რა ძანნ მაგარი იყო)) აი ამ ისტორიასს რო მილიონჯერ გადავიკითხავ და არ მომბეზრდებაა ეგაა<3 <3 ყველა სიტყვა სულ რო ზეპირად ვიცოდე აი მაინც იმ ხალისოთ დავიწყებ კითხვას როგორც ეხლაა და იმავე ხალისით დავამთავრებ სულლ<3<3 აუუ აი ძან მაგარი იყოო )) მადლობა შენ რო ესე ძან გამაბედნიერე და ძილის წინ მხიარული მაძინებ^^

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი კატო
აუუ მართალია პირველად გიწერ კომენტარს მარა ამას რა მნიშვნელობაა აქვს^^ ჰოდაა აუ აი რა ძანნ მაგარი იყო)) აი ამ ისტორიასს რო მილიონჯერ გადავიკითხავ და არ მომბეზრდებაა ეგაა<3 <3 ყველა სიტყვა სულ რო ზეპირად ვიცოდე აი მაინც იმ ხალისოთ დავიწყებ კითხვას როგორც ეხლაა და იმავე ხალისით დავამთავრებ სულლ<3<3 აუუ აი ძან მაგარი იყოო )) მადლობა შენ რო ესე ძან გამაბედნიერე და ძილის წინ მხიარული მაძინებ^^

მადლობა თქვენ ❤❤❤❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

დედას ვფიცავარ,ძაალიან დაღლილი დავჯექი სარწეველა სკამზე,წინ ზღვა მაქვს და,ცაზე ისეთი შავი ღრუბლებია,რაღაცნაირად სევდა მომახვია..
სულ ერთ გარდამავალ წამს ვიფიქრე,შევალ რამეს წავიკითხავთქო და,
გეფიცები,ოთხად მოკეცილი ვოცინოდი დაწყებიდან მეორე წუთს და,ოთხჯერ გამომაკითხა მეგობარმა,სანამ აივნიფან გისროლე,ნუ იცინი,ლუკის მიღვიძებო..
ხო არი რაღაც დამთხვევები,ზუსტად რამოდენიმე საათის დაშლილები ვართ,მთელი სამეგობრო ერთ ღია კაფეში ვისხედით და,თუ სადმე თვალი იყო,ისეთი ამბავი დავატრიალეთ,ყველა ჩვენ გვიყურებდა..
ადრეც გითხარი,იგივეს გავიმეორებ..
შენს ყველა ისტორიაზე ათმაგად ვრწმუნდები,რდენად ბედნუერუ ვარ,ირგვლივისინი რომ მყავს და ვავსებთ ერთმანეთს..
ეს ისტორია და ეს ახალი საფეხური ,ჭორიკანავ,ისე შედგა,როგორც სხვა დაარჩენი..
მხოლოდ გული დამწტდა,ლიზა კანდელაკი და წითელი ხოჟო რომ ვერსად ვნახე...
წარმატებები შენ და,
ძალიან დიდხანს წერე,რომ სულ გიკითხოთ ჩვენ...

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
დედას ვფიცავარ,ძაალიან დაღლილი დავჯექი სარწეველა სკამზე,წინ ზღვა მაქვს და,ცაზე ისეთი შავი ღრუბლებია,რაღაცნაირად სევდა მომახვია..
სულ ერთ გარდამავალ წამს ვიფიქრე,შევალ რამეს წავიკითხავთქო და,
გეფიცები,ოთხად მოკეცილი ვოცინოდი დაწყებიდან მეორე წუთს და,ოთხჯერ გამომაკითხა მეგობარმა,სანამ აივნიფან გისროლე,ნუ იცინი,ლუკის მიღვიძებო..
ხო არი რაღაც დამთხვევები,ზუსტად რამოდენიმე საათის დაშლილები ვართ,მთელი სამეგობრო ერთ ღია კაფეში ვისხედით და,თუ სადმე თვალი იყო,ისეთი ამბავი დავატრიალეთ,ყველა ჩვენ გვიყურებდა..
ადრეც გითხარი,იგივეს გავიმეორებ..
შენს ყველა ისტორიაზე ათმაგად ვრწმუნდები,რდენად ბედნუერუ ვარ,ირგვლივისინი რომ მყავს და ვავსებთ ერთმანეთს..
ეს ისტორია და ეს ახალი საფეხური ,ჭორიკანავ,ისე შედგა,როგორც სხვა დაარჩენი..
მხოლოდ გული დამწტდა,ლიზა კანდელაკი და წითელი ხოჟო რომ ვერსად ვნახე...
წარმატებები შენ და,
ძალიან დიდხანს წერე,რომ სულ გიკითხოთ ჩვენ...

ტასო მომენატრე❤❤❤მადლობა ❤❤

 


№16 სტუმარი kati

Au ra kargi iyo.miyvars aseti xalisiani istoriebi.meore nawilic mouxdeboda.

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

kati
Au ra kargi iyo.miyvars aseti xalisiani istoriebi.meore nawilic mouxdeboda.

❤❤❤❤

 


№18 სტუმარი სტუმარი nancho

ყოველთვის ძალიან კარგი ხარ ლიზა.მოგაქვს იუმორი,ბავშვობა,სიხალისე,სიყვარული,ცრემლი,ტკივილი,,,მოკლედ კარგი იყო.

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი nancho
ყოველთვის ძალიან კარგი ხარ ლიზა.მოგაქვს იუმორი,ბავშვობა,სიხალისე,სიყვარული,ცრემლი,ტკივილი,,,მოკლედ კარგი იყო.

მადლობა ❤❤❤

 


№20 სტუმარი Qeti qimucadze

oficialurad var sheyvarebuli akaki shanizeze. imaze ki araa. axalgazrdazee. saocari iumoris grznoba gaqvs lizaa. au ramdeni vicine iciii. gansakutrwbit sasizo rom gaicno da durmishxanze xumrobebi daubrunda bumerangivit ukann. yvela personaji saocari gyavss. gmertma qnas aseti lagi da lamazi megobroba realobashic arsebobdes bevri. gansakutrebit xazgasasmelia is rom ar bilcsityvaoben. besniereeba da gvtis sachuqaria aseti nichi. uamravi madloba shen aseti saocrebistvis sheqmnistviss. yochagg

 


№21  offline წევრი ნათია_

სიყვარულის გოგო ხარ შენი ძალიან ლამაზი და კეთილი ისტორიებით:) და ეს ჟანრიც გამოგივიდა:) წარმატებები ლიზა:*

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
oficialurad var sheyvarebuli akaki shanizeze. imaze ki araa. axalgazrdazee. saocari iumoris grznoba gaqvs lizaa. au ramdeni vicine iciii. gansakutrwbit sasizo rom gaicno da durmishxanze xumrobebi daubrunda bumerangivit ukann. yvela personaji saocari gyavss. gmertma qnas aseti lagi da lamazi megobroba realobashic arsebobdes bevri. gansakutrebit xazgasasmelia is rom ar bilcsityvaoben. besniereeba da gvtis sachuqaria aseti nichi. uamravi madloba shen aseti saocrebistvis sheqmnistviss. yochagg

ნათია_
სიყვარულის გოგო ხარ შენი ძალიან ლამაზი და კეთილი ისტორიებით:) და ეს ჟანრიც გამოგივიდა:) წარმატებები ლიზა:*

მადლობა თქვენ❤❤❤

 


№23  offline წევრი Crazy dreamer

მადლობა.
რთულია გადმოვცე ის სიხარული რაც მე კითხვისას განვიცადე.
ღმერთოჩემო სრული სასწაული იყო.
გისურვებთ წარმატებებს.
ახლა დავიწყებ ქუჩაში დურმიშხანის, აკაკის, ერეკლეს და სანდროს ძიებას. როგორ მიყვარხართ!!! წარმატებები.
იმედი მაქვს ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებით.
კითხვა მაქვს თქვენთან.
პირადში, რომ ადამიანმა მოგწეროთ თავისი ისტორია რა როგორ იყო თქვენ ამას შემდეგ ასე თუ ისე ცვლით და აქვეყნებთ? რა ვქნა მაინტერესებს ძალიან.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Crazy dreamer
მადლობა.
რთულია გადმოვცე ის სიხარული რაც მე კითხვისას განვიცადე.
ღმერთოჩემო სრული სასწაული იყო.
გისურვებთ წარმატებებს.
ახლა დავიწყებ ქუჩაში დურმიშხანის, აკაკის, ერეკლეს და სანდროს ძიებას. როგორ მიყვარხართ!!! წარმატებები.
იმედი მაქვს ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებით.
კითხვა მაქვს თქვენთან.
პირადში, რომ ადამიანმა მოგწეროთ თავისი ისტორია რა როგორ იყო თქვენ ამას შემდეგ ასე თუ ისე ცვლით და აქვეყნებთ? რა ვქნა მაინტერესებს ძალიან.

პირველ რიგში მადლობა,რაც შეეხება თქვენ კითხვას-ჰო, დაახლოებით. ისტორიას ვისმენ თუ მაქვს იმის ძალა რომ მოსმენილი დავწერო და თქვენამდე მოვიტანო ამას ვაკეთებ(რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვიცავ რეალური გმირების ანონიმურობას),ვამატებ ჩემ წარმოსახვით უნარს ცოტა იუმორს ცოტა ცრემლებს და ესეც თქვენი ისტორია.
რაც შეეხება ამ კონკრეტულს,ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია

 


№25 სტუმარი სტუმარი მაკა

ეს ის იყო რაც ასე ძალიან გაკლია....ჯანსაღი თბილი და მონატრებული ურთიერთობა. უმაგრესი იყო ყოჩაღ.

 


საოცარი ისტორია იყო ზღვა ემოციით..დაწყების მომენტიდან ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან,განწყობა ამიმაღლა და თანაც როგორ..კომედიური ჟანრიც ისეთივე არაჩვეულებრივი გამოგივიდა როგორც სხვა დანარჩენი..მადლობა შენ ამ ისტორიისთვის,მადლობა აკაკისთვის,დურმიშხანისთვის,ერეკლესა და სანდროსთვის,მადლობა ტკბილი და თბილი სოფისა და ნინასთვის <3...

 


№27 სტუმარი სტუმარი მარიამი

უუმაგრესი????❤ პირველი კომენტარია ამ საიტზე და მადლობა შენ❤

სტუმარი მარიამი
უუმაგრესი????❤ პირველი კომენტარია ამ საიტზე და მადლობა შენ❤

კითხვის ნიშნების გარეშე????❤❤❤❤

 


№28 სტუმარი სტუმარი Khatuna

კიდევ ერთი საოცარი ისტორია! იუმორი, სიყვარული, მეგობრობა და ულევი სითბო. ძალიან მომეწონა. ეს ჯაჭვის პერანგი და ჯუნიორ დურმიშხანი ხომ საერთოდ.ძალიან კარგად წერთ! !!!!!!

 


№29 სტუმარი ტაისა

დღევანდელი მელანქოლური ხასიათი მთლიანად ამომიტრიალა ამ ისტორიამ :დ
მადლობა შენ ამისთვის ♡

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მარიამი
უუმაგრესი????❤ პირველი კომენტარია ამ საიტზე და მადლობა შენ❤

სტუმარი მარიამი
უუმაგრესი????❤ პირველი კომენტარია ამ საიტზე და მადლობა შენ❤

კითხვის ნიშნების გარეშე????❤❤❤❤

მადლობა ❤❤
სტუმარი Khatuna
კიდევ ერთი საოცარი ისტორია! იუმორი, სიყვარული, მეგობრობა და ულევი სითბო. ძალიან მომეწონა. ეს ჯაჭვის პერანგი და ჯუნიორ დურმიშხანი ხომ საერთოდ.ძალიან კარგად წერთ! !!!!!!

მიხარია თუ მოგეწონათ ❤❤
ტაისა
დღევანდელი მელანქოლური ხასიათი მთლიანად ამომიტრიალა ამ ისტორიამ :დ
მადლობა შენ ამისთვის ♡

პირიქით,მადლობა თქვენ ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent