შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 3) +18


22-08-2020, 20:03
ავტორი vivien
ნანახია 1 947

ვიყო ასეთი ნორმალური სირცხვილია. ვიყო ასეთი გადარჩელი სიმახინჯეა. ჩემი სიცოცხლე კი დანაშაულია. საშინლად გადამდის გულზე დღეები, კბილებს შორის, რომ გამოსცრა ცხოვრებამ...
შაბათ-კვირას არ ვმუშაობდი, ამიტომ სრულ იდელიაში ვიყავი. შაბათს გვიან გავიღვიძე, უფრო სწორი იქნებოდა გამაღვიძეს.
- რა ჯანდაბა გინდა?
- მოვდივარ, კარი გამიღე.
- ამ სიცხეში როგორ არ გეზარება გარეთ გასვლა?
- მეც მიყვარხარ
თავის ქნევით გავუთიშე ტელეფონი ანაბელს თითქოს დამინახავდა.
- ნაყინები მოვიტანე. მიდი ყავა გამიკეთე. ლუკა სადაა?
- ამოისუნთქე გოგო.
სიცილი ამიტყდა.
- ლუკას ძინავს, თუმცა მგონი უკვე გააღვიძე.
- რა გაკივლებთ დილიდან?
ოთახიდან ახალმაგაღვიძებულმა გამოყო თავი.
- ისე დილა აღარ არის შუადღეა, ლუკაჩო როგორ მომენატრე.
კისერზე ჩამოეკიდა ბელა ლუკას.
- აშკარად რაღაც უნდა.
შეწუხებულმა ლუკამ ჩემსკენ გამოიხედა.
- დღეს ვიკრიბებით კლუბში ჩვენები და ელაც უნდა წავიყვანოთ.
- მე? არა რა ბელუშ.
აი მაგ სახელის გამო მითუმეტეს. აწიე შენი უკანალი და მოემზადე.
- მეც რომ დავესწრო წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
წარბებს ათამაშებს ლუკა და ხარბად შემომცქერის. მასზე ბელა ზრუნავს და წამის მეათედში ის უკვე ოთახში აღარაა. ანაბელს სწრაფი მოძრაობით მივყავარ კარადისკენ და ღიმილით მიყურებს. ჩემს შეთვალიერებას იწყებს, მერე კი კვლავ კარადისკენ იხედება. საბოლოოდ, ერთად ვარჩევთ კაბას, რომელიც შავი ფერის არის, საკმაოდ მოკლეა, თუმცა შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ, მეც ღიმილით ვპასუხობ და ჩაცმას ვიწყებ, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მკვეთრ მაკიაჟს მიკეთებს და თმას მსუბუქას მიხვევს. ლუკა მსუბუქად მიღიმის და ჩვენც სახლს საღამოს შვიდ საათზე ვტოვებთ. შესვლისთანავე ვგრძნობ სიგარეტის კვამლის სუნს, მგონი მშვენიერი გარემოა. ბელა ერთ-ერთი მაგიდისკენ მირბის და მის წითურ თმას ლამაზად ისწორებს.
- მგონი გაბრიელს ეპრანჭება.
ეღიმება ლუკას და გვერდზე მიდგება.
- იმედია მალე გავიცნობ სასიძოს.
- ეჭვი არ შეგეპაროს.
მაგიდასთან 7 ადამიანი ზის. მათი სახელების დამახსოვრება გამიჭირდება.
- გაიცანი ელიზაბეტ, ეს გაბრიელია, ყველაზე სერიოზული ჩვენს შორის, ვივიენი, ყველაზე მგრძნობიარე. ემილი ყველაზე მხიარული გვყავს. დამიანე ირონიით გაჟღენთილი პიროვნებაა, გიო და ალექსი ყველაზე ცანცარები არიან. აი კესო კი ყველაზე გამოცდილი ბიჭების საკითხში.
ეცინება ლუკას და ყველას მაცნობს.
- ეს კი ელიზაბეტ ბურდულია. ჩვენი ახალი მეგობარი.
ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად კესომ მიიპყრო. საოცრად მაგონებდა ვიღაცას,თუმცა ვის არ ვიცი.
- სასიამოვნოა.
ყველას ვუღიმი და ბელას გვერდით ვჯდები. დროს სასიამოვნოდ ვატარებთ. მათ მალევე ვუახლოვდები, მაგრამ კითხვებს ჩემს შესახებ თავს ვარიდებ. განსაკუთრებულად დამიანეს საუბრის მანერა მიზიდავს. ხრინწიანი, ირონიით გაჟღენთილი ხმა, როგორც ეს ლუკამ აღნიშნა. ბევრჯერ შევნიშნე გაბრიელის მიმართული მზერა ბელასკენ. ბელაც მეტად გამომწვევად იცინოდა და ცეკვავდა.
- ბურდულო, ანუ ხევსური ხარ? სიცილით მეკითხება ალექსი.
- ჰო ხევსური ვარ.
მეც იგივე ტონით ვპასუხობ.
- უკვე ვღელავ, ეს გოგო არ გააბრაზოთ.
საუბარში გვერევა გიო და ამაზე ორივე სიცილის იწყებს. ვცდილობ მეც გავიცინო, თუმცა სასაცილოდ საერთოდ არ მეჩვენება.
- ელა, აქამდე სად ცხოვრობდი?
- ღმერთო ჩემო, ნუ ხარ ასეთი. რამე სახალისო კითხე.
ისევ გიო ამბობს და გაბრიელის სახეზე მეტად ეცინება.
- მაგალითად ყავს თუ არა შეყვარებული?
საუბარში დამიანე გვერთვება და დაჟინებით მაკვირდება.
- აქამდე ვაკეში ვცხოვრობდი. შეყვარებული არ მყავს.
ორივეს ვუღიმი და ბარისკენ მივდივარ, რათა ცოტა დავლიო. ცუდი ხალხი არ ჩანს. საცეკვაო მოედანზე ლუკას ვუყურებ ბელას და კესოს ეცეკვება. ბელას, რომელიც სულ გაბრიელისკენ იყურება. ჰგონია რომ ვერავინ ვამჩნევთ.
- ეწევი?
სიგარეტს მაწვდის დამიანე. წამით მის შავ თვალებს ვეჩეხები, ისინი იმდენად ცივი და უარაფროა, რომ ტანში უსიამოვნოდ მცრის.
- კი, მადლობა.
სიგარეტს ვეწევით და თან რაღაც უცნაურ თემებზე ვსაუბრობთ. მისი ჩახლართული საუბარი მაბნევს.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ დამიანე ასეთი გვყავს.
გვერდზე მიჯდება ემილი და სიცილით თავს აქმევს. პასუხს არ ვცემ. ის მართალია. მათთან ყოფნა მომწონს, იმის მიუხედავად, რომ ეს ბიჭი საოცრად მეუცნაურება. ფეხზე წამოდგომისას ჩემი დანა მივარდება. მის აღებას დამიანე მასწრებს.
- უცნაურია, რაში გჭირდება?
- მე, უბრალოდ.. ეს არ არის საინტერესო.
სწრაფად ვართმევ ჩემს ნივთს და მაგიდასთან ვბრუნდები.
- მგონი ეს გოგო მომეწონა.
ირონიულად იძახის დამიანე და ემილის აკვირდება.
- ნეტა მოგცლია რა.
ემილი იცინის და უკან მომყვება. იმ საღამოს საკმაოდ ბევრს ვსვავ. ბავშვებს მეტად ვუახლოვდები. სანდროს და გიოს პოზიტივი მეც მედება და ბევრს ვიცინი. სახლში გვიან ვბრუნდებით მე და ლუკა. ნაბიჯებს ბარბაცით ვადგავ. ლუკას ოთახში შევყავარ და მაწვენს. საღი გონებით ვერ ვაზროვნებ. ოთახიდან გამოვდივარ და მისაღებში მის გვერდით ვჯდები. ფეხს ფეხზე ვიდებ და გამომწვევად ვაკვირდები.
- რატო არ გძინავს?
მეკითხება დაძაბული ხმით და მაშტერდება.
- შენთან მირჩევნია.
ტელეფონს ვართმევ და ისიც წამში ახდენს რეაგირებას.
- მომეცი, ელიზაბეტ.
ცდილობს ტელეფონი წარმართვას საბოლოოდ კი მის მკლავებში ვყოფ თავს. კიდევ უფრო გამომწვევად ვუღიმი და მის ტუჩებს ვაცხრები, ისიც ცდულებას ვერ უძლებს და მყვება. წამებში მის კალთაში ვყოფ თავს. თმაში ხელს ვუცურებ და ჩემსკენ ვქაჩავ. ვგრძნობ მის გახშირებულ სუნთქვას, რომელიც, მცდელობის მიუხედავად, თავს ვერაფრით თოკავს. უფრო მოხერხებულად ვთავსდები მის კალთაში და ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ხელებს ჩემს წელზე დაათამაშებს, ჟრუანტელი მივლის. ხელები კაბის შესაკვრელისკენ მიაქვს. შიშველ ზურგზე მის ხელებს ვგრძნობ და უნებურად თვალებს ვხუჭავ. წამიერად მისი ტუჩები მშორდება.
- ელიზაბეტ დაიძინე. წადი.
ხმის ამოუღებლად ვდგები ფეხზე და ჩემი ოთახისკენ ბარბაცით მივდივარ. ცრემლები უკითხავად იწყებენ დენას. საწოლზე ვჯდები და ჩუმად ვტირი, არ მინდა ეს ლუკამ გაიგოს და ამით კიდევ უფრო შეწუხდეს. არ ვიცი რაზე ვფიქრობ ან რა მაწუხებს, თუმცა ეს ტირილი, ჯანდაბა მგონი ის მეხმარება. ფიქრებიდან ლუკას კაკუნს გამოვყავარ, ოთახში შემოდის და ჩემს დანახვაზე ეღიმება. საწოლზე მაწვენს და თვითონაც გვერდით მიწვება. ნაზად მწევს მისკენ და მიხუტებს. მის სურნელ ვგრძნობ. მინდა რომ ისევ ჩავეხუტო, ვაკოცო, მაგრამ ჩემი გონება აანალიზებს, რომ ეს მხოლოდ ილუზიაშია შესაძლებელი. მისი სურნელით გაბრუებილს სწრაფად მეძინება. საოცრად კარგად მძინავს. თითქოს ჩემმა ღამის კოშმარებმა მიმატოვეს და ადგილი ლუკას დაუთმეს. დილას მის მკლავებში მეღვიძება. ღიმილით ვაკვირდები მის სახეს და ვცდილობ ნაზად შევეხო, რომ არ გავაღვიძო. გუშინდელის გახსნებისთანავე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. საერთოდ არ ვნანობ იმას რაც იყო. მისი ბოხი ხმა მაფხიზლებს.
- ელა...
- ჰო ლუკა.
– სალაპარაკო გვაქვს.
ამბობს მკაცრად და ოთახს ტოვებს. ღრმად ვსუნთქავ და მოწესრიგებას ვიწყებ. სპორტულებს სწრაფად ვიცვამ და სახეს ვიბან, შემდეგ კი მისაღებში გავდივარ და მის წინ ვჯდები. თავს ხელში ვიყვან ვიცი, რომ ახლა რაღაც საშინელებას მეტყვის. სიგარეტის ღერს ვუკიდებ და ჰოროზონტს ვუყურებ.
- რაც მოხდა შეცდომა იყო.
- გეთანხმები.
- ნუ მაწყვეტინებ. შენ მე მითხარი, რომ თავი შორს უნდა დამეჭირა შენგან და მეც ყველანაირად ვცდილობ შევასრულო ეს, მაგრამ შენ საერთოდ არ მიწყობ ამაში ხელს. შენ არ ხარ ის გოგო, რომელიც ბოროტებას ადგას და რომლის ცხოვრებაც მხოლოდ შურიძიებისგან შედგება? მითხარი შენ არ ხარ ის გოგო? თუ რამე შეიცვალა გუშინდელის შემდეგ.
მისი ეს სიცივე მთელ სხეულს ედება. ზიზღით ვივსები.
- დიახ ის გოგო ვარ და არაფერი შეცვლილა. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.
ვუღიმი და ჩემს ოთახში ვბრუნდები. არაფრის თავი არ მაქვს. ახლა მხოლოდ დასვენება და ძილი მჭირდება. საწოლზე ვემხობი და ჭერს ვუყურებ. გულზე ხელს ვიდებ. მეტი აღარ შემიძლია. ყველაფერი ერთად ღმერთო, ეს ძალიან რთულია, მართლა. საწოლში უფრო კარგად ვკალათდები და საბანში ვეხვევი. ძილს ვერაფრით ვახერხებ. წარსულზე ვფიქრობ, ფიქრებში აზრებს ვალაგებ რა იქნებოდა რომ არა ის ყველაფერი, რაც რამდენიმე თვის წინ გამოვიარე. ვიქნებოდით ისევ ბედნიერი ოჯახი და არავისთან არ მომიწევდა თავის შეფარება. თავში აზრი მომდის. აქ არცერთი დღე აღარ გავჩერდები. ფეხზე ვდგები და ტანსაცმლის ჩალაგებას ვიწყებ. ოთახში ლუკა შემოდის.
- დღეს ბავშვები მოვლენ ჩვენთან.
- მე მივდივარ. ვინც გინდა ის მოვიდეს შენთან.
ჩემოდანს ვიღებ და კარისკენ მივიწევ. მისი ძლიერი ხელები მაჩერებს და ჩემოდანს მართმევს.
- არსადაც არ წახვალ. ის რაც მოხდა არაფერს ნიშნავს.
- არ მინდა აქ ყოფნა. არ მჭირდება შენი არაფერი.
- ვერ ვხვდები რა გინდა ელა
- არაფერი ლუკა, შენგან საერთოდ არაფერი არ მინდა.
- ხომ იცი რომ ახლა ამის დროს არ არის, ვერსად ვერ წახვალ. მოემზადე მალე ბავშები მოვლენ.
- დავამტკიცებ, რომ შენს გარეშეც შემიძლია არსებობა.
- კარგი, კარგი დამშვიდდი. დილას ცოტა ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ დაწყნარდი და მოემზადე.
ღიმილით ტოვებს ოთახს და მეც ვცდილობ სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ერთი მხრივ ის მართალია მე ახლა სხვა გზა არ მაქვს, თუმცა მეორე მხრივ ეს არასწორიცაა მე არ მჭირდება არაფერი რაც სხვასთანაა დაკავშირებული. ბოლოს ბევრი ფიქრის შემდეგ ნინას ვურეკავ, შესაძლებელია, აქ ნინა არაფერ შუაშია, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მისი ნახვა მჭირდება. ერთ-ერთ კაფეში შევდივარ და მის წინ ვჯდები. ჩემს დანახვაზე თვალები უწყლიანდება და ხელს ხელზე მიჭერს.
- ელა, იმ სახლში ცხოვრება გაუსაძლისია.
ამბობს და მის ლამაზ სახეს ცრემლები უსველებენ.
- რა ხდება ნინა, მომიყევი ვეცდები დაგეხმარო.
- ყოველდღე გრძელდება ეს საშინელება ელის. ყველაფერი მტკივა. იქ გაჩერება აღარ შემიძლია ხან ვისთან ვრჩები და ხან ვისთან. მამა ყოველდღე ყვირის, გაღიზიანებულია. დედა მამას არ უსმენს. აღარაფერს აკეთებს. ყოველდღე ყვირიან, ჩხუბობენ. წარმოიდგინე მამამ დედას ხელიც კი გაარტყა ერთხელ.
მთელი სხეული მეჭიმება, ვიძაბები. ხელები მიკანკალებს. სიგარეტის ერთ ღერს ვუკიდებ და ნინას დაძაბული ვუყურებ.
- გააგრძელე.
- არც დედას სცოდნია შენი გატაცების ამბავი. ყველაფერი შეიცვალა. მეტს ვეღარ მოვითმენ. დედა ყოველღამე ტირის. ჩუმად ჩურჩული დასჩემდა. სულ შენ გახსენებს, რომ გამწარდება ლევანს უყვირის ჩემი შვილი მოკალიო და რაც მოხვდება იმას ლეწავს. დამეხმარე ელის გთხოვ. ასე ნუ გაგვიმეტებ.
სახე ხელებში მაქვს ჩარგული და ღრმად ვსუნთქავ.
- არ შევარჩენ მაგ ნაბი^ვარს დედაჩემის ტკივილს. ყველაფრისთვის გადაეხდება, სამაგიეროს გადავუხდი ჩემი, შენი და დედას თითოეული ცრემლისათვის. გავამწარებ, რაც ყველაზე მეტად ეზიზღება იმას გავუკეთებ. მალე ყველა გაიგებს რაშიც არის გარეული, მის პარტნიორს კი სიკვდილს საკუთარი ხელით მოვუსწრაფებ.
- ელიზაბეტ სად ცხოვრობ, რას საქმიანობ. მითხარი რამე შენზე.
- ლუკასთან ვცხოვრობ. ყველაფერი რიგზეა. თავის დაცვას ვსწავლობ. მუშაობა დავიწყე ლევანის სახლთან ახლოს სხვა ბანკის ფილიალში არ იყო თავისუფალი ადგილი, თორემ იქ ნამდვილად არ გავივლიდი, არა იმიტომ რომ მეშინია, უბრალოდ მძულს ყველა ის ადგილი, რომელიც რაღაცის მაინც არის დაკავშირებული წარსულთან.
- დედას გაუხარდება, რომ გნახე.
- შურს ვიძიებ, გპირდები ნინა.
ვუღიმი და ცრემლებს ვწმენდ. ცოტახანში კაფეს ერთად ვტოვებთ, ნინა მძლავრად მხვევს ხელებს და მეხუტება.
- ჰო მნახავ ხოლმე?
თავს ვუქნევ და დიდხნიანი ჩახუტების შემდეგ სახლისკენ მივდივარ. გზაში ვერაფერზე ვფიქრობ. ვცდილობ უხმაუროდ შევიდე ოთახში, მაგრამ ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი ემილი მამჩნევს.
- ელა მოსულა.
- ელაჩკა, როგორ ხარ.
გიო და სანდრო ხელს მართმევენ კარგი ძმაკაცებივით და ისევ იცინიან. მათი პოზიტივი მეც მედება. ყველას ვესალმები. ადგილას დამიანეს გვერდით ვიკავებ, ეს არც ისე სასურველია, თუმცა სხვაგან ადგილი აღარ არის. მათთან ერთად ყავას ვსვავ. სასუსნავების მორჩენისთანავე ფეხზე ვდგები და მაღაზიაში ჩავდივარ. იქ დიდიხანი არ დამიკარგავს. სწრაფად ვიყიდე ჩიფსები, წვენები, შოკოლადები და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. იქვე ხესთან რამდენიმე ბიჭი იდგა, მათთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებდ, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა დამიძახა.
- ეი გოგონა.
მათკენ ვიხედები და უაზრო სახით ვუყურებ.
- მოიწიე ჩვენსკენ.
- რამე თუ გინდა აქეთ მოდი.
- ოო ერთი დამიხედეთ.
ახლა მეორე ერთვება საუბარში. მათ აღარ ვუსმენ, ვბრუნდები და სახლისკენ წასვლას ვაპირებ, როდესაც მესამეს ხელი მაჩერებს.
- საით მიგეჩქარება.
მის ხელს ზიზღით ვუყურებ და ირონიულად ვუღიმი. სახეს მის სახესთან ახლოს ვწევ.
- მისმინე, ჯობია შენს ძმაკაცებს მიუბრუნდე, სანამ კიდევ უფრო არ შემირცხვენიხარ მათთან. ხელი არ ამიკანკალდება ისე მოგკლავ.
ვუღიმი კიდევ უფრო სარკასტულად და ხელს ვაშვებინებ. შემობრუნებისას პირველს დამიანეს ვხედავ.
- შენ რა მკვლელი ხარ?
სიცილით მეკითხება დამიანე. ერთს ვუბღვერ და პარკებს ვაწოდებ. გაკვირვებული მიყურებს.
- ჰო რა იყო? მე ხომ არ დავიჭერდი?
ვუყურებ და კმაყოფილი მივიწევ წინ.
- რაღაც ძალიან უცნაურში ხარ გარეული, რასაც კარგი არაფერი მოყვება. ამას ვხვდები. აი რაში ხარ გარეული კი ამას აუცილებლად გავიგებ.
უცებ ვშეშდები, მისი ნათქვამი მაიძულებს გავჩერდე და თვალებში შევხედო, კიდევ ერთხელ შევხედო შავ, ბნელ თვალებში. სახეზე ყალბ ღიმილს ვიკრავ.
- წარმატებები დამიანე.
ბოლოს ფეხს უჩქარებს და ჩემთან ერთად მოიწევს სახლისკენ. ხმას არცერთი ვიღებთ. სახლში აფორიაქებული შევდივარ. ამას მხოლოდ ლუკა ამჩნევს აშკარად ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ბავშვები გვიან მიდიან, სახლის დალაგებას ვიწყებ. ლუკას მზერას ყურადღებას არ ვაქცევ.
- რა გჭირდა დღეს? ჯერ სახლში, რომ დაბრუნდი, ისეთ ხასიათზე იყავი შემეშინდა. მაღაზიიდან ამოსვლისას ხო საერთოდ ფერი არ გედო სახეზე.
- არაფერი გადაღლილი ვარ.
ვეუბნები და ოთახში დაბრუნებას ვაპირებ, როდესაც მისი გაღიზიანებული ხმა მესმის.
- მერგო წილად ბედნიერება, რომ გამეცანი. თქვი რა მოხდა?
- ჩემი და ვნახე და... და არაფერი.
- დარწმუნებული ხარ?
- უბრალოდ შემეშვი.
ოთახში უკანმოუხედავად შევდივარ, სწრაფად ვიხდი ტანზე და საწოლში ვწვები. გადაღლილს მალევე მეძინება, თუმცა უკვე ძილბურანში მყოფს ტელეფონის ხმა მაღვიძებს.
- ვინ უნდა იყოს ამ დროს.
ვბუზღუნებ და ტელეფონს ვრთავ, სინათლე თვალს მჭრის, შეტყობინება მხვდება უცხო ნომრისგან. შეტყობინებას ხელის კანკალით ვხსნი და მალევე ვმშვიდდები.
- "ძილინებისა იდუმალო, დარწმუნებული ვარ ახლა ჩემზე ფიქრობ. დამიანე."
- "სხვათაშორის გამაღვიძე და ჰო კიდევ ამხელა წარმოდგენა ნუ გაქვს საკუთარ თავზე" პასუხს ვუბრუნებ და ტელეფონს ღიმილით ვთიშავ. დილას ადრე ვდგები, ვემზადები და მისაღებში გავდივარ, სადაც ლუკა მხვდება. მაგიდაზე ვისკის ცარიელი ბოთლი უდევს, თვითონ კი ტანსაცმლიანად ჩასძინებია. მას ყურადღებას არ ვაქცევ. ვწესრიგდები და სამსახურში მივდივარ. დღე უაზროდ გადის, საშინლად ვიღლები. ბოლო კლიენტიც და სახლში წავალ. აი ეს არის ყველაზე საოცარი მომენტი.
- იცით რა მაინტერესებს?
უღიმღამოდ იწყებს საუბარს და მეც საბუთებიდან თავს ვწევ.
- დედა?
მისი ბრწყინვალე თვალები იმდენად ჩამქრალი მეჩვენა, რომ ახლა მისი ნახვის გარდა ყველაფერი მერჩივნა.
- ელა შენ?
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
მის აწყლიანებულ თვალებს მხედველობაში არ ვიღებ და ისე ვაგრძელებ საქმეს.
- მე.. მე ჩემი ანგარიშის შემოწმება მინდა.
წამში ვამჩნევ მის ჩალურჯებულ ხელებს. გული მეკუმშება. თვალებს ვარიდებ და ისევ საბუთებში ვიყურები. მაინც ვერ ვითმენ, ვერ ვაიგნორებ ბოლომდე.
- რა გჭირს ხელებზე?
- სერიოზული არაფერია.
- სერიოზულს რას ეძახი მე არ ვიცი.
- ყოველშემთხვევაში იმ ტკივილს არ განვიცდი, რასაც შენ განიცდიდი ჩვენს გამო.
- ანგარიში ისევ ისეა როგორც ადრე. შენ რა? რამეს აპირებ?
- ისეთს არაფერს.
- დედა!
- ნახვამდის ელიზაბეტ.
სიტყვას ვეღარ ვაწევ, ისე სწრაფად გადის ბანკიდან და გაკვირვებულს მტოვებს. ღრმად ვისუნთავ დაბინძურებულ ჰაერს და ვცდილობ წარსული არ გავიხსენო. რა ლამაზია ზოგჯერ წარსული, ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო. ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო. ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასდროს დამავიწყდება.



№1 სტუმარი tt

დამიანე მაბნევს ცოტა :დდ

 


№2  offline წევრი vivien

tt
დამიანე მაბნევს ცოტა :დდ


ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია ჩემთვის :დდ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი XXX

ამ თავში +18ის არაფერი ყოფილა, ტყუილად მითითება რატომ გიყვართ.

 


№4  offline წევრი vivien

სტუმარი XXX
ამ თავში +18ის არაფერი ყოფილა, ტყუილად მითითება რატომ გიყვართ.


ლუკასა და ელიზაბეტის მომენტზე ასე ჩავთვალე საჭიროდ, ტყუილად ნამდვილად არაფერს არ ვითითებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent