შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ედემი./4 თავი/


19-08-2020, 22:43
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 896

სამზარეულოს დახლს იყო მიყრდნბილი, ყავის ჭიქა თითებში ჰქონდა მოქცეული და იატაკს იყო მიშტერებული. ფეხის ხმაზე წამწამებიი შეერხა და მალევე შენიშნა კიბეზე ჩამომავალი მენაბდე. რომელსაც ხელები მაისურში ჰქონდა ახლართული და ჩაცმას ცდილობდა.
-როდის გამეპარე ვერ მივხვდი.- საკოცნელა მისულს ტუჩების მაგიერ, მიბრუნებული თავი დახვდა. სევდიანად გაეღიმა და ოდნავ მოშორდა.-ისევ იქ დავბუნდით ხომ?
- შეგიძლია წახვიდე, ხომ დატკბი ჩემი სხეულით. -გაბოროტებული, საკუთარ თავის ზიზღით ავსებული ესაუბრებოდა კაცს და ღვარძლს არ იშურებდა.
-რა?-წარბები შეკრა.
- რაც გაიგე! ხომ დაგატკბი სხეულმა, სიამოვნება მოგანიჭა. ჩემიი მოვალეობა შესრულებულია და შენი საქმეც გაკეთებული, ახლა უკვე შეგიძლია თბილისურ ცხოვრებას დაუბრუნდე.
-ეგოსიტურად გაბოროტებული ხარ.! არასდოს მეტყოდა ელენა ყიფიანი ამას! ჩემი ელე ამას არადროს იტყოდა. გაბოროტდი, ისე გაგაბოროტა ტკივილმა რომ მეც კი მწირავ! საკუთარ ტყავში ხარ გამოკეტილი და საერთოდ არ ფიქრობ არაფერზე. დილით ჩემი ელე მეწვა საწოლში. ჩემი ცოლი რომელსაც წამითაც არ შეეპარებოდა ეჭვი ჩემში. შენ ვინ ხარ?! -ტონს ნელ-ნელა უწევდა, თვალებში საგრძნობლად ემატებოდა ბრაზი.
- მე შვილ მკვდარი დედა ვარ!- მისი მიმართულებით ისროლა ფინჯანი და აცდენილი, კიდელს შეეფშვა.
- თვითგვემა გჭირს. საკუთრ თავს ტანჯავ იმის გამო რომ რამდენიმე საათის წინ ჩემს კლავებში უბედნიერესი იყავი. საკუთარ თავს ართმევ ბედნიერებას და მეც ასე მწირავ! უსულ-გულოდ მექცევი და წამითაც არ ფიქრობ ჩემზე.
-და შენ იფიქრე ჩემზე როცა ის გადაწყვეტილება მიიღე?! მუდამ საკუთარ თავზე ფიქრობდი.მუდამ გესმის?! -მენაბდის თითები დენთ მოკიდებულ ძაფს დაემსგავსა.ცივად შეუშვა ხელები, რომლითაც პატარა მტევნები ეჭირა. ატკინა, ისე ატკინა ელენა ყიფიანმა, რომ ალბათ თვითნაც ვერ წარმოიდგენდა. რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებს არ აშორებდნენ. გარდამავალ ემოციებს სწავლობდნენ და შიშმა დაუარა სხეულში ყიფიანს. კაცის თვალებში დანახული ელეს ანარაკლი ნაწილაკბად დაიშალა.
ვაიმე, რა შაშინელება როცა წამის მეასედებში ფხიზლდები.გონებიდან უგუნურება ქრება და რჩება შედეგი. აი ის შედეგი რომელიც გაუფერულებს და სამუდამოდ გკლავს სხვის თვალში.
-დათი...მე...- უკუსვლით წასულს აცრემლებული გაყვა.
-არაფერი თქვა. საკმარისია! მართალი ხარ ელენა! მე მოვკალი ჩემი შვილი და ცოლიც.-კარის სახელური ჩამოწია, მდუმარედ იდგა ზღურბლთან. -და დღეს...- თვალებში ჩახედა ყოფილ ცოლს, ხელები უსულოდ ასწია.- ის დათი მენაბდეც მოვკალით შენ რომ შექმენი. მშვიდობით ელენა. - აი ის მომენტი დადგა, საკუთარ დაბადებას რომ წყევლი. წამებში იზიზღებ თავს და სიკვილიც სანატრელი გიხდება.
ზურგს უკან მოხურული კარების იქით, ქალის ხავილი მოესმა მაგრამ უკვე აღარაფრეს გრძნობდა, დაბინდული მზერით განაგრძო სვლა და ავტომობილით სამუდამოდ მოშორდა მისი სიცოცხლის საწისს. ისე რომ ქალისკენ მიმავალი ყველა გზა დაივიწყა.
***
მოხუცი თინას მუხლებში ედო თავი, მტევნით ჰქონდა დაფარული სახე და მოთქვამდა. რა ატირებს?! შედეგი რომელიც მიიღო ხომ თავად სურდა?! დათი მენამდე სამუდამოდ გააქრო ცხოვრებიდან, ეს უნდოდა და ახლა რა ატირებს?
-შვილო გეყოს ტირილი.- შავ თმაზე გადაუსვა მოხუცი ხელი.
-ვაიმე ეს რა ჩავიდინე?! რა გავაკეთე თინა ბებო?.-კიდევ ერთხელ გააზრებულმა მომენტა დაუარა სხეულში და სიცივე უარესად გაყინა.
- შვილო ტირილით ვერაფერს გამოასწორებ, მხოლოდ საკუთრ თავს ავნებ.
-სიკვდილი მინდა, მის გარეშე არ შემიძლია. როცა კიდევ ვიგძენი მისი სითბო ისე გამაბედნიერა, იმდენად რომ თინი სულ დამავიწყდა. გავბბრაზდი მასზე, მის სიყვარულზე. ასე რომ გადმოსცემდა ქმედებებში და საკუთარ შვილსაც მავიწყებდა. ისე გავბრაზდი ვერ გავიაზრე რეები ვუთხარი. ვაიმე დედა, ვაიმე...
- აბა ეხლა დაწყნარდი, მორჩი ისტერიკებს კაცო! - ტონი გაიმაგრა და ხმამაღლა შესძახა. -ხოდა წადი, მოძებნე მოუხადე ბოდიში და აუხსენი. არამნგონია დათა ის კაცი იყოს ვინც არ პატიობს. რატომ მიყურებ ასე?! შენ დააშავე, აწყენინე ხოდა ნება იბოძე და საკუთარი დანაშაული გამოისყიდე.!
-მეშინია, მისი უგრძნობი მზერის მეშინია თინა ბებო. ის შედეგი მზარავს რაც ჩემს საქციელს მოჰყვა.ღმერთო ეს რა ჩავიდინე.
-ნუ გაურბიხარ შედეგს, მოძებნე წინ დაუდექი და გამოასწორე.- ცრემლებისგან დასველებულ სახეზე, მიკრული თმა გადაუწია, თითებით შეუმშრალა და ნაღვლიანად გაუღმა.-ეცადე გამოასწეორო თორე ეჭვები შეგჭამს ცოცხლად.
-არ მაპატიებს. ვიცნობ დათა მენაბდეს... არ მაპატიებს და მეც მასავით მომიწევს სიკვდილი. -ფრთხილად წამოდგა, აგიზგიზებულ ბუხარს მიუახლოვდა და რბილ ხალიჩაზე ჩამოჯდა. -ერთი კვირა გავიდა იმ დილიდა, მთელი ერთი კვირა წამებში გავიდა. ასე მგონია და ახლაც კარგად ვგრძნობ მისი გულის ცემის სისწრაფეს. თვალებს ვხუჭავ და მაშინვე მისი მზერა კაშკაშებს სიბნელეში. აი ის გამოხედვა სადაც ჩემი თავი დანაკუწდა... გაცამტვერდა... გაქრა. არ მაპატიებს დათა.-არაფერი აღარ უთქვამს თინას, სავარძელს ზურგით აეკრო და სევდანარევი მზერა არ მოუშორებია მტირალი ყიფიანისთვის.
„როგორ ართულებთ ეს პატარა ბავშვები ყველაფერს, რომ იცოდეთ რა მტანჯველად რთულია საყვარელი ადამიანის მიწაში ჩადება, ამ ცხოვრების ყოველ წუთს მათთან გაატარებდით. ნეტა ჩემი კაცი წამით მანახა... ყველაფერს ვაპატიებდი, დავივიწყებდი და...“- დაბერებული ქუთუთოები ერთმანეთს მიაკრა.
***
ნერვიულად იჭამდა ტუჩებზე, სიცივისგან დამსკდარ კანს. მის წინ არსებულ მრავალი საფეხურისგან შემდგარ კიბეებს მზერას არ შორებს. ბოლოს და ბოლოს გადადგა წინ ნაბიჯი და შუშის დიდი კარის უკან კაციც დალანდა. წინ წასასვლელად აწეული მარჯვენა ფეხი უკან დააბრუნდა. შორიდან კარგად დააკვირდა, ყველა მისი მოძრაობა შეანელა და კარგად დაიმახსოვრა. სერიოზული, მოქუფრული მზერით გახსნა კარი, ზამთრის სუსხი რომ ეცა სახეში ცხვირი მოჭმუხნა ისე როგორც იცოდა. სევდიანად გაეღიმა ყიფიანს და ახლა უკვე გაბედულად გადადგა კაცისკენ ნაბიჯი. მენაბდის თვალებს რომ შეეფეთა უცნაურად დაიბნა. მორიდებით გაიღიმა, კიდევ უფრო ახლოს მიიწია. იმ ამინდივით სუსხიანს დაემსგავსა დათას გამოხედვა ასე, რომ არ მოეწონა რამდენიმე წუთის წინ. გაუნძრევლად იდგა და ელოდა ყოფილი ცოლის მოახლოვებას. ისედაც მუქი ფერის თმა ახლა შავად ჰქონდა შეღებილი, შეცვლილმა იმიჯმა მოახერხა კაცის გულში პატარ-პატარა გრძნობების დაძვრა.
-გამარჯობა...-საუკუნესავით გაიწელა ელენას მიახლოვება.
-გამარჯობა. -ცივი ხმით დაუბრუნა პასუხი.
-დათა მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი...-საუბარში ყურადღება მენაბდისკენ წამოსულ ქალზე გადაიტანა. კლასიკურ სამოსში იყო ახალგაზრდა ქალი გამოწყობილი და მთელ მომხიბლელობას ღიმილში ატევდა.
-ბოდიში რომ გალოდინე.-ნაზად გაუღმა.ისე გადმოხედა ქვედა საფეხურზე დმგარ უცნობს, თითქოს არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა მის ვინაობას და განსაკუთრებით მის როლს მენაბდის ცხოვრებაში.
-არაუშავრს... გისმენ ელენა.
- მინდოდა ბოდიში მომეხადა ჩვენი საუბრის გამო...-თვალები მონაცვეობით დადიოდნენ ჯერ დათას სახეზე, შემდეგ უცნობ ლამაზმანზე. -მინდა იცოდე, რომ შენ არაფერში გადანაშაულობ. ასე უნდა მომხდარიყო ალბათ...-თვალებში სიმწრის ცრემლი ჩაუდა და მთელი ძალით აიძულა საზღვარი არ გადმოეკვეთა.
-მიღებულია ბოდიში. ნახვამდის ელენა, ჩვენ გვაგვიადება.-წელზე რომ შეუცურა მტევანი,სიმწრის ოფლმა დაუცვარა შუბლი. ის ლამაზი ქალიც დაემშვიდობა, ნაზი ტემბრი მის სმენას ძალიან შორიდან მოესმა და გონზე მოსული უკვე მარტო იდგა კიბის თავში. საფეხურზე ჩამოჯდა თორემ უკვე ხვდებოდა, რომ ფეხებში ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა და თავსაც ერ შეიმაგრებდა. მდუმარედ იჯდა რამდენიმე საათი, სიცივეს კი არა საკუთარ გულის ცემასაც ვეღარ გრძნობდა, აცრემლებული მზერით იყო მიშტერებული სივრცეს და ნელ-ნელა იაზრებდა მისი საქციელის შედეგს.
-საკუთარ თავს მეთვითონ წავართვი. ჩემი დათა აღარ არსებობს. -მუხლებზე დაიწყო მტევნები და სუსტად წამოდგა.
***
იანვრი სრულდებოდა, სოფლის სახლში უჩვეულო აურა იდგა. ბარბარე ბუხართად იჯდა და ახალ შეძენილ ოჯახის წევრს ართობდა. თეთრი ქუნქულა ძაღლი ზურგზე იწვა და ადამიანის ხელებით სიამოვნებას იღებდა.
-რაღაცას გეტყვი კაი?-სავარძელზე მიწოლილ დას გახედა. ელენამ წიგნი გაწია და ინტერესით შეხედა.
-ჰო გისმნე.
-რამდენიმე დღის წინ დათა ვნახე, სკოლასთან მოვიდა. -არ უნდოდა შეემჩნია მღელვარება მაგრამ, სახეზე მაინც კარგად შეეტყო.-დამემშვიდობა, უკრაინაში წავიდა. -დის დუმილზე მიხვდა, რომ თავად არაფერს კითხავდა ამიტომ მთელი ინფორმაცია წინ დაულაგა.-მისმა უფროსმა ბიზნესი იქ გადაიტანა და როგორც მითხრა თავად გაუძვღება საქმეს. არ იცის ზუსტად რამდენ წელში ჩამოვა, ასე თქვა შეიძლება საერთოდ არ დავბრუნდეო.
-მთავარია კარგად არის. სხვა ყველაფერს უკვე აზრი აღარ აქვს. -მშვიდად წამოდგა ფეხზე, მოხვეული პლედი სავარძელზე უგულოდ დააგდო და კიბეებისკენ გაემართა. შეუმჩნევლად შეაცურა მაისურის ქვეშ მტევანი. მუცელზე ესიამოვნა საკუთარი კანის სითბო და თვალებიც წამიერად დახუჭა.-მე დავიძინებ კაი?! როცა გადაწყვეტ დაწოლას ოთახის კარი გამიღე ამ პატარა ქალბატონმა რომ შეძლოს შემოსვლა.
- მშვიდი ძილი.-დააწია ბარბარემ სიტყვები.
„მშვიდი ძილის უნარი უკვე აღარც კი მხსოვს როდის დავკარგე!“-გონებამ მაინც მოახერხა ნეგატიური ფიქრების შეკრება.
ფანჯრის მხარეს იყო გადატრიალებული და იქიდან შემოსულ სიბნელეს აკვირდებოდა. ფიქრებში მცხოვრები მენაბდის თითები ყველაგან წვდებოდა, მის მიერ შესწავლილი ადგილებს ალმური ასდიოდა და სურვილით წვავდა ყიფიანს. იმ კაცის სურვილით რომელიც უკვე მისი კი არა მხოლოდ, არამდენ სხვა ქალისაა. განსაკუთრებით ინახავენ მის ნაკვალევს ტუჩები, ლავიწი, ყელი. წამიერად გაიელვებს ხოლმე სურვილი და სადისტურად უნდება ქმრის ჩახუტება.ფიქრებიდან ოთხფეხა მეგობრის წკაწკუპმა გამოიყვანა.
-მოხვედი ჩემო ტკბილო?- საწოლზე ორი თათით დაყრდნობილს მიუბრუნდა, პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და მასთან დაიწვინა. უცნაურად იცოდა ბეტიმ მოკალათება ქალის სხეულზე, მუდამ თავი მუცელზე ედო და ისე იძინებდა.-გრძნობ შენც ხო?! მეც ვგძნობ მის არსებობას. - ხავერდოვანი ჩურჩულით უთხრა და თვალები დახუჭა, მაგრამ ცრემლმა მაინც მოახერხა ზღვარის გადმოკვეთა.
***
დრო სწრაფად გადიოდა. მაისი იყო დაწყებული, ყიფიანის სამოთხეც ნელ-ნელა გახარებას იწყებდა. დილის სითბო ათბობდა გარემოს და უსაზღვრო კომფორტს უქმნიდა სახლის მეპატრონეს. არემარესთან ერთად ხმებითაც სამოთხეს იყო დამსგავსებული თინა ბებოს ძველი კარ-მიდამო. თითქოს იმ კეთილ ენერგეტიკას ჩიტებიც გრძნობდნენ და ყველა მათგანი იქ იყრიდა თავს, რომ სასიამოვნო ბგერებით გაეხალისებინათ ყიფიანი. თეთრი ბამბის ქულასავით დამრგვალებული ბეტი მიწაზე ჩამოფრენილ ფრინველს მოსვენებას არ აძლევდა და ყეფით აცოცხლებდა ეზოს.
მშობლების ხმა შემოესმა სათბურში მყოფ ქალს. უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ბაღის ინვენტარი დატოვა. გონებაში მოიკრიბა ძალა და მოემზადა ახალ ამბავ გაგებული მშობლების აგრესიას.
-დედი, როგორ ხარ?-ეზოში გამოჩენილ შვილს გადაეხვია ქალი.-ცოტა ფერი მოგივიდა ხომ იცი, ლოყებიც დაგემჩნა.
-კარგად ვარ დედა, თქვენ როგორ ხართ? ბარბარე არ ჩამოვიდა?! -შემოსასვლელისკენ გადაიტანა მზერა.
-კი მამას ეხმარება პროდუქტების ამოლაგებაში. -სახლში შესულ დედას უკან გაჰყვა. მუხლამდე კაბა ეცვა, ატმისფერი. მკერდს ქვემოთ წვრილი ქამარი შემოეხვია, ისე უხდებოდა მის გარეგნობას ოდნავ მოზრდილი მუცელი, დათა მენაბდეს ალბათ ჭკუიდან შეშლიდა ეს ვიზუალი. თეთრი ჟაკეტი მოიცვა ტანზე და სიახლის დამალვა სცადა. -აბა რა ხდება ახალი შენსკენ? -მორთხმით ჩამოჯდა და ფეხი-ფეხ გადადებულმა გახედა შვილს. -სულ აღარ ჩამოდიხარ ჩვენთა, რა იპოვე აქ ასეთი რომ თავს ვერ ანებებ?
-სიმშვიდე დედა რომელიც თბილისში არ არსებობს.!
-როდის უნდა მორჩე იმ კაცის გლოვას რომელმაც მიგატოვა.
-დედა ამ თემას ნუ ეხები.!-მოთმინება დაკარგულმა უთხრა და ფანჯარა გახსნა.
-აი ესაა დედას რომ არ დაუჯერებ.-ნიშნის მოგებით განაგრძო საუბარი.-ხომ გაგიგია დედის წინ მორბენალ კვიცს..
-გეყოს! გეყოს რა! რისთვის მოხვედი?უნდა მომშხამო?! დაივიწყე ყველაფერი რაც მოხდა, ჩათვალე დათა საერთოდ არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. შეეგუე იმ ფაქტს რომ შენი მორჩლი არასდროს ვიქნები. არასდროს შემიყვარდება შენი შერჩეული იდეალუკი კაცები.-სიბრაზე მოაწვა ყელზე და ხმაც დაეძაბა. ყვირილზე ბეტი შემოვიდა სახლში და ელენას ფეხებთან სირბილი დაიწყო.
-ყველა წუნკალი შენ როგორ უნდა აიკიდო...-თამარს საუბარი ახლახან შემოსულმა ბარბარემ და გურამმა შეაწყვეტინეს. - მოდი ბარბი დამეხმარე პროდუქტები ამოლაგებაში.-უმცროსი შვილი შეიყვანა სამზარეულოში და დიასახლისობას შეუდგა რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. მალევე დატრიალდა სახლში სადილის სასიამოვნო სურნელი. მაგიდაც გააწყვეს და ოჯახის მთლიანი შემადგენლობა დასხდა მის გარშემო. ხმას არცერთი მათგანი იღებდა, სიჩუმეს მხოლოდ კოვზების კაკუნი არღვევდა.
-ბარბარე ბოლო-ბოლო სად გადაწყვიტე ჩაბარება? -ღიმილით გახედა გვერდით მჯომ უმცროს დას.
-საერთაშრისო ურთიერთობები გადავწყვიტე.
- რას ამბობ ბარბარე.!-მაშინვე გაიჟღერა თამარის უკმაყოფილო ხმამ.-ჩვენ ხომ იურიდიულზე შევთანხმდით.
-არა დედა! მე რაც მინდა იმაზე ჩავაბარებ.-აშკარა იყო დის გავლენა ბარბარე ყიფიანზე.
-შენ ატეხე ხო?
-მე? მე რა შუაში ვარ?! რაც მოსწონს, აინტერესებს და უნდა იმაზე უნდა ჩააბაროს. შენს სურვილებზე რატომ უნდა იაროს ჩამოყალიბებულმა ადამიან?
-როგორ ელაპარაკები დედაშენს?-ძლიერად დაჰკრა მუშტი გურამმა მაგიდას.
- ჩვეულებრივარ! როდის მორჩებით ორივე ცოლ-ქმარი შვილების ბედით თამაშს? როდის გაიგებთ რომ ჩვენ გვაქვს უფლებას საკუთარი ცხოვრება გადავწყვიტოთ? როგორ შეგიძლიათ შვილის გარიყვა მხოლოდ იმის გამო რომ ბავშვ იმ კაცისგან ელოდება ვინც უყვარს?
- აა, აი თურმე რაშია საქმე. შენს შვილს ნარკომანის სისხლი ჰქონდა და სწორად ამის გამო დაიღუპა! თუ გაგახსენო რა წარსული ჰქონდა ძვირფას დათას. ბინძური, საკუთარ ნერწყვში იხრჩობოდა.
-არ ბაგედო! -იმხელაზე იყვაირა სახლი შეზანზარდა. -არცერთმა გაბედოთ დათას დადანაშაულება რამეში! ყელს საკუთარი კბილებით გამოგჭრი მეორედ დათა ასე რომ მოიხსენიო. 23 წლის განმავლობაში მხოლოდ მასთან ვიყავი რეალური ელენა. დამღალეთ თქვენი პრეტენზიებით. თუ ასე ძალიან გიჭირთ დათას ყოფილი ცოლის ატანა შეგიძლიათ სამუდამოდ დამივიწყოთ.- ნერვიულად იქნევდა ხელებს და სხეულზე მოხვეული ჟაკეტი მუცელს უკვე აღარ მალავდა.
-ღმერთო ჩემო... -წამოიყვირა თამარმა და ფეხზე წამოდგა. -ღმერთო ჩემო შენ ორსულად ხარ.-ნაწილ-ნაწილ დაასრულა წინადადება. არაფერი უპასუხა, ისეთი ტრაგიკული ხმა ჰონდა დედას საერთოდ არ ახარებდა ახალი ამბავი.
-ელე..-ეს დაძაბულობა დის თბილმა ხმამ გაკვეთა. მალევე იგრძნო სისუსტე ფეხებში, დაუძლურებული დაეყრდნო მაგიდის წვერს მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ნიშადურის მწარე სუნმა აუწვა ნესტოები, თავის ქნევით ცდილობდა აერიდებინა მაგრამ მაინც ყველგან გრძნობდა.
-ელეე, გთხოვ თავი ხელში აიყვანე და გონს მოდი.-ბარბარეს ვედრება შორიდან ესმოდა. ნელ-ნელა გონზე მოვიდა, გამოსახულებაც დაიწმინდა. დედა თავზე წაკრული იქნვე ფეხებთან ეჯდა. გურამი კი სიგარეტს ეწეოდა ბუხართან.
-მამა, სახლში არ ვეწევით.-სუსტი ბგერები ამოუშვა ბაგეებიდან და წამოჯდა.
-როდის უნდა გეთქვა ეს ამბავი? კიდევ იმ უნიათოსთან გქონდა ურთიერთბა ხო? რით ვერ მოისპო იმის არსებობა შენს ცხოვრებაში? რა გინდა გოგო?! ჰა რა გინდა მუნდამ მისი გამოსაყენებელი კა*პა იყო?!
-თამარ გაჩუმდი, გეყოს ! როგორ შეგიძლია საკუთარ შვილს ასე ელაპარაკო. მონსტრი ნუ ხარ!
-ბარბარე შეეშვი.-გვერდით გამოსწია და.- ახლა ორივემ მომისმინეთ! -გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაისველა, თავბრუსხვევა უკუაგდო და მორჩენილი ძალა მოიკრიბა.-მინდა ისე წახვიდეთ აქედან რომ აღარადსდროს...ხომ გესმით?! აღარასდროს გამოჩნდეთ ჩემს სიახლოვეს. ეს ბავშვი გაჩნდება და მე ის დედა ვიქნები რომელიც შენ არასდროს ყოფილხარ.
- უტვინო გოგო, უთავმოყვარეო გამიზრდიხარ.
-ჰოდა რა გინდა თამარ, ჩათვალე არც გყოლივარ.! მინდა წახვიდეთ.-შემოსასვლელი კარები ფართოდ გახსნა და ორივე მშობელი სამუდამოდ გაუშვა ცხოვრებიდან.
-ბარბარე წამოდი!
-მე ჩემ დასთან ვრჩები, ამ დღეებში ჩამოვალ და ნივთებს წამოვიღებ.
-ბარბარე ჩემს მოთმინებას ნუ ცდი.-გურამმა იყვირა.
-მე ჩემ დასთან უნდა ვიყო! არცერთის აზრი არ მაინტერესებს.! თუ გინდათ დღეს მეორე შვილიც არ დაკარგოთ პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას.! -გაშტერებული, შეძრწუნებული გამომეტყველებით იჯდა სავარძელზე ელენა, თვალებში ჩამდგარი სევდა შემზარავად ლამაზ იერს სძენდა, ალბათ სწორედ მისთვის შექმნა შემოქმედმა ტკივილი. კბილებით იჭერდა აცახცახებულ ქვედა ბაგეს და ხავილის შეკავებას ცდილობდა.
-ელე, მე შენთავ ვარ ხომ იცი! არასდროს დაგტოვებ მარტო, ერთად მოვუაროთ პატარას.-ატირებული ეფერებოდა მუხლებზე და გასამხნევებელ სიტყვებს არ იშურებდა. - დათაც მოვძებნოთ და ვუთხრათ ეს ამბავი, იცი როგორ გაუხარდება?
-ბარბი, მინდა ეს ამბავი ამ სახლს არ გასცდეს. მას უკვე თავისი ცხოვრება აქვს სადაც ჩემი ადგილი აღარ არსებობს. უბრალოდ შენი დახმარება დამჭირდება ხოლმე, თბილისში...- ამღვრეული მომწვანო თვალებიდან კურცხალი ცრემლი დაგორდა და ღაწვებთან აორთქლდა.
-სულ შენთან ვიქნები.!

______
საღამო მშვიდობა ჩემო კარგებო. იმედია ძალიან არ დამიგვიანდა ახალი თავის ატვირთვა, მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. ნუ დაგეზარებათ ძალიან დიდი მნიშველობა აქვს თქვენს აზრს.
სიყვარულით თქვენი ფენიქსი.



№1 სტუმარი ნაინა

აუუ რა იყო ეს, ძალანკარგი კი იყო მაგრამ ბიდშს კი გიხდივდარიგებასავით ამომდის მაგრმ არ გააზღაპრო ხო, არ დაუალო მამას, აი ისე სიტყვები არ მყოფნს ისეთი კარგი იყო

აუუ რა იყო ეს, ძალანკარგი კი იყო მაგრამ ბიდშს კი გიხდივდარიგებასავით ამომდის მაგრმ არ გააზღაპრო ხო, არ დაუალო მამას, აი ისე სიტყვები არ მყოფნს ისეთი კარგი იყო

 


მოკლედ, ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და ემოციებით ვარ გადატვირთული. ხან მოვკვდი, ხან გავცოცხლდი, ხან ტირილი ამივარდა, ხანაც ისტერიკული სიცილი. ანუ, ჩემში იმდენი ემოცია ირევა, რომ ვერც კი გადმოვცემ. უბრალოდ, სიტყვები არ მკმარა, გემსმის? უძლურია ყოველივე, ჩემში არსებულის გადმოსაცემად. მტკივა მათი ტკივილი და სულს ერთიანად მიწიოკებს. ვწუხვარ მათ გამო...არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მომწონს. ეს ეგოისტური ქცევებიც და ხასიათის ასეთი რთული გამოვლინებაც კი ძალიან მომწონს. გული ლამისაა გასკდეს...ვეღარ ვატევ ჩემს შიგნით. ძალიან მომწონს, არ შეწყვიტო. ბევრ უარყოფით აზრსაც წაიკითხავ, მაგრამ პირველ რიგში, შენ ხარ მწერალი, შენ ქმნი პერსონაჟების ხასიათს, შენ უმზადებ მათ ბედს და შენი გადასაწყვეტია, საბოლოოდ რას დაატეხ თავს. ბოლომდე შენს გვერდით ვარ!❤️❤️

 


№3  offline მოდერი Phoenix..

ნაინა
აუუ რა იყო ეს, ძალანკარგი კი იყო მაგრამ ბიდშს კი გიხდივდარიგებასავით ამომდის მაგრმ არ გააზღაპრო ხო, არ დაუალო მამას, აი ისე სიტყვები არ მყოფნს ისეთი კარგი იყო

აუუ რა იყო ეს, ძალანკარგი კი იყო მაგრამ ბიდშს კი გიხდივდარიგებასავით ამომდის მაგრმ არ გააზღაპრო ხო, არ დაუალო მამას, აი ისე სიტყვები არ მყოფნს ისეთი კარგი იყო

არა ზღაპრები და არარეალური ამვები ჩემგან მუდამ შორს იქნება. ძალიან მიხარია თუ ასე ძაან მოგწონთ♥️

ლიკა ახრახაძე
მოკლედ, ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და ემოციებით ვარ გადატვირთული. ხან მოვკვდი, ხან გავცოცხლდი, ხან ტირილი ამივარდა, ხანაც ისტერიკული სიცილი. ანუ, ჩემში იმდენი ემოცია ირევა, რომ ვერც კი გადმოვცემ. უბრალოდ, სიტყვები არ მკმარა, გემსმის? უძლურია ყოველივე, ჩემში არსებულის გადმოსაცემად. მტკივა მათი ტკივილი და სულს ერთიანად მიწიოკებს. ვწუხვარ მათ გამო...არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მომწონს. ეს ეგოისტური ქცევებიც და ხასიათის ასეთი რთული გამოვლინებაც კი ძალიან მომწონს. გული ლამისაა გასკდეს...ვეღარ ვატევ ჩემს შიგნით. ძალიან მომწონს, არ შეწყვიტო. ბევრ უარყოფით აზრსაც წაიკითხავ, მაგრამ პირველ რიგში, შენ ხარ მწერალი, შენ ქმნი პერსონაჟების ხასიათს, შენ უმზადებ მათ ბედს და შენი გადასაწყვეტია, საბოლოოდ რას დაატეხ თავს. ბოლომდე შენს გვერდით ვარ!❤️❤️

შენიშვნები მუდამ მისაღები იქნება რაღაც ფარგლებსი,მაგრამ ვერავინ ცაერევა პერსონაჟების განვითარებაში. უბედნიერესი ვარ ასთიშეფასების ნახვით. ავტორისთვის გაამარჯვება უკვე მკითხველთან სწორად მიტანილი ემოციები.

 


№4  offline წევრი ვიპნი

აი ეგ რო დამალოს ღირსია ყველაფრის,აუუ,ეგოისტკა გოგო,ნერვები მეშლება მაგრად :) დათის გამძლეობა და სიცოცხლე მის ხელში :)

 


№5  offline მოდერი Phoenix..

ვიპნი
აი ეგ რო დამალოს ღირსია ყველაფრის,აუუ,ეგოისტკა გოგო,ნერვები მეშლება მაგრად :) დათის გამძლეობა და სიცოცხლე მის ხელში :)

კი ზედმეტად ეგოისტია ელენა.

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

zalianbmomconss. ver ganvsji. gmertma macilos arvici ras vizamt titeuli matgani am dross. sxvis tyavshi shezroma zalian rtuliaa. imedia male dadebbbm torem damecickneba nervebii. asemgonia elwna da dati erti mtlianoba arian da dro ver daashorebt. chirdwboda es gqkvetili elenas

 


№7  offline მოდერი Phoenix..

Qeti qimucadze
zalianbmomconss. ver ganvsji. gmertma macilos arvici ras vizamt titeuli matgani am dross. sxvis tyavshi shezroma zalian rtuliaa. imedia male dadebbbm torem damecickneba nervebii. asemgonia elwna da dati erti mtlianoba arian da dro ver daashorebt. chirdwboda es gqkvetili elenas

მაეთალირია აროს რაღაც რაც ადამიანებს განასხვავებთ და ეს ტკივიკის ამტანობაა. ყველა სხვანაირად განიცდოს თავე დამტყდარუბედურებას.
არ დავაგვანებ გპირდებოთ ♥️

 


№8 სტუმარი tt

დიდი იმედი მაქვს არ დაუმალავს ელენა დათის თავის ორსულობას და მერე მაინც გააგებინებს. ჩემი აზრით რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა და მითუმეტეს დათის შემთხვევაში როცა არაფერი დაუშავებია უფლება აქვს იცოდეს რომ შვილი გაუჩნდება, ამას ყველა იმსახურებს და იმედია მიხვდება ამას ელენა. ძალიან კარგი მოთხრობაა მიხარია რომ დავიწყე ამის კითხვა❤️

 


№9  offline მოდერი Phoenix..

tt
დიდი იმედი მაქვს არ დაუმალავს ელენა დათის თავის ორსულობას და მერე მაინც გააგებინებს. ჩემი აზრით რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა და მითუმეტეს დათის შემთხვევაში როცა არაფერი დაუშავებია უფლება აქვს იცოდეს რომ შვილი გაუჩნდება, ამას ყველა იმსახურებს და იმედია მიხვდება ამას ელენა. ძალიან კარგი მოთხრობაა მიხარია რომ დავიწყე ამის კითხვა❤️

ძალიან დიდი მადლობა, მოვლენები ისე განვითარდება როგორც საჭიროა♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

როდის იქნება გაგრძელება? საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.

 


№11 სტუმარი ლ.მ

მალე დადე რაა გთხოოვ

 


№12  offline მოდერი Phoenix..

ლ.მ
მალე დადე რაა გთხოოვ

დღეს საღამოს ავტვირთავ

 


№13 სტუმარი სტუმარი ...

Rato ar deb??

 


№14 სტუმარი სტუმარი ანა

რატომ არ დაიდო ახალი თავი? ველოდებით....

 


№15 სტუმარი სტუმარი Kuku

ანუ მერამდენედ შეიძლება დაიწყო და გაჩერდე. მგონი პაუზები უფრო დიდი გაქვს ვიდრე წერის პროცესი.
შენგან დიდი უპასუხისმგებლობაა.
ღიირს კი ამ ლოდინად ეს ისტორია?!

 


№16 სტუმარი Painters

რამდენი ხანი შეიძლება გვალოდინო? მიუხედავად შენი ძალიან საინტერესო ისტორიებისა არამგონი კიდევ დიდხანს ავიტანოთ შენი ლოდინი მკითხველებმა
ბოდიში

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

პასუხისმგებლობა ყველგან და ყველა სფეროში ნომერი პირველია,ამას უპასუხისმგებლობაც აღარ ქვია,რაღაც სხვა რამეა.თუ იწყებთ დალოცვილო უნდა დაასრულო კიდეც.რას გავს საერთოდ,რა საქციელია? მასხრად იგდებ მკითხველს? სხვა ახსნა ვერ მოუძებნე.მომიტევე მაგრამ.....არ შემეძლო არ მეთქვა.არა მგონია ასეთმა არაპუნქტუალურმა ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ.

 


№18 სტუმარი 123

აღარ აპირებ გაგრძელებას?

აღარ აპირებ გაგრძელებას?

 


№19 სტუმარი ნუუ

ანუ ასეთი უპატივცემულობა მკითხველი მიმართ ძალიან ცუდია. როგორც ხედავ ძალიან ბევრი ელის ამ მოთხრობის გაგრძელებას და ბევრი მოლოდინია და ამ დროს არც კი ვიცი შენ რას აკეთებ სქხლში ზიხარ ალბათ და შეიძლება გსიამოვნებას ამდენ ადამიანში გაჩენილი კითხვისნიშნები, რომლებზეც პასუხი მხოლოდ შენ გაქვს.
არ ვიცი რა ვუწოდო ამას

 


№20 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მედმის ზოგჯერ ვართ ხოლმე ისეთ პერიოდში რომ ყველაფრის მუღამი გვეკარგება და უბრალოდ რამის გაკეთება აღარ გვინდა, მაგრამ, ამდენ ხნიანი შესვენება თავებს შორის ცოტა არ იყოს არასწორია, თან მითუმეტეს როცა ამდენი მკითხველი გყავს და ამდენს მოსწონს შენი მოთხრობა. ამასთან მართლა არაჩვეულებრივად წერ და იმდენად კარგია რომ ჩემი აზრით, არ იმსახურებს ეს მოთხრობა “მიგდებას”. იმედია მალე დავრუნდები და დაასრულებ, რისი დიდი იმედიც მაქვს რადგან მართლა კარგია.<33

 


№21 სტუმარი ჰა

აჯუ მხოლოდ ორი სიტყვა რომ დაწერო კი ვაგრძელებ და დავდებ მალე ან არა ამით დაშავდება რამე
თუ შენ ეგოს იკმაყოფილევ იმით რომ ხალხმა შენუ პრიფილი ამოწმოს და ჩასაფრებული იყოს
აი ზუსტად შენნაირუ მწერლების გამო გაბანძდა ეს საიტი
აღარც ხარ იმის ღირსი რომ ვინმემ ისევ წაიკითხოს შენი ნებისმირრი მოთხრობა

 


№22 სტუმარი სტუმარი დიანა

ფუუ,ზოგი იმენნა ხიხოა აზროვნებით... ძალიან კარგი ისტორია არის,ველი გაგრძელებას... წარმატებებიი :)

 


№23 სტუმარი 123

ყოველდღე რომ შემოდიხარ საიტზე ბარემ დადე სხვა თავებიც ან ორი სიტყვა მაინც დაწერე როდის დადებ.ძალიან დიდი ხანაია გელოდებით.იმდენად კარგი ისტორიაა რომ აუცილებლად იმსახურებს გაგრძელებას.

 


№24  offline წევრი Tamo73

ძალიან კარგია აი ძალიან მაგრამ დადე რა შემდეგი ???????????? მოუთმენლად ველოდებით

 


№25  offline წევრი Indiram

Zalian magari da sainteresoa,cxovrebiseuli da tkivilit savsea,imedia male dadeb axal tavs♥????

 


№26  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი სტუმარი
მედმის ზოგჯერ ვართ ხოლმე ისეთ პერიოდში რომ ყველაფრის მუღამი გვეკარგება და უბრალოდ რამის გაკეთება აღარ გვინდა, მაგრამ, ამდენ ხნიანი შესვენება თავებს შორის ცოტა არ იყოს არასწორია, თან მითუმეტეს როცა ამდენი მკითხველი გყავს და ამდენს მოსწონს შენი მოთხრობა. ამასთან მართლა არაჩვეულებრივად წერ და იმდენად კარგია რომ ჩემი აზრით, არ იმსახურებს ეს მოთხრობა “მიგდებას”. იმედია მალე დავრუნდები და დაასრულებ, რისი დიდი იმედიც მაქვს რადგან მართლა კარგია.<33

გამარჯობა, ძალიან მცვენია პასუხის გაცემა. არც ვიცი რა ვთქვა გამართლება კი არა არაფერი არ მომეძებნება რითაც ოდნავ მართალი ვიქნები. ზაფხულის შემდეგ ჯამრთელობის პრობლემები მაქვს, წერა კი არა ადამიანებთან არ მიკონტაქტია ნორალურად. მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი და მუზაც არსად ჩანდა. აი ახლა, ნელ-ნელა ვდგები ფეხზე რამდენიმე თავი უკვე დაწერილი მაქვს. ვცდილობ მალე დავასრულო და სრული ვერსია ავტვირთო. ძალიან დიდი ბოდიში იედგაცრუებისთვის .

სტუმარი დიანა
ფუუ,ზოგი იმენნა ხიხოა აზროვნებით... ძალიან კარგი ისტორია არის,ველი გაგრძელებას... წარმატებებიი :)

ეგოს არ ვიკმაყოფილებ, არცერთხელ არ შემოვსულვარ ჩემს გვერდზე. არ მინდოდა მსგავსი კომენტარები წამეკითხა რადგან იყო პრობლემა რომელსაც ვებრძოდი და რის გამოც ვერ ვწერდი. აუცილებლად დასრულდება ეს ისტორია! მალე ავტვირთავ.

 


№27 სტუმარი 123

ძაან გაბრაზებული ვიყავი მეთქი რატო აღარ აგრძელებსთო მარა მერე მიზეზი რომ წავიკიტხე გაგიგე.
აი შენ ალბათ ვერც კი წარმოიდგენ რამდენამ მაგარი ხარ.
ვინმე რომ მალოდინებს საშინლად ვბრაზდები საერთოდ მაგრამ შენ წესიერად ვერც კი გიბრაზდებოდი იმდენად კარგი ხარ. აი უუუუუუუუუუუუუუუძალიანესად მაგარი ხარ.ხო არის ისეთი რაღაცეები რასაც სიტყვებით ვერ აღწერ,ხოდა ზუსტად ასეთი ხარ შენ,ვერ გადმოვცემ რამდენად მაგარი ხარ.
გამოჯამრთელეაბს გისურვებ❤️

 


№28  offline წევრი likuu_s

პირველ რიგში მოგესალმები და გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით! ძალიან დამწყდა გული და გავბრაზდი ეს ისტორია რომ არ დაასრულე, მაგრამ მიზეზი გასაგებია. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ერთმანეთს უნდა ვუგებდეთ, ამიტომ ვფიქრობ ჯანმრთელობა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. კარგია, რომ მიზეზი დაწერე, თუნდაც მოგვიანებით. მიხარია თუ გააგრძელებ ახლო მომავალში. ფეხზე დადგომაო წინა კომენტარებში რომ ახსენე, იმედია ის არ ხარ და ის არ დაგემართა რასაც ვფიქრობ. წარმატებები! <333

 


№29 სტუმარი სტუმარი მაკო

დღეს წავიკითხე პირველად აი აღფრთოვანებული ვარ ... ველოდები გაგრძელებას . შენი ყველაფერი წაკითხული მაქვს ეს როგორ გამომრჩა არ ვიცი

 


№30  offline წევრი Tamo73

აღარ აგრძელებ?,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent