შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 1)


19-08-2020, 19:39
ავტორი vivien
ნანახია 2 566

-ელა!
მესმის ხმა, რომელიც მთელ სამყაროზე მეტად მეზიზღება და ვცდილობ თავი არ ავწიო, რომ მის საშინელ თვალებს არ წავაწყდე.
- რაღაცეები მოგიტანე ჭამე შენი სიკვდილი არ მაწყობს, ჯერ კიდევ საჭირო ხარ. საზარლად იცინის. თავს კიდევ არ ვწევ. მისი ხმა იმდენად მძულს, რომ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
- უკვე ორი თვეა რაც მოგიტაცე, აქ მოგიტანე და დაგაგდე.
ყვირილზე გადადის.
- გცემე? დიახ გცემე, გაგაუპატიურე კიდეც, დაგამცირე კიდეც მაგრამ შენ ისევ ისეთი უდრეკი ხარ, როგორიც თავიდან, ჯიუტი. რამდენი უნდა გავნო, რომ შენი სიამაყე მოკვდეს?
- რა გინდა ჩემგან? ორი თვის მერეც არ ვარ იმის ღირსი, რომ სიმართლე ვიცოდე?
- ძალიან მიყვარხარ და ამიტომ ხარ აქ.
დამცინავად მიღიმის.
- მე მხოლოდ სიმართლეს ვითხოვ.
- შენ აქ არანაირი უფლება არ გაქვს, ვერ გაიგე?
სახეზე მიჭერს ხელს და ხელს მკრავს. ინერციით ძირს ვეცემი.
- მამაჩემი პასუხს მოგთხოვს.
- დავიღალე ამის მოსმენით ელა.
- არ ვხუმრობ, ყველაფერს გაზღვევინებს.
- რომელი მამაშენი?
ირონიული ტონი თავის ადგილზეა.
- მამაშენი რომელმაც ბიზნესზე გაგცვალა?
- შენი არ მჯერა
- არც ახლა?
ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ვიდეოს რთავს, სადაც მამაჩემი ჩემს გამტაცებელს, ზურას, ჩუმად ესაუბრებოდა.
- ნუ გეშინია ლევან, არ მოვკლავ, ისე ძალიან რისკავ. შენს ადგილას ამას ჩემს შვილს არ გავუკეთებდი.
მისი ღიმილით აჯილდოვებს ზურა მამაჩემს და გაკვირვებულს ტოვებს. სისხლი მაწვება, გონება მეთიშება. მინდა რომ ახლავე მოვკვდე. მამაჩემი ამას არ იზავდა , ის არ გამიმეტებდა. ხმას ვერ ვიღებ. მგონია რომ მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა. მინდა ვიყვირო, ვიკივლო, მინდა ტკივილისგან გავთავისუფლდე.
- ნაბი^ვარო.
მხოლოდ ამას ვამბობ და ვგრძნობ, როგორ მისველდება სახე.
- გეყოფა ელა, ამას შენთვის ვამბობ.
- მინდა, რომ მოკვდე, დაიტანჯო. მინდა, რომ ზუსტად ისე გეტკინოს, როგორც მე მატკინე.
- მე გაგაფრთხილე.
შარვლიდან ქამარს იხსნის და ხელის მარტივი მოძრაობით იქნევს. სხეულის ყველა ნაწილი ამეწვა. თვალებს ძლიერად ვხუჭავ, რომ თვალებმა არ გამცენ. ვცდილობ არ ვიყვირო. ტუჩებს მთელი ძალით ვასობ კბილებს, რათა ტკივილისგან გამოწვეული ბგერები ჩავახშო. მხოლოდ მისი შეჩერების მერე ვიღებ ხმას.
- შენი მინუსი ის არის, რომ ამის გარდა არაფერი შეგიძლია. ხელებს ნიკაპქვეშ მკიდებს , თავს მაღლა მაწევინებს და თვალებში მიყურებს.
- ელიზაბეტ, შენთვისვე აჯობებს გაჩუმდე, თორემ განანებ.....
კედელთან ჩაკეცილი ვიყავი, ხელები მუხლებზე მქონდა მოხვეული. ტკივილს ვერ ვგრძნობ. მამამ უარმყო, ნეტა დედამაც? არა არ შემიძლია ვერ დავიჯერებ, დედა ამას არ იზავდა, არც ნიკა მიმატოვებდა. ის აუცილებლად მოვიდოდა ჩემს წასაყვანად. ჰო ნიკა ჩემი შეყვარებულია, სამი წელი ხდება, რაც ერთად ვართ. მე 19 წლის ვარ, მყავს ოჯახი, დედა და მამა, რომლებმაც ბიზნესში გამცვალეს. მყავს სამეგობროს დიდი წრე და შეყვარებული, თუმცა ჯერ კიდევ აქ ვარ, აქ ყოფნის ორი თვის თავზე. ნესტიან სარდაფში. იქ, სადაც კუთხეში თაგვები ბინადრობენ. ერთ დროს მდიდარი ბიზნესმენის ლევან ბურდულის ქალიშვილი ვიყავი, ეს მხოლოდ ერთ დროს იყო. ახლა კი აქ ვზივარ დაფლეთილი ტანსაცმლით და ერთი სული მაქვს როდის გავაღწევ აქედან, რომ ყველას ვაზღვევინო ჩემი ტკივილისთვის. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც კარები შემოაღეს.
- შენთვის კარგი, ამბავი მაქვს.
ზედაც არ ვუყურებ.
- მოკლედ შენი შეყვარებული, მგონი ნიკა ხო?
- ზურა რა უქენი ნიკას? რა დაუშავე?
- შენ რა მართლა გიყვარს? მაშინ მოემზადე.
თვალებს ერთმანეთს ვაჭერ ვიცი, რომ რაღაც საშინელებას მეტყვის.
- ნახე რა კარგი ფოტო დადო ნიკუშამ ახალ გოგოსთან ერთად?
მეგონა ცივი წყალი შემასხეს. ხელები თავზე მივიჭირე.
- გეყოფა, გეყოფა. თავი დამანებე. მცემე, მირტყი. მომკალი თუ გინდა, მაგრამ ნუღარ მეუბნები, რომ არავის ვუყვარვარ.
- რატომ გათამამებულო პრინცესავ? რთულია იმის მოსმენა სიმდიდრის შემდეგ, რომ არასასურველი ხარ? სინამდვილეში ყველაფერი რაც გაგაჩნდა და ვინც გაგაჩნდა სიმდიდრის დამსახურება იყო. ახლა კი არავინ გეყოლება და ამას აქედანვე უნდა შეეგუო. ადექი სააბაზანოში შედი ვიცი გჭირდება.
- როდიდან გახდი ასეთი კეთილი?
- რამე არ მოგწონს? ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოში შევედი, რაც შემეძლო გავსუფთავდი და ბოლოს სარკეში ჩავიხედე. ჩემი შავი, გრძელი და ტალღოვანი თმა, რომელიც ერთ დროს საოცრად მიყვარდა შემზიზღდა. ჩემი ლამაზი, ლურჯი თვალები, რომლებიც სიცოცხლით იყო სავსე ახლა ჩაცვენილი და დალურჯებული მეჩვენა. მერჩივნა მომვკდარიყავი, ვიდრე ასეთი დამენახა საკუთარი თავი.
- გეყოფა ამდენი ნებივრობა, სახლში კი არ ხარ.
მისი უაზრო გამომეტყველების დანახვას ყველაფერი მირჩევნია. სწრაფი ნაბიჯებით ვბრუნდები ჩემს "ოთახში"
- მისმინე, არ მინდოდა ზიანი მომეყენებინა შენთვის მაგრამ
- მაგრამ რა?
- მამაშენმა ბიზნესში გაგცვალა
ზიზღით შევხედე და ისევ კუთხეში დავჯექი. ვცდილობ გავიხსენო აქ როგორ მოვხვდი, ერთი მშვენიერი დღე იყო. ჩვეულებრივ უნივერსიტეტიდან მოვდიოდით მე და ჩემი და- ნინა. ნინა რაღაცას მიყვებოდა, როდესაც შავი მანქანა მოგვიახლოვდა და იქ ჩამტენეს. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც კი გავიაზრე. მხოლოდ ნინას ყვირილი მესმოდა. შემდეგ თავში ჩამარტყეს და მეც უგონოდ ჩავეშვი ერთ-ერთის მკლავებში. მას შემდეგ იყო დამცირება, ცემა, გაუპატიურება, სიკვდილამდე მიყვანა. თუმცა ახლა აქ ვარ, ცოცხალი და არა გვამი.
- იმ დღეს შენს ნაცვლად ნინა, რომ წამომეყვანა...
- მოკეტე, ნინა ამას ვერ გაუძლებდა.
- შენ რა არ იცი?! მამაშენმა შენსა და ნინას შორის არჩევანი შენზე შეაჩერა. მან შენ გაგყიდა და არა ნინა.
- არ მინდა შენი მოსმენა.
თავი კედელს მივადე და უაზრო სივრცეს გავხედე.
- სიმართლე გითხრა ძალიან მეცოდები. მამამ და შეყვარებულმა კი არა, შენ მთელმა სამყარომ გაგწირა ელიზაბეტ.
საბრალოდ მიღიმის და მტოვებს. არ ვტირი, არ მტკივა. ერთ დროს მყავდა მეგობრები, ოჯახი შეყვარებული. მქონდა მანქანა, უზარმაზარი სახლი და ახლა? ახლა არავინ. ეს გრძნობა არც კი ვიცი რა ქვია მას, იმედგაცრუება? ეჭვიანობა? ეს, ეს საშინელებაა. ახლა მხოლოდ გადარჩენა მინდა, მთელი სხეულით ვგრძნობ შურისძიების წყურვილს. მინდა მამას თვალებში ჩავხედო და პასუხი მოვთხოვო იმისთვის რაც გამიკეთა. გულის სიღრმეში მგონია რომ უდანაშაულოა, რომ ამ ადამიანმა მე ძალით მომიტაცა, რომ მამა მალე გამოჩნდებოდა და აქედან წამიყვანდა, მაგრამ ეს ვიდეო. ეს ყველაფერი საპირისპიროს მაჩვენებელია. ახლა ყველაფერი განსაზღვრულია. განსაზღვრულია ჩემი სიცოცხლეც და მომავალიც. მე ამ მდაბიო, ნაბი^ვრების ხელში ვარ. ვიცი, რომ ცოცხალს არ დამტოვებენ. ჰო შეიძლება ასე პირდაპირ არა, მაგრამ მე, ელიზაბეტ ბურდული, მამაჩემის ხელით მოვკვდები. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ხელის შეხება ვიგრძენი.
- მე ლუკა ვარ, აქ შენს დასახმარებლად ვარ.
- მამაჩემმა გამოგგზავნა? თუ ნიკამ?
ვმშვიდდები და ჩუმად ვაგრძელებ მის მოსმენას.
- არა ბელამ, მან მომიყვა ყველაფერი. მე დაგეხმარები გაგცევაში.
ბელამ არ გამწირა, მან ჩემს გასაყვანად ყველაფერი გააკეთა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მართალია, არც ისე დიდი ხანია, თუმცა ჩვენ მაინც ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ის ჩემთვის დასავით იყო და როგორც ჩანს მისთვისაც იგივეს წარმოვადგენ.
- მზად ხარ? დალოდება არ ღირს.
ნაზად მეხება ხელებზე და მეც დენდარტყმულივით უკან ვვარდები.
- კეთილი ადამიანები არ არსებობენ
ვუყურებ ზიზღით.
- აქ რა ხდება?
ხმა ისმის ჩვენს უკან. ჩვენც მისკენ ვბრუნდებით ნელ-ნელა. იარაღი ჩემსკენ აქვს მომართული. სწრაფი მოძრაობით ლუკაც იღებს იარაღს და მას უმიზნებს.
- ახლა ჩვენ წავალთ.
- ვერსად ვერ წახვალთ ელა აქ რჩება.
- მე ელა მიმყავს, ის აქ აღარ დარჩება.
- მაშინ ორივეს მოგკლავთ.
- შენც მოკვდები.
ხელს მკიდებს და კარისკენ მივყავარ.
უცბად გასროლის ხმა ფარავს ყველაფერს. პირზე ხელს ვიფარებ და თვალებს ვხუჭავ.
- ელა უნდა გაიქცე, მე მას დავეხმარები.
- არა ის უნდა მოკვდეს..
- შენ ასეთი არ ხარ.
- მე ისეთი ვარ როგორადაც მაქციეს.
ლუკა ფეხზე დგება და ოთახიდან გადის. იქვე დაგდებულ იარაღს უჩუმრად ვიღებ და ვმალავ მისსავე მოცემულ ქურთუკში. სწრაფად ვსხდებით მანქანაში და მივქრივართ. საით? არვიცი. მთავარია აქედან ძალიან შორს. გარეთ ვიყურები. ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულის ცემა. მე ხომ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვარ გარეთ. პირველად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს და არა სიბინძურით გაჟღენთილს.
- მადლობას ველოდი შენგან.
ცინიკურად მიცინის გვერდზე მჯდომი.
-შენ შენი საქმე გააკეთე. ამაში ფულს გადაგიხდიან. სამადლობელი არაფერია.
- ჯანდაბა ელის! მე ეს ყველაფერი ჩემი სურვილით გავაკეთე. ამაში ფულს არ ვიღებ.
- მეორედ ელისი აღარ დამიძახო.
თვალებში ცრემლები მიდგება. არ მინდა მასთან ვიტირო. ასე მხოლოდ მამა მეძახდა. მხოლოდ ის.
-ბაკურიანში მივდივართ ელი.. ელა.
არ მიკითხავს იქ რა მინდოდა, რადგან ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ბაკურიანი ბევრად სჯობდა იმ ჭაობს. მხოლოდ ახლა მახსენდება ეს ანაბელის სოფელია. მე მას ვნახავ. მონატრებულს ჩავეხუტები. ფიქრებზე მეღიმება. ადგილზე ვცქმუტავ. ერთი სული მაქვს ჩემს გოგოს როდის ვნახავ. გულში ჩავიკრავ და ამით თავს დავიწყნარებ, რადგან ის მაინც მყავს. ბაკურიანში მალე ჩავდივართ. ნაძალადევად ვუღიმი შემხვედრებს და წინ მივდივარ. ლუკა გვერდზე მომყვება.
- ყველაფერი რიგზეა?
- არა, არაფერი არ არის რიგზე.
მასაც ვუღიმი და სახლის კარს ვაღებ. მყუდრო, პატარა სახლში ბელა მხვდება. სავარძელში ზის და ფანჯარაში იყურება. ზუსტად ვიცი მე მელოდება.
- ანაბელ, დაქალი მოგიყვანე.
მის ხმაზე ცბება და ჩემსკენ იყურება.
- არ მჯერა. ელა ეს შენ ხარ.
მისკენ მივდივარ და ვეხუტები. მის ძველებურ სურნელს ვგრძნობ და მიხარია, რომ მას მაინც შერჩა რაღაც წარსულიდან ჩემგან განსხვავებით.
- სად არიან ჩემები? როგორ არიან? ნიკა? ის როგორ არის?
- შენები არ ვიცი, ელა, მაგრამ ნიკა კარგად არის, ძალიან კარგად.
- კი, მაგრამ ჩვენი მეგობრები სად არიან?
- ელიზაბეტ, მეგობრები აღარ არსებობენ.
გონება მებინდება. ბელა ლაპარაკს განაგრძობს, თუმცა მისი ხმა მე აღარ მესმის. მხოლოდ ჩემი აჩქარებული გულისცემა მესმოდა, გულის, რომელიც გაანადგურეს, მოკლეს, მიატოვეს. ლუკა მკლავში ხელს მკიდებს და მეორე სართულზე ავყავარ.
- დასვენება გჭირდება. დაიძინე ელიზაბეტ.
ოთახიდან გადის. საწოლზე დადებულ ტანისამოსს ვირგებ და რბილ საწოლში ვეშვები. არ ვიცი რამდენ ხანს მძინავს, თუმცა, რომ ვიღვიძებ უკვე ღამეა. ჩუმად ჩავდივარ პირველ სართულზე, სადაც ბელა და ლუკა მხვდებიან.
- ანაბელ, შენ ყველაზე კარგად ხვდები როდის რა მინდა.
მათ ერთ ღერ სიგარეტს ვაცლი და ლუდს ხელში ვიღებ. იმდენად მონატრებული ვარ ამ სიტუაციას, საჭმელს, სასმელს, რომ თავი სამოთხეში მგონია, თუმცა არა ეს სამოთხე არ არის, ეს უსამართლო რეალობაა. გარეთ თბილა, სავარაუდოდ მაისია, ჩემი საყვარელი თვე.
- ელა, ვერც კი წარმოიდგენ რამდენჯერ ვცადე შენი დახმარება.
- ბელა შენ საუკეთესო ხარ ჩემთვის.
- ასე ნუ ამბობ. შენი ოჯახი...
- ოჯახი რომელმაც გამწირა?
- რას ამბობ?
სიგარეტის კვამლს ვუშვებ ტუჩებიდან და მოყოლას ვიწყებ.
- სწორედ მამაჩემის გამო მოვხვდი იქ. ლევანმა ბიზნესში გამცვალა. ჩემსა და ნინას შორის ჩემი გაშვება ამჯობინა. არა ამის გამო არ ვბრაზობ ნინა რომ აირჩია. მე მხოლოდ... არც კი ვიცი რაზე უნდა გავბრაზდე და რაზე არა. ყველაზე გაბრაზებული ვარ. აღარც მეგობრები მყავს, აღარც შეყვარებული, აღარც ოჯახი. ბელა რა ვქნა არ ვიცი. თავს მის კალთაში ვდებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. ვერაფერს ვგრძნობ.
- ბელა მე ასეთი შენს გარდა აღარავის ვჭირდები.
ვიღიმი ირონიულად და ლუკას ვაშტერდები.
- ახლა ჩემი მიზანი მხოლოდ შურისძიება.
სიგარეტის კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ და აივანზე გავდივარ.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

გაგრძელდება? და როდის?

 


№2  offline წევრი vivien

სტუმარი ანა
გაგრძელდება? და როდის?


აუცილებლად, დღეს საღამოს დავდებ შემდეგ თავს ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატი

მომწონს იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი

 


№4  offline წევრი vivien

სტუმარი ხატი
მომწონს იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი


მიხარია, თუ მოგწონთ ❤ ახლახანს დავდე მეორე თავი და იმედია მალე აიტვირთება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent