შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰორიზონტს მიღმა IX


20-08-2020, 15:45
ავტორი maliamo
ნანახია 874

მათე და ევა უკვე გზაში იყვნენ და სანდრო ბიძიასთან მიდიოდნენ, როგორც დაპირდა მათე ევას 5 საათზე გაუარა და წავიდნენ, ევა ძალიან გახარებული იყო სიამოვნებდა, რომ მათე მისთვის ძვირფას ადამიანს აცნობდა, ძალიან აინტერესებდა, ვინ იყო პიროვნება, რომელიც მათეს ნიკაზე უკეთ იცნობდა, ღიმილიანი სახით იყურებოდა ქალბატონი ფანჯრიდან. მათე ჩუმად გამოხედავდა და ევას მომღიმარე სახის დანახვისას მასაც ეღიმებოდა. უხაროდა, რომ საყვარელი ქალის გაბედნიერება შეძლო და ამას ის ყოველთვის შეძლებდა რაც არ უნდა მომხდარიყო, რატომღაც ევა სიჩუმემ შეაწუხა და საუბარი დაიწყო, რომ არ ჩაძინებოდა.
-მათე მალე მივალთ?
-დაიღალე პატარავ, სულ ცოტაც და მივალთ
-მათე ვრჩებით?
-თუ გინდა პრინცესა, მეც მაქვს გვერდით სახლი და ჩვენს სახლში დავრჩეთ
-ჩვენი?
-ხო ძვირფასო ჩვენი - ევა გადაიწია და კისერში აკოცა, ცოტა კიდევ იარეს და მალევე მივიდნენ. ევა საოცრად აღფრთოვანებული იყო სანახაობით, შესასვლელი სულ ყვავილებით იყო გაკეთებული ფერად-ფერადი ყვავილები, ყვევილებიან შემოსასვლელს რომ გაივლიდი დიდი მწვანე ბაღი გხვდებოდა, ბაღის ბოლოში კი ორსართულიანი დიდი ხის სახლი იდგა
-მათე შვილო მოხვედით - ღიმილიანი სახით გამოვიდა ქალი სახლიდან
-დიახ მარინე დეიდა, გაიცანი ეს ჩემი საცოლეა ევა
-გამარჯობა შვილო
-გამარჯობათ
-მათე შვილო რა ლამაზია ენაცვალოს მარინე დეიდა
-მადლობა ქალბატონო მარინე
-აბა ეხლა ფორმალობებს არ ვიყოთ, მარინე დეიდა დამიძახე
-კარგით მარინე დეიდა- დაიმორცხვა და თავი ქვემოთ დახარა. მათე ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან
-სანდრო ბიძია სახლშია, მარინე დეიდა?
-არა შვილო, გავიდა მოვა მალე
ქალი წინ მიუძღვოდა მათე და ევა კი უკან მიყვებოდნენ, ძალიან მოსწონდა ევას აქაურობა კმაყოფილი იყო, სჭირდებოდა ქალაქისგან შორს ყოფნა, თავის ოცნებებშ რომ წარმოიდგენდა ზუსტად ისეთ ადგილზე იყო ახლა.
...................................................
ზუკამ, ლაზარეს გაუარა სახლში, ჯერ ისევ იწვა, მაგრამ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, უკვე ყველაფერი იცოდა რა მოხდა რატომ დაჭრეს ვინ დაჭრა , ამიტომ უნდოდა რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებულიყო რომ ყველასთვის თავად მოეთხოვა პასუხი, საერთოდ არ უნდოდა მის გამო, მის ოჯახის წევრს რამე დამართვნოდა. სალის ამბავს უკვე შეგუებული იყო ისიც იცოდა რომ არ უყვარდა და კარგა ხნის დავიწყებულიც კი ყავდა, იმასაც კი მიხვდა რომ მასზე საერთოდ არ იღელვა როდესაც კომაში იყო და სიკვდილს ებრძვოდა, არც მაგაზე უდარდია, მხოლოდ ის ეწყინა რომ მისი დაჭრა ზუკას დაბრალდა და ამის გამო ათასობით ბოდიშიც მოუხადა ზუკას.
-ვხედავ უკეთ ხარ
-ეგრე მალე ვერ დააღწევთ ჩემგან თავს
-იცი რა გვანერვიულე ბიჭო, მე ჯერ მათე ასეთი გაცეცხლებული არ მინახავს, მაგას სიგიჟეების ჩადენა სცოდნია...
-ჰაა რა ხდება იმთემაზე?
-არ გინდა სუსტად ხარ არ ჩაერიო, უკვე გავარკვიე ყველაფერი, დღეს საღამოს უკვე პოლიცია აიყვანს მოგვარებულია
-რაა გააკეთე ესეთი
-მე და მათემ დღეს გადავქექეთ ეგ საქმე მათი ადგილ სამყოფელი დავადგინეთ მათემ ისე გააკეთა რომ ამ საღამოს ეგ ნაბოზვრები მათესთან მივლენ, მათეს მაგივრად კი პოლიცია დახვდება, მათე ქალაქიდან გავიდა რამდენიმე დღით ევასთან ერთად, ხოდა კიდე ადვოკატს უნდა დავურეკოთ
-ადვოკატი მოგვარებულია, ნიკას ბიძაშვილია ადვოკატი ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან და შევეხმიანოთ
ზუკა კიდევ ცოტახანს დარჩა ლაზარესთან და სამსახურის საქმეების გამო კომპანიაშ გაიქცა, უცებ მოიძია ნიკას ბიძაშვილის ნომერი და დაურეკა
-გისმენთ
-გამარჯობათ, ქალბატონო მარიამ თუ გცალიათ იქნებ შევხვდეთ ადვოკატი მჭრდება ძალიან სასწრაფო საქმეა
-კარგით შევხვდეთ ჩემს ოფისში გელეოდებით მისამართს მოგწერთ
-კარგით მადლობა- გოგონა ძალიან გახარებული იყო რადგან პირველი კლიენტი იშოვა ასე მოკლე დროაში სულ რაღაც 5 დღე იყო გასული რა საქართველოში დაბრუნდა და უკვირდა ასე მალე როგორ იშოვა კლიენტი , ზუკას სმსით მიწერა თავისი ოფისის მისამართი ერთი სული ქონდა როდის შეხვდებოდა მის კლიენტს.

………………………………………………………………..
სალი ყველასგან გასაკვირად თავისდროზე მივიდა სამსახურში კაბინეტში შევიდა და მაშინვე მოითხოვა საბუთები რომელიც დღის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, საბუთების გადახედვა დაიწყო თუ არა მაშინვე ნატა შემოვიდა მის კაბინეტშ
-როგროც ჩანს ძალიან პოპულარული ყოფილხარ ძვირფასო ბიჭს შენს გამო დაუძჭრია მისი მეგობარი
-ნატა ჭორების გავრცელებას და ტყუილებზე დროს დახარჯვის მაგივრად გირჩევნია შენს ფორმალურ შეყვარებულს მიხედო-სალიმ უთხრა და ჟურნალი გაუწოდა რომელშიც ნატას შეყვარებული იყო გამოქვეყნებული ვიღაც გოგოსთან ერთად რომელსაც ვნებიანას კოცნიდა
-ეს რა არის, ეს... ეს.. ამას მე არ ვიმსახურებ - გაბრაზებული და შერწყოფილმა უთხრა სალის
-დამშვიდდი და ნუ თვალთმაქცობ ნატა, მარტო მე არ ვიცი ფიქტიურად რომ ხარ მაგ ბიჭთან
-რა, შენ მე ვინ გგონივარ, თაღლითი რომელიც ფულის გამო ყველაფერზე წავალ?
-კარგად გიცნობ ნატა არ დაგავიწყდეს რომ ფსიქოლოგს ესაუბრები, აღარ გაბედო და აღარ შემოხვიდე ჩამთან მსგავსი თემით, იცოდე მწარედ განანებ შემდეგში
-ვინ მეუბნება ერთი ღამის გასართობი გოგო რომელმაც 2 ბიჭი გამოიყენა და შემდეგ ვითომაც არაფერი ერთერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელს შეეტენა და კიდე მე მეძახის ფულზე მოძალადეს
-მისმინე ჩემი და ნიკას ურთიერთობა შენი განსახილველი არ არის მე როგორ მიყვარს ნიკა ან მას როგორ ვუყვარვარ ეგ სულაც არ არის შენი საქმე გასაგბეიაა- უყვირა და კაბინეტიდან გამოაგდო. <მაცადე ქალბატონო შენი ჯერიც მოვა>- თქვა და ოფისი დატოვა ნატამ

.................................................................
სანდრო ბიძიას გაცნობა ძალიან გაუხარდა ევას, მაშინვე მოეწონა, როდესაც ამ კაცის თბილი თვალები დაინახა, გაუხარდა ძალიან იმის გაგება, რომ თბილი ადამიანები გაიცნო სანდროს ცოლი და თვითონ სანდრო ბიძიაც, ბაღში იჯდნენ და ტკბილად შესცქეროდნენ ერთმანეთს, ევა იმით უფრო დარჩა კმაყოფილი, როდესაც ამ ორს შორის ძალიან დიდი სითბო და სიყვარული დაინახა, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს, ახლა უფრო დარწმუნდა იმაში, რომ მანძლი კი არ კლავს გრძნობას პირიქით უფრო აძლიერებს, ზუსტად ასე ხედავდა მათეს და მის თავს წლების შემდეგ, სადღაც მთაში ხის სახლში დასახლებულებს ქალაქისგან შორს მისი ხმაურისგან, აქ ყოფნაზე ოცნებობდა ჩიტების ჟღურტულზე, ბაღში ამოსული ყვავილების სურნელზე, ის და მათე როგორ შეექცეოდნენ დღის ბოლოს ჩაის და მოუყვებოდნენ ერთმანეთს მთელი დღის ამბებს, არანაირი სამსახური არანაირი პრობლემა მათ შორის, პირიქით სიყვარული და ბედნიერება იქნებოდა მათ შორის
-მათე შვილო წამოდი სანადიროდ წავიდეთ, ძველი დრო გავიხსენოთ
- კარგით სანდრო ბიძია ქურთუკს მოვიცვამ და წავიდეთ
-შვილო შევიდეთ ჩვენც შინ სახლში, გაცივდები ასე- უთხრა მანანამ როდესაც ევას გალურჯებული ხელები დაინახა, წამოდგა ევაც და უკან მიყვა მანანა დეიდას, მათე და სანდრო ბიძია გააცილეს ქალბატონებმა და ჩაის თანხლებით მიუსხდნენ ბუხარს.
-მანანა დეიდა მომიყევით როგორ გაიცანით თქვენ და სანდრო ბიძამ ერთმანეთი
-წლების წინ მე დასანდრო ერთ სკოლაში ვსწავლობდით ერთ კლასში ვიყავით, თავიდან სანდროს აღმოჩნდა რომ თურმე მე-3 კლასიდან შევყვარებივარ მე კიდე ყურადღებას არ ვაქცევდი არ მომწონდა ბიჭები რომლებიც არ სწავლობდნენ კარგად და სამნდროსაც დაბალი ნიშნები ყავდა, როდესაც ეს გაიგო მაშნვე დაიყო სწავლა და ქულები მოიმატა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი დახმარებით, მან მე მთხოვა დახმარება რომ მას გაკვეთილების მომზადებაში დავხმარებოდი, ისეთი თბილი და მოსიყვარულე იყო სულ თან დამყვებოდა სადაც არ უნდა წავსულიყავი ძალიან რომანტიკოსი იყო, ერთხელ მე და სანდრომ სკოლის ეზოში ყვავილი დავრგით, მან ჩვენი ინიციალები გამოყენა და მას სანმარინე დაარქვა, დღემდე ვუვლით ამ ყვავილს, შემდეგ ხისგან პატარა შტაბი გააკეთა ძალიან ლამაზი ადგილი იყო და მითხრა რომ ეს ჩვენი სახლი იყო, მაშინ დამპირდა რომ ზუსტად ამ ადგილას ააშენებდა მხოლოდ ჩვენ ორისთვის ხის სახლს და დანაპირებიც ამისრულა ეს ის ადგილია სადაც ჩვენი პატარა შტაბი იყო მას ჩემთვის მიყვარხარ არ უთქვამს, მისი თვალები მეუბნებოდნენ ამას, ზუსტად მაშინ მითხრა მიყვარხარო, როდესაც ექიმმა მითხრა რომ უშვილო ვიყავი, მაშინ მოვიდა და მისი მოვლილი ყვავილები მომიტანა და მითხრა :-მე შენ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ, მე შენ მჭრდები არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი გვეყოლება მე შენ იმიტომ არ მომიყვანიხარ რომ მარტო შვილები მაჩუქო მე შენ მჭრდები გესმის პატარავ.-მხოლოდ ეს მითხრა მაშინ მივხვდი რომ სანდრო ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ღმერთს დღემდე მადლობას ვუხდი რომ ასეთი ადამიანით დამასაჩუქრა ის ბევრად ჩემზე უკეთესი ადამიანია, ახლა უდიდესი სიყვარული გვაკავშირებს ვიდრე წლების წინ, ჩემი მზის სხივია.
-ძალიან ვმწუხვარ, ძალიან თბილი ისტორია გქონით თქვენ და ბიძა სანდროს მე ახლაც ვხედავ მის მზერაში თვენდამი სიყვარულს, საოცარი გრძნობა გაკავშრებთ თქვენ ორს, ძალიან გახარებული ვარ იმით რომ გაგიცანით
-მადლობა შვილო, შენზეც მომიყევი რამე შენს ოჯახზე
-ჩემი მშობლები 19 წლის ვიყავი, როდესაც ავტო ავარიას ემსხვერპლნენ ამიტომ მარტო დავრჩი სრულიად, 100 პროცენტიან დაფინანსებაში მოვხვდი რომ არა ეს დაფინანსება უნივერსიტეტსაც ვერ დავამთავრებდი, მუშაობა და სწავლა მიწევდა 19 წლის ასაკში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკა გავიცანი ლაზარემ გამაცნო მათეს ბიძაშვილმა, ნიკასთან დავიწყე მუშაობა, თავიდან მისი ასისტენტი ვიყავი მაგრამ შემდეგ კრეატიული დირექტორი გავხდი ჩემი პროფესიაც ეს არის და ზუსტად მანდ ვიპოვე ჩემი თავი. მარტო ვცხოვრობ ბინაში, როგორც ხედავთ განსაკუთრებული ცხოვრება არ მქონია
-შეიძლება, მაგრამ უნდა იამაყო იმით რომ ფეხზე დადგომა შეძელი 19 წელი არ არის დიდი იმისთვის რომ მარტომ შეძლო ცხოვრების გაგრძელება, ძალიან ძლიერი გოგონა ხარ, ბევრს გაუძელი, პატარა ასაკიდან ბრძოლა გიწევს არ არის ადვილი მესმის ყველაფერი რაც გადაიტანე და ვმწუხვარ ნეტავ ადრე გაგვეცნო ერთმანეთი შილო, ძალიან კარგი გოგოონა ხარ
-მადლობა მანანა დეიდა
-წამოდი საუზმე მოვამზადოთ მოვლენ ეხლა მალე და დავახვედროთ- ქალი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ იაღო გეზი ევაც უკან მიყვა.
..........
მარიამი ისევ მისი კლიენტის მოლოდინში იყო, როდესაც მისმა ასისტენტმა დაურეკა და აცნობა იმის შესახებ, რომ უკვე მოსული იყო მისი კლიენტი და შემოსვლის ნებართვას ელოდებოდა. მარიამიც რათქმაუნდა გასცა ნებართვა და ცოტახანში კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა.
-მობრძანდით
-გამარჯობათ ქალბატონო მარ...- გაშეშებული უყურებდა ზუკა გოგოს, ეცნო მისი მომნუსხველი ცისფერი თვალები, მისი წითური თმა და ასე გაშეშებული უყურებდა გოგონას
-ჰეიი კარგად ხარ?- გოგონა ხელს ამოძრავებდა როგორმე გამოეფხიზლებინა
-კი... კიიიი-უცებ გამოერკვია ზუკა და საუბარი განაგრძო, მარიამს მომხდარის შესახებ მოუყვა და ქალბატონიც მაშნვე დათანხმდა საქმის აღებაზე
-ძალიან კარგი მოვიგებთ ამ სასამართლოს, გაგიმართლათ ბევრი საქმე მაქვს მოგებუი მაგრამ საქართველოში ნამდვილად არ ვარ ცნობილი
-ვიცი ყველაფერი, სანამ მოვიდოდი გავარკვიე მაგრამ რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი თუ გოგო სასტუმროდან იქნებოდი.
-გოგო სასტუმროდან?
-კი გოგო სასტუმროდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent