შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჟავე ცაცხვის- ჟუკოსა და მისი "მეზობელი" ლუნას ამბავი {თავი 2}


21-08-2020, 14:14
ავტორი Mary Drey
ნანახია 910

თავი 2

მას შემდგომ, რაც სხვასთან წახვედი, ჩემო კარგო, ძვლები გაუჩერებლად თრთის.

რამდენიმე წლის წინ...

ნისლი ჩანჩქერებს ხმაურიანად ეცემა. ცის ნაპრალთა ბრძანებლები დაუნდობლად ეომებიან ერთმანეთს, ხოლო ბედკრული დედამიწა და კერძოდ საქართველო დედიშობილა დგება მათ წინაშე. უზენაესობის უპირველეს განკარგულებას მოუთმენლად ელიან.
მჟავე და ტკბილი ცაცხვი შეცბუნებულნი, გაყინული, თითქოსდა ლოლოებ მოდებულნი, კბილებკაწკაწით წვიმის წვეთების ხმას ეტმასნებიან. შემდგომ ნაზი, თუმცა აკიაფებული მზერით ცდილობენ, რომ ერთმანეთს სიტყვების მიღმიერი გრძნობები უთქმელად გაუზიარონ და სიყვარულის თანაზიარი უპირობოდ გახადონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მჟავე და ტკბილი ცაცხვი ერთმანეთს ჯერ სულ რამდენიმე დღე იცნობდნენ, თუმცა მათ შორის პირველივე დღიდან მარადიული სიყვარულის ნაყოფი იქმნებოდა, რომელიც თვითონ ჯერ კიდევ არც კი იცოდნენ.
ყველაზე მეტად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი ტკბილი ცაცხვი- ლუნა დარდობდა. მისთვის არასოდეს არ ყოფილა იოლი ახალი ურთიერთობის წარმოება, რადგან ფიქრობდა... ფიქრობდა, რომ ახლად შემოსული ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ტკივილს შემოიტანდნენ მის ცხოვრებაში. ლუნა ამ ყოველივეს ტყუილად არ ფიქრობდა... მას ჰქონდა მიზეზების უამრავი ნუსხა, რომლებიც თავისი ვარაუდის სიცხადეს ამართლებდა. ერთ-ერთი მათგანი კი ისაა, რომ მან დაკარგა ყველაზე ახლო მეგობარი- ფარი, რომელიც მის ცხოვრებას მზესავით დანათოდა და ათბობდა. ფარიმ თავისი თითქოსდა ბედნიერი ცხოვრება სუიციდით დაასრულა. ეს კი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ახლად გამოღვიძებულ ლუნას მუხლებს უმტვრევდა. შემდგომ კი ყოვლად განადგურებული მიწაზე სასიკვდილოდ ანარცხებდა.
მჟავე ცაცხს მჟავე გემო დაჰკრავდა. მის შემხედვარე თითოეულ ცოცხალ არსებას ერთიანად მოაწვებოდა სოტკბონარევი შიშის გრძნობა, რომელიც მისი უხეში გარეგნობისგან იყო წარმოქმნილი... თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ერთი შეხედვით... ლუნამ მალევე გააცნობიერა, ჟუკოს უხეშ მიმიკებში ჩამალული მზის სხივი, რომელიც სრულიად აბათილებდა მის მიმართ განცდილ პირველ შთაბეჭდილებას.

გადიოდა წლები...
თვეები...
წუთები...
ტანჯული წამები და ლუნა, ყოველ აგვისტოს თვეში უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ჟუკოს მიმართ მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება არ გააჩნდა. მის მიმართ ემოცია ოკეანესავით უსაზღვრო და უძირო გახლდათ.
და სწორედ ერთ დღეს... მაშინ, როდესაც ცხოვრების მიმართ ყოველგვარი იმედი ჰქონდა ამოწურული, სამყარომ ლუნას სულის ნავსაყუდელი აპოვნინა, რომელიც თავის დანაკლის ერთიანად უვსებდა. სულის ნავსაყუდელს კი მთვარის შვილი ერქვა.

- მთვარის შვილო... გთხოვ გამომეპასუხე, რადგან შენ... მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩემი რეალურად ესმის. უნდა გესაუბრო, ჩემო მთვარის შვილო,რადგან ვიცი ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ჩემს ბედნიერებას თავისად მიიღებს.
რამდენიმე დღე მეც ზუსტად შენნაირად ვგრძნობდი თავს... განა ვცოცხლობდი, არამედ ვვარსებობდი. გუშინ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. ყველაფერი მარტივად, რომ ვთქვა უბრალოდ გულს მირევდა!
მთვარის შვილო, რაღაც პრობლემები შემექმნა ოჯახში, სექტემბერში. რის გამოც მშობლებმა, ჩემი ახლო მეგობრების ნახვაც კი ამიკრძალეს. თუმცა დღეს ჩემმა ნათესავმა დაიყოლია დედაჩემი, რომ მეგობრებთან გავეშვი. იქ კი, ჩემი განუყრელი გულის მიჯნური მელოდა. არა... ზუსტად ვიცი, რომ მასაც მოვწონვარ, თუმცა ერთმანეთს რატომღაც არ ვუმხელთ. გვგონია ალბათ, რომ მეგობრული მზერით ვუყურებთ ერთმანეთს. ჩემო მთვარის შვილო... როცა ჩემი, ჟუკო დავინახე ისე ამოხტა გული ლამის გული წამივიდა. არადა წნევა მქონდა აწეული სახლიდან, რომ გავედი და მეშინოდა ჟუკოს ფესვებთან არ ამომელია სული. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა ლამის თავი მოვიკალი. ისე მინდოდა ამომეგლიჯა მისი ლამაზი კოხტა თვალები. ჟუკო კი ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ ჩემმა ხის ქერქმა ტკაცა-ტკუცი დამიწყო. ეჰ... ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი თუღა მახსოვს. თუმცა ჩემში მოელვარე ვარსკვლავები მალევე ჩაქვრნენ, რადგან მან მე ნაჯახზე მჭრელი სიტყვები მარგუნა. მან ერთ ცაცხვს ცოლობა სთხოვა. აი, მაგ წამს მიწა თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. თუმცა ვერ ვხვდები... ვერ ვხვდები, ჩემო მთვარის შვილო. არადა მის თვალებში სულ სხვა რამეს ვკითხულობდი. რა ვქნა არ მჯერა, რომ ჟუკო მხოლოდ მეგობრული მზერით მიყურებს....- ხვნეშითა და ფოთლების ნელი, ნოსტალგიური შრიალით წარმოთქვა ლუნამ, რომელსაც ხმა ნელ-ნელა უფრო და უფრო უთრთოდა.
- ღმერთო! ნეტავ იცოოდე რამხელა კონტრასტია წინა საუბარსა და ამ საუბარს შორის! ნეტავ, იცოდე რამხელა ბედნიერებას მჩუქნი, როდესაც შენს სიხაარულს მიზიარებ! რამდენად მიყვარხარ, რომ შენი სიხარული სიტყვებს შრის დავიჭირე!
ღმერთო, ლუნა... როგორ მაბედნიერებ შენდაუნებურაად!
ნუთუ შეყვარებული ხაარ?
ეგ ბიჭი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან კარგი უნდა იყოს შენნაირი ადამიანის სიყვარული, რომ მოიპოვა!
და ნამდვილი სულელი იქნება თუ დაგთმო!
მინდა, რომ იცოდე შენი პიროვნების რეალური ღირებულება... მე მას ძალიან, ძალიან მაღალ ფასად ვაყენებ.
ჩემი რჩევა კი ასეთია: დაანახე თუ რას ნიშნავს შენთვის ის, დააკვირდი და დაელოდე.
ყოველ ქცევაში, მიმიკაში, მოძრაობაში აჩვენე შენი სიყვარული... დააკვირდი მის რეაქციას შენს გამოჩენაზე, შეხებაზე, შენს სიტყვებზე. მინდა, რომ დაინახო რომ ჟუკო განსაკუთრებულ ადამიანად აღგიქვავს... და თუ დაინახავ მის თვალებში შენით უსაღვრო აღფრთოვანებას შემდგომ დაელოდე... დაელოდე, როდის გამოცურავს შენკენ...
რადგან თუ ისიც იმავეს იგრძნობს, რასაც შენ გრძნობ, აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს შენს შესანარჩუნებლად. თუ არა და დამიჯერე, ის არ ღირს იმად რომ შენი გული დაინახოს.
ჩემგან დანახული შენი სიტუაცია ასეთია: ჟუკოს უყვარდი ან მოსწონდი და როდესაც შენ მისი წრიდან გაქრი, ხელი ჩიქნია და სხვა ცაცხვისკენ გაიწვდინა ხელი. ახლა შენი ვალია მასში მივიწყებული გრძნობები აღადგინო და დაანახო, რომ შენც იმას განიცდი მის მიმართ რასაც ის შენდამი. მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვების გარეშე... მუნჯი კინოს მსგავსად უნდა მოახერხო. ამით თავს დაიზღვევ, იმ შემთხვევაში თუ ცდები და მხოლოდ მეგობრულად გიყურებს. (რაც ცოტა საეჭვოა)
მოკლედ ლუნა... პირდაპირ ჟუკოს სიყვარულს ნუ აუხსნი. იმიტომ, რომ სარისკოა. თუ მას ღმერთი გაუწყრა და უარგყო, შენ ამას ვერ გადაიტან. ამას აქედანაც კი ვგრძნობ. არ მემეტები ასეთი დამსხვრევისთვის და ასე ვერ გავრისკავ!
მითუმეტეს მას შემდეგ რაც შენ გადაიტანე...
მიყვარხარ, ლუნა... იცოდე, რომ მარადიულად მე შენს გვერდით ვარ! სადღაც, თუმცა შენს გულთან ძალიან ახლოს!
- იცი, რას ვერ ვხვდები, ჩემო მთვარის შვილო? დღეს საღამოს, ჟუკო ისევ ვნახე და ყურადღების ღირსად არც კი ჩამთვალა მანამ სანამ უშუალოდ მე გვერდზე არ გავიყვანე და რაღაც თემასთან დაკავშირებით ბოდიში არ გადავუხადე. უბრალოდ არ მესმის... ზოგჯერ ისეთია, რომ მართლა მგონია, რომ ვუყვარვარ, თუმცა მეორე დღეს პირიქით. ისე ვიყავი დღეს მისი ჩემდამი დამოკიდებულების გამო, რომ მეთქი ვსო... ვარსკვლავი ჩამიქრა და ცხოვრება აღარ მინდა თქო. ადვილად შემიძლია სუიციდისკენ ნაბიჯი გადავდგა. ამის მეშინია სწორედ.
მაგრამ, ჟუკო, როდესაც ჩამეხუტა და მითხრა შენს თავს გაუფრთხილდი, რადგან მიყვარხარო, თითქოსდა ცა ჩამოიქცა. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი... იგი მხოლოდ მეგობრულად, რომ მიყურებდა.
ჯანდაბას ჩემს თავს....
თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდა სულ და მათ სასიყვარულო ურთიერთობას "მურმანის ეკალისავით" ვეღობებოდი წინ.
ამ წამს მძულს, მთვარის შვილო, ყველაზე მეტად საკუთარი თავი... შემიყვარდა ის ადამიანი, რომელიც არაფრით არ მგავს. არც გარეგნიბით გამოირჩევა და არც მაღალი გონებით. სულელი ვარ, აბა რა ვარ?! მაგრამ?
და რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად ვხდები, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ცხოვრების მკვლელი თავადვე გამოვდგები.
მჭირდები, მთვარის შვილო...
იცოდე, ერთხელ აუცილებლად მოხვალ. რაჭაშიც წამომყვები ოდესმე. უარს ვერ მივიღებ.
მე შენ მჭირდები....- კვლავ შეეხმიანა მეორე დღეს, ლუნა თავისს ერთგულ მეგობარს, მთვარის შვილს.
- ისევ! ისევ! ისევ... შენი საუბრები ემოციებით მავსებს!!!
ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარხარ! ნეტავ, იცოდე შენმა ბოლო სიტყვებმა როგორ ამავსო ბლანტი მზის სხივებით!
იცოდე, რომ მეც მჭირდები!
ყველაზე და ყველაფერზე მეტად!
და იცოდე რომ ერთ დღესაც აუცილებლაად შეგხვდები!
იმ დღეს კი მოუთმენლად, თითქმის გიჟური აღტაცებით ველოდები.
თუმცა მანამდე რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო მინდა, რომ ასე შორიდან გიცნობდე..
ხოდა იცი რა? მე შენ ძლიერ ადამიანად გთვლი... თვითმკვლელობა კი ყველაზე ადვილი გამოსავალია...
ჯანდაბა, ვის არ უფიქრია ამ სამყაროდან გაქრობაზე აორთქლებაზე, მაგრამ მე სულის, ღმერთის არსებობის მწამს... ისე მწამს როგორც არაფერი ამ ქვეყნაად...
უბრალოდ იმდენ ცოდვას ჩავდივარ მის წინშე ყოველ ჯერზე... საშინელი ეგოიზმი იქნება თუ მისთვის მაინც არ განვაგრძობთ ცხივრებას...
მე ღერთის მწამს ლუნა... არ ვიცი შენ ქრისტიანი ხარ თუ არა... თუმცა ძალიან გთხოვ რომ ჩემს გამო... ჩემი და ჩემი ღმერთის გამო ყველა სიტუაციაში განაგრძო ცხოვრება...
იცოდე, რომ მთვარე ცაზე ისევ გამოჩნდება და ის შენ ძებნას დაგიწყებს... არც კი მინდა წარმოვიდგინო უშენობით გამოწვეული სიცარიელე მთვარის ათინათებს შორის...
თუ ცხოვრების ხალისს დაკარგავ ეს არ ნიშნავს რომ ცხოვრების დასრულების უფლება გაგაჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი მიზეზი უნდა იპოვო სიხარულისთვის. და თუ პოვნის თავი არ გაქვს დაელოდე.
ჯანდაბა, ვიცი რომ გიორგის მოსწონდი...
დქ ახლა უკვე დაზუსტებით ვიცი რომ არ გიმსახურებს...
და თუ მასე ძალიან უყვარს ის "ვაკელი ცაცხვი" დაე იყოს მასთან. ყველას აქვს უფლება ბედნიერების.
შენ კი ნუღარ დახარჯავ ცრემლებს იმის გამო, რომ მხოლოდ შენ გიყვარს.
იყავი ბედნიერი იმით რომ ის ბედნიერია... დატკბი მისი ყურებით, მანამდე უყურე, სანამ არ გაცვდება და არ მიხვდები რამდენად ჩვეულებრივია... ჩვეულებრივები კი შენნაირ არაჩვეულებრივებს ვერ ხედავენ... უბრალოდ ამის უნარი არ აქვთ ვერ გაამტყუნებ.
სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილიც კი სასიამოვნოა... ხომ ასეა, ლუნა? ხოდა შენც დატკბი იმ მტკივნეული პეპლების ფარფატით შენს მუცელში მისი დანახვისას, რომ იღვიძებენ.
ნუ შექმნი ტრაგედიას შენი სიყვარულით... უბრალოდ ისიამოვნე მომენტით, არც საკუთარ თავს აიძულო რამე და არც იმ უხეირო ცაცხვს...
ვგულისხმობ ტკბობას, რომელიც ტკივილის შეგრძნებითაა გამოწვეული...
ჩემი რჩევაა, ლუნა - ნუ გაბრაზდები მისი სიყვარულით სავსე თავლების გამო, რომელიც შენკენ არაა მომართული. ეგოიზმი ყველაზე საშიში რამაა დედამიზე. ეგოიზმის გამო ვართ ადამიანები საშიშები... ეგოიზმია ადამიანის მანკიერება.
ხოდა ნუ იქნები ეგოისტი...
კიდევ ერთი რამ, ლუნა...
თუ შენ მასზე ეჭვიანობ ეგ სრულებით ნორმალურია... მაგრამ თუ არ შეგიძლია იმის ატანა, რომ ის სხვის გამოა ბედნიერი ესე იგი შენ ის ნამდვილი სიყვარულით არ გიყვარს... ხოდა მაგ ჩვეულებრივი გრძნობის გამო თავს ნუ დაიტანჯავ. არც მაგ გრძნობის გაქრობას ეცადო. შეეგუე და მიიღე ის შენში როგორც ცალხრივ გრძნობად. რაც უფრო გაუძალიანდები მით უფრო გაგიჭირდება ჟუკოს ჩვეულებრივ ცაცხვად აღქმა...
ნუ იქნები სევდიანი სიყვარულის გამო... ეგ ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გრძნობააა! სიყვარულია ყველაფრის საწყისი... ბედნიერი იყავი სიყვარულის გამო, რომელსაც შენს სხეულში დაუდია ბინა. ის დაგეხმარება სამყაროს სილამაზის დანახვაში. ისეთი რამეების შემჩნევაში რასაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ აქცევ... დამიჯერე მაგის გააზრებაც კი სიხარულს განგაცდევინებს... მადლობა გადაუხადეს, ჟუკოს, რომ გახდა საბაბი შენი სამყაროს გაფერადებისთვის... და დაიკიდე თუ მის სამყაროს სხვა აფერადებს... მთვარია შენი სამყარო ხომ ასეა? ... მთავარი ხარ შენ, ლუნა და სხვა არავინ... სხვის სამყაროზე კი მას შემდეგ იდარდე რაც აღმოაჩენ, რომ ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი იპოვე. ის ვინც შენთვის შეიქმნა...
მანამდე კი დატკბი ცხოვრებით... მანამ სანამ შანსი გაქვს... სანამ ახალგაზრდა, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ხარ... უსმინე დელ რეის, უყურე ცას და შეიგრძენი შენს სახეზე მონავარდე ნიავი... ეს არის ის რაც ახლა გჭირდება... გაეცი სიყვარული სამყაროში...
ხშირად უყურე ცას, ლუნა...
იმიტომ, რომ მეც ძალიან ხშირად ვუყურებ...
ცა ჩემი ფავორიტი ქმნილებაა მთელს სამყაროში...
მინდა იცოდე რომ მე შენთვის მუდამ გადაშლილი წიგნივით ვიქნები... ამიტომ თუ რაიმე დაგაინტერესდება მკითხე... მე გულწრფელად გიპასუხებ...
კიდევ მინდა იცოდე რომ რჩევებს იშვიათად ვიძლევი...
მხოლოდ მაშინ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას რჩევა გავცე, როდესაც პიროვების გრძნობები მთელი არსებით მაღელვებს...
ხოდა იცოდე რომ მე ყოველთვის მზად ვარ შენ მოგცე რჩევა... იმიტომ რომ შენ ისევე მაღელვებ როგორც საკუთარი თავი. მიყვარხარ!- შორიდანვე გაისმა ხავერდოვანი ხმა, რომელიც ყველაზე ფერად ქმნილებას... მთვარის შვილს ეკუთვნოდა.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent