შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა გაპოვნინა სვანეთმა?!-სიყვარული (სრულად)


21-08-2020, 17:02
ავტორი skywalk
ნანახია 14 729

არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში ჯერ დადვანი გამოჩნდა, თუ სვანეთის სიყვარული. ალბათ უფრო ორივე მაგრამ ფაქტია ,ჯერ სვანეთი შევიყვარე სიგიჟემდე და მერე დადვანი შემოგვეტენა. თუმცა ბატონ ვაჩეს რომ დავუჯეროთ, მისმა სიყვარულმა შემაყვარა სვანეთი.არ დაუჯეროთ,სად იყო ვაჩე დადვანი მე რომ ვიძახდი, სვანი ქმარი უნდა მყავდეს თქო. ჰო მოკლედ ყველაფერი იქიდან დაიწყო,როდესაც მე და ჩემმაა ორმა სულიერმა დამ გადავწყვიტეთ, ერთხელ და სამუდამოდ დაგვეპყრო სვანეთი. ამისთვის ზუსტად ის დრო ავარჩიეთ,როცა ვირუსი წინაპლანზე ნელ-ნელა მოცოცავდა და ვერავინ ხვდებოდა რამხელა საშიშროება გველოდა წინ. არა გატყუებთ, ყველაფერი მემგონი იქიდან დაიწყო ჩემმაა ყოფილმა სიყვარულმა,რომელსაც ორი წელი ცოცხლად დავტიროდი ცოლი მოიყვანა და საბოლოდ დამშალა. მოკლედ კარგად დასხედით მე ლილუ კვრიკაშვილი ვარ. ვგიჟდები მშრალ წითელ ღვინოზე,უზომოდ რომანტიკული ვარ და სვანეთზე ტოტალურად ,პლატონურად,გაგიჟებულად,ამაღელვებლად შეყვარებული.ყველაფერი კი აი ასე დაიწყო...
******
-ცოლი მოიყვანა.
-როდის?
-გუშინ საღამოს.
-გასაგებია
-მისმინე, ხომ იცი ახლა..
-რა? ყველა უფლება ჩამომერთვა? ეს ისედაც ასე იყოს.საქმეები მაქვს, უნდა გავთიშო. საღამოს შეგეხმიანები.ტელეფონს ნუ ამიფეთქებთ რა.არ ვაპირებ არც ვენების გადაჭრას,არც თავის ჩამოხრჩობას,უბრალოდ მარტო დავრჩები და თავისით გადამივლის,მერე კი ყველაფერი დალაგდება.
-ადამიანები ასე იქცევიან? ყოფილ შეყვარებულს, ორი წლის განშორების მერე ურეკავენ, აღიარებით ჩვენებას აძლევენ, კარტებს ნაწილობრივ ხსნიან, მერე დუმდებიან და ისევ უთქმელად მიდიან, მეორე საღამოს კი ცოლი მოჰყავთ ჟუჟუ? გაიცინა და თუთიყუშს საჭმელი ჩაუყარა.
ახლა დაიწყებენ,რეკვას.იმის გარკვევას როგორ ვარ და სინამდვილეში ყველას უნდა რომ მოისმინოს"ძალიან კარგად ვარ" .ნუგეშის მიცემა, დამშვიდდება,ჩემი ტკივილების გაზიარება და მოსემენა თითოულ მათგანს " ეზარება".ყველა თავის ნაჭუჭშია გამომწყვდეული და ფიქრობენ რომ მე სულელი ვარ, გავგიჟდი. არ შეიძლება ადამიანს "მისტიროდე"ორი წლის შემდეგაც,შენს გულში დამწყვდეულ სიყვარულს ვერ აქრობდე და ვერ "გადაიყვარო" ასე როგორ შეიძლება? ის ვინც ასე გიმეტებს,თურმე ღირსი არაა, ამ დონემდე განადგურდე და მას შენი ცრემლები აჩუქო. სინამდვილეში შესაძლებელია ის ადამიანი,საერთოდაც აღარ მენატრება. მე უბრალოდ მისი ხმა, რომელიც ორი წელია არ გამიგია,მისი სურნელი,რომელიც ბოლოჯერ შევიგრძენი ამ დრომდე მომყვა და ახლა ასე უცებ გამოილია,მისი ღიმილი,რომელიც ყოველთვის მაგრძნობინებდა რომ მე ბედნიერი ვარ, მისი შეხებისას გამოწვეული ჟრუანტელი. მისი კოცნა,მისი ტუჩების გემო მენატრება. გაურკვევლობა ადამიანისთვის ყველაზე დამანგრეველი გრძნობაა.როცა არ იცი რატომ მიგატოვეს, რისთვის დაგტოვეს და ბედნიერება რატომ წაგართვეს,ეს გახრჩობს მაგრამ არ გკლავს, სუნთქვას გიკრავს მაგრამ გაცოცხლებს. გგონია ვერ უძლებ და ყოველჯერზე უფრო მყარად დგები ფეხზე,სულის გარეშე,გრძნობების გარეშე.დაცარიელებული.
***
_იცი როგორ მიყვარხარ? გაფრენამდე,გაგიჟებამდე ბოლო ამოსუნთქვამდე. სანამ ვარსებობ მხოლოდ შენთვის ვისუნთქებ ლილუ და მინდა შენც მხოლოდ ჩემთვის ისუნთქო.
_პირველები და უკანასკნელები?
-სამარის კარამდე.
-უსასრულობამდე და იმის იქით.
********
_ჟანგბადის გარეშე,ჰაერის გარეშე დამტოვე და წახვედი..რას ფიქრობდი გავძლებდი?..
***
-ლილუუუ, შენი ოცნების საგზური მიჭირავს ხელში, სვანეთი ორი კვირით,მესტიაში საუკეთესო სასტუმრო,გიდი და გართობა, მზად ხარ?
_ ჩემი სიყვარული ხელებგაშლილი მელოდება,სვანეთოო მოვდივარ,უნდა დაგიპყროო.
-ფრთხილად,სვანმა ბიჭმა აქეთ არ დაიპყროს შენი გული.
-ძაანაც კაი, ან სვანი ან არავინ.
***
-ოო, დედა კარგი რა, სულ რაღაც ორი კვირით მივდივარ, მერე სამსახური ახალი საქმეები,ასეთი შანსი მეორედ აღარ მომეცემა.რა განერვიულებს? რა უნდა დამემართოს? კარგი რა, ესეც ჩვეულებრივი ვირუსია. ჩემს გოგონებთან ერთად სვანეთში წასვლა ყველაზე მეტად ახლა მომიხდება, გეფიცები ჭკვიანად ვიქნები,სახსალამათი დაგიბრუნდები უკან,ვფიცავ!
-იცოდე, მხოლოდ ორი კვირა.
-ცოტა მიტყდებასავით 25 წლის გოგოს,რომ დროებს მიწესებ, მაგრამ კარგი,მხოლოდ ორი კვირა.
****
-მე,რომ სვანი არ ვარ?
- რომ შეგიყავრე მაგაზე კი არ მიფიქრია.ახლა გვიანია უკვე .
***
-გრძნობ ? ეს სვანეთის ჰაერია, ასეთს სხვაგან ვერ შეგრძნობ. თბილისის ბუღში, ავტომანქანების გამონაბოლქვით გადავსებული ქალაქი, ხმაური, ირგვლივ მხოლოდ შენობები, ამ ყველაფრის მერე სვანეთი ნამდვილო სამოთხეა, მარიამ ხვდები ?
-ღმერთებო, დაიწყოო. ჯერ მხოლოდ 5 წუთია სვანეთის მიწაზე ფეხი დადგა და უკვე გამოშტერდა.
-რა ვქნა გენაცვალე, სვანეთის სიყვარული ბავშვობიდან დამყვა და სისხლში ისე მაქვს გამჯდარი, სულ რომ აქ მოვკვდე მაინც ვერ გადავიყვარებ აქაურობას.
ჩემი აზრით ჯერ უშგული უნდა ვნახოთ და მერე სხვა დანარჩენი, სიყვარულის კოშკის ნახვის გარეშე, მე აქედან არ წავალ. ნამდვილი სვანური კუბდარი თუ არ ვჭამე, სვანი ბებიის გამომცხვარი, აქედან ვერ ამხიკავთ. მი სი მალატ სვანეთო!
ხელები გაშალა და საწოლზე ზურგით გადაწვა.
-ლიზა, მემგონი ლილუს წამოყვანა არ იყო, მთლად კარგი აზრი.გაიცინა მარიამ და ჩემოდნების ამოლაგება დაიწყო.
-აუ, ბავშვებო ახლა რომ სვანეთში ჩავრჩეთ, რამდენს ვიცინებ.
-გაგიჟდი? ირინა აქვე დამმმარხავს, ისედაც თავი გაიგიჟა, დედიკო ყველაფერი ახლა ნუ მოგინდებაო, შენი საქმეები მაინც მოგეგვარებინაო, ვერ ავუხსენი,რომ ორივე სასამართლო პროცესი გადაიდო და ჩემი ორი კვირით სვანეთში, დასვენებით არაფერი დაშავდება.
-ბავშვებო, სასტუმროს ჯავშნის ფული,ხომ წინასწარ გადავიხადეთ.
-კი,ლიზაზუ ჩემი ბარათით გადავრიცხე სქრინშოტიც მაქვს, პრობლემაა რამე?
-მემგონი სხვა ოთახია დაჯავშნილი, წამოდით გავარკვიოთ, რესეფშენიდან დარეკეს ახლა.
-აუ, ვინმე სიმპატიური ბიჭის ოთახში რო ვისხდეთ ახლა და თვითონ სააბაზანოდან გამოვიდეს.
-მარიამ, ცოტახანს შეეშვი ისტორიების კითხვას , სვანეთში ვართ ჩემო სიცოცხლე.წამოდით.
***
-გამარჯობა, რამე პრობლემაა? ჯავშანი ჩემს სახელზეა, რეგისტრაციც უპრობლემოდ გავიარეთ, შეცდომა ორი საათის მერე როგორ აღმოაჩინეთ?
-მაპატიეთ, ქალბატონო თქვენი პირადობა მომაწოდეთ და ყველაფერს გადავამოწმებ, ბოდიშის გიხდით.
-აი, აიღეთ.
- ლილუ კვარაცხელია არა ?
-დიახ, ლილუ კვარცხელია.
-ბატონი გიორგის მოთხოვნა იყო, რომ თქვენი ოთახი, ჩვენი საუკეთესო ნომრით შეგვეცვალა, სასტუმროს 28-ე სართულზე, ხარჯები დაფარულია, ორი კვირის მანძილზე. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.
-უკაცრავად? მე თქვენთან დავჯაშვნე ნომერი, სამ ადამიანისთვის და აქ მოსული, მეუბნებით რომ სხვა ნომერში უნდა გადავიდე, მხოლოდ იმიტომ რომ გიორგი კვარაცხელიამ დაგირეკათ და სხვა ოთახი მიყიდა ორი კვირით?
-სამწუხაროდ,ჩვენ მისი სურვილის საწინაღმდეგოთ ვერ წავალთ.
- რატომ? იმიტომ რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია?თქვენს სტუმრებს, მისი სტატუსის მიხედვით არჩევთ?მე რომ მოვიდნდომო, ნებისმიერი სტუმრის სასტუმროდან გაშვება ,იმიტომ რომ მამაჩემი პრემიერია უნდა გაუშვათ? გააუქმეთ ჩემო ჯავშანი და თუ შეიძლება უზრუნველყავით ჩემი სხვა სასტუმროში ტრასპორტირება!
-გოგონებო,ვლაგდებით და გავდივართ რა.სხვა სასტუმროში გადავდივართ. გიორგი ფიქრობს, რომ ყველაფრის კონტროლის უფლება აქვს, უკვე ძალიან დამღალა,შეიძლება ყველაფერში ჩაერიოს და აკონტროლოს?
-დამშვიდდი რა, მამაა და მაინც ნერვიულობს შენზე, რაც არ უნდა იყოს.არ მიეცი ნება დაგხმარებოდა სამსახურის შოვნაში, არ მიეცი ნება ჩარეულიყო შენს კარიერაში, არ აძლევ უფლებას დაფაროს თქვენი სახლის ფული, არ აძლევ ნებას იზრუნოს შენზე,გაუგე ლილუ ისიც მამაა, რაც არ უნდა იყოს. ნერვიულობს და ღელავს შენზე, რომ გვერდით არ ყავხარ ისე ვერ ერევა შენს ცხოვრებაში, როგორც ლევანისასში.
-არ მინდა ლიზაზუ! მართლა არ მინდა მისი ფული, მისი ქონება! მისი მზრუნველობა! ახლა როცა გავიზარდე, როცა ფეხზე ვდგავარ,როცა უმამობას მივეჩვიე, მოდის და ხელებს აფათურებს ჩემს ცხოვრებაში. არ მითხოვია , სვანეთში წამოსასველი ტური დამიფინანსე თქო. იმითვის, ვმუშაობდი რომ ჩემი შრომით მოპოვებული ფულით დამესვენა და არა მამაჩემის ქონებით, ისედაც ყველა ფიქრობს რომ ლილუ კვარაცხალია გიორგის ფრთებს ამოფარებული დადის და მისთვის შეუძლებელი არაფერია.
მშვიდი ჩვეულებრივი ცხოვრება მინდა და ამის საშუალებას რატომ არ მაძლევს?..
-კარგი ჩემო პატარა, დამშვიდდი, წამოდი ახლავე წავიდეთ, რა აზრი აქვს რომელ სასტუმროში ვიქნებით, მთვარია კარგად გავერთოდ და შენ იყო კარგად.
***
- მე სამი შვილი მინდა.
- პირველი ბიჭი და მერე გოგოები
- აი, წარმოიდგინე, სიარულს რომ დაიწყებემ და სახლში იბაჯბაჯებენ, პატარა ხელებით რომ მოგეფერებინა.
- შენსავით ულამაზესები, რომ იქნებიან.
- ზოგჯერ, მეშინია ამ იდეალურობაში, ყველაფერი არ ჩამოიშალოს და ოცნებების ნანგრევებში არ მოვყვე.
- ლილუ, ჩემო პატარა, ძალიან მიყვარხარ, ეს სიყვარული იმხელა ვერ დაიტევს მთელი დედამიწაც კი, ნუ ფიქრობ მსგავს რაღაცეებზე, ჩვენ ერთამნეთი გვყავს და ყველაზე მთავრი ისაა რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ერთამენთი. ყველაზე თბილი და მაგარი ოჯახი გვექნება ჩვენ.
- მპირდები?
- გპირდები!

***
- ჯერ მხოლოდ ორი დღეა რაც აქ ვართ და უკვე იმდენი ადგილი მოვიარეთ, ვერ ვხვდები კიდევ რა დაგვრჩა სანახავი.
- მარიამ კარგი რა, ჯერ სვანეთის 20% არ გვინახავს. ცოტა ადრე უნდა ავდგეთ ხოლმე.
- სერიოზულად? ისედაც 9-ზე გავდივართ, დასასვენებლად ჩამოვედით , კიდევ 12 დღე გვაქვს წინ.
- მოკლედ გადავწყვიტე, რომ ბოლო სამი დღე ერთ-ერთ სოფელში ავიდეთ და იქ დავრჩეთ, სვანურ ოჯახში, რა მაგარი იქნება წარმოიდგინეთ? სვანურ ტრადიციებს ახლოდან გავეცნობით, უფრო მეტ რამეს გავიგებთ.
-სვანი ბიჭიც გაიცანი და მერე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ.
-ლიზაზუ ნუ მეღადავები ძაან გთხოვ.
-ჩემო ლამაზო, ვინ მე ? რა სისულელეა, ხომ იცი ვოცნებობ, სვანი ქმარი გყავდეს მეკი სვანი სიძე.
-გადიიიიი.
**********
მოკლედ ,რაღაცას რომ ვიტყვი ის აცილებლად უნდა გავაკეთო,ეს ყველამ იცის.სვანეთში რაც სანახავი იყო ყველაფერი ვნახეთ თითქმის. სიყვარულის კოშკამდე ვერ მივედით, გული ძალიან დამწყდა მაგრამ რას ვიზამდი? სვანებთან ვიყავი და ჩემი ფეხების "ბაკუნი" აქ არაფერს შეცვლიდა. ვიყიდე ყველაფერი რაც სვანეთს ეხებოდა და ჩემი დანაზოგის 80% მხოლოდ ამაში დავხარჯე. ახლა მკითხავთ, რად გინდა დანაზოგი,მამაშენი პრემიერია, გადაიდე ფეხი-ფეხზე და იჯექი სახლშიო. ეგ ცალკე ისტორიაა,რატომ არის მამაჩემი ცალკე და როგორ მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ ძალიან კარგი,საყვარელი და უზომოდ სიმპატიური ძმა მყავს.
მოკლედ ბევრი რომ არ გავგრძელო, ჩვენი ბოლო 5 დღე ხაიშში უნდა გაგვეტარებინა,სოფელში ავედით, ოჯახშიც დავბინავდი, საღამოს ყავას ვსვამდი სვანეთის ჰაერზე და ვარსკვლვავებს ვითვლიდით, ლიზაზუმ რომ იყვირა.
-გოგოები ირინა მოგვკლავს,დედაჩემი თავს მოიკლავს,ნანა დეიდა ბევრს დაგვცინებს და ლილუ შენი ოცნება ახდა.
-კარგად ხარ ლიზაზუ?
-სვანეთში ჩავრჩით,გილოცავთ.
-მგონი სიცხემ აგიწია.
-მოდი,მამაშენი აკეთებს განცხადებას უყურე.
ხოდა ასე,მამაჩემა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებო,ყველა ქალაქსა და სოფელში აიკრძალა შესვლა გამოსვლა,კომენდატის საათიც დანიშნა და მე სვანეთში ჩამტოვა. ვაჩე დადვანი კი ამ დროს ჩემს მოპირდაპირე ეზოში ჩაით ხელში იდგა და ბუტბუტებდა.
"ისე შეიცხადა თითქოს,საშვს ვერ ჩმოუტანს მამიკო თბილისიდან და სადაც უნდა იქ ვერ დასვამსო"
ვაჩე,სინამვილეში მართალი იყო მაგრამ მამაჩემთან არასდროს მივიდოდი რაიმეს სათხოვნელად,ირინას სულ ვენები რომ გადაეხსნა, აქ გაჩნდიო.
მოკლედ,ასე ჩავრჩით ლიზაზუ,მარიამი და მე ჩემს დეპრესიასთან ერთდ,სვანეთში ვაჩე დადვანის მეზობლად.
ჩვენს მასპინძლებს,რომ ვუთხარით სვანეთში ჩავრჩით,სადმე სახლი თუ ქირავდება იქნებ მიგვასწავლოთ თქო, ბებია იელამ თავი გაიგიჟა,რას ქვია სხვაგან უნდა წახვიდეთ,ჩვენს სტუმრებს არსად გავუშებთ,თქვენისთანა გოგონები სულ კი არ მოდიან ჩვენთანო.იელა და ბეშქენ ტვილდიანები უკვე 50 წელზე მეტია ერთ სარეცელს იყოფენ და დღემდე უდიდესი სიყვარული აქვთ ერთმანეთს მიმართ. 4 შვილი და 12 შვილიშვილი ჰყავთ. ახალგაზრდები უმეტესად ქალაქში არიან.ზაფხულობით და ახალწელს სტუმრობენ მშობლიურ მხარეს. "რა ვუყოთ შვილო,ახალგაზრდები არიან,დროება შეიცვალა,აქ ყოფნას ვერ დავაძალებო" გვითხრა ბეშქენ ბაბუამ.თვალებში კი შვილების, შვილიშვილების სიყვარული და მონატრება ჩუდგა,იქიდან კი ვარსკვლავებივით გადმოსცვივდა,ორად ორი ცრემლი.სვანეთი სიყვარულია. სვანეთი ისტორიაა. ტრადიცები,რომლებსაც ჩვენი წინაპრები დღემდე ინახავენ. მწვერვალები ,რომლებიც ამაყად დგანან და თავს,არასდროს არავის უხრიან,ყოველი შეხდვისას თითქოს გვეუბნებიან,რომ სილამაზე მიუწვდომლობაში და ამაღელვებაშია. კოშკები,რომლებიც წლებს უძლებენ და თითოეულ მათგანში,მინუმუმ ერთ ისტორიას მაინც ინახავენ. სვანეთში ცაა იცით როგორი ლამაზი ? რომ შეხედავ,თითქოს სული გეწმინდება,ყველაფერი ერთად გავიწყდება და სადღაც ძალიან შორს, იკარგები.და ეს დაკარგვა ყველაზე საუკეთესო რამაა,რაც განგიცდია შენს ცხოვრებაში.
ირინამ მეორე დილას,მამლის ყივილამდე სამჯერ დარეკა. მესამე ზარზე,თავი ძლივს წამოვწიე და ეზოში გამოვედი ბავშები,რომ არ გამეღვიძებინა.
-დედა,ჯერ 8 საათიც არ არის,მშვიდობა გაქვს?
-არა,ხომ გითხარი დედიკო,არ წახვიდე ახლა,არ გინდდა ეს სვანეთი მეთქი? რატომ არ მიჯერებ არასდროს? სვანეთში რა უნდა გააკეთო ახლა? ერთი თვე დედიკო,შენს გარეშე რა ვქნა მე აქ.
-ირინა დამშვიდდი გთოვ. სვანეთში ვარ,სადმე ქვეყნის დასალიერში ხომ არა ? ჩაწყნარდება სიტვაცია ცოტა,მოხსნიან ამ აკრძალვებს და წამოვალ აბა რა იქნება? სანერვიულო არაფერია საერთოდ.ხაიშში ვართ,ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი წყვილის ოჯახში,სულ რომ მოვინდომო ესენი აქედან მაინც არ გამომიშვებენ ჯერ. არ ინერვიულო ჩემზე.
-კარგი რა ლილუ,არ მესმის ასე მშვიდად როგორ ხარ ? სვანეთში ხარ შვილო,მთაში.
-დედა! სვანეთში ხალხი ცხოვრობს, ცოცხლობს.ნეტა განახა აქ რა კარგია,როგორი სიმშვიდეა და რა ლამაზია აქაურობა. შენც უნდა წამომეყვანე,ახლა მშვიდად იქნებოდი.
-ლილუ გთხოვ მამაშენს..
-არა დედა! აღარ გააგრძელო,გიორგის არაფერზე დავურეკავ,არ მჭირდება მისი დამხარება.იცოდე შენც არაფერი უთხრა,თორემ ძალიან მაწყენინებ. მაგ კაცის არაფერი მჭირდება. უნდა წავიდე ახლა,დროებით თავს მიხედე და იცოდე არ ინერვიულო,ძალიან ბევრს გკოცნი.

სვანეთში თუ წახვალთ,თუ კი არაა აუცილებლად უნდა წახვიდეთ,იცოდეთ დილას აუცილებლად გაიარეთ ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა და იგრძენით,რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია და მას თავად ადამიანები ვქმნით.
-შენთვის არავის უთქვამს,რომ დილას საღამურით გამოსვლა გაციების ტოლფასია?
მოულოდნელად ბოხი ბარიტონი რომ გავიგე,ისე შემეშინდა ლამის სვანეთში გამიჩერდა გული. მაგრამ ამ ახალგაზრდას,ჩემს გაციებასთნ რა უნდა? მზრუნველი იდიოტი.გამარჯობათი მაინც დაეწყო.
-არ ინერვიულოთ,მაღალი იმუნიტეტი მაქვს.
-ეჭვიც არ მეპარება. ლილუ არა ?
-სადმე შევხვედრილვართ?
-აუცილებელი არა სადმე შეგხვედროდით,ლილუ კვარაცხელიას ყველა იცნობს.პრემიერის ქალიშვილი,რომელიც სვანეთში ჩარჩა. ვერტფრენის დაჯდომას ელოდები?
-ვგიჟდები შენნაირ ადამიანებზე,სხვის ცხოვრებას ერთიშეხედვით რომ აფასებენ და მედლის ერთ მხარეს უყურებენ. დიახ! მე ლილუ კვარაცხელია ვარ, პრემიერის ქალიშვილი მაგრამ ეს მხოლოდ შენნაირი ადამიანებისთვის. მაინც, რომ იცოდე ,არსად წასვლას არ ვგეგმავ,მითუმეტეს ვერტფრენით,შენ კი გილოცავ,ძალიან ლამაზი დილა გამიფუჭე.
გოგონებს გვერდით მიუწვა და ორივეს მაგრად ჩაეხუტა.
-ირინამ დარეკა არა ?
-ოდესმე მითქვამს,რომ მეზიზღება ჩემი გვარი კვარაცხელია,რომ არის და თან გიორგი მამაჩემია ?
-რა მოხდა?
-დავიძნოთ რა.

15 წლის იყო ლილუ .მამამისმა კარი,რომ გაიხურა და დედას შეატოვა შვილი.მაშინ დაიფიცა ლილუმ,შენგან არასდროს არაფერს არ მივიღებო.ასეც გრძელდებოდა დღემდე. ყველა ფიქრობდა, რომ ლილუმ მამის კალთას ამოფარებულმა აიწყო კარიერა.ეს ფაქტი კი ყველაზე მეტად აგიჟებდა.თავი არ დაუზოგავს სტუდენტობის დროს, რომ დაემტკიცებინა და საკუთარი თავი დაემკვიდრებინა,როგორც ადვოკატი ლილუ კვარცახელია და არა პრემიერის შვილი. . თვიდან პატარა საქმეებით დაიწყო,მინიმალური ანაზღაურებით.ახლა კი უკვე მყარად იდგა ფეხზე. სამსახურში იყო მკაცრი,შეუვალი და მომთხოვნი.ოჯახთან კი თბილი მოსიყვარულე და უზომოდ ყურადღებიანი. რომ გეკითხათ,სიყვარულის შესახებ,თავს ჩაღუნავდა და ჭრილობებს გაიხსნიდა.ვერ ეგუებოდა ორი წლის შედეგაც,რომ ასე დატოვეს,არაფრის გულისთვის და სხვაში გაცვლას. უყვრდა ისე როგორც უყვართ პირველი. უყვარდა ისე,როგორც უყვართ ლილუს ნაირ გოგონებს. და მერე მარტო დარჩენილი,შემოისხამდა ხოლმე ამ მიტოვებას ტანზე და არაფრის დიდებით არ იხდიდა,სანამ ცრმლები ბოლომდე არ დაუშრებოდა,სანამ ყველა ემოციას ბოლომდე არ გამოუშვებდა,მხლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს ახალიდან ავსებულიყო იგივე ემოიციებით.

-იელა ბებია,გეფიცებით ეს საუკეთესო კუბდარია რაც კი ოდესმე გამისინჯავს.
-შეგერგოს შვილო.
-ხომ მასწავლით მეც ?
-ლილუ,შენ მართლა სვანეთში რჩები?
-რატომაც არა? გავათხოვებთ აქვე. იცი რა კარგი ბიჭები გვყავს? სულ კალმით ნახატები. სიყვარულით სავსეები. შენნაირ გოგოს რომ შეეფერბა ზუსტად ისეთები. ბეშქენ,აგერ ჩვენს მეზობლად რომ დადვანები ცხოვრობენ,მაგათ უმცროს შვილზე რას იტყვი?
-ვინ ვაჩე? ჰო,თან შენზე 3 წლით უფროსი თუ იქნება მეტით არა ,ძალიან კარგი ბიჭია,სიმპატიურიც არის,განათლებულიც,ზრდილობიანიც.
-და რაც მთავარია სვანია ლილუ,თან რა მაგარი გვარი აქვს არა ? დადვანი.
-მარიამ! იმედია იმ ხისთავიანზე არ ამბობთ,დილიდანვე რომ ნერვები მომიშლა.
-ვინ ჩვენმა ვაჩემ? რას ამბობ.ეუყურე მაგას,გამიბრაზა გოგო .მოვიდეს აქ ჩაეღიმა ბეშქენ ბაბუას და ცოლს სიყვარულით სავსე თალებით გადახედა
-სად მოასწარი გაფიცებ,20 წუთი არ იყავი გარეთ და უკვე სვანმა ბიჭმაც გაგაბრზა.
-არ მინდა ამზე ლაპარაკი,კუბდარი გამიცივდება.თქვენ გეძინოთ. არ მესმის როგორ შეგიძლიათ ამდენი ძილი?
-უჰ ისეთი სიზმრები მესიზმრება ხოლმე ,რომ იცოდე არ მკითხავდი.

სვანეთის სიყვარმა სულ დამავიწყა,რომ თბილისში ორ დღეში სასამართლო პრცესი მქონდა ჩანიშნული და ჩემი კლიენტიც,ბათუმში ჩარჩა. სასამართლო,რომ გადაიდებოდა ამაში ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ეს საერთოდ არ მაწყობდა.
ბეშქენ ბაბუას პატარა საყვარელი მაგიდა ჰქონდა გაკეთებული ხისგან,ეზოს ბოლოში.დადვანების "ღობესთან" ახლოს. ხილის ჩაი,ლეპტოპი და ჩემი განუყრელი სათვალე ისე კომფორტულად მოვთავსდით,თითქოს ჩემი ყოვედღიურობა ყოფილიყო ეს ყველაფერი.დრო სწრაფად გამეპარა და ამას მაშინ მივხვდი,როდესაც ჩემი ხილის ჩაი დამთავრდა,ღობის მეორე მხრიდან კი დადვანი მიღიმოდა.
-გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო,როგორ ფიქრობ ხილის ჩაი საქმეს უშველის?
გამეღიმა,არადა არ მინოდოდა, მაინც ჩამიტყდა ტუჩის კუთხე. ცხელი რკინის უსაყვარელის ჩაის ჭიქა მომაწოდა,"წამო სვანეთს გავიპაროთ' ჭიქას ეწერა,დადვანს კი არ უთქვამს,ტყუილად იღიმით.ვაჩე უკანასკნელი ადამიანი,იყო რომელსაც სადმე გავყვებოდი.ბოლომდე მაინც ვერ ვპატიობდი გუშინდელ სიტყვებს.ალბათ იმიტომ ,რომ არ მიყვრდა მსგავსი დიალლოგები.უფროსწორედ,გულს მტკენდა ძალიან. მე ლილუ ვიყავი,ჩეულებრივი და უბრალო,საერთოდ არ მადარდება ის ფაქტი,რომ "მამაჩემი" ერთ-ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი პირი იყო.
-გემრიელია,ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია.
-გემირელად მიირთვი.
დადვანმა ,თავისი საყვარელი ჭიქა და პლედი დამიტოვა შეგცივდება და მაღალი იმუნიტეტი ვერ გიშველისო. წინააღმდეგობა არ გამიწევია,ჩაიც გემრიელი იყო და პლედიც თბილი.
საღამოს იელა ბებიამ სვანური ტრადიციული კერძი" თაშმიჯაბი "გაგვსანიჯა. სვანურად „თაშ“ ყველია, „მ’ჯაბ“ კი მოხარშულს ნიშნავს. უფრო სწორად რომ გითხრათ , ეს კარტოფილის თაშ მ ჯაბია.
იელა ბებიამ თან ისიც გვასწავლაა,როგორ უნდა მოგვემზადებინა.
-სვანური კერძებიდან ერთერთი ყველაზე მარტივიად მოსამზადებელია შვილო. მოხარშულ კარტოფილს რძეში კარგად ჩაზელ, პიურედ რომ იქცევა სახაჭაპურე ყველს ჩააჭრი და სწრაფად, მდუღარეს ამოზელ ელარჯივით. ჰო,აი ლილუ ნახე კარგად გამოგდის.ყველი რომ კარგად გაიწელოს, ახალგაზრდა უნდა იყოს.
-ახალგარზდა ყველი რას ნიშნავს? გაკვირვებულმა იკითა მარიამმა
- აი ისეთი, სულგუნი რისგანაც კეთდება. ახალგაზრდა ყველს ეძახიან მაგას.ჭყინტი სულგუნითაც შეიძლება, მაგრამ გემო სხვაა ბებო.აქ სვანეთში ყველაფერი ნატურალური და გემრიელია.
- საოცრად გემრიელია. დაილოცოს თქვენი ხელები .
-გაიხარე ბებიკო,შეგერგოს.
ჰოდა ასე თაშმიჯაბის ჭაამაში ვიყავი გართული,ვაჩეს ჭიქით ჩაის რომ ვსვამდი და ლამის გავგუდე,ბეშქენ ბაბუასთნ ერთად დადვანმა რომ გადმოაბიჯა სახლის ზღურბლს ინსტიქტურად მოვხვიე ხელი ჭიქას,თითქოს ვინმე წამართმევდა და დაკეცილ პლედს გავხედე.
-მოდი შვილო,ჩვენმა ლილუმ თაშმიჯაბი გააკეთა,ისეთი კარგი გამოუვიდა, გაგვისინჯე.
და ასე დაჯდა თამამად,ვაჩე ბატონი ჩემს პირისპირ,ღიმილით გახედა ჩემს ხელებს,მის ჭიქაზე რომ მქონდა შემუხვეული და ჩემი ნახელავის დაგემოვნება დაიწყო.
-არ ვიცოდი,სვანური კერძების მომზადება თუ იცოდით ქალაქში,თან ასე კარგად.
-შენ,ზოგადად ბევრი რამე არ იცი,მაგრამ იელა ბებიამ პირველად გამაკეთებინა აქ. თბილიში ამას ვერ ისწავლი,ისევე როგორც ამ ცას ვერ ნახავ ღამით.
-საინტერესოა ეს ემოცია რამდენხასნ გაგყვება,იქამდე სანამ აქ ხარ, თუ სვანეთს გაცდები თუ არა დაგავიწყდება?
-ის რაც ნამდვილი და ასეთი საოცარია ვერასდროს მიეცემა დავიწყ..
ტელეფონის ზარმა გაყინა..ისევ ნაცნობი ნომერი,ორი წლის შემდეგ რეკავდა,წინადადება ვერ დაასრულა. სადღაც სხვგან გადაინაცვლა და ირგვლივ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა.
-ლილუ კარგად ხარ ?
-კი,ლიზაზუ,უბრალოდ ..მაპატიეთ ახლავე დავბრუნდები უნდა ვუპასუხო.

ტელეფონის სესნორს ხელი აკანკალებულმა გადაუსხვა და რაც შეიძლებოდა მყარი ხმით უპასუხა.
-გისმენ.
-მეგონა არ მიპასუხებდი
-რატომ ავიღე ისიც არ ვიცი.
-გავიგე სვანეთში ხარ
-ჰო,ოცნებების ასრულება დავიწყე.
-უჩემოდ.
-არ გინდა გთხოვ..
-ლილუ მენატრები..
-გეყოფა რაა, ცოლს მიხედე გვიანია უნდა წავიდე.
-ბევრი ვარსკვლავია არა მანდ?
-ნიკუშა გეყოფა! რა გინდა? რისთვის მირეკავ? საბოლოდ გინდა მომკლა? რატომ არ გყოფნის არასდროს ჩემთვის ტკივილის მოყენება. ყოველჯერზე უფრო მეტად და უფრო მტკივნეულად მირტყამ ხვდები? როცა შენს გარეშე ცხოვრებას ვსწავლობ,მაშინვე ჩნდები და ყველაფერს აფუჭებ. არ უნდა გენატრებოდე,არ გაქვს ამის უფლება,მას შემდეგ რაც მარჯვენა ხელზე,ეგ წყეული ოქროს როგლი წამოიცვი გესმის? სუნთქვის საშუელება მომეცი.
-საერთოდ აღარ გიყვრვარ?
-ნუ მაგიჟებ,ახლა რა აზრი აქვს ,ან სიყვარულს ან უსიყვარულობას. ცოლს მიხედე გთხოვ..აღარ დამირეკო.

-ჯანდაბაშიც წასულხარ შენც და შენი მონატრებაც,როგორ დამღალეთ. ნამიან ბალახზე ჩამოჯდა და თავი მუხლებზე დაიდო. თბილი მატერია,რომ მოეხვია მხოლოდ მაშინ აწია თავი და ცრემლიანი თვალები შეანათა დადვანს.
-გითხარი,სვანეთის სიცივეს ნუ ეხმურები თქო, დაიტოვე ეს პლედიც,იმ ჭიქას არ წაგართმევ არ ინერვიულო. და ჰო კიდევ იცოდე არავინ,საერთოდ არავი ღირს შენი ცრემლების ფასად.ქალის ცრმლები ყველაზე წმნიდა და სუფთა და ის მხოლოდ სიხარულის უნდა იყოს.
ასე,გაიხურა კარი და გაქრა დადვანიც ეზოდან. ლილუ კი დატოვა,ვარსკვლავებიან ცასთან ერთად.დადვანის პლედში გახვეული,უამრავი კითხვით. რა უნდოდა ამ ბიჭს,რატომ იყო ხან ცივი ხანაც მზრუნველი..
-რას მიმზადებ სვანეთო? რას წავიღებ აქედან,რომ წავალ? ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა.ჭიქა ისევ იქ დახვდა.გაეღიმა,რომ გეკითხათ,რატომ თვითონაც ვერ გაგცემდათ პასუხს.თუმცა მთავარი ის იყო,რომ ეს ღიმილი იყო წრფელი და ყველაზე გულწრფელი.

-რისთვის დარეკა? უბრალოდ ვერ ვხვდები რა უნდა და რას ცდილობს?
-მასეთ კაცებზე გული მერევა გეფიცები, ცოლი სახლში უზის და შენ გირეკავს მომენატრეო. მაშინ სად იყო ცოლად რომ მოყავდა ?
-კარგი რა მარიამ.
-რა კარგი რა? ლიზაზუ უთხარი ტყულია?
-მართალია, თვითონაც არ იცის რა უნდა. უბრალოდ ვერ ეგუება, რომ შენ კარგად ხარ და მყარად დგახად ფეხზე, მის გარეშე ცხოვრებას აგრძლებ. უშენობასაც ვერ ეგუება და შენთანაც არ არის.
-საერთოდ არ მჭირდება, ხომ შეიძლება თავი დამანებოს? ვცდილობ დავივწყო და არ მაძლევს საშუალებას.
-რას შვრები ? ცდილობ? ხო იცი რო ახლა შენს თავსაც ატყუებ? ლიზა მომეცი ქალბატონის ტელფონი.
- რად გინდა?
- მომეცი თქო.
- რა გაყვირებს კი მაგრამ ასე უცებ რამ გაგაცოფა?
- შეხედე, პასვორდი ნიკუშას დაბადების დღის თარიღი გაქვს, ტელეფონი სავსეა თქვენი ფოტოებით,ფლეილისთში მხოლოდ თქვენი საყვარელი სიმღერები დაიტოვე, მისი სუნამო სულ თან დაგაქვს ლილუ, ყოველღამე მასზე წერ .ერთად გატარებულ მომენტებს იხსენებ. სვანეთში ხარ და ცას რომ უყურებ,ზურგით ზიხარ მაგრამ ვგრძნობ,ისევ იმ არაკაცის გამო ტირი.იცი რამდეჯერ მდომებია მოვსულიყავი და სახეში სილა გამერტყა,რომ ცოტა გონს მოხვიდე? ვერ კი არა არ ივიწყებ,საკუთარ თავში გამოიკტე,რა ჯანდაბაა ნიკუშას იქეთ ცხოვრება მთავრდება? დამთავრდა? ერთხელ მიგატოვეს და ვსო? სამუდამოდ მას უნდა შეალიო შენი ცრმლები და ახალგაზრდობა? კარიერისტი გახდი სულ?
-გთხოვ არ გინდა რაა..
--რა გინდა? ვერ ხვდები,რომ ფეხებზე კიდიხარ? როცა მოუნდება მოვა,აგრევს აგიშლის დაწყობილ ცხოვრებას და ისევ თავიდან დაიწყებს ყველაფერს.შენ ხო ეგოისტი ხარ? მაგრამ ის ორმაგად ეგოისტია შენზე,მაშინ,როდესაც დაინახა რომ მის გარეშე ცხოვრება დაიწყე, შეგუე და დაივიწყე,ისევ გამოჩნდა,მოუხედავად იმისა,რომ უკვე ცოლი ჰყავს.რა გითხრა? ოცნების კოშკები აგიგო? არ მინდოდა მაგრამ იძულებული გავხდიო? სხვანაიარად არ გამოდიოდაო? უნდა მიმეტოვებინე,რომ კარგად ყოფილიყავიო? ახლა რაღა უნდა? ხომ ხედავ შენც,რომ კარგად ხარ? უფრო მეტი შეძელი ნიკუშას გარეშე. დადვანს მოსწონხარ აშკარაა და ამის არ შემჩნევა ძალიან ცუდი ტონია ლილუ.რა ჯანდაბაა, ერთხელ მაინც იფიქრე საკუთარ თავზე და ბედნიერებაზე,ოჯახი მართლა არ გინდა? იცი რა მაგარი შეგრძნებაა დილას შენი შვილის ხმა რომ გაგაღვიძებს,შენი საყვარელი მამაკცის გვერდით,რომ იღვიძებ? დაიმახსოვრე,არც ერთი კაცი, არ გაშორდება ცოლს, შენი გულისთვის,საკუთარი კომფორტის ზონიდან არ გამოვა,თუნდაც უყვარდე! მერე რა? ის ამ ყველაფერს ვერ გაადაბიჯებს,რაც მის უკან დგას, მის ოჯახს ვერ გადაუვლის შენს გაამო! ჰო შენ ქალი ხარ,მისი ყოფილი ქალი,რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა,მაგრამ ეს სულ ასე იქნება,ვერ შეეგუება შენს გვერდით სხვას,ყოველთვის მოვა შენამდე და აგრევს,მერე ისევ წავა,სანამ თავად არ გაუშვებ შენი ცხოვრებიდან.
-მარიამი მართალია,დაგავიწყდა როგორ იყავი? მთელი 7 თვე რა მდგომაეობაში გაატარე? წამლები,სახლში გამოკეტვა,ტირილი დეპრესია,ლილუ, საკუთარი ხელებით არ გადაგიჭრია ვენები მაგრამ ნელი სიკვდილით კვდებოდი. როგორ ამოაგთრიეთ იმ ჭაობიდან არ ვიცი,შენ თუ აპირებ ისევ ასე გააგრძელო,ისევ იქ დაბრუნდე საიდანაც ცოცხალი ძლივს გამოძვერი,გეფიცები ყველაზე წმინდას,სამუდამოდ დამკარგავ.შენ თვითონ უნდა გაუშვა ბოლომდე შენი ცხოვრებიდან.გამოცვალე ტელეფონის ნომერი,თუნდაც დაბლოკე ყველგან საიდანაც შეგიძლია დაგიკავშირდეს და უბრალოდ სხვების დანახვას მიეჩვიე.ისწავლე,რომ ყველა ნიკუშას მსგავსი არ არის.
-დადვანი,მშვენიერი ბიჭია,თან სვანია რას უწუნებ?
-მარიამ,რა დროს დადვანია ახლა გაფიცებ?
-ზედ დაგახტები ახლა იცოდე.
-ლიზააა,არც გაბედო იცოდე,ვერ ვიტან მასე რომ იქცევი.
-აღიარე,რომ ოდნავ მაინც მოგწონს მაშინ.
-ვინ ვაჩე? უკანასკნელი ადამიანია,ვინ შეიძლება მომეწონოს.
-რა განწყობით ხარ? რა ქნა ასეთი ამ ბიჭმა?
-მისი აზრით მამიკოს ფულებით განებივრებული გოგო ვარ თურმე.
-ბოდიში ხომ მოგიხადა?
-რავიიცი,მისი ფინჯანი და პლედი ვერ მოგაშორეთ და.
-რა გინდა მარიამ,სვენთში ჩაგკლა?
-მე ძალიანაც მომოწნს მშვენიერი ბიჭია,შეხედეთ რა ტანი,რა სიმაღლე,რა კუნთები ვაიმეე, ლილუ ეს ბიჭი რომ ხელიდან გაუშა მოგკლავ,ამას ძმაკაცები ეყოლებაა უუფ.
-რა მოგეჩვენა გოგო ახლაა?
-მოდი შენი თვალით ნახე,ჩვენი სვანი ბიჭი აგერ ეზოში ბეშქენ ბაბუასთან ერთად შეშას როგორ აპობს.
-ბარემ გადმოსახლდეს აქ, არაფერი გასაგიჟებელი არ არის,წამოდით იელა ბებიას დავეხმაროთ საუზმის გაწყობაში.
-ეგ ნერწყვი გაგგუდავს ჩემო სიცოცხლე.
-ენას ამოგაცლით ახლა.

-დილამშვიდობისა,რაში დაგეხმაროთ?
-ჩემო ლამაზებო გაიღვიძეთ? ასე ადრე რატომ დგებით ხოლმე?
-აი,ხედავ ესეც მე ვარ?
-ძილს არ გვაცლის ეს გოგო ,რას გვერჩის თქვენ მაინც არ იცით?
-ვაი,ეს ცხენის ხმაა? თქვენ ცხენიც გყავთ?
-ეს დადვანების ცხენია შვილო, ვაჩე ძალიან კარგად ჯირითობს უთხარით გასაწავლით არ გინდათ?
-ლილუ ძალიან კარგად ხედნის ცხენს,შიძლება აჯობოს კიდევ ვაჩეს.
-ვინ მეჯიბრება აბა ?დილამშვიდობისათ გოგონებო. ბეშქენ ბაბუა ტყუილად იძახის დავბერდიო ანას გეფიცები იელა ბებია, ჩემზე მეტი ღონე და შეძლება აქვს.
-ანა ვინაა ნეტა?
-ჩჩ გოგო მე რავიცი.
-რაო,ვინ ხედნის ცხენს კარგად?
-არავინ,მარიამს უბრალოდ გაზვიადება უყვრას,ბახამროში გავაჭენე რამდენჯერმე შარშან სულ ეს იყო.
- ასეთი თვმდაბალი როდიდან გახდი ქალბატონო?
-ლიზა!
-თუ სურვილი გაქვს,შემიძლია ჩემი შავგვრემანი დედოფალი გათხოვო.
-მართლა? ბავშური ჟინით აჟიტირებულს გაუბრწყინდა ლილუს თვალები.
-საღამოსთვის მოემზადე მაშინ. თქვენ არ გინდათ გოგონებო?
-არაა, ჩვენ არ ვართ ექსტრემის მოყვარული ხალხი,სვანეთში დავიკარგოთ .
-ლილუს მოტაცებას კი არ ვაპირებ რა გჭირთ?
-სასაუზმოდ დარჩები? ოხ ლილუ, რა გატლიკინებს ბარემ ჩაიც შენი ხელით გაუკეთე.
-ხილის ჩაიზე თუ დამპატიჟებ ,დავრჩები.
-ორი ერთნაირი,ყავა როდესაც არსებობს ჩაის როგორ ეკარებით?
--ჩემთვსი ჩაი სითბოა, ერთგულებაა, სიყვარულია მარიამ .
ჩაიღიმა დადვანმა და გეფიცებით თვითონაც არ იცოდა რატომ გამომხედა მე .
- ორი ერთნაირი შეხვდა ერთამენთს, ლიზუ ნახე .
- სვანეთი ისეთია, ყავა არ უხდება უბრალოდ. ხილის ჩაი ყველაზე გემრიელი აქ არის ჩემთვის. ჩაი არა , თვითონ სვანეთია სიყვარული , ერთგულება , ბედნიერება და მიუწვდომლობა .
- რატომ გიყვარს ასე გამეტებით?
- მიზეზი არ ჭირდება სიყვარულს, მითუმეტეს ამ მთების, ტრადიცების , ბუნების, აქაური ხალხის სიყვარულს .
- საღამოს თუ მოგინდება ცხენით ჯირით, 7 საათისთვის მზად იყავი გავიდეთ. მადლობა იელა ბებია.
- იელა ბებია ანაა ვინ არის?
- მარიამ,რამდენი კითხვაა რატომ ინტერსდებიი.
- ხომ უნდა გავიგო, კონკურენტი გყავს თუ არა ?
- ანა ვაჩეს უმცროსი დაა . ყველაზე პატარა შვილებში და ერთადერთი გოგო 5 შვილში . არ მინახავს ჯერ შავი დედოფალი ვინმესთვის შეეთავაზებინოს ამ ბიჭს, დაიმახსოვრე ლილუ, ვაჩე დადვანი ფიქრის გარეშე არცკი ამოისუნთქებს. პირველრიგში გულს უსმენს და მერე გონებას. გული კი ყოველთვის მართალია. აქ მითუმეტეს სვანეთში ჩვენთან.
*******
შვიდს სამი წუთი აკლდა ვაჩე დადვანი, ტვილდიანების ჭიშკრის წინ იდგა და ლილუს ელოდებოდა. ლილუ კი ტელეფონში საუბრით ისე იყო გართული, სულაც არ შეუმჩნევია ბიჭის გაცოფებული მზერა.
- არა ლევანი, ირინას არ იცნობ? დღეში სამჯერ მირეკავს და ყველაზე ცოტა ერთხელ მთხოვს გიროგის დახმარება ვთხოვო. ამას არსდროს ვიზამ და ეს შენზე კარგად არავინ იცის.
-ნერვიულობს უბრალოდ, ისიც მარტოა და უშენოდ მოიწყინა, მეც დამირეკა იქნებ დაელაპარაკო და დაარწმუნოო.
- არ აპირებ დიდი იმედი მაქვს
- ვიცი მაინც არაფერი გამომივა, ტყუილად არ მინდა საუბარი. გიორგიმ მითხრა, სასტუმრო დავუჯავშნე და სხვაგან გადავიდა, გაქაჯდა შენი დაო.
- მაგისთვის, რომ ჩამოვალ პასუხს მოვთხოვ, მიყიდა ნომერი ორი კვირით,თითქოს არ იცოდა რომ არ ავიღებდი. ამზრზენია მაგ კაცის საქციელი გეფიცები. ფულით ვერ იყიიდს ყველაფერს, ამას დღემდე ვერ აცნობიერებს.
- ხო იცი რა ტიპია არა? რომ არ ემორჩილებიამ ცოფდება.
- კომფორტს ვურღვევ? ხომ შეილება ჩათვალოს რომ არ ვარ? არ ვარსებობ.
- ჩემო სიცოცხლე, ამას როგორ იზამს, როცა სულ მის წინ და მის საწინააღმდეგოდ ტრიალებ.
- კუდში ნუ დამყვება გააფრთხილე, რომ გავიგო სახლის ფულზე ერთი თეთრი მაინც აქვს გადარიცხული მთელს სამინისტროს გადავუწვავ იცოდეს, სახალხოდ შევარცხვენ და თვითონვე გადადგება თანამდებობიდან. მერე მეც ამოვისუნთქებ და აღარ ვიქნები, პრემიერ-მინისტრის ფულებით გათამამებული მამიკოს გოგო. ახლა უნდა წავიდე მელოდებიამ, გკოცნი ბევრს, იცოდე ყველაზე მეტად მიყვარხარ!!
- მეც ჩემო პატარავ.
დადვანი იდგა და საათს თვალს არ აშორდება, 4 წუთით დაიგვინა კვირიკაშვილმა და ეს ოთხი წუთი, ოთხ საათად გაეწელა.
- მაპატიე, დამაგვინადა მაგრამ ჩემს ძმას ველაპარაკებოდი. შენ რა ლამაზი ხარ ? როგორი ხარ ? როგორი თვალები გაქვს, როგორ მედიდურად დგხარ. ახლა მესმის რატომ დაარქვი შავი დედოფალი . მოიცა, რა გაცინებს? გეგონა შენზე ვამბობდი? ცხენს ველაპარაკებოდი.
- იმედია დაგიფასებს ამ კომპლიმენტებს და არ ჩამოგაგდებს.
- ცუდად მიცნობ. შევეჯიბროდ გინდა ?
- დარმწუნებული ხარ ?
- სრულიად!
მოხდენილად იჯდა ლილე ახალკაცი დადვანის შავ დედოფალზე, მიაჭენებდა ცხენს და უკან იტოვებდა ტვილდიანების სახლს. ჩალისფერი თმა მხრებზე ლამაზად დასთამაშებდა. უხდებოდა სვანეთს ეს გოგო.
სვანეთი სუფთააა , ბოლომდე ვერასდროს შეიცნობ მის ბუნებას და სილამზეს, მის ისტორიას ვერასდროს ამოწურავ, არასდროს გეყოფა ამ მთების, კოშკების მონახულება და ყოველჯერზე ახალი ემოცით აივსები, წინაზე უფრო მძაფრად იგრძნობ და ყოველჯერზე უფრო მეტად შეგიყვარდება აქაურობა . სიყვარულის , ერთგულების, სიმშვიდის, გულწრფელობის. სისპეტაკის გამოხატულება და მაგალითია . "მხოლოდ მთებშია თავისუფლება" ნამდვილად! მითუმეტს სვანეთის მთებში!..
დადვანი უკან მიყვებოდა გოგონას და ფიქრობდა, ღირდა კი საყვარელი ცხენის დათმობა ამ ქალისთვის მხოლოდ ერთხელ და იქნებ უკანასკნელადაც ? "ქალს მხოლოდ ერთხელ დავუთმობ ჩემს ცხენს, თუ ცხენმა მიიღო ის ქალი, მაშინ მეც მივიღებ როგორც ცოლს და შვილების დედას" 17 წლის ვაჩე ეუბნებოდა ხოლმე ბეშქენ ბაბუას, როდესაც ქალაქიდან ჩასული გოგონები სთხოვდნენ ვაჩეს, ჯირითი გვასწავლეო. ისიც ჯიუტად სხვა ცხენს მოიყვანადა , თუ შეატყობდა გოგო მასთან ფლირტის გამო აკეთებდა ამას, მაშინვე ხელს უშვებდა ცხენს და თავის გზას აგრძელდება. გულს უსმენდა მაგრამ გონებით მოქმედებდა. ჩემს ცხენს დაგითმობო ლილუს რომ უთხრა, მაშინ თვითონაც იმდენად აუჩქარდა გული, ვერ მიხვდა სწორედ მოიქცა თუ არა . განა რით განსხვავდებოდა ეს გოგო სხვისგან? რატომ ვერ ივიწყდება მის ცრემლიან თვალებს?
- როგორ ფიქრობ , ღირსეული მხედარი ვარ ?
- მარიამი მართალი ყოფილა ვერ შევედავები, არ მეგონა ამდენად კარგად თუ ჯირითობდი.
- ჩემი ძმის დამსახურებაა, ლევანმა მასწვლა ბახმაროში ყოფნისას.აქ სხვანაირი შეგრძნებაა, თითქოს სიმშვიდეში მიაჭენებ ცხენს და ყველაფერი ერთად გავიწყდება, ცხენს ენდობი და საითაც წაგიყვანს შენც დაუფიქრებლად გაჰყვები. მისტიკაა სვანეთი .სიმშვიდეა სვანეთი .
- ჩამოქვეითდი , ფეხით გავიაროთ არ გინდა ?
- შეიძლება .
- დიდი ბაბუა მეუბნებოდა, თუ გინდა ქალი გაიცნო , ღამით უნდა ელაპარაკო, ცაზე ვარკსვლავები რომ კაშკაშებს და ჰაერში ყველა ემოცია ერთად ირევაო.
- მერედა შენ გინდა რომ უკეთ გამიცნო?
- სინამდვილეში როგორია ლილე კვირიკაშვილი ? საინტერესოზე უფრო მეტდ საინტერესო ხარ ასე მგონია .
- მკითხე და გიპასუხებ.
- ბლიცზე რა აზრის ხარ ?
- არასდროს მიცდია, თუმცა უარს ვერ ვიტყვი,იყოს პირველი სვანეთთან ერთად.
-დარწმუნებული ვარ ბევრი პირველი იქნება სვანეთში კიდევ.
-ჩვენ ვართ
- ეგოისტები
-ვჩხუბობ
-იშვიათად.
-ვკარგავ
-სამგზავრო ბარათებს, აუხდენელ ოცნებებს
-მშურს
-ვარსკვლავების,ჩიტების და ღმერთის.
-ვემალები
- ტკივილებს და შუაღამეს მაგრამ არ გამომდის
-ვემტერები
- ვერაფერს, არ ვიცი ეგ შეგრძნება როგორია.
-მაინტერესებს
-რა ხდება სიკვდილის შემდეგ
-ბევრს ვფიქრობ
- რას მიმზადებს სვანეთი.
-არ მაინტერესებს
-სხვისი ცხოვრება
-ვერ ვპატიობ
-ჩემს მიტოვებას.
-მახსოვს
-ყველაფერი პირველი .
-მრცხვენია
-ბავშვობაში, მეზობლის გოგონას ვუთხარი რომ ლამაზი არ იყო ..
_უარვყოფ
-საკუთარ თავს
-ვმლავ
-ტკივილებს,ჩემს რეალურ "მეს"
-ვინახავ
-ყველაფერ პირველს
-მწამს
-რომ აღარ მომიწევს, მამჩემის ჩრდილის ქვეშ სიარული.
-მიკვირს
-ადამიანების რომლებსაც მიტოვება შეუძლიათ.
-მიხარია
-ახლა აქ რომ ვარ
-ვჭორაობ
-საკუთარ გრძნობებზე ფურცლებთან.
-ვდარდობ
- რომ ადამიანებს ვტკენ,თავისდაუნებურად,რომ ძალიან ცივი გავხდი და საკუთარ თავს ვერ ვერევი.
-ვამაყობ
-დედაჩემით
-ვეფერები
-მოგონებსს და "მის"დატოვებულ ნივთებს,თუმცა არ მინდა ასე იყოს.
-მსიამოვნებს
-შენი ჭიქიდან ხილის ჩაის დალევა.
-ვეხამრები
-ყველას თუკი შემიძლია
-ვეწევი
- არაფერს
-მწყინს
-რომ ხალხი მიცნობს როგორც მხოლოდ პრემიერს გათამამებულ გოგოდ.
-ვხარჯავ
-სვანეთში აქსესუარებზე დანაზოგის 80% დამეხრჯა .თუმცა არ ვნანობ.
-ვღალატობ
-არასდროს სხვას, საკუთარ თავს ხშირად.
-ვხუმრობ
-ყველაფერზე,თუ გამოუძინებელი ვარ.
-ვუსმენ
- ალუდას. ბეთჰოვენს.
-ვკითხულობ
- ყველაფერს რაც რამეს მასწავლის.
-საყვარელი წიგნი არის -ტრიუმფალური თაღი.
-ვამზადებ
-იშვიათად.
-ვუყურებ
-მელოდრამას, დეტექტივს.
-ვკლავ
-ჩემს გრძნობებს.
-ვცხოვრობ
-ხან ძალიან გიჟურად,ხან ძალინ მშვიდად
-ვასრულებ
-პირობებს.
-დავდივარ
-ძველ ადგილებში,რომლებიც მოგონებებს ინახავენ.
-ვერიდები
- სიყვარულს!
-ვთამაშობ
-ძლიერ ადამიანს
-ვიტყუები
-იშვიათად
-ვგიჟდები
-გვირილებზე შემოდგომაზე. და სვანეთზე
-ვოცნებობ
-აღარ ვოცნებობ
-ვნანობ
_მგონი არაფერს
-მენატრება
-ჩემი ძმა .
-მსურს
-ჩემი თავის დამკვიდრება ჩემი პროფესიით მყარად
-ვაგროვებ
აბედნიერ წუთებს.
-ვეჭვიანობ
-უფლება აღარ მაქვს.
-ვიზიდაავ
-არ ვიცი
-მაღიზიანებს
-ზოგჯერ ყველაფერი.
-ვაკოცებდი
-პირველ კოცნას შევინახვადი.
-სიყვარული
-არის ყველაზე საუკეთესო რამ რასაც განიცდი, და თუ არ გაგიმართლა მოუშუშებელი ჭრილობა რომელიც არასდროს შეხორცდება.
-ვგრძნობ
-რომ გავუცხოვდი.
-ვპატიობ
-მხოლოდ ერთხელ ან არასდროს.
-ვიცინი
-ხშირად მაგრამ არა გულწრფელად.
-ღირსი ვარ
-ალბათ,გულწრფელად შემიყვარონ
-საკუთარი თავი
-ზოგჯერ ძალიან მღლის.
-დილას ვიწყებ
- ხილის ჩაით
-ერთი სურვილი რომ მქონდეს
-არ გავიცნობდი.
-მეშინია
-მარტო დარჩენის,დაცემის,მიტოვების.
-ახლა ვარ
_ქრონიკულად გულნატკენი.დაღილი.
-მიყვარს
-"ის" ჩემი ადამიანი. თუმცა აღარ მინდა
-ვტირი
- ბოლო დროს ხშირად
-ძლიერი ვარ
- ზედმეტად სუსტი.
- მინდა
- ყველას ჰქონდეს თბილი სახლი.
-ვარ
-სენტიმენტალური.
- დადვანი არის
- ამოუცნობი ვარსკვლავი, რომელიც ხან ძლიერად გინათებს გზას, ხან სრულიად ქაოსში გტოვებს.
- დავიჯერო მართლა ასეთი ვარ ?

- ზოგჯერ ვერ გიგებ იცი? ხან ზედემტად აუტანელი ხარ, იმდენად რომ მინდა მოგკლა კიდეც.
- მამაშენს რატომ არ ელაპარაკები?
- 15 წლის ვიყავი, სახლიდან რომ წავიდა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრემიერი. სხვა მიყვარსო დედაჩემს გამოუცხადა, შენ ზედემეტად დიასახლისი ხარ და მომბეზრდიო, ზუსტად ეს სიტყვები შეატოვა კარის ზღურბლს და კარი ისე ძლიერად გაიჯახუნა, საკეტი გაუფუჭდა, მას შემდეგ ბევრი საკეტი გამოვცვალეთ მაგრამ მაინც ვერ გავთბი, პატარა ცარიელი ადგილები ყოველთვის რჩება, სუსხი იქიდან შემოდის და პირდაპირ გულს ურტყამს. მერე გავიგეთ, რომ ძმაც მყოლია, ჩემი თანატოლი. ლევანი ჩემი სულის მალამოა. გიორგის მხოლოდ მისთვის ვუხდი მადლობას . დედაჩემი, "დიასახალისის" როლიდან გამოვიდა და ოჯახზე ზრუნვა დაიწყო . 17 წლის რომ გავხდი მუშაობა დავიწყე, მის მერე მხოლოდ ჩემით მოვედი დღემდე, არცერთხელ შემიწუხებია მამაჩემი. არც სწავლაში, არც სახლში, ერთი თეთრიც კი არ აქვს დახარჯული, ბევრჯერ სცადა მაგრამ არა ! კაცი რომელიიც დედაჩემი თავისი ერთი წინადადებით მიწასთამ გაასწორა და გული მოუკლა არ მჭირდება! უმამოდ დამტოვა. ფულით ვერ იყიდი მამაშვილობას. დღემდე არ ესმის იცი? როცა მასთან ჩახუტება მინდოდა არ იყო ჩემთან, როცა რამე მტკიოდა მამას ვერ ვიძახდი, როდესაც ჩემი კლასელები ექსკურსიაზე მამებთან ერთად მოდიოდნენ, მე სადღაც ავტობუსის სკამებს შორის მიმალული ვიჯექი და ღმერთს ვეკითხებოდი, რატომ არ იყო მამაჩემი ჩემს გვერდით. ველოდებოდი ორი თვე, რომ ეთხოვა შანსი,არ მჭირდებოდა მისი ძვირადღირებული საჩუქრები და პლასტიკუტი ბარათები, მხოლოდ მისი სიტყვების მოსმენა მინდოდა, ის კი სიტყვების გარეშე მტოვებდა ყოველჯერზე, მისი საჩუქრები კი ნაგვისურნაში ერთი მეორეს მიყოლებით იყრებოდა.
- მაპატიე, არ ვიცოდი ამდენად მძიმედ თუ იყო საქმე .
- არაუშავს ახლა მივეჩვიე, ზოგჯერ შემომიჩნდება ხოლმე რაღაც მისი მონატრების მსგავსი მაგრამ კარს მეც ისევე ცხვირწინ ვუჯახუნებ, როგორც ეს თვითონ გააკეთა და ჩამტოვა 15 წლის გოგოს ბავშვობაში.
- და სიყვარული ?
- ამდენი დრამა სვანეთისთვისაც კი ზედემეტია. ხომ არ დავბრუნდეთ?
- დამპირდი რომ მომიყვები.
- წითელი მშრალი ღვინო გაქვს?
- უნდა მქონდეს ორი ბოთლი .
- რომ დამპატიჟებ მაშინ მოგიყვები.
უკანა გზაზე ერთამენთის გვერდით, მშვიდად მიაჭენებდნენ ცხენებს. ხმას არ იღებდნენ და უსმენდნენ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ მათ ესმოდათ, რომლებიც არ ლაპარაკობდნენ მაგრამ გულამდე მოდიოდნენ. ასე მხოლოდ სვანეთში ხდება, აქ მთები თავის წილ ამბებს ყვებიან, რჩეული ადმაინებისთვის...

უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ ლამპრობა  მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ეს სვანეთში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძველი ტრადიციაა.
ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, 1 თებერვალს იმართებოდა. მაგრამ მისი დღეები მთვარის მოქცევით განისაზღვრებოდა. ლამპრობის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა, ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“.
ლილუს ოცნებას ქონდა სვანეთში ლამპრობას წასვლა, ვერასდროს ახერხებდა შვებულების აღებას ამ დროს, ტურით მაინც რომ წამოსულიყო. ბეშქენ ბაბუამ რომ უთხრა, ხვალ საღამოს "ლამპრობა "გვაქვს სვანეთშიო, სიხარულით არ იცოდა რა გაკეთებინა.
-ბეშქენ ბაბუა, შეიძლება მეც წამოვიდე?
-რა თქმა უნდა შვილო, ყველა წავიდეთ. უნდა ნახოთ როგორი ლამაზია ხოლმე ამ დროს სვანეთი. ლამპრები უკვე გაგიმზადეთ.
-ძალინ დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით, როგორ მიყვარხართ. არ ვიცი აქედან, რომ წავალ როგორ შევეგუები უთქვენობას.
-სვანეთი თავგადასავლებით არის სავსე, იქნებ უკან მობრუნება კიდევ მოგიოწიოს ვინ იცის.
- დედაჩემი ალბათ გაგიჟდება ამის შემდეგ სვანეთი კიდევ რომ ვახსენო.
- მოუწევს შეგუება. გუშინ საღამოს დაგინახე,როგორ მიაჭენებდი დადვანების შავ მარგალიტს, მოიხდინე ცხენი, ცხენმაც მიგიღო როგორც ჩანს.
- იცით როგორი მშვიდი ცხენია? ძალიან შემიყვარდა.
- პირველი ქალი ხარ, ვინც დადვანის შავი მარგალიტი გააჭენა ლილუ, ვაჩე არასდრiოს მისცემდა სხვას ამის ნებას, კარგად დაფიქრდი,რამდენს ნიშნავს ეს ბიჭი შენთვის,თორემ აშკარადა ის უკვე გარკვეულია ყველაფერში. სვანებმა ერთხელ ვიცით გულის კარის გაღება და მერე სამუდამოდ ვხურავთ იმ ერთისთვის.
- ბეშქენ ბაბუა, იცით..
- არაფერი თქვა შვილო, სიყვარულის ჰაერს პატარა ნაპერწკალის გაჩენისთანავე ვგრძნობ.
*****
ახლა ღამი სამი საათია და ჯანდაბა ნიკუშა! გარეთ ვზივარ და ფეხებში სუსხი მირტყამს! გავციდები და ეს შენი ბრალი იქნება! შენზე ფიქრებს ვერ ვიშორებ! მერე დადვანის ჭიქიდან დავლევ ჩაის და ესეც შენი ბრალი იქნება! საერთოდ ყველაფერი შენი ბრალია. ჩემი ცხოვრებიდან მინდა გაგიშვა, სამუდამოდ წახვიდე და შენ მაინც ჩნდები. განა რამდენჯერ უნდა მომკლა? რამდენჯერ გავცოცხლდები ?
***
- ვაჩე ამ დროს ეზოში რა გინდა ?
- არაფერია მამა, ვერ მოვისვენე ჰაერზე გამოვედი ცოტახანს.
- ლამაზია არა ?
- ჰო, როგორი უბრალო და ლამაზია მართლაც.
- ცაზე გკითხე არადა.
- ჰო მეც მაგაზე გითხარი.
- წაუღე პლედი, შესცივდება
- უბრალოდ , გაცივდება ხვალ ლამპრობაა და ვერ წამოვა, მთელი გულით ელოდებოდა არადა.
- ვაჩე, ადამიანი შუაღამისას გარეთ არეული ფიქრებით , რომ ზის. გულში სხვა რომ უზის იმ გულში ჩასახლება და სამუდამოდ იქ ყოფნა რთული მოსაპოვებელი იქნება. ერთგულება, სიყვარული ყველაზე რთული დასაჯერებელი მაშინ არის, როცა ერთხელ გტკენენ და პირდაპირ გულში გირტყამენ. დადვანობა გვერძე გადადე, აჩვენე რომ გიყვარს და მასზე ზრუნავ. აჩვენე, რომ გულწრფელი სიყვარულიც არსებობს და არ უღალატებ. არ დათმო თუ გრძნობ რომ შენია. არ გაუშვა, თუ იცი რომ სამუდამოდ გინდა მასთან ყოფნა. არაფრისდიდებით თორემ ინანებ და ეს სინანული გვიანი იქნება.
- მამა..
- წადი.. მე მომწონს შეყვარებული ვაჩე დადვანი, კარგი სანახავია. გაულღვე ამ გოგოს გული და მოიპოვე მისი სიყვარული და იცოდე, არასდროს გაუშვა ხელი.
****
მხრებზე თბილი მატერია სანამ მოეხვეოდა მანამდე იგრძნო დადვანის მოახლოება, ჟრუანტელმა დაუარა და რატომღაც გული აუჩქარდა.
- უკვე ფეხის ნაბიჯზე გცნობ
- მშვენიერია, ვერ მიგაჩვიე რომ ასე არ უნდა გამოხვიდე შუაღამისას.
- მე მდარაჯობ ხოლმე?
- ველოდები, როდის გაგეღვიძება და აქ ძველი სიყვარულის გამოსატირებლად დაჯდები.
- ვგიჟდები შენს პირდაპირობაზე.
- ჩემზე არა ?
- არ ვიცი
- ეს უკვე დასაფასებელი პასუხია. ანუ დაფიქრებად ვღირვარ?
- როგორი ხარ ვაჩე? რატომ ხარ ასეთი?
- როგორი ვარ ლილუ?
- ჩაის მხოლოდ შენი ჭიქიდან ვსვამ, სხვა ფინჯნით გემო ეკრაგება. შენი პლედით ვთბები მხოლოდ , სხვა მსუსხავს თითქოს. სადღაც ახლოს ხარ მაგრამ ბოლომდე ვერ მოდიხარ ხვდები ? შენთან დრო სწრფად გადის, არადა არ მინდა ასე იყოს. შენსკენ უნდა წამოვიდე ამას რაღაც მკარნობხს, მაგრამ ნაბიჯებს ვერ ვადგამ,წინ ვერ მოვდივარ გესმის? რაღაც მაკავებს,რაღაც არ მიშვებს, მაშინებს.
ჩაეღიმა დადვანს, ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. მიხვდა იქ იყო სადღაც უნდა ყოფილიყო. შუბლზე აკოცა ლილუს და წავიდა . მხოლოდ 5 სიტყვა დაუტოვა და ისევ სვანეთის ცას შეატოვა გოგონა.
"დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს"
****
- ლიზუ გეფიცები ეს გოგო დადვანების პლედების კოლექციას მოაგროვებს.
- გამოაზიდინა ბიჭს , მთელი ქონება თვითონ სძინავს მშვიდად.
- ლილუუუ გაიღვიძე ტკბილოო.
- კიდევ ცოტხანი რაა
- ნუთუ ამას შენ ამბობ?
- დავიჯერო დადვანმა გაკოცა და მოგაჯადოვა?
- ნუ აზვიადებთ მხოლოდ შუბლზე მაკოცა.
- რა ქნაა? ერთად წამოიყვირეს გოგონებმა

*********
-თვით ვაჩე დადვანია შეყვარებული?
მოუსვენრად დადიოდა ოთახში გამრეკლი და იცინოდა.
-ვინ არის ის იღბლიანი სვანია? აბა შენ სხვაგან ვერ გაგაღწევინეთ და
-შემიძლია,თავისუფლად გცემოთ მათე ორივე,მე სერიოუზლად გელაპარაკებით.
-რაო გოგომ დადვანო არ მაინტერესებხარო?
-ყოფილი უყვარს ისევ,ნუ ყოველშემთხვევაში თვითონ ასე ჰგონია.
-შენ დაასკვენი რომ არ უყვარს?
-ნიკუშა დანელიას ნაირი არ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ზოგადად.

- ახლა არ მითხრა რომ ყველაფერი გაიგე იმ ბიჭზე?
- ეჭვი გეპარება? დადვანს გოგო კი არ მოეწონა, პირდაპირ შეუყვარდა. ახლა იმ გოგომ რომ უთხრას, უშბაზე ადი და იქიდან ამიხსენი სიყვარულიო გამკეთებელია.
- იცით როგორი გოგოა? ვარდებს რომ რომ ვერ აჩუქებ, კესანების გვირგვინი უნდა დაუწნა და მიუტანო. სიყვარულის მეტს რომ არაფერს მოგთხოვს და თვალებიდან მხოლოდ ვარსკვლავები სცვივა.
- გვაჩვენე შენი სინარნარე გოგო აბა.
- ბიჭოო ღადაობ?
- ლილუ კვირიკაშვილი? პრემიერის შვილი შეგიყვარდა?
- კესანები კი არა მთელი სვანეთი უნდა უყიდო, ნიშნობის ბეჭდის ფულის შეგროვება ახლავე დაიწყე.
- აი, 27 წელი იმიტომ არავინ შეგყვარებია რომ პრემიერის შვილის სიყვარულს უნდა შეწირულიყავი?
- ბიჭოო, თქვენ სვანეთის ჰაერმა გაწყინათ? ვაფშე არაა მასეთი გოგო. მამასითამ კონტაქტი საერთოდ არ აქვს. გაფრთხილებთ ამ თემაზე არ დაიწყოთ საერთოდ ლაპარაკი.
- გაგვაცნობ?
- ლამპრობას არ აპირებთ წამოსვლას? სხვათაშორის კარგი მეგობრები ჰყავს.
- რაო დავინაწილოთ?
- რა შუაშია გიორგი ? გაფრთხილებ შენებური არ გაუშვა, ნაშობა და მასეთი ამბები არ გინდა აქ .
- რაო ვინ უყვრასო? ის ნიკუშა რას წარმოადგენს?
- ერთი ჩვეულებრივი ა, რომელმაც საყვარელი ქალის სიყვარული ფულზე გაცვალა და ბიჭოო მაინც არ ეშვება, შანსი არაა თვეში ერთხელ მაინც არ დაურეკოს. რაც აქ ჩამოვიდა ყოველღამე გარეთ ზის და თავის თავს უბრაზდება, მის სიყვარულს რომ ემათხოვრება. ლილუს ცრემლების გამო დავლეწავ გეფიცები ანას თავს.
- ცოლი ყავსო ხო თქვი? რა ჩემი ფეხი უნდა?
- ბიჭი არ ვიცი, ა გეფიცები. ვაფშე არფრის თავი არ აქ. ლილუსნაირი გოგო მიყვარდეს და ფულის გულისთვის? დავთმო? გავცვალო? როგორია მისი ქალი იცი? რო გაივლი ნაშად მოგეწონება, ერთხელ მიცემ და მერე ვსო გვერდზე უნდა გადადო. რა სიყვარულზეა ლაპარაკი? მაგრამ თვითონაც მასეთი ტიპშაა აშკარად. რაღატო აწამეს ამ გოგოს ვერ ვიაზრებ. ვერ ისვენებს და მიიღებს თავისას ვატყობ.
- რომ არ შეუყვარდე?
- შევუყვარდები.
****
ლამპრობა სვანეთში კი არა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ტრადიციაა ტრადიცებს შორის. უამრავი ხელნაკეთი ლამპარი ერთად ანათებს და მწერვალები მედიდურად დგანან ფეხზე, იხდენ აკიაფებულ ცეცხლს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ მათ სიდიადეს.
თეთრი ყვავილებიანი კაბა ეცვა ლილუს, ბეშქენ ბაბუას გაკეთებული ლამპარი უნათებდა სახეს და მის ჩალისფერ თმას კიდევ უფრო მეტ ბზინვარებს სძენდა. საოცარი სიმშვიდე და ემოცია ტრიალებდა იმ დროს მათ გარშემო.
ვაჩე დადვანი თავისი სიდიადით მოაბიჯებდა ,განუყრელ ძმებთან ერთად. მარჯვენა ხელში ლამპარი ეჭირა, მარცხენა ხელში კი კესანების დაწნული გვირგვინი.
მხოლოდ წამით შეხვდნენ დადვანის და ლილუს თვალები ერთამეთს და ამ წამში საოცარი ქიმია დატრიალდა მათ გარშემო. გული ამოვარდნას ჰქონდა ორივეს. ერთამენთის შეხების სურვილი ყველაზე ძლიერი იყო, სურვილებს შორის იმ დროს.
- არიან გოგონები, რომლებსაც ვარდებს ვერ აკადრებ, არიან გოგოები, რომლებსაც ხელისგულზე მზისხივები უნდა დაუწყო და თმაში ვარსკვლავები ჩაუბნიო ლილუ. დედას გეფიცები შენზე მეტად ვინმეს თუ მოუხდეს ეს გვირგვინი, სვანეთი ლამპარი და ყვავილებიანი კაბა.
- როგორ ახერხებ დამამუნჯო? და ბედნიერება მომანიჭო მინიმალური ყურადღებით?
- კიდევ ბევრი რამ მინდა შენთან ერთად ლილუ , მინდა ამის ნება მომცე .
- ვაჩე მე..
- არა! არ აიღო ლილუ, გამორთე ეს წყეული ტელეფონი და გაუშვი ერთხელ და სამუდამოდ.
- მაპატიე..
--რა დონის ეგოისტი ხარ ხვდები? შენ გინდა,რომ უშენოდ მოვკვდე, მიყვარდე,მენატრებოდე,ყველგან გეძებდე და არსად იყო.ყოველჯერზე როცა რაღაცას დააშავებ პატიება მე გთხოვო, გითხრა რომ მიყვარხარ და ესეც გაივლის. გინდა რომ სამყარომ შენს ირგვლივ იტრიალოს და ამ დროს შენ ყველა ფეხებზე გკიდია. არ გაგაჩნია არანაირი გრძნობები,ცივსისხლიანი ხარ.ლიჟბი შენო "გაისწორო" და დადვანი ვის ადარდებს არა?..რისი გულისთვის? იმიტომ რომ ვიღაც ნაბიჭვარმა ორი წლის უკან მიგატოვა და სხვასთან გაიქცა? ამის გამო გაქვავდი და გაიყინე? როდემდე? სადამდე? არ დაიღალე მაინც? ერთხელ მაინც მოდუნდი , ერთხელ მაინც არ იფიქრო იმაზე რომ იგივე განმეორდება. ის ფაქტი,რომ ვიღაცამ ძალიან მწარედ გატკინა არ ნიშნავს იმას,რომ შენს ირგვლივ სხვები ვერ უნდა შეამჩნიო და დაინახო,როგორ უყვარხარ, ზრუნავენ და შენზე ღელავენ.გესმის რას ვამბობ? უნდა მისცე ნებას შეგეხონ,შენს სულ მიახლოვდნენ,ჭრილობა მოგიშუშონ და ახლიდან დაგანახონ, რას ნიშნავს გულწრფელი და ნამდვილი სიყვარული. შენ ამ სიცივით და ამ ქმედებებით, მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებ. მას სულ ცალფეხზე ჰკიდია, როგორ ხარ და რას განიცდი, ზის ალბათ სახლში თავის ცოლთან ერთად და ერთი წამითაც არ უელვებს შენი სახელი გონებაში.
გამოაღწიე ამ ლაბაირინთიდან და ჩამოიშორე მისი აჩრდილი, იმისთვის რომ გაიგო რა მაგარი რაღაც არის ეს ცხოვრება.
გიხაროდეს ბოლო-ბოლო. კარანტინში ხარ და თან სვანეთში ჩარჩი, ჩემნაირი ბიჭის მეზობლად.იცოდე სერიოზულად ლილუ
ახლა, ამ ტელეფონს თუ აიღებ, ყველაფერს ჩაკლავ რაც ჩემში არსებობს. შენს თავს გეფიცები თავს მოგანატრებ! ყველაგან მომძებნი და არსად ვიქნები, ამ მომენტის გაფუჭების ნებას არ მოგცემ.და თუ გააფუჭებ ინანებ
- სხვანაირად ვერ ვიზამ..

ზურგი შექცია თუ არა დადვანს მაშინვე ინანა თავისი საქციელი, ნიკუშას გამო ხელიდან უშვებდა ბედნიერებას და სხვებსაც გაუზარებლად სტკენდა. ჰქონდა გრძნობები ვაჩეს მიმართ მაგრამ შიში უფრო მეტი იყო მასში. ვერ გადააბიჯებდა ამ ყველაფერს. სხვის გამო ღიმილიც კი ნიკუშას კი არა თავისი სიყვარულის ღალატად მიაჩნდა. გამოიკეტა ამ საკანში და ვერ პოულობდა გზას, რომ როგორმე გათავისუფლებულიყო სუნთქვა დაეწყო.
- რა გინდა?
- შენთან მინდა ლილუუ
- რა გინდაა მეთქი ნიკუშა? ერთხელ და სამუდამოდ შემეშვი, დამანებე თავი, ნუ დამყვები ასე აჩრდილივით, რატომ არ გესმის? მკლავ, მანგრევ. ბოლომდე არ მიშვებ, როდემდე უნდა მახსენო თავი? რა ჯანდაბაა? გაამგებინე რა გინდა ბოლოს და ბოლოს? როდის მოისვენებ? ჩემს საფლავთან რომ მოხვალ? ვერ მომკალი! ვერ დამამმრახე. რა გინდა რომ დაგიჯერო? შენი სიყვარულის? ადამინები ასე იქცევიან? არაფრის დიდებით არ კარგავენ საყვარელ ქალს, შენკიდევ რა ქენი? მიმატოვე და ახლა ცხოვრებას ისევ თავიდან მინგრევ. აღარ მიყვარხარ გაიგეე, მომეცი საუშალება ეს დანარჩენი გრძნობებიც გავაქრო რაც დამრჩა,კი არ მიყვარხარ უკვე სიგიჟემდე მეზიზღებიი.ყველა ღამე მეზიზღება რაც შენზე ტირილში გავატარე. მადლობაა, ჩემი ყველაზე სუფთა და წმინდა დღესასწაული ისევ გამიფუჭე და ამას არასდროს გაპატიეებ ნიკუშა. სამუდამოდ ვთიშავ ამ ნომერსაც და გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან.არ დამიკავშირდე! კი აღარ გაფრთხილებ ახლა მუქარაზე გადავდივარ! შემეშვი! მომეშვი. და თუ რამე სიყვარული გაგაჩნდა ჩემს მიმართ, მაშინ ამ სიყვარულის ხათრით მომეცი ნება ბედნიერი ვიყო, მომეცი ნება ვიწამო რომ ყველა შენნაირი არ არის. რომ ყველა მამაჩემის ნაირი არ არის...
*****
სვანეთი ისეთია, ყველა ემოცია ძვლამდე ჩაგდის და შიგნით გიცხოვრდება.აქ ტკივლიც , სიხარულიც, სიყვარულიც,მონატრებაც და დარდიც უფრო მძაფრად იგრძნობა. არ ამოგასუნთქებს ისე მოგანატრებს მოულოდნელად შეგაყვარებს და ამ სიყვარულს ბოლო ამოსუნთქვამდე მიგატანინებს.

კესანების გვირგვინით ხელში იჯდა ცვრიან ბალახზე და დადვანის პლედის გარეშე უყურებდა ვარსკვლავებს. იცოდა ვაჩე თავის დანაპირებს შეასრულებდა. ახლა მხრებზე აღარ მოახვევდა პლედს, არავინ გაუბრაზდებოდა. იმსამხურებდა ამას, თვითონაც ხვდებოდა, იაზრებდა რომ არ იყო მართალი ვაჩესთან მაგრამ ვერ დგამდა წინ ნაბიჯებს, დაცემის ეშინოდა, იცოდა ერთხელ თუ კიდევ დაეცემოდა ვეღარ შეძლებდა წამოდგომას. ერჩივნა ძველ ტკივილს დამონებოდა უკვე შეგუებულს შეჩვეოდა. ახალი ჭრილობებისთვის ადგილი აღარ ჰქონდა.

****
სამი დღე იყო გასული ლამპრობის ღამიდან, დადვანისთვის თვალიც კი არ მოუკრავს. ყოველწუთს ელოდა მის გამოჩენას, ის ჯიუტა აგვიანებდა ლილუ კი ლოდინს განაგრძნობდა. აკლდა, აშკარა იყოო. მაგრამ ამის აღიარება თვითონაც არ უნდოდა. რა გაუკეთა ამ ბიჭმა ასე მოკლე დროში? რა დროს შეაღწია მის გულში? მისი მონატრება როგორ მოასწრო?

წვიმდა სვანეთში, ნისლში ჩამალული მთები, იდუმალებით და მისტიკით იყო სავსე. გოგონებთან ერთად ჩაის სვამდა დადვანის ჭიქით და ბეშქენ ბაბუას კიდევ ერთხელ აყოლებდა, როგორ მოიტაცა მისი ცოლი გაცნობიდამ მეოთხე დღეს.
დადვანების შავი მარგალიტის ხმა რომ გაიგო, იფიქრა ახლა მაინც ნახავდა ვაჩეს. ეზოში დაუფიქრებლად გავიდა წვიმისთვის ყურადღება არ მიუქცევია,თუმცა ვაჩე არსად ჩანდა. ცხენს თვითონ დადვანი მიაჭენებდა და უკან იტოვებდა ყველა ემოციას, რაც გოგონასთან მიმართებაში აკავშირებდა.
უყვარდა ლილუ განა არ უყვარდა? ენატრებოდა ისე როგორც არავინ არასდროს მონატრებია.
ერთი სული ჰქონდა მისულიყო და ხელები მჭიდროდ შემოეხვია წელზე და მერე არსად გაეშვა მაგრამ ვერ პატიობდა, მისი თავი ნიკუშაში რომ გაცვალა. იმ მომენტში, მისი იქ დატოვება ვერ აპატია.


იქამდე უყურებდა დადვანს სანამ ნისლმა არ შთანთქა და არ ჩაიკარგა. დასველდა ,თუმცა იმდენად იყო მოწყვეტილი სამყაროს ვერ
გაიაზარა წვიმას როდის შეერია მისი ცრემლები.

ლიზას და მარიამის ხელები რომ მოეხვია წელზე, მერე იგრძნო სიცივეც,ტკივლიც და დადვანის სიყვარულის ნაკლებობაც.

- ასე სამივე გავცივდებით და მერე ტრიოში ვაცემინოთ და ვიაროთ "სელპაკის" ხელსახოცებით.
- ლიზაზუ, როგორ მიყვარხარ
- მე არა?
- ორივეე უზომოდ, ვგიჟდები თქვენზე.
- წამოდით შევიდეთ,ჯერ ადრეა სიკვდილი და გაციება, სიძე გვყავს შემოსარიგებელი.
- ჰო წამოდი ქალბატონო, აუ გიორგი რა სიმოატიურია დაამუღამეთ? მშოკავს ეგ ბიჭი
- რა დროს მოასწარით გეხვეწები?
- შენ რომ ნიკუშას მისტიროდით ჩვენ მათეც გავიცანით და გიორგიც.შენ იარე ასე და ბოლოს სვანეთი კი არა საკუთარი თავიც არ შეგრჩება ხელში.
- შვილო, მანდ რას აკეთებთ ასეთ ამინდში, შემოდით სახლში სულ მთლად დასველდით.
- მოვდივართ იელა ბებია მოვდივართ.

****
როგორც მოსალოდნელი იყო ვერ უშველა მაღალმა იმუნიტეტმა ლილუს. სიცხემაც აუწია ,ყელიც ასტკივდა და ხმა საერთოდ დაეკარგა. დადვანის მონატრება კი იმდენად გაუჯდა ძვლებში რომ ეგონა მისი მონატრებით კანკალებდა და სულ არ იყო სიცივის ბრალი. მისი ხმა ენატრებოდა, შუბლზე ახლაც გრძნობდა დადვანის ტუჩების სიმხურვალეა.
***
- ლევანი, ირინას არ უთხრა ჩემი გაციების ამბები, თორემ მომკლავს,ხო იცი როგორია არა ?
- ხმას არ ვიღებ, სამარე ვარ.
- ნუ მეღადავები
- არ მესმის ცოტა ხმამღლა
- ოო, ხომ იცი არ მაქვს ხმა,რატომ მაწამებ?
- შენი ყოფილი რომ ტრამატოლოგიურში წევს იცი?
- ვინ? ნიკუშა?
- სხვა გყავდა ვინმე და არ ვიცი?
- რა მოუვიდა?
- ცემეს!
- ვერ გავიგე?
- ჰო ვიღაცის მანქანას დასჯახებია, "უვაჟკაცია" მერე და მაგაზე ვაჟაკცი ეს ბიჭი აღმოჩენილა. მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და თვალი ჩალურჯებული.
- მარტივად გამომძვრლა
- ორი ნეკნიც ჩაულეწეს და საფეთქელიც გატეხილი აქვს და კი მარტივად გამოძვრა.
- მანდ რატო მოიყვანეს?
- ფულიანი სიმამრი ყავს .
- მეზიზღება გეფიცები. მეტის ღირსია. უჩივლებს ალბათ იმ ბიჭს ხო?
- არა, ამათმა არ გვინდა საქმე გასაჯაროვდესო, ვითომ ავარია მოხდა, მანქანაც გააქრეს და პრობლემა მოაგავრეს.
- და ის ვინც ცემა, ასე მარტივად გაუშვეს?
- კვირიკშვილის სახელის ხსნება ყველაფერს აგავრებს ხომ იცი?
- ვერ გავიგე?
- გიორგიმ დამირეკა დღეს, ნიკუშა დალეწილი მოყავთ შენთან ,მიხედვა მოგიწევსო.
- და გიორგი რა შუშია ამ ამბავთა?
- გიორგი არა შენ ხარ.
- ლევანი ნორმალურად ამიხსნი? რას მიედ -მოედები ?
- შენი ნიკუშვა ვიღაც ვაჩე დადვანს უცემია და დაუყოლებელია "ლილე კვირიკაშვილს რაც გაუკეთე მაგის გამო სიკვდილის ღირსი ხარ, ახლა იმკურნალე სიმამრის ფულებით და აღარასდროს სცადო მასთან დაკავშირება თორემ , შენს აჩრდილად ვიქცევიო" ხომ ვერ მეტყვი ვინ არის ეს ბიჭი?
- და გიორგიმ რაო?
- გიორგიმ მადლობა იმუ ბიჭს ასეთ დღეში რომ ჩააგდოო, ამის ღირსი დიდიხნის წინ იყო მაგრამ ჩემი ეთიკა და მორალი ამის ნებას არ მაძლევდაო. მოკლედ შენი ვაჩე გადარჩა. მაგრამ მე ბევრი რამე არ მცოდნია, რა გამოვტოვე?
- ახლა უნდა წავიდე, მოგვიანებით დაგირეკავ გკოცნი.

დადვანის სახლის კარზე, რომ დააკაკუნა, მერე გაიზარა ,სად იყო და რის გაკეთებას აპირებდა. კარში საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ქალი გამოჩნდა .
- გამარჯობათ,ბოდიში გვიან გაწუხებთ, ვაჩე სახლშია?
- კი შვილო, შემოდი. თავის ოთახშია დავუძახებ.
- არ შეწუხდეთ ,შეიძლება მე თავად ვნახო?
- რა თქმა უნდა, კიბების ბოლოს მარჯვენა კარია
- მადლობა

დადვანიც კარგად იყო "შელამაზებული" ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, მარჯვენა თვალის დაბლა ჩალურჯება მკრთალად მაგრამ მაინც ეტყობოდა. გულაღმა იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა და იღიმოდა. თითქოს, სხვა სამყაროში იყო.
- შეგიძლია ჩამოჯდე. თვალები არ გაუხელია ისე დაიწყო საუბარი.
- შენს სურნელი მაშინ ვიგრძენი, ეზოში ფეხი რომ შემოდგი. მე კი არა ყველამ იგრძნო რომ აქ შენი ფეხით უნდა მოსულიყავი.
- ნიკუშა გიცემია
- ჰო, ცოტა გავალამაზე
- ტრავმატოლოგიურში წევს ცოტაა ეს?
- გაწუხებს ეგ ამბავი? გეწყინა?
- მასე ნუ მელაპარაკები
- აბა რა ვქნა? ჩამოვჯდე და სიყვარული აგიხსნა? გითხრა? პირველი ქალი ხარ ვინც ჩემს საძინებელში შემოვიდა და არ მინდა აქ შენს ყოფილ სიყვარულზე ლაპარაკი.
- ეს რატომ გააკეთე?
- ღირსი იყო. შენი ნებით არ უშვებ შენი ცხოვრებიდან, ახლა თვითონ მოგშორდება.
- რა უფლებით?
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ეს კი ყველაზე დიდი უფლებაა მემგონი ხო?
- ასე არ უყვარდებათ, ამას ასე არ ამბობენ ვაჩე
- რა გინდა ლილუ? რისთვის მოხვედი? სიციხიანი ჩემს წინ იმიტომ ზიხარ, რომ მირჩიო როგორ აგიხსნა სიყვარული ?
- რომ დაეჭირეთ?
- არაუშავს, გამოვძვერი როგორღაც.
- ჰო, როგორღაც.
- არ მოგენატრე ?
- ის ენატრებათ ვინც უყვართ
- ჰო მართალი ხარ შენ ხომ არ გიყვარვარ. მაგიტომ ზიხარ ახლა ჩემს წინ, რომ არ გიყვარვარ, მაგიტომ მეძებ ყველგან რომ არ გიყვარვარ, რომ არ გჭირდები.
- საერთოდ რატომ მოვედი შენთან ?
კარში უნდა გასულიყო დადვანის ძლიერი ხელი, წელზე სუროსავით რომ შემოეხვია და კედელს ააკრო გოგონა.
- ლილუ გაუშვი ნიკუშა შენი ცხოვრებიდან, მეც ნუღარ მაწამებ და საკუთარ თავსაც ნუ ექცევი ასე.
- ნიკუშა ლამპრობას გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ
- მაშინ ჩემთვის ბოლომდე რომ მოგესმინა, ახლა აქ არ იქნებოდი. ახლა არ მოგენატრებოდი. როცა საბოლოდ შეძლებ თავი დააღწიო მის აჩრდილს მხოლოდ მაშინ,დამიკაკუნე ამ კარზე და თქვი რომ მზად ხარ, ჩემი ჩაის ჭიქით და პლედით აქ დაიდო ბინა. წადი ჩაწექი, ჩაი დალიე და სიცხეს უშველე ლილუ.ვერ გშველის შენი იმუნიტეტი ხო ხედავ.
არეული ნაბიჯებით, გაიარა დადვანების სახლის ეზო. არეული ფიქრებით აიარა კიბეები და არეულ სიზმრებში ჩაეძიმა სიცხესთან ერთად. ორი დღე არ ამდგარა საწოლიდან. ფიქრობდა,მხოლოდ დადვანზე და მის სიტყვებზე.

*****
ტვილდიანების ეზოსთან , შავი რენჯროველი გაჩერდა, მგაზავრები გადმოსვლას არ ჩქარობდნენ.
დადვანი და ბიჭები ეზოში ისხდნენ და ლილუზე საუბრობდნენ.
ლილე და გოგონები ჩაის სვამდნენ და განიხილავდნენ, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდაღ სვანეთში ყოფნა.
- კიდევ ერთ კვირაზე მეტი, რომ დავრჩეთ აქ, ირინა გაგიჟდება გეფიცებით.
- დაურეკას გიორგის და ჩამოგაკითხვას მერე არ იცი?
- მამაშენი მოვიდა ლილე
- ლიზაზუ აღარ მეცინება ხომ იცი , მსგავს ხუმრობებზე
- არ ხუმრობს, მართლა მოვიდა.
****
- ვაჩე ნახე, შენი სასიამრო მოვიდა.
- შანსი არაა , პრემიერი რამ ჩამოიყავანა სვანეთში ამ დროს?
- სხვათაშორის, მამაც არის ეს კაცი მარტო თანამდებობის პირი არაა, ახლა ლილუს წასაყვანად თუ მოვიდა, ვიცი არ გაყვება მაგრამ ნერვები უნდა აუშალოს.
- წამო გადავიდეთ, გოგონებიც არ გვინახავ მე და მათეს
- ჰო, იქნებ რამე მნიშვნელოვანი მოხდა ის ბიჭი ვინ არის?
- ლილეს ძმა სავარაუდოდ.
***
- ირინამ ორივე ჩემს წასაყვანად გამოგზავნათ? ჩემო გულის მარჯვენა არტერიავ როგორ ხარ?
- თბილისში მივდივართ გაემზადე ლუ!
- მასე ნუ მომართავ, რა გინდა? გგონია ჩამოხვედი და ყველაფრის უფლება გაქვს? არ წამოვალ. პრივილეგიებით სარგებლობა არ მჭირდება, როცა გახსნით ქალაქებს მერე წამოვალ.
- ჩემო პატარა ნუ ჯიუტობ, ამჯერად მართლა უნდა წამოხვიდე.
- რამე მოხდა ლევანი?
- არ ინერვიულო გთხოვ.
- რა მოხდა მეთქი? ირინას მოუვიდა რამე?
- სავამდყოფოშია.
- რატომ? ხმას რატომ არ იღებთ მა მა!
ტანში ერთიანად დაუარა სიცივემ 10 წელია მამა არ დაუძახია გიორგისთვის, ახლა როცა საშიშროება იგრძნო რომ ირინას რაღაც შეიძლება მოსვლოდა, რამე ძველებურად არ ყოფილიყო, პასუხის მოლოდნიში,თვითონაც ვერ გაიზარა ეს სიტყვა როგორ წარმოთქვა. ეუცხოვა, ყურჩი ცუდად მოხვდა.
- გამთენისას გულის შეტევა მოუვიდა
- რას სულელობთ? გუშინ გვიან ველაპარკე მშვენივრად იყო, გინდათ რომ წამოვიდე და იტყუებით.
- ლუ, უნდა წავიდეთ ხომ გესმის? უნდა ვიჩქაროთ.
თავბრუსხვევა იგრძნო ნაბიჯი გადადგა თუ არა, წაბორძიკდა დადვანის ხელები რომ არა დაეცემოდა.
- გამაგრდი! იყო ვაჩეს ბოხი ბარიტონი და მერე გაყინული წუთი.
ლევანის ხელს, მთელი ძალით იყო ჩაჭიდებული და გზას უარაფრო, ცარიელი თვალებით უყურებდა.
არ ახსოვ, როგორ აიარა საავმდყოფოს კიბები და როგორ აღმოჩნდა ირინას პალტის წინ. ბავშვობაში, იმ წამში გადავარდა გიორგიმ კარი რომ გაიჯახუნა და წავიდა, თვითონ კი დედას ხელები მაგრად ჩასჭიდა და შეპირდა,რომ მარტო არასდროს დატოვებდა.
ფერი დაჰჯარგვოდა ირინას, თითქოს ამ ორ კვირაში რაც ნანხი არ ჰყავდა, წლები გასულიყო და ერთიანად დატყობოდა ქალს შვილის მონატრება. ან იქნებ ყველა ტკივილი ახლა წამოეწია? განა რამდენს აიტანს გული?
- დედიკოო , დე ჩემო ტკბილო.
- ლილუ, აქ უნდა გენახე რომ სვანეთის სიყვარულს მოშორებოდი? მკრთალად გაიღიმა ქალმა.
- რატომ არ მითხარი ცუდად თუ იყავი?
- არ მინდიდა გენერვიულა.
- ექიმებმა რა თქვეს?
- ოპერაცია ხვალ დილისთვის დაიგეგმა, დონორი ნაშოვნია, ყველაფერი მოგვარებულია. ოთახში შემოვიდა გიორგი და შვილს მუდარიზ თვალებით გახედა,მიიღე ჩემი დახმარებაო.
- საქმე ამდენად სერიოზულად არის? იცოდი არა? დედა შენ იცოდი და არაფერი მითხარი?
- იმდენი პრობლემა და საქმე გქონდა, არ მინდოდა ჩემი ნერვიულობაც დამემატებინა
- დედა ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ ჩემთვის რატომ არ გესმის? დაისვენე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. შუბლზე აკოცა და პალატა დატოვა.
****
სავამდყოფოს ეზოში იჯდა და კანკალის დაიგნორებას ცდილობა გვერდით მამამისი რომ მიუჯდა.
- ვიცი, რომ ვერ მაპატიე,ვიცი რომ ზედემტად ვერევი შენს ცხოვრებაში,როდესაც გვერდით გჭირდებოდი მაშინ არ ვიყავი შენთან. როცა გატკინეს,ვერ შევძელი ტკივილის არიდება. ჩემს ეთიკას და წესებს ვერ გადავაბიჯე რომ ნიკუშადანელიასთვის საკადრის პასუხი გამეცა. სსასტუმროს ამბავიც ზედემეტი იყო და უპატიებელი. მამა რომ დამიძახე იმ წუთებში ,წამში მილიონჯერ დავიშალე და თავიდან ავეწყე ლუ. ძალიან გთხოვ მომეცი ნება რამე გავაკეთო თქვენთვის, მომეცი ნება მომეცი ირინას სიცოცხლე ვაჩუქო.
- ის გული დაუბრუნო,რომელიც შენთვითონ მოუკალი? შენს დამხარებას, მხოლოდ ირინას გამო მივიღებ, დედას ვერ გავწირავ , არც ასეთი ეგოისტი ვარ. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის ბოლო თეთრამდე დაგიბრუნებ ყველაფერს. კარგად დაიმახსოვრე.
****
ოპერაცია, დილას 7 სათზე ჩაინიშნა. რისკი დიდი იყო. გადარჩენის შანსი უფრო ნაკლები ,ლილუს იმედები უფრო მეტი. საავამდყოფოს დერაფანაში ,იატაკზე იჯდა და დუმდა! თითქოს გაყინული იყო.
გოგონები ვერ ეკარებოდნენ, თითქოს ნაღიმი იყო და პირველივე სიტყვისას აფეთქდებოდა. მხოლოდ ლევანი მიუჯდებოდა გვერდით, ყველაფერი კარგად იქნებაო ეტყოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა.

ბევრი რამე იყო ლევანისთვის ლილუ. ერთამენთის აარსებობის შესახებ რომ შეიტყეს, მას შემდეგ ერთად მოდიან. ერთად უხარიათ, სტკივათ განიცდიან.

ნიკუშა დანელიამ ,მიწასთამ რომ დასცა ლილუ, კტეგორიულად გააფრთხილა, არცერთი ნაბიჯი არ გადგა მისკენ. ცემით ადამიანებს ვერაფერს შეაგნებინებ გადამივლისო.
რამდენჯერ გაუთენებია ლილუს კართან ჩამუხლულს და მასთან ერთად უტირია. რამდენჯერ "გაუტაცებია" რომ და-ძმური შვებულება მოეწყოთ ერთად. ესმოდა ყველაზე მეტად, ლევანის რომ ადვილი არ იყოს გიორგის პატიება . მაგრამ იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ ენატრებოდა აკლდა მამა ლილუს.
გოგონები მამის დანაკლისს უფრო მძაფრად აღიქვამენ ვიდრე ბიჭები. გოგონები იმისთვის იბადებიან , რომ მერე მამებმა მათზე იზრუნონ, წაქცევისას ხელი შეაშველონ და სიხარულისას ერთად იცინონ. ვინ იცის რამდენჯერ სდომია, მისულიყო და მაგრად ჩახუტებოდა. ტელევიზორში მამის დანახვისას, ცრემლები რამდდენჯერ მოუწმენდია ჩუმად. ახლა როცა იაზრებდა, რომ შეიძლებოდა დედის გარეშე დარჩენილიყო და საერთოდ არავინ ჰყოლოდა გვერდით, უფრო მეტად იგრძნო მამის დანაკლისი. გახედა ცრემლიანი თვალებით, სკამზე მჯდარ გიორგის და სუნთქვა შეეკრა,როცა მათი თვალები ერთამენთს შეხვდნენ.

ოპერაცია სამი საათის დაწყებული იყო, ექიმი არსად ჩანდა . მთელი გულით ნატრობდა ახლა დადვანის ჭიქით ერთი ჭიქა ხილის ჩაი დაელია და აქედან გამქრალიყო. ფიქრი დამთავრებული არ ქონდა, ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო. მის წინ ვაჩე იდგა, ისევ თავისი მედიდურებით და მანუგეშებელი მზერით.
- ახალი ხომ არაფერია?
- ველოდებით ისევ. სამი საათი გავიდა
თვითონაც ვერ იცნო თავისი ხმა. მოწოლილი ცრემლების უკან ჩაბრუნება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. დადვანმა ხელები დროულად მოხვია და გარეთ გაიყვანა.

საავამდყოფოს ეზოში ისხდნენ ორივე. ორი დღის კი ჯერ კიდევ ერთამენთზე ნაწყენები. დამსახვრეული გულებით, ერთამენთის ტკივილის საზიაროდ , ერთამენთს ავსებდნენ.
- რამე რომ მოუვიდეს როგორ უნდა ვიცხოვრო?
- არაფერი მოუვა, ძლიერია ხომ იცი? მარტო არ დაგტოვებს, ერთი თვე ვერ გაძლო შენს გარეშე და იქ მარადისობაში გაჩერდება შენს გარეშე?
- მარტო დავრჩები საერთოდ.
- შენს გვერდით რამდენი ადამიანია ხომ ხედავ? მამაშენიც აქ არის.
- როგორღაც გადადო ქვეყნის საქმეები და მოიცალა ჩვენთვის ჰო.მადლობას გადავუხდი აუცილებლად.
- იქნებ გეცადა და გაგეგო?
- რაა? მამის გარეშე გატარებული 10 წელი? მონატრებაში გალეული ღამეები? "მამის" დაძახების მონატრება? გაყინული სიხარული? ირინას ეს მდგომარეობა? ფულით სიყვარულის მოპოვება? რა გავუგო? რა ვაპატიო? როგორ ვაპატიო.
- ლილუ, ადამიანები ერთამენთს გაუაზრებლად ვტკენთ ხოლმე, ლამპრობას რომ მიმატოვე და წახვედი, ნიკუშას თავი რომ მამჯობინე, მაშინ გულში რაღაც ძალიან პატარა და ძალიან მტკივნეულად მოკალი. მაგრამ ამან შენს მიმართ სიყვარული ვერ გამიქრო, არ გადაგიყვარე. განა ეს შესაძლებელია? შენი მხრიდანაც შევხედე ამ სიტვაციას და მაგიტომ ვარ ახლა აქ. გაგიგე. მამაშენსაც სჭირდება, მოსმენა გაგება. იქნებ შეიცვალოს? მე არ გეუბნები რომ დაკარგულ დროს აინაზღაურებთ მაგრამ სიყვარულის გამოხატვა გვიან არასდროს არის. წარმოიდგინე , ირინას ადგილას ის რომ იყოს, მაშინაც ხომ ასე ინერვიუელებდი? საკუთარ თავს ხომ დაადანაშაულებდი ასე უპატიებელი რომ გაუშვი? სანამ ერთამენთის დაკარგვამდე არ მივალთ,მანამდე ვერ ვიგებთ ერთამენთის ფასს. იფიქრე ამაზე გთხოვ.
- ლუ, ექიმი მოვიდა იყო გიორგის ხმა და ერთიანად დავლილი ჟრუანტელი. კარგის მოლოდინი ცუდის შიში. ყველაფრის დაკარგვის განცდა.
- გადავრჩით, ოპერაციამ რთულად მაგრამ წარმატებით ჩაიარა გილოცავთ.
- გადავრჩი მა მა. ვერ გაიზარა როდის ჩაეხუტა გიორგის , მისი ძლიერი მკლავები რომ იგრძნო ცრემლები თავისით წამოსცვივდა. ყველა მონატრებამ ერთად გაიღვიძა, ყველა სიყვარულმა ერთად დაიბრუნა ყველა ემოცია.ყინულმა ნელა მაგრამ ლღობა დაიწყო.
****
ირინას ოპერაციის შემდეგ იყო ლილუს სახლში "დაჯდომა" პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა საქმე თავის კოლეგებს გადააბარა და კარიერაში პაუზა აიღო უვადოთ. ირინას ძიძად იქცა,სასერნოდაც კი არ გადიოდა გარეთ. გოგონების ნახვას მხოლოდ მაშინ ახერხებდა , როდესაც თვითონ მოდიოდნენ მასთან.
დადვანი არ ჩანდა! არსად იყო! დაიკარგა ! ბიჭები ამბობდნენ ყოველთვის, ახალწლამდე ერთი თვით ადრე , მონსატერში მიდის და იქიდან მხოლოდ 31-ში ღამით ბრუნდებაო.

ეწყინა გაუფრთხილებლად, დაუმშვიდობლებად რომ წავიდა თან მხოლოდ ერთი კოცნა შეატოვა შუბლს, ერთი ჩახუტება და კესანების გვირგვინი.ენატრებოდა. ამის აღიარება მაშინ დაიწყო მისი სურათების თვალიერებაში რომ დაათენდა ღამე და ღაწვებზე რამდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა.

ახალი წლამდე 5 საათით ადრე ყველა კვირიკაშვილებთან ერთად იყო შეკრებილი. მათესა და გიორგის მოსვლას ელოდებოდნენ. ლევანმა კარი რომ შემოაღო და თან ბატონი პრემიერიც შემოიყოლა.
- წინაღმდეგი ხომ არ იქნებით, ამ ახალ წელს თქვენთან ერთად რომ შევხდეთ?
- თავისუფალი ადგილი ყოველთვის აქვთ მამებს გოგონებისთვის შენახული, გაუღიმა ლილუმ მამას და ძმას გადაეხვია.
- დღეს ბრუნდება არა ?
- ჰო ლიზუ,ასე თქვეს ბიჭებმა
- ვინ ბრუნდებაო?
- ლევანიკო რა ცნობისმიყვარე ხარ შენ რა არის?
- ქალბტონებო რამეს ხომ არ მიმალავთ
- არა, უბრალოდ ჩვენი სვანი სასიძო ბრუნდება დღეს სვანეთში და
- მარიამ!
- აი ბიჭებიც მოვიდნენ.
- ახლავე თუ წახვალ ჩაასწრებ.
- დედა ამას სერიოზულად ამბობ? სვანეთში ნამდვილად მიშვებ?
- გიყვარს ლუ? იყო მამის შეკითხვა და დავლილი ჟრუანტელი.არავის უკითხავს აქამდე ,არც საკუთარი თავისთვის დაუსვამს ეს შეკითხვა. გული აუჩქარდა, ყველა კადრი ერთაიანდ დაუდგა თვალწინ და დადვანის სიტყვები გაახსენდა.
" როცა სამუდამოდ შეძლებ თავი დააღწიო მის აჩრდილს,მაშინ დამიკაკუნე ამ კარზე და თქვი რომ მზად ხარ ,ჩემი ჩაის ჭიქით და პლედით აქ დაიდო ბინა"
- მანქანას მათხოვებთ?
- თოვლიანი გზებია , ჩემს მძღოლს ვეტყვი და წაგიყავანს არ გაჯიუტდე გთხოვ.
- ამჯერად იყოს ასე კარგი.
- ჩემოდანში შენი ტანსაცმელია ლილუ.
- დედა მაგიჟებ გეფიცები.
- დადვანი მოგვიკითხე ჩამოგაკითხავთ მალე.

****
- ბეშქენ ბაბუა, როგორ მომენატრეთ ნეტა იცოდეთ, მაგრამ ახლა მხოლოდ ორი რამ მჭირდება ავიღებ და წავალ. ხვალ კი გინახულებთ.
- ვაჩეს ჭიქა და პლედი არა?
- ხომ არ წაუღია?
- არა, თქვა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი მის წასაღებად არ შემცდარა.
****
დადვანების სახლის წინ იდგა და ისევ ფრთხილად აკაკუნებდა კარზე.
კარი თავად ვაჩემ გაუღო.
- მზად ვასრ შენს ჩაის ჭიქასთან და პლედთან ერთად,სამუდამოდ დავიდო ბინა შენთან.
- ახალ წელს გილოცავ ლილუ დადვანო!
- მ ი ყ ვ ა რ ხ არ .
- შენზე ადრე ვიცოდი ხომ იცი?
- სვანეთზე მეტად არა იცოდე!
- აქ სვანეთის სიყვარულმა მოგიყვანა თუ ჩემმა ხომ არ იცი?
- უნარცისესი და უსაყვარელი უჩემესი ხარ დადვანო!
*****
-როგორი იყო თქვენი კარანტინი სვანეთში?
- ყველაზე მაგარი ერთი თვე
- და მაინც რა გაპოვინინა სვანეთმა?
- სიყვარული და ვაჩე დადვანი!..



ჩემო ტკბილებო! პირველლრიგში ბოდიში რომ გალოდინეთ. ექსტრემალუ სიტვაციაში მომიწია ისტორიის დამთავრება და დადება. გრამატიკული შეცომებისთვის ბოდიშს გიხდით. არ ვიცი რა გამოვიდა, როგორი გამოვიდა. იმედია მოგეწონებათ,ჩემთვისაც მოულოდნელი იყო სიუჟეტების ასე გამვითარება. ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი ლანა

ძალიან კარგი იყო????????ყოჩაღ არ მინდოდა დამთავრებულიყო????????????

ძალიან კარგი იყო????????ყოჩაღ არ მინდოდა დამთავრებულიყო????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჩემი სვანეთი, როგორ ვისიამოვნე გავთბი. ლამაზი ისტორია იყო❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უტკბილესი უსაყვარლესი სიყვარულით სავსე ისტორია ძალიან მომეწონა უმაგრესი ადამიანებით ძალიან მაგარია რომ იციან სიყვარულის და მეგობრების დაფასება საოცარი ნაწარმოებია მინდა ასეთი ნაწარმოების წავიკითხო კიდევ ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით გაგრძელეთ ასე წარმატებები ???? მადლობა ????????????♥️

 


№4  offline წევრი maviwyara

უბრალოდ სიტყვები ზედმეტია. ვგიჟდები სვანეთზე უნახველად. ოცნება მაქვს რომ მეც ლილუს მსგავსად ყველაფერი ვნახო.
--------------------
M.N

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

წერა არ შეწყვიტო,წარმატებები ❤

 


№6  offline წევრი სესო

უსაყვარლესი, უღუნღულესი, უთბილესი ისტორია იყო♥️♥️ არ შეწყვიტო წერა, ველოდები შემდეგ ისტორიებსაც♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი გურანდა

წერა არ შეწყვიტო, ძალიან კარგი ისტორია იყო, ნელ-ნელა უფრო დაიხვეწები, მთავარია ყველა ემოციის მოტანა შეგიძლია <3

 


№8 სტუმარი გიული

გამოვიდა??? კიარა ძლიან მგარი მოთხრობაა სევდიანი ისტორიის ლამაზი დასასრული იყო ჯერკიდევ ემოციევში ვარ ვერ მოვწყდი კითხვას ისე გულწრფელად იყო ყველაფერი გადმოცემული ყოჩღ????????????ასე გააგრძელე ველოდები ახალ მოთხრობაა❤

 


№9  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან მომეწონა წარმატებებს გისუევებთ, საინტერესო იყო ნამდვილად ვიმედოვნებ კიდევ გააგეძელებთ წერას.

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი და სწრაფად დწერილი ისტორია იყო...

 


№11 სტუმარი სტუმარი ლალი

კარგია მაგრამ სანამ გამოაქვეყნებ გადაიკითხე რომ ლილუ სამ გვარში არ მოიხსენიო. კვირიკაშვილიო.კვარაცხელიაო და ახალკაციო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent