შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (23)


26-06-2016, 19:00
ავტორი Supreme
ნანახია 3 895

  დილით ვიღაცამ თავზე დახტომით გამაღვიძა. გიჟივით წამოვხტი და მუშტი გავუქანე.
-წყნარად, მე ვარ.-აკაკიმ გამიცინა და გასაღები წინ გამიქანავა.
-ვნანობ, რომ მოგეცი.-შევუღრინე და ისევ ლოგინზე დავეგდე.
-ნუ ხარ მკვდარი, აეგდე. ბიჭებიც მოვლენ მალე, საყიდელი გვაქვს პროდუქტები.
-და საჭმელს ვინ აკეთებს?
-ჩვენ.-გამიცინა.
-ჩათვალე სამზარეულოს დაენძრა.
-კაი მთლად ეგრეც არაა, სოფი დაგვეხმარება.
-გადავრჩენილვართ.-გამეცინა.
  თავი ბალიშში ჩავრგე.
-ცოტა ხანი დამაძინე რა, სულ ცოტა ხანი.
  კი არ მოგისმენს, მაინც წამომაგდო ლოგინიდან. სულ გინება-გინებით ჩავიცვი ტანსაცმელი.
  მოსაღამოვდა და ბიჭობამ დალევა დავიწყეთ. რაღაც მომენტში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მაკლდა...ნინა...
  ახლა ვხვდები რატომ ენატრებათ შეყვარებულებს ერთმანეთი გამუდმებით. მინდა სულ გვერდით მყავდეს და არ მოვიშორო. ყოველთვის მენატრება...გაუსაძლისად.
  ვეღარ მოვითმინე და აკაკის პირდაპირ ვკითხე:
-შეყვარებულთან ერთად მარტო როგორ გაუშვი?
-რომ არ გამეშვა, შენი აზრით, მომისმენდა?
-თავნება ბავშვი.-გამეცინა.
-კი, ცოტა თავნებაა, მაგრამ თავის ცხოვრებას შეუძლია მიხედოს.
-ენდობი?
-მთავარია თავის თავს ენდობოდეს.-აკაკიმ გამიღიმა.
  ყველა მშვიდადაა და მე რატომ ვნერვიულობ? რატომ არ შემიძლია იმის ატანა, რომ შეყვარებულთან ერთადაა? აშკარად...ვეჭვიანობ? როგორც ჩანს...ასეა.
  ღამის 4 საათისთვის ნახევარი საძმაკაცო უკვე გათიშული ეგდო, ნახევარი მჯდომარე თვლემდა, მე კიდე...არც ფხიზელი ვიყავი და არც მთვრალი.
  ტელეფონი ამოვიღე. ახლა ყველაზე მეტად მინდა ნინას ხმის გაგონება, მაგრამ არასწორი იქნება, რომ დავურეკო.
  აივანზე გავედი და ტელეფონს დავაშტერდი.
  ირონია...ნანკა და ნინა, კონტაქტები ზუსტად ერთმანეთის მიყოლებითაა. რომელს დავურეკო?
  თვალები დავხუჭე და გარტყმით დავაჭირე.
-რა გინდა?-მძინარე ხმით შემომიღრინა გოგომ და მაშინვე მივხვდი, რომ ნანკასთან დამერეკა.
-არაფერი.-გავიცინე.
-მაშინ რატომ მირეკავ?-ისევ იღრინებოდა.
-უბრალოდ. ან შენთან ან იმ გოგოსთან.-ვიცინოდი.
-მერე მე რატომ ამირჩიე?
-თვალდახუჭული ვარჩევდი.-ისევ ვიცინოდი.
-კარგად ხარ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-და ცუდად რატომ უნდა ვიყო?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-მთვრალი ხარ?
-ცოტა...უფრო ნასვამი.-ჩავილაპარაკე საყვარელი ხმით.
-რამდენი დალიე?
-უნდა მახსოვდეს?-ვიცინოდი გაუჩერებლად.
-ჩემგან რამე გინდა?
-რომ გითხრა შენ მინდიხარ-მეთქი, მოხვალ ჩემთან?-ვკითხე სერიოზული ხმით.
  ნანკა გაჩუმდა. არაფერი მიპასუხა და მეც მივხვდი, რომ ჩემი კითხვა ზედმეტი იყო და ამით უბრალოდ გული ვატკინე.
-ჩაგეძინა?-ისევ გავიცინე.
-არა.-თვითონაც ამყვა.
  ისევ გაჩუმდა. ცოტა ხანი ხმას მეც არ ვიღებდი. გადავწყვიტე რამე მეთქვა, უკვე ვაპირებდი, მაგრამ ნანკა ჩემზე ადრე ალაპარაკდა.
-მოვალ. შენ უბრალოდ მთხოვე და მოვალ...-იმედია მთვრალი ვარ და მხოლოდ ამიტომ მომეჩვენა რომ ტიროდა.
-ნანკა...რა გჭირს?
-მე?-ჩაიცინა, მაგრამ აშკარად ძალით.-არაფერი.
-მომეჩვენა?
-რა მოგეჩვენა?-გაუკვირდა.
-ის, რომ ტიროდი.
-კი, აშკარად. ხო იცი, მე და ტირილი შორს ვართ.-ხმამაღლა გაიცინა.
-ძალიან მიხარია.-უნებურად გამეღიმა.
-ვის ატყუებ.-ჩაილაპარაკა ეშმაკურად.
-არც არავის.-თავი ჩავხარე.-რომ მოვიდე ჩამეხუტები?
-ძალიან გინდა?
-კი.
-მარტო ჩახუტება?
-მარტო ჩახუტება. უბრალოდ თბილი და სიყვარულით სავსე ჩახუტება.
-შენს მტანჯველს რატომ არ მიმართავ ამ თხოვნით?
-თბილისში არაა.
-რომ იყოს ხო რას ამბობ, შეგისრულებდა.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი, სიმართლეს გეუბნები.
-ანუ, მოვიდე?
-მოდი, თუ არ გეზარება.
-მალე ვიქნები.
  ოთახში შევბრუნდი. აკაკი გავაღვიძე.
-უნდა გავიდე და კარები ჩაკეტე.
-სად? შენ ხო არ გაგიჟდი?-გაკვირვებულმა შემომხედა ჯერ მე და მერე საათს.
-მოვალ დილით და დაგალაგებინებ.
-დალაგება დაიკიდე, მივხედავ ჩემითაც, მაგრამ ახლა სად მიდიხარ?
-მერე გეტყვი.-მხარზე დავადე ხელი და შესასვლელისკენ წავედი.
-გოგო...-ჩაილაპარაკა აკაკიმ და ეჭვის თვალით შემომხედა.
-ხო.-ცალყბა ღიმილით ვუპასუხე და კარები გამოვიხურე.
  ნელა დავუყევი გზას ვაჟადან თამარაშვილისკენ. ნანკას სახლამდე სულ რაღაც 20 წუთი დამჭირდა.
  კარები გამიღო და უსიტყვოდ ჩამეხუტა.
-სასმლით ყარხარ.
-ვიცი.
-ყავა გინდა?
-არა.-ვნებიანად ვაკოცე.
-აბა მარტო ჩახუტება მინდაო.
-მეც არ ვიცი რა მინდა.-კისერზე გადავედი.
-გაჩერდი.
-რატომ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-გთხოვ.-თვალები ერთი წამით გაუბრწყინდა, მერე კი უცებ გამიღიმა.-თუ გინდა ჩახუტებულებმა დავიძინოთ.
-რა გჭირს?-ვკითხე სერიოზული ხმით.
-არაფერი.-გამიღიმა, მაგრამ ეტყობოდა რომ თავს დააძალა.
-ნანკა, მითხარი.
-რა გითხრა?-ჩაიცინა და შემომხედა.
-თავს ნუ იდებილებ...რამე გაწყენინე?
-შენ?-გაეცინა.-არა, საიდან მოიტანე.
-ასე მგონია მატყუებ.
-რას გატყუებ სანდრო? რა პასუხს ელოდები, მითხარი და გეტყვი.
-შეკვეთილ პასუხებს არ გთხოვ. უბრალოდ მინდა გავიგო რა გჭირს და რა გაწყენინე.
-არაფერი. არაფერი!-ხმა გაამკაცრა.
-კარგად გიცნობ.
-შემეშვი...
-არა.
-უკვე ყელში ხარ.-უცებ მაგრად ატირდა.-ყელში ხარ...იმიტომ რომ, ყოველთვის მეუბნები ისეთ რაღაცას, რაც გულს მიჩქარებს და მერე მტკივა...ჩემი არასდროს იქნები და ეს ძალიან კარგად ვიცი. გახსოვს თავმოყვარეობაზე რომ მკითხე? არ მაქვს...მართალი ხარ...არ მაქვს...არაფერი შემრჩა მისგან, აღარაფერი დატოვე. მთლიანად დანგრეული ვარ. რა პრინციპები, რა თავმოყვარეობა. მთლიანად შენ მოგენდე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, უბედური ვიქნებოდი...-თვალებში შემომხედა.
  ცოტა ხანი ჩუმად იდგა და გამწარებული, ბრაზით სავსე თვალებით მიყურებდა, მერე კიდე ჩუმად მითხრა.
-თუ ახლა წახვალ, მაშინ პირობა მომეცი რომ სამუდამოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან, თუ დარჩები, მაშინ ჩავთვალოთ რომ ეს საუბარი არც ყოფილა. არც მე შევიმჩნევ, არც შენ.
  ხმას ვერ ვიღებდი. ნანკას გაგიჟებულ და ცრემლიან სახეს ვუყურებდი. ხელი მისკენ გავწიე. მინდოდა ცრემლები მომეწმინდა და მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ გავჩერდი. დარჩენა ზედმეტად არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან მე მას ვერ შევიყვარებ ისე, როგორც ნინას, არა, ასე მგონია, მისი შეყვარება შეუძლებელიცაა.
  ხელი ჩამოვწიე და ხმისამოუღებლად გამოვბრუნდი უკან.

დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3 მიყვარხართ^^ <3



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au au kai raa me tkbil tbil da msuye tavebs velodi

 


№2  offline წევრი Nialler

აუუუ კაიი რააა რატო წამოვიდააა არადაა როგორ მომწონსს რა ესს წყვილუუ

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

სანდროს და ნანკას წყვილი მომწონს უკვე ძალიან,ყველაზე მეტად...
ველოდები მოვლენების განვითარებას. love

 


№4  offline წევრი თაკო ნიკა

მალე დადე რა შემდეგი თავი , ძაალიან მომწონსს <3

 


№5 სტუმარი hipo

is gveli tamuna roar chans mixaria

tu rac qvia :D :D gamaxarre raa male dadee

 


№6  offline წევრი Supreme

დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3

 


№7 სტუმარი mtvaro svani

au tamunas ver vitan.ai nanka ise mecodeba vkvdebi minda is da sandro ertad iyon ogond ise ro sandrosac sheuyvardes.zalian miyvars es cyvili da is martlaa gveli tamuna moashore ra aqidan.

au tamunas ver vitan.ai nanka ise mecodeba vkvdebi minda is da sandro ertad iyon ogond ise ro sandrosac sheuyvardes.zalian miyvars es cyvili da is martlaa gveli tamuna moashore ra aqidan.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent