შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 2)


21-08-2020, 13:31
ავტორი vivien
ნანახია 1 837

- ახლა ჩემი მიზანი მხოლოდ შურისძიება.
სიგარეტის კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ და აივანზე გავდივარ.
- მე ვფიქრობ, შეგიძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება. წარსული დაივიწყე.
- მე მგონი გარკვევით ვსაუბრობ არა?! მე შურისძიების მეტი არაფერი დამრჩენია.
- ელა ცხელ გულზე არ იცი რას ამბობ.
- ეს შენ არ გეხება ლუკა, რადგან გადამარჩინე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს საქმეში უნდა ჩაერიო.
ჩემი თავით კმაყოფილი აივნიდან ოთახში დავბრუნდი და დავიძინე. კარგად მეძინება, უშფოთველად, მანამ სანამ კარების საშინელმა ბრახუნმა არ გამაღვიძა. იარაღი ავიღე და სასწრაფოდ ჩავირბინე ქვევით.
- ჯანდაბა, იარაღი სარდაფში დავტოვე, ვინ უნდა იყოს. დანა მოიტანე ანაბელ.
მესმის მათი ჩურჩული. იარაღს ვამზადებ და კარისკენ მივდივარ.
- არა ელიზაბეტ. გაჩერდი.
ბელა ცდილობს რამენაირად შემაჩეროს, თუმცა ვიცი რომ ეს ზუსტად ის მომენტია, რომელზეც ბოლო დღეების მანძილზე ვფიქრობ. კარებს ლუკა აღებს, მე კი წინ ვდგავარ იარაღით ხელში და მჯერა რომ ამ წამს ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
- ელის, არ მჯერა. შენ ცოცხალი ხარ.
პირველი მამა შემორბის სახლში და მეხვევა. მას ბაძავენ ჩემი დაც და დედაც. ხარბად ვისუნთქავ მონატრებულ სურნელს. სასწაულად მეწვის საცრემლე ჯირკვლები, მაგრამ სწრაფად მახსენდება ყოველი წამი რა გამოვიარე მათ გამო და მათ გარეშე. ხელის მარტივი მოძრაობით ვიშორებ ჩემს ოჯახის წევრებს და იარაღს პირდაპირ მამას ვუმიზნებ.
- ელის?
- აღარასდროს დამიძახო ელისი.
- ელიზაბეტ, შვილო რა ხდება?
ახლა დედა ერთვება საუბარში.
- იარაღი ჩაწიე და ისე ვისაუბროთ.
ხმა უკანკალებს მამას და ვგრძნობ რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი.
- მთხოვე, რომ არ მოგკლა.
ვიცინი ირონიულად და ნინას ვაკვირდები, რომელიც ყველაზე გაკვირვებულია.
- ეს რა ხუმრობაა ელა? ახლა ცოცხალი, უვნებელი ჩვენს გვერდით ხარ, შენ კი..
ნინა ცდილობს საუბრის წამოწყებას.
- გაჩუმდი ნინა და აღარასდროს თქვა რომ ცოცხალი და უვნებელი ვარ. კარგად შემომხედე სახეზე, ვერ ამჩნევ ჩალურჯებებს? მე შენს ნაცვლად გამოვიარე ეს ყველაფერი. მე შენს ნაცვლად...
- ყველაფერს აგიხსნით.
მაწყვეტინებს მამა.
- არა მამა, შენ საკმარისად ილაპარაკე. ახლა მე მოვყვები იმას, რაც მამამ საკუთარ შვილს გაუკეთა. იცი ნინა რა გააკეთა შენმა საყვარელმა მამიკომ? გარიგება დადო ჩემს გამტაცებელთან, ბიზნესზე გამცვალა. ჩვენს შორის მე ამარჩია და გამიმეტა. გესმით? საკუთარმა მამამ გამიმეტა. მამამ, რომელსაც ვაღმერთებდი, მანიაკთან გამიშვა და არც კი იფიქრა ის რას მიზავდა? გეგონა მხოლოდ მაშიმშილებდა? რა გეგონა ამიხსენი.
ტონს ვუწევ და ხელი სასხლეტისკენ მიმაქვს.
- რატომ არ მომძებნეთ არცერთმა? რატომ არ დამაბრუნეთ სახლში? ეს მხოლოდ ანაბელმა და ლუკამ გააკეთეს. მთელი არსებით მძულხართ.
ვამბობ და ვხედავ, როგორ გარბის ნინა სახლიდან. მე კი უფრო კარგად ვუმიზნებ მამაჩემს იარაღს.
- გთხოვ ელის არ გააკეთო ეს, მაპატიე..
- არა ლევან შენ ამად არ ღირხარ. შენზე ხელებს არ გავისვრი.
ვუღიმი და კარებს ვუღებ.
- აღარასდროს გამოჩნდეთ ჩემს ცხოვრებაში, თორემ განანებთ.
გასულებს ვაწევ სიტყვას და კარებს ხმაურით ვკეტავ. მაშინვე წინ მეჩეხებიან ბელა და ლუკა.
- კარგად ვარ.
ვამბობ და ვგრძნობ, როგორ მერევა ცრემლები. იქვე კარებთან ვიკეცები და თავს ხელებში ვრგავ.
- ვაზღვევინებ, ვფიცავ ვაზღვევინებ. არცერთს არ დავინდობ. უბრალოდ ახლა... უბრალოდ ახლა არ შემეძლო.
ბელა ჩემს გვერდზე იმუხლება და მაყენებს.
- მოდი ახლა რამე კარგზე ვისაუბროთ. სად გაიცანით ერთმანეთი?
ვუღიმი მათ და ვაგრძნობინებ, რომ არავის თანაგრძნობა არ მჭირდება.
- ლუკა ჩვენი კურსელია არ გახსოვს?
ვცდილობ აღვიდგინო მისი გარეგნობა. შავგვრემანი, მწვანე თვალებით. ჩემზე ერთი თავით მაღალია. მაინც ვერ ვიხსენებ, ამიტომ საკუთარი თავის შეწუხებას ვწყვეტ. ლუკას ტელეფონი ურეკავს, ფეხზე დგება და სხვა ოთახში გადის. მე სიგარეტის ღერს ვუკიდებ და დივანზე ვჯდები.
- საავადმყოფოშია ზურა. არ მომკვდარა.
გვერდზე მიჯდება დაძაბული და მიყურებს. ვიცი რომ იქ დიდხანს არ გაჩერდება, ვიცი რომ მალე გამოვა და სწორედ მე ვიქნები მისი სიცოცხლის დასასრულის მიზეზი.
- უნივერსიტეტში დაბრუნება შეგიძლია, ხვალიდანვე.
მიღიმის ბელა და ხელს ხელზე მკიდებს.
- ჰო, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ. ვიმუშავებ, სახლს ვიქირავებ და ვისწავლი. შემდეგ კი...
- იქამდე სად უნდა იცხოვრო?
- ჩემთან წამოდი ელა. მარტო ვცხოვრობ.
ეჭვით ვუყურებ ლუკასაც და მის შემოთავაზებასაც.
- სხვა გზა გაქვს? მიღიმის გამომცდელად.
- ჯანდაბა, კიდევ ერთხელ მეხმარები. მგონი მადლობასაც იმსახურებ.
დილას დავბრუნდით თბილისში. მე ლუკას გავყევი სახლი. ახლა მართლა არ მქონდა არც სხვა გზა და არც იმაზე ფიქრის თავი, სად წავსულიყავი. სახლი მყუდრო, საკმაოდ მდიდრული, საშუალო ზომის აღმოჩნდა. ჩემი ოთახი მისი ოთახის გვერდით იყო. მხოლოდ ახლა ვხვდები , რომ სიმდიდრეს ჩემთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩემი ოთახი პატარაა, დიდი ფუმფულა საწოლითა და დიდი ტანსაცმლის კარადით. კრემისფერი კედლები მომწონს. ოთახის კუთხეში კომპიუტერის მაგიდა დგას, სადაც ვიმეცადინებ, თუ დრო დამრჩება. კედელზე დიდი სარკეა ჩამოკიდებული, ჩემს ოთახშიც ზუსტად ასე იყო. ყოველთვის მიყვარდა საკუთარი თავის თვალიერება სარკეში, თუმცა ეს ახლა რამდენად მომინდება არ ვიცი. მოკლედ ძალიან მომეწონა, როგორც ჩემი ოთახი, ასევე მისი სახლიც. მისაღები უზარმაზარი იყო. სამზარეულო თანამედროვედ მოწყობილი. ოთახები კარგად იყო განლაგებული. ყველაფერი იდეალური მეჩვენა. საღამოს ლუკასთან ერთად ვივახშმე. არც ისეთი ცუდი ადამიანი აღმოჩნდა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ღამე მშვიდად მძინავს ვიცი, რომ ახლა დაცული ვარ. ჩემი უკანონო იარაღი კი მუდმივად გვერდით მაქვს, ბასრ საჭრელ დანასთან ერთად. არ გამიფრენია, სიმართლეს ვამბობ. ხვალ უნივერსიტეტში არ მივდივარ საკუთარ ნივთების დაბრუნებას ვაპირებ. დილას ნინას ვურეკავ.
- ელა?
- ჩემი ნივთები მჭირდება.
- სად მოგიტანო?
- მისამართს მოგწერ.
ვეუბნები და ვუთიშავ. მასთან დიდი ხნით საუბარი მიჭირს. ის ჩემი დაა, სისხლი და ხორცი, რომელთან ერთადაც 18 წელი გავატარე.
- დღეს მეგობრები მივდივართ კლუბში, გვიან მოვალ. ნუ დამელოდები.
თვალს ვავლებ მის კუნთებს და შემდგომ ვაგრძელებ.
- შეგიძლია არც დაბრუნდე, ან არც წახვიდე. ეს მე არ მეხება. დალოდებას, კი ისედაც არ ვაპირებდი.
ვუღიმი და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად ვბრუნდები. ჩემი სუსტი წერტილია ყავა სიგარეტთან ერთად. მშვიდად და აუჩქარებლად ვსვავ ყავას, იდელიას ლუკას ხმა მირღვევს.
- კარი კარგად დაკეტე და არავის გაუღო.
- ასე მგონია ბავშვი ვარ.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და კარს ხმაურით ვკეტავ. სამზარეულოში შესვლისთანავე მესმის კაკუნის ხმა.
- სულელი ალბათ რამე დარჩა.
დაუფიქრებლად ვაღებ კარებს და მხოლოდ მამაჩემის დანახვისას მახსენდება, ლუკას სიტყვები.
- ლევან?
ვუღიმი ირონიულად.
- ჰო მართლა, არ მითხრა, რომ სახლში შემოსვლა გინდა..
- აქედან უნდა წაგიყვანო. ყველაფერი დასრულდა. მე მართლა მინდა შენი დაბრუნება, ელის, პატარავ მაპატიე.
ვგრძნობ, როგორ მეცლება ძალა ფეხებში. ვგრძნობ, რომ ზღვარზე ვარ. გვერდზე ვიხედები. მინდა რომ ეს კოშმარი დავამთავრო. ირონიულ მზერას თავის ადგილზე ვაბრუნებ და მამას ვუყურებ.
- შემოდი და მომიყევი, რისთვის გამიკეთე ეს.
მამა სკამზე ჯდება და მოყოლას იწყებს.
- ბიზნესი ჩამივარდა. სიმდიდრეს მიჩვეულები არიან ჩვენები და ეს შენ ძალიან კარგად იცი. ისინი ვერ გადაიტანდნენ სიღარიბეში ცხოვრებას. ვერ გაუმკლავდებოდნენ ამას. ზურამ შემომთავაზა თავის ბიზნესში ჩართვა, სანაცვლოდ კი ჩემი შვილი მომთხოვა, რადგან სხვა პერსპექტივას ვერ ხედავდა ჩემგან. ვიცოდი, რომ ნინა ბევრად სუსტი იყო ჩვენგან შორს ყოფნისთვის. სწორედ ამიტომ შენ გაგიშვი იმ მოსტრთან ელის. დამპირდა, რომ..
- არა ლევან, ნუ მომატყუებ. რასაც დაგპირდა ის უკვე მანახა. და შენ დაუჯერე? დაუჯერე რომ არ შემეხებოდა. ბურდულების ქალიშვილი გაიტაცეს, როგორ უხსნიდი ამას ხალხს? ყოველდღე ქამრით მცემდა, მაშიმშილებდა, გამაუპატიურა, მამცირებდა. ყოველდღე მიყვებოდა, რომ არასასურველი, საცოდავი და სამყაროსგან უარყოფილი ვიყავი. მიყვებოდა, როგორ თქვი ჩემზე უარი. მიყვებოდა როგორ მიღალატა ნიკამ, მიყვებოდა როგორ ჭორაობდნენ ჩემზე ადამიანები და როგორი დადაბლებული ვიყავი მათ თვალში. ჩვენ სიღარიბეს ერთად გავუმკლავდებოდით. მე ვიმუშავებდი, დედაც, შენც. რამენაირად გადავრჩებოდით, თუმცა თქვენი ფუფუნებისთვის მე გამიმეტეთ.
- ელის მაპატიებ? ოდესმე შეძლებ პატიებას?
- არასდროს მამა, არასდროს. ეს კი არა, მოემზადე საბრძოლველად ამას არ შეგარჩენ.
სწრაფად მვარდება, მკლავზე ხელს მკიდებს და კარისკენ მიმათრევს. ადრე ვინმე ფაქიზადაც, რომ მეხებოდა ხელი მტკიოდა, მილურჯდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, კი იმდენად მიეჩვია ჩემი სხეული ბრძოლას, რომ ტკივილსაც ვერ ვგრძნობ.
- აქ არ დარჩები, ახლავე სახლში მიმყავხარ. ხალხი რას..
- ხალხი რას იტყვის? ამას რა უფლებით ამბობ? შენ ადამიანმა, რომელმაც შვილი გაიმეტა ხალხის აზრი გაინტერესებს? ახლავე ხელი გამიშვი არსად წამოვალ.
კარს აღებს, თან ხელს არ მიშვებს. კარებში ნინა ხვდება.
- ნინა? აქ რა გინდა?
უყურებს გაკვირვებული მამაჩემი და ხელს მიშვებს.
- მე კი არა, შენ რა გინდა აქ? შენ მე დამპირდი, რომ ელას აღარ შეაწუხებდი. მე, ხომ მხოლოდ ამ პირობით დავრჩი სახლში.
- მე მხოლოდ მისი სახლში წამოყვანა მინდოდა შვილო.
- არა, შენ მას მოათრევდი. წადი ახლავე აქედან ლევან.
- არაკაცი ხარ მამიკო.
ვუღიმი და კარს ცხვირწინ ვუკეტავ.
- მადლობა, რომ მოხვედი და ნივთები მომიტანე. შეგიძლია წახვიდე.
- ელა მომისმინე გთხოვ, მე მართლა არ ვიცოდი რას გეგმავდნენ, ხომ იცი რომ ამას არ გაგიკეთებდი.
- ნინა დრო მჭირდება შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ?
- კარგი ელა. ბოდიში.
თავს ხრის და გარეთ გადის. მისი სახის დანახვა ტკივილს მაყენებს. სახლში სწრაფად ვბრუნდები და ტირილს ვიწყებ. მამაჩემი ცხოველია. წამში მენგრევა ყველა წარმოდგენა მასზე. ნინა მენატრება. დედა მენატრება. მინდა ჩავეხუტო და მის წინ ვიტირო. მინდა, რომ დამაწყნაროს, თმაზე მომეფეროს და გულში ჩამიკრას. დივანზე ვწვები და ტირილს განვაგრძობ. ემოციებით დაღლილს იქვე მეძინება.
- გეგონა ვერ მოგაგნებდი? ახლა შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია. შეგიძლია დაემშვიდობო მას.
გაქცევა მინდა, მაგრამ ვერ გავრბივარ. ყვირილი მინდა, მაგრამ ვერ ვყვირი. თითქოს ძალა არ მაქვს. არ მაქვს გაქცევის უნარი. ვბორგავ. არ მინდა სიკვდილი. სიცოცხლე მინდა. არ უნდა მოვკვდე. ეს ჯერ ძალიან ადრეა. არა, არა შეუძლებელია. მე აქ არ უნდა ვიყო. ეს სწორი არ არის. დამანებეთ თავი. არ მინდა სიკვდილი. სიცოცხლე მინდა
- ელიზაბეტ გაიღვიძე. ელა კარგად ხარ? გამოფხიზლდი.
სწრაფად ვხტები საწოლიდან და ლუკას ვეხუტები.
- არ მინდა სიკვდილი ლუკა. მიშველე.
ვტირი და მის მაისურს ვასველებ. მთელი ძალით ვარ მას მიხუტებული და ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია.
- დამშვიდდი. ჩემთან ხარ ვერავინ მოგეკარება.
- მამა მოვიდა, ეცადა რომ წავეყვანე. მიმათრევდა...
ტირილს ვუმატებ და ლუკას ხელს არ ვუშვებ. მეშინია, რომ ისევ წავა.
- მამაშენი აქ იყო? როგორ გაბედა.
- არვიცი, არ ვიცი. შენი წასვლის მერე ორ წუთში მოვიდა. შენ მეგონე, ამიტომ მაშინვე გავაღე. მითხრა დავილაპარაკოთ ვნანობო. უბრალოდ მელაპარაკებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ არასდროს ვაპატიებდი ამას და ვაზღვევინებდი. გაბრაზდა, მითხრა, რომ ამას ხალხი ვერ გაიგებდა. ძალით უნდა წავეყვანე იმ დაწყევლილ სახლში, მაგრამ ნინამ შეაჩერა, ჩემმა დამ, ჩემი ნივთების მოსატანად მოვიდა. მამამ მისი დანახვისთანავე ხელი გამიშვა და წავიდა.
ვუხსნიდი მას და თან ვტიროდი.
- მოდი დამშვიდდი, ჩაი დავლიოთ და ვივახშმოთ. მერე მოემზადე ხვალ უნივერსიტეტში ვბრუნდებით.
მიღიმის და თვალებში მიყურებს.
- მართალია, შენ ღიმილს იშვიათად ვხედავ, თუმცა გული მიგრძნობს, რომ ტირილზე მეტად გიხდება.
ამბობს და მეც მეცინება მის ნათქვამზე. ჩაის მართლაც ერთად ვსვავთ. ბევრს ვლაპარაკობთ, ლუკა ცდილობს გამამხიარულოს, რაც მეტ-ნაკლებად გამოსდის.
- შეიძლება გკითხო მარტო რატომ ცხოვრობ?
ვეკითხები შეპარვით.
- ჰო, რატომაც არა? ცუდი არაფერია. 18 წლის, რომ გავხდი მამამ მაჩუქა სახლი. მითხრა, რომ დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი. მეც მეტი რა მინდოდა. ისიც ბიზნესმენია მამაშენის მსგავსად.
მამაჩემის ხსენებისას ყოყმანობს.
- დარწმუნებული ვარ ერთმანეთს იცნობენ. ახლა საზღვარგარეთ არიან დედა და მამა.
- მე 18 წლის რომ გავხდი, მამამ მანქანა მაჩუქა, სახლზე არც უფიქრია, რადგან ჩვენზე ტკბილი ოჯახი მგონი არც კი არსებობდა ქვეყანაზე.
მეცინება წარსულზე და სივრცეს ვუყურებ.
- მომიყევი კიდევ რამე შენზე.
ვემზადები მოსასმენად და ლუკას ვუყურებ.
- კარგი. მყავს ძმაკაცები, მათ აუცილებლად გაგაცნობ. სხვათაშორის ერთ-ერთს ბელა მოსწონს. ბელაც ჩემი მეგობარია. ბოლო დროს ძალიან დავუახლოვდი, თითქმის დასავით მყავს. ჩვენი სამეგობრო წრე საკმაოდ დიდია, დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონები. შეყვარებული არ მყავს. არც და ან ძმა. დედისერთა ვარ. ვცხოვრობ ცალკე და მაქვს მანქანა. კიდევ არ ვიცი რა მოგიყვე, ჰო ეკონომიკას ვსწავლობ და 20 წლის ვარ. მამაჩემს ვეხმარები ბიზნესის მართვაში. ახლა შენ გისმენ.
- კარგი, მაგრამ თითქმის ყველაფერი იცი. 19 წლის ვარ, მყავდა დედა მამა და ერთი წლით უმცროსი და- ნინა. ვსწავლობ ეკონომიურზე. ბევრი მეგობარი მყავდა, შეყვარებულიც. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, თუმცა სიმდიდრის გამო მამამ უარმყო. ეს ჩემებს დაუმალა, მეგობრები დავკარგე ფულთან ერთად, ჰო შეყვარებულიც. მეტი არც მე მაქვს მოსაყოლი ლუკა.
ვუღიმი და სიგარეტის კიდევ ერთ ღერს ვეწევი.
- არ გინდა მართლა, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყო?
- მხოლოდ შურისძიების მერე.
- არ გინდა ოჯახი? მეგობრები? ადამიანებთან სიახლოვე.
- არ არსებობენ კეთილი ადამიანები, ამიტომ არ მინდა არცერთი მათგანი
- მე და ანაბელი?
- თქვენ..
ვცდილობ აზრი ჩამოვაყალიბო.
- თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუმცა მე შენ არ გიცნობ.
ჩემს ნათქვამზე გულიანად იცინის.
- რაც არ უნდა გამოიარო, მაინც ბავშვური ხარ.
მის ნათქვამზე მეცინება, გვიანობამდე ვსაუბრობთ. მერე მე ჩემს ოთახს ვალაგებ, კომფორტულად ვაწყობ, ხვალინდელ ტანსაცმელს ვარჩევ და სააბაზანოში შევდივარ. თავის მოწესრიგების შემდეგ მისაღებში გავდივარ და ვხედავ, რომ დივანზე ლუკას ძინავს. პლედს ვაფარებ და ჩემს ოთახში ვბრუნდები. იქამდე კი კარებს ვამოწმებ რამდენად ჩაკეტილია. მგონი შიშები მეწყება. კარს ყველა გასაღებით ვკეტავ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიძინებ მშვიდად.
დილას მაღვიძარა მაღვიძებს. ჩემი თბილი პიჟამოებით გავდივარ ლუკათან და მასაც ვაღვიძებ. უყოყმანოდ დგება და მომზადებას იწყებს. სააბაზანოში მე ვასწრებ, სახეს ვიბან და მხოლოდ შემდეგ ვუთმობ ლუკას. ისიც ბუზღუნით შედის. ჩვეულებრივ ვიცვავ, მუქ ლურჯ შარვალს, თეთრ მოკლემკლავიან მაისურს და ამავე ფერის კეტებს. ჩანთას ვალაგებ. ლუკა სამზარეულოში მხვდება, ყავა გაუმზადებია. ჩემი ცივი სახით გვერდზე ვუვლი და ყავას ვიღებ.
- მადლობა.
- არ მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისევ ისე გაგრძელდება გუშინდელი საუბრის შემდეგ.
- ლუკა შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მადლობა, რომ შენს სახლში მიმიღე, მაცხოვრებ და ჩემზე ზრუნავ, მაგრამ ჩემი ცხოვრება აირია. მე სხვა გზას ვირჩევ და არ მინდა ამ ბინძურ სამყაროში შენც გაგრიო. მე უბრალოდ არ მინდა რომ..
- გვაგვიანდება.
მეუბნება ცივად და ოთახიდან გადის. მასზე ნაწყენი არ ვარ. ვიცი, რომ მისი ეს სიცივე ჩემი დამსახურებაა. მეც მას მივყვები და მანქანაში ვჯდები. სახლიდან უნივერსიტეტამდე გზას მალე გავდივართ და აი ვდგავარ ადგილას, სადაც ბოლოს ორი თვის წინ ვიყავი. ხალხი მაშტერდება, მათ ასეთ რეაქციას ველოდი კიდეც. დერეფანში წინ მივიწევ. ჩემი აწ უკვე ყოფილი მეგობრები ამრეზით მიყურებენ და ერთმანეთს რაღაცეებს უჩურჩულებენ. ბოლოს მოთმინება დაკარგული მათკენ ვბრუნდები.
- რა ხდება? მოჩვენება დაინახეთ?
ვკითხულობ ხმამაღლა და ისევ ვაგრძელებ სვლას. მხოლოდ შორიდან მესმის ერთ-ერთის ხმა.
- მგონი მოჩვენება აჯობებდა.
მათ ყურადღებას აღარ ვაქცევ ბელასკენ მივიწევ და მას ვეხვევი. ლექციები უაზროდ გადის. ვცდილობ არავის მზერას არ ვუპასუხო, თუმცა ეს რამდენად გამომდის არ ვიცი. დასვენებაზე სასადილოში ჩავდივარ. ვერც ბელას ვამჩნევ და ვერც ლუკას, ამიტომ მარტო ვჯდები, ყველასგან მოშორებით.
- ნუთუ ელიზაბეტ ბურდულს ხედავს ჩემი თვალები?
- ნიკა?
ვუყურებ გაოცებული და ვცდილობ ყველაზე ლამაზი სიტყვები შევარჩიო მის შესამკობად.
- მომენატრე პატარავ.
მისი ხელი ჩემსკენ მოიწევს.
- არ გაბედო შენი ბინძური ხელების შეხება, ნაბი^ვარო.
ფეხზე ვდგები და წინ ვუდგები. დარწმუნებული ვარ ასეთ სითამამეს არ ელოდება ჩემგან. იბნევა, მაგრამ მაინც ამაყად დგას.
- თავი შეიკავე, თორემ ისევ იქ აღმოჩნდება სადაც მამიკომ გაგიშვა.
ყურთან მიჩურჩულებს და თვალებში მაშტერდება. მეტი აღარ შემიძლია, ხელს ვიქნევ და სახეში ვუტყავ.
- მეზიზღები.
ვეუბნები, შემდეგ კი მხარს ვკრავ და გასასვლელისკენ მივიწევ.
- ღმერთო ჩემო, გაგიჟდა. იქვე მდგარ ბელას და ლუკას ვხედავ მათ ყურადღებას არ ვაქცევ. მინდა, რომ მოვკვდე ან ისინი მოკვდნენ. მინდა, რომ მათი ხმა აღარ გავიგო. გაქრნენ. მინდა, რომ სამუდამოდ წავშალო ისინი საკუთარი მეხსიერებიდან.
- ელიზაბეტ
მესმის მამაჩემის ხმა და მგონია, რომ ახლა მივბრუნდები მისკენ, ის კი ჩამიხუტებს, დამაწყნარებს და მეტყვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება, თუმცა ეს ასე, რომ იყოს უნივერსიტეტიდან გამოსაქცევიც არც ვიქნებოდი.
- რა გინდა? რატომ არ მანებებ თავს? ყველაფერი რაც ხდება შენი ბრალია.
ვუყვირი გამწარებული და იქ მდგომ ხალხზე საერთოდ არ ვფიქრობ. ყველა ჩვენ გვიყურებს. ვიცი, როგორც მოქმედებს ეს მამაჩემზე.
- სახლში ვისაუბროთ ამაზე ელის.
- რომელ სახლში?
- ხომ იცი, რომ ერთ წუთსაც ვერ გაძლებ ჩემს გარეშე? ჩაიძირები. დაბრუნდი სახლში ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
ჩურჩულებს ჩემს სახესთან. მე, კი საკუთარი თავს ვერ ვაკონტროლებ. ლუკა გვიახლოვდება.
- ელა რა ხდება?
- ლუკა შვილო, გამარჯობა.
თბილად ხვდება მამა მას.
- გამარჯობა ბატონო ლევან.
- თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? წამოდით სახლში განვაგრძოთ ეს საუბარი.
- ელა სახლში არ წამოვა.
მტკიცედ ჟღერს მისი ნათქვამი. მხრებზე ხელს მეხვევს და მანქანისკენ მივყავარ. მამაჩემის გაკვირვებულ სახეს არცერთი ვაქცევთ ყურადღებას, ისე ვჯდებით ბელასთან ერთად მანქანაში და სახლში მივდივართ. ათას უაზრობაზე ვსაუბრობთ, საღამოს კი სასერინოდ გავდივართ ჩვვენ სამი. ასე უიმედოდ და უაზროდ გადის ჩემი ცხოვრების უმეტესი დრო. სწავლა სერიოზულად დავიწყე, ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი მომავლის განვითარებისათვის. ჩემს გამტაცებელზე მასალების შეგროვება დავიწყე. ჰო რამდენად გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს ამას მე ვაკეთებ და სულაც არ მეჩვენება ცუდი. მისი ყოველი ნაბიჯი შევისწავლე. მუშაობა საქართველოს ბანკში დავიწყე. ყველაზე ცუდი კი ის აღმოჩნდა, რომ ჩემი სამსახური ჩემს ძველს სახლთან ახლოს იყო. მას შემდეგ ზედმეტად არავის შევუწუხებივარ. ანაბელი მუდმივად ჩემს გვერდით იყო, მე და ლუკა იშვიათად ვსაუბრობდით. მხოლოდ მისალმებით ვხვდებოდით ერთმანეთს დილას. მე გვიან ვბრუნდებოდი სახლში, ის კი ხანდახან საერთოდაც არ ბრუნდებოდა. შევიცვალე. აღარ ვარ ის ვინც ვიყავი. მგონია რომ საერთოდ არ ვარ, დავსრულდი. ყოველ დღეს ერთი ფერი აქვს. მარტო ვარ საკუთარ ფიქრებთან ერთად. იყო ისეთი დღეებიც, როდესაც ვნანობდი, რომ არ გავგიჟდი. ვიყო ასეთი ნორმალური სირცხვილია. ვიყო ასეთი გადარჩელი სიმახინჯეა. ჩემი სიცოცხლე კი დანაშაულია. საშინლად გადამდის გულზე დღეები, კბილებს შორის, რომ გამოსცრა ცხოვრებამ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent