შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჟავე ცაცხვის- ჟუკოსა და მისი "მეზობელი" ლუნას ამბავი {სრულად}


19-08-2020, 23:11
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 868

- ჟუკო, ჟუკო! ხომ გღვიძავს, არა?!- მჭექარედ წარმოთქვა ტკბილმა ცაცხვმა, რომელსაც ლუნა ერქვა.
- ხო, ხო... ჯერ კიდევ მღვიძავს, ლუ.- უმნიშვნელო სიტყვებშიც კი უაღრესად მნიშვნელოვანი სიყვარული იგრძნობოდა, ჟუკოს წარმოთქმულ ბგერებშიც.
- გახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა, მჟავო?
- ნუთუ რამე დამავიწყებს... ან გონებას მიეცემა საშუალება, რომ ეს ძვირფასი წამები უკვალოდ წამეშალოს?- მელანქოლიური ტონით წარმოთქვა, ჟუკომ, რომელმაც თავისი ცაცხვის აყვავილებული ტოტები ცაში აშრიალებდა.
- პირადად მე ამ მოგობებით ვცოცხლობ, ჟუკო.- სულის ნაპრალებს სადავეებით შეეხო, ლუნა და თავისი დამახასიათებელი, დაუვიწყარი ღიმილით ცდილობდა, რომ მჟავე ცაცხვი წარსულში უპირობოდ გადაესროლა.
- ნეტავ, რა დამავიწყებს... რა დამავიწყებს, შენს თავს, ლუნა. ყოველთვის თვალწინ მიდგება ის მომენტი, როდესაც პირველად აღმოცენდი, ჩემს გვერდით და ბავშვური, ლაღი ბუნებით მეკეკლუცებოდი.
- უჰ... ჩემო მჟავე ცაცხვო... ზოგჯერ მოგონებები ჩვენს ფესვებზე ღრმადაა გონებაში ჩამარხული.
- შენ რომ არ მყავდე განა რა მეშველებოდა, ტკბილო?!
- ოჰ... განა რა. უჩემოდ გააგრძელებდი, შენი შავგვრემანი ტოტების ცაში აშრიალებას.
- მე შენ შემქმენი...- წარმოთქვა მოულოდნელად მან. ალბათ თვითონაც გაკვირვებული ჩანდა, თავისივე წარმოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე.
- არადა მე მეგონა ყოველთვის, რომ ეს ყოველივე პირიქით იყო.
- გაზაფხულივით შემოხვედი ჩემში. შენი სიკეკლუცე კვლავ თვალწინ მიდგას, ტკბილო.... კარგი იქნებოდა თუ აქამდე უფრო დავაფასებდით ერთმანეთს.
- ალბათ... დიდი ალბათობით დღეს ერთად ვიქნებოდით.- ნაღვლიანად წარმოთქვა, ლუნამ ზემოთხსენებული სიტყვები.- ეს შეცდომა არ უნდა დაგეშვა, მჟავო. შენ ხომ არ იცი, როგორი ბლაგვი და მჭრელი იარაღით დამესერა მთელი გულმუცელი, როდესაც გავიგე, რომ სხვა შეიყვარე. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ამას არ იკადრებდი. იმედის უკანასკნელ ამოწურვამდე მჯეროდა, რომ ჩემთან დარჩებოდი სიკვდილამდე... ყოველთვის... ყოველთვის, ჩემო ჟუკო, როდესაც შენ "მურმანის ეკალთან" ერთად უჩინარდებოდი, სულში უკუნითი, გაუსაძლისი სევდა მეუფლებოდა. ვაი... ვაი, ვინ იცის რამდენჯერ მინატრია ადამიანური ნაჯახის წყალობით ცხოვრების წარწყმენდა. უშენობა ყველაზე მეტად მტკიოდა, ჟუკო. ჩემო მჟავე ცაცხვო!
- მე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მეგობრული მზერით მიყურებდი... რას ვიფიქრებდი, რომ....
- ადამიანს ზოგჯერ სითამამე ღუპავს. ჩვენს შემთხვევაში სიმორცხვემ და გაუბედაობამ გაგვანადგურა.
- ნეტავ წარსულში...
- არანაირი სიტყვა "ნეტავ", ჟუკო.- თვალებზე ცრემლი მოადგა, ლუნას და საკუთარ გრძნობებს თავისსივე სქელ კანში ჩურთავდა.
- მიყვარდი...
- მიყვარხარ...
- და ყოველთვის მეყვარები, ტკბილო.
- იმის მიუხედავად, რომ დედაჩემს არასოდეს არ მოსწონდი. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის აგდებულად გიხსენიებდა, შენ... მე ყოველთვის შენს ერთგულად ვრჩებოდი, ჟუკო.
- ხედავ მთვარეს, ლუ? ზუსტად ამ მთვარის მსგავსად ანათებ ჩემში. გახსოვს?
- რა, მჟავო.
- ჩვენი ბავშვური საიდუმლო.
- ერთმანეთის ცაცხვის ყვავილები, რომ გავსინჯეთ. მე ერთ დღეს, ჩვენი ჩრდილის ქვეშ მსხდომარე წყვილს, როცა შევხედე დავინახე, რომ მათ ერთმანეთის სისხლი გაცვალეს. მეც მომინდა, მჟავო შენთან სულიერი კავშირის ამგვარი დაკავშირება.
- მოდი რა...
- "მურმანის ეკალი" დაგვინახავს, არა...- ტკივილნარევი სიყვარულით წარმოთქვა, ტკბილმა ცაცხვმა და მორიდებულად შეიშმუშნა თავისი კლდევამოსილი ტოტები.
- სასაცილოა, ჩემს ცოლს, რომ "მურმანის ეკალს" უწოდებ.- ირონიულად წარმოთქვა, მჟავემ.
- მურმანის ეკალს, მურმანის ეკალობა შვენის! მან ჩვენს შორის გაიდგა ფესვები! მან შენი თავი წამართვა, ჟუკო!
- იმის მიუხედავად, რომ ცოლი მყავს... მაინც შენკენ მომიწევს გული, ლუნა.
- ხოდა დარჩი რა ჩემთან, მჟავო.
- ხომ იცი....
- ხო, ვიცი, ვიცი.- რამდენიმე ცხელი ცრემლი გადმიღვარა, ლუნამ თან და მძიმედ გამომშრალ მიწას ხმაურიანად დაენარცხა.
- ბოდიში...
- ბოდიში, რისთვის, მჟავო.
- იმისთვის, რომ შენი გაბედნიერების ნაცვლად ტკივილის მომნიჭებელი აღმოვჩნდი შენთვის.
- მოდი არ გინდა... მე ერთი ვიცი. სიკვდილამდე მეყვარები, ჟუკო. სწორედ ამიტომ გამოვხატავ კატეგორიულ უარს გათხოვებასთან დაკავშირებით. მე შენგან მინდოდა შვილი, ჟუკო... შენსავით თვალებბრიალა და სიკეთის განსახიერება პატარა ცაცხვი.
- ჩვენ გაუბედაობამ დაგვღუპა...
- გაუბედაობამ არა... ჩვენ ერთმანეთი სამუდამოდ დავღუპეთ, შენი ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო, ჟუკო. არადა, სანამ ცოლად შეირთავდი რამდენი გთხოვე... რამდენი გეხვეწე, მჟავო. შენ კი ჩემი თხოვნა არაფრად არ ჩააგდე! მტკიოდა. გაუსაძლისად მტკიოდა, უშენობა. სასაცილოა, რომ ამდენი წლის შემდგომ ისევ შემომხედე ზედ. არადა, ყურადღებას უკვე დიდი ხანია აღარ მაქცევდი. ნეტავ იცოდე, როგორ გაუსაძლისად მჭირდებოდა შენი ერთი თბილი და მწველი ჩახუტებაც კი.
- შემიძლია ახლა ჩაგეხუტო, ლუ. ჩაგეხუტები, ოღონდ არ გაქრე. სამწუხაროა ასე, რომ ფიქრობ, ტკბილო, რადგან როდესაც ცოლის აჩრდილს ღამით ვუცქერდი, მის მიმიკებში შენს არსებობას ვხედავდი. შენ ჩემს ცხოვრებაში აჩრდილივით დაეხეტებოდი.
- ღრმა ბავშვობიდანვე ერთმანეთი გვიყვარდა, ჟუ...
- შენი ფოთლების სურნელი... მოდი რა...
- ჯანდავას, შენს თავს მჟავე ცაცხვო. მე შენთან მოვდივარ. მოვდივარ, ყოვლად განწმენდილი შენს წინაშე. მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ჟუკო.
- ტკბილი ცაცხვის სურნელი, ლუ...
- მჟავო...
- მომნატრებიხარ...
- გაუსაძლისად...
- დარჩი....
- სიკვდილამდე...
- ერთმანეთის ფესვების სიღრმეებში, ლუ...

შემდგომ ჟუკო, ლუნას წელზე თავის გამწვანებულ ცაცხვიან ფოთლებს ხვევს და გულის ნაპრალებში სამუდამოდ აქრობს მას... ისე, რომ იგი აღარავინ აღარ წაართვას. სამუდამოდ მასში და მის გონებაში აკიაფებულად დარჩეს.



№1  offline მოდერი Mary Drey

ველოდები თქვენს შეფასებას. თქვენი ამჟამინდელი აზრი ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემთვის რადგან, ეს ისტორია რეალობაზეა დაფუძნებული. მაინტერესებს თქვენეული ხედვა და დამოკიდებულება ჟუკოსა და ლუნას მიმართ.
მიყვარხართ...
თითოეული თქვენგანი პატარა ახალ ოჯახს მიქმნის და ამისათვის თქვენ... დიახ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, ულევი მადლობა.

პ.ს. გამოხმაურება თუ ექნება, შიგადაშიგ დავწერ ხოლმე თუ როგორ განვითარდება მომავალში ჟუკოსა და ლუნას ურთიერთობა.

დროებით!!

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან კარგი იყო. მაინტერესებს როგორ განვითარდება ჟუკოსა და ლუნას ურთიერთობა. თუ გამოხმაურება არ ექნება მაინც თუ დაწერ კარგი იქნება.

 


№3  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ანასტასია
ძალიან კარგი იყო. მაინტერესებს როგორ განვითარდება ჟუკოსა და ლუნას ურთიერთობა. თუ გამოხმაურება არ ექნება მაინც თუ დაწერ კარგი იქნება.


ვნახოთ, ვნახოთ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent